შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი თავსატეხი


8-04-2019, 00:43
ავტორი terooo
ნანახია 2 016

დილით როგორც ყოველთვის და ამ ბოლო დროს ხშირად რომ ხდება, მაღვიძარას ხმამ არ გამაღვიძა, ან გავთიშე ნახევრად მძინარემ, ტუმბოზე დადებულ საათს რომ შევავლე თვალი მივხვდი რატომ ვგრძნობდი გამოძინებულად თავს, განგაშის სიგნალები მაშინვე აინთო, სამსაურში ვაგვიანებდი, სააბაზანოშიც კი არ შევსულვარ რა მაკიაჟი, გავრბოდი და გზად ვიცმევდი, მხოლოდ ის მინდოდა რომ არ შემშლოდა და წაღმა ყოფილიყო ჩემი ზედა და შარვალი, ჩანთა, გასაღები საფულე, ჯანდაბა რაღაც მავიწყდება...
-სად ჯანდაბაში დავდე საბუთები?- გავკიოდი ბოლო ხმაზე და მაგიდაზე დადებულ საბუთებს ვერ ვამჩნევდი- ჯანდაბა დავბრმავდი მგონი.
ფეხსაცმელებს ხელი დავავლე, საფულე გადამივარდა, ის ავიღე შემდეგ გასაღები.
-მგონი დაწყევლილი ვარ - ვიკივლე ბოლო ხმაზე და ყველაფერს ხელი ვუშვი- ოღონდ ტელეფონი არა რა- ჩანთა გავხსენი და მთელი ეკრანის დანახვისას შვება ვიგრძენი, სრულიად მშვიდად ჩავიცვი ფეხზე, საფულე ჩანთაში ჩავდე, გასაღებს ხელი დავავლე და მოსაცმელი წამებში მოვხსენი საკიდიდან.
-ვაგვიანებ- ისევ განგაშის სიგნალები გაისმა გონებაში და ლიფტის ცდას ფეხით ჩავქანდი კიბეებზე. ვიღაცას დავეტაკე სირბილში, კიბეზე ამოდიოდა, მგონი ჩანთა მოხვდა.
-წინ იყურეს მსგავსი მომაძახა, არც კი მიცდია ბოდიშის მოხდა, მანქანის დანახვისას შვებით ამოვისუნთქე, კარი გავაღე თუ არა, ხელში სიმსუბუქე ვიგრძენი, რაღაც არ მეჭირა ხელში.
-საბუთეეებიიიი- ვიკივლე ალბათ ბოლო ხმაზე, რადგან გამვლელი შეხტა და მეორე მხარეს გადავიდა, ალბათ გიჟი ვეგონე.
ისევ გავიქეცი სახლისკენ ისევ ავრბოდი კიბეებზე და უფროსის რეაქციას განვიხილავდი რა შეიძლება ქონოდა, საათს დავხედე
-ვაიმე ალბათ მომკლავს.
-მგონი მანამდე შენ მომკლავ მე- ისევ დავეჯახე ვიღაცას სამი საფეხურით მივაბიჯებდი, ორით ხომ მაინც და სავარაუდოდ კიბეზე მჯდარი ვერ დავინახე.
-მაგვიანდება- შევუღრინე- ვინც ეს მიშენებები მოიგონა, გულში განვაგრძე ლანძღვა. ნახევრად ჩაბნელებული პადიეზის გამო ვერ დავინახე, არც ამჯერად მომიხდია ბოდიში.
საბუთებს ხელი დავავლე და ახლა მართლა სირბილით კი არა ოლიმპიური სიჩქარით დავიწყე ხტომა კიბეებზე. იმედი მაქვს წავიდა და არ მომიწევს რამის თქმა, მესამე სართულს ჩამოვცდი თუ არა, მეხუმრებით ხოომ? ისევ მას დავეჯახე.
-უნდა მომკლა- აშკარად ბიჭის ხმა იყო, რაღაცნაირად მომხვდა ყურში, ასიამოვნოდ, გამეღიმა.
-არა რატომ?- გავინაზე და ვერც კი მივხვდი კიბის საფეხურზე როგორ გადამიბრუნდა ფეხი.- ვაიმე ფეხი, - თავი ძლივს შევიკავე კიბეებზე დაგორებისგან,- არა, კი მოგკლავ- და სვლა განვაგრძე.
- დიმა- გამიღიმა და კიბეების საფეხურები ჩამოირბინა.
-რაა? ვერ მივხვდი რა მითხრა.- რა დიმა?
-მე ვარ დიმა- და გამიღიმა, რაღაცნაირად, გემრიელად, მაცდურად და ვნებიანად, ლამის ცეცხლი წამეკიდა.
-რა დიმა რა? სამსახურში ვაგვიანებ, საბუთები უნდა ჩამებარებინა, შვებულებაში გავდივარ ხვალ და ხარჯთაღრიცხვა მზად უნდა იყოს, შვებულება კი არა ცოცხლად გამატყავებს- შევუყვირე და სირბილით ჩამოვედი.
-აქ ცხოვრობ?- ისევ დამეწია, თითქოს მე კი არ ვყვიროდი მეზობლისგან გამოდიოდა ხმა.
-არა, ბებიაშენთან- მივხვდი უხეშად მომივიდა მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი.
-საღოლ ჟუჟას, გემოვნება ქონია. არც კი შეიმჩნია ჩემი ირონია ისე დააიგნორა.
-ვის? რაა?- უცებ გავჩერდი ისე რომ მობრუნებისას ცხვირით დავეჯახე ერთი საფეხურით მაღლა მდგომს- ვაიმე ცხვირი.
-არ გინდა ხელში აგიყვანო და ისე ჩაგსვა მანქანაში?- ისევ ისე ვნებიანად გამიღიმა და ცეცხლი მომედო.
-რააა?- დაბნეულმა მის გამოწვდილ ხელებს დავხედე- არა იყოს, ვერ დაგღლი, - სახეზე ღიმილი მოედო- თუმცა რატომაც არა, ფეხი მტკივა მაინც - მეც გავუღიმე და მოვემზადე როდის წამოვიდოდა ჩემსკენ.
-მოიცა რა თქვი? ხელში აგიყვანო?- გაოცებულმა შემომხედა.
-ხო რა იყო- მეც მშვიდად დავეთანხმე.
-გამიკვირდა.
-შენზე ძალადობას ხომ არ ვაპირებ რა სახე მიიღე- მის სახეს შევავლე თვალი- ბავშვებზე ძალას არ ვხმარომ.
-ბავშვებზე? ჩემზე?- გაოცებულმა მიიდო ხელი მკერდზე.
-ხო, მერე მიჩივლებ გამაუპატიურაო- ღმერთო რა დღეში ვარ, ეს მე ვარ?- ვაიმე სამსახური.- წამოვიყვირე და მის რეაქციას არც დავლოდებივარ ისე ჩავირბინე კიბეები. საათს დავხედე, გაღვიძებიდან აქამდე თხუთმეტი წუთი დავკარგე, ახლა გზაც და გამოდის ზუსტად ერთი საათით დავაგვიანებ.
-მომკლავს, მომკლავს- ვიმეორებდი და თან წინ მიმავალ მანქანას ხმოვან სიგნალს ვაძლევდი, გზა დაეთმო, არც თავად მიდიოდა და არც მე მატარებდა. მეტი აღარ შემეძლო, ნახევრად ღერძულა გადავკვეთე, ფანჯარა ჩამოვწიე და დავუყვირე
-მართვა ისწავლეთქო- ვინ დავინახე იციით? ის დამპალი, კიბის სტუმარი, რა ერქვა? გამახსენდა ბადრი. გადავუსწარი, ჯარიმა მიმასწრებდა სახლში მისვლას.
-ოღონდ გადავრჩე და მე თვითონ მოვკლავ- უფროსის მიმართულებით ვილანძღებოდი. არა და რას ვერჩოდი, ჩემი ბრალი იყო ვაგიანებდი და მის მოკვლას რატომ ვაპირებდი არ ვიცი. მანქანა ძლივს გავაჩერე, გადმოვფრინდი, საბუთებსა და ტელეფონს ხელი დავავლე და შენობაში გავიქეცი.
მიმღებში ჩემი კუნკულა გოგო იჯდა, გამიღიმა და შეშინებული სახით გამოიქცა ჩემსკენ. ,,ალბათ გამაგდეს“- გავიფიქრე და შვებით ამოვისუნთქე, მხრები ჩამოვუშვი და უკვე ვირგებდი იმ დღეებს რომლებიც წინ მელოდა, მაღვიძარასა და ჩემი ციფრების გარეშე.
-გოგო რა დღეში გაქვს სახე, თმები, ან როგორ გაცვია? - ნახევრად საყვედურითა და ნახევრად ღიმილით, მეჩურჩულებოდა, სარკეშიც არ ჩაგიხედავს ხო?
-ვერ გავიღვიძე- დამნაშავესავით ვუთხარი, უცებ დაიწყეს მისმა თითებმა ჩემს სახეზე, თმებზე, მაისურზე მოძრაობა- ის სადაა?- თავით ვანიშნე უფროსის კაბინეტისკენ.
-საწყობში, დილიდან ცოფებს ყრის, არ დაიჯერებ და მხოლოდ ერთხელ გიკითხა- თმებზე გადამისვა ხელი- მგონი ახლა არაფერი გიშავს.
-კარგი წავედი, ჩემი მშველელი ხარ.
-წადი წადი, არ შეეჩეხო ჯერ, არ იცის რომ დააგვიანე.
კალიდორში საეჭვო სიჩუმე სუფევდა, არ მომეწონა, აქ ყოველთვის ხალხი დადის, მიდის მოდის, კანცელარიასთან ჩოჩქოლი იყო.
-აჰ, ქალბატონო ეკატერინე მობრძანდით?- ირონიული ხმა შემომესმა და ადგილზე გავიყინე.
-დიახ ბატონო დავით, მისაღებში ვიყავი, საბუთები გავატარე- ურცხვად ვიცრუე და პირველად ვინატრე ვიკუსისმსგავსი მაკიაჟი მქონოდა სახეზე.
-სად არის მიღებული პროდუქციის აქტი?- გამყინავი ხმა ჰქონდა.
-გუშინ ოქმს რომ ვავსებდით თქვენს მაგიდაზე დავტოვეთ.- შევახსენე გუშინდელი არა სამუშაო საათებში გაკეთებული საქმე.
-არ არის.- ისევ გამყინავი იყო მისი ხმა, რომელიც უკე აღარ მოქმედებდა, ,,ხვალ სოფელში მივდივარ, დღევანდელ დღეს გავუძლებ“, გავიფიქრე, მერე კი...
-მაშინ არ ვიცი- მშიდად ავიჩეჩე მხრები.
-რას ნიშნავს არ იცი? აუდიტი შემოვა ამ დღეებში, ყველაფერი მზად უნდა იყოს და ხომ ვერ მეტყვი რა უნდა ვაჩვენო, დღეს უფროსობა მოდის და ყველა საბუთი წესრიგში უნდა იყოს, თორეეემ.... - ირონია და ბრაზი ერთად გამორეოდა ხმაში.
-ასლი მაქვს შემიძლია მოგაწოდოთ- ისევ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. ,,ხვალამდე როგორმე გავძლებ, უნდა გავძლო.“ ვუმეორებდი ჩემს თავს.
-ასლი დავუდო აუდიტს?- უკვე ხმას აუწია.
-ბატონო დავით მე როგორ მოვიქცე და თან არა მგონია სადმე თავად წასულიყო- სადმე წასულიყოვო, ფერები გადაუვიდა, ჯერ გაწითლდა მერე გამწვანდა მერე გაშავდა, გვიან გავიაზრე რა ვთქვი.
-ქალბატონო კატერინა დამცინი?
-არც მიფიქრია ბატონო დავით, საბუთებში იქნება სადმე.
-კარგი- დამშვიდდა უცებ- ხოდა მოძებნე.
-მეე?- გაოცებისაგან თვალები კეფაზე გადამივიდა.
-აბა მე ხომ არ მოვძებნი?- გაიკვირვა თითქოს ეს რა უკადრებელი მკადრეო.
-კარგი ნინას ვეტყვი და აუდიტისთვის საბუთებს გავამზადებინებ.- შევეცადე რაც შეიძლება მშვიდი ვყოფილიყავი, ,,საღამომდე უნდა გავძლო, მერე ორი კვირა დავისვენებ“.
-სათათბირო ოთახში შევიდეთ, საბუთები აღრიცხე, ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინე.
-კარგით ბატონო დავით, ახლავე ყველაფერს გავამზადებ.
-დღეს მკვლელი არ უნდა გახდე- მომაძახა ჩემმა კუნკულა გოგომ ღიმილით.
სად ვმუშაობ? ვიცი? თავადაც არ ვიცი. მხოლოდ სახელი ვიცი და ის რომ დილიდან საღამომდე ციფრების ყურება რომ მიწევს ის. სამსახურის გარეთ ცხოვრების გჯერათ? მე უკვე აღარ, ეგ დამავიწყდა კიდეც როგორია.
-ამას აქ რა უნდა? -სათათბირო ოთახში შესულს ამომხდა ხმამაღლა და ვიცი, დავინახე კიდეც, ვიგრძენი, ფერები როგორ გადამივიდა სახეზე.
-ეკატერინე- უცებ ბატონი დავითის ხმა ისე ჩამესმა რაც ხელში მქოდა ყველაფერი ძირს დამეყა.- რა ხდება ეკატერინე?
-დაგეხმარებით- მიღიმოდა, ზევსივით წამოდგა სკამიდან და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა- ცხვირი გაგიწითლდა, თათბრის შემდეგ დარჩი და გასწავლი წამალს- მიღიმოდა და ჩემთან ერთად კრეფდა ფურცლებს.- ისე კოპი მაქვს და შენ ხომ არ იცი რამე.
- ნუ, მაიძულებ, იცოდე ძალას გამოვიყენებ- ვუთხარი და მხრებში გავიმართე, რამდენიმე ფურცელი იყო დარჩენილი თავად აიღებდა, მე ჩემი სკამისკენ მივდიოდი, თან ფურცლებს ვალაგებდი გვერდების მიხედვით. ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა რომ ჩუმი კვნესა მომესმა და ფეხი რაღაც რბილს დავადგი.

საღამო მშიდობისა... მე თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მომეტრეთ...
ის შეგრძნებები და ემოციები მომენატრა აქ რომ ვიღებდი და მავსებდა..
ხომ იცოდით რომ ისტორიას ვწერდი, ვდებდი რაღაც ფრაგმენტებს, მაგრამ დღეს გადატრიალება მოხდა და ვეღარ გავძელი... სულ სხვა ისტორიით მოვედი... არ ვიცი რას ვწერ, მეც თქვენთან ერთად გავიგებ რა იქნება...
და ვერ დაგპირდებით რომ ყოველ დღე დავდებ.. შეეცადეთ გამიგოთ... იმდენად მეჩქარებოდა თქვენთან რომ ვეღარ მოვითმინეეე



№1  offline მოდერი guroo

მომწონს ამ დაფეთებული და ქაოსში ახლართული ქალის ამბავი. :დდდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

guroo
მომწონს ამ დაფეთებული და ქაოსში ახლართული ქალის ამბავი. :დდდ

ძალიან კარგი დიდი მადლობა...

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

საინტერესო მოთხრობაა მე ძაან მომწონს და ასე გააგრძელე შემდეგ თავზე დიდი ხანი არ მალოდინო კარგიააააააა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სტუმარი მარიამი
საინტერესო მოთხრობაა მე ძაან მომწონს და ასე გააგრძელე შემდეგ თავზე დიდი ხანი არ მალოდინო კარგიააააააა

მადლობა დიდი
იმედი მაქვს რომ არა... ხშირად არ მაქვს დრო.. კომპთან როგორც კი დავჯდები...

 


№5 სტუმარი one

ai es gagrdzelebis gareshe rogor datove?))) iseti sigijit daiwyo , wesit beevr pozitivs gvachuqebda)))
abba moukhme shens muzebs)) ar iqneboda urigo)) ❤️

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

one
ai es gagrdzelebis gareshe rogor datove?))) iseti sigijit daiwyo , wesit beevr pozitivs gvachuqebda)))
abba moukhme shens muzebs)) ar iqneboda urigo)) ❤️

Შევეცდები ძალიან მინდა რომ გავაგრძელოო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent