შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ!" 2


16-04-2019, 11:54
ნანახია 1 290

სტუდენტური ცხოვრების პირველი თვეები ერთმანეთზე სწრაფად გავიდა. ხანდახან მეჩვენება, რომ დროის აღვირი დიდი ხანია ნებას მივუშვი, ან ხელიდან დამისხლტა და ვეღარადა ვეღარ ვაკონტროლებ. 3 თვე ისე გავიდა ჩემი საიდუმლო მეზობლისთვის ერთხელაც არ მომიკრავს თვალი. სამაგიეროდ საღამოობით შოპენის ფონზე ორივე აივანზე ვისვენებდით, ის სიგარეტში პოულობდა შვებას, მე მუსიკაში, მგონი რაღაცით ვგავდით კიდეც ერთმანეთს. ანდაც, იქნებ მინახავს კიდეც, კიბეებზე ჩარბენისას იქნებ მხარიც გამიკრავს მისთვის, მაგრამ როგორ უნდა მეცნო, მე ხომ ერთხელაც არ მყავდა ნანახი, არც ხმა გამეგონა აქამდე მისი, მე მარტო სიგარეტის და სუნამოს სუნით ვცნობდი, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ერთმანეთში იყო შეზავებული. ბედთან თამაში არასდროს მიყვარდა, ახლაც უბრალოდ დინებას მივყევი...
... ერთ არაფრით გამორჩეულ დილას, როცა ნაგვის შეკვრებმა სამზარეულოს ფართობის თითმის მესამედი სრულ ოკუპაციაში მოაქციეს, თმა სახელდახელოდ შევიკარი და კიბეებზე დავეშვი, სადარბაზოდან რიგიანად გასულიც არ ვიყავი ვიღაცამ ჩემი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენა.(ღმერთმანი, რა ბანალური იქნებოდა დილაადრიან, ნაგვის შეკვრებთან ერთად სიკვდილი). დამუხრუჭების საზიზღარმა ხმამ მაიძულა ხელები ყურებზე ამეფარებინა. შემეშინდა. გაძეგლებული ვიდექი და მინიმუმ ბოდიშს ველოდი... ჰჰჰ! ნურას უკაცრავად, რა ბოდიში, რომელი ბოდიში, მანქანიდანაც არ იკადრა გადმოსვლა. სამაგიეროდ ისე გამიღიმა, იფიქრებდით ჩემთან ერთად ამოუვიდა პირველი კბილიო.
-თავდაჯერებული იდიოტი! მართვის მოწმობის აღებას ოფთალმოლოგთან წასულიყო, სათვალეს მაინც დაუნიშნავდა,-ავბურდღუნდი ჩემთვის და გზა, ვითომც არაფერი, ისე გავაგრძელე.როცა გავიაზრე, შიშზე მეტად წყენა და იმედაცრუება ვიგრძენი, საერთოდ ვერ მოვიხიბლე ახალი მეზობლების სტუმართმოყვარეობით. მაგრამ ეს ჩემს "აივნის მეგობარს" არ ეხებოდა, რაღა თქმა უნდა.
ეს დღე უნივერსიტეტში მძიმე დღედ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი იყო ჩვენ დილიდან საღამომდე ვსწავლობდით, უნივერსიტეტის ყველაზე უკაცრიელ კორპუსებში. წარმოიდგინეთ, რამდენად დაღლილი უნდა იყო, რომ მეტროს ხმაური და ჯაყჯაყი საამურად მოგეჩვენოს. მე კი მეჩვენებოდა. სუპერმარკეტში გაბრუებულმა შევაგროვე ვახშმისთვის საჭირო პროდუქტები და პარკებით ხელში სახლისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოს რომ მოვუახლობდი შვება ვიგრძენი, ორგანიზმში დამალული ენერგია გარეთ გამოძვრა და სახლის დანახვაზე ახლიდან დავიბადე, ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი საწოლს და ბალიშს სიზმრად მოვუყვებოდი მთელი დღის ამბებს.
მაგრამ რად გინდათ?! ვინ გაცდის?! ცოტაც და ისევ მანქანის საქარე მინაზე აღმოვჩნდი კინაღამ! ფეხებთან ძალიან ახლოს გამიჩერდა მანქანა. ისევ ეს დაბნეულობა! ისევ ეს მოუხერხებლობა! -ყოჩაღ, ლილიანა, მხოლოდ შენ შეგიძლია ერთ დღეში ორჯერ ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა!-შიგნიდან მგესლავდა ცინიკოსი მე, მანამ სანამ თვალები ფარებს არ მოვაშორე და მანქანიდან იგივე მომღიმარი სახე არ დავინახე,რომელიც დილით, თანაც მხრებაჩეჩილი. ნერვებმა მიმტყუნა, ბრაზმა ამიტაცა და ისე ამომატარა კიბეები ვერ მივხვდი მისაღებში როგორ აღმოვჩნდი.
-ეს რა დამთხვევაა?! თანაც ასეთი? თანაც ამდენი?! ბედი დამცინის თუ ბედისწერა?! - გაცეცხლებულმა გავიარე თითქმის ერთი კილომეტრი ოთახში. დამთხვებებს კიდევ აიტანდა კაცი, ყველაზე უფრო ის მაცოფებდა, რომ არ ლაპარაკობა, ბოდიშიც კი არ უთქვამსს! დავიჯერო მუნჯია?? თვითკმაყოფილი მუნჯი??! - ბოდიშებს და ახსნა-განმარებებს ცივილური ადამიანები იძლევიან ძვირფასო, ამ შემთხვევაში კი ფაქტია, საქმე გაუვალი ჯუნგლებიდან გამოქცეულ ველურთან გაქვს- ჩემს დამშვიდებას ცდილობდა რომელიღაცა, შედარებით გაწონასწორებული მე.
მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო,ჩემი დაბნეულობა და რაღაც ძალები, რომელთაც აშკარად კარგი იუმორის გრძნობა აქვთ ამით არ მორჩებოდნენ ჩემს წვალებას.როცა საცხოვრებლად ოჯახისგან განმარტოვებით გადმოვდიოდი დაახლოებით გააზრებული მქონდა ეს ყველაფერი.(თუმცა ავტოკატასტროფებზე არასდროს მიფიქრია, რატომღაც).ვიცოდი, წინ უამრავი ასეთი პრობლემა მელოდა, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და აივანზე გავიყვანე????...
მომდევნო კვირა სასწავლებელში პრეზენტაციების კვირა იყო. რომ იცოდეთ, არც ისე მარტივია წარმოაჩინო საკუთარი თავი უცხო გარემოში, უცხო საგანსა და თემაზე საუბრის დროს.მით უფრო, თუ არავისთვის არაფრის დამტკიცების სურვილი არ გაქვს. სკოლაში წინა მერხის გოგო ვიყო, თითით საჩვენებელიც და თითის დაქნევით დასატუქსიც. სწავლა ჩემი სუსტი მხარე არასდროს ყოფილა, მაგრამ შატალოების ორგანიზებასა და მასწავლებლების გამაიმუნებაში კიდევ უფრო ძლიერი ვიყავი. თუ ჩემ პირველ დამრიგებელს დავუჯერებთ მასწავლებლებს ან ძალიან ცელქი ბავშვები ამახსოვრდებათ ან ჭკვიანებიო, მისივე თქმით მე სამუდამოდ დავრჩებოდი მათ გონებაში ორივე მიზეზის გამო. (ცოტა რამ საკუთარი თავის ქება-დიდებიდან)
სტრესს და დაღლილობას უსაშველო სიცხეც დაემატა.მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვარიანი შემოდგომა იყო არადა არ აგრილდა. +ამას ჩვევაში გადასული აზრს მოკლებული ჩხუბი ტრანსპორტში. ვიღაცას ვიღაცის დგომი აღიზიანებს, ვიღაცას მზერა. ახალგაზრდა ქალბატონი იმიტომაა სასოწარკვეთილი, რომ მასზე მაქსიმუმ 5 წლით ახლგაზრდამ მასზე ოსტატურად მოიპოვა ადგილი მეტროში და ახლა აღარ იცის ბრაზისგან გაბერილმა რა ან ვინ გაბურღოს მზერით. როგორ მეზიზღება ეს წებოვანი სტერეოტიპი, "ახალგაზრდებმა ადგილი უნდა დაუთმონ უფროსებს”, მძულს, რომ ამ თავაზიანი ჟესტისგან ვალდებულებით გაჟღენთილი სტიგმაღა დარჩა. ხანდახან ისე მეწებება ხოლმე ეს დოგმები სულზე, გულზე, გონებაზე, ლამისაა ვიყვირო. ლამისაა მთელი ხმით ვიღრიალო, რომ ახალგაზრდებსაც გვაქვს უფლება დაღლილები ვიყოთ და თავისუფალ სკამზე გაბედულად დავსხდეთ. თითქმის 1 საათი გავატარე ამ ფრონტის წინა ხაზზე და აი, შემდეგი ჩემი გაჩერებაა. ავტობუსიდან ჩამოვხტი და ენერგიის უკანასკნელი ნამცეცების გროვება დავიწყე, იქნებ მეყოს და სახლამდე მიმიყვანოს. კიბეებზე ძალაგამოცლილი, ზლაზვნით ავდივარ და რეალურივით ვგრხნობ რა სასიამოვნოდ გრილა სახლში... როგორ ვიცილებ ტანიდან მთელი დღის ნაცვამ ტანსაცმელს და ნელთბილ, სურნელოვან წყალში ვწვები. მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ქალაქის სევდა, სიამაყე და ცრურწმენები რომ ჩამოვიბანო სხეულიდან...
ნეტარებისგან შემაჟრჟოლა...
აი, ბოლო საფეხურიც კიბისა, ვგრძნობ როგორ მოვარგე გასაღები საკეტს, თითქმის სახეში მცემს სახლის სიგრილე, ახლა გასაღებს გადავატრიალებ და მორჩა, შინ ვარ... მაგრამ, მოიცაა, გასაღები არ მოძრაობსს. ოცნებიდან პირდაპირ სადარბაზოს უსწორმასწორო იატაკზე დავენარცხე. გასაღები ჩაიჭედა! იმედგაცრუებისგან მთელი შიგნეული ამეწვა. თუმცა ეს ჩემს ჯიუტ გასაღებს არაფრად ადარდებს. აი ასე, უბრალოდ გაიჭედა. გაასმაგებული მოთმინებით ვეცადე პანიკას არ ავყოლოდი.
ათასჯერ მაინც ვცადე, ვეჯაჯგურე, ვუყვირე, ფეხები ვუბაკუნე, ვთხოვე, ვემუდარე, მაგრამ უშედეგოდ! ადგილიდან არ იძვროდა!
თვალები მდუღარე სითხით ამევსო, ის იყო ვაპირებდი გულიანად მექვითინა აქვე, როცა ჩემმა ალტერ ეგომ გენიალური ფაქტი ამომიტივტივა გონებაში-"ქალბატონი წინა მეზობელი", ქერა თმითა და სანდო ღიმილით. გადმოსვლისთანავე შემთხვევით რომ გავიცანი. მისი სიტყვებიც მკაფიოდ გამახსენდა, "დამიკაკუნე, რაც არ უნდა დაგჭირდეს". თითქოს გავცოცხლდი! ამ სიტყვების გახსენებამ ფრთები შემასხა, ისევ მომესმა ჩემი სააბაზანოდან წყლის საამური ჩუხჩუხი და კარზე გაჯგიმულმა დავაკაკუნე. პასუხი არ იყო, კიდევ და კიდევ ვცადე, თუმცა ისევ არაფერი, ვიდექი და ჯიუტად ვურტყამდი მუშტებს რკინის კარს, თუმცა აშკარა იყო, სახლი ცარიელი იყო. "ქალბატონი დახმარება" შინ არ იყო. ახლა კი ნამდვილად მიმტყუნა ნერვებმა, კართან ჩავჯექი, ზურგით მივეყრდენი და თავი ხელებში ჩავმალე და მოწოლილ ცრემლებს ვებრძოდი. თან შეუჩერებლად ვკიცხავდი საკუთარ თავს, დამოუკიდებლად ცხოვრების პირველსავე დღეებში ამდენი იმედგაცრუება რომ ვიწვნიე. ჩემ თავთან ჩხუბში ისე ვიყავი გართული ვერც კი გავიგე თავზე ვიღაც როგორ წამომადგა. სიგარეტის ნაცნობმა სუნმა თავი მაღლა ამაწევინა და რას ვხედავ -ჯანდაბა! ამას აქ რა ჯანდაბა უნდაა! ეს რაა ჩემი უბედურების თილისმაა??-გავიფიქრე გულში და ბრაზი ვერ დავმალე- ჩემ წინ "ბატონი ავტოკატასტროფა იდგა", ისევ იმ სულელურად მომღიმარი გამომეტყველებითა და ასე ნაცნობი, თითქმის ახლობელი სურნელით.



№1  offline წევრი scooby doo pa pa

ვაიმეეეეეეეეეე რა მაგრად წერ ნეტა იცოდეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent