შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ!"(4)


18-04-2019, 01:09
ნანახია 1 474

იმ საღამოს აივანს ახლოსაც არ გავკარებიბარ...
საერთოდაც, მთელი საღამო მოცარტს ვუსმენდი...
...საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ნაკლებადმტკივნეული რომ ყოფილიყო ჩემთვის, განგებამ 6 საუკეთესო გოგო გამომიგზავნა მეგობრად. საუკეთესოს თქმა მონატრების გრძნობამ მაიძულა, სინამდვილეში ნამდვილი დემონები არიან. ერთმანეთზე შეშლილები, სულელები და უსაზღვროდ ეჭვიანები. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვმეგობრობ მათთან. მაგრამ ვერც მათ გარეშე წარმომიდგენია ვერცერთი დღე.
ვიცი, უკვე დიდი ხანია ვისწავლე, რომ "დიდხანს და ბედნიერად" ზღაპრებისთვისაც ზედმეტად ბანალური და მოსაწყენი გახდა. ვიცი, რომ სამუდამო არაფერია ამ ქვეყნად და პირველი სწორედ ის გისხლტება ხელიდან, რასაც ყველაზე მეტად ებღაუჭები, მაგრამ, როცა ამ შეშლილებთან ერთად ვარ აღარაფერი მახსოვს. ყველა მუქი ფერი ქრება გარშემო და რჩება მხოლოდ ნათელი, კაშკაშა, ციმციმა და თბილი ფერები. მინდა ბაკალავრიატის წლები გაიზარდოს, ეს დრო მაქსიმალურად გაიწელოს და რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ეს გოგოები ჩემს ცხოვრებაში. მინდა კიდევ უამრავი დაუვიწყარი მომენტი შევქმნათ ერთად, რომელსაც სიბერეში სიამაყისგან გაბღენძილები მოვუყვებით ჩვენს შვილიშვილებსა და მათ შვილებს.
როგორც წესი, ამდენად სენტიმენტალური არ ვარ, თუმცა ყოველთვის ასეთი ფიქრები მიპყრობს, როცა გარეთ გაზაფხულის წვიმა წკაპუნით ასკდება აივნის სახურავს, ჩიტები საღამოს ჟივილ-ხივილით აცილებენ, მე კი ვზივარ ოთახში მარტო, ფეხები ფანჯრია რაფაზე მაქვს შემოწყობილი და ჯიუტად ვივიწყებ რომ სამეცადინო მაქვს. გამკიცხეთ, უბრალოდ არ შემიძლია ასეთ დროს ჰეგელსა და ჰანგინგტონზე ფიქრი.
ფიქრი საშინელი რამაა. ძალიან დიდი ძალა აქვს და ამიტომ. წამში შეუძლია გაგიტაცოს, ქვეყნიერება მოგატაროს, შეუძლებელი შეგაძლებინოს და ამით გული უარესად გატკინოს. რომ მივხვდი ჩემი ფიქრები კედლის მეზობლისკენ მიდიოდა პლედს ხელი დავტაცე და აივანზე გავედი. ვიფიქრე სუფთა ჰაერი ადუღებულ გონებას გამიგრილებდა.
უშედეგოდ...
აივანზეც არ მეყო ჟანგბადი...
გარეთ მინდოდა გასვლა. უკვე ბნელოდა, წვიმდა და გაზაფხულისთვის შეუფერებლადაც გრილოდა.
მაგრამ რატომ არის საუკეთესო მეგობარი საუკეთესო იცით? მილიონი სხვა მიზეზის გარდა იმიტომაც, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორი ამინდია, როგორც გრძნობს ამ დროს თვითონ თავს ან რა ხდება ქვეყანაში. მესამე მსოფლიო ომიც რომ იყოს თუ თხოვ შეუძლია დაუფიქრებლად ჩაიცვას და გამოვიდეს. "ჭირშიც და ლხინშიც"-მახსენდება ყოველთვის, როცა მას ვხედავ.
სალი ჩემს მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობს, მხოლოდ სკვერი გვყოფს, ამიტომ ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შევხვედროდით. ცოტა დავსველდით კიდეც, თუმცა ვის ადარდებდა. ცოტაც და ჩავეხუტებოდი, გულსა და გონებაში დატრიალებულ ამ გაურკვებლობის აბლაბუდას უხმოდ გავუზიარებდი,როცა ფეხებში მოულოდნელად სისველე ვიგრძენი...(არ იფიქროთ, რომ ჩავიფსი????)იმდენად ვიყავი ფიქრებით გართული, რომ ვერც კი შევნიშნე ჩვენ შორის წვიმისგან დამდგარი ტბა. ასე ვიდექით ამ წყალსაცავის აქეთ-იქით და სიცილისგან სულს ძლივს ვითქვამდით, შესვენებების დროს ალტერნატიულ გზებს ვეძებდით, როგორ გადაგვეცურა ისე, რომ მშრალები დავრჩელიყავით.
მოულოდნელად შედარებით ჭკვიანმა მემ მითხრა თუ მისაყვედურა ვერ გავარჩიე:
-გაინძერი! ის ასეთ ამინდში სახლიდან შენ გამო გამოვიდა. ახლა შენი სვლაა! ამ სიტყვებმა დენივით დამიარა მთელ ტანში და თითქოს ხელი მკრა. ტბა უხეშად "გადავცურე" და ჩემთვის ასე საყვარელ სილუეტს მაგრად მოვეხვიე. ყოველთვის, როცა ვეხუტები, ასე მგონია, რომ უთქმელად, ხელებით მეუბნება, რომ გასაგებია, ჩემი ესმის, რომ რაც არ უნდა იყოს ის ჩემთანაა და ასე ყველაფერს შევძლებთ. ვერ ვითმენ, სანამ ყველანი შევიკრიბებით და სულმოუთქმელად ვუყვები რამხელაზე გამიცრუვდა იმედები და როგორ სიტუაციაშიც ჩავვარდი. შვებისა და ბედნიერებისგან გულზე ლოდი მეხსნება, ყელში რაღაც ბურთი მეჩხირება და ვერაფრით ვყლაპავ.
საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამ ინცინდენტს დავივიწყებდი და ისე გავავრძელებდი ცხოვრებას თითქოს არც არსებობდა "ბატონი კატასტროფა".
დიდად აღარც შოპენისკენ მიმიწევდა გული...
ბევრი ვეცადე, მაგრამ აივანს მაინც ვერ შეველიე...
გაზაფხულმა და შუალედურმა გამოცდებმა თავისი ქნეს და ყველა და ყველაფერი დამავიწყეს გარშემო. ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მე და ჩემი გოგოები გამოცდებზე, ბევრსაც ვნერვიულობდით, მაგრამ რატომღაც მხოლოდ წინა ღამით ვიწყებდით მეცადინეობას.
ეს ჩვენი წარმატების ერთგვარი რიტუალი იყო...
წარმატებაზე გამახსენდა... სადაქალოში ერთი ძალიან საზიზღარი გოგო გვყავს. გამოცდების პერიოდში გაუთავებლად მოთქვამს, რომ არაფერი იცის და ვერაფერს ასწრებს, 30-იდან მხოლოდ 1 ან მაქსიმუმ 2 ბილეთს სწავლობს და რაღა თქმა უნდა მაინც და მაინც ის მოსდის! როგორ შეიძლება ადამიანს ასე გწყალობდეს ფორტუნა და საზიზღარი არ იყო ?! ხუმრობა გვერდით იყოს და ერთ დღეს თეატრი იყო ჩვენ უნივერსიტეტში. "ნინო და ალი" უნდა დადგმულიყო ჩვენი სააქტო დარბაზის სცენაზე. წიგნიც და ფილმიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. სულის ფანცქალით წავიკითხე თავის დროზე და ახლაც ძალიან მინდოდა დასწრება და სიამოვნების მიღება. ეფექტი ორმაგად უფრო სრულყოფილია ხოლმე როცა შვიდივე ერთ მწკრივში ვსხედვართ და ასე ვტკბებით: სპექტაკლით და ერთად ყოფნით.
ძალიან ამაღელვებელია, დამიჯერეთ...
ამ დღეს ლექციები 9 საათიდან მეწყებოდა. ამის გამო დილით ძალიან ადრე მიწევდა ადგომა, რომ გამზადება, ყავის დალევა და უნივერსიტეტში გასვლა მომესწრო.
ყავაზე გამახსენდა, ვინც მიცნობს ყველამ იცის, ერთი უცნაური ჩვევა მაქვს. ყავას რომ გავაკეთებ ერთს მოვყლუპავ და გვერდით გადავდგამ... ბოლომდე რომ გაცივდება დანარჩენს მერე ვსვამ... არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე განსაკუთრებულად გემრიელია. ასე თითქოს საკუთარ თავს ვეუბნები, ყველაფერს, რაც კარგია ერთბაშად ვერ მიიღებ. თუ ლოდინს ისწავლი შედეგიც განსაკუთრებულად ტკბილი იქნება მეთქი.
ვიცი, ცოტა უცნაური ჩვევაა...
1 საათზე უკვე სახლში ვიყავი. სპექტაკლი 7 საათზე იყო. გამოძინების გარდა არაფერი მინდოდა...
დავწექი თუ არა გავითიშე...
აივნის კარი არ დამიხურავს და წვიმის წკაპუნმა გამაღვიძა. მეგონა მთელი სეზონი მეძინა ისეთი ამინდი დამხვდა გარეთ. დაღლილობამ და მოთენთილობამ მძლია, თეატრის სიყვარული დაჯაბნა და ის იყო ძილის შებრუნებას ვაპირებდი ტელეფონზე შეტყობინება ამოხტა:
-ლი, წვიმაში მოვყევით, შეგიძლია თბილი მაისური წამომიღო რომ წამოხვალ?
-2 თბილი მაისური!
მწერდნენ ჩემი გოგონები საერთო ჩატში... როგორ შემეძლო უარი მეთქვა მათთვის, სახლში დავრჩენილიყავი, თბილ საწოლში მენებივრა და ისინი სველ ტანსაცმელში გაყინულიყვნენ უნივერსიეტეტში? სასწრაფოდ ჩავიცვი, ჩანთაში 6 თბილი მაისური ჩავტენე(ვიცოდი ერთს რომ ჩავაცმევდი შეიძლებოდა ყველას მონდომოდა, პატარა ბა შვებივით ვართ, ერთმანეთზე სულ ვეჭვიანობთ. ამიტომ მზადყოფნა ვარჩიე), ყავაც გავაკეთე, თერმოსში ჩავასხი და ჩემი გოგოებისკენ გავეშურე. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ხელები გვქონდა ერთმანეთზე ჩაკიდებული და ასე ვისხედით განაბულები. თვალები დავხუჭე და ეს კადრი შევისრუტე...
აი, რა იყო ნამდვილი მონაპოვარი, რაც "ცხობრების ახალმა ეტაპმა" ლანგრით მომართვა...
ამის შემდეგ, როგორ უნდა შემძლებოდა მეთქვა, რომ სიახლე ცუდია?!
სახლში გვიან მომიწია დაბრუნება...
როგორც წესი, გვიან მარტო არასდროს დავდივარ. სიბნელის შიში ერთ-ერთია ჩემფობიების ჩამონათვალში.
სკვერზე გავლით გზა შევიმოკლე, მაგრამ მარიფათი ვერ ავიცილე თავიდან.
ვიგრძენი, რომ უკან რამდენიმე წყვილი ნაბიჯი მომყვებოდა. არც გზის გადაჭრას აპირებდნენ და არც უკან დარჩენას, ჩემ ფეხდაფეხ მოდიოდნენ. შიშმა ამიტანა. კიდევ ერთი საშინელი თვისება მაქვს, გონებამ ყველა შესაძლო შემთხვევა გამახსენა, რაშიც შეიძლებოდა ახლა ჩავვარდნილიყავი. თავი გავაქნიე და უკან გავიხედე, რომ დავრწმუნებულიყავი ეს ყველაფერი დაღლილობის და ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ იყო.
არც შევმცდარვარ...
4-5 ბიჭი მომყვებოდა რამდენიმე ნაბიჯის სიახლოვეს. 12-15 წლამდე იქნებოდნენ. ამან კიდევ უფრო შემაკრთო...ვფიქრობდი, რა უკეთესი იქნებოდა ფეხისთვის ამეჩქარებინა და სირბილით მივსულიყავი სახლამდე თუ ნელი ნაბიჯით ამეტია გზა და სხვა კორპუსში ავსულიყავი, როცა მოულოდნელად ჩემი მიმართულებით გაისმა ბოხი ხმა.
-ეი, მეზობელო, დამელოდე მეც სახლში მოვდივარ,-სიბნელიდან ჩემი უბედურების თილისმას ხმა ვიცანი და ნელ-ნელა მისი სილუეტიც გამოიკვეთა, ბიჭების ჯგუფს გამოყოფოდა და ჩემკენ მოდიოდა.
-ამ დრომდე სად შემორჩი?-მეკითხებოდა, მაგრამ ჩემ უკან მომავალ ბავშვებს თვალს არ აცილებდა, თითქოს იმათ უფრო ელაპარაკებოდა ვიდრე მე.
მუხლებში ძალა და გულში იმედი ვიგრძენი. შვებისგან ამოვისუნთქე, მაგრამ გზა უხმოდ გავაგრძელე.
-მე სანდრო მქვია, მეგობრები მახარას მეძახიან, არ შევრიგდეთ?-მკითხა ისევ თვითონ, როცა მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.
-ჩემგან მადლობას და სახელს თუ ელოდები მისამართი შეგეშალა,-ვცადე მაქსიმალურად გესლიანი ვყოფილიყავი და აქამდე დაგროვილი ბრაზი ამ ერთ წინადადებაში ოსტატურად ჩამეტია.
-ოჰო, რა ბრაზიანი ყოფილხარ, ქალბატონო ლი ლი ანა,-გამომცდელად დამარცვლა ჩემი სახელი და ურცხვად, ნიშნის მოგებით ამომხედა. თითქოს მეუბნებოდა, მე ისედაც ვიცი შენი სახელიო.
-კიდევ ერთხელ დამელაპარაკები და კიბეებიდან ჩაგაგორებ,-ვუთხარი და სიცილის შეკავება ვცადე.
სანდრო, ალექსანდრე მახარაძე ჩემზე ორი თავით მაღალი, შავგვრემანი, ჩასმული ტანის პატრონი იყო, მარჯვენა მკლავზე ტატუთი. (ნუ გიკვირთ, საკმარისზე მეტ დრო მქონდა იმისთვის, რომ მასზე რაღაცები გამერკვია. თანაც ეს ჩემი სფეროა, მე ხომ ჟურნალისტი ვარ), სასაცილო სცენა იქნებოდა მე 1.60 სიმაღლის და 50 კგ-ის სიფრიფანა გოგო კიბეებზე რომ ჩავაგორებდი და ზემოდან გადავხედავდი. საბედნიეროდ უკვე ამოვედით. ჩვენ-ჩვენ ბინაში შესასვლელად საერთო შესასვლელი უნდა გაგვევლო. კართან მისული განზე ცერემონიულად გადგა, თავი დამიხარა და ხელით მანიშნა :"ladies are always first”-ო და სიცილი წვერზე ხელის ჩამოსმით დაფარა.
ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა. ახლა ჯენტლმენობას იგებდა ფეხქვეშ და თელავდა! -თვითკმაყოფილი იდიოტი!- გავიფიქრე გულში, რაც შემეძლო სარკასტულად გავუღიმე და სახლში შევედი.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან ძალიან ძალიან კარგად მიგყავს თხრობა,საოცარი ხარ,თავები გაზარდე რა.გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent