შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს შესახებ (2-თავი)


15-04-2019, 15:38
ავტორი ხმელიძე
ნანახია 1 090

კიბეზე სწრაფად ჩავირბინე.კარებიდან რომ გავედი ელენა დავინახე გზას მიშტერებოდა
-დილამშვიდობის საყვარელო ელენა
უცბად გამოველაპარაკე.ხმას არ მცემს ისევ გზისკენ იყურება
-ელენა!კარგად ხარ?
-ოჰ,ანასტასია გისმენ რამე მითხარი?
-დილამშვიდობის მეთქი მაგრამ არც კი შემოგიხედავს ჩემსკენ
-მაპატიე,გათიშული ვარ
-კარგი არაუშავს,სხვადროს ვისაუბროთ
-ისევ აგვიანებ სამსახურში ჰომ?
-რავქნა -დავეკრიჭე და სწრაფი ნაბიჯებით გავაგრძელე გზა.
საკმარისად რომ გავცდი სახლს ისევ მივიხედე უკან და ის ისევ გზას მიშტერებოდა.
ჩიტების ჭიკ-ჭიკის ხმა მესმის.გარშემო კი ჩიტი არსადაა.ხმა ჩემი ჩანთიდან მოდის.უიჰ ჩემი მობილური,ის ისევ განუწყვეტლად რეკავს ისევ ალექსია.ამჯერად ვპასუხობ
-ალექსს
-ისევ აგვიანებ ?
-როგორ ფიქრობ შენ?-მკვახედ ვუპასუხე.
-აგვიანებ.
-რაზე მირეკავდი გისმენ,დილიდან არ გაგიჩერებია ჩემი მობილური
-გუშინ ჩემთან რაღაც დაგრჩა და ვიფიქრე შევახსენებთქო.იმიტომ რომ არ დაგიძებნია და არც მოგიკითხია
-შენთან?მოიცა შენთან როდის ვიყავი?
-ესეც ასე!ანასტასიას არაფერი ახსოვს!გუშინ ბევრი დავლიეთ მაგის ბრალია
-მე გუშინ მთვრალი ვიყავი?
-ოოოო საყვარელო ანასტასია იმაზე მეტად გათხლეშილი იყავი ვიდრე შენ გგონია.
ამასობაში ავტობუსის გაჩერებაზე მივედი და ავტობუსიც მოვიდა.კარები გაიღო და ავედი მძღოლს ნაზად ვუღიმი ის კი ხელის აწევით მესალმება.საუბარს ვაგრძელებ
-ალექს სიმართლე გითხრა არაფერი მახსოვს,ისიც კი არ მახსოვს რომ ნასვამი ვიყავი
-კი მაგრამ პახმელია იცი რა ხილია?
-როგორც ჩანს არა-ვთქვი და ჩავიცინე.
-კარგი საღამოს გნახავ და მოგიყვები ყველაფერსს

მობილური გავთიშე და ჩანთაში ჩავაგდე.მთელი გზა ვფიქრობდი რა შეიძლება დამრჩენოდა ალექსანდრესთან?ან საერთოდ რა შეილება მომხდარიყო გუშინ,იქნებ საერთოდ ტყუილია და არც კი ვყოფილვარ ნასვამი.
საკუთარ თავს უფრო ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი-რატომ მომატყუებდა ალექსი?ეს,ეს რომ სიმართლე იყოს მერე?ღმერთო რა სირცხვილია!თვალებში როგორ უნდა შევხედო მას!რას იფიქრებს ჩემზე?!მაგრამ ვაი როგორ მომწონს!მომწონს კიარა მას შემდეგ რაც ერთად ვივახშმეთ შემიყვარდა.
ავტობუსი გაჩერდა და ისევ გამაწყვეტინეს ფიქრები.
მძღოლმა დამიძახა მაგრამ მე ვერ გამიგია შემდეგ უკანიდან ვიღაც ბიჭმა ხელით სცადა ჩემი ამ ქვეყნად დაბრუნება და გამოუვიდა კიდევაც.
ყველა გაკვირვებული მიყურებდა ფული გადავიხადე ბარათით და ჩამოვედი ავტობუსიდან მძღოლს კი მადლობა გადავუხადე.
არეული ვიყავი არ ვიცოდი რა მეფიქრა დიდი ხანი შენობის წინ ვიდექი და ვფიქრობდი,ეს ის შენობაა რომელშიც მე ვმუშაობ და რომლის საშუალებითაც ვცხოვრობ იქ სადაც არც მცივა და არ მშია.
ნიავმა დაუბერა და ცოტა გონს მოვედი საათს დავხედე და უფრო დამიგვიანებია ამჯერად ნამდვილად გამომაგდებენ!
შენობაში შევდივარ სადაც ჯერ მცველი ბიჭები მხვდება შავებში ჩაცმულები მათ ვესალმები და გზას ვაგრძელებ.მეორე სართულზე ავდივარ და აქ უკვე ერთმანეთში ირევა ლამაზი ქალბატონები რომელთაც მოდურად ჩაუცვამთ და მაკიაჟიც ლამაზად გაუკეთებიათ.უცბად ლუკა მიახლოვდება და მეუბნება
-სასწრაფოდ გიბარებენ ამდენი ხანი სად ხარ?
-ისევ ჩამეძინა ლუ რავქნა ბოდიში
-მე კი გაპატიებ მაგრამ დირექტორი რას იზამს არვიცი!
გზა გავაგრძელე და ოთახს ვუახლოვდები საიდანაც არც ისე კარგი აურა მოდის,ტანში მცრის ,ვნერვიულობ,მეშინია რას მეტყვის უფროსი გამანთავისუფლებს თუ არა ამავდროულად ალექსანდრე!მასზე ფიქრები თავს არ მანებეებენ.კარებს ვაღებ და შევდივარ ოთახი მდიდრულად არის მოწყობილი აქ თუ მოხვდებით მაშინვე მიხვდებით რომ ამ ოთახის ბინადარს მოგზაურობა ძალიან უყვარს.კედელზე სხვადასხვა ქვეყნის ულამაზესი ხედების ფოტოებია,საქართველოს კუთხეებსაც დაინახავთ მათი ფოტოები კედელზეა და ა.შ...
-ანასტასია ასე არშეილება რამდენჯერ უნდა დააგვიანო?
-მაპატიეთ ეს აღარ განმეორდება ოღონდ ახლა ნუ გამანთავისუფლებთ ძალიან გთხოვთ.
-იცი კიდევ კაი რამე შედარებით სერიოზულს არ აკეთებ თორემ ყველაფერს წყალში ჩამიყრიდი!-ხმაში ოდნავ სიბრაზე შევნიშნე
-მე,მე უბრალოდ ყავის ან ნებისმიერი რაიმის მოტანა მევალება რასაც თქვენ მოითხოვთ-თავი დავხარე სინანულის ნიშნად.
-იცოდე ეს საბოლოო გაფრთხილება იყოს და მორჩაა!იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ მაგრამ მეტს ვეღარ გაპატიებ კარგი?
-კარგით ბატონო ლევან მე გავალ და მივხედავ ჩემს საქმეს.
-დიახ თუ შეიძლება
ნაზი ნაბიჯები გადმოვდგი და კარები გავაღე ოთახიდან გამოვედი და კარები ფრთხილად მოვიხურე.ამოვისუნთქე.
-ანასტასია ცოცხალი ხარ?-ლუს ხმა მესმის და თან მიახლოვდება.იცინის.
-კი ცოცხალი ვარ.შენს ჯინზე მაინც არ გავუგდივარ-სიცილით ვუთხარი-არა მეტს მართლა აღარ დავაგვიანებ!ეს სამსახური რომ დავკარგო ჩათვალე მალე მოვკვდები!
-რატომ?
-იმიტომ ლუ.ეს სამსახური შენი დახმარებით ვიშოვე შენც ხომ იცი რომ არსად მიმიღეს სამუშაოდ არა?
-ახლა მხოლოდ ლამაზი ქალები არიან მოთხოვნადები-წარბების აწევით და დაფშვნეტილი თვალებით შემომხედა
-ოჰ!შენი დედაც!დარწმუნებული ხარ?-თავზე ხელი გადავისვი.
-როდის იყო ვცდებოდი?
-ზუსტად ეგაა უბედურება რომ არასოდეს შემცდარხარ.
-კარგი .მიდი ყავა მესიამოვნებოდა გამიკეთე რა-საწყალი თვალებით შემომხედა
-რა საჭიროა ეგეთი მზერა,ჩემი მოვალეობა ისედაც ეგაა ლუ.
-მიყვარხარ!
-ვიფიქრებ-თავ აწეულმა ვუპასუხე და ჩემი ლოყების ფოსოები გამოვკვეთე.
-სამაგიეროს ელოდე ანსს.
ლუს ყავა გავუკეთე და ისევ გუშინდელ საღამოზე დავიწყე ფიქრი.თავში ათასი ფიქრები მიტრიალებდა.ყავა მივუტანე ლუს და მის მაგიდაზე დავუდე იქვე თავისუფალი ადგილი დავინახე და ჩამოვჯექი
-ოჰ ბატონო ისე დაიღალეთ შეისვენეთ ცოდო ხართ-მის სიტყვებში ირონია იგრძნობოდა
-ოჰჰ ლუუ.
საათს დავხედე 08:34
ტუჩები წინ გამოვწიე წარბები შევკარი
მოვიღუშე
-რაიყო ჯერ არ მოსულხარ და უკვე გაქცევაზე ფიქრობ?
-გუშინ რაღაც მოხდა.მაგრამ არ ვიცი რა
-კარები მიხურე და გააგრძელე მოყოლა-თავისი გორგოლაჭიანი სავარძელით ჩემსკენ გამოსრიალდა ნაზად.-გისმენ ანს
-დილას ალექსანდრემ დამირეკა და მითხრა რომ მასთან გუშინ რაღაც დამრჩა მე კი არც კი მომიკითხავს
-აჰაამ,მერე კამაზო?
-ალბად ლამაზო გინდოდა გეთქვა ხომ?
-არა.რაც გითხარი ის მინდოდა მეთქვა.გააგრძელე მერე?პრობლემას რა ქმნის?
-ისიც მითხრა რომ გუშინ მთვრალი ვიყავით და მე საუბედუროდ იმაზე მეტი დამილევია ვიდრე შენ ახლა წარმოგიდგენია ლუ.
-ჯანდაბა თქვენ რა ერთად იწექით?
-არვიცი ლუ!და ეგეთ რაღაცებს ნუ მეუბნები მრცხვენია!ჰო ხედავ როგორ ვწითლდები.შეგეცოდო რა
ლუმ მის მკერდზე დამადებინა თავი,ჩამიხუტა და შუბლზე მაკოცა.
-არ ინერვიულო ჩემო ლოყებ ჩხვლეტია ლამაზო.ყველაფერს გაარკვევ და მორჩები ნერვიულობას.
-რა კარგია რომ ჩემთან ხარ ლუ-იმაზე მაგრად ჩავეხუტე ვიდრე აქამდე ვიყავით.
დრო სამსახურში ასე თუ ისე მალე გავიდა.წამოსასვლელად მოვემზადე და ჩემი ჩანთა ავიღე რომელშიც როგორც გითხარით ვაჭარს ვგავარ.
შენობიდან გამოსვლისას ბიჭებს დავემშვიდობე.ავტობუსს აღარ დაველოდე ფეხით გასეირნება ვარჩიე
ნაუშნიკების მოსმენა გადავწყვიტე,ჩანთაში ვეძებდი ნაუშნიკებს როცა ჩემს წინს მდგომი მაღალი შავ პალტოში გამოწყობილი ბიჭი შევნიშნე.ნაუშნიკები ვიპოვე,ჩანთა სწრაფად დავხურე ქურდი მეგონა.ზედმეტად ახლოს მედგა და შემეშინდა.ჩემსკენ მოდიოდა უფრო შევშინდი.რა უნდა უნდოდეს ჩემგან შავებში ჩაცმულ მამაკაცს სრულიად უცხოს?ნწ არც არაფერი ალბად ვინმეში ვეშლები.
გზა გავაგრძელე ნაუშნიკების ყურებში გარჭობას ვაპირებდი როცა ვიღაცის შემაშინებლად ბოხი ხმა მომესმა
-იმედია არავისთან გითქვამს
-უკაცრავად
...



№1  offline წევრი scooby doo pa pa

ოპააა დაიძაბა სიტუაცია
ველოდები ახალს მალე თორემ რომლებსაც ველოდები არ დებენ რააა

 


№2 სტუმარი სტუმარი კესო

ძალიან მომწონს რატომღაც საინტერესოა გააგრძელე

 


№3  offline წევრი ხმელიძე

სტუმარი კესო
ძალიან მომწონს რატომღაც საინტერესოა გააგრძელე

ახალი დაიდება 10-წუთში

scooby doo pa pa
ოპააა დაიძაბა სიტუაცია
ველოდები ახალს მალე თორემ რომლებსაც ველოდები არ დებენ რააა

10-წუთში ჩემო კარგო დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent