ჭინკობისთვე (სრულად) +18
ჭინკა- მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება, „ქაჯი“ ჰაერის მცველი. ჭიკობისთვე სექტემბერია, ოქტომბერ-ნოემბერი ჭინკების სათარეშოდ ითვლება „ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად“ - აკაკი წერეთელი თავი 1 ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვირის დასაწისია, ჩემს სამ მეგობართან ნინისთან, სესილისთან და დათოსთან ერთად სამარშუტო ტაქსით იმერეთის ერთ პატარა სოფელში ვბრუნდები, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობს. მამა, როგორც იმერელი ბიჭებს უმრავლესობა ქალაქში წამოვიდა ბედის საძიებლად და მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემთვის სოფლის სიყვარული არ ჩაუნერგავს, აქაურობასთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. ბავშვობაში გატარებული რამდენიმე დღეც საკმარისი აღმოჩნდა რომ დამეფასებინა ბებიისა და ბაბუის უსაზღვრო სიყვარული და სითბო რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ, ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა რომ ბიჭი ვარ, “ოჯახის ბურჯი“ როგორც ძველებს სწამდათ. როცა წამოვიზარდე მამამ სოფელთან კავშირი გაწყვიტა და მთლიანად საქმეზე გადაერთო, შესაბამისად არც მე არავის დავყავდი სოფელში. ბებია გვსტუმრობდა ხოლმე სოფლის ნობათით და მალევე ბრუნდებოდა უკან, მიზეზი ყოველთვის ის იყო, რომ არ უნდოდა შევეწუხებინეთ, რაც უფრო ასაკში შედიოდა მით უფრო იშვიათად ახერხებდა ჩამოსვლას და ბოლოს მანაც შეწყვიტა ვიზიტები. დედას სოფელი დიდად არ მოსწონდა, მისთვის კომფორტული არ იყო და ამას ყოველთვის აღნიშნავდა როცა სოფელში წასვლას ვთხოვდი. წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე, სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებლობის განცდაც უფრო გამიმძაფრდა. მალე რთველიც ახლოვდებოდა, გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი, მინდოდა რამით დავხმარებოდი მოხუცებს. გავარკვე რომ სამარშუტო ტაქსი კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის ამ სოფლისკენ, ისიც ბოლომდე არ მიდის და გზის გავლა ფეხით უნდა გავაგრძელოთ. საბედნიეროდ ჩემი მეგობრებისათვის ეს ახალი გამოწვევა და თავგადასავალი გამოდგა. ჩვენ ბავშვობიდან ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ასაკითაც თითქმის ტოლები ვართ, სხვადასხვა უნუვერსიტეტებში ვსწავლობთ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის საუკეთესო მეგობრებად დავრჩეთ. წინა სკამს მუხლებით ვეყრდნობი, დაორთქლილ მინას ხელს ვუსვამ და ვხედავ როგორ ამაყად დაქვცქერის ნისლში გახვეული ყვითელი მთები. გარეთ ძლიერი წვიმაა. ფეხით სიარული ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ მძღოლს მშვიდი და სასაიმოვნო მელოდია აქვს ჩართული, რომელიც ამ ამინდს ძალიან უხდება და ყველანაირ პრობლებას გავიწყებს. მხოლოდ ჩვენ ოთხნი შემოვრჩით მგზავრებიდან და მძღოლი ჩვენს გამო გადიოდა ამ გზას. გვითხრა, რომ ერთი თვე მაინცაა რაც სოფელში არავინ წამოუყვანია, ხანში შესული ტიპიური იმერლი კაცი იყო, რომელიც ცდილობდა თავი არ მოებეზრებინა საუბრით, რამდენიმე საათიანმა მგზავრობამ ისიც დაღალა და ჩვენს მსგავსად ხმისამოურებლად გაჰყურებდა საქარე მინიდან მიხვეულ-მოხვეულ გზას. - გეგი! - სიჩუმე დაარღვია ნინიმ. მისკენ გავიხედე. ნინი და სესილი ჩემს გასწვრივ ისხდნენ ვიწრო, საკმაოდ მოუხერხებელ სკამებზე. წინ გადავიხარე რომ ნინისთის შემეხედა. ჩემს მზერას მისი გასაოცარი ცისფერი თვალები შეეფეთა და წამით სუნთქვა შემეკრა. ეს გოგო სრულყოფილებაა, თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობით და ცოტა უჩვეულო ხასიათით - მისმენ? - მკითხა მშვიდი ხმით და თლილი, გრძელი თითები გაშლილ თმებში შეიცურა. - ხო რა იყო? - მალე მივალთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.