ერკე მიდასი - მეტრო (9)
“უძლეველია სიყვარული როცა გულს ახელს და თავისთავად გადმოსძახებს სიტყვა შენს სახელს გრძნობით ტუსაღო, შენი სისხლი არ გაილევა, ისე გიყვარებ, როგორც ზე ადამს უყვარდა ევა.“ დაბინდულ ბურუსში გახვეული გონება ჰაერში დაფარფატებდა და სიძვის დიაცივით ნებისმიერ გაბრძოლებას ელოდა, რომ გამოფხიზლებულიყო. -ესე იგი, თავს დაგესხნენ და სულ გაგძარცვეს? - გაოგნებულმა თავისი სიმამაცითა თუ ამ დაუჯერებელი ისტორიით საოცარი სიჩუმე დიასახლისმა დაარღვია. -დიახ, ქალბატონო. - რასტი უფროსი მაგიდასთან ძლივს მოთავსდა გრეხვით, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ სიამოვნებით შეექცეოდა მისთვის მოდუღებულ ყავას. - მმმ, რა გემრიელია, ანგელოზის ხელები გაქვთ ქალბატონო, და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ბიჭის სახელით, რადგან ასეთ დახმარებას დღესდღეობით არავისგან ველოდით. -რას ამბობთ! - ჩაერთო ყმაწვილი. - ასეთ მდგომარეობაში ქუჩაში როგორ მიგატოვებდით. გთხოვთ დაწვრილებით მოგვიყვეთ თქვენი ამბავი და აუცილებლად სარაზმო პოლიციას უნდა შევატყობი... -არა, არა არა. - ციანებიანივით უარობდა რასტი. - გთხოვთ, პოლიციას ნუ გარევთ ამ საქმეში. საქმე იმაშია, რომ აქ არაკანონიერად ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა კანონს არ ვარღვევთ ამის თქმა არ მინდოდა. - სახის გამომეტყველების შემხედვარე სიტყვების სწორად შერჩევა დაიწყო და ოდნავ ფეხიც ნერვიულად უკანკალებდა. - ვგულისხმობ, რომ ჩამოსულები ვართ. და აქ ცხოვრების უფლება არ გვაქვს. სახლიც, რომელიც ნაქირავები გვაქვს, მასაც წაგვართმევენ რომ გაიგოს პოლიციამ და აუცილებლად გაგვყრიან აქედან. ჩემი ბიჭი კი ძალიან სუსტადაა, ამას ვერ გავუძლებთ. ამიტომაც არ გვინდოდა არც საავადმყოფოში მისვლა და თქვენით ძალიან დავალებულები ვართ. -თქვენ შვილს რა ჰქვია? აქამდე არ შევხვედრილვართ ერთმანეთს? - ქალი საოცრად ლამაზი იყო, რასტიც ხვდებოდა რომ გადასარევი არჩევანი გააკეთა რასტი უმცროსმა. მისი თოვლის ფიფქივით თეთრი და უნაზესი კანი, მისი გამოხედვა, რომლის მიღმაც იდუმალება და ინტერესიანი მზერა უღვივოდა უფრო მიმზიდველს ხდიდა, ყვრიმალები, გამოწეული ტუჩები და ცხვირი სწორი, დახვეწილი მოყვანილობის. ინდური წითელი სამოსი ეცვა და ისე ალამაზებდა, რომ თვით რასტი უფროსმაც კი ვერ შეაკავა თავის ღირსების ნაწიბურები შარვალში და ამის გამო სირცხვილიც სტანჯავდა. -ელიოსი. -ელიოსი? - გაიმეორა შერამ და მის შემხედვარე გული დაეწვა მამაკაცს. მისი გარდაცვლილი ცოლი წარმოუდგა თვალწინ და ცრემლები ვერ შეიკავა. -მაპატიეთ. - ამოიქვითინა რასტიმ. - ხო, ეს ჩემი ცოლის დაჟინებით მოხდა. Eleoc, ბერძნულად წყალობას, მოწყალებას ნიშნავს. მას სურდა, რომ... რომ - ქვითინს ვერ წყვეტდა და გულის კანკალის შეჩერებაც არ შეეძლო, შიგნიდან რომ ტანჯავდა. - დახმარებოდა ყველას, ვისაც ეს დასჭირდებოდა. -დაისვენოთ ჯობია, კარგი? - დიასახლისმა სცადა საწოლისკენ გადაეყვანა. -არა! - კატეგორიულად იუარა. - სანამ ჩემი შვილი, ჩემი ელიოსი გონს არ მოვა, მანამდე ვერ დავიძინებ და ვერ მოვისვენებ. მალე გზას უნდა დავადგეთ, რომ არ შეგიქმნათ თქვენც პრობლემები და ასევე ჩვენც არ გავეხვიოთ შარში, ახლა წარმომიდგენია რას დაგვწამებენ, ტერორისტობას, რომ ძალით ვჩერდებით აქ და კიდევ უფრო დაგვიმძიმებენ დანაშაულს. - სევდა სახეს უჭამდა და ასაკს მატებდა. რეალურ ასაკთან შედარებით ოცი წლით დაბერებულის შესახედაობის მქონემ ხელი გაიწვდინა ჭიქისკენ, როცა რაღაცამ შეაკრთო. -დღეს ვფიქრობ, ჯობია აქ დარჩეთ. დასვენება და გამოძინება გჭირდებათ, თან ასეთი ჭრილობებით ვერსად ვერ გაგიშვებთ. თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება ჩემს კისერზე იქნება შემდგომ. - ხმა ჰარმონიულად ავსებდა ოთახს, თითქოს სიკვდილის შემდეგ ანგელოზების სიმღერა ესმოდა მას და გული უთბებოდა. -თქვენი საუბარი, საოცრად კარგად მხდის და წამალივით მედება გულს. - ისიც კი გაივლო აზრად უფროსმა რასტიმ, კაირა ჩემი ხნისაა ახლა, და თუ გამიწყრება რომ მისი მოხიბვლა ვცადოო... მაგრამ უნებურად ამოიგდო თავიდან და ცდილობდა არც კი შეეხედა მისთვის. - მერე თქვენი მეუღლე? წინააღმდეგი არ იქნება? -არ მყავს. -როგორ თუ არ გყავთ? - უნებურად გაიოცა. -მოხუცო, - დედის საუბარში კვლავ ჩაერთო იქვე მჯდომი ყმაწვილი. - თქვენზე კარგი შთაბეჭდილების ვართ და თუ გსურთ, რომ ასე გაგრძელდეს, სიტყვა არ უნდა დაძრა მამაჩემზე. შევთანხმდით? -დონი გეყოფა... - თითი აუწია კაირამ. -შევთანხმდით თქო? - გაიმეორა ნათქვამი და გულზე ხელი დაიდო. - აი ეს გული... მისი სიძულვილით არის სავსე და ვინც მის ხსენებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს რას გავაკეთებ ამის შესაჩერებლად. მაცალე დედა... გულს ამოვუღებ! თვალებს დავთხრი და ისე გავაჩუმებ. - ისეთი ღვარძლით ჰქონდა სავსე გამომეტყველება, ისეთი მრისხანება დაუფლებოდა, რომ რასტი მაშინვე მიჩუმდა და ხელები გულზე დაიწყო. დონი გაცეცხლებული დრაკონივით გავარდა სახლიდან და კაირას დაუბარა, საღამოს მოვალო. კარი მოიჯახუნა და უკანმოუხედავად დატოვა დედა და მისი და ორ უცნობ კაცთან ერთად. -რა მოხდა? - შეშინებული შემოვარდა ახალგაზრდა გოგონა სამზარეულოში. გულზე დაედო აფორიაქებულს ხელი და ძლივს სუნთქავდა. -აპატიეთ, - დაიწყო დიასახლისმა. - ძალიან მგრძნობიარე გული აქვს, მამა ძალიან უყვარდა და მისთვის რთული თემაა, გაუგეთ. -მესმის. - თავი დაუქნია რასტიმ. - დაიღუპა? -საქმე უფრო რთულადაა. - შერამ ვეღარ შეიკავა თავი. - ის გაუჩინარდა. ისე რომ მისი კვალი არსადაა, გაქრა. უმჯობესი იქნება მკვდარი იყოს, რადგან ჩვენთვის მაინც უკვე მკვდარია. -შერა! რას იფიქრებს ეს ბატონი თქვენზე! -არაფერია ქალბატონო. კარგად მესმის რასაც გრძნობენ ბავშვები, - მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა რასტიმ, როცა გოგონამაც დატოვა ოთახი. - ვერ ვაფასებთ ხშირად იმას, რაც წინ გვაქვს. მხოლოდ მაშინ ვიწყებთ საკუთარ გონებაში და გულში ადგილების გადაფასებას, როცა ძლიერ გვიანაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მეუღლე ნანობს თავის საქციელს, მაგრამ იმის შიშით ვეღარ ბრუნდება, რომ გული გატკინათ და არ მიიღებთ. -ეჰ.. ნეტავ დაბრუნდებოდეს და მეტზე არაფერზე ვოცნებობ. - მოეკვეთა მუხლები და ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ ვიღაცის ხელმა დაიჭირა და ხელში აიყვანა ლაზათიანად. ეს მისუსტებული რასტი იყო, საკუთარი სიცოცხლის არსის დანახვისთანავე ენერგია მომატებოდა და მადიანად უყურებდა როგორ იკვნეტდა ტუჩებს კაირა. მყისიერად ყველაფერი დაავიწყდა, გულს უსმენდა და დანაღვლიანებულ ცოლს როცა უყურებდა სიმწრით გული უკვდებოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. მისგან ათრთოლებული სხეული, მის ბაგეზე კონვით დაიმორჩილა. -ელიოს! ელიოს რას აკეთებ, გაგიჟდი? - დაუყვირა მაშინვე რასტი უფროსმა და წამოხტა, თუმცა ჭრილობა მკერდში აწვალებდა და ნელი ნაბიჯებით ძლივს მიუახლოვდა. ბიჭმა ხელით გასწია იგი, ტკბებოდა საოცრად ნაზი და უზადო ბაგეებით და გრძნობდა გავერანებული გულის დატყვევებას და ახლიდან აყვავებას. -ღმერთო ჩემო! - ძლივს გააშვებინა ტუჩები მის კბილებს, მაგრამ ისეთი ნასიამოვნები სახით უყურებდა ვნებიან მანიაკს, რომ თითქოს გული გაეთბო კოცნას და სიზმარეთში გადაესროლა. -კაირა, ჩემო უკვდავო სილამაზევ. - განცხრომისგან დაკმაყოფილებულმა და დარწმუნებულმა, რომ ქალი კარგად იყო, კვლავ ფეხზე დააყენა და თვალი თვალში გაუყარა. -კი, მაგრამ საიდან იცით ჩემი სახელი? - გაოგნებული შესჩერებოდა მამაკაცის პირისახეს და ნაცნობ გრძნობას და აღტყინებას ეჩეხებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი კოცნით გამოწვეული ფორიაქი ეგონა. -ქალბატონო, უბრალოდ თავიც დაარტყა მგონი, როცა მოგვდევდნენ და ვერ ხვდება რას ლაპარაკობს. აპატიეთ. - რასტი უფროსმა უპასუხა შვილის მაგივრად და პირზე ააფარა ხელი. გვერდზე გაიყვანა, იქ სადაც ვერაფერს გაიგებდა ეს ულამაზესი დიასახლისი და ვერც მისი შვილები და ჩუმი, ალერსიანი ხმით უთხრა რასტის: - დღეს შენ ელიოსი იქნები გესმის? -კი, მაგრამ... -ხომ გესმის-თქო? -კი, მაგრამ მამა, ისინი... -კიდევ გიმეორებ, მათ არ უნდა გაიგონ ვინ ხარ. - კვლავ გააწყვეტინა რასტი უფროსმა. -რატომ? როგორც შენ იქცეოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში ისე მთავაზობ მეც მოქცევას? ვიპოვე! ისინი აქ მყვანან და შემიძლია დავტკბე, მხოლოდ სიმართლის თქმაა საჭირო. - გაცხარდა ყმაწვილი და გულის სიღრმემდე მიაღწია გაცხარებამ თუ არა ჩაიკეცა. თავი მუხლებში ჩარგო და ქვითინს მოჰყვა. მამაკაციც სათანადოდ დაიხარა და ჩუმად საუბარი განაგრძო: -მათთვის ოცდახუთი წელი გავიდა. ისინი ვერ გცნობენ, არ ახსოვხარ და მხოლოდ ახსოვთ, როგორ მიატოვე. დამიჯერე, ჯერ-ჯერობით ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება შენი მხრიდან. გაჩუმდი. -ქალბატონო კაირა, უბრალოდ გონზე მოყვანა სჭირდება, მომიტევეთ მის მაგივრად. ძლიერ გადაღლილია და არც ახსოვს ხალხში მოქცევის წესები. - მარტო გამოჩნდა ჰორიზონტზე, ხოლო რასტი უმცროსი გაქვავებული დარჩა იმავ ადგილას, სადაც იდგნენ და საკუთარ გონებაში წონიდა ყველაფერს. „რა ბედის ირონიაა. ან როგორ მიხვდა, რომ ისინი... შერა.. დონი... ჩემი შვილები, ჩემი ანგელოზები და ჩემი ბედნიერების წყაროები... ჩემი ცოლი... კაირა... ჩემი სიტკბო და თავისუფლების სიმბოლო... ჩემი სიყვარულის მთელი ორაზროვნება და გულიანი სიგიჟე. ყველაფერია ჩემი, მაგრამ მათ მზერას რომ ვუყურებ, ასე მგონია უცხო ადამიანს უყურებენ, მხოლოდ მათთვის ყველასგან უცნობ და პირველად მხედვარ ადამიანს, როცა სიფაქიზის მორევში გადაჩეხილს, უფსკრულში დაკარგულად აღმიქვამენ. ასე რატომ ხდება უფალო ჩემო... რადგან შენი აღარ მჯერა? რადგან შენ ვეღარ გცნობ ჩემს ბატონ-პატრონად? რატომ? ისინი... ჩემი ოჯახია, შენ კი ასე უბრალოდ წამართვი და გამანადგურე. დამაშორე მათ და ერთადერთი ძვირფასი თილისმა დამაკარგვინე. როგორ უნდა მიყვარდე ამის მერე? როგორ უნდა გცემდე პატივს და როგორ გითხრა - ამინ!“ სასოწარკვეთილებისგან გული უკვდებოდა რასტის და უყურებდა საკუთარ შემწეობას, მისი ქმნილებების ოცდახუთი წლის შემდეგ ვერსიებს და ხვდებოდა, რომ მისი ერთ-ერთი ულამაზესი ბიჭი, უკვე ვაჟკაცი გაზრდილიყო, მისი კაცური გამოხედვის ფონზე კარგად ჩანდა როგორ ედგა გვერდში დედას გასაჭირის ჟამს და როგორ გადაატარებინა მთელი დრო, ამ წუთამდე. გოგონა კი ისე გალამაზებული და გასაოცარი გამხდარიყო, მისი მწვანე თვალები გულს გულგრილს არავის დაუტოვებდა და დარწმუნებულიც იყო უამრავი თაყვანისმცემელიც ეყოლებოდა და ყველა კუდში დასდევდა. -მაპატიე. - დარცხვენილი გამოვიდა ოთახიდან რასტი. - ახალ გამოფხიზლებულზე, ერთადერთ სწორ საქციელად მეჩვენა, მაგრამ შევცდი. - სახეზე სიმწარის ეფექტი გამოსახოდა. გულს უწვავდა და დაღს ასვამდა მისი შეცდომები და სიტყვები, რომელსაც ფუჭად ისროდა კაირას მისამართით. ჩამოსვა ქალი და მანამდე არ გაუშვა ხელი, სანამ წონასწორობის დაცვას შეძლებდა და წაქცევა მეტად აღარ დაემუქრებოდა. როცა ეს მოხდა, მისი სილაც კაცურად აიტანა და ტუჩები გამოუწია კოცნის იმიტაციისთვის, რის გამოც კიდევ ერთი ლაწანი მიიღო ტუჩებთან. რასტიმ მთვრალივით ჩაიქირქილა და ხელები გულში ჩაიკრა. თვალები დახუჭა და ბედნიერებისგან ამოიკვნესა მხოლოდ. -მიყვარხარ. - წამოსცდა კვლავ. -დალაგებული ხართ? -არა. - გაეღიმა რასტის და გულში ჩაიკრა დიასახლისი. -ხელი გამიშვი, თუ გარეთ ძილი არ გინდა. - გაითავისუფლა თავი ქალმა. - ასე თუ გააგრძელებ ჩემთან ვეღარ დარჩებით. -მაპატიეთ ქალბატონო. - რასტი უფროსი ებოდიშებოდა შვილის ნაცვლად. - მეც ვერ ვცნობ მას. თითქოს სულ სხვა ადამიანად იქცა. ასეთი ნამდვილად არ იყო. სიტუაცია დამშვიდდა და ყველა შემოუსხდა მაგიდას სასადილოდ, როცა შემოსასვლელი კარის გაღების ხმა გაისმა და სიტყვები: -უძლეველია სიყვარული, როცა გულს ახელს. - პოეტური მსახიობობით შემოიჭრა სამზარეულოში დონი და ხელები აპლოდისმენტების მოლოდინში მაყურებელს გაუშალა. - და თავისთავად გადმოსძახებს, სიტყვა შენს სახელს, - ამჯერად ჩაიმუხლა და რაინდივით ხელი გაიწვდინა პრინცესისკენ. - გრძნობით ტუსაღო, შენი სისხლი არ გაილევა, ისე გიყვარებ, როგორც ზე ადამს უყვარდა ევა. -ბრავო! - გამოსვლა დაასრულა და თავი დაუკრა მაყურებელს. პირველი აპლოდისმენტები რასტი უმცროსისგან დაიმსახურა და მისი სიამაყე ბოლომდე ამოვსებოდა გულში, რათა ასეთი საოცარი შვილი ჰყოლია და მის გაზრდას ვერც კი მოესწრო. -სიყვარულივით შემოძარცვული გულში ვარ ესე მე შენი გული სიძულვილით სავსე გავრეცხე, თვალნი შემყურე შენს სილამაზით უფრო დამეფსო მაგრამ უზადო სიყვარულით, გული თუ გონი, ულმობელად მივცხე კარებსო. -ვაუ, შეუდარებელია... - აღტყინებით ჩაილაპარაკა რასტი უფროსმაც და ძღვენად ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ყმაწვილს. -ხო, ნიჭიერი ბიჭი მყავს საოცრად. ლამაზ ლექსებს წერს, მოთხრობებს კი ტკივილით და სიმწრით სავსეს, თუმცა ლექსები ნამდვილად საოცარია. მის ტვინში ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა ხდება და როგორ არის მოწყობილი ყველაფერი. - თვალი ჩაუკრა ვაჟიშვილს. -გული მატკინე. - ცრემლიანი სახის გამომეტყველება მიიღო უმალ დონიმ და რასტის სისხლძარღვებში სისხლი უეცარი სისწრაფით მიედინებოდა. იგიც გვერდით მიუჯდა მამამისს და ხელი მოჰკიდა იმ ძალის მიღებისათვის, რომელიც არც გააჩნდა, რათა შესძლებოდა დაეოკებინა საკუთარი გრძნობები, შესძლებოდა მოეთოკა სურვილი ამ ქალის ფლობის, შვილების ჩახუტების და მათგან დაძახებული მამა მოესმინა და ჩაღვროდა გულში სიამტკბილობით. -ისინი არიან... ისინი. - გადაუჩურჩულა. -მივხვდი. თუმცა სუსტად ხარ, არ ინერვიულო. ყველაფერს ეშველება. -როგორ მიხვდი? -არამგონია, - კიდევ უფრო ჩუმად თქვა რასტი უფროსმა. - არამგონია, ბევრი შემთხვევა ყოფილიყოს, ქალს კაირა ერქვას, მას კი შვილებისთვის შერა და დონი აერჩია. ეს მილიონში მხოლოდ 0.2% ის ალბათობით თუ მოხდებოდა, ამიტომაც მივხვდი. ნუ ღელავ. ჭრილობებს გაგიხსნის ნერვიულობა. ჩქამი ჩამოვარდა. მართლაც დამშვიდდა ყმაწვილი და გაიღიმა კიდეც. თვალებით კი პატიებას სთხოვდა კაირას, რომელიც იმავე ჟესტიკულაციით ანიშნებდა, რომ არც ღირდა საბოდიშოდ. აღარც დონი ბრაზობდა ცოტა ხნის წინანდელი ამბის გამო. თითქოს არც ახსოვდა და უკვე დავიწყებოდა. ან საერთოდ არც უნდოდა ამის გახსენება, მაგრამ ყველაფერი ლაგდებოდა და უზომო მხიარულებაში იზრდებოდა. დონი ექსპრომტად პატარ-პატარა ტაეპებს მხატვრულად ამბობდა, შერა რადიოში გაჟღერებული მოცარტის სიმფონიაზე ცეკვავდა და სტუმრები ტაშისკვრით იკლებდნენ მთელი სახლის ხმოვანებას და მათით აჟღერებულ სიმფონიებში იყო, რაღაც ორაზროვნად საინტერესო და გამასაზრდოებელი. ტაში მუსიკას ერწყმოდა, როგორც მისი ნაწილი და ერთ საინტერესო აკორდეონს იღებდნენ სანაცვლოდ. საბოლოოდ, დღის ბოლომდე ისე დაახლოვდნენ სტუმრებთან, არც არაფრის მორიდება ჰქონიათ და ფანჯარასთან მდგომნი უშფოთველად იხსენებდნენ ტკბილ და მხიარულ მომენტებს. მათ ისტორიებში, გაარკვიეს როგორ ცხოვრობდნენ წინათ თემქის უშველებელ კორპუსში, როგორ ხელმომჭირნედ როდესაც ის საზარელი, გაუხსენებელი ფაქტი მოხდა და როგორ უჭირდათ მეზობლების მზერის ყურება, საიდანაც მათი საწყალობელი დაცინვა იჭყიტებოდა. ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, როგორ დატოვეს ბინა და როგორ გადმოვიდნენ კერძო დასახლებაში გირით, რომლის ვადაც ორ თვეში იწურებოდა. შერამ დონის ბავშვური ქმედებაც გაიხსენა, რამაც მეზობლების ეჭვი და ყველაფერი გააქარწყლა, რაზეც რასტი საოცრად ღელავდა ამ თავგადასავალში ჩაფლული. -დედა, გახსოვს დონის მაიმუნობა? და მეზობლების რეაქციები? ყველაზე მხიარული ეს მახსენდებოდა... როგორ გხვდებოდა კართან ყოველდღე ფურცელზე დაწერილი ლექსები. იმ პერიოდში, როდესაც გადავდიოდით და როგორ დაემთხვა, რომ სწორედ იმ დროს ერთ ბიჭს მოწონდი და ყველას მასზე ეგონა. აჰაჰ, - გადაიხარხარა გოგონამ და კაირას ძლიერ ჩაეხუტა. - იცით? ლექსებს უტოვებდა დონი, როგორც თაყვანისმცემელი, დედამაც კი გვიან, როდესაც აქ გადმოვედით კარგა ხნის შემდეგ გაიგო, როცა დონის ლექსებს წააწყდა და მიხვდა მისი დაწერილი იყო. თუმცა კი ამით გააქარწყლა მეზობლების საუბრები იმის შესახებ, რომ არიგებდნენ ჭკუას დედაჩემს, რომ მარტო ყოფნა არა და არ არის გასასამართლებელი სიყვარულის მაგალითი და აუცილებლად უნდა ეპოვნა ბედნიერება ამ სიტუაციაშიც კი. მას შემდეგ კი სულ სხვა რამეს ლაპარაკობდნენ. ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ, თითქოსდა უკვე თხოვდებოდა და თანხმობა მიეცა იმ იდუმალი მამაკაცისთვის. -აბაა, რა მაგარი იყო! - დაეთანხმა დონი. გამხიარულდნენ მამა-შვილიც, რომლებიც თავს უკვე სტუმრებად აღარ აღიქვამდნენ, რასტი უმცროსი კი მაინც ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ჩახუტებოდა კაირას და არ გაეშიშვლებინა, ან არ ეკოცნა შვილებისთვის და ეთქვა, რომ მათი მამა იყო, დაკარგული და გამქრალი, თუმცა ისიც ეფიქრებოდა, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა ვერასდროს ამოუვსებდა იმ ცარიელ ოცდახუთ წელს, რაც ოჯახმა მის გარეშე გადაიტანა და იცხოვრა. ამჯერად კი იმ აზრზე იყო, რომ ყველაფერი ეღონა ამ სახლში, მათთან დარჩენილიყო და თუნდაც სტუმრის სტატუსით, თუნდაც მათი მეგობრის სტატუსით ყველაფერი ეღონა და ეზრუნა საკუთარ ცოლ-შვილზე. -ნამდვილად საოცარი ისტორიაა. - წამოენთო რასტი უმცროსი. გულში სწვდა ოჯახური სითბო და მის ნაწილად ყოფნა ეწადა. - ესე იგი არავინ არ გყოლია მას შემდეგ, რაც მეუღლემ მიგატოვათ? - დონიმ ჩაახველა. რასტი უფროსმაც ხელით ანიშნა შეეწყვიტა, მაგრამ ცდუნება დიდი იყო გაეგო მათი რეალური ისტორია, მათი ცხოვრების წვრილმანები მის გარეშე. -არა. - უფრო მეტი ამბოხების შეგრძნებით ჩაახველა დონიმ. - ჩემი ქმრის ერთგული დავრჩი და დავრჩები სიკვდილამდე. მან საოცარი რამ მაინც გააკეთა ჩემთვის. ორი არაჩვეულებრივი ადამიანი მაჩუქა, რომლებიც ძალას მაძლევენ არ დავეცე, არ შევდრკე და ვიბრძოლო მათი სრულყოფილი ბედნიერებისთვის. ეს ერთადერთი მიზანიღა მაქვს ცხოვრებაში და ჩემთვის სხვა მამაკაცს არ ვეძებ. -კარგი, გვეყოს ამაზე საუბარი. - დონი წამოდგა და სტუმრებს ჩაი შესთავაზა. როცა უარი მიიღო მხოლოდ თავისთვის დაისხა, მაგიდაზე ჩამოჯდა და კვლავ შეხედა ორივე მამაკაცს, რომელიც მის თვალებს და მის ქცევებს თვალს არ აშორებდნენ. - უბრალოდ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ჩვენ ხომ ასე ვმხიარულობდით. -მეგობარო, - დაიწყო რასტი უმცროსმა. - ომში ჯარისკაცს ბრძოლა შეშვენის და არა ბრძოლიდან გაქცევა. დამიჯერე, იმაზე საუბარი, რაც ყველაზე ძალიან გაყენებს ტკივილს, საბოლოო ჯამში შვებას მოგგვრის, ვიდრე მისგან მუდმივად გაქცევა. გაქცევით საბოლოოდ უფსკრულის პირას მიხვალ, მეტი გზა აღარ დარჩება და ბოლოს მაინც მოგიწევს ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდი. -რა ჭკვიანია რა. - დაცინვით მიმართა დანარჩენებს. -სწორს გეუბნება, იქნებ მოუსმინო. - შესთავაზა დედამ და მისი ხელი თავისაში მოიქცია, შემდეგ კი თავის გულთან მიიტანა და დაიდო. - აი ამ გულის ძგერის მიზეზი შენ ხარ, და შენი და, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მარტო ვერ შევძლებდი შენივ ამქვეყნად მოვლინებას. -მას ნამდვილად არ მოეწონა, რომ ამქვეყნად მოვევლინეთ. დიახ, სწორედ ამიტომ გაიქცა... კარგად მახსოვს ის დილა, როგორ იმიზეზებდა დაგვიანებას, ნორმალურად არც ჩაგვეხუტა, არც გვაგრძნობინა როგორ ვუყვარდით, ერთი გაკოცა მოვალეობის მიზნით და გაიქცა. სხვა არაფერი ყოფილა. ხომ გახსოვს? - განრისხებული აფრქვევდა სიტყვებს ვულკანებად და ამ გაცეცხლებულ გარემოს, ცეცხლს უფრო მეტად უკიდებდა. რასტიმ თავი ჩაღუნა. იმდენად ეტკინა დონის ეს სიტყვები, ცრემლებამდე მივიდოდა, რომ არა საკმაო ძალისხმევა თავის შესაკავებლად. - ხშირად რაღაცები ისე უნებლიეთ ხდება, აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებთ. სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მეფიქრა, რომ მაგარი ნაძირალა იყო-მეთქი, მაგრამ ახლა ამას არ ვიტყვი. იცი რატომ? - თვალი თვალში გაუყარა დონის და სახეზე მღელვარე ღიმილით ფარავდა მის უზადო ტკივილს. რასტი უფროსიც უყურებდა, რადგანაც ისიც კარგად ხვდებოდა როგორ განწყობაზე იყო და როგორ უჭირდა საუბარი. - დარწმუნებული ვარ, იგი ძალიან ბედნიერი იყო თქვენთან ყოფნით, ვინაიდან ასეთი ანგელოზები ჰყავდით, და მერე თქვენ კაირა? როგორი ლამაზი და საოცარი ქალი ხართ. ვერასდროს იკადრებდა იმას, რომ მიეტოვებინეთ, ამაზე დაფიქრდით. იქნებ რაიმე შეემთხვა და ასე საერთოდ არ მოქცეულა განგებ. იქნებ რაღაც მოხდა და ახლა სადმე გდია მისი გახრწნილი სხეული. ამაზე არ გიფიქრიათ? -ჯანდაბაშიც წასულა! - ამოიხროტინა დონიმ. მის გვერდზე მჯდომმა დამ კი ხელი დაარტყა მუცელში და შეუღრინა. -კაირა, მაპატიეთ ჩემი უპატივცემულობა და პირდაპირ სახელით მომართვა. რას ეტყოდით ახლა, ის რომ თქვენ წინაშე იჯდეს? ქალი ჩაფიქრდა. ტუჩები მოილოდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სახეზე ღრუბლიანი ამინდი მზემ გადაფარა და საერთოდ გაყარა ღრუბელი. ისეთი საოცარი ღიმილი გამოამზეურა, ირგვლივ მთელი ოთახი განათდა და საფარველს გადაფარვოდა სინათლე. -ვეტყოდი: ჩემო სიხარულო, ძლიერ მიყვარხარ, წარსულ შეცდომებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წამიერი ბედნიერებით უნდა დავტკბეთ და მე შენთან ვარ სამუდამოდ. -ხოდამ... მე, - ფეხზე ხელი მწარედ დაარტყა რასტი უფროსმა. მსწრაფლ შეხედა მას და სიჩუმის ნიშანი მისცა, თუმცა მაინც ვერა გაეგო ამის მიზეზი. -გულს ენდე ელიოს. - უთხრა მას და გულზე ხელი დაადო. ტკივილის შეგრძნებამ მოუარა პატარა რასტის და ფეხზე სიმწრით აკივლებულმა ხელი ირტყა. -შემახედე, - მაშინვე წამოდგა კაირა და მისთვის ბინტი და ბამბა აიღო, პროფესიული ჩვევის წყალობით. თავიდან ზურგით შეტრიალდა მისგან და მამას შეხედა. მან მხოლოდ თავი დაუქნია, ასეა საჭიროო და ხმა არც ერთს ამოუღია. - შემახედე-მეთქი. - გაიმეორა მუქარა შეპარული ტონით და მხრებზე წაავლო ხელი. როგორც კი ნახა იატაკზე სისხლი, მიხვდა ჭრილობა კვლავ გახსნოდა და რასტი უფროსს დაავალა მაგრად დაეჭირა ელიოსი. მანაც დაიჭირა, გამაყუჩებელი გაუკეთა და გახსნილ ჭრილობას სპირტიანი ბამბით სისხლი მოსწმინდა და ბინტით შეუხვია. ცოტა ხანში ძილმა შეახსენა თავი და წამოდგომა სცადა, მაგრამ კვლავ დაეცა. მხარქვეშ ამოუდგა მამა და დასაწოლად მისაღებ ოთახში დააპირა მისი წაყვანა. კაირა უთითებდა საით უნდა დაწოლილიყო. ერთხანს გაჩერდა რასტი და მზერა მის მარცხნივ კედელს შეავლო მისაღებში, აქამდე რომ არ შეენიშნა. კედელზე ჩარჩოში ჩასმული, ძვირფას ქაღალდზე ნაბეჯდი ლექსი ეწერა. ძალიან წააგავდა იმ ლექსს, რომელიც მარიამ სიხარულიძისგან მიიღო და ფურცელი ჯერ კიდევ ჯიბეში ედო. ტკივილმა უმატა, არა ფეხის არეში, არამედ გულის და მისი უაზრო ნერვიულობა კაირას დაკარგვის გამო მაშინვე გაქრა. მისი გონებაც დაუსრულებლად იმეორებდა მის მიერ ნათქვამ სიტყვებს და ჰარმონიულ სიმშვიდეს ჰპოვებდა მისი სული, თუმცა გულის ტკივილი უმძაფრდებოდა და დარდებს მხოლოდ უფრო დიდი დარდი ემატებოდა. დარდი იმისა, რომ ამ საოცარი ქალის გვერდით ოცდახუთი წელიწადი მხოლოდ მარტოობა ივანებდა... პ.ს. სიურპრიზიიიიიიიიი!!!!! აბა ტკბილო და თბილო ხალხო... შეაფასეთ და დატოვეთ კომენტარი. მადლობა ყურადღებისთვის. განსაკუთრებით მომხმარებლებს რანიას და გუროს. დიდი მადლობა თქვენ. კიდევ შემომიარეთ და უფრო და უფრო საინტერესო ამბებს დაგახვედრებთ. ჯერ ყველაფერი ახლა იწყება... მართალია დასასრულს უახლოვდება, მაგრამ მაინც მთავარი წინაა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.