ერკე მიდასი - მადლიერება
თუ სიცოცხლეა, ვიქონიოთ მადლიერება თუ სიკვდილია, ჯობს გაგვსრისონ ტამპლიერებმა, თუ უკვდავება, სიყვარული გვაძლიერებდა და სიმარტოვის მიღმა მოვნახეთ განძი ერებმა. ოდეს ერთმანეთს განვცალკევდით კიდით კიდემდე ოდეს მოგწონდა, სიამით რომ ხელ-ფეხს მიდებდე თუ ვისაუბრებთ, ბოღმა რევის ძღომის მიზეზზე უსულოდ ფშვინვა შეწყდება როს გამოიწევდე. თუ სიყვარულში, ერთადერთი დარდი ერევა თუ უბედურთა ხვედრს არ შველის მადლიერება მაშინ იცოდეთ, დაიწყება წამიერებად განლაგებული რიტმი ცხოვრების, კადნიერება. თუ ოფლად დაღვრილს, მსურს ვილოცო ჩემთა მიწაზე ჯარიც მე ვიყო, და სამშობლოს გონით ვიცავდე, თუ დაიხატა, აღსასრული ფერფლით მინაზე, თავშესაფარი გეგულებათ ერკემიდასზე. თუ სიძულვილი სიტყვა-სიტყვით დაიწერება თუ ლუკმა-პურის ძიებამ გვყო ფარისევლებად თუ დავიტოვეთ, გულში ცეცხლი ცარიელებმა ვერ გამოვხატავთ, ვეღარასდროს მადლიერებას. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.