შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(3)


16-04-2019, 22:00
ავტორი kesane123
ნანახია 1 648

აპრილიც მოვიდა. სახლში იყო, გარეთ იხედებოდა და 9 თვის უნახავ არემარეს სიყვარულით და სიხარულით სავსე არემარეს. ხელშ ყავა ეჭირა და თავი ყველაზე სუფთა ადამიანი ეგონა რადგან მთლიანად გაიწმინდა ნარკოტიკისგან და მხოლოდ ერთი ნარკოტიკი რჩებოდა მის სისხლში, სახელად ლილე. მის მწვანე თვალებს შეხედა რომელიც ისევ ამშვენებდა კედელს და გაეღიმა, კარზე ზარი გაისმა და ისიც კარისკენ წავიდა. მონატრებული ძმაკაცების დანახვისას თვალზე ცრემლი მოადგა და ორივეს გადაეხვია მაგრამ რაღაც მაინც აკლდა მის სამეგობროს, მთელი 5 ადამიანი.
-მოგვენატრე.-უთხრა ნიკუშამ დამხარზე ხელი დაჰკრა.
-მეც მომენატრეთ.
-როგორ შეიცვალე ბიჭო.-გადაპარსულ თავზე ხელი მოუთათუნა მიშომ.
-მოგამტვრევ ბიჭო მაგ ხელს.-სიცილით სეუღრინა დემეტრემაც.
-აბა როდის იწყებ?-იკითხა მიშომ და წარბებ აუთამაშა.
-უკვე დავიწყე.
-ლანა?
-ხვალ მივალ.-გაუღიმა და მწვანე თვალებს ისევ შეხედა.
-იოანეს ისევ გონია რომ ის შენ მოკალი მარა ენატრები ჰოიცი?
-ვიცი.-თავი დახარა და გაეღიმა.
-ჩვენ შენთან ვართ ჰოიცი?
-ვიცი.-ორივეს გადაეხვია და ისევ ფანჯარასთან დადგა და ნაწვიმარ გზას გახედა.იოანე რომ მიხვდებოდეს, იოანემ რომ თავის თავისნათქვამობა მოიშოროს, იოანე რომ ამდენად თავაწეული ყეყეჩი და ამაყი არ იყოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა იცით? ბევრი დააშავა! ჯერ იყო და ძმაკაცი დაადანაშაულა ნათესავის სიკვდილში, მერე ბიჭებს არჩევანი გააკეთებინა. ცუდი ადამიანი არ არის მაგრამ გონება ხშირად ებინდება ხოლმე და ეს ღუპავს. მართას იმედი უნდა გვქონდეს, მართაც ხომ ჟღენტია?!
ლილე სამსახურში იყო, ფანჯრიდან უყურებდა ნაწვიმარ ქალაქს და სხეულში სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა. ისევ რეკლამისთვის კარგი ადგილების და სლოგანის შერჩევას შეუდგა როცა ოთახში მისი სტაჟიორი თანამშრომელი შევარდა. გაეღიმა მის ცქმუტვაზე და ბოლოს უკვე მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-დიკო რამის თქმა გინდა?-გაეცინა გოგოს გაბრწყინებულ თვალებზე.
-გოგო იცი ვინ ჩამოვიდა?-სიცილით კითხა.
-ვინ დაუბრუნდა ბედკრულ სამშობლოს?-გაეცინა.
-დემეტრე დაეშქელიანი.-დიკომ თქვა თუარა რღმად ამოისუნთქა ლილეს კი სახიდან ღიმილი წაეშალა.
-როდის?-ჰკითხა და ჩაახველა ხმის გასაწმენდად.
-გუშინ საღამოს.
-შენ საინდან იცნობ? რამე გაკავშრებს მასთან?
-არა გოგო რაუნდა მაკავშირებდეს, უდაოდ სექსბომბა ბიჭია მაგრამ მე უკვე მყავს ჩემი ცისფერთვალება.
-კოსტას დაუმუშავებიხარ.-გაიცინა.
-გავედი მე აბა უფროსო.-გადაიკისკისა დიკომ.
-დეაკოს უთხარი შემოვიდეს კაი?
-არის უფროსო.-დიკო გავიდა და დეაკო შევარდა ელვის სისწრაფით.-იცოდი რო ჩამოვიდა?
-არა გოგო აბა საიდან? ნიკუშა კარგახანია არმინახავს. მეც ახლა გავიგე წეღან დიკომ მითხრა.
-კოსტასთანაა.-გაეცინა ლილეს და საათს შეხედა.-დავიშალეთ, გვიანია უკვე.-თქვა და მისი ტელეფონი აწკრიალდა, ანდრია იყო.-გისმენ.
-დაბლა ვარ ჩამო და გაგიყვან სახლში.
-დეაკოსთან მივდივარ.-დეასთან ერთად შევიდა ლიფტში და ანდრიას გაუთიშა.-ანდრია წაგვიყვანს.
-აუ კაი რააა.-ამოიოხრა დეაკომ.
-თავი ამაყად გეჭიროს ჩემი გველი ძმა რამეს მიქარავს და არ აყვე ან მწარე უთხარი რამე გაიგე?
-უფფ კარგი ჰოო.-ბუზღუნით მიიყვანა დეა მანქანამდე და ჩაჯდომისთანავე ძმას ლოყაზე აკოცა.-გამარჯობა.-მორცხვად უთხრა დეამ და ფანჯარაში გაიხედა.
-გამარჯობა.-გველურადგაიცინა ანდრიამ და მანქანა დაძრა.
-მიკვირს დაცვას არ მიყენებ.-ირონიულად უთხრა ლილემ.
-საჭირო თუ იქნება აუცილებლად.-გაუღიმა და ისევ გზას გახედა.-ლანას მოაკითხავს მალე.
-ვიცი მაგრამ გაიწელება საქმე ვშიშობ.
-რატომ?
-ჯერ ერთი რამხელა გავლენაც არ უნდა ჰქონდეს საქმე ჩემთან აქვს და მეც არანაკლები შემიძლია. ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს და ყურადღებიანი ხალხი უნდა ჰყავდეს გარსემო, ეგ კიდევ სად რომელ რაზბორკაზე დაიჭრება კაცმა არიცის. რაც საჭირო იქნება იმას გავაკეთებ.-უთხრა და ფანჯარაში გაიხედა.
-ხვალ თუ არა ზეგ მაინც მოვა, ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ მოგაკითხავს.-ჩაიბურტყუნა ანდრიამ და სარკეში დეას გახედა, თვალი ჩაუკრა და მის წითელ ლოყებზე გულიანად მოუნდა გაცინება მაგრამ არ შეიმჩნია. მეორე დღეს ლილე სამსახურში წავიდა, შესვენებაზე კი ბავშვთა სახლისკენ წავიდა. იცოდა, გული უგრძნობდა რომ იქ უნდა მისულიო და მივიდა კიდეც. იქ ისულს ყველა დიდი მოწიწებით და სითბოდი მიესალმა, ბავშვებთან ერთად დაიწყო თამაში, ბოლოს ლანასთან მივიდა და იგრძნო კიდეც მწველი მზერა ზურგზე რომ ეცემოდა. თვალები დახუჩა, გაიღიმა და ლანას აკოცა ლოყაზე, ლანა კი უეცრად წამოხტა და ბიძიას ყვირილით გაიქცა იქვე მდგარი, მომღიმარი დემეტრესკენ.
-ჩემო პატარა, მომენატრე იცი?
-მეც მომენატრე.-პატარა ხელებბი კისერზე მოხვია და თვალები ცრემლებით აევსო. ლილე კი უყურებდა მეტად გასიმპატიურებულ დემეტრეს და ფიქრობდა ასეთი რა ქმნილება იყო რომ ყველაფერი ასე უხდებოდა. შავი სვიტრი, კლასიკური შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელები ეცვა. ლანას თავი წამოაწევინ ადა მისი ცრემლიანი თვალების დანახვაზე გული შეეკუმშა.
-რა მოგივიდა ძიკო? ჩემი ნახვა არ გაგიხარდა?-გაუცინა და ლოყაზე აკოცა.
-თმა რატო აარ გაქვს ძიკო? შენც ლუკასავით ცუდად ხარ?
-არა ძიკო, მე კარგად ვარ უბრალოდ შემაწუხა სულ გაზრდილმა თმამ, აღარ შევიწრი გპირდები კაი? აღარ იტირო პატარა პრინცესა კარგი?
-კარგი.-ამოიტირა ბავშვმა და ისევ მიეკრო ბიძამისს. მომღიმარ ლილეს გადახედა დემეტრემ და თვალები სიამოვნებისგან დახუჭა. ყურებისგან მიღებული სიამოვნებისგან. მასთან ახლოს მივიდა და მიესალმა.-გამარჯობა.
-გამარჯობა.-უთხრა ლილემ და სითბოთი სავსე თვალები მიაპყრო დემეტრეს.
-საქმის გაგრძელება და ლანას წაყვანა მინდა, ცხადია ისედაც ალბათ.
-კი მაგრამ საქმე გაჭიანურდება ვშიშობ.
-ჩემი ცხოვრების სტილის გამო?
-თუნდაც.
-კარგი და რაუნდა გავაკეთო?
-უნდა გამოსწორდე, სხვას არაფერს ვითხოვ, მერე კი ლანა შენთან წამოვა.-ღმერთო როგორ უჭირდა ახლა ასე თავდაჯერებული ქალის როლის მორგება როცა დმეტრე ასე ახლოს იყო მასთან, როგორ საოცრად იზიდავდა ეს კაცი ლილეს? ხომ არის ხოლმე მომნტები როცა ადამიანი სულითაც და სხეულითაც გიზიდავს? ზუსტად ეს მომენტი იყო ახლა ორივეს ცხოვრებაში. ორივეს სტკიოდა, მაგრამ ხმას ჯიუტად არცერთ იღებდნენ, მზერა კი ორივეს ყიდდა. დემეტრე აფორიაქებული სულით სახლში წავიდა და ფიქრი დაიწყო რაიქნებოდა ამის შემდეგ და გამოსავალსაც მიაგნო, მისი ძმიშვილის გამო ყველაფერს იზამდა. აი ლილე კი ემოციებისგან დაღლილი და მისი სიახლოვით ბედნიერი სახლში შესვლისთანავე ოთახში ჩაიკეტა, შხაპი მიიღო, გამოიცვალა და რეკლამის სლოგანზე ფიქრი დაიწყო. უკვე პირველის ნახევარი იო როცა ისი ტელეფონი ამღერდა, შეეშინდა რადგან ბავშვთა სახლის მასწავლებელი ურეკავდა.-გისმენ ნატ.
-ლილე ლანა არ იძინებს, გაბუსხული ზის და შენ გითხოვს.
-კარგი მოვალ 20 წუთში.-გათიშა, სპორტულები და ბოტასები ჩაიცვა, თმა აიჭიმა და ცხენის კუდად შეიკრა. მანქანის გასაღები აიღო და ბავშვთა სახლში წავიდ. იქ მისულს სიცილი აუტყდა ტუჩებგაბუშტული დაბღვერილი ლანას დანახვისას.-პატარა სვანო ალბატონო რატომ არ გძინავს?-ხელები მოხვია და შუბლზე აკოცა.
-მე ბიძიასთან მინდა!-თქვა და ცრემლები წამოუვიდა.
-ლან იციი ჯერ ვერ გაგიშვებ ბიძაშენთან.
-ლილ მე ბიძიკოსთან მინდა. მასთან ჩახუტება მინდა და მასთან ძილი.-ცრემლები წამოუვიდა და საცოდავი სახით ახედა ლილეს. მასაც ული მოულბა და დეაკოს დაურეა.
-დეაკუნა.
-ამ დროს რ ჯნდაბა გინდა?
-დემეტრეს ნომერი სწრაფად.
-რაიყო სექსუალური ფანტაზიები გიტევენ?
-სწრადა დეა სწრაფაად.-სიცილით უთხრა და გაუთიშა. ცოტა ხანში დემეტრეს ნომერზე რეკავდა, მანაც მალევე უპასუხა.
-გისმენთ.- ნამძინარევი ხმა რომ მოესმა ლილეს, სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
-ლილე ვარ.-ამის თქმა და დემეტრეს ლოგინიდან წამოხტომა ერთი იყო.
-გისმენ ლილე, რამე პრობლემაა?-უკვე გამოფხიზლებულმა კითხა.
-იციი ლანა არ იძინებს, შენი ნახვა უნდა.-უთხრ და ბავშვის გაბრწყინებულ თვალებზე გაეღიმა.
-კარგი მალე მოვალ.-უთხრა და ტელეფონი გათიშა. საბააზანოში გავარდა, მოემზადა, სპორტულები ჩაიცვა და მანქანით ძალიან სწრაფად წავიდა ბავშვთა სახლისკენ. მანქაქნიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯებით შევარდა შიგნით.-ლაან.-დაუძახა და ისიც სწრაფად გაიქცა ბიძამისისკენ.
-ძიკოო, წამიყვანე რაა შენთან მინდაა.-უთხრა და ხელები მოხვია კისერზე.
-ლაან მოდი შენ ახლა შენ მასწავლებელს გაყევი და მე და ლილე ვილაპარაკებთ პატარავ კარგი?-უთხრა და თავი რომ დაუქნია ლანამ შუბლზე მიაკრა გახურებული ტუჩები. დარჩნენ მხოლოდ ორნი, ლილე და დემეტრე ერთმანეთის პირისპირ და იცოდნენ რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ რითაც ყველას გააგიჟებდნენ.-გამოსავალი კი ვიპოვე მაგრამ არამგონია დამთანხმდე, თან არამგონია ამხელა წინააღმდეგობა გაუწიო ანდრიას.
-გისმენ.-თავდაჯერებული ხმით თქვა ლილემ და ჯიქურად ჩააშტერდა თვალებში დემეტრეს.
-ცოლად გამომყვები?-წარბებს ქვემოდან ამოხედა ლილეს გაფითრებულ სახეს და გაბრწყინებულ თვალებს.
-ეს რას უშველის?-ძლივს ძლივობით თქვა მიუხედავად იმისა რომ თვითონაც მშვენივრად იცოდა ეს ყოველივე.
-მიხვდები რომ ლანასთვის ოჯახზე ბევრად მეტი ვიქნები შვილივით გავზრდი და მის გამო ყველაფერს დავთმობ. კიდევ ყველა პრობლემა მოგვარდება, ბიჭებს შორის და რაც მთავარია დეაკოს და ანდრიას შორის.-უთხრა და ჩაეცინა.
-შენ საიდან იცი მაგათზე?
-ერთი ჩემი ძმაკაცი იყო, მეორესთან ერთად კი გავიზარდე.-უთხრა და თავი სავარძლის საზურგეზე ჩამოდო.-მაგრამ დაივიწყე კარგი, ვითომ არც მითქვამს.
-თანახმა ვარ.-ვინ იცის რად უჯდებოდა ეს სიმამაცე ქალბატონ ჟღენტს?
-კარგი.-თქვა და გაკვირვება დამალა.-როდისთვის გინდა ქორწილი?
-ქორწილი რა საჭიროა?
-და ვინ დაიჯერებს ამ ყველაფერს ქორწილის გარეშე? მაგრამ თუ არ გინდა არ გაზალებ.
-15 აპრილს.
-კარგი. როდის უნდა უთხრა ანდრიას? დავითი ვიცი რო არ გაჭედავს.
-ხვალ ვეტყვი.-უთხრა და გაუღიმა, ლანა დააძინეს და სახლებისკენ გაუყვნენ გზას, ორივე ფიქრობდა იყო თუარა ეს კარგი გადაწყვეტილება, სწორად იქცეოდნენ თუ არა მაგრამ ფაქტი ერთია...ორივეს საკუთარი თავისთვის სურდა ეს. სახლშ შესული, ლოგინზე დაეცა ქალბატონი ჟღენტი და მაშინვე დაეძინა ემოციებისგან გადაღილს, მაგრამ დემეტრეს რა დააძინებდა? სიხარულისგან გაფრენაც კი შეეძლო. მაგრამ აშინებდა სხვების რეაქცია ისიც მხოლოდ წამიერად. იცოდა რომ მისი საყვარელი ქალი გულთან ყველაზე ახლოს ახლა იყო მთელი 10 წლის მანძილზე და მის გაშვებას აღარ აპირებდა. მეორე დღეს ლილე წამოდგა, მოემზადა, რღმად ჩაისუნთქა და სასაუზმოდ ჩავიდა. მისდა გასაკვირად ბიჭებიც იქ დახვდნენ, ყველას მიესამა დედას და მამას ლოყები დაუკოცნა და კუთვნილი ადგილი დაიკავა თვალებ გაბრწყინებულმა.
-გასაფრთხილებლად მოვედით.-წამოიწყო დათამ.-დემეტრეგან და მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.-მართას და ლილეს გადახედა,
-არ გამოვა.-გაიცინა ლილემ და წვენი მოსვა.
-ვითომ რატომ?-მოთმინება შემონახულმა კითხა ანდრიამ.
-ცოლად მივყვები.-თქვა და დავითს შეხედა, რომელიც თან სიხარულით თან გაბრაზებით და თანაც სიამაყით სავსე თვალებით უმზერდა.
-რას შვრები?!-გაკვირვებულმა შეხედა იოანემ.
-ცოლად მივყვებითქო.-მხრები აიჩეჩა და ანდრიას შეხედა რომელიც არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა.
-მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ყოფილი ნარკომანი და შენი ძმის მტერი რომაა არაუშავს?-ისევ იოანემ კითხა.
-კიდევ რაარის ძალიან მაინტერესებს? პათოლოგი? რომელი მკვლელობისტის დასდე ბრალი და რომელს სეესწარი პირადად? კაიფში გაპარული ადამიანი მოკლული კიარა გარდაცვლილია.-დინჯად პასუხობდა და მშობლების, ანდრიას და მართას პასუხს ელოდა.
-მამა არაფერს ეტყვი?-გატეხილი ხმით კითხა ანდრიამ მამამისს.
-შვილის ბედნიერება ყველაზე მაღლა უნდა ეყენოს კარგ მშობელს, მე კი ცუდი მშობელი მგონი არასდროს ვყოფილვარ. მისი საქმის თავად იცის.
-ამაზე ჩემი პასხუი იცი იმედია.-ანდიამ შეხედა და იქვე დაიმარხა ლილე.
-ჩემი ამ სახლიდან გათხოვება თუ არ გინდა სხვა სახლიდან გამატანს მამა, არარის პრობლემა.-ეცადა ცრემლები დაემალა.-ძმის და მის შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ეს თქვენზეა დამოკიდებული რომელი დამთმობთ.-უთხრა და ფეხზე წამოდგა, მამამისს ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა.-მადლობა მაა.-უთხრა და კიბის საფეხურთან გაჩერდა.-თქვენ კი, ყველამ, განსკუთრებით კი შენ იო, ძმასავით მიყვარხარ და ანდრიასგან არაფრით განსხვავებ მაგრამ უნდა მიხვდე რომ ზოგჯერ შენი დასკვნები და მოსაზრებებიც არ არის სწორი. ყოველთვის მართალი ვერ იქნები.-გაუღიმა და ოთახში შეიკეტა. კარი მიხურა თუარა ცრემლებმა იფეთქეს, არასდროს გამოუვა თვალებიდან ანდრიას გატეხილი, იმედგაცრუებული თვალები. სტკიოდა ძმა, რომლის დათმობაც უწევდა. ცრემლები შეიმშრალა და სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა. კარების გაღების ხმა გაიგო და კარისენ გაიხედა. ანდრია იდგა ცრემლებით ჰქონდა სავსე თალები და საყვარელ დას უყურებდა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.
-გიყვარს?
-ალბათ.
-ხომ იცი რომ ჩემგან წასვლა მოგიწევს?
-ვიცი.
-მზად ხარ ამისთვის?
-როდის რისი შემშინებია?
-გასაგებია. როდისაა ქორწილი?
-15ში.
-15მდე ჩემი და იქნები, ისე როგორც ადრე, შემდეგ კი შეგიძლია დაივიწყო რომ ძმა გყავს.-შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა. ორივეს გაუსაძლისად სტკიოდათ და იცოდნენ რომ ეს ტკივილი კიდევ დიდხანს გაჰყვებოდათ ორივეს. 13 დღე ისე გავიდა მხოლოდ საქმეზე ნახულობდნენ ერთმანეთს დემეტრე და ლილე. ხელის სათხოვნელადაც იყო დემეტრე მისული დავითთან და ანდრიაც იქ იყო მაგრამ ხმას არ იღებდა თითქოს უცხოსთან იყო სახლშიო და აწურული იჯდა მამამისის გვერდით. დემეტრეს დედას ისე მოსწონდა ლილე, საკუთარი შვილივით ექცეოდა. ლილესაც მოეწონა დემეტრეს დედა და საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ მაგრამ დემეტრესთან მიზიდულობას ვერაფერს შველოდა. სიმართლე რომ ვთქვათ არც უნდოდა რომ შველოდა. დემეტრესთან იყვნენ სახლში, უკვე 13 იყო, ლილემ კაბა რომ იყიდა სახლში წაიღო და მერე დემეტრესთან წავიდა სადაც დეაკო და ბიჭები ელოდებოდნენ. სახლში შევიდა თუარა სავარძელში ცაესვენა დაღლილი.
-შენი მეჯვარე როდის ჩამოდის?-კითხა დეაკომ.
-ხვალ.-თვალები გაუბრწყინდა ბავშობის დაქალის გახსენებისას.
-რაქვიაო რათქვი?-იკითხა მიშომ.
-ტასო.-უთხრა და გაუღიმა.
-ანუ ტასუნას ვუნათესავდები.-გაიცინა მიშომ.
-წყალს დავლევ და მოვალ.-სიცილით წამოდგა ლილე და სამზარეულოში გავიდა, დემეტრეც უკან მიჰყვა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. გრზნობდა ლილე მის იქ ყოფნას და ერთიანად კანკალებდა, ხელის კანკალით აიღო წყლის ჭიქა და წყალი დაისხა. ცივი წყალი მის გახურებულ სხეულს მალამოდ მოედო. დემეტრე მისკენ დაიძრა, წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიაბრუნა და შუბლზე აკოცა, მერე ლოყაზე და ლილე უარესად ააკანკალა.
-დამშვიდდი.-უთხრა და ლილეც თითქოს მოეშვა, მალევე ტუჩებზე რაღაც ფაფუქი და ცხელი იგრძნო, დემეტრეს ტუჩები მთელი სინაზით კოცნიდნენ ლილეს და ლილეც გამოუცდელი განძრევას ვერ ახერხებდა, ერთიანად ჩამოდნა და კისერზე ხელები შმეოხვია დემეტრეს, მალევე სეძლებისდა გვარად აყვა კოცნაში და მის მკლავებში გაიყურსა. დემეტრე რომ მოშორდა გულში ჩაიკრა დარცხვენილი სხეული და თავზე აკოცა.-სანამ ჩემთან ხარ უსაფრთხოდ ხარ.-უთხრა და თმაზე ჩამოუსვა თლილი თითები.
-გვრიტებოო, გამოდით, ჩვენ აქ იასამნების ბაღზე ვბჭობთ.-სიცილით შემოსძახა მიშომ და ისინიც სიცილით გავიდნენ მათთან.
-რაო, რა იასამნებიო?-იკითხა დემეტრემ და ლილეს შეხედა რომელმაც პირველად შეამჩნია კედელზე დაკიდული მისი თვალების ნახატი, გაკვირვებული უყურებდა კედელს და მერე დემეტრეს.
-დემეტრე ეს რაარის? საიდან გაქვს?
-რავი აღარ მახსოვს 10 წელია მაქვს.-უთხრა და გაუღიმა.
-მარტო მე მეჩვენება რომ ჩემ თვალებს გვავს?
-ნამდვილად გავს.-უთხრა დემემ და გვერდით მიისვა საცოლე.
-თეთრი და იისფერი იასამნების შეკვეთა მივეცით. თაიგულს გააკეთებენ.-თქვა დეაკომ და ნიკუშას მიუჯდა გვერდით.
-ახლა არმითხრათ დიდი თეთრი ფუშფუშა კაბა ვიყიდეო რა.-გადაიხარხარა დემეტრემ.
-ნწნწ, საქმრო საერთოდ არმიცნობს.-თავი დანანებით გააქნია ლილემ და გაიცინა.-ქორწილში ნახავ.-ენა გამოუყო და ბროწეულის წვენი დალია.-ისე მასინ რო დამჭრეს ისე გავხდი, ყველანაირი კაბა მოვიხდინე.-გაიცინა და დემეტრესაც გაეღიმა მის სიცილზე.
-ქორწილის მერე სად გინდათ წასვლა? ხვალ რო მოვაგვარო მაინც.
-მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.-მხრები აიჩეჩა დემეტრემ.
-ააამ მოიცა დავფიქრდები.-ლილე ჩაფიქრდა და უეცრად გაახსენდა ბავშობაში მისი და დეაკოს დიალოგი როგორ უებნებოდა გადაჭრით რომ სვანი ქმარი ეყოლებოდა და სვანეთში წავიდოდა თაფლობის თვეში. დეაკოს გადახედა რომელიც მას უყურებდა და წამში ორივეს სიცილი წასკდათ.
-მგონი გაუბერეს.-საჩვენებელი თითი დაიტრიალა მიშომ საფეთქელთან.
-ასე ყველა ოცნება უხდებოდეს ადამიანს პირველად ვხედავ ძმაო.-ხელები აწია დეაკომ მაღლა.
-რა ოცნება?
-სვანეთში წავიდეთ.-უთხრა და თავისუფლად მოაკალათა თავი დემეტრეს მხარზე.
-აბა იტალია უყვარსო?
-ზაფხულშ წავიდეთ რაპრობლემაა?-თვალებმოჭუტულმა შეხედა და წამში წასკდა სიცილი დემეტრეს.
-არაფერი ძმაო, რაპრობლემა უნდა იყოს?-ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
-ჰოდა ეგრე ძმაო.-სიცილით უთხრა და მისი ნაცნობი სურნელი რღმად ჩაუშვა ფილტვებში.-რა სუნამოს ხმარობ?
-გევასა ჩიტო?-წარბები აუთამაშა დემეტრემ.
-დამპალო.-ხელი მიკრა მკერდზე.-მითხარიი.
-თეთრი ბოსი.
-თეთრის რაგითხრა მაგრამ.-ხველებ ხველებით ამოთქვა და გაიცინა.
-ღმერთო გიჟია.-სიცილით ამოთქვა დემეტრემ და ლილეს მოზუზუნე ტელეფონს დახედა.-გირეკავენ.
-გისმენ.
-მალე მოხვალ?-ანდრიას მთვრალი ხმა გაისმა.
-რამე ხდება?
-ისე უბრალოდ.
-მოვალ.-უთხრა და გათიშა.-უნდა წავიდე.
-წამო გაგიყვან.-უთხრა დემეტრემ და წამოდგა. ნახევარ საათში სახლის წინ გაუჩერა მანქანა ლოყაზე აკოცა და ლილეც სახლშ შევიდა. ანდრიას ოტახში ავიდა და ყველაფერი დალეწილი რომ ნახა გული შეუღონდა.
-ანდრი.-კუთხეში მჯდარ ბიჭს შეხედა და თვალები აუცრემლიანდა.
-შენს გარეშე რავქნა მე ლილე?-კითხა და თვალი თვალში გაუყარა.
-ანდრი.-ისევ მისი სახელი ამოიჩურჩულა მისკენ წავიდა და საყვარელ ძმას ჩაეხუტა.-გთხოვ გამიგე, გემუდარები ისე ნუ იფიქრებ რომ თავზე გადგახტი, უბრალოდ მომენდე გთხოვ.-უთხრა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოაშორა.-იოანეს შეაშვებინე იმ შეშუპებულ ტვინში სიმართლე და მერე ყველა დავისვენებთ ანდრი, შენც მეც, და ყველა.-ეჩურჩულებოდა და სახეზე ეფერებოდა.
-მაინც და მაინც შენ რატომ უნდა გაგეწირა თავი? რატომ შენ?! მითხარი მაინც და აინც ჩემი და რატომ?
-ალბათ იმიტომ რომ ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო.-კარებში მდგარ მართას გახედეს ოივემ. ისიც მათკენ დაიძრა და ორივეს ჩაეხუტა.-შენ ყოველთვის ჩვენი ნაწილი იქნები და შენი დემეტრესთან წასვლ არაფერს წყვეტს, გასაგებია?! ყველას და ყელაფერს დავთმობ შენს გამო ჩემო პატარავ!-შუბლზე აკოცა უმცროს დას და ანდროს მიუბრუნდა.-შენ კი ჩემს გამოთაყვანებულ შეყვარებულს ყველაფერს შეაგნებინებ! მეტი მოტივაციისთვის ლილეს წასვლაც გეყოფა.-უთხრა და ისევ გადაეხვია ორივეს. ცოტახანს ასე იყვნენ, ლილე ოთახიდან რომ გადიოდა ტელეფონი აუზუზუნდა. დემეტრე იყო, გაეღიმა.
-გისმენ.-უპასუხა და გაეღიმა.
-ყველაფერი რიგზეა? ჰო არაფერი ხდება?
-არა დემე, ყველაფერი რიგზეა.
-სვანეთზე ჰოარ გადაიფიქრე.
-არა, მაგი გარდა არსად წამოვალ.
-კარგი, კარგი, მაშინ მესტიაში წავიდეთ ჩემ სახლში, უშგულში ვერ ავალთ ახლა.
-კარგი. ეციება ჰო?
-კი, ძალიან.
-კაი მაშინ თბილ ტანსაცმელს ჩავდებ, წავედი ხვალ არ გნახავ.
-რატო?
-არა და მორჩა.
-კარგი ჰო.-დაიბუზღუნა დემემ და დაემშვიდობა. უკან რომ მიბრუნდა მომღიმარი და-ძმა დაინახა და თვითონაც გაეცინა.
-რა?-კითხა სიცილით.
-არაფერი.-მხრები აიჩეჩა ანდრიამ და უკვე გამოფხიზლებული დასთან ერთად ჩავიდა ქვემოთ. დავითი და ბიჭები მისაღებში ისხდნენ, ნატალი კი სამზარეულოსი ფუსფუსებდა.
-აბა ლიმნის ნამცხვარი ვის უნდა?-წარბები აათამაშა ლილემ.
-ბოლოჯერ გვიკეთებ?-კითხა ვატომ.
-ვთხოვდები კი არ ვკვდები იდიოტო.-ბალიში გაუქანა თავში და მიზანშიც მოარტყა. სამზარეულოში შევიდა და საჭირო მასალები გადმოალაგა. დედას დასევდიანებული სახე რომ დაინახა გული შეეკუმშა.-დეე.
-ჰოო.-ამოიტირა ქალმა და გულშ ჩაიკრა უმცროსი შვილი.-დეე მზად ხარ ნამდვილა?
-კი.-უთხრა და გაუღიმა.
-ჩემი მამაცი გოგო.-შუბლზე აკოცა შვილს და ერთად დაიწყეს ნამცხვრის მზადება. 40 წუთში ნამცხვარს უკვე საყინულეში დებდნენ. იქაურობა მოასუფთავეს და მისაღებში გავიდნენ ლილე მამაისის გვერდით იჯდა და მას ეკვროდა როგორც პატარაობაში.
-მიყვარხარ მაა.-ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
-მეც მიყვარხარ პატარავ.
-ხომ არ მიბრაზდები?
-შენით ვამაყობ ლილე!-ტავზე აკოცა შვილს და ცოლის მოტანილი ნამცხვარი შეჭამა.-დემეტრეს გაუმართლა.-თქვა და გაიცინა.-თაფლობის თვეზე რაქენით მა?
-სვანეთში წავალთ.
-მესტიაში თუ უშგულში?
-მესტიაში.
-დაა რამდენი ხნით?-იკითხა სერიოზული ხმით.
-არვიცი.-უთხრა და ბიჭებს გადახედა. დავითმა მობილური აიღო და დემეტრესთან დარეკა, მანაც სერიოზული ხმით უპასუხა.
-გისმენ დავით.-ხმამაღალზე დააყენა დავითმა და უკვე ყველას ესმოდა საუბარი.
-რამდენი ხნით მიდიხართ სვანეთში?-კითხა და გაოცებულ ლილეს თვალი ჩაუკრა.
-2 კვირით ალბათ, რახდება?
-არა არაფერი, მაინტერესებდა უკვე გაბერილი მუცლით ჩამოვიდოდა თუ არა.-სერიოზული ხმით თქვა და ლილეს აწითლებულ სახეზე ხმამაღლა გაიცინა.
-აუ მამაააა.-დაიბუზღუნა და ლოყებზე ხელები მიიბჯინა. დემეეტრემ კი ლილეს ხმაზე უფრო გაიცინა ვიდრე დავითზე.
-ნუ მიწითლებ საცოლეს, სიმამრო.-სიცილით უთხრა.
-ხელს ჰოარ გიშლით?-აბუზღუნდა ლილე.-წადი ბიჭო დარბაზის განათებას მიხედე თორე დაგჭრი.
-მწამს და მჯერა რო გამკეთებელი ხარ.-ისევ გაიცინა.
-სადაური წესია საცოლის დაცინვა? აღარ მოგყვები მორჩა!
-ეე ძმაო მასე დამუქრებები, ხუმრობები და ამბები არგვინდა ახლა.
-წადი რა.-სიცილით გაუთიშა და მობილური მამას დაუბრუნა და დანარჩენებს გადახედა რომლებიც სიცილს ვერ იკავებდნენ.-რა?
-ძმაკაცებივით ლაპარაკობთ?-გაოცებული უყურებდა ნატალი შვილს.
-ჰოო დეე, აბა რომელი რამანწიკის მოყვარულები ჩვენ გვნახე ჩემო სიცოცხლეები რო ვეძახოთ ერთურთს?
-ეგ ბიჭი მე ნორმალური მეგონა.
-სულ ტყუილად დეეე. ხალხს სანამ ცემს მანამ მაგრად იცინის, იფხრიწება პირდაპირ. ადრეც მასე იყო?-ბიჭებს გადახედა რომლებმაც თავი დაუქნიეს.-არაა, ნამდვილად ვერ არის კარგად.-ახლა ისევ დედამისს გადახედა.
-სამაგიეროდ მაგის მუშტი ჩემ მტერს მოხვდა.-თქვა დავითმა და გაეღიმა შვილის შეჭმუხნულ წარბებზე.
-როდის იჩხუბეთ ერთად მაა?-წარბები აათამაშა ლილემ.
-90ანებში მაა.-გაიცინა დავითმა.
-კარგი რაა მაა. მითხარი რაა.-წამწამები აუფახუნა.
-მაგ პატარა ცხვირს ნუ ყოფ იქ სადაც არ გესაქმება.-ცხვირზე დაჰკრა თითი.
-დემეტრეს ვათქმევინებ.-ენა გამოუყო მამამისს და დედას მიეკრო.
-მალე არგითხრას.
-მეტყვის.
-ვნახოთ?-ლილემ პასუხი არ გასცა ისე აიღო ტელეფონიდა დემეტრეს დაურეკა.
-გისმენ.-სიცილნარევი ხმა გაისმა და ბიჭების როხროხიც დაერთო.
-მიშოს უთხარი ნუ როხროხებს.-გაეცინა ლილეს.-შენ და მამაჩემმა ერთად როდის იჩხუბეთ?
-ჩავთვალოთ რო არ გიკითხავს.-უთხრა და ისევ გაიცინა.
-დემეტრეეეე.-წამწამები აუფახუნა გეგონებოდათ დაინახავსო.
-ნუ აფახუნებ მაგ წამწამებს, არამეთქი.-უკვე მკაცრი ხმა გაისმა.
-სუფთა სვანი ხარ რაა.-სახე დამანჭა.
-დიდი პატივია მადლობა და სახეს ნუ მანჭავ, წავედი ახლა მე.-თქვა და გათიშა.
-მამა, ეს სადმე დამალული გყავს და იქიდან აკვირდება ჩემს მიმიკებს?-თვალებ მოჭუტულმა გადახედა მამამისს.
-შტერუკელა ხარ ამხელა გოგო.-თავში ხელი წაარტყა მართამ დას, და გულზე მიიკრა.-ძლივს არ მეშველაა, ახლა ჩემ ფეხსაცმელებს აღარ ჩაიცვამ ხოლმე.
-დამპალო დაუნახავო, რამდენი ახალი მაიკა გამიფუჭე?
-არ შემარჩინო.
-არ შეგარჩენ.-ენა გამოუყო დას. იმ ღამეს მშობლებთან ეძინა ლილეს, ორივეს ეხუტებოდა და ტკბილად ეძინა, მეორე ღამეს კი ანდრიას და მართას შეუსახლდა. დილით მართას კივილმა გააღვიძა.-რას ღრიალებ გოგო.
-ქორწილი გაქვს, ორ საათში თუ ვერაფერი მოასწარი მე არ დამაბრალო!-სწრაფად წამოდგა ლილე, შხაპი მიიღო, მაკიაჟი გაუკეთეს, თმა უბრალოდ გაისალა და მაკიჟი გაიკეთა. საათს გახედა ფეხსაცმელების ჩაცმის დროს და საათი ზუსტად 13:00 უჩვენებდა.
-ლილეე შემოვიდე?-ანდრიას ხმა გაიგო და გული აუფანცქალდა.
-მოდი.-გასძახა და სარკისკენ შებრუნდა. ანდრია ცოტახანს იდგა გაშესებული, თვალებში ცრემლი გაუკრთა, ბოლოს კი დასთან მივიდა და ჩაეხუტა.
-ნამდვილი საოცრება ხარ.-უთხრა და შუბლზე აკოცა. მალე ოთახში დავითი და ნატალი შევიდნენ, ლილეს დანახვისას დავითი ამაყი სახით იჯდა ნატალის კი ბედნიერების ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-მოვიდნენ.-ოთახში შემოიხედა კოსტამ და ლილეს დანახვისას ხმა ჩაუწყდა.-რალამაზი ხარ ლილ.-უთხრა და შუბლზე აკოცა.-კაი ჩავედი მე აბა გელოდებით. ტასომ პირდაპი ეკლესიაში მოვალო.-უთხრა და გავიდა. პატარძალს ერთი მხრიდან მამა ამოუდგა, მეორე მხრიდან ძმა, უკან კი დედა და მართა მიყვებოდნენ. მთელი ნაღები საზოგადოება და ჟურნალისტები იქ იყვნენ, ჟღენტების სახლში. კიბეები ნელა ჩაიარეს და დემეტრე რომ დაინახა ლილემ ეგონა იქვე მოკვდებოდა, თვალებში შეხედა და გაუღიმა, მაგრამ დემეტრემ ვერაფერი ქნა. ენაცავარდნილი იდგა და საყვარელ ქალს უყურებდა, ლამაზს, სადას, ელეგანტურს და სექსუალურს, ხელში იასამნების თაიგულით. ანდრიამ და დავითმა მასთან მიიყვანეს და ორივე მხარზე ხელები მიარტყეს სიძეს. ანდრია ახლოს მიიწია.
-ერთხელ მაინც დაიკვეხნოს რამეზე ჩემმა ლილემ და მკვდარი ხარ ძმაო!-ჩასჩურჩულა და გაეცალა იქაურობას, მართასთან და იოანესთან დადგა და წყვილს შორიდან დააკვირდა. დემეტრე ახლოს მიიწია და შუბლზე მიაკრო გახურებული ტუჩები ლილეს.
-საოცრება ხარ! ჩემი პირადი საოცრება!-უთხრა და ახლა ტუჩებზე იგრძნო ლილემ ტუჩების შეხება. ირგვლივ ოვაციები იყო, ისინი კი ბედნიერებას ასხივებდნენ.


შემიფასეეთ <3



№1  offline წევრი mia miako 15

ძალისნ კარგი.მომწონს .შესანიშნავად ვითარდება მოვლენები.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომწონს და სულ ველი ახალი თავის დადებას ♡♡♡

 


№3  offline წევრი kesane123

mia miako 15
ძალისნ კარგი.მომწონს .შესანიშნავად ვითარდება მოვლენები.ველოდები შემდეგ თავს

მადლობ <3

 


№4  offline წევრი Maia G.

რა კარგია ❤❤

 


№5  offline წევრი kesane123

blondeangel631
ძალიან მომწონს და სულ ველი ახალი თავის დადებას ♡♡♡

მიხარია <3

 


№6  offline წევრი scooby doo pa pa

ვაიმეეეეეეეეეეე ძალიან მაგარიააააა
ველოდები ახალ თავს

 


№7  offline წევრი kesane123

scooby doo pa pa
ვაიმეეეეეეეეეეე ძალიან მაგარიააააა
ველოდები ახალ თავს

მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent