შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იზაბელა +18 {6}


11-04-2019, 12:45
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 569

_ნეტავ ყველაფერი ისე ხდებოდეს როგორც გვინდა, ყველა გზა მარტივი იყოს, ცხოვრებაც არიყოს ასეთი ერთფეროვანი..ვიღვიძებთ, ვშრომობთ იმისათვის, რომ როგორმე თავი გავიტანოთ. ვიბრძვით იმისათვის, რომ ამ ცხოვრებაში ადგილი დავიმკვიდროთ. ეს ცხოვრება ჩვეულებრივი ომია. ომი სიცოცხლისთვის, თვითგადარჩენისთვის. არავინ გაპატიებს ფეხზე მყარად დგომას, ყველაფერს ეცდებიან წაგაქციონ და წაქცეულს ამაყად დაგხედავენ ზემოდან. არავის გამოწვდილ ხელს არ უნდა დაეყრდნო, მიწაზე გართხმულმაც კი საკუთარი თავის იმედად უნდა ისწავლო წამოდგომა. განსაკუთრებით ქალს უნდა შეეძლოს, საკუთარი პოზიციების გამყარება. მიყვარს ძლიერი ქალები, საკუთარი კარიერით და მიზანმიმართული ქმედებებით.
იზაბელა არ იყო სუსტი ქალი, ის ყოველ დღე უმეორებდა საკუთარ თავს, რომ შეძლებდა იმას, რასაც ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების შეცვლა შეეძლო. მართალია ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო ჰქონდა, რომ წამოეწყო ის პროექტი რასაც გეგმავდა, მაგრამ ყველანაირ ღონეს ხმარობდა ეპოვა ხალხი ვისაც კიდევ შესწევდა სიკეთის კეთების სურვილი და მის პროექტს დააფინანსებდა..


საავადმყოფოში იწვა ისევ..მეშვიდე დღე და ისევ ის ფერი, საშინლად თეთრი ფერი ჰქონდა გოგოს, რომლის შავგვრემანი სახეც ბევრს უბინდავდა გონებას.. გადასხმები, წამლები და ათასი რამ..ყველა მასთან იყო, ყველა ამხნევებდა, თავს დასტრიალებდნენ, მას კი თითქოს სიცოცხლის ხალისი დაეკარგაო. ფანჯრისკენ იყურებოდა, ხელები თავქვეშ ამოედო და ფეხები მოეხარა.. მოწყენილი სახით რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო, როდესაც პალატის კარები ხმაურით გაიღო..
-პარა რამ პამ პააამ! ჩვენც მოვედიით!! როგორხარ კუუს??
_კარებში თამო შემოვიდა, უკან თაზო, ლიკა, თაკო და იკა შემოჰყვნენ..
-ჩემი ტთბილი ხალხი, როგორ მომენატრეეთ..
_სიხარული მაშინვე დაეტყო სახეზე, ლოგინზე წამოჯდა და ყველას მაგრად ჩაეხუტა..
-ეს ბუშტები და დათუნიები სად დაგიწყოთ? ძალიან მალე უნდა გამოჯანმრთელდე! ახლა შენ მთავარი როლი უნდა მოირგო..
-რა როლი?
-გახსოვს პროეტის წამოწყება რომ გინდოდა? პროექტი სახელად "ფერადი გულები"
-მახსოვს? მაგას როგორ დავივიწყებ.
-მოკლედ, ერთი ძალიან კარგი კაცი ვნახეთ..სოციალურ ქსელში განვათავსეთ პროექტის არსი და მიზანი, სწორედ იქ გამოგვეხმაურა და სრული თანხით გვაფინანსებს..
-ვაიმეეე!! არ მჯერაა.. ნუთუ შესაძლებელია? ანუ შევძლებ, რომ ბავშვებს გულები გავუთბო, მოხუცების დანაოჭებული ხელები მაგრად ჩავიკრა გულში და თვალიდან ბედნიერების ცრემლები მოვწმინდო.
-შეძლებ იზაბელა შეძლებ! ათასობით ადამიანი გამოგვეხმაურა..ბანკში ანგარიშიც კი გავხსენით და ყოველ დღე 1000 ლარამდე მაინც შემოდის..ერთმა 15000-იც კი ჩაგვირიცხა..
-ზღაპარია? არა მგონი სიზმარში ვარ ხო?
-სახალხო დამცველსაც კი ვესაუბრეთ..მას მივაწვდით ინფორმაციებს და ყველანაირად გვერდით დაგვიდგება..
-იცით როგორი ბედნიერი ვარ? ვერ აგიღწერთ..
_ცრემლები წამოუვიდა, ყველა ეხვეოდა, გეგმებს აწყობდნენ და საოცრად დიდ სტიმულს აძლევდნენ.. თითქოს იზაბელაც კარგად იყო უფლება, რომ მიგეცათ მაშინვე ადგებოდა და საქმეს შეუდგებოდა..
ყველა წავიდა იკას გარდა..იზას ფეხებთან დაჯდა და უყურებდა მის ბედნიერ სახეს..
-გინდა გაგახარო?
-კი ძალიან.
-შეყვარებული ვარ!
-რაა? ვისზე?
-ნათიაზე, ჭკუიდან მშლის ეგ გოგო.
-ნათ . .ნათიაზე?
-ჰო რა იყო? არ გაგიხარდა?
-დავიბენი, კი როგორარა გამიხარდა..
_და ვინ იცის რას გრძნობდა იმ ღიმილიანი სახის უკან.. ერთი სული ჰქონდა ირაკლი როდის წასულიყო, რომ ტირილით ემოციებისგან დაცლილიყო..უღიმოდა და უსმენდა როგორი ემოციით საუბრობდა ნათიაზე.. ალბათ მალე ტირილსაც დაიწყებდა, რომ არა მირას და ლადოს შემოსვლა პალატაში..
-დედიი როგორ ხარ?
-ასე ჯერ არასდროს არ ვყოფილვარ. არვიცი როგორ გითხრა.
-მოხდა რამე?
-სულ რაღაც 8 თვეში და ან ძმა გეყოლება .
-რაააა?
_გაოცებული სახით უყურებდა მირას და ლადოს გაბრწყინებულ სახეებს.. აი მაშინ კი ნამდვილად ვეღარ შეიკავა ცრემლები და ატირდა..
-დედი რამოხდა? გაწყენიე? მაპატიე გთხოვ..
-რასამბობ? რა წყენა დედა! უბედნიერესი ვარ.. არც კი იცი ახლა რას ვგრძნობ, შენს მაგივრადაც მიხარია..მიხარია, რომ აღარ ვიგრნობ იმ სიცარიელეს შენს გულში, რომ იყო და თვალებში ირეკლებოდა..
-ყველაზე ტკბილი მყავხარ შენ იცი? რომარ გვეპოვე რამოხდებოდა ნეტავ?
-ალბათ ახლა ჩამოყალიბებული მეძავი ვიქნებოდი..
-ჩშშ! აღარ გაიმეორო ეს გთხოვ..შენ ჩვენი გოგო ხარ და მუდამ ასე იქნები..
-მაბედნიერებთ მე თქვენ! დეკო გთხოვ ექიმს უთხარი გამწერონ რა! აღარ შემიძლია..
-ხვალ ანალიზებს გაგიკეთებენ და თუ ყველაფერი ნორმაში იქნება გამოგწერენ?
-მართლა?
-ხო დე, ახლა წავალთ ჩვენ.
-ირაკლიც წაიყვანეთ..
-არა მე დავრჩები.
-ისედაც აქ ხარ სულ და წადი.
-არა! ჯერ კიდევ მაქვს შენთვის მოსაყოლი რაღაცეები..
-კარგი დეე ჩვენ წავალთ მაშინ.
-კარგი..დეე...თავს მიხედე გთხოვ..
-გავაგრძელო მოყოლა?
-როგორც გინდა
-ნუ მოკლედ სულ მასზე ვფიქრობ, ისე უცებ მოხდა ყველაფერი.
-დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს?
-არვიცი რა დავარქვა სხვა სიყვარულის გარდა
-იქნებ გატაცება?
-25წლის ბიჭი გატაცებას და სიყვარულს ვერ ვარჩევ?
-ხო რავი..
-რატომ მოიწყინე?
-ცოტა დავიღალე დღეს..
-გინდა ჩაგეხუტო და ისე დაიძინო?
-არა! გთხოვ წადი
-რაგჭირს პატარავ?
-მარტო მინდა ყოფნა და დასვენება..
_მეორე დღეს საავადმყოფოდანაც გაწერეს..არავის იკარებდა, განსაკუთრებით ირაკლის..სულ თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და ტიროდა ან წერდა.. წერა დაიწყო..ერთი ლამაზი ბლოკნოტი აიღო, წარწერა გაუკეთა
"საიდუმლოდ ტრფობის ჩანაწერები" და ყველა თავის უთქმელ გრძნობას შიგ მოუყარა თავი..
...
_საათს დავხედე 00:35-ია უკვე.. ვერ ვისვენებ, უცნაური გრძნობა მაქვს.. ასეთი სურვილი არასდროს მქონია. სურვილი დამერეკა და გამეღვიძებიე. ვიცი დაღლილი ხარ, გეძინება საშინლად, მაგრამ ეგოისტი ვარ. იმდენად ეგოისტი რომ ახლა შენი გაღვიძებისთვის სიცოცხლეს დავთმობდი..უბრალოდ ახალგაღვიძებული, თმააბურძგნული არეული სახით და არაამქვეყნიური გამომეტყველებით მენახე და მეტი არაფერი მინდოდა ბედნიერებისთვის..ვიცი გამიბრაზდებოდი, ბუზღუნს დაიწყებდი და მისაყვედურებდი..მეკი საპასუხოდ შენს ლოყებს ხელებში მოვიქცევდი და გაკოცებდი..წამს გავაჩერებდი რომ შემეძლოს..წუთს საუკუნედ გავწელავდი და სიცოცხლეს ცისარტყელას ფერებით დაგიხატავდი....
საშინლად არგიყვარს როცა გაღვიძებენ, მეკი ვინიცის რამდენჯერ ავიღე ტელეფონი ხელში, რამდენჯერ წავშალე აკრებილი ესემესი..რამდენჯერ მოვედი შენს კართან და უკან დავბრუნდი ისევ..გამოვიფიტე სულიერად, მჭირდები ყველაზე მეტად..ცალკე შენი სიახლოვე მკლავს და ცალკე შენი სიშორე მანადგურებს..პირველად ვამბობ, პირველად ვაღიარებ, რომ შემიყვარდი..თანაც ისე შემიყვარდი, რომ ყველანაირი გზა მოვჭერი შენი გადაყვარების..
_თითქმის ყოველ ღამე სეირნობდა, სახლში ღამის სამ-ოთხ საათზე ადიოდა, დილით ათზე დგებოდა და თამოსთან ერთად პროექტზე მუშაობდა..ყველა დღე ერთნაირად ვითარდებოდა..თითქოს რიტმულ ციკლში იყო ჩამბული და ვერ არღვევსო..ერთ დღესაც გადაწყვიტა თავისი პრობლემის პირისპირ დამდგარიყო..აღარ ემალებოდა ირაკლის..უემოციოდ უსმენდა მის ლავ სთორს და გეგმაც დაისახა..არ დაეთმო საყვარელი კაცი, როგორც არ უნდა მიეღო ის, მისთვის უნდა ებრძოლა..სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებულია-ო ფიქრობდა..განსაკუთრებით თავდაჯერებული გახდა..მირას რთული ფეხმძიმობა ჰქონდა, საშინელი ტოქსიკოზი, ლადომ შვებულება აიღო და დასასვენებლად წაიყვანა თავიანთ აგარაკზე ურეკში..
სახლის საქმეებს აკეთებდა როცა მობილურმა დაურეკა..
-იზაბელა გცალია?
-თაზო რამოხდა? სახლს ვალაგებ და..
-ამოვალ შენთან და მოგიყვები..უნდა დამეხმარო რა ძმურად..
-თუ შემიძლია რა პრობლემაა.
_რამდენიმე წუთში თაზოც ავიდა.
-აბა მომიყევი რა ხდება.
-თაკო მიყვარს და ზედაც არ მიყურებს. ვიცი, რომ მოვწონვარ. ვხვდები მაგრამ რატო იქცევა ასე ვერ გავიგე. დღეს წვეულებაა, ჩვენი ჯგუფელის დაბადებისდღეა და ყველა დაპატიჟებული ვართ.
-იკაც?
-კი და იკაზე გელაპარაკები?
-კარგი და მე როგორ უნდა დაგეხმარო..
-დღეს ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, ყველაზე ლამაზი უნდა იყო და მეც ისე მოვიქცევი ვითომ ვგიჟდები შენზე..
-მაწყობს მეც..არარის პრობლემა..
-უი, გაიგე იკაზე და ნათიაზე?
-რა?
-შეყვარებულები არიან. იკა იძახის მალე ქორწილშიც გაქეიფებთო.
-ვნახოთ როგორ გვაქეიფებს.
-რათქვი?
-არაფერი. კარგი 6-ზე გამომიარე და წავიდეთ.
_გამოიცვალა, ჩანთა აიღო და საშოპინგოდ წავიდა.. ბოლოს მანიკური, პედიკური, ვარცხნილობა და მაკიაჟი გაიკეთა.. სახლში ჩუმად აიპარა ვინმეს, რომ არ დაენახა და კაბაც ჩაიცვა..მისი სიშველი სხეულის ნაწილები ისე გამომწევად ჩანდნენ, ნებისმიერ კაცს დააკარგიებდა ჭკუას.. ზურგი მთლიანად ამოღებული, მკერდთან ჩაჭრილი და გამჭვირვალე გიპიურით გაკეთებული ნაჭერი მაინც ვერ მალავდა მის მკერდს..მარცხენა მხარედ საკმაოდ აჭრილი..გრძელი, შავი ბრჭყვიალა კაბა იყო.. სახის ყველა ნაკვთი ჰქონდა გამოკვეთილი მაკიაჟით. თმა მაღლა აწეული და მთლიანობაში მართლაც რომ საოცრება იყო..თაზომაც დათქმულ დროს მოაკითხა. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ..
-წვეულება ევროპულ სტილშია.
-ანუ კუჭი უნდა გამიხმეს შიმშილით?
-მე გაჭმევ რამეს, არ ინერვიულო.დღეს ისეთი შეუდარებელი ხარ, რომ ყველა ჩვენ შემოგვხედავს.
-დააგვიანე ნახევარი საათით.
-რატომ?
-ეფექტური შესვლისთვის.
-ვინც არ გიცნობს რა.
_მართლაც, მანქანა რესტორნის წინ გააჩერეს. მსუბუქად ივახშმეს და 40 წუთის დაგვიანებით მივიდნენ. კიბეები აიარეს და იუბილარი ისეთი ოვაციებით შეხვდა შეუძლებელი იყო ყველას ყურადღება მათკენ არ მოქცეულიყო. დარბაზს უეცრად გადაავლო თვალი, იკა და ნათია ერთად იდგნენ. გაიღიმა და მათ მოპირდაპირე მაგიდისკენ დაიძრა ისე, რომ მათთვის აღარ შეუხედავა.გამომწვევად იქცეოდა და ხვდებოდა ირაკლის მზერა როგორ უწვავდა ზურგს. წყნარი მუსიკა ჩაირთო და ცეკვა დაიწყეს. იზაბელას მჭიდროდ მოხვია ხელები თაზომ, სხეულზე აიკრა და ისე ცეკვავდნენ..
-ოჰ როგორი მზერით მოგვჩერებიან
-ძალიანაც კარგი.
_იღიმოდნენ და ერთმანეთს ყურთან რაღაცეებს ჩურჩულებდნენ. ვატო იზაბელას ზურგზე დაატარებდა ხელებს. აქეთ თაკოს ანთებული თვალები ეჯახებოდა იქეთ კიდევ იკას ალეწილი გამომეტყველება. მუსიკაც დასრულდა, იზაბელამ ხელი ჩასჭიდა და ირაკლის მაგიდისკენ დაირენ.
-საღამომშვიდობისა, ვერ შეგამჩნიეთ აქამდე.
_ღიმილიანი სახით გადაკოცნა ნათია და ირაკლი.
-ხო რას შეგვამჩნევდი სად გეცალა.
-თქვი რამე ირაკლი?
-გამომყევი საქმე მაქვს.
-სხვა დროს იყოს.
-ახლავე იზაბელა!
_ხელი საშინლად მოუჭირა და აივანზე გაიყვანა.
-რა ჯანდაბას აკეთებ გოგო?
-უკაცრავად?
-თაზოს რას ეტმასნები და ეხვევი ვერ გავიგე.
-შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიში? თაზოსთან თავს კარგად ვგრნობ.
-სულ სირზე თავს როგორ გრძნობ თაზოსთან.აღარ შეგეხოს თორემ მოვკლავ.
-შენ რა პრობლემა გაქვს? ვინც მინდა ის შემეხება და როგორც მინდა. შენ ვერ ჩაერევი. შეყვარებული იქ გყავს და აქ მე მიწყობ ისტერიკებს? რა გინდა თვითონ თუ იცი?
-ის შეყვარებულია შენ კი დასავით მიყვარხარ.
-რასაინტერესოა რომელ დას კოცნიან?
-შეცდომა იყო.
-დასთან ეგეთი შეცდომა არასდროს არ მოგივა და გაჩუნდი..ასე მალე როგორ დათვერი? სიმთვრალით ბოდავ უკვე ხვდები?
-ჭკუიდან ნუ გადამიყვანე, წამოდი დროზე აქედან.
-ხელი გამიშვი მტკენ.
-გაჩუნდი და წამოდი.რაარის ეს რა კაბა ჩაგიცვავს? ბარემ შიშველი მოსულიყავი..
_ტაქსი გააჩერა, საკუთარი სახლის მისამართი უკარნახა და ბუზღუნი განაგრძო.
-მეორედ რომ დავინახო ასეთ ფორმაში ვიღაც ბიჭზე აკრული ხარ მოგკლავ გეფიცები.
_ტაქსში ხმა არ ამოუღია, როგორც კი ტაქსიდან გადავიდნენ მაშინვე დაიწყო..
-დეისაძე ზედმეტი მოგდის თუ ხვდები.
-იზაბელა არ გამაგიჟო, რატომ უნდა გეხვეოდეს ვიღაც და დაატარებდეს შენს სხეულზე ხელებს?
-შენთან რამინდა? მიშვი ხელი სახლში შევალ.
-არა წამოდი!
-ირაკლი გეყოფა.
_ერთი ბოთლი ვისკი აიღო, თან სვავდა და თან იზაბელას არიგებდა ჭკუას. როგორ დაცალა მთელი ბოთლი ისე მალე ყურადღებაც არ მიუქცევია..უკვე საშინლად მთვრალიიყო.
-ირაკლი გაიხადე
-რავქნა?
-როცა გინდა და სადაც გინდაო, ნიძლავი რომ წააგე დაგავიწყდა?
-კარგი რა პრობლემაა.
_ძლივს იხდიდა, ჯერ საროჩკის ღილები გახსნა და გაიძრო, შემდეგ ქამარი შეხსნა და შარვალი გაიხადა აი საცვალთან კი შეჩერდა.
-ესეც?
-დიახ
-და გინდა ჩემი დაინახო?
-ნიძლავი ასეთი იყო, რომარ მომეგო შენ მოგიწევდა დანახვა.
-ნუ მე არმაქვს პრობლემა.
_ერთიხდლის მოძრაობით მოიშორა საცვალი, აკვირდებოდა იზაბელას მზერას რომელიც მხოლოდ თვალებში უყურებდა და არც კი უცდია შეეხედა მისი სთვის..
-არ დაინახავ?
_იზაბელას გაეღიმა და დივნიდან წამოდგა. მოუახლოვდა თან ირონიულად იღიმოდა.
-რაც მინდოდა ის უკვე გააკეთე, ახლა კი წავედი სახლში.
-არწახვიდე
-ჩაიცვი დიდხანს ნუ იდგები ეგრე თორემ ჰორმონები მალე იფეთქებს..ჰო მართლა რატო მომატყუე შენზე არასდროს ამდგომიაო? გეტყობა აშკარად.
-იზაბელა ნუ მაგიჟებ.
_ხელი მაგრად მოკიდა და სხეულზე აიკრა. ვეღარ მოითბინა და მის ტუჩებს გამალებით დააცხრა.
-ირაკლი ნასვამი ხარ, ხვდები რას აკეთებ?
-ვხვდები. ჩშშშ გთხოვ.
_კოცნაზე კოცნითვე უპასუხა, კაბა ჩაუხსნა და სულ მალე მათი შიშველი სხეულები ერთმანეთს ეკროდნენ. ტუჩებიდან ყელში გადავიდა, ლავიწებზე აკრობდა ტუჩებს და მკერდზე ეფერებოდა..ვეღარ შეიკავა თავი და იზაბელას კვნესა წასკდა, ამაზე უფრო მეტად მოაწვა ჰორმონები და რამდენიმე წუთში მათი სხეულები ერთმანეთს შეერწყა.. თან ტკიოდა და თან სიამოვნებდა. მაგრად უჭერდა ხელებს და ტუჩებზე კბენდა. ბოლოს ირაკლის მკერდზე ედო თავი და ეხუტებოდა. იცოდა მეორე დღეს არაფერი ემახსოვრებოდა და თან საშინელ პახმელიაზე გაიღვიძებდა. რამდენიმე ფოტო გადაიღო და ფრთხილად წამოდგა. ლოგინს ძლივს გააძრო ზეწარი, კაბა ჩაიცვა და სახლში შევიდა. დუშის ქვეშ დადგა და ყველა ის წუთი გაიხსენა ირაკლი, რომ ეფერებოდა..მის სხეულზე სადაც ტუჩებს ახებდა იმ ადგილებს ეხებოდა ნაზად და თვალებს ხუჭავდა. არ ნანობდა, არცერთ წამს არ ნანობდა რადგან იცოდა სიგიჟემდე უყვარდა დეისაძე. ერთადერთი კაცი იყო რომლის შეხებაც შეეძლო, რომელსაც უფლებას მისცემდა მისი სხეული შეეგრძნო..




უკვე დაიწყო ყველაზე საინტერესო მომენტები..მადლობა ვინც კითხულობთ და იმედია მოგეწონებათ..



№1 სტუმარი nini

gaagrdzele kargia

 


№2 სტუმარი სტუმარი sopia

ogond gachundi agar dawero raa ramdeni xania erti da igive shecdomas ushveb :) yvelafris xaliss dagikargavs ai eseti elementaruli shecdomebi

 


№3 სტუმარი elene

rogor velodebodi am tavs <3 saocreba iyo<3 velodebi shemdegs male dade raa<3 magari gogo xaar <3

 


№4  offline მოდერი Natiiaa33

nini
gaagrdzele kargia

❤❤

სტუმარი sopia
ogond gachundi agar dawero raa ramdeni xania erti da igive shecdomas ushveb :) yvelafris xaliss dagikargavs ai eseti elementaruli shecdomebi

მაგ ელემენტარული შეცდომების გადასახედად ვეღარ ვიცლი ხოლმე ❤ მადლობა შენიშვნისთვის შემდეგისთვის გავითვალისწინებ❤❤

elene
rogor velodebodi am tavs <3 saocreba iyo<3 velodebi shemdegs male dade raa<3 magari gogo xaar <3

ძალიან დიდი მადლობა❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი tamotamo

შოკიაა???????????? უკვე ვგიჟდები ამ მოთხრობაზე!! საუკეთესოა❤❤ ძალიან კარგად წერ, ბრაო ავტორს ჩემგან????????❤❤❤

 


№6  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი tamotamo
შოკიაა???????????? უკვე ვგიჟდები ამ მოთხრობაზე!! საუკეთესოა❤❤ ძალიან კარგად წერ, ბრაო ავტორს ჩემგან????????❤❤❤

ვაიმეე უღრმესი მადლობაა❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი თაკო

წერეე წერეე და წერეე❤ შენგან კარგი მწერალი გამოვა❤ ხარვეზებიც გაქვს რათქმაუნდა მაგრამ გამოასწორებ ❤ ველოდები შემდეგ თავს????????❤

 


№8  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი თაკო
წერეე წერეე და წერეე❤ შენგან კარგი მწერალი გამოვა❤ ხარვეზებიც გაქვს რათქმაუნდა მაგრამ გამოასწორებ ❤ ველოდები შემდეგ თავს????????❤

მადლობა ძალიან დიდი❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent