შენ არ ხარ ცუდი.. (სრულად)
ვკივი, მაგრამ პირზე ისე ძლიერად მაქვს ხელი აფარებული ხმა არ ისმის. ვფართხალებ, მაგრამ მკლავები ისე ძლიერ მაქვს შემოჭდობილი სხეულზე ვერ ვახერხებ. გაქცევა მინდა, მაგრამ არ მიშვენებ. პირს წებოვანი ლენტით მიკრავებ ფეხები და ხელები თოკით მაქვს გაკოჭილი. საბარგულში მაგდებენ ვერ ვხვდები რა უნდა დამეშვავებინა მე, 18 წლის გოგოს, რომელმაც ჯერ 2 კვირაა რაც უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. საბარგულში ჩაკეტილს სუნთქვა მეკვრის და ვერც ვაცნობიერებ ისე ვითიშები. გონს სადღაც საწოლზე დაგდებული მოვდივარ. ოთახში ერთი ნათურა ბჟუტავს მხოლოდ ერთი ლოგინი დევს და ფანჯრები არ აქვს. არვიცი რამდენი დრო გავიდა სანამ კარს გააღებდნენ,მაგრამ როცა გააღეს თვალები ტირილისგან უკვე საკმაოდ შესიებული მქონდა. -გამარჯობა ელენე-მესმის ბოხი, ხრიწიანი ხმა და ვხვდები ამ ხმის პატრონს ცუდი გარეგნობა არ ექნება, უბრალოდ რატომ უნდა იყოს ასეთი ბოროტი? ელენეო.. პირი აკრული მაქვს და ვერც კი ვეპასუხები რომ მე ელენე არ ვარ, ქრისტინა მქვია.. -ახლა პირს გაგიხსნი, თუ გინდა იყვირე, მაინც არავის ესმის-ხმაში ცინიზმი ერევა. მამაკაცი მაღალია, ახოვანი და განიერი მხრებით, შავი კაპიშონიანი ჟაკეტი აცვია და კაპიშონი თავზე აქვს წამოფარებული. ვინაიდან ერთადერთი ნათურა მის უკანაა სახეს ვერ ვარჩევ. მიახლოვდება და პირ მიხსნის -რა გინდათ ჩემგან-ვხავი და ბოლო ხმაზე ვიწყებ ტირილს. მისი რჩევა გავითვალისწინე, ალბათ არც ისეთი სულელები არიან, ისეთ ადგილზე რომ მოვეყვანე საიდანაც ჩემს ყვირილს გაიგებდნენ -თანდათან გაიგებ ელენე- მშვიდად მეუბნება. ერთადერთ სკამს მისკენ აჩოჩებს და ისე ჯდება, სკამის საზურგე მის წინა მხარესაა და ხელებს აყრდნობს ზედ. -მე ელენე არ მქვია-ვბღავი ბოლო ხმაზე -სირცხვილი არ არის შენი ნამდვილი სახელი რომ არ იცი?-სიცილის ნოტები ერევა ხმაში -მე ქრისტინა მქვია-ვყვირი ბოლო ხმაზე -თუ დამშვიდდები შემიძლია მოგიყვე კიდეც-მეუბნება და ფეხზე ნელა დგება. ჩემკენ მოდის და უნებურად უკან ვცდილობ დახევას საწოლზე ჩემს გვერდით რომ ჯდება. ხელს ჩემს მკლავზე დააცურებს და ახლა უკვე ვარჩევ მის სახის ნაკვთებს. -გთხოვ, შემეშვი-ძლივს ვამბობ დარაც შეიძლება უკან ვიწევი. -კარგი, მოდი დღეისათვის პირველ გაკვეთილს ჩაგიტარებ-ფეხზე დგება ის და ოთახში სიარულს იწყებს. თითქმის ათი წუთი ისე იარა ერთი კუთხიდან მეორემდე, ხმა არ ამოუღია, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო კვლავ საწოლზე ჯდება და წელზე ძლიერად მიჭერს ხელს. ბოლო ხმაზე ვკივი, ვერ ვჩერდები. -გამიშვი-მთელი სხეული მიკანკალებს, ვერ ვხვდები რატომ შემაბრუნა კედლის მხარეს. გაკვირვებული ვრჩები როდესაც ხელებს მიხსნის -ფეხები თვითონ შეიხსენი-მეუბნება და კვლავ სიარულს უბრუნდება. ვერ ვხვდები რა უნდა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პროვინციელი გოგო ვარ რომელსაც მხოლოდ დედა და ბიძა ზრდიდა. -1969 წელს დაიბადა თეიმურაზ აბაშიზე, ქალაქ თბილისში, საკმაოდ წარმატებულ ოჯახში-დაიწყო საუბარი მან, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, ვინ იყო თეიმურაზ აბაშიძე? -ჰეი ელენე მისმენ?-შეჩერდა უეცრად და მზერა ჩემზე გააჩერა, სიბნელეში იმასაც ვერ გაარჩევდი რა ფერის თვალები ჰქონდა. -ელენე არ მქვია-ამოვიკვნესე კვლავ და ცრემლები რომელიც წამითაც არ შეჩერებულა მუჭებით მოვიწმინდე -გავაგრძელებ მოდი, თეიმურაზ აბაშიძემ სკოლა წარმატებით დაამთავრა, მამის გავლენის გარეშე ჩააბარა უმაღლესში და იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. თეიმურაზი მესამე კურსზე იყო თავის მომავალ მეუღლეს სალომე გაჩეჩილაძეს რომ შეხვდა ეს დიალოგი იყო თუ მონოლოგი ვერ გაიგებდით. ქალის სახელი და გვარი ახსენა თუ არა შეჩერდა და გამომხედა, მხოლოდ გვიან გავაანალიზე, სალომე გაჩეჩილაძე ხომ დედაჩემის სახელი და გვარი იყო. -უამრავ ქალს ქვია სალომე გაჩეჩილაძე-ამოვიტირე კვლავ მე -კარგი, მათი ურთიერთობა ძალიან განსხვავებული იყო, ორი წელი ერთად იყვნენ, შემდეგ დაშორდნენ და წლების მერე შერიგდნენ. ამის შემდეგ 2000 წლის 3 აპრილს ქვეყანას მოევლინა გოგონა, ელენე აბაშიძე, აბა გაიხსენე შენი დაბადების თარიღი?-კვლავ შეჩერდა და მომაშტერდა -ხო, მოკლედ დაიბადე შენ, ელენე აბაშიძე. 2 წლის იყავი დედაშენი მეორე ბავშვზე რომ იყო ორსულად, მოკლედ 2002 წელს, ერთ დღესაც მამაშენი, თეიმურაზ აბაშიძე, თავისი ძმაკაცის დაბადების დღიდან დაბოლილი და ნასვამი მოდიოდა სახლში, გზად სამსახურიდან მომავალი ქალი დაინახა, აუთამაშდა ჰორმონები, მანქანაში გააუპატიურა ეს გამვლელი, შემდეგ არც მეტი, არც ნაკლები გაგუდა და სანაგვე ურნაში შიშველი ჩააგდო, მშვიდად წავიდა სახლში, ცოლს მოუალერსა და დაიძინა. სამი დღის შემდეგ პოლიციამ საქმე გახსნა, მამაშენი, თეიმურაზ აბაშიძე დააპატიმრეს, ეს ამბავი დედაშენმა რომ გაიგო მოგკიდა ხელი და შეგიცვალათ სახელი და გვარები, თბილისს მოგაშორათ და სადღაც გადაკარგულში წაგიყვანათ. ალბათ იცოდა ოდესმე გარდაცვლილი ქალის ნათესავები რომ მოგძებნიდნენ, ახვა'რმა მამაშენმა სასჯელის მოხდაც არ იკადრა, ქვეყნიდან აახვია და კაიფში გაიგუდა, როგორ მოგწონს ისტორია?-კვლავ სკამზე დაჯდა და ისეთი თვალებით იხედებოდა, მივხვდი კარგის არაფრის იმედი აღარ უნდა მქონოდა ვერც სიტყვის თმას ვახერხებდი ახალი ამბით დამუნჯებული. ყოველთვის მეგონა რომ მამაჩემმა დედაჩემს უღალატა, ან რაიმე ასეთი პრიმიტიული მიზეზთაგანი, რის გამოც არ ვიცნობდი მამაჩემს. მაგრამ ასეთ ამაზრზენს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ხმასაც ვერ ვიღებდი. -დედაშენი იყო?-მხოლოდ ეს ამოვთქვი ასეთი რამ დედაჩემისთვის რომ გაეკეთებინათ ნეტა მე რას მოვიმოქმედებდი? -დიახ, დედაჩემი იყო, შენ წარმოიდგინე და მიყვარდა კიდეც-ცინიკური ხმა ჰქონდა მას -და მე.. ისე უნდა მომექცე როგორც მას მოექცნენ?-მოწოლილი ცრემლების ვეღარ ვიკავებდი -არაა, რას ამბობ? მოგეფერები და გაგიშვებ-ირონიული იყო მისი ბარიტონი. -შენც ხომ ისეთი გახდები შემდეგ როგორიც ის კაცი?-მამის დაძახება არც მიფიქრია იმ არამზადასთვის -მთელი ცხოვრებაა იმას ვფიქრობ როგორ გაგანადგუროთ, რას მელაპარაკები? იცი იმ დროს დედაჩემი ორსულად იყო, შენმა მამიკომ არა მარტო დედა, დაც მომიკლა და ამასთანავე მამაჩემიც ამ ამბავს შეეწირა, რას მეუბნები? მამაშენზე უარესი გავხდბი თუ საჭირო იქნება-ღრიალებდა ის, მე კი შიშისგან აკანკალებული, მოკუნტული ვიჯექი საწოლზე -ახლა წავედი, შენ კი შეგიძლია იფიქრო და იდეებიც მომაწოდო როგორ გაწამო-გაიღიმა მან, საწოლს მოუახლოვდა, ნიკაპზე უხეშად ჩამავლო ხელი, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ოთახის კარი გაიჯახუნა. დამტოვა ფიქრებთან მარტო არ მჯეროდა რომ მოძალადის და მკვლელის შვილი ვიყავი. ვერ ვიჯერებდი რომ ახლა აქ ვიყავი და კოშმარი არ მესიზმრებოდა. სიცივისა და შიშისგან აკანკალებული სუფთა თეთრეულში შევძვერი და საბანში გავეხვიე. ტირილში ისე ჩამეძინა ვერც კი გავაანალიზე. -- არც კი ვიცი რამდენი ხანია აქ ვყავარ გამოკეტილი. დღე და ღამეს ვერ ვარჩევ რადგან მუდამ სიბნელეა. ალბათ რამდენიმე კვირა იქნება, ჩემები ალბათ საშინლად ნერვიულობენ. გამტაცებელი ძალიან ხშირად შემოდის და ყოველთვის ერთი და იგივეს მიმეორებს, თუმცა ჯერ გაკეთებით არაფერი გაუკეთებია. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. თუ ჩემი წამება და მოკვლა უნდა რატომ მაჩერებს აქ? რატომ შემოდის და უფრო და უფრო მშვიდი გამომეტყველება რატომ აქვს სახეზე ვიდრე პირველ დღეს? მისი გასვლის წინ დატოვებული კოცნა რატომ იქცა რიტუალად? ---- დიდ, ნათელ მისაღებში ორი მამაკაცი ზის. -ვიცოდი რომ ვერ შეძლებდი, გითხარი, შეეშვი და აცადე რა გოგოს ცხოვრება-მშვიდად ეუბნებოდა ქერა, მაღალი აღნაგობის ადამიანი, გამტაცებელს. გამტაცებელიც, შავთმიანი და ლურჯთვალება მოღუშული სახით იჯდა დივანზე და ვისკის ჭიქას ათამაშებდა, თან ნელ-ნელა წრუპავდა -მე რომ ეგ გავაუპატიურო ფიზიკურად ვერ ვიცოცხლებ თავს, ხვდები?-ამოთქვა ბოლოს და მთლიანად ჩაიცალა სასმელი. -მე კი ვხვდები, მაგრამ, რას ერჩი გოგოს, დედამისმა ყველაფერი ცადა რომ არ გაეგო არაფერი, ვერ ხედავ? მამამისის სახელიც არ იცოდა. რა სისულელეს აკეთებ გაბრიელ?-ცდილობდა მეგობრის გადარწმუნებას ქერა -მისი შვილია, ლევან, იმ ახვ'არი კაცის შვილი, როგორ არ გესმის? თან რომ ვუყურებ, ჯერ პატარაა, ცხოვრება წინ ჰქონდა, ვერ ვიმეტებ გესმის?-ღიად უმხელდა გულის ტკივილს მეგობარს. ლევანმა პასუხის დამთავრება ვერ მოასწრო, გამრიელის ტელეფონი ამღერდა -ხო ბებო-უპასუხა ჩვეულებისამებრ გამტაცებელმა -დაამთავრე ბებო მუშაობა?-შეფარვით კითხა ქალმა გოგოს ამბავი. -არა, არ მცალია, მერე დაგირეკავ-არ ესიამოვნა ბებიის დაინტერესება ელენეს თუ ქრისტინას მიმართ გაბრიელს. ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. ბებია მას შემდეგ უნერგავდა გონებაში შვილიშვილს, რომ გაიზრდები შური უნდა იძიო ოჯახისთვისო. ერთადერთი ქალიშვილი წამებით მოუკლეს და ცოტა კიარა კარგად შეერყა მოხუცს ფსიქიკა. --- ოთახის კარის ხმა რომ გავიგე უმალ ვჭყიტე თვალები და შემოსულ გამტაცებელს მივაშტერდი. რაღაცნაირი, გაღიზიანებული გამომეტყველება ჰქონდა. ამას წინათ ნათურა შეცვალა ბიჭმა, ახალი უფრო კარგად ანათებდა ოთახს და ვხედავდი უკვე გამტაცებლის სახეს. -მიიწიე-მიბრძანა მან და ლოგინზე ჩამოჯდა. -რა ხდება?-გაუბედავად ვკითხე და საბანში ცხვირამდე ჩავიმალე -დრო მოვიდა-ისეთი უხეში და ამოუცნობი ხმა ჰქონდა, თავდაპირველადაც არ ჰქონია ასეთი. გამხეცებული იყო, საბანს უხეშად ჩაავლო ხელი და ოთახის კუთხეში მოიქნია, გვერდით მომიწვა და წელზე ხელი მომხვია. -გთხოვ, გამიშვი, არგინდა-ვევედრებოდი, ვყვიროდი, ვკიოდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველანაირად ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია, ხელებს გულმკერდსა და სახეზე ვურტყავდი სანამ არ დამიკავა, შემდეგ კი მთელი ძალით შემომაგლიჯა მაისური. -შენ ხომ არ ხარ ცხოველი, გთხოვ-უკვე ლაპარაკიც მიჭირდა, ჩემი ჯინსიც იატაკზე ეგდო და ამჯერად თავის ჯინსს ეჯაჯგურებოდა უცებ ყველანაირი მოძრაობა რომ შეწვიტა და სახეზე დამაკვირდა. რამდენიმე წუთი, გაურკვეველი სახით, გაურკვეველი ემოციით აღსავსე მიყურებდა თვალებში და უფრო მეტად ამიტყდა ტირილი მისი აცრემლებული თვალები რომ შევამჩნიე. წამის მეასედში წამოხტა ფეხზე, ქამარი შეიკრა, ძირიდან საბანი აიღო და გადამაფარა. -ვერა, ვერ შევძელი, ვერ გავაკეთე, ვერ გავაკეთებ, ამას ვერ ვიზავ-ბურტყუნებდა თან ოთახში წინ და უკან დადიოდა, შემდეგ სწარაფად გაიხადა თავის საპიშონიანი ჰუდი და თავის ხელით ჩამაცვა, თვითონ მაისურის ამარა გავარდა გარეთ. სწორედ მაშინ, როდესაც მის ცრემლიან თვალებს შევხედე მივხვდი ამ წამს მას ჩემზე მეტად ტკიოდა, ჩემზე მეტად აწუხებდა ის რომ მე აქ ვიყავი, მას ვყავდი გატაცებული და არც კი იცოდა როგორ ეძია შური. მისი სული იმდენად სპეტაკი იყო, არ იყო ბოროტებას შეჩვეული, რომ რაც არ უნდა მოთხოვნილებათ ჰქონოდა შურისძიება ვერ აკეთებდა ცუდს. მის ჰუდში, საბანში გახვეული ვიწექი და ჭერისთვის გამეშტერებინა მზერა. ვერ ვივიწყებდი როგორ შემომახია მაისური და შარვალი. კიდევ კარგი დროზე მოეგო გონს, არც მე დამიშავა რამე და არც საკუთარ თავს. რამდენიმე საათში ოდნავ დამშვიდებულმა შემომიღო კარი. ლოგინს რომ მოუახლოვდა უნებურად დავიხიე უკან -არაფერს დაგიშავებ-ჩუმად მითხრა და კვლავ გვერდით მომიწვა. ხმა არ გამიცია, საბანი მაგრად ჩავბღუჯე. საბნის ზემოდან იწვა, ხელი ჩემს მუცელზე გადაედო და ცალი თავქვეშ ამომიდო, გულზე მიმიხუტა. -ახლა შუაღამეა, აქ მარტო ვართ, ხვალ ამ დროს უკვე სახლში იქნები, ოჯახთან-ჩუმად მიჩურჩულა და ტუჩების მაგივრად ამჯერად შუბლზე მაკოცა. -მადლობა-მეც ვუჩურჩულე და თვალები დავხუჭე. ისე მშვიდად მეძინა გამტაცებლის მკლავებში, თითქოს ის არ ცდილობდა ჩემ გაუპატიურებას რამდენიმე საათის წინ. -- თვალებზე რაღაც მქონდა აკრული, გამტაცებელს ხელში ვყავდი და ისე მივყავდი სადღაც. რამდენიმე წუთში მანქანის სავარძელზე აღმოვჩნდი -კარგად-კვლავ შუბლზე ვიგრძენი გამტაცებლის ტუჩები -შენ არ ხარ იმ კაცის მსგავსი, ბევრად კარგი ხარ და იცოდე, ყოველთვის ასეთი იყავი, არ შეიცვალო-ისე წამოცდა ჩემს ბაგეებს სიტყვები ვერც გავიაზრე. ჩემ სიტყვებზე გამეღიმა.. პირველად ტყვეობის მანძილზე, გამეღიმა იმიტომ რომ ჩემ გამტაცებელს რჩევას ვაძლევდი თან ვეუბნებოდი რომ კარგი ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, ეს გულიდან წამოსული სიტყვები იყო. გამტაცებელს პასუხი არ გაუცია ისე მომიხურა კარი და მანქანა დაიძრა. --- სახლში მივედი თუ არა ისეთი ამბავი ატყდა, დედაჩემი ძლივს მოასულიერეს. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიციას მაინც თითოეული დეტალი მოვუყევი. მამაჩემის ისტორია და ისიც, რომ იგი მოკლული ქალის შვილი იყო. გაუპატიურების მცდელობა არ მიხსენებია. მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია. მის ჰუდს კი ჩემს კარადაში, ისეთ ადგილზე ვინახავდი სადაც ვერავინ მიაგნებდა. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ გარდაცვლილ ქალის შვილი, გაბრიელ მაისურაძე, მკვდარი იყო. არსებობდა მისი გარდაცვალების ცნობა, ბავშვი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი საფლავი მშობლების საფლავის გვერდით იყო. ვერც კი გამეგო რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. --- გატაცების შემდეგ მუდმივი შიშები დამეწყო, არც თბილისში დაბრუნებულვარ სასწავლებლად და სოფელში დავრჩი. ვეხმარებოდი დედას ყველაფერში რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ სახლიდან იშვიათად გავდიოდი. დეპრესია იყო თუ უბრალო შიში არც კი ვიცი. -- თითქმის 1 წელი იყო გასული იმ ამბებიდან, რომლის გახსენებაც არ მინდა. შუაღამე იყო და ჩემს ოთახში ვიწექი, წიგნის კითხვას შევყევი და ვერც გავიგე რო როგორ გავიდა, 4 საათი იყო ნათურა რომ გამოვრთე და ბალიშში თავი ჩავრგე რამდენიმე წუთში კარი ფრთხილად შემოაღო ვიღაცამ და სანამ კივილს მოვასწრებდი პირზე ამაფარა ხელი -ჩჩშ, მე ვარ-გაისმა ნაცნობი გამტაცებლის ხმა და შუქიც აანთო. მხოლოდ მისი ხმის გაგონების შემდეგ მივხვდი, არ იყო უბრალო ადამიანი იგი ჩემთვის. -იცოდე, არ იკივლო, შენ ხომ დამჯერი გოგო ხარ? გპირდები არაფერს დაგიშავებ-ჩურჩულებდა ის და თმებზე მეფერებოდა მიუხედავად იმისა რომ ვანიშნე ხმას არ ამოვიღებდი, პირზე ხელი მაინც არ გამიშვა. -მაპატიე მაგრამ მაინც ვერ გენდობი, არ მინდა ეს მომენტი გავაფუჭო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომენატრე-ლოყაზე მომეფერა ცალი ხელით, რაზეც გამაჟრჟოლა. ასე, პირზე ხელაპარებული, მაგრამ მთელი სხეულით მოდუნებული მანამ ვიწექი სანამ ის ჩემს თვალიერებას და სახეზე ფერებას არ მორჩა. -შენი ტუჩები მომენატრა-ამოიგმინა და ხელი გამიშვა პირიდან, ხმა არ ამომიღია როდესაც მთელი წუთი ცერა თითით ჩემს ტუჩებს ეფერებოდა. ფრთხილად დაიხარა და ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს, ისე დავიბენი და მივენდე, თითქოს ჩემი ყოფილი გამტაცებელი კი არა, დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს. ტუჩებიდან ნელბელა ყელისკენ ჩაუყვა და ისე ამოვიგმინე, უცებ ამაფარა პირზე ხელი. -ჩუ პატარავ, კარგად ვერ დავრბივარ და ხომ არ გინდა დამიჭირონ?-სიცილით მითხრა და კვლავ ჩემს ყელს მიუბრუნდა. მის მკლავებში აღმოვჩნდი, გააზრებულად. არ ვიცი რას მიშვებოდა ეს ბიჭი ესეთს, 1 წლის წინ ჩემი გაუპატიურება სცადა, დღეს კი საკუთარი ნებით გავხდი მისი. მის მიმართ განვიცდიდი რაღაც ისეთს, რაც ვიცი არ უნდა მეგრძნო, ეს იქნებოდა ერთი მხრივ, ჩემი დანაშაული, მეორე მხრივ კი მისი, ის დედამისის მკვლელის შვილთან ამყარებდა კავშირს, მე კი იმ ბიჭთან ვისაც მამაჩემმა დედა წამებით მოუკლა. მაინც რა საზიზღარია წუთისოფელი, როდესაც იმასთან გვაკავშირებს ვისთანაც ვერასდროს ვიქნებით. --- ტესტზე 2 წითელი ხაზი რომ გამოჩნდა დავიფიცებ რომ არცერთი წამით მიფიქრია ბავშვის მოშორება. თუ გაბრიელი ვერა მისი შვილი მაინც გამილამაზებდა ცხოვრებას. იმ დღის შემდეგ, როდესაც გაბრიელი ჩემთან შემოიპარა, კვლავ თბილისში გადმოვედი, ამჯერად ჩემი დაც სტუდენტი იყო და ერთად დავიწყეთ თავიდან სწავლა. იმ დღის შემდეგ გაბრიელს ორჯერ შევხვდი. პირველ შეხვედრაზე მან სრულად მომიყვა ისტორია. როგორ გაასაღა ბებიამისმა გარდაცვლილად და საზღვარგარეთ წაიყვანა. მეორეთ შეხვედრისას კი ძალზე რთული საუბარი გვქონდა -- -მინდა რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყოს-ვეუბნები გაბრიელს და სახეზე ხელებს ვიფარებ -რატომ?-არც ის ჩანს ბედნიერი, გვერდით მიწვება და ხელს მუცელზე მადებს, ალბათ ეს ინსტიქტურად გააკეთა, მაგრამ მე მუცელში თითქოს მთელი ქვეყანა ამომიტრიალდა. ბავშვაც იგრძნო ალბათ მამის შეხება. -ორსულად ვარ გაბრიელ, ვიცი ისეთი ოჯახი ვერასდროს ვიქნებით როგორიც სხვები, ანუ სრულფასოვანი, ამიტომ მინდა ჩვენგან შორს დაიჭირო თავი. ვიცი ძნელი იქნება, მაგრამ არ მინდა ბავშვი სტრესულ გარემოში აღვზარდო. არ მინდა მუდამ მამას ელოდოს როცა ის წელიწადში მხოლოდ შეიძლება 2ჯერ გამოჩნდეს. მინდა ჩვენი შვილი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდეს და არა ასე, როგორი ურთიერთობაც ახლა ჩვენ გვაქვს..-კიდევ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ პირზე ხელი ამაფარა -ჩშშ, მინდა შენით და ჩემი შვილით დატკბე, მაგ სისულელე კი არც იფიქრო, მე ჩემ შვილს და მითუმეტეს შენ არ მიგატოვებთ... ამოიგდე ეგ გონებიდან... მართალია გაბრიელის სახელი წარსულს ჩაბარდა მაგრამ მე ახალი იდენტობა მაქვს, რომლითაც საკმაოდ წარმატებული ვარ. შენც, მართალია ელენე არ ხარ მაგრამ ქრისტინა ხარ და მე შენში სწორედ ეს ქრისტინა მიყვარს........... ღმერთოოო, ვაპირებდი ცუდად დამესრულებინა მომეკლა ეს ბიჭი და ეს გოგო სადმე ბავშვით გაქცეულიყო, ან გაბრიელს გაეუპატიურებინა ქრისტინა თუ ელენა ეგეც ვერ გავიგე მაგრამ არარი ეს მწუხარება და ტირილი ჩემი საქმე. არც ვიცი ასეთი სევდიანი თუ სადისტურის დაწერა რატომ მომინდა, ბოლო დროს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს და მხიარული არაფერი მახსენდება. იყოს რაც არის, ჯანდაბას........ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.