პატარძალი 《16》
თარაშთან პალატაში იჯდა და უყურებდა მძინარეს. მალე გამაყუჩებლის მოქმედება გაივლიდა და სავარაუდოდ გაიღვიძებდა . ჯერ კიდვე დილა იყო , თარაშს კი მშვიდად ეძინა. მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. წვერი მოზრდილი ჰქონდა , ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩალურჯებები და ნაკაწრები, რამდენიმე ადგილას აკოცა და შემდეგ თვალებიც გაახილა -ანიკო- გაიღიმა და ტუჩები დაბრიცა- არ მაკოცებ? -ნწ- თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და გასწორდა -ცუდი ანიკო...გულქვა ანიკო -ცუდი ბიჭი ხარ, ექიმებს აბრაზებ და არ გინდა რომ მალე გამოჯანმრთელდე -საშინელებებს მაჭმევენ და აქ წოლა მაგიჟებს უკვე -რაც უფრო მეტს იჭირვეულებ, უფრო დიდხანს დარჩები აქ და მეც დიდხანს მომიხდება სავარძელში ძილი -რატომ მანერვიულებ ანიკო? არ გეცოდები? გინდა წამოვდგე ხელში აგიყვანო და სახლში ისე წაგიყვანო? -მაგას რომ შეძლებ შემდეგ წავალთ -შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ხომ? -ბიჭებს რას ეუბნებოდი გუშინ , მე რომ შემოვედი და გაჩუმდით -ჩემი საყვარელი იყო შემოპარული და ბიჭებს ვეუბნებოდი მეტჯერ აღარ მოვიდეს-თქო -თარაშ ალეწილიც კი არასერიოზული ხარ -გაბრაზებული ვარ! -ჩემზე? -გიკვირს კიდეც? -რა მოიგონე თარაშ -ნაკანებს აქ ყოფნის უფლება მიეცი...ლიზაზე არც კი ეჭვიანობ -და იმიტომ ბრაზობ რომ შენსავით ეჭვიანი არ ვარ?- გადაიკისკისა და მერე ლოყაზე ხმაურით აკოცა- ლიზას შენ აღარ უყვარხარ ...ანდროს კი აქ ყოფნას ვერ ავუკრძალავდი იმიტომ რომ მას იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე მე მიყვარხარ - თმები გაუსწორა და თან ელაპარაკებოდა. მერე თარაშმაც აკოცა, მხარი ეტკინა და კვნესა დაიწყო -მეტკინაა ...კიდე მაკოცე არ მეყო -უნდა წავიდე , ექიმმა არ გადაღალოო -სახლში წადი გთხოვ, ანიკო -წავალ -მპირდები? -არა- ისევ აკოცა და საწოლს მოშორდა -ანიკო თარაში კი ეძახდა ,მაგრამ მაინც წავიდა . მეორე წიგნში მაია წერდა „ცხოვრებაში დგება დრო როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიწევს, როდესაც ოჯახის მთელი ტვირთი შენს მხრებზე ინაცვლებს და კაცი რომელიც ხელისგულზე გატარებდა შენზე დამოკიდებული ხდება. მე არასდროს ვყოფილვარ აქტიური, მებრძოლი ქალი , არც სიჯიუტით გამოვირჩეოდი და არც მჭირდებოდა. კოსტანტინეს დამსახურებით მხოლოდ სიყვარული კი არ შევიძინე გავიგე როგორია როდესაც დედა გყავს, გიცავს და რჩევებს გაძლევს როდესაც უბრალოდ ჩახუტება გინდა , ტირილი და მისი მკლავები სულ მზადაა. თინას სურნელიც კი შემიყვარდა, კოსტანტინე სახლში რომ არ იყო და ამირანს საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა მე და თინა მარტონი ვრჩებოდით სახლში. ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ მთელს ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრებას ისევ სოფელში გადასვლა სჯობდა. კოტე არ ჩერდებოდა, ამრიანის ბიზნესს აფართოვებდა და ახალ საქმეებს იგონებდა. ხალხს სამუშაო არ ჰქონდა, უჭირდათ და მუშები ბევრი გვყავდა, ხალხი მადლიერიც იყო . ბევრსაც ისე ვეხმარებოდით რაც უზომოდ დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. ლევანი სულ პატარა იყო ,როგორც ყოველთვის შუქი არ იყო . ლამფა გვქონდა სახლში ანთებული, ბუხარში ცეცხლი ენთო ,თინა ქსოვდა მე კი ხელფასების განაწილებას ვცდილობდი, ხარჯებს ვითვლიდი და ნამდვილად არ გვქონდა მყარი ეკონომიური მდგომარეობა. ეზოდან ხმაური გავიგე და თინა მაშინვე გასწორდა -ვინ უნდა იყოს ამ დროს დედა -მეზობელი იქნება რომელიმე, ლაურას სიცხე ჰქონდა და შეიძლება დახმარება სჭირდებათ. შენ ბავშვთან მიდი მე გავიხედავ- სავარძელში დატოვა ძაფი და ჩხირები მე კი ბავშვთან გადავჯექი. კართან მისვლა ვერ მოასწრო ისე შემოვარდნენ ნიღბიანები ავტომატებით და თინას დაუმიზნეს. ვინმეს რომ ეთქვა მსგავსი რამ წარმოიდგინეო ალბათ იმ წამსვე კივილს ავტეხდი ან შიშისგან გონებას დავკარგავდი, მაგრამ საკუთარ თავზე ვერ ვფიქრობდი თინას ვუყურებდი და ბავშვს მთელი ტანით ვეფარებოდი. ორნი იყვნენ , ნიღბები ეკეთათ და ფულს ითხოვდნენ. აშკარად იცოდნენ რომ ჩვენს გარდა სახლში არავინ იყო. ბავშვმა გაიღვიძა , ტიროდა და მკერდზე მყავდა მიკრული. მახსოვს თინას ნათქვამი რამდენიმე ფრაზა და მისი მზერა. ზურგს უკან წაღებული ხელები უკანკალებდა ,მაგრამ მაინც ჯიქურ უყურებდა ყაჩაღებს -თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ვის სახლში შემოხვედით! თმის ერთი ღერი რომ ჩამოგვივარდეს გიპოვნიან და ცოცხლად დაგმარხავენ იცოდეთ კაცმა ხელი ჰკრა და კედელს დაეჯახა. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი მათ წინ დავდექი სანამ თინას დაარტყავდნენ და წამოვიყვირე მე მოგცემთ ფულს-თქო . თინას ბავშვი მივაჩეჩე ხელში და რამდენიმე წამით მზერა გავუსწორე. შემდეგ იქვე ოთახის ბოლოში ხალიჩა ვწიე იატაკში არსებული პატარა სამალავში ხელი ჩავყავი ჯერ ოქროთი სავსე ქილა ამოვიღე და ყურადღება რომ გადაიტანეს შემდეგ იარაღს ჩავავლე ხელი. ნაგანი იყო მახსოვს და მარტივად დავმალე კაბის ქვეშ სანამ ფულსაც ამოვიღებდი . იქ სულ რამდენიმე ათასი მანეთი გვქონდა ისე უბრალოდ დატოვა ამირანმა . ფეხზე ავდექი და თინასკენ წავედი. ბავშვს რომ გადავეფარე ისინი მეტ ფულს ითხოვდნენ თითქოს ზუსტად იცოდნენ რამდენი გქვონდა და არ კმაყოფილდებოდნენ. ხელზე ორი ბეჭედი მეკეთა და მოიხსენიო მითხრა. რომ არ დავუჯერე მკლავში ჩამავლო, საშინელებებს მეუბნებოდა, მისი ხმაც კი მაგიჟებდა ხელს ვერ გავაშვებინებდი რომ არ თინა, შემდგე მახსოვს რომ იარაღი დავიჭირე და გავისროლე . არ მახსოვს რა ხდებოდა, არც ის მახსოვს საით გავისროლე მახსოვს როგორ დაავლეს ხელი ოქროსა და ფულს , გაიქცნენ მე კი ვიდექი იარაღით ხელში . ჩემს ზურგს უკან ბავშვი ტიროდა და თინას ხელში სისხლიანი ჩხირები ეჭირა . გონს დიდხანს ვერ მოვედი, პანიკაში ვიყავი. სახლი მეზობლებით იყო სავსე, მილიციელებიც მოვიდნენ, მაგრამ იმ დროს ასეთ საქმეებს იშვიათად ხსნიდნენ. დაკითხვას აგრძელებდნენ სახლში კოტე და ამირანი რომ შემოვიდნენ. მახსოვს როგორი გაოცებული სახე ჰქონდა კოტეს , მარტო ვიყავით ოთახში . არაფერს ამბობდა იდგა და მიყურებდა -შენ ესროლე თუ დედამ ... გგონია დაიჭერენ და ხელს აფარებ? -მე ვესროლე , მაგრამ არ მომკვდარა ფეხში მოხვდა -რატომ არ გაატანეთ ფული და არ გაჩერდით...იარაღს ხელი როგორ მოკიდე მაია -არ წავიდოდნენ...მეტი უნდოდათ . რაც წაიღეს ისიც უკან უნდა დამიბრუნონ! დედას ოქროები იყო , ჩემი საყურე და სამაჯეც იქ იდო შენ რომ მიყიდე ! ერთს ჩემს წინ რომელიც იდგა ხელში აქვს ჭრილობა , მეორეს მე ვესროლე და დავიჯერო ამდენი დაჭრილია ამ ტერიტორიაზე? -ვერ გცნობ ... შენ კარგად არ ხარ მაია -ისინი საშინელებებს ამბობდნენ, ისინი მარტო ფულს არ დასჯერდებოდნენ ვიცი . იქ ლევანი იყო , ტიროდა და მასთან მისვლაც უნდოდათ. თინას რამდენჯერმე დაარტყეს , კედელს მიანარცხეს და მე ...მე ვესროლე დიდხანს ვხედავდი კოშმარებს , შემდეგ კოტე მოვიდა და ოქროები ნაჭერში გახვეული მოგვიტანა. ბიჭებიც თან ახლდნენ, ამირანიც მათთან იყო,მაგრამ არაფერს ამბობდნენ. დამნაშავები დაიჭირესო მითხრეს და ჩემი კოშმარებიც დასრულდა. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა , ცხოვრება გცვლის, გაიძულებს ისეთი რამ გააკეთო რასაც ვერ წარმოიდგენდი. ზოგჯერ უძლური ხდები ,ზოგჯერ კი პირიქით ძალას იკრებ და საკუთარ თავს ტოვებ ,ვიღაც სხვას ემსგავსები. მთავარია საკუთარი თავის დაბრუნება შესძლო და ისეთი რამ არ ჩაიდინო რაც სამუდამოდ შეცვლის შენს შინაგან სამყაროს. „ *^*^*^*^ ხვდებოდა რომ ვიღაც იყო დამნაშავე და ასე უბრალოდ შიშის გამო არ გაქცეულა დამნაშავე. ბიჭებიც ისე იქცეოდნენ რომ აშკარა იყო რაღაც გაიგეს. ეზოში იყო ანდრო რომ დაინახა უკან გაჰყვა და მანქანაში ჩაუჯდა _რა ხდება ანდრო? როგორაა გამოძიების საქმე? _არაფერი ახსოვს და ვერაფერს ვიგებთ . პოლიცია დაიჭერს ალბათ _გავიგონე მიშოს რომ ეუბნებოდი ჩანაწერებს მე ვნახავო და დავიჯერო არაფერი იყო იქ? _ის ადგილი არ ჩანდა კამერიდან _პირადად გინდა შურისძიება? _ანა ფეხმძიმედ ხარ ემოციები გირევს გონებას _შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩემზე და ისე ნუ გააკეთებ რომ გავბრაზდე და სამუდამოდ დაგიკარგო თარაშთან შერიგების შანსი _მემუქრები იმით რაც ისედაც დაკარგული მაქვს _მე თუ მოვინდომებ შერიგდებით ბავშვის გაჩენამდე _არ გამოგივა არც ჩვენი შერიგება და არც ჩემი გამოტეხვა. თარაშის ცოლ_შვილს საფრთხეში არ ჩავაგდებ, მაგრამ გპირდები ყველა აგებს პასუხს ისე რომ თქვენ აღარაფერი დაგემუქრებათ _შენ არ იცნობ მას ...რამე რომ დაგიშაოს თარაში ვერ გადაიტანს და მეც სინდისის ქენჯნა დამრჩება ცხოვრების ბოლომდე. რა გინდა რომ ლიზა სულ მარტო დარჩეს? ვინმე ჰყავს შენს გარდა _იქნებ ასეც სჯობდეს თარაშის სიმშვიდისთვის და ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მომთხოვოს პასუხი ცოდვებისთვის _რომელი ცოდვისთვის რომ შეგიყვარდა თავდავიწყებით ქალი რომელიც არ იცოდი რომ თარაშსაც უყვარდა? _ანა _მე ყველაფერი ვიცი უკვე...იმაზე მეტიც ვიდრე რომელიმე თქვენგანმა და ახლა უბრალოდ მითხარი შაკო იყო თუ არა -ვეძებ და შენ არ _კარგი , ნახვამდის . ლიზას უთხარი რომ თუ მოუნდება მოსვლა შეუძლია ნებისმიერ დროს , რამდენ ხანსაც უნდა ...მე პრობლემა არ მაქვს მანქანიდან გადავიდა და სწრაფად წავიდა შენობისკენ. ზუსტად იცოდა სადაც იქნებოდა და დროც არ დაუკარგავს. რამდენიმე ბიჭს დაურეკა სოფელში ის ადგილი დააზვერინა რომელზეც ეჭვი ჰქონდა და მალევე მიიღო დადებითი პასუხი. იცოდა რომ მიშო და სანდრო არ იყვნენ დამნაშავეები და მათ გახვევას არც აპირებდა, მაგრამ კარგად იცნობდა ადამიანებს ვინც შავი საქმის შესრულებას შეძლებდნენ და რომლებიც მასთან ვალში იყვნენ. ხშირად უნახავს დოზის გადამეტებით ბიჭები გიორგის დამსახურებით, დაჭრილებისთვისაც მიუხედავს და უბრალოდ თავშესაფარიც მიუცია მათთვის მაშინაც კი როდესაც გიორგი არსად ჩანდა. სოფელში დაბრუნდა , მანქანით მიიყვანეს ერთ_ერთის სახლში და გარეთ ელოდნენ. კარზე დააკაკუნა და დაელოდა როდის გაუღებდნენ . მალევე გამოჩნდა დაბალი გამხდარი ბიჭი რომელიც აშკარად გააოცა მისმა დანახვამ _აკო გამარჯობა _ანა ? მართლა შენ ხარ თუ მეჩვენება _შეიძლება შემოვიდე? მარტო თუ ხარ ...საქმე მაქვს შენთან _შემო მანდ რას დგახარ... მარტო არ ვარ, მაგრამ ჩემები არიან . გრძელი მანტო ეცვა , ჩექმები და თავზე მოხვეული კაშნე . ისე გამოიყურებოდა ნებისმიერს დააფრთხობდა მისი მზერა . მისაღებში რომ შევიდა სხვებიც წამოიშალნენ ყველას იცნობდა და სწორედ ისინი სჭირდებოდა _ალბათ იცით რომ გავთხოვდი _ისიც ვიცით ვისაც გაჰყევი ... საკაიფო ტიპია _ უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ _თქვენთვის საქმე მაქვს...უფრო სწორად თხოვნა როგორც ჩემს ძველ მეგობრებთან. თუ საჭირო იქნება გადაგიხდით კიდეც _რა ხდება ტო ... ქმარის გასაღებას აპირებ? _არა ... ჯერ ჯერობით ისეთი არაფერი დაუშავებია _გაიცინა და მერე დასერიოზულდა_ შაკო ხომ იცით _ისევ ატრაკებს ტო? ხომ გვითხარი მაშინ არ ჩაერიოთო _ადროვე შე ჩემა ლაპარაკი _მაშინ ვპატიობდი და ახლა ისეთი რამ ჩაიდინა რისი პატიების სურვილიც არ მაქვს . იმალება თავის სოროში და მინდა მანამ შევხვდე სანამ დაიჭერენ _პოლიცია ეძებს? ხო იცი ძაღლებთან თანამშრომლობის სურვილი არ გვაქვს _უბრალოდ უნდა შევხვდე პირადად და ისე რონ ჩემი უსაფრთხოება დაცული იყოს შემდეგ თქვენ წახვალთ და თქვენთან ვალში ვიქნები _რა ვალი ტო არ გრცხვენია? ჩვენ კი მივალთ და მარტოც დარჩები მასთან მაგრამ მერე რას უპირებ _ისეთს არაფერს მეც რომ დამემუქროს სასჯელის მოხდა _ჟორდანიების რძალი გახდი თუ მაფიის ბოსის ცოლი ... რა დღეში ხარ ფეხმძიმე ქალი _ გიორგის ხმა რომ გაიგო უცებ წამოდგა და უკან შებრუნდა. კარში იდგა და ეწეოდა _აქ რა გინდა შენ _ჩემი დის დაქვრივება სცადა მატლმა რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გამესრისა და ამ უკანასკნელმა უფლება არ მომცა _შენ საავადმყოფოშიც არ მოსულხარ ნორმალურად და ახლა შურისძიება გინდა? _და რა იცი რომ უკვე არ ვაგებინე პასუხი ყველაფრისთვის რაც ჩემს აქ არ ყოფნაში ჩაიდინა _ჩვენ გავალთ _არა იყავით...რატომ არ უთხარი ბიჭებს რომ ფეხმძიმედ ხარ და ისე გეგმავ აქ შავ საქმეებს _ჩემი ფეხმძიმობა არაფერს ცვლის ... სანამ იმ ს სისხლს არ დავინახავ მანამ არ მოვისვენებ. თარაშის სისხლით შეღება ქუჩა და არავის აქვს უფლება ჩემს გარდა . გეფიცები ვინმემ ჩემზე ადრე რომ იპოვნოს ჭკუიდან გადავალ _სულ გაგიჟებულხარ ჟორდანიას გამო ... რომელი მკვლელი და რეციდივისტი შენ ხარ. რა სისხლზე მელაპარაკები . მიხედავენ ჟორდანიები ...ლევანი ეძებს უკვე და ცოცხლად გაატყავებს ალბათ _და გაიგებენ რომ ჩემ გამო შეიძლება მომკვდარიყო მათი ბიჭი _შენ გამო არა, ყველას თვალწინ რომ გაიგდო შაკო იმიტომ და შენ ვაფშე არ ხარ შუაში. სახლში წადი , დაიძინე და ბავშვს ზღაპრები მოუყევი _გიორგი ... შენ აპირებ მასთან წასვლას და ჩემთან დაშვებული შეცდომებისთვის პასუხის მოთხოვნას. კარგად გიცნობ და ვიცი რომ არავის დააცდი ...მეც იქ უნდა ვიყო ! _ფეხმძიმე ქალის ისტერიკის მოსმენას არ ვაპირებ. ბიჭები ხომ გელოდებიან გარეთ უკან დაგაბრუნებენ _გინდა რომ მარტო წავიდე? რა გგონია ამათ გარდა ბიჭებს ვერ ვიშოვი? იცი რამდენი კაცი მუშაობს ჩემთან ? ხუთ წუთში გაჩნდებიან და გამომყვებიან ნებისმიერ ადგილას _დიდი თავადივით ნუ მელაპარაკები , გთხოვ _გეყოფა ! _მე კი არა შენ გეყოფა _ახლა მეყოფა? ჩემს თვალწინ რომ აწამებდი ხალხს მაშინ გოგო არ ვიყავი ხომ? ბავშვი ვიყავი სულ რომ ვხედავდი როგორ შესდგებოდი იმათ ვინც არ გევასებოდა და ახლა როცა მე მჭირდება მეუბნები რომ მოვიქცე ისე როგორც ჩვეულებრივი ქალი? როდის გავხდი ქალი ....თქვენ მითხარით როდის ვიქცეოდი ისე როგორც პატარა გოგო. შენ რომ მოსაკლავად მოგდევდნენ და ვიღაც კაცს ვესროლე მაშინ არ ვიყავი გოგო? _უკან შებრუნდა და ერთ_ერთს წარსული გაახსენა _ფეხმძიმედ ხარ ტო...თანაც უკვე ჟორდანიების რძალი ხარ და რო გაბაზრდეს არ გეკადრება . იმ ვიღაცას დანა რო დაარჭვე ეგეც ბევრმა გაიგო _უკვე დავიღალე იმდენ ხანს მალაპარაკებთ აფსურდულ რამეზე. მანქანაში ვიქნები და როცა საჭირო იქნება მაშინ გადმოვალ დავაფურთხებ მის სისხლიან სახეს , დავიცხრობ ბრაზს და წამოვალ . ასეც მოიქცა. შუაღამეს მაინც იჯდა მანქანაში თავის ბიჭებთან ერთად გიორგი წინ მიდიოდა თავის ხროვასთან ერთად. სახლთან მივიდნენ , მაგრამ იქ უკვე ნაცემი ბიჭები ეყარნენ და შაკოც ანდროს ჰყავდა მარწუხებში მოქცეული. სწრაფად გადავიდა მანქანიდან ბიჭებს შორის გაიარა რომ გაეგო რა ხდებოდა და გიორგის გვერდით დადგა _აიი ჩემი გოგოც მოსულა... შეგებრალე ხომ? შენ ხომ მე გიყვარვარ ჩემო ანნა _ სისხლი გადმოაფურთხა როგორც კი ანდრო შეეშვა. იატაკზე იწვა და ვეღარ დგებოდა ნაკანს ისე ჰყავდა დამუშავებული. ანდრო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა გიორგის და ანას იქ რა უნდოდა და მერე საერთოდ თვალები გაუფართოვდა ანამ იარაღი რომ ამოიღო ფეხი დაარტყა შაკოს და მუცელზე დააბიჯა _შე ხომ გაფრთხილებდი ბოლოს მაინც ვიპოვნი ძალას და პასუხის გაგებინებ_თქო აი ხომ ხედავ შენ მიწაზე ხარ მე კი მყარად ვდგავარ და შენი დამპალი სიცოცხლეც ჩემს ხელშია _მომკლავ? _არ ვიცი მოგკლავ? _ანა _გიორგი არ მომიახლოვდე იცოდე ! _ წამით შეხედა და მერე ნაგანი გასასროლად მოამზადა _ანნა ... ანნა რას აპირებ რომ მომკლა ამდენი მოწმე გყავს. ვიღაც ჩაგიშვებს ანნა ლამაზო ნუ სულელობ _ეს ფეხი იყო ხომ? პედალს დააწექი და თარაშს დაეჯახე _ მარჯვენა ფეხზე დახედა . კუთხეში იყო მიყუჟული ბიჭი _გიორგი გაიყვანე შენი და ...გინდა მკვლელი გახდეს? ქალს იარაღი რათ უნდა სათამაშო ხომ არაა _ ამჯერად გიორგის უყურებდა _ჩემს დას თამაშში ხელს ვერ შევუშლი _ ხელები გაშალა დანანების ნიშნად და მერე ბიჭებს გადახედა რომლებააც გაკვირვება საერთოდ არ ეტყობოდათ . ანდრო კი ისევ შოკში იყო . მერე გასროლის ხმა გაისმა და ყველა დაფრთხა. ნამდვილად არ ელოდნენ ამას. იატაკზე კვალი დატოვა ტყვიამ ზუსტად შაკოს ფეხთან ახლოს _უუფს ასცდა ... ისევ ვცდი _ისევ გამოჰკრა . შაკო უკვე ყვიროდა და სახეზე ხელებაფარებული დახტოდა _არ მესროლო... არ მესროლო . არ მინდოდა უბრალოდ გამაგიჟა ხომ ცოცხალია ანნა გეყოფააა ამის დედააააც _აიი ისევ ასცდა _ უკვე მაღლა ისროდა სულ დაცხრილა კედელი მის ირგვლივ _ აი მგონი მეშვიდე დარჩა ... _არ გინდა ... არ გინდა მორჩა გეფიცები აღარ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში. ხომ გავასწორეთ ანგარიში მივდივარ. მამაჩემი გაგიჟებულია , ქვეყნიდან მაგდებს და გეფიცები აღარ დავბრუნდები ოღონდ არ მომკლა _შენ ჩემი სიკეთით ისარგებლე ... არადა როგორი კეთილი ვიყავი . სულ გავრბოდი შენგან რომ რამე არ დამეშავებინა. შანსს გაძლევდი რომ გიორგის არ მოეკალი , მაგრამ შენ თარაშის სიცოცხლეს ეთამაშე _კანკალებდა, ბრაზისგან ცახცახებდა . უნდოდა მოეკლა, ახსენდებოდა თარაშის სახე, მისი სისლი გზაზე რომ ესხა , კუთხეში პარკი საიდანაც მისი საყვარელი არაჟნის ქილა ჩანდა და უნდოდა მისთვის პირდაპირ თავში ესროლა , მაგრამ გიორგი შეეხო ხელზე და იარაღი დააწევინა. ისიც გაიყვანეს სადღაც . ძალაც გამოეცალა თითქოს ერთად იგრძნო ბოლო დღეებში განცდილი ტკივილი . გიორგის მკერდზე ედო თავი და ხელისგულებს ურტყავდა _უნდა მოვკლა...ისე თავს არ დაგვანებებს. ციხიდან გამოვა და მიპოვნის _ჩშშ ... მორჩა ის აღარ არსებობს . დაივიწყე _გიორგი შენ არ იცი ... ის დაეჯახა და წავიდა. სისხლის გუბეში დატოვა ჩემი თარაში . სიკვდილის ღირსია...ყველაფრისთვის _ანა , შემომხედე ...მორჩა ! უყურებდა , თვალს არ აშორებდა და მისი სიმშვიდე ანას სხეულშიც ვრცელდებოდა. შემდეგ იქედან გაიყვანა , მანქანაში თავად ჩასვა და სახლში წაიყვანა. შემდეგ აღარაფერი მომხდარა, დაიძინა , გაიღვიძა და თითქოს ის მომენტი მისი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა. ყოველთვის ასე ივიწყებდა დღეებს როდესაც ცხოველს ემსგავსებოდა და ქალს აქრობდა , ივიწყებდა წესებს, მორალს და უბრალოდ ინსტიქტზე დაყრდნობილი ცხოველი ხდებოდა . თავის გადარჩენისთვის რომ იბრძოდა სულ ის პატარა ცხოველი ყველაფრის დაგლეჯვა რომ შეეძლო თუ დასჭირდებოდა. მშვიდად გრძნობდა თავს თითქოს ყველაფერს წერტილი დაუსვა . მძღოლს მიჰყავდა , შემდეგ საავადმყოფოში შევიდა , თავაწეული მიაბიჯებდა, მუცელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ბავშვის მოძრაობას გრძნობდა. იმ დღეს კლინიკიდან გაჰყავდათ ბატონი თარაში. ეტლში ჩაჯდა და პალატიდან რომ გავიდა სხვა მხარეს გადაუხვია _თარაშ სად მიდიხარ... გასასვლელი იქეთაა _გინეკოლოგთან ჩავიდეთ. ქვემოთააო მესამე სართულზე აქედან ისე არ გავალ თუ არ გავიგებ ბიჭის მამა ვხდები თუ გოგოსი _ ანას თითებზე აკოცა და გაუღიმა _თარააშ _გულისცემა ისე აუჩქარდა ცოტაც და პატარა გოგოსავით ატირდებოდა . უცნაური სანახავები იყვნენ ფეხმოტეხილი, ეტლში მჯდომი ბიჭი ბევრი ჭრილობებით და ფეხმძიმე გოგონა . ორივე ელოდა ექიმის პასუხს. გულისცემა ესმოდათ და თან ჩუმად იყვნენ ეკრანს ისე უყურებდნენ თითქოს რამეს გაიგებდნენ _გოგოა _შემდეგ იყო პასუხი რომელმაც თარაში გააშეშა. ნამდვილად არ ელოდა ამ პასუხს . ანა კი ბედნიერი იყო , წამსვე წარმოიდგინა პატარა საყვარელი კულულებიანი გოგონა ფუშფუშა კაბებით და ცრემლებიც ვერ შეიკავა. სიხარულისგან დახტოდა მის ფოტიებს გულში იკრავდა და წინ მიდიოდა. თარაში უკან მიჰყვებოდა , მერე მანქანამდეც მივიდნენ ყველას გააგებინა გოგოაო და გაჩუმდა . რაღაც ოვაციები ვერ დაინახა და მერე თარაშის სახეც აღიქვა _რა? გოგო რომაა დანაშაულია? თუ აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს _არა ...არა შვილო რა სისულელეა სულ მინდოდა გოგო მყოლოდა . პატარა პრინცესა , ბებოს სიხარულია ეგ _ ნონა აშკარად ბედნიერი იყო . მერე სხვებმაც დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ანა მაინც გაბუტული იჯდა მანქანაში და სახლშიც ისე შევიდა თარაშს ზედაც არ შეხედა. ბიჭი საძინებელში ძლივს აიყვანეს და საწოლზე დააწვინეს . ანა გვიან შევიდა და ოთახში სიარული ისე დაიწყო თითქოს ის იქ არც იყო _ანიკო რა დაგემართა ... ანაა _აჰ მამჩნევთ? მე ხომ გოგო მეყოლება ვარ თქვენთან საწოლის გაზიარების ღირსი თუ სასწრაფოდ დაიწყებთ ბიჭზე მუშაობას _ანიკო რეებს მეუბნები არ გრცხვენია? _ნუ მეპირფერები ახლა...არ მჭირდება შენი ღიმილი თვალების ციმციმი და ტვინის არევა. არ გიხარია და არც გინდოდა გოგო შენ საერთოდ. პირცელყოფილი ხარ, შეუგნებელი ჰომოფობი და არ მიყვარხარ ! ვერ გიტან ! _ ჯერ უყვიროდა მერე სარკის წინ სკამზე დაჯდა და ტირილი დაიწყო ყვირილთან ერთად _ანაა ... ნუ მაგიჟებ ადგომა არ შემიძლია და აქ მოდი , მოდი თორემ გეფიცები _ნუ მელაპარაკები ... შენ არ გიყვარვართ მე და ჩემი გოგო . არც შენ და არც იმათ . ავადმყოფები ხართ ყველანი. ბიჭი რომ იყოს ხომ დაიწყებდნე ქეიფს და იტყოდნენ ღვთის წყალობა გვაქვსო _კარგი იტირე და მერე რომ დაიღლები და მომისმენ დაგელაპარაკები _აჰ ანუ არც გაინტერესებს ვიტირებ თუ არა ხომ? აქამდე მეუბნებოდი არ იტირო ბავშვი ცუდად გახდებაო და გოგო რომაა არ გადარდებს ხომ? _ახლა ავდგები და კოცნით დაგახრჩობ იცოდე _ უცებ უთხრა და მერე მზერა გაუსწორა _ნეტავ იცოდე რა ლამაზი ხარ ... ჩემთან მოდი , ჩემი გოგოები ჩემთან მოვიდნენ _ ხელები გაშალა როგორც შეძლო და დაელოდა. იცის ასე ცრემლიანი თვალებით მივიდა და საწოლზე აბობღებული მიეკრა გულზე _ხომ ყველაზე მეტად გეყვარება _ყველა ქალზე მეტად ვინც კი ჩემს ცხოვრებაში მყვარებია_ თავზე აკოცა, მერე ლოყებო დაუკოცნა და თან იღიმოდა_ როგორ უნდა გავზარდო გოგო . ჟორდანიების გოგო ბოლოს ნაბიჭვარმა ნაკანმა მოიტაცა და თავისნაირი გააკეთა . გოგო ამ ოჯახში დედოფლად იბადება და ყველაზე საშიში ხდება _ჩვენი გოგო ჩემნაირი იქნება...ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. ჩემი გოგო ყველაზე ბედნიერი იქნება _პატარა იქნება, საყვარელი და თან გოგო .ხელშიც ვერ ავიყვან...ვერც ჭიდაობას და ფეხბურთს ვასწავლი ვერც იმას რომ ყველას ყბაში მოსდოს ვინც გააბრაზებს . ვერაფერს ვასწავლი... შეყვარებული უნდა ჰყავდეს და ვიღაცამ მის მკერდზე იფიქროს ? მერე გათხოვდეს და ვიღაც ნაბიჭვრის ქალი გახდეს? _თარააშ _არა...გოგო არ იქნება. ბიჭი უნდა იყოს. არ მინდა გოგო...სხვისთვის დასათმობი გოგო მე არ მინდა _გადაირიე ხომ? იმდენი გამაყუჩებლები გაგიკეთეს სულ გამოშტერდი . რის გამო არ გინდა გოგო რომ გათხოვდება? _კიდევ ბევრი რამეა ... მეშინიაა _გეშინია? _ საწოლზე გადაწვა და იცინოდა _დეე გესმის? მამამ გაგიჟდა _გეყოფა ნუ დამცინი ისედაც რა დღეში ვარ _იდიოტი ხარ და შენი სისულელეებით ნერვებს მიშლი _აღარ იტირო ასეთ სისულელეებზე _სისულელე არაა ... მაინც არავის უხარია გოგო რომ არის_ისევ მოიწყინა . თარაშმა ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა. მერე ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა _შენ ხომ გიყვარს ყველაფერზე მეტად ... მეც მიყვარს და სხვას ჩვენზე მეტად მაინც ვერ ეყვარება _თარაშ _რა? ნონაზე მეტად არავის ვუყვარვარ . ერთადერთია , ვიცი რომ რაც არ უნდა ჩავიდინო არასდროს მაქცევს ზურგს ... ნანატრი შვილივით არასდროს მოვქცეულვარ , მაგრამ მაინც უზომოდ ვუყვარვარ _შენ კი არასდროს ეუბნები რომ გიყვარს ... არასდროს ეხუტები _კარგი რა ამხელა კაცი ვარ რა დროს ჩახუტება და კოცნაა _რა მნიშვნელობა აქვს მისთვის რამდენი წლის ხარ ...რომ შემოდიხარ სახლში და ვიყურებს თვალები უბრწყინავს თვალს გაყოლებს და ელოდება როდის მიხვალ მასთან შენ კი არასდროს მიდიხარ. მაიას და თინას მეტჯერ კოცნი ხოლმე ვიდრე ნონას და მერე სულ თვალები უქრება _მართლა? _შენ არასდროს არაფერს აკვირდები, არასდროს ხედავ იმაზე მეტს რაც უშუალოდ შენს წინაა და იმასაც ვერ კითხულობ სწორად რასაც ხედავ _ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით _და კიდევ _თავი ასწია ისე რომ პირდაპირ თვალებში უყურებდა _ მეც ყველაფრის მიუხედავად მიყვარხარ და მანამ ვიქნები შენს გვერდით სანამ არ მივხვდები რომ სულს გიხუთავს ჩემი არსებობა შენს ცხოვრებაში _სულს ახლაც მიხუთავ , რომ არ ხარ მაშინ და ამ ბოლო დღოს საეჭვოდ ბევრჯერ წახვედი _თითები ლოყაზე შეახო , მერე თმაში შეუცირა და თავისკენ მიიზიდა _ჩემი ერთადერთი ქალი შენ ხარ ...ისიც კი მანდ რომ არის ერთ დღეს ვიღაცის ქალი გახდება და მე დამიკიდებს _ბოლოს მაინც ჩაიბურდღუნა და მერე აკოცა. ნელა და ხანგრძლივად უკოცნიდა ტუჩებს . ერთი ხელი ისევ უმოძრაოდ ჰქონდა ფიქსატორში მეორეს კი მის ზურგზე დაატარებდა . უცებ კარი გაიღო და წამსვე გაიგეს ნონას მსუბუქი წამოკივლება _ბოდიში ... არ მეგონა . შემოგეჭერით უბრალოდ თქვენი სადილობის დროა . წამლების და _ზურგით იდგა და ხელში ლანგარი ეჭირა _შემობრუნდი დედა ამ მდგომარეობაში რა უნდა გავაკეთო ისეთი დანახვა რომ არ შეიძლებოდეს _მომეცი ...გამოგართმევ _ ანამ გამოართვა ლანგარი თან ეცინებოდა . მერე თევზის ნაჭერი რომ დაინახა საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი _აუუ თევზიი ჩემია ...მადლობა ნონ_ლოყაზე ხმაურით აკოცა ქალს და მერე ლოგინის გვერდით სავარძელში დაჯდა _მე გავალ და თუ რამე დაგჭირდებათ დაგვიძახეთ ... შენც დაისვენე იციდე _ვისვენებ ნონ დამშვიდდით ... აუუ ნოოონ ის მარცხენა ხელით ვერ ჭამს და აჭამე რა _ წვნიანზე ანიშნა და თვალები დააწვრილა _სერიოზულად? ახლა თქვენ უნდა მაჭამოთ? _სანამ ხელის მოძრაობას არ შეძლებ ხო და მე მშია ... ჩვენ ორნი ვართ და შესაბამისად ჯერ მე უნდა ვჭამო . რა პრობლემაა ვერ გავიგე ნონასი გიტყდება? მის მკერდს რომ ეთამაშებოდი ერთ დროს და შიშველს გაბანავებდა ხომ კარგი იყო _ უცებ მიაყარა და თან ისეთი საყვარელი იყო ნონას ეცინებოდა _ეგრე მე რამდენსაც შიშველი ვყავარ ნანახი და რამდენის მკერდით მითამაშია ყველას მისცემ უფლებას მაჭამოს? _დეგენერატო_ ზურგს უკან პატარა ბალიში ედო წამში აიღო და ესროლა _უზრდელო ! გაბუტული იჯდა ნონა კი სიცილს ძლივს იკავებდა . აშკარად გამხიარულდა ამდენი ნერვიულობის შემდეგ ნამდვილი განტვირთვა ოყო მათი ყურება. _აღარ მინდა მეტი... წამალი მომეცი _ნემსი უნდა გაგიკეთო დე _აუ არ მინდაა _ტკივილგამაყუჩებელიაო ექიმმა _მე გავუკეთებ _არაა ...შენ ისე დამარჭობ დაწოლასაც ვეღარ შევძლებ _ამიტომ უნდა იყო ჩუმად ძვირფასო ქმარო _დედა გამიკეთებს ანა თან ხილს მიირთმევდა და თან ხალისობდა თარაშის შფოთვაზე. _აუ მეტკინაა ...გამასწორეეთ _ აჯუჯღუნდა და ანა აკისკისდდა _ დედაა ეს სადისტი ქალი მომაშორეთ. ფეხიი მტკივაა _გადაგივლის დე...სულ ცოტაც და გადაგივლის _ თავზე აკოცა და თვალები აემღვრა . ანამ მუცელზე მოიხვია ხელები და თვალები თეფშს გაუსწორა. არასდროს ღელავდა მასზე დედა, არ ახსოვდა ოდემსე ასეთი მზერით ენახა. მხოლოდ გიორგის მზერაში ხედავდა ტკივილს როდესაც სიცხე ჰქონდა ან რაიმე ტკიოდა. ლანგარი გადადო და ნონას თვითონ მოეხვია. ქალმაც მოხვია ხელები და თმაზე ჩამოუსვა თითები _რაო დე ? _კარგი სუნი გაქვს _ ჩუმად უთხრა და მერე თვალები აემღვრა . ნონა ეფერებოდა მერე მუცელზეც შეეხო და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _შენ ხო გაგიხარდა გოგო რომ მეყოლება? _მე მშობიარობამდე მეგონა რომ თარაში გოგო იქნებოდა და იცი როგორ მეწყინა ბიჭი რომ იყო? სულ ვარდისფერი ტანსაცმელი მქონდა ნაყიდი და ყველაფერი გვერდით გადავდე. შენახული მაქვს იცი? ყველაფერი სკივრში მაქვს თარაშის რაღაც ნივთებთან ერთად და მერე გაჩვენებ . რამდენიმე კაბა მქონდა მოქსოვილი _ქსოვა არ ვიცი მე _პატარა ბავშვივით უთხრა და მერე გაბრაზებულმა შეხედა _ერთად გვასწავლე დედა მე მაინც უნდა ვიჯდე რამდენიმე თვე _ეჭვიანო ... _ტრამვა მომაყენეს ამ წამს...თურმე გოგო უნდოდა და ეწყინა _კარგი რა თარაშ ... კი არ მეწყინა გაკვირვენული ვიყავი და თან მამაშენი ნერვებს მიშლიდა, გახარებული დარბოდა ხომ გეუბნებოდიო _გავბრაზდი ... _დედისერთას კომპლექსები _ ნონას მხარზე ედო თავი და ისე უყურებდა თარაშს _ახლა დაისვენეთ და მერე გასწავლი ქსოვას ...სკივრსაც გაჩვენებ _ ისევ აკოცა ანას და მერე წავიდა . ანა საწოლზე ავიდა და თარაშის გვერდით დაწვა _გოგო მინდოდაო გაიგე? _გაჩუმდი და დაიძინე _როგორც მიბრძანებ _ჩშშ -მიყვარხარ პატარავ-უკვე მძინარეს უთხრა და მუცელზე აკოცა . ............... ანდრო სახლში დაბრუნდა. გათიშული მიაბიჯებდა კიბეზე, საძინებელში შევიდა , ქურთუკი და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო ლიზა რომ გავიდა სააბაზანოდან და წამსვე მივარდა _რა დაგემართა...ეს შენი სისხლია? შენი სისხლია ? _ პერანგის ღილები გაუხსნა და სხეულზე დააკვირდა. მერე ისევ თითებზე გადავიდა _ ვინმე სცემე? შემომხედე _ თავი ააწევინა და ტუჩთან სიწითლე რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა _ სად იყავი ანდრო ... ამჯერად რა ხდება _ბანაობა მინდა გამიშვებ თუ გამომყვები და დამეხმარები _რა გჭირს მეთქი _უკან მიჰყვა და კარი ხელით გააჩერა. ანდრომ შარვალი გაიხსნა და საცვალთან ერთად დასწია ,წამში შიშველი იდგა . კაბინაში შევიდა და დუშის ქვეშ დადგა_ შენ...ფუ როგორი აუტანელი ხარ _შემოხვალ თუ დავხურო კარი _შემოვალ _ თვალებანთებულმა შეხედა და ზედას დასწვდა, მაგრამ ანდრომ კარი მიხურა და წყალი უფრო დიდი ნაკადით მოუშვა _ხომ იცი რომ თავიდან ვერ მომიშორებ _არაფერი მესმის ... _საზიზღარი_ სააბაზანოდან გავიდა და სავარძელში ჩაეშვა . კარს უყურებდა და ფეხს ნერვიულად ამოძრავებდა. ანდრო დიდი ხნის შემდეგ გავიდა , სპორტული შარვალი ეცვა , ფერდი ჩალურჯებული ჰქონდა მაისური აიღო კარადიდან და შემდეგ საწოლისკენ წავიდა. _ანდროო _თავი მტკივა და წასვლას ნუ მაიძულებ _ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა. ლიზა ფრთხილად დაწვა მის გვერდით , მალამო აიღო და ხელზე წაუსვა. მერე თმაზე შეეხო და ანდროს მზერა გაუსწორა _რატომ ვერ ისვენებ ლიზა _ვინც სცემე იმან რამე რომ დაგიშაოს მერე? _ვერაფერს დამიშავებს , ერთმა არანორმალურმა ქალმა ისე შეაშინა ალბათ აღარასდროს გამოიხედავს ჩვენკენ _ვინ ქალმა ... ვიღაც ქალის გამო იჩხუბე ? _ ხელი გაუშვა , საწოლზე დაჯდა და ბალიში ჩაარტყა _გეყოფა ..._ ბალიში მოიშორა და ხელი ჩაავლო მკლავებში _ ლიზა! _ხელი გამიშვი... მე აქ ვნერვიულობ და შენ ვიღაცასთან დაეთრევი _როგორ მახალისებ ხოლმე_გაიცინა და ხელებზე ისე მოუჭირა რომ მოძრაობის უნარი შეუზღუდა _ ჩშშ , არაფერი თქვა _ ზემოდან მოექცა და მზერა გაუსწორა _არავის გამო არ მიჩხუბია ... ვნახე ქალი რომლის ქმრის საშინლად მშურდა რამდენიმე წუთს და ახლა ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს , მგონია რომ რაც ვნახე მომეჩვენა . თავი მისკდება, დაღლილი ვარ და თუ სულ ოდნავ მაინც გადარდებ მადროვე დავალაგო აზრები და დავისვენო _ფრთხილად შეახო ტუჩები ყელზე და შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა _მომიყევი _არ მინდა _შენ მე არაფერს მეუბნები ... არ მენდობი _რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს _თარაშის საყვარელი სიტყვებია შენ კი ყოველთვის ყველაფერი იცი _და ვერასდროს ვიძინებ მშვიდად_თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა. ლიზამ თავი მკერდზე დაადო და გაეღიმა ხელები რომ მოხვია ანდრომ . ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ , შემდეგ რაღაც აზრმა გაუელვა და წამსვე წამოჯდა _თარაშს ვინც დაეჯახა ის სცემე? შენ ხომ ეძებდი მას ვინც თარაშს დაეჯახა ... რატომ ვერ ისვენებ . იმას ხომ არ ადარდებ შენ მასზე ცუდად იყავი და არც ადარდებდა ალბათ შენი მდგომარეობა _შენც ხომ იქ იყავი _ჩემი ყოფნა და შენი სხვადასხვაა ... ის ვიღაც აშკარად მაგათ ემტერება და ახლა რა შენ უნდა ...მოიცა ქალიო თქვი? ანამ გააკეთა რამე? რა გააკეთა ისეთი თარაშის რომ შეგშურდა მის გამო _ისევ თავს მტკენ _მოუნდა ბიჭს მშვიდი და ყოვლისშემძლე ცოლი ... ხოდა საერთოდ არ დამელაპარაკო . მთელი თვეა ლამის ზედაც არ მიყურებ თითქოს რამე დავაშავე . შენ იმის გამო ბრაზდები იქ რომ შევედი, მაგრამ თარაშს რეაქცია არ ჰქონია , ანა რომ დაინახა გაბედნიერდა .არა მაინც რა გააკეთა ისეთი მე რომ ვერ შევძლებდი _შენ? შენ უარესსაც ჩაიდენდი ... გეყოფა ახლა ჭირვეულობა არავინ მდომებია ცოლად . მე ზოგჯერ მინდება ისე ვუყვარდე ვინმეს როგორც სხვები უყვართ და არსებობდეს ვინმე ვინც დაცემულს საყრდენად მექცევა _არა რაღაც გჭირს...ასეთი ძალაგამოცლილი ბოლოს როდის გნახე არ ვიცი. აქ რა გჭირს ფეხი ჩაგარტყეს თუ რატომ გაქვს დალურჯებული იქნებ შინაგანი სისხლდენა გაქვს რაღაც გტკივა და ვერ ხვდები _ მაისური აუკეცა და ფერშეცვლილ ადგილას თითებით შეეხო _გტკივა? ანდროო მიპასუხე ... გესმის? _ზემოდან უყურებდა ის კი თითქოს გაითიშა. მერე თითები შეახო _ჩამეხუტები ლიზ? _ანდროო ასე ნუ მიყურებ _თვალები უფრო აემღვრა მერე იმ ადგილას აკოცა სადაც გალურჯებული ჰქონდა კანი. თავი მკერდზე დაადო, ხელები მის თავთან დააწყო , თითებით ეფერებოდა და ქვემოდან უყურებდა _ნეტავ სულ ცოტა ხნით ჩემი თვალებით ხედავდე საკუთარ თავს _ მაჯაზე აკოცა და თვალები დახუჭა_სულ რამდენიმე წუთით რომ გაგინაწილებდე ამ გრძნობას ...რა კარგი იქნებოდა ცოტა ხნით მაინც რომ შეიძლებოდეს ამ გრძნობისგან გათავისუფლება . ზოგჯერ მგონია რომ ვეღარ გავუძლებ და გასკდება ... _ასეთი ძნელია ჩემი სიყვარული? რატომაა ასეთი რთული _თარაში მომენატრა იცი? საშინლად მომენატრა...თითქმის სამი წელია სოფელში არ ვყოფილვარ . ჟორდანიების სახლი მომენატრა , თინას მჭადები კეცზე , მაიას ხაჭაპური და ნონას ნამცხვრები . კოტე მომენატრა ლიზ ... დავიღალე ლიზ . იმათი მზერა მღლის რომ ვხედავ ნაბიჯის გადმოდგმა უნდათ და ჩერდებიან. დავიღალე , აღარ შემიძლია მათთან ასე ურთიერთობა. დედას თითქოს შუაზე ვხლეჩთ, ბებია რომ მომეხვია თითქოს ეშინოდა რომ მოვიშორებდი ... შენი სიყვარული ძალიან მარტივია , მათი მონატრებაა ძნელი ................. ნონას ოთახში ედო ხის დიდი სკივრი ულამაზესი ორნამენტებით რომელიც მანამდეც ჰქონდა შემჩნეული , მაგრამ დეკორატიული ეგონა და ვერ წარმოიდგენდა მისთვის ემოციურად დატვირთული ნივთები თუ ეწყო შიგნით. სკივრში რამდენიმე ქაღალდის შეკვრა , ლამაზი ყუთი იყო და ყველაფერი ისე იყო ჩალაგებული რომ უამრავი რამ დაეტია. ორი ქაღალდის ყუთი ამოიღო და ანას გვერდით დაჯდა , ორივე გახსნა და გამოჩნდა კიდეც ბავშვის პაწაწინა ტანსაცმელები. ნამდვილად გამორჩეული იყო ყველა მათგანი. თარაშის რამდენიმე ბოდე, შარვალი, ქუდი და წინდები ჰქონდა შენახული. პირველი საწოვარაც კი _ძალიან ლამაზია ყველაფერი ... _თუ მოგწონს შეგიძლია აიღო _მადლობა ... _გაეღიმა და თარაშის ქუდი აიღო . ნონას მისი პაწაწინა მაისური ეჭირა . სახესთან მიიტანა და სურნელი შეიგრძნო _არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, ხელში რომ აიყვან და თითებს შეგახებს, მის სურნელს რომ იგრძნობ იცი ყველაფერი უფერულდება მის გარდა . თითქოს თავიდან დავიბადე თარაშთან ერთად , თავიდან დავიწყე ცხოვრება . იცი ტირილს რომ იწყებდა მეც ვტიროდი და ლევანი ორივეს გვამშვიდებდა . ძლივს მივეჩვიე თავის შეკავებას რომ დაეცემოდა და ტიროდა ცრემლები რომ შემეკავებინა. ალბათ ზედმეტი მომივიდა იმის გამო რომ ვიცოდი ერთადერთი იყო და დედობის შანსი აღარასდროს მექნებოდა შენ კი დარწმუნებული ვარ ჩემზე ბევრად უკეთ გაართმევ თავს . შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ მე კი ბოლოს ლევანი მაინც თავის ნებაზე მატარებდა. დღემდე ისე აკეთებს ყველაფერს რომ გვიან მოვდივარ გონს _ჟორდანიების კლასიკური ქცევაა? შენ ძალიან კარგი დედა ხარ და თარაშს უზომოდ უყვარხარ . ერთადერთი რაც უპირობოდ უყვარს და რასაც აღმერთებს შენ ხარ _არამგონია...მე ვერაფერი გავაკეთე მისი ბედნიერებისთვის და სიმშვიდისთვის . ამირანმა მაინც ის გააკეთა რაც სურდა და შენი ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა მგონი ერთადერთი რამ იყო რის გამოც მისი მადლიერი ვიქნები ყოველთვის _ამირანი უცნაური კაცია, თავისებური შეხედულებებით, მაგრამ ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებს და სჯერა რომ სწორად იქცევა _მაგრამ ხშირად სცდება და არასწორ გზებს ირჩევს..._ერთი ყუთი უკან დააბრუნა და სხვა ამოიღო . ქაღალდის პარკიტ იყო შეხვეული. ფრთხილად გახსნა და თეთრი ხელიტ მოქარგული კაბა ამოიღო _ ჩემი ქორწილის კაბა რომელიც ლევანმა ჯერ კიდევ ჩემს მოტაცებამდე იყიდა საფრანგეთში. იქ რა უნდოდა წარმოდგენაც არ მაქვს , არც არავინ იცოდა . მგონი რუსეთში უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში ის კი პარიზში მთელს თავის ფულს ამ კაბაში იხდიდა ...თანაც იმ დროს კოტესაც არ ელაპარაკებოდა და როგორც ამბობენ ამბოხის პერიოდი ჩემი მოტაცებით დააგვირგვინა _ გაეცინა და კაბას ხელით შეეხო _საოცრებაა...ალბათ ძალიან ლამაზი იყავი ამ კაბაში . ლევანს გააგიჟებდით _ლევანი კი გაგიჟდა, მაგრამ მთელი სოფელი ამ კაბაზე ლაპარაკობდა . ზედმეტად შიშველი ვიყავი იმ დროისთვის _ ხმამაღლა გაიცინა და კაბის ზედა ნაწილი აჩვენა _ მკლავების გამოჩენა თანაც ჩემი სიმაღლის ქალისთვის ძალიან თვალშისაცემი იყო. გიპიურის ნაწილი მკერდთან გამჭვირვალე იყო და მოკლედ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩვენს ქორწილს . _როგორც სჩანს გადატრიალება ამ ოჯახში თქვენ დაიწყეთ _თარაში მე მგავს ფეთქებადი ხასიათით და ამის შეხსენება არასდროს სწყინდებათ _ეს ალბომებია? _ ლამაზყდიანი რამდენიმე ალბომი აიღო და პირველივე გადაშალა . პირველად ხედავდა თარაშის ფოტოებს . ერთი მთლიანად მისი ბავშვობის ფოტოები იყო . ნონა უყვებოდა ისტორიებს და თან მის ბავშვობასაც იხსენებდა _აი ეს ფოტო ზოოპარკში გადავუღეთ...ახალი ჩამოყვანილი ჰყავდათ ზებრა და გადაწყვიტა რომ ეს ზებრაც ჩვეულებრივი პატარა ცხენი იყო რომელზე ჯდომაც შეიძლებოდა და ძლივს შევაჩერეთ. მერე ლევანმა უთხრა სხვისია და არ შეიძლება ხომ იცი სხვისი საკუთრების გამოყენებაო და მაშინ მიყიდეო _არ არსებობს... ზებრა უნდოდა გეყიდათ? რამდენი წლის იყო _5 თუ 4 სადღაც ეგრე ... ვაიმეე აქ სკოლაშია? როგორი ფორმა აცვია _ეზიზღებოდა ეგ ფორმა ნახე როგორი სახით ზის. მერე უკვე ფოტოსაც ჩუმად ვუთებდი და ნახე არასდროს უკეთია ჰალსტუხი და პერანგის მკლავებიც აკეცილი აქვს... აქ უკვე ბიჭობდა. სულ უცნაური იყო , ერთ დღეს შეიძლებოდა ყველაზე კარგი მოსწავლის მშობლის სტატუსით ვყოფილიყავი სკოლაში და მეორე დღეს ისე მოქცეულიყო რომ მისი გარიცხვა გადაეწყვიტათ. მეათე კლასში ორჯერ შევუცვალე სკოლა . აი აქ დაბადებისდღე აქვს 16 წლის გახდა _ქვემოთ წარწერები ჰქონდა გაკეთებული ან ნახატები _ეს ანდროა? მიშო და მგონი უტა _ხოო სულ ერთად იყვნენ ანდროს მეგობრებიც ძმებივით ჰყავდა. ანდრო თარაშისთვის ყველაფერი იყო. მეც ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ორი ვაჟი მყავდა. ანდრო არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს რაც ლალის გულს ატკენდა...იცი არ მახსოვს სიტუაცია როდესაც ანდრო რაღაც ისეთს ჩაიდენდა რითაც აგაღელვებდა. თარაშს არასდროს აინტერესებდა არაფერი საკუთარი სურვილების გარდა შემდეგ ის ქალი გამოჩნდა _ მეორე ალბომი აიღო იქ უკვე დიდები იყვნენ თარაში მარტო სულ რამდენიმე ფოტოში იყო და იქაც სადღაც იყურებოდა და კამერასთან არ პოზიორობდა. ანდრო ყველგან იყო , სერიოზული სახით ან თბილი ღიმილით . ლიზაც დაინახა ბოლო რამდენიმე ფოტოში სხვებთან ერთად _გამოჩნდა და ყველაფერი აურია . თარაში და ანდრო მანამ დააშორა სანამ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. _ანდროს გულიდან ამოშლა როგორ მოახერხე...არ გგონია რომ ჟორდანიები შვილიშვილს უსამართლოდ მოექცნენ? ერთია რძალი არ მიიღო და მეორეა საკუთარი ნაწილი დათმო _ისინი უგულოები ხდებიან როდესაც საქმე ღალატს ეხება. მე კი , მე ანდროსთან არასდროს მიჩხუბია . უბრალოდ ვერაფერს ვეტყოდი ის ქალი კი დანახვისთანავე ყველაფერს მახსენებს. თარაში გაანადგურა მისმა ღალატმა. ანდროს ღალატმა მოუღო ბოლო...ანდროს გარეშე დაცარიელდა თითქოს თავიდან დაიბადა და სხეულის ნაწილი აღარ ჰქონდა. _შენც გგონია რომ ანდრო და ლიზა საყვარლები იყვნენ მალულად ჰქონდათ რომანი და თარაშის თვალწინ , ყველა თქვენგანთან თამაშობდნენ? _ანდრო იშვიათად მოდიოდა მაშინ როდესაც ლიზა იყო ჩვენთან. ნიშნობის შემდეგ საერთოდ აღარ მოდიოდა ხოლმე ძალიან შეიცვალა იმიტომ მახსოვს რომ მენატრებოდა და ხშირად ვურეკავდით მე და მაია , ვუბრაზდებოდით და საქმეების გადადებას ვთხოვდით ის კი მხოლოდ მაშინ მოდიოდა თარაში რომ არ იყო . არაფერი ვიცი ... არ მინდა ამაზე ლაპარაკი ვეღარაფერს შევცვლით მე მხოლოდ ის ვიცი რომ ანდროც არ არის ბედნიერი ვერც იქნება ანდროს არავინ ჰყავდა თარაშის გარდა და შემდეგ ყველა ერთად დაკარგა. ამირანი ისედაც ვერ იტანდა მამამისს და ბავშვი მათ შორის იჭყლიტებოდა _ეს გოგო ვინ არის _ერთ ერთ ფოტოზე ჩანდა როგორ უყურებდა ვიღაც გოგო ანდროს და მაშინვე მოხვდა თვალში _ყველას გვეგონა რომ ანდროს ცოლი გახდებოდა...ეს გოგო მთელი ცხოვრება გიჟდებოდა ანდროზე და ყველამ ვიცოდით ამის შესახებ. მართალია ანდრო არაფერს იმჩნევდა და საუბრითაც იშვიათად ესაუბრებოდა, მაგრამ მანაც შესანიშნავად იცოდა . იმ ამბების შემდეგ ქვეყნიდან წავიდა ისიც გაანადგურა ელიზაბეტის არსებობამ _იცით რა? მე მგონია რომ ლიზა ისეთი ცუდი არ არის როგორც გგონიათ და აუცილებლად გავარკვევ სინამდვილეში რაც მოხდა _ კიდევ ერთი ალბომი აიღო იქ უკვე დანარჩენები იყვნენ ძირითადად ნონა და ლევანი . ზოგი მათგანი ბავშვობიდანაც იყო . -ანდრო უზომოდ მენატრება...თავი ახლაც მოღალატე მგონია და სულ ასე იქნება ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შვილებს შორის არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ვიცი რომ მე თარაშს ვჭირდებოდი . ლალიმ ანდროს გამო დაიხია უკან, ისიც ისე მოიქცა როგორც მე ... ჩვენ , ჟორდანიას ქალები შეზღუდვებს არ ვემორჩილებით ეს მათ ჰგონიათ რომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ როგორც მათ სურთ ,მაგრამ ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია ლალი . ყველანი ვცდილობდით სიმართლის გარკვევას, მაგრამ არც ანდრო და არც ლალი არაფერს ამბობდნენ. ლევანმაც არაფერი იცის , ანდრო წლების განმავლობაში ვერ აალაპარაკეს და აქამდე ასე მოვედით . გთხოვ ნუ გააკეთებ ახლა ისეთ რამეს რაც თარაშს გააგიჟებს... მგონი გადავაჭარბე მაგრამ არ ვიცი ასე დაიწერა და არ მიყვარს დაწერილის წაშლა იმედია მოგეწონებათ მომდევნო თავი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი და მივდივართ დასასრულისკენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.