შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(დასასრული)


8-04-2019, 00:19
ავტორი kesane123
ნანახია 3 810

ეზოში ვიჯექი და მორბენალ ლილეს და რეზის ვუყურებდი, გამობერილ მუცელზე ხელს ვისვამდი და თორნიკეს ველოდებოდი რომელიც ფორთოხლის საყიდლად გავგაზვნე. ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვიყავი. მყავდა 2 შვილი და ქმარი რომლებიც ჩემზე გიჟდებოდნენ. მქონდა საკმაოდ კარგი სამსახური, მეგობრები და ძლივს მოპოვებული დიდი ბედნიერება.
-ჩემი პატარები როგორ არიან?-თორნიკე შემოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-მამიკო ორი ბიჭია.-გავიცინე და დაჭრილი ფორთოხალი პირისკენ გავიქანე.
-მამიიი.-კისკისით გამოიქცა ლილე და თორნიკეს ზურგიდან ჩაეხუტა.
-მამას გოგო ხვალ რამდენი წლის ხდება? რამდენი გვირილის თაიგული ვაჩუქოთ?
-12 მაა.-ლოყაზე აკოცა და ფორთოხალი ამაცალა.
-მამიი, მაა, ხვალე ალექსანდრესთან ჰო წავალთ?.-რეზი ჩაუხტა კალთაში.
-ისინი მოვლენ.-შუბლზე აკოცა უფროს შვილს.-დედიკოს რომელი ყვავილები ვაჩუქოთ?
-წინწკალები მაა.-ტაში შემოკრა ლილემ.
-ტრადიციულად.-გაიცინა და ახლა მე მაკოცა ლოყაზე.
-მაა დედიკო სად გაიცანი?
-სკოლაში.-ორივემ ერთხმად ვთქვით.
-სკოლაში?-ლოყები აუწითლდა ლილეს.
-რაიყო მაა შეყვარებული ხარ?
-აუ მაა, ჩემი ძმაკაცი უყვარს.-აქაქანდა რეზი.
-ჩამშვებო.-ენა გამოუყო ძმას.
-რომელი შვილო.-გამეცინა რეზის სახეზე.
-მიშო.-თქვა რეზიმ და თავში წამოარტყა 2 წლით უმცროს დას.
-მეტკინა.-შებღვირა ლილემ.
-გემოვნებში მგავს.-ამაყად გავიჯგიმე და მდუმარე თორნიკეს შევხედე.-ამოიღე ბიჭო ხმა, ჩაიფსა შიშით.-ხელი მივარტყი და ფიქრებიდან გამოვარკვიე.
-უნივერსიტეტის მისაღებ წვეულებაზე ბევრი არ დალიო მაა, შენკიდე გვერდიდან არმოშორდე.-ბოლოს ამოთქვა და სიცილი რო წამსკდა ბავშვებთან ერთად თორნიკემ წარბები შეკრა.-ნუ გემოვნებაში ვერ შეგედავები.-მხრები აიჩეჩა სიცილით.
-გემოვნება კიარა მაგრად არ ვცემო.-დაემუქრა რეზი.
-ეე სვანო, მოლბი ცოტა.-თვალი ჩავუკარი და გულზე მივიხუტე.
-მერე რაო მიშომ მაა.-გაიცინა თორნიკემ ლილემ კი სასაცილოდ აიჩეჩა მხრები.
-არიცის დეე?-გავუღიმე.
-იმას რა დარჩებოდა პირში, ეტყოდა ლბათ.-შეუბღვირა ძმას და ენა გამოუყო.
-არაფერიც არმითქვამს.
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა.
-ჰო. თან მიშოს შეყვარებული ყავს.
-მერე რაა?-მხრები აიჩეჩა ლილემ და გაიცინა.
-მოიცა არ გეწყინა?-თავი წამოყო რეზიმ.
-არა.-ისევ გაიცინა და თორნიკეს ჩაეხუტა.
-ესეიგი არგიყვარს?
-არა.-ენა გამოუყო და გადაიკისკისა.-სხვა მიყვარს.
-აუ მამა ვცეემ რა?-მავედრებელი მზერა მიაპყრო მოხარხარე თორნიკეს.-ვინ სხვა გიყვარს გოგო?
-დაეტიე ბიჭო მანდ. გაუშვა ბიძამისისნაირები.-მე შემომხედა.-ვინ სხვა გიყვარს მა?
-მოდი ყურში გეტყვი.-ყურში ჩასჩურჩულა მამამისს და თორნიკესაც სახე გაებადრა.
-აუ ვინო?-ავცქმუტუნი მე.
-არა ნაღდად ვერ დაუკარგავ ამ ბავშვს გემოვნებას.-შუბლზე აკოცა.-ვუხრა მამი?-მორცხვად დაუქნია თავი.-ანდრია ავალიანი.
-სუფთა სისხლის სვანი ბავშვია რაა.-ხელი ჩავიქნიე.-მგავსთქო ჰოგეუბნები.
-დაერია ჩემ ძმაკაცებს რაა.-დაუღრინა რეზიმ.
-დადეშქელიანო დაეტიე რაა.-ჩემი ფრაზა გაიმეორა და რო გაიაზრა რაც თქვა თვითონვე აკისკისდა.
-გეგონება შენ სხვა გვარის იყო რაა.-რეზისაც გაეცინა.-მაა სვანეთში როდის წავიდეთ?-სერიოზული სახე დაიჭირა.
-ქალებით დაჭკვიანებული 1 არმეყოფოდა ღმერთო? მეორეც რომ გამომიგზავნე?-მამაშვილს გადავხედე წარბები რომ ერთნაირად ჰქონდათ შეკრული.
-დედა ეგ რას ნიშნავს?-მკითხა ლილემ.
-გაიზარდე ჯერ და მერე გეტყვით.-თვალი ჩავუკარი და უცბათ მუცელში დარტყმა ვიგრძენი.-ვაიმე თორნიკე.-შევხედე და მუცელზე ხელი დავისვიი.
-რახდება?
-გაინძრა ბავშვი. პირველად გაინძრა.-ავკისკისდრი და ხელები მოვხვიე მსოფლიოში ყველაზე კარგ ქმარს და მამას.
* * * * *
-სალიიი.-მთელ სახლში ყვიროდა იოანე ჩემ სახელს.
-რახდება მეორედ მოსვლა დაიწყო?-ოთახიდან ჩამოვედი და ჩემ ქმარს და ნაბოლარას შევხედე.
-ჩაისვარა.-სახე დამანჭა და თვეების გაბრიელი გამომიწოდა.
-მერე 4 შვილის მამამ ეგ ვერუნდა ისწავლო ბავშვს საფენი როგორ გამოუცვალო?-შევუღრინე.
-აუ კარგი რაა ნუმეჩხუბები. არარის ჩემში ბავშვის შეფუთვის ნიჭი.-თეატრალურად თქვა და წარბები ამითამასა.-ამ სარამოს რასაკეთებ ლამაზო?
-მძინავს!-შევუღრინე და ბავშვს საფენი გავხადე.
-რატო მიღრენ ტოო, რადავაშავე?
-ჰორმონებმა ქნეს.-თვალიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე.
-რა ჰორმონებმა?-ეჭვით შემომხედა.
-მეხუთედ დავორსულდი იდიოტო რას ვერხვდები?
-იმენა კურდღლები გავიჩითეთ ტოო.-გადაიხარხარა და გულში ჩამიკრა.-კიდე მამა გავხდები ტოო, რამაგარია. წავალ ყველას ვეტყვი, შენ ძაან არ გადაიღალო ჩემო ცოლუკა. ისე ამსიბერესი რა ბავშვები აგვიტყდა ა?
-ბებერი შენხარ იდიოტო. 38 წლის ბებერი არვარ!
-და მე რაშემატყვე ბებრობის?-წარბი ამიწია.-ბებერი მეძახე და კი გავაკეთე მეხუთე ბავშვი 43 წლისამ.-ენა გამომიყო და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
-ღმერთო გაძლება მომეცი.-ბავშვი ავიყვანე და მუხლებზე დავიწვინე.-რაო დეე, რაო ჩემო პაწუწუნა.-ლოყებოი დავუკოცნე და ფაჩუჩები ჩავაცვი.
-სალი მიყვარხარ.-მთელი სახე დამიკოცნა და მაგრად ჩამიკრა გულში.
-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე.-ყელში ვაკოცე და თვალები სიხარულისგა გამიბრწყინდა.
* * * * * *
-ლუკა გაიღვიძე რაა.-ყელში ვკოცნიდი და გულზე ვეხუტებოდი.
-ქეთა მეძინება, მთელი ღამე გავათენე.-ამოიბურტყუნა და გულზე მიმიკრო.
-გეგონება მე მეძინა რაა.-ამოვიბურყუნე და სრულიად შიშველი მუცელზე გადავაჯექი.-ისევ ისეთი ზეგზუალური მყავხარ.
-თავად ატყდი.-გაიცინა და შიშველ სხეულზე ხელები ამატარა, წამოიწია და ყელი დამიკოცნა.-კარები ჩაკეტილია?
-ჰო.-გავიცინე და კისერზე შემოვხვიე ხელები.
-დედაააა, მამაააა.-გარედან ყვიროდა ირაკლი.
-დამაიმპოტენტა ამ ბავშვმა.-ამოიოხრა ლუკამ და ისევ უკან გადაწვა.-რა ჯანდაბა გინდა ღლაპო?
-მამა 16 წლის ვარ რა ღლაპი?-გაიცინა.-ჯერ საქმეზე გავდივარ და მერე მამიდასთან მივდივარ და ცოდეთ, თარაშს უნდა გავყვე სადღაც.
-სად უნდა გაყვე?-მაინც ნერვიულ დედათ გადავიქეცი.
-ანასტასიას საჩუქარს ვუკეთებთ. კიდევ რა გაინტერესებთ თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო დედა?
-არაფერი შვილო, მოწყდი აქედან სანამ ცოცხლები ვართ.-გასძახა ლუკამ და კარს იქიდანაც გავიგე როგორ გადაიხარხარა ირაკლიმ.
-მაგას კიდე ეგუნდა? მომიშხამავს ნერვებს.-შევუღრინე ქმარს და მთელი სხეული დავუკოცნე.
-შემომაკვდები ქეთო ერთ დღესაც.-თვალი ჩამიკრა და ზემოდან მომექცა.
-ჩემი ზეგზუალური ქმარიი.-დავიყვირე და ავკისკისდი.
-დაგვაძინეეეეთ.-გარზე მისცხო ხელი ნიამ. ცოტახანს ლუკას ვუყურებდი, მერე კი ორივე ერთხმად ავხარხარდით.
* * * * *
-ადგა ბავშვებიიი.-დაიყვირა დემეტრემ და ოთხივე ოთახის კარი ერთდოულად გაიღო.-რადენი ხართ გამრავლოთ ღმერთმა.-გადაიხარხარა.-გოგოები მარცხნივ, ბიჭები მარჯვნივ და ცოლი გვერძე.-ხელი დამავლო და გვერდით დამიყენა. თმააჩეჩილი ბავშვები მთქნარებით წავიდნენ სააბაზანოსკენ. იქიდან სპორტულ ფორმაში გამოვიდნენ და კიბეები ჩაირბინეს. ჩვენც მათ ჩავყევით და ერთად დავიწყთ ვარჯიში. რომ მოვრჩით, ბიჭებმა მე მაკოცეს ლოყაზე გოგოებმა მამას და ისევ სააბაზანოში აიძურწნენ. დაბლა სასაუზმოდ შევიკრიბეთ.
-თარაში უნდა ვნახო მე.-ფეხზე წამოდგა საბა.
-სად მიდიხართ?
-რავი ტოო, მეც არვიცი კარგად, ანასტასიას საჩუქარზე გავდივართო ეგრე მითხრა. მე, ირაკლი თარაში და სანდრიკა.
-იცი რამიკვირს შვილოჩემო? მე რო გყავარ აგერ გადარეული მამა შენ ვის დაემსგავსე ასეთი დალაგებული?-სერიოზულად კითხა დემეტრემ.
-რავიცი მამა აბა რაგითხრა.-მხრები იჩეჩა საბამ სიცილით.
-შეყვარებულიათქო გეუბნები მე შენ.-ვუთხარი და მარიამს გადავხედე.-ჭამე გოგო შენკიდე რო იკენკები.
-17 წლისას მე შენ მიყვარდი და კიდევ ბევრი 17 წელი მეყვარები!-მხრები აიჩეჩა დემეტრემ და ბავშვები ჩაკოცნა.-მე გავდივარ. დათი აბა შენიცი მიხედე სახლს შვილო, ამ ქათმებსაც და შენხარ ამოჯახში უფროსი.-სიცილით გადახედა 12 წლის ბავშვს რომელიც ზედ გამოჭრილი მამამისია ხასიათითაც და გარეგნობითაც.
-არის კაპიტანო.-ჩესტი გააკეთა და ისევ ჭამა გაგრძელა.
-მიყვარხარ ცოლო.
-მეც ქმარო.-შუბლზე მაკოცა და სახლიდან გავიდა.
* * * * *
-დეე გავდივარ მე.-თარაშმა შუბლზე მაკოცა და მანქანის გასაღები აიღო.
-სად მიდიხარ დეე?
-ანასტასიას საჩუქარზე დე.-გამიღიმა.-ალექსანდრეეეეე.-ასძახა უმცროსს ძმას.
-რა გაღრიალებს მოვდივარ.-კიბეზე დაეშვა ჩემი ზესიამპატიური მამამისის ალიკვალი შვილი.
-რას გამოიპრანჭე ბანკეტზე კიარ მიმყავხარ.-თვალები აატრიალა თარაშმა.
-როგორ მინდა ეგ შავი თალები დაგთხარო.-თვალები აატრიალა ალექსანდრემაც.
-რაგაჩხუბებთ ხალხო დაწყნარდით.-ავკისკისდი.-ელე მოდი დეე ჩემთან.-გავძახე ეზოში.
-ჰოო დე.-შემოვიდა და ძმების შუაში ჩაუდგა.-ნუ რა სიმპოები მყავხართ რაა.-გაიცინა და ლოყაზე აკოცა ორივეს.
-ფულს მოგცემ და სალონში გაიქეცი როგინდოდა, გაგიყვანენ ესენი.-ბიჭებზე ვანიშნე.
-მე მივცემ, გააჩნია რისთვის უნდა.-წარბი აუწია თარაშმა.
-ფრჩხილები, თმა, ეპილაცია და წარბები.-თითებზე ჩამოუთვალა.
-თმა?-თვალები ჭყიტა ალექსმა.
-ჰო. ნახე როგორ გამეზარდა.-გაიშალა და წელამდე თმა აჩვენა.
-არაფერსაც არშეიჭრი.-მკაცრად უთხრა.
-სულ ოდნავ, ერთ სიგრძეზე რო დავიდეს.-თითებით აჩვენა სიგრძე და თარაშს გახედა მავედრებელი სახით.
-არ არსებობს!-ისევ თავის აზრზე იყო ალექსი და თარაშმაც თავი გაუქნია.
--აუ მამაა უთხარი რაა.-ახლახან შემოსულ დამიანეს მიეკრა.
-რა უნდა ჩემ პრინცესას?
-თმის შეჭრა, სულ ცოტათი.
-არა!-ახლა დამიანემაც მხარი აუბა შვილებს.
-გეხვეწებით რაა, სულ ცოტა რაგახდებაა? წელს ქვემოთააა უკვე.
-არა!-სამივემ ერთხმად თქვეს და მკაცრად შეხედეს ლიზას.
-ერთნაირი ჯიუტები რაა! გინდ ხეს ელაპარაკე გინდ ამათ.-ამოიფრუტუნა და კეტების ჩაცმა დაიწყო.
-გოგოო.-შეუღრინა ალექსმა და დუნდულაზე მისცხო ხელი.
-ალექსანდრე მაგას კიდე თუ იზამ შემომაკვდები!-გაბრაზდა თარაში.
-არაფერს ესენი არ დაგაცდიან რაა. ამერთხელ მოვინდომე და თან ოდნავ მეთქი. სულ რო შევიჭრა ალბათ ინფაქტი დაემართებათ პლიუს ირაკლისაც და საბასაც და დავრჩები კოჭამდე თმით.-ილანძღებოდა და მე მიყურებდა.
-სულ ცოტას შეიჭრის. არცერთის ხმა არ გავიგო!-მკაცრად ვთქვი და სამეულს გადავხედე.
-დედა ამის ცოტა არიცი რამხელაა?-გაბრაზებულმა შემომხედა ალექსმა.
-ვაიმეე მაინცდამაინც მე უნდა გამაყოლოთ რო ბევრი არ მოიჭრას?-შევუღრინე.-მშვენიერი აზრია, მეც შევიჭრი.-ენა გამოვუყავი და კარისკენ წავედი.-წამო დეე, დავუხეთქოთ გულები.-თვალი ჩავუკარი და ხელი მოვკიდე. უკან მიიხედა ძმებს და მამას ენა გამოუყო და სახლის კარი გამოიხურა.-ბევრს მაინც არ შევიჭრით.
-კაი დე.-ლოყაზე მაკოცა და მანქანაში ჩამისკუპდა.ადრე ჩემთვის რომ ეთქვათ ასეთი ბედნიერი იქნებიო კარგად დავცინებდი მაგრამ ფაქტია რომ ბედნიერი ვარ! მყავს ქმარი რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია და სიცოცხლეს ვურჩევნივარ. მყავს 3 გასაგიჟებელი შვილი რომლებიც მაღმერთებენ. მყავს მეგობრები და ბედნიერი ვარ იმით რაც მაქვს. სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან. თარაში, ჩემი მზე, პირველი ბედნიერება! ცხოვრების აზრი, ჯიუტი და შეუვალი ადამიანია, მაგრამ ძალიან კეთილი, დიდი და კომფორტული ბავშვთა სახლი გააკეთა და სხვადასხვა ქველმოქმედებას ეწევა, რაშიც ყველა ვეხმარებით. ალექსანდრე? ალექსანდრე რთულია, ძალიან რთული, ეჭვიანი, ფიცხი და ზედ გამოჭრილი მამამისი. თვალებიდან დაწყებული დგომის მანერაზე დამთავრებული დამიანეა. ძალიან ცივია მაგრამ მის თვალებში დიდი სითბო ჩანს. ელენე? ელენე საოცარია, ყველაზე თბილია და ჩემს თავს მახსენებს მის ასაკში. წერა უყვარს ხატვასთან ერთად. მამამისისნაირი თვალები მასაც გამოყვა რითაც საკმაოდ ბედნიერი ვარ. მე ხომ ჯერ დამიანეს თვალები შემიყვარდადა მერე თავად დამიანე. ელენე რომ გავაჩინე ექიმმა მითხრა რომ დაორსულების შანსი ნულამდე იყო დაყვანილი. ბევრი არ მინერვიულია მე ხომ დამიანეს სურვილი შევასრულე და გოგო მაინც ვაჩუქე ბოლოს. ბევრი ვიმკურნალე კიდეც მაგრამ არა, არგამოვიდა.მაგრამ მაინც საოცად ბედნიერი ვარ! სამი შვილი ცოტა ხომ არარის არა? თარაშმა 1 წლის წინ თავისი ბიოლოგიური მშობლების პოვნა გადაწყვიტა და იპოვნა კიდეც. ორივე ავარიაში დაიღუპნენ, თარაში როცა ბაგა-ბაღში იყო, მისი დატოვება ბიძამისმა არ მოინდომა მხოლოდ ძმის დანატოვარი ქონება არჩია და ბავშვი სოციალურ სამსახურს მიაბარა. ბვრი სასამართლოების შემდეგ თარაშმა ქონება დაიბრუნა და კომპანია დამიანეს დახმარებით მკვდრეთით აღადგინა. ხშირად დავდივართ მისი მშობლების საფლავზე და ვტოვებთ თეთრ ვარდებს. ის მაინც ჩემი შვილია! შეიძლება ერთი სისხლი არ გვაქვს მაგრამ, სული უსათუოდ ერთი გვაქვს. ამასობაში სალონთანაც გავაჩერე და მე და ელენე ერთად შევედით სალონში. გოგოებს მივესალმეთ და ჩვენი სტილისტი მოვითხოვეთ, სხვათაშორის დაკვირვებული ვარ იმ ფაქტზე რომ თარაში ხშირად გვაკითხავს ამ სალონში და უცნაურად უყურებს ჩვენს ფერია სტილისტს. ისეთი საყვარელი და ფარფატა გოგოა ხელის სეხება დაგენანება, შეგეშინდება რომ არ გაქრეს. მაღალი, სუსტი, შავი გიშერივით თმით და ცისფერი წყლიანი თვალებით.
-გამარჯობა სანდრა როგორ ხართ?-თბილად მომიკითხა და წინსაფარი მომახურა.
-კარგად ჩემო ლამაზო შენ როგორ ხარ? ოფიციალურად ნუ მელაპარაკები თორე მეწყინება.-ტუჩები გავბუშტე და კარში გამოჩენილ თარაშს, დამიანეს და ალექსანდრეს გაკვირვებულმა გავხედე ისევე როგორც სალონში მსხხდარმა გოგოების 70% დანარჩენი 30% გატხოვილი იყვნენ.-თქვენ აქ რაგინდათ ეჭვიანო თხებო?
-გიყურებთ.-მხრები აიჩეჩა დამიანემ და იქვე სავარძელზე ჩამოსხდნენ. სარკეში შევხედე თებეას, ანუ სტილისტის აწითლებულ ლოყებს და თარაშის კმაყოფილ ღიმილს. მალე რძალი მეყოლება ვგონებ!
-კონტროლიორები დეე, დაცვა დაგვდევს.-გადაიკისკისა ელენემ და სტილისტს აჩვენა ზომა როგორ მოეჭრა თმა.
-ეგ დიდია ელე.-შეუღრინა ალექსანდრემ.
-ალექსანდრე თმის შეჭრა არგინდა?-წარბები ავუთამაშე.-იქნებ მწვანეთაც შეგეღება?
-დედა ეგ რით ვერ დაივიწყე?
-დედა?!-ერთხმად გაისმა გოგონების შოკირებული ხმა და მეც გადავბჟირდი, თებეაც ჩემთან ერთად იცინოდა.
-მე მამა.-ხელი აწია დამიანემ და გაიცინა მათ გაკვირვებულ სახეებზე.
-მეც შვილი ვარ!-ახლა თარაშმა თქვა და თებეას სიცილი შეეყინა სახეზე, ჩემი თმის დანამვა განაგრძო და საქმეზე გადაერთო მთლიანად.
-ღმერთო ჩემო!-სტილისტმა ჩაილაპარაკა და თვალები დაახამხამა.-სუპეროჯახიო თქვენზეა ნათქვამი.-გაიცინა და ელენეს სველი თმა დავარცხნა.- თებეამ თმა რომ შემაჭრა, მერე დამვარცხნა და გამისწორა, თავისივე ნახელავს ბედნიერი უყურებდა. მერე ხელები დაიბანა და მანიკურშას მაგიდასთან მოთავსდა. ხელთათმანები გაიკეთა და მეც ბედნიერი სახით დავუჯექი წინ. დიზაინებს ერთად ვარჩევდით და ისიც რჩევებს მაძლევდა.
-თარაშ მოდი დეე.-ხელით ვანიშნე ჩემ დიზაინერ შვილს. ისიც ადგა და ჩემთან მოვიდა.-რომელი აბა?
-ეს ოღონდ მუქ ლურჯში ან შავში.-ხელით მანიშნა სადა მაგრამ მაინც ორნამენტებიან დიზაინზე.
-ნაცრისფერს და თეთრს რასუწუნებ?-შეუტია თებეამ.
-ღია ნაცრისფერი და თეთრი არ ჯდება ერთმანეთში ლამაზად.-არ დაუთმო თარაშმა.
-სანდრა შენ რომელი გინდა?-შემომხედა თებეამ.
-ღია ვარდისფერი.-ვთქვი და მათ სახეებზე გადავიკისკისე.
-აუ დედა რა!-გაიცინა თარაშმა და ადგილს დაუბრუნდა. ბოლოს სალონიდან გამოვედით და მე და ლიზამ დამიანესთან ერთად სახლისკენ ავიღეთ გეზი. ბიჭები კი საქმეზე გავიდნენ. მთელი დღე ვიმხიარულეთ, ბოლოს ფილმი ჩავრთეთ და ალექსანდრეს და თარაშის მოლოდინში ელენეს მამამისის მხარზე ჩაეძინა.
-ბედნიერი ხარ?-გულზე მიმიხუტა.
-ბედნიერი ვარ!-ვთქვი და დამიანეს ტუჩებზე ჩემი ტუჩები გავახახუნე.
-მიყვარხარ სანდრა! მადლობა რომ ასეთი ოჯახი და შენი თავი მაჩუქე.-შუბლზე მაკოცა და მის მხარზე უფრო კომფორტულად მოვათავსე თავი. კარები შემოანგრიეს ბიჭებმა სიცილ-ხარხარით და ელენემაც წამოყო თავი.
-ჰაა, ვინ სად, რახდება მამა?-ლუღლუღებდა და თვალებს ისრესდა.
-მძინარე მზეთუნახავო, ნახე ვინ მოვიდა.-თარაშმა ააფრიალა ხელში და დააფრიალა იატაკზე. ძლივსძლივობით გაახილა ელენემაც თვალები და მაშინვე კივილი დაიწყო საუკეთესო მეგობრის დანახვაზე.
-ლიზააააა.-დაიკივლა და ზედ შეახტა 1 წლის უნახავ დაქალს.
-მეც მომენატრე.-უთხრა ლიზამ და ინერციით გადავარდა უკან, ალექსანდრეს შეასკდა და ყველა ერთად დომინოს პრინციპით ძირს გაიშხლართნენ. ისტერიულად ვიცინოდით და ალექსანდრეს სახეზე უარესი სიცილი მიტყდებოდა.
-რაო მამი მეზობლის იმედზე ჰოარ დაგტოვეს?-ირონიულად უთხრა დამიანემ და ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად.
-კიდეკაი ფეხზე დამეცით თორე ვერცერთი გადამირჩებოდით.-სიცილით თქვა და ფეხზე წამოდგა.
-მეც ძალიან ძალიან მომენატრე ალექს.-ახლა მას შეაფრინდა ლიზა და მანაც მოხვია ხელები.
-ჭინკები.-ახარხარდა თარაში და გვერდით მომიჯდა.
-აბა მოსაყოლი ჰოარ გაქვს?-ვკითხე და წარბები ავუთამაშე.
-ჰო ისედაცხვდები ყველაფერს და რაღა მოყოლა გინდა დე?-უარყოფ არც უცდია.
-რამდენი ხანია იცნობ?
-რაც მაგ სალონში დადიხართ.
-მოგწონს?
-მიყვარს.
-აბრაზებ არა?
-სიცოცხლეს ვუმწარებ.-გადაიხარხარა.-საყვარლად უწითლდება ხოლმე ლოყები, შენსავით.
-ჩემი კაკლის მურაბა შვილი.-მაგრად ჩავეხუტე და კალთასი ჩავუხტი.-მიყვარხარ დე!
-მეც მიყვარხარ.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-ალექს დავიჩაგრეთ.-ამოიბუზღუნა ელენემ და უკნიდან მოგვახტა.
-ახლა მე ნუდამტოვებთ მეზობლის იმედზე ძალიან გთხოვთ.-ახარხარდა თარაში.
-აქა მშვიდობააა.-კარები „შემოანგრიეს“ თარაშის და ალექსის ძმაკაცებმა ლაზარემ და დათამ.
-ოჰჰ, შეიკრიბეთ და მრგვალ მაგიდას მოუსხდებით ახლა არა?-წაიგველა ელენემ.
-შენთვისაც გამოინახება ადგილი ერთ წელში ღლაპუც.-თვალი ჩაუკრა ლაზარემ, შუბლზე მაკოცა და ლიზას გადაეხვია.-დედაბუნებას დაუბრუნდა ცოდვილი შვილი?-გაიცინა.
-ლაზოო მომენატრეე.-კისერზე მოხვია ხელები.
-მე არ მოგენატრე სიცოცხლე?-აბუზღუნდა დათა და მანაც შუბლზე მაკოცა, ჩემი შვილებივით არიან, ჩემ ხელში გაზრდილები.
-არა.-მოკლედ მოუჭრა და დამიანესთან მივიდა.
-ეს ნახეთ რაა, 1 წლის წინ ვუყვარდი და ახლა გამარჯობაც აღარ ემეტება.
-როლები გავცვალეთ დავით!-უთხრა და ალექსანდრეს ჩაუხტა კალთაში.
-ცოტახანს მაცადე.-ჩაიბურტყუნა დათამ და თვალი ჩამიკრა.-სანდრა, მამა მებაზრა შვედეთში მოხიეო.
-მერე მიდიხარ?
-წავალ აბა აქ რაა მინდა.-მხრები აიჩეჩა.
-სად ჯანდაბაში მიდიხარ შე გაჭირვებულო ვერ დაეტევი აქ?-შეუღრინა ლიზამ.
-შენ რაში გაინტერესებს?
-მიგაკლავ დათა სუბელიანო!-სწრაფად თქვა და დათას მიახტა, თან ყელში წაუჭირა ხელები. ორი გიჟი!
-დავიხრჩვი ქაჯო.-ხელები წელზე მოხვია და ზედ აიკრა პატარა სხეული.
-დამპალო! დაეტიე აქ თორე საცა იქნები ჩამოგაკითხავ და არცერთ ძვალს მთელს არ დაგიტოვებ!-ისევ არ წყვეტდა ჯუჯღუნს.
-მოგენატრები ჩიტო?-წარბები აუთამაშა.
-რა ღირსი ხარ?-სიცილით უთხრა.
-ეეე ჩვენც აქ ვართ.-ამოიბუზღუნა ელენემ.
-ნეტა რა გაბუზღუნებს? ვერ დაეტევი მანდ?-შეუღრინა ლაზარემ. არა ეს ბიჭი სუფთა სისხლის სვანია!-მოიცა თმა შეიჭერი?-თვალებ მოჭუტულმა შეხედა.
-რანაირად მიხვდი? ვაბშე არმემჩნევა.
-გემჩნევა.
-არ ემჩნევა ლაზო, 4 სანტიმეტრი მოიჭრა.-სიცილით მიკრა ხელი ალექსანდრემ და თვალებით რაღაც ანიშნა.
-შენ გაუზომე შე*ემა?-ახარხარდა და დამიანეს რომ გახედა ხელები ჰაერსი აწია ბოდიშიო.
-პირადად ვაკონტროლებდით.-გაიჯგიმა თარაში.
-ნეტა ნუ ხვანცალებ შენკიდე რა, ძაან კარგად ვიცით რასაც აკონტროლებდი შენ.-ბალიში გაუქანა ლაზარემ.
-მე ვაღიარებ მაინც, შენ იკითხე თორე.-მხრები აიჩეჩა და ლაზარესაც ხველა აუტყდა ა კნუტის თვალებით შეხედა.-რას მიყურებ მაგ თვალებით მაინც გცემ.-თვალი ჩაუკრა და დამიანესაც ცალყბად ჩაეცინა.
-ვერ ვცდები ჰო?-ამოიხავლა და ალექსს გახედა რომელმაც უარყოფის ნიშნად გაუქნია თავი.-დამერხა.-ახლა დამიანეს გადახედა და მანაც წარბები აწკიპა.-აუ დამი.-წარბები აუთამაშა.
-მუ მიყურებ კნუტის თვალებით ამხელა სვანი კაცი.-ბალიში გაუქანა და გადაიხარხარა.-რაიყო სასიკვდილოდ კიარ გცემენ.
-მცემენ დამიჯერე.-გადაიხარხარა და გაკვირვებულ ელენეს გადახედა.-შენ რაღაც აჭყიტავ მაგ თვალებს?
-აუ რაუნდა?-ამოთქვა მოთმინება დაკარგულმა.-სუ მე რატო მკბენ ადამიანო? გეგონება ოჯახი ამოვუხოცე რაა.-ამოიღრინა და ბალიში გაუქანა. ლაზარემაც სწრაფად დაიჭირა და წამოდგა. მხარზე გადაიგდო ჩემი სიმწრით გაჩენილი შვილი და გარეთ აუზში გადაუძახა.-იდიოტოოო, როგორც ჩამაგდე ისე ამომიყვანე.-ლაზარემაც ხელი გაუწოდა ხარხარით და ისიც აუზში აღმოჩნდა.
-ოხ ელე, ელე.-თავი გააქნია სიცილით და ზედ აირო აკანკალებული ელენე.
-დიდი ლაზარე დევდარიანი ჩამეხუტა, ამას რას ვეღირსე!-სიცილით თქვა და თვალები მაგრა დახუჭა.
-მიყვარხარ იცი?
-რაო?, ეს უკვე მიღწევაა.
-სერიოზულად გეუბნები ღლაპო.
-მოიცა, ჰა?
-ვაიმე ადამიანო მიყვარხართქო.-თვალები აატრიალა სიცილით და ლოყაზე აკოცა.-აბა იმ დღიურს რომ ტოვებდი გადაშლილს სვანეთში და თან ჩემ სახლში რაგეგონა?
-ანუ შენ მე, შერიოზულად გიყვარვარ როგორც გოგო?
-ჰო მე შენ მიყვარხარ სერიოზულად როგორც გოგო მთელი 1 წელია.
-ჩემო ცივსისხლიანო სვანო!-დაიყვირა ელემ და მაგრად მიეკრო ლაზარეს.-მეც მიყვარხარ ლაზო.
* * * * *
ყველა ცერცვაძის და დადეშქელიანების სახლშში იყო უკლებლივ. ყველა იხსენებდა როგორ წიოკობდა სესილი მშობიარობა რომ დაეწყო. ყველას ახლიდან ჰქონდა ის განცდა რომელიც ანასტასიას დაბადებისას. მთელი დღე დარბოდნენ ბიჭები რომ ზუსტად ისეთისხვენი გაეკეთებინათ ანასტასიასთვის როგორიც სანდრას ჰქონდა ერთ დროს, და ახლაც როცა ნოსტალგია აქვს ყოველთვის აკითხავს იმ ადგილს. მამიკომ ანასტასიას ზუსტად 12 ცალი გვირილების თაიგული აჩუქა და თითოში 12 გვირილა იდო. ბიჭებმა თვალები აუხვიეს და სხვენზე აიყვანეს, რომ მოხსნეს სახვევი მთელი სახლი ანასტასიას წიოკმა მოიცვა. იქიდან ჩამოფრინდა და ხან რომელს ეხუტებოდა ხან რომელს, ბოლოს გაუაზრებლად რომ ჩაეხუტა ანდრიას და ლოყები აუფერადდა, ანდრიამაც ჩაიღიმა და ლოყაზე აკოცა. ყველას სახეზე ბედნიერება ეხატებოდა, ყველას უხაროდა რომ იპოვეს ბედნიერება და იცოდნენ რომ არასდროს დაკარგავდნენ ერთმანთს. ამ ისტორიის თითოეულ პერსონაჟში დევს ის სული რომელიც მე შთავბერე მათ. მე ვფიქრობ რომ ეს ისტორია მაინც ალექსანდრაზე და დამიანეზეა, იმიტომ რომ მათ დააკავშირეს ეს საოცარი ადამიანები ერთმანეთს და როგორც დამიანეს ბიძაშვილი გაბრიელი იტყოდა „ელიტა ხალხი“ შეკრიბეს. ისეთი ბედნიერება მინდა გისურვოთ მათ ბედნიერებას რომ წააგავდეს. იყავით ცხოვრების მადლიერები და თქვენც იგრძნობთ იმას რასაც თითოეული პერსონაჟი გრძნობს. და მაინც უნდა გკითხო მკითხველო....შენ რას გრძნობ?!



ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე მომყევით და მიფასებდით ამ ყოველივეს <3 მიყვარხართ და გაფასებთ <3 შემდეგი ისტორიაც მალე იქნება <3



№1 სტუმარი სტუმარი თამთა

გუშინ ვნახე ეს ისტორია და ისე ჩამითრია რო ყველა თავი გუშინ წავიკითხე ???????? მთელი ისტორია ძალია მაგარი იყო ???? და მართალი ხარ ეს ისტორია დამიზე და სანდრაზე იყო. რას ვგრძნობ? მეუფლება გრძნობა რომ არსებობს ბედნიერება რომელიც მელის ???? და რაც მთავარია აი მართლა კარგად წერ და გაააგრძელე წერა რა იცი რა მოხდება და სანდრასნაირი ბედი არ გქონდეს ????????????

 


№2  offline წევრი kesane123

სტუმარი თამთა
გუშინ ვნახე ეს ისტორია და ისე ჩამითრია რო ყველა თავი გუშინ წავიკითხე ???????? მთელი ისტორია ძალია მაგარი იყო ???? და მართალი ხარ ეს ისტორია დამიზე და სანდრაზე იყო. რას ვგრძნობ? მეუფლება გრძნობა რომ არსებობს ბედნიერება რომელიც მელის ???? და რაც მთავარია აი მართლა კარგად წერ და გაააგრძელე წერა რა იცი რა მოხდება და სანდრასნაირი ბედი არ გქონდეს ????????????

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 დიდად არც ვფიქრობდი აქ რაიმეს ატვირთვაზე, ახლობლების დაჟინებული თხოვნა იყო :D <3 მიხარია თუ მოგეწონა და გულს მიხარებს ყველა ასეთი კომენტარი <3

 


ძალიან კარგი იყო, უოჩაღ შენ

 


№4  offline წევრი haddes

ძალიან კარგი იყო ბევრი ემოციით...

 


№5 სტუმარი Nini

Dzalin kargi iyo madlobas gixdi amdeni emociebitvis imdenad kargad wer sul unda wero chemo kargo ????❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან კარგია ესეთი სიყვარული და მეგობრობა დასაფასებელია, დიდი მადლობა წარბები????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი ნაწარმოებია სიყვარულის მეგობრობით უამრავი ემოციებით სავსე უმაგრესი წყვილებით მადლობა წარმატებები ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent