შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Wings-სრულად


14-04-2019, 13:07
ავტორი Loving Girl_2
ნანახია 2 093

სეულელი გოგონა ტელევიზორთან ზის და მიირთმევს ჩიფსს.
-არ ირითმება იუნჯე!
-ჰააჰჰ!ვერსოდეს ვერ გავხდები ხო პოეტი-გაიცინა იუნჯემ.
-სამწუხაროდ ვერა- ასევე გაიცინა ჰიუნამაც.
-შენ კიდე მორჩი მთელი დღე ტელევიზორის ყურებას!
-ეს ბრძანებაა ძმაო?
-კი ბრძანებაა-ფეხი ფეხზე გადაიდო.
-სხვათაშორის,აქ რას მომისკუპდი?სადაა შენი შეყვარებული,გაასეირნე.
-დავშორდი.
-რატო დაშორდი?მშვენიერი გოგო იყო,სუფთა კორეელი.-ჰიუნამ ჩიფსი გვერდით დადო და ძმას მიუჯდა.
-ჩვენი წარსულის შესახებ გაიგო.
-რა?რატო მოუყევი?ხომ გაფრთხილებდი არავის არ უამბო,თორე გვერდზე გადგებიან მეთქი!მომიყევი რა როგორ უამბე.
-ასე დავიწყე:-ელი,შენ რომ გგონია ისეთი არვარ.
-რას გულისხმობ,იუნჯე?
-ცუდი წარსული მაქვს,ბავშვობაში მამაჩემი სულ გვცემდა მე და ჩემს დას,ჩვენ სახლი დავტოვეთ მის შემდეგ რაც მამამ დედა მოკლა!არც ფული გვაქვს,არც სახლი.
ქირით ვცხოვრობთ,მე არ ვმუშაობ.ჩემს დას ყოველ მეორე დღეს აგდებენ სამსახურიდან მისი დაუდევრობის გამო.
-იუნჯე,არაუშავს.ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ შეუშლის.-გაუღიმა ელიმ.
-კიდევ ერთი რამ.
-გისმენ.
-მე და ჩემი და ჩვეულებრივი კორეელები არვართ.
-აბა საიდან ხართ?
-სხვა პლანეტიდან ვართ!
-ეს უთხარი?
-ხო,მე მას ვენდობოდი.მაგრამ ეგონა რომ მოვატყუე და დაშორება მინდოდა.
-იუნჯე,ხომ გითხარი,ადამიანების ნდობა არ შეიძლება!
-ამას უკვე მივხვდი ჰიუნა!ისე, მე ოთხი შეყვარებული მყავდა,იმის მიუხედავად რომ 18-ის ვარ.
-მერე რა.
-შენ 21-ის ხარ და ჯერ ერთი შეყვარებულიც არ გყოლია-ჩაიცინა იუნჯემ.
-მე ყველას არ ვენდობი.მინდა რომ,ვიპოვო ის ერთადერთი,რომელიც...
-მე გავაგრძელებ ჰიუნა,რომელიც მთელს თავის ცხოვრებას შენ მოგიძღვნის-დასცინა იუნჯემ.
-რა გაცინებს,რა.
-არ არსებობს ადამიანი რომელიც,მეორე ნახევარს მთელ თავის ცხოვრებას დაუთმობს,ნამდვილი სიყვარულის ნუ გჯერა!
-სულაც არა,დაგიმტკიცებ რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
კარზე ზარია,ჰიუნა ადგა და კარი გააღო.
-იუნჯე სახლშია?
-როგორც იქნა-ხელები ზემოთ აუშვა ჰიუნამ.-ძმაო გეძახიან.იუნჯემ მოსასხამი აიღო და მეგობართან ერთად გავიდა.
ჰიუნასა და იუნჯეს რთული ცხოვრება აქვთ,ისინი ნახევრად ადამიანები არიან.რამდენიმე წლის წინ,ჰიუნას დედა სუნი სხვა პლანეტიდან დედამიწაზე სიყვარულის საპოვნელად ჩამოვიდა.
მან იპოვნა სიყვარული,მაგრამ არა ნამდვილი!კაცი თავიდან კარგი აღმოჩნდა მაგრამ დაქორწინების შემდეგ,სუნიმ ყველაფერი უამბო ჰიუნას მამას.უთხრა რომ სხვა პლანეტიდან იყო.
კაცმა იფიქრა რომ ასულელებდა და იმ დღის შემდეგ სუნის სულ სცემდა.სუნიმ მაინც არ მიატოვა პირველი სიყვარული და გადაწყვიტა შვილები გაეჩინა,მას გაუჩნდა ჰიუნა და იუნჯე.
ჰიუნა 15 წლის იყო დედა რომ დაკარგა,მამის ძალადობისგან.ერთ საღამოს ჰიუნამ წერილი იპოვა,რომელიც დედისგან იყო:იუნჯეს მიხედე.თქვენ არხართ ადამიანები,მე სხვა პლანეტიდან
ვარ!ჩემი უნდა გჯეროდეს ჰიუნა!გაიქეცით სანამ თქვენც რამეს დაგიშავებენ!გაიქეცით!დაიმახსოვრე,როდესაც 22 წლის გახდები,23 მარტს,იუნჯე და შენ იმ მთაზე წადით,ერთად რომ
დავდიოდით სალაშქროდ,ვარსკვლავთა ცვენა იქნება,22-ვარსკვლავის ჩამოვარდნის შემდეგ 23-ზე სურვილი ჩაუთქვით შენ და იუნჯემ და აუცილებლად აგისრულდებათ.
მე ერთ-ერთ ვარსკვლავს ჩავუთქვი რომ შენ შეგძლებოდა სხვისი ფიქრების წაკითხვა,ეს იმისთვის რომ,იცოდე რას ფიქრობენ ადამიანები შენზე.იუნჯე კი თვითონ ჩაუთქვამს სურვილს,ვარსკვლავს.
მე ორივე ერთნაირად მიყვარხართ,მაგრამ შენ ქალი ხარ,არ მინდა ვინმემ გული გატკინოს,როგორც მე.
ჰიუნა დედის წერილს ყოველდღე კითხულობდა არც ეს დღე იყო გამონაკლისი.
-ღმერთო!-მოკლე შორტით დატანტალებდა ჰიუნა.-დღეს 22 მარტია,ხვალ დაბადების დღე მაქვს,მაგრამ არც ფული მაქვს არც არაფერი.ბოლო თეთრებიც ჩიფსებს მიახარჯე!
ყოჩაღ!ყოჩაღ!-საკუთარ თავს ურტყამდა.
ჰიუნამ ტელეფონი აიღო და თავის ერთადერთ დაქალს,ბონგის დაურეკა.
-ბონგი.
-გისმენ ჰიუნა.
-ხვალ ჩემი დაბადებისდღეა.
-ჰიუნა,შენს კარებთან ვდგავარ გამოდი!
ჰიუნამ კარი გააღო.
-აქ ხარ?ეს რაარის?-ბონგის ხელში ყუთები ეჭირა.
-აქ ტორტი დევს,აქ სხვადასხვა ტკბილეულები,აქ შენი საყვარელი ჩიფსები,ეს კი შენი საჩუქარია,ხვალ გახსენი.
-ერთადერთი ხარ!-მოეხვია ბონგის.
-ასე ხომ დამახრჩობს,ნამდვილი ძროხაა-გაიფიქრა ბონგიმ.
ბონგიზე ცუდი არ იფიქროთ,იცის რომ ჰიუნას ყველაფერი ესმის.
-ძროხა ვის უწოდე,ლაწირაკო-შემოახტა ბონგის და ისე კოცნიდა გეგონებოდათ მისი თავიდან მოშორება უნდაო.
-მოკლედ ხვალ რას ვაკეთებთ?-ტახტზე ჯდება ბონგი.
-ხვალ იმ მთაზე მივდივართ,დედამ რომ მითხრა.
-აუ!მე არ შემიძლია წამოსვლა-სახე ჩამოუშვა ბონგიმ.
-შეგიძლია.
-ჰიუნა,არმჯერა რომ ჩემი დაქალი უცხოპლანეტელია.
-უნდა გჯეროდეს-გაუღიმა ჰიუნამ და ყუთებში მოთავსებულ ტკბილეულებს მაცივარში აწყობდა.
-შენ 22ის გახდები,მე კი იუნჯესავით პატარა ვარ.
-არა რა,ყოველ ჩვენს დიალოგში იუნჯე ერთხელ მაინც რო არ აღმოჩნდეს არ შეიძლება ხო?
-ხომ იცი რომ მიყვარს,ოთხი წელია,ის კი ზედაც არ მიყურებს.
-დამშვიდდი,დაშორდა ელის,შეყვარებულებს ყოველდღე იცვლის,დღესაც ალბათ ვინმე ეყოლება,მაგრამ ხვალ დაშორდება,შენც შემოგხედავს აუცილებლად.თან ცოტა გალამაზება გჭირდება.
-ხვალ გამომპრანჭე რა!
-აცილებლად.ბონგი,ფული საიდან?ტორტი და ტკბილეულები რომ მომიტანე?
-დედამ მომცა.
-აჰჰ კარგი.
-მოდი ფილმს ვუყუროთ ჰიუნა.
-კარგი,რამე საშინელებას.
-ხომ იცი მეშინია,მაგრამ კარგი.
-არგინდა დღეს ჩემთან დარჩე?
-ხო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ,დედაშენმა იცის შენსმეტი არავინ რო არმყავს და დავითანხმებ.
-კარგი.

ჰიუნა მართალი იყო,იუნჯეს კარგად იცნობს,იუნჯემ კიდევ იპოვა გოგო,ლამაზი ტანის,შავი თმით,მაგრამ სილამაზით არც ბონგის ჩამოუვარდებოდა.ბონგიც ლამაზია,უბრალოდ არააქვს
კარგი ჩაცმულობა და საერთოდ არ იკეთებს მაკიაჟს,ბიჭებს კი ასეთი გოგონები არ მოსწონთ.
-იუნჯე,შეხედე შენი შესაფერისია-იუნჯეს ესაუბრება ძმაკაცი მენჯუნი.
-მართალი ხარ,კარგი გოგოა,მივალ გავესაუბრები.
-მაგის დაქალი გამომატანე და გადავიკარგებით,მერე ხომ იცი რას გავაკეთებ ჩემს ბინაში-დამცინავად იღიმის მენჯუნი.
-გოგონებს ასე ნუ ექცევი,არ შეიძლება.
-შენ ნუ მასწავლი იუნჯე.
-როგორც გინდა-თვალი ჩაუკრა იუნჯემ.
-გამარჯობა,მე იუნჯე ვარ შეილება შენი გაცნობა?
-მე მიმი ვარ,ჩემი ზედმეტსახელია-იპრანჭება მიმი.
-კლუბში გეპატიჟები,ხომ წამოხვალ?
-რათქმაუნდა.
იუნჯე კი გულში ფიქრობს:ნამდვილი ბო*ია.იუნჯე ყველა გოგოზე ასე ფიქრობს,ელიზეც ასე ფიქრობდა,ის უბრალოდ ერთობა!
კლუბში ბევრი დალიეს და იუნჯე სახლში მთვრალი მოვიდა,ამ დროს ბონგი ტახტზე იწვა,ხოლო ჰიუნა თავის ოთახში იყო,გათიშულს ეძინა.
-ჰიუნა-საშუალო ხმაზე იძახის იუნჯე.
ბონგის გამოეღვიძა და იუნჯესთან მივიდა.
-იუნჯე ნუ ყვირი,ჰიუნას სძინავს.
-შენ ვინ ხარ?
-ბონგი,ბონგი ვარ!
-ბონგი,გოგო რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარვარ-ჩაიცინა იუნჯემ.
სინამდვილეში,იუნჯემ იცოდა რომ ბონგის უყვარდა,ჰიუნასა და ბონგის საუბარი მოისმინა ერთი წლის წინ,მას შემდეგ ყურადღებას არ აქცევს ბონგის,მანამდე კი საუკეთესო მეგობრები
იყვნენ და არც ერთი ბიჭისკენ გახედვის უფლებას არ აძლევდა იუნჯე,ახლა კი ფეხებზე ჰკიდია ვისკენ გაიხედავს.
-იუნჯე,საიდან მოიტანე რომ მიყვარხარ?
-ყველაფერი ვიცი ყველაფერი.-მოშორდა ბონგის და ტახტზე წამოწვა,ბონგი კი დატოვა გაშეშებული ერთ ადგილას.ბონგი ტიროდა და მუხლებში ჩაიკეცა,იუნჯეს ესმოდა,თავს იკატუნებდა
არც ისეთი მთვრალი იყო,ესმოდა ბონგი როგორ ტიროდა მაგრამ,თავი ძილს მისცა და თვალები დახუჭა.
ბონგი წამოდგა და და ცივ იატაკზე კნუტივით წამოწვა,ცივი იტაკი,ცივ ნაკვლევს ტოვებდა ამ გაზაფხულის თვეს ბონგის ტანზე.განა არ იყო სხვა ოთახი?უბრალოდ უნდოდა იუნჯეს
წყნარ სახეზე ეყურებინა,ბონგის საერთოდ არ უძინია,თვალი არ მოუშორებია იუნჯესთვის,ასეთი შანსი მეორეჯერ არ მიეცემოდა.უყურებდა და დიდ სიყვარულს გრძნობდა,ცრემლები კი
სეულის ერთ-ერთ დიდ შადრევანს წააგავდა,შეუჩერებლივ რომ მოდის წყალი,ბონგიც ასე იყო,ტიროდა პირველი სიყვარულისთვის,დიდი გრძნობით ტიროდა და არ იცოდა ეს ცრემლები
ოდესმე დაუფასდებოდა თუ არა.ასეთი სიყვარული გულს ტკენდა ახალგაზრდა გოგონას.

დილით ბონგი იუნჯეს ხმამ გააღვიძა,არც უძინია უბრალოდ რამდენიმე წუთით თვალი დახუჭა,იატაკზე მწოლარეს საბანი ჰქონდა გადაფარებული,ადგა და დაკეცა.
-არც იფიქრო რომ ეგ საბანი მე მოგაფარე,ჰიუნა იყო!-ბრძანებლური ტონით შესძახა იუნჯემ ბონგის.
-არც მიფიქრია.
-ხვათაშორის,ცივ იატაკზე რომ წვებოდი რაზე ფიქრობდი?-შეწუხდა იუნჯე.
-შენ რა გაწუხებს?შენ იწექი?
იუნჯემ გაიცინა
-მაწუხებს?მე ხომ იცი ფეხებზე სად დაიძინებ.
ბონგის თვალებზე ცრემლი მოადგა და სააბაზანოში გავიდა.ბონგის გასვლის შემდეგ,იუნჯემ ხელი მაგიდას დაარტყა და ლიმნიანი წყალი გადაწრუპა.
ბონგიმ სახე დაიბანა,შემთხვევით იუნჯეს მაისური ჩაიცვა და ოთახში გავიდა.
-იცი,ეს ვისი მაისურია?
-ჰიუნასია.
იუნჯე ისევ იცინის.
-ჰიუნასი კი არა ჩემია.
ბონგიმ შეათვალიერა საკუთარი ტანი და ფაიციფუცი დაიწყო.
-ვიხდი,ახლავე ვიხდი.იუნჯემ თავი გააქნია და საყვარლად გაიცინა.
ბონგიმ გამოიცვალა,მაცივრიდან ტორტი გამოიტანა,22 სანთელი ჩაარჭო და ჰიუნას ოთახში შევიდა.
-happy birthday to you,happy birthday to you,happy birthday to you hyuna,happy birthday to you!
ოთახში იუნჯე შემოვიდა
-რას ყროყინებ გოგო-კარებზე მიეყრდნო,ფეხი ფეხზე გადაიდო და ენერგეტიკულის სმა გააგრძელა.
-შენ ვინ გეკითხება ,უკეთესად მღერი?
-რახდება-წამოდგა ჰიუნა.
-გილოცავ დაბადების დღეს!ჰიუნამ სანთლები ჩააქრო და პირველი ნაჭერი ბონგის მისცა.
-ღმერთო ჩემო-ამოიხვნეშა იუნჯემ.
-აუ რა სიმპატიურია,აუუუ-გაიფიქრა ბონგიმ,ჰიუნამ კი გაიცინა.იუნჯე მართლაც ძალიან სიმპატიური იყო,შავი დახეული ჯინსი ბალენსიაგას შავი ჯემპრი საშინლად უხდებოდა.
-ძმაო,დღეს 23 მარტია,ჩემი ოცდამეორე დაბდების დღე,მთაზე ავდივართ ხომ იცი?და სურვილი რა უნდა ჩაუთქვა ხომ იცი?არავის არ უთხრა სანამ არ აგიხდება,არ იმოქმედებს.
-ვიცი ჰიუნა.მემინდა რომ...
-ძმაო რას აკეთებ?
-არაფერი არ მითვქამს.
-არა არგითქვამს მაგრამ ხომ ფიქრობ,ხომ იცი ფიქრები მესმის.
-შეწყვიტე მერე.
ჰიუნას შეეძლო რომ იმ ადამიანის ფიქრები არ მოესმინა რომელსაც მოინდომებდა,რადგან მისი გონება არ გადტვირთულიყო.
-კარგი ჰოო,არ მოვისმენ.
-მოკლედ რა,გოგონებზე ფიქრიც არ შემიძლია!
ბონგიმ კი სახე ჩამოუშვა.იუნჯემ ცივი მზერა მიაპყრო საყვარელ ბონგის და ოთახიდან გავიდა.
-სად მიდიხარ?
-ჩემს შეყვარებულს უნდა შევხვდე.იუნჯემ მოიხედა და ბონგის შეხედა,თითქოს მის გრძნობებზე თამაშობდა.
-კარგი საღამოს მოდი.იუნჯე გავიდა.ჰიუნა ადგა და ტანსაცმელს ეძებდა თან ბონგის ელაპარაკებოდა.
-ხომ გითხარი,ყოველდღე ახალი შეყვარებული ყავს,არადა არცერთი არ უყვარს.
-დღეს დილით საბანი შენ მომაფარე?
-საბანი?რა საბანი?
-ესეიგი იუნჯე იყო-გაიფიქრა ბონგიმ.
-იუნჯე?რაზე ამბობ?
-ცივ იატაკზე მეძინა და დილით რომ ავდექი საბანი მქონდა აფარებული,იუნჯემ მითხრა არც გაიფიქრო მე არვიყავიო.
-არა მე არვიყავი,შეხედე ამ ბიჭს,უკვე ზრუნვაც დაიწყო შენზე.
-ნებისმიერი მოიქცეოდა ასე,ნუ აზვიადებ ჰიუნა.
-არ ვაზვიდებ,ჩემს ძმას კარგად ვინცობ,ყველა მისი ფიქრი მესმის,და შინაგანადაც სხვანაირია,შეძლებ რომ თავი შეაყვარო.
-ტყუილად ნუ მაიმედებ,ზედაც არ მიყურებს.
-არ გიყურებს?სად გაქვს თვალები?სანამ გავიდოდა სულ შენ გიყურებდა.
-შენ რა მართლა გგონია რომ მოვწონვარ?უბრალოდ დამცინის ეგაა და ეგ,ყოველ სიტყვაზე მიჭერს და დამცინის.
-ასე იწყება სიყვარულის ისტორია.
-მორჩი,მორჩი!ამ თემაზე საუბარი არ მინდა.
-სხავათაშორის,რასაც პირველი ნახავს იმას იცმევს,დღეს კი სხვანაირად გამოიპრანჭა.
-ეს იმიტომ რომ შეყვარებულს ხვდება.
-კარგი მოვრჩეთ,ეს ჩავიცვა?
-ცოტა ფული მაქვს და რამე ვიყიდოთ.
-არა,შეინახე,რამე ძველს ჩავიცვამ.
-არააა!არადა მორჩა.
-საუკეთესო ხარ.
-ვიცი-გაეღიმა ბონგის.
ბონგი შეძლებული ოჯახიდან იყო და ფული სულ ჰქონდა,ჰიუნას ბინის ქირასაც ზოგჯერ ის იხდიდა,ჰიუნა მის წინაშე დამცირებულად გრძნობდა თავს,მაგრამ ბონგი სულ ამშვიდებდა.
გოგონები გარეთ გავიდნენ.
-დღეს ისე უნდა გამოგაწყო რომ იუნჯემ თვალი არ მოგაშოროს.
ბონგის შერცხვა და გაწითლდა.
გოგონები კორეის საუკეთესო სალონში შევიდნენ,ბონგის დედის სალონში.

-გამარჯობა დეიდა სუილა.
-როგორ ხარ ჰიუნა?
-კარგად.
ბონგის დედა ძალიან კეთილი ქალი იყო.
-ჩემს ქალიშვილებს მოემსახურეთ

-იუნჯე რა გჭირს?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს?
-მოწყენილი ჩანხარ.მაგიტომ ხომ არა რომ მიმი სხვა ბიჭთან ნახე?
იუნჯეს ხმა არ ამოუღია,სინამდვილეში მიმი ფეხებზე ეკიდა,ბონგიზე ფიქრობდა,არა,კი არ უყვარდა უბრალოდ არ უნდოდა ასე ცივად რომ ექცეოდა.იხსენებდა ძველ დროს,ერთი წლის
წინ როგორ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.იუნჯე რომ კარგად მოქცეოდა გოგოს,"საყვარელი ბონგი"იფიქრებდა რომ მასაც იგივე გრძნობები ჰქონდა მის მიმართ,რაც საბოლოოდ გულს ატკენდა
გოგონას და ეს არ უნდოდა იუნჯეს."საყვარელი ბონგი"-იუნჯემ შეარქვა ბონგის ბავშვობაში.

გოგონებს გაუკეთეს მაკიჟი,შენელებული კადრით რომ გენახათ მათი სილამაზე ალბათ გული გაგიჩერდებოდათ.
"საყვარელი ბონგი"დამსგავსებოდა უკვე სექსუალურ ბონგის,შავად შეღებილი,წამწამი და წარბი პირდაპირ ხატავდა გოგოს,ვარდისფერი ტუჩსაცხი უფრო გემრიელ არომატს სძენდა
მის ისედაც ბუნებრივად სქელ,მიმზიდავ ტუჩებს.ტონალურმა კი გაასწორა მისი სახე,მისი ხელოვნური წარბი კი ბუნებრივს წააგავდა ისე უხდებოდა.ბონგის ცხოვრებაში არც ერთხელ,
არ გაუკეთებია მაკიაჟი,თქვენ წარმოიდგინეთ არც ბანკეტზე,იმის მიუხედავად რომ დედამისს საკუთარი სალონი ჰქონდა რომელიც სეულში საკმაოდ ცნობილი იყო.
თმა გასწორებული და მსუბუქად აწეულად ჰქონდა.
ჰიუნასაც თმა გასწორებული და მსუბუქად აწეული ჰქონდა,მას დიდად არ დასჭირვებია ხელოვნური წამწამი ისედაც დიდი წამწამი ჰქონდა,კორეელებისგან განსხვავებით.ისიც ხომ კორეელი
იყო,მაგრამ ნახევრად უცხოპლანეტელი და თვალებიც ისეთი ჰქონდა,საოცრად ლამაზი,შავი მაგრამ უჩვეულო და ღრმა,მისთვის რომ დიდიხანი გეყურებინათ,ლბათ ჰიპნოზი დაგემართებოდათ
და ჩაგითრევდათ შიგ.მსუბუქად წასმული ტონალური მის სახეს აქათქათებდა,ვარდისფერი ტუჩსაცხი კი ძალზედ არაამქვეყნიურს ხდიდა.
-ღმერთო!ვერ გიცანით-რა ლამაზები არიან,მოდი შემოგხედოთ(ბონგის დედა)
-მადლობა დედა!
-მადლობა დეიდა რომ დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი გამიკეთეთ.
-რას მაბობ საყვრელო,ჩემი ბონგივით მიყვარხარ ხომ იცი.
-დედა-ყურებთან მივიდა ბონგი და რაღაც ჩასჩურჩულა,ბონგის დედამ კი ფული მიაწოდა ბონგის.
-ბონგი!(ჰიუნა)
-ახლა საშოპინგოთ წავიდეთ-მოკიდა ხელი ჰიუნას და გარეთ გაიყვანა.
-ბონგი!არ გინდა ამდენის დახარჯვა,თავს უხერხულად ვგრძნობ.
-ააუუ!არ მიყვარს ასე რომ ლაპარაკობ ხომ იცი?შენ ჩემი დაქალი ხარ,დაიკო...შენს მეტი არავინ არმყავს.ასე რომ ახლა მოკეტე!
-კარგი-ამოიხვნეშა ჰიუნამ.
-მოდი ფეხით წავიდეთ,მომწონს ასე რომ გამოვიპრანჭე,მერე კლუბში წავიდეთ და ღამით მთაზე.
ჰიუნა დაეთანხმა.გამვლელ-გამომვლელი გოგონებს თვალს ატოვებდა.ერთმა ბიჭმა ტუჩები მოიწყვიტა კინაღამ.
-ღმერთო ბონგი!ვერ გცნობ!ისეთი ლამაზი ხარ.აი,ლამაზი კი არა სექსუალური.
ბონგის შერცხვა და თავი დახარა.
-ბონგი მისმინე,დღეს შენ მორცხვი გოგონა კი არა,თავდაჯერებული გოგო ხარ,გესმის?ბონგიმ თავი მაღლა ასწია.გოგონები შევიდნენ მაღაზიაში.
ჰიუნა იქვე ტახტზე ჩამოჯდა და ბონგის ელოდებოდა.
-ეს კარგია?-გამოვიდა ბონგი,ლამაზი მაგრამ ძალიან მოკლე კაბით.
-არა ეს არ უხდება შენს მაკიაჟს.
რამდენიმე წუთის მერე გამოვიდა ვარდისფერი კაბით,შორტით,გრძელი,ლურჯი კაბით მაგრამ ჰიუნას არცერთი არ მოეწონა.
-აუ!ეს ბოლოა იცოდე,თან მე მომწონს.
რამდენიმე წუთში ისევ გამოვიდა.
-ღმერთო!ეს შენ ხარ?ბონგი...შესანიშნავია,ნერწყვი მე გადამეყლაპა და ბიჭები ნერწყვს კი არა მთლიანად შენს გადაყლაპვას მოინდომებენ,მაგრამ ვინ მისცემს ნებას.
-ჰომმ,შენ ხომ მყავხარ.
-მე არა!იუნჯე ვიგულისხმე.
მოკლედ,ბონგის ეცვა გრძელი შარვალი,მაღალწელიანი,შავი,ზემოთ კი შავი მაისური,უკან ოდნავ ჩახსნილი.ბონგი მართლაც რომ ძალიან სექსუალური იყო.
-მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ ვივლი ამიტომ თეთრ კეტებს ვიყიდი.შენ?
-მეც არმინდა მაღალქუსლიანები-მიაშტერდა ბონგის და ისე შევიდა გასახდელში.
შავი მოკლე კაბის,ლურჯი ქვედაბლოლოსა და თეთრი მაისურის,მწვანე მაღალყელიანი კაბის მერე გამოვიდა საშინლად მიმზიდავი ჰიუნა.
-ჰიუნა!საუკეთესო ხარ,ეს კაბა შენს სუსტ ტანს ძალიან უხდება,ძალიან.
ჰიუნას ეცვა მუხლებამდე კაბა,შავი,მოტკეცილი,მის მკვრივ საჯდომს ძალიან უხდებოდა,უკან ჩახსნილი იყო და დიდი შავი ბაფთა ჰქონდა,ქვემოთ კი ეცვა შავი ფეხსაცმელი.
-ბონგი.
-გისმენ-ჩანთაში დრჩენილ ფულს იდებდა ბონგი.
-იუნჯე მოდის.გაიპრანჭე და აეჭვიანე ძმაკაცზე.
-ეგ ხომ მენჯუნია?მენჯუნზე ვაეჭვიანო?-ჩაიკისკისა ბონგიმ.

-OH MY GOD!-თავზე ხელი გადაიდო მენჯუნმა.იუნჯე კი ტელეფონში თამაშებს თამაშობდა.
-რაიყო?
-ესენი ვინები არიან?იუნჯემ გაიხედა და ჰიუნა დაინახა,ბოგნი კი ვერ იცნო.
-ჰიუნა და...რა სილამაზეა!
-მე დაგასწარი,მე ვკერავ(მენჯუნი)
-ეს ხომ...ბონგია!
-ბონგი?რა ლამაზია...-ნერწყვი გადაყლაპა მენჯუნმა.
-შეწყვიტე-მხარზე დაარტყა იუნჯემ,საშინელი გოგოა,ხომ იცნობ ბონგის.
-შენ შეწყვიტე,მანახე ბონგიზე ლამაზი ვინმე.არცერთი შენი ყოფილი არ ჯობია ბონგის.

-გვიახლოვდებიან(ჰიუნა)
-გამარჯობა!-თმა აათამაშა მენჯუმ,და ხელი წინ გასწია,იუნჯემ კი ფეხი კრა და ხელი უკან გამოაწევინა, ისევ გააგრძელა თამაში.
-არც იფიქრო იუნჯე,ჰიუნას ყველფერი ესმის,ღმერთო ასეთი ლამაზი არავინ მეგულება,რა ლამაზია!არ იფიქრო იუნჯე-იუნჯე გაწითლდა და ჰიუნას შეხედა.ჰიუნა კი იცინოდა.
-არ ვიტყვი არაფერს იუნჯე დამშვიდდი!
-იმედია,ყოველშემთხვევაში იცი რაც მოგივა.იუნჯემ მენჯუს შეხედა რომელსაც ჯერ წამითაც არ მოუშორებია თვალი ბონგისთვის,-გეყოს თავზე დაარტყა იუნჯემ.
-სად მიდიხართ?(მენჯუნი)
-დღეს ჰიუნას დაბადების დღეა და კლუბში ავღნიშნავთ.(ბონგი)
-მეც წავყვე?რომ წავიდე,ბონგი რას იფიქრებს მოვწონვარ და მაგიტო წამოვიდაო?რომ არ წავიდე,ისეთი ლამაზია თვალს არ მოაშორებენ.მერე რა,რა ჩემი საქმეა-ფიქრობს იუნჯე.
ჰიუნა კი კისკისს აგრძელებს.
-მარტო ვერ გაგიშვებთ,ბევრი შეეცდება ჩვენი გოგონების დაკერვას,ხომ ასეა იუნჯე?(მენჯუნი)
-ჩვენი გოგონების?-ფეხი მიარტყა მენჯუნს.
-რატო მირტყამ?-აბუზღუნდა მენჯუნი.
-აშშშშ!-თმა აათამაშა იუნჯემ.
-ანუ წავიდეთ?(მენჯუნი)
-სხვა გზა დამიტოვე?
ყველანი ერთად წავიდნენ კლუბისკენ.გზაზე გამვლელ-გამომვლელი ყველა გოგონებს უყურებდა,ზოგჯერ მენჯუნი ბონგის წინ გადაეფარებოდა არავინ არ უყუროთ ჩემიაო.
-ღმერთო ყველა ამათ უყურებს-ფიქრობს მენჯუნი..იუნჯეს გაბრაზება დაეტყო და ტაქსი გააჩერა.
-ჩაჯექით!
ყველანი უთქმელად დაემორჩილნენ სერიოზულ იუნჯეს.იუნჯე წინ დაჯდა,დანარჩენები კი უკან.ბონგის გვერდით მენჯუნი იჯდა და გოგოს ხელს უფათურებდა აქეთ-იქით,რაც ბონგის აწუხებდა.
-აქ გააჩერეთ!(იუნჯე)-იუნჯემ მენჯუნი წინ დასვა,თვითონ კი ბონგის მიუჯდა.მენჯუნმა იბუზღუნა მაგრამ მაინც მოუწია წინ დაჯდომა.
-დღეს ბონგის გამო,ერთადერთი ძმაკაცი შემომკვდება-ფიქრობს იუნჯე.
ჰიუნას კი ეღიმება.
-ჰიუნა, იქნებ შეწყვიტო ჩემი ფიქრების მოსმენა?!-ტაქსის მძღოლი და მენჯუნი კი გაურკვევლობაში არიან.
მივიდნენ კლუბში,ყველანი ჰიუნასა და ბონგის უყურებდა.იუნჯემ დატოვა გოგონები და დასალევად ჩამოჯდა.გოგონებმა ცეკვა დაიწყეს,ჰიუნა მენჯუსთან ცეკვავდა როცა ბონგი ვიღაც ბიჭთან ერთად იყო.ბიჭი ცდილობდა უფრო დაახლოებოდა ბონგის და თავისკენ იზიდავდა,ამის შემხედვარე იუნჯე
საშინლად გაბრაზებული სვამდა ალკოჰოლს.
-უკაცრავად,ზედმეტად შორს ხომ არ შეტოპეთ?-ნასვამი იუნჯე,მიუვარდა ბიჭს.
-შენ ვინ ხარ ბიჭი?
-ბიჭი?-მკვლელი ღიმილი მიაპყრო და სახეში გაარტყა,ბონგის ხელი მოკიდა და გარეთ გავიდა.
-იუნჯე,მისმინე,ვიცი ადრე გაიგე რომ სიგიჟემდე მიყვარდი,მაგრამ ახლა ასე არაა,ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე და მივხვდი რომ შენსგარდა სხვისი შეყვარებაცაა შესაძლებელი.
-მაგალითად ვისი,იმ ნაბი*ვარის?
-ასე ნუ ეძახი-დაუყვირა ნასვამმა ბონგიმ.
-გოგონი,ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით,ყურადღებას გაქცევ,რეებს ბოდავ?გგონია რაკი ეგ ბიჭი შენსგამო ვცემე მომწონხარ?ასე ფიქრობ?ჩამორჩენილო,შენი თავი ლამაზი გგონია?
საშინლად ატირებული ბონგი იქვე ჩამოჯდა და ტირილი ცივ ქვაზე განაგრძო.იუნჯემ მხარზე ხელის დადება სცადა მაგრამ შერცხვა,ამდენი სისულელის თქმის შემდეგ.
-ეს რა ქენი იუნჯე,ეს როგორ უთხარი-თავზე ხელი დაირტყა იუნჯემ.ამასობაში გარეთ მენჯუნი და ჰიუნაც გამოვიდნენ.
-ძმაო რახდება?
-ჰიუნა,ბონგის საშინელებები ვუთხარი-გულში ჩაილაპარაკა იუნჯემ.ჰიუნამ გაიგო.
-კარგი იუნჯე,ორივე ნასვამები ხართ,გაბრაზება მალე გაგივლით და მოგვარდება,ახლა კი ხომ იცი სადაც უნდა წავიდეთ?
-ხო,არ დაგვაგვიანდეს.მენჯუნი ტაქსით გააცილეს და თვითონ ბინაში ავიდნენ გამოსაცვლელად,ბონგიც გონს მოვიდა,უკეთესად იყო.ბონგი საშინლად იყო გაბარზებული იუნჯეზე და გულში
იმეორებდა "დაგიმტკიცებ რომ ლამაზი ვარ"ჰიუნა გაურკვევლობაში იყო.
-ჰიუნა,მე გამოვიცვალე,ტაქსიში დაგელოდებით-გარეთ გავიდა იუნჯე.
-კარგი ძმაო.ახლა კი ქალბატონო მომიყევი რა მოხდა.
-იუნჯემ ასე მითხრა,შენი თავი ლამაზი გგონიაო?
-რაა?ასე გითხრა?
-ზუსტად! ვაპირებ რომ დავუმტკიცო,მე ლამაზი ვარ!
-რათქმუანდა ბონგი,დღეს შენი სილამაზით ყველა დაატყვევე.
-ყველა...გარდა იუნჯესი.
-დამიჯერე იუნჯესაც ძალიან მოეწონე,მე მისი ფიქრებ...-გაჩერდა ჰიუნა.
-რა?რა ფიქრები?რა თქვა?რათქმაუნდა ძამიკოს გოგოვ არმეტყვი-სახე ჩამოუშვა ბონგიმ.
-მაპატიე.
-არაუშავს,ჩემს ფიქრებსაც ხომ არ ეტყოდი იუნჯეს.
-რათქმაუნდა არა!რამე ლამაზი ჩაიცვი.-ჰიუნამ ბონგის ჯინსი და ზედა მიაწოდა,ერთნაირები ჰქონდათ და დღეს ჩაცმა გადაწყვიტეს.
ტაქსიში მჯდომ იუნჯეს თვალები გარეთ გადმოუვარდა გოგონების დანახვისას,ასევე ტაქსის მძღოლსაც.
დამავიწყდა მეთქვა ტაქსის მძღოლი ახალაზრდა ბიჭია,ასე 22წლის,სიმპატიური,კარგად ჩაცმული.შავი დახეული ჯინსით და ზემოთ საერთოდ არ ეცვა,თავისი პრესით ატყვევებდა ყველას.
გამოვიდა ორი მშვენება,თეთრი კეტები,ლურჯი მაღალწელიანი,დახეული ჯინსებითა და მოტკეცილი მაისურით.თავიანთ მკვრივ საჯდომს კარგად აჩენდნენ და ნებისმიერს აღუძრავდა შეხების
სურვილს.
-იუნჯე,თუ შეიძლება უკან დაჯექი და ბონგის ბოდიში მოუხადე.
-ამის გაკეთება ერთ წუთში შეიძლება,რატომ უნდა დავჯდე მის გვერდით?არადა ფიქრობდა,ჰიუნა ხმა არ ამოიღო და ჩემი ფიქრები არ გაუმხილო ბონგის და დაგვსვი ერთად უკან.
-ჩემთვის საჩუქარი არ მოგიცია ხომ?ხოდა ეხლა ერთი სურვილი იყოს შენი საჩუქარი და დაჯექი ბონგისთან ერთად უკან.
-კარგი,ძაან არმინდა რომ დავჯდე მის გვერდით მაგრამ რადგან ასე მთხოვ დავჯდები.დაიძრა ტაქსი.
-მე ვუკი მქვია.
-სასიამოვნოა ვუკ,მე ჰიუნა ვარ.
-დღეს დაბადების დღე გაქვს?
-ხო,როგორც ჩანს,მაგრამ არ მიყვარს დაბადების დღე.
-რა უცნაურია,მთაზე რომ მიდიხარ.
-ცოტა არიყოს ჰო.მანქანას ცუდად ატარებ-გაიცინა ჰიუნამ.
-არა,ცუდად არ ვატარებ,შენმა სილამაზემ დამატყვევა-გაიფიქრა ვუკმა.
-ჰო ,როგორც ჩანს ცუდად ვატარებ.ჰიუნას კი გაეცინა.
-რა გაცინებს?
-არაფერი.
-მე ტაქსიში არ ვმუშაობ.
-ვერგავიგე,აბა რატო გვემსახურები?
-როგორ უნდა ვუთხრა რომ ეს მანქანა მოვიპარე და ახლა ფულის საშოვნელად გამოვედი.-ფიქრობს ვუკი,არადა ბიჭმა საიდან უნდა იცოდეს,ჰიუნა სხვა პლანეტიდან რომ არის და ყველაფერი
ესმის?
-გამოვიცნობ,მანქანა მოპარულია ხომ?-ჰიუნამ გაიცინა.
-მოიცა სადიან მიხვდი?კიდევ უფრო გაურკვევლობაში იყო ვუკი.
-მანქანას ცუდად ატარებ,საკუთარ მანქანას ასე ვინ ატარებს?
-ერთი წუთით გავიფიქრე რომ ჩემი ფიქრები ესმოდა-გულში ამოიხვნეშა ვუკმა.
-ჰოო,ასე მიხვდი?
ჰიუნა კი ისევ და ისევ იცინოდა.

-მაპატიე,არმინდოდა ასე გამომსვლოდა-(იუნჯე)
-არაუშავს.(ბონგი)
-მოგვარდა,და ყოველთვის თვალში ნუ მეჩხირები.
-ახლა ისევ დაიწყე?შენი დის დაქალი ვარ და ხშირად მოგიწევს ჩემი დანახვა,და თუ ძალიან არ გსიამოვნებს მაშინ როდესაც შენთან ვიქნები შენ შეგიძლია სხვაგან წახვიდე.
-ასეც მოვიქცევი!სხვათაშორის,ასე გამომწვევად ნუ იცვამ!
-ჰმმ?შენ გკითხო?
-არა,მე არ უნდა მკითხო,უბრალოდ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არმინდა ვინმემ ცუდად შემოგხედოს.
-ყურადღებას ნუ მომაქცევ,ვიცი სად როგორ მოვიქცე,იუნჯეე!
-როგორც გინდა,მახინჯო!
-მახინჯო?-ჩაიცინა ბონგიმ.

-ვუკ,მოვედით შეგიძლია აქ გააჩერო,და შენ მანქანაში დარჩი.
-კარგი.
-ამას უნდა გადავუხადო ზედმეტი თორე საწყალმა მანქანა იმისთვის მოიპარა რომ ფული იშოვოს,რა საყვარელია,ან პრესი?თვალი ვერ მოვაშორე მის საყვარელ და აგრეთვე მამაკაცურ სახეს.-
ფიქრობდა ჰიუნა.
-ვარსკვლავთა ცვენა დაიწყო,იჩქარეთ-მანქანიდან გადმოვიდა ბონგი.ვუკიც გადმოვიდა,ტიტველი ზურგით მანქანას მიეყრდნო და ფეხები გადააჯვარედინა.
-აქ იმისთვის მოხვედი რომ ვარსკვლავებს უყურო?-გაეცინა ვუკს.
-ხო,შეიძლება ასეც ითქვას-გაუღიმა ჰიუნამ.

-დაითვალე ბონგი?
-კი,11 იყო.
უფრო ზემოთ ავიდნენ და თვლა დაიწყეს.ჰიუნამ კი ფიქრი შეაჩერა რომ არ გაეგო იუნჯეს სურვილი.
-ბონგი,შეგიძლია სურვილი შენც ჩაუთქვა.
-ტყუილად არ აუხდება-გაეცინა იუნჯეს.
-ასე თუ მოიქცევი,შენ სურვილს მოვისმენ და არც შენ არ აგიხდება-თვალი ჩაუკრა ჰიუნამ.
ყველანი ერთად ითვლიდნენ:14,15,16.....23.
ჰიუნა:ვარსკვლავო,მაპოვნინე ნამდვილი სიყვარული.
იუნჯე:ვარსკვლავო,გევედრები გამომიგზავნე გოგო რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებს და არ დამშორდება იმის გამო რომ ნახევრად უცხო პლანეტელი ვარ.
ბონგი:არვიცი ვარსკვლავო ამისრულებ თუ არა ამ სურვილს მაგრამ გთხოვ რომ იუნჯეს შევუყვარდე.
ყველანი უკან ბრუნდებოდნენ.
-ჰიუნა,ჩვენი სურვილები ხომ არ მოისმინე?
-არა იუნჯე,ფიქრის რეჟიმი გამოვრთე მაგრამ ახლა ჩავრთავ-გაიცინა ჰიუნამ.
-რა მაგარია,დედას აუხდა სურვილი,რობოტივით ხარ,როცა გინდა მაშინ გესმის სხვისი ფიქრები-ჩაიკისკისა იუნჯემ.
ტაქსიში ჩაჯდნენ.
-წავიდეთ ვუკ.
-ახლავე.
-ასე მალე რატომ წამოხვედით?-დაინტერესდა ვუკი.
-ვარსკვლავთა ცვენა დამთვარდა.
-ასე ძალიან გიყვარს ვარსკვლავთა ცვენის ყურება?
-როგორც ჩანს კი-უღიმის ჰიუნა.
-ნომერი რომ გამოვართვა?მაგრამ მისი ძმა აქ არის.მაგრამ მერე რო ვეღარ ვნახო?რა ვქნა?-ფიქრობს ვუკი.
ჰიუნა კი იცინის და ამბობს"ეს ჩემსავით გადარეული ჩანს"
-დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა,ვუკ?
-ხო,მერე?
-მართალია არ მიცნობ მაგრამ ერთი სურვილი შემისრულე.
-რა სურვილი?
-სიჩქარეს მოუმატე.
-მე მგავს-ფიქრობს ვუკი და დიდი სიჩქარით მიემართება.ამ სიჩქარეს ვერც ძილმორეული იუნჯე გრძნობს და ვერც უკვე მიძინებული ბონგი,რომელმაც იუნჯეს მხარზე დადო თავი.
იუნჯეს კი ჩაეღიმა და უყურებდა ბონგის,ის ხომ ისეთი საყვარელი იყო.
-ასე მოგწონს,ჰიუნა?
-კარგია,კარგად ატარებ.
მივიდნენ ბინასთან.
-ამის დედაც რა მალე მოვედით-გაიფიქრა ვუკმა,ჰიუნა კი ისევ და ისევ იცინის.ჰიუნამ ჩანთიდან რაღაც ფურცელი ამოიტანა და იქვე დადო.
-ეს რა არის?(ვუკი)
-მანქანას რო დაძრავ გახსენი.
-კარგი,ასე მოვიქცევი.
კიბეზე ასვლის დროს ბონგის ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა.
-ბონგი რა დაგემართა?თავი ხომ არ დაგირტყამს?
-არა ჰიუნა,თავი არ დამირტყამს მაგრამ ფეხი გადმომიბრუნდა.
-ჯერ მეორეზე ვართ,მეთერთმეტემდე როგორ ამოხვალ?არა რა,ბედი არ გვინდა?რა დროს არაა ლიფტი.იუნჯე კი ტელეფონში თამაშებს თამაშობდა და იქვე მიყუდებულიყო,გოგონებს ელოდებოდა.
ბონგი წამოდგა,ჰიუნას დაეყრდნო მაგრამ ისევ დაეცა.
-აშშშშ!როგორ მტკივა.
-იუნჯე!
-გისმენ-ტელეფონიდან თავი არც კი აუღია.
-საყვარელო ძამიკო,იქნებ დაგვეხმარო?-ირონიულად მიმართა ჰიუნამ.იუნჯემ ტელეფონი ჩაიდო და ბონგი ხელში აიტაცა.გოგონებს გაუკვირდათ,იუნჯეს ასეთი საქციელი.
-შენთვის უკეთესი იქნება თუ ბევრს არ შეჭამ.-დასცინა იუნჯემ,მაგრამ ბონგი სულაც არ არის მსუქანი.
-ძმაო,იქნებ იარო,გთხოვ.-ხელები შეაკოწიწა ჰიუნამ.
ავიდნენ ბინაში,იუნჯემ ბონგი ტახტზე დასვა,დასვა რა, მიაგდო თითქოს ნივთი ყოფილიყო.
-მარტო საჯდომი იქნება 10 კილო-გულში გაიცინა იუნჯემ.
-ძმაო!
-რა-თმა აათამაშა იუნჯემ.ჰიუნამაც გაიცინა.
-ბონგი,შენ ჩემს ოთახში დაწექი.
-არა ჰიუნა,აქ კომფორტულად ვარ.
-კარგი მაშინ,წავალ დავიღალე,უნდა დავიძინო.

-გოგო?
-ხო გოგო.რა გაგიკვირდა?
-აქამდე არ იყავი გოგოებით დაინტერესებული,მის გამო კი მზად ხარ ტაქსის მძღოლი გახდე-(ვუკის მეგობარი,ლეო)
ლეო უკვე 5 წელია რაც ვუკთან ერთად პატარა მყუდრო სახლში ცხოვრობს.კორეაში.
-მე არ ვარ გოგოებით დაინტერესებული?წინა წელს არ იყო?სამი გოგო რომ შევიტყუე საწოლში?
-კარგი რა.და მერე?ამ გოგოსაც ეგრე მოექცევი?
-შეიძლება კი.ხომ იცი ვერთობი-ტუჩები მოიკვნიტა ვუკმა.
-გოგოებში მხოლოდ საჯდომს აფასებ-დასცინა ლეომ.
-ნომერი მაქვს ჰიუნასი.
-ეგ როგორ?
-თვითონ მომცა,მანქანაში შემომიგდო და ასე მითხრა რომ წახვალ მერე გახსენიო.
-მეძინება,არმცალია ეხლა შენი ისტორიების მოსმენისთვის.

იუნჯე ოთახიდან გამოვიდა,წყლის დასალევად.
-რომ ძინავს მაშინაა მხოლოდ საყვარელი-და წყალი გადაჰკრა.მიუახლოვდა ბონგის,ბალიში გაუსწორა და შეხედა.
-არა,რა...გავგიჟდი!მართლა გავგიჟდი!-ბალიში ისევ ისე დადო როგორც იყო,საბანი გადახსნა,ირონიულად ჩაიცინა და საკუთარ ოთახში შევიდა.

-გძინავს?-ტელეფონზე წერილი მოუვიდა ჰიუნას.
-არა,შენ?
-რას აკეთებ?
-არაფერს.
-უკვე გვიანია.
-ვიცი.
-გინდა ხვალ სადმე დაგპატიჟო?
-მეზარება.
-გეზარება?პირველი გოგო ხარ ვინც ასე მპასუხობს,ეს უკვე არ მომწონს.
-კარგი ჰო.
-ხვალ 2 საათზე,"სარანეს"-კაფეში გელოდები,ხომ მოხვალ?
-პაემანზე მეპატიჟები?
ვუკს პასუხი აღარ გაუცია.

დილით იუნჯე ადრე ადგა და პიჟამოთი ოთახში გავიდა,ტახტზე ბონგის ფეხთან დაჯდა და ტელევიზორი ჩართო,ძალიან მაღალ ხმაზე.
-რახდება?-ადგა ბონგი.
-ჩემს სახლში ვარ,რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
-შენი ნებაა,მე აგიკრძალე რამე?-ადგა ბონგი და საბანი დაკეცა.
-ფეხი აღარ გტკივა?
-არა!
-კარგი,ნუ მიღრენ.ვაუ!ეს საჯდომიანი გოგონები როგორ მომწონს.
-ღმერთო!დაეხმარე იუნჯეს-ხელები ზემოთ აიშვირა და თვალები დახუჭა ბონგიმ.იუნჯემ კი შეათვალიერა და შეუღრინა.
-მე სახლში წავალ,ჰიუნას უთხარი.
-მე რა,ფოსტა ვარ?
-რა შუაშია?უბრალოდ უთხარი,ახლა სძინავს.
-გეყო,გეყო.წადი უკვე თორე აღარ მინდა შენი დანახვა,მახინჯო.
-ნამდვილი წურბელა ხარ.(ბონგი)
-შენ ქათამი.(იუნჯე)
-ვირთხა(ბონგი)
-ზღარბი!(იუნჯე)
-საზიზღარი(ბონგი)
-კატა!(იუნჯე)
-სირაქლემა!(ბონგი)
-დიდტრაკ...-აღარ ააგრძელა იუნჯემ.
-მოიცა რა?რა მიწოდე?ახლავე თქვი!
-არაფერი არ მითქვამს,წადი უკვე!
-საზიზღარო!(ბონგი)
-ქათამო(იუნჯე)
ბონგის წასვლის შემდეგ,რამდენიმე წუთში ჰიუნა გამოვიდა.
-იუნჯეე,რძე ყველა დალიე?
-არაა,მაცივარშია ცოტა.ჰიუნა რძის გამოსატანად წავიდა,ნახევრად ეძინა.
-ძმაო,კარებზე არიან.
-ისევ ის ქათამი იქნება.ადგა იუნჯე-ხომ გითხარი შენი დანახვა არ მინდ...-კარი გააღო იუნჯემ.
-თქვენი და სახლშია?
-მე არ ვდგავარ აქ?თქვენი აზრით ბავშვი ვარ?-აბუზღუნდა იუნჯე.
-გისმენთ-გამოვიდა ჰიუნა რძით ხელში.
-ქირის გადახდას არ აპირებთ?
-მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ ქირას ყოველი თვის ბოლოს გადავიხდიდით?დღეს ხომ 24მარტია?
-დღეს უნდა გადაიხადოთ,უფროსმა გამომიშვა.
-ახლა არაფერი არმაქვს.დრო მომეცით.
-ხვალ ისევ დავბრუნდები.
იუნჯემ კარი მიხურა.
-სამსახური უნდა ვიშოვო.მეც სრულწლოვანი ვარ.
-არა იუნჯე,მე წავალ დღეს ვიშოვი სამსახურს.
ჰიუნა მოემზადა და წავიდა სამსახურის მოსაძებნად.დეტალურად არ დავიწყებ მოყოლას თუ რა ხდებოდა გასაუბრებაზე.მაგრამ დილიდან 5 საათამდე ეძებდა სამსახურს,კაფეში,სკოლაში,
მუზეუმში და კიდევ ბევრ ადგილას მაგრამ საბოლოოდ კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა.მართალია,ვუკს 2ისთვის უნდა შეხვედროდა მაგრამ ჰიუნას დაავიწყდა.
ბევრი მუშაობისა და ცოტაოდენი ფულის,80 ვონის გამომუშვების შემდეგ დაღლილი ჰიუნა სახლში ბრუნდებოდა.ბონგიც იმავე დროს მივიდა ბინასთან და ჰიუნას მოეხვია.
-ასეთი ამაყი რომ არ იყო,მე გადაგიხდი ფულს და არ მოგიწევდა ასე მუშაობა.
-არა,მე არ უნდა მივეჩვიო სხვის დახმარებას.
ბონგი და ჰიუნა კიბეებზე ადიოდნენ,ვუკმა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა ჰიუნასთან ასულიყო.ლიფტით ავიდნენ ბონგი და ჰიუნა,უკან მიჰყვა ვუკიც.ბინაში ავიდნენ.
-ჰიუნა,ცოტა რაღაც საჭმელი ვიყიდე,მაცივარში ჩავდებ.
-კარგი მიდი-ჰიუნა იხდიდა ფეხსაცმელს და მოსასხამს.კარის დაკეტვა დაავიწყდა და ღია დარჩა.
ბონგი ტახტზე წამოჯდა.ჰიუნაც მივიდა და გვერდით მიუჯდა.
-საყვარელი იყო ხო?
-ჰმმმ?ვინ იყო საყვარელი?
-ის ბიჭი,წუხელ ტაქსით რომ წაგვიყვანა მთაზე.
ამის გაგებაზე ვუკი მიიმალა კარადის უკან და უსმენდა ბონგისა და ჰიუნას საუბარს.
-ღმერთო!ეს როგორ დამავიწყდა...-თავზე ხელი წამოირტყა.
-რა დაგავიწყდა?
-დღეს უნდა შევხვედროდი.
-და მე არვიცი?-აბუზღუნდა ბონგი.
-ვეტყვი რომ არმეცალა,ამ საღამოს მივწერ.
-არ გელაპარაკები,საზიზღარი ხარ.-გაიფიქრა ბონგიმ.
-კარგი რა ნუ ბუზღუნებ.
-ვბუზღუნებ?არაფერი არ მითქვამს.
-ხომ იცი რომ ფიქრები მესმის.
-შენ არ თქვი,შევაჩერეო?
-ხო მაგრამ,მერე ისევ დავიწყე.
-ისე,მაინტერესებს...როგორ შეგიძლია ფიქრის მოსმენა შეწყვიტო?
-უბრალოდ ის ადამიანი უნდა წარმოიდგინო ვისი ფიქრების მოსმენაც არ გინდა,თვალები უნდა დახუჭო ეგაა და ეგ.
-ნეტა მეც შემეძლოს.მემაყება ჩემი უცხოპლანეტელი დაქალი.
ტელეფონზე იუნჯე რეკავდა.
-იუნჯე რაიყო?
-ჰიუნა,დღეს ცოტა გვიან დავბრუნდები.
-გვიან?რატო?სადხარ?
-ბიჭებთან ვარ,მენჯუნის მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ.
-კარგი.
ვუკი სასწრაფოდ მოშორდა ჰიუნას ბინას.გასვლისას გაოცებულმა ვერ დაინახა მის წინ მდგარი ყვავილი და წააქცია.
-ეს რაიყო?-ადგა ბონგი.
ვუკმა გასვლა მოასწრო,ბონგიმ კი კარი დაკეტა.
-ალბათ,მეზობლის ბავშვები იქნებიან.ხო მართლა,იუნჯემ რაო?
-ამ საღამოს გვიან მოვა.
-მერე შენ მარტო დარჩები?
-მარტო რატომ?შენ მიდიხარ?
-კარგი,დედას ვეტყვი რომ მარტო ხარ და დავრჩები აქ.

-მოატყუე?(მენჯუნი)
-აბა ხომ ვერ ვეტყოდი რომ მუშაობა დავიწყე?(იუნჯე)
-შენს დას ეკითხები აზრს?-გაეცინა მენჯუნს.
იუნჯემ კი ყური არ ათხოვა და სამუშაოს შეუდგა უფრო კონკრეტულად კი მანქანების შეკეთებას.

საღამოს მზეს შეჰყურებენ ბონგი და ჰიუნა.
-იუნჯე როგორ გიყვარს?
-მის გამო მთელ ჩემს ცხოვრებას დავთმობდი.
-რა?-ჩიფსი იქვე ფანჯრის რაფაზე დადო და ბონგის შეხედა.
-ხო,რა გაგიკვირდა?-მხრები აიჩეჩა ბონგიმ.
-მჯეროდა რომ ასეთი სიყვარული არსებობდა,იუნჯეს გაუმართლა.
-იუნჯეა მთელი ჩემი ცხოვრება,ძალიან მიყვარს.კიდევ მაქვს იმედი რომ შევუყვარდები,თუ ასე არმოხდება მანამდე ვიცხოვრებ მითი,სანამ სხვას ნამდვილი სიყვარულით არ შეიყვარებს.
-ჯერ არავინ შემყვარებია,მაგრამ იცი რა არის სიყვარული?მისი თვალების ყურებისას რომ გინდა წამით გაჩერდეს სამყარო,ან მისი ჩახუტებისას გინდა რომ არასოდეს დამთავრდეს ეს
წუთი,მისი დანახვისას გული ან გიჩერდება ან სწრაფად გიცემს,მასში ყველაფერი გიყვარს,ის ნაკლიც რაც მას აქვს.არგინდა რომ მას შენსგარდა სხვისი სუნიც ჰქონდეს,არგინდა
რომ სხვასაც უთხრას სიტყვა "მიყვარხარ",ოცნებობ რომ ყოველდღე ერთად დაიძინებთ,ერთად გაიღვიძებთ და თუნდაც იაფფასიან ჩაის დალევთ ერთად,არააქვს მნიშვნელობა ის მდიდარი
იქნება თუ ღარიბი,მთავარია რომ ერთ მყუდრო სახლში თქვენი სიყვარულის ისტორია თბილად გაჟღერდება.მისი ყურებისას ტკბები ბოლომდე,თითქოს შენში რაღაც სიცარიელე,სიყვარულით
აივსო.როცა გიყვარდება თავს კარგავ.შეგიძლია მის გამო იტირო,შეუჩერებლივ,თუნდაც იმიტომ რომ ერთი ან ორი საათით არ გინახავს.გიყვარდება მისი სული,სხეული,ყველაფერი,ყველაფერი
გიყვარდება.საშინელებაა როცა დაინახავ მას სხვასთან და იგივე სიყვარულის თვალებით სხვას შეხედავს,მაშინ ის სიყვარული შავდება და შენში ისევ სიცარიელეს გრძნობ.
მისი თბილი ხელები გიყვარს,რომ შეეხები და გულს გითბობს.
-ღმერთო,რა შეყვარებული ადამიანივით საუბრობ?
-მე თვითონ სიყვარული მიყვარს.მინდა რომ ჩემზეც ფიქრობდეს ვინმე,მეც შევუყვარდე ვინმეს,ჩემი დაკარგვის ეშინოდეს ვინმეს,იცი როგორ მინდა?ახლა მესმის შენი.მთელი ოთხი წელი როგორ ძლებდი?
-მთავარია რომ ვხედავ და ველაპარაკები თუნდაც ვჩხუბობთ,მთავარია რომ ვხედავ,სულ ესაა.ჩახუტების ან კოცნის სურვილი მკლავს მაგრამ ერთ დროს იქნებ დადგეს მომენტი,როცა
ჩავეხუტები.
-დადგება,ნამდვილი სიყვარული გაიმარჯვებს.ბონგის და ჰიუნას ტახტზე ჩაეძინათ.

-დაუჯერებელია,და შენ ამის გჯერა?-კისკისებს ლეო.
-ჩემი არგესმის,სერიოზულად მიუდექი საქმეს,რა დიდი სერიოზულობით საუბრობდნენ,მაგის დაქალს არაფერი არ უთქვამს ისე გაიგო მისი ფიქრები.
-მაგის დაქალი ლამაზია?
-შენ რაზე საუბრობ?ჩემი არგჯერა?ხვალ შევხვდები და ყველაფერს გავარკვევ,მთავარია დავიჯერო რომ ჩემი ესმის და მასზე კარგი ვიფიქრო,მერე კი საწყალი ჩემს მახეში გაებმევა.
-რაც გინდა ეგ გიქნია ძმაო.

ღამის 2:33
-გვიანია,შეგიძლია წახვიდე,გასამრჯელოს ხვალ მიიღებ.
-კარგი ბატონო-უთხრა იუნჯემ უფროსს და სახლში დაღლილ-დაქანცული წავიდა.როცა სახლში მივიდა, ნახა ტახტზე როგორ ეძინათ გოგონებს,საბანი მიაფარა და პირდაპირ
საძინებელში შევარდა.ბონგიმ გაიგო როგორ მოვიდა იუნჯე სახლში და უკან გაჰყვა.კარი ღია იყო.
-იუნჯე.
-ჰოო-ბალიშზე თავი ედო.
-გამოიცვალე და ისე დაწექი,საბანი მოიფარე.
-გევედრები,თავიდან მომწყდი ბონგი!
-თხოვნაა თუ ბრძანება?
-აუუ!როგორც გინდა ეგრე მიიღე,თავიდან მომწყდი.-ჩაეძინა იუნჯეს.ბონგი მივიდა იუნჯესთან ფეხზე გახადა,საბანი მიაფარა და ოთახიდან გამოვიდა.

დილის 9:12
-ბონგი,იუნჯე მოვიდა?
-კი,ოთახშია.
-კარგი ვნახავ-თმა აჩეჩილი ჰიუნა ოთახში შევიდა მაგრამ არავინ არ დახვდა.
-არ არის.
-არ არის?ხო მაგრამ, ვნახე როგორ შემოვიდა წუხელ.
-ალბათ ადრე წავიდა,დავურეკავ.
-ჰო მიდი.
-იუნჯე,სად წახვედი ასე ადრე?
-ჰიუნა ,ახლა შენთვის არმცალია,ბიჭებთან ერთად ვარ,ნუ ღელავ.
-კარგი,დღეს ადრე მოდი,მეც ვმუშაობ დღეს,ხომ იცი არა?
-ვიცი,ვიცი.-ტელეფონი გამორთო იუნჯემ.
-რაო?(ბონგი)
-ბიჭებთან ერთად არის.რომელი საათია?
-მე რავიცი,ტელეფონი შენ გიჭირავს.-გაეცინა ბონგის.
-ჰო,ერთი დღე ვიმუშავე და უკვე ცუდად ვარ,9:15-ია.
-კარგი,ნახევარზე იქ უნდა იყო,მოემზადე.
-ხო,წავედი გამოვიცვლი.
ბონგი სასაუზმოდ დაჯდა მაგიდასთან,ჰიუნა კი ოთახში შევიდა.ჰიუნას ვუკმა დაურეკა.
-ჰიუნა?
-დიახ,თქვენ რომელი ხართ?
-ვუკი ვარ-გაეცინა ვუკს.
-ვუკი?-იქვე ჩამოჯდა ჰიუნა.-გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი,ვერ მოვიცალე შეხვედრისთვის.
-არაუშავს,დღეს აანაზღაურე.
-დღეს?კაფე "ეუნვო" ხომ იცი?იქ ვმუშაობ და მოდი,შემიძლია ნახევარი საათი დაგითმო.
-კარგი მოვალ,დროებით.
-დროებით,ვუკ.
-ვინ იყო?-კედელზე მიებჯინა ბონგი და ბატი-ბუტს მიირთმევდა.
-ვუკი,დღეს უნდა შევხვდე.
-ვააუუ,პაემანი დაგინიშნა?
-პაემანი?რა სისულელეა,მართალია საყვარელია მაგრამ არ მომწონს.
-აბა რატო დათანხმდი?
-უარს ვერ ვეტყოდი.ახლა კი გამოვიცვლი-თვალი ჩაუკრა ჰიუნამ.
-ჰო,მიდი.

-რას აპირებ?-ტახტზე იჯდა ლეო და შეჰყურებდა ვუკს,რომელიც სარკესთან იდგა და პერანგს იხდენდა.
-ჯერ შევხვდები,გავიცნობ,ვნახავ როგორი გოგოა.
-მიდი.მაგის დაქალის სახელი ხომ არიცი?ლამაზია?
-კლუბში დავპატიჟებ ხვალისთვის და შენც წაგიყვან.
-ნამდვილი ძმა ხარ.

-დაიგვიანე(ჰიუნას უფროსი)
-რატომ აჯუსი?9:32-ია.
-მერე?9:30-ზე უნდა მოსულიყავი.
-ჰო მაგრამ,სულ 2 წუთი...
-საქმეს შეუდექი.
-დიახ.
ჰიუნა მუშაობას შეუდგა,წინსაფარი აიკრა,შავი საშუალო სიგრძის თმა ზემოთ მსუბუქად აიწია,რომელიც ძალიან მიმზიდავს ხდიდა.
-ერთი ყავა-მაგიდასთან დაჯდა 30-წლამდე კაცი.
-ახლავე.ჰიუნამ ერთი ცხელი ყავა მაგიდაზე დაუდო,კაცმა გასინჯა და გადმოაუფურთხა.
-ეს რა ჯანდაბაა?
-ყავაა,ცხელი ყავა,რომელიც თქვენ შეუკვეთეთ.
-დამცინი?ახლავე წაიღე და ახალი მოიტანე,ცხელი ყავა გადაასხა ჰიუნას,ჰიუნა კი ძირს დაეცა.კაცი მიახლოვდა და გოგოს სახეში გაარტყა.ჰიუნას უფროსი დასახმარებლად მიდიოდა გოგოსთან როდესაც კაცს ხელი ვუკმა გაარტყა.
-როგორ ბედავ,შენ მათხოვარო?გოგო შენი მოსამსახურე კი არ არის რომ ხელს არტყამ.-კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში და კაცი უკან მოუხედავად გაიქცა.ვუკმა ჰიუნა ხელში აიტაცა,მკლავებში მოიქცია და სკამზე დასვა,ყველა პირღია უყურებდა მათ.
-რამოხდა?რა არ მოეწონა კლიენტს?(უფროსი)
ვუკმა ყავა დალია.
-აჯუსი,ამ ყავაში შაქრის მაგივრად მარილია ჩაყრილი.
-რააა?-გაბრაზდა უფროსი.-ვინ დაუშვა ასეთი შეცდომა.
-აჯუსი,ეგ მერე გაარკვიეთ,ჰიუნას დასვენება სჭირდება.
-20 წუთით დაისვენე ჰიუნა.უფროსი კი შიგნით შევიდა.
-აბა,როგორ ხარ?(ვუკი)
-ვერხედავ?-გაუღიმა ჰიუნამ.
-ხო ვხედავ.მაგის გამო პასუხს აგებს,ვიპოვი და მოვკლავ.
-მოკლავ?რატო?ჩემსგამო?-ხელით მიითითა საკუთარ თავზე ჰიუნამ.
-შეიძლება-თმები აათამაშა ვუკმა და მკვლელი ღიმილი მიაპყრო ჰიუნას.
-ორი ყავა თუ შეიძლება?...(ვუკი)
-დიახ,ახლავე(ოფიციანტი)

-დღევანდელი გასამრჯელო 120 ვონი.(იუნჯეს უფროსი)
-გმადლობთ.შემიძლია წავიდე?
-დღეს კი. შენი შემცვლელი მოვა და ხვალ 2:00-საათამდე იმუშვებს,2:00-ისთვის მოდი.
-დიახ,თქვენის ნებართვით გავალ-თავი დაუხარა იუნჯემ და მოსასხამი აიღო.
ბონგი სახლში მარტო იყო.ალბათ დაგაინტერესებთ რას აკეთებდა,არა?დრამას უყურებდა და ცხელი ცრემლებით ტიროდა.იუნჯე სახლში შევიდა და ტირილის ხმა მოესმა,მოსასხამი ქვემოთ
დააგდო და მისაღებში შევარდა.ბონგი ქვემოთ იჯდა და ტიროდა.
-ბონგი?რატომ ტირი?-მუხლებზე დადგა იუნჯე და მხარზე ხელი დაადო.
-მოკვდა.მოკვდა იუნჯე გესმის?-იუნჯეს მაისურს მოებღაუჭა ბონგი.
-ვინ,ვინ მოკვდა ბონგი?ადექი და მომიყევი-იუნჯემ ბონგი ხელში აიყვანა და ტახტზე დასვა.
-ბიჭი მოკვდა,ამ ფილმის რეჟისორს ვიპოვი და ჩემი ხელით დავახრჩობ-გამწარებულმა წამოიძახა.იუნჯემ ბონგის ხელები მოიშორა და ადგა.
-გიჟი ხარ,ნამდვილი გიჟი!ვის შეუძლია იტიროს ცხარე ცრემლებით ფილმის გამო.იდიოტო!
-მაგრამ მე უბრალოდ...
-მოკეტე!ხმა არ ამოიღო!-გაბრაზებული იუნჯე ოთახში შევიდა და კარი მიაბრახუნა.
-ისეთი რა გავაკეთე?-მხრები აიჩეჩა ბონგიმ და ტირილი ისევ განგრძო.

-ჰიუნა,შეგიძლია თვალები დახუჭო?
-თვალები?რატომ?
-გთხოვ დახუჭე.
-კარგი.-ჰიუნამ თვალები დახუჭა.
ვუკისა და ლეოს დიალოგი:-მიდი.მაგის დაქალის სახელი ხომ არიცი?ლამაზია?
-კლუბში დავპატიჟებ ხვალისთვის და შენც წაგიყვან.
-ნამდვილი ძმა ხარ.
-შენც უნდა დამეხმარო.
-რაში დაგეხმარო?
-უნდა გავიგო მართლა ესმის თუ არა,ჩემი ფიქრები.
-ასეთი რაღაცეების არმჯერა,მაგრამ რადგან შენსას არ იშლი...ასეთი გეგმა მაქვს.
-გეგმა?რა გეგმა?მითხარი.
-ასე უთხარი თვალები დახუჭოს.
-ეგ რისთვის?
-როცა თვალებს დახუჭავს მაშინ რამე კითხვა გაიფიქრე,თუ გიპასუხა ესეიგი ესმის და არაა ადამიანი.
-ლეო,ნამდვილი გენიოსი ხარ,ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაარტყა ვუკმა.
ჰიუნამ თვალი დახუჭა.
-ჰიუნა,ამ საღამოს კლუბში წამომყვები?-გაიფიქრა ვუკმა.
-კი,რატომაც არა-უპასუხა ჰიუნამ.ვუკი გაოცებული იყო და ფიქრისგან თავს იკავებდა.ისევ შეეკითხა.
-ყავა გიყვარს?
-რატომ მეკითხები?-თვალები გაახილა ჰიუნამ და ვუკს შეხედა.
-მაპატიე-გაეცინა ვუკს.
-ეს რა იყო?-გაოცდა ჰიუნა.
-რა?
-რატომ დავხუჭე თვალები?
-ისე უბრალოდ.
-კარგი,ანუ ამ საღამოს კლუბში მეპატიჟები?
-ხო,თუ შეგიძლია შენი დაქალიც წამოიყვანე.
-კარგი-გაუკვირდა ჰიუნას.
-მე...მე უნდა წავიდე-ენის ბორძიკით თქვა ვუკმა.
-ასე მალე?
-საღამოსთვის მოვემზადები-სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაფიდან.
-რა დაემართა?-ჰიუნა ისევ შეუდგა მუშაობას.

ბონგიმ სახლი მიალაგა და იუნჯეს ოთახის წინ დადგა.
-იუნჯე-დაიყვირა მან.
-რაიყო-ღრენით უპასუხა იუნჯემ.
-სარეცხი მანქანა გაფუჭდა შეგიძლია დამეხმარო?-ბუზღუნით სთხოვა ბონგიმ.
-მომწყდი თავიდან!
-კარგი ჰო ხელით გავრეცხავ.ბონგიმ ტანსაცმელები გამოიტანა სარეცხი მანქანიდან და იქვე დააწყო.
-ეს ხომ იუნჯესია?რატომ არის მანქანის ზეთით დასვრილი?გუშინდელიც და დღევანდელიც?-მერე წინა დღეები გაიხსენა:
-ჰიუნა,დღეს ცოტა გვიან დავბრუნდები.
-გვიან?რატო?სადხარ?
-ბიჭებთან ვარ,მენჯუნის მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ.

-იუნჯე.
-ჰოო.
-გამოიცვალე და ისე დაწექი,საბანი მოიფარე.
-გევედრები,თავიდან მომწყდი ბონგი!
-თხოვნაა თუ ბრძანება?

-ბონგი,იუნჯე მოვიდა?
-კი,ოთახშია.
-არ არის.
-არ არის?ხო მაგრამ, ვნახე როგორ შემოვიდა წუხელ.
-ალბათ ადრე წავიდა,დავურეკავ.
-იუნჯე,სად წახვედი ასე ადრე?
-ჰიუნა,ახლა შენთვის არმცალია დაო.ბიჭებთან ერთად ვარ,ნუ ღელავ.
-ღამით გვიან ბრუნდება,დილით ადრე მიდის,ძალიან დაღლილი ბრუნდება,ტანსაცმელები ზეთით აქვს დასვრილი.რახდება?
ბონგიმ მენჯუნს დაურეკა.
-გისმენ ბონგი.
-მენჯუნ,სიმართლე მითხარი იუნჯე მართლა დაბადების დღეზე იყო?
-ხო.-მოკლედ და კონკრეტულად თქვა მენჯუნმა.
-ტყუილი არ გამოგდის.მითხარი რას მალავ და ერთი პაემანი ჩემზე იყოს.
-მართლა?-გაუხარდა მენჯუნს.
-ჰოო,გპირდები.
-როდის?
-ხვალ.
-კარგი გეტყვი,მაგრამ დაიმახსოვრე არ უნდა გაიგოს რომ მე გითხარი.
-რათქმაუნდა.
-მუშაობს,მანქანების შემკეთებელია.
-რაა?
-ჰიუნას არეტყვი ხო?
-არა არვეტყვი-ყურმილი დაკიდა ბონგიმ.
-ესეც ასეე.(ბონგი)
ბონგი ისევ იუნჯესთან მივიდა ზეთიანი ტანსაცმლით.
-იუნჯე.
-აუ!ისევ შენ?
-რამდენი გამოიმუშავე?
-რა?რაზე ამბობ?-კარი გააღო იუნჯემ.
-რაზე დაა...-ზეთიანი ტანსაცმელი წინ გამოსწია.
-მერე რა?მეგობრის მანქანა გაფუჭდა და შევაკეთე.
-მეგობრის მანქანა ყოველდღე ფუჭდება?-მეორე მაისურიც წინ წამოწია ბონგიმ.
-ახლავე მომეცი-იუნჯე გაეკიდა ბონგის.ბონგი მირბოდა იუნჯე კი უკან მისდევდა.მთელი სახლი დაარბიეს,ბონგი ტახტზე აძვრა ისევ ჩამოხტა,სააბაზანოში ჩაიკეტა,ცოტახანში გამოვიდა
კარი მაგრად გააღო და იუნჯე წააქცია.ბონგი სირბილს აგრძელებდა:სასტუმრო ოთახი,ჰიუნას ოთახი,მისაღები,სამზარეულო...საშინლად არეული იყო.ბოლოს როგორც ყოველთვის
ბონგის ფეხი აუცდა და დაეცა...იუნჯე კი თავზე დაეცა რამაც გამოიწვია ბონგისა და იუნჯეს ბაგეების შეხება.დიახ,მათ ერთმანეთს აკოცეს...რამდენიმე წუთით ასე იყვნენ.
არ დაგიმალავთ და იუნჯეს ესიამოვნა კიდეც ეს ფაქტი, მაგრამ პირველი მან მოაშორა თავისი ბაგეები ბონგის მიმზიდავ და არომატიან ბაგეებს.
-გული ამიჩქარდა?არა იუნჯე,დამშვიდდი.ყველაფერი კარგადაა-ფიქრობდა იუნჯე.
ბონგი წამოდგა და ზეთიანი ტანსაცმელები გულმკერდთან მიიკუჭა.
-სანამ ჰიუნა მოვა მივალაგოთ აქაურობა,შენ კი კრინტს არ დაძრავ მუშობასთან დაკავშირებით.
-კარგი მაგრამ ერთი პირობით.
-რა პირობით?
ბონგიმ ეშმაკურად გაიღიმა.
-მეც შენთან ერთად ვიმუშვებ.
-რა?-აკისკისდა იუნჯე.
-ხო რამოხდა?-მხრები აიჩეჩა ბონგიმ.
-რეებს ბოდავ?საღ აზრზე ხარ შენ?მე როგორ ვმუშაობ ის მიკვრის და შენ თან გოგომ როგორ უნდა იმუშაო,იქაც შენი ატანა მომიწევს?არავითარ შემთხვევაში.
-კარგი,მაშინ ჰიუნას ყველაფერს ვეტყვი-თავი მაღლა ასწია ბონგიმ.
იუნჯე ფიქრობდა
-და მაინც რა გინდა რომ გააკეთო?
-შენ მანქანებს შეაკეთებ და მე საჭირო ნივთებს მოგაწოდებ.
-საიდან გაიგე რომ მანქანებს ვაკეთებ?
-აქ ხომ ზეთია?-ბონგიმ წინ წასწია მაისური.
-მერე რა,თუ მაისურს ზეთი უსვია ესეიგი აუცილებლად მანქანის შემკეთებელი უნდა იყო?-ხელები გადაიჯვარედინა იუნჯემ.
-ნუუ,მე ასე ვიფიქრე,ჩემი ფანტაზიიდან გამომდინარე ვივარაუდე.
-კარგი,კარგი.მაგრამ გასამრჯელოს ვერ მიიღებ.
-კარგი.
-ახლა კი დავალაგოთ აქაურობა.ბონგი სამზარეულოს ალაგებდა,იუნჯე კი ჰიუნას ოთახს.ბონგიმ დანა აიღო და სპეციალურად ხელი გაიჭრა მერე კი ყვირილი დაიწყო.
-ახლა რაღა მოხდა?ისევ ის ბიჭი გაგახსენდა ფილმიდან?-ჰიუნას ოთახიდან გამოვიდა იუნჯე და ბონგის ხელებს შეატოვა თვალი.
-იუნჯე,ძალიან მტკივა.
იუნჯემ ხელი შეუხვია.
-უფრო ფრთხილად ვერ იქნები?დაჯექი-ტახტზე დასვა ბონგი.-დალაგებას მე გავაგრძელებ.
-უბრალო ნაკაწრია დაგეხმარები.
-ვხედავ რომ უბრალო ნაკაწრია მაგრამ კიდევ რამე დაგემართება შენი უიღბლოობის რომ ვიცი.
ბონგიმ იუნჯეს მაინც არ დაუჯერა და ჰიუნას ოთახში დალაგებას შეუდგა.ბონგიმ და იუნჯემ სახლი მიალაგეს.
-მე გავდივარ,დანას ხელი არ მოკიდო კიდევ გაიჭრი ხელს-მოსასხამს იცვამდა იუნჯე.
-შენ დამშვიდდი,კარგად ვიქნები.
-არ მანაღვლებს როგორ იქნები!
-ძალიანაც კარგი-ენა გამოუყო ბონგიმ იუნჯემ კი ქვემოდან ზემოთ ირონიულად აათვალიერა.
იუნჯე ბინის უფროსთან ავიდა და 120 ვონი მთლიანად მისცა.
-დამცინი?300 ვონი უნდა გადაიხადო,ეს ნახევარიც არაა.
-დანარჩენს ხვალ მოგიტან-მაგიდაზე ხელი დაარტყა იუნჯემ.-ახლა წავალ.-ერთი შეუღრინა და კაბინეტიდან გამოვიდა.
-ამის დედაც!
იუნჯე სახლში დაბრუნდა და ჰიუნაც სახლში დახვდა.
-სად იყავი?-საჭმელს ჭამდა ჰიუნა.იუნჯემ ბონგის შეხედა რომელიც იქვე იდგა,ბონგიმ კი "არაო"თავით მიანიშნა.
-ამას რაუნდა?არ მითქვამსო?ამას მეუბნება?-ჩაილაპარაკა იუნჯემ-არ უფიქრია რადგან ჰიუნას არ გაეგო.-ბიჭებთან ვიყავი დაო.
-კარგი,მე და ბონგი დღეს კლუბში გავდივართ.
-ვისთან ერთად?
-მეგობართან ერთად იუნჯე.
-კარგი,ამას გამომწვევად არ ჩააცვა-თავით მიუთითა ბონგისკენ.
-სწორედ რომ ჩავაცვამ,ბიჭებს თავი ხომ უნდა მოაწონოს.
-აშშშ!-თმები აათამაშა იუნჯემ და ოთახში შევიდა.

-მე ვფიქრობდი,მას კი ჩემი ესმოდა.
-რეებს ბოდავ?ალბათ,რამე შეგეშალა ვუკ.
-ლეო ძმაო,ვიცი სასწაულია მაგრამ შენც სცადე თუ გინდა.
-მეც მოვდვარ?
-კი,დღეს ხომ გითხარი?მაგის დაქალიც მოდის და შეგიძლია რამე ათქმევინო.
-არვიცი,ის ჰიუნას დაქალია და არამგონია რამე წამოსცდეს.
-ალკოჰოლს შეუძლებელი შეუძლია-თვალი ჩაუკრა ვუკმა და ლუდი დალია.
-ანუ იმას მეუბნები რომ დავთროთ?
-ზუსტად.

-არ გაინტერესებს რატომ თქვა?(ჰიუნა)
-არა!(ბონგი)
-კარგი რაა...ხვდები ალბათ რომ ეჭვიანობს.
-ჰიუნა მოვემზადოთ,წამოდი.
ბონგი ჰიუნას ოთახში შევიდა და უკან მიჰყვა ჰიუნაც.
-აბა,რას ვიცვამთ?(ბონგი)
ჰიუნამ შავი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური ჩაიცვა,გარეთ ტყავის მოსასხამი გადმოიცვა,ფეხზე თეთრი ბოტასები ჩაიცვა და თმა მსუბუქად აიწია რომ მსუბუქი მაკიაჟით დამშვენებული სახე
გამოეჩინა.
ბონგიმ მაღალწელიანი,შავი შორტი მოუხდინა მაისურს,რომელიც მხრებთან ამოღებული იყო და კარგად აჩენდა მის საოცრად ლამაზ ლავიწებს,ტყავის ქურთუკი გადმოიცვა და ფეხზე
თეთრი კონვერსები მოიხდინა.მხრებამდე თმა გაისწორა გაიშალა,საოცრად უხდებოდა ჰიუნას გაკეთებული მსუბუქი მაკიაჟი რომელიც კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა.
იუნჯე მისაღებში გამოვიდა,ტახტზე წამოწვა და ტელევიზორი ჩართო.
-ამდენი ხანი რას ემზადებიან?ფუუ...ძროხები.თავი ლამაზი ჰგონიათ,არადა ბებიაჩემის ცხვარს ჰგვანან.-ეს ბონგიზე თქვა რადგან მას ხუჭუჭა თმები აქვს და ყოველ გარეთ გასვლისას
ისწორებს.ამ დროს გამოვიდა ბონგი და იუნჯემ თვალი შეატოვა.
-ჰიუნა წავედით.
-მოვდივარ-პომადა წაისვა ჰიუნამ და ოთახიდან გამოვიდა.
-ხომ გითხარი,გამომწევად არ ჩააცვა მეთქი-გულში ჩაილაპარაკა იუნჯემ.
-შენი საქმე არაა-უპასუხა ჰიუნამ.-წავედით ბონგი.
-წადით,სადაც გინდათ იქ წადით,საერთოდ არ დაბრუნდეთ თუ გინდათ-ტახტზე გადატრიალდა და თმები აიჩეჩა იუნჯემ.
ბონგი და ჰიუნა ლიფტით ქვემოთ ჩავიდნენ.
-კლუბში მარტო უნდა მივიდეთ?(ბონგი)
-ხო,ვუკი იქ დაგვხვდება შესასვლელთან.ჰიუნა და ბონგი ქუჩიდან გადიოდნენ როცა ჰიუნამ შეამჩნია რომ უკან ვიღაც მოჰყვებოდა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.

-ამდენი ხანი სად არიან?გავიყინე-კანკალებს ლეო.
-მოიცადე მოვლენ.(ვუკი)
რამდენიმე წუთში გოგონები ტაქსიდან გადმოვიდნენ.
-აი ისინი-თმა აათამაშა ვუკმა.-რა სილამაზეა.
-ღმერთო,რა საყვარლები არიან-თვალი შეატოვა ლეომ.

-რა მადარდებს?ბონგიზე ვღელავ მაგრამ არაა ჩემი საქმე,მოძებნოს ვინმე ბიჭი და გადამიყვაროს,მეც ეგ მინდა.მაგრამ ძალიან ლამაზი იყო-თავზე ხელი წამოირტყა იუნჯემ,მერე სიმღერები
ჩართო და ჩაეძინა.

-ბუნებრივად მოიქეცი ბონგი.
-აჰაა(ბონგი)
ჰიუნა წინ მიდიოდა ბონგი კი უკან მიჰყვებოდა.
-როგორ ხარ?-მოეხვია ვუკს.
-კარგად ვარ.ძალიან მაგრად გამოიყურები-შეათვალიერა ჰიუნა.
-მადლობა.
-ჰო მართლა,ეს ჩემი ძმაკაცია ლეო.ლეო გაიცანი ეს ჰიუნაა.ხელები ჩამოართვეს ლეომ და ჰიუანამ.
-ეს კი ჩემი დაქალია,ბონგი.ბონგი მიუახლოვდა ვუკს და ხელი ჩამოართვა,ლეოს კი თავი დაუხარა და გაუღიმა.
-ღმერთო რა ლამაზია-გაიფიქრა ლეომ და ბონგის უყურებდა,ჰიუნას გაეღიმა.
-შევიდეთ-თქვა ვუკმა და ხელი წინ გაუწია ჰიუნას.შესვლისას კიდევ მოიხედა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ვიღაც მიჰყვებოდა უკან.
ერთი საათის შემდეგ ლეომ გაბედა და ბონგისთან მივიდა,რომელიც მარტო იჯდა და ვუკისა და ჰიუნას ცეკვას უყურებდა.
-გინდა ვიცეკვოთ?
-არა,ცეკვა არ ვიცი-თბილად ჩაიეცინა ბონგის.
-სიმართლე გითხრა არც მე.მაშინ,რადგან ცეკვა არც შენ იცი და არც მე...მოდი გარეთ გავიდეთ.
-გარეთ?
-ხო,იქ სიმშვიდეა.
ბონგი და ლეო გარეთ გავიდნენ და კლუბთან ახლოს კაფეში შევიდნენ.ლეომ ორი ცხელი შოკოლადი შეუკვეთა.
-კლუბებში სიარული დიდად არ მიზიდავს-სკამი გამოუწია ბონგის.
-მეც იშვიათად დავდივარ-სკამზე დაჯდა ბონგი.

-ბონგი და ლეო სად არიან?(ჰიუნა)
-ლეომ გარეთ გაიყვანა-თავისკენ იზიდავდა ჰიუნას.
-ჰო მაგრამ...
-ჩუუ!არაფერი ართქვა,იცეკვე.უბრალოდ იცეკვე.ნუ გეშინია არაფერს დაუშავებს.

ლეომ და ბონგიმ უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი,დიდი ხნით საუბრობდნენ,ლეომ გააცინა ბონგი და ხასიათზე მოიყვანა.ძმაკაცისგან განსხვავებით,ბიჭს არანაირი ცუდი განძრახვა არ
ჰქონია.პირიქით,ბონგი ძალიან მოეწონა.
-ცივა(ბონგი)
ლეო ადგა და მოსასხამი გაიხადა.
-ჩაიცვი-გაუღიმა ლეომ.
-მადლობა-ტყავის ქურთუკზე გადმოიცვა ლეოს მოსასხამი.
ჰიუნაც და ვუკიც გამოვიდნენ კლუბიდან,ვუკმა ლეოს დაურეკა.
-სადხართ?
-აქვე კაფეში.
-კლუბის წინ რომაა?
-ხო.
-კარგი,ჩვენც მოვალთ.
ჰიუნა და ვუკი კაფეში შევიდნენ და ლეოსა და ბონგის მაგიდასთან დასხდნენ.
-ვატყობ,კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს(ვუკი)
-კი,სახალისო ბიჭია შენი მეგობარი-თავი დახარა და ფეხები აათამაშა ბონგიმ.
-ჩვენი წასვლის დროა-წამოდგა ჰიუნა.
-ახლა არ მოვედით?(ვუკი)
-უკვე გვიანია ვუკ,კარგი საღამო იყო,ძალიან მაგრად გავერთეთ.
ბონგიც ადგა და ჰიუნას მიჰყვა.
-ეს შენი ქურთუკი ლეო-გაიხადა და მისცა.
-ნომერს დამიტოვებ?-თმა აათამაშა ლეომ,ბონგის გაეცინა.
-კი...
გოგონები კაფიდან გავიდნენ.
-რამე გაარკვიე?(ვუკი)
-ადექი წავიდეთ-უკმაყოფილოდ შეხედა ვუკს.
-მისმინე,ზუსტად ვიცი რომ ფიქრები ესმის.
-კარგი!
-რა სჭირს?-ჩაილაპარაკა ვუკმა და უკან მიჰყვა უკვე კაფიდან გამავალ ლეოს.
ჰიუნა და ბონგი ბინაში ავიდნენ.
-გასაღები შენ გაქვს ბონგი?
-არა,მე არმაქვს.-ჩანთაში ჩაიხედა ბონგიმ.
ჰიუნამ გასაღები ვერ იპოვა და კარებზე აბრახუნებდა.
-იუნჯეეე!იუნჯეეე!
კარი გაიღო...ჰიუნა და ბონგი პირღია დარჩნენ.
-ნუთუ ბინა შეგვეშალა?(ჰიუნა)
-არა,ეს თქვენი ბინაა-ჰიუნას წინ იდგა ახალგაზრდა ბიჭი,შავი,სწორი თმით...ლამაზი ცხვირით.დიდი,მრგვალი და შავი თვალებით და არაამქვეყნიური ტუჩით.მაღალი და ძალიან
საყვარელი იყო.ეცვა შავი ჯინსი,შავი მაისური,ჯინსის გადმოსაცმელი,კეტები და შუბლზე შავი ბენდენა ჰქონდა აკრული.
-და...თუ ეს ჩვენი ბინაა,თქვენ ვინ ხართ?
-იქნებ შემოხვიდე?თუ,კარი დავხურო?-კარს ხურავდა.
-ვინაა რომ არაფორმალურად მომმართავს და ჩემს სახლში არ მიშვებს?-ჩაიბუზღუნა ჰიუნამ.
გოგონები შიგნით შევიდნენ,იუნჯეს ეძინა.
-და იქნებ აგვიხსნა ვინ ხარ?(ბონგი)
-მე ვიცი,ქურდია.თან ნახე როგორ შავებშია ჩაცმული.ეგ ბენდენა შუბლზე რად უნდა?იმიტომ რომ,მოგვიანებით მოიხსნას და პირზე აიკრას რომ ვერავინ იცნოს.-ცოცხი მოიმარჯვა ჰიუნამ და დიდი სიჩქარით გაიქცა ბიჭისკენ მაგრამ დაეცა და...
-წელიიი-ადგა ჰიუნა.
იუნჯემ გამოიღვიძა.
-დაბრუნდით?
-დავბრუნდით,დავბრუნდით.-ცოცხი გვერდით მოისროლა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
შავებში გამოწყობილი ბიჭი იდგა და არაფერს ამბობდა.
-ძმაო, ეს ვინ არის?
-ეს?ეს...-შეხედა ბიჭს.-ეს ჩემი მეგობარია,ცოტახნით ჩვენთან დარჩება.
-რა?მე არ უნდა შემითანხმო?არვიცოდი იმ უტვინო მენჯუნის გარდა მეგობარი თუ გყავდა.
-კარგი რა,ნუ ბუზღუნებ!
-ჩვენ დავიძინებთ,ეგ შენი მეგობარი შენს ოთახში შეუშვი.ჰიუნამ ორი თითი საკუთარ თვალებთან მიიტანა,შემდეგ კი ბიჭს მიუბრუნა.ბიჭმა საყვარლად გაიცინა.
დილის 8:00
ბონგის ტელეფონზე ურეკავენ.
-რომელი ხარ?-ადგა და აივანზე გავიდა.
-მენჯუნი ვარ,დღეს ერთად უნა ვისაუზმოთ,ხომ გახსოვს?
-პაემანი?კი,მახსოვს.დღეს?
-ხო.
-აუცილებელია?
-შენ ხომ დამპირდი?
-მხოლოდ ერთი საათით მენჯუნ.
-კარგი,ნახევარ საათში გამოგივლი.
ბონგი მოწესრიგდა,გარდერობიდან კაბა და ჯინსის გადმოსაცმელი აიღო,თმა აიწია,მაკიაჟი გაიკეთა და ბინიდან გავიდა.
-დროზე ადრე მოსულხარ(ბონგი)
-შენც დროზე ადრე ჩამოხვედი,ალბათ მოუთმენლად მელოდი,ხო?-ყვავილები აჩუქა ბონგის.
-კი,მოუთმენლად გელოდი,აბა რა-თვალები გადმოატრიალა ბონგიმ.
-კარგი წავედით.(მენჯუნი)
ბონგი და მენჯუნი კაფეში შევიდნენ.
-შენ იხდი ხომ გახსოვს?(მენჯუნი)
-ჰო,აბა რა...
-რას შეუკვეთავ?
-მოდი უცებ თევზის სალათი შევჭამოთ და წავიდეთ.
-კარგი შევუკვეთოთ.(მენჯუნი)

9:19
ჰიუნა პიჟამით ოთახებში დარბის.
-მაგვიანდება,ისევ მაგვიანდება-იუნჯეს ოთახში შერბის,იუნჯეს მაისურის გამოსატანად და ავიწყდება რომ,ოთახში იუნჯეს მეგობარია.
ჰიუნამ კარები გააღო და კარადაში მაისურის ძებნა დაიწყო.
-რახდება?-წამოდგა ბიჭი.
-დაიძინე ბავშვი,შენთვის ჯერ ადრეა ადგომა.
ბიჭმა ჩაიცინა.
-დემი მქვია.
-დემი?-ეს რა სახელია?კორეელი ხომ ხარ?
-კი.
ჰიუნამ მაისური გამოიტანა და დემისთვის არც შეუხედავს ისე გავიდა ოთახიდან.
-დემი.-სასაცილოა-გაიცინა ჰიუნამ და მაისური ჩაიცვა,ამ დროს ვუკმა დაურეკა.
-დღეს მე წაგიყვან.
-იმედია მოპარული მანქანით არა-გაიცინა ჰიუნამ.
-არა-ასევე გაიცინა ვუკმაც.
ჰიუნა ოთახიდან გავიდა,დემიც გამოსულიყო და ჭიქაზე წვენს ისხამდა.
-ჰო დალიე,შენთვის სასარგებლოა-გაიცინა ჰიუნამ.
დემის კი არც გაუღიმია.
-რა უჟმურია-ჩაილაპარაკა ჰიუნამ და ბინიდან გავიდა.
-მოხვედი?(ვუკი)
-ხო,სწრაფად წავიდეთ მაგვიანდება.
ვუკმა მანქანა დაძრა და კაფე "ეუნვო"-ში მიიყვანა ჰიუნა.
-გადადი(ვუკი)
-ჰო-მანქანიდან გადავიდა ჰიუნა.
-რა საყვარელია-გაიფიქრა ვუკმა.
ჰიუნამ გულზე ხელი მიიდო.
-ამიჩქარდა-გაიღიმა.
სანამ შიგნით შევიდოდა,შეამჩნია რომ ვიღაც მიჰყვებოდა უკან,რამდენჯერმე მოიხედა მაგრამ ისევ არმიაქცია ყურადღება და კაფეში შევიდა.

-ადექი?(იუნჯე)
-არა, მძინავს.-იუნჯეს შეხედა დემიმ.
იუნჯე ადგა და ოთახებში დადიოდა.
-სად წავიდა?
-ვის ეძებ?
-რა შენი საქმეა-ბუზღუბით უპასუხა იუნჯემ.
სინამდვილეში,ბონგის ეძებდა.

-წავიდეთ მენჯუნ(ბონგი)
-ჯერ ხომ ერთი საათიც არ გასულა?
-დამავიწყდა მეთქვა რომ მეჩქარება,დედაჩემმთან უნდა წავიდე.
-რატო?
-ბებიაჩემი ცუდად არის და წამალი უნდა მივუტანო.
-კარგი მაშინ,ბებიაშენი უფრო მნიშვნელოვანია.
მენჯუნი სახლში წავიდა,ბონგი კი ბინაში ავიდა.
-სად იყავი?-კარებთან დახვდა იუნჯე.
-მენჯუნთან ერთად კაფეში,რამე პრობლემაა?
-და მე რატო არვიცოდი?
-უნდა გცოდნოდა?-ჩანთა იქვე დადო და მოსასხამი გაიხადა.
-ხო,იმიტომ რომ თუ ვინმე ჩემს ძმაკაცს ხვდება ჯერ მე უნდა შემითანხმდეს.
-გასაგებია.
-და ხომ გითხარი რომ ასეთები არ ჩაიცვათქო?
-როგორი?
-მხრებამოღებული...-ხელით მიუთითა მაისურზე.
-მოკეტე რა!შენ არ გითანხმდები!
-სულელო!მალე ორი გახდება და მოემზადე.
-რისთვის?
-ჩემთან ერთად ხო უნდა იმუშავო?
-კარგი,კარგი.
ბონგის ტელეფონზე ლეომ დაურეკა.
-როგორ ხარ?
-კარგად ლეო შენ?-სახე გაუბრწყინდა ბონგის.
-ვინ არის?-აბუზღუნდა იუნჯე.
-რა შენი საქმეა,მომშორდი-ჩურჩულით უთხრა ბონგიმ და ჰიუნას ოთახში შევიდა,იუნჯეც უკან მიჰყვა.
-დღეს შემხვდები?(ლეო)
-დღეს?
-ხო,პარკში გავისეირნოთ და ნაყინი ვჭამოთ.
-მიყვარს ნაყინი,კარგი...ჰიუნაც წამოვა.
-კარგი,ვუკსაც ვეტყვი მაშინ.
-დროებით.
-დროებით.

-მოგწონს?(ვუკი)
-საყვარელია(ლეო)
-კარგი რა!მე რაღაცის გაგებას ვცდილობ,შენ კი მაგის დაქალს ეფლირტავები.
-ვუკ,მაგალითად სხვისი ფიქრების ესმის ჰიუნას...ჰოდა მერე რა.
-რა მერე რა?
-ხო,რას აპირებ?
-ამაზე არ მიფიქრია.
-მაშინ შეწყვიტე სულელობებზე ფიქრი და გაერთე.

-ვინ იყო?რატომ უთხარი ნაყინი მიყვარსო?რატომ უნდა შეხვდე,ან სად?-აბუზღუნდა იუნჯე.
-ჩემი შეყვარებულია-იცრუა ბონგიმ.
-შეენიი...შენი რა?
-ჩემი შეყვარებული.
-შენ... შეყვარებული გყავს?
-ხო,მერე რა.
-არც არაფერი...ხომ იცი როგორ ,შენი ცხოვრება?
-კი ვიცი-ამოიხვნეშა ბონგიმ.-ახლა კი გადი,უნდა მოვემზადო.
უკვე ორი ხდებოდა,იუნჯე ბონგისთან შევიდა.
-მზად ხარ?
-მზად ვარ.
-მაშინ წავედით.
-საღამოსთვის ხომ დავბრუნდებით?
-კი აბა რა-ეშმაკურად ჩაიცინა იუნჯემ.
ბონგი და იუნჯე ბინიდან გავიდნენ.
-მე რა ვაკეთო?(დემი)

-ჰიუნა...-ჰიუნას ეძებს უფროსი.
-გისმენთ აჯუსი.
-შეგიძლია წახვიდე.
-ჯერ?ჯერ რატო?
-ახალგაზრდა გოგონა იწყებს ჩვენთან მუშაობას,საღამოს 8-მდე ის იმუშავებს,12-მდე კი შენ გააგრძელებ.
-გასაგებია,მაშინ წავალ.
ჰიუნამ ტაქსი გააჩერა.

-ბონგი ნაყინზე დავპატიჟე,ჰიუნაც მოდის.(ლეო)
-მერე?(ვუკი)
-ხომ წამოხვალ?
-არა,საქმეები მაქვს.
-გატყობ საერთოდ არ გაინტერესებს ჰიუნა,ასეა?
-ლამაზია,ძალიან ლამაზი.მაგრამ...არშემიძლია შევიყვარო გოგო,რომელიც იდუმალებითაა მოცული.
-მაშინ ასე რატომ იქცევი?
-ასე როგორ?
-თითქოს მოგწონს.
-ვატყუებ.
-ყოჩაღ ვუკ.-სახლი გაბრაზებულმა დატოვა.

-ეს ვინღაა?(დემი)
კარებთან ჰიუნა იდგა.დემიმ კარები გააღო.
-ისევ დაგრჩა გასაღები?
-ჰო...სადარიან?
-ბონგი და იუნჯე?
-ხოო.
-არვიცი,სადღაც გავიდნენ.
-კარგი.
ჰიუნა ტახტზე წამოწვა და სიმღერები მაღალ ხმაზე ჩართო.
-საჭმელი არაფერია?(ჰიუნა)
-არა.
-ამოიტანე.
-მე რატო?(დემი)
-რადგან სტუმარი ხარ,ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მოგემსახურო.
-გითხარი მომემსახურეთქო?
-აშშ!მოკეტე და უბრალოდ ამოიტანე რამე.
-არწავალ.(დემი)
-არწახვალ?ჰოდა ვერც მიიღებ რამეს.
-რა?
-არგაჭამთქო-შეუღრინა ჰიუანამ.
-რა მხეცია!(დემი)
-რა?
-არაფერი წადი-ტახტზე წამოჯდა დემი.
რამდენიმე წუთის შემდეგ:ჰიუნა პარკებით ხელში შემოვიდა ბინაში და კარებთან დაეცა.
-ბიჭიიი...
დემი ახლოს მივიდა და ხელი გაუწოდა.
-მე ჩემით ავდგები,პარკები წამოღე-ადგა და დემის ხელი შეატოვა.
დემიმ პარკები მაგიდაზე დააწყო.
-მე მოვიტანე,შენ ვერ გააკეთებ რამეს?
-კარგი მაგრამ შენც დამეხმარე.
ჰიუნამ გაზი ჩართო და ტაფა დადგა.
-ახლა ზეთი გახსენი და ცოტა რაოდენობით დაასხი.
-ცოტა რაოდენობით ზეთი იქნება ახლა ,რომ წამოვა ეს ცხელი ტაფა სახეში და რომ დაემსგავსები გაჭ....ტილ კალიას!
-რეებს ბოდავ?ახლა რომ მინდოდეს როგორ გაგწეწავდი და მერე გათრევდი მეთერთმეტე სართულიდან პირველ სართულამდე.
-ისე არ შემიმჩნევია,რას გავს შენი ცხვირი?
-რა?
-ხო,შენი ცხვირი იმას ჰგავს,აი იცი?სოფლის შუქნიშნებს,გადახრები რომ აქვთ.
-სხვისი ცხვირი როგორ უნდა გააკრიტიკო როცა შენი გომბეშოს საჯდომს გავს?
-ახლა იცი რას გავაკეთებ?
-მითხარი აბა,მინდა ვიცოდე რა მელის.
-ამ ტელევიზორის პულტს თავში იმდენი ხანი გიხახუნებ სანამ არ გაითიშები-ხელში ტელევიზორის პულტი აიღო.
-ასეთი "თავაზიანი" გოგო ჯერ არ შემხვედრია-ჩაიბურტყუნა დემიმ.
-რა თქვი?
-არაფერი,შენთვის ჯობია ზეთი დაასხა და კვერცხი შეწვა თორემ ამოგაცვამ ამ ქვაბს თავში.
-ოხხ ეს გაჭ....ტილი მატლი,თავი ბებიაჩემის სახლის სახურავს რო უგავს.
საჭმლის მზადებაში ჰიუანამ და დემიმ კიდევ იბუზღუნეს ბევრი რამ,მერე კი ჰიუნას ვუკმა დაურეკა და დემის სანდომიანი სახე ბრაზმა მოიცვა.
-რას აკეთებ?(ვუკი)
-საჭმელს ვამზადებ,შენ?(ჰიუნა)
-დაგეწვება,გადმოაბრუნე-(დემი)
ჰიუნამ დემის ყურადღება არ მიაქცია და ვუკთან გააგრძელა საუბარი.
-ამ საღამოს?ბონგი და ლეო შეთანხმდნენ?
-ხო.(ვუკი)
-არა ვუკ,ვმუშაობ და 12-მდე არ მეცლება,მერე კი დაღლილი ვიქნები და...
-კარგი არაუშავს,ხვალ წავიდეთ.
-კარგი,დროებით ვუკ.
-დროებით.
ჰიუნამ და დემიმ საუზმე მოამზადეს და მაგიდა გააწყვეს.

-წყალი მომაწოდე ბონგი.(იუნჯე)
-აუ დავიღალე,ეს მომაწოდე,ის მომაწოდე.
-შენ თვითონ მოისურვე ასე.
-მომბეზრდა,თან ლეოს უნდა შევხვდე.
იუნჯეს გაბარაზება დაეტყო.
-გვიანობამდე ვრჩებით.
-რა?შენ ხომ მითხარი,ადრე წამოვალთო?
-უფროსმა ასე მთხოვა.
-კარგი რაა...-სკამზე დაჯდა ბონგი.

-დამშვიდდი და წესიერად ამიხსენი რა ხდება.(ბონგის დედა)
-სუილა,მორჩა,ყველაფერი დამთავრდა.(ბონგის მამა)
-წესიერად ამიხსენი.
-გავკოტრდით.გესმის?-ჭიქები დაამტვრია ბონგის მამამ.
-რას ამბობ?-ტირილი დაიწყო სუილამ.
ბონგის მამას თავისი კომპანია ჰქონდა.
-ერთ საქმეში,ყველა ჩემი ფული ჩავდე და აღმოჩნდა რომ მომატყუეს,არაფერი არგვაქვს.
-მაგრამ რამე გზა ხომ არსებობს?
-700 000 ვონი მჭირდება იმისთვის რომ საქმე გავაუქმო და ჩემი ფული უკან დავიბრუნო,700 000 ვონი მეოთხედიც კი არ არის იმ ფულის რაც მე საქმეში ჩავდე...ამის დედაც!
სუილას "make up"-ის პატარა კომპანია თვეში 10 000 ვონზე მეტს არ აკეთებს,ახლა კი სუილამ ეს ფულიც ახალ ბრენდებს მიახარჯა.ბონგის მამა განადგურებული იყო,სუილაც ასევე,
არსად არ დადიოდა,რადგან სრცხვენოდა.

იუნჯე ამჩნევდა რა მოწყენილად იჯდა ბონგი.
-წადი.
-რა?
-წადი სადაც გინდა.
-მართლა?
-ხო.
-შენ?
-მე დავრჩები და ვიმუშავებ.
-დარწმუნებულიხარ რომ უჩემოდ თავს გაართმევ?
-თავს გავართმევ?უშენოდ?სასაცილოა,მაინც არაფერს არ აკეთებ-ჩაიცინა იუნჯემ.
-კარგი მაშინ მე წავალ.
ბონგი გარეთ გავიდა და პარკში სეირნობა დაიწყო,ამ დროს ნახა რომ ზღვის პირას სკამზე ლეო იჯდა.
-ეს ხომ ლეოა?-ბონგი მივიდა ლეოსთან.
-როგორხარ?
ლეოს თვალები საშინლად წითელი ჰქონდა.
-რამე მოხდა?-გვერდით მიუჯდა ბონგი.
-ბევრი რამ,ძალიან ბევრი.
-მომიყევი,მოგეშვება.
-შენს დაქალს რამე სჭირს?
-რა?რასჭირს?
-ვუკმა აიჩემა რომ მას ფიქრების მოსმენა შეუძლია,მართალია?
-რაა?ეს სისულელე საიდან მოიტანა?-ადგა ბონგი.
-ბონგი არგინდა-მშვიდად უთხრა ლეომ-არგინდა,ისედაც ვიცით ყველაფერი,დაჯექი.ვუკმა ყველაფერი იცის და შეიძლება ჰიუნას რამე დაუშაოს,გესმის?
-არა!ჰიუნას არ შეუძლია ფიქრების კითხვა,ეს სისულელეა.
-გეყოფა ბონგი!-დაუყვირა ლეომ.-ყველაფერი ვიცი და არაა საჭირო რამის დამალვა,მთავარია რომ დაქალს დაეხმარო.
-რა?როგორ დავეხმარო?-ტირილი დაიწყო ბონგიმ.
-ვუკს არ მოსწონს ჰიუნა.-ლეომ თითოეული ვუკის სიტყვა უთხრა ბონგის.
-ანუ იმის გარკვევას ცდილობს ჰიუნას ესმის თუ არა ფიქრები?(ბონგი)
-ჰოო და იცის რომ ესმის მაგრამ კიდევ უნდა ბევრი რამის გაგება,და შეიძლება რამე დაუშაოს.
-და მაინც რა?
-შეიძლება მოკლას!
ბონგიმ ტირილს უმატა.
-კი მაგრამ...რატო უნდა მოკლას,ჰიუნამ რა დააშავა?
-ვუკი ფიქრობს რომ ჰიუნა,იდუმალებით მოცული და საშიშია.ძალიან არ მოსწონს ჰიუნა ალბათ ამიტომ,ზუსტი მიზეზი მეც არვიცი,არვიცი რატომ გადაეკიდა ჰიუნას.
-რა?ეს საშინელებაა...და შენ ამიტომ ტიროდი?
-და საიდან მოიტანე რომ ვტიროდი?
-თვალები წითელი გაქვს-თითით თვალებზე ანიშნა.
-ჩემი ყოფილი შეყვარებული...ის...ის ცოცხალია-ტირილი დაიწყო ლეომ.
-რა?
-6 წელი ერთად გავატარეთ და დაქორწინებას ვაპირებდით,ნიშნობის ღამეს ავტოკატასტროფა მოხდა.
-მერე რამოხდა?
-მე საავადმყოფოში გავიღვიძე,მითხრეს რომ ჰესუ მანქანაში დარჩა და მანქანა აფეთქდა...დღეს კი გაირკვა რომ მისი გადარჩენა ერთ კაცს მოუხერხებია და ამერიკაში ცხოვრობდა,ახლა კი
სეულში ჩამოვიდა და აქ არის.
-შენ ნახე?
-არა და მინდა რომ ვნახო.მის გამო რამდენი ხანი ვგლოვობდი,სახლიდან არ გავდიოდი.არც შენთან მქონდა რამე გემები.
-გემები?სისულელეა.მე მაინც ჰიუნას ძმა მიყვარს.
-ძალიანაც კარგი,ახლა კი ჰიუნას გადაეცი ვუკთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს.
-კარგი წავედი,წარმატებები ლეო.
გზაში ბონგის,სახლის მსახურმა დაურეკა.
-ბონგი.
-გისმენ.
-დედაშენმა თვითმკვლელობა სცადა,სწრაფად მოდი სახლში.
-რაა?-ტირილით წავიდა ბონგი სახლში და დედამისის ოთახში შევიდა,ექიმები სახლში მოვიდნენ რადგან ბევრს არ გაეგო სუილას თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.
-დედაა...დედაა როგორ ხარ?
-კარგად ბონგი,დამშვიდდი საყვარელო-თავზე ხელი გადაუსვა სუილამ.
-ეს რატომ გააკეთე?ქალიშვილზე საერთოდ არ ფიქრობ?
-მაპატიე.
-ახლა წამალი დალია და დასვენება სჭირდება,თუ შეიძლება გაბრძანდით(ექიმი)
-დიახ(ბონგი)-ჰეიი შენ-მსახურს დაუძახა ბონგიმ.
-გისმენთ.
-მამაჩემი სად არის?
-სასტუმრო ოთახშია.
ბონგი სასტუმრო ოთახში შევარდა.
-მამა!
მამამისი საშინელ დღეში დახვდა.
-რამოხდა?დედამ რატომ სცადა სუიციდი?
ბონგის მამამ ბონგის ყველაფერი უამბო და ისიც დაუმატა რომ სახლის დაკარგვის საშიშროებაც არსებობს.
-700 000 ვონი?-ადგა ბონგი.
-ხო.
-ეს ძალიან ბევრია-ისევ მიუჯდა მამას და ჩაეხუტა,ამასობაში დაავიწყდა ჰიუნასთან დარეკვა.

-სად იყავი?ან ბონგი სად არის?-კარებთან იდგა ჰიუნა.
-დრო მოვიდა რომ გითხრა-ფეხზე გაიხადა იუნჯემ.
-და რაუნდა მითხრა?
-შემოდი და გეტყვი.(იუნჯე)
დემი ტელევიზორთან იჯდა.
-ტელევიზორს დაუწიე ლაწირაკო.(ჰიუნა)
-ჰიუნა,ბინის ქირა უკვე გადავიხადე.
-რა?როგორ?ისევ ისესხე ადრინდელივით?
-არა,ამჯერად ვმუშაობ.
-რააა?რატო დამიმალე იუნჯე?
-იმიტომ რომ, შენ არ მაძლევდი მუშაობის საშუალებას.
-პირიქით,ყოველთვის მე ხო არ უნდა ვიმუშაო?-გაიღიმა ჰიუნამ.
იუნჯესაც გაეღიმა.
-ეიი,ლაწირაკო ახლა ისევ აუწიე,მომწონს ეს სიმღერა(ჰიუნა)
-და ბონგი სადღაა?(იუნჯე)
-შენთან ერთად არ იყო?
-არა,ადრე წამოვიდა.
ჰიუნამ ბონგის მობილურზე დაურეკა და მოსამსახურემ აიღო,მაგრამ საჭიროდ ჩათვალა რომ ოჯახის ამბები ჰიუნასთვის არ ეთქვა.
-ბონგი ოჯახურ ვახშამს ესწრება და დღეს არ სცალია.
-კარგი.
-რაო?(იუნჯე)
-ოჯახურ ვახშამს ესწრება.
-აჰჰ...გასაგებია...მე მეგონა არ მომცემდი მუშაობის უფლებას.
-იმუშავე,მაგრამ შენი ფული იყოს ეგ.ბინის ქირას მე გადავიხდი.
-გავინაწილოთ,ერთი თვე შენ გადაიხდი,ერთი თვე მე.
-ჭკვიანი ხარ-მხაზრე დაარტყა იუნჯეს.-ეიი შენ ლაწირაკო,აუწიეთქო.
-ნამდვილი გიჟია შენი და!(დემი)
-ვიცი-გაიცინა იუნჯემ.
-მისმინე პატარა გოგონა,მე ბავშვი არ ვარ რომ პატარა გოგოს ბატონობა ავიტანო.და ისე რომ იცოდე 25-ის ვარ და შენ?შენ ჯერ 22-ის,ისევ პაწუკა ხარ-ნიკაპზე მოქაჩა და
სააბაზანოში გავიდა.
-რატომ არ მითხარი?-პირი ღია დარჩა ჰიუნას.
-რა უნდა მეთქვა?
-საერთოდ არ ჰგავს 25-წლის ბიჭს,მაგრამ რომ დავფიქრდი საკმაოდ მამაკაცურია-ეშხიანი გამომეტყველებით თქვა ჰიუნამ-ჰო მართლა იუნჯე,ახლა სამსახურში მივდივარ და 12-მდე ვერ მოვალ.
-12-მდე?ასე გვიანობამდე რატო?
-არვიცი,უნდა წავიდე,აბა დროებით.
-მაგრამ ჰიუნა...
-რაიყო?
-ასე გვიანობამდე?ღამით მარტო როგორ წამოხვალ?
-მე გავყვები-სააბაზანოდან გამოვიდა დემი.
ჰიუნა დემის თვალებში არ უყურებდა რადგან,ბავშვს ეძახდა.
-შენ?-გაუკვირდა იუნჯეს.
-ჰო,რა პრობლემაა.
-კარგი,გაჰყევი.(იუნჯე)
ჰიუნას სიტყვა არ უთქვამს,ჩანთა აიღო და დემი და ჰიუნა ბინიდან გავიდნენ.ძილმორეული იუნჯე საკუთარ ოთახში შევიდა და თავი ძილს მისცა.

ბონგის მამას ჩაეძინა და ბონგი ოთახიდან გამოვიდა.
-ექიმი წავიდა?-ჰკითხა მოსამსახურეს.
-კი,დიდიხანია.
-და დედა?სძინავს?
-არა ბონგი.
-კარგი,წვენი ამოუტანე.
-ახლავე.
ბონგი,დედას ოთახს მიუახლოვდა და კარები ღია დახვდა,სუილა ცხარე ცრემლებით ტიროდა.
-ნუთუ ასე განიცდის დედა ამ ამბავს?-ტირილი დაიწყო ბონგიმაც.
-აი,წვენი მოვიტანე.
-შეუტანე დედას და უთხარი რომ მე გარეთ გავდივარ.
ბონგიმ მოსასხამი აიღო და სუფთა ჰაერზე გავიდა,პარკში.
-არ შემიძლია,არაა!დედა და მამა განადგურებულები არიან.რავქნა?-ტიროდა ბონგი.

-შენ რა,მართლა შენზე უმცროსი გეგონე?-იკითხა დემიმ,როდესაც უკვე კაფეს მიუახლოვდნენ.ჰიუნა გაჩერდა და დემის შეხედა.
-აქ დარჩი!
-აქ რატო?
-შიგნით შესვლა არ შეგიძლია,სამწუხაროდ-ირონიულად უთხრა ჰიუნამ.
-კარგი.
-დარჩები?12 საათამდე?ამ სიცივეში?-გაუკვირდა ჰიუნას.
-დავრჩები.
-ვიხუმრე,შეგიძლია შემოხვიდე და დაჯდე,უფასო ინტერნეტიცაა.
-ჰიუნა,წადი უკვე.
-კარგი,ლაწირაკო,თუ აქ დარჩენა გინდა,დარჩი.-მხრები აიჩეჩა ჰიუნამ.


-მარტო ერთი გამოსავალი გაქვს ბონგი-საკუთარ თავს ელაპრაკებოდა ბონგი.ბონგის გაახსენდა:ერთი წლის წინ.
-ჰიუნა,მოდი ჩვენი საყვარელი გადაცემა იწყება.
-რომელი გადაცემა ბონგი.
-გადაცემა "ადამიანი სასწაული"
-დაიწყო უკვე?ჩიფსებს მოვიტან.
-წარმოიდგინე,ამ ადამიანს მხოლოდ 7 ენაზე შეუძლია საუბარი,მეორეს კი ძაღლებთან "ვითომ" კონტაქტი და ამისგამო 500 000 ვონი მისცეს და შენ რომ მიხვიდე რამდენს
მოგცემენ.
-არა ბონგი,ხომ იცი ჩემთვის საშიშია ეს!
-ხო ვიცი,დაქალოო...
-არა ბონგი,დაქალს ასე ვერ მოექცევი...არც იფიქრო ბონგი.
ბონგი სკამზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო,როცა ერთბაშად გაახსენდა დედის სუიციდი,მისი ტირილი,განადგურებული მამა...ბონგიმ ვუკს დაურეკა.
-გისმენ ბონგი.
-პარკში ვარ,შესასვლელთან სკამზე ვზივარ და მოდი რა.
-რამე მოხდა?
-მოდი და გაიგებ.
რამდენიმე წუთში ვუკი პარკში მივიდა.
-რახდება ბონგი?
-დაჯექი-ხელი სკამზე გაახახუნა.
-შენ რა,ტიროდი?-დაჯდა ვუკი.
-მოკლედ,ვიცი რომ იცი...
-რა?რაზე ამბობ?
-იმაზე რომ,ჰიუნას ფიქრები ესმის.
-ასეც ვიცოდი!ვიცოდი,რომ ესმოდა.
-კარგი დამშვიდდი.უნდა დამეხმარო,ჩემი ოჯახი გაკოტრდა,თუ დამეხმარები ფულს ვიშოვით და მეოთხედს შენ მოგცემ.
-ამას როგორ აპირებ?
-ეგ მე ვიცი.შენ ჰიუნასგან რაგინდა?თავი დაანებე ჩემს დაქალს,არაფერი დაუშაო.
-დაქალს?შენ დაქალი ხარ?
-ვიცი რომ ცუდად ვიქცევი ვუკ,მაგრამ საჭიროება მოითხოვს.
-მე რამინდა?ჰიუნას გული.
-რაა?
-ხო,ჩემს დისშვილს ხვალ საღამოს ოპერაციას უკეთებენ და გულის გადანერგვაა საჭირო.
-მერე,მაინც და მაინც ჰიუნა რატომ?
-მე ასე გადავწყვიტე.
-ნუ სულელობ!
-თუ,ფულს მომცემ ჰიუნა გადარჩება.
-კარგი,მე დამიჯერე.
-ერთ საათში აქ შემხვდი.
ბონგიმ ჰიუნას დაურეკა.
-სად ხარ?
-კაფეში.
-შეიძლება მოვიდე?
-კი,რატომაც არა.
ბონგი ჰიუნასთან წავიდა.
-დემი?აქ რატომ ხარ?-იკითხა ბონგიმ.
-ჰიუნას ველოდები.
ბონგი კაფეში შევიდა.
-რამოხდა ბონგი?
-ჰიუნა ერთი წუთით გამოდი.-სააბაზანოში გაიყვანა.
ბონგიმ ტელეფონში ხმას იწერდა,ჰიუნამ არიცოდა.
-მომიყევი შენი ცხოვრების შესახებ.
-რეებს ბოდავ?ახლა არ მცალია,თან იცი.
-გთხოვ,თუ დაქალი ხარ!
ჰიუნამ მოკლედ თქვა რომ უცხოპლანეტელია და ფიქრების წაკითხვა შეუძლია,რამდენჯერმე ბონგი შეეკითხა,რას ვფიქრობო და ჰიუნამ უპასუხა რასაც ფიქრობდა.ბონგი კაფიდან გამოვიდა.
-მგონი გაგიჟდა-ჩაიცინა ჰიუნამ.
-ნუ გააკეთებ იმას რასაც ბოლოს ინანებ!-გარეთ მდგომ ბონგის უთხრა დემიმ.
-რეებს ბოდავ?
-მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
ბონგი ისევ პარკში მივიდა.
-მოხვედი?-ვუკი იქვე დახვდა.
-კი,ჩანაწერი მაქვს.
-რა ჩანაწერი?
-ეს...-მოასმენინა ბონგიმ.
-გგონია ამით ფულს იშოვი?-გაიცინა ვუკმა.
-მე დამიჯერე!
-კარგი,ცდა ბედის მონახევრეა.ფული მჭირდება,ჩემთვის მთავარი ესაა.
-კარგი,მოემზადე ხვალისთვის.
-ხვალ?
-ხო.
-კარგი,კარგი.
ბონგი სახლში წავიდა.

ღამის 12 საათი.
ჰიუნა გარეთ იხედება და უყურებს დემის,რომელიც არც ინძრევა ისე ზის ცივ ქვაზე და იქით-აქეთ აცეცებს თავის საოცარ თვალებს.
-ნუთუ შეუძლია ადამიანს ამდენი ხანი ლოდინი?
-ჰიუნა,ეს 400 ვონი შენ,კარგად იმუშვე.
-400 ვონი?ეს ხომ მთელი ერთი თვის ბინის ქირაა-გაუხარდა ჰიუნას.
-შეგიძლია წახვიდე.
-მადლობა აჯუსი.
ჰიუნა გარეთ გავიდა.
-არ დაიღალე?-თავი ზემოთ აწია ჰიუნამ.
-მოხვედი?
-ხო.
-მაშინ წავიდეთ.
-კარგი.
დემიმ ტაქსი გააჩერა და ჰიუნას კარი გაუღო.
-ცოტა არიყოს გამიკვირდა-ტაქსში ჩაჯდა ჰიუნა.
ბინაში ლიფტი არ იყო.
-რაა?ფეხით უნდა ავიდეთ?-გაბრაზდა ჰიუნა.
-დღეს იმდენი ვიმუშავე და ახლა კიდე მეთერთმეტე სართულამდე,ფეხით?თან ღამეა,მეძინება,თან დაღლილი ვარ.ბოლოს და ბოლოს გოგო ვარ,განა შეუძლია გოგოს ამდენი სიარული,
ამდენი დატვირთვა?მეც ადამიანი ვარ,ადამიანი!ლიფტს როდის შეაკეთებენ?როცა ღამით მომიწევს ასვლა,ფეხით უნდა ვიარო?ან იქნებ ბევრი პროდუქტი მომაქვს?ჩემზე საერთოდ არ
ფიქრობენ?!
-გეტყობა ახლა შენ დაღლილი რომ ხარ?რამდენს ლაპარაკობ?(დემი)
-რა?
-თვალები დახუჭე.
-რატომ უნდა დავხუჭო?(ჰიუნა)
-დახუჭეთქო!
ჰიუნამ თვალები დახუჭა და წამში იგრძნო რომ უცაბედად დემის მკლავებში აღმოჩნდა,დემიმ ხელში აიტაცა ჰიუნა და ბინის მისვლამდე ხელით ატარა,ჰიუნა კი მთელი გზა
თვალებში უყურებდა დემის...თვალებში ჩაიძირა.
-ახლა დაიძინე,ბევრი არ ილაპარაკო-კარებთან დასვა ჰიუნა.
-შენ ეს იმიტომ გააკეთე რომ ბევრს ვლაპარაკობდი?საძაგელო.
-წადი დაიძინე!
ჰიუნა დასაძინებლად წავიდა და დემიც უკან გაჰყვა.
-შენ აქ რა გინდა?
-ტახტზე ვერ დავიძინებ,იუნჯეს ოთახში იუნჯე წევს.
-მე დავწვები ტახტზე.
-არა,შენ არ შეწუხდე.
-რა?
-მე აქ ვიქნები-დემი ჰიუნას ოთახში,იატაკზე დაწვა და საბანი მოიფარა.
-გიჟია!-ჰიუნა ტანსაცმლით დაწვა საწოლზე.
შუა ღამით,ჰიუნა საწოლზე კოტრიალობდა და ბოლოს გადმოვარდა...ბუმ!წამში ისევ დემის მკლავებში აღმოჩნდა.
-ამ ბოლო დროს ხშირად გვიწევს ჩახუტება-გაიცინა ახალ გამოღვიძებულმა დემიმ.
-მოკეტე!-სწრაფი ნაბიჯებით ადგა ჰიუნა და მისაღებში ტახტზე დაწვა,დემის გაეცინა და ჰიუნას საწოლში დაწვა.

კვირა,11:00
-სადმიდიხარ?(ლეო)
-შენი საქმე არ არის!
-ამ ბოლო დროს დაიმსხვრა ჩვენი ძმაკაცობა ვუკ.
-ვიცი ლეო,მაშინ არ დაგიმალავ!მე და ბონგი დღეს...ჰიუნას ვამხელთ.
-რა?-წამოხტა ლეო.
-ხო ძმაო!
-მე ამას არ გაგაკეთებინებ,იმ უცოდველმა გოგომ რა დააშავა?შეეშვი!
-შენი საქმე არაა!ვერ ჩაერევი და ვერც დამიშლი,იცი რატომ?
-რა?რატომ ვერ დაგიშლი?
ვუკმა ლეოს ლარნაკი ჩაარტყა და სარდაფში ჩაკეტა.
-მაპატიე ლეო,ჩემთვის წინააღმდეგობა რომ არ გაგეწია და დამხმარებოდი,ახლა ასეთ დღეში არ იქნებოდი.
-ამდენი ხანი სად არის?-ტელეფონს ათამაშებს ბონგი,რომელიც პარკთან ახლოს დგას.
ვუკი სახლიდან გავიდა და პარკში წავიდა.
-მოვედი.
-დიდი ხანია რაც გელოდები.
-რაღაც პრობლემებმა იჩინა თავი.
-რა პრობლემებმა?
-დაივიწყე.წავიდეთ?
-ხო...-ტირილი დაიწყო ბონგიმ.
-რამოხდა?-თვალები გადმოატრიალა ვუკმა.
-იქნებ არასწორად ვიქცევით?
-ახლა არ დაიწყო!შეგახსენო დედაშენი და მამაშენი რა დღეში არიან?დამშვიდდი და წამოდი.
-ჰიუნას ასე ვერ მოვექცევი.
-ბონგი!-დაუყვირა ვუკმა.
-კარგი წამოვალ,ამით ხომ ჰიუნა არ დაზარალდება,ისინი ვერ გაიგებენ ვინ არის ჰიუნა.
-წამოდი!

დემიმ ადრე გაიღვიძა და მისაღებში გავიდა.
-ჰიუნააა,ჰიუნააა-შეაჯანჯღარა ჰიუნა,რომელიც ტახტზე იწვა.
-რამოხდა,რა-თავი ასწია ახალგაღვიძებულმა.
-სახლი იწვის ჰიუნა,ადექი ჩქარა ადექი!-ამაფორიაქებლად თქვა დემიმ.
-რა?-წამოდგა ჰიუნა და აქეთ-იქით დარბოდა.-წყალი!წყალი!
დემიმ კისკისი დაიწყო.
-ვიხუმრე ლაწირაკო...
-რათქვი?ნამდვილი ლაჩარი ხარ!
-შენ მშიშარა.
-იცი რა მაინტერესებს?
-მმმ?
-ოჯახი არ გყავს?საიდან ხარ?ადრე არასოდეს არ უხსენებიხარ იუნჯეს.
-მე...მე იუნჯე ახლახანს გავიცანი.
-და სადცხოვრობ?
-მე...მე სეულში ვცხოვრობ.
-კარგი,არგინდა ესეიგი ამ თემაზე საუბარი,ყველაფერს თავისი ისტორია აქვს-თვალი ჩაუკრა ჰიუნამ.
-რა აქვს?მოიცადე-შესძახოდა დემი,უკვე ოთახიდან გამავალ ჰიუნას.
-არაფერი დაივიწყე-მოიხედა ჰიუნამ-ხო მართლა დღეს არ ვმუშაობ!
-მერე მე რა.
-რადა თავისუფლად ვერ იქნები,მე დამემორჩილე-თვალი კიდევ ერთხელ ჩაუკრა.
-მეტი რა გინდოდა-ჩაიცინა დემიმ და ტახტზე ჩამოჯდა.
დემი ტელევიზორს უყურებდა როდესაც წითლად გაიელვა...
-ბონგი?ხომ გავაფრთხილე-ბრაზით თქვა დემიმ და წამში ადგილიდან გაქრა.
-სად წავიდა?-მისაღებში გამოვიდა ჰიუნა.-დღეს მაინც დავისვენებ,კვირაა ბოლოს და ბოლოს.

ლეო გამოფხიზლდა.
-არის აქ ვინმე?-ბოლო ხმაზე იძახოდა ის.
რამდენიმე წუთში ვიღაცამ კარი გააღო,ხნიერი კაცი იყო.
-მადლობა,დიდი მადლობა-მოეხვია ლეო და გაიქცა.

ბონგი და ვუკი სტუდიასთან იყვნენ როდესაც ბონგიმ შესვლა გადაიფიქრა.
-მორჩა,მე გადავწყვიტე.
-რა?რა გადაწყვიტე?
-მე სასოწარკვეთილმა ვერ გავაცნობიერე რას ვაკეთებდი.
-ბონგი,გეყოფა...მამაშენი და დედაშენი,იფიქრე მათზე.
-დაქალს ვერ დავკარგავ,ჰიუნა ჩემი ოჯახია,ბავშვობიდან ერთად ვართ,ვერ ვუღალატებ,ის მე მენდობა...დედაჩემმისა და მამაჩემის შემხედვარე არვიცოდი რას ვაკეთებდი და ახლა...
ვუკმა ტელეფონი გამოართვა და შიგნით შევიდა.
-ვუკ!!
-დემი?აქ რას აკეთებ?(ბონგი)
-შენ რას აკეთებ?ხომ გითხარი არ გააკეთო ის რასაც ინანებ მეთქი?
-არ გამიკეთებია არაფერი,დაქალის ღალატი ვერ შევძელი.იქ ვუკია,მას ჩანაწერი აქვს.
-კარგი დამშვიდდი,მესმის შენი,კარგია რომ არ უღალატე ჰიუნას-დემი შიგნით შევარდა.
ბონგი ტიროდა...
-ბონგი,აქ ხარ?ვუკი სად არის?-მოვიდა ლეო.
-ლეო?შენ აქ რას აკეთებ?
-ვუკმა მითხრა რასაც აპირებდით და სარდაფში გამომკეტა მაგრამ გამოვედი.ვიცოდი რომ ჰიუნას არ უღალატებდი.
-მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
-თავი დამნაშავედ მაშინ უნდა გეგრძნო თუ ამას გააკეთებდი და ჰიუნას უღალატებდი მაგრამ შენ ეს არ გააკეთე,ასე რომ დამშვიდდი.
ლეოც შიგნით შევიდა.დემი ვუკს თავს დაესხა როდესაც ჩანაწერს ხსნიდნენ,ლეომ კი ჩანაწერი დატეხა.
დემიმ ვუკს ხელი დაარტყა და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა,დაცვამ ისინი ერთმანეთს დააშორა რითაც ვუკმა ისარგებლა და გაიქცა,გარეთ მდგომმა ბონგიმ მისი დაჭერა ვერ შეძლო.
დემი ვუკს გაეკიდა.
-ლეო,რამოხდა?
-ჰესუმ დამირეკა-ტიროდა ლეო.
-რაა?ეს ხომ კარგია.
-უნდა რომ შევხვდე,ვნერვიულობ.
-წადი ლეო,შეხვდი.
-მაგრამ ვუკი...
-არ იდარდო,დემი დაიჭერს.
-ხო მაგრამ უნდა დავეხმარო,ჰიუნას.
-დემი აქ არის,იუნჯეც.წადი უკვე,შენთვის ჰესუ უფრო მნიშვნელოვანია,ასეა ხომ?
-კი ასეა.
-მაშინ წადი.
-კარგი...
-წარმატებები.
ბონგი ტაქსიში ჩაჯდა და ჰიუნასთან წასვლა გადაწყვიტა.

-იუნჯე,სახლში არაფერია და წავალ რამეს ვიყიდი.
-კარგი მიდი.
-დღეს არ მუშობ?
-არა,კვირაა.
ჰიუნა გარეთ გავიდა.
ვუკს დემი მიზდევდა როცა კლდეს მიეფარა და დემი სხვა მხარეს გაუშვა,ვუკმა მანქანა მოიპარა და დიდი სიჩქარით წავიდა.
-ფული ვერა,მაგრამ ჰიუნას გულს ვიშოვი-გაბრაზებულმა თქვა მან.
ჰიუნა მაღაზიაში შედიოდა როდესაც ბონგი ტაქსიდან გადმოვიდა და დაუძახა.
-ჰიუნა!-ამ დროს ვუკი მანქანიდან გადმოვიდა,ჰიუნა ხელში აიყვანა,მანქანაში ჩასვა და დიდი სიჩქარით წავიდა.რამდენიმე წუთში დემიც მოვიდა.
-სად წავიდა?
-ჰიუნა მოიტაცა-ტირილით უთხრა ბონგიმ.
-კარგი დამშვიდდი,მე გავყვები...შენ იუნჯესთან ადი და ყველაფერი შეატყობინე.ჰოო და რაც მოხდა დაივიწყე,ჰიუნა ვერ გაიგებს რისი გაკეთებაც გინდოდა რადგან მას შენ არ უღალატე.
-ახლა ამის დრო არ არის,წადი.
ბონგი ლიფტით ავიდა მე-11-მდე და ბინის კარებში დიდი ძალით აბრახუნებდა.
-იუნჯეეე!იუნჯე!
იუნჯე საწოლიდან ადგა და კარი გააღო.
-რაიყო რა არ დამაძინეთ.
-ჰიუნა გაიტაცეს...
-რა?
ბონგი შიგნით შევიდა და იუნჯეს ყველაფერი უამბო.
-რას ამბობ?ის ვუკი?
-ხო,ჩქარა წავიდეთ.
ბონგი და იუნჯე ტაქსით გაყვნენ გზას,საითაც ვუკი წავიდა.
დემიც მიყვებოდა ვუკს.

-ვუკ,რას აკეთებ?მანქანა გააჩერე-ტიროდა ჰიუნა.
-მოკეტე ძუკნა!
-რაა?რამოხდა?ასე რატომ იქცევი?
-ეს უკან მომყვება?კარგი,გულს მაშინ ვიშოვი თუ მოვკლავ.
-რეებს ბოდავ?რაზე ლაპარაკობ.
-ენა ჩაიგდე!!
ვუკმა მანქანა თექვსმეტ სართულიან ბინებთან გააჩერა და ჰიუნა იძულებით,სახურავზე აიყვანა.

-რას ამბობ?ფული დაირიცხა და ჩემი ფული ანგარიშზე მაქვს?-სიხარულის ცრემლები წამოუვიდა ბონგის მამას.
ბონგის მამა სუილას ოთახში შევარდა და აცნო კარგი ამბავი,-ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით.
-ვინ დარიცხა ფული?
-არვიცი,ამაზე არ მიფიქრია.
ბონგის მამამ კომპანიაში დარეკა.
-ვინ დარიცხა ფული?
-ბატონო,თქვენმა ძმამ დარიცხა ფული.
ბონგის მამა და მისი ძმა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ.ბონგის მამის მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ ერთმანეთს,ბონგის მამა დედასთან ცხოვრობდა,რომელიც ორი წლის წინ
გარდაიცვალა,ძმა კი ამერიკაში ცხოვრობდა მამასთან ერთად,მამა კი ნორვეგიაში ცხოვრობს ამჯერად.

ვუკმა ჰიუნა სახურავზე აიყვანა.
-შემეშვი ვუკ,რას აკეთებ?გიჟი ხარ?
-დიახაც გიჟი ვარ!მისი პატარა თითები,მისი სურნელი,არმინდა დამავიწყდეს.
-ვიზე ამბობ?
-ჩემს დისშვილზე,ორი წლისაა და ცუდად არის,მისთვის უნდა მოიკლა თავი.
-ვუკ,რას ამბობ?ერთად შევძლებთ რომ დავეხმაროთ პატარას...-ტირილი დაიწყო ჰიუნამ.
ამასობაში სახურავზე დემიც ამოვიდა და ამ დროს ვუკმა ჰიუნას ხელი ჰკრა და მაღალსართულიანი ბინიდან გადააგდო...
-დეემიი-დაიყვირა ჰიუნამ და დაეშვა...
ჰიუნამ თვალი დახუჭა,ბედს შეურიგდა,იგი მზად იყო თუნდაც პატარა გოგონასათვის გაეწირა თავი და ასე დასრულებულიყო თავისი ცხოვრება!
დემი ჰიუნასთან ერთად დაეშვა...
-რას აკეთებს?-გაუკვირდა ვუკს.
ჰიუნამ თვალები დახუჭა და უცაბედად...უცაბედად დემის მკლავებში აღმოჩნდა.
-ფრთები?-გაოცებულმა შეხედა დემის.
-ფრთები-გაუღიმა დემიმ.
დემი ჰიუნასთან ერთად დაეშვა,მყუდრო ქუჩაში რადგან არავის არ ენახა ფრთები.ჰიუნა გაფართოებული თვალებით,გაკვირვებული და თან შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით.
ვუკი ქვემოთ ჩამოვიდა,ტაქსით იუნჯე და ბონგიც მოვიდნენ.
-ჰიუნა,როგორ ხარ?-ჰიუნას მოეხვია ბონგი.
-კარგად ხარ?ვუკი სად არის?-იკითხა იუნჯემ.
-აქ ვარ!-გამოცხადდა ვუკი.
-ლაჩარო!როგორ გაბედე შეხება?-ხელი გაარტყა დემიმ და სასტიკად სცემა,იუნჯემაც დაუმატა და ასე ნაცემი ვუკი პოლიციას ჩააბარეს.
-ლეო?აქ რას აკეთებ?-მოიხედა ბონგიმ.
-ვერ მოვითმინე და მოვედი.
-ყველაფერი კარგად არის(ბონგი)
-კარგად ხარ ჰიუნა?ვუკი საშიში ადამიანია.
-კარგად ვარ ლეო,მადლობა.
-ეს ჰესუა-ლეოს გვერდით ლამაზი გოგონა იდგა,სუსტი ტანით,გრძელი თმით და ლამაზი თვალებით.
-სასიამოვნოა-ნაზი ხმით თქვა ჰესუმ.
-მოკლედ,ჩვენ ლონდონში მივდივართ და უნდა დაგემშვიდობოთ...
ლეო მოეხვია ბონგის და ჰიუნას და ტაქსიში ჩაჯდნენ ჰესუ და ლეო.
დემი არაფერს არ ამბობდა,ჰიუნა ტიროდა და ცხარე ცრემლებს ერთმანეთზე აბამდა.
ყველანი ბინაში ავიდნენ და ტახტზე ჩამოჯდნენ.
-დემი,ამიხსნი?-ჰკითხა ჰიუნამ.
-რა უნდა აგიხსნა?
-რა უნდა ამიხსნაა?ფრთები...ცოტა უცანაურია,არა?
-მოკლედ,შენი საყვარელი ფერია მწვანე და შავი,გიყვარს ღამით სეირნობა და ნაყინის ჭამა,გიყვარს ჩიფსი და კოკა-კოლა...არგიყვარს შურიანი ადამიანები,საყვარელი ქვეყანა კორეა.
პირველად 3 წლის ასაკში გაიარე და საუბარი სიარულის სწავლიდან ოთხ დღეში ისწავლე,მართალია საჭმელს ყოველთვის შენ ამზადებ მაგრამ არასოდეს გამოგდის კარგი.
სკოლაში მხოლოდ ინგლისურს და ისტორიას სწავლობდი კარგად და არასოდეს არ გიტარებია სკოლის ფორმა,ამიტომ დირექტორი ცუდად გექცეოდა.შოპინგი გიყვარს.
კიდევ შოკოლადის ნაყინი,თეთრ ნაყინს არ ჭამ რადგან ალერგია გაქვს,ღამით სიმღერების გარეშე ვერ იძინებ,პირველად 12 წლის ასაკში მოგეწონა ბიჭი,ჯონგჰიონი ერქვა.
-რაა???ეს შენ საიდან იცი?-გაუკვირდა ჰიუნას.
იუნჯემ და ბონგიმ ერთმანეთს შეხედეს და მათაც გაუკვირდათ.
-ამდენი რამე ჯერ მე არვიცი(ბონგი)
-ვინ ხარ დემი?აგვიხსენი რა ფრთები?რაზე ამბობს ჰიუნა?(იუნჯე)
-ვუკმა ის ბინებიდან გადმოაგდო და მე დავიჭირე...გადავხტი და დავიჭირე რადგან,ფრთები მაქვს და ფრენა შემიძლია.
-შენ არ იცოდი?შენ ხომ მისი მეგობარი ხარ?-გაუკვირდა ჰიუნას.
-სინამდვილეში...იმ დღეს როდესაც,შენ და ბონგი ლეოსთან და ვუკთან ერთად იყავით კლუბში...მე დავიძინე და ოთახში ვიღაც შემომივარდა:
-მე ჰიუნას მცველი ვარ და დედათქვენმა გამომზავნა აქ!იცოდე არაფერი არ წამოგცდეს ჰიუნასთან და აქ დარჩენის უფლება მომეცი.
-თავიდან ამის უფლება არ მივეცი მაგრამ შემდეგ მომიყვა ყველა დეტალი რაც ოჯახში მოხდა,როგორ მოკლა მამამ დედა და ა.შ.(იუნჯე)
-და საიდან იცი ეს ყველაფერი დემი?ან ფრთები როგორ გაქვს?(ჰიუნა)
-მოკლედ,როდესაც უცხოპლანეტელი ჩვენი პლანეტიდან აქ,დედამიწაზე ჩამოდის და შემდეგ კვდება,არააქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი,ბრუნდება ჩვენს პლანეტაზე და არ მიდის
სამოთხეში როგორც ეს ჩვეულებრივ მოკვდავებში ხდება.მე იმ პლანეტაზე დავიბადე საიდანაც დედათქვენი სუილაა,როდესაც დედა მოგიკვდათ,შენ ჰიუნა 15 წლის იყავი მე კი 18ის.
დედაშენი თქვენზე ძალიან ღელავდა და წერილი ჩვენი პლანეტიდან გამოგიგზავნათ.
-რაა?დედა ცოცხალია?-გაუხარდა ჰიუნას.
-კი ცოცხალია.
ამის გაგონებაზე იუნჯე ბონგის მოეხვია შემდეგ კი გააცნობიერა რასაც აკეთებდა და თავი შეიკავა ჩახუტებისგან.
-ჰიუნა გესმის?დედა ცოცხალია-ახტა იუნჯე.
-ყველაფერი ასე ადვილი არ არის-სახე შეიშმუშნა დემიმ.-დაჯექით და მისმინეთ.
-ხო გისმენთ.
-იმ ადამიანს ვინც ერთხელ მოკვდება დედამიწაზე მეორეჯერ დედამიწაზე ჩამოსვლა არ შეუძლია.დედათქვენს აქ ჩამოსვლა არ შეუძლია რადგან ის უკვე ერთხელ მოკვდა.
სუნმიმ აქ ჩამოსვლა მე დამავალა,მაგრამ...სანამ ჩამოვიდოდი,თითოეული თქვენი ნაბიჯი ვიცოდი,სად დადიოდით და ასე შემდეგ.იუნჯეს დიდად არ დავყვებოდი,ჰიუნას ყურადღება
მქონდა.ჰიუნა,ზოგჯერ გრძნობდი ხომ რო მოგყვებოდი?
-კი,ბევრჯერ ვიგრძენი და ხშირად ვიხედებოდი უკან მაგრამ არავის არ ვხედავდი,კიდევ...კიდევ რას გვიმალავ?
-როცა შენ რამეს გიშავებენ,წითლად ელავს და ამით ვხვდები რომ რაღაც გიჭირს,ვუკი როდესაც სტუდიაში იყო წითლად გაიელვა და ასე მივხვდი.
-დაა მხოლოდ ჰიუნასთან ხდება ასე?-იკითხა ბონგიმ.
-კი...
-ანუ დედა ყოველდღე გვხედავდა?და შენ?შენ დიდიხანია მიცნობ?
-ძალიან...ძალიან დიდი ხანია,საკმაოდაც კი-უპასუხა დემიმ.
-დედას ვერასოდეს ვერ ვნახავთ?-ტირილი დაიწყო ჰიუნამ და იუნჯემაც მოიწყინა.
-თქვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა...(დემი)
-სხვაგვარად როგორ?-იკითხა ბონგიმ.
-ჰიუნა და ბონგი,თქვენ ხართ ნახევრად უცხოპლანეტელები და ნახევრად ადამიანები,ბოლო დასკვნამდე ვერ მივედით,არ ვიცით გარდაცვალების შემდეგ ჩვენს პლანეტაზე დაბრუნდებით თუ სხვა მოკვდავებივით სამოთხეში წახვალთ.დედათქვენს ეშინია რომ ვერასოდეს ვერ გნახავთ და ვერ ჩაგეხუტებათ.(ვუკი)
-მაშინ უნდა ვცადოთ-ადგა ჰიუნა.
-რა უნდა ვცადოთ?-იუნჯეც წამოდგა.
-მე აქედან გადავხტები და თუ სხვა პლანეტაზე გავჩნდები მერე იუნჯეც სცდის.-ტირილი დაიწყო ჰიუნამ და ცხარე ცრემლებით იატაკს ასველებდა.
-რას ამბობ ჰიუნა?ხომ არ გაგიჟდი?სრულ ჭკუაზე ხარ?-გაბრაზდა დემი.
-ჰიუნა,თავი შეიკავე ასეთი აზრებისგან!(იუნჯე)
-ღმერთო თქვენ არ გესმით!დედა მინდა,მენატრება...საშინლად მენატრება-ჰიუნა მუხლებში ჩაიკეცა და ბღაოდა.
-ჰიუნა გეყო!-იუნჯეც ტიროდა.
-თქვენ დაისვენეთ,ჰიუნას მე მივხედავ-დემიმ ხელში აიყვანა ჰიუნა და ოთახში შეიყვანა.
იუნჯე ტახტზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო,თავიდან არ იმჩნევდა ბონგისთან მაგრამ მოგვიანებით ტირილს უმატა.
-ნეტა ოდესმე კიდევ ვიგრძნობ მის ალერსს?
-იუნჯე დამშვიდდი,იგრძნობ აბა რა!
ბონგიმ იუნჯეს ხელი ჩაკიდა და ამხნევებდა როდესაც,იუნჯემ ბონგი უფრო მიიზიდა და გულში ჩაიკრა,ბონგიც ტიროდა და ინანიებდა იმას რაც არ გაუკეთებია მაგრამ შეიძლებოდა
ეღალატა ჰიუნასთვის,საბედნიეროდ ასე არ მოხდა.იუნჯეს ჩაეძინა და ბონგიც მის გვერდით დაწვა,გულზე თავი დაადო და თვითონაც დახუჭა თვალები.
-არ მომეკარო!გადი ჩემი ოთახიდან-საწოლზე წამოწვა ჰიუნა.
-ჰიუნა ვიცი ახლა რა მდგომარეობაშიც ხარ და რას გრძნობ(დემი)
-არა დემი,შენ ვერასდროს იგრძნობ იმას,რასაც ახლა მე ვგრძნობ...(ჰიუნა)
-დარწმუნებული ხარ?-ტონს უმატა დემიმ.
-კი სავსებით!
-ამას ასე ადვილად როგორ ამბობ?არც კი იცი რა გადავიტანე,შენ 15 წელი დედის ალერსში გაატარე და მე...მე დედამ დაბადებისთანავე მიმატოვა და მამასთან მარტო დამტოვა,მამა ოთხი
წლის ასაკში დავკარგე და მის შემდეგ მარტო ვცხოვრობ,18 წლის ასაკში დედაშენი გავიცანი და შენს შესახებ მიყვებოდა,დედაშენთან ვცხოვრობ.შენგან განსხვავებით არვიცი რას ნიშნავს
"სიყვარული"-ტახტზე ჩამოჯდა დემი.
-მაპატიე დემი,მაპატიე.
-არაფერია ჰიუნა,ახლა გაბრაზებული ხარ,ნაწყენი და გულნატკენი.
-დედა ჩემზე რას გიყვებოდა?
-ძაან გაინტერესებს?-ჩაეცინა დემის.
-რათქმაუნდა,ყველაფერი...ყველაფერი მაინტერესებს.
-თქვენზე ყოველდღე საუბრობდა,შენზე მეუბნებოდა ჯიუტი და საყვარელიაო...ასე მითხრა ერთმანეთს მოუხდებითო-გაეღიმა დემის.
-რას სულელობ?დედა ამას არ იტყოდა!
-ჰო კარგი არუთქვამს...
-შენ ჩემზე იმდენი იცი რომ ჯერ მე არვიცი საკუთარ თავზე ამდენი.-გაეცინა ჰიუნას.
-ჩემი ხუთი თითივით გიცნობ პატარა.დაისვენე ახლა,გავალ მე-ოთახიდან გავიდა დემი.
-პატარა?-მხრები აიჩეჩა ჰიუნამ.
ვუკის დისშვილს ოპერაცია გაუკეთეს,გული გადაუნერგეს,ექიმები ამბობენ რომ სახიფათო არაფერია და გამოჯანმრთელდება.პატარა გამოჯანმრთელდა,ამის გაგონებაზე ვუკი სიხარულისგან ყვიროდა,
ვუკი ციხიდან გამოუშვეს,არავის არ გაუგია რომ ჰიუნა ბინიდან გადმოუაგდო,არავინ არ დაიჯერებდა.
ვუკი თავის ქვრივ დასთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა,მას სინდისი აწუხებდა მაგრამ სრცხვენოდა ჰიუნასთან მისვლა და ბოდიშის მოხდა,ამიტომ უთქმელად დატოვა სეული.

დილით ადრე ბონგის დედამ დაურეკა.
-გისმენ დედა-წამოდგა ბონგი და აივანზე გავიდა,იუნჯე რომ არ გაღვიძებულიყო.
-ბონგი სად ხარ?
-მაპატიე,ჰიუნას პრობლემები ჰქონდა და ვერ დაგირეკე,კარგად ხარ?
-ძალიან კარგად ვარ.
-რამე მოხდა?
-სახლში მოდი და გაიგებ.
-კარგი ახლავე მოვალ.
ბონგიმ მოსასხამი აიღო და გარეთ გავიდა,გზაში ლეომ დაურეკა.
-როგორ ხარ?
-კარგად ლეო,შენ?კარგად იმგზავრე?
-კი,მე და ჰესუ ლონდონში ვართ და აქ ვაპირებთ ცხოვრებას,რამდენიმე კვირაში ქორწილი გვაქვს,იმედია მოხვალთ.
-არამგონია ასე შორს წამოვიდეთ,მაპატიე ლეო.
-არაუშავს ბონგი,ეგ არაფერი.
-ვუკი სად არის?პატარა როგორ არის?
-ვუკის დას ველაპარაკე,ვუკი ციხიდან გამოუშვეს,პატარა უკეთ არის და გამოჯანმრთელდება,კანადაში აპირებენ ცხოვრებას.
-კარგია,მიხარია.
-კარგი აბა დროებით ბონგი.
-წარმატებები ლეო,ჰესუ მომიკითხე.

-მოხვედი?(ბონგის დედა)
-დედა კარგად ხარ?უკვე ამდგარხარ და ფორმაშიც ხარ-აათვალიერ-ჩაათვალიერა სუილა.
-წამოდი დავსხდეთ.
სუილამ ბონგის ყველაფერი უამბო.
-რაა?ძალიან მიხარია ასე რომ მოხდა,ძალიან.ბიძიას უნდა გადავუხადო მადლობა.
-მამაშენმა უკვე გადაუხადა მადლობა და ფულსაც მალე გაუგზავნის.ჰო მართლა ბონგი,ამ საღამოს წვეულება გვაქვს და იუნჯე და ჰიუნაც დაპატიჟე.
-წვეულება?რა მაგარია,მიყვარს წვეულებები.მათ სტუმარი ყავთ შეიძლება ისიც წამოვიდეს?
-რათქმაუნდა,ამაზე უარს როგორ ვიტყვი.
-კარგი მაშინ მოვემზადები და წავალ.
-კარგი.
ბონგის უფრო მეტი იმედი ჰქონდა იმისა რომ იუნჯე შეიყვარებდა.
-ამ საღამოს შემიყვარებ,გპირდები იუნჯე-საყვარლად გაიცინა ბონგიმ.
ჩაიცვა ლურჯი,მოტკეცილი შარვალი,შავი მაისური,ბალენსიაგას მოსასხამი და ჰიუნასთან წავიდა.

-პატარა,ადექი-ჰიუნას ოთახის კარებთან იდგა დემი.
-რახდება?-ადგა ახალგაღვიძებული ჰიუნა.
-რახდება?უკვე დილის 12 საათია და სამსახურში არ უნდა წახვიდე?
-აუუ დამავიწყდა-ბუზღუნით ადგა ჰიუნა და სააბაზანოში შევიდა.
-საყვარელი-გაიღიმა დემიმ.
სააბაზანოდან გამოდის ჰიუნა.
-ჩემი ჯაგრისი სად არის?-თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
-რას დაკუნტრუშობ ახალგაღვიძებული ქათამივით?-იცინის დემი.
-მე ვარ ქათამი?ღმერთო ჩემო!ძალიან ნერვების მომშლელი ხარ!დილაადრიან რომ ამდგარხარ ეკალი ხომ არ გაგირჭვეს საჯდომში?-იცინის ჰიუნაც შემდეგ კი დემის უახლოვდება და თვალებში
უყურებს.
-ვინ ხარ?-სახე დაუსევდიანდა.
-უცხოპლანეტელი რომელიც შვიდი წელია შენთან შეხვედრას ელოდა,უცხოპლანეტელი რომელსაც შვიდი წელია სიგიჟემდე უყვარხარ,უცხოპლანეტელი რომელსაც შენსგარდა არავინ უნდა!-გაიფიქრა
დემიმ,თუმცა დემის ფიქრები ჰიუნას არ ესმის.დემი არაფერს ამბობს და ოთახიდან გადის.
-შენ საერთოდ არ ფიქრობ?-მიაძახა ჰიუნამ.
-ჰო მართლა-მოიხედა დემიმ.-ჩემს ფიქრებს შენ ვერასდროს გაიგებ,უბრალოდ არ შეგიძლია-ოთახიდან გადის.
ჰიუნამ ბალიში აიღო ხელში და დაუმიზნა მაგრამ ხელი დაწია და საწოლზე ჩამოჯდა.
-დედა,მენატრები დე,ძალიან მჭირდები-თვალები აუცრემლიანდა შემდეგ კი უფროსთან დარეკა.
-რამდენიმე დღე ვერ მოვალ აჯუსი.
-რატომ ვერ მოხვალ?
-ახლა ცოტა პრობლემები მაქვს.
-კარგი,გასაგებია ჰიუნა...ერთი კვირა.
-მადლობა.
იუნჯე სამზარეულოში შედის და კვერცხს წვამს,დემიც მასთან მიდის.
-დედაჩემი ბოლოს როდის ნახე?(იუნჯე)
-სანამ მოვიდოდი ამ პლანეტაზე სულ ვხედავდი.
-ნეტავ მეც შემეძლოს მისი ნახვა-თქვა იუნჯემ და ოთახში ბონგი შემოვარდა.
-როგორ ხარ დემი(ბონგი)
-კარგად პატარა,შენ?-გადაკოცნეს ერთმანეთი და შემდეგ ხელების მისალმება დაიწყეს,რაღაც ჩქარი და დამაბნეველი.
-როდის მოასწარით?-ცალი წარბი აწია იუნჯემ,ბონგიმ აათვალიერ-ჩაათვალიერა და ჰიუნას ოთახში წავიდა.
-ვჭამოთ მოდი-შემწვარი კვერცხი მაგიდაზე დადო იუნჯემ.
-გოგონებს არ დაველოდოთ?(დემი)
-თვითონ გაიკეთებენ რამეს.
იუნჯე და დემი მაგიდასთან დასხდნენ.
-ჰიუნაა...-ოთახში შევიდა ბონგი.
-გისმენ საყვარელოო...
ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
-ამ ბოლო დროს ყველაფერი ისე აირია რო ერთად არ გვისაუბრია წესიერად
-ხოო მართალი ხარ ჰიუნა,მოდი ცოტა ვისაუბროთ.
ბონგიმ ჰიუნას უთხრა რომ ვუკის დისშვილი კარგადაა და თვითონ ვუკიც კარგად გრძნობს თავს.
-კარგია,ძალიან მიხარია-გაიღიმა ჰიუნამ.
-გული გტკივა ვიცი.(ბონგი)
-გული მტკივა?მართალი ხარ,სრულებით მართალი,დედა მენატრება ესაა მიზეზი და თან ბედნიერი ვარ,ძალიან ბედნიერი რომ დედა კარგადაა.
-მართალიხარ ჰიუნა მაგრამ მე ვუკზე გესაუბრები,არ მოგწონდა?
-სიმართლე გითხრა ბონგი,მე მას მხოლოდ მეგობრული თვალით ვუყურებდი,მე ის არ მიყვარდა და ალბათ არც მომწონდა.იცი რა?დიდად არც დამწყდა გული რომ ვუკთან ურთიერთობა
დავასრულე და ალბათ იმიტომ რომ მე ვუკით არც ვიყავი დაინტერესებული.მე ერთი გოგონა ვარ რომელსაც უბრალოდ სიყვარული უნდოდა,ვუკმა იმის შემდეგ რაც გაიგო რომ ფიქრები მესმოდა
ჩემზე ყველაფერს კარგს ფიქრობდა,მეც შევცდი და ავყევი.ვუკთან ყოფნისას გული ხშირად არ მიჩქარდებოდა,ნუუ ერთი სიტყვით კარგიცაა რომ ჩემი ცხოვრებიდან წავიდა.-ამ დროს კარებთან
დემი იდგა,გოგონები უყურადღებოდ არ დატოვა და დასაძახებლად წამოვიდა მაგრამ ღიმილიანი სახით ისევ მაგიდასთან დაბრუნდა.
-რამოხდა?არუნდათ?-კითხულობს იუნჯე და თან სადილობს.
-არა უბრალოდ...-იღიმის დემი.
-რამოხდა?
-არაფერი დაივიწყე,მოვლენ მალე.
გოგონები საუბარს მორჩნენ და სამზარეულოში გავიდნენ.
-აიი ძროხები,როგორი მოთხლაშულები ზიან და ჭამენ ვითომ შემწვარ კვერცხს,ალუბალის მაკარონივთ რომ უდევთ წინ-სახე შეეცვალა ჰიუნას.
-კარგი რა გეყო ეხა-მეორე ნაჭერი პური ჩაიდო პირში და ბონგის მადიანად შეხედა იუნჯემ.
-ახლა სიტყვით გამოვდივარ,მისმინეთ!-ხმა აიმაღლა ჰიუნამ.
-დაიწყე(იუნჯე)
-მოკლედ,ამ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა მაგრამ მე ძალიან კარგად ვარ,ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ადამიანი რომელიც ზიანს მაყენებდა ანუ ვუკი,გავიგე რომ დედა ცოცხალია და თუნდაც
სხვა სამყაროში ცხოვრობს ის კარგადაა,ჩემთვის ეს საკმარისია,მოდით ცხოვრებით დავტკბეთ.და ერთი რამე მაინტერესებს ბატონო დემი,ფრენის გარდა კიდევ რამე შეგიძლია?
-როგორც გითხარი,წითლად ელავს როდესაც შენ რამე გიჭირს,სულ ესაა და ჩემს ფიქრებს ვერ გაიგებ როგორც ეს ჩვეულებრივ შეგიძლია.
-და მაინც და მაინც მე რატო?-იკითხა ჰიუნამ.
-შენ ისეთი საბრალო იყავი და საწყალი პირველად რომ დაგინახე,შენი დაცვის სურვილი მომინდა და ასე მოვითხოვე-გაიღიმა დემიმ.
-საწყალი და საბრალო იქნება ახლა რომ წამოვა ეს წვეტიანი ჩუსტი სახეში და რომ გაიტყლარწები აივნის ბოლოს მომაკვდავი ხბოსავით,შემეძლოს შენი ფიქრების მოსმენა ყველას ვეტყოდი რას ფიქრობ.
-ღნერთო რა ნერვები გაქვს ადამიანო?(დემი)
-ხო კარგი არგვინდა ჩხუბი-სახე შეიცვალა ჰიუნამ.-დღეს ბონგის სახლში წვეულება იმართება და რამე იყიდეთ და მოემზადეთ,ჩვენ კაბების შესაძენდა მივდივართ და გარეთ შევჭამთ რამეს.
-ჩვენი წამოსვლა აუცილებელია?-აბუზღუნდა იუნჯე.
-კი იუნჯე!ამ ფულით ამასაც უყიდე რამე-თავით მიანიშნა დემისკენ.
-მე საკმარისად მაქვს ფული-თვალი ჩაუკრა დემიმ.
-ჰიუნა მეც მაქვს ფული და არმინდა აიღე ეგ(იუნჯე)
-კარგი მაშინ ჩვენ წავედით,წვეულებაზე 6ზე წადით,ჩვენ მომზადება გვჭირდება და ცოტა გვიან მოვალთ,ასე რომ ადრე წადით უჩვენოდ.
-კარგი კარგი.(იუნჯე)
გოგონები ბინიდან გავიდნენ.
იუნჯე და დემი სახლში მარტო დარჩნენ.
-ისე კარგია რომ წვეულებაზე მივდივართ,ადრე ყოველთვის ვათვალიერებდი ადამიანების დღესასწაულებს ჩვენი პლანეტიდან და ყოველთვის მინდოდა რომ მეც წავსულიყავი-სიჩუმე დემიმ დაარღვია.
-წვეულებაზე არ დადიოდი?-გაუკვირდა იუნჯეს.
-არა,ადრე იყო წვეულებები მაგრამ ახალი თაობა თითქმის არ ვართ იმ პლანეტაზე და მე მარტო ხომ არ ავღნიშნავდი რამეს?
-ჰო?არვიცოდი,ცუდია-წყალი გადაჰკრა იუნჯემ.
-ლამაზი კაბა,ვარცხნილობა და მაკიჟი,მაგარია-მკვლელი ღიმილით ჩაიცინა დემიმ.
-რა?რას ბურტყუნებ?
-არაფერს,არაფერს იუნჯე.ისე სიმართლე რომ გითხრა...ცუდი ბიჭი ვიყავი.
-რას გულისხმობ?
-ყველას ვჩაგრავდი მაგრამ იცი რამოხდა?
-რა.
-ერთი გოგო ავიკვიატე,შევეჩვიე და ღმერთს ვთხოვე რომ მენახა,თუ ვნახავდი გამოვსწორდებოდი.
-ვინ გოგო?იმ პლანეტაზე ლამაზი გოგონებიც გყავთ?-ჩაიცინა იუნჯემ.
-შეიძლება ასეც ითქვას-წყალი ბოლომდე გადაჰკრა.-და შენ?ვინმე გიყვარს?
-მიყვარს?ხუმრობ?არა არავინ-და იუნჯემ თავის გონებაში ბონგი წარმოიდგინა და გაეღიმა მაგრამ მისი წუთიერი ბედნიერება რატომღაც სიბრაზემ შეცვალა.

-კარგი რა დედა,მე და ჰიუნა უკვე გამოვედით საყიდლებზე-ტელეფონზე საუბრობდა ბონგი.-კარგი,მაკიაჟს გავიკეთებთ მაშინ.
-რაო დედაშენმა?-გაკვირვებულმა იკითხა ჰიუნამ.
-შენ და ჰიუნას კაბები გამოგიწერეთ ერთნაირი და არაფერი არ იყიდოთო.
-მართლა?კარგია,შენ რას ბუზღუნებ მერე,არმოგწონს?
-არა!დედაჩემის გემოვნება ვიცი,ალბათ რამე საშინელებას გამოგვიგზავნის.
-გეყო ბონგი,წამო შევიდეთ და მაკიაჟი გავიკეთოთ მაინც.

-ქალბატონო სუილა,ეს მოსართავები მისაღებში დავდო?
-კი,ეს მისაღებში და სამზარეულოში შედი,მზარეულებს რამე ხომ არ სჭირდებათ.
-ახლავე.
ბონგის დედა სუილა სულმოუთქმელად ელოდა სტუმრებს.

საღამოს 6:00
-მენჯუნ ძმაო ყოჩაღ,მშვენიერი პიჯაკები გიშოვია.
დემი კი კართან მიყრდნობილიყო და ახალნაყიდი ტელეფონით თამაშობდა.
-დემი,იჩქარე.
-მოვდივარ.
-ეს ჩაიცვი.
-მეც რომ წამოვიდე?-აბუზღუნდა მენჯუნი.
-შენ ახლა სახლში წადი მენჯუნ-თვალი ჩაუკრა იუნჯემ.
-საშინელება ხარ.
-გმადლობ-იღიმის იუნჯე.
იუნჯემ მენჯუნს ცოტა ფული მისცა და გაუშვა.
-მზად ხარ?(იუნჯე)
-ჰო წავედით.
-ოჰოო,დღეს დაიბყრობ მთელს დარბაზს.
-შენც ძმაო-გაუცინა დემიმ.

-მობრძანდით,მობრძანდით-სახლში სტუმრებს იპატიჟებდა სუილა.
სანამ დიდი სახლი სტუმრებით აივსებოდა,ბონგი და ჰიუნა,ბონგის ოთახში ემზადებოდნენ.
-ცუდი გემოვნება?შენ მართლა არ ხარ კარგად.
-მართალი ხარ ჰიუნა,ეს კაბები საოცრებაა,ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდით.
-რა ლამაზი ხარ ჰიუნა.
-შენ ახალ გამოჩეკილ წიწილას გავხარ-დასცინა ჰიუნამ,მაგრამ რათქმაუნდა ხუმრობდა.
-ღმერთო,მე კომპლიმენტით განებივრებ და შენ?-გაიცინა ბონგიმ.
-დღეს იუნჯეს და შენ მშვენიერი ღამე გექნებათ-მაკიაჟს ისწორებს ჰიუნა.
-გაგიჟდი?საკუთარ სახლში?-იცინის ბონგი.
-ნუ პატარა კოცნა მაინც გექნებათ.
-მე კარგი და შენ?ვიცი რომ ვუკი მოგწონდა.
-მომწონდა?რეებს ბოდიალობ?
-შეიძლება სხვებს ატყუებ მაგრამ მე ბონგი ვარ,შენი დაქალი.
ჰიუნას მომღიმარი სახე დანაღვლიანდა.ჰიუნა იქვე ჩამოჯდა.
-ნუ კარგი,გულწრფელად გეტყვი,არ მიყვარდა...ან შეიძლება მიყვარდა,სიმართლე გითხრა არვიცი,რადგან ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არააქვს რადგან ახლა მასზე წარმოდგენა
შემეცვალა და აღარ მაინტერესებს.ამბობენ გოგონებს პირველ სიყვარულში არ უმართლებთო და ალბათ მეც ასე მომივიდა.
-ჰო ალბათ,დღეს უამრავი ბიჭი იქნება და შენი სილამაზით ნებისმიერს დაატყვევებ.
ჰიუნამ გაიღიმა.

-იუნჯე მოხვედით?რა კარგად გამოიყურებით.
-მადლობა სუილა.-გაუღიმა იუნჯემ.-ბონგი და ჰიუნა...
-ჰო ისინი მალე ჩამოვლენ(სუილა)
-გასაგებია(იუნჯე)
-რა ლამაზია აქაურობა(დემი)
-ხოო.
იუნჯე და დემი ერთ ადგილას იდგნენ და გოგონების საჯდომს იქით-აქეთ აყოლებდნენ თავს ერთდროულად,მერე ერთმანეთს შეხედავდნენ და ღია პირს ხურავდნენ.
-მიდი გაესაუბრე-უთხრა იუნჯემ დემის.
-არმინდა იუნჯე,ისე გულწრფელად გეტყვი.
-რას?
-იმას რომ ის გოგო ვინც მომხიბლა შენი დაა,ჰიუნა.ის იმიტომ ავირჩიე რომ მისი დაცვა მინდოდა იმიტომ რომ მიყვარს,დიდი ხანია.
-რაა?რატო არ ეუბნები?
-ყოველდღე ერთმანეთს ვკბენთ,არამგონია მოვწონდე.
-რაღაცას გაგიმხელ(იუნჯე)
-გისმენ.
-დიდი ხნით უყურე თვალებში და შეუყვარდები.
-ასე უბრალოდ?
-ჰო.
-სისულელეა,მაშინ ჩემს გარდა ბევრს შეიყვარებს.
-ჰიუნა სიყვარულის ერთგულია,თუ შეუყვარდა ბოლომდე მისი გახდება,ნუ ღელავ.(იუნჯე)
-კარგი.
-და კიდე...აეჭვიანე-ჩასჩურჩულა.
-ჰეი ბიჭი,საკმარისია.ჩემი სასიყვარულო ისტორია კარგად იცი,რჩევები არ მჭირდება,კოსტიუმი გაისწორა და სასმელის დასალევად გაექნანა.
-ბონგი სად არის-ფიქრობდა იუნჯე და ხელებს ერთმანეთზე ახახუნებდა.
დაახლოებით ერთი საათის უაზრო ლოდინის შემდეგ განათებული სახლი ჩაბნელადა და სუილამ თქვა:მივესალმოთ მერსელონის შთამომავალს კიმ ბონგის და მის საუკეთესო მეგობარს
და დაიკოს ჰიუნას.ჰიუნას და ბონგის ხელები ჰქონდათ ერთმანეთზე ჩაიკიდებული.
ერთნაირი თმა,ერთნაირი მაკიაჟი,ერთნაირი კაბა და ერთნაირი ფეხსაცმელი.გასწორებული თმა უკან გადაეწიათ და მადისამღვრძნელ ლავიწებს კარგად აჩენდენ მიუხედავად გაშლილი თმისა,
მსუბუქი მაკიაჟი მაგრამ არაამქვეყნიეური,ძალიან სუფთა და ლამაზი.ვერცხლისფერი კაბები ფეხებთან ჩაჭრილი,უკან ამოღებული და მხრებთან წვრილი ზოლით.შავი მაღალქუსლიანი და
ორი საოცრება.იუნჯეს თვალები გაუბრწყინდა ბონგის დანახვაზე და თქვა.
-სად ვეძებ სიყარულს,როდესაც იგი ჩემს წინ ტრიალებს-იუნჯეს თვალწინ წარმოუდგა ბონგისთან გატარებული თითოეული წამი,ის წუთებიც სულ რომ ჩხუბობდნენ,ის ხელში რომ აიყავანა,
ერთად რომ მუშაობდნენ და ასე შემდეგ.
-ღმერთო-თვალები გაუფართოვდა დემისაც და იქვე მდგომ მოსამსახურეს უთხრა.
-მიბწკინეთ რა.
-რა?-გაუკვრდა ამ კაცს და ცალი წარბი ზემოთ ასწია.
დემი ისევ მიაშტერდა ჰიუნას.
ცოტა ოდენი შუქის შემდეგ იქაურობა გაბრწყინდა და ახლა უკვე მკვეთრად შეგეძლოთ დაგენახათ ეს ციდან გადმოვარდნილი სილამაზეები.
გოგონებმა სხვებთან ერთად ცეკვა დაიწყეს და ერთობოდნენ.ჯერაც პირღია იყო დემი და იუნჯეს მიუახლოვდა.
-ხედავ?(დემი)
-ჰო ვხედავ-გაეღიმა იუჯეს.
-ბიჭებო რატომ არ ცეკვავთ?(სუილა)
-არაუშავს,ასე უფრო კომფორტულად ვართ.
-ღმერთო ჰორმონები...-ნერწყვი გადაყლაპა დემიმ.
-ახლა ცოტა წესიერად,ბოლოსდაბოლოს ჩემს დაზე საუბრობ.
-წადი ერთი.
იუნჯემ გაიღიმა მაგრამ ორივეს ეს ღიმილი წამში შეცვალა გაბრაზებამ როდესაც დაინახეს თუ როგორ ცეკვავდნენ ბონგი და ჰიუნა სხვა ბიჭებთან.
-ამათ უყურე ახლა(დემი)
-რამე მოიმოქმედე-უთხრა იუნჯემ.
-რაუნდა მოვიმოქმედო.
ჰიუნასთან ცეკვავდა ამერიკელი მარკი.
-კორეელი გოგონები ძალიან მომწონს,შენ ძალიან საყვარელი ხარ.(მარკი)
-მადლობა-მორცხვად გაუღიმა ჰიუნამ.
მარკი ცუდი ბიჭი აღმოჩნდა და ჰიუნას კაბის ჩახსნა გადაწყვიტა,ეს დემიმ დაინახა და წამში ჰიუნასთან გაჩნდა.
-სხვის შეყვარებულთან არ ცეკვავენ(დემი)
-ვინ ხარ?(მარკი)
-ჰიუნას შეყვარებული,ახლა მოხიე აქედან თუ არგინდა კოსმოსში გაფრენა ბებიაშენის ჩუსტებით.მარკი მალევე მოშორდა იქაურობას.
-ჩემი შეყვარებული როდიდან ხარ?
-ვიხუმრე არ შეიძლება?
-არ მიყვარს ასეთი ხუმრობები-ჰიუნა.
-მე კიდე ძალიან არ მომწონს რომ ასეთ ტიპებთან ერთად ხარ ხოლმე.
-აბა როგორ ტიპებთან ვიყო.
-მაგალითად ჩემნაირებთან.
-ღმერთმა დამიფაროს-ჩაიბურტყუნა ჰიუნამ.
-რა?(დემი)
-არაფერი.
-ვიცეკვოთ?-ხელი გაუწოდა დემიმ.
-არმინდა მადლობა,ჭამა მირჩევნია.
ჰიუნა წავიდა და დემიც უკან მიჰყვა.

-უკაცრავად,ნებას დამრთავთ?
-დიახ.
-იუნჯე?(ბონგი)
-გისმენ.
-აქ რაგინდა?-ჰკითხა ბონგიმ,თან ცეკვავდნენ ნელად.
-ცეკვა მომინდა და ნაცნობი მარტო შენხარ.
-დავიჯერო გერიდება?ნებისმიერ გოგოს დაკერავ წამებში.
-კარგი არგინდა.(იუნჯე)
-იუნჯე საყვარელო,ბონგი სიტყვით უნდა გამოვიდეს-გაუღიმა სუილამ.
-რა?რათქმაუნდა.
ჰიუნამ რამოდენიმე კექსი შეჭამა და ისევ მისაღებში გავიდა,დემი კი უკან დაჰყვებდოდა.
-მოდი აქ-ხელი ჰკრა იუნჯემ.
-რამოხდა.
-დავლიოთ და დავკეროთ.
იუნჯემ მხოლოდ ეს თქვა და დემი წაათრია.ბიჭებმა 8-8 ჭიქა კონიაკი დალიეს და გოგონებთან საცეკვაოდ წავიდნენ.რამდენიმე სიმღერა იცეკვეს და იუნჯემ ბონგი აივანზე გაიყვანა,დემიმ
კი ბონგის ოთახში,რადგან დემის ვითომ სასმელი გადაესხა და საპირფარეშოში უნდა შესულიყო,ამ დროს მოსამსახურე მოვიდა მაგრამ დემიმ უბწკინა და მოაკეტინდა ამიტომ ჰიუნა გაჰყვა.

-ბონგი,მიყვარხარ.
ასე უბრლოდ წარმოთქვა ეს სიტყვები.
-იუნჯე ნასვამი ხარ,იქნებ დაისვენო?
-არა არვარ ნასვამი,უფრო სწორედ ძალით დავლიე რომ ეს ცხრა ასოიანი სიტყვა შენთვის მეთქვა.
-რა?-თვალებიდან ცრემლები სდიოდია ბონგის.
-მითხარი რომ შენც...-იუნჯესაც ეტყობოდა მოწყენილობა და ისიც თითქმის ტიროდა.
-რა მეც?
-რომ...რომ გიყვარვარ და უჩემოდ არ შეგიძლია.
-ასეა,ასეა იუნჯე.მიყვარხარ ძალიან,ძალიან მიყვარხარ-ტირილი დაიწყო ბონგიმ და ძალიან მჭიდროდ მიეკრო იუნჯეს სხეულს.

-მოიშორე ლაქა?
-კი-ტანსაცმელს ისუფთავებდა დემი.
-კარგი წავიდეთ-მოტრიალდა ჰიუნა და დემიმ ხელები ჩასჭიდა.
-ჰიუნა...
-გისმენ-თვალები გაუფართოვდა ჰიუნას.
დემი ჰიუნასთან მივიდა და წელზე ხელი შემოჰხვია,ჰიუნას ესიამოვნა და თვალები დახუჭა,დემი ბაგეებს მიუახლოვდა მაგრამ გაიღიმა და ისევ მოსცილდა.
-წავიდეთ.
-სულ ეს იყო?-ჩაიბურტუნა ჰიუნამ.
-ისე დღეს ძალიან ლამაზი ხარ ქალბატონო.
-მადლობა-თმა ყურებში ჩაიტნია და გაიღიმა ჰიუნამ.
-წავედით?
-წავედით დემი.
დემი და ჰიუნა სტუმრებს შეერივნენ,ამასობაში იუნჯე და ბონგი სახლიდან გაიპარნენ და იუნჯეს ბინაში ავიდნენ.
-კარი მიხურე ბონგი.
-გამოფხიზლდი?
-როგორც ჩანს.
-იუნჯე,შენ...ის რაც მითხარი...
-ჰო ბონგი,მიყვარხარ,არაფერი არ თქვა.
-იმედია რამე ცუდს არ გავაკეთებთ.
-მაგალითად?-ჩაიცინა იუნჯემ.
-მაგალითად?არვიცი...იმას რასაც წყვილი აკეთებს.
-შეყვარებული წყვილი?მომწონს ეს სახელი,დღეიდან ჩვენც ხომ შეყვარებული წყვილი ვართ?
-ჰო ალბათ-გაეღიმა ბონგის.
-არა პატარავ-მიუახლოვდა ბონგის და თავისკენ მიიზიდა.
-რა არა.
-ბონგი მიყვარხარ,მინდა უბრალოდ ერთად ჩახუტებულებმა დავიძინოთ,სხვა არაფერი.
-კარგი.
-ბონგი იცი?იმ საღამოს ვარსკვლავს სიყვარული ჩავუთქვი და ეს სიყვარული თურმე დიდი ხანია ჩემს წინ ტრიალებს.
-მე იცი რა ჩავუთქვი?რომ ჯიუტ და უნამუსო იუნჯეს შევყარებოდი.
-ეს ვარსკვლავის გამო არაა,მე ადრეც მომწონდი უბრალოდ ალბათ ამის შესახებ მეც არ ვიცოდი ან დარწმუნებული არ ვიყავი.
-კარგი მოდი უბრალოდ ჩამეხუტე იუნჯე.
იუნჯე და ბონგი ერთმანეთს ეხუტებოდნენ,ბონგიმ პატარა ხელები შემოჰხვია იუნჯეს და ასე იდგნენ მისაღებში დიდი ხნით შემდეგ კი ოთახში შევიდნენ და საწოლზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ.

-არ პასუხობს?-იკითხა სუილამ.
-არა მაგრამ ყველაფერი რიგზეა-უპასუხა ჰიუნამ.
-ქალბატონო სუილა,იუნჯე გახდა ცუდად და ბონგი გაჰყვა მას,ახლა ჩვენც წავალთ-იცრუა დემიმ.
დემიმ ხელი ჩასჭიდა ჰიუნას და გარეთ გაიყვანა.
-იუნჯე ცუდად გახდა და არვიცი?-იკითხა ჰიუნამ.
-იუნჯე კარგადაა ჰიუნა,საქმე იმაშია რომ ის ბონგის სიყვარულში გამოუტყდა,აცადე გაერთონ.
-რაა?სიყვარულში გამოუტყდა?იუნჯე ბონგის?-ჰიუნას თვალები გაუბრწყინდა.
-მოდი ცოტახანი მარტო დავტოვოთ.
-მარტო რატო უნდა დავტოვოთ?იუნჯე მას ჯერ ხელს არ ახლებს ვიცი.
-ეგ რა შუაშია სულელო-თავზე ხელი წამოარტყა დემიმ.
-აბა რა იგულისხმე.
-მარტონი დავტოვოთქო.
-მოიცა ახლა შენ მე დამარტყი?-თვალები ააცეცა ჰიუნამ და დემის მიახტა.
ჰიუნა დემის თმებში სწვდა და სულ აუწეწა ისედაც აწეწილი თმა მერე კი ზურგზე შემოახტა და არ მოშორდა,თავში ურტყამდა და ფეხებს იქით-აქეთ "ისროდა"
-გეყოფა მომცილდი!-ყვიროდა დემი.
-აი ასე მატლის გროვავ!
რამდენიმე ხანში დემიმ ჰიუნა ხელში აიტაცა და პიცერიაში შეიყვანა.
-დამსვი სირცხვილია!-ყვიროდა ჰიუნა.
-მოკეტე რა!
-დამსვიიი,დამსვიიიი.
ყველანი მათ უყურებდა.
-რაიყო?უფასო წარმოდგენაა და არვიცი?რას მიყურებთ?-იქაურობას შეხედა და წასძახა დემიმ,შემდეგ კი მაგიდასთან დასხდნენ.
-ჭამე პიცა-დემიმ პიცა გაუწოდა.
-ვინმეს უთქვამს რომ საშინლად გიჟი ხარ?
-და შენთვის უთქვამს ვინმეს ძალიან სექსუალური ხარ?-თვალი ჩაუკრა დემიმ.
-გეყოფა ფლირტი,შენ ჩემნაირებს ვერასოდეს ვერ დაკერავ.-ყურებში თმა ჩაიტნია ჰიუნამ.
-უკვე დაგკერე.
-მოკეტე და ჭამე.
ჰიუნა და დემი მორჩნენ პიცის ჭამას და გარეთ გავიდნენ.
-დავიღალე-აბუზღუნდა ჰიუნა.
-მეც სხვათა შორის,ამხელა ტვირთის აწევის შემდეგ.
-ტვირთის?გინდა ახლა შუა გზაზე ისევ მოვაწყო ცირკი და გითრიო გოგოების საცვლებით?
-ცუდი არ იქნება.
-ასეთი სახით ნუ მიყურებ დემი.
-როგორი სახით?
-როგორი და...
-მე ასეთი სახე მაქვს-შეაწყვეტინა დემიმ და გაიღიმა.
დემიმ ჰიუნას ხელი ჩასჭიდა და იქვე კედელთან მიაყრდნო.
-გინდა გაკოცო?
-ასე პირდაპირ მეკითხები?-გაეღიმა ჰიუნას.
-პირდაპირობა კარგია,მე ასეთი ვარ.
-იცი?...სახლში....
დემი ჰიუნას ბაგეებს მიეყრდნო,ეს დიდი ხანი გაგრძელდა.
ჰიუნა და დემი დიდი ხნით კოცნიდნენ ერთმანეთს და ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ.
ჰიუნა და დემი ბინაში ისე ავიდნენ რომ ერთმანეთისთვის არაფერი არ უთქვამთ,ზოჯერ თუ შეხედავდნენ ერთმანეთს და მაშინაც ერთმანეთს უღიმოდნენ.
-მომწონს?-ფიქრობდა ჰიუნა.
-ამდენი წლის ლოდინის შემდეგ-ფიქრობდა დემი.
-მე ჩემს ოთახში გავალ(ჰიუნა)
-კარგი მე ტახტზე დავწვები-თმა აათამაშა დემიმ.
მთელი ღამე დემი ფიქრობდა ჰიუნაზე,ჰიუნა კი დემიზე და მის გამოჩენაზე თითოეულ წამს იხსენებდა და ეღიმებოდა.
ბონგის და იუნჯეს კი ტკბილად ეძინათ ჩახუტებულებს.

დილის 8:09.
ჰიუნა სამსახურიდან წამოვიდა,უფრო სწორედ გააგდეს და ამიტომ აღარ უწევდა დილით ადრე ადგომა მაგრამ მუცელში პეპლები დაფრიანვდნენ და დაძინება ვერ მოახერხა ამიტომაც სამზარეულოში გავიდა სადაც ვაშლის წვენს მიირთმევდა იუნჯეს პერანგში კომფორტულად მოწყობილი ბონგი.
-მოდი გოგო აქ!-ხელი სტაცა ბონგის და საკუთარ ოთახში შეიყვანა.
-რაიყო?-წვენიც თან გაიყოლა ბონგიმ და უფრთხილდებოდა რომ არ დასხმოდა.
-თქვენს შორის რამე მოხდა?რატომ ხარ ნახევრად ტიტველი?
-არა,არაფერი არ მომხდარა,დამშვიდდი.უბრალოდ ჩახუტებულებს გვეძინა,დღეს მუცელში პეპლების გამო ადრე გავიღვიძე და წყალი გადავივლე შედეგად იუნჯეს პერანგი აღმოჩნდა ჩემს ხელებში და ჩავიცვი შეყვარებულის პერანგი-საყვარლად გაუღიმა ჰიუნას.
-ვაუუ დაოო,რახდება?
ბონგი კი იღიმოდა და წვენს მიირთმევდა.
-შენ ასე ადრე არასდროს არ დგები რახდება?
-არაფერი ისეთი-გაწითლდა ჰიუნა და თავი დახარა.
-რაო რაო?რახდება?რაღაც გამოვტოვე?
-ვუმეე,იცი რამოხდა?წუხელ მე და დემიმ ვნებიანად ვაკოცეთ ერთანეთს.
-რაა???-გაოცდა ბონგი.-შენ ბიჭს უფლება მიეცი რომ შენთვის ეკოცნა?ვაუუ გამიკვრიდა.მაგარიაა გაგვიმართლა.
-უბრალოდ კოცნა იყო სხვა არაფერი,დაივიწყე.
-დავივიწყო?ამის დავიწყება ნუთუ შენ შეგიძლია?
-არვიცი ბონგი!არვიცი რამინდა და საერთოდ რახდება ამ ჩემს წყეულ ცხოვრებაში-სახე ჩამოუშვა ჰიუნამ.-ჰო მართლა წუხელ რამოხდა ყველაფერი მომიყევი უკლებლივ.
-აივანზე გამიყვანა....-ბონგიმ ჰიუნას ყველაფერი უამბო და ჰიუნა გაოცებული დარჩა,თან ძალიან უხაროდა.

ამასობაში დემიც ადგა და იუნჯეს ოთახში შხაპის მისაღებად გავიდა.
-შხაპი უნდა მივიღო,ადექი!
-რა?მძინავს მგონი ხო?
-კარგი რა!რა დაგაძინებს შეყვარებულიან ბიჭს.მე დამხედე წუხელ კი ვაკოცე მაგრამ ვერ ვუთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარს.
-აკოცე?ჩემს დას?-ხელის დასარტყამად გამოექანა და შეჩერდა-ცუდი არაა,ასე გააგრძელე აბა თუ დაკერავ.-გაიღიმა იუნჯემ.
-გადი ოთახიდან.
-კარგი წავედი,მალე მორჩი მეც უნდა ვიბანაო.

-ბონგი ახლა დავიბან და მისაღებში გადი-უთრა ჰიუნამ.
-კარგი.
ბონგი ტახტზე წამოწვა და ტელევიზორის ყურება დაიწყო,იუნჯეც იმ წამს გამოვიდა ოთახიდან და ბონგი შემაჩნია თუ არა გულმა საშინლად სწრაფად დაუწყო ცემა,ის გოგოს უკნიდან მიეპარა და ჩაეხუტა.
-აბა რასშვება ჩემი გასიებული?
-გასიებული თავი გაბია(ბონგი)
-ახლა არ დაიწყო თორე დაისჯები.
-არ დავიწყო?აბა გასიებულს რატო მეძახი?ტანწერწეტა ვარ გოგო...და რითი დამსჯი?
-გაინტერესებს?
-თან როგორ.
იუნჯემ ბონგის ხელები თავის ხელებში მოაქცია და ტახტზე ბონგი ქვემოთ მოიქცია და აკოცა.
ჰიუნა ოთახში გავიდა და ამის შემხედვარე ყვირილი მორთო.დამთხვევა იყო და ჰიუნას ყვირილის დროს დემის სააბაზანოში საპნები გადმოცვივდა კარადიდან,დემის მიწისძვრა ეგონა და პირსახოც მოკრული გავარდა მისაღებში და თან ყვიროდა.
მისაღებში გავარდა დემი და ჰიუნამ მზერა თავისი ძმიდან და ბონგიდან დემიზე გადაიტანა და ახლა ნახევრად ტიტველი ბიჭს შემხედვარე უფრო მეტად დაიწყო ყვირილი.
იუნჯემ ბონგის თვალები აუფარა რომ დემისთვის არ შეეხედა.
-დემი შედი ოთახში ძმაო-დასცინოდა იუნჯე.
დემიმ ყვირილი შეწყვიტა და სააბაზანოში შებრუნდა,ჰიუნა ცოტახანი გაკვირვებული იდგა შემდეგ კი ოთახისკენ შებრუნდა და იუნჯემ შეაჩერა.
-ლამაზად ჩაიცვი ჰიუნა.
-რატო?
-პიკნიკზე წავიდეთ.
-პიკნიკზე?არაფერი გითქვამს.-წამოხტა ბონგი.
-ჰო ახლა მომაფიქრდა,ხომ გინდათ?
-რათქმაუნდა-დაეთანხა ჰიუნა.-წავალ მოევმზადები და დემი რომ გამოვა მასაც უთხარი.
-ნუ გეშინია ისიც წამოვა-გაიცინა იუნჯემ.
-საერთოდაც რომ არ მეშინია.
ჰიუნა ოთახში შევიდა.
-მე სახლში წავალ და მოვემზადები,თან რამე ხილსაც წამოვიღებ.
-კარგი მოემზადე,ხილი არაა საჭირო ჩვენ წამოვიღებთ,მდინარეზე წავიდეთ.
-არა წამოვიღებ,ზედმეტი არ იქნება.
-შენს ტანსაცმელებს მე გამოგიტან(იუნჯე)
-მე ხელები არ მაქვს?
-იქ დემია-აბუზღუნდა იუნჯე.
-რა ეჭვიანი ხარ.
-სულაც არა,იქნებ ისევ ისე გამოვარდეს,მერე რას იზამ?
-ნუ სულელობ იუნჯე და თუ შეიძლება იჩქარე.
იუნჯემ ტანსაცმელები გამოიტანა.
-ჰო მართლა დღეიდან ჩემი გოგო ხარ და ზედმეტად ამოღებული რაღაცეები არ ჩაიცვა,გამომწვევები.ხომ იცი არ მიყვარს.
-კარგი-ჩაიცვა ბონგიმ და იუნჯეს აკოცა.
-წავედი.
-დროებით.
ამასობაში დემიც გამოვიდა.
-წადი იბანავე,მე მოვრჩი.
-დემი მდინარეზე მივდივართ და შესაბამისად ჩაიცვი.
-კარგი მაგრამ ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტეთ?
-რა არგინდა?
-არა როგორ არმინდა.(დემი)
-ჰოდა მოემზადე.
-მე ისედაც მზად ვარ,ჰიუნა ხომ მოდის?-გაიღიმა დემიმ.
იუნჯემ არაფერი არ თქვა უბრალოდ გაიცინა.ცოტახანში ჰიუნა გამოვიდა,აჭრელებული,წითელი მთლიანი კაბით,თეთრი კეტებით და გაშლილ თმაზე წითელი ბანტით.სახეზე მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა და საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა.
დემი ჰიუნას დიდი ხანი შეჰყურებდა და თან ახსენდებოდა გუშინდელი ჯადოსნური კოცნა.
-ლამაზი ხარ!-ამოღერღა დემიმ.
-ჰმმმ...შენ არა!-ენა გამოუყო ჰიუნამ და მაცივრიდან წვენი გადმოიღო.
ამასობაში იუნჯეც გამოვიდა.
-აბა მზად ხართ?-იკითხა იუნჯემ.
-კი,ბონგი სად არის?(ჰიუნა)
-სახლში,უნდა გამოიცვალოს,გავუაროთ.(იუნჯე)
-ძალიან კარგი,მაშინ წავედით(დემი)
დემიმ ჰიუნას შეხედა,თვალები თვალებში გაუყარეს მაგრამ მზერა ისევ სხვაზე გადაიტანეს.
-ჰიუნა,წვენი და რამე ტკბილი წამოიღე თან ბევრი,საღამომდე დავრჩებით.
-მდინარე შორსაა?-იკითხა ჰიუნამ.
-ჩათვალე პიკნიკზე კი არა ლაშქრობაზე მივდივართ.
-ერთხელ პიკნიკიო ერთხელ ლაშქრობაო,რა ჯანდაბაა მთავრობა ხარ თუ პრეზიდენტი ასე მალე რო იცვლი აზრს?-ჩაიცინა დემიმ.
-ვაიმე რა სულელია!-შუბლზე ხელი წამოირტყა ჰიუნამ.
ჰიუნამ ცოტა ხანში მოამზადა ტკბილეული,წვენი,ხორცი,სოსისი და პური.
იუნჯემ მანქანა ითხოვა ადგილიდან სადაც მუშაობს.ბონგის სახლში მიაკითხეს,აი ბონგიც გამოვიდა,ვარდისფერი სადა,მთლიანი კაბით,შავი კეტებითა და აწეულ თმაზე შავი ბანტით.ჰიუნასავით მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და ხელში კალათი ეჭირა სადაც ხილი,ბოსტნეული და პურფუნთუშეული ედო.ბონგიც შეუერთდა ბავშვებს და იუნჯეს გვერდით წინ დაჯდა,იუნჯე საჭესთან იჯდა.
მთელი გზა სიმღერები ჰქონდათ ჩართული,ძალიან მაღალ ხმაზე,ჰიუნა და დემი ერთმანეთს ხშირად უყურებდნენ და ეღიმებოდათ.
დიდი ხნის "მოძრაობის" შემდეგ მივიდნენ მთასთან ახლოს,ძალიან მაღალი ადგილი იყო,ჰაერიც ძლიერი და ცივი იყო,ბინგიმ და ჰიუნამ თავშალები გადმოიცვეს და იქაურობას ათვალიერებდნენ.
-აბა როგორ მოგწონთ?-იკითხა იუნჯემ.
-აქაურობა მართლა ძალიან მაგარია!-თქვა ბონგიმ და იუნჯეს აკოცა.
მაღალ ადგილას გაფინეს დიდი წინსაფარი და კალათიდან საჭმელი გადმოიტანეს:ვაშლი,ბანანი,ატამი,კიტრი,პომიდორი,ტკბილი ქადები,სოსისი,ხორცი პური,წვენები და კიდევ ბევრი რამ.
იუნჯე და ბონგი ერთად ისხდნენ,ჰიუნა და დემი ერთად...
-ყველაფერი ძალიან გემრიელია!-წამოიძახა იუნჯემ და თან ჭამდა.
-ჰოო,მეც მომოწონს საჭმელიც და გარემოც!-დაეთანხმა ბონგი.
-ჰიუნა,მარილი მომაწოდე რა!-დემიმ ხელით მიუთითა მარილისკენ.
-ვერახარ შენ?! ბანანს ჭამ და მარილი რაში გინდა?-გაეცინა ჰიუნას.
ეს უბრალოდ მიზეზი იყო რომ ჰიუნას გამოსაუბრებოდა.
-ახლა,მთაზე ავიდეთ,მანქანას და საჭმელს აქ დავტოვებთ და საღამოს დავბრუნდებით ისევ!(იუნჯე)
ბონგიმ და ჰიუნამ აალაგეს პატარა მაგიდა,ამ დროს ბიჭებს თბილი მოსასხამები გამოჰქონდათ მანქანიდან.
-წავედით!-დაიყვირა დემიმ.
ბავშვები ტყეში შევიდნენ,მოსაღამოვდა და არემარე საზარელი ხმები ისმოდა.
ბონგის იუნჯეს ხელი ეჭირა და ერთი წამითაც არ შორდებოდა მას,ჰიუნა დემის გვერდით მიდიოდა მაგრამ სრცხვენოდა ხელის მოკიდება,წამს როდესაც მგლის ხმა შემოესმა დაიყვირა
-დეემიიი!-და დემის ხელი დაიჭრა.
ბიჭს გაეცინა და თან მოეწონა რომ ჰიუნას ეშინოდა.
-დავბრუნდეთ?-იკითხა იუნჯემ.
-არა მოიცა,კარგად ვერთობი-გაიცინა დემიმ.
-კარგად ერთობი?!-მხარზე ხელი დაარტყა ჰიუნამ-მე მხოლოდ მაგიტო ჩაგკიდე ხელი რო მეშინია...
-ვიცი ჰიუნა-დემიმ ისევ იცინოდა.
უკან დაბრუნებისას ბონგის ფეხი გადაუბრუნდა...
-იუნჯე! (ბონგი)
-რამოხდა?კარგად ხარ? (იუნჯე)
-ფეხი...ფეხი დამიბრუნდა და მტკივა.
იუნჯემ ბონგი ხელში აიყვანა და მთელი გზა ასე მოჰყავდა,ჰიუნას კი დემის ხელი ისევ ეჭირა.
შეუაღამე იყო,დაბრუნებისას იუნჯემ მანქანაში სიმღრები ჩართო და უკვე კარგად მოსიარულე ბონგის ცეკვა შესთავაზა,ჰიუნა იჯდა და გულით ელოდა როდის სთხოვდა ცეკვას დემი.
ცოტახანში დემიც მივიდა ჰიუნასთან.
-ჰეი ძროხა!ცეკვა მაინც შეგიძლია?-იცინოდა დემი.
-რა არ შემიძლია?! გგონია არ შემიძლია?! წამოდი!
ჰიუნა დემის მკლავებს დაეყრდნო და ასე დიდი ხანი შეჰყურებდნენ ერთმანეთს,იუნჯეს თბილი მზერა ბონგიზე დიდი ხანი არ გაგრძელდა იმიტომ რომ მათ უკვე ერთმანეთის კოცნა დაიწყეს.
-არ გაიხედო-გაუღიმა დემიმ ჰიუნას.
ჰიუნამ გაიხედა და უცებ დემის შეხედა.
ცოტახანში დემი მანქანაში ჩაჯდა და უყურებდა ხან შეყვარებულ წყვილს,ხშირად კი თვალი ჰიუნასკენ მიურბოდა რომელიც მთის წვერზე იჯდა.
დემიმ იუნჯეს და ბონგის შეხედა შემდეგ ჰიუნას და გოგო ვეღარ დაინახა,უცებ წითლად გაანათა,ეს იმას ნიშნავდა რომ ჰიუნას რაღავ უჭირდა.
-ჰიუნა!-დაიყვირა მან და მიირბინა იმ ადგილას სადაც ის იჯდა.
ბონგიმ და იუნჯემ ქვემოთ გადაიხედეს,ჰიუნა გადავარდა,ქვემოთ შავი მდინარე იყო,საკმაოდ ღრმა და საშიში თევზებით!
დემიმ დაუფიქრებლად გაიხადა ზედა რომ ფრთებს ეშრიალათ და გადახტა.
იუნჯე საშინლად გაბრაზებული იყო და ღრიალებდა რომ დას ვერ ეხმარებოდა,ხან ბონგისთან მივიდოდა და აწყნარებდა.ცოტახანში ფრთების შრიალის ხმა მოისმა და დემი ამოვიდა ჰიუნათ ხელში.იუნჯეს თვალები გაუბრწყინდა.
-აქ დააწვინე!მოიყვანე!(იუნჯე)
ჰიუნა გონს მოვიდა.
-ისევ შენ გადამარჩინე?!-ამოღერღა მან.
-კარგად ხარ ჰიუნა?!(დემი)
-მე კი,შენ?ფრთები როგორ გაქვს?-წამოდგა ჰიუნა.
ამოსვლისას დემიმ მთას გაარტყა ფრთა და ერთი ნაწილი მოსტყდა,საშინლად სტკიოდა ისე რომ ყვირილიც უნდოდა მაგრამ ითმენდა.
-არაფერია,არ მტკივა,ხშირად მომსვლია.
ჰიუნა დემის ჩაეხუტა.
-მიყვარხარ-უთხრა დემიმ და ტირილი დაიწყო.
-მეც,მეც ძალიან მიყვარხარ.
-ჩემი ძროხუნია-გაეცინა დემის.
-აქ რაამბავი ყოფილა?-გაეცინა იუნჯესაც.
-ჰიუნა,დემი გიყვარდა და არმითხარი?-გაუვირდა ბონგის მაგრამ უხაროდა.
ჰიუნა და დემი ასე ჩახუტებულები იყვნენ მთელი ღამე,დილამდე სულ ასე ეძინათ,ბონგის და იუნჯეს მანქანაში ეძინათ.
ასეთი დღის გამო გადაწყვიტეს სახლში დაბრუნებულიყვნენ.
ყველანი მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ წავიდნენ.დემიხ მხარზე სიწითლე ეტყობოდა მაგრამ ფარავდა.

ორი დღის შემდეგ...
ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა,იუნჯე მუშაობდა,ქირასაც იხდიდა,დემიც მასთან მუშაობდა.ბონგი და ჰიუნა კი სახლში იყვნენ.ბიჭების დაბრუნებისთანავე ხან კლუბში,ხან კაფეში ხან კინოში მიდიოდნენ,დემის და ჰიუნას ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ,მათი დაშორება თვით ღმერთსაც არ შეეძლო,ჰიუნას დიდი სიყვარულის სჯეროდა და ოცნებაც აუხდა,მიხვდა რომ ცხოვრებამ მას დემი უბოძა და სხვა არავინ.
კვირა დღე იყო,9:00-საათი,დემი და იუნჯე ისვენებდნენ.ბავშვები მაგიდასთან ისხდნენ და საუბროდნენ.
-იუნჯეს დამდვილი სიყვარულის არ სჯეროდა-თქვა ჰიუნამ და თან იცინოდა.
იუნჯემ ბონგის შეხედა.
-რა სისულელეა-თქვა იუნჯემ.
-გახსოვს ის დღე?
ისე, მე ოთხი შეყვარებული მყავდა,იმის მიუხედავად რომ 18-ის ვარ.
-მერე რა.
-შენ 21-ის ხარ და ჯერ ერთი შეყვარებულიც არ გყოლია-ჩაიცინა იუნჯემ.
-მე ყველას არ ვენდობი.მინდა რომ,ვიპოვო ის ერთადერთი,რომელიც...
-მე გავაგრძელებ ჰიუნა,რომელიც მთელს თავის ცხოვრებას შენ მოგიძღვნის- დასცინა იუნჯემ.
-რა გაცინებს,რა.
-არ არსებობს ადამიანი რომელიც,მეორე ნახევარს მთელ თავის ცხოვრებას დაუთმობს,ნამდვილი სიყვარულის ნუ გჯერა!
-სულაც არა,დაგიმტკიცებ რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს.
-კი მახსოვს,მერე რა მთავარია შვეცდი.
-ჰიუნა შენ იცი რომ დემის 15 წელია მოსწონხარ?(იუნჯე)
-კი ვიცი,დემი მიყვებოდა წუხელ.(ჰიუნა)
ყველაფერი კარგად მიდიოდა როცა დემის წერილი გაუჩნდა ხელში.
-ღმერთო ეს ....ეს როგორ მოხდა-წამოხტა ჰიუნა.
-დაწყნარდით,ეს ჩვენი პლანეტიდან მომივიდა.
დემიმ წერილი გახსნა.
-რა წერია?(ჰიუნა_
დემიმ სახე ჩამოუშვა.
-რაწერიათქო,არგამაგიჟო,ცუდია რამე?!(ჰიუნა)
-წერია,რომ ჩემი დედამიწაზე ყოფნის დრო ამოიწურა,ჩემი მიზანი იყო დედათქვენის შესახებ მეთქვა,რომ ის ბედნიერია და დამეცავით,სხვა არაფერი.წერია რომ არმაქვს აქ დარჩენის უფლება და ამ საღამოს სავსემთვარეობისას აივანზე უნდა დავდგე რომ მომაგნონ და გავქრები.
-რააა?ეს უსამართლობააა?ეს არშეიძლებაა?მეცც შენთან ერთად წამოვალ დემი,ოღონდაც ეს არაა დეეემიიი-მუხლებში ჩაიკეცა ჰიუნა,დემი მას ვერ ამხნევებდა და თვითონაც ტიროდა.
-ანუუ ვეღარ გნახავ?(ჰიუნა)
-მე ხოლოდ ერთხელ შემიძლია დედამიწაზე დარჩენა.(დემი)
ბონგიმ ჰიუნა გულში ჩაიკრა.
-გამოსავალი ყოველთვის არსებობს,ვიფიქროთ,ჰიუნა ადექი და ყველაფერი კარად იქნება,გამოსავალს ვიპოვით.-თქვა იუნჯემ.
-მიკვირს ჰიუნა როგორ შეგიყვარდი?
ჰიუნა წამოდგა.
ადამიანი რომელიც ჩემი ბედია და თვალებში დიდხანს შემომხედავს,ვიყვარებ.
-ასე უბრალოდ?მაშინ შენ სხვისი შეყვრებაც შეგიძლია.
-არა დემი!შენ პირველი ხარ და შენი გადაყვარება არ შემიძლია!
დემის იუნჯეს სიტყვები გაახსენდა:-იმას რომ ის გოგო ვინც მომხიბლა შენი დაა,ჰიუნა.ის იმიტომ ავირჩიე რომ მისი დაცვა მინდოდა იმიტომ რომ მიყვარს,დიდი ხანია.
-რაა?რატო არ ეუბნები?(იუნჯე)
-ყოველდღე ერთმანეთს ვკბენთ,არამგონია მოვწონდე.
-რაღაცას გაგიმხელ(იუნჯე)
-გისმენ.
-დიდი ხნით უყურე თვალებში და შეუყვარდები.
-ასე უბრალოდ?
-მე ვიცი გამოსავალი!-ცრემლები მოიწმინდა და წამოდგა ჰიუნა.
-რა გამოსავალი?-იკითხა დემიმ.
-შენ ხომ მითხარი რომ შეიძლება ჩემი სიკვდილის შემდეგ იქნებ ადამიანებივით არ მოვკვდე და ჩვენს პლანეტაზე მივიდე?
-ჰიუნა!აზრადაც არ გაივლო!ეს როგორ თქვი?! გაგიჟდი?! მეც მაგიჟებ!მე ვთქვი შესაძლოა...შესაძლოა ადამიანებივით უბრალოდ მოკვდე!გეყო და ასეთებზე ნუ ფიქრობ!
-გაგიჟდი?!შესაძლოა ბოლოჯერ გხედავ!
-ჩემი ბრალია!არ უნდა შეგყვარებოდი!-თქვა დემიმ.
-რას ამბობ?! არმჯერა რომ ბოლოჯერ ვხედავ დემის,არმჯერა!
-დაშვიდდი ჰიუნა!-ამშვიდებდა ბონგი.
ჰიუნა წამოხტა და აივანიდან გადახტა...დემის დაზიანებული ფრთის გამო ფრენა ვერ შეეძლო,ვერ შეეძლო მაგრამ ისიც გადახტა...გადახტა და ჩახუტებულები დაშვნენ ქვემოთ!მათი სიცოცხლე გადაიკვეთა როგორც ადამიანისა და უცხოპლენტის.შესაძოა ჰიუნა მომკვდარიყო და დემი არ ენახა,მან სიყვარულისთვის თავი გასწირა.
იუნჯე და ბონგი ყვირილით გაექანნენ ქვემოთ მაგრამ სხეულები აღარ იყო,არე მარე სიმშვიდე სუფევდა,არავინ არაფერს ამბობდა.
-უკაცრავად,გოგო და ბიჭი ხომ არ გინახავთ?!-ტირილით იკითხა იუნჯემ.
ყველა პასუხობდა რომ არა.
-მოიცა,დემი და ჰიუნა კი არ მომკვდარა,პლანეტაზე გაემგზავრნენ,აი ამიტომ არ არის მათი სხეულები აქ!ესეიგი ჰიუნა დაბრუნდა,ის დედას ნახავს!
იმ ღამით იუნჯე თავს იმშვიდებდა რომ ჰიუნა პლანეტაზე იყო და თან ტიროდა.ბონგიც ტიროდა იმიტომ რომ აწი ვერასოდეს ვერ ნახავდა დაქალს,ცხარედ ტიროდა,ეს სიკვდილის ტოლფასი იყო,თან ათვლიერებდა ფოტოებსა და ჰიუნას ნივთებს.
იუნჯეს ხელში წერილი გაჩნდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ,დედა ვნახე,ისიც ბედნიერია,მე და დემიც ძალიან გახარებულები ვართ,აქაურობა არ მოგვწონს,ქორწინების უფლებას არ გვაძლევენ,შენც თუ მოხვალ დედამიწაზე დავბრუნდებით,ხუთი წლის შემდეგ,ვიცი ბონგის დატოვება არ შეგიძლია მაგრამ ყველასთვის ასე ჯობია,ხუთ წელიწადში დედამიწაზე დავბრუნდებით,ბონგის კი მერე ნახავ,უცხოპლანეტელები აღარ ვიქნებით,არც დემი,არც შენ არც მე და არც დედა!დაფიქრდი!
იუნჯემ წერილი სიხარულით წაიკითხა და ბონგისთან მიდიოდა რომელიც იატაკზე იწვა გულწასული: სასოწარკვეთილობა
ტკივილი
ტირილი
საავადმყოფო
ექიმები
ნემსები
............
ნერვიულობა
სიმსივნე...
სიკვდილი...
-ბონგის დიდი ხანია სიმსივნე აქვს,ამ ბოლო მოვლენამ და ჰიუნას "სიკვდილმა" იმოქმედა!
იუნჯე დაეცა და ტიროდა,ყვიროდა,იხსენებდა ძველ დროს,ყველა მომენტს.
.......იუნჯესთვის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა.
თეთრი კაბით შეიმოსა გარდაცვლილი ბონგი,საყვარელი ბონგი,ბონგი რომელიც თითოეულ ჩვენგანს უყვარდა,ბონგი რომელმაც მკითხველს თავი შეაყვარა,ბონგი რომელმაც ჯიუტ იუნჯესაც შეაყვარა თავი...
მოკრძალებულ კუბოში ჩაასვენეს ბონგი რომელსაც ხელში ფოტო ეკავა,სადაც იუნჯე ბონგი და ჰიუნა არიან.მისი პატარა თითები შეკუმშულიყო,მაგრად ეჭირა ფოტო,ფეხები ბროლივით კუბოში სწორად ელაგა და გარეთ თეთრი კაბა აქათქათებდა მის ისედაც ძალიან თეთრ კანის ფერს,თვალები დახუჭული ჰქონდა,ტუჩები შეკუმშული და გაშავებული,მისი კურნოსა ცხვირი კი აღარ სუნთქავდა...
დაკრძალვაზე ლეო და ვუკიც იყვნენ!
რამოდენიმე დღეში იუნჯე მაღალი სართულებიდან გადმოხტა.
ხუთი წელი თავის პლანეტაზე ცხოვრობდნენ,ჰიუნა განადურებული იყო,დემიც...
ხუთი წლის შემდეგ დაიწყო ადამიანური ცხოვრება,იუნჯემ ბევრჯერ სცადა როგორც ადამიანმა მაგრამ ვერ მოახრერხა,დიდი ხანი ფსიქიატრიულში იწვა,წლობით იხსენებდა ბონგის მომღიმარ სახესა და ბოლოს მის თვალებს,თვალებს რომელიც ძალიან უყვარდა,8 წლის განმავლობაში დღე არ გასულა რომ იუნჯეს არ ეტირა,მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა გოგოსთან რომელიც ფსიქიატრიულში გაიცნო,მხიარული იყო და ბონგის ძალიან ჰგავდა,ლისამ ვერ შეძლო დაეკავებინა ბონგის ადგილი,იუნჯეს ლისა არასოდეს ჰყვარებია თუმცა უყვარდა თავისი შვილი რომელსაც ბონგი დაარქვა...ლისა წინააღმდეგი არ იყო რომ იუნჯეს ბონგი უყვარდა,იუნჯე ისევ და ისევ ყოველდღე ტიროდა,მისი ოთახი აჭრელებული იყო ბონგის სურათებით...
ჰიუნაც განიცდიდა ბონგის ამბავს,ყოველდღე იხსენებდა მას,მაგრამ დრომ ტკივვილს სძლია...ჰიუნა ძალიან ბედნიერი იყო წარსულით და მომავლით,მას უკვე აღარ სტკიოდა,მართალია ჰიუნა უშვილო იყო მაგრამ დემისთან ერთად ბედნიერად ცოხვრობდა,დემის ის ძალიან უყვარდა.ჰიუნა პატარა ბონგის ზრდიდა,ეხმარებოდა ლისას და ძამიკოს...იუნჯესთვის სიკვდილი გამოსავალი იყო მაგრამ უკვე პატარა ბონგის ვერ ტოვებდა...
და დიდ სახლში ცხოვრობდნენ იუნჯე,ლისა,დემი,სუნი,ჰიუნა პატარა ბონგი....და ბონგის მოგონებები...

-ბონგი,შეგიძლია სურვილი შენც ჩაუთქვა.
-ტყუილად არ აუხდება-გაეცინა იუნჯეს.

ბონგი:არვიცი ვარსკვლავო ამისრულებ თუ არა ამ სურვილს მაგრამ გთხოვ რომ იუნჯეს შევუყვარდე.



ძალიან კარგი იტო, ყოჩაღ

 


№2  offline წევრი daiena

ვაუუ კარგიიყო????კითხვის დროს რამდენიმე დორამა ამომიტივტივდა თავში ????ბოლოს ცრემლებიც კი გადმომცვივდა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent