შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ მიყვარს (სტასია & ლუკა)


10-04-2019, 20:17
ავტორი artificial
ნანახია 3 024

-შენ ახალი ხარ ხომ? - ულამაზესი გოგო მომიჯდა გვერდით
-აჰამ - თავი დავუქნიე და მეც გავუღიმე
-რა გქვია?
-სტასია შენ?
-ლიზა - გამიღიმა - ძაან მაგარი სახელი გაქვს მაგრად ჟღერს - აკისკისდა და ჩემი სახელის გამეორება სხვადასხვა ინტონაციით და მიმიკებით დაიწყო, მეც ავყევი სიცილში ისეთი საყვარელი იყო
-შენც კარგი სახელი გაქვს - კისკისს მოვრჩი და წვენი დავლიე - დალევ? - მეორე ბოთლი ამოვიღე ჩანთიდან და გავუწოდე
-მადლობა - გამომართვა და გემრიელად დალია
-რომელ კლასში ხარ?
-12ბ-ში შენ?
-მეც, ანუ კლასელები გამოვდივართ
-ეე მაგარია - წამოფრინდა უცებ და მკლავში ხელი ჩამავლო - წამო, ვაფშე ყველას გაგაცნობ და გეტყვი ვინ-ვინ არის და რა სტატუსით მოძრაობს, მოკლედ, გაგარკვევ - თვალი ჩამიკრა და კლასისკენ გამაფრინა - ბავშვებო - კლასში შესვლისას იმხელაზე შეყვირა შემეშინდა და ჩანთა ხელიდან გამივარდა რაზეც ორივემ ბოლო ხმაზე დავიწყეთ სიცილი და უკვე იატაკზე ვხოხიალობდი - ვაიმე ღმერთო ცუდად ვარ - იატაკზე აბრახუნებდა მუშტს და იჭაჭებოდა
-მიშველეთ - ამოვიხავლე და სიცილისგან ატკიებულ მუცელზე ხელი დავიდე, მერე ორივემ ერთმანეთს სერიოზული სახით შევხედეთ და მაგაზე უფრო დავიწყეთ სიცილი
-კარგად ხართ?! - მოგვიახლოვდა ერთი სიმპატიჩნი ბიჭი კარგი აღნაგობით
-ვაიმე დიტო მიშველე - მძლივს ლაპარაკობდა ლიზა - აღარ შემიძლია
-რა ხდება ეე - ჩვენს შემხედვარე მაგასაც აუვარდა სიცილი და ისეთი ჭიხვინი მორთო მე და ლიზას სიცილის მესამე ტალღა დაგვატყდა თავს
-აღარ შემიძლია - მძლივს წამოვდექით და სამივე ერთმანეთზე აყუდებულები ვიცინოდით
-აუუ - ცრემლებს იწმენდდა ლიზა.
ბოლოს როგორც იქნა სამივე დავწყნარდით
-მე დიტო შენ? - ცრემლები მოიწმინდა ბიჭმა და მძლივს შეკავებული სიცილით მითხრა
-სტასია აბაშიძე, შენი ახალი კლასელი- სიცილ-სიცილ ვუთხარი
-ესეიგი სტასი ეს არის დიტო ყველაზე გასული როჟა, ნუ რა თქმაუნდა ჩემს მერე - თავი ამაყად აწია მაღლა - ჩემი არაბიოლოგიური ძმა და ყველაზე ჯიგარი არსება
-აუ ახლა ვიტირებ - არარსებული ცრემლი მოიწმინდა სახიდან, ლიზას ხელი გადახვია და გულზე მიიკრო
-ეს ახალია? - ერთმა გოგომ ბოლო რიგებიდან წამოჭრა კითხვა და კევის ღლაჭუნი იმხელაზე დაიწყო ლამის ყბა გამარტყა
-როგორ მოწვი ეეე? - დამცინავად მიუგო დიტომ და მეორე ხელი მე გადმომხვია - ნუცა სირაძე, მაგრად არ გვევასება ჩვენს სასტავს ვითომ სწერვაა, ნუ ხო აზრზე ხარ რა? - ყურში ჩამჩურჩულა და მეც თავი დავუქნიე მივხვდითქო - თავისი გვარის მნიშვნელობას პირნათლად ასრულებს - დიტოს ნათქვამზე გამეცინა
-მე დამცინი? - ბავშვებს გამოეყო გოგო და წინ ამეტუზა, თან ვითომ სწერვა სიფათს არ იშორებდა
-თავს დასაცინად თვლი? - გამჭოლი მზერა მივაპყრე
-არა - ამაყად აწია ცხვირი
-მაშინ 28 ბავშვიან კლასში იმყოფები და რატომ იფიქრე რომ შენზე ვიცინოდი? ესეიგი თავს დასაცინად თვლი, მარტივი ლოგიკაა - თვალი ჩავუკარი და ცინიკურად ჩავიცინე
-შენ - არ იცოდა რა ეთქვა, საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა და ისე დადგა
-ეგ თითი ჩაწიე - თითზე თვალებით მივანიშნე
-რატო ვითომ მე თუ მინდა ასე მექნება - ორი წლის ბავშვივით ჯინაზე დამიდგა და თითი ცხვირწინ დამიტრიალა
-ჩემს პირად სივრცეში იჭრები, და მერწმუნე სულაც არ მსიამოვნებს შენი ჩემს სივრცეში არსებობა
-როგორ მიბედავ? - დაიწივლა თავისი ნერვებ მომშლელი ხმით და ხელი მხარზე მკრა
-ვაიმე სალფეთქი დროზე ამის სიდაუნე არ გადამედოს - ხელოვნურად დამაძაგძაგა და ხელსახოცი იმ ადგილას მოვისვი სადაც შემეხო
-გაიმეორე რა თქვი?
-ერთი და იგივეს ორჯერ არ ვიმეორებ მითუმეტეს იმასთან ვინც ლექსიკონის გარეშე ჩემი ნათქვამის აზრს ვერ ჩაწვდება - ისევ ცინიკურად ჩავიღიმე და ხელსახოცით გავწიე - გაიწიე არსებობაში ხელს მიშლი - ზურგი ვაქციე და მერხებისკენ დავიძარი - აქ როგორ ხდება? დამრიგებელი მომიჯენს ვინმეს თუ მე თვითონ უნდა ავარჩიო? - ბავშვების ჯერ კიდევ პირდაღებულ სიფათებზე სიცილი ავტეხე
-შენ ყოფილხარ რაც ყოფილხარ - ხელი გადმომხვია უცხო დიტოზე არანაკლებ სიმპატიურმა და კუნთიანმა ბიჭმა - გულს მიხარებს შენნაირი ახალგაზრდობა - აროხროხდა და ჩემს გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა გამეცნო - საბა თაბაგარი, ისეთები ჩაატარე პირი ღია დამრჩა. უკვე დამევასე
-მადლობა - ავკისკისდი - სტასია აბაშიძე, თქვენ რომელიმეს ვინმე გვერდით გიზით - გადავხედე სამეულს
-მე არ მიზის არავინ - წამოჭრა საბამ
-არავინ არ გეჯდა - წარსული ფორმა გამოვკვეთე - ახლა მე გიზივარ
-გესმით?! - თვალებიდან არარსებული ცრემლი მოიწმინდა საბამ - როგორც იქნა ნორმალური მეწყვილე მეყოლება, მადლობა ღმერთო - პირჯვარი გადაიწერა და ჭერს შეხედა
-ნუ ცანცარებ - წამოუთაქა თავში დიტომ - მიდი აჩვენე მერხი
კიდევ ბევრი იმაიმუნეს, ყველა კლასელი გავიცან ყველანი კარგები იყვნენ თუ არ ჩავთქვლით ნუცას და მის ორ პადრუგას რომლებიც მკვლელი მზერით მიყურებდნენ ჩემგან კი მხოლოდ ცინიკურ ღიმილს იღებდნენ. ზარი მალევე დაირეკა, პირველი გაკვეთილი ჩვენი დამრიგებლის (ქართული) გვიტარდებოდა ამიტომაც დაფასთან დამაყენა და თავისი ჭკუით კლასს ჩემი თავი გააცნო
-ბავშვებო ეს არის თქვენი ახალი კლასელი სტასია აბაშიძე, ვიცი რომ მეგობრული კლასი ხართ და იმედია მასაც ისევე მიიღებთ და დაუახლოვდებით როგორც ერთმანეთს, სტასია იმედი მაქვს კარგად შეეწყობი კლასს და წინა სკოლაში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებ რის გამოც ახლა აქ ხარ - ნამიოკი ჩამირტყა და მიმანიშნა დაჯექიო.
მეც დავიკავე ჩემი ადგილი და ბავშვების კითხვებს თუ რა მოხდა წინა სკოლაში პირის მოძრაობით ვუპასუხე რომ მერე მოვუყვებოდი.
გაკვეთილები მალე დამთავრდა და ერთად მივაბოტებდით სკოლის ეზოში
-წამო ყველანი ჩემთან, სტასი უკეთაც გაგიცნობთ - წამოჭრა იდეა ლიზამ და სამივე დავეთანხმეთ
ლიზასთან ნელ-ნელა ავედით და გზაში იმდენი გვაცინეს ბიჭებმა უკვე გული მიგვდიოდა, აღმოჩნდა რომ ლიზა სახლში მარტო ცხოვრობდა თავის ძმასთან ერთად და მშობლები უცხოეთში ყავდა
-აუ ლიზუ მიდი წყალი მაყლაპე რა - კისერი გამოიღერა დიტომ და სამივე ერთად ჩავეშვით ფუმფულა დივანში, კარგად მოვკალათდით, მალე ლიზაც შემოგვიერთდა სასუსნაოებით და ამბების გაცვლა დავიწყეთ.
ოთახში უცებ ტანს ზემოთ შიშველი აპოლონი შემოვიდა თმის სწორებით, მაღლა ამოიხედა და ლიზამ და მან მკვლელი მზერები გაცვალეს
-რით ვერ შეიგნო ჩემმა ძმამ რომ სახლში უტვინო მამონტები არ უნდა აჭაჭანოს
-რით ვერ შეიგნო შენმა ძმამ რომ ენა უნდა დაგიმოკლოს - არც ის დარჩა ვალში
-თქვენ სულ რატო ჩხუბობთ მომეტ*ნა ტვინი - არეული თმის სწორებით გამოვიდა ზევსი და თვალებ მოჭუტული დაიძრა სამზარეულოსკენ (მისაღები და სამზარეულო გაერთიანებული ქონდათ და ამ ორს მარტო ბარის მაგიდა ყოფდა ამიტომაც კარგად ჩანდა სამზარეულოში რას აკეთებდა)
-რას იგინები ბიჭო აქ ბავშვებს ვერ გვხედავ - თავში წამოუთაქა საბამ
-აუ საბა მაგარ პახმელიაზე ვარ, გააჩერე ეგ ხელები თორე ბო*იშვილი ვიყო თუარ დაგამტვრიო
-სტასი არ მიაქციო ამათ ყურადღება - ხელი ჩაიქნია ლიზამ - ეს ტვინნაკლული მამონტი - პირველად შემოსულისკენ მიმანიშნა - არის ჩემი ძმის ძმაკაცი კოტე ჯვარშეიშვილი, ის კიდე პახმელიით რო კვდება ჩემი ძმაა გიო ავალიანი, ბიჭებო გაიცანით ეს ჩემი ახალი კლასელია სტასია ბარბაქაძე - ერთმანეთი გაგვაცნო მე და ბიჭებს
-აუ ლიზა გასკდა თავი რამე წვნიანი არ გვაქვს? - კეფის ფხანით მაცივრიდან გამოყო თავი გიომ
-შენი აზრით მე წვნიანის გამკეთებელი ვარ? - შეიცხადა ლიზამ ისე თითქოს კაცის მოკვლას აბრალებდნენ
-ფუ ბ*იად - მაცივრის კარები მიაჯახუნა და დახლს დაეყრდნო
-თუ გინდა მე შემიძლია გაკეთება - მხრები ავიჩეჩე და ბიჭებს შევხედე რომლებიც აშკარად არ იყვნენ კარგად
-აუ შენ თუ მაგ სიკეთეს გვიზამ - გაუხარდა კოტეს
-რა პრობლემაა - წამოვდექი და მხიარულად დავიძარი სამზარეულოსკენ - რომელი წვნიანი გინდათ? - გადავხედე ბიჭებს
-შენ რომელი იცი? - კითხვა შემომიბრუნა გიომ
-რავი მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია გააჩნია თქვენ რომელი გინდათ
-არჩევანს განდობთ, შენ რაც გინდა ის გააკეთე მთავარია პახმელიაზე დაგვეხმაროს - თვალი ჩამიკრა გიომ და ისევ გამიღიმა
-სტასი შენ საიდან იცი კეთება? - მობანცალდნენ ბავშვები და ბიჭებთან ერთად მაგიდის სკამებზე ჩამოჯდნენ
-ჩემი ძმა და მამაჩემი შეფმზარეულები არიან და ჩემდაუნებურად შემომესწავლა - თან ვფუსფუსებდი და თან ბავშვებს ველაპარაკებოდი
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ - შემაქო ლიზამ
-აბა აბა - შევიფერე
-სტასი მიდი ვაშლი მაჯახე რა - გამომეხმაურა დიტო
-დაიჭირე - მოხერხებულად ჩავუგდე ვაშლი ხელში
-საღოლ - ცერა თითი ამიწია
-ტყუილად კი არ დავდიოდი კალათბურთზე - ამაყად გავიჯგიმე
-ვაა მართლა დადიოდი? - დაინტერესდა საბა
-ხო აბა, მაგიტო ვარ ასეთი შხვართი - შევიფერე
-მოიცა და შუა სემესტრში რატო გადმოხვედი ამათთან? - დაინტერესდა გიო
-არ გადმოვსულვარ გამომაგდეს - უდარდელად ჩავილაპარაკე
-და რატო?
-აუ რავი ჟურნალი დავწვი, კიდე განათლების მინისტრი იყო სკოლაში მოსული და სკოლის პრობლემებზე და ცუდ მხარეზე დავუწყე დირექტორს კამათი, უმეტესწილად სისტემაზე ვაცხადებდი პროტესტს და ხან რას ვაკეთებდი ხან რას, იტოკში დირექტორს სისხლი გავუშრე ამიტომაც ჩემმა კარგად სწავლამაც აღარ მიშველა და გამომაბუნძულეს სკოლიდან
-ნახე ეს წრიპა გოგო რა ამბებს ატრიალებს - ახარხარდა კოტე
-ანუ დღეს მაგიტო იყო დამრიგებელი პანიკებში რამე არ ქნასო? - აყვა ლიზა
-არადა იცი რა ბუნჩულა ბავშვი ვარ - თავი გავისაწ....
-ხო გეტყობა, დღეს ნუცასაც რა ბუნჩულურად მოაკეტინე
-აუ ისე მაგას ხო არ აკანკალებს? რეები გამიძრი გამომაშტერა, მესმის რო გაუნათლებელი ხარ მაგრამ ეგ უკვე ზედმეტად სიდაუნეა, რო ლაპარაკობდა ვერ დაამუღამეთ სახე რომ უკან მქონდა გაწეული? მეშინოდა ყბა არ გაერტყა
ამ ლაპარაკში უცებ მოვამზადე წვნიანი და ბავშვებს დავუსხი, ყველას ძალიან მოეწონა და ლამის ხელები დამიკოცნეს, არც ქება დაიშურეს
-აუ სტასი დარჩი რა დღეს - ყელი გამოიღერა ლიზამ
-ხვალ სკოლაა და თან ტანსაცმელიც არ მაქვს - მხრები ავიჩეჩე
-დაიკიდე მე გათხოვებ ჩემებს
-კაი მაშინ ჩემებს დავურეკავ და ვეტყვი - დიტო და საბა გავაცილეთ, მე ლიზა, გიო და კოტე დივანზე მოვკალათდით, მე დედაჩემს გადავურეკე - კატუსიი
-რა უნდა მთხოვო? - ამოიხვნეშა
-აი ვაფშე ყველაზე მაგარი დედა რო ხარ ხო იცი? - მოთაფვლა დავიწყე
-ვიცი - შეიფერა დედაჩემმა
-ხოდა დღეს ჩემს კლასელთან დავრჩები
-როდისღა მოასწარი?
-არ იცი რა შუსტრი შვილი გყავს? - ავკისკისდი - მამილო სახლშია?
-კი და სამზარეულოშია
-მიდი ტელეფონი მიეცი
-okey შვილი
-გისმენ ბარტყი - გამომეხმაურა მამაჩემი რომელიც აშკარად რაღაცას ამზადებდა
-მამი დღეს სახლში ვერ მოვალ კლასელთან ვრჩები და მიდი ბარათზე ფული დამირიცხე რა
-რამდენი გინდა?
-რამდენი გემეტება?
-შენთვის ხო იცი საერთოდ ყველა და ყველაფერი მემეტება
-ვაიმე შეგჭამ ბიჭო - კოცნის იმიტაცია გავაკეთე რაზეც მამაჩემი აროხროხდა - რამოდენიმე ასეული ჩამირიცხე ბარემ მეტი არ მინდა
-კაი ჩემო ლამაზო, ჭკვიანად - კოცნის იმიტაცია გააკეთა
-კაი მეც გაკოცეთ, ჩამიკოცნეთ ერთმანეთი ოღონდ ისე არ შეყვეთ სახლში მოსვლისას ბავშვი რო დამხვდეს - სიცილი ავტეხე და სანამ პასუხის თქმას მოასწრებდნენ მანამდე გავთიშე
-ნახე რა უცებ მოაყომარა?! - გადაიხარხარა გიომ
-მე ჩემი ხერხები მაქვს - ამაყად გავიჯგიმე
-აუ ასე ჯდომა მეზარება და წამო სადმე წავიდეთ რა - წამოჭრა იდეა ლიზამ
-"ხიდზე" მაქვს პლიუსები გინდათ? - გადავხედე ბავშვებს
-აუ არა არ მევასება მე "ხიდის" პონტი, თან ჩევნ პლიუსებიც არ გვჭირდება - გიომ ძმაკაცს გადახედა და ამაყად გაიჯგიმა
-"გალერი"? - იკითხა ლიზამ
-შენ "გალერიში" როდიდან დადიხარ? - წარბის აწევით კითხა კოტემ
-აი შენ შეგეკითხები ახლა სად, როდის და როგორ წავიდე
-ოო არდაიწყოთ რა - დავამშვიდე საჩხუბრად გამზადებული წყვილი - მე არ მევასება "გალერი" რაღაცნაირი სასტავი იჩითება
-მაშინ "მტკვარი" - ახალი ვარიანტი მიგვაწოდა გიომ
-კაი სიტუაციაა თან მაგარი ბარმენი ყავთ - მომეწონა იდეა
ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ რომ "მტკვარში" წავსულიყავით და ოთახებში შევედით მოსამზადებლად.
მე ტყავის შინდისფერი ელასტიკი და შავი მაისური ჩავიცვი რომელიც ზურგზე მთლიანად მოშიშვლებული იყო და მხოლოდ ერთი "ძაფით" იკვრებოდა უკან, თმა გავიშალე, ლიზას აღარ დაველოდე და ბიჭებთან მივირბინე
-ამსაღამოს რაშვებით - ბიჭებს თვალები ავუჟუჟუნე, ორივე სადად იყო გამოწყობილი მაგრამ ამავდროულად ისე მომხიბვლელად ბევრს ნერწყვის ყლაპვით დაახრჩობდა
-შენ ლამასო? - დამატრიალა და ხელზე გადამიწვინა გიომ და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა
-რა ცეცხლოვანი კოცნა იყო - შუბლიდან არარსებული ოფლი მოვიწმინდე და კოტეს გაშტერებულ სახეს შევხედე რომელიც კიბეებისკენ იყო მიმართული, მე მის მზერას თვალი გავაყოლე და ლიზას ულამაზეს სილუეტს რომ მოვკარი თვალი ლამის გულმა მწყვიტა
-ვაიმე რა ცეცხლი ხარ ლიზუ - პირ დაღებულმა ვუთხარი - უკვე ეჭვი მეპარება ჩემს ორიენტაციაში
-ნუ რა სულელი ხარ - ამოიკისკისა ლიზამ და კიბეებზე მოხდენილად დაიშვა, კოტესკენ დაიძრა და ყურში ისე ჩაჩურჩულა კოტეს ტანზე ბურძგლებმა დააყარა - პირი დახურე კოსწა - მერე სახე გამოწია და ვითომც არაფერიო ისე დაიძრა გასასვლელისკენ.
კლუბში მალევე შევედით, მაგიდა დავიკავეთ და სასმელები შევუკვეთეთ. ისე გავიხსენი ბავშვებთან თითქოს უკვე დიდიხანია ვიცნობდი, სამივე ძალიან საყვარელი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და უეცრად სახეზე სიცილი შემეყინა
-კარგად ხარ? - ხელი ცხვირწინ ამიფრიალა გიომ და სამივემ გაკვირვებული მზერა მესროლა
-რა მოხდა? - დაინტერესდა ლიზა
-არაფერი იმას თუ არ ჩავთვლით რომ ჩემი ყოფილი და ასევე ყოფილი დაქალი ერთად მეჩითება - ირონიულად ჩავიცინე და კოქტეილი მოვსვი
-ეგ როგორ?- დაინტერესდა ლიზა
-მოკლედ მოგიყვებით და მაგ თემაზე ლაპარაკი აქვე შეწყდება - სამივეს გადავხედე - იტოკში ამ ბიჭს ქვია თოკა ნუ არანაირი სექსუალური ურთიერთობა არ მქონია მასთან იმიტომ კი არა რომ გრუზინი ტიპი ვარ და ქორწილამდე სექსის არ ქონას ვაწვები, იმიტორო მისდამი ისეთ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი, ხოდა კარგად მესმის იმის რომ ბიჭისთვი რთულია ასე ვთქვათ "უსექსოდ" გაძლება ამიტომაც უფლება მივეცი ერთჯერადი ურთიერთობებისთვის, მართლია არ მსიამოვნებდა მაგრამ დათმობაზე წავედი. ანუ ნელ-ნელა რაღაცას ვატყობდი თოკას და გვანცას ჩემი ყოფილი დაქალის შესახებ, რაღაცნაირდ უყურებდნენ ერთმანეთს, ერთ დღესაც მოვიწყინე და გვანცას დავურეკე გავერთოთქო იმან არმცალიაო ამიტომაც გადავწყვიტე თოკას დავადგებითქო, მაინც მარტო ცხორობს, ხოდა ნახევარ საათში ავდივარ თოკასთან და ვხედავ როგორ არის ჩემი ერთგული დაქალი ჩემი შეყვარებულის მკლავებში აკვნესებული, არც პანიკები არ ამიტეხია არც არაფერი ძაან დასტოინად გამოვბრუნდი უკან და ორივეს "ბედნიერების" საშუალება მივეცი - კბილებში ვცრიდი და წყვილს მკვლელ მზერას არ ვაშორებდი - რაც მთავარია ორი ზედმეტი ადამიანი მოვიშორე ცხოვრებიდან - მხრები ავიჩეჩე
-ცოტახანია რაც გიცნობ მაგრამ უკვე მაგრად გაფასებ - ხელი გასმომხვია კოტემ
-მიყვარს შენნაირი გოგოები რა, ის კიდე მაგარი ყ*ე ტიპშა აღმოჩნდა - დამამშვიდა გიომ
-აღარ გვინდა მაგ ორ ინდივიდზე საუბარი, ერთიც დავლიოთ და მერე გიოლ წამო შენთან უნდა ვიცეკვო - ყველამ გადავკარით თითო ჭიქა და მე და გიოლა ბრბოს შევუერთდით
-გიყურებს - ყურში მითხრა გიომ
-შორიდან მაინც დატკბეს ჩემით - მხრები ავიჩეჩე და გიოს ზურგით ავეკარი
-დავანთოთ ცეცხლი? - ბოროტულად ჩაიცინა გიომ
-ბოლომდე მოგყვები - ამოვიკისკისე და მთლიანად გიოს მივენდე
ერთმანეთს ისე ვნებიანად ვეცეკვებოდით ყველა იფიქრებდა ესენი კარგი ხნის შეყვარებულები არიანო, თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა, გოგოები გიოს ხოლო ბიჭები მე გვნატრულობდნენ.
ცეკვას მოვრჩით და კისკისით დავიძარი ბარმენისკენ
-სამი ტეკილა და ლიმონი - შემოვსკუპდი ბარის სკამზე და ბარმენს მომაჯადოვებლად გავუღიმე
-ვიღაც ხოდზეა - გამიცინა, სამი ჭიქა დამიდო ტეკილათი გაავსო და ლიმონიც მოაყოლა.
სამივე ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით დავლიე და შემდეგ ლიმონიც მივაყოლე.
სკამიდან ჩამოვსკუპდი და ისევ მოცეკვავეებისკენ დავიძარი. მოკლედ ძალიან მაგრად გავერთეთ და დილის ხუთი საათისკენ სახლში დავაწექით. სახლში მისულებს ბავშვებს ლაპარაკში მალევე ჩაეძინათ მე კი ისევ არ მეკარებოდა რული მიუხედავად იმისა რომ მთვრალი ვიყავი ამიტომაც გადავწყვიტე მათთვის საუზმე დამეხვედრებინა. პროდუქტების მოძებნა დამეზარა ამიტომაც, ლიზას ჰუდი გადავიცვი და ახლოს მდებარე მაღაზიისკენ ავიღე გეზი, ვიყიდე ყველაფერი რაც მჭირდებოდა და დახუნძლური დავბრუნდი სახლში. მზარეულობის ხასიათზე მოვედი ამიტომაც ძალიან ბევრი კერძი გავაკეთე, წვნიანი, პიცა, სენდვიჩი, ნაყინის ტორტი, ხილის ასორტი, კრაბის სალათი, ცეზარი, კარტოფილი შევწვი, სტეიკი და ხაჭაპური, მაგიდა გავაწყვე, წვენები და მინერალური დავდე და სამივე გავაღვიძე
-ადექით ვჭამოთ
-ოო მოიცა რა სკოლის საჭმელს შევჭამ - აბუზღუნდა კოტე (ის და გიო პარალელურ კლასში არიან)
-აუ ხო რა - აყვა გიო
-ბუფეტის საჭმელში ცვლით ჩემს გაკეთებულს - შევიცხადე - მეტის ღირსი ვარ მე, რას ვაკეთებდი მაგდენ რაღაცას - გავიბუტე და ლიზა შევანჯღრიე
-ლიზუუ
-მმმმმ - ამოიზმუვლა
-გაიღვიძე ვჭამოთ და წავიდეთ მერე - შუბლზე ვაკოცე და ადგომაში დავეხმარე
-ვდგები ვსო - წამოფრინდა, სააბაზანოში შევიდა მოწესრიგდა და გამოცოცხლებული გამოვიდა, ბიჭებიც ნელ-ნელა წამოიზლაზნენ და სააბაზანოში შევიდნდ - ვაი დედა - შეკივლა როდესაც გაწყობილი მაგიდა დაინახა
-რა გაკივლებს - მივარდა კოტე და როდესაც გაწყობილი მაგიდა მანაც დაინახა შეკივლა - რა დამალევინე ბიჭო გუშინ?
-რას ღნავიხართ ამ დილა... ესენი კაუჩუკისაა? - საჭმელზე მიმანიშნა პირღია გიომ
-თქვენ ბუფეტის საჭმელს ჭამდით - ცხვირი ავიბზუე და მაგიდას მივუჯექი მერე სამივეს გამოშტერებულ სახეს შევხედე - დიდხანს იდგებით მასე თუ შეჭამთ გაცივდა უკვე ყველაფერი ვა - ამოვიბუზღუნე და ფორთოხლის წვენი დავისხი ჭიქაში
მაგიდას მოუჯდნენ და ბიჭებმა ყველაფერს მუსრი გაავლეს
-ვაიმე რამდენი ხანია ასე გემრიელად არ მიჭამია - ამოიხვნეშა გიომ
-აჰამ - დაეთანხმა კოტე და სკამის საზურგეს მიეყრდნო
მაგიდის ალაგება რომ დავამთავრეთ და ჭურჭელი დავაბინავეთ, ბავშვები ტელევიზორთან ჩამოჯდნენ და ყურება დაიწყეს
-ეს ყველაფერი არ არის - ამოვიკისკისე და მაცივრიდან ნაყინის ტორტი და ხილის ასორტი გამოვიღე- და დაამ - დივნის წინ შუშის მაგიდაზე დავდე და თეფშებიც მალევე დავაწყვე
-ჩემი საყვარელი - პატარა ბავშვივით გაუხარდა ლიზას და ტორტი მოიჭრა
-დედაშენს ვურეკავ ჩვენთან უნდა გადმოცხოვრდე - პირ გამოტენილმა ამოილაპარაკა გიომ
-ერთ კვირაში ეგ და მამა ჩემს ძმასთან მიდიან საფრანგეთში ორი თვით და თუ მიმიღებთ გადმოვცხოვრდები მაინც არ მიყვარს სახლში მარტო ყოფნა
-ორი თვით კი არა მთელი ცხოვრება დაგიტოვებთ , შენ ყოფილხარ ოქრო მოდი ჩაგკოცნო - კალთაში გადამისვა გიომ და ინდენი მკოცნა ლოყები ამიწითლა
-ანუ საცხოვრებლის საკითხი მოგვარდა - ავკისკისდი
-აუ ძაან მიხარია აქ რო გადმოხვალ - აჟიტირდა ლიზა
-მეც მარა ხანდახან სახლშიც დავრჩები ხოლმე
-ეეე რატო? - აბუზღუნდა ლიზა
-დიდხანს ვერ ვძლებ სხვა სახლში და მაგიტო - მხრები ავიჩეჩე
-დღეიდან როგორც კოტეს ისე შენც გეტყვით რომ ეს სახლი სხვა კი არა შენიც არის და სტუმრდ თავი არ უნდა იგრძნო - საყვარლად მითხრა გიომ
-ვაიმე რა ბუნჩულები ხართ ეს და ძმა- ავკისკისდი - ახლა ახტით სამივე თორე დაგვაგვიანდება
მე ისევ ჰუდი და ელასტიკი მეცვა, ლიზამაც შარვალი და ჰუდი მოირგო, ბიჭებმა გამოიცვალეს. მე და ლიზა გიოს მანქანით წავედით კოტე კი თავისი მანქანით წამოვიდა
-სტასი მაგდენი საჭმლის გაკეთება როგორ მოასწარი? - დაინტერესდა გიო
-არ მძინებია - მხრები ავიჩეჩე
-ნასვამი არ იყავი? როგორ ვერ დაიძინე - გაუკვირდა ლიზას
-ნუ ხანდახან მე და ძილი ერთმანეთისგან ძაან შორს ვართ მარა ვგრძნობ დღეს ძაან თიში მექნება - ამოვამთქნარე
გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და ვიმღერეთ, მანქანებიდან გადმოვლაგდით და დიტო და საბაც ეზოში დაგვხვდნენ
-პრივეტ - მთქნარებით მივედი ბიჭებთან
-ამას რა ჭირს? - დაინტერესდა საბა რომელსაც პადრუშკი გავუყარე და მხარზე თავი დავადე
-ჯერ კლუბში ვიყავით და მერე მთელი ღამე საჭმელები აკეთა ვაფშე არ ძინებია და ეხლა თიში აქვს - აუხსნა ლიზამ
-აჰამ - ისევ მთქნარებით დავეთანხმე
-მაშ ჩემი მხარი თქვენს განკარგულებაშია - მეც უფრო კარგად მოვათავსე თავი მის მხარზე და თვალები დავხუჭე
-თვალებს ვხუჭავ და გენდობი - გავაფრთხილე საბა
-რა პატივში ვარ - შეიფერა და ჩემთან ერთად დაიძრა სკოლისკენ - სტასი აქ დადექი და არ წაიქცე ჩვენ უცებ ბუფეტში ჩავალთ და სასმელს ვიყიდით შენ წამოგიღოთ რამე? - მხარიდან თავი ამაწევინა და დამაყენა
-არა იყოს მე კლასისკენ წავალ - ამოვიბუტბუტე და კლასისკენ გავლასლასდი, თან თვალები თავისდაუნებურად მეხუჭებოდა და ბოლოს შუა დერეფანში ფეხზე მდგარს ჩამომეძინა, უცებ ვიღაც რომ დამეჯახა და რომ არა იმ ვიღაცის ძლიერი მკლავები აშკარად ჩავეხუტებოდი მეტლახს
-რა ხდება - თვალები მოვისრისე და ჩემს წინ მდგომ ღმერთკაცს დავაკვირდი
-თვალები გაახილე და ისე იარე - შემიღრინა
-შენ ხო არ გაძაგძაგებს? შენ სად გქონდა თვალები? - უცებ მოვიხოდე- ან ვერ უნდა მიხვდე რომ მძინავს და არ დამესიზმრება გაწევა?
-საიდან უნდა მომეწვა რო გეძინა? - გაოცებული მიყურებდა
-აბა დებილი კი არ ვარ შუა დერეფანში თვალებდახუჭული დავდგე - თვალები ავატრიალე - თან აქეთ რო ხოდზეა რა, თვალები გაახილეო
-შენ გეტყობა ახალი ხარ - ჩაიცინა და მომიახლოვდა
-რა მოზგიხარ პირდაპირ მაოცებ - ირონიაზე გადავედი - აღიარე ეხლა ვინმემ გიკარნახა თუ შენით მოწვი?
-გოგო ენა დაიმოკლე - შემიღრინა - ამ ერთხელ გაპატიებ ახალი ხარ და მაგ პონტში, მეორეჯედ გაბედავ და ეგრე დამელაპარაკები ნახავ რაც მოგივა - უხეშად შემიშვა ხელი
-ფეხებს მოგცემ რომ მომაჭამო - ისევ ირონიულად გავუღიმე და ახლახანს შევამჩნიე რომ ჩვენს გარშემო ხალხი შემოკრებილი იყო და გვისმენდა
-რამე პრობლემა გაქვს ლუკა? - გვერდში ამომიდგა გიო
-ვაა გიუნაც მოსულა - ირონიულად გაუღიმა - შენი ნაშა გააფრთხილე რომ ენა დაიმოკლოს თორემ მე ამას ისე გავაკეთებ მთელი ცხოვრება რომ არ დაავიწყდეს - ირონიულად ჩაიცინა და ნიკაპზე ხელი მომკიდა.
გიო დარტყმას აპირებდა ხელი მკერდზე რომ მივადე და გავჩერე, ლუკასკენ მივიწიე და კისერზე ხელი შემოვხვიე
-ლუკა საყვარელო - თმაზე და კისერზე ხელი ჩამოვუსვი, ყველა გაკვირვებული და გასუსული მიყურებდა - კიდევ ერთხელ - მუხლი ამოვარტყი საზარდულში და ტკივილისგან მოიკეცა - ჩემი მიმართულებით გაიმეორებ მსგავს სიტყვას და ისე გაგამწარებ მთელი ცხოვრება რომ არ დაგავიწყდეს - ისევ ჩავიცინე - ახალი ვარ და ამ ერთხელ გაპატიებ - ბავშვების გაიცებული სახეები დავაიგნორე და კლასისკენ დავიძარი.
ყველა გაკვირვებული დარჩა ჩემი საქციელის გამო და ყველამ გაიგო ჩემი საქციელის შესახებ. ჩემიანები ამაყი სახეებით მიყურებდნენ და მაქებდენ, გიო ისევ ისეთი გამწარებული იყო და აშკარად არ იყო მარგიანის (ლუკა) საქმე კარგად.
ამჯერად სახლში დავბრუნდი, მშობლებს შევატყობინე რომ მათი წასვლის შემდეგ ლიკასთან ვიცხოვრებდი და მათაც გაუხარდათ რადგან მარტო ყოფნა არ მომიწევდა. ითახში ავედი და მკვდარივით ჩამეძინა.
მეორე დღეს არც ლუკა და არც გიო არ მოსულან სკოლაში, ლიზასთან სახლში წავედი და გამიკვირდა გიო ჩალურჯებული რომ დამხვდა, საჭმელი მოვუმზადე როგორც ყოველთვის ვიხალისეთ და ისევ დავბრუნდი სახლში.
ერთი კვირა მალევე გავიდა და მეც ჩემი ნივთებითურთ გადავბარგდი ავალიანებთან.
-მეც მოვედი - ჩემოდანი შემოაგორა კოტემ
-მეჩვენება ხო? -აფორიაქდა ლიზა - აშკარად მეჩვენება და ახალ ეს მამონტი ჩემს წინ ჩემოდნით არ დგას
-ლიზა სყვარელო ვიცი რომ ხშირად გელანდები მაგრამ ახალ ცხადში ხარ
-გიოოო - გაყვირა ძმას - ამ ერთუჯრედიანს აქ რა უნდა?
-გადმოსახლდა
-ჰაა?! - შეკივლა
-ან დამიტოვეთ ან ჩემთან მიმყავს სტასია, აბა რა პონტია თქვენ სტასია გყავდეთ და მე მარტო ვიყო? - აბუზღუნდა კოტე
-ვაიმე რა საყვარელი ხარ შეგჭამ ბიჭო- მივედი და ლოყაზე ვუკბინე
-სამი ერთზე, უმცირესობაში ხარ ასე რომ ვრჩები - ენა გამოუყო კოტემ პატარა ბავშვივით და მეორე სართულზე ლიზას გვერდით დაიკავა ოთახი.
წვიმდა, ბავშვების გარეშეც უაზროდ ჩაიარა დღემ, ხუთივე საერთო მეგობრის მამის განსვენებაში იყო წასული, ამიტომაც სკოლაში მისვლა და შესაბამისად იქიდან წამოსვლაც მარტო მიწევდა. სახლში მივედი საჭმელი ვჭამე და ინგლისურზე წავედი, მასწავლებლიდან რომ ვბრუნდებოდი უკვე ბნელოდა. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და მშვიდი ტემპით დავუყევი გზას სახლისკენ, ვიწრო შესახვევში უნდა გამევლო როდესაც დასისხლიანებილი მაგრამ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალეი. ლუკა მარგიანი იყო, მაშინვე მივუახლოვდი და მისი დასისხლიანებილი სახის დანახვაზე გული შემეკუმშა
-ლუკა - გამოფხიზლებას ვცდილობდი და მანაც მძლივს გაახლია თვალი, არ ვიცოდი რა მექნა მხოლოდ ის ვიცოდი რომ აქ ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებდი ამიტომაც მანქანის გასაღები მოვიძიე, ადგომაში დავეხმარე და მძლივს მივიყვანე მანქანამდე, ჩავსვი და როგორც კი მისი სახლის მისამართი გავიგე მაშინვე იქიტკენ გავეშურე.
სახლში ასვლისთანავე დავაჯინე დივანზე და მაისური გავაძრე, მთელი სხეული დალურჯებული ქონდა მაგრამ მის სრულყოფილ ტანს მაინც ვერ უკარგავდა ხიბლს ესს სულურჯეები, ბინტით და სპირტით გავუწმინდე ნაკაწრები და შემდეგ დასვრილი სხეული სველი ტილოთი გავუწმინდე, იწვოდა ისეთი ცხელი იყო ამიტომაც სიცხეც გავუზომე
-39.5 რა უბედურებაა - მაშინვე ძმრიანი ტილო დავადე შუბლზე. მის მოვლაში ისე გავერთე ახლაღა მივხვდი რომ მთლიანად სველი ვიყავი, ამიტომაც მის ოთახში შევედი, ყველაფედი გავიხადე საცვლის გარდა და მისი უზარმაზარი ჰუდი გადავიცვი რომელიც მოკლე კაბასავით მქონდა, მუხლებამდე წინდები ამოვიცვი. მოხერხებულად გამოწყობილმა მთელი ღამე მის მოვლაში გავატარე
-სად ვარ? - ტილო შუბლიდან მოიშორა და წამოდგომა სცადა, მაშინვე ატკივდა მუცელთან არსებული არცისე ღრმა ჭრილობა და სახე დამანჭა
-რატო არ გასვენებს გამჩენი?! - დავუცაცხანე - საკუთარ სახლს ვერ ცნობ?! ახლა გაჩერდი და წყნარად იწექი
-შენ აქ რა გინდა? - გაუკვირდა
-მართალია რა მინდა შენთან?! უნდა დამეტოვებინე იმ ღრმულში და ღირსი იქნებოდი მაგრამ რა ვქნა კეთილი გული მაქვს
-შენ გაქვს გოგო კეთილი გული? ლამის დამაიმპოტენტე ეს ახალგაზრდა ბიჭი?
-ლამისზე არ არის ცხოვრება აწყობილი - ცხვირი ავიბზუე - გშია?
-მაჭმევ?
-შენზე იმხელა ამაგი მაქვს შიმშილით ნამდვილად ვერ მოგკლავ, რას შეჭამ?
-აუ რავი რაც გინდა ის გააკეთე - მხრები აიჩეჩა - ადგომაშო მომეხმარე და მეც გამოვალ სამზარეულოში - კისერზე მხარი გადმომდო და სამზარეულოში შემოლასლასდა, ბარის სკამზე ჩამოჯდა და მაკვირდებოდა
-გიხდება - ჩაიცინა
-რა მიხდება?
-ჩემი ტანსაცმელი
-ხო ეს ჰუდი მეც მომეწონა ამიტომაც მოვლის სანაცვლოდ წავიღებ - თვალი ჩავუკარი და წინ წვნიანი დავუდე
-არ მომწამლავს? - კოვზი წვნიანში შეათამაშა
-თუ ენას არ ჩაყობ და შენს შხამს არ მიაფრქვევ მაშინ არა - დავუბღვირე, დახლზე შემოვხტი, ფეხები ჰაერში ავათამაშე და ტელეფონზე დავრეკე
-აუ გიუშ - ამოვიკნავლე
-სად ხარ გოგო? მოვკვდით ნერვიულობით
-აუ გუშინ დამეზარა თქვენთან და ჩემთან დავაწექი, ვაფშე სველი ვიყავი და რო გამოვიცვალე მაშინვე მივითიშე, ტელეფონი კიდე მისაღებში დამრჩა - ტყუილების დასტა დავაყარე და ლუკას შევუბღვირე რომელიც ირონიულად იყურებოდა
-დებილო ვინერვიულეთ - ტელეფონში იმხელაზე ჩაყვირა კოტემ ლამის ყური მეტკინა
-აუ გამიუქმდა ცალი ყური რა გაღრიალებს ცუდად ხო არ ხარ? - მაშინვე ამოვიწუწუნე
-აუ კი ცუდად ვარ, ლიზამ რაღაც გააკეთა და მგონი მომწამლა
-მეტის ღირსი ვარ, რას გაჭმევდი ვაფშე- შემომესმა ლიზას ბუზღუნი
-ნუ აბრაზებთ ლიზაჩკას - დავუცაცხანე ბიჭებს - კაი წავედი მე გაკოცეთ ვაფშე ყველას - კოცნის იმიტაცია გავაკეთე
-ჩვენც - ერთხმად შეყვირეს და გათიშეს
-რაო გი... - ლაპარაკი არ დაცალდა ისევ რომ დამირეკეს ამჯერად დიტო იყო
-სად ხარ გოგო? - ჩამყვირა ტელეფონში
-რაგაღრიალებს ბიჭო, ცალკე კოტემემ მომაძრო ყური და ახლა შენ დაემატე - ამოვიბუზღუნე - სახლში დავრჩი ჩემთან იმათთან მისვლა დამეზარა
-აუ მე და საბამ კიდე მაგრად ვინერვიულეთ
-ვაიმე რა საყვარლები ხართ შეგჭამთ ვაფშე სუყველას - ამოვიკისკისე
-დღეს სკოლაში არ მოხვალ? - ტელეფონი აართვა საბამ
-არა რა დროს სკოლაა
-სულ გაფუჭდი
-იიი საბუ, დიდიხანია არ გაგვიცდენია და გვიხარიაო? - დავიჭყანე ისე თითქოს დამინახავდნენ - კაი ნუ მაცდენთ, თქვენსნაირი უსაქმური კი არ ვარ, გაკოცეთ ორივეს
-მეც გაკოცე იქ მე რო მიყვარს - ხმამაღლა ჩაყვირა, ლუკამაც გაიგო და ფერი ეცვალა, მერე ამოიროხროხა დიტომ
-მბურძგლავს - დავაძაგძაგე და ავკისკისდი
-მეც ჩაგკოცნე - კოცნის ხმები გამოუშვა საბამ
-გულს მიხარებთ - არარსებული ცრემლი მოვიწმინდე, ბიჭებს გავუთიშე, ვაშლი ჩავკბიჩე და თან ფეხების ჰაერში თამაში დავიწყე
-სად გკოცნის ხოლმე დიტო რო გაძაგძაგებს - კბილებს შორის გამოცრა
-აი აქ - კისერი გადავწიე და ყურის ქვევით დავიდე თითი
-გემრიელია - ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ჩემს კისერს დააკვირდა
-ვიცი კარგი მზარეული ვარ - მხრები ავიჩეჩე და თეფში ავაცალე - წავედი მე
-მოიცა სად მიდიხარ? - ბანცალით გამომყვა უკან
-ნუ მოძრაობ დაჯექი - ამოვიფრუტუნე და უცებ დავეხმარე დივანზე წამოწოლაში, ადგომას ვაპირებდი მკლავი უფრო რომ მომხვია და შიშველ მკერდზე მიმიკრა- გამიშვი - ტყულიად ვცადე ადგომა და რომ მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი ღონემიხდილი დავნებდი
-რას მეჯაჯგურები ეს წეიპა გოგო - უფრო მაგრად მიმიკრო
-ლუკა ხელი გამიშვი ვაა, უნდა წავიდე - ამოვიბუზღუნე
-სად მიდიხარ?
-სახლში, სად უნდა მივდიოდე?
-სახლში გიოსთან თუ სახლში სახლში?
-ჩემთვის გიოს სახლიც სახლია - თვალები ავატრიალე
-სტასია - დამიბღვირა
-გიოსთან სახლში - მობეზრებულად ვუთხარი - ან ვაფშე რა შენი საქმეა?!- დავუბღვირე -გამიშვი - კიდევ ერთხელ უშედეგოდ დავეჯაჯგურე
-ხედავ დაჭრილი ვარ - თავი გაისაწყლა - დღესაც დარჩი რა იცი რა მომივა და ხვალ წადი
-რა უნდა მოგივიდეს ამხელა მთასავით კაცი ხარ
-ანუ მტოვებ მარტოს, დაჭრილს, ჩემით მძლივს რომ დავდივარ ისეთს?
-ნამუსზე ნუ მაგდებ - ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა ვნებდებოდი
-წახვალ მე კიდე შეიძლება შიმშილით მოვკვდე, ან სადმე წავიქცე და მერე რამე მოვიტეხო მძლივს დავდივარ
-აუუ - ავწკმუტუნდი
-ანუ რჩები? - წამოენთო უცებ
-რატო ვარ ასეთი კეთილი? - ამოვიხვნეშე
-კარგია - უფრო მჭიდროდ მომხვია ხელი და პულტს დაწვდა - რას ვუყუროთ?
-ხელი გაწიე - დავუცაცხანე
-რა უჟმური ხარ
-ნეტავ რატომ - თვალები ავატრიალე და დივნის მეორე კუთხეში მოვიკუნტე
-მეცოდება შენი შეყვარებული - თავი გააქანტურა
-რატომ?! პირიქით ძაან ჯიგარი შეყვარებული ვიქნები - თავმომწონედ გავიჯგიმე
-ჯიგარი შეყვარებული კი არა, საწყალ ბიჭს ალბათ ხელსაც არ დააკარებინებ
-თუ მეყვარება და მის მიმართ წრფელი გრძნობები მექნება რატომაც არა?! და თუ კიდე ჩვენს შორის ქიმიას ვერ ვიგრძნომ მისთვის ერთჯერადი ურთიერთობების დაშლას არ დავიწყებ რადგან ცოდო იქნება, ნუ მართალია გამიტყდება მაგრამ, მეც ხომ უნდა წავიდე დათმობაზე - მხრები ავიჩეჩე
-ანუ შენ იმ პონტს არ აწვები ქორწილამდე სექსი არაო?
-ოცდამეერთე საუკუნეში მაგას ვინ აწვება? - გამიკვირდა - ჩემი აზრით ქორწილამდე სექსი აუცილებელია რადგან შენს "პარტნიორს" ყველანაირად უნდა იცნობდე საწოლშიც და უსაწოლოდაც
-მომწონს შენნაირი მოზგი გოგოები
-ნუ მე ყველას მოვწონვარ - შევიფერე და თმა მოხდენილად გადავიყარე უკან - რამე სასუსნაო არ გაქვს?
-არა
-შენ რანაირი ახალგაზრდა ხარ? ბოსტნეულით ხარ სავსე, წავედი მე ვიყიდი რამეს და ამოვიტან
-მოიცა ასეთ ფორმაში სად მიდიხარ? - ადგომა სცადა მაგრამ ჭრილობამ ისევ შეაწუხა
-ოო დაიკიდე რა მე მომწონს - დავტრიალდი და ტელეფონი ავიღე - რამე გინდა შენ? თან მიდი მანქანის გასაღები მაჯახე.
მესროლა გასაღები და მეც მოხერხებულად დავიჭირე
-მე არაფერი მარა მოიცა ბარათს მოგცემ - საფულისკენ წაიღო ხელი
-ხელი გააჩერე თუ არ გინდა რო ძირში მოგტყდეს - დავუღრინე - კაი წავედი მე, მალე ამოვალ და ჭკვიანად იყავი - ავკისკისდი და კარები უცებ მივიხურე
მაღაზიაში მალევე ჩავედი და ბევრი სასუსნაო ვიყიდე, გაზიანები, ჩიფსები, ტკბილეული, მოკლედ ყველაფერი და დატვირთული დავბრუნდი სახლში
-მოვედი - სახლში შესვლისას შევყვირე და პარკები სამზარეულოს დახლზე დავაწყვე.
თან ლუკას ველაპარაკებოდი, თან სენდვიჩები გავაკეთე და მაგიდაზე დავაწყვე, გვერდით სასუსნაოები და სასმელი მივუდე
-რაღაც გვაკლია და ვერ ვხვდები რა - ნიკაპზე თითი მივიდე და ჩავფიქრდი
-მაღლა, ჩემი მხრიდან მესამე თარო - მიკარნახა, მეც გამოვხსენი და ხელში სასმელები შემრჩა
-ჩემს გულში ზიხარ - გავმხიარულდი და ვისკი მივიტანე თავის ჭიქებთან ერთად-მოიცა შენ გესმევა? - გამჭოლი მზერა ვესროლე ლუკას
-ჩვენიდან რომელიმე ექიმია? - კითხვა შემომიბრუნა
-არა
-მაშინ მესმევა - ჩაიცინა და ლამის ჩამადნო, ეს გაზეთიდან გადმოხტა? ნერწყვი იმხელაზე გადავყლაპე ლამის დავიხვრჩი
-ესე პროსტა დალევა არ მევასება რამე ვქნათ - სენდვიჩი გავიგდე ყბაში
-მმმ - ისე საყვარლად ჩაფიქრდა ლამის ვეცი და ჩავუკოცნე მთელი სახე- მოდი იცი რა ვქნათ?! ვითამაშოთ ასეთი რაღავ - ჭიქებში ვისკის დასხმა დაიწყო - მე და შენ ერთმანეთს დავუსვავთ კითხვებს და თუ პასუხს გავცემ მაშინ შენ სვავ და თუ არ გაგცემ მაშინ - მე და შენზეც ანალოგიურად
-ხარაშოო - გავწელე და ხელები გავასავსავე - დაიწყე
-მმმ..... გიოსთან რატო ცხოვრობ?
-ჩემები ორი თვით წავიდნენ ჩემს ძმასთან, მე მარტო დარჩენა დამეზარა და ამიტომაც იმათთან გადავედი - გავუღიმე და ჭიქა გავუწოდე - დალიე
სწრაფად გადაკრა და სასუსნაო მიაყოლა
-შენი ჯერია - კიდევ გაავსო ჭიქა ვისკით
-შენ და გიოს რატო არ გევასებათ ერთმანეთი?
-ვსვავ - თქვა და ისევ ისე გადაკრა სასმელი - შეყვარებული ან ყოფილი გყავს?
-კი ყოფილი - ისევ გავუწოდე ვისკის ჭიქა და მანაც დალია - საიდან მოიტანე რო გიოს ნაშა ვიყავი?
-"ბიბლიოთეკაში" შეგამჩნიეთ როგორ ცეცხლოვნად ცეკვავდით - ჩაიცინა და ჭიქა გამომიწოდა, მეც დავლიე და სასუსნაო მივაყოლე
-ყოფილი გყოლია - ჩაფიქრდა - ქალიშვილი ხარ?
მისი დაინტრიგება გადავწყვიტე ამიტომ ჩავიცინე
-ვსვავ - კითხვა დავუიგნორე და გადავკარი - რა იყო?
-ეეე რა პონტია - აბუზღუნდა ორი წლის ბავშვივით
-შენი წესებია საყვარელო - მხრები ავიჩეჩე
ისე შევყევით თამაშს მთელი ბოთლი ჩავცალეთ. მე ჩემთვის ვიდექი და თან ვჭამდი თან მელოდიას სხეულს ვაყოლებდი
-მეც მინდა რა პონტია
-რა გინდა? - შევხედე ლუკას რომელიც თვალს არ მაშორებდა
-მთელი დღეა ვზივარ ან ვწევარ შენ კიდე მანდ დგახარ - ისევ აბუზღუნდა- აუ ავდგები რა - ყელი გამომიღერა და ისეთი სახით შემომხედა პატარები რო დედას ეხვეწებიან ეზოში ჩავალო
-კაი მოდი - ავკისკისდი ისეთი საყვარელი იყო და ადგომაში დავეხმარე
წამოდგა, კისერზე ხელები მომხვია და ჩემთან ერთად დაიწყო რხევა, თან ჩემს სურნელს ხარბად ისრუტავდა
-გინდა? - მარილიანი ჩხირი აიღო და ცხვირწინ დამიტრიალა
-აჰამ - თავი დაუვუქნიეა და პირი გავაღე რომ ჩამეკბიჩა, მან ნელ-ნელა უკან გაწია, მეც თავი გადავხარე და გავყევი, სახე უკვე ძალიან ახლოს გვქონდა ერთმანეთთან რომ გადმოიხარა და ბაგეებზე დამეწაფა მისი ფაფუკი ტუჩები ისე მოქმედებდნენ ჩემზე რომ გონება დავკარგე და მეც ავყევი კოცნაში. ლუკამ მისკენ მიმაბეუნა ფა უფრო მოხერხებულად დამიწყო კოცნა, ნელ-ნელა ტუჩებიდან კისერს ჩაუყვა და ისე მკოცნიდა მთელ სხეულში მაცახცახებდ, ხელები არ ვიცოდი სად წამეღო ამიტომაც მუცელზე შევუსრიალე და მანდ ვაფშე გადავირიე ისეთი პრესი დამხვდა, გლუვი კანი ქონდა და ჩემს შეხებაზე ისე საყვარლად იბურძგლებოდა ლამის იქვე ჩავადნი ხელებში
-ლუკა გაჩერდი -ამოვიხვენშე როდესაც ჰუდის ბოლოებს დაწვდა და ჩემი გაშიშვლება დაიწყო
-რატო მეტყველებს შენი პირი სხვას და სხეული სხვას - კოცნებს ამოაყოლა და ლავიწთან კბილები დამასო და ძლიერად დაიწყო კანის ამოქაჩვა
-გეშლება, ტვინი მეტყველებს სხვას და ჰორმონები სხვას - ამოვიკისკისე მაგრამ ეს ამოკისკისება უფრო ამოხვნეშებას გავდა. მხრებზე ხელი დვადე და გავწიე.
ჭინკებ ათამაშებული მაგრამ იმედგაცრუებულმა შემომხედა
-ნუ მიყურებ ასეთი - დაჯდომაში დავეხმარე - ხო ხედავ მაინც არაფრის თავი არ გაქვს - წავკბინე და მის ახლანდელ მდგომარეობაზე მივანიშნე
-არ გაგეჩერებინე და გაჩვენებდი რისი თავი მაქვს და რისი არა - ტუჩის კუთხეში იკბინა და ვნებიანი თვალებით ამათვალიერე
-ეს ჰორმონებდამონებული ახალგაზრდობა - თავი გავაქანტურე და ჩიფსით სავსე ჯამს დავწვდი
-რაო სიყვას რატო დაშორდი ჰორმონები აუთუხთუხდა და შენც უთხარი წადი სხვასთან დაკმაყოფილდიო? - წამკბინა
-და შენ რა დარწმუნებული ხარ ჰორმონებ ათუხთუხებული სხვასთან რომ გავუშვი? - ახლა მე მოვირგე ირონიული ღიმილი მისი დაჭიმული და გაბრაზებული სახე რომ დავლანდე
-რატო ცდილობ რომ მწყობრიდან გამომიყვანო
-შენ იწყებ მე ვაგრძელებ - მხრები უდარდელად ავიჩეჩე და ისევ ჩიფსის ჯამს მივუბრუნდი
ვლაპარაკობდით ბევრ უაზრო თემებზე, ვერც კი წარმოვიდგენდი ლუკა ასეთი კარგი მოსაუბრე თუ იყო. ორივეს მალევე მიგვეძინა, დილით პირველმა მე გავიღვიძე ამიტომაც საჭმელი გავუკეთე, და წერილი დავუტოვე "არაფრის, რავქნა ასეთი კეთილი გული მაქვს. კომპენსაციისთვის შენი ჰუდი მიმაქვს. ჭკვიანად იყავი, არ იმოძრაო, იტოკში თავს მიხედე და გაკოცე მპუა" მის წინ არსებულ მაგიდაზე დავუდე და სახლიდან გავშპი.
რამოდენიმე დღე სკოლაში არ გამოჩენილა და ჩემი ცხოვრებაც ჩვეულებრივად მიმდინარეობდა.
-ვაიმე - შევყვირე როდესაც შემთხვევით დავეჯახე ვიღაცის სხეულს და რომ არა ამ სხეულის მკლავები უკვე მეორედ აღმოვჩნდებოდი მეტლახთან ჩახუტების საფრთხეში
-კარგად ხარ? - მომესმა უცხო ბარიტონი და მეც თვალები ნელა გავახილე და მივხვდი რომ გადავრჩი
-ბოდიში ძალიან მეჩქარებოდა და ვერ შეგამჩნიე - ჯერ კიდევ ჩემს წელზე ედო მკლავები და დაჟინებით მაკვირდებოდა სიმპატიჩნი ბიჭი
-არაუშავს, ალბათ ჩემი ბრალიც არის უნდა გავწეულიყავი - უხერხულად ჩაიცინა და თავისი ჰოლივუდის ღიმილი მაჩუქა - მე ერეკლე შენ?
-სტასია, სტასია ბარბაქაძე - ჩემი სავიზიტო ღიმილით დავასაჩუქრე და აშკარად მოვნუსხე - ვაიმე - უცებ გამახსენდა რომ გიოსთან უნდა გავქცეულიყავი - მეჩქარება - თავი დავაღწიე მის მკლავებს - კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და მადლობა- გაქცეულმა მოვაძახე და მერეღა მოვკარი თვალი ლუკას, რომელიც სულ მთლად დაჭიმული იდგა და მკვლელი მზერით ამკობდა ერეკლეს.

ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და ჩემი სახლიდან ლიზას სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და კუთხეში შემათრია და კედელზე მიმაჯახა
-ჩშ - ყურში ნაცნობი ბარიტონი მომესმა და მაშინვე შევწყვიტე ფართხალი, მანაც ნელა მომაცალა ხელი პირიდან
-შენ ხო არ გაძაგძაგებს?
-რა მიხვედრილი ხარ, რომ გიახლივდები სულ მაძაგძაგსბს - ირონიულად ჩაიღიმა და კედელსა და თავის ხელებს შორის ისე მომიქცია გასაძრომი ადგილიც კი არ დამიტოვა
-ლუკსიტ არ მაქვს შენი ნერვები ისედაც აჭრილი ვარ და მოდი მშვიდობიანად დავიშალოთ კარგი? - იმედიანად შევხედე
-ირაკლას ნერვები კარგად გაქვს - კბილებში გამოსცრა და ხელი ისეთი სიმძლავრით მიარტყა კედელს მის ნაცვლად მე მეტკინა
-რას აკეთებ დეგენერატო - შევხტი და ნატკენი ხელი ჩემს ხელებს შორის მოვიქციე და ნაზად მოვეფერე
-იმ ყ*ე როჟას აღარ გაეკარები
-აი შენ გკითხავ ზუსტად ვის ვეკონტაქტო და ვის არა რა
-ზუსტადაც მე უნდა მკითხო
-ნელა იყავი ფეხი რამეს არ წამოკრა - ჩვეული ირონიით ვუთხარი
-ეს ხო არ ჩუმდება რა - თვალები გადაატრიალა და ველურივით დამაცხრა ბაგეებზე, ისე მკოცნიდა ლამის ტუჩები მომაჭამა - გაჩუმებისთვის კარგი ხერხია - თვალი ჩამიკრა და ჩემს ერთ პოზაში მიყინულ სახეს ნიშნისმოგებით დააკვირდა - გემრიელი ხარ - ტუჩები გააწკლაპუნა და კიდევ ერთხელ დამეწაფა ბაგეებზე
-ვიცი მარწყვის "ბლესკს" ვხმარობ რომ არ დამისკდეს - დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და ჯერ კიდევ გახშირებულად ვსუნთქავდი - რა გინდა? - უცებ გამოვერკვიე თუ რა მდგომარეობაში ვიყავით და შეძლებისდაგვარად გადავედი შეტევაზე
-ერთი მარტივი რამ - საყვარლად ამითამაშა ცხვირთან ერთი თითი - ერეკლეს და მისნაირ ყ*ე როჟებს არ გაეკარო
-მეგობრების სიაც ხომ არ ჩამოგიწერო და გრაფიკი რა დროს ვისთან ვატარებ?
-არა მაგის წაკითხვა მეზარება
-ნუ თუ - თვალები ავუტრიალე
-ნუ მიჟუჟუნებ მაგ ლამაზ თვალებს - გამეკრიჭა საყვარლად
-შენ კი ნუ მეკროჭები მაგ ჰოლივუდის ღიმილით - ენა გამოვუყავი
-მაგ ენას მოგაჭრი ხირში
-არ შეგენანები? - ძალით გაოცებულმა შევხედე
-ნუ კი...
-მაშინ ნუ მემუქრები - ისევ ავუჟუჟუნე თვალები
-იმ ერეკლეს ხომ დაიკიდებ?
-და რა იცი რომ უკვე არ ?
-კარგი გოგო ხარ - შუბლზე თავისი გახურებული ტუჩები მომადო და ისე გაქრა როგორც გამოჩნდა

-მოვედი - შევძახე სახლში მისვლისას
-აქ ვარ - გამომძახა ლიზამ და მეც მისი ოთახისკენ დავიძერი - გოგო იცი რა მოვიფიქრე?
-მიდი მაჯახე - საწოლზე მის გვერდით ღონემიხდილი მივესვენე
-ჩემს გოგოებს გაგაცნობ და შენც გამაცანი შენები - თვალები ამიჟუჟუნა
-ხარაშო - იდეით გახარებულმა გავჭიმე სიტყვა
-მიდი ახლა შუსტრად მოემზადე გადარეკე შენებთან და ათი საათისთვის უთახრი "მტკვართან" ერეონ - უცებ ჩამომირაკრაკა
-ახლავე - იმით გახარებული რომ შეიძლება ლუკა მენახა უცებ წამოვფრინდი საწოლიდან და ჩემს ოთახში გავვარდი მალევე დავურეკე გოგოებს და შეხვედრა დავუნიშნეთ.
მე და ლიზუ სწრაფადვე გამოვეწყვეთ ამიტომ ზუსტად ათ საათზე უკვე ჩვენს მაგიდასთან ვერჭეთ და ერთმანეთს ვიცნობდით
-გაიცანით გოგოებო ლილე, ანი და თეკლა - ლიზამ წარმოგვიდგინა სამი ულამაზესი გოგო და ღიმილი გავცვალეთ ერთმანეთში
-ესენი კიდე ნინი, მარიამი და კესო - მეც გავაცანი არანაკლებ ლამაზი გოგოები.
ერთმანეთს ისე მელე გაუგეს მე და ლიზა გამოვშტერდით. ბოლოს უკვე მთელი კლუბი ჩვენს კისკისის ხმას მოეცვა
-ახლა არ მოვკვდე - მძლივს შესამჩნევად ამოიკნავლა ნინიმ და ლიზას და მარის ზურგს ამოაფარა თავი
-რა ხდება? - გაკვირვებულმა შევხედე
-დამიანე არის აქ, ილიაც და კიდე მაგათი სასტავი - ხმის კანკალით თქვა
-ეგენი ვინები არიან? - გაკვირვებულმა იკითხა ანამ
-იტოკში, დამიანე მოწონს ნინის, ილია კი ნინის დეიდაშვილია - ჩამოარაკრაკა კესომ
-ვაიმე საყვარელო - ლოყაზე მოჩმიკა ლიზამ და აკისკისდა
-აბა სად არიან? შევაფასო შენი სატრფო - თვალების ჟუჟუნი დაიწყო ლილემ
-მარცხნივ, კუთხეში - ყველამ ერთად გავიხედეთ და ნეტავ არ გამეხედა, ჩემი და ლუკას მზერა რომ გადაიკვეთა უცებ დამიარა ტანში ჟრუანტელებმა და თავი ისე სწრაფად მოვატრიალე ლმის კისერი მომტყდა
-გოგო ამ სიმპატიჩნ ბიჭებს გვიმალავდი? - მუჯლუგუნი გაკრა ანიმ ნინის და ამ უკანასკნელმაც სიმწრით გაიცინა - მოდიან - უდარდელად თქვა და მე და ნინის აფორიაქება წამში გამოიწვია
-რაა? - ერთად შევყვირეთ და ერთმანეთს საწყალი თვალებით შევხედეთ
-შენ რაღა გაყვირებს? - გაკვირვებულმა მკითხა ლიზამ
-ლუკაც იმათთან ერთად არის - დამნაშავეს ღიმილით შევხედე და კი დავიმსახურე თვალების ბრიალი
-სახლში მივალთ და მომიყვები ყველაფერს - აი ზუსტად ისეთი ტონით მითხრა მშობელთა კრების შემდეგ დედები რომ ემუქრებიან შვილებს სახლში მივალთ და გაჩვენებ მეო. ვაიმე რა მალაზღანდარავებს
-როგორ ხართ ძევუშკებო - ილია უცებ დაებერტყა თეკლას გვერდით და ამ უკანასკნელისგანაც მიიღო მკვლელი მზერა
-ილუშ რამდენი ხანია არ მინახავხარ ბიჭო - სწრაფად გადავეხვიე
-მეც გოგო და როგორ შეცვლილხარ, ისე გადექსუალურდი არ უნდა გაგკვირვებოდა რომ ვერ მეცნე და შენი დაკერვა დამეწყო - თვალი ჩამიკრა და დამატრიალა
-კაი ბიწო გაცელდი - მკლავზე ხელი ჩამოვუსვი და ავკისკისდი
-ეს რატო იმალება? - თვალებით ნინიზე მიმანიშნა
-სულაც არ ვიმალები - სწრაფად გასწორდა წელში და ვითომ უდარდელი მზერა დაიჭირა, მერე ილიას დაეჭყანა და სასმელი მოსვა
-შენს დაქალუშკებს არ გამაცნობ? - თვალი მოავლო გოგოებს და მზერა ისევ თეკლაზე შეაჩერა რომელიც უდარდელად იჯდა და საოცრად აიგნორებდა
-ლიზა, კესოს და მარის იცნობ, თეკლა, ანა და ლილე - მივანიშნე ვინ ვინ იყო და ამ დროის განმავლობაში პირველად გავბედე მზერა გამესწორებინა ლუკასთვის რომელიც თვალებით მჭამდა
-სასამოვნოა კრასავიცებო - ქვედა ტუჩის კუთხეში სიცილით იკბინა ილომ - მე ილია ვარ, ესენი კი ლუკა, ვატო და დამიანე
-მე ვიცნობ ლიზუს და სტასის - ეშმაკური ღიმილით გამიღიმა ლუკამ და თვალი ჩამიკრა - ლიზუ გიოლას დაა - სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი გადახვია, ლიზამ კი არც აცია არც აცხელა და მისი მკლავი უხეშად მოიცილა
-ვაა მართლა? - თვალები შუბლზე აუვიდა ვატოს
-რა საჭიროა მეორედ გამეორება როდესაც პირველადაც მშვენივრად გაიგე რა თქვა - არც ანამ დააკლო ღრენა, ნუ ეს დაქალური სოლიდარობა მაინც სულ სხვაა რა
-რა ბრაზიანები ხართ გოგოებო - ახარხარდა ილია
-არშემიძლია ეს უაზრო დიალოგები და წავალ მე ხო - უცებ წამოდგა თეკლა ფეხზე
-გაგაცილებ - უკან მიყვა ილიაც
-არ შეწუხდე, ჩემით წავალ - გოგოები გადაგვკოცნა - ბიჭებო გეტყოდით სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-თქო მაგრამ ტყუილები არ მიყვარს - მხრები აიჩეჩა და ნაგლურად გაუღიმა- ნახვამდი - და სწრაფად დატოვა ადგილა
-ჩემი სისტრაა - სიცილით გაიჯგიმა ლილე და ყველა ავყევით, ილომ კი მაინც ვერ მოისვენა და უკან გაყვა თეკლას

-წამომყევი - ხელი ჩამავლო ლუკამ და სწრაფად შემიყვანა ერთ ერთ ოთახში რომელიც კაბინეტი აღმოჩნდა - იცი რა ლამაზი ხარ - ხელიში ამიყვანა, თვითონ დივანზე დაჯდა მე კი კალთაში ჩამისვა ისე რომ ფეხები მასზე მქონდა გადაწყობილი და მკერდით მის მკერდს ვეყრდნობოდი
-კი ვიცი ხშირად მეუბნებიან ხოლმე - კეკლუცურად გავუღიმე და ისედაც გასწორებული მაისურის უფრო გასწორება დავუწყე
-შეეშვი ამას - უცებ გამიკავა ცალი ცელით ორივე ხელი, მეორე ხელით კი ჩემი სახე უფრო ახლოს მიიზიდა - აი ეს მარწყვის ტუჩები საოცრად მიზიდავენ - სწრაფად დამაცხრა ბაგეებზე და ჩემი გონების გათიშვაც გამოიწვია, მაისურში ჩავაფრინდი და მუჭში მოვიქციე როდესაც მისი ძლიერი ხელი საჯდომზე ვიგრძენი, ძლიერად მოიქცა მუჭში ჩემი ღირსება და უმალ გააპო ბაგეები კვნესის ნოტებმა - მიყვარს ასე რომ კრუტუნებ - კოცნებს შორის ამოთქვა და ისე მიმიზიდა უკვე ყველა ნაწილით მას ვეკვროდი
-საცვალთან ვგრძნობ თუ როგორ გიყვარს და აღგაგზნებს ჩემი კრუტუნი
-რატო იჩალიჩებ?
-რას? - თავი გამოვიდებილე
-კარგად ხვდები რასაც - კბილი ქვედა ტუჩზე გამომდო - რა ხარ ასეთი გოგო?! ვერ გელევი! სულ მინდა, რომ შენთან ვიყო და ეგ ლამაზი ტუჩები დაგიკოცნო
-როდის ერთხელ ვყოფილვარ წინააღმდეგი?

-მოყევი - სახლში მისვლისას თავის ოთახში შემაგდო ლიზამ და დაკითხვა დაიწყო, გოგოებიც გარს შემომეხვივნენ
-მოკლედ... - დავიწყე და მოვუყევი მთელი ისტორია, ლუკას ჩიხში პოვნიდან დღევანდელ კაბინეტის ამბამდე
-გიო მოგკლავს - თავში ხელი წაირტყა ლიზამ და საწოლზე უღონოდ გადაეშვა
-აუ რა ვქნა მომწონს?! პროსტრა რა ტანი, რა სახე, რა ლაპარაკი, თან ისე მიზიდავს ჩემი თავი რკინა მგონია
-აუ მეც მომეწონა რაღაც პონტში - მხრები აიჩეჩა მარიმ
-რა ხდება მაგათ შორის რატო ვერ ეწყობიან? - ყველასთვის საინტერესო კითხვა დასვა ნინიმ - დარწმუნებული ვარ ჩემი თეთრი ლომი და ილო ცუდ სასტავში არ გაიჩითებოდნენ
-აუ არ ვიცი, რაღაც სპორი მოუვიდათ ადრე და ხო იცი ჩვენებიც რა ხისთავიანები არიან?! ვერ დაივიწყეს ალბათ და გადაკიდებულები არიან
-აუ რა - მეც ამოვიზმუვლე და ლიზასავით საწოლში ჩავემხე - შენ შენს თეთრ ლომთან რას შვრები? - თვალების ჟუჟუნით მივუტრიალდი ნინის
-როგორც ყოველთვის არაფერს
-ერთი დამიანე რა გახდა? ამ სექსმა გოგომ როგორ ვერ უნდა მოაწონო თავი? - აბუზღუნდა ლილე
-აუ რავი არ მინდა ეს ხელოვნურობები და მერე ვითომ დაჯახებები და თავის მოწონებები
-აუ ისე ის ვატო რა კარგი ბიჭი იყო - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ანამ
-კაი ნუ კრუსუნებ თუ და ხარ - ახითხითდა ნინი
-მაცალე რა, რა მკაცრი გამოხედვა ქონდა ადგილზე მიმყინა
-არც შენ არ დაგიკლია სინაგლე
-ისე მართალია ტასო, თუ მოგეწონა რას ენაგლებოდი?
-აუ მე რა ვიცი?!
-ატრაკებთ სუყველა ერთად და ცალ ცალკე
-ოჰ კესა აჭიკჭიკდი? არავინ არ მომეწონა და ვარ ჩიტივითო
-ყასნად დებო - ახითხითდა და ცეკვა დაიწყო - ისე მგონია რო თეკლას და ილოს შორის მაგარი ცეცხლი ლავსთორი აიწევა
-ჩემმა ილომ ვინმეს თვალი თუ დაადგა მანდ არის ყველაფერი დასრულებული - გადაჭრით თქვა ნინიმ
-ოო კაი გეყოთ ბიჭების განხილვა და გაერთეთ რა ცოტა, იმათთან ვერ გავაქნიე თეძო ჩემს გემოზე - კესოს გვერდით ამოუდგა მარი და ცეკვა დაიწყო
-ესენი ვის არ გაამხიარულებენ - სიცილი დავიწყეთ და ბოლოს ყველა ავცეკვდით, თან ბოლო ხმაზე გვქონდა მუსიკა ჩართული და ერთმანეთს ბალიშებს ვესროდით
-გოგო დაუწიეთ ცოტა, საბა და დიტო არიან ფეხბურთს ვუყურებთ და მოგვეტ*ნა ტვინი - ჩხუბით შემოვიდა გიო და მუსიკა გამორთო
-აუ დღეს ჩემს პონტში ჩა*მის დღეა თუ რა მაფიაა? - დაღლილი მიესვენა კესო დივანს და აბუზღუნდა
-რა სიტყვებია პატარა გოგო?
-ამის მერე ყურებზე აიფარე ხოლმე ხელი თორე ხიხია ასეთი სიტყვები შენთვის
-შენ და შენს მეგობრებს ენა რომ არ გქონდეთ რა გეშველებოდათ - ლიზას გადახედა და მერე თავის ქანტურით გავიდა ოთახიდან
-ო მაი ღმერთო ეს ზევსის გარე ბიძაშვილი ვინ იყო? - უცებ წამოენთო კესო
-ჩემი ძმა
-მერე ასეთ ბიჭს მიმალავდი გოგო - ბალიში ესროლა - ამითუხთუხა ამ მშვიდ ძევუშკას დაწყნარებული ჰორმონები... სიყვა ყავს? - თვალების ჟუჟუნით კითხა
-აუ არა ამას ვინ გაუძლებს - ხელი ჩავიქნიე - ისე ერთი შენნაირი არ აწყენს
-მოვათვინიერებ - კარგი ბაბულიკასავით თქვა და ყველას სიცილი აგვიტყდა
-შენ თუ სვან კაცს მოათვინიარებ მაშინ კაი
-სვანია ხო?
-ამის სისუსტე სვანები არიან - განმარტა მარიმ
-ვაიმე საყვარელი - უცებ მოთბა და ბალიში გულში ჩაიკრა - რა ქვია?
-გიო - სიცილით უთხრა ლიზამ
-სვანი გიოლა
-გიოლა არ დაუძახო გაჭედავს
-აი ზუსტად მაგიტო დავუძახებ გიოლას - ენა გამოგვიყო - ამ ოთახში როგორ მკეტავთ როდესაც ქვევით ის ზევსი მელოდება?! აეყარეთ და ჩავლაგდეთ დროზე! მე ძაან გავშინაურდი ხო? - სიცილით გადახედა ლიზას
-ხო ხო წამოდი მომავალ რძალს სამზარეულო უნდა დავათვარიელებინო
-სადშეგვიძლია ნუუ, რა მული მყავს ინატრეთ თქვენც ლიზუსნაირი ვინმე რო გაგეჩითოთ - თვალი ჩაგვიკრა და ლიზასთან ერთად დაეშვა კიბეებზე ჩვენ კი ცხვრის ფარასავით უკან მივყევით
-ბიჭებს სალამი - გვერდძე მივუჯექი კოტეს
-ვაა სტასოჩკები, რამდენი ხანია არ მინახავხარ გოგო - კალთაში გადამისვა და მადლიანად ჩამპროშნა
-შენ ვერ ეშვები შენს ნაშებს და ვიღას ახსოვს სტასია - მიგესლა ლიზამ
-გველის სისინის ხმა მესმის
-თქვენ სულ ნუ ჭამთ ერთმანეთს - ლოყაზე მოვჩმიკე კოტე
-შენი ხათრით სტასი



აი მეც დავბრუნდი ახალი ისტორიით და ახალი წყვილებით❤️ იმდენად მომენატრეთ უთქვენოდ ვეღარ გავძელი, როგორც კი ძველი კომენტარები წავიკითხე მაშინვე წამიცდა ხელი ისტორიის ასატვირთად❤️ იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ❤️



№1  offline წევრი forever-321

უუიიიი მაგარია მეკეტება ასეთებზე

 


№2  offline წევრი artificial

forever-321
უუიიიი მაგარია მეკეტება ასეთებზე

ჯერ სად ხარ სადღაც რვა წყვილზე გელოდება ისტორია (ამათი სასტავიდან) ❤️

 


№3  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent