ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო?
ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? და ირონიით მოსცვია სახე. მიპასუხია:"გამოვიარო?! თუ ეს უბრალოდ არს შენი მახე?!" ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? ვერ იკავებდა საცოდავ სიცილს. მითქვამს: "ეგ გული დღეს "გაგიხარო"? თუ ხვალ შეხვდები სულიერ სიკვდილს?!" ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? და ირონიით შეხედა მთვარეს. "გსურს ლექსებისთვის ხვალ გავიპარო?" ვთქვი და შევხედე ჩემს მდელოს მწვანეს. ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? მოუსროლია ერთერთი ლექსი. ვუთხარი: "გინდა, რომ აღიარო, გსურს ნარკოტიკი, სასმელი, სექსი?!" ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? და მწარე სილა გაუწნავს ჩემთვის. გსურს, რომ სახელი მე დამისვარო?! ვერ იზამ სანამ გული მას ეტრფის. ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? უსურვებია მას ჩემთვის წყევლა. გსურს ჩემი თავი შენთვის დავხარო?! არა! შენს სურვილს მოჰყვება ელვა. ვიღაცას უთქვამს, პოეტი ხარო? და ირონიით მოსცვია სახე. მიპასუხია:"გამოვიარო?! თუ ეს უბრალოდ არს შენი მახე?!" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.