შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზიზღნარევი სიყვარული (თავი5)


9-04-2019, 14:35
ავტორი მი რა
ნანახია 2 810

გიორგიმ დას შეხედა რომელიც განადგურებული იყო და ვერაფრით მიხვდა ასე რატომ განიცდიდა გოგონა ამ ყველაფერს, ვერც მიხვდებოდა რადგან სიამაყე და ღირსება ან თუნდაც ელემენტარული თავმოყვარეობა მისთვის დიდიხანია უცხო იყო. -ბატონო ალექსანდრე-აეტუზა სავარძელთან უფროსს თავდახრილი -იცით... -რახდება მშვიდობაა?-ვითომ შეწუხებული მზერით ახედა ალექსანდრემ და კიდევ ერთი ღერი გააბოლა. -ფული მჭირდება სასწრაფოთ...ავანსი რომ მომცეთ და გეფიცებით დამატებით ვიმუშავებ რომ... -ის გოგო შენი დაა?-ალექსმა ვისკის ჭიქა აიღო და მჟავე სასმელი მოწრუპა. -დიახ-უპასუხა დაბნეულმა. -ფული მას ჭირდება?-ალექსი ისევ მაეიამს უყურებდა დამცინავი, ღიმილნარევი სახით. -არა მეორე დას-სრულიად დაიბნა გიორგი და გულწრფელად უპასუხა. -კიდევ გყავს და?-გაუკვირდა ალექსანდრეს -მასავით ლამაზი?-მარიამზე მიანიშნა ალექსმა გიორგის. -მასავით ალქაჯი-ჩაილაპარაკა გიორგიმ მოღუშული სახით, რადგან ძალიან გაღიზიანდა მისი უფროსი ასე რომ დაინტერესდა მარიამით და საერთოდ მისი ოჯახით. -ფული რაში სჭირდება-ახედა გიორგის რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა მის აგდებულ ტონზე და გამართულ დაკითხვაზე, როგორც წესი ალექსი გამარჯობასაც მაშინ გადაუგდებდა თანამშრომლებს თუ მოეხასიათებოდა. -ოპერაცია დასჭირდა სასწრაფოთ და... -გასაგებია-ალექსმა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაჭყლიყა და ჯიბიდან ასლარიანების დასტა ამოიღო მაგიდაზე დაყარა და გიორგის უთხრა აეღო იმდენი რაც სჭირდებოდა თან ისე, რომ მარიამს არ აშორებდა თვალს რომელიც მაინც ჯიუტად ამაყად იდგა და სხვა მხარეს იყურებოდა ისე რომ მათაც ადევნებდა ნაწილობრივ თვალს. -მე მხოლოდ ხუთასი ლარი მჭირდება-ამოილუღლუღა გიორგიმ, ფულს დახედა მაგრამ ხელი ვერ მოკიდა. -აიღე-ალექსმა თორნიკეს ანიშნა მან აიღო ფულუ და გაუწოდა გიორგის. -მადლობა, ბოდიშს გიხდით თავს რომ მოგახვიეთ ჩემი პრობლემები-ჩაიდუდუნა გიორგიმ. -ოჯახი!აი ესაა მთავარი-ახედა ალექსანდრემ და ანიშნა წასულიყო, გიორგი დაბნეული მივიდა დასთან ვერ მიხვდა შეაქო თუ დასცინა. -მიდი დროზე წადი-ფული შეაჩეჩა დას გიორგიმ, მარიამმა ბოდიში მოუხადა ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენა და ასლუკუნდა, გარეთ გავარდა და მომდგარი ცრემლები გადმოედინა მიდიოდა ჩქარი ნაბიჯით თავდახრილი და სლუკუნსლუკუნით რომ ნაცნობმა უცნობმა გზა გადაუჭრა. -რატომ ტირიხარ?-კითხა ალექსანდრემ გულამომჯდარ გოგონას. -ამ ფულს ძალიან მალე დაგიბრუნებ-ამოიტირა მარიამმა და ხმა ჩაუწყდა, მერე ცრემლები მოირმინდა მაჯით. -რა ამაყი ხარ ღმერთო, ეს საშიშია-უთხრა ირონიის გარეშე ალექსმა. -ამაყი?-მწარედ გაეცინა მარიამს-ამაყი რომ ვიყო აქ არ მოვიდოდი და ფულს არ გამოვართმევინებდი ჩემ ძმას შენთვის-მზერა გაუსწორა გოგონამ. -იმდენად ამაყი ხარ რომ ტირი, იცი დას სჭირდება ეგ ფული და მაინც ტირი, არადა აქ სიამაყე ზედმეტია. -უნდა წავიდე-დაიჩურჩულა დაბნეულმა გოგონამ, ალექსი გადგა და გზა დაუთმო. ალექსანდრე სახლში დაღლილი მივიდა და დივანზწ მიესვენა -იმ გოგოს გამო დარჩი!-აღარც კითხა ნიკამ ძმას პირდაპირ ბრალი დასდო. -რა გააჭირე საქმე? რა შენი საქმეა? ცხვირს იქ ნუ ყოფ სადაც არ გეკითხებიან-დაუღრინა ძმას ალექსამა და ფეხზე წამო არდა გაღიზიანებული. -ესეიგი მართალი ვარ!-ნიკა ძმას გაყვა აივანზე -ჩემ თავს გაფიცებ ალექს რა მოგეწონა მასში?-ნიკა ძმას არ მოეშვა. -სუფთა თვალები დაკმაყიოფილდი?-უყვირა ძმას ალწქამა და აიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან. -ვიღაც უფერული გოგოს გამო დარჩი იქ, ჩემსგამო კი ერთი ზედმეტი წუთი გენანება, იმ უფერული გაცრეცილი გოგოს გამო დააგვიანე შეხვედრაზე, მერომ მეთხოვა ერთი წამი დაგენანებოდა... -ნუ ხარ სულელი, პროსტა რომ ვიცანი დამაინტერესა, იქ რატომ მოვიდა, სწორედ ქუჩაში ნანახი ის გაცრეცილი გოგო პირდაპირ ჩემ ბარში გაიჩითა და დავინტერესდი სულ ესაა გაიგე? თან ფული რო მივეცი მის ძმას და იმ გოგოში სიამაყე ხუთასი ლარით ჩავკალი მაგრად გამისწორდა... -აკი სუფთა თვალებიო?-შეიცხადა ნიკამ. -ხო თვალები სუფთაა...-ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის და სიგარეტი გააბოლა. საავადმყოფოში ისე მივიდა მარიამი ვერც მიხვდა, მთელი გზა იმაზე ფიქრში გაატარათუ რა დამამცირებელია როცა დამიანს ამაყი გონიხარ მერე კი ბედისწერა მასთან მიგიყვანს თავდახრილს...იძულებული ხარ თავი დაუხარო რომ ლიკმა-პურისფული გადმოგიყაროს. ანა სახლში გაწერეს დიეტა დაუნიშნეს, ჯაყელებს კი კაპიკი ფული არ ქონდათ ამიტომ ტელევიზორიც გაყიდეს რომ საჭმელი ეყიდათ, გიორგი კარგახანს ხწლფას ვერ აიღებდა, ანამ ბევრი იტირა რადგან ძალიან დაწყდა გული,არაფერი აღარ ებადათ, ტელევიზორიღა ართობდა და ახლა ისიც დაკარგეს...ანამ ბევრი იტირა მარტომ რომ მათ არ დაენახათ მაგრამ მარიამმა გაიგო და მოეფერა დაამშვიდა და დაპირდა ოდესმე აუცილებლად ექნებოდათ ყველაფერი ის რაც ახლა ცრემლების ფასად დაკარგეს. მარიამი სამსახურს ეძებდა და ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ნანატრი სამსახური, არცკი დაფიქრებულა მაშინვე იმ რესტორანს მიაკითხა სადაც გიორგის თანამშრომელმა უთხრათ ვაკანსიააო. რესტორანი ძალიან ლამაზი და გრაციოზული იყო, აშკარად განსაკუთრებულ ხალხზე იყო გათვლილი, მარიამს ორი ვაკანსია შესთავაზეს მიმტანობა და ამლაგებლობა, მარიამმა იქ რომ უყურა რა დახვეწილი და მოწესრიგებულები იყვნენ მიმტანები არჩია ამლაგებლობა, ნაკლები პასუხისმგებლობა და ნაკლები ხალხთან ურთიერთობა. კი გაუკვირდა რომ მივიდა არაფერი კითხეს განსაკუთრებული და პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ, მაგრამ ისე იყო გახარებული არაფერზე უფიქრია, თან ამლაგებელისგან რა უნდა მოეთხოვათ



№1  offline წევრი მი რა

Madloba chemo kargo

 


№2  offline წევრი night girl

ძალიან კარგია!წარმატებებიი❤

 


მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც

 


№4  offline წევრი makkkka

ერთადერთი რაც არ მომწონს არის თავების მოცულობა

 


№5 სტუმარი cikuuu

მალე დადე თორემ გადავშენდი

 


№6  offline წევრი მი რა

night girl
ძალიან კარგია!წარმატებებიი❤

Madloba gamxnevebistvis chemo kargo

makkkka
ერთადერთი რაც არ მომწონს არის თავების მოცულობა

Vecdebi rom ufro gavzardo,madloba

cikuuu
მალე დადე თორემ გადავშენდი

Yvelanairad vecdebi rom male davdo da upro didi tavebi, dzalian maxarebt dadebiti emociebit

სიყვარული გულს გვტკენს
მიყვარხართ შენც და შენი ისტორიაც

ვაიმე ძალიან გამახარეთ ასეთი თბილი სიყტვებით,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent