იზაბელა +18 {5}
როგორც იქნა შედგა სასამართლო პროცესი..რომ არა ნათიას მიერ გამოჩენილი გამჭრიახობა სამართალი ვერ იზეიმებდა..იზაბელა ძალიან ცუდად იყო, ჰემოგლობინი კატასტროფულად დაუვარდა, მესამე ჯგუფის რეზუს უარყოფით სისხლს კი ვერსად შოულობდნენ _ძალიან სწრაფად გადიოდა დრო, სულ მალე სასამართლოს დღეც ახლოვდებოდა. ირაკლი უკვე გიჟს გავდა იმ გისოსების მიღმა. იზაბელაზე ფიქრობდა და ის ფიქრები აგიჟებდა, რომ შეიძლება სამუდამოდ დაეკარგა.ვერ იჯერებდა, რომ იზაბელას ის დამნაშავე ეგონა და ციხისთვის იმეტებდა. გული ტკიოდა, მხოლოდ გული არა, რაღაც გაურკვეველი გრძნობა ტანჯავდა შიგნიდან და სახელს ვერ არქმევდა. ბადრაგის ფეხის ხმა გაისმა, რკინის კარებზე სახელური გადასწია და დაიძახა -დეისაძე მნახველი გყავს. -ვინ არის? -არვიცი, წამოდი და გაიგებ. _ხმაამოუღებლად გაჰყვა. თავზე ხელს ისვავდა და ცდილობდა წარმოქმნილი ფიქრებისთვის ადგილი მიეჩინა და გამორკვეულიყო..კარი შეაღო, ნაცნობი სახე მოხვდა თვალში, რომელიც საშინლად გაფითრებულიყო, ხელები სახესთან მიეტანა და ნერვიულად ხლართავდა ერთმანეთში თითებს. იკას დანახვისას ფეხზე წამოდგა, წონასწორობა დაერღვა და ისევ დაჯდა. იკაც ძალიან მშვიდად მივიდა და მის წინ მოკალათდა. არც ერთი სიტყვა, არც თბილი მზერა და არც რამე განსაკუთრებული ქმედება. ჩუმად იჯდა და უყურებდა იზაბელას.. -იკა შენთან სალაპარაკო მაქვს. -კაცთან რომელმაც შენი გაუპატიურება სცადა? -ვიცი შენ არ ყოფილხარ. -თუ იცი რატომ არ ამბობ? -არშემიძლია -შემომხედე..იზაბელა შემომხედე..ეს დედამოტყნული რატომ არ მიყურებ? _მაგიდაზე ხელი დაარტყა ნერვიულად წამოიყვირა..იზაბელა კი ისევ თავდახრილი იჯდა.. -მითხარი რამოხდა. რაღაც ხდება და მიმალავ, ვერც მიყურებ..გპირდები სამუდამოდ დამკარგავ. -მაპატიე გთხოვ. -რა გაპატიო რა? თქვი ბოლოს და ბოლოს რა გჭირს? -არმინდა ამის გაკეთება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს..მაპატიე. _ადგა და კარისკენ წავიდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა.ირაკლის მკაცრი ხმა გაისმა -იზაბელა გეფიცები მაგ კარიდან თუ ისე გახვალ, რომ არაფერს მეტყვი სამუდამოდ მოგიწევს ჩემი დავიწყება. _საოცარი თვალებით შეხედა ირაკლის. კარის სახელურს დაუფიქრებლად დაქაჩა და გარეთ გავარდა. ხვალ უკვე სასამართლოს დღე იყო. იზაბელა საგრძნობლად შეცვალა იმ დღეებმა. საერთოდ აღარ იყო ის გოგო, იმდენად სუსტად გრძნობდა თავს, დაუცვდლად..არავინ ჰყავდა გვერდით ვისაც სიმართლეს ეტყოდა. არაფერს ჭამდა, მხოლოდ წვენს და ერთ ორ შოკოლადს ცუდად რომარ გამხდარიყო. სულ თავბრუ ეხვდოდა, ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას. როგორც ჩანს უთვალთვალებდა კიდეც შაკო..პოლიციის შენობიდან გასვლისთანავე სმს მიუვიდა მობილურზე. -იმედია რამე სისულელე არ ჩაიდინე. გახსოვდეს ხვალინდელი დღე გადაწყვეტს შენს ბედს..რამე სისულელეს თუ გააკეთებ საყვარელ კაცს მოგიკლავ და დედაშენსაც მივაყოლებ თან.. _ესემესი გადაიკითხა და კიბესთან ჩაიკეცა.ცრემლები საშინელი სისწრაფით ცვიოდნენ..ხმამაღლა ტირილი უნდოდა მაგრამ ძალა არ ჰქონდა. ბოლო დღეებში იმდენი იტირა თელი ცხოვრება, რომ არ ჰქონდა. ძალა მოიკრიბა და ტაქსამდე მიაღწია. მისამართი უკარნახა, ფანჯრის რაფას თავი მიადო და ისევ ტირილი დაიწყო. განყოფილებაში ირაკლის ადვოკატი მივიდა, პირდაპირ პროკურორის კაბინეტში შევიდა ნებართვის გარეშე და საუბარი შესვლისთანავე დაიწყო. -სად არის ექსპერტიზის დასკვნა? ტელეფონიდან გასული ზარების ამონაწერი და დნმ-ის ანალიზის პასუხი? -არ გვაქვს -როგორ თუ არ გაქვთ? რას მიკეთებთ? იცით, საფუძვლიან ეჭვს მიჩენთ, რომ ვიღაცას ხელს აფარებთ! -ხვდებით რას ამბობთ? -მე კარგად ვხვდები ბატონო გელა. დღეს საღამოს თუ დასკვნები ხელში არ გექნებათ მიფრთხილდით! -მემუქრებით? -როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ. _კარი გაიჯახუნა და სწრაფად დატოვა პოლიციის შენობა. საოცარი ქალი იყო, სასწაულს მოახდენდა და ირაკლის მაინც გაათავისუფლებდა რაც არუნდა მომხდარიყო. იზაბელას მთელი დღე მუქარის შემცველი მესიჯები მიდიოდა. უკვე აღარ იცოდა რა ექნა და მობილური საერთოდ გამორთო. დილით ძლივს იდგა ფეხზე, თავი საშინლად ტკიოდა, მუცელში ყველაფერი ერთმანეთში ეხლართებოდა და გული ერეოდა. სააბაზანოში შევიდა, ცივი შხაპი მიიღო აზრზე მოსასვლელად, მოწესრიგდა და მირასთან ერთად სასამართლოში წავიდა..პროცესი ორ საათზე იყო ჩანიშნული. საშინელი საცობი იყო გზაში. ორის ნახევრისთვის უკვე იქ იყვნენ. დერეფანში მომავალი ირაკლი ბორკილებით, რომ დაინახა გული გაეყინა, თავი დახარა და ეცადა მზერა აერიდებია..როგორც იქნა პროცესი დაიწყო..მოსამართლე ვინმე ვატო შალამბერიძე იყო რომელმაც თავის კუთვნილი ადგილი დაიკავა და მოსმენა დაიწყო. პირველი იზაბელა იხმეს სიტყვის სათქმელად, მოწმედ შაკო ყავდათ დაბარებული და მირაც ერთ-ერთი მოწმის სტატუსით იმყოფებოდა. -გთხოვთ მოგვიყევით რა მოხდა 28 მაისს. -27ში მე და ირაკლი ტყეში წავედით სალაშქროდ..გზად მისი დედის სახლში შევიარეთ, იმ ღამით იქ დავრჩით, კარვები და აღჭურვილობები მოვამზადეთ და მეორე დღისით გავაგრძელეთ გზა..ჩვეულებრივად დავბანაკდით, ვისაუბრეთ შემდეგ ყავა დავლიეთ რომ არ დაგვძინებოდა და საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი..საშინლად მოგვერია ძილი და ჩვენ-ჩვენ კარვებში შემვედით.. არვიცი რამდენი ხნის შემდეგ მაგრამ შეხება ვიგრძენი, თვალებს ვერ ვახელდი ნორმალურად თანაც სახეზე ხელი ამაფარა, მე ერთი ხელით ზურგი დაუკაწრე რის შემდეგაც გამარტყა და არაფერი მახსოვს. -კარგით გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ.. ახლა კი მოწმედ ვიძახებთ შაკო ომიაძეს. -რა დაინახეთ და გაიგონეთ ისეთი რითაც მიხვდით, რომ იზაბელა საფრთხეში იყო? _კარები ნათიამ შემოაღო ფრთხილად, ყველას მზერა მისკენ მოექცა, დაიგვიანა და თანავ ძალიან. -ბატონო მოსამართლე პირადი მიზეზის გამო არ დამიგვიანებია საქმეს ეხებოდა რასაც საქმის მსვლელობისას გაგაცნობთ და გთხოვთ დამიშვათ.. -კარგი დაიკავეთ თქვენი ადგილი. _იკას გვერდით მოთავსდა და გადაულაპარაკა -საქმე ჩვენია გილოცავ.. -გთხოვ კითხვაზე მიპასუხოთ. -ბატონო მოსამართლე მე დავინახე გონებადაკარგული იზაბელა როგორ ეწვინა მანქანაში თვითონ კი მობილურზე საუბრობდა, რომ იზაბელა მისი გახდებოდა და ამ დღეს დიდი ხანია ელოდა. -პატივცემულო მოსამართლევ კითხვა მაქვს მოწმესთან _ნათია ფეხზე წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოწმეს ადგილისკენ. -დასვით -თუ თქვენ დაინახეთ იზაბელა მანქანაში გულწასული და გაიგონეთ ირაკლი დეისაძე მობილურზე რასაც ლაპარაკობდა რატომ არაფერი მოიმოქმედეთ? -არვიცი დავიბენი და ძალიან შემეშინდა . -განაგრძეთ. -როცა გავაცნობიერე რა ხდებოდა ქალბატონ მირასთან მივვარდი და ვაცნობე. -ახლა ქალბატონ მირას ვუსმენთ. -ირაკლი მოვიდა, მითხრა რომ ქალაგგარეთ მიდიოდნენ და მთხოვა ჩამეწყო იზაბელას ნივთები, მეც ჩავუწყვე და გავატანე..ცოტახანში კარზე ძლიერი ბრახუნი გავიგე, მოვარდა შაკო და მითხრა ის ზუსტად რაც თვითონ თქვა. საშინლად ავნერვიულდი და ჩემს ქმარს დავურეკე..შაკო გაუჩინარდა, წასვლისას მითხრა მოვძებნი და დაგირეკავთ, გპირდებით ვიპოვიო.. -თუ დაასრულეთ თქვენი ადგილი დაიკავეთ..ახლა კი ქალბატონო ნათია თქვენი ჯერია. -მადლობთ ბატონო მოსამართლე, ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა და გთხოვთ საუბარი არ გამაწყვეტიოთ მეტად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. -დაიწყეთ. -პირველი კითხვა მაქვს ჩემს კლიენტთან.. ირაკლი ვინ იცოდა თქვენი ადგილსამყოფელი? -არავინ -იზაბელა მოტაცებით წაიყვანეთ? ანუ თქვენს მანქანაში გულწასული იწვა? -არა ნებით წამომყვა -ადასტურებთ ქალბატონო იზაბელა? _იზაბელა დუმდა, არაფერს ამბობდა რამდენიმე წუთი, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. -ქალბატონო მირა ვინ შეგატყობინათ მათი ადგილმდებარეობა? -შაკომ დამირეკა -და თქვენ როგორ გაიგეთ ბატონო შაკო. -ვიცოდი ირაკლი სადაც დადიოდა ხოლმე და მოსაძებნად წავედი. -თქვენ ცრუობთ! _ნათიას მკაცრმა ხმამ სასამართლოს ოთახშჯ ევისებურად იქუხა. -ბატონო მოსამართლევ ინებეთ მტკიცებულებები.. აი ეს დნმ-ის ანალიზის პასუხია რომელიც ადასტურებს, რომ იზაბელას ფრჩხილში აღმოჩენილი კანი ირაკლის არ ეკუთვნის..ეს ექსპერტიზის დასკვნაა.ირაკლის სხეულს არანაირი ფრჩხილის კვალი არ აღენიშნება..ეს სატელეფონო ამონაწერია რაც მოწმობს, რომ იმ დროს ირაკლის იზაბელასთან და მის ორ კურსელთან აქვს დანარეკი..ბოლო ზარი კი იზაბელასია. ეს კი ყავის ანალიზის პასუხებია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ორივე ყავაში ძლიერი საძილე საშვალებაა გარეული.. ეს ყველაფერი არაა.. მე მოვიპოვე იმ ქუჩაზე არსებული ვიდეო კამერის ჩანაწერები და ძალიან საინტერესო რამ დავადგინე.. აი ნახეთ. _ვიდეოზე კარგად ჩანდა შაკომ რა დღეში ჩააგდო იზაბელა და როგორ დაეხმარა გიორგი შემდეგ..ისიც ჩანდა, რომ მანქანაში თავის ფეხით ჩაჯდა. -ბატონო შაკო გთხოვთ გვაჩვენოთ ზურგი -რა? -მაიკა აიწიეთ და ზურგი გვაჩვენეთ. -არ გაქვთ უფლება -მაქვს. მოვითხოვ გააკეთოს ჩემი თხოვნა ბატონო მოსამართლე -მოთხოვნა მიღებულია, გააკეთე რასაც ამბობს. _შაკომ მაიკა აიწია და გამოჩნდა ზურგზე ფრჩხილის კვალი რომელიც ძალიან კარგად ეტყობოდა -პატივცემულებო აი ჩვენი დამნაშავე..ეს ყველაფერი არაა, ბატონი გელა ვაჩნაძე პროკურორი მისი თანამძრახველია..მან არცერთი სამხილი არ მოიპოვა. სპეციალურად დააგვიანა გამოძიება და მე ჩემი ხარჯებით დამოუკიდებლად გამოვიძიე..აი ის ფოტო მასალა სადაც ერთად არიან..მოვითხოვ ჩემი კლიენტის სასწრაფოდ გათავისუფლებას და შაკო ომიაძის დაკავებას.. -მოთხოვნა მიღებულია და ირაკლი დეისაძე გათავისუფლებულ იქნას ყოველგვარი ბრალდებისგან.. _ჩაქუჩის ხმა გაისმა, შაკო დააკავეს..იზაბელას კი გული წაუვიდა, ყველა მასთან მიცვინდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უამრავი ანალიზი ჩაუტარეს ჰემოგლობინი კატასტროფულად დაბალი ჰქონდა. სასწრაფოდ სისხლი უნდა გადაესხათ. მესამე რეზუს უარყოფითი ჟგუფი ჰქონდა და ვერ შოულობდნენ..ყველგან გადარეკეს სადაც შესაძლებელი იყო, სოციალურ ქსელში ინფორმაციები გაავრცელეს მაგრამ არავინ გამოხმაურებიათ..ორი დღე გავიდა, ორი დღე და იზაბელა სულ უფრო სუსტდებოდა.. ირაკლი გარეთ იდგა, პალატაში არცერთხელ არ შესულა. ექიმებს მის ამბავს ეკითხებოდა, ნერვიულად დადიოდა დერეფანში. ერთი წუთიც არ სძინებია, თვალები ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა. მილა და ლადო გვერდიდან არ შორდებოდნენ. რას აღარ აკეთებდნენ მაგრამ უშედეგოდ.. მესამე დღე თენდებოდა უკვე. იკა ისევ იმ კართან ასვეტებულიყო და არც შედიოდა. თვითონაც ვერ გაეგო რატომ აკეთებდა ამას. იზაბელას ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად მისი ჩაკიდებული ხელი და რამდენიმე სიტყვის მოსმენა უნდოდა. უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. ყოველი კარის გაღებას სევდიანი თვალებით შეჰყურებდა და ელოდა ირაკლის შესვლას. არავინ ეუბნებოდა, რომ იქ იდგა, იქ იყო ის დღეები მაგრამ პალატაში შესვლას ვერ ბედავდა. კარები გაიღო და ისევ იმედიანი თვალები მიაპყრო სტუმარს, ექთანი იყო წამლის გასაკეთებლად მისუკიყო..ღია კარში ირაკლის სილუეტს მოჰკრა თვალი და დაუძახა. -იკაა..ის იკა იყო ხო? იქ იყო და არ შემოდის. ის იყო, კი იკა იყო. _ადგომა დააპირა მაგრამ ექთნის ხმამ შეაჩერა..ცოტახან გაჩერდა, ექთნის გასვლის შემდეგ ნელა წამოდგა, სისტემა ხელში დაიჭირა და კედელს გაჰყვა.კარი ფრთხილად გააღო და იქვე მდგარი ირაკლი რომ დაინახა თავი ძლივს შეიმაგრა. თავჩაღუნული იდგა კედელთან ასვეტებული.. -ირაკლი! -რასაკეთებ? აქ რაგინდა შედი ახლავე. -გეძახდი, რამდენჯერ დაგიძახე და არ შემოხვედი. ნუთუ ასე გძულვარ? ასე გეზიზღები? -იზაბელა გაჩუნდი ცუდად ხარ, შედი ახლავე უკან. _ძალიან ახლოს მივიდა ირაკლისთან, მის სუნთქვასაც კი გრძნობდა. მისი მზერა ისეთი არაფრისმთქმელი იყო და მაინც ნეტავ იცოდეთ რა საოცრად გამოიყურებოდა ჩაწითლებული თვალებიდან მისი ღია მწვანე თვალები. ხელი მოკიდა მაჯაზე და პალატისკენ წაიყვანა. -წამოდი სალაპარაკო მაქვს. ბოდიში ფეხზე ვერ ვდგები ნორმალურად. -ფრთხილად შედი, მოგეხმარო? -მოვახერხებ ჩემით.. _ძლივს მიაღწია ლოგინამდე და ირაკლის ანიშნა დაჯექიო..ისიც იქვე ფეხებთან ჩამოჯდა. -გძულვარ? -... -კარგი გავიგე, არც გამტყუნებ ჩემი ბრალია -არ მძულხარ. მეც არ ვიცი რა მჭირს. გული მატკინე საშინლად. -შენ იცი რა ხდება ჩემს გულში? იცი? საერთოდ არ მაინტერესებს სისხლს იშოვნიან თუ არა! მე უკვე გადავწყვიტე მკურნალობაზე უარს ვამბობ!. -გაგიჟდი ხომ? მოკვდები იზაბელა. -ერთხელ უკვე მოვკვდი და ახლა ყოველ დღე ვკვდები. მეტი აღარ შემიძლია. სჯობს ერთხელ მოვკვდე და ყველა დაგასვენოთ. _ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. -გთხოვ გაჩუნდი. არაფერსაც არ იზავ, შენ კარგად იქნები და ყველაფერი ჩაივლის. -რატო მექცევი ასე? მზერას მარიდებ, სულ სხვანაირი ხარ, ძალიან ცივი ხარ ირაკლი. -მაპატიე მაგრამ ისეთი ვეღარ ვიქნები როგორიც ადრე. ვერ დავივიწყებ როგორც მომექეცი. -იცოდე ინანებ მაგ სიტყვებს. -შაკოს იცავდი? იცოდი ისიყო დამნაშავე და მას იცავდი..მაგიჟებს ეს ფიქრები. ისეთ დღეში მაგ ნაბიჭვარმა ჩაგაგდო და კიდევ იმას იცავდი. ერთხელაც არ თქვი ირაკლი არ იყოო, ირაკლი მაგას არ იზავდაო. -გადი ჩემი პალატიდან. -კარგი როგორც გინდა. _ცრემლებს ვერ იკავებდა. რამდენიმე წუთი იტირა შემდეგ კი ზარი დარეკა და ექიმები და ექთნები მის პალატაში გაჩნდნენ. -სასწრაფოდ მოამზადეთ გაწერის საბუთები. -შეუძლებელია. თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აინერი ძალიან მაღალი გაქვთ, ჰემოგლობინი კატასტროფულად დაბალი.. სისხლდენა რომ დაგეწყოთ ვერავინ გადაგარჩენთ. -მე არ მიკითხავს თქვენთვის ჩემი მდგომარეობა! გაწერის საბუთები მოამზადეთ ხელს მოგიწერთ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. -კარგით როგორც გინდათ _ირაკლი კართან იდგა, ვერ მოითბინა და პალატაში შევარდა -არავინ არაფერს არ მოამზადებს. გადით პალატიდან, ამ სულელს მე მივხედავ. -რაუფლება გაქვს? -გთხოვთ დაგვტოვეთ ვთქვი მე მივხედავთქო. -ირაკლი გეყო! -გაჩუნდი ბევრს ლაპარაკობ იცი? ბროწეულის წვენი დალიე ახლა. -არდავლევ! -გადაგასხავ იზაბელა! დედის სულს გეფიცები გადაგასხავ. -წეღან ვერ მიტანდი. ახლა რაში გჭირდება ეს მზრუნველობა? -კარგად უნდა იყო! შენი ქმედებისთვის პასუხი უნდა მოგთხოვო! -ირაკლი ყველა იმ სიტყვას ინანებ რაც მითხარი! -მემუქრები? დროზე დალიე ეს და ნუ ლაპარაკობ.. _ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი სულ დაალევია. ცოტა იოგურტიც აჭამა და მობილურზე ვიღაცას დაურეკა გავიგე მოხარშული საქონლის ღვიძლი კარგიაო და სასწრაფოდ მომიტანეთო. -რაა? ღვიძლი? არშევჭამ! -შენთვის არ მიკითხავს. _ექთანი ღიმილიანი სახით შემოვიდა -გილოცავთ დონორი გამოჩნდა. -ვინ არის? -ახალგაზრდა ბიჭი იყო, სისხლი ჩააბარა და წავიდა. -მადლობას მაინც ვეტყოდი. -სამწუხაროდ არ ისურვა ვინაობის გამხელა. _გადასხმა დაუდგა და პალატიდან გავიდა.. -ახლა გამოკეთდები, მერე ადვილად მოგთხოვ პასუხს. _ირაკლის მობილურმა დარეკა, ნათია იყო . -გისმენთ..უიი ნათ შენხარ? -... -დღეს და ხვალ არვიცი მაპატიე.. თვითონ დაგირეკავ როცა მოვიცლი და წავიდეთ სავახშმოდ -... -კარგი დროებით. _ღიმილიანი სახით გაუთიშა მობილური -ადვოკატი ნათია იყო? -კი -და ნათ როდის მერე გახდა? -ეჭვიანობ? -რამაქ საეჭვიანო? -ის რომ სექსუალურია, ლამაზია ჭკვიანია და ყველასგან გამორჩეული. -ეგეთი გოგო შენისთანა იდიოტს არ შეხედავს. -შეხედა უკვე. -ირაკლი! -რაიყო? -გეყოფა! ვერსადაც ვერ წახვალ სანამ მე ამ ჯოჯოხეთში ვწევარ.. და საერთოდაც შენი ბრალია ამ დღეში რომ ვარ -ჩემი რა ბრალია? -დიახ შენი ბრალია.. -იტყვი? -კარგი სჯობს განახო.._მობილური აიღო, შაკოს ჩათი გახსნა და გაუწოდა .. ბოლომდე ჩაიკითხა, ტელეფონი მიაწოდა და გვერძე იყურებოდა. -იციი? ყველაზე დიდი ვარ ამ ქვეყნად! ეს როგორ ვერ ვიფიქრე. იზაბელა მაპატიე გთხოვ! არმესმოდა როგორ გტკენდი ჩემი სიტყვებით გულს.. -სათქმელად ადვილია..უბრალოდ მინდა წარსულში დარჩეს და აღარ გავიხსენოთ -ის რომ გამოვა ჩავაძაღლებ. -ჩშშშ.._თითები ტუჩებზე მიადო -რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? -ყველაფერს. _მისი დალურჯებული ხელი ტუჩებთან მიიტანა და კოცნიდა. -კარი გადაკეტე, ჩამეხუტე და ცოტახან ისე დავიძინებ გთხოვ. -კარგი პატარავ.. _კარი გადაკეტა. მის გვერდით დაწვა, ზურგიდან აეკრა, ხელები შემოხვია, სახე მის კისერში ჩამალა და ჩურჩულებდა. -როგორ მენატრებოდა შენი ჩახუტება..იდიოტი ვარ, შენ რომც მაპატიო ჩემთავს ვერ ვაპატიებ იმ დღეებს და იმ წუთებს კართან რომ ვიდექი და არ შემოვდიოდი, შენს ხელებს არ ვეფერებოდი და შენს საყრდენად არ ვიდექი..მაპატიე.. -ჩშშ..ძალა აღარ მაქვს. ცოტახანს დავიძინოთ. მეტს ვეღარ ვუძლებ.. _ჩაიჩურჩულა და თვალები მილულა, ირაკლი კი მის თმებს ეფერებოდა.. აი უკვე გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან თავებზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.