შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი კაბა და შავი დროშები (სრულად)


11-04-2019, 17:16
ავტორი Dead girl
ნანახია 2 796

საქართველოვ შენ ვინ მოგცა,შვილი დასაკარგავი!
_________________________________________________________
1971 წლის ათი ნოემბერი იყო თარხნიშვილების ბინიდან სროლის ხმა,რომ გაისმა და მთელი სამეზობლო მისალოცად გაიქცა თედოსთან. ერთი საათის შემდეგ იგივე ხმა თევდორაძეების სახლიდან გამოვიდა და ახლა იქით გაიქცნენ მეზობლები.
თარხნიშვილებს ვაჟი შეეძინათ - სანდრო. თევდორაძეებს კი გოგონა,თებეა.
სანდროს დამახასიათებელი ჟღალი თმა,ხოლო თევდორაძეების ქალს ლურჯი,კამკამა წყლისფერი თვალები ჰქონდა.
ლაღი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ. თებეა ნამდვილი თხა-გოგო იყო,ხან რომელი ხის ტოტზე იჯდა,ხან რომელზე,მაგრამ მაინც მთელ უბანს უყვარდა... მარტო უბანს კი არა,მთელ თბილისს უყვარდა ეს სიფრიფანა გოგო. მამამისი, ლევანი თევდორაძე პატივსაცემი კაცი იყო იმ დროს. რაიკომის მდივანი გახლდათ და მოკლედ,არაფერს აკლებდა ოჯახს. თანაც,ერთადერთი ბრილიანტი გოგონა ჰყავდა და ანებივრებდა შვილს როგორც შეეძლო.

მეხუთე კლასში იყო თებეა პირველად,რომ ატირეს უფროს კლასელმა ბიჭებმა. რა თქმა უნდა თარხნიშვილის ბიჭი გაეჭიმა მათ მაშინვე! მერე რა,რომ პატარა იყო,სამაგიეროდ ისე მოაგვარა ყველაფერი,თევდორაძის თვალზე ცრემლი აღარ დაუნახავს.

ერთხელ იყო მხოლოდ გამოცდიდან,რომ გამოვიდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- რა გჭირს,თებე? - გოგონასთან მისვლისთანავე გადააგდო ჯერ არ ჩამწვარი სიგარეტი ბიჭმა. არ უნდოდა გოგონასთან მოეწია და ამის უფლებას არც სხვებს აძლევდა.
- ცუდად დავწერე მგონი,სანდრო ... - აზლუქუნდა ბიჭის მხარზე თავჩამოდებული. თარხნიშვილს ჩაეღიმა.
დაამშვიდა,დააწყნარა,სახლამდე მიაცილა და მხოლოდ შემდეგ გაუკიდა სიგარეტის კიდევ ერთ ღერს...

მხოლოდ თექვსმეტი წლისები იყვნენ უკვე ყველამ,რომ იცოდა სანდროს თებე უყვარდა და ვერც ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოებას. მოსწონდათ,მაგრამ მხოლოდ ჩუმად. ისე,რომ არავის გაეგო,განსაკუთრებით თარხნიშვილს თორემ იცოდნენ კარგი ამბავი არ მოხდებოდა. არა, განა რამე, როგორ არ შეიძლებოდა ვინმეს ყვარებოდა,მაგრამ მაინც მხოლოდ მის საკუთრებად თვლიდა ლურჯთვალება ხუჭუჭას და არავისთვის ეთმობოდა.
1988 წელი იყო საქართველოში არეულობა,რომ დაიწყო და ზუსტად ამ წელს დაინიშნენ. მერე რა,რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ... და კიდევ ბევრი ,,მერე რა’’. თავიდან თავი გაიგიჟა უფროსმა თევდორაძემ,ჩვიდმეტი წლის ასაკში რა დროს ნიშნობააო,მაგრამ იცოდა მის შვილსა და ჟღალ თარხნიშვილს უზომოდ და უანგაროდ,რომ უყვარდათ ერთმანეთი და არ შეეწინააღმდეგა ბავშვებს. ბევრი იწუწუნა,მაგრამ ბოლოს მაინც თქვა როგორც ჩემს თებეას უნდა ისე იქნებაო... მამის გული,ხომ იცით ...
ნამდვილი ქართველები იყვნენ. ნამდვილი ქართველი პატრიოტები. სწორედ ამიტომ იყო შიმშილობა,რომ დაიწყო პროტესტის ნიშნად ახალგაზრდობამ პირველი თევდორაძე და თარხნიშვილი ისხდნენ პარლამენტის კიბეებთან ...
ქართული სიმღერის საამური ჰანგები აყრუებდა მთელ რუსთაველის გამზირს. მერედა როგორ კარგად გამოსდიოდა სანდროს სიმღერა.აი მის სიმღერაზე აცეკვებული თევდორაძის ქალი ხომ საერთოდ საოცრება იყო...
რვა აპრილი იყო,სანდრომ,რომ აიტეხა გინდა თუ არა ცოლად უნდა მოგიყვანოო და თეთრი,უბრალო კაბის ამარა გაიპარნენ ქაშვეთის ეკლესიაში და ჯვარი დაიწერეს. შემდეგ ისევ მომიტინგეებს შეუერთდნენ და გეფიცებით,არც ერთი წამით არ გაუშვიათ გადაჭდობილი ხელები ერთმანეთისთვის.
- გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად,რამე თუ ჩვენთან არს ღმერთი ! - ეს მერაბ კოსტავა იყო ...
- არ დავიშლებით,ფიცი გვაქვს დადებული! - ყვიროდა წერეთელი.
ის დღე,ის წამი იყო ქართველთა სისხლის ნამდვილი ყივილი!
ტანკები,რომ დაიძრნენ რუსთაველისკენ არც მაშინ გაუშვიათ ხელი ერთმანეთისთვის... იქვე კვნესაგარეული სიმღერა ისმოდა. თებეა ფეხის მოძრაობას აყოლებდა ფანდურის საამო ხმას.

გამთენიისას, ცხრა აპრილს იყო თეთრი აქა-იქ გახეული და სისხლით მოსვრილი კაბა.იყო გვამები და ღმერთო ჩემო,იყო სახე თარხნიშვილის გაციებული. არ უტირია...გეფიცებით,არ უტირია! ჩემი გმირი ხარო მიწაზე მწოლიარეს ჩასჩურჩულა და შავი დროშები ააფრიალა. ისევ თეთრი,საქორწინო კაბა ეცვა გოგონას,მაგრამ ამჯერად ... სისხლისა და ცრემლების სუნი ასდიოდა მხოლოდ ....



№1  offline წევრი Rania

Amatireee. Kargi iyooo
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

საოცარი ისტორია!!

 


№3  offline მოდერი lemongiirl

კარგი იყო♥ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი Lu Miki

გული ამეწვა :(
--------------------
θεόνα

 


გული შემეკუმშა, ყელში ბურთი გამეჩხირა, მუცელში პეპლები მყავდა, ეს ისტორია იყო საოცარი, თბილი, ტკბილი და გულში ჩამევდომი, მტკივნეული ისტორია, რომელმაც ამატირა, იმდენად მოკლედ მაგრამ კონკრეტულად გაქვს აღწერილი ყველაფერი რომ დაახლოებით 15 წუთი ვტიროდი. *_*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent