შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰაერში #1


11-04-2019, 01:57
ავტორი _scorpioni_
ნანახია 1 010

ვფიცავ,
ყველა ჰაერი
ყველა სუნთქვა
ყველა წყალი
ყველა მიწა
ყველა მთვარე
ყველა ვარსკვლავი
ყველა ღრუბელი
ყველა მზე
ყველა ფერი
ყველა პლანეტა
ღირს,რომ შენში
გაგიჟდეს
და
იწამო.


ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა ფრთები გეძლევა მიწასთან ერთად
არიცი ვისით
არიცი როდის
არიცი სად
არიცი როგორ
არიცი რამდენჯერ
აფრინდები
დაეცემი
გაცოცხლდები
მოკვდები
დაიღლები
დაცარიელდები
აივსები
დასუსტდები
და
გაძლიერდები.


ბოლოს კი ამ ისტორიის მსგავსად რჩები
აღელვებული,გაფრენილი და ავსებული.



***
“ინტერვიუ პირველი”

-იცნობდით დაზარალებულებს ?_ინტერესით კითხულობს ახალგაზრდა ჟურნალისტი.
-გოგონა,რომ არ ვიცნობდე და ვმეგობრობდე მათთან ან რატომ დამიკავშირდებოდით ან რატომ მთხოვდით ინტერვიუს?_უხეშად პასუხობს და ქუსლიან ფეხსაცმელს ნერვიულად ათამაშებს.
-უბრალოდ წესია ასეთი
-თქვენი აზრით, ფორმალობებისთვის და წესრიგისთვის მცალია ახლა ? დროულად მკითხეთ,რაც გაინტერესებთ საავადმყოფოში მელოდებიან.
მადლობა უთხარით ნუცას,რომ ჟურნალისტია და მეც კეთილი გული მაქვს.
-დიახ,მესმის! მაშინ აქედან დავიწყოთ, როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
-15 წლის ვიყავი,როცა სანდრომ ნია გამაცნო. ზღვაზე ვიყავით,ზაფხული,ბიჭები,გართობა და ხომ გესმით, მალე დავუახლოვდით ერთმანეთს,მიუხედავად იმისა,რომ თავიდან არმომწონდა,არვიცი რატომ,უბრალოდ ახალი იყო და თავიდანვე ვერ გადავუშალე გული მისგან განსხვავებით.
ნია არ ჰგავდა მისი ასაკის გოგონებს.
ყოველთვის განსხვავებული აზრი და შეხედულება ჰქონდა ჯიუტ და ცვალებად ხასიათთან ერთად,ამის გამო კი საზოგადოების ნახევარს ხან უყვარდა ხანაც კი ეზიზღებოდა. გარედან ძალიან ცივი ჩანდა,მაგრამ შინაგანად უზომოდ თბილი და კარგი იყო.
მეორე დღეს ვიღაც გოგოსთან მორიგი ჩხუბი მოუვიდა,მე გავაშველე და იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.
3 თვეში ისე ავეწყვეთ და დავუახლოვდით ერთმანეთს,რომ ჩვენთვითონაც არ გვჯეროდა.
მერე სკოლა იწყებოდა და ნიაც თბილისსში უნდა წასულიყო.
მიუხედავად მისი წასვლისა, მართლა არვიცი როგორ,მაგრამ ყოველი დღის ყველა საათში ვეკონტაქტებოდით და არ ვტოვებდით ერთმანეთს.
18წლის შესრულებისას, რათქმაუნდა სასწავლებლად თბილისსში გადმოვდიოდი.
ნიასთან ერთად ყოფნა სკოლის დამთავრების სიხარულზე მეტი იყო,ამის შემდეგ კი არაფერი აღარ გვაშორებს.
არვიცი,როგორ მაგრამ მიუხედავად ამდენწლიანი მეგობრობისა მე და ნიას არც ერთხელ არ გვიჩხუბია! მაგრამ ამას ახსნაც აქვს,რადგან ჩემი ნახევარი ნაწილი ნიაში ცხოვრობს,ხოლო მისი ნახევარი ჩემში.
დიახ,ასე იყო! შემდეგი კითხვა ?
-როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა საბასთან ?
-საბა ეროვნულ გამოცდებზე გავიცანი. ზედმეტი ნერვიულობისგან,რაც ხშირად მჩვევია გული წამივიდა და ბედზე იქვე საბაც ყოფილა,მან გადამარჩინა კრუნჩხვებისგან და მერე ალბათ სიკვდილისგანაც. გამოცდების ჩაბარების შემდეგ დამეკონტაქტა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.
შემდეგ საბას სწავლა საზღვარგარეთ მოუწია და მალევე წავიდა ამერიკაში.
ამის შემდეგ ნიას თუაღარ,მაშინ საბას ვნატრობდი.
ვერ აგიხსნით ჩვენს მეგობრობას და სიყვარულს,ზოგჯერ ნიაც კი ეჭვიანობდა უცნობ საბაზე.
შემდეგ სწავლა დავასრულეთ, მე თეატრალურზე წარმატებით ჩავაბარე და გავხდი მსახიობი.
სწორედ ამ დღეს ავღნიშნავდით მეგობრები,როცა მოულოდნელად თავზე დამადგა უკვე შემდგარი ბიზნესმენი საბა და დარჩა თბილისსში,ისევე როგორც ჩვენი მეგობრობა.
შემდეგი კითხვა ?
-რა ურთიერთობა გაკავშირებთ სანდროსთან ?
-გოგონა,თქვენ დამცინით ?_ქერა ოდნავ მოიხარა და დიდი ლურჯი თვალებით ჩააშტერდა “მსხვერპლ ჟურნალისტს”.
-კარგით,დავუბრუნდეთ “საბას და ნიას”
-დროულად რა
-რა ურთიერთობა აკავშირებთ ზუსტად საბას და ნიას ?
-საბა და ნია ერთად არასდროს არ ყოფილან, კონკრეტული და ზუსტი სტატუსი ურთიერთობისა თქვენ კიარა მთელ სამეგობროს გვაინტერესებს,მაგრამ ვერ, არაა.
-ანუ არც მეგობრები არიან და არც შეყვარებულები
-ასე გამოდის, კიდევ გაქვთ შეკითხვები ?
-ბოლო,გთხოვთ!_მუდარით ახედა სათვალეებიდან გოგონამ.
-გისმენთ
-ალექსანდრე ბოჭორიშვილზე რას გვეტყვით ? სად არის ახლა ?
-სანდრო საბერძნეთიდან მოფრინავს და ერთს გირჩევთ,მას არ ჰკითხოთ ინტერვიუზე არაფერი,თორემ მაგ თქვენი “ახალგაზრდული გამომცემლობიანად” გაგაქრობთ ისე,რომ ნუცასაც არ მოუსმენს.
-მადლობთ ყველაფრისთვის,ქალბატონო ნინა
-ისე გინდა მეორედაც მოვიდე ?
-რაა ? დი.. დიახ!
-მაშინ კალათბურთელი,რომ გყავს შეყვარებული-გიორგი ეგ მომიკითხე_თვალი ჩაუკრა და შენობიდან ისე გამოვიდა, უკან არც მიუხედავს, სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და გავარდა “იმედში”.


“კლინიკა-იმედი”
იმედი ?
ეგ კლინიკა მართლა იმედი იყო ყველა იქ მყოფისთვის და არ მყოფისთვის.
ორი სხეული
ერთი გული
ერთი სული
ერთი ნაწილი
ერთი უჯრედი
“ყველაფერი" ერთად იყვნენ.


ერთ საოპერაციო ოთახში
ხელიხელ ჩაკიდებულნი
ერთად ებრძოდნენ სიკვდილს!
სიკვდილს,რომელსაც ასე არ სჯეროდათ
არავის,არც მათ
იმიტომ რომ ერთად სიკვდილი კიარა
თვით ღმერთიც ვერ მოერევათ.

მიზეზი ?
ავარია იყო.
იმდენად მაღლა
იმდენად შორს,რომ
პირველად!
პირველად იფრინეს ასე დაცემულად.
მოხდა რაღაც,ეგ ყველამ იცის,რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში
ან საბა დაიჭერდა საჭეს
ან ნია.
რაღაც მოხდა, ისეთი,რაც მერე უნდა გა’იხსნას.

ყველა იქ იყო!
ნიას დედა, მამა,დორა(ბებია),2 კოლეგა,3 მეზობელი და 2 უბნელი ბიჭიც.
საბას დედა,მამა,ძმა,ძაღლი და მთელი ვერა.
ორივეს- ნინა დევდარიანი,ელენე ზეცაშვილი,ნუცა აბაშიძე,ვაკო პაპასკირი,ბექა გამრეკელი და აკო ბიბილური.
ბოჭორიშვილი ?
ალექსანდრე ?
2 წუთში ისიც იქ იყო,პირდაპირ საბერძნეთიდან.
ეს სამეგობრო ?
უნდა ხო ახსნა ?
უნდა კი ?
მე არ დამეზარება,თორემ თქვენ დაჯექით და მისმინეთ.

თბილისს რა სამეგობრო წრე არ ჰყოლია
რა წყვილები
რა ურთიერთობები
მაგრამ დღევანდელ დღეს ?
იშვიათად რა.
თითქმის ყველა ღრმა თინეიჯერობიდან მოდიან ერთად
ერთმაენთთან ზოგს მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებს,მაგრამ
ამ ფაქტს და სტატუსებს
ერთად არასდროს არ განიხილავენ
და
არც აპირებენ.

თავისუფლად ურჩევნიათ რა,უსაზღვროდ
როგორც საბას და ნიას,ისე
დევდარიანს და გამრეკელს,
ზეცაშვილს და პაპასკირს.

ალექსანდრე და ნუცა, უბრალოდ
აბაშიძე და ბოჭორიშვილი იყვნენ.
მაგათ არც საზღვრები სჭირდებოდათ
და
არანაირი ჩაღრმავება/ჩაცინება/გაფაქტვა
უბრალოდ
ნუცა სანდროსი იყო
და
სანდრო ნუცასი.

არავინ არ იყო დაწყვილებული
არავინ!
მხოლოდ მაშინ,როცა განცალკევდებოდნენ
განა,დაწესებული იყო ?
უბრალოდ არ უნდოდათ
და
ეს ასეც გამოდიოდა.

ეს ყველა სათითაოდ,რომ არ აგიღწეროთ უბრალოდ არ გამოვა,რა
ხოდა, დასხედით და მომისმინეთ.


*ნინა დევდარიანი*
ნინა ყოველთვის ვიდიანი გოგო.
პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ცეკვის ნიჭით, პარამეტრები ხომ უწყობდა და უწყობდა ყველაფერში ხელს,მაგრამ ცეკვა ?
დამეფიცება, ყველაზე მეტად უხდება ამ გოგოს ქართული ცეკვები.
მუქი ქერა, სქელი,ხვეული თმა, უგრძელესი ფეხები,სანდროსთვის უზომოდ ლამაზი ჭიპი(აქ გაიცინეთ),პატარა წელი,გრძელი თითები, გამოკვეთილი ტუჩები და ღიმილი, ლურჯი,დიდი თვალები ყოველთვის შესამჩნევი იყო და იქნება!
ნიორაძე ისეთი გოგო იყო,ესეთი სილამაზის მიუხედავად,მაინც არ მოსწონდა საკუთბექარი თავი,ყოველთვის უკვირდა და ახლაც,რომ უთხრათ უზომოდ ლამაზი ხარო, ჯერ გაწითლდება და მერე სიცილით გეტყვით,მე რა მაქვს ლამაზიო,როცა სათითაოდ აქვს ჩამოსათვლელი ყველაფერი.
ნინა უზომოდ, უსაზღვროდ პოზიტიურია
ყველაფერზე მეტად უყვარს სიცოცხლე და არასდროს არ დაუთმია ის.
ნინა მზეა,რომელიც ყველასთან ასხივებს,მიუხედავად ყველაფრისა
როგორც არ უნდა უჭირდეს,არასდროს არ დაგანახებს ცრემლებს!
არასდროს! (ბექა არ ითვლება)
ბრაზი ?
მწარე ენა ?
თუ ღირსი იყავი, უზომოდ იცოდა და არც დაგინდობდა.
პატიება ?
შეიძლება არ გამოეხატა,მაგრამ გულში ყოველთვის პატიობდა.
ყოველთვის განიცდიდა
ყოველთვის გრძნობდა
და უზომოდ
უზომოდ ღირსეული იყო ყველას მიმართ!
ნინასთვის უპირველესი იყო ოჯახი,სამეგობრო,ბექა,თეატრი და ძილი.
თეატრი მისი მეორე სახლი იყო,სადაც იხსნებოდა და გიჟდებოდა.
მსგავსი მსახიობი ?
მსგავსი შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე?
“ჰოლივუდშიც” არ ჰყოლიათ.
ყოველთვის წესრიგში იყო
სახლიდან ცუდ ფორმაში გამოსულს მაგ გოგოს ვერ დაინახავდით!
უბრალოდ შეუძლებელზე შეუძლებელი იყო.
განა მაკიაჟით დადიოდა ?
უბრალოდ ყოველთვის თავისებურად იყო დახვეწილი და ნათელი.
ნინა არასდროს არსად არაა შეუმჩნეველი!
მაგ გოგოს იმხელა რაოდენობის “პაკლონიკი” ჰყავს,ჩვეულებრივად შეგვიძლია გავუტოლოთ სახელმწიფოს ჯარსაც.
დიდი სანაცნობო ჰყავდა
ყველამ იცოდა ნინა ნიორაძე
ვინ იყო
რას წარმოიდგენდა
რას აკეთებდა
რა უყვარდა
როდის მიდიოდა ზღვაზე
სად გიჟდებოდა
და
ვისი იყო.
მე თუ მკითხავთ, მსგავსი გაწონასწორებული და იდეალური გოგო თბილისში მართლა იშვიათია.


*ბექა გამრეკელი*
ბექა გამრეკელი იყო ბიჭი,რომელსაც ეკუთვნოდა ნინა დევდარიანი და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,რაოდენ დიდი და ძლიერია, რაოდენ მაღალი და “გაფრენილია” თავის ანგელოზთან ერთად.
ბექასთვის ნინა ანგელოზი იყო
და
პირიქით.
ბექაზე ძლიერი, შორი და ამავდროულად ყველაზე ახლო ნინასთვის არც არავინ ყოფილა და არც იქნება.
ბექას სწორი,ბოლოში აპრეხილი ცხვირი,დიდი სავსე ტუჩები, თაფლისფერი,ღრმა,ჭინკებიანი თვალები და ტალღოვანი თმები,დინჯი სიარულის მანერა, მიმზიდველი სიცილი და მზერა ყველასთვის დიდი სუსტი წერტილი იყო.
ბექა ყველას უყვარდა
ბექა ყველას მოსწონდა
ბექა ყველას უნდოდა,მიუხედავად იმისა,რომ იმედს არავის აძლევდა (ნინა აქაც არ ითვლება).
ბექა რთული იყო და ამავდროულად ადვილი,რომლის “მორჯულებაც” მხოლოდ დევდარიანს შეეძლო.
როდიდან ?
ნინა მაშინაც 14წლის იყო, თინეიჯერი ლამაზი გოგო
ბექამ დაინახა თუარა,მაშინვე მისი გახდა.
ნინა ბექას გულისთვის,სულისთვის, ცხოვრების წესისთვის სხივი იყო,რომლის გაგდებასაც ბექა ყოველთვის ცდილობდა,მაგრამ ნინას ვერ უშვებდა.
დევდარიანი მხოლოდ მისი იყო
მისი ანგელოზი.
მე ვერ აგიღწერთ,რამდენად ლამაზი წყვილი იყო
რამდენად შეუძლებელი და რამდენად რადიკალური
რამდენად გაფრენილი და ავსილი
ყოველთვის ერთად იყვნენ!
ვერავინ
ვერცერთი ბექას გოგო
და
ვერცერთი ნინას ბიჭი
ვერ ჩადგებოდა მათ შორის,რადგან
დევდარიანი და გამრეკელი იყვნენ.

ბექა რთული, ქუჩური და ამავდროულად კარგი ცხოვრებით მიჰყვებოდა დროს.
გამრეკელი ყოველთვის ძლიერი შვილი,მეგობარი,ძმაკაცი და ახლობელი იყო.
თავს მოიკლავდა და შენ დაგიცავდა,თავს მოიკლავდა და შენთვის გასწირავდა თავს
ბექა თითქმის საყრდენი იყო.
დევდარიანი ხსნიდა მას და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო იკარგებოდა მასში.
მასში ხედავდა და გრძნობდა იმ სითბოს,რომლის გამოფენასაც ყოველთვის ახერხებდა…
მე ?
მე რა შემიძლია, კიდევ ?
ამ ბექას და ნინას ვერავინ აღწერს ცალცალკე რა
გინდა,თუ არა ან ერთი უნდა ახსენო ან მეორე
სხვაგვარად არ შეიძლება.


*ალექსანდრე ბოჭორიშვილიდან-ნუცა აბაშიძემდე”
ალექსანდრე ?
სანდრო ?
“მათი ღმერთი” ?
“მათი ჭიპი” ?
ამ ბიჭს იმდენი ზედმეტსახელი ჰქონდა ვერც გარე საზოგადოება ვერ დაიჯერებს და ვერც თქვენ.
ასე იყო.
ამ სამეგობროსა და ოჯახის გარდა ‘სანდროს’ ყველა ალექსანდრედ იცნობდა.
ნაგლობა და სიუხეშე ?
ამ ბიჭის იყო.
უბრალოდ ამ ბიჭის იყო და წერტილი.
გარედან ასე იყო
გარედან ყველაფერი სხვანაირად იყო,რადგან
შიგნით
შიგნიდან სანდრო ყველაზე თბილი იყო.
ბოჭორიშვილი ყველაზე ღირსეული იყო
ყველაზე სამართლიანი
ყველაზე მგრძნობიარე
ყველაზე სუფთა
ყველაზე გიჟი
ყველაზე გაფრენილი
და მაინც დარჩენილი
ათასჯერ დაცემული
და
ათასჯერვე წამომდგარი.
სანდრო ყველაზე იდეალური იყო,რასაც ყველა აღიარებდა,გარდა საკუთარი თავისა.
გარეგნობა ?
როგორი სიმპატიური და უზომოდ მომხიბვლელი იყო,ისეთივე იყო შიგნიდანაც.
ბოჭორიშვილი იყო ბიჭი,რომელიც მაშინვე მიგახვედრებდა
ერთი მზერიტ,ერთი სიტყვით, ერთი ზრუნვით ან კრახით ვინ იყავი,რას წარმოადგენდი,რამდენი და სადამდე შეგეძლო, როგორ გიყვარდა და როგორ სუნთქავდი.

სანდროსნაირი საამაყო შვილი არავის არ ჰყოლია
სანდროსნაირი შეყვარებული არავის არ ჰყოლია
სანდროსნაირი ძმაკაცი არავის არ ჰყოლია
სანდროსნაირი მონათესავე სული და მსმენელი არავის არ ჰყოლია
სანდროზე იმდენად ბევრი რამაა სათქმელი, არათუ დაწერა არამედ ლაპარაკიც ვერ გამოვა.
სანდრო სამეგობროში სულ “სანდრო” იყო და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა გარეთ მყოფ “ალექსანდრეს”.

ალექსანდრე ბოჭორიშვილი თბილისის კოლორიტი შვილი იყო
ბიჭი,რომელზეც გოგოები უბრალოდ გიჟდებოდნენ.

სანდროს ?
სანდროს უყვარდა ოჯახი,მაქსი,ნუცა,საბა,მეგობრები,კალათბურთი და თბილისი.
მაქსი სანდროს მეორე ნახევარი იყო,უბრალოდ ამ შემთხვევაში ძაღლი.
მასსავით ლამაზი თვალებით.
სანდროს გარეგნობას შეუძლებელია, ვერ აღწერთ იმდენად ლ ა მ ა ზ ი ა.

სანდრო რთული იყო
ძალიან.
მაგრამ ნუცა ?
აქრობდა, ანელებდა მასში ჩამგდარ ცეცხლს
ნუცა შემდგარი,ულამაზესი,უგრძესი და უნაზესი ტანის პატრონი იყო,ზუსტად ისეთი,როგორზეც ბოჭორიშვილს ეკეტება!
ამ ბიჭს ეს თვისება არც ვიცი,როგორ უნდა ჩავუთვალოთ,მაგრამ სხეულს და ტანს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ნუცა ?
ნუცა ამაყი,პრინციპული ჟურნალისტი,ძლიერი და ამავდროულად ყველაზე ნაზი არსება იყო დედამიწაზე თავისი მწვანე სფეროებით, დიდი ტუჩებით, გამოკვეთილი ფორმებით და ქარიზმით,რაც სრულიად საკმარისი იყო ბოჭორიშვილის “დასამორჩილებლად”.
აბაშიძე სანდროსთვის ?
ნარკოტიკივით იყო
და
პირიქით.
ერთად ცხოვრობდნენ
ერთად სუნთქავდნენ
ერთად უყვარდათ
და
ეს ყველაფერი უკვე საკმარისი იყო
თვით
“ყველაფრისთვის”.



*ელენე ზეცაშვილი და ვაკო პაპასკირი*
ყველაზე პატარა
ყველაზე ჰაეროვანი
ყველაზე ლურჯი
ყველაზე ზეციერი
წყვილი თუ გინდათ
შეხედეთ მათ და მიხვდებით,რასაც გიღწერთ.

ელენე და ვაკო პატარაობიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს
ელენე წერდა
ვაკო ხატავდა
ეს ორი ხელოვნებასთან უზომოდ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი.
ვაკო სულ ელენეს ხატავდა
ელენე სულ ვაკოზე წერდა
იშვიათად საუბრობდნენ სიყვარულზე
და
იშვიათად გამოხატავდნენ სითბოს.
ყველაზე მშვიდი
და
‘ზეციური’ დუეტი იყო.

ცალ-ცალკე ?
ელენე ისევ ისეთი იყო,ვაკო კი პირიქით.
ვაკოს დიდი მხარე ელენეს ეჭირა,თუმცა პაპასკირის მეორე მხარე მეტად იმპულსური და ფეთქებადი იყო.
ამის ჩასახშობად ?
ზეცაშვილის ნაზი,გამოკვეთილი,თეთრი კანი, ჭაობისფერი, დიდი თვალები, სუსტი ტანი,შავი თმები და ნაზი ხმა იყო მხოლოდ საჭირო.
ვერავინ ხსნიდა რას უკეთებდა ეს გოგო ვაკოს,მაგრამ ფაქტია ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულნი.

მეგობრები ?
უყვარდათ ხელოვნებაზე მეტად.


*აკო ბიბილური*

აკო და მისი ერა
აკო და მისი ხასიათი
აკო და მისი პიროვნება
აკო და მისი ადამიანობა
აკო და მისი არსებობა
იყო ყველაზე
არაორდინალური
არაჩვეულებრივი
ყველაზე გიჟური
და
ყველაზე თავისუფალი.
აკოს არც ჰყვარებია,მაგრამ
ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს.

თქვენ გინახავთ ადამიანი,რომელიც კვირაში სამჯერ მაინც მიდის საზღვარგარეთ,უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ტრადიციული კერძი მოუნდა ?
თქვენ გინახავთ ადამიანი,რომელიც მეგობრის (ნიას) ბებიასთან ერთად უყურებს ყოველ ოთხშაბათს თურქულ სერიალს და თან სიამოვნებით ?
თქვენ გინახავთ ადამიანი,რომელიც მუდამ იცინოდეს ?
თქვენ გინახავთ ადამიანი,რომელიც მუდამ გართობაზე ფიქრობს ?
აკო ბიბილური ყველაზე მხიარული ადამიანია მთელ პლანეტაზე.
ყველაზე.
ყველანაირ სიტუაციასა და დროში, ვერასდროს ვერ ნახავთ მას გატეხილს!
ვერასდროს! და ყველაზე საოცრება ისაა,რომ ეს ყოველივე ყალბი არააა.

აკო უყვარდათ
მოსწონდათ
უნდოდათ,მაგრამ ბიბილური
მაინც”შინაბერობას” არჩევდა,რადგან არც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა და მითუმეტეს არც ქორწილი.
ეს ბიჭი უბრალოდ ჰაერში იყო გამოიკდებული დიდი სიყვარულით დიდ სამეგობროსთან ერთად.


**
ჰაერში იყვნენ
ასე და ამგვარად.
ყოველთვის ერთად
ყოველთვის სუფთად
ყოველთვის გულწრფელად
ყოველთვის ჰაერში
დაუცემლად!
რის გამოც ახლა გამოჰყავთ საოპერაციოდან ორჯერ გაჩერებული გულით ორი სხეული ერთი სულით!



№1  offline წევრი LaLiDze

მიყვარს მსგავსი ტიპის ისტორიები.
გელოდები <3

 


№2 სტუმარი Gegi

Au ragacnairia,dzaan lamazi ra da tan axlo
Kargi stilia,shenia da gixdeba
Meore Tavs cvetshi veli.

 


№3 სტუმარი სტუმარი Nina

კითხვა არ მბეზრდებოდა... ❤

 


№4  offline წევრი _scorpioni_

LaLiDze
მიყვარს მსგავსი ტიპის ისტორიები.
გელოდები <3


heart_eyes

Gegi
Au ragacnairia,dzaan lamazi ra da tan axlo
Kargi stilia,shenia da gixdeba
Meore Tavs cvetshi veli.

მადლობა heart_eyes აუცილებლად იქნება მეორე თავიც,მალე.

სტუმარი Nina
კითხვა არ მბეზრდებოდა... ❤


მე შენზე წერა არ მომბეზრდება,ნინა... stuck_out_tongue

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent