შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (მეხუთე თავი)


11-04-2019, 21:27
ავტორი murachashvili
ნანახია 3 211

პროფილის სურათს დავხედე, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი გვერდი ჰქონდა, იმის დადგენაც კი გაგიჭირდებოდათ გვერდის მფლობელი ქალი იყო თუ მამაკაცი. აშკარად ახალი დარეგისტრირებული. სულ ორიოდე კომენტარი და ისიც ჩემ რომანზე. მიქებდა წერის სტილს, გადმოცემის მანერას, იწონებდა სიუჟეტს და აღნიშნავდა, რომ იშვიათად ვინმეს ასეთი განცდებითა და გრძნობით პატრიოტულ მოტივებზე დაეწერა.რომანში აღწერილმა მოვლენებმა საკუთარი ბავშვობა გაახსენა. საბოლოოდ კი, წარმატებას მისურვებდა კონკურსში და კეთილი სურვილებით მემშვიდობებოდა.
თავისთავად ცხადია უცნობ მკითხველს მეც თავაზიანად ვუპასუხე. დიდი მადლობა გადავუხადე დაინტერესებისა და აზრის გამოხატვისთვის და თბილად დავემშვიდობე.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომუნიკაცია ამით არ დასრულებულა. მეორე დღეს ისევ დამხვდა წითელი ვარდისა და ჭიქა ყავის ფოტო, რასაც მცირედი მონაწერიც ახლდა, დიდი არაფერი, უბრალო მოკითხვა და კარგი, ბედნიერი დღის სურვილი. არც მე გამომიხატავს ზედმეტი ინტერესი, ისევ თავაზიანი მადლობა გადავუხადე. ანალოგიური გრძელდებოდა თითქმის მთელი კონკურსის განმავლობაში. ზოგჯერ მოწერაც ეზარებოდა, თუმცა ყოველ ფოტოს გამოგზავნა მაინც არ ავიწყდებოდა.
რეალურად ხომ არავინ მჩუქნიდა არც ვარდსა და არც ჭიქა ყავაზე მეპატიჟებოდა, მაგრამ ერთი უცნაურობა მაინც შევამჩნიე საკუთარ თავს, ყოველ დილას ველოდი ფოტოს. საიტზე ახალ მკითხველებთან სალაპარაკოდ კი არა, მისი გზავნილის სანახავად შევდიოდი. ხომ არაფერი, მაგრამ უზომოდ მსიამოვნებდა უცნობის ეს მცირედი ყურადღება.
დღემდე ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები, არ ვიცი რა იყო ასეთი ამ მიმოწერაში. არ ვიცი რატომ გამოვარჩიე და შევისიხლხორცე. ფაქტია, თუ მისი გზავნილი იგვიანებდა, ვღიზიანდებოდი, შინაგანად ვშფოთავდი.
-შეეჩვიეთ?
- შეჩვევა მსუბუქი ნათქვამია. რაღაც არანორმალური მჭირდა, სრულიად უცნობ ადამიანზე, რომლის არც სახელი ვიცოდი და შენ წარმოიდგინე, არც - სქესი, დამოკიდებული გავხდი. რომ დავუკვირდე, ადამიანიც კი არ იყო, ერთი რომანტიული ფოტო, რომლის მსგავსებითაც აჭრელებულია მთელი ინტერნეტ სივრცე.
ცხადია კონკურსზე ვერ გავიმარჯვე, თუმცა ნიკუშას პროგნოზი გამართლდა, მკითხველთა მიზიდვა ნამდვილად მოვახერხე. დასრულდა კონკურსი და უცნობთან მიმოწერაც შეწყდა. ვაღიარებ, ძალიან დამაკლდა, თუმცა მასზე საფიქრად დიდად არ მეცალა, მთელი ყურადღება ვაჟიშვილის გასამგზავრებლად მზადებაზე მქონდა გადატანილი.
ზუსტად არ მახსოვს კონკურსიდან რამდენი ხანი გავიდა, შეიძლება ერთი თვეც. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ სამსახურში ვიყავი და დილიდან ხელშეკრულებებს ჩავკირკიტებდი. იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ შესვენებაზე გასვლაც დამეზარა და განტვირთვისა და ახალი ჭორების გასაგებად ფეისბუქზე შევედი.
ვიღაცას მეგობრობის თხოვნა გამოეგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობს სახელის ნაცვლად მხოლოდ ტირეები ჰქონდა დასმული, ცნობა არ გამჭირვებია. პროფილის სურათად წითელი ვარდი და ერთი ჭიქა ყავა ედო. დიახ, სწორედ ის, ჩვენი ფოტო. ვერ აღვწერ იმ ემოციას ფოტოს დანახვაზე რომ დამეუფლა. ცხადია დიდხანს არ მიფიქრია, მეგობრობის თხოვნას დავეთანხმე.
- გამარჯობათ, თურმე ნუ იტყვით და მომნატრებიხართ, - თბილი ღიმილი არ დაიშურა უცნობმა - ვაღიარებ, გული დამწყდა ჩვენი მეგობრობა ასე სწრაფად რომ დასრულდა. ელენე, ხომ შეიძლება მეგობრად მიგიჩნიოთ?
- რა თქმა უნდა, სხვა თუ არაფერი ყოველ დილით ყავით მიმასპინძლდებოდით, მეგობარო. - გაკრეჭილი ღიმილი არ დავიშურე მეც.
- აი, ზუსტად ვიცოდი, ჩემთან ყავის სმის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდით. - ისევ გაიკრიჭა ღიმილი.
- თქვენს მიერ მორთმეულ ყავას, ისეთი ვარდი მოყვებოდა, უარს როგორ შეგკადრებთ?!
- გულწრფელად ვაღიარებ, ყოველ დილას თქვენთან ერთად ფინჯანი ყავის მირთმევა, ფრიად სასიამოვნო რიტუალი გახლდათ, თუმცა, ჩემსდა სამწუხაროდ, ზედმეტად სწრაფად დასრულდა. - გაკრეჭილი ყვავილიანი ღიმილი არ დაიშურა უცნობმა - იმედია წინააღმდეგი არ იქნებით, რომ ვიმეგობროთ?
- მოგესალმებით, რადგან მეგობრებში დაგიმატეთ, ესეიგი არც წინააღმდეგი ვარ მიმოწერის გაგრძელების, თუმცა უცნობო მეგობარო, რადგან ჩემი ვინაობა იცით, ალბათ კარგი იქნებოდა მინიმუმ თქვენი სახელი მაინც თუ მეცოდინებოდა.
- ეგ პატარა წვრილმანი საერთოდ არ გამხსენებია, მიცნობდეთ თქვენი მონა-მორჩილი, შაკო. - თვალებ აციმციმებული ღიმილაკი ისევ არ დაენანა უცნობს.
- მამაკაცი ხარ? - რატომღაც შევცბი.
-, მგონი ქალს არ ვგავარ. - მის მიერ ჩაგდებული ფოტოს ყურადღებით დავაკვირდი. ღია წაბლისფერ, თითქმის ქერა თმაში ოდნავ შერეოდა ვერცხლისფერი, ცისფერი თვალებით ირონიულად მიღიმოდა. სახეზე ნამდვილად არ მეცნობოდა. ჯინსის შარვალი და შავი მოკლე მკლავიანი მაისური ეცვა. პირველი რაც თვალში მომხვდა, მისი სხეულის სპორტული აგებულება გახლდათ, ეგეც რთული იყო საკმაოდ გამომწვევად მოტკეცილ მაისურში გამოგრჩენოდა, ისეთი პრესი ჰქონდა, ინსტინქტურად საკუთარ მუცელზე დავიხედე, ხელით მოვისინჯე მოდუნებული კუნთები და ისე შევისუნთქე თითქოს მხედავდა.
- საინტერესოა ვინ ხარ. - ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მის პირად გვერდზე გადავედი, თუმცა იმედი აშკარად გამიცრუვდა, არაფერი ხელჩასაჭიდი, არც ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა მითითებული, არც ფართო სამეგობრო წრით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალბატონს, რომელთაც ერთად-ერთი რაც საერთო ჰქონდათ ის იყო, რომ ყველა მათგანი აშკარად დაოჯახებული გახლდათ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, აშკარად ერთი ტიპიური მექალთანე გვერდი გახლდათ, სხვადასხვა მოდელებისა და ავტომობილების ფოტოებით აჭრელებული ფეისბუქ გვერდით და ვინანე კიდეც ასე რომ ავჩქარდი და მეგობრობაზე დავეთანხმე.
- ბატონო შაკო, მგონი ვიღაცაში შეგეშალეთ.
- რას გულისხმობთ?!
მისთვის პასუხის გაცემაზე თავი აღარ შემიწუხებია. დაბლოკვით არ დამიბლოკავს, არც მეგობრებიდან წამიშლია, თუმცა მასთან მიწერილობის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებდი.
მეორე დილას ისევ დამხვდა ერთი ჭიქა ყავისა და ვარდის ფოტო. თუმცა მხოლოდ ამ გზავნილით არ შემოიფარგლა, ახალმა მეგობარმა მცირედი სმს ტექტსტიც მოაყოლა.
- ქალბატონო ელენე, იმედია არასწორი დასკვნებისგან თავს შეიკავებთ. არ მინდა იფიქროთ, რომ გეფლირტავებით, ან რაიმე ცუდი განზრახვა მამოძრავებს, უბრალოდ მიმიზიდეთ, როგორც ნიჭიერმა მწერალმა და სასიამოვნო ქალბატონმა. მომწონხართ, როგორც მანდილოსანი და თქვენთან მეგობრობა მსურს, ყოველგვარი ქვე-აზრების გარეშე. იმედია არ შევმცდარვარ შეფასებისას და არ მიეკუთვნებით იმ ერთუჯრედიან ქალბატონებს, ყველა მამაკაცი, ვინც კი ეკონტაქტება, მაინც და მაინც უგონოდ მასზე შეყვარებული, პოტენციური საყვარელი ან ქმარი რომ ჰგონიათ.
- გეთამაშებოდათ? - ინეტერესით ჩავეკითხე.
- ცხადია. - თავისქნევით დამეთანხმა ქალბატონი ელეე, გაღიზიანებულმა მისი მოწერილი რამდენიმეჯერ გადავიკითხე.
- ვინ გონია თავი? - ცოტა არ იყოს გავბრაზდი. ასე მარტივად გამოსაჭერი ვარ? გადავწყვიტე საერთოდ არ შემემჩნია მისი ცინიზმი, არ გამემახვილებინა ყურადღება ირონიაზე და ავყოლოდი თამაშში.
- დილა მშვიდობისა, შაკო. სასიამოვნოა მსგავსი შეფასების ხილვა. არ ვაპირებ „ერთუჯრედიან“ ქალბატონთა შორის ყოფნას და ნამდვილად არ მინდა ჩვენს შორის ფლიტრაობას ჰქონდეს ადგილი.
- ჩემი ზედმეტი მომხიბვლელობა ხელს ხომ არ შეგვიშლის მეგობრობაში?! - ეშმაკურად მიკრავდა თვალს ღიმილი.
- არა, რას ამბობთ, როგორმე შევძლებ თქვენი ხიბლის გაძლებას. - საპასუხოდ გავიკრიჭე.
- მეც მაგის იმედი მაქვს, არ მინდა ჩვენი მეგობრობას ბილწი აზრებით შებღალო! - თითიც კი დამიქნია გამაფრთხილებლად.
- თავხედი, რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე! - ვერ შევიკავე თავი და კლავიატურაზე ისე დავაკაკუნე წესით მასაც უნდა გაეგო.
- ამ სიტყვებს კომპლიმენტად ჩავთვლი, მეგობარო. - არ დააყოვნა შაკოს პასუხმაც.
ხომ არაფერი გამოუგზავნია, მაგრამ თითქოს თვალნათლივ დავინახე, მისი ცინიკური, თვითკმაყოფილი ღიმილი და არ ვიცი რა დამემართა, წამის წინ თუ გაბრაზებული ვიყავი, ახლა გამეღიმა, სპორტული ინტერესი ოდესმე გქონიათ?! დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა ეს მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ცხადია ავყევი თამაშში და სწორედ აქ დავუშვი საბედისწერო შეცდომა.
- ზემდეტ ცნობისმოყვარეობად ნუ ჩამომართმევ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა?
- რა თქმა უნდა, გისმენ.
- რაც გამომიგზავნეთ, თუ ნამდვილად თქვენი ფოტოებია, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ბრძანდებით და საკუთარ პროფილს რატომ მალავთ?
- რას გულისხმობთ დამალვაში?
- არც ფოტოს აჩენ, არც სახელს ამჟღავნებ. გვერდი შევამოწმე და საერთოდ არაფერი გაქვთ, მოდელების ფოტოების გარდა. ოჯახის წევრები არ გყავთ?
- არ მიყვარს აფიშირება, მით უმეტეს სოციალურ ქსელში. ათასი გიჟია, რა აუცილებელია ყველამ იცოდეს ჩემი ვინაობა? ვისთანაც საჭიროდ ვთვლი ისედაც ვეუბნები.
- დაოჯახებული ხარ?
- კი, მყავს მეუღლე და 10 წლის ქალიშვილი. თქვენც ხომ გათხოვილი ხართ?
- კი, ჩემი ვაჟი უკვე 16 წლისაა.
- ახალგაზრდა დედა ყოფილხართ, ეტყობა ადრე გათხოვდით.
- არც ისე.
- მართალია ქალს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ...
- არა, რაა დასამალი, ორმოცი წლის ვარ.
- ხუმრობ, თუ უბრალოდ თავს იდიდებ, რომ აღარ მოგწერო?!
- არა, არ ვხუმრობ, კი მაგრამ შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდათექვსმეტის.
- უი, მთლად ბავშვი ყოფილხარ, არადა, მე ბევრად დიდი მეგონე. - გაკრეჭილი ღიმილიც მოვაყოლე მინაწერს.
- სულაც არ ვარ ბავშვი.
- ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ. - არ ვთმობდი პოზიციას.
- კაი, რა სულ რაღაც ოთხი წელია სხვაობა.
- ეგ ოთხი წელი იცი რამდენია? - შევიცხადე მე.
- რამდენი ვითომ?!
- მე რომ ბაღში დავდიოდი, შენ -იბადებოდი, მე რომ სკოლაში მივდიოდი...
- სისულელეა. - წინადადების დასრულება არ მაცადა, ისე შემომეჭრა მისი მოწერილი - ტყუილად ნუ იბერებ თავს. რომ არ თქვა ასაკი, ჰა, ჰა, ოცდახუთ წელზე მეტს ვერც მოგცემენ.
- არაჩვეულებრივი კომპლიმენტი კია, მაგრამ ზედმეტად პირფერობ. 25 წლის გოგო ნამდვილად არ ვარ.
- რასაც ვხედავ იმას ვამბობ და ნუ მეწინააღმდეგები! - დამებღვირა ღიმილი.
- უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი. - გავიკრიჭე.
- მით უმეტეს მეგობრობასთანა ასაკს რა კავშირი აქვს?
- არანაირი. გავედი საქმე მაქვს, მოგწერ მერე. - დროებით დავემშვიდოვე ახალ მეგობარს და ისევ სამუშაოს მივუბრუნდი, თუმცა ვინ დამაცადა, საკმაოდ მალე ისევ აჭყიპინდა მესენჯერი.
- აბა, რა შვრები, ტკბილო?
- ტკბილო მე დამიძახე? - ბოლო სიტყვა იმდენად უხეშად მომხვდა ყურში რომ მაშინვე შევიმჩნიე.
- კი, ჩემო ტკბილო.
- არც კი გაბედო მსგავსი სიტყვებით მომართვა. - ორგანულად ვერ ვიტანდი მსგავსი ფრაზებით მიმართვას, მით უმეტეს უცნობი ადამიანისგან საოცრად ხელოვნურად ჟღერდა.
- მე ასეთი მიმათვის ფორმა მაქვს, ტკბილო! თუ არ მოგწონს, უბრალოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას.
- რას ქვია ნუ მივაქცევ? ძალიან გთხოვ, ასე არ მომმართო.
- რატომ, არ გეფერებიან ხოლმე, თუ ტიბილზე ხარ აცრილი?
- კი, დიაბეტის მეშინია.
- ტკბილო, ტკბილო, ჩემო ტკბილო...
- იმდენჯერ გამოიყენებ მაგ სიტყვას, შაქარ-ბიჭუნად იქცევი! - მივხვდი განზრახ მიშლიდა ნერვებს და ვცადე სიბრაზე არ შემტყობოდა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, დიაბეტი არ დაგემართოს, ჩემთვის მართლა ტკბილი ხარ.
- ხუმრობებს ნუ მპარავ!
- კარგი, მაშინ შევცვლი, საყვარელი მანდილოსანი ხარ. რაც შეეხება ხუმრობას არ მომიპარავს, დაგესესხე, ვალი მაქვს შენი.
- არაუშავს, ათმაგად დამიბრუნებ. - გაკრეჭილი ღიმილი გავუგზავნე.
- არ ვარ წინააღმდეგი, - საპასუხოდ თავადაც გაიკრიჭა - მინდა დაგიბრუნო ვალი და სად მოვიდე, რომ გადმოგცე?
სულ რამდენიმე წუთით ავდექი, ყავის მადუღარა ჩავრთე, მესმოდა როგორ წრიპინებდა მესენჯერი, შაკო ისევ რაღაცას მწერდა. არ ვიცი რა მომწონდა მასთან საუბარში, უკვე საღამო იყო, მე კი საქმის კეთების ნაცვლად ისევ მასთან ვმესიჯობდი.
- მართლა კი არ მოვდივარ, ასე რამ შეგაშინა, სად ხარ? - წინა მოწერილს აღარც მივაქციე ყურადღება, პირდაპირ ბოლო წინადადება წავიკითხე.
- აქ ვარ. ყავაზე გავედი.
- უჩემოდ სვავ?! ყოჩაღ რა. - დაბღვერილი ღიმილი არ დაავიწყდა.
- ეს რა დამემართა. ისე ვიდარდე, ყელზეც კი დამადგა. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- არ იცოდი, რომ მასე იქნებოდა? - ისევ გაბუტულის რომლს თამაშობდა - ნალექიანი გიყვარს?
- არა, უნალექო.
- ნელექიანი ჯობია, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მავნებელია. - დამარიგა ჭკუა.
- დიდად ყავის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დაბალი წნევის მატარებელს, ნალექიანი ვერ მშველის.
- ჩემთვისაც რომ მოგედუღებინა, კარგი შოკოლადით გესტუმრებოდი.
- მადლობა, არ ვარ შოკოლადის მოყვარული.
- კარგი, როგორც გინდა. დაბალი წნევა რატომ გაქვს, რამე „ზავაცკოი პონტია“?
- არა, ალბათ გადაღლის ბრალია.
- შვებულება გჭირდება ეხლა შენ. კარგი დასვენება, როდის გაქვს?
- ჯერ შორია, ალბათ ზაფხულის ბოლოს გავალ.
- სად ისვენებ ხოლმე, ტკბილო? - მისი მიმართვა მაინც არ დაავიწყდა.
- ხვდები ეს სიტყვა ნერვებს რომ მიშლის და ამიტომ ხმარობ?! - გაბრაზებულმა კბილებიც კი დავაკრაჭუნე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგებდა, თუმცა დასმულ კითხვაზე მაინც ვუპასუხე - ძირითადად მთაში, თუ ბავშვს არ მივყვები სადმე.
- რატომ აქცევ ყურადღებას, გაატარე! - დამარიგა უცებ - მთაში სად?
- რავიცი ყველგან. ძირითადად მთიულეთში ან ფშავში, ხევსურეთიც ძალიან მომწონს, თუმცა ამას წინებზე სვანეთშიც ვიყავი. თქვენ სად ისვენებთ ხოლმე?
- სვანეთში არ ვარ ნამყოფი და ვიცი რომ ლამაზია, მე მცხეთის რაიონში მაქს დაჩა და იქ, უფრო ხშირად კი სიონში დავდივართ.
- მცხეთა ისედაც ცხელია. დაჩად ნაკლებად ჩათვლი. სიონი კი ნამდვილად ლამაზია.
- შიგ მცხეთაში არაა. სიონი კი მართლა ძალიან მიყვარს.
- ანუ, ზაფხულში იქიდანაც შეგიძლია სამსახურში სიარული?
- კი, 22 კილომეტრია თბილისიდან.
- კარგია, ასე ახლოს რომაა. - შევუქე მდებარეობა.
- ნამდვილად. შენ ფოტოებს ვათვალიერებ. რუჯი მოგიხდება.
- კი, მიხდება.
- კაბებიც გიხდება.
- ეგეც ვიცი. არც სპორტულ ფორმაში გამოვიყურები ცუდად. - ვიდრე მომწერდი ჩემით აღვნიშნე და გაპრანჭული ღიმილიც გავუგზავნე.
- შავი ფერი განსაკუთრებით გიხდება, ეგეც იცი - ვიცი მე. ტკბილი რომ ხარ ეგეც იცი, მაგრამ მაინც აპროტესტებ.
- არა. მოხდენით წითელი მიხდება, თუმცა შავი შედარებით გამხდარს მაჩენს, კომპლიმენტების სია გაქვს ჩამოწერილი?!
- არა, ზეპირად დავიმახსოვრე. ხოდა ბარემ იცოდე, რომ ტკბილი ხარ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.
- შენი მოწერილიდან თავისუფლად შემიძლია თითო წინადადების გამოტოვება.
- გამოტოვე, შენი ნება არაა?!
- ვტოვებ კიდეც. წარმომიდგენია, ვისაც რეალურად იცნობ იმათთან რამდენს ხუმრობ.
- მაგაში ნამდვილად შეცდი, მასხარას ვგავარ?
- რა თქმა უნდა შევცდებოდი, ეჭვიც არ მეპარება.
- იშვიათია ვინმემ მიმიზიდოს, შეხედულება, სული და აზროვნება უნდა ლამაზი ქონდეს, ისე ურთიერთობის სურვილი არ მიჩნდება.
- ისე კარგად ჟღერდა ლამის დავიჯერე. ბოლოს მინაწერი დაგავიწყდა, გათხოვილი უნდა იყოს და ფეისბუქ გვერდზე რეგისტრირებული.
- მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ვერც გათხოვება და ვერც ფეისბუქზე რეგისტრაცია ადამიანს ვერ შეცვლის, ის ან არის კარგი, ან არა.
- გული ამიჩუყდა, სულ ცოტაც და ავტირდები, თურმე რა მაგარი ვყოფილვარ! - ცრემლებად დაღვრილი ღიმილი არ დამვიწყებია.
- არ გაქებ, სიმართლეს ვამბობ. წარმოშობით ქართლელი ვარ და ხომ იცი პირფერობა არ გვჩვევია. - არა როგორ გიყვარტ, ყბრალოდ გაბრალებ. სხვის ცოლებთან მიმართებით ყურებასა და ზედეტ ქება-დიდებაში პირფერობა არ შედის?
- რა შუაშია ქება-დიდება? არასწორი აზრივნებაა, როცა ქალის მიმართ გამოთქმულ კომპლიმენტს კუდს აბამენ.
- კარგი, იყოს შენებურად. ეტყობა მე ვხედავ რაღაცას არასწორად.
- მე საერთოდ ნებისმიერი ადამიანში, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალია თუ კაცი, თავმდაბლობას ვაფასებ. სიამაყე ჩემთვის პირადად საღადაო და დასაცინია, რადგან სულიერ დაცემად ვთვლი. უბრალოებას და თავმდაბლობას არაფერი ჯობია. იყავი რაც ხარ, მთავარია ბუნებრიობა.
- თავმდაბლობა ხშირად სიშტერეში ერევათ.
- ეგ შტერებს ერევათ, ვინც ცხოვრებაშო ოდნავ მაინც ერკვევა, არ უნდა აერიოს.
- ერკვევიან თუ არა ვერ გეტყვი, მაგით არ ვინტერესდები, თუმცა როგორც წესი დიდად კმაყოფილი სახე არ აქვთ, როცა გარკვევას აიძულებენ.
- არც უნდა აიძულო, უბრალოდ „პკ“ და ეგაა, იშალე ახლა ვიღაცის გამო ნერვები.
- გააჩნია სად არის და ვინაა. „პკ“ აქაა იოლად სათქმელი, დაბლოკავ ტვინისმჭალემას და დასრულდება ამით. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გაკრეჭილი ხომ ვერ იქნები?!
- ყოველთვის არსებობს ლაითად მოსაგვარებელი ხერხი. - არ თმობდა პოზიციას.
- ლაითად? ახლა მართლა გულით გამაცინე. გააჩნია სიტუაციას. ისეთი შემთხვევები მქონია, ისეთი გაწევ-გამოწევა ყოფილა ვის ახსოვს იქ ქალი და კაცი. ასეთ გადარეულს მის ენაზე თუ არ ელაპარაკე, ორ წუთში გამოგიყვანს წირვას.
- გამონაკლისები ყოველთვის არიან. თავიდანვე უნდა გადააფასო და მოსაშორებელი მოიშორო.
- გიფიქრია რეალურად ადამიანს რამდენი სახე გაქვს?
- ადამიანში ყველაფერია დამალული, გიჟური სიყვარულიც და დაუნდობელი ცხოველიც. რასაც გააღვიძებენ, იმას მიიღებენ მაგრამ დიპლომატია ყველაზე კარგი ხერხია. ნერვებსაც დაზოგავ და ცხოვრებიც გასაიოლებლადაც გამოგადგება. გველსა ხვრელით ამოყვანს?....
- მე ცოტა სხვაგვარად ვხედავ: როგორი თბილი და გაკრეჭილიც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, აბსოლიტურად სხვაა სამსახურში, მეგობრებთან, მშობლებთან და ოჯახში. ანუ გააჩნია ვისთან რა ვალდებულებები გააჩნია. ერთიანი აზრი არასოდეს ყალიბდება. რომ სთხოვო ვინმეზე დაახასიათეთო, ყველა სხვადასხვაგვარად აღწერს. ვიღაცისთვის შეიძლება სადისტი იყო, მაგრამ ვიღაცისთთვის იმდენად თბილი და კარგი, რომ ვერც კი დაიჯეროს, რომ ერთი და იგივე ადამიანზეა საუბარი.
- მეც ეგ ვთქვი. რასაც გააღვიძებენ შენში, იმას მიიღებენ. შესაბამისად შეგაფასებენ. გველსა სოროდ რა ამოიყვანს?
- გასაგებია ენას გულისხმობ. თუმცა ეგ ყოველთვის გამოსავალი არაა.
- ენას არა. - ისევ გაიკრიჭა - გოგირდს. ზოგს ეგ უფრო ჭირდება დღეს.
- გოგირდზე თუა საქმე შხამის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე გამაღიზიანებელი მოკამათისთვის იცი რაა?
- რა?
- ირონია და ღიმილი.
- ირონიის დატვირთვა ხომ ისედაც ნერვების მოშლაა!
- არა მხოლოდ. შენ არ გეშლება ნერვები, სიმშვიდეს ინარჩუნებ და ეგ ყველაზე მეტად ანგრევს მოკამათეს.
- იურისტი ხარ თუ ძიუდოს ფედერაციაში იბრძვი?
- ეგ ძიუდო კი არა, თავდაცვის ყველაზე მაგარი ხერხია. სიტყვებით თამაშზე უარესი არაფერია, ყველაზე აზარტული და ყველაზე გამანადგურებელი.
- ეჰ, რა ჯალათი იკარგება.
- რა მეტყობა დაკარგვის? არაჩვეულებრივად ვიყენებ.
- ჩემი ტკბილი ჯალათი. - მოფერება მაინც არ დაავიწყდა.
- ჯანდაბას, სადღაც მაინც ვიყო ტკბილი .
- ვიღაცამ კარგი ხომ უნდა თქვას ერთხელ. - წამოყარა ცრემლებიანი ღიმილი.
- ამას სიცოცხლეში ამბობ თუ სიკვდილის შემდეგ?
- დიდი ალბათობით სიკვდილის შემდეგ.
- მართალია მე ვერ გავიგებ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
- რა პატივია, მე მერგო წილად გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმა. - ისევ გადმოაღვარღვარა ცრემლები.
- დარწმუნებული ხარ, რომ პატივია? მე შენს ადგილზე მაინც დავფიქრდებოდი. - ამჯერად სიცილი მართლა ვერ შევიკავე და თანამშრომლების გაოცებულ სახეებსაც წავაწყდი.
- არა, ნამდვილად პატივია, უსაყვარლესი ჯალათუნა ხარ.
- ოკ. გამიმართლა. საკუთარი პიარ მენეჯერი მყავს. მისიით: აღმოვაჩინოთ ელენეში სიტკბო და სითბო.
- სიტკბო აღმოჩენილია და მხოლოდ მე მეკუთვნის. ვინც შეცილებას გაბედავს, ზოგს სიკვდილი და ზოგს ჩამოხრჩობა.
- ამის შემდეგ მე ვარ კიდევ ჯალათი?
- არა, შენ ჯალათუნა ხარ, ჩემი ტკბილი ჯა-ლა-თუ-ნა! ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ მარტთლა საყვარელი ხარ.
- რა არ დაუძახიათ, იაზვა, ცინიკოსი, სადისტიც კი, მაგრამ ტკბილი ჯალათუნა ნამდვილად პირველია. ტაში უნდა დაგიკრა. სოციალურ ქსელში ყოფნას ერთი ეს პლიუსი აქვს, არ ვიღრინები.
მოულოდნელად ვიღაც უცნობისგან მესიჯი მივიღე და გადავიკითხე, გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, იმდენად გამკვირდა, რომ თავი ვერ შევიკავე და შაკოსაც მივწერე:
- ახლა ისეთი რამ მომწერეს თვალები შუბლზე ამივიდა. რისი ფოტო არ მოუთხოვიათ და ფეხის გულების პირველად გავიგე.
- რა ფეხის გულების?
- ჩვეულებრივი ფეხის გულების. ეს ხალხი რომ კაიფობს კი ვხვდები, მაგრამ ასეთს რას იღებენ, შიგ რომ რჩებიან ვერ გავიგე.
- ვინ მოგწერა?
-რავიცი ვინ მომწერა, - მისი დაბღვერილი ღიმილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - თითქოს დავბლოკე და მაინც ვერ დაასრულეს მაიმუნობა.
- ფეხის გულების ფოტო, მსგავს დეგენერატებს როგორ წერ?!
- მე?! არაფერი მიმიწერია. პირველივე წინადადება ეგ გამოუშვა.
- დედის დეენემი ვერ აგინე? სად იზრდებიან მსგავსი .... ვინ ზრდის მე მაგათი.... - არ დაიშურა გინება.
- არა, დავბლოკე, ნუ იგინები, მაგათ დედა არ ეყოლებათ, კომბოსტოში იბადებიან.
- კომბოსტოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, შეურაცყოფას ნუ აყენებ. - ისევ დამებღვირა.
- შენი ბრალია, შემოვრჩი ჭორაობაში და მივიღე კიდეც შესაბამისი წინადადება. - იქეთ ვუსაყვედურე.
- შენ ხომ ახვლედიანი ხარ, საინტერესოა როგორ შეაგინებდი სვანურად?
- ახვლედიანები სვანები არ ვართ, ლეჩხუმიდან ვართ. თუმცა მაინც გეტყვი, რომ სვანურ ენაში საერთოდ არაა გინება და ბილწსიტყვაობა.
- იცი სვანური?
- მე ვერ ვლაპარაკობ, თუმცა მესმის. ვხვდები რაზე საუბრობენ.
- მე შენ მომწონხარ როგორაა?
- მი სი მალატ.
- ეგ მე შენ მიყვარხარს არ ნიშნავს?!
-ერთი და იგივეა.
- სიტყვებს ზოგავენ?
- კი, სიტყვაძვირები არიან.
- მი სი მალატ, ელენე. მი სი მალატ, ჯალათუნა.
- არასვანებისგან ზედმეტად ხელოვნურად ჟღერს.
- არაა პრობლემა, მაშინ ქართულად გეტყვი, მე შენ მომწონხარ და ჩემ ტკბილი ხარ. ️
- მეც ქართულად გეტყვი. ფოტოს არ უნდა დაუჯერო. ხშირად ტყუის.
- ფოტოზე მეტი უკვე ჩვენი საუბრიდან გავიგე, მართლა საყვარელი ხარ.
- საუბარიც არაა სანდო. სწორად წერა არ ნიშნავს, რომ მართალს გეუბნები.
- ალალად ვამბობ, ვერ ითამაშებდი ამდენი ხანი, შანსი არაა. უსაყვარლესი ხარ.
- ვითომ?! გავიწყდება მგონი, წერა ბევრად მარტივად რომ გამომდის.
- ეხლა აზრი აღარ აქვს, ტკბილი ხარ უკვე და ჩემთან ვეღარ ითამაშებ.
- ყველაზე მეტი შაქარი წიწაკას აქვს, თუმცა სიმწარე სულაც არ აკლია.
- ოკ, იმწარე, მიდი გისმენ. დაიწყე.
- ასე გამოწერით კი არ ვმწარობ.
- გამოდის ჩემთან ვერასდროს ვერ იმწარებ, მანდაა ლოგიკა. - კმაყოფილი გამეკრიჭა. - ჩემო პატარა ტკბილო.
- იმედია მართლა არ მომიწევს, დაეკარგება ჩვენ მეგობრობას ხიბლი.
- იმედია არა, ნამდვილად არ მოგიწევს, ვიცი ვინც ვარ და როგორიც, სითბოში ჩაგახრჩობ. წავედი ჩემო ლამაზო, ტკბილო, გაკოკე თბილ გულში.
ამდენ დაშაქრულ სიტყვებზე სიცილი ვერ შევიკავე.
- კარგად. სიტკბო ბევრი არ მოგივიდეს, ცოტა ოჯახისწევრებსაც შეუნახე.
- ნუ ღელავ, სითბოს იმათაც ვუნახავ. ჩემ ფოტოებს ღიას გიტოვებ. - ეშმაკურად მიკრავდა თვალს ღიმილი.
- მე არ მინდა, სხვები დატკბებიან.
- სხვები არ მაინტერესებს. ისე რომელზე მიდიხარ სახლში?
- შენ თუ არა, იმათ დააინტერესდები. არ ვიცი. იმედია შვიდზე.
- ოკ, ჭკვიანად. გადი ფეისბუქიდან, დაისვენე! - არ დაიშურა მორიგი რჩევა.
-დიდი მადლობა დარიგებისთვის, კარგად!...
- ტკბილო, ჩემო ტკბილო! - ისევ ჩამიკრა თვალი და გვერდიდანაც გავიდა.
ხომ ვითომ არაფერი? მაგრამ ფაქტია, ისეთ დადებით და პოზიტიურ განწყობაზე ვიყავი, მთელი დღის გასაკეთებელი საქმე იმ დარჩენილ ერთ საათში გავაკეთე და სახლშიც დროულად წავედი.



№1  offline წევრი Rania

Scored is iyo danaehauli elenesi. Aset meqaltaneebs saubarshi tu ayevi. Roca ici colianiaa da taflivit ena aqvs. Verasodes daichemeb ra moxdebaa. Tavgzavs agibneven. Chems realobashic bevrni arian. Romlebsac ojaxi daengrat arafris gamooo. Vnaxot rogor ganvitardeba movlenebii. Gelodebi moutmenladd. Saocrebaa da magrad cerr
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.ნუ დააგვიანებთ.მომწონს თხრობა და წერის სტილი,

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Rania
Scored is iyo danaehauli elenesi. Aset meqaltaneebs saubarshi tu ayevi. Roca ici colianiaa da taflivit ena aqvs. Verasodes daichemeb ra moxdebaa. Tavgzavs agibneven. Chems realobashic bevrni arian. Romlebsac ojaxi daengrat arafris gamooo. Vnaxot rogor ganvitardeba movlenebii. Gelodebi moutmenladd. Saocrebaa da magrad cerr

ყველაზე საინტერესო სწორედ ეგაა, როგორც წესი ყველა ქალმა იცის რომ მექალთანის სიტყვებს არ უნდა ენდოს, არ დაუჯეროს, თუმცა მაინც ებმევა მახეში..ელენემაც ხომ ზუსტად იცოდა ვინც იყო შაკო, არც კი უცდია მამაკაცს თავის მოჩვენება ან მოტყუება, თავიდანვე ფლირტაობს. რაც შეეხება მსგავს შემთხვევებს, მინდა გითხრათ, რომ შაკოც და ელენეც რეალური პერსონეჟებია. მე მინდა ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოვიტანო მათი ისტორია. არა იმიტომ რომ ვინმე განვსაჯო, უბრალოდ დავინახოთ, რომ ერთი შეხედვით საკუთარ თავში დარწმუნებული, ფეხზე დამდგარი. წარმატებული. ლამაზი ქალი როგორ შეიძლება გაებას და სადამდე შეიძლება დაეშვას.

სტუმარი nancho
ძალიან მაინტერესებს გაგრძელება.ნუ დააგვიანებთ.მომწონს თხრობა და წერის სტილი,

უზომოდ მიხარია თქვენი ინტერესი. ვეცდები არ დავაგვიანო ახალი თავი. ვნახოთ რანდენად მოგეწონებათ ელენესა და შაკოს წყვილი.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა მოვახერხე და წავიკითხე შენი ისტორია ანა.როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და არაჩვეულებრივად წერ.ახლა ის მითხარი ახალ თავამდე რა მოიცდის.საინტერესო ისტორიაა.ელენემ მისი შვილი რომ ახსენა ნიკუშა,უცებ ის ფეხბურთი გამახსენდა ცხვირში რომ ბურთი მოარტყა დეას.ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და ნიკას როგორი რეაქცია ექნება რომ გაიგებს ელენე მისი ბიოლოგიური შვილი არ არისო
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
როგორც იქნა მოვახერხე და წავიკითხე შენი ისტორია ანა.როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და არაჩვეულებრივად წერ.ახლა ის მითხარი ახალ თავამდე რა მოიცდის.საინტერესო ისტორიაა.ელენემ მისი შვილი რომ ახსენა ნიკუშა,უცებ ის ფეხბურთი გამახსენდა ცხვირში რომ ბურთი მოარტყა დეას.ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და ნიკას როგორი რეაქცია ექნება რომ გაიგებს ელენე მისი ბიოლოგიური შვილი არ არისო

მიხარია ლანა შენი გამოჩენა kissing_heart მგონი ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება. თქვენი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ ისტორიაზე. უზომოდ მიხარია, თუ მოგეწონა. ვნახოთ რას ეზავს, რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინს ესოდენ სწორი და დადებითი ელენე. ჯერ გავეცნოთ პერსონაჟებს, გავიგოთ თოთოეულის ხასიათი, საინტერესოა თქვენ როგორ დაინახავთ შაკოს და შემდეგ დავიწყოთ კვანძების ხსნა. მართლა გულით მინდა ამხელა პაუზის შემდეგ რამე ნორმალური გამოვიდეს. მიყვარხარ ძალიან და მიხარია, შენი კომენტარის ხილვა kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

murachashvili
La-Na
როგორც იქნა მოვახერხე და წავიკითხე შენი ისტორია ანა.როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ და არაჩვეულებრივად წერ.ახლა ის მითხარი ახალ თავამდე რა მოიცდის.საინტერესო ისტორიაა.ელენემ მისი შვილი რომ ახსენა ნიკუშა,უცებ ის ფეხბურთი გამახსენდა ცხვირში რომ ბურთი მოარტყა დეას.ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და ნიკას როგორი რეაქცია ექნება რომ გაიგებს ელენე მისი ბიოლოგიური შვილი არ არისო

მიხარია ლანა შენი გამოჩენა kissing_heart მგონი ისედაც იცი ჩემი დამოკიდებულება. თქვენი აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ ისტორიაზე. უზომოდ მიხარია, თუ მოგეწონა. ვნახოთ რას ეზავს, რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინს ესოდენ სწორი და დადებითი ელენე. ჯერ გავეცნოთ პერსონაჟებს, გავიგოთ თოთოეულის ხასიათი, საინტერესოა თქვენ როგორ დაინახავთ შაკოს და შემდეგ დავიწყოთ კვანძების ხსნა. მართლა გულით მინდა ამხელა პაუზის შემდეგ რამე ნორმალური გამოვიდეს. მიყვარხარ ძალიან და მიხარია, შენი კომენტარის ხილვა kissing_heart


ელენეს იმდენად დააკლდა ყურადღება მეუღლისგან,რომ არ მიკვირს შაკოს თუ მიეკედლა,თუნდაც მექალთანე ყოფილიყო ის.ცხოვრებაშიც ეგრეა და არავინ თქვას არაო.მალადეც ელენეს ქმრის საყვარლებს ასე რომ იტანდა.არა აქვს მნიშვნელობა ამას რას არქმევდა,მე ამას ვერ შევძლებდი.ავიყვანდი ალბათ ბავშვს,მაგრამ ქმარს სვასთან არ გავაჩენიებდი და რა ხდება ამ დროს?ქალი რომელმაც საკუთარივით შეიყვარა და ქალი რომელიც ყველაფერში გვერით დაუდგა ნიკუშას,რომ მისი მომავალი უკეთესობისკენ წასულიყო,მაინც საყვედური მიიღო,როცა სათაყვანებლად უნდა ყოლოდა იმ ქალს.ძალიან გავბრაზდი დედამთილის რეპლიკაზე და ქმრის დადუმებაზე angry მაგრამ მჯერა რომ ნიკა დაუფასებს,როგორც ეს მეორე დღეს გამოჩნდა.ასევე საზოგადოების აზრმაც კი შემაშფოთა,თუ ახალგაზრდა დედა ხარ,შვილის გვერდით გავლაც უნდა გეშინოდეს უკვე და ეს მარტო რომანში კი არა სამწუხაროდ რეალობაშიც არის.უფ რამდენი ვწერე.შენ საუკეთესო ხარ ანა და იმედებს დარწმუნებული ვარ რომ არ გაგვიცრუებ kissing_heart
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent