ზიზღნარევი სიყვარული (თავი6)
მარიამი მუშაობას შეუდგა, ისეთი გახარებული იყო რომ სულ დაავიწყდა ალექსანდრე და მისი დამცინავი გამოხედვა რომელიც მუდამ იმას აგრძნობინებდა რამხელა სხვაობაა მათშორის,რამხელა უფსკრული... მაგრამ ერთი დამღლელი სამუშაოს დღის ბოლოს მარიამი მენეჯერმა მაგიდის ასალაგებლად გაგზავნა, მარიამმს გაუკვირდა რადგან სხვა მაგიდას ალაგებდა,თუმცა ის შეასრულა რაც უბრძანეს და თავდახრილი მიადგა მაგიდას,რომელსაც რამდენიმე ბიჭი ელოდა, მარიამმა ერთ წამს თავი ასწია და ადგილზე გაქვავდა სუნთქვა გაუჩერდა,თვალები აუჭრელდა, თითქოს გაბრუვდა, გონს ალექსის ხმამ მოიყვანა: -ფულს დაშტერებაში გიხდიან?- მარიამი გონს მოეგო, მას მიაჩერდა მრისხანე მზერით, მაგრამ ისევ ჩაყლაპა მისი თავხედობა, რადგან სხვა გამოსავალი არ ქონდა, უხმოთ აალაგა მაგიდა სინზე დააწყო წასაღები თეფშები და ჭიქები, მაგიდის წმენდას რომ შეუდგა ალექსანდრემ მაჯაში ხელი წაავლო -დაიკო როგორააა?-მარიამმა შეხედა, გაღიზიანებულმა, თავი ძლივს მოთოკა რომარ ეყვირა მისთვის,მერე ჩააშტერდა ამღვრეულ თვალებში, ცდილობდა რამე ამოეკითხა, მაგრამ თვალებიც ისეთივე ბნელი, ცივი და არაფრისმთქმელი იყო როგორც მისი სული. -შენი წყალობით კარგად-უთხრა ნაძალასევი თავაზიანობით. -მიდი დროზე აალაგე-ხელი უხეშად გაუშვა ალექსანდრემ და ბიჭებს მიუბრუნდა, მარიამმა სასწრაფოთ გადაწმინდა მაგიდა და გაეცალა მათ. ხალხის სიმრავლის გამო შინ გვიან გაუშვეს, ანა კი შეშინებული ელოდა და რომ მივიდა დას ჩაეხუტა -როგრციქნა მოხვედი მარიამ ძალიან შემეშინდა-მარიამს გაეცინა და უფრო ჩაეიხუტა და -ნუ სულელობ უკვე ჩვიდმეტის ხარ- დას თმაზე მოეფერა და ერთად დაიძინეს ალექსანდრე კიდევ ერთხელ მივიდა იმ რესტორანში სადაც მარიამი მუშაობდა, მაგრამ გოგონამ დააიგნორა ისინი და ახლოსაც არ გაკარებია მათ გარშემო მაგიდებსაც კი, თუმცა გრძნობდა მის მწველ მზერას ზურგში და რაღაც სი- მძიმე იგრძნო სხეულში. თებერვალი იწურებოდა მაგრამ მაინც ყინავდა, მარიამი შინ საშინლად შემცივნული მივიდა მაშინვე გიორგი იკითხა, მაგრამ როგორც ყოველთვის შინ არ დახვდა არადა დასვენების დღე იყო -ჯანდაბა სად დაეთრევა ეს ბიჭი? არც დღეა სახლში და არ ღამე-იჩხუბა თავისთვის და ჩაიდანი დაადგა გაზქურაზე ჭიქები გამოიღო ჩაისთვის და სკამი გამოახოხიალა რომ დამჯდარიყო, რამდსნიმე წამს ვერ გაიაზრა იატაკზე რატომ აღმოჩნდა, ანა სიცილისგან გადაბჟირდა -ფუ შენი ესეც გატყდა-დაიყვირა გაბრაზებულმა და ანა იმწამს გაჩუმდა, ერთი იმ აუტანელის ვალი გავისყუმროთ და მერე ნელნელა ვიყიდოთ ყველაფერი რაც გვჭირდება-ჩაილაპარაკა და გარეთ გაათრია გატეხილი სკამი. ირივეს ეძინა რომ კარებზე ბრახუნმა წამოაგდოთ მარიამი კარს ეცა და გაბრაზებულმა გააღო გიორგო როგორც ყოველთვის უზომოდ მთვრალი იყო, ფეხში ძლოვს იდგა და ხელში არყის ბოთლი ეჭირა,საშინლად ყარდა ალკოჰოლის და სიგარეტის მწარე სუნისგან,მარიამს ცხვირი აეწვა და დაიჭყანა -შემოეთრიე იდიოტო-უყვირა ძმას რომ გაფხიზლებულიყო, მერე სახლში შეათრია და დივანზე დააგდო. -ძალიან ცუდად გოვიქეცი-ამოიბლუყუნა და სახე დაემაჭა-ცუდად, ცუდად, ძალიან ცუდად-ამოიხრიალა სახეალეწილმა მარიამი თმაზე მოეფერა და მის სახეს დააკვირდა უცნაური ტკივილი რომ აღვეჭვოდა , შუბლი შეეჭმუხნა გიორგის და მარიამს გული მოეწურა, შუბლზე აკოცა, გიორგიმ თვალები გაახილა და დას ახედა არაფრისმთქმელი თვალებით -წავაგე-ამოილუღლუღა და თვალები დაეხუჭა, მარიამი ფეხზე წამოხტა, გულისცემა გაუჩერდა თვალთ დაუბნელდა ,,ითამაშა ისევ ითამაშა" იმეორებდა გონებაში,გაფითრდა ნერვიულობი- საგან და ძალაწართმეული სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.