ყველა'ფერი(თავი 20)
-მარიაა მოვედიიი!-იცოდა სადაც იქნებოდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა.-კიდე ჭამ გოგოო?-გაიცინა. -ანანო მომეშვი რაა!!-ამოიბუზღუნა და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო ანანო მივიდა და გაპუტკუნებული ლოყები დაუკოცნა. -შემი ტკბილი გოგო ხარ შენ! -აუუ ზურას უნდა დავურეკო მარწყვი მომინდაა!-ტუჩზე იკბინა გოგომ. -ჰაჰაჰა მოეშვი ხო თქვა დღეს შეხვედრა მაქვსო მე წვალ! -წვიმს გარეთ ქოლგა არ დაგრჩეს! -ამიტომაც მიყვარს ეს ქალაქი!-ქოლგა არ წაუღია უყვარდა პატარა ბავშვივით წვიმაში სიარული.მართალია ამ ერთ თვეში ბევრად სერიოზული გახდა გაცილებით ნაკლებად თბილად ექცეოდა უცხოებს მაგრამ შეუძლებელია ადამიანმა საკუთარ თავში ყველა'ფერი შეცვალოს.გავიდა წვეთებს სახეს უშვერდა სწრაფად იყიდა მარწყვი და ისევ სახლისაკენ გამოემართა. -ყოველთვის ასეთი ბავშვური იქნები ხო?-უეცრად მოესმა ბოხი ბარიტონი და წვეთებიც შეწყდა. -ალექსანდრეე? -მომენატრე! -აქ რა გინდა?!-ხმა გაიმკაცრა. -მგონი წინა სიტყვა უკვე იყო პასუხი! -აქ ისევ ჩემს მოსატყუებლად ჩამოხვდი ხო? -ანანო მართლა ფიქრობ რომ მე სხვასთან წავიდოდი და მაინც შენს შემორიგებას შევეცდებოდი? -აღარც ეგ გამიკვირდება! -ანანო! -ალექსანდრე წადი!-უნდა მომისმინო! -ვერ გიტან იმიტომ რომ ასეთი ხარ და მაინც მიყვარხარ!ვერ გიტან ასე აე შეიძლება მძულხარ და მაინც ყოველ წამს მენატრები!არ მოვუსმენ ყველაზე დაბალი დონის კაცს მთელს მსოფლიოში!-ირონიული ღიმილი აიკრა. -ამის დედა*** რატომ არასდროს მისმენ!-ალექსანდრემ ქოლგა იქვე მიატეხა და წავიდა.ანანომ კი ფეხს აუჩქარა და სახლში შევარდა.მარწყვი ანამარიას მიაჩეჩა და თავის ოთახში შეიკეტასაწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა.თითქოს ყველა მოგონებამ ერთად იჩინა თავი.გაახსენდა ალექსანდრეს თხოვნა,,ყოველთვის ასეთი ბვშვური იყავი რა!" -რა თქმა უნდა ასე ხომ ჩემი გასულელება გაცილებით მარტივი გამოვიდა!-ბალიში აიღო და ისროლა. ........................ სანამ ბრიტანეთში მიჯნურნი იტანჯებოდნენ დათა დადეშქელიანმა გეგმის განხორციელება.ერთ დღეს მშვიდად ეძინა საწოლში ქვემოთ დამხმარე ქალი ფუსფუსებდა. -დათააა!-გაიგონა გოგონას ყვირილი.-დადეშქელიანო სად ჯანდაბაში ხარ?!-მართა იყო.სწრაფად შეაღო საძინებლის კარი.წყლის ჭურჭელს წვდა და პირდაპირ დადეშქელიანს დაასხა. -ჯანდაბა მართააა! -ნუ ღრიალებ თორემ კიდევ დავამატებ!-შეუბღვირა დევდარიანმა. -ნორმალური ხარ?რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს სახლში! -ძველი ცოდვებისთვის გიხდი! -ბატონო? -რატომ წევს ჩემი თაყვანისმცემელი მრავლობითი მოტეხილობით ხომ ვერ მეტყვი?! -მე ვცემე!-მშვიდი იყო დათა. -კაი კაცო?!მართლა?!ეგ მეც ვიცი რატომ ცემემეთქი!! -ისე არ შეიძლება?! -ოჰ ალექსანდრე წაბრძანდა თვითონ და უარესი დამიტოვა აქ ხო??-თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა მართამ. -თუ მორჩი გამოვიცვლი ხო? -არა არ მოვრჩი უნდა გითხრა რომ ნადირი ხარ ნამდვილი ცხოველი დეგენერატი და კიდევ... -იდიოტი ხო?!-თავზე წამოადგა წელს ზემოთ შიშველი დადეშქელიანი. -...ხო ეგეც! -კიდევ მართა?? -თავმოყვარე დეგენერატი...ამპარტავანი და ხო თავკერძა იდიოტი კიდევ...-ლაპარაკი დათას ტუჩებმა გააწყვეტინა. -მმმ....-ხელს მთელი ძალით ურტყამდა მაგრამ ამხელა კაცთან რას გააწყობდა...დადეშქელიანმა მისი პირველი კოცნა მოიპარა.-რა ჯანდაბა გააკეთე! -ვფიქრობ დაწყნარება გჭირდებოდა...-სააბაზანოსკენ წავიდა-და ხო ასე თუ გიყვარს ის ტიპი ახლა მის სასთუმალთან უნდა იჯდე!-გაიცინა და კარი შეიკეტა. -ჯანდაბა მართა ჯანდაბა! ...................................... აბაზანიდან გამოსული ეგრევე საქმეზე გავარდა. -ბატონო დავით არ ვიცი ეს როგორ მოხდა! -მერაბ შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა დათა. -დავკარგეთ...კვალი დავკარგეთ! -ამის...კაეგი გადი! -ბატონო.. -გადიი!-ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. -ოჰ დადეშქელიანო გაგახსენდი?-მოესმა ირონიული ხმა. -შენ თავს რა დამავიწყებს ქალდანო?-არც თვითონ დაუკლია ირონია. -დამკარგეს შენმა ფინიებმა და ანერვიულდი ხო? -სად ხარ მითხარი? -ხო და ჩემი ხელით დავიხლი ტყვიას თავში ხო იცი?!-გაიცინა ლევანმა. -შენი დედა**** ხო იცი მაინც გიპოვნი და არ გირჩევნია შენიტ მოიკლა თავი?! -ამ დადეშქელიანებს სწორედ რომ ეს სულელური სიამაყე დაგღუპავთ!...შენი ძმაც ასეთი იყო! -მოკეტეე! -დევდარიანს უკავშირდები?როგორ მოტყდა ტიპი არა?!ეტყობა მართლა უყვარს ის გოგო რომ გააქცია ქვეყნიდან...არადა მართლა კარგი გოგო იყო არ მესმის როგორ ყავს ისეთი ს*** მეგობრები როგორებიც თქვენ და ლიპარტელიანი ხართ! -კიდევ ერთხელ ახსენებ დამიანეს ან რომელიმე ჩემს ძმას და არ ვიცი რა წამებით მოგკლავ ქალდანო!! -ისე როგორც მე მოვკალი?-შემზარავი იყო ქალდანის სიცილი და დათაზეც საშინლად მოქმედებდა. -შენი დედა ქალდანოოო!!!-იღრიალა და ტელეფონი იქვე მიალეწა.შემდეგ სამსახურის ტელეფონით მეგობარ პოლიციელს სთხოვა გაერკვია სად იყო ქალდანი.სწრაფად დაიძრა იმ ადგილისკენ გიჟივით ატარებდა.კარი სწრაფად შეარო თუმცა იქ არავინ დახვდა მხოლოდ ტელეფონი რომელმაც სწორედ იმ წამს დარეკა. -სად ჯანდაბაში გდიხარ?-იღრიალა დადეშქელიანმა. -ეჰ დათუჩა იმან თავისი გოგო კი მოტეხა მაგრამ იმდენად დებილია რომ ანგელოზივით და აქ დამიტოვა თან შენს იმედზე...შენ ხო გაქცევა გიყვარს დათუჩა?! -მართას მოეშვი...მოგკლავ იცოდე მას რომ თითი დააკარო მოგკლავ!იცოდე არაფერი დაუშავო...არ მოკლა გესმის ქალდანო? -მოსაკლავად ნამდვილად მეცოდება ისეთი ლამაზია ნეტა ხომ არ იშვილედ შეუძლებელია ამ ანგელოზს იმ ს***ის სისხლი ჰქონდეს!-ბოროტად გაიცინა.დათა უკვე მანქანისკენ მირბოდა. -მომისმინე გაგიშვებ უბრალოდ არ შეეხო გესმის! -რა თავდადებული ყოფილხარ დათუჩა ვაფასებ ასეთ ქცევებს...მაგრამ ვეღარ გენდობი რა ვიცი რომ სადმე სხვა ადგილას და დროს არ გამასხმევინებ ტვინს? -ნერვებს ნუ მიშლი პირდაპირ მითხარი რა გინდა? -ყველა'ფერი უნდა მოაგვარო იმისთვის რომ ორმოცდარვა საათში საზღავარ გარეთ ვიყო! -მოგკლავ ქალდანო!-ამოიგმინა დათამ. -დევდარიანს ჩემს მაგივრად მიუსამძიმრე! -მოიცა მოიცა...გავაკეთებ ყველა'ფერს უბრალოდ არ შეეხო! -კარგი ბიჭი ხარ დათუჩა! -მართა დამალაპარაკე! -ახლა შენთვის არ სცალია! -რა უქენი? -ნუ ღელავ ისევ ისეთ ლამაზს დაგიბრუნებ როგორიც იყო!არ შეიძლება სიყვარული დათუჩა! -წადი შენი!-მიაძახა და ტელეფონი გათიშა. -ჰაჰაჰაჰა მაგარი ს**** რა!-ჩაიქირქილა ლევანმა. -ხომ იცი რომ მოგკლავს!-იყვირა მართამ და კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა. -ასეთ მამაც დევდარიანს პირველად ვხედავ შენმა ძმამ როგორც კი გაიგო საფრთხის შესახებ ეგრევე გაიქცა ხო ქვეყნიდან?!-მართამ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მხოლოდ შეაფურთხა. ....................................... დავბრუნდიი!ბოდიში დაგვიანებისთვის ვიცი თავის მართლებს აზრი არ აქვს მაგრამ მაპატიეთ რა!მიყვარხართ ყველა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.