შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაძლებელია ბედნიერების დაბრუნდება! (7 თავი)(Zayn Malik fanfiction)(დასასრული)


29-04-2018, 23:24
ავტორი tvildo13
ნანახია 1 355

8 წლის მერე:

ციხის კარები გაუღეს და ახლა იგრძნო სინათლე, იმისდა მიუხედავად, რომ მთელი 40 წუთი გარეთ გაატარა. გისოსებს გასცდა და არემარეს მოავლო თვალი. ლუისის კამკამა ლურჯ თვალებს, რომ წააწყდა გაეღიმა და ძმაკაცისკენ გასწია. ხელები, მაგრად შემოხვია და თვალები ძლიერად დახუჭა. ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. 8 წელი მათ გარეშე წარმოუდგენელი იყო. ციხე კი არ იყო საშინელი, მარტოობა იყო საშინელი. ბედნიერების გარეშე იყო აუტანელი ციხე.

სახლში,რომ მივიდნენ ზეინი ნელა გადმოვიდა მანქანიდამ. ლუისს გაუღიმა და სახლისკენ დაიძრა. ლუისმაც მანქანის კარები დაკეტა და ზეინს გაჰყვა უკან. სახლი ხმაურიანად შეაღო ზეინმა და სიცილით შევიდა სახლში. მისაღებ ოთახში მჯდარი ძმკაცები წამოიყარნენ და ყველა ერთად მოეხვიათ, ამდენი წლის მერე ისევ ისე იდგნენ. 5 გიჟი ადამიანი.

ძმის სანახავად მალევე მოვიდა ჯუდი, ემაც მოჰყვა. ძმას ძლიერად მოხვია ხელები და გაიცინა. ემამაც გადაკოცნა ზეინი,მაგრამ ზეინი თვალებით მას ეძებდა. ცდილობდა დაენახა,მისთვის თვალი მოეკრა.

-მოვედი-გაისმა ხმა და კარების დაკეტვის ხმაც მიჰყვა. ის ხმა,რომელზეც 8 წელი ნატრობდა. შემდეგ გაისმა ფეხსაცმელის ხმა და კეტრინის სახე. კეტრინმა ჯერ გაკვირვებულა შეხედა ერთად შეკრებილ საზოგადოებას და შემდეგ ზეინს თვალები აატარა. თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და ბოლოს გაუღიმა. ზეინმაც გაუღიმა ქალს და მისკენ დაიძრა,მაგრამ ლუისისს ძლიერმა ხელებმა გააკავა.

-გამარჯობა. ლუისს რატომ არ მითხრა,რომ სტუმარი გვყავდა?-გაიცინა კეტრინმა და ზეინს ხელი გაუწოდა. ზეინმა ლუისისს ხელები მოიშორა და გაკვირვებულმა ჩამოართვა. ცდილობდა კეტრინის ხუმრობაზე არ გასცინებოდა.

-არაუშავს კეტ, ეს ჩვენი ძველი მეგობარია-თქვა ლუისმა. ზეინმა ახლა ლუისს შეხედა და და-ძმის ხუმრობას დაუფიქრდა.

-კარგი მე ავალ,ჩემს ოთახში-თქვა კეტრინმა და ავიდა მაღლა.ზეინს ეგეონა,რომ მობრუნდებოდა და გაუღიმებდა. ეტყოდა,რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. მაგრამ ასე არ მოხდა, იდგა ზეინი და შეჰყურებდა ცარიელ კიბეებს. ლუისისს ხელმა გამოაფხიზლა ბოლოს. გაკვირვებულმა გადახედა ძმაკაცს.

-ვილაპარაკოთ-წყნარად თქვა ლუისმა და აივანზე გავიდა. ზეინიც მალევე მიჰყვა უკან.

-ღადაობთ ეს და-ძმა?-ვითომ ხუმრობით თქვა ზეინმა, მაგრამ ახლა ხუმრობის ხასიათზე საერთოდ არ იყო.

-რაც ის ამბავი მოხდა, კეტრინი აირია, თან შენი ამბავი, თან ის, ეს, ნუ ხო ხვდები, იმდენი წამალი მიიღო სავაანდმყოფოში,რომ ბოლოს ყველა და ყველაფერი დაავიწყდა. ჩვენ ძლივსს გაგვიხსენა. მგონი კი არ გაგვიხსენა უბრალოდ ცდილობს,რომ ისე იცხოვროს , ვითომ ჩვენ მის გვერდით სულ ვიყავით. ზეინ ის ვერ გცნობს.-ზეინი გაფაციცებით უსმენდა ძმაკაცის მონალოგს. ბოლოს სიცილი აუვარდა. სიცილი ყვირილში გადაიზარდა და კედლებს მუშტები დაუშინა, სანამ ლუისმაა არ გააკვაა და გულში არ ჩაიკრა. ძმაკაცის ხელში აქვითინდა. იტირა, ბოლომდე ჩააქსოვა ამ ტირილში ის რაც აწუხებდა.

დააწვინეს ზეინი. კარგა ხანი ეძინა. გამოიღვიძა და საათს გადახედა, ღამის 4 საათი იქნებოდა. სამზარეულოდან რაღაცის მტვრევის ხმა მოესმა. ნელა წამოდგა და სამზარეულოსკენ გასწია. ნელა შევიდა შიგნით და მოკლე შორტში და ტოპში გამოწყობილი კეტრინი,რომ დაინახა გული შეეკუმშა. კეტრინი ნელა მობრუნდა, ზეინს მიაჩერდა, შემდეგ კი გაეღიმა. კეტრინს ზეინს ცრემლები,რომ არ დაენახა ზეინი შებრუნდა და ისევ მის ოთახში ასვლა დააპირა.

-ზეინ-ნაზი,მაგრამ ხრიწიანი ხმით დაუძახა კეტრინმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent