შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ შენ?!(4)


17-04-2019, 16:04
ავტორი kesane123
ნანახია 1 815

ერთი დიდი სანახაობა იყო, ტაძარში მდგარი, თავზე გვირგვინებ მდგარი ორი ღმერთის ფუნჯით დახატული სხეულის დანახვა. იდგნენ ორივე, ღმერთის წინაშე ერთმანეთით გამოწვეული ამაყი მზერით, ხვდებოდა ლილე იმ წამს რომ ამ მამაკაცს ვერასდსროს ამოშლიდა მისი ცხოვრებიდან მაგრამ სიტყვა სიყვარულზე არც კი უფიქრია. არასდროს ინანებდა იმას რომ მისი ცოლი გახდა, ეს ალბათ იმაზეცაა დამოკიდებული იქნებოდა თუ არა კარგი ქმარი იქნებოდა დემეტრე რაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა. მთელი ქორწილის განმავლობაში ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში, ყველა დიდი სითბოთი უყურებდა წყვილს და ფიქრობდნენ რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. მაგრამ ვინ იცის რას უმზადებს ბედი მათ? განა ვინმე გათვლის მოვლენებს წინასწარ ღმერთის გარდა? მე ვფიქრობ რომ არა! უკვე დარბაზი იცლებოა, წასვლა რომ დააპირეს თავადაც, უკანა კარიდან გაიპარნენ და დემეტრეს მანქანაში სიცილით ჩასხდნენ. სახლისკენ მიდიოდნენ, დემეტრემ მაღაზიასთან გააჩერა მანქანა და შიგნით შევიდა, წყლის ბოთლით და ტკბილეულის პარკებით ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა, ლილე მას უყურებდა, როგორი მოხდენილი ნაბიჯებით დადიოდა, როგორი განიერი მხრები და ჩამოსხმული ნავარჯიშები ტანი ჰქონდა დემეტრეს, უცბათ საშინელი გსროლის ხმა გაისმა, დემეტრეს პერანგზე კი 2 წითელი ლაქა გაჩნდა, ერთი მკლავზე, მეორე კი გულთან ახლოს. ეტკინა ლილეს, საშინლად ეტკინა მარცხნივ მფეთქავი ორგანო. მაშინვე გადახტა მანქანიდან და დემეტრეს თვალებდახუჭულ გონწასულ სხეულთან ჩაიმუხლა, ისევ მანქანისკენ გაიქცა, კაბა სისხლით ჰქონდა დასვრილი, მაშინვე მამამისთან დარეკა.
-უკვე მოგენატრე მაა?
-მამა, დაჭრეს, სისხლი სდის, მიშველე მამა!-ამოიტირა და მისამართი უკარნახა დავითს. 10 წუთიც არიყო გასული 4 მანქანა გაჩერდა მაღაზიასთან, ლილე ჭრილობებზე აჭერდა ხელს, ბუტბუტებდა იცოცხლე, არ დამტოვოო. ანდრიამ ძლივს მოსწყვიტა დემეტრეს სხეულს და გულში ჩაიკრ ატირებული და. სწრაფად წაიყვანეს საავადმყოფოში, ლილე მოსაცდელში იჯდა, ანდრიაზე იყო აკრული, ცრემლები თავისით სდიოდა. არავის ენახა აასეთი ლილე, გატეხილი, პატარა ბავშვივით დაუცველი და გაყინული. არავინ იყო კარგ დღეში, ყველას უყვარდა დემეტრე, ყველასთვის სხვა განზომილება იყო დადეშქელიანი. დერეფანში ბიჭები შემოცვივდნენ, იოანე პირველი მორბოდა გაგიჟებული მზერით, დაწითლებული თვალებით და დასისხლიანებული ხელებით. სასოწარკვეთილი კითხულობდა მდგომარეობას და მათ გაყინულ სხეულებზე გული ეწვებოდა. ლილეზე გააჩერა მზერა, მასთან ჩაიმუხლა დალილემაც კედელს მიშტერებული თვალი იოანეზე გადაიტანა.-იო.
-კარგად იქნება, ხომ იცი?-ლილემაც თავი დაუქნია.
-მართა მაა, ტანსაცმელი მოუტანე ლილეს კაი?
-კარგი. იოანე წამომყვბი?
-კი.-ერთად გავიდნენ საავადმყოფოდან და როგორც კი თბილი ჰაერი ჩაისუნთქა იოანემ ამოიოხრა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.-მოვკლავ, არვაცოცხლებ!
-იცი ვინც ჩაიდინა?
-დაახლოებით ვიცი.-თქვა და მანქანაში ჩაჯდა.
-ვინ არის?
-ლაშა ბრეგაძე. ლევანის ძმა.-თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
-რას ერჩიან ბრეგაძეები დემეტრეს და მის ოჯახს იოანე?
-ლადოს, დემეტრეს ძმას და ლევანს ერთი ქალი უყვარდათ. მარიამს კი ლადოს გარდა არავინ აინტერესებდა, ბავშობიდან უყვარდათ ერთმანეთი, 22 წელი რომ შეუსრულდა მარიამს, ლადომ ხელი დაავლო და ცოლად მოიყვანა, 9 თვის ორსული იყო მარიამი, ლადო რომ მოკლედ, 11 ჭრილობა მიაყენა ლევანმა საკუთარი ხელით. მარიამს ნერვიულობაზე მშობიარობა დაეწყო, ყველა იქ ვიყავით რომ მშობიარობდა მაგრამ მარიამმა ვერ გადაიტანა, ბავშვი 2 დღის იყო მარიამი რომ გარდაიცვალა, პატარა გოგონა კი არვცოდით სად იყო, ექიმა გვითხრა სუსტი იყო და გარდაიცვალაო. თურმე ლილესთან იყო ამდენი წლი და წარმოდგენაც არ გვქონდა. მათი ყველას დაშორება ჩემი ბრალია! ლევანი რომ გადამეტებული დოზით კაიფიდან ვერ გამოვიდა, დემეტრეს დაბრალდა ყველაფერი, არადა სულიერად იყო განადგურებული და ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებოდა ყველაზე მეტად, მე კი რა გავაკეთე? ბრალი დავდე და განვუცხადე მკვლელთან ურთიერთობას ვერ დავიჭერთქო, წარბიც არ შეუხრია, იდგა მიყურებდა, მერე გდამეხვია და წავიდა. მიშო და ნიკუშა გაყვნენ, დანარჩენები კი ჩემს აზრზე მოსაყვანად დარჩნენ ჩემთან თორემ შეეზლოთ ჩემი გაშვება..-სახე ხელებში ჰქონდა ჩაალული და ისე ლაპარაკობდა.-მართა, მაპატიებს?-ჰკითხა სასოწარკვეთილი ხმით.
-მე ვფიქრობ რომ უკვე გაპატია.-მხრები აიცეჩა მართამ და მის ხელს თავისი ჩაკიდა. ლილეს ტანსაცმელი მიუტანეს და იქვე ჩამოსხდნენ. საქორწინო კაბა დაკეცა ლილემ, ზედ სისხლის ლაქები ჰქონდა, როცა სისხლიან კაბას უყურებდა გული უჩერდებოდა, სტკიოდა სული მაგრამ ვერაფერს უშველიდა. საოპერაციოდან ექთანი გამოვიდა, დაღლილი სახით. საყვარელი წითური გოგო იყო, ფერმკრთალი კანით, მაგრამ მაინც ულამაზესი. ეტყობოდა რომ ძალიან თბილი იყო.
-მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი გვჭირდება.
-მე მაქვს.-თქვა ლილემ და ფეხზე წამოდგა.
-ორსულად ხომ არ ხართ? ან ალკოჰოლი და თამბაქო ხომ არ მიგიღიათ?
-მთლიანად სუფთა ვარ.-უთხრა და სისხლის გადასასხმელად გაყვა.-მდგომარება როგორია?
-მკლავი დავუმუშავეთ, პრობლემა არ შექმნია მაგრამ მეორე ჭრილობა გულთან ძალიან ახლოსსაა, ტყვია ამოიღეს მაგრამ სისხლდენას ვერ აჩერებენ, ორჯერ გაუჩერდა გული.-უთხრა და ლაბოლატორიაში შეიყვანა. ნახევარი საათი ელოდებოდნენ ანალიზის პასუხებს, სუფთა იყო თუ არა ლილეს სისხლი, და ყველანაირად სუფთა რომ აღმოჩნდა, დიდი რაოდენობით სისხლი აიღეს მისი ორგანიზმიდან. ცოტახანს იწვა ლილე, თავბრუ ესხმოდა და სუსტად გრძნობდა თავს. ანდრია კაფეტერიაში ჩავიდა და იქედან ამოსულს ლილე უკვე დერეფანში დახვდა სკამზე მისვენებული. კოკაკოლა მიაწოდა და თმაზე აკოცა.
-ფერზე მოგიყვანს, დალიე.-უთხრა და თუნუქის ქილა გახსნა.
-მადლობა.-ოდნავ გაუღიმა და წვენი მოსვა. ცოტახანში ექიმიც გამოვიდა.
-მდგომარეობა როგორია ირაკლი?-კითხა დავითმა ბავშობის მეგობარს და კოსტას მამას.
-სტაბილურად მძიმეა, სასწაულია საერთოდ რომ გადარჩა, 2ჯერ გაუჩერდა გული, დიდი რაოდენობით სისხლი გადავუსხით, მალე პალატაში გადავიყვანთ, ხვალ მხოლოდ ორ ადამიანს შეგიშვებთ.
-ნარკოზიდან როდის გმოვა ირაკლი ბიძია?-გატეხილი ხმით კითხა ლილემ.
-ეგ უკვე მის ორგანიზმზეა დამოკიდებული ლილე.-თავის კაბინეტისკენ წავიდა და საოპერაციოს ფორმა გაიხადა. ლილემ ძმას შეხედა სასოწარკვეთილ სახით და კედელს მიეყრდნო მხრით. მთელი ღამე იქ გაატარა, დროის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული, მეორე დღეს ექიმმა შესვლის უფლება მისცა და ისიც სიხარულით შევარდა და საყვარელი სხეულის უსიცოცხლო მდგომარეობაში დანახვამ გული მოუკლა. საწოლთან ჩაიმუხლა და მის ხელს თავი დაადო, ცრემლები გადმოსცვივდა და პირდპირ დემეტრეს ხელზე ეცემოდა.
-ერთი დღის გათხოვილს ნუ დამაქვრივებ დემე. უშენობისთვის ნუ გამიმეტებ გთხოვ, გაიღვიძე, გაახილე ეგ შავი თვალები კიდევ რომ ჩავიძირო მასში. კიდევ გამიღიმე რომ შენმა ღიმილმა სამყარო დაჩრდილოს ირგვლივ.გთხოვ დემე, გაიღვიძე. იბრძოლე ჩემთვის და ლანასთვის იბრძოლე!-მის ყურთან ბუტბუტებდა და ლოყაზე ეფერებოდა, ბოლოს ლოყზე და შუბლზე აკოცა და პალატა დატოვა. 1 თვე უშედეგოდ გავიდა, მხოლოდ მდგომარეობა უმჯობესდებოდა, სტაბილური იყო მაგრამ თვალს ცოცხალი თავით არ ახელდა. ბოლოს ლილეს ბრაზი იპყრობდა მასთან ისევ შევიდა და ამჯერად არ უტირია, მხოლოდ საწოლზე ჩამოჯდა.-გაიღვიძე დემეტრე დადეშქელიანო, გაახილე ეს დაწყევლილი თვალები და ისევ ისე გამიღიმე თორემ გეფიცები რომ გაიღვიძებ ახლიდან ჩაგაგდებ ამ დღეში. დროა დემე, დამიბრუნდი!-უთხრა მტკიცე ხმით და მაინც ვერ შეიკავა თავი, ცრემლი გადმოუგორდა დიდი მწვანე თვალებიდან. აპარატი აწრიპინდა, გულისცემა გაუხშირდა დემეტრეს, გრძნობდა ლილეს ახლოს ყოფნას, ყოველთვის და ყველგან გრძნობდა. ლილეს შეეშინდა და ექიმს დაუძახა, ცოტახანს გარეთ აკანკალებული და სასოწარკვეთილი ელოდა ექიმის გამოსვლას. ბედნიერი სახით გამოსული ექიმი რომ დაინახა გულში რაღაც სხივმა გაუარა.
-გაიღვიძა.-მხოლოდ ეს სიტყვა მოისმინა და ყვეაზე პირველი შევარდა პალატაში, ცრემლები სდიოდა და მისკენ მიდიოდა. ხელი სახეზე შეახო და გაეღიმა.
-დამიბრუნდი.-თქვა მტკიცედა და მის ლოყას თავისი ტუჩები მიაწება.
-რაო მწვანეთვალებავ მოგენატრე?-უცნაურა დაბოხებული ხმით კითხა დემემ.
-მე როგორ ვნერვიულობდი შენკიდევ მასხარაობ აქ.-შეუღრინა და მერე გაეცინა.-ჭრილობა ჰოარ გტკივა?
-შეხორცებულა უკვე, არ მტკივა.-გაიცინა და თვალები დახუჭა.-აბა რა ხდებოდა ეს 1 თვე?
-იმის კითხვას აპირებ შერიგდნენ თუარა ისინი?-თვალებ მოჭუტულმა კითხა.
-ზუსტადაც რომ.
-შერიგდნენ, მარა შენ მტრებს დაეძებენ, იოანე გაგიჟებულია ყველას ჩემი ხელით დავახრჩობო ამბობს.-გაიცინა ისევ და ქმარს მიეხუტა.-ლანა სულ გკითხულობდა თურმე. ეკუუნამ სვანეთში წაიყვანა ცოტახნით.
-დედაჩემს უკვე ეკუნას ეძახი?-გაიცინა დემემ.
-დედაჩემი ჩემი დაქალია.-გადაიკისკისა და ქმრის სურნელი ხარბად შეიგრძნო, აი ის სურნელი 1 თვის მერეც რომ არ მოშორებია დემეტრეს. კარში თავი ბიჭებმა შემოყვეს, პირველი ანდრია შევიდა, მერე მიშო მიყვა.
-აპოლონო რაფრახარ თუიცი?
-გურულო მომენატრე.-თბილი ხმით უთხრა და გაუღიმა ბიჭებს.-ვიღაც გაკლიათ.-წარბაწეულმა გადახედა ბიჭებს.
-იოანე გასულია, მოვა მალე.-უთხრა ნიკუშამ და ლილეს გადახვია ხელი.
-როდის გამწერენ?
-ხვალ.-უთხრა კოსტამ.
-რა სიფათები გაქვთ ვაბშე? ცოცხლად მგლოვობდით?
-უმადურო ადამიანო.-შეუღრინა ვატომ სიცილით.
-შენ ყველაზე კარგად გაოიყურები, გეტყობა ყველაზე ნაკლებად რო გიყვარვარ.-გაიცინეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-მოგვენატრე აპოლონო.-უთხრა და საწოლიდან წამოდგა.
-აპოლონს რატო ეძახით?-იკითხა ლილემ და ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
-რატო დაოჯან და 16 წლამდე ყველაზე მაღალი, ძლიერი და ბატიბუტა იოანე და ეს გვყავდა სასტავში და თან ასაკითაც დიდები იყვნენ. იოანე 27 წლისაა პატარა რო გგონიათ, ეს ვაჟბატონი 28ის. ჰო და გოგოები აპოლონს ეძახდნენ, იოანეს აქილევსს.-გაიცინა ანდრიამ.-ჰოდა ეს ბრაზდებოდა მაგაზე და ჩვენც ვაბრაზებდით სულ აპოლონს დავძახოდით.-ახარხარდნენ ბიჭები. პალატის კარი იოანემ შემოაღო და მხოლოდ თავი შემოყო.
-შეიძლება?-იკითხა სიცილით.
-აქილევსიც მოსულაა.-სიცილით თქვა დემეტრემ და იოანეს გაბრწყინებულ თვალებს თავისი შავი სფეროები მიანათა.
-როგორ ხარ?-კითხა და გადეხვია.
-ახლა კარგად.-უთხრა დ გაუღიმა. ბიჭებს გადახედა ლილემ, მათ სახეზე შვება და სიხარული რომ ამოიკითხა ამოისუნთქ და კარში მდგომ მამამისს გადახედა.-სიმამრს გაუმარჯოს.-გაიცინა დემეტრემ.
-ამას უყურეთ რა ხასიათზეა რაა.-გაიცინა დავითმა. სიძესთან მივიდა და გადაეხვია.-აბა ვარიანტები გვითხარი ვინ შეილება ყოფილიყო.
-თუ აკაკიმ ჩემი გაფრთხილება არ გაითვალისწინა შესაძლოა ეგ იყოს.
-მიგვიღებთ?-პალატაში დეაკო, დიკო, ტასო და მართა შემოხტნენ.-როგორ ხარ სიძე?-წარბები აუთამაშა ტასომ.
-შენ დაგინახე და ცუდად როგორ ვიქნები ტასუნა?
-სიძე მეეე?-იკითხა საწყალი სახით დეაკომ.
-რა სიძე გოგო, აქამდე ძმას მეძახდი.
-აქამდე ჩემი საუკეთესო დაქალის ქმარი არ იყავი.-ენა გამოუყო და ჩაეხუტა. ბევრი იხალისეს ამდენი ხნის შემდეგ სანამექიმმა არ გაუშვა ყველა გარეთ. უკვე საღამო იყო, პალატაში მხოლოდ დემეტრე და ლლილე იყვნენ. ლილემ მის გულზე დადო თავი და გვერდით მიუწვა. ცოტახანს ჩუმად იყვნენ მერე ისევ დემეტრემ დაარღვია სიჩუმე.
-რამდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ?
-1 თვეა აქ გადმოვცხოვრდი.-გაუღიმა და ტუჩები ლოყაზე მიაკრა.-წვერი გაგეზარდა.
-არ მოგწონს თუ?-წარბები აუთამაშა.
-ასეთი მასხარაც არმეგონე.-გაოცებულმა თქვა.
-მომენატრე ლილ.-უთხრა და მაგრად მოხვია მკლავები საყვარელ სხეულს.
-მეც მენატრებოდი.-უთხრა და ყელში აკოცა.-მოიცა მართლა 28 წლის ხარ?-კითხა და თავი წამოწია.
-ჰო რაიყო?-გაეცინა.
-ბავშვები გიზიდავს დემე?
-გოგო 22 წლის ხარ რა ბავშვი.-გადაიხარხარა.
-23 ვხდები სხვათაშორის რაა.-ენა გამოუყო და თითი აუფრიალა ცხვირწინ, დემეტრემაც თითს დახედა და მერე კბილებს შორის მოიქცია.-მეტკინა დამპალოო.-ამოიწუწუნა.
-როდის ხდება ჩემი ქალბატონი 23წლის?
-ვითომ არ იცი რაა.-გაიცინა.
-მე ვიცი რომ 29ში დაბადების დღე გაქვს.-უთხრა და შუბლზე აკოცა.
-მე კიდე ვიცი რომ 15 ივნისს გაქვს.-გაუცინა.
-სვანეთში არ წავიდეთ?
-ჯერ გამოკეთდი და მერე ჯოჯოხეთში წავიდეთ თუგინდა.
-წამომყვები?
-აპოლონო თუ დამიცავ წამოგყვები.-მეორე დღეს სახლში გამოწერეს, უკვე ჩვეულებრივ დადიოდა, უბრალოდ, დალევა ეკრძალებოდა და წამლებს სვამდა. ლილე თავს დასტრიალებდა, გვერდიდან არ შორდებოდა, დილით მთელ სახეს უკოცნიდა და ისე აღვიძებდა ქმარს. საღამოს კი მასზე მიხუტებული იძინებდა. დღითიდღე უმჯობსდებოდა დემეტრეს მდგომარეობაც და უკვე ჩიტივით ჯანმრთელი იყო. ლილეს დაბადებისდღის წინა დღეს მთელი დღით დაიკარგა ბატონი დემეტრე. ლილე ნერვიულობდა, უკვე 11:25 იყო, ეზოში რომ დემეტრეს მანქანაშემოვიდა და ცოლისკენ მომღიმარი სახით წავიდა. ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა. ორ საათი იმგზავრეს, 11:55 წუთზე მანქანა შემაღლებულ ადგილას გაჩერდა და იქედან მთელ თბილისს გადმოხედეს. სასაცილო სანახავი იყო, სახლის ფორმაში გამოწყობილი ლილე და კლასიკურად ჩაცმული დემეტრე. ზუსტად შუაღამეს ჯიბიდან გრძელი, ბარხატის წითელი ყუთი ამოიღო და თავი ახადა. იქედან ოქროს სადა ყელსაბამი იმზირებოდა, ლამაზი მთის ბროლით. ყელსაბამი ყუთიდან ამოიღო დმეტრემ და ლილეს ყელზე შეაბა, სველი კოცნა დაუტოვა ყელში და ლილეს რომ გააჟრჟოლა გაეღიმა.
-ყველაზე მეტად ცხოვრებაში რაც მინდოდა შენ იყავი ლილ. ახლა ჩემად გიგულებ მაგრამ მაინც არ მყოფნი. 10 წელი შორიდან გაკვირდებოდი და ყველა შენი მიმიკა, რეაქცია, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ვიცოდი.ენით აუწერელს ვგრძნობ, მგონია რომ მეხები მაცოცხლებ მაგრა წამით თვალს რომ ეფარები ისევ სიბნელეა ყველგან. სიყვარულს კი არა სიყვარულზე მილიარდჯერ ბევრს ვგრძნობ. მიხარიხარ ლილ, მაგრამ ამჯერად ჩემ თავს ვულოცავ რომ შენ დაიბადე, ღმერთმა ჩემთვის შეგქმნა და სნს გასვებას არ ვაპირებ. ჩემი ხარ ლილე ჟღენტო! თავიდან ბოლომდე ჩემ საკუთრებაში ეწერები! ჩემი საოცრება ხარ, ჩემი საყრდენი და მიზეზი იმის რომ ჭაობიდან ამოსვლას ვცილობდი და ამოვედი კიდეც. ჩემში მხოლოდ ერთი ნარკოტიკია და ისიც შენ ხარ ჩემო პატარავ!-სახეზე ეფერებოდა და თან ელაპარაკებოდა, ლილეს ცრემლები წასკდა, საყვარელი მამაკაცისგან ამ სიტყვების მოსმენა ყველზე დიდი ბედნიერება იყო მის ცხოვრებაში. მაგრად მოხვია ხელები და მის მკლავებში დაიმალა.
-ჩემი ახდენილი ოცნება ხარ! მიყვარხარ ძალიან!-ებუტბუტებოა და ცრემლები სდიოდა.-კედელზე ის თვალებია ჩემია და შენ დახატე ხო?-კითხა და ყელშ აკოცა.
-კიი შერლოკ ჰოლმს.-გაიცინა და მანქანაში ჩასვა საყვარელი სხეული. ახლში სევიდნენ თუარა, დემეტრე ტუჩებზე ეტაკა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დიდი სინაზით და სიფაქიზით უკოცნიდა ტუცებს.საძინებელში შევიდნენ და ლილე საწოლზე გდააწვინა, ზემოდან მოექცა და მალე სრულიად შიშველს მთელ ტანს უკოცნიდა. ერთხანს თველებში უყურებდა საყვარელ ქალს, მის თვალებშ ვნება რომ დაინახა, გაეღიმა და ყელში აკოცა. მთელ ოთახში ისმოდა ლილეს სიამოვნების ამოძახილები. დემეტრეს მხრებს ებღაუჭებოდა, ხან თმას. ტუჩებს უკოცნიდა და ამითაც კი უდიდეს ბედნიერებას იღებდა. აი ის ტკივილი რომ იგრძნო, თან სასიამოვნო თან მტკივნეული დემეტრეს ზურგიდანაც დაიწყო სისხლმა დენა. ყველაფერს იმდენად ფრთხილად აკეთებდა ლილეს სიამოვნების მეტი არაფერი უგვრძნია. ბოლოს სიამოვნებისგან, უკვე მესამედ რომ ააკანკალა იგრძნო კიდეც ცხელი სითხის ჩაღვრა და ბოლოჯერ ამოიკვნესა.-მიყვარხარ!-უთხრა დემეტრემ და დაცვარულ შუბლზე მიაკრა ტუჩები.
-მეც მიყვარხარ დემუსი.-ქმრის გულზე დადო თავი და მშვიდად დაიძინა. დილით სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა, მიუხედავად იმისა რომ მუცელში წვას გრძნობდა და მთელი სხეული უფეთქავდა მაინც მაინც წამოიწია და ქმარი კოცნით გააღვიძა. საათს გახედა უკვე სამი იყო. მის ყელში ჩარგო თავი და იქვე დაუტოვა კოცნა.
-გაიღვიძე ცოლუკა?
-დემუსი, საბაზანოში გამიყვან?-უთხრა და წამწამები აუფახუნა, თან ლოყები ჰქონდა გაწითლებული და ყველანაირად ცდილობდა სირცხვილი დაემალა.
-რომ გრცხვენია როგორ საყვარლად გიწითლდება ლოყები ნეტავ იცოდე.-ლოყები დაუკოცნ და ტუცებსაც დასწვდა. ხელში აიტაცა საყვარელი სხეული და დედიშობილამ შეიყვანა კაბინაში. ერთად „იბანავეს“ და ძალაგამოცლილი სხეული ისევ ხელით გამოიყვანა სააბაზანოდან. თან დასცინოდა.
-ნუ დამცინიხარ რააა. დამპალო.-გაეცინა თვითონაც და გულზე მიეხუტა დემეტრეს.
-დილით ანდრიამ დარეკა, საღამოს ჩვენ რესტორანშიო. ჰოდა სხვათაშორის მშია მე.-წარბები შეკრა დემეტრემ.
-რა უნდა ჩემ ქმარუკას?
-კართოფილს შემიწვავ.-თვალები გაუბრწყინდა.
-თუ გათლი შეგიწვავ. კიდევ რა გინდა?
-თხილის სუნელსაც გამიკეთებ?
-აბა თხილი?
-არის.-თვალი ჩაუკრა და უკვე ჩაცმული ცოლი ქვემოთ ჩაარბენინა. ნახევარ საათში ყველაფერი მზად იყო და კართოფილის დაბრაწვას ელოდებოდნენ. მალე შეჭამეს და სიცილ-კისკისით შემოირბინეს მთელი სახლი. შვიდი საათისთვის მზადება დაიწყეს. შავი კლასიკური შარვალი და შავი რღმა დეკოლტით მაისური მის მკერდს ლამაზად უსვამდა ხაზს. ფეხზე მაღალქუსლიანები მოირგო, თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი დემეტრეს წინ დატრიალდა.
-აბაა, როგორი ცოლი გყავს.-კისკისით უთხრა.
-უნიკალური.-უთხრა სიცილით და დეკოლტეზე დააშტერდა.-ლამაზია.-თითი მკერდისკენ გაიშვირა.
-ვიცი.-ენა გამოუყო, აკოცა და სახლიდან გავიდნენ. დახურულ დარბაზში ისე მოხდენილად შევიდნენ საზოგადოება თვალს ვერ წყვეტდა მათ მშვენიერებას. მერე დაიწყო მილოცვები და მთელი ამბები. ანდრია, იოანე და დემეტრე რომ სცენისკენ წავიდნენ, დარბაზში ოთო ბეროშვილის „ ერთი ლამაზი დღე იყო“ გაჟღერდა და თვალები შუბლზე აუვიდთ გოგოებს რომ დაინახეს როგორ დაიჭირა მიკროფონი იოანემ. აი სიმღერა რომ დაიწყო ამაზე უარესი მოუვიდა, ბოხი ხავერდოვანი ხმით მღეროდა და მართას თვალებში უყურებდა., სიმღერის ბოლოს მასთან მივიდა წამოაყენა და შუბლზე აკოცა. შემდეგი ანდრია იყო ტიგინაშვილის „ოცნება“ რომ იმღერა და დეაკოს დაუძახა მიკროფონიდან, გოგო ლამის სკამიდან გადავარდა შოკისგან.
-დეაკუნა.-ამბობს ანდრია.-მიყვარხარ და შენ?-გაიცინა.
-ერთს კარგად გამოგლანძღავდი ამის გამო მაგრამ იმდენად საყვარელი ხარ ფიზიკურად ვერა.-მხრები აიცეჩა და გაუღიმა, მასთან მივიდა და ჩაეხუტა. მაგრამ ყველაზე დიდი შოკი იცით რომელი იყო? აი დემეტრეს რომ მისცა მიკროფონი ანდრიამ და თვალი ჩაუკრა. დარბაზში „Bella Ciao” გაჟღერდა და დემეტრემაც ამოუშვა თავის ღვთაებრივი ხმა. შოკში იყო ლილე, აქამდე არ ენახა დემეტრეს სიმღერა. მის ხმას უსმენდა რომელიც იავნანასავით ჩაესმოდა და სიმღერის ბოლოს გამოფხიზლდა.
-აბა ცოლო, წავიდეთ იტალიაში?-კითხა სიცილით და ლილეს სახეზე უფრო გაცინა.
-ნუ თუ ასე მთხოვ.-მხრები აიჩეჩა და დემეტრეს ტუჩებს თავისი მიაწება.
-ჩემი ახდენილი ოცნება ხარ!
-შენ ჩემი უნიკალური ქმარი!



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.მომწონს და რაც მთავარია კარგად ვითარდება მოვლენები.წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი kesane123

cheryl blossom
ვაიმეეეეეეეეეე ძალიან მიყვარს ეს ისტორია და არ გაბედო დასრულება თორემ არ ვიცი რას ვიზაააამ

ვნახოთ :დ <3

mia miako 15
ძალიან კარგია.მომწონს და რაც მთავარია კარგად ვითარდება მოვლენები.წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს

მადლობა დიდიი <3

 


№3 სტუმარი mari

Kesane dzaan kaia shemdegs albat xval dilit dadeb?

 


№4  offline წევრი kesane123

mari
Kesane dzaan kaia shemdegs albat xval dilit dadeb?

კესანე არმქვია მარა კაი არაუშავს:დდდ დილით არამგონია მაგრამ ღამე დაიდება გვიან <3

 


ძალიან კარგია წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი მაშო

ვაუმეე bella ciao <3 უუ მიყვარხარრ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent