შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკოტიკი ( თავი II ) +18


4-06-2019, 18:34
ავტორი ენძელა
ნანახია 1 721

"მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა შიდსი და სხვა...
26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული"
სტატიის კითხვისას თანამშრომელმა დააკაკუნა კარზე,ლეპტოპი სწრაფად დაკეცა და თათბირის ოთახისკენ გაემართა,სამსაათიანმა თათბირმა ისე ჩაიარა,ერთი სიტყვაც კი არ გაუგია.სუსხიანმა ამინდა გარეთ გასვლისთანავე გამოაფხიზლა.


* * *

ერთთვიანი კონტაქტის მერე გაიგო ის, რამაც შეცვალა მისი მთელი ცხოვრება და არამარტო მისი,უცნობი გამოუტყდა რომ ნარკოდამოკიდებული იყო და ნარკოლოგიურ ცენტრში მკურნალობდა,სწორედ ამიტომ ვერ ახერხებდა მის ნახვას.მეხის გავარდნასავით იყო მისთვის ახალი ამბავი,სამი დღე სრულიად გამოეთიშა სამყაროს,იმასაც კი ვერ ხვდებოდა ასეთ მნიშვნელობას რატომ ანიჭებდა ან ასე რატომ ნერვიულობდა ამ ამბავზე. ურთიერთობა ისევ ისე განაგრძეს,შინაგანად ძალიან აწუხებდა და მოსვენებას ვერ პოულობდა,უფრო მეტი რამ აინტერესებდა,თუმცა კითხვების დასმასაც ვერ ბედავდა,ალბათ უფრო იმიტომ,რომ პასუხების ეშინოდა.
დადგა დღე,რომელსაც ორივე დიდხანს ელოდა, განსაკუთრებული მომზადების გარეშე,შავი ჯინსით,მაიკითა და კეტებით წავიდა პირველ პაემანზე,ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა,კაფეს მიუახლოვდა თუ არა დაინახა,ალბათ უკვე მეათე ღერ სიგარეტს ეწეოდა და თითებს აკაკუნებდა მაგიდაზე. მის წინ დაჯდა,მიმტანს ორივემ ერთდროულად უთხრა: - კაპუჩინო ტყის თხილით და კარამელით, მიმტანს გაეღიმა და მაგიდას მოშორდა.
-ესეც პირველი მსგავსება, გაიღიმა ბიჭმა და სათვალე მოიხსნა, შავი,დიდი თვალები და გრძელი წამწამები ჰქონდა,მხოლოდ ჩაცვენილი თვალები თუ აფიქრებინებდა ადამიანს,რომ ისეთი მძიმე სენი სჭირდა,როგორიც ნარკოდამოკიდებულებაა.
პირველმა შეხვედრამ იდეალურად ჩაირა,იმაზე კარგადაც,ვიდრე წარმოედგინა.ბევრი იცინეს,ილაპარაკეს, ტაქსით აცილებდა სახლამდე,ბიჭმა მძღოლს გაჩერება სთხოვა,ცოტა მანძილიღა იყო დარჩენილი,უსიტყვოდ ჩავიდა ტაქსიდან,ტროტუარს გაუყვნენ.
-მინდა ახლა მომისმინო,არ შემაწყვეტინო და ბოლოს მითხრა შენი აზრი, ისევ ისე გაუღიმა როგორც პირველად,უკვე გრძნობდა რომ ეს ღიმილიც უყვარდა,თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-პირველივე დღიდან მომეწონე და დღეს როცა გნახე,ეს მოწონება უფრო გაიზარდა,სწორედ ამიტომ მინდა ჩემზე ყველაფერი იცოდე, დავიბადე და გავიზარდე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში,მშობლები და დები ყოველთვის მანებივრებდნენ,რადგან ყველაზე პატარა ვიყავი,სკოლა წარჩინებით დავამთავრე და უნივერსიტეტშიც მოვეწყვე,100 %-იანი გრანტით,ყველასთვის საამაყო ვიყავი,უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და უამრავი გასაუბრების შემდეგ საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში დავსაქმდი, აქ შეჩერდა და გოგოს დააკვირდა,რომელიც ყურადღებით უსმენდა,გაეღიმა და განაგრძო
-აქ მთავრდება ჩემი ბედნიერი და ზღაპრული ცხოვრება,ცუდ წრეში მოვხვდი, თავიდან კანაფით დამაწყებინეს,რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ნარკოტიკი იცვლებოდა,დოზაც იზრდებოდა და ჩემი გადახდილი ფულიც,ორი წლის შემდეგ კი ჰეროინზე დამოკიდებული გავხდი,არამგონია ოდესმე უფრო სასიამოვნო გრძნობა განვიცადო,რასაც ჰეროინი მანიჭებდა,ჩემი ცვლილება ოჯახის წევრებსაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი.
უკვე სახლთან იყვნენ მისულები,ცხვირი და ლოყები გაეყინა და გაუწითლდა,ბიჭმა თხრობა შეწყვიტა შუბლზე აკოცა გაუღიმა და უთხრა - ახლა სახლში ადი,სხვა დროს გავაგრძელოთ,არ გაცივდე,იქამდე ელოდებოდა სადარბაზოსთან,სანამ არ მიწერა სახლში შევედიო.
ემოციებისგან დაღლილს,ცხელმა წყალმაც ვერ უშველა,გრძნობდა რომ ის "ის ერთადერთი" იყო და უფრო მეტად სტკიოდა მისი მდგომარეობა,მთელი ღამე მის კოცნაზე ფიქრობდა,გამთენიისას ჩაეძინა.



№1  offline წევრი Melusi

Zalian kargia gagrzele❤❤????

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან საინტერესო ისტორიაა.მაგრამ პატარა თავია.გელოდებით.კარგად წერთ,თხრობა. მომწონს,ჩემთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა,ისე არაფერი არ ხდება ,უფალმა გაგაუგზავნა ამ ბიჭს მხსნელი,სადაც სიყვარულია იქ სხვა რამეს ადგილი არ აქვს ,მთავარია სიძლიერე,მააგრამ რის ფასად❓❓❓

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent