ცხოვრების დრამა
ეს ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანს მე სიკვდილი მეტყვის! "ოჰ სიკვდილო, შენ მხსნელი ხარ" - ჩემს ფიქრებს სულ ერთვის. აღარ მინდა სიყვარული, მე მსურს ხილვა ღმერთის! სამყაროსგან შორს გაქცევა და დამალვა მინდა, მარტოობა, მყუდროება, სიჩუმე მსურს წმინდა. დღეს ჩემს ვენებს ბასრი დანა გამეტებით ჭრიდა. დაკარგულ სისხლს ვერასოდეს ვერვინ დაითვლიდა. წვიმა, მღერა, პოეზია სულ ეს არს რაც მინდა. ეს ცხოვრება სასტიკია, სულ პრობლემებს ჰქმნიდა. მე ეს გული და გონება ბევრს ვერას დამპირდა და მე ღმერთმა ჯოჯოხეთის დიდ ხრამთან დამკიდა. უკვე ვფიქრობ რომ მზადაა დროშა დასასრულის და ის ჩემი ერთი გული არის აღსასრულის. გონება კი მფლობელია საქმის დაფარულის, ის ხომ გულის მფლობელია, სულ, ღრმად დამალულის. მე, მე კვლავ გული მერევა ამ სიცოცხლის სიმძიმეზე, მე გული ისევ მერევა საცოდავ ბრბოს სიბილწეზე. ვფიქრობ ერთადერთი ღმერთის უსათუო სიწმინდეზე, მუდამ ვფიქრობ ჭუჭყიან და ცოდვით სავსე სისხლის წვეთზე. ეს ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანს მე სიკვდილი მეტყვის! "ოჰ სიკვდილო, შენ მხსნელი ხარ!", ჩემს ფიქრებს სულ ერთვის. აღარ მინდა სიყვარული, მე მსურს ხილვა ღმერთის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.