ჭინკობისთვე
ჭინკა- მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება, „ქაჯი“ ჰაერის მცველი. ჭიკობისთვე სექტემბერია, ოქტომბერ-ნოემბერი ჭინკების სათარეშოდ ითვლება „ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად“ - აკაკი წერეთელი წიგნში მოთხრობილი ისტორეიების ნაწილი ნამდვილია! თავი 1 ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კვირის დასაწისია, ჩემს სამ მეგობართან ნინისთან, სესილისთან და დათოსთან ერთად სამარშუტო ტაქსით იმერეთის ერთ პატარა სოფელში ვბრუნდები, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მამა, როგორც იმერელი ბიჭებს უმრავლესობა ქალაქში წამოვიდა ბედის საძიებლად და მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემთვის სოფლის სიყვარული არ ჩაუნერგავს, აქაურობასთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. ბავშვობაში გატარებული რამდენიმე დღეც საკმარისი აღმოჩნდა რომ დამეფასებინა ბებიისა და ბაბუის უსაზღვრო სიყვარული და სითბო რასაც ჩემს მიმართ იჩენდნენ, ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა რომ ბიჭი ვარ, “ოჯახის ბურჯი“ როგორც ძველებს სწამდათ. როცა წამოვიზარდე მამამ სოფელთან კავშირი გაწყვიტა და მთლიანად საქმეზე გადაერთო, შესაბამისად არც მე არავის დავყავდი სოფელში. ბებია გვსტუმრობდა ხოლმე სოფლის ნობათით და მალევე ბრუნდებოდა უკან, მიზეზი ყოველთვის ის იყო, რომ არ უნდოდა შევეწუხებინეთ, რაც უფრო ასაკში შედიოდა მით უფრო იშვიათად ახერხებდა ჩამოსვლას და ბოლოს მანაც შეწყვიტა ვიზიტები. დედას სოფელი დიდად არ მოსწონდა, მისთვის კომფორტული არ იყო და ამას ყოველთვის აღნიშნავდა როცა სოფელში წასვლას ვთხოვდი. წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე, სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებლობის განცდაც უფრო გამიმძაფრდა. მალე რთველიც ახლოვდებოდა, გადავწყვიტე სოფელში წავსულიყავი, მინდოდა რამით დავხმარებოდი მოხუცებს. გავარკვე რომ სამარშუტო ტაქსი კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის ამ სოფლისკენ, ისიც ბოლომდე არ მიდის და გზის გავლა ფეხით უნდა გავაგრძელოთ. საბედნიეროდ ჩემი მეგობრებისათვის ეს ახალი გამოწვევა და თავგადასავალი გამოდგა. ჩვენ ბავშვობიდან ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ასაკითაც თითქმის ტოლები ვართ, სხვადასხვა უნუვერსიტეტებში ვსწავლობთ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის საუკეთესო მეგობრებად დავრჩეთ. წინა სკამს მუხლებით ვეყრდნობი, დაორთქლილ მინას ხელს ვუსვამ და ვხედავ როგორ ამაყად დაქვცქერის ნისლში გახვეული ყვითელი მთები. გარეთ ძლიერი წვიმაა. ფეხით სიარული ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ მძღოლს მშვიდი და სასაიმოვნო მელოდია აქვს ჩართული, რომელიც ამ ამინდს ძალიან უხდება და ყველანაირ პრობლებას გავიწყებს. მხოლოდ ჩვენ ოთხნი შემოვრჩით მგზავრებიდან და მძღოლი ჩვენს გამო გადიოდა ამ გზას. გვითხრა, რომ ერთი თვე მაინცაა რაც სოფელში არავინ წამოუყვანია, ხანში შესული ტიპიური იმერლი კაცი იყო, რომელიც ცდილობდა თავი არ მოებეზრებინა საუბრით, რამდენიმე საათიანმა მგზავრობამ ისიც დაღალა და ჩვენს მსგავსად ხმისამოურებლად გაჰყურებდა საქარე მინიდან მიხვეულ-მოხვეულ გზას. - გეგი! - სიჩუმე დაარღვია ნინიმ. მისკენ გავიხედე. ნინი და სესილი ჩემს გასწვრივ ისხდნენ ვიწრო, საკმაოდ მოუხერხებელ სკამებზე. წინ გადავიხარე რომ ნინისთის შემეხედა. ჩემს მზერას მისი გასაოცარი ცისფერი თვალები შეეფეთა და წამით სუნთქვა შემეკრა. ეს გოგო სრულყოფილებაა, თავისი არაჩვეულებრივი გარეგნობით და ცოტა უჩვეულო ხასიათით - მისმენ? - მკითხა მშვიდი ხმით და თლილი, გრძელი თითები გაშლილ თმებში შეიცურა. - ხო რა იყო? - მალე მივალთ? - არვიცი დიდი ხანია აქეთ არ ვყოფილვარ და გზა არ მახსოვს. წესით მალე უნდა ჩავიდეთ. - ვუღიმი და თვალს არ ვაშორებ. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, მაგრამ ხანდახან ამ სტატუსის გულწრფელობაში ეჭვი თვითონ მეპარება. არაფერს ვიმჩნევ, არც ჩემს გრძნობებზე და ფიქრებზე მისაუბრია ვინმესთან და არამგონია ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ ნინინი ჩვენს „მეგობრობაში“ დაეჭვებულიყო. ის უბრალოდ ძალიან ლამაზი გოგოა, კარგი ხასიათიც აქვს, იუმორიც, მაგრამ სიყვარული არამგონია ერქვას იმ გრძნობას, რასაც მის მიმართ ვრძნობ. ძალიან მომწონს და მეტი მინდა... მოკლედ გაურკვევლობაში ვარ. - ამ წვიმაში ფეხით სად უნდა წავიდეთ, არ აგვიყვანს? - მკითხა ჩემს გვერდით მჯდომმა დათომ. - არვიცი ვეტყვი და იმედია აგვიყვანს. რამე თბილი ჩასაცმელი წამოღებული გაქვს? - კი, ნინის იმდენი რამე აქვს, რომც არ წამომეღო ყველას გვეყოფოდა. - გამიღიმა დათომ და დაბალ წვერზე გრძელი თითები ჩამოისვა. - გავაფრთხილე, ამ გზაზე ბევრს ნურაფერს წამოიღებ ისედაც ცოტახანს ვრჩებით მეთქი, ახლა თავის თავს დააბრალოს, ათრიოს ამდენი ჩანთა მარტომ. -ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და კვლავ ფანჯრისკენ მივმართე მზერა. - ხომ არ ჯობია მძღოლს ახლა დაველაპარაკო? - მოიცადე იქნებ ისედაც ავყავართ. - რამდენიმე წუთში მანქანა მთის ძირში გაჩერდა. მძღოლი შეწუხებული შემობრუნდა ჩვენსკენ; - აგიყვნდით ბიძია, მარა ახლა ისეთი ამინდია ურემს გოუჭირდება იქ ასვლა. თუ არა მე კი არ მეზარება, აქამდე რო მევედი ისიც კი გამიკვირდა. - კარგი არაუშავს - სესილი ფეხზე წამოდგა და მძღოლს გაუღიმა. - ფეხით წავალთ, მადლობა! სესილისგან ასეთი რეაქცია ძალიან გამიკვირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი მაინც არ გვქონდა, ჯობია ჩანთები აგვეღო და სანამ მთლად დაღამდებოდა ფეხით წავსულიყავით. მძღოლი თავს უხერხულად გრძნობდა და გაბუტული ბავშვივით იჯდა სკამზე. - მე კარგად არ მახსოვს ეს გზა და იქნებ მითხრათ როგორ უნდა ავიდე? - ვკითხე ჩუმად რომ სხვებს არ გაეგონათ. -ამ გზას რო გოუყვები ბიძია - თითი გაიშვირა ატალახებული გზისკენ - სხავგან კი არსად მიგიყვანს, ახვალთ პირდაპირ არსად არ არი არც გადასახვევი, არც გადმოსახვევი. თუ გინდათ დეელოდეთ გადეიღებს და მერე წადით. - არა, მადლობა. ჯობია წავიდეთ ღამდება უკვე - მადლიერების ნიშნად გავუღიმე ყავისფერი ზურჩანთა მხარზე გდავიგდე და სკამზე დადებული მეორე ჩანთა ხელში დავიჭირე. სახეზე ცივი წვეთები მეცემოდა სითბოდან სიცივეში გადასვლა ცოტა არასასიამოვნო გამოდგა, თუმცა ყვითელი ხეების დანახვამ წამით დამავწყა ყველაფერი, მძროლმა მანქანა მოაბრუნა და წავიდა. ხმელი ხის ქვეშ დავდექით, ხეს გამხმარი ფოთლები აქა-იქ შემორჩენილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა წვიმის შეკავებას, ხის ქვშ შეყუჟულები ველოდებით წვიმის გადაღებას, ცოტა ვნანობდი მძღოლს უარი რომ ვუთხარი მანქანაში ყვითლად ჩამოწოლილ უზარმაზარ მთებს თვალი მოვწყვიტე და ყურადღება ნინიზე გადავიტანე, სამი უზარმაზარი ჩანთის ჭერისგან წვრილი ხელები კიდევ უფრო დაგრძელებოდა და მათი სიმძიმისგან სახე დამანჭვოდა. ნეტავ ამ ჩანთების გადმოტანა მანქანიდან როგორ მოახერხა? ვცდილობდი ჩემი გამხიარულებე დამემალა და ცივი ხმით ვკითხე: - ნეტავ ვიცოდე რათ გინდოდა ამხელა ჩანთები? დარცხვენილი ბავშვივით შემომხედა, ხმა არ ამოუღია. ასეთი ლამაზი მზერის პატრონს არ შემიძლია გავუბრაზდე. ღიმილი მაინც ვერ დავმალე. ხელი მისკენ გავიშვირე: - მოდი დაგეხმარები, მძიმე იქნება. ნინიმ ჩანთა გამომიწოდა. ხელები სიცივისგან გაყინვოდა და ქვედა ყბაც სასაცილოდ უკანკალებდა. - რა იცი რა ხდება? აი გაწვიმდა, კარგი ბიჭი ხარ. - თავი გაიმართლა და მადლიერების ნიშნად გამიღიმა. მხრები ავიჩეჩე და ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე. - აღარ მივდივართ?- გვკითხა სესილიმ და ფეხები სველ მინდორზე ააბაკუნა. -ძალაინ მცივა სიარულის დროს გავთბებით მაინც. - რომელ გზას უნდა გავუყვეთ? - მკითხა ნინიმ. - სხვა გზას ხედავ სადმე?- შევუტრიალე კითხვა ნინიმ უკმაყოფილოდ ტუჩები მობრიცა, ცოტა უხეშად მომივიდა და ვინანე კიდევაც. დიდი მთისკენ მიმავალ ატალახებულ გზას გავხედე. უკვე ვხვდებოდი რა რთული იქნებოდა გზის გავლა, შემოდგომაზე დღე იკლებს და ამიტომ ცოტა ვნერვიულობდი არ შემოგვღამებოდა. ვხვდები რომ ამ ხის ქვეშ დგომა არ დგვიცავდა წვიმისაგან, ამიტომ ჯობდა გზა გაგვეგრძელებინა. ხმისამოუღებლად მივდივართ, ნინის ჩანთა ჩემ ორივე ჩანთაზე მძიმეა, რაც გზას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ მის გამო ღირს ცოტა გავიჭირვო, მთას უფრო ვუახლოვდებით, წვიმა არ იკლლებს ცივ წვეთებზე რეაქცია აღარ მაქვს, მთლიანად სველი ვარ მალე ფეხსცმელშიც აღწევს ბინძური წყალი და სიცივისაგან მეც ვცახცახებ. სესილი გარემოს აკვირდება და შიგადაშიგ იღიმის ხოლმე. მშვიდი უბრალო გოგონაა, იცის როგორ მიიღოს ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნება და დატკბეს ყოველი დღით. სხვათაშორის, გარეგნობით ნინის არ ჩამოუვარდება. ზოგჯერ, როცა ვუყურებ ხოლმე, ასე მგონია მისი თეთრი, თითქოს გამჭვირვალე კანიდან სისხლის ყველა წვეთის მოძრაობა ჩანს, უღონო და ფერმიხდილი მგონია, მაგრამ მისი შავი, საოცრად მეტყველი და ნათელი თვალები ყოველთვის ახალი ენერგიით მავსებს. გრძელი, ყავისფერი თმა, მხრებზე რომ ამაყად დაუფენია, არცერთ ადამიანს დატოვებს გულგრილს. სიგამხდრის კვალობაზე ზედმეტად დახვეწილი და გრაციოზული მიხრა-მოხრა და მანერები აქვს, ასეთ გზაზეც კი შეუძლია ამაყად იაროს და არაფერი შეიმჩნიოს, არც წვიმა და არც ბარგის რაოდენობა. დაღმართზე ჩავრბივართ წინ პატარა ამღვრეული მდინარე გვხვდება, ზედ ხის პრიმიტიული, ხელნათეთი ხიდია გადებული. დათო პირდაპირ გადადადის არც უფიქრდება, მას სესილიც მიჰყვა, ნინი კი შედგა და ხიდს თვალი შეავლო; - ვერ გადავალ! - თქვა სასოწარკვეთილი ხმთ და ისეთი სახით დახედა მდინარეს თითქოს ახლა რაღაც ამოხტება და ყველას შიგნით ჩაგვითრევსო. - სად ვერ გადახვალ აქ ხალხი დადის და რაღა მაინცდამაინც შენ მოგივა რამე? - ირონია გავურიე ხმაში. - შეხედე, მდინარე ადიდებულია, თან ამ ხიდს სახელურებიც არ აქვს. ვერ გადავალ მეშინია! დათო და სესილი უკვე მეორე მხარეს გადასულიყვნენ და მოთმინებით შემოგვყურებდნენ. - ჩემს ზურგჩანთას მოკიდე ხელი და ისე გადავიდეთ. - ვთავაზობ - უკან გამომყევი, ნუ გეშინია! - ორივეს ვერ გაგვიძლებს. - ნინი ღამდება! როგორც იქნა! მგონი დავიყოლიე. უკმაყოფილო სახით მიახლოვდება და ნერვიულად იკვნიტავს ტუჩს. საოცარი სანახაობაა. სულელური აზრებისგან თავის დასაღწევად თავს ვაქნევ. -ხელი მომკიდე! - ზურგით ვდგები. - ნელა გადმოდი და არ ინერვიულო ძალიან პატარაა სალაპარაკოდ არ ღირს. ნინი მითითებებს ისე ასრულებს როგორც ვუთხარი და მშვიდად განვაგრძობთ გზას. მთაზე ასვლა დავიწყეთ, მთიდან წამოსული წყალი გზებზე მოდიოდა და სიდიდით იმ მდინარეს არ ჩამოუვარდებოდა რაც გზაზე შეგვხდა ეს იყო მიზეზი რატომაც მივდივართ ფეხით სოფელში და არა მანქანით. წვიმამ ცოტა იკლო, სუფთა გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქვავ და გზას ვაგრძელებ. - შენ არ გითქვამს რომ გზა ფეხით უნდა გაგვევლო. - უკმაყოფილო ტონით მეუბნება ნინი. - ყველამ იცოდა, რომ გზის რაღაც ნაწილის გავლა ფეხით მოგვიწევდა, როგორც ჩანს ვუძლებთ ყველა. - რა ქვია სოფელს? - მკითხა დათომ და ჩემსკენ მოტრიალდა. - ციცინათელების სოფელს ეძახიან, არ ვიცი რატომ. - ვპასუხობ მოკლედ. - წესით მალე უნდა მივიდეთ. მთის შუა გულს რაც უფრო ვუახლოვდებით მით უფრო ლამაზი ხედები იშლება ჩვენს გარშემო, ძირს ის მდინარე ჩანს, რომლიც გამოვიარეთ და სიყვითლეში მოქცეული ტალახიანი დაკლაკნილი გზა, გარშემო ბებერი ხეების ტყეა. ცოტახანში ნინი ისევ იწყებს წუწუნს: -თითქმის ნახევარ საათზე მეტია რაც მოვდივართ და სოფელი შორიდანაც კი არ ჩანს... სესილი ნინისკენ ტრიალდება თავს აქნევს და წარბევს კრავს: - არასოდეს მომისმენია ამდენი წუწუნი შენგან! - ეუბნება მას. - წვიმს, მცივა მშია ამხელა ბარგი მაქვს და გზა არ მთავრდება, არ მაქვს საწუწუნო? - შოკოლადი მაქვს ჩანთაში შეგიძლია ამოიღო და ჭამო. - ვთავაზობ. - გამეყინა ხელები ჩანთის გახსნის თავი მაქვს? ადგილზე ვშეშდები რა თქმა უნდა, ადამიანს თუ წუწუნი უნდა მარტივად გადაჭრილი პრობლემა მოეწონება? - თუ არა გინდა შენი ნებაა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ნინი მაჩერებს, მეღიმება და ზურგჩნთას ვუშვერ. - დიდი პატივი იქნება ჩვენთვისაც თუ ამოიღებ. - ვეუბნები მას. - რამხელა არჩევანია, მეგონა ტკბილეული არ გიყვარდა! - წამოიძახა და ჩანთას ისე დააწვა რომ უკან გადავიხარე. - ვიცოდი რაც მოხდებოდა და წამოვიღე. - ვუპასუხე ღიმილით - ისიც გეცოდინებოდა რომ გაწვიმდებოდა და აჯობებდა ქოლგა წამოგეღო. ერთი სული მაქვს ნინის სახე დავინახო ამ ყველაფრის წარმოთქმისას, მაგრამ ზურგით ვდგავარ და ვერ ვხედავ - მოხუცებსაც უყვარს ტკბილეული, რას აკეთებ ამდენხანს?-ვეკითხები რადგან უკვე ვგრძნობ როგორ მტკივა წელი - ანუ ბებიასთვის მიგაქვს? - კი რა არის? - წითელი ქუდი გაკლია და წითელქუდა ხარ. - ზედმეტად ენამოსწრებული ხარ. თუ არ დაუჩქარებ მგლებიც გამოჩნდებიან და მერე ნახე წითელქუდა. ნინი ჩანთას კეტავს და შოკოლადის ფილებს გვირიგებს, ნინი ისე გემრიელად იწყებს ჭამას ლამის ჩემი წილი შოკოლადიც მივცე. როცა მთის შუაგულში მივედით, მთებს შორის მოქცეული პატარა სოფელი გამოჩნდა, ათამდე პატარა სახლით. აქედან სიმინდის ყაანების და ვენახების გარჩევაც შეიძლება. სახლებიდან ოდნავ მოშორებით პატარა მდინარეა რომლის ხმაც ჩვენამდე აღწევს, საკვამურებიდან ამოსული კვამლი კი მთებზე დაკიდებულ ნისლს უერთდება. სუნთქვა მიხშირება და გაოცებული ვუყურებ ამ სანახაობას, მინდა რაც შეიძლება მალე მივიდეთ სოფელში. - ძალიან ლამაზია! - ღიმილი არ შორდება დათოს სახიდან, მეც ამაყი ვარ რომ სოფლით ყველა აღფრთოვანდა, თუმცა ნინიმ მაინც წაკბინა: - საინტერესოა ამ მთებში მოქცეული ყველასგან მივიწყებულ სოფელში, როგორ გაიგო მამაშენმა რომ, სადღაც შორს ქალაქი არსებობდა. - ნინის თვალები მაცდურად უთამაშებს და ჩემგან პასუხს ელის. - სოფელში შეიძლება მეტი იცოდეს ადამიანმა ცხოვრებაზეც და ცივილიზაციაზეც. სხვათასშორის აქ დღემდე კითხულობენ წიგნებს და უფრო განათლებულებიც არიან. - მე განათლებას არ შევხებივარ. - თავი იმართლა ნინიმ - აბა? - უბრალოდ ვთქვი რომ სოფელი ძალიან მიუვალი და მიკარგულია. - სწორედ მაგაშია სოფლის ხიბლი. - ცალი წარბი ასწია სესილიმ. - იქ მცხოვრებს ჰკითხე თუ ხედავენ ამაში ხიბლს? - კარგი არ გვინდა რაღაც უაზრო თემაზე კამათი. - ჩაერთო დათო, - ვაღიართ, რომ სოფელი ულამაზესია, ჯობია წავიდეთ მცივა და ჩანთების თრევით ხელებიც მეტკინა. შენ კიდე რით ვერ დაიღალე ამ ლაპარაკით და გაუთავებელი წუწუით შოკოლადმაც კი ვერ გაგაჩუმა. - რა ვთქვი ისეთი? - გაიოცა ნინიმ და მხრები აიჩეჩა. - უბრალოდ ვიხუმრე. დათო ტელეფონს ჯიბიდან იღებს და კმაყოფილი საით იღიმის - ტელეფონიც იჭერს თან ძალიან კარგად. - ისე ცოტახანს რომ შეგვსევენა კარგი იქნება ერთი საათია რაც მოვდივართ. - გვთავაზობს სესილი ჩანთები გამხმარ ტოტებზე ჩამოვკიდეთ. სიმძიმის ტარებისაგან ხელი გამიწითლდა, ხელს ვშლ და ვკეცავ, ვგრძნობ როგორ იწყებს სისხლი მოძრაობას, ფეხსაცმელში იმდენი წყალი შემივიდა რომ ჭყაპუნებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და ისევ სოფლის ყურებით ვტკბები. რამენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ ჩანთებს ვიღებთ და გზას ვაგრძელებთ. არ უნდა დაგვესვენა, ახლა ბარგიც უფრო მძიმე მეჩვენება და სიარულიც მეზარება, ცოტახანში მდინარის ხმა უფრო ახლოდა გვესმის მხრებში ვიმართები და მიხარია, მალე ძაღლის ყეფის ხმაც მესმის, სოფელთან უფრო ახლოს ვართ, დაღმართზე სიარული უფრო გაგვიჭირდა, ფეხი სრიალებდა და თვის შეკავება რთული იყო, სოფელი ხეებს შორის ჩაიკარგა, რამდენიმე წუთში მთის ძიში მოვექეცით და გზა სწორი გახდა, ჩვენს გარშემო ყვითელი მთები და ნსისლია, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაცამ ყვითელ უფსკრულში ჩაგვაგდო. სწრაფი ნაბიჯებით ვაგრძელებთ გზას იმის მოლოდინში, რომ პირველი სახლს და ცივილიზაციას დავინახავთ. ატალახებულ გზაზე წყლის ყავისფერ გუბეებში წვიმის წვეთები წრეებს ხაზავდნენ, მთებიდან ნისლი დიდი სისწრაფით დაეშვა რამდენიმე წამით ამ სანახაობას სუნთქვაშეკრულები ვუყურებდით. სოფელი ნისლში ჩაიკარგა, მხოლოდ რამდენიმე მეტრის მანძილზე შეიძებოდა სახეების გარჩევა, იმდენათ გასაოცარი იყო ნისლის ასეთი სისწრაფით დაშვება რომ ხმა არავის ამოგვიღია. ცოტა ხანში გზა ახმაურდა ნისლიდან მოხუცი, წელში მოხრილი, ჭაღარა კაცი გამოვიდა, რომელიც ჩალისფერ ხარებს მიუძღვოდა წინ. გაწუწული და შეშინებული პატარა გამხდარი თეთრი ძაღლი ურემს უკან მოჩანღალებდა და ცდილობდა ტალახისათვის გვერდი აევლო, სიცივისაგან ყურები ჩამოყრილი ჰქონდა, სევდიანი თვალებით შემოგვხედა და გზა განაგრძო. -გამარჯობა ბაბუა. - ხრინწიანი, ჩუმი ხმით მოგვესალმა მოხუცი და ხრებს ზურგზე ჯოხი უთავაზა. ცნობისმოყვარე მწვანე, შუშასავით გამჭვირვალე თვალები შეგვავლო, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ გადაიფიქრა. მოხუცის გამარჯობას თავის დაქნევით და ბურტყუნით ვუპასუხეთ. არ მახსოვს ვინ არის შეიძლება ბავშვობაში გააცნეს კიდეც ჩემი თავი, მოხუცმა გზა გააგრძელა. პირველი სახლი რომელიც გზად შეგვხვდა ნისლში იყო ჩაკარგული და მხოლოდ ხის დამპალი ღობის გარჩევა შევძელი. ჰაერი კვამლის, დამწვარი ფოთლების და მწიფე ხილის სუნით იყო გაჟღენთილი. ამ ნაზავის სურნელი ღრმად ჩავისუნთე და ბავშვობა გამახსენდა. სოფლის გზა ალბათ ყველგან ერთნაირია. ერთ-ერთი სახლის მონგრეული ღობიდან შავი ძაღლი გამოვიდა და დაგვიყეფა, ყურადღებას არ ვაქცევთ და თავს გვანებებს. როგორც ჩანს უცხო ადამიანების ნახვას შეჩვეული არაა და არც დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. პატარა წყაროსთან გავჩერდით. ტიპიური იმერული წყარო, რომლის გარეშეც ამ კუთხის სოფლები წარმოუდგენელია. ქვისგან მაღალი მრგვალი წრეა გაგკეთებული და შიგნით წყალი პლასტმასის მილიდან ჩაედინება. - ამის დალევა ალბათ არ შეიძლება. - ინტერესით აკვირდება დათო წყაროს და წყალში ხელს ჰყოფს. - რატომ არ შეიძლება? აქაური წყალი უფრო სუფთაა. - უპასუხა სესილიმ და წყაროსთან გაკეთებულ ხის სკამზე ჩანთა ჩამოდო. - ალბათ ძროხებს ასმევენ და იმიტო. - მილიდან დალიე თუ გწყურია. - ვთავაზობ. - არა იყოს ბარემ მივალთ. - რაღაც მისტიკური და საინტერესო ადგილია. - ბედნიერებისაგან თვალები აუციმციმციმდა სესილის. - ნისლის ბრალია. - ვპასუხობ. -არა, მართლა ეს ადგილიც სანამ ნისლით დაიფარებოდა ძალიან უცხო და ლამაზი იყო, თითქოს არავინ იცის ამის არსებობაო, ქალაქში ხმაურიანი ცხოვრების შემდეგ ეს ადგილი პირდაპირ მისწრებაა ჩემთვის. სესილის სიტყვები ძალიან მახარებს და სიამაყის გრძნობა მეუფლება. ჩანთას ზურგზე მჭიდროთ ვიკრავ და ასე ვცდილობ სიცივეს ვებრძოლო. გზას რამდენიმე წუთში ვაგრძელებთ ნინი ისე დაიღალა ვეღარ ლაპარაკობს და მისი ესეთი სიჩუმე ცოტა არ იყოს მაოცებს. ხის ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები ერთმანეთისაგან მოშორებით დგას, ყველაფერი ძველებურია, მხოლოდ სახურავებია შეცვლილი, სახლი რომელიც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ღობესთან შედარებით ახლოსაა ამიტომ დეტალების გარჩევასაც ვახერხებ. ხის წკნელის ღობე აქვს. ეზოში მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაა, გვირილების მსგავსი ხავერდისფერი ყვავილები ყვავის. პატარა, ხის აივანზე ძველ ქართულ ჩუქურთმებს ვამჩნევ. როგორც კი საკვამურიდან ამოსულ კვამლს ვხედავ სითბო მახსენდება და მინდება რაც შეიძლებაა მალე მივიდე სახლში. ულამაზეს პატარა სახლს ვშორდებით და აღმართზე ვიწყებთ ასვლას. ვხვდები რომ ჩვენს სახლთან უფრო ახლოს ვარ და მოუსვენრობის განცდა მეუფლება. ფეხს ვუჩქარებ და ყველა უკან სირბილით მომყვება. დარჩენილ გზაზე წყლის გუბეებს და ტალახს არ მოვრიდებივარ, წვიმის წვეთებიც კი სასიამოვნო გახდა ჩემთვის. სირბილით მივდივართ და უაზროდ ვიცინით. ნინი გუბეში ჩახტა და იმდნი იცინა სიცილში ჩვენც ავყევით. მიხრია რომ ხასიათზე მოვიდა. სველი გრძელი თმა სახეზე აკვროდა და ამ ნაცრისფერ გარემოში ერთადერთი ნათელი ფერი მისი თვალები და აწითლებული ტუჩები იყო. მისი ღიმილის დანახვამ გამაბედნიერა და გზა გავაგრძელეთ. გორის თავზე მინდორზე შემოსკუპებული ნისლში ჩაკარგული ორსართულიანი ხის სახლი ჩნდება, უამრავი ყვითელი ხით და დიდი ეზოთი, პირველი სართული ქვითაა ნაშენები, მეორე ხით, პირვერი სართულიდან მეორე სართულზე ქვის ძველებური კიბე ადის, რომელსაც ხელის მოსაკიდებლებიც კი არ აქვს, ვხვდები რომ ეს ჩვენი სახლია ყველაფერი მახსენდება ის დღეები, რომელიც სოფელში გავატარე ისიც როგორ გამაცნეს და დამათვალიერებინეს ეზოში ხეხილი რომელი ხე რას ისხამდა ჩემს მეხსიერებას მაინც შემორჩა. შორიდან ძღლების ყეფა გვესმოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი უმნიშვნელო გახდა, ტალახიანი და სველი ტანსაცმლის ჩათვლით. - მივედით! - ვამბობ კმაყოფილი სახით და ხის პატარა კარს ფრთხილად ვაღებ. ესაა ჩვენი სახლი. ნილიდან თეთრი საშუალო სიმაღლის ძალი გამოდის შავი კოპლებით და გვიყეფს, სიარულს ვწყვეტთ და ძაღლს ვაკვირდეთით, ისიც ისევ გაბრაზებული ჩვენსკენ მოიწევს მერე მოულოდნელად ჩერდება და უკან მიდის. - გიცნო? - მეკითხება გაკვირვებული ნინი და ძაღლს თვალს აყოლებს. - არა ნანახიც კი არ მყავს. - ვპასუხობ დაბნეული. - ისეთი სახით წამოვიდა მეგონა შეგვჭამდა, - გაეცინა დათოს და ხელების მტვრევა დაიწყო გასათბობად. - შევიდეთ, რაღას ველოდებით? - რომ გვიკბინოს? - მკითხა ნინიმ. -ჩვენი სახლში შეშვება რომ არ უნდოდეს აქამდე გაბრაზდებოდა და არ გადაგვადგმევინებდა არცერთ ნაბიჯს. - გავხედე ძაღლს, რომელიც პირდაპირ შესასვლელთან იწვა და მშვიდი სახით გავაკვირდებოდა. ეზოში ხის ქვეშ ყვითელი ფოთლების გროვაა გაკეთებული როგორც ჩანს დასუფთავებაზე ბებიამ ან ბაბუამ იზრუნა. სახლის შესასვლელ კარს ვუახლოვდები, ძაღლი ფეხზე დგება ჭკვიანი თვალებით გვიყურებს და შესასვლელს ათავისუფლებს, ხის კარის სახელურს ხელს ფრთხილად ვკიდებ და კარის ჩუქურთმებს ვაკვირდები, მიუხედავად იმისა, რომ კარი ნაცრისფერია, სიძველემ ვერაფერი დააკლო ამ ხელოვნების ნიმუშს. ძაღლიი მიახლოვდება და მყნოსავს. თავზე ხელს ვუსვამ, ისიც ინაბება და კუდს აქიცინებს. კარს ვაღებ. ოთახიდან გამოსული თბილი ჰაერი მეტაკება და მთელს სხეულს სასიამოვნოდ ედება. სახლში სიბნელეა მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული მკრთალი შუქი ანათებს, მეც და დანარჩენებიც სახლში შევდივართ ყველფერი ისევ ისეა როგორც ჩემს მეხსიერებას შემორჩა. ხის ძველ სუნს თან ერწყმის ახლადგამომცხვარი პურის და შემწყვარი ყველის სუნი, თავბრუ მეხვევა და ვაცნობიერებ როგორ მშია. შუაში დიდი ხის მაგიდა დაგას წყლით სავსე სურით და გამჭირვალე ჭიქით. ბუხარში, რომელიც ხელმრჯვნივ კდელთანაა, ცეცხლი გიზგიზებს. ბუხრის თავზე ძველი, დაჟანგული და ნავთით დასვრილი ლამფა დევს, რომელსაც თავის სიძველისგან თუ ხშირად გამოყენებისგან გამურვია. ოთახის ერთ კუთხეში ძველებური კარადა დევს შუშის ვიტრინებით, გვერძე კი ტახტია მოქრგული გადასაფარებლით და გახუნებული ბალიშით. მის პირდაპირ კედელთან დაბალ მაგიდაზე ძველისძველი ტელევიზორი დევს, ალბათ მხოლოდ შავ-თეთრი გამოსახულებით. სახლში სიჩუმეა. ბებია არსად ჩანს, მაგიდაზე ჩანთებს ვაწყობთ და ყველანი ბუხართან მივდივართ გასაშრობად. რამდენიმე წამში წყალი ჩემი ტანსაცმლიდან ართქლებას იწყებს, ვფიქრობ, სად შეიძლება იყოს გასული ბებია ან ბაბუა?! კარგია რომ დავხვდები უფრო გავახარებ! მაგიდის გარშემო შემოწყობილ ხის სკამებს ვიღებ და მეგობრებს ვუწვდი ამ შემთხვევაში მე ვარ მასპინძელი. შუქის ჩამრთველს ხელის ცეცებით ვეძებ, ვპოულობ და ნათურას შევყურებ. მაგარია! შუქი არ არის - რა სიჩუმეა! - ამბობს ნინი და ბუხარს ხელებს უშვერს. - ეტყობა საქმეზე არიან გასულები. - სიტყვას ვასრულებ თუ არა კარი იღება და ოთახში რკინის სათლით მოხუცი ბებია შემოდის, წელში მოხრილი ჭაღარა თმით და თავზე თავსაფარით. კაბაზე პატარა ყვავილები აქვს წინწკლებად. თბილი ნაქსოვი მოსაცმელი აცვია და გახუნებული თვალებს პირდაპირ ჩემსკენ ატრიალებს. დამჭკნარ დანაუჭებულ სახეზე წვრილი ტუჩები ეპობა და მიღიმის სათლს ძირს დგამს, ხელებს მიშვერს და ჩასახუტებლად მიხმობს. ბებიას ღიმილით ვუახლოვდები წელში ვიხრები და ვეხუტები, ლოყაზე რამდენჯერმე თბილად მკოცნის და მშვიდი, ნაზი ხმით მეკითხება: - ჩამოხვედი ბებია? რა დეინახა ჩემა თვალებმა რამხელა კაცი ხარ უკვე! რძის სუნს ვგრზნობ და სათლისკენ თვალს ვაპარებ რომელშიც თეთრი სითხე ასხია, მერე ბებიას კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ - როგორ ხარ? მომენატრე და ჩამოვედი - რამხელა ხარ ბებია, კაცი ხარ უკვე რაღა შემაშინებს აწი, წვერიც ამოგსვლია, მხარბეჭიანი, მაღალი და რა კაი დაანახავი ხარ, რითი ჩამოხვედით შვილო? - სამარშუტო ტაქსით მთის ძირამდე მოგვიყვანა და იქედან ფეხით მოვდივართ. ესენი ჩემი მეგობრები არიან, ნინი, სესილი და დათო რთველზე ჩამოვიყვანე, ეს კი ბებია მართაა. - ვაცნობ ერთმანეთს. ბება სწრაფი ნაბიჯებით მიდის მათდან და თავს ღიმილით უკრავს მათ, ისინიც ესალმებიან და თბილად უღიმიან. - ძროხასთნ ვიყავი, დევიბან ხელს და მოგხედავთ შვილო, სამუშაოდ რავა ჩამეიყვანე ბებია ბოვშები არ გრცხვენია? - ტრიალდება ჩემსკენ და წარბებს კრავს თითქოს მბრაზდებაო. - სოველი ხარ ბებია გამოსაცვლელები არ გაქვთ წამოღებული? თავს ვუქნევ და ხელით მაგიდაზე დადებულ ბარგზე ვანიშნებ. - გამეიცვალეთ შვილო არ შეიშრო ტანზე არაფრით, გაცივდები. ისეთი ამინდები დაგვემთხვა რო სულ წვიმაა ეს დღეებია. რო გევიგე გეგი მოდისო კიღამ გადევედი ჭკუიდან. დიდი ბიჭი ხარ უკვე კი უნდა მოხვიდე ბეია და ბაბუასთან ასე არ ჯობია?! წამეიყვან ამხანაგებს და მე რაც მექნება ყველაფრით პატივს გცემ... თქვენთვის მინდა მე ყველაფერი თუ არა მე რაღაში მჭირება აბა ან ეს სახლი ან ძროხა ან ვენახი...- დოინჯს იდებს, - გამზადებული მაქ მაღლა ოთახები, სუფთაა ყველაფერი ადით, წეიღეთ თქვენი ჩანთები გამეიცვალეთ და მეც მანამდე მოვწესრიგდები და გავშლი სუფრას. - ბაბუა სად არის? - ვეკითხები მართას. - საქონელთან არის და მოვა მალე, ნუ შეიშრობ ბებია, ადით შვილო და გამეიცვალეთ. ბარგს ვიღებთ და გარეთ გავდივართ. ბებიას ღიმილი არ სცილდება სახიდან. ძაღლი ისევ თავის ადგილზე წევს და ისევ გვეგებება, ქვის სველ კიბეზე ავდივართ და ულამაზეს ხის აივანს თვალს ვავლებ, მეორე სართულზე ხის პატარა მაგიადაა რომელზც ყვითელი მსხლები აწყვია და საოცარი სუნი ასდის. აივნის ბოძებს შირის კი სხვადასხვა ხილის ჩირებია დაკიდებული. მეორე სართულზე ორი ოთახია პირველში გოგები შედიან. ოთახში ორი საწოლი დგას, ერთი კარადა ორიც სკამი, პატარა ფანჯრიდან კი ნისლში ჩაფლული მთა მოჩანს. - იმედია მიხვდებით ყველაფერს და გაინაწილებთ ლოგინებს.- ვეუბნები გოგოებს და მე და დათოს ოთახისკენ მივდივართ ჩვენი ოთახიც ზუსტად იგივე სტილშია. სკამზე ჩანთას ვდებ და ძველი ხის სუნს ვგრძნობ, პირველი ფეხსაცმელს ვიხდი მთლიანად სველი მაქვს ფეხი, შემდეგ ტანზე სისველის გამო მოტმასნილ შარვალ ვიძრობ და ჩანთაში სუფთა, ამინდის შესაფერის სამოს ვძებ. მუქ ლურჯ ჯინს და შავ სვიტერს ვიცვამ, სველ თმას ხელით ვიჩეჩავ და როცა დათოც მზადაა, ბებიასათვის განკუთვნილ ჩანთას ვიღებ, რომელიც რძალმა გაუმზადა და ქვემოთ ჩავდივართ. მოგვიანებით გოგოებიც გვიერთდებიან, თედო კი ჯერ კიდევ არ ჩანს. ბებია ფუსფუს იწყებს, ლამფას ანთებს და ბუხარში ცეცხლს უჩხიკინებს, ასაკის მიუხედავათ ჯერ კიდევ აქვს ენერგია შემორჩენილი. როცა ბუხართან ფუსფუს ამთავრებს მისთვის განკუთვნილ ჩანთას ვუწვდი, სახე უმკაცრდება და გაკვირვებული უყურებს მეც აღარ ვაგვიანებ: - რძალმა გამოგიგზავნა. ბებია გაოცებული მიყურებს. - მე რათ მინდა რამე შვილო თქვენ იყავთ კაქათ, რატო წუხდებოდა ბებია? თქვენ რატო იხარჯებით ჩემთვის? წოუღე უკან არ მიიღოთქვა უთხარი. - რას ამბობ, გამომართვი, სად ინდა წავიღო, ნახე ჯერ რა არის იქნება სულაც არ არის ამდენი სამადლობელი და შესაწუხებელი.- ვერ ვიკავებ სიცილს და ბებიას ბავშვურ სიჯიუტეზე მეცინება. - რაც არ უნდა იყოს წოუღე უკან რატო მოხარჯიანდა ჩემთვის?- ხელები გაასავსავა ბებიამ და კიდევ უფრო გაჯიუტდა. - მე უკან არ წავიღებ აქ დავტოვებ ან გამომართვი არაფერი იქნება ისეთი. - უკვე დავიღალე ბებიასთან კამათით და დანებებას არც მე ვაპირებდი. მორცხვად მართმევს და დამჭკნარ სახეზე ხელს ისვამს, ისე მიყურებს თითქოს რაიმე დანაშაული ჩამედინოს მის წინაშე, ბუხართან მივდივარ და ნინის ვათვალიერებ საკმაოდ თბილად ცაუცვამს და თმებ იშრობს. - ჩვენ შეგვიძლია დახმარება რამით?- სკამიდან დგება სესილი და თავაზიანად ეკითხება მართას. - არა, ბებია დაღლილი იქნები, სტუმარი ხარ შენე და დეისვენე, შენ რავა გეტყვი რამეს. - უარობს მართა, კარადის წინ დადებულ თასს იღებს და ნაჭერს ხსნის, შიგნით ცომია. ინტერესით ვაკვირდები, ბებია გვერდით წყლიან ჯამს იდებს და ხელებს ისველებს მერე კი ცომის გუნდა ამოაქვს. - ისეთი ხაჭაპური უნდა გაჭამოთ სულ რო არ გიჭამით. - ამაყად ამბობს მართა.- რაც კაი ვიცი იმას ვერ უარვყოფ, სად არ დავდიოდი ხაჭაპურის საკეთებლად. - რძალს რატო არ ასწავლე საიდუმლო რეცეპტია რამე?- ვეკითხები და მის ყოველ მოძრაობას ინტერესით ვაკვირდები. - არ ქონია ინტერესი თუ არა რავა არ ვასწავლიდი. ის აქეთ არ ჩამოდის, მე იქეთ ვერ მივდივარ და რას ვიზამ, სანამ შემიძლია მე გავაკეთებ. რავა არიან ბებია? - რავიცი კარგად მუშაობს მამაც და დედაც, მთელი დღე დაკავებულები არიან და ესე რა... - შენ ინსტიტუტი მოწყობას გილოცავ ბებია. - მართა დაფშვნილ ყველს ცომში დებს და კრავს. - თქვენ ამხანაგები ხართ? - არა მეგობრები არიან. ჩემი ჯგუფელი არცერთი არაა, ჯერ ახალი დაწყებული მაქვს სწავლა და ვერ მოვასწარი დაახლოება მათთან ისე როგორც ამათთან. - ვერც მოახერხებ სანამ ჩვენ ვართ. - ცალ წარბს სწევს დათო, - ჯერ ჩვენ მერე დანარჩენები, არც იფიქრო მაგაზე! - რაც თქვა თქვა, მგონი მეტი სამეგობროდ აღარ არის საჭირო. - თავს აქნევს სესელი. - არავიში არ გცვლით და არ გღალატობთ უბრალოდ ვთქვი რომ ვერ მოვასწარი გაცნობათქო. - ვიმართლე თავი. მართა ბუხარში კეცებს დებს და ნაკვერჩხალს აყრის. - კეცის ხაჭაპურს აკეთებთ? - გაიკვირვა სესილიმ და ფეხზე წამოდგა. - უნდა გიყუროთ სულ მაინტერესებდა როგორ აკეთებდნენ ისე დიდი იშვიათობაა, სოფელს ყველაფერი ძველი აქვს შემორჩენილი. - ექნება ბებია აბა რა ექნება, ხე აღარ ამოულა ახალი ჩვენ სოფელში და ვინ რას შემოგვიტანდა ახალას, მოხუცები ვართ სულ და რაზეც ვართ მიჩვეული ის მოგვწონს და გვიყვარს, მარა მართლა აქვს სხვანაირი გემო კეცის ხაჭაპურს. -მართა ბუხრისკენ თვალს აპარებს და მკლავით შუბლს იწმენდსს. ფანჯრიდან ვიყურები უკვე კარგად შებინდდა და წვიმაც დაიწყო. - თედოს რატო შეაგვიანდა ასე?- ვეკითხები ბაბუაზე და ტელეფონში საათს ვნახულობ. - ეტყობა ძროხა ვერ იპოვა ორი დღეა ასე იკარგება და არ მოდის, დატანჯა კაცი- ბურტყუნებს მართა. ელვამ მთელი სახლი გაანათა და დაიჭექა, მართა და სესილი მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტნენ. - ხომ არ გავუდგე?- ვღელავ ბაბუაზე. - არა შვილო არ უნდა ასეა აგვიანდება ხოლმე ხანდახან, მოვა აწი სად წავა აპა? - მეზობლები როგორი გყავთ? მართა იცინის და ხაჭაპურის ბრტყელებას იწყებს. - რავიცი ბებრები ვართ სუყველა, ახალი არავინ არაფერი იცის, ვყვებით ერთი და იგივე ამბავს, ამოგვეწურა მარაგი მარა უსმენთ ერთი მეორეს არ გამოდის ისე რა გინდა რო ქნა? - ტელევიზორი ხომ გაქვს ვანიშნებ მაგიდაზე მდგარ ტელევიზორზე ბებია ჩერდება და ოხრავს. - კი მაქვს, მაგრამ შუქი არ არი, ვუყურებ ერთ სერალს. - დამნაშავესავით იღიმის, - მოდიან მეზობლები და რა ვქნა, ორი დღე რო შუქი არ გექნება რაღა უნდა გეიგო რა მოხდა წინა დღეს. მართასგან სერიალების სიყვარულს ნამდვილად არ მოველოდი, სახლის კარი იღება და ლამფის შუქზე თედო გამოჩნდა, სველი მაღალი მოხუცი ჭაღარა წვერით, სევდიანი ცისფერი თვალებით იყურება აქეთ-იქით, მერე მზეას ჩემზე აჩერებს, სველ შუბლს დამჭკნარი გაყვითლებული ხელით იწმენდს, ერთი თითი ჭუჭყიანი ნაჭერით აქვს შეხვეული. მიღიმის და მართას მსგავსად ხელებს მიშვერს ხელს ვართმევ და ვკოცნი. - რავარი კაცი მოსულა, რვა ხარ ბაბუა?- არ შორდება ღიმილი სახიდან და ცდილობს დაღლილობა დამალოს. - კარგად, ძალიან შეგაგვიანდა გათბი. - ვეუბნები მე და მეგობრებს ვაცნობ. თედო ქუდს იხდის და მორცხვად ართმევს ხელს სათითაოდ ყველას. - დაკაცდა მართა უკვე წვერი აქ, ამხანაგები ჩამეიყვანა გონია გვეშველა. -თედო თვალს უკრავს მართას და ისევ მე მიყურებს, - რას შვება მამაშენი? - მუშაობს და არის. - არ უნდა აქეთ ჩამოსვლა? - სამსახურიო და საქმეო. - თავს დამნაშავედ მე ვგრძნობ რადგან მე მიხდება მის მაგივრად თავის მართლება მის მშობლებთან. - დაანებე თავი იმ კაცს საქმე აქ შენი მოხუცისთვის ხო არ გააფუჭებს თავის საქმეს.- მკაცრი ტონით ეუნება მართა და ბუხრიდან კეცს იღებს და ზედ ხაჭაპურს აბრტყელებს. - ისე ვიკითხე შექალო რა იყო?! - დაიმორცხვა თედომ და ბუხრისკენ გააპარა თვალი, - ხაჭაპურებს აკეთებ? - აბა რას ვიზამ რაღაი ესენი დევინახე ხაჭაპურსაც გავაკეთებ და ღორსაც დავკლავ სანამ შემეძლება. თედომ ტუჩები მოკუმა წარბები ასწია და თავი დააქნია - უყურე შენ, ღორის დაკვლაში მოგეხმარები თუ გინდა. - თვალი ჩამიკრა თედომ და მართას სერიოზული სახით გახედა. - ხუმრობის თავი კიდე გაქ? ძროხა დეიკარგა ხომე? -აბა, - სერიოზულდება ბაბუა,- ვალოდიას ვენახში იყო გადასული კიდე კაი ყურძენს არ გაკარებია თუ არა გადაგვასახლებდა ის კაცი. - ვაი მაგ მეისპო, რა ჯანდაბა უნდოდა იქა ნეტაი? - შენ წველი ხოლმე და კითხე მერე. სიცილს ძვლივს ვიკავებ რო არ გამეცინოს, ძაღლის ყეფა ისმის მერე კატის ხმაც ერთბვის ხმაურით კარი იღება და დიდი სიჩქარით თეთრი კატა შემორბს სახლში, ძაღლი კარებთან დგას და შემოსვლას ვერ ბედავს. - გეიწი შე საჯღადოვე იქით. - შეჰკივლა მართამ. კატამ მართას კივილს ყურადღება არ მიაქცია, შედგა და გაფართოებული თვალებით შეგვათვალიერა ყველა, მერე გვერდი აგვიარა, შემოვლითი გზით ტახტთან აიტუზა და თათების ლოკვა დაიწყო, კართან მიედი, ძაღლს თავზე ხელი გადავუსვი და დავკეტე. - დაანებე თავი, კატა სახში უნდა იყოს გარეთ ძაღლია შიგნით კატა.- ამბობს თედო და კატისკენ აპარებს თვალს. - ასე არიან სულ შემოანგრევენ ერთი დღეც იქნება კარებს და ნახავ მერე, სახლში თუ არა თაგვებს არ იჭერდეს ახლა მაგეც, თავით აღებს კარებს ან რათი უძლებს არ ვიცი მე, - თავს აქნევს მარტა და მეორე კეცზე ხაჭაპურს აჯენს. - ახლავე იქნება ბებია ხაჭაპურის გარდა ყველაფერი გამზადებული მაქვს, ახლა გავაწყობ სუფრას შენ თედო ღვინო მოუტანე ბოვშებს თითო ჭიქას დალევენ. - რატო თითო ჭიქას ჩემი შვილიშვილი ერთსაც დალევს და ათსაც, კიდო გლახას არავის ჩამეიყვანდა აქ. - თვალი გააპარა დათოსკენ. ვიღიმი როგორც ჩანს ნამდვილი იმერული სუფრა გაიშლება, ბაბუას ღვინო მამაჩემის მეგობრების დიდ მოწონებას იმსახურებს და ვნახოთ რა იქნება, დათომ წარბები შეკრა. დიდად ღვინის მსმელი არ არის, მაგრამ არა მგონია დანებდეს. - ბოვშები არ დათრო, ნამგზავრები არიან. -მარამ თეფშების გაწყობა დაიწყო - შენ საჭმელი მეიტანე, დადე შენი სანაქებო ხაჭაპური და მე ღვინოს მევიტან, ხააპურს თუ არა ღვინოს ხო მაინც ვაკეთებ კაის?! - მაგაში გეთანხმები. - უღიმის მართა სუფრის გაწყობაში გოგოებმაც მიიღეს მონაწილეობა მიუხედავად მართას დიდი წინააღმდეგობისა. ქათმის ხორცი ნიგვზის წვენში, ახალი გამომცვარი პური, სოფლის ყველი, მწვანილები და შემწვარი წიწილა. ნერწყვს ვყლაპავ, ოთახში ხაჭაპურიდან გამოსული ყველის სასიამოვნო სუნიც ტრიალებს. თედო თიხის დოქით შემოდის ოთახში და ბედნიერი სახით დგამს მაგიდის შუაში, მართა შებრაწულ ხაჭაპურს თავზე კარაქს უსმევს და უფრო მადისარმძვრელად გამოიყურება, მერე მის დაჭრას იწყებს და გაბრწყინებული თვალებით გვანიშნებს გაწეილ ყველზე. - ოჰოჰო! - აღმოხდა დათოს - შემოდგომაზე ყვლეი ასე არ იწელება, - გვიხსნის მართა,- მაგრამ მე ვიცი ხაჭაპურის ცხობა ისეთის რო ყველა სეზონზე ქნას ასე -აბა, საიდან არ უძახოდნენ. -თქვა თედომ და ხაჭაპურს თვალი შეავლო. -კაი ხანია არ მიჭამია შენი ხაჭაპური. - რავა არ გიჭამია შე კაცო ეფროსინეს დაბადებისდღეზე არ გავაკეთე ზაფხულში?- შეუღრინა ქმარს მართამ. - ზაფხულში თუ გააკეთე აგერ ახლა ყოფილა შუა შემოდგომაა შე ქალო. გამეცეცინა მათ კინკლაობაზე და სკამების დაწყობა დავიწყე მაგიდასთან. - აბა დასხედით. -თქვა მართამ, - კაი ალუბლის კომპოტი მაქვს თუ გიყვართ იმას გავხსნი თუ ხვა გიყვართ ყველას გავხსნი და რომელიც მოგეწონებათ ის დალიეთ. -არა, ნუ წუხდებით იყოს ალუბლის, - მორცხვად ჩაილაპარაკა ნინიმ და ჩემს გვერდით დაჯდა, ღრმად ამოვისუნთქე რა მოხდა მერე ჩემს გვერდით ზის ეს პირველად არ ხდება მშია და ჯობია ვჭამო. მართა მინის ქილით ბრუნდება ოთახში, წითელ სითხეს ასხამს გრაფინში და მაგიდაზე დებს, ლამფის შუქზე, ბუხრთან, წვიმაში ყველასგან მივიწყებულ მშვდ ადგილას ვართ, საყვარელ ადამიანებთან ერთად იმერულ სუფრაზე და ყველა ბედნიერია, ჩემს ფეხთან კატამ დაიწყო ჭყავილი -საჯღადოვე, საჯღადოვე- დაუძახა ნინიმ და მოსაფერებლად დაიხარა -კატას საჯღადოვე არ ქვია- გადავჩურჩულე ნინის და და მართაც გაბრაზდა: - ძლივს ბოვში დევინახე შენ მაკლიხარ ახლა აქ გამოდიგარეთქვა. -მართა კარებს აღებს. - არ გააგდო იყოს არ მაწუხებს. - სიტყვის თქმა არ მაქვს დასრულებული კარებთან დაწოლილ ძაღლს კატა თავზე ახტება და სიბნელეში უჩინარდება. ბებია კარებს შიგნიდან კეტავს, და კეცებზე ისევ ხაჭაპურებს აჯენს. სუფრზე ყველანი ვართ მის გარდა და ვთხოვ მოვიდეს და თითვითონაც ჭამოს, ოთახში სუჩუმე ჩამოვარდა, მოულოდნელათ იმხელა ხმაური გაისმა შევხტი კარებს რაღაც დაეტაკა, ძაღლის ყეფაზე მივხვდი რომ ისევ კატა ცდილობდა შემოსვლას, მაგრამ მართამ კარები უკვე ჩაუკეტა მას, კატის ჭყავილი და ძაღლის ღრენა არ წყდებოდა, მიუხედავად იმისა რომ კატა ცოტა ცუდ დღეში იყო გამეღიმა და დანარჩენებიც ამყვნენ, ან ყველანი სადისტები ვართ ან მართლა სასაცილოა, მართა კართან მიცუქცუქდა და გააღო. - შემოდი. - უთხრა გამწყრალი ტონით და კატამაც ერთი ისკუპა და სახლში ქშენით შემოვარდა. - ბუხართან არ მიხვიდე თუ არა შენც და თედოსაც გაგიშვებთ გარეთ. - ჩემთან რა გინდა?- გაიკვირვა თედომ და მართას შეუბღვირა. - შენი გასულელებულია და ის მინდა, ხაჭაპურს არ მიეკაროს მიხედე. - რა გინდა ქალი იმ კატასთან, ძროხას ვერ მოგიწველის და დაანებე თავი, არ მიეკარება, მოდი დოუგდე რამე და აღარ შეჭამს. -გამაძღარი მე ეგ არ მინახია და რავიცი.- არ ცხრებოდა მართა, ხელი წყლით სავსე თასში ჩაყო დაიბანა და სუფთა ტილოთი შეიმშრალა, დაღლილი სახე ქონდა მაგრამ იმდენად აბედნიერებდა ჩვენი დანახვა რომ არ იმჩნევდა. ხაჭაპურის პირველ ნაჭერს ვიღებ, ის ისეთი თხელია რომ შუაზე იზნიქება იქედან გადმოსული ყველი ხელს მწვავს, მაგრამ გამაბრუებელი და მადისაღმძვრელი სუნი ყველაფერს მავიწყებს. სხვადასხვა გემოები, კარაქის უგემრიელესი ყველის და გამომცხვარი ცომის რომელსაც ცოტა კვამლის გემოც აქვს და ეს არომატები ჩემს პირში ნამდვილ დღესასწაულს აწყობენ. არც კი შემიძლია შევაფასო ბებიას გამომცხვარი ხაჭაპური, სამწუხაროდ ბავშობაში გამომცხვარი ხაჭაპურის გემო არ მახსოვს, ან ძალიან მშია ან მართლა საოცრებაა,. ხელსაწმენდით ტუჩებს ვიწმენდ და წვენს ერთ ყლუპს ვსვამ. გემოების საოცარი შერწყმაა. - საოცრებაა! - აღმომხდა როცა ცოტა ამოვისუნთქე, -არ გატყუებ, მართლა ძალიან გემრიელია. სამწუხაროა დედამ რომ არ ისწავლა. - ამას ბუხარიც უნდა, - გამიღიმა მადლიერების ნიშნად მართამ და ფქვილიან კალთაზე ხელი დაისვა, - ქალაქში რას გამოაცხობს ამისთანას. - არაუშავს, მსგავსი თუ მაინც იქნებოდა, კმაყოფილი ვიქნებოდი. - ხააპურებზე მეტს აკეთებს შენთვის დედაშენი, უმაგისობას ეიტან. გაოცებისაგან ლამის პირი დავაღო, ჭიქას მაგიდაზე გაუაზრებლად ვდებ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ, ეს ქალი ტიპიური იმერელი მოხუცია, მაგრამ არა დედამთილი, მიუხედავად იმისა რომ იცის დედას დამოკიდებულება სოფლისადმი ან არ ბრაზობს ან არ უნდა რომ შეიმჩნიოს, ვახველებ და ვამბობ: - მიუხედავად ყველაფრისა მაინც რატო იცავ? - დედაშენის წინააღმდეგ მამხედრებ ბებია?- გაუკვირდა გულწრფელად. - არა უბრალოდ გეკითხები, მეგონა დედამთილურს გამოურევდი ცოტას. - ჩემი შვილის რჩეულს რა ექნება დასაწუნი?! -არ ეჭვიანობ შვილმა რო მიგატოვა?- გავთამამდი. -არ მიუტოვებივარ, შენ ხო მყავხარ ახლა აქ, საქმეები აქ და ვერ იცლის კი მინდა რო ვნახო მარა არ გამოდის, მე იქით წამსვლელი არ ვარ და ის აქეთ ვერ ჩამოდის რა ვუყოთ ასეთია ცხოვრება, მე შვილი გავზარდე და არა მომვლელი. მადა მეკარგება, სხვების რეაქციას არც ვაკვირდები, მეგობრებთან არაფერი მაქვს დასამალი ამიტომ ვთამამდები. - მაგრამ არც სიყვარულს გიბრუნებს უკან... - აბა შენ ვინ ხარ ჩემი? გავშრი. დამაბნია. არვიცი რა ვუთხრა. -ჩვენ ერთმანეთი გვყავს ბაბუა, - თითქმის ჩურჩულით იწყებს თედო და ცარიელ ჭიქას ატრიალებს, - შვილი უნდა წევიდეს თავის გზაზე, დამოუკიდებელი უნდა იყოს, რატო უნდა მიაჩერდეს მოხუცებს, მე კი მინდა ჩამევიდეს ხოლმე ამას არც ვმალავ, მაგრამ ახლა შენ გამოჩნდი, ჩემს გვერდით მართაა, ამის სიყვარული მაძლებინებს, ამიტომ გარგად დოუკვირდი ვის მეიყვან ცოლად, შენც რო მიგატოვოს შვილებმა, ისეთი ცოლი უნდა გავდეს გვერდით რო დაგეხმაროს, გაგაძლიეროს, შვილი უნდა იყოს ცალკე, მეც წამევედი ჩემი მშობლებიდან, ჩემი შვილიც წევიდა, შენც წახვალ და ასე, რავა ძალას დაგატანს მამაშენი დარჩი და მოხუცს მამიარეო? ვხვდები, რომ კამათში ვერ მოუგებ, ისეთ რამეებს ამბობენ რასაც ცხოვრებისეული გამოცდილება სჭირდება რაც მე არ მაქვს. -ხო და ახლა შევსვათ სადღეგრძელო,- ომახიანი ხმით დაიწყო თედომ და თემა შეცვალა, - სტუმარმა ითამადოს? - დათოზე ამბობ? - ვეკითხები ღიმილით - აბა? დათოს გავხედე გაკვირვებული სახე აქვს. თედოს მის ჭიქას ვაწვდი და დოქიდან გადმოსული წითელი სითხით ივსება. - რა კაი ფერია ნახეთ. - სიამაყით თქვა თედომ და ლამფის შუქზე გახედა ჭიქას მერე კი დათოს მიაწოდა. პირველი სადღეგრძელო როგორც ტრადიციულად უფლის არის და დათომაც არა უღალატა ამ ტრადიციას, წითელი სითხით სავსე ჭიქას ხელს ვკიდებ და ვყნოსავ. ალუბლის სუნს ვგრძნობ სადღეგრძელოს ვამბობ და ვსვამ, ღვინო ისეთი გემრიელი და ტანინიანი აღმოჩნდა რომ წვეთიც არ დამიტოვებია, გემო დიდხან გამყვა პირში. - ქვევრისაა? - ვკითხე თედოს და ტუჩები მოვიწმინდე. - ჭურის არის, ქვევრი ჩვენთან არ იციან. - რა განსხვავებაა? -ჭურსა და ქვევრს სშორის არაფერი, დაყენების წესი არის განსხვავებული. აღმოსავლეთში დახურულ მარნებში იციან დაყენება და დასავლეთში ღია ცის ქვეშ, ეს არის ოცხანური საფერე, იშვიათია ახლა შარშანდელი მოსავალია. - ძალიან გემრიელია, - თავი დაუქნია დათომ, - ესეთი ღვინო არც გამისინჯავს და არც ესეთი ხაჭაპური რაღაც არაჩვეულებრივი შეხამებაა უხდება ხაჭაპურს. - წიწილის ხორციც გადიღეთ,-გვეუბნება მართა, -ახლა წიწილი იშვიათობაა ამ სეზონზე. - გოგოები რატო გაჩუმდნენ? -ღიმილით იკითხა თედომ - ხაჭაპურმა გაგვაჩუმა.- უთხრა ნინიმ, -მართლა ძალიან კარგია ალბათ ბევრს უთქვამს მაგრამ მეც უნდა გითხრათ რომ ფანტასტიური მზარეული ხართ. გოგოებიც სვამენ თითო ჭიქას და ნინის უკვე ლოყები უწითლდება, სასაცილოდ გამოიყურება. წიწილის ხორცს კიდევ ერთ ნაჭერ ხაჭაპურს ვაყოლებ და ვხვდები რომ ზედმეტი მომდის, სამმა ჭიქამ უკვე კარგად შემათრო. ნინი იმდენად მოიხიბლა ღვინით რომ ლამის სესილის ჭიქასაც გადაწვდა, ის კი უკმაყოფილო სახით უყურებდა როგორ ცლიდა ნინი ჭიქებს ბოლომდე, ბოლოს სესილის მოთმინებაც ამოიწურა: - ნინი დალევას მიჩვეული არ ხარ დაგავიწყდა როგორ დასრულდა შენი ბოლო დალევა? ისეთი დაღლილი ვარ ყურადღებას ვერ მოგაგცევ გეყოფა სმა! - ლოთი ხო არ ვარ უბრალოდ კარგი ღვინოა. - თავი იმართლა ნინიმ. უკვე გვიანია, გარეთ ძლიერი წვიმაა ბებია სუფრაზე ხაჭაპურს ამატებს მაგრამ მისი შემჭმელი არავინაა, ნელ-ნელა ვიშლებით, სუფრის ალაგებაში სესილი ეხმარება მართას, თედო და ნინი ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებენ, მე და დათო ბუხართან ვსხედვართ გასათბობად. - თედო ბევრი მოგივა გლახათ არ შეიქნა კაცო,- უკმაყოფილო სახით შეუბღვირა თედოს მცოლმა. - მაცადე ქალო, რამდენი ხანია არ დამილევია,- ენა ებმოდა უვე თედოსაც - რო არ დაგილევია მაგას გეუბნები, ასაკში ხარ უკვე. - ეს რაღამ გაასულელა მე ვერ ვხვდები?-ჩაერთო სესილი და ნინის გახედა. - ჩემზე ამბობ? - ძვლივს მოუყარა სიტყვებს თავი ნინიმ. -ხო, გრცხვენოდეთ ბუხართან ბიჭები არიან თბებიან და მე თედო ბაბუას ჭიქებს ვუჭახუნებ, იმიტო რომ არ დავტოვე კაცი მარტო. - აბა მართალს ამბობს!- თავს აქმევს თედო - მივდივართ, შენი თეფში მომაწოდე! ნინი ფეხზე დგება ცოტა ფეხიც ეშლება ტუჩს იკვნეტს და ჩვენსკენ მობარბაცებს, ბების და თედოს ვემშვიდობებით და მეორე სართულზე ავდივართ. გარეთ სიცივე, სიმშვიდე და სიბნელეა, ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევდივართ და სასწრაფოდ ვიხდი ტანსაცმელს. ქალაქის ხმაურისაგან ერთფეროვანი ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგინში ვწვები, იმედია ხვალ კარგი ამინდი იქნება რთველისთვის. დათოს მშვიდი ღამე ვუსურვე და გოგოებსაც გავძახე ჩემი ოთახიდან. რადგან მეორე სართული ხის იყო მათთან ხმა მიაღწია და იგივე მისურვეს. გაიელვა და ხის კედლები გაანათა, წვიმა დაიწყო, სახურავზე დაცემული წვეთების ხმა ოთახში აღწევდა და ღამეს უფრო სასიამოვნოს ხდიდა. მალე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.