ზოი. მეორე ნაწილი. თავი 4
ბნელ სადარბაზოში ვიღაცამ გასაღებების ასხმა ააჩხარუნა. “ტკაც” -ერთხელ. “ტკაც” - მეორეჯერაც. ეს ხმები კარის საკეტის გაღებაზე მეტყველებდა. სადარბაზოს სიბნელეში ადამიანის ბუნტმა სილუეტმა რკინის ცივი სახელური ჩამოსწია. კარს მიღმა სივრციდან კიდევ უფრო მეტი სიბნელე გამოსრიალდა სადარბაზოში და უარესად გააბუნტა ჩამუქებული სილუეტი. სიჩუმე იყო. ხმაურს ჩასძინებოდა და ირგვლივ დუმილი ხვრინავდა უჩუმრისპირად. სილუეტმა მურივით ჩაშავებულ სიბნელეში შეაბიჯა. იქიდან კარს მიარტყა ფეხი. ახლა სიჩუმემ წასთვლიმა და ხმაურმა შეჰკივლა საზარელი ხმით, თითოქს კოშმარი ესიზმრაო — სადარბაზოში მოცეკვავე დუმილი კარის დაჯახუნების ხმაზე დაიბნა, ფეხები ერთმანეთში აებლანდა. წაიქცა და მალევე წამოდგა. კვლავ ძირს დაეშვა ხმაურის ქუთუთოები... სახლში შესვლისთანავე სინათლე აანთო და იქვე ჩაიკეცა. ნელა ჩაცურდა ზურგით კედელზე მიყრდნობილი. სხეულში საამურად დაურა იატაკისა და კედლის სიგრილემ. თავი ტანსაცმლით სავსე ჩანთებზე ჩამოდო. ჩაეძინა. დილით სიცივემ შეაწუხა. უსიამოვნოდ შეიშმუშნა. მძიმე ფარდასავით ეკიდა მის თვალებზე ქუთუთოები, რომელთა ზევით აზიდვას ვერ ახერხებდა და ამიტომ თვალწინ სიბნელე იდგა. იქ კი ფერადი გამოსახულებები ირეოდნენ ერთმანეთში. სწრაფად ეცვლებოდათ ფერი და მათეს ეჩვენებოდა, რომ გამოჩენისთანავე ქრებოდნენ. სხეული ერთიანად უკანკალებდა. ფერადი ბჟუტურიც შემაწუხებლად ებლანდებოდა თვალებში. მეტს ვეღარ გაუძლო. ფარდა აიწია და სცენა გამოჩნდა, რომლის წინ თავი მოეყარათ ჭაღით განათებულ ოთახსა და რამდენიმე ჩანთას. ღამის განმავლობაში ისე გაყინულიყო მათე, რომ თამაში არ შეეძლო. სცენა კვალვ დახურა. კვლავ ჩამოიშალა მძიმე ფარდები მის თვალებზე. მაყურებელს რეაქცია არ ჰქონია. მშვიდად და დუმილით შეხვდნენ იმ ამბავს, რომ სპექტაკლი არ იქნებოდა. თვალდახუჭული წამოდგა ფეხზე. მცირე მანძილი გაიარა. ოთახში მდგარ მაგიდასთან შეჩერდა. ხელები მოაფათურა ზედ. სვლა განაგრძო. მაგიდა გამოიყენა მოაჯირად და გზამკვლევად. კიდევ ერთხელ გახსნა სცენა. მზერით საძინებელში შესასვლელი კარი მოძებნა და სწრაფად გაემართა იქითკენ. იმ ოთახში არსებულ ფანჯარაზე ფარდები გადასწია. გარედან მზე შემოიჭრა თავისი თავბრუდამხვევი სინათლით. აცახცახებულმა და მზის სხივებით თვალებაჭრელებულმა მარცხენა ხელი მიადო ფანჯრის მინას. ხარბად შეისრუტა მინის სითბო. მეორე ხელიც უმალ შეუერთა სითბოს წყაროს და სხეულით იგრძნო თბილი მუხტების შემოდინება. თავი უკან შეაბრუნა. ოთახი მოათვალიერა. ჩრდილოეთის მხარეს, კედლის შუაგულში საწოლი იდგა, რომლის დანახვაზე ნერწვი გადაყლაპა. დანანებით ააქერცლა თბილ მინას შეხორცებული თავისი ხელები და საწოლისკენ წავიდა. გადასაფარებელი არ აუღია, ისე შეძვრა გრილი საბნის ქვეშ. ტანსაცმლიანი წევს. სიცივისგან ძვლები ემტვრევა. თვალები მაგრად აქვს დახუჭული და გულის ყურით უსმენს თავის სხეულსა და საწოლში ნაბიჯების ხმას, რომელიც შორიდან მოდის და ნელ-ნელა უახლოვდება. ამასობაში საიდანღაც პატარა და ფაქიზი საცეცებიც ჩნდება. გამეტებით უღიტინებენ მათეს სხეულს. ნაბიჯების ხმაც ზუსტად იმ ადგილას ისმის, სადაც საცეცები ფუსბუსებენ გიჟური დაუნდობლობით და მათე ისევ გრძნობს სითბოს. მიხვდა, რომ სითბო მიაბიჯებს მისკენ და სითბო უღუტინებს გამეტებით. რაღა დარჩენია ძილის მეტი? ყველაფერი მოგვარებულია. ახლა შეუძლია თქვას, რომ ცოლი ჰყავდა. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ზოის არასდროს ეფიქრა მათეს ვუყვარვარო. თუ ოდესმე მსგავსი ეჭვი გაუჩნდებოდა, გაიხსენებდა, რომ მათე დაქორწინებული იყო და სხვა უყვარდა. ზოი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მათეს უსიყვარულოდ შეეძლო ცოლის მოყვანა, ამიტომ მისი ეჭვები უმალ გაბათილდებოდა. წინასწარ არ დაუგეგმავს. ეს ყველაფერი მაშინ მოუვიდა აზრად, როცა მიას პირველად შეხვდა და მიხვდა, რომ მის მონადირებას მარტივად შეძლებდა. ხელიდან არ გაუშვა იმის შანსი, რომ უსაფრთოების ერთგვარი გარანტია შეექმნა. მათეს გონება მძლავრად მუშაობდა, მაგრამ მისი შრომის ნაყოფი უკვე მეტისმეტად სცდებოდა ყოველგვარ ზღვარს. იმდენად მჭიდროდ იყო გონების კარნახზე მიჯაჭვული, რომ აღარ შეეძლო მისი ჩანაფიქრების უგულებელყოფა. ნარკოტიკად ექცა მენტალური გათვლები და მათი საშუალებით თავის დაზღვევა. ვეღარც იმის ცდუნებას გაუძლო, რომ უაზროდ არ გამოეყენებინა მია. ჩვეულებრივ ვამპირად გარდაიქმნა, რომელსაც სისხლის მაგივრად გონების თამაშები სწყურია და ზეციურ სიამოვნებას ანიჭებს მათი დაგემოვნება. აქმადე კი იმან მიიყვანა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გონების მხურვალე ცეცხლში დნებოდა მისი გული და ისიც უმოწყალოდ ურტყამდა მძიმე ჩაქუჩს სასურველი ფორმის მისაღებად. სულ პატარა იყო, როცა გულის კარნახი ჩაესმოდა და დიდწილად მას უჯერებდა, მაგრამ ყოველჯერზე იმედგაცრუებული რჩებოდა, რადგან ჯოჯოხეთურ დემონებს დამსგავსებული ადამიანების გარემოცვა ყოველივეს მის წინააღმდეგ იყენებდა. ხან დაცინვის ობიექტი ხდებოდა; ხანაც თავისივე გულახდილი ქცევებისა და სიტყვების აბლაბუდაში იხლართებოდა. და აი, მაშინ მოსინჯა კუნთები, თავისი პატარა და სუსტი ხელები ჩასჭიდა უზარმაზარ უროს, ღრიალითა და ჭინთვით ასწია, მაგრამ ხელიდან გაუვარდა... სამაგიეროდ, გონების ძალით შედუღებულ გულზე დაეცა და ასე დაიწყო ამ უკანასკნელის გამოჭედვა. არ არის მათეს გული ლითონი! კვლავაც ჯიუტად ებრძვის გონებას. თუმცა, ამასობაში ბევრი რამ დაავიწყდა. უკვე აღარ იცის, როგორ გამოხატოს ემოციები და გრძნობები. ზოგჯერ იმის განცდაც კი აქვს, რომ თვითონ არაფერი შეუძლია და რასაც გონება მოინდომებს, მხოლოდ იმას იგრძნობს. და კვლავაც გრძელდება ეს რიტუალი... გონება ლითონივით ჭედავს მათეს გულს! გამთბარ საწოლში ნებივრობა დაასრულებულად გამოაცხადა. სააბაზანოში გავიდა. მდუღარე შხაპი მიიღო. კბილები გაიხეხა. მერე შესასვლელში დატოვებული ჩანთიდან ჯინსის შარვალი და წითელი მაისური ამოაცურა. სწრაფად გამოეწყო სპონტანურად არჩეულ ტანსაცმელში. გამჭირვალე ჭიქა წყლიით აავსო და სულმოუთქმელად გამოცალა. შარვლის ჯიბეში ფურცლის ნაგლეჯს გადააწყდა. ყურადღებით შეათვალიერა და გაიხსენა რას უკავშირდებოდა მასზე მიჭუჭყნული მათემატიკური გამოთვლები. ხელები მაგიდაზე დაატყაპუნა და შეეცადა დოლზე დაკვრას მიემსგავსებინა ეს ქმედება. მოეჩვენა, რომ არაფერი გამოუვიდა. ამჯერად ორივე ხელის მტევანი აათამაშა მაგიდის ზედაპირზე და წარმოიდგინა, რომ რამდენიმე აკორდი აიღო როიალზე დაკვრისას. ამგვარი აკომპალიმენტის ფონზე დაურეკა ზოის და მშვიდად დაიცადა, როდის გაისმებოდა ყურმილში მისი პასუხი. -ალო. -ზოი, რაღაც უნდა გკითხო. წარმოიდგინე ოთხი თარო. თითოეულზე სულ 25 წიგნი ეტევა. ზედა თაროზე 5 წიგნია, ქვემოთ — 10; კიდევ ქვემოთ — 4 და სულ დაბლა — 3. კარგად გაიაზრე ეს ყველაფერი. ახლა მითხარი, როგორია ეს თაროები. ნახევრად შევსებულია თუ რამდენიმე წიგნით შევსებული და ნახევრად ცარიელი? ზოი ხმას არ იღებს. ტელეფონი აჩვენებს, რომ ზარი არ გათიშულა. -ალო! ზოი, აქ ხარ? ალო! -ჯერ მომესალმე. -გამარჯობა, ზოი. -არ გრცხვენია, ხომ? სამი კვირაა არ გამოჩენილხარ, არ დაგირეკავს, არ მოგიწერია და ახლა რაღაც უაზრობას მელაპარაკები. მომიკითხე მაინც! იქნებ ვკვდები... -ბოდიში მოგიხადო? -არ მჭირდება. -სად გნახო? -არსად, მათე, არსად! გგონია ასე მარტივად ჩაივლის შენი უპასუხისმგებლო გაუჩინარება და ვითომც არაფერი მომხდარა, ისე შევხვდებით ერთმანეთს? -ვაღიარებ, რომ მეგონა. -შენთვითონ გათიშე! გეუბნები გათიშე-მეთქი! რა ურცხვი ადამიანი ხარ, თავხედო! -თუ იმას ელოდები, რომ მე გავთიშავ, მოგიწევს მთელი დღე მე მელაპარაკო ტელეფონზე, იმიტომ, რომ გათიშვას არ ვაპირებ. -ხოდა, კარგად ბრძანდებოდე! მე ვთიშავ. მათემ თავი მოიფხანა და მძიმედ ამოიხვნეშა. მოიწყინა. როგორც ჩანდა, მთელი დღე სახლში უნდა გაეტარებინა. ზოის გარდა, არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა. ზოი კი ისე გაბრაზებულიყო, ცოფებს ყრიდა. გარეთ მაინც გავიდა, რადგან მუცელში სასტიკი და დამანგრეველი ომის აფეთქებებს გრძნობდა, სახლში კი ერთი კარტოფილიც არ ულპებოდა. იმდენი პროფუქტი იყიდა, მაცივარში ძლივს დატია. საღამომდე ყავის მეტი მაინც არაფერი ჩაუშვია მშიერ კუჭში. საღამოს ზოიმ დაურეკა. -გისმენ, ბრაზიანო ქალბატონო. -მომწერე სად ხარ. შენთან უნდა მოვიდე. -რა მოხდა, რამ გადაგიტრიალა ტვინი? ზარი დასრულდა. მათეს გაეცინა. მერე თავისი სახლის მისამართი მისწერა ზოის. ცოტახანში მათეს სახლის კარზე შემაძრწუნებელი ბაგაბუგი ატყდა. ზოი აბრახუნებდა. გამწარებული და გაავებული იყო. მათემ კარი გაუღო. გიჟივით შევარდა სახლში და წიკვინა ხმით ხმამაღლა კიოდა: -ისე როგორ დაქორწინდი, რომ მე არ გამაგებინე,? ან გაყრა როგორ გადაწყვიტე ჩემ გარეშე, შე უნამუსო! -ნუ წივიხარ, გამისკდა ყურები. -მინდა და ვწივივარ. შენნაირი გაიძვერა და ჩუმჩუმელა მაინც არა ვარ. -გეხვეწები, ხმას დაუწიე თორემ მართლა დავყრუვდები. -დედაშენთან ვიყავი. ვიფიქრე, არაუშავს, მივალ და ვნახავ-მეთქი. მაგრამ თურმე მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა. სახლიდან წამოსულხარ. დედაშენს წნევა ჰქონდა აწეული. რომ ვიკითხე, სად წავიდა-მეთქი, მიპასუხა, ჯანდაბაშიც წასულაო. ცოლი მოიყვანა შენმა უტვინო მათემ და გაშორებაც მოუსწვრიაო. -აი, თურმე რა ყოფილა. - სიცილი აუყტდა მათეს. -რა გაცინებს? -მეცინება და თავს ვერ ვიკავებ. ახლა მომისმინე! გადაწყვეტილებებს ჩემით ვიღებ. გაყრაც შენს გარეშე გადავწყვიტე და დაქორწინებაც. ზედმეტი მოგდის. თავი მოთოკე. -მაინც როგორ შეგეძლო, რომ ამ ყველაფრისგან მოშორებით დამტოვე. ამაზე ფიქრი მაგიჟებს, მათე. -მიას უნდოდა ასე. მან მოიფიქრა ყველაფერი. ეს სამი კვირა მასთან ერთად ვცხოვრობდი სხვა ქალაქში. მთხოვა, მარტო ვიყოთო. არ მინდოდა გული დასწყდომოდა და ხათრი ვერ გავუტეხე. მაგრამ საოცრება იცი რა არის? ზუსტად სამ კვირაში განქორწინება მომთხოვა. აღარ მინდაო შენთან ყოფნა. შოკი მივიღე. მაგრამ არ შემეძლო ძალით დამეტოვებინა ჩემს გვერდით. ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. თუ გადაიფიქრებს, კვლავ ცოლად მოვიყვან. ამას სიხარულით გავაკეთებ. -ე.ი. მია ჰქვია. ღირსი ხარ. ჩუმჩუმელურად რომ მოიქეცი და გაუჩინარდი ამდენი ხნით, მაგის ბრალია. რა კარგად გაგიკეთა! იუ! ხომ მიგაგდო, არა?! -წადი, ზოი. უკვე თავს გახვედი. ზოიმ ხმაურიანად გაიჯახუნა კარი. კმაყოფილი და ყურებ ატკიებული მათე ვახშმის მომზადებას შეუდგა. ამაღამ გემრიელად დანაყრდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.