შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #16 (+18)


9-04-2019, 22:19
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 131

გონზე რომ მოვდივარ, ნაცრისფერ კედლებს შორის ვარ გამოკეტილი. ჩემს წინ დიდი გრძელი სარკე და უაზროდ გაპრიალებული მაგიდაა. ვხვდები, რომ ციხეში ვარ. ნესტოები მეწვის. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დგას საავადმყოფოს სუნი მთელს ოთახში მაგრამ გული მერევა. არ ვმოძრაობ, უფროსწორად ვერ. გაშეშებული ვზივარ სკამზე და თავჩახრილი ვათვალიერებ ყველაფერს. ვცდილობ დეტალურად შევისწავლო ის ადგილი სადაც ვარ, თორემ კვლავ იმაზე რომ დავიწყო ფიქრი რაც მოხდა, ვხვდები მართლა ვერ გადავიტან. თვალის უპეები მიმძიმს და თავს დახრას უარესად მაიძულებს. შუბლი მტკივა და კეფა. გულზე აღარ ვსაუბრობ. ჩემს ხელებზე მეტალის ´აქსესუარს´ვუყურებ და საკუთარ თავს დავცინი. გაუაზრებლად მიტყდება ხმამაღალი სიცილი და რამდენიმე წამშიც კარების გახსნის ხმა მესმის. სახეს ოდნავ ვასერიოზულებ და ხმის მიმართულებით ვიხედები. ნიკუშა სახეარეული მიახლოვდება და აკანკალებული ხელების დამალვას ჯიბეებში ცდილბს. უკვე მასზეც მაქვს გული აცრუებული. მთელს ჩემ ცხვრებაზე მაქვს გული აცრუებული.
- ბრავო. - ვეუბნები ისე რომ თვალებში არ ვუყურებ და ამ ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებ.. უკვე მიმიკების კონტოლლი მიჭირს და იმასაც ვხვდები, რომ ნერვული სისტემა მწყობრში ნამდვილად არ მაქვს.
- დამიანე, ჩემზე არ უნდა ბრაზობდე.
ხმადაბლა მეუბნება. ჩემსწინ დამდგარ სკამს უხეშად სწევს და ძალიან ნელა ჯდება. თვალები ჩამქრალი აქვს. ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელს ისმევს და ცდილობს თვალი- თვალში გამიყაროს.
- შენზე არა, საკუთარ თავზე ვბრაზობ. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.
- აი ეგ უფრო ნაკლებად.ასე არ უნდა ამბობდე - ხელს იქნევს და მაგიდაზე დებს.
- დამნაშავე ვარ, რომ ჩემს გარშემო მყოფებს ვენდე. აი მხოლოდ ამაში ვარ დამნაშავე. ამის გამო ხალხს ნამდვილად უნდა იჭერდნენ.
ხმას ვერ მცემს და უაზროდ აშტერდება იმ ერთადერთ ნათურას, რომელიც ისეა ჩამოკიდებული ჭერის შუაგულში.. სახრჩობელაზე დამხრჩვალ კაცს მაგონებს.
- ასეთი გარემო აქ სპეციალურად არის, ხო? - ვერ ხვდება რაზე ვეკითხები და იბნევა. - ალბათ 21-ე საუკუნეში რომ არ ვიყოთ, ლინჩის წესით გამასამართლებდნენ, არა?
სიცილს ვუმატებ, გაჩერება თითქმის შეუძლებელია. მუცელი მტკივა დაჭიმუობისგან და ასე მგონია სიცილისას შუაზე გამეხევა.
- გეყოფა დამიანე.. გეყოფა. რამეს მოვიფიქრებ... რამე იქნება, როგორმე გამოგაძვრენ.
- როგორმე გამომაძვრენ?! გჯერა მაინც შენთვითონ მაგის?!
- მე იმის მჯერა, რომ იქ საერთოდ არ უნდა მისულიყავი და ზედმეტ თავისტკივილს აიცილებდი.
- არ გაბედო და არ ახსენო.
საჩვენებელი თითი მინდოდა მისთვის ამეწია და გამეჩერებინა, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით შევძელი. ვინაიდან ბორკილები ორივე ხელს ერთად მიკრავდა და ასე სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, თან დიდად არც მხიბლავდა საკუთარი ბორკილებდადებული ხელების ცქერა. ცხვირწინ აწევის გარეშეც საკმარისად ვგრძნობდი, რომ ერთ ადგილას მაკავებდა. ნიკუშას ჩამქრალი თვალები იბინდებოდა. წუთიწუთზე ამოხეთქავდა და ალბათ ყველაფერს მეტყოდა, რასაც აქამდე არ მეუბნებოდა ან ვერ მეუბნებოდა. ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო, შედეგი მაინც ვეღარ შეიცვლებოდა.
- იცოდი რომ ჩვენება მან მისცა, ხომ ასეა?!
ამდროის განმავლობაში პირველად გავუსწორეთ თვალი ერთმანეთს და თავს დავდებ ერთნაირი, უარაფრო გამომეტყველება გვქონდა ორივეს. აღარ ვიცოდი ნატალია ნატალიად მეხსენებინა თუ ელიზაბეტად. თვალზე ცრემლები პატარა ბავშვივით მომადგა, რომელსაც კანფეტს წაართმევენ და ტკბილეულის გარეშე სამუდამოდ დატოვებენ.
თავი ძლივს დამიქნია და ტუჩები გადმოაბრუნა.
- ვიცოდი, დამიანე და არც მინდოდა რომ გაგეგო.
- ისიც იცოდი რომ...რომ - სუნთქვა გამიწყდა და აქ უკვე საბოლოოდ დავნებდი. ჩემი ცივ მეტალიანი ხელები ზემოთ, მაგიდაზე ამოვწიე და შუბლით დავეყრდენი. თავს საშინლად ვგრძნობდი. გულზე რაღაც არარეალური, არაამქვეყნიული ჭვალი მედო და ვგრძნობდი, ნელნელა როგორ მღრღნიდა, როგორც ვირთხა, რამდენიმე დღის ძიების შემდეგ ნაპოვნ ნადავლს. ჩემი ნატალია ჩემი აღარ იყო. ჩემი ნატალია არ არსებობდა. - არ შემიძლია ნიკუშ, არ შემიძლია. - ქალივით ავქვითინდი. თავს ვერ ვანძრევდი, ცრემლები სახეს მთლიანად მისველებდნენ. სკამის ჭრიალის ხმა გავიგე და მალევე აბესაძის ხელებიც ვიგრძენი ხრებზე.
- არა, არ ვიცოდი. ეგ რომ მცოდნოდა დამიანე, შენი აზრით დაგიმალავდი?!
ხმა უკანკალებდა. მუშტით ცრემლები მოვიშორე და თავი ავწიე. არეალურ ტკივილს ვგრძნობდი მკერდის არეში.
- არ ვიცი. ვიცი?! რამდენ რამეს მიმალავ ღმერთმა იცის! ეს თქვენი ღმერთიც არარეალურია, იცი?! ვითომ ვირწმუნე, მაგრამ ჩემი ცხოვრება საწინააღმდეგოს მიმტკიცებს.
სახიდან ფერი გადაუვიდა, თვალებით მესაუბრებოდა, მაგრამ ახლა იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, შეუძლებელი იყო რაიმე ამომეკითხა მის გაცრეცილ სახეზე.
- ვიცი რომ რაღაც არის, ამაზე უარესი ვეღარ იქნება. მითხარი და დღეს დამთავრდეს ყველაფერი.. თორემ გული მიგრძნობს... არა გატყუებ, გული საერთოდ არ მიგრძნობს. ასე მგონია აღარც მიცემს.
- წარმოდგენაც არ შემიძლია დამიანე რას გრძნობ ახლა. და არ გეტყვი მესმის მეთქი. ალბათ ახლოსაც ვერ მოვალ ჩემი წარმოსახვის უნარით. მაგრამ, მხარში გიდგავარ, ეს ხომ იცი. რაც დავმალე, შენთვის გავაკეთე. საჭიროდ ჩავთვალე.
- კარგი, შორიდან ნუ უვლი. პირდაპირ მითხარი. გეშინია რომ ვერ გადავიტან, არა?!
სიცილი ამიტყდა. ისევ. არ ვიცი ცრემლები ისევ მომდიოდა თუ არა. უკვე საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ფსიქიკა უკვე შერყეული მქონდა - მან გააკეთა კიდევ რამე? ეხლა არ მითხრა კოტესაც იცნობსო.
- არა, კოტეს არ იცნობს. საქმე რაფაელს ეხება.
გოგოლიძლის ხსენებისას არარსებულმა არსებამ ყელში წამიჭირა, და ნელნელა მახრჩობდა. ჩემი მდგომარეობა, როგორც ჩანს ნიკუშამაც გაიაზრა. კვლავ ჩემს წინ დაიკავა ადგილი და სანამ ისევ არ გაიგო ჩემი ხმამაღალი სუნთქვის ხმა, არ გააგრძელა.
- მითხარი. - ბოლოს, როცა ეს სიტყვა მარტო წარმოვთქვი, უდიდესი ემოციური დარტყმა მივიღე. არ ვიცი, მშვიდად შემეძლო თუ არა ყოფნა, რადგან აქ ელიზაბეტი აღარ ფიგურირებდა. თუ ნატალია...
- გამოსაშვების საღამოს, ზური რაფაელმა დაჭრა.
- ალბათ მეხუმრები და გინდა საბოლოოდ შევიშალო ჭკუიდან, არა?!
არ ვიცი საიდან გამოვძებნე ყვირილის ძალა. მაგრამ თვალებიდან ნაპერწკლებს ნათლად ვყრდი. აზროვნება დამიქვეითდა და ფიქრის უნარი წამერთვა.
- ახლა ვცდილობ სამხილები მოვძებნო, რომ ჩავაყუდოთ.
- მშვენიერია. მისი სახის ყურება მთელი ცხოვრება მომიწევს. რა დონის ნაბი·ვარია, წარმოგიდგენია?! ანაბეჭდები იპოვეთ?! ან რატომ არ მეუბნებოდი, ჩემი ძმაკაცობის გადარჩენა გინდოდა თუ?! ზურის რომ რაიმე დამართვნოდა?!
- დამიანე...
ხმაჩამწყდარმა მიპასუხა ჩემს ღრიალზე. ვატყობდი, არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყო ისიც. მაგრამ ახლა თანაგრძნობის გამოხატვა არავის მიმართ არ შემეძლო. ნიკუშაზე გული საკმაოდ მქონდა აცრუებული. დაუნახავი ვარ შეიძლება. რადგან ის ახლა აქ მიზის, მამშვიდებს და ცდილობს (ალბათ) აქედან როგორგამიყვანოს.
- პირველ რიგში, არ მოგიწევს. ვიზრუნებ რომ არ ჩაჯდე. მეორეც... ანაბეჭდები არ აგვიღია, ხომ ვთქვი აბსურდი იქნებოდა იმხელა რესტორანში ანაბეჭდების აღება.
- აბა? დაგესიზრა?!
- ეს არ მოგეწონება...
ახლა გულახდილად გამეცინა.
- მართალი ხარ. ბოლო 24 საათი ისეთ ხალისსში გავატარე, ახლა მაგით ხომ არ ჩამაშხამებ.
- არ გაბრაზდე, გაფრთხილებ.
თვალები ისე გაუფართოვდა ვხვდებოდი რომ ეს მასაც ეხებოდა და სკამსაც მაშინ გამოუვიდა უჩინარი ეკლები. ერთადგილას ვერ ვისვენებდი.
- გახსოვს ის ღამე, ერთად ვსვავდით და დამირეკეს, რომ ვიღაცას ჩვენება ჰქონდა.
- მახსოვს. მერე?
- განყოფილებაში შესულს, არც მეტი არც ნაკლები საშინლად განერვიულებული ნატალია დამხვდა, ელიზაბეტი... - თვალებში შემომხედა, რომ დარწმუნებულიყო რამდენად კარგად მეჭირა თავი. ტუჩებგაპობილი ვუსმენდი. - მითხრა, რომ რაფაელს იცობდა და ამის გამო შემიძულებ, რადგან მთელი ეს თვეები მასთან ვთანამშრომლობდი, რომ რაფაელისთვის რაიმე სამხილი აღმოგვეჩინა.
თავჩახრილი ვისმენდი ყველაფერს და ვააზრებდი, რომ მონაწილეობას არაფერში ვიღებდი. ყველაფრისგან გარიყული მე აღმოვჩნდი. უსახლკარო, უკვე უმეგობრო და უშეყვარებულო, საცოდავი დამიანე. ნერწყვი ძლივს გადავუშვი ჩამწვარ ყელში, რომ ოდნავ დამესველებინა და ის სიმხურვალე გამენეიტრალებინა, რაც გულ მუცელს ერთიანად მიბუგავდა.
- ვისი იდეა იყო, რომ მე არაფერი მცოდნოდა?
- დამიანე...
- ვისი იდეა იყო მეთქი?! - შედარებით ნელა დავუმარცვლე და თვალებში შევხედე.
- ელიზაბეტის. ეშინოდა, რომ ამის შემდეგ დაგკარგავდა.
- ჩვენებაზე იცოდი?
- არა, ჩვნებაზე გუშინ გავიგე, მაგრამ...
- არა, გაჩერდი. გთხოვ. დღეისთვის საკმარისია, მეტის მოსმენა აღარ მინდა. დრო მჭირდება. რაფაელი დაიჭირე. ელიზაბეტს დაუკავშირდი და უთხარი ჩვენება ნორმალურად მისცეს, როგორც ელიზაბეტმა და არა ნატალიამ. დარწმუნებული ვარ ჩვენების მიცემაში უკვე კარგადაა გამოცდილი.
საკუთარი თავის გამიკვირდა,ამხელა წინადადებები როგორ ვაწყვე. მაგრამ სისუსტეც მაშინვე ვიგრძენი. ღრმად ამოვისუნთქე და საზურგეს ოდნავ მივერყდენი.
- გინდა რომ დაველაპარაკო?
- არ მაინტერესებს.
- დამიანე...
- ნიკუშა, არ მაინტერესებს მეთქი! რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ რაფაელი უნდა ჩაჯდეს.
აბესაძემ თავი დამიქნია. ძალიან ნელა წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ დაიძრა. ვიცოდი, კიდევ ძალიან ბევრი იყო გასარკვევი, მაგრამ ახლა კიდევ რაიმე რომ გამეგო, ცუდის მოსმენისგან სმენა დამიქვეითდებოდა.

ელიზაბეტი:


სხვას როცა უყვარხარ, უბედურებაა. — უბედურებაა, როდესაც გრძნობ, რომ დამნაშავე ხარ და დანაშაულის გამოსასყიდად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ცხოვებაში პირელად ვიგრძენი, რომ ვინმეს ვუყვარდი. თანაც იმდენად, რომ ჩემს გამო ლურსმნებზე დაძინებაზეც კი იყო წამსვლელი. მაგრამ დამიანეს ის შეუყვარდა, ვინც არ არსებობდა. მე კი ის ადამიანი დავკარგე და ახლა ეს უბედურება თავზე წვიმასთან ერთად მეცემოდა. ყველას თვალში მე მცდარი ნაბიჯი გადავდგი. არავისთვის არაფერი ამიხსინია. სიმართლე კი ის არის,რომ დამიანესთან ერთად გატარებული დროის მანძილზე, სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს, საერთოდ მავიწყდებოდა,რომ არსებობდა სიცრუე, სიმრთლე და ბოროტება.მე პირველად შეგივრძენი წრფელი ბედნიერება და მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ის. ბედნიერება გაიძულებს განცალკევდე და განერიდო სამყაროს,ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა,ჩამოაფარო ფარდები,დაივიწყო სხვები,გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთარ თავს და იმ ადამიანს ვინც შენ ასეთად გაქცია .სიყვარულით შეპყრობილ სამყაროს განსხვავებულად აღვიქვამდი და არა ისეთად,როგორიც სინამდვილეშია. ამ საღამოს კი, სიმართლე და სიცრუე კი არა, ბედნიერება მეჩვენა აუტანელი და გაუსაძლისი.
წარმოდგენა არ მაქვს რამდენი ხანი ვიჯექი გამოცარიელებული დამიანეს მანქანაზე მიყრდნობილი. თვალები ერთი ადგილისკენ მქონდა გაშტერებული - სარდაფისკენ.ცრემლები ფიზიკურად აღარ მომდიოდა, თვალები ამომიშრა. სულ გალუმპული, ვკანკალებდი, მაგრამ მარტივი მოძრაობის გაკეთებაც არ შემეძლო აქედან რომ წავსულიყავი. თავს ძალა დავატანე და ფეხზე წამოვდექი. ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო, ან მე მომეჩვენა ასე. თავბრუ მაშინვე დამეხვა და საფერთქლების ტკივილისგან მეგონა, ისევ ჩავიკეცებოდი, ოღონდ ამჯერად გონებასაც დავკარგავდი. იმ ცარიელ ადგილს მივაშტერდი, სადაც საათების წინ დამიანე იდგა და უარაფრო გამომეტყველებით ზემოდან დამცქეროდა. გულმა ტკივილი დაიწყო.
ადამიანი მოკვდა, გარდაიცვალა და სამუდამოდ წაიშალა. ნატალია მეტრეველი ამ დღეს, ზუსტად აქ დაასაფლავეს. თანაც ისე ოსტატურად, რომ ვერცერთი გამვლელი ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ ადგილას ვინმე იყო განსვენებული.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმამ ყველაფერი მატკინა. ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ნეტავ რომელი საათი იყო?ისევ ბნელოდა... კორპუსს მივუახოვდი, იმდენად ნელა ავიარე კიბეები, რომ ნორმალურ ვითარებაში, ამ მოქმედებას ათასჯერ მაინც გავაკეთებდი იგივე დროის მანძლზე. ნაცნობ კარს თვალებჩაშავებული მივაშტერდი. თითქოს, ეს მართკუთხედი, ხის ნაგლეჯიც კი ვერ მიტანდა, რადგან მის პატრონს გული ვატკინე. ვერ გავიგე, როგორ გაიხსნა მოპირდაპირე კარები და ხალათჩაცმული ნათელა გამოვიდა.
- შვილო, რა მოხდა? მაინც ვერ გავიგე...- კითხვებით სავსე მომიახლოვდა. თვალებში ვერ ვუყურებდი და ვაანალიზებდი ლაპარაკის უნარი წამრთმეოდა. - დამიანე მერამდენე წელია აქ ცხოვრობს, კარგი ბიჭი იყო, არაფერს არ აშავებდა. ამ ადგილს ახლა რა ეშველება? მალე დაბრუნდება თუ იცი?
გულმა უარესად დამიწყო ფეთქვა. ეს ქალი მაღიზიანებდა კიდეც. თავი გავაქნიე, ნერწყვი გადავყლაპე და იმდენად ხმადაბლა ამოვიჩურჩულე, მეგონა ვერ გაიგებდა:
- მაპატიეთ...
ნაბიჯებს შეძლებისდაგვარად ავუჩქარე, სახლში შევედი და კარი მაგრად მივხურე. ეს რურუას მეზობელს ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
- ეს ახალგაზრდები. - მომესმა მეორე მხრიდან ბურტყუნი. ჭერს მივშტერებოდი. იმდენად სწრაფად ვსუნთქავდი, თითქოს ნარბენი მქონდა. თვალები რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე. ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. მაგრამ ეს არასაკმარისი იყო. სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან ჩემი და დამიანეს ტკბილი მოგონებების აჩრდილები დამსდევდნენ.არეული ოთახი ოდნავ მივალაგე, ნივთები თავის ადგილას დავაწყვე და ყველაზე მტკივნეულ ადგილას გადავინაცვლე - დამიანეს ოთახში. თვალწინ ჩემი პირველი სტუმრობა დამიდგა. მლაშე სითხემ მაშინვე ლოყები დამინამა.
გახსნილი ფანჯრიდან მონაბერმა გრილმა ნიავმა მიმახვედრა, რომ ისევ სველი ტანსაცმელი მეცვა და ვკანკალებდი. ძალიან ნელა გავიხადე და იქვე დავყარე. საცვლების ამარა მივედი ფანჯარასთან და დავხურე. იქვე ჩავსრიალდი. კედელთან ფეხები მოვხარე, საკუთარ მუხლებს ნიკაპი ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. სრულ სიჩუმეს მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა. ამ ყველაფერს ერთი რამ ეკლდა - დამიანე.ვიცოდი, რომ აქ არ უნდა ვყოფილიყავი, ამის არანაირი უფლება არ მქონდა. მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ ვგძნობდი ამ სახლში თავს ყველაზე დაცულად, უსაფრთხოდ.
უსაფრთხოდ ვისგან? არ ვიცი.
წითელ განათებებს პროჟექტორიც შეუერთდა და მელოდიამ გაიჟღერა. კვლავ ის იყო, რომელზეც მე და დამიანე ორი დღის წინ ვცეკვავდით.მეტის გაძლება აღარ შემეძლო, მინდოდა თვალები დამეხუჭა და მეც ნატალიასთან ერთად გავმქრალიყავი. გულისრევის შეგრძნება ფიქრებთან ერთად იმატებდა და მავიწროებდა.
- რა ჯანდაბაა...- ხმაზე შევხტი. შუქის ანთებასთან ერთად წარმოუდგენელი ძალით წამოვხტი ფეხზე. მე და აბესაძემ ერთმანეთს თვალი რომ გავუსწორეთ, მაშინ მივხვდი რომ მის წინაშე ნახევრად შიშველი ვიდექი. ზურგი წამებში მაქცია და მეც უსწრაფესად ვწვდი ჩემს რომელიღაც მაისურს და გადავიცვი.
- მოვრჩი. - ამოვიბურტყუნე და თავჩახრილმა პროჟექტორი გამოვრთე. მოტრიალდა. ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა, მაგრამ სირცხვილით თვალებში შეხედვა მიჭირდა. იმიტომ არ მრცხვენოდა, რომ ნახევრად შიშველი მნახა. ის უფრო მიხეთქავდა გულს, რომ უკვე მანაც ყველაფერი იცოდა და წამი წამზე აქედან გამაგდებდა. როცა შარვალიც ამოვიცვი, თავს ძალა დავატანე და სახე გავუსწორე.
- აქ რა გინდა?
- ჩ..ჩემი ნ..ნივთების წასაღებად...მოვედი. - დამბლადაცემულივით ავლაპარაკდი და თითების წვალებას მოვყევი. თვალებით საკუთარი ნივთების შეგროვება დავიწყე მაგრამ ადგილიდან ვერ ვინძრეოდი.
- ახლა როგორ მოგმართო?!
გაბრუებულმა ვერ გავიაზრე ეს შეკითხვა ირონიული იყო თუ ჩვეულებრივი. ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე და თავი კიდევ ერთხელ ჩავხარე.
- მე...
- ცოტახანს ვერ მოიცდი? - გამაწყვეტინა წინადადება. - სიმართლე გითხრა გირეკავდი და არ მიპასუხე. სალაპარაკო მაქვს შენთან.
- ნიკა გთხოვ, ისედაც ვიცი რა ამაზრზენიც ვარ და ასე შემდეგ. დღეს ყველაფრი დავკარგე, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ მომეცი წასვლის უფლება. - ლამის ამოვისლუკუნე. ემოციების მოზღვავებისგან წავბარბაცდი კიდეც. ვგრძნობდი თვალები როგორ მეხუჭებოდა და ნელნელა გონებასაც დავკარგავდი ალბათ.
- წამოდი, სამზარეულოში დავსხდეთ - როგორც ჩანს ჩემი მდგომარეობა შეატყო. კედელ-კედელ გავყევი გვერდით ოთახამდე და სკამზე დამძიმებული დავჯექი. ჭიქაში წყალი დაისხა და ჩემდა გასაკვირად წინ დამიდო.
- დალიე.
ხელი კანკალით წავიღე გამჭირვალე სითხისკენ. იმდენად უარყოფითი განწყობა მქონდა ყველაფრის მიმართ, რომ მეგონა წყლის დალევა დამახრჩობდა.
- წასვლა რომ მართლა გინდოდეს, დამიანეს ოთახში არ გნახავდი მტირალს. - ამოიხვნეშა და წინ დამიჯდა. ეს ყველაფერი დაკითხვას გავდა, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის არც თავი მქონდა და ვერც აზრს ვხედავდი. რამდენიმე ყლუპი მოვსვი. მესიამოვნა და ოდნავ გონზე მომიყვანა. - მე გნახე, ელიზაბეტ. ქალები მართლა ეშმაკები ხართ. არ ვიცი, ის რა დადგმები იყო, ან ეს ნატალია საერთოდ რაში დაგჭირდა, მაგრამ შენი ტკივილი ალბათ ათი მეტრის რადიუსზეც იგრძნობოდა. ამას ვერ ითამაშებდი. არც რურუას სახლში მოგინდებოდა განმარტოება მის ნივთებთან და მკვდარივით დატირება.
არ ვიცი, მისი სიტყვები კარგი გაგებით უნდა მიმეღო, თუ პირიქით. თვითონც ნელა საუბრობდა, მიმარტივებდა რომ ყველაფერი კარგად აღმექვა.
- გამოდის სულ უგულოც არ ყოფილხარ.
- როგორ არის? - ხმაჩამწყდარმა ამოვილუღლუღე და საკუთარი ხმის კანკალი რომ დამეფარა, კიდევ რამენიმე ყლუპი მოვსვი.
- არ ვიცი.
- ვიცი,რომ მისგან მოდიხარ. ეს მაინც მითხარი...- შევევედრე და ხელების წვალებას დავუბრუნდი.
- მე პირადად შეშინებული ვარ. ასეთი დამიანე ჯერ არ მინახავს. ხომ იცი ერთად გავიზარდეთ.
- შეშინებული?
- სულ ჩუმად არის. შემდეგ რაღაც ´მოელანდება´და ისე იწყებს ხარხარს, გეგონება კომედიას უყურებდეს.
ხელი აიქნია გამწარებულმა და სიგარეტს მოუკიდა. - მეშინია, დროთა განმავლობაში მართლა ჭკუიდან არ შეიშალოს და არ გაგიჟდეს. აქაურობა პატრონის გარეშე თუ დარჩება, ჩამოერთმევა. კი მოვალ ხოლმე დასახედად, მაგრამ ცხოვრება სულ სხვაა. მთელი ნარკოტიკი გაქრა მის ფულთან ერთად, მაგრამ ნაწილი ჩემს სახლში აქვს შენახული. რამდენიმე თვის სამყოფია…
უფრო და უფრო მიწყვტავდნენ გულს აბესაძეს სიტყვები. ისიც ვიცოდი რომ ამ ყველაფერს წესით ასე მშვიდად არ უნდა მეუბნებოდეს, მაგრამ რაღაც ხდებოდა.
- რა საქმე გქონდა ჩემთან?
- დამიანეს ვუთხარი ზურიზე.
ზურის ხსენებამ რაფაელი გამახსენა. ჭიქას ხელები ვუშვი და თავქვეშ ამოვიდე საყრდენად. კანკალმა ამიტანა. მგონი, რაფაელის მეშინოდა, რადგან ვხვდებოდი კაცის მოკვლაზე თავსუფლად იყო წამსვლელი.
- მგონი შენც იშლები...
- რა?!
- შენს თავს შეხედე. სულ კანკალებ.
საკუთარ ხელებს დავხედე. ამას კანკალი კი არა, უკვე ცახცახი ერქვა. ჭიქას ძლივს მოვუჭირე ხელი, რომ ჰაერში ამეწია და როგორმე ტუჩებამდე მიმეტანა დასალევად.
- კარგად ვარ. - თავი დავუქნიე, რომ გაეგრძელებინა.
- მოკვდა ეგ სულ კარგად მყოფი გოგო. აღარ გჭირდება თამაში. რაფაელი გაშანტაჟებდა?
- რა?!
- რა რა, ელიზაბეტ. გკითხე უკვე.
- არამგონია განაღვლებდეს ჩემი პრობლემები.
- ასეცაა, უბრალოდ დიდი იმედი მაქვს დამიანეს დახმარებას შევძლებ, რომ არ ჩაჯდეს. თუ ვერ შევძლებ, ისედაც საკმაოდაა გაბრაზებული ჩემზე შენს გამო და საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლი თხოვნა შევუსრულო და რაფაელი დავიჭირო.
- მითხარი, რომ არ ჩასვამენ...
- ეს შენზეცაა დამოკიდებული.- სკამზე გადაწვა და თვალები მოისრისა. რამდენიმე წამიან დუმილს არცერთი ვარღვევდით. ვხვდებოდი, ლაპარაკი იმაზე მეტად მიჭირდა, ვიდრე გამოვხატავდი. - გიყვარს?
თავი უხმოდ დავუქნიე და წამოსული ცრემლები შეუმჩნევლად მოვიწმინდე.
- აქამდე როგორ მიიყვანე საქმე, არ მესმის.
- არ მეგონა თუ შემიყვარდებოდა.
- ბოროტი ქალი ყოფილხარ.
- ეს მე არ მდომებია.
- აბა ვის უნდოდა?!
- ნატალიას და რაფაელს!
ფეხზე მართლა შეშლილივით წამოვხტი. ჭიქის არსებობა სულ დამავიწყდა და იატაკზე ნაწილებად დაიშალა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და დიდი სურვილი მქონდა აქვე, ახლავე დავცემულიყავი მის წინაშე.
შოკირებული მიყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეთქვა, ამას მისი აკანკალებული ტუჩები და ყბა მახვედრებდა. წვერი ოდნავ დაისრისა და მეორე ღერს მოუკიდა. ჰაერი ხარბად შეისუნთქა და გამოუშვა.
- ღმერთო ჩემო!- დამაცვლით ჩაილაპარაკა.
ნელნელა გადავდგი ნაბიჯები საპირფარეშოსკენ. საკუთარ თავს სარკეში დავაკვირდი. საზიზღარი შესახედი ვიყავი. ტალახიანი წვიმის წვეთები სახეზე ალაგ.ალაგ მქონდა შემხმარი. თვალები ჩასიებული და ჩაწითლებული. თვალები ისევ ცაზე ლურჯი. არა, ეს მე არ ვიყავი. ლინზები ხელის კანკალით მოვიხსენი, რომ თვალები არ დამეთხარა. არადა, ცოტა მეკლა ამ მდგომარეობამდე, რომ ყველაზე საშინელ გზებზე მეფიქრა თვითმკვლელობისთვის. უჩვეულოდ ნაცნობმა თვალებმა შემომხედეს სარკეში და გაკრიტიკება დამიწყეს. ლინზები უნიტაზში ჩავრეცხე. ხელის კანკალით მოვუშვი წყალი და რამდენჯერმე მუჭით სახეზე შევისხი. უფრო და უფრო მიტანდა სიცივე. მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ამ გრძნობის სინამდვილეში. პირსახოცით სწრაფად გავიმშრალე სახე და შედარებით დამშვიდებული დავბრუნდი სამზარეულოში. ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგო თუ არა აბესაძემ, საუბარი განაგრძო, ისე რომ ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. უკვე თენდებოდა...
- ჩვენება უნდა მისცე, ოღონდ რეალურად და ანონიმების გარეშე. რაფაელის წინააღმდეგ. ყველაფერს იტყვი... არ ვიცი, რა ურთიერთობა გქოდათ, მაგრამ როგორც ვხედავ კარგი არა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მასთან ერთად იქნებოდი და დამიანეს გაუბედურებას იზეიმებდი. იტყვი, რომ ზურის ამბავის თვითმხილველი ხარ.
- კი მაგრამ... მე დამიანესთან ერთად ვიყავი მაშინ. - მოგონებების გახსენებისგან მუხლები ამიკანკალდა და სკამზე სწრაფად დავჯექი.
- ვიცი, მთელ რესტორანს გვესმოდა. მაგრამ რასაც გეტყვი გააკეთებ.
თავი დასჯილი ბავშვივით დავუქნიე.
- იტყვი, რომ ნახე. შემდეგ რაფაელს ამის შესახებ ელაპარაკე და დეტალებსაც დაამატევ.
- მე ვინ დამიჯერებს...
- გინდა რომ საკუთარი ჩასვრილი საქმე ოდნავ მაინც გამოასწორო?!
- მინდა.
- ყველამ კარგად იცის, რომ მეც იქ ვიყავი და რაფაელის იქ ყოფნის ფაქტს დავადასტურებ.
- ცოტას მოვიტყუებით, გამოდის...
- შენ ტყუილზე საუბრობ?! არ მეგონა მაგ სიტყვის მნიშვნელობა თუ იცოდი.
მდგომარეობიდან ოდნავ გამოსული, ნიკუშას სიტყვებმა უკან დამაბრუნა. სუნთქვის შეგრძნება კვლავ დავკარგე და მხედველობაც დამებინდა. გული კაკლის გულივით დამიპატარავდა, დამინაოჭდა. უფრო და უფრო ვიაზრებდი, ჩემს საყვარელ ადამიანს რამხელა ტკივილი მივანიჭე და საკუთარი თავის ზიზღიც მატულობდა. აცრემლიანებულმა თავი ავწიე და თვალებში შევხედე. თითქოს გაკვირვება გამოესახა სახეზე, მაგრამ მზერა მალევე მოულბა. შეკრული შუბლი ოდნავ გაეხსნა და უკვე მერამდენე ღერი მიაწვა საფერფლეს, არ ვიცი.
- კარგი თვალები გქონია...
თავისთვის თავჩახრილმა ამოილაპარაკა. ახლა მივხვდი, მისი გაოცება რამაც გაოიწვია და ძალაუნებურად თავი ჩავხარე.
- შეიძლება ვნახო?
- რა?
- დამიანეს ნახვა მინდა...
- მეხუმრები, ალბათ?
ნიკუშასთან რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი, ვხვდებოდი რომ მათი ერთმანეთზე გავლენა უდიდესი იყო. ზოგჯერ ერთმაეთის სიტყვებითაც კი საუბრობდნენ ხოლმე. მაგალითად, ახლა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- დამიჯერე, არ გინდა. არ არის კარგად იმისთვის, რომ გნახოს. შენ ფაქტიურად იმ ქალის ორეული ხარ ვინც შეიყვარა.
- მაგ ქალის ორეულსაც თუ უყვარს, მაინც არ გამოვა?
- არვიცი...
- მითხარი რომ გავმქრალიყავი აქედან. რატომ არ მაგდებ?
- სითამამე დაგიბრუნდა? არვიცი, მგონია რომ აქ საჭირო ხარ.
მისმა სიტყვებმა იმედის პატარა ნაპერწკალი გამიჩინა. დამიანეს ნახვა მართლაც მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ამის გაკეთება ორივეს იმაზე მეტ ტკივილს მოგვიტანდა, ვიდრე ამ ღამემ გააკეთა.
- ახლავე მივცემ ჩვენებას, თუ ეს მას დაეხმარება.
ამოვიბურტყუნე. თმები ყურებს უკან გადავიწიე და ფანჯარა ოდნავ გამოვხსენი, რომ გრილ ნიავს რაიმე ეშველა ჩემთვის.
- კარგი, წავიდეთ. საბუთები გაქვს?
- არა… რომ გავაანალიზე რაც ხდებოდა, იქიდან ისე გამოვიქეცი…
თვალებში ცრემლები ჩამადგა.
ვგრძნობდი, უფრო და უფრო როგორ ვიფიქტებოდი სასიცოცხლო ენერგიისგან. მთელი დღის უჭმელი ვიყავი და ეს მუცლის გვრემას უარესად მმატებდა. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ახლა საჭმლისთვის პირი რომ დამეკარებინა უარესად გავხდებოდი.
- კარგი, გავიაროთ და აიღებ.
- ნიკუშა... არამგონია რომ...
კანკალი ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემი დამახასიათებელი თვისება გახდა. სიმშვიდე სრულიად მქონდა დაკარგული.
- რა ხდება? - თვალებში შემომხედა და სიტუაციაციის გამორკვევას შეეცადა. - კიდევ ერთი საიდუმლო?
- დამიანემდე, რაფაელთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი აქ გადმოსვლა კი უდიდესი შვება იყო.
- უარესს ველოდი. - ურეაქციოდ ამოიფრუტუნა და ხელი ჩაიქნია. მანქანამდე ორივე მძიმე ნაბიჯებით მივედით. ხმას არცერთი ვიღებდით. მისამართი ხმადაბლა ვუკარნახე. რაც უფრო ვშორდებოდით დამიანეს სახლს სული უფრო და უფრო მეხუთებოდა. მგრძნობელობა საერთოდ დავკარგე, როდესაც კორპუსის წინ გავჩერდით. რამდენიმე წუთი უხმოდ ვისხედით მანქანაში. თვალები ფანჯარაზე მქონდა გაშტერებული და უნდა ვაღიარო რომ შიშისგან ვკანკალებდი. ვგრძნობდი სული როგორ მიკანკალებდა.
- გინდა შემოგყვე? - არ ვიცი, აბესაძეს თავის პროფესიასთან ერთად ტელეპატიის ნიჭი თუ გააჩნდა, მაგრამ ყოველთვის იმას ამბობდა რაც სიტუაციას შეეფერებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და თავი მსუბუქად დავუქნიე. ყოველი შემთხვევისთვის, ნამდვილად არ ვიყავი მზად რაფაელი მენახა. მარტოს. კიბეები ხმადაბლა ავიარეთ. დახურული კარი მეტყველებდა, რომ რაფაელი იქ არ იყო. შვებით ამოვისუნთქე და შიგნით შევაბიჯე. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მე დავტოვე. ანუ აქ არც მოსულა.
- არ მოსულა...
ჩემს დაგდებულ ჩანთასთან ჩავიმუხლე და ქექვა დავიწყე.
- მხოლოდ პასპორტი მაქვს, ისიც რუსულია.
- არაუშავს, გამოდგება. - თავი მსუბუქად დამიქნია.
- დაბრუნდება. - ხმა ჩამიწყდა, როგორც კი გავიაზრე რა მოხდებოდა, როდესაც რაფაელსს მარტო ვნახავდი.
- წამოიღე შენი ნივთები, რამეს მოვიფიქრებთ.
თვალები მოისრისა ნიკუშამ.
მანქანაში რომ დავბრუნდით, კანკალს იმდენად ვყავდი ატანილი, ვთოვე რომ გათბობა ჩაერთო. ოდნავ მომეშვა. ჩანთა გავხსენი და პირველივე სვიტერი გადავიცვი. ნერვები თავის საქმიანობას მშვენივრად ასრულებდნენ. ფეხები მოვკეცე და ხელები გარშემო მოვხვიე. ნიკუშას არაფერი უთქვამს. უცნობი შენობის წინ გავჩერდით, აქ აქამდე არ ვიყავი ნამყოფი.
- ეს..
- წინა საპატიმრო განყოფილებაა. სანამ ჩვენებას მისცემ დამიანეს უნდა დაველაპარაკო, რომ ნორმალურად ისაუბროს ამ საღამოს მისი საქმის განხილვაზე.
- შენც დაესწრები?
- მაგდენის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვეცდები.
ორივემ ერთდროულად ამოვიხვნეშეთ. გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, რომ ვაანალიზებდი მე და დამიანეს ეს სქელი ბეტონის კედლები გვყოფდა. ის ისე ახლოს იყო ჩემთან. მე კი მანქანაში ვიჯექი და საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი. ნეტავ როგორ იყო?... ჩემი დამიანე...ჩემი საწყალი დამიანე...
გონებაში მისი სილუეტი ნათლად მყავდა წარმოდგენილი. ტკივილისგან სახე დამემანჭა და რამდენიმე ცრემლმაც დატოვა თვალის უპეები.
- რომ გთხოვო, მანქანაში დარჩი მეთქი, ხომ დარჩები?
იმდენად სწრაფად მკითხა ნიკუშამ, რომ ვერც გავაანალიზე რას მეკითხებოდა. ცოტა გვიან მივხვდი, რომ დამიანეს სანახავად მიდიოდა. მაშინვე გადავფრინდი მანქანიდან და დავედევნე.
- რათქმაუნდა არა. - თვალები ნათლად ააბრიალა და ორივე განყოფილებაში შევედით. აქაურმა აურამ საშინლად გამხადა. გავიგე, როგორ ესაუბრებოდა ნიკუშა ფორმიანებს, რომ დამიანეს თავდებში უდგებოდა. მასთან საუბრის სრული უფლება ჰქონდა. ფორმიანებმა მზერა ჩემსკენ გადმოიტანეს. თავი პატარა, უსუსურ ბავშვად ვიგრძენი. როგორ მინდოდა მათ ხელებში ჩემი ხელით მომექცია საკუთარი თავი და დამიანეს ადგილი ჩამენაცვლებინა. ეს ყველაფერი ხომ ჩემს გამო დაემართა.
ნიკუშა თვალებით მეკითხებოდა, დამიანეს ნახვა ისევ მსურდა თუ არა. პასუხი რათქმაუნდა დადებითი იყო, მაგრამ შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ჩემს ემოციებზე ფიქრიც კი არ მინდოდა... თავი მსუბუქად დავუქნიე და ჩამწვარი ყელი მსუბუქი ნერწყვით ჩავიწმინდე.
აბესაძე მალევე გაუჩინარდა, ალბათ ამ ყველაფერს დრო დასჭირდებოდა. მოთმინება მჭირდებოდა. ჩემს წინ ორი კაცი იყო მხოლოდ, ალბათ მათ შემდეგ შემიშვებდნენ. თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი, იმის იმედით რომ წუთი წუთზე დამიძახებდნენ. დავინახე, როგორ გამოვიდა სათვალეებიანი, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი კაცი იმ დერეფნიდან, სადაც წუთების წინ ნიკუშა შევიდა. როგორც ვხვდებოდი ეს ადვოკატი იყო... საათი დღის 11 საათს უჩვენებდა. კიდევ რამდენიმე საათი ვიცადე სანამ მისაღები კაბინა არ გათავისუფლდა. პილიციელმა მიმაცილა, რომელიც რაღაც ფურცლებში იხედებოდა.
-მნახველი ელიზაბეტ მაისაშვილი, არა? - ცივი მკაცრი ხმით მკითხა.დიდი ხანია, რაც არავის მოუმართავს ჩემთვის რული სახელით და გვარით.წუხანდელი თვალწინ დამიდგა, ცივმა ოფლმა დამასხა და თავი ნერვიულად დავუქნიე რადგან ხმა სადღაც დამკარგვოდა რომ მეპასუხა.
-მსჯავდებული დამიანე რურუა? - როგორც ჩანს, ნიკუშას საჭირო ინფორმაცია უკვე ჰქონდა მიწოდებული ამ ხალხისთვის.
-დ..დიახ - როგორც იქნა რაღაც ამოვღერღე.
-აქ მოიცადეთ.- მითხრა და ოთახის შუაგულში მდგარი ოთხკუთხედი მაგიდისკენ მიმანიშნა, რომლის პარალელურ გვერდებთან, საპირისპიროდ მდგარი ორი სკამი იდო.
პოლიციელი ოთახიდან გავიდა და კარი ჯახუნით გაიხურა. დამფრთხალი შევხტი, შემდეგ თვალი იქაურობას მოვავლე. საშინელმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში, მაგრამ თავი გავაქნიე და ფიქრები გონებიდან გავფანტე.
¨მე არ მეშინია! საკუთარი გრძნობების არ მეშინია!¨
თავს მტკიცედ გავუმეორე. სკამისკენ წავედი და მასზე ჩამოვჯექი.
ცოტახანში მეორე კარები გაიღო და ოთახში ბორკილებ დადებული დამიანე შემოვიდა. სახე გამკაცრებოდა, თვალებიდან კი რომლებიდანაც სიცივე გამოსჭვიოდა, ჩემს დანახვისას გაკვირვება გამოესახა. როგორც ჩანს არავის გაუფრთხილებია, რომ მის სანახავად მე ვიყავი მოსული და სანაცვლოდ ოჯახს ელოდა. ერთ ადგილას გაშეშებულნი ვუცქერდით ერთმანეთს და მხოლოდ საკუთარი სუნთქვის ხმები ისმოდა. თვალები ჩაშავებოდა. გამხდარ სახეზე ლოყები უარესად ჩავარდვნოდა.
გული შემეკუმშა მისი ასე დანახვისას.
-მსჯავდებული დამიანე რურუა - იმდენად ვიყავი დამიანეს თვალიერებით დაკავებული რომ შევხტი, როდესაც მისი ვინაობა დაადასტურეს.
-მნახველი...
წინადადება დამიანემ გააწყვეტინა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. ისედაც მკაცრი გამომეტყველება უფრო გაუმკაცრდა, აერია და ბადრაგს მიუტრიალდა.
-მნახველის ნახვა არ მსურს.- ჩემთვის ძლივს გასაგებად, მაგრამ კანკალით აცნობა და კარისკენ გატრიალდა. ერთი ამოიოხრა და უსიტყოდ გავიდა. სრულიად გაფითრებული მივჩერებოდი იმ ადგილს, საიდანაც წამის წინ ჩემი საყვარელი ადამიანი გავიდა. სხეულში ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ უფრო და უფრო უკან მიდიოდა ჩემი მდგომარეობა. თითქოს რაღაც მნიშვნელობანი გულიდან გამომგლიჯესო. ნიკაპი ამიკანკალდა და ყელში ბურთი გამეჩხირა. ჰაერი ხავილით ჩავისუნთქე, თვალები ამიცრემლიანდა. ტკივილს მთელს სხეულში ვგრძნობდი, ნელ-ნელა მუცელს რომ მიღრღნნიდა. ერთ გუნდად, ძლიერ მასად შეიკრა და გულის ნაფლეთებად ქცევა დაიწყო. გულნატკენი და უარყოფილი ისევ იმ დაწყევლილ კარებს მივჩერებოდი მაშინაც კი როდესაც ის პოლიციელი შემოვიდა და რაღაცას ლაყბობდა.
-მასთან საუბარი მინდა! - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ისე დავიყვირე.
-ელიზაბეტ...- მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ ფორმიანი კაცი ნიკუშა იყო და სინანულით თავს აქნევდა. ფეხზე წამოვდექი, მისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი. თვალებში დამიბნელდა. ჩასუნთქული ჰაერის ხრიალი მესმოდა საკუთარ ფილტვებში. თითქოს, ტკივილისგან სუნთქვაც კი გამიჩერდა. თვალები დავხუჭე, გავახილე და სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ხმები უკვე ბუნდოვნად მესმოდა. ფეხებში ძალა გამომეცალა და უკვე აღარც ვიცოდი, ვარსებობდი თუ არა.




ველი თქვენს შეფასებებს!



№1  offline წევრი Hickie

მგონი ამის მერე უფრო და უფრო უარეს თავებს უნდა ველოდო. იმდენად დავიძაბე კითხვისას ვიფიქრე შემესვენა მაგრამ ვერ მოვწყდი. ისე მიდის სიტუაცია წარმოდგენა არ მაქვს მომავალში რას უნდა ველო.
კარგია ასე განაგრძე❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️
Hickie
მგონი ამის მერე უფრო და უფრო უარეს თავებს უნდა ველოდო. იმდენად დავიძაბე კითხვისას ვიფიქრე შემესვენა მაგრამ ვერ მოვწყდი. ისე მიდის სიტუაცია წარმოდგენა არ მაქვს მომავალში რას უნდა ველო.
კარგია ასე განაგრძე❤️

 


№3 სტუმარი ნათია41

არ მითხრა რომ იმ იდიოტი რაფოსგანაა ორსულად. აბა დამიანე რამდენადაც მახსოვს აღწერიდან თავს იცავდა. ნყ თუ დაავიწყდა როდისმე ჯანდაბა გამიხარდება, ისე ყვეკაფერი რაფოს რომ გადააბრალონ,აეა?! თქვან შურისძიება უნდოდაო, კი არაკაცურია მაგრამ აქ ხომ კაცზე არ ვსაუბრობთ. ნუ რას ვბოდიალობ აღარ ვიცი . მგონი გავრეკე.

 


№4  offline მოდერი Moonlight17

აქ თამამად ვიტყვი, რომ არარის ორსულად. ნერვიულ ფონზე ყველაფერი ემართება უბრალოდ ადამიანს. რაც შეეხება გარეკვას, ეგ არაფერი აქ ყველანი შეშლილნი ვართ :დ ❤️
ნათია41
არ მითხრა რომ იმ იდიოტი რაფოსგანაა ორსულად. აბა დამიანე რამდენადაც მახსოვს აღწერიდან თავს იცავდა. ნყ თუ დაავიწყდა როდისმე ჯანდაბა გამიხარდება, ისე ყვეკაფერი რაფოს რომ გადააბრალონ,აეა?! თქვან შურისძიება უნდოდაო, კი არაკაცურია მაგრამ აქ ხომ კაცზე არ ვსაუბრობთ. ნუ რას ვბოდიალობ აღარ ვიცი . მგონი გავრეკე.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანუკი

წარმოუდგენლად მეცოდება ელიზაბეტი. ნიკუშა კიდევ საუკეთესოა

 


№6  offline წევრი elene2619

გული დამიწვა დმიანეს და ნიკას დიალოგმა თითქოს ნათლად დავინახე დამიანეს ცრემლები და ემოციური მდგომარეობა.. ( სასწაული გოგო ხარ რომ შეგიძლია ასე გადმოცე სიტყვებით ყველაფერი heart_eyes ) არ ვიცი იცი ბევრჯერ ავღნიშნე უკვე ნიკასი და დამიანეს მეგობრობა რომ რაღაც სასწაულმოქმედია და სამაგალითოც, ახლაც ამ აზრზე ვარ და უფრო მეტიც ნიკოლოზი არის ადამიანი რომელიც ოჯახისწევრზე უფრო ახლოა მისთის...
ელიზაბეტი ( პირველად მოვიხსენიებ ამ სახელით scream ) გოგოა რომელმაც თავისი სასჯელი დამიანეს სიყვარულის სახით მიიღო... სასჯელია სიყარული იმ კაცის რომელსაც წესით მრავლწლიანი სასჯელისთვის იმეტებს... ( საკითხავია რომელი უფრო მეტად დაისაჯა )
არ ვიცი იცი გიჟი გმირები გყავს და რას უნდა ველოდო მომავალ თავში არც კი ვიცი, მაგრამ ძალიან რომ მომწონს ეგ კი ვიცი heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

 


№7  offline მოდერი Moonlight17

გეთანხმები
სტუმარი ანუკი
წარმოუდგენლად მეცოდება ელიზაბეტი. ნიკუშა კიდევ საუკეთესოა


დიდი მადლობა საყვარელო. შენ ჩემი უერთგულესი მკითხველი ხარ და შენი სიტყვები ყოველთვის მამხნევებს ხოლმე ❤️❤️❤️
elene2619
გული დამიწვა დმიანეს და ნიკას დიალოგმა თითქოს ნათლად დავინახე დამიანეს ცრემლები და ემოციური მდგომარეობა.. ( სასწაული გოგო ხარ რომ შეგიძლია ასე გადმოცე სიტყვებით ყველაფერი heart_eyes ) არ ვიცი იცი ბევრჯერ ავღნიშნე უკვე ნიკასი და დამიანეს მეგობრობა რომ რაღაც სასწაულმოქმედია და სამაგალითოც, ახლაც ამ აზრზე ვარ და უფრო მეტიც ნიკოლოზი არის ადამიანი რომელიც ოჯახისწევრზე უფრო ახლოა მისთის...
ელიზაბეტი ( პირველად მოვიხსენიებ ამ სახელით scream ) გოგოა რომელმაც თავისი სასჯელი დამიანეს სიყვარულის სახით მიიღო... სასჯელია სიყარული იმ კაცის რომელსაც წესით მრავლწლიანი სასჯელისთვის იმეტებს... ( საკითხავია რომელი უფრო მეტად დაისაჯა )
არ ვიცი იცი გიჟი გმირები გყავს და რას უნდა ველოდო მომავალ თავში არც კი ვიცი, მაგრამ ძალიან რომ მომწონს ეგ კი ვიცი heart_eyes
გელოდები მოუთმენლად heart_eyes

 


№8 სტუმარი კკარა

არ ვიცი რატომ მაგრამ შენი წერის სტილში ახალბედა მწერლის სტატუსს ვხედავ.
ასე გააგრძელე

 


№9  offline მოდერი Moonlight17

ვაიმე! დიდი მადლობა ❤️❤️
კკარა
არ ვიცი რატომ მაგრამ შენი წერის სტილში ახალბედა მწერლის სტატუსს ვხედავ.
ასე გააგრძელე

 


№10  offline წევრი Kalina

მუნლაით, შენ კალმის გიჟი ხარ!
❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline მოდერი Moonlight17

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! <3
Kalina
მუნლაით, შენ კალმის გიჟი ხარ!
❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

ერთადერთი ისტორია რომლის წაკითხვა არასდროს არ მომბეზრდება და ერთადერთი ავტორი რომლის ისტორიებსაც მომავალშიც სიამოვნებით წავიკითხავ!!! ❤️

 


№13  offline მოდერი Moonlight17

მთვარესავით ვერცხლისფერ ქალს როგორ მაწითლებთ ჩემი მკითხველი, ვერ წარმოიდგენთ!დიდი მადლობა შენ ამისთვის! <3
სტუმარი ლიკა
ერთადერთი ისტორია რომლის წაკითხვა არასდროს არ მომბეზრდება და ერთადერთი ავტორი რომლის ისტორიებსაც მომავალშიც სიამოვნებით წავიკითხავ!!! ❤️

 


№14 სტუმარი Ilina

წარმოდგენა არმქვს ასე წერას როგორ ახერხებ. სულ ემოციებით ვკითხულობ ყველა თავს. აქ დადებული ისტორიებისგან განსხვავდება იმით რომ სერიოზულია, აქ მრავლადაა ეს კომედია შერეული ისტორიებ. ეს რაღაც სხვაა. ზალიან კარგია

 


№15  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა ❤️
Ilina
წარმოდგენა არმქვს ასე წერას როგორ ახერხებ. სულ ემოციებით ვკითხულობ ყველა თავს. აქ დადებული ისტორიებისგან განსხვავდება იმით რომ სერიოზულია, აქ მრავლადაა ეს კომედია შერეული ისტორიებ. ეს რაღაც სხვაა. ზალიან კარგია

 


№16 სტუმარი სტუმარი Laliko

როგორ მეცოდება ელიზაბეტი. თითქოს მე ვიგრძენი რა ტკივილი იგრძნო როცა დამიანემ უარი თქვა მის ნახვაზე.
ძალიან კარგად წერ

 


№17  offline მოდერი Moonlight17

ძალიან დიდი მადლობა❤️
სტუმარი Laliko
როგორ მეცოდება ელიზაბეტი. თითქოს მე ვიგრძენი რა ტკივილი იგრძნო როცა დამიანემ უარი თქვა მის ნახვაზე.
ძალიან კარგად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent