შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აბლაბუდა (7-10 თავი)


9-06-2019, 09:24
ავტორი murachashvili
ნანახია 4 966

მეშვიდე თავი
- არ მითხრათ, რომ ამით დასრულდა თქვენი შეხვედრა. - რატომღაც სულ სხვანაირად წარმომედგინა მათი გაცნობა, ვაღიარებ ნაწილობრივ უკმარისობის შეგრძნებაც კი დამიტოვა და ცნობისმოყვარე თვალებით მივაჩერდი.
- ხომ გეუბნებოდი, არც კი ცდილობდა ჩემ მოხიბლვას. ეს თავისთავად მოხდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ისევ ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მიმოწერა, პერიოდულად ნახევრად ხუმრობით ახსენებდა, თუმცა დაჟინებით არასოდეს მოუთხოვია შეხვედრა. ალაგ-ალაგ გამორეულ ფლირტის ელემენტებს თუ გამოვრიცხავდი, რასაც ისევ და ისევ კარგი იუმორის გრძნობით ნიღბავდა, თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ამდენ წერაში კარგ მეგობრებად ვიქეცით. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ასე ვთვლიდი.
- მაგის მართლა გჯეროდათ?!
- რა იყო ამაში დაუჯერებელი? მართლა არ მაძლევდა სხვაგვარად ფიქრის საშუალებას, მთელი დღე, წამი არ გადიოდა რომ არ მოეწერა. მაგალითად თუნდაც ის დღე ავიღოთ, როდესაც მე თელავში მივდიოდი მივლინებით. ჩემს მიერვე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც კომპანიის თანამშრომელთა მიერ თელავის ოფისში ჩადენილ ერთ-ერთ ფინანსურ დანაშაულს ეხებოდა, თელავის რეგიონალური პროკურატურიდან რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა გამომძიებელი და ხელმძღვანელთან ერთად მთხოვა ჩასვლა. თავისთავად ცხადია საქმის თითოეული დეტალი ჩემთვის კარგად იყო ცნობილი, ამიტომ თელავში გამგზავრება მეც მომიწია. დილიდანვე პროკურატურაში წასაღები დოკუმენტაციის მზადებაში ვიყავი და შაკოს მოსაკითხად არ მეცალა. ითმინა, ითმინა, და შუადღისას თავად მომწერა.
- რას შვრები?
- თელავში ვარ მივლინებით. შენ?
- ვმუშაობ, სულ გულავია, სულ თელავია?
- გულავის რა გითხრა და საქმე კია.
- მანდ რა საქმე გაქვს, რა ბიზნესი აქვთ?
- პროკურატურაში ვარ. - მისთვის დამალვა აზრადაც არ მომსვლია - ჩვენს ობიექტზე მოხდა რაღაც და მხარედ ვარ ჩართული.
- დახმარება ხო არ გინდა?
- არა, ჩემ სტიქიაში ვარ.
- ებლატავები ძაღლებს?!
- ამ შემთხვევაში მე და ძაღლები ერთ მხარეს ვდგავართ.
- ძაღლი ადამიანის მეგობარია.
- მეც ასე გამიგია, ამათ ფონზე მე უფრო ვარ ძაღლი.
- რატომ, ყეფა გეძალება?!
- მშია, დავიღალე და ავყეფდი. - ავწუწუნდი.
- ჩემი მშიერი.
- მაღაზია არ არის? გადი, იყიდე რამე. - დამარიგა უცებ.
- შენობიდან გასვლა არ შეიძლება დაკითხვის დროს.
- გააგზავნე, ვინმე ძაღლი, მაგრად მშია და ვიდრე დაგერხათ, ამომიტანე რამეო, მაგრამ ფრთხილად იყავი ძვალი არ მოგიტანოს. - იმდენი ღიმილი მოაყოლა, საკუთარი ხუმრობები აშკარად თავადვე ართობდა.
- აუტანელო!.
- სერიოზულად გეუბნები, გააფრთხილე ძვალი არ მიყვარს, ჯუჯულა მომიტანეო.
- გავალ აქედან და მივაღწევ მწვადამდეც.
- აუ, რა უტრიალებს თავში, ეხლა შენ დაკითხვას აზრი აქვს, მწვადზე და ხინკალზე ფიქრობ? გასუქდები მსუყედ რომ მიირთმევ.
- ასე მარტივად არ ვსუქდები.
- რამდენი კილო ხარ, ჩემი დაუძლურებული, ერთი ღიმილიანი სმაილიკიც არ გამოგიგზავნია რაც მოგშივდა.
- რა კითხვაა ახლა ეს?ვიქნები 60 მდე, იმედია.
- რა სამოცი, სულ შაურმასა და მწვადზე ხარ.
- შეგეშალა, შაურმა არ მიყვარს. ხინკლით ვანაცვლებ.
- უფ, დიდი სხვაობაა.
- ხინკლით გასუქებული ვინმე გინახავს? - არ ვთმობდი პოზიციას.
- ბევრი, ცომი და ხორცია.
- ცომი საფუარის გარეშეა, ხორცი მოხარშული, იდეაში დიეტურია, თუ ლუდს არ მიაყოლებ
- იდეასში ეგრეა, მაგრამ რეალურადდ ხომ იცი რაცააა?!
- რა გინდა მაგით თქვა, მსუქანი ვარ?
- არა, კარგად გამოიყურები, ისე გაბრაზებ, მიყვარს რომ ჯიჯღინებ, ჩემი მშიერი.
- იაფერისტე ახლა, სხვა რაღა დაგრჩა?
მაგრამ ასე მარტივად რა მოასვენებდა, დავხედე და მესენჯერში შამფურებზე წამოცმული მწვადის ფოტო ჩამიგდო.
- როგორია? საინტერესო სახე გექნება ეხლა.
- არადა, არ გეტყობოდა ასეთი ბოროტი თუ იყავი. - ყოველგვარი გაფორმების გარეშე, ვაღიარებ იმდენად მშიოდა, ლამის ავტირდი ფოტს დანახვაზე, მაგრამ ასე მარტივად რა მოასვენებდა, მწვადს ხინკლისა და ხაჭაპურის ფოტოც მოაყოლა.
- შეგეშალა, ხინკალზე პილპილი არ უნდა მოგეყარა.
- უფ, დაიწუნა კიდეც. ჩემი ჯიჯღინა, კიდევ რას ინებებთ?
- კარგი გამახსენე, აქ ერთი რესტორანი ვიცი, მწვადი და ხაჭაპური აქვთ ზღაპარი, უკანა გზაზე გამოვივლი.
- ჰა, ჰა, მსუნაგო.
- როცა მართალი ხარ, არ გედავები.
- სელფი გამომიგზავნე რა, შენი სახე მანახე ეხლა, დატანჯული და არაადამიანური!
- მეტი არც უნდათ. ისედაც ტელეფონის გამორთმევით მემუქრებიან.
- რა საქმეა ასეთი, გაძარცვეს რამე?
- დაახლოებით.
- „სასროკოდ“ ემზადევა ვიღაცა?
- კი.
- გვიანობამდე მანდ ხარ?
- მგონი დავასრულეთ. ჭკუაზე არ ვარ ის მიხარია.
- აუ, ხაჭაპურის დრო დადგა?
- არა მხოლოდ.
- მეორედ დაბადებას უდრის ხომ, რამდენი ხართ?
- ორნი. დირექტორს გამოვყევი.
- ჭკვიანად, ბევრი არ მიირთვა.
- მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა... - მეორე დღეს მისალმების ნაცვლად დამხვდა სიმღერა კომბლედან.
- დილიდანვე?
- სახინკლიდან მწერ თუ მუშაობ?
- სახინკლეში არ დამიტოვეს, ინტერიერს გვიფუჭებო. - მოვისაწ.... თავი.
- ვაფშე აზრზე არ არიან მარკეტინგის, შენ რომ დაეტოვებინე, ათჯერ მეტს გამოიმუშავებდნენ.
- ამიტომაა საჭირო პირადი პიარ-მენეჯერი. სად არ იყავი, დამტოვებდი კახეთში.
- ჩემი შტერი, ლამაზი, ტკბილი, არსად არ დაგტოვებდი.
- აფერისტო, გუშინ ცოტაღა დამაკლდა და ქვების სროლას დავიწყებდი. ასეთი მძიმე საურთიერთობო ხალხი ცხოვებაში არ მინახავს.
- რატომ პატარა? - რადგან წინა სიტყვებზე რეაქცია არ მქონდა, აშკარად ისევ გაიხსენა მისი საყვარელი ფრაზა.
- მოაშორე ეგ სიტყვა, ნერვებს ნუ მიშლი.
- ჩემი შტერი, გაკოცე ბევრი ჯიჯღინა გულში. ️
მისი დაშაქრვა არ შევიმჩნიე და ისევ ამბის თხრობა გავაგრძელე.
- მაქსიმალურად ცდილობენ როგორმე საქმე არ აღძრან, ან ნელ-ნელა გამოხშირონ. წელიწად ნახევრის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ეხლა აწყობენ რვა საათიან დაკითხვას.
- რატომ, ვის აწყობს, ვის აფარებენ ხელს?
- ვისაც აფარებენ კი ვიცი. გუშინ აშკარად როლები გვქონდა გაცვლილი, მე პროკურორი ვიყავი და ისინი ადვოკატები.
- რატომ აფარებენ?
- რას გაუგებ, გამთიშეს სიტყვების თამაშით. იმედი აქვთ, რომ მოპარულ თანხას მოიტანს და როგორმე საქმეს შეგვაწყვეტინებენ. არადა ერთის მაგივრად რამდენიმე თანამონაწილე გამოდის.
- ფულის გათეთრებაზეა?
- არა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საქონლის გატანაზე.
- რა საქონელია?
- საბურავები.
- რა თანხაზეა?
- 70000 მდე
- მერე თუ ფული მოაქვთ, ციხე ფეხებზე არ გკიდიათ, სულ არ დაგეკარგებათ?
- ვის რა მოაქვს, ის ფული კარგა ხნის დამღერებული აქვთ. რომ გვაბოლებდა ამიტომაც წავედით პროკურატურაში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სულაც არ ანთავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისგან. მოუწევს სამოქალაქო დავა და მაინც გადახდა.
- „კაროჩე“, შარში ხარ.
- მე არა, ის.
- ვისი ნერვები ისპობა, შენი ხომ? მაგას არ ჯობია კარგი ხინკალი ჩემო მსუნაგო?.
- ნერვების სპობა ჩემი საქმეა. ლამაზ თვალებში და ჭამაში ფულს არავინ გადამიხდის, არც ქურდების ინტერესების დავიცვას ვაპირებ.
- გაკოცეე ლამაზ თვალებში, დღეს არ გაქვს „ბოი“?
- აუფ, ისედაც თავი მტკივა, შენ მაინც ნუ მიმატებ. დღეს ბევრად საინეტრესო ომი მიწევს.
- მე რატომ გიმატებ, კოცნა თავს გტკენ?
- როგორ მიხვდი?
- ცოტა ვიფიქრე და მივხვდი.
- ყოჩაღ, ნელ-ნელა წინ მიდიხარ.
- ჩემი განვითარებით, შენც გაოცებული ხარ?
- კი, ავანტიურისტო.
- ჩემი შტერი, ლამაზ თვალება, ჯიჯღინა.
- მოგიძველდა შედარება, ახალი გაქვს მოსაფიქრებელი.
- მე იმას ვამბობ რასაც გული მკარბახობს და არა ლექსიკონი. ️ ️
- გულს უთხარი სხვა ფრაზებიც გიკარნახოს.
- გულს შენ ვერ უკარნახებ, აქეთ გკარნახობს, ცივი ქალის როლს თამაშობ, თუმცა გული თბილი გაქვს. ️
- ძალიან იცი რა გული მაქვს, ზედმეტად პათეტიკური გახდი და არ გიხდება.
- თვალების წაკითხვა რომ იცოდე, მაგას აღარ მეტყოდი. თვალები ყველაფერს ამბობს.
- რას ერჩი საკუთარ თვალებს, იმაზე მეტი თქვეს ვიდრე შენ გგონია.
- საკუთარს არა, შენ თვალებზე მაქვს საუბარი, დიდი სითბო მოდის თვალებიდან.
- არ ვიცოდი ასეთი ჭორიკანა თვალები თუ მქონდა.
- მარტო შენ არა ყველას ასეთი თვალების აქვს, წაკითხვა უნდა იცოდე.
- მკითხავიც ყოფილხარ.
- კი, კაკულია ვარ.
- არ გაგიგოს, ეწყინება კონკურენტი გამომიჩნდაო.
- მაგას მე ვასწავლე. ️
- ნეტა მომცა ძალაუფლება, ეგენი გამაქრობინა და ელგებეტეების დედასს მ ...... თვალს არ დავახამხამებდი.
- მხოლოდ მკითხავთ მოძულე კი არა ჰომოფობიც ყოფილხარ.
- კი, დაუნდობელი თან! შენ გიზიდავენ ეგენიი?!
- თვალებმა არ გითხრეს პასუხი? ატანა არ მაქვს. ისეთი რეაქცია მეწყება, შეიძლება ვინმე შემომაკვდეს.
- მე გრძნობების ამოცნობა ვიცი მხოლოდ. ️
- დასახვეწი გქონია ხელობა.
- საკმარისია.
- მაინც დაფიქრდი, რა იცის რაში გამოგადგეს.
- დილით მიირთვი, აჯიჯღინდი უკვე?
- არა, ჯერ ჯიჯღინამდე დიდი დროა. დილით რომ არ მივირთვა, შეიძლება სადმე გადავვარდე კიდეც.
- მომეშვა. ღირს საუბარი ესეიგი.
- შენ მაინც შორს ხარ, ვერ მოგწვდები.
- დაიწყო ბლატავი, მოვალ ერთი რას მიზამ?! დიდი -დიდი ჩამეხუტო და მაკოცო, მეტი, რა უნდა მიქნა.
- აი, მესმის ამბიცია.
- აჰა, ამომადინა ეგრევე ყელში.
- მგონი რეალობაში დაბრუნება გჭირდება.
- ხუმრობა არ მაპატიო.
- ეს მაგარი გამოსავალი გაქვს, ხუმრობას დააბრალებ და მე გამომიყვან გოიმად
- აბა ხუმრობას ვერ ხვდები, თუმცა ყველა ხუმრობაში...
- შენვე დაასრულე, რაც მე არ ვთქვი. საკმარისია ერთი დამცდეს, მოდი შევხვდეთო და მაშინვე ვნახავ, როგორც ხუმრობ.
- მოვალ, რომ გავიგო ხუმრობ თუ არა.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით.
- აბა სხვა რა მიზნები უნდა მქონდეს?!
- მხოლდო და მხოლოდ ჩემი იუმორის გრძნობის გადამოწმება.
- რა თქმა უნდა!
- სხვა რამ აზრადაც არ მომსვლია, აუ, რას ფიქრობს აზრზე ხარ, ასე ძალიან გინდაა მომეფერო? - აქეთ შემომიბრუნა მისი სიტყვები.
- კატასავით სულ მომფერებელს ნუ ეძებ!
- მიაუ....
- ძაღლი ვერ ვიპოვე სტიკერებში.
- მოვალ ეხლა კრუტუნით და ჩაგეხუტები.
- კარგია კრუტინის განწყობაზე თუ ხარ. მე ავყეფდი უკვე, იმდენი ვიქაქანე.
- მოვიდე დაგამშვიდო, გავიკრუტუნო?!
- ეხლა ისეთი მოქოქილი ვარ, დამშვიდება არ მაწყობს, შემოუნახე კრუტუნი სხვას, იქნებ გაგიმართლოს და მოგეფერონ.
- აუ, ეხლა უცებ რომ გაგეჩითო, საინტერესოა შენი რეაქცია.
- წარმოუდგენელია შენ სადმე გამეჩითო.
- თბილისი პატარაა.
- დარწმუნებული ვარ, ვეღარ მიცნობ.
- ჩადრით დადიხარ? ვინ არის ღრენის ხასიათზე?
მოულოდნელად ვიღაც გაურკვეველი სქესის ადამიანის ფოტო ჩამომიგდო, ორ მეტრიანი, მელოტი, კარგად ნავარჯიშევი მამაკაცი, ელასტიკივით სტრეიჯ ჯინსებში გამოწყობილი თითქმის თხუთმეტ სანტიმეტრამდე შპილებზე შემხტარი დააბოტებდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში.
- ფეხები კი აქვს კარგი.
- მოდი და ნუ .... პატრონს. - უწმაწური გინება არ დაიშურა.
- მაგასაც ეგ უნდა, არამგონია უარი გითხრას.
- ცემას ვგულისხმობ. მაგრამ „სროკი“ ზედ გაქვს, ამ „ქათმის“ გულისთვის.
- ვიცი რასაც გულისხმობ. კარგია ამის მეტი პრობლემა რომ არ გაქვს. ისეთი დღეა მთელი სამყარო მძულს.
შუა მარჯანიშვილის მოედანზე მდგომი მოულოდნელად წამოსული შხაპუნა წვიმის გამო ერთიანად გალუმპული, გაღიზიანებული ვუმზერდი პირმოხსნილ სულ ახალთ-ახალ ბალეტკებს.
-რატომ ტკბილო, რა მოხდა?
- ნერვებს ნუ მიშლი ამ ტკბილოთი! დავიღალე და გავილუმპე.
- დაიღალე კოდექსების კითხვით?
- არა ტვინის ბურღვით.
- საღამოს სახე გექნება?
- სახე უკვე არ მაქვს. არადა საღამომდე ჯერ კიდევ შორია. ამაღამ ღამისთევა არ ამცდება.
- ნუ ჩამოყარე ყურები, მთავარია ხომ მიირთვი?
- არ ჩამოვყარე. უბრალოდ დავიღალე და დეპრესია დამეწყო. - ისევ ვწუწუნებდი.
- დეპრესიას მე ვმკურნალობ, ისეთი ჩახუტება ვიცი.
- ნეტა შენ რა, წავედი, ნერვებს მიშლი!
- ჩემი ჯიჯღინა.
- შაკოოოოოოოოო!
- ყვირიხარ?
- გახრჩობ.
- სად მოვიდე მითხარი და დამახრჩობ.
- გავედი. მართლა ნერვებზე თამაშობ.
- რა გჭირს?
- არაფერი. პიკზე ვარ მისული.
- მასე არ გამოვა, საქმეს შეეშვი და წადი. ნახევარი საათი გაისეირნე, გონება დაასვენე.
- რა კარგი წარმოდგენა გაქვს იურისტის საქმეზე.
ეტყობა მიხვდა ჩემთან წერა სასიკეთოდ რომ არ დასრულდებოდა და თავი დამანება, თუმცა დიდხანს მაინც ვერ მოისვენა.
- სულ დამავიწყდა, ლომისობას გილოცავ. - ამდენი საუბრის შემდეგ, ახლაღა გაახსენდა დღესასწაული.
- დიდი მადლობა, მეც გილოცავ.
- სად ხარ ეხლა?
- იუსტიციის სახლში, დღესღა და დასრულდება ღამისთევა.
- ფუტკარი ხარ რა, სულ შრომობ, სულ „დვიჟენიაში“ ხარ.
- ეჩვევი და აზარტულიცაა.
- ჩემი ფუტკარი, სად დაბზუილობ?
- რავიცი, მოვივლი იუსტიციას, სასამართლოშიც უნდა მოვასწრო გავლა, შემდეგ დამრჩება რამდენიმე შეხვედრა და მგონი დასრულდება კიდეც ყველაფერი.
- მწვადის დრო არ მოვიდა?
- მწვადს აქ არავინ მომიტანს, ისევ ყავით დავკმაყოფილდები.
- ჩემი მსუნაგი.
- დამცინე, დამცინე, წვიმის შემდეგ გაცივებას თუ გადავურჩი, მართლა მაგარი ვიქნები.
- ცხელი ჩაი მიიღე.
- დებილი რომ დაიბადება ადამიანი, ზუსტად ის მჭირს. გავიჩალიჩე ძალით.
- დებილი რატომ?
- დამეზარა ქოლგის თრევა, მომინდა ზაფხული და მივიღე შედეგიც.
- ასეთი სუსტი ხარ?
- მთელი დღე სველი დავტყაპუნებ.
- ჩემი შუშფარა.
- ეს რა სიტყვაა?
- სუსტს, ნაზს ნიშნავს.
- აშკარად არ მეცნო, ავსა და მყეფარასთან ვერ დავაკავშირე.
- თბილი სიტყვები არ გეცნობა ხომ?
- ასე გამოდის.
- ჩემი ბუზღუნა, გაკოცე ბევრი.
- ამდენი სითბოც არ მითხოვია.
- არ მენანება, ხომ იცი?
- ასეთი გულუხვობა არ შეიძლება, საჭირო ადამიანებს აღარ დარჩებათ.
- ზედმეტად არ ვხარჯავ, მხოლოდ იმათთან ვინც გულთან მოვა.
- დიდ პატივში ვარ, გმადლობთ.
- ჩემი ტკბილი.
- მიდი, მიდი დაიშაქრე.
- მე რაც ვარ, ეგ ვარ.
- ოკ, იყავი მაშინ შაქარ - ბიჭუნა.
- ჩემი ტკბილი, მოვიდე ჩაგეხუტო? გაგივლის გაციება.
- ჩამხუტებელს როგორმე ვიპოვი, არ შეგაწუხებ.
- ჩემზე ვნებიანად ვერავინ ჩაგიხუტებს.
- რა არის ახლა ეს, ხუმრობა ბოლოს თუ სისაძაგლეში არ გადაზარდე ვერ ისვენებ?!
- ჩახუტება თუ სისაძაგლეა, სექსი განზრახ მკვლელობის ტოლფასი იქნება, ჯიჯღინა.
- შენთან მაგის წარმოდგენა უკვე მკვლელობა რომაა, ეჭვი გეპარება?
- დაიწყო.
- ვერ ისვენებ თუ არ ვიშხამები.
- იშხამეე, მე არ მიშლის, ჩემი სიტკბო ჰაერში ანეიტრალებსს, დაიწყე მიდი, გისმენ.
მისმა თვითდაჯერებულმა ტონმა გულწრფელად გამაღიზიანა.
- რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, აღტაცებული ვარ.
- საიდან მოიტანეე, რა ვთქვი, ისეთი?
- არაფერი. რა თქვი ისეთი? საოცარია პირდაპირ, როგორ ყველაფერს უკუღმა ვიგებ, ჩახუტების რა გითხრა და მწარედ რომ ჩაგარტყა რაღაც ნამდვილად მინდა
-სად მოვიდეე, რომ ჩამარტყა?
- ჩათვალე უკვე ჩაგარტყი
- ნუ ბლატაობ მნახე და რისი ჩამრტყმელი ხარ ნახავ, ბაქი-ბუქა, ჩემი ლამაზ თვალება!
- არ მაქვს პრობლემა, ვიყო ბაქი-ბუქა.
- გაკოცე ჩემ თბილ გულში. ️
- სადისტი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ და მგონი ახალ თვისებებს ვპოულობ საკუთარ თავში.
- უნდა მაწამო? სად მოვიდე?
- უკვე ეწამე, მოსვლა აღარ გჭირდება.
- რა ლაიტი ჯალატი ხარ.
- ფანტაზიის ნაკლებობას რომ არ ვუჩივი, ისედაც იცი, ნაწამები იმდენად კარგად გამოიყურები, ეგეც საკმარისია.
- ასე ბლატაობ, მნახე და დაგინახავ რომ აგიციმციმდება თვალები და დაიბნევი.
-ანუ, შენს დანახვაზე ქალებს თვალები უციმციმებთ და იბნევიან?!- ისე ავხარხარდი იქვე მჯდომმა თანამშრომელმა გაოცებულმა გამომხედა.
- მე შენ გეუბნები, ჩემო ბაქი-ბუქა.
- მეოცნებე! - სმაილით ენაც გამოვუყავი.
- მნახე!
- ჩათვალე ოცნება აგიხდა, შენს ნახვას და გადამოწმებას მაინც არ ვაპირებ, შენგან განსხვავებით საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ტარების მოყვარული არ ვარ.
- ექსპერიმენტები არა, რეალისტი ვარ პატარავ. ️ კარგი, ჩემო ტკბილო, წავედი გაკოცე ლამაზ თვალებში. ️
- არა ნორმალური ხარ. კი ხარ ღირსი პასუხი ზუსტად შენს ენაზე მოგწერო, კარგად.
- გაკოცე მაგ ჯიჯღინა ტუჩებზე, მაინც ჩემი ჯიჯღინა ხარ.
- ოცნება ილუზიაში გადაგდის და საშიშია.
- ანუ გავგიჟდი?
- მგონი, ოჯახში თუ არ იციან, არ უთხრა, ცოდვები არიან.
- მე არ ვიტყვი და შენც არ წამოგცდეს. რომ წამოხვალ გამომიარე, საგიჟეთამდე გამიყოლე.
- შენთან ახლოსაა, სოფელ დიღომში, ჩემზე ადრე აშკარად მიხვალ.
- არ ვიცი ზუსტად და მიმყევი.
- რომ ამოუხვევ, იკითხე და მიგასწავლიან, საკმაოდ ბევრი პაციენტი ყავთ.
- ესე იგი, არ მოვიწყენ, კარგი პონტი ყოფილა. ჩემი ლამაზი და ტკბილი, მოვალ ეხლა დაგიკოცნი ლამაზ ტუჩებს და მერე იღადავე.
- რა პონტია არ ვიცი, არ შემიმოწმებია. რომ მიხვალ მომწერე და გავიგებ.
- გიჟი ხომ თავისუფალია?
- ასე ამბობენ.
- ჰოდა, რასაც მინდა იმას მოგწერ, ჩემი ლამაზუკა ხარ, წავედი ტკბილო, გენაცვალე, გაკოცე, ჩემ თვალებში და ტუჩებში.
- კარგად, ფსიქიატრიულთან არ გაიარო, არ გიცნონ, და ნურც საკოცნელ ორგანოებს ამრავლებ!
- ჩავიკუზები მანქანაში, ისე რა ცუდი პაციენტი ვიქნები.
- მგონი მიდიოდი. არა მგონია, სექსუალური ექთანი მოითხოვე და ეგაა.

მეორე დღეს „პალიტრა ლ“-ის მოწვევით მწერალი ჰოლი სმეილი სტუმრობდა თბილისს, ჩემი შვილი, როგორც „პალიტრა ლ“-ის ერთ-ერთი თინეიჯერული ფრთის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა დახვედრის ორგანიზებით იყო დაკავებული. მასთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩაბმული მეც. გამთენიისას ჯერ გამომცემლობაში გავიარეთ გაბერილი ჰელიუმის ბუშტების წამოსაღებად, შემდეგ სარეკლამო ბანერებიც წამოვკრიფეთ, ჩემი საბრალო ავტომობილი იმდენი ხარა-ხურით გაავსეს, ბუშტების ადგილი აშკარად აღარ გვქონდა, ბავშვებმა გამოსავალი მაინც ნახეს, ფანჯარაში გააყოფინეს თავი და ასე ფრიალ-ფრიალით აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი.
სასაცილო სანახავი იყო ჩემი მოცუცქნული ავტომობილიდან პარაშუტივით გამომძვრალი მასზე ორჯერ დიდი ზომის ჰელიუმის გაზით გაბერილი საჰაერო ბუშტები.
თითქმის ერთი საათი იქ ვიყურყუტე, ვიდრე ყველაზე ძილისგუდა გამომცემლობის თანამშრომელმაც არ იკადრა მოსვლა, ბავშვები გადავაბარე.
ამას ემატებოდა ისიც, რომ სამსახურში ახალი სერვის-ცენტრი იხსნებოდა და იმ დღეს პრეზენტაცია გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ შინ მისვლას ვეღარ მოვასწრებდი, საღამოს ჩასაცმელი კაბა, უკვე მეცვა, სალონში შევირბინე, თმები დავივარცხნე და გენერალურად გაპრანჭული სამსახურში წავედი.
მართალია მისვლა დავაგვიანე, თუმცა ამაზე არ ვღელვადი, აშკარად რაღაც მაკლდა. მესენჯერი ჩავრთე თუ არა, ჭყიპინით შემოხდა შაკოს მესიჯი. გულმა ბაგა-ბუგი შეწყვიტა, კმაყოფილს გამეღიმა, ახლაღა მივხვდი თურმე რა მაკლდა. საქმის ნაცვლად ისევ მასთან მიმოწერას შევუდექი.
- როგორ ხარ, ჩემი ჯიჯღინა? ️
- ის დილა რა დილაა, შენთან მისალმებით თუ არ დაიწყო, - გაღიმებული ღიმილი გავაგზავნე - დილა მშვიდობის, არა მიშავს, შენ როგორ ხარ?
- ეხლა არ მითხრა ჩემი მზე ხარო. მიხვედი სამსახურში?
- ჩემთან მზე ძალიან ადრე ამოდის, შენ ვერ იქნები, კი, მივედი.
- ჩემი სხივები სულ სხვანაირად ათბობს, აღიარე.
- იმღერე აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ, მზე ვარ.
- ჩემმაა მზემ, ისე სად არის ეგ ტიპი, აგარ ჩანს?
- გამოჩნდა გუშინ, შენ ტელევოზორს არ უყურებდე რა მაგის ბრალია?
- კარგია რომ მითხარი, ვღელავდი საქართველომ მზე დაკარგათქო, ცოტას აჟუჟუნებს ეგ ხომ?
- აქ არ იყავი ჩამნაცვლებელი, თუ შენი სხივები მხოლოდ ჩემზე ჭრის?
- მე შენი პირადი მზე ვარ, პირადი გალაქტიკა, რა პოეტური ვარ, მეც გავოცდი.
- ნუ, იტყვი დღეს მწერლების დღე მაქვს დაბარემ შენც მიემატე.
- რატომ დღეს რა ხდება?
- გეუბნები, ჩამორჩენილი ხარ საზოგადოებრივ მოვლენებს და არ გჯერა. თინეიჯერებს დიდი დღე აქვთ, საყვარელი მწერალი ჩამოუვიდათ.
- რაღა დროს ჩემი თინეიჯერობაა, შენ რა კავშირში ხარ?
- როგორც დიდი აქტივისტის დედა ჩავერთე მძღოლის ამპლუაში.
არ დავზარდი ფეისბუქზე გამოქვეყნებული „პალიტრა ლ“-ს განცხადება მაშინვე დავუკოპირე.
- „ჰოლი სმეილმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გვესალმება ქართულ ენაზე და გვატყობინებს, რომ მოუთმენლად ელოდება ჩვენთან შეხვედრას "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე" - იტყობინებოდა გამომცემლობა.
- გამოფენაზეა შეხვედრა, შეგიძლიათ ბავშვი გააასეირნოთ, 12 საათზე იწყება.
- სად არის დრო, თორემ კარგი იქნებოდა!
- დრო არც მე მქონდა, მაგრამ კი ჩამაკვეტეს, დილის ხუთ საათზე უკვე აეროპორტში გავრბოდით.
- სხვა რა ხდება? გაკოცე ჩემ ლამაზე ტუჩებში და თვალებში.
- გითხარი, ნუ ამრავლებ საკოცნელ ადგილებს.
- ჩემი ტკბილი, რაც ჩემიაა - ჩემია.
- რადგან შენ იტყვი.
- რა თქმა უნდა, დაგიწითლებდი ახლა ლამაზ ტუჩებს კოცნით.
- ნარცისიზმი შეგეყარა?
- ჩემი ტკბილი. - გაჩუმება აზრადაც არ მოსდიოდა.
- შაქარ-ბიჭუნა.
- აღიარე, რაც გამიცანი ყავას შაქრის გარეშე სვავ?
- არა, არც ასეთი მაგარი ხარ.
- ყავის ბრალია, თორემ მე სიტკბო არ მაკლია, წავიდა ბლატავი.
მართლა ვაპირებდი რამე შხამიანის მიწერას, მაგრამ გადავიფიქრე.
- გინდა შენს ენაზე მოგწერო? რას ამბობ, შაკო. შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი სექსუალური, ისეთი სასურველი, ისეთი არანორმალური, რაც შენ მწერ ღამე აღარ მძინავს, ვოცნებობ როდის შევხვდებით დღე შენით იწყება და მთავრდება. -თუმცა სერიოზულობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნე - ბოდიში მეტი ვეღარ მოვიფიქრე!.
- ეგ რომ მომწერო, მე წაგიყვან ასათიანზე.
- სულ არაა რთული.
- ეგრევე შევალ შენ მდგომარეობაში.
- წარმოვიდგინე როგორ გაიფხორე და სულელივით გამეცინა.
- მაგ ასაკიდან გამოვედი, ვხალისობ მსგავს მიმართვებზე, მიყვარს იუმორი.
- ჩემთან მომართებში ნამდვილად არ გეტყობა გაზრდა, თუ მე გგონივარ მაგ ასაკში ჩარჩენილი?!
- მე რასაც ჩემში იწვევ იმას გწერ, მართლა, იმიტომ კი არა, რომ გაიფხორო და სკამიდან გადავარდე. საყვარელი მანდილოსანი ხარ და მაგას აღვნიშნავ. ️
- გაფხორვის რა გითხრა და ნამდვილად გამაცინე. ამიტომაც ხარ აფერისტი, უცნობ ადამიანს მსგავს სიტყვებს ვერ მიწერ. გამორიცხულია. ეგ კი არა, სულ რომც გიჟდებოდე ვინმეზე, ამას ხმამაღლა არასოდეს აღიარებ.
- რაღა დროს უცნობი ხარ, ამდენი ხანია ვწერთ ერთმანეთს. რატომ უნდა დავმალო?! მნახე, გამიცანი და მიხვდები როგორიც ვარ, აფერისტობა ჩემგან შორსაა, სიალალე და უბრალოება მიყვარს.
- გადი მაჯლაჯუნა იმდენად გაქვს გამჯდარი, უკვე სიალალეშიც კი ურევ მექალთანეობას.
- ჩემი ეჭვიანი, სულ ეჭვით რატომ მიყურებ? მე მართლაა ალალად ვარ შენთან და როგორც გინდა.
- ოკ. დავიჯერე. ღლაბუცა, მაჯლაჯუნა.
- მაჯლაჯუნა მოვა ეხლა და ჩაგიხუტებს, დაგიკოცნი ტუჩებს, ლამაზ თვალებს.
- კიდევ ერთი წინადადება და გაირითმება კიდეც.
- რა ვარსკვლავზე გაჩნდი მაჯლაჯუნას ღირსი გახდი. ოცნებობს ხალხი ცოცხალი მაჯლაჯუნა დავინახოთო და შენ გეფერება კიდეც.
- ეუფ. შემეშინდა ასე არ ჩავღრმავებივარ.
- წარმოიდგინე? ისევ მე მოგეფერები, ჯობია ხომ?! ჩემი ტკბილი, არ გინდა ეხლა ჩამეხუტო და მოგეფერო? სელფი გამომიშვი, ჯიჯღინის გარეშე ოღონ, ტო.
- შენსა და მაჯლაჯუნას შორის დიდი განხვავება მაინც არაა, თუმცა თუნდაც წარმოსახვაში ისევ ადამიანი სჯობს. ფანტაზიებს ისედაც არ უჩივი ჩემი სელფების გარეშეც.
- დაიწყე?
-მაიძულე, თუ არ შეგახსენე მართლა პრინცი რომ არ ხარ, ვერ ისვენებ.
- რა პრინცი, მაჯლაჯუნა პრინცში თუ გერევა, რა მოწიე ასეთი?
- ეგრე ბაყაყიც აერიათ პრინცში.
-ისინიც მაგარი დაბოლილები იყვნენ. ალბათ, მაგარი ამპარტავანი გგონივარ, მე მაგრად ვღადაობ მაგ თემებზე.
- ამპარტავნება არაფერ შუაშია, მე რაც მგონიხარ კარგად იცი, თუმცა გულმოდგინედ ამტკიცებ ეგეთი არ ვარო, თორემ მე ჩემი შეფასება უკვე გაკეთებული მაქვს.
- ვინ გგონივარ, საინტერესოა შენი შეფასება, ოღონდ ალალად, გისმენ, არ მოგერიდოს.
- სიმართლე მოგწერო?
- კი, მართლა.
-მუსუსი ხარ, საკმაოდ მოსწრებული ენით, ამას ემატება არც თუ ცუდი ფიზიკური მონაცემები. შესაბამისად თუ მეორე მხარეს მყარი ადამიანი არ შეგხვდა, საკმაოდ თავისუფლად შეაბავ. ჩემთვის ეგ პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, ვერთობი ამ სიტყვების თამაშით, თუმცა რეალურად, სუფთა ადამიანურად ძალიან ცოდოა შენი მეუღლე.
- მადლობა არც თუ ცუდი შეფასებაა. მაჯლაჯუნა დაგავიწყდა.
-სერიოზულიო და უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. თავში არ აგივარდეს.
- ინდაურივით გაფხორილი დავდივარ.
- ოკ, მაგ მონაწერში მხოლოდ გასაფხორი წაიკითხე?
- უფრო კრიტიკულ შეფასებას ველოდი და გამიკვირდა.
- კრიტიკულს, სადმე კომპლიმენტი გითხარი და ვერ მივხვდი?
- გამოდის მე უფრო თვითკრიტიკული ვყოფილვარ!
- დანარჩენი რაც ვიფიქრე, ეგ ჩემი სათქმელი არაა. ეგ ოჯახის წევრის პრობლემაა.
- აუ, რომელი ფანტაზია არ გეყოფოდა, რას იფიქრებდი?!
- არაფერი განსაკუთრებული. ჩემთვის ადამიანი ცოტა სხვა კრიტერიუმებით ფასდება და არა ენითა და იუმორით. ამ შემთხვევაში კი შენი მეუღლის ადგილზე თავის წარმოდგენა არასოდეს არ მენდომებოდა. ცოდოა შენთან.
- რატომაა ცოდო?
- სერიოზულად კითხულობ?
- კი.
- გამორიცხულია ქალმა ვერ იგრძნოს როგორ აბავს მისი ქმარი სხვას. ერთი ის ქალი შეებმება თუ არა, მაგრამ კაცი ხომ ცდილობს? ფეხებზე თუ კიდიხარ შენს ცოლს არ ვიცი, მაგრამ იდეაში უნდა წყინდეს.
- რომ გაიგოს რომელ ქალს ესიამოვნება, მაგრამ მთავარია ვერ გაიგოს!
- დარწმუნებული ხარ, რომ ვერ იგებს. მგონი ცდები. არ ვიცი შენი ასეთი მიწერილობები რა ეტაპამდე გრძელდება, თუ ვინმეს რეალურადაც ხვდები, გამორიცხულია მეორე ქალის არსებობას ვერ ხვდებოდეს.
- შენ რომ გწერ საიდან, ვინ უნდა გაიგოს?!
- არც გაქვს ჩემთან არაფერი. მე გეუბნები თუ ხვდები კიდე მეთქი, მგონი განსხვავება არის.
- არავინ არ მყავს ამჟამად.
- ამჟამად? აი, მესმის გულახდილობა. არ გეწყინოს, მაგრამ თუ შენი მეუღლე გიყვარს, მართლა უნდა მოუფრთხილდე. ერთია ის შეიმჩნევს თუ არა, მეორეა რომ აუცილებლად იგრძნობს. მერე ეს შეგრძნება მთელი ცხოვრება მიჰყვება და არც ასე მარტივად მოსანელებელია. გამოვედი შენი ცოლის ადვოკატი.
- ანუ ბრალდებულის სკამზე მარტო ვარ? არც ადვოკატი, კაროჩე რა.
- არ ვიცი ვისთან ერთად ხარ. მე უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი. დანარჩენი შენ უკეთ იცი. აზრად არ მქონია შენი გაღიზიანება. სიმართლეო და ეგაა ჩემი თვალით დანახული სიმრთლე.
- ქალბატონო ადვოკატო, მანამ კოცნით არ დაგიწითლე ეგ ლამაზი ტუჩები, ️ იერიშებს მორჩი.
- ოკ. ჩათვალე რომ დავასრულე. რაც არაა ჩემი საქმე, იქ ცხვირს არ ვყოფ.
- ტუჩები მაინც დაგიწითლდება, ვერ გადარჩები!
-ღლაბუცა.
- ტკბილო. ჩემი ჯიჯღინა, ლამაზ თვალება.
- მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, შენზეა ნათქვამი.
- მიტომ არ უნდა წაგეკითხა, ჩემი ტკბილი, ლამაზუკა. ️
- მაშინ გამოვტოვებ ყველაფერს და წერე საკუთარ თავს.
- ჯიჯღინააა.
- მაჯლაჯუნა მაინც არ ვარ.
- მაჯლაჯუნობა ღირსეულების ხვედრია.
- დაიმშვიდე თავი.
-ხვალ მნახე რა შესვენებისას!
- ხვალ გაუძლებ ჩემ ხიბლს?
- კი, დღეს მოვემზადები სულიერად.
- ოკ. მოემზადე, რა იცი რაში გამოგადგეს.
- ხვალ?
- გიჟი ნუ ხარ. შენი ნახვა რომ მინდოდეს სულ ორ წუთში გნახავდი.
- მნახე მერე, რა პრობლემა?
- არაფერი. უბრალო არ მინდა და ეგაა.
- არ მითხრა, მეშინიაო, თუ მართლა ფიქრობ, რომ ჩემ ხიბლს ვერ გაუძლებ? - საკუთარი სელფი ჩამიგდო მეტი დამაჯერებლობისთვის.
ვაღიარებ სელფის კვალობზე აშკარად სექსულურად გამოიყურებოდა.
- ნარცისი ნუ ხარ!
- ნარცისი არა, ტიტა! - შემისწორა უცებ.
- ზედმეტად ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, არადა რასაც მე დამცინი შენ უფრო გემუქრება.
- რა დარწმუნება, უბრალოდ ადამიანურად მეგობრულად მნახეთქო და შენ რას ფიქრობ?!
- გიფრთხილდები და ვერ აფასებ.
- ნუ მიფრთხილდები, გამწირე, არ დამინდო.
- არ ვარ ასეთი ბოროტი. გაგიმართლა.
- მართლა მნახე რა ხვალ!
- ვერ გავიგე. დღეს თუ უარზე ვარ, ხვალ რატომ გადავიფიქრებ?
- მნახე ისე რა მოხდა?
- გადი მაჯლაჯუნა, აშკარად გიხდება ეგ სახელი.
- ნუ გშურს.
- არა მიხარია. კარგი ნათლია ვარ.
- რა ნათლია ხარ ნათლული არ გინახავს, აფერისტო.
- არაუშავს.ბევრი ნათლია არ იცნობს ნათლულს.
- მე არ მწამს მაგ ფარისევლობის.
- როგორ ვიდარდე ვერ წარმოიდგენ.
- მადა დაგეკარგა ხომ? ჩემი ფანტაზიორი, მშიშარა, კარგი რაცაა ეგაა, შენი სელფი მაინც გამომიგზავნე.
სწორედ აქ შევცდი, ვერ მოვითმინე, იმდენად ვიყავი გაპრანჭული, იმდენად ლამაზად გამოვიყურებოდი, მთელი გულით მომინდა მართლა დავენახე, ცდუნებას ვერ გავუძელი, მიუხედავად იმისა, რომ არ მეხერხებოდა სელფების გადაღება, რამდენიმე კადრი მაინც გადავიღე, ყველაზე საუკეთესო შევარჩიე და გადაგზავნასაც დავაჭირე ხელი. მესენჯერმა მიჩვენა, ფოტო რომ ნახა. თუმცა რატომღაც გაჩუმდა, არც მომწერა, მოწონებაც კი არ გამოუხატავს. საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი, დავიჯერო ასე ცუდად გამოვიყურები, რომ ერთი კომპლიმენტიც ვერ გაიმეტა?! თუმცა დიდხანს ფიქრი არ დამცალდა.
- ეს ფოტო ახლა გადაიღე?
- კი.
- ასეთი გამოპრანჭული დადიხარ სამსახურში? მაგარი გული ქონია შენ ქმარს!
- არა, დღეს ახალი სერვის-ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაციაა.
- თურმე, წითელი ფერიც გიხდება.
- თურმე?!
- კი, თან ძალიან. ანუ ახლა მუშაობ?
- კი, სამსახურში ვარ.
- ოკ. მასივიში ვარ და ამოგივლი!
- ხუმრობ? არ მოხვიდე! - პანიკისგან ერთიანად დამიარა სხეულში.
მაგრამ ვინ გაითვალისწინა ჩემი მიწერილი, სულ რაღაც ათიოდე წუთში მოვიდა მისი მესიჯი.
- აქ ვარ, გამოდი. - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როცა ჩემი სამსახურის სათაო ოფისის ცენტრალური კარების ფოტო ჩამიგდო.
- გაგიჟდი?!
- ნუ იქცევი პატარა ბავშვივით. იცოდე არსად წამსვლელი არ ვარ.
- რაც გინდა ის ქენი! - გავღიზიანდი.
- დავიჯერო მართლა გეშინია ჩემი ნახვის?
- თავხედი ხარ, დედას გეფიცები, დამელოდე ცოტა ხანს. ახლავე გამოვალ. - გაცოფებული წამოვდექი, ვისღა ახსოვდა საღამოს კაბით ყოფნა, კალთებ აკეცილი, გაბრაზებული მამაკაცივით დიდი ნაბიჯებით მივალაჯებდი ოფისის ეზოში.

მერვე თავი
ავტოსადგომზე მდგომმა უცხო ავტომობილმა მალევე მიიპყრო დაცვის ყურადღება. თუმცა მძღოლს აშკარად არ აღელვებდა უცნობთა მზერა. RAV4 ტიპის, ძველი მოდელის ჯიპს უდარდელი სახით მიყრდნობოდა შაკო და ტელეფონს ჩასცქეროდა. შორიდანვე შევათვალიერე. ჯინსის მუხლს ქვემოთ შორტებში, სპორტული მაისურსა და კეტებში გამოწყობილს არაფერი ჰქონდა საერთო აღლუმზე ნანახ სამხედროსთან. თავადაც შემნიშნა. წელში გაიმართა. ტელეფონი გათიშა და შარვლის უკანა ჯიბეში შეინახა. ვხედავდი მის შემფასებლურ მზერას, თითქოს თავიდან ფეხამდე მსწავლობდა, ისეთი დაჟინებით მიმზერდა, სუნთქა შეკვროდა, თვალსაც კი აღარ ახამხამებდა. თითქოს თითოეულ ჟესტს, მოძრაობას იმახსოვრებდა. არ ვიცი რა დამემართა. მესიამოვნა მის თვალებში დანახული აღტაცება, თუმცა ძალიანაც შემრცხვა. წამების წინანდელი ბრაზი და სიფიცხე სადღაც გაქრა, რადიკალურად შემეცვალა განწყობა. დავკარგე სითამამე, იმდენად დავიძაბე საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა. სუნთქვის დასარეგულირებლად ნაბიჯი შევანელე. იგრძნო ჩემი ცვლილება, თვალები ნელ-ნელა დაუწვრილდა, სახეზე მისი საფირმო გვერდული, ირონიული ღიმილი გამოესახა.
- გამარჯობათ, ქალბატონო ელენე, - რევერანსით ისე მომესალმა, თითქოს დედოფალი ვიყავი - უკაცრავად ჩემი ჩაცმულობა აშკარად არ შეესაბამება თქვენს საღამოს კაბას, მაგრამ თქვენი ბრალია, იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდით ფოტოში, ცდუნებას ვერ გავუძელი, უნდა მენახეთ, იკადრებთ ჩემ ჟანგიან ეტლს?! - პათეტიკურად გამოხსნა ავტომობილის კარი.
-მასხარა, - სიცილი ვეღარ შევიკავე, დედოფლობა შევიფერე და გაბღენძილი მოვთავსდი სავარძელზე.
- თქვენო აღმატებულებავ, ცოტა უხერხული ხომ არაა აქ რომ მოგადექით, პრობლემას ხომ არ შეგიქმნით? - დაცვის ჯიხურის პატარა სარკმლიდან მომზირალ დაცვის თანამშრომელს ბღვერით გახედა.
- არა, ნუ ღელავთ, ჩემზე ცუდს არავინ იფიქრებს. მიჩვეულები არიანი, კლიენტები საკმაოდ ხშირად გვაკითხავენ. ყველას ტერიტორიაზე ხომ ვერ შევიყვანთ?!
- მეც ეგ მინდა. - კმაყოფილს გაეღიმა.
- რამდენადაც მე მახსოვს, დიღმელი ხარ. საკმაოდ ბევრი შენი უბნელი მუშაობს, ნაცნობებმა რომ დაგინახონ, შენ როგორ ახსნი აქ ყოფნას?! - ამჯერად მე ჩავეკითხე.
- რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ მგონი მაინც არ იქნება ცუდი, ცოტა წყნარ ადგილას ავიდეთ, ცნობისმოყვარე თვალებისგან შორს!. - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა, ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, ავტომობილი დაქოქა და ოფისს გასცდა.
-არ მცალია სასეირნოდ, - ხმა შემეცვალა.
- კაი, ახლა. რა გჭირს?! - ისე შემომხედა თითქოს ნორმალური ამბავი იყო, მასთან ერთად ავტომობილით სეირნობა - კი არ გიტაცებ, გპირდები უვნებლად დაგაბრუნებ!
- კიდევ კარგი დამამშვიდე, მე პირიქით მეგონა. - ღრენით ავხედე კმაყოფილს - აქეთ შეუხვიე. ამაზე წყნარ ადგილს აქ მაინც ვერ იპოვი, ყველგან კომპანიებია. - იქვე მდებარე პატარა ჩიხზე ვანიშნე.
- ისეთ ვიდზე ხარ, მართლა უნდა მოგიტაცო.
- არანორმალურო, ვინ იტაცებს გათხოვილ ქალს?!
- მე ვიქნები, გამონაკლისი.
- ცოტა რომ გაკლია იცი?
- კი, ხშირად უთქვამთ. - ისევ ჩამიკრა თვალი.
- დედას გაფიცებ, ეს თვალების პაჭუნი წიკია, თუ სპეციალურად სარკის წინ დაამუღამე? - ეეე, „ტი ჩტო“... ბავშვობიდან ვვარჯიშობდი!. - კმაყოფილი გამეკრიჭა.
- გამოდის მხოლოდ მე ვარ დებილი?!. - ხელოვნური დანანებით გადავაქნიე თავი.
- რა „პონტში“?
- დღემდე ვერ ვისწავლე თვალის ჩაკვრა. - ავკისკისდი.
- კაი, ტო... მართლა?
- კი, მომკალი და არ გამომდის. - ვაღიარე გულწრფელად.
- მიდი აბა სცადე. - ცნობისმოყვარედ მიმზერდა შაკო.
დედას გეფიცები, რამდენიმეჯერ მთელი მონდომებით ვცადე მხოლოდ ერთი თვალის ჩაკვრა, მაგრამ არ გამომივიდა.
- ბოთე, ასეთი რაღაც პირველად ვნახე, - მხიარულად ხარხარებდა - არადა, რომ გკითხონ ამხელა ფირმის სერიოზული იურისტი ხარ. თვალის ჩაკვრა ვერ გისწავლია?!
- ბაცანა, არ ვიცოდი ადამიანის სერიოზულობა ამით თუ განისაზღვრებოდა.
- ეეე, „ტი ჩტო“... აი, უყურე, ჯერ თვალს უკრავ, შემდეგ აწვრილებ, შემდეგ.... - მზერა ტუჩებისკენ გადაიტანა და ისე გაუშტერდა თვალები წამში გამოვფხიზლდი.
- არც კი გაბედო! - გამაცია იმის წარმოდგენაზე რაც გაიფიქრა.
- მშიშარა. - ისევ ახარხარდა - აზრობ რაებს ფიქრობს, ტო... არადა, მე პატიოსანი ქალი მეგონე.. - ისევ ჩამიპაჭუნა თვალი.
- ბაცანა. - სიწითლის დასამალად მზერა ავარიდე და ტრასას გავხედე.
- ხუმრობა, ხუმრობად და იქნებ მომახსენოთ დღეს რაობა გაქვთ? - როგორც იქნა შეცვალა საუბრის თემა და შვებითაც ამოვისუნთქე.
- დღეს დიდი დღეა, დიდი.... – „შუა ქალაქშის“ ცნობილი ფრაზა, სწორედაც რომ სერიალის პერსონაჟის ინტონაციის წარმოვთქვი - „ალფა ჯგუფი“ ავტომობილების მორიგ ახალ ბრენდს სთავაზობს საქართველოს! - სარეკლამო აგენტებს შეშურდებოდათ ისე სხარტად ჩამოვაყალიბე.
- ჩეგეკითხებით, კონკრეტულად რა ბრენდს, ქალბატონო ელენე?
- კადილაკს. - კმაყოფილი გავეკრიჭე.
- კაი, ტო... ღადაობ?- ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი - კადილაკი თბილისში? ამ დამშეულ ქვეყანაში ვინ უნდა იყიდოს, ან სად აქვს ისეთ გზები კადილაკით რომ იბლატავო?
- მთავარი მონდომებაა, მინდა გითხრა, ორი მოდელი უკვე გაყიდულია. - თავმომწონედ გავეყინჭე.
- აუ, ფოტოები არ გაქვს. მაჩვენე რა მოდელებია?
მობილურში შენახული საჩვენებელი მოდელების ფოტოები მოვნახა და ტელეფონი გავუწოდე. ბევრი ავტომობილზე გაგიჟებული ადამიანი მინახავს, თუმცა ასეთი რეაქცია აქამდე არავისთვის შემიმჩნევია. ერთიანად უბრწყინავდა სახე. თვალებ აციმციმებული უმზერდა და პატარა ბავშვივით ეფერებოდა საყვარელი მოდელის ფოტოებს.
- მანქანა კი არა ზღაპარია, დისკებს შეხედე რა. ძრავზე ხომ აღარაფერს ვამბობ. წარმოგიდგენია რა კაიფია ამით სიარული?
- კი, მაგარი იქნება.
- ისე როგორ მოვკვდები, რომ ერთხელ მანც არ მეღირსოს ამით გავლა.
- მხოლოდ ეგ თუ გაქვს საოცნებო, არაა რთულად ასახდენი. ტესტ-დრაივზე დაგპატიჟებ და ეგ იქნება.
- დედას გაფიცებ, მართლა?! ეჰ, რაღა დღეს მომინდა შორტებით სიარული, ასე როგორ წამოვიდე?! - ისე შეწუხდა თითქოს მართლა მოდიოდა.
- ჩაცმულობის გამო ნუ ღელავ, შენი შორტები ბევრს არ გაუკვირდება, უცხოელები ძირითადად მასე მოდიან. შენ კეტები მაინც გაცვია, ხშირად ფეხზეც ლასტები აქვთ ამოცმული.
- თუ ასეა, შენ რატომღა ხარ ასე გამოკვანწული? - თავიდან ფეხებამდე წუწკი მელასავაით ამათვალიერა.
- თანამშრომლებისთვის დრეს კოდია დადგენილი, საღამოს კაბებით უნდა ვიყოთ.
- ანუ პეროს იყრით უცხოელებთან?
- ასე გამოდის. თუმცა შენ გული არ დაგწყდეს, მაინც ვერ მოახერეხებდი ავტომობილის მართვას. დღეს მხოლოდ სერვის-ცენტრის გახსნაა, ტესტ-დრაივს ჟურნალისტებს მოუწყობენ და იქაც საჭესთან ისევ ჩვენივე ავტო-მრბოლელები სხდებიან.
- ანუ მომატყუე?
- არა, რეაქცია მაინტერესებდა! თუმცა დაპატიჟება მართლა შემიძლია, მაქვს რამდენიმე მოსაწვევი, ჩემი შვილისა და მისი მეგობრებისთვის. ორს დაგითმობ თუ გინდა და გვესტუმრე მეუღლესთან ერთად, ავტომობილის მართვას თუ ვერა, ჩაჯდომას და დაპიპინებას მაინც მოახერხებ.
- მადლობა, ჩემო ტკბილო, მართლა სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ არ გამოვა. მით უმეტეს მეუღლით.
- რატომ, - გულწრფელად გამიკვირდა მისი ნათქვამი - არ შეიძლება მეგობარმა მოსაწვები მოგცეს?
-მეგობარმა?! - არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები.
- კი, მეგობარმა.
- შენ ჩემში მეგობარს ხედავ?
ვერ გავუძელი მის დაძაბულ მზერას, მზერა ავარიდე, ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს.
- ოჯახი მყვს, შვილი. ჩემი ქმარი მიყვარს, არ ვაპირებ ღალატს, მით უმეტეს საყვარლის გაჩენას. - ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა, იმ იმედით რომ ჩემს გაგებას შეძლებდა იმედიანად მივაჩერდი.
არ ვიცი მისმენდა თუ არა, ის კი ისევ თვალებში მიმზერდა, თითქოს იქიდან უნდოდა ჩემი აზრების წაკითხვა, ისევ ტუჩეზე მომაჩერდა. იმდენად შეეცვალა გამომეტყველება, რომ გავჩუმდი. ისევ ის შეუცნობელი უხერხულობისა და სირცხვილს გრძნობა გამიჩნდა. სათქმელი სიტყვები შემაშრა, მზერა ავარიდე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ჩუმად. უხერხული სიჩუმე ისევ თავად დაარღვია.
- მართლა გჯერა, რომ მე და შენ შეიძლება მეგობრები ვიყოთ?!.
- ყველა ქალი ხომ არაა?! ადრე თუ გვიან ხომ გამიცნობ. მიხვდები, რომ მაგ კატეგორიას არ ვეკუთვნი და...
- მე შენთვის, მასე არც შემომიხედავს! - მოულოდნელად ხმას აუწია და ყვირილზე გადავიდა - ბოზები მძულს, მეზიზღებიან. ასეთად რომ ჩამეთვალე, გგონია ამდენ ლოლიალს დაგიწყებდი? მომეწონე, მიმიზიდე.
- მესმის, მაგრამ ვინც მოგეწონება ყველას ხომ ვერ დაიწვენ?
-ყველას არა, მაგრამ...
- რა, მაგრამ? არ მინდა არარსებული, ფუჭი ილუზია გქონდეს. ვაღიარებ მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა, გაქვს არაჩვეულებრივი იუმორი. ლაქუცა ენა. ნებისმიერ ქალს ესიამოვნება კომპლიმენტები, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ შენთან დაწოლას ვაპირებ.რამდენი ვიღაცას მოვეწონები და ფლირტაობას დამიწყებს, ყველას თუ ფეხები ავუწიე, ავშენებულვარ და ეგაა.
- მე ყველა არ ვარ!.
- ამ შემთხვევაში ხარ. ვერაფერს შემოგთავაზებ გარდა მეგობრობისა, ეგ მინდა ზუსტად იცოდე.
- არაც არაფერი მინდა, მეგობრობის გარდა. -თვალები ეშამაკურად დაუწვრილდა.
- მეგობრობაში ძმაკაცობას ვგულისხმობ და არა საყვარლობას. - არ ვაპირებდი დათმობას.
- კეთილი. იყოს შენებურად. დაინახე ჩემში მეგობარი, თუ ასე უფრო გიმარტივდება. მაგრამ მაინც შეგახსენებ, ზედმეტად მიზიდავ იმისთვის, რომ შენში მეგობარი დავინახო.
- როცა მიხვდები, რომ არაფერი გამოგივა, მიზიდულობაც გაქრება!.
- ამას დროს გვიჩვენებს, მაგრამ ახლა, როცა ასეთი სექსუალური და მიმზიდველი ხარ, შენში დაქალს ვერასოდეს დავინახავ.
- მე და სექსუალური? - იმდენად რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემი წარმოდგენა სექსუალურ ქალზე ჩემი ვიზუალისგან, რომ მსგავსი სიტყვით ჩემი შეფასება წარმოუდგენლად მიმაჩნდა, სიცილი ვერაფრით შევიკავე და გულწრფელად ავხარხარდი.
- ვერ აფასებ საკუთარ თავს. წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენად ლამაზი ხარ, მიმზიდველი, - თვალები ისევ ტუჩებისკენ გაექცა - სულ წავალ, გავქრები, მაგრამ მომკალი და შენთან მეგობრობას ვერ შევძლებ.
უცებ გავიაზრე, რომ შეიძლებოდა მართლა წასულიყო, აღარც მოეწერა, აღარც მოვეკითხე, და უსაშველოდ მეტკინა. გული დამწყდა. ხმა ვერ ამოვიღე. ან რა უნდა მეთქვა? ემოციები რომ არ გამეყიდა მზერა ავარიდე.
- რას უყურებ მაგ ფანჯრიდან ასეთ საინტერესოს, რომ გაჩუმდი და ხმას აღარ იღებ?
- არაფერს. - ხმა გამბზარვოდა.
- აბა, რატომ გაჩუმდი?
- ჩავფიქრდი.
- მესიჯობისას წამით არ ჩერდები და ეხლა მოგინდა ფიქრი?! - გაღიზიანება შეეტყო ხმაში.
უხერხულობიდან ტელეფონზე შემოსულმა მესიჯმა მიშველა, განყოფილების უფროსი მეკითხებოდა სად ვიყავი.
- შესვენება დასრულდა, სამსახურში მკითხულობენ. არ მცალია.
- ცოტა უკეთესი მიზეზი ვერ მოიფიქრე?
- ნუ მაიძულებ, ამხელა მანძილი ფეხით გვიარო. დავბრუნდეთ, გთხოვ.
- ელე, რამე არასწორად აგვაკეთე, გაგიტყდა?
- არა, რას ამბობ. - როგორც იქნა გავბედე მისთვის შეხედვა - მესმის რომ როგორც ქალს ისე მიყურებ.
- აბა, კაცი ხარ?!
- არ გინდა, გთხოვ, მაცადე ბოლომდე თქმა, ალბათ მიამიტურად ჟღერს, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენი ურთიერთობიდან მართლა გაქრეს ფლირტის ელემენტები და უბრალო კარგ მეგობრებად დავრჩეთ?!
- გამიგია, მსგავს ფრაზას დაშორებისას იყენებენ, ქალის თავიდან მოსაშორებლად. პირველად გავიგე ამას ქალი სთავაზობდეს.
- არ გინდა გთხოვ, ყველაფერზე ნუ ხუმრობ. სხვაგვარად მართლა არ შემიძლია.
არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა ჩემი სიტყვები, მაგრამ ფაქტია აღარ შემეწინააღმდეგა.
- რაცაა ეგაა, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ იცოდე მიმოწერას და მოფერებას არ შევწყვეტ, - გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი - შენ კი თუ არ გსიამოვნებს, არ წაიკითხო.
- კარგი რა, მეგობრებს შორის მსგავსი რამ...
- მოვლენებს ნუ უსწრებ, არ მითქვამს მეგობარი ვარო, დრო გვიჩვენებს მეთქი!
- იქნები!
- გიჟი ხარ! - სიცილი ვერ შეიკავა ჩემი კმაყოფილი სახის დანახვაზე.
- არ მითხრა ახალი აღმოჩენააო, ეგ ხომ ისედაც იცოდი?!
- იშვიათად ადამიანმა ასე მიმიზიდოს. არ გატყუებ, მართლა მომწონხარ და ჩემთვის ძვირფასი ხარ, თუ შენ მეგობრობა გსურს, ვიყოთ მეგობრები, თუმცა ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით არ სრულდება, კაცმა არ იცის წინ რა გველის.
მუდამ მოღლაბუცე შაკოსგან მსგავსი სერიოზული ტონი ნამდვილად მეუცნაურა.
-ანუ?
- იყოს ისე შენ როგორც გსურს.
- მშვენიერი, დღეიდან აღარ ფლირტაობ და აღარ იშაქრები.
- სულაც არა ჩემო პატარავ, მაგის ატანა მაინც მოგიწევს. - თავი გააქნია - არ ვაპირებ რამის შეცვლას, და იცოდე ვერც შენ დამისერიოზულდები.
- ეეე, კარგი რა. ეგ რაღა მეგობრობაა.
- ასეთი ვარ და მოგიწევს ატანა.
- წარა - მარა მართლა წიკიანივით თვალს მაინც ნუ მიკრავ. - ავიღრინე მე.
როგორც იქნა ავტომობილი დაძრა და ოფისის წინ გაჩერდა. უკვე გადავდიოდი, უცებ რომ მითხრა.
- იცი, რომ „დვაჟდი“ მამა ხვდები?
- ხუმრობ? - გონებამ აშკარად გვიან გაიაზრა მისი ნათქვამი, თითქმის გადასული, უკან დავჯექი. - მეუღლეა ორსულად?
- რა კითხვაა, აბა ვინ იქნება?
- ღმერთო ჩემო, - ვერ აღვწერ ჩემ რეაქციას. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართლა არააადეკვატურად ვაზროვნებ, იმდენად გამიხარდა რომ ემოციის შეკავებაც ვერ შევძელი - ამხელა შუალედის შემდეგ, წარმომიდგენია რა ბედნიერები ხართ.
- ჰო, რავი!... - მხოლოდ იღიმოდა შაკო.
- რა მაგარაია, - ადგილზე ვცქმუტავდი - რა ხნისაა, ტოქსიკოზი აქვს? - დავაყარე მილიონი კითხვა.
- არა, რავი, ჯერ არაფერი უთქვამს, სულ ახალი ამბავია. ეხლახანს გავიგეთ.
- ღმერთო ჩემო, შენ თუ დაგემსგავსა რა მაგარი იქნება. - გაუაზრებლად რაც ენაზე მომადგა იმას ვამბობდი - პატარა, ქერა იყავი?
- კი, რუსაპეტა. - სიცილს ვეღარ იკავებდა.
- აუ, ცისფერთვალება, ქერა. კულულებიც გქონდა? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - წარმომიდგენია, რა საწვალებელი იქნება. ბიჭი გინდა თუ გოგო?
- რავი, ჯანმრთელი იყოს. - პასუხისგან თავი შეიკავა.
- არ გადამრიო, პირველი გოგოს შემდეგ, დავიჯერო ბიჭზე არ ოცნებობ?
- ვოცნებობო ვერ გეტყვი, მაგრამ ნდომით ნამდვილად მინდა.
- ისე მეორე შენისთანას გაჩენა ოჯახში ცოტა თავისტკივილი კი იქნება. - ავფხუკუნდი - აუ, შაკო. წარმოგიდგენია ეგ ბავშვი რამდენ რამეს დაალაგებს თქვენს ურთიერთობაში? - ახლანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ , წესით ალბათ უნდა მწყენოდა, მაგრამ მაშინ აშკარად კმაყოფილი ვიყავი, იმის გააზრებით, რომ თავად იყო ბედნიერი.
- მაგარი უცნაური გოგო ხარ, დედას გეფიცები! ასე თუ გაგიხარდებოდა, რას წარმოვიდგენდი.
- კარგი, რა, ოჯახში ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?! - ვერ მივხვდი გაოცების მიზეზს.
- ბავშვები მაგრად გიყვარს ხომ? თუმცა რას გეკითხები, ისედაც გეტყობა. თუმცა ვერ ვიგებ, ერთზე რატომ დარჩი?
ხომ ვითომ არაფერი, მსგავსი კითხვა მილიონჯერ მაინც ჰქონდათ ჩემთვის დასმული, მაგრამ მაინც იმოქმედა. ღიმილი სახეზე შემეყინა, ბოღმა ყელში მომაწვა.
- რავიცი, ზოგჯერ ასეც ხდება. - ძლივს მოვახერხერხე პასუხის ამოღერღვა.
- ზედმეტად პირადულს შევეხე, თუ ფორმების დაკარგვის გეშინია და მაგოტომ აღარ აჩენ? - ხუმრობა გაურია კითხვაში.
- ზოგჯერ ასეც ხდება, - გაფუჭებული დისკივით ჩავიხვიე ერთი და იგივე - მაგრამ თქვენ იმხელა საჩუქარი გარგუნათ ღმერთმა, დედას გეფიცები, თუ გულით არ მიხაროდეს. ახლა სულ ხელისგულზე უნდა ატარო, იმედია მოუფრთხილდები, დედას გაფიცებ, არ გააბრაზო, არ ანერვიულო! - ისე შემტკიოდა გული ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანზე, თითქოს ჩემი სისხლი და ხირცი იყო.
- ახლაღა მივხვდი, რატომ მიმიზიდე ასე. - ორივე ხელით ჩამეხუტა - გპირდები, არც გავაბრაზებ და არც ვაწყენინებ!
იმდენად გულწრფელად ჟღერდა მისი სიტყვები, რომ რაიმე ქვეტესტის დანახვა მის ნათქვამში არც კი მიფიქრია.
- „დვაჟდი მამა“ იმედია ყველაფერი კარგად იქნება, აბა, თქვენ იცით, წარმატებები. - მეგობრულად ლოყაზე, მისი მკლავებიდან თავი მოხერხებულად დავიძვრინე ვაკოცე და ავტომობილიდან გადმოვედი და ოფისის „ალფა ჯგუფის“ ეზოში შევედი.
თავმოყვარეობა არ მაძლევდა უფლებას უკან მიმეხედა, თუმცა ოფისის მინის სარკისებურ ვიტრაჟში მაინც ვხედავდი, როგორ მიმზერდა მიმავალს ავტოსადგომზე მდგომი შაკო.
მეცხრე თავი
- იმის მოყოლა როგორ დავუახლოვდით ერთმანეთს შორს წაგვიყვანს, რა თქმა უნდა შეუძლებელია ყოველი დღის მიმოწერის აღდგენა, თუმცა იმას მაინც ვიტყვი, რომ ორი სამი თვის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ჩაგვიგდია ერთმანეთის მოკითხვის გარეშე. დასუწრებლად ვიცნობდით ერთმანეთის ოჯახის წევრებს, დედმამიშვილებს, სანათესაოსა და სამეგობროს. ვიცოდი, არა მხოლოდ მისი, არამედ მისი სამეგობროს პრობლემებიც. მუდამ გულჩათხრობილი, ცხოვრებაში პირველად გავიხსენი ბოლომდე. აშკარად დადებითად მოქმედებდა მასთან მიმოწერა, თითქოს პრობლემებსაც უფრო მარტივად ვიღებდი, აღარ ვნერვიულობდი, აღარ ვშფოთავდი. ეს ყველაფერი კი ვიზუალზეც აისახა.
ჩემი ცვლილება შეუმჩნეველი არც კოლეგებსა და ოჯახის წევრებს დარჩენიათ. რამდენიმეჯერ აღნიშნა კიდევაც ჩემმა მეუღლემ, რომ ძველი, ღიმილიანი და ბედნიერი ელენე დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ვერ ხვდებოდა ცვლილების მიზეზს, თუმცა ფაქტია, ისიც შეიცვალა ურთიერთობაში, თითქოს უფრო დათბა და ბევრად ალერსიანიც გახდა. მინდოდა თუ არა, უნდა მეღიარებინა შაკომ ჩემ ცხოვრებაში ბევრი პოზიტივი შემოიტანა. შევეჩვიე, ჩვევად მექცა მასთან ყველა წვრილმანის განხილვა. ანალოგიურად იქცეოდა ისიც. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთზე, სად დავდიოდით, ვის ვნახულობდით, რა აწუხებდათ ბავშვებს, რა მოსწონდა ან არ მოსწონდა თავად. შენ წარმოიდგინე განვიხილავდით საკვებსაც კი. ვაკრიტიკებდით და ვჭორავდით სრულიად სამყაროს. ვხუმრობდით ყველაზე და ყველაფერზე. იმდენად მივეჩვიე მის დაშაქრულ მომართვებს, პერიოდულად შეხვედრის თხოვნას და უარის შემთხვევაში მშიშარასა და კომპექსიანის ძახილს, რომ აღარც მაღიზიანებდა და ვაღიარებ თუ არ გამოჩნდებოდა, უნორმოდაც მაკლდა.
ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანი გავიდა, ალბათ თვეები, მაგრამ ის კი მახსოვს ივლისის შუა რიცხვები იდგა. ნიკუშას მეათე კლასის დამამთავრებელი გამოცდები უკვე დასრულებული ჰქონდა, ოჯახის წევრები ჩვეულებისამებრ სოფელში აპირებდნენ დასასვენებლად წასვლას, თუმცა საგულდაგულოდ დალაგებული გეგმები ნიკუშამ აურია, როცა სკოლის მეგობრებთან ერთად წყნეთში მოინდომა წასვლა.
- მთელი წელი ვერ ვნახავ ბავშვებს და ასე დავემშვიდობებიო. - გასაპროტესტებლად მომართულ ბებიას თვალების ბრიალით გამოუცხადა.
- მერე მაინც ჩამოდი!.
- მერე სადღა ჩამოვა, ხომ უნდა მოემზადოს წასასვლელად? - მეც ჩავერიე.
- რა აქვს ასეთი მოსამზადებელი, ჩემოდნის ჩალაგებას ერთი კვირა რად უნდა? - თავი წამოყო ჩემმა მეუღლემაც.
- ათასი რაღაც, ტანსაცმელებზე ლილოში გავიდეთ, იქნებ რამე იაფად ვნახოთ. ოჯახში პირველად ჩადიხარ, სუვენირები მაინც არ გჭირდება?
- აუ, დე... არ იცი ლესელიძეზე რა მაგარი თოჯინები ვნახე. - სუვენირების ხსენებაზე თვალები აუციმციმდა ნიკას.
- იცი რა ხვანჩკარა მაქვს?! წაიღე, ქართული ღვინო უყვართ ამერიკელებს.
- აეროპორტში არ გამატანენ. - უარი განაცხადა ნიკამ.
- ტყემალი და სულგუნი გააქვთ ხალხს და ღვინოზე უარს ვინ გეტყვის?
- რატომ მეკამათებით, გეუბნებით, არ გამატანენ! - აიღრინა ნიკა.
- ნუ ფხუკიანობ, - თვალების ბრიალით გავხედე საკამათოდ მომართულ გაზრდილს - კრებაზე გაგვაფრთხილეს, აქ რომც გაატანონ, ამერიკის აეროპორტში დაატოვებინებენ, არასრულწლოვანს ალკოჰოლის შეტანა ეკრძალება.
- ოღონდ შენ მშვიდობინად იმგზავრე და შენ მასპინძლებს აქ რომ ჩამოვიპატიჟებთ, მაშინაც კარგად დავალევინებთ! -თითქოს იმ წუთას უშვებდაო, სახლში შემოტანილი ღვინის ბოთლები, ისევ აივანზე გაიტანა ჩემმა მეუღლემ.
პოლემიკა, „რა წავიღოთ ამერიკაში“ ამით დასრულდა და საბოლოო კონსენსუსამდეც მივიდნენ, ორ კვირაში, ნიკუშას დაბრუნების დროს, ჩემი მეუღლე და დედამთილიც დაბრუნდებოდნენ თბილისში და ოკეანის გადაღმა მიმავალ შვილიშვილთან გაატარებდნენ გამგზავრებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სახლში მხოლოდ მე ვრჩებოდი. რა თქმა უნდა არ გამიპროტესტებია, პირველი შემთხვევა ხომ არ იყო?! ეგ კი არა, ამ ორ კვირაში ცოტა ეკონომიასაც გავაკეთებდი და ლილოში წასასვლელად საჭირო თანხასაც მოვაგროვებდი.
მოკლედ ჩემი „ასანთის ყუთა“ ავტომობილით (ასე ეძახდა შაკო, ჩემს „ტოიოტა ვიტზს“) გათენებამდე ჯერ დედამთილი და მეუღლე გავაცილე ავტოსადგურზე. შემდეგ წყნეთში წამსვლელ ბავშვებთან, რომლები სკოლის ეზოში იკრიბებოდნენ, ნიკუშაც გავიყვანე, შემდეგ კი კარგად დაღლილი დილის ათის ნაცვლად ცხრის ნახევარზე სამსახურშიც მივედი.
- ქალბატონო ელენე, ხომ მშვიდობაა? - აშკარად გაუკვირდათ დაცვის თანამშრომლებს ასე ადრიანად ჩემი გამოჩენა.
- კი, კი, ოჯახის წევერები გავაცილე და შინ მიბრუნება დამეზარა.
მესენჯერი ჩავრთე თუ არა, მოსალმების ნაცვლად შაკოს მოწერილიც დამხდა.
წინა დღეს გადაღებული ჩემი სელფი ენეხა და დილის შვიდ საათზე არც მესიჯის მოწერა დაეზარა:
- სად ისელფავე?
- „ალფა ჯგუფში“.
- ალფაობა აღნიშნეთ?
- ფეხით სამსახურიდან წამოსვლა.
- აკი სელფებს არ ვიღებო, თუმცა რჩეულთათვის რას არ გააკეთებ, გამეპრანჭე ხომ?!
- ნუ იბრალებ, მარტო კი არ ვუღებდი საკუთარ თავს, სულელივით.
- მეც მაგას ვამბობ, სულელივით კი არა, ჩემთვის იპრანჭებოდი.
- ამისთვის, - ფოტოს ორიგინალი ჩაგუგდე, სადაც თანამშრომელთან ერთად ვდგავარ - თუმცა ფოტო არ მოეწონა და მომჭერიო ბრძანა, ასე აღმოვჩნდი გამოქვეყნებულ ვერსიაში მარტო.
- რანაირად იყურება, კამერა „გლაზოკი“ გონია? - თანამშრომლის სასაცილოდ წაგრძელებული კისერი კომენტარის გარეშე არ დატოვა - ისე, ასე ადრიანად რატომ ხარ სამსახურში, გამოგაგდო ქმარმა?
- შედარება გაქვს ნუ იტყვი, ჩემები გავაცილე და უკან მიბრუნება დამეზარა, მეუღლემ ქცევის წესებიც ჩამომიწერა, მწყემსის გარეშე ხომ იცი რთულია. ისე დაცვა შევაშინე, დილაუთენია რომ დავადექი.
- ქმარიც გააცილე?
- კი.
- აბა სანტეხნიკა უნდა გავაკეთებინოო, არ ამბობდი? - შემახსენა წინა დღის მიწერილი.
- ქმარი „ც“ არაა. - უცებ შევუსწორე.
- ბავშვიც ხომ გაუშვი და ამიტომ მოგწერე, სულ ცუდად როგორ იგებ, ტო...
- ოკ, ჩავთვლი რომ უბრალოდ შეგეშალა. დიახაც, ბავშვიც გავუშვი და „ადინ დომა“ მაქვს, სანტეხნიკასაც მე ვაკეთებინებ, თუ არ დამარტყა და მეც წყნეთში არ ავადექი.
- ნამდვილი ხელოსანი თუ გჭირდება, არ მოგერიდოს?! - გამეკრიჭა ღიმილი.
- ვიდრე ისევ ტყუილად ავფეთქდი, ის მაინც მითხარი რის ხელოსანზეა საუბარი. - - მე უნივერსალი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ, ზომიერების ფარგლებში.
- მაგალითად?
- თუნდაც ბავშვებს. - ისევ გაიკრიჭა.
- ენა რომ გისწრებს წინ იცი?!. რისი ხელოსანი ხარ არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს თუ ათ წელიწადში ერთხელ აკეთებ, აშკარად მოიკოჭლებ! - დავგესლე წამში.
მუდამ სხარტმა პასუხი არ მომწერა, რატომღაც გაჩუმდა.
- მშვიდობაა?! - ისევ მე ჩავეკითხა.
- იცი, რომ ნაყოფი უნდა მოიცილოს?! არაა განვითარებული.
ყველაფერს ველოდი ასეთი პასუხის გარდა. ვერ გეტყვი რა დამემართა, თითქოს მდუღარე გადამასხესო ისეთი რეაქცია მქონდა.
- კაი, რას ამბობ, მიზეზი?!
- არ ვიცი, გულისცემა აღარ ისმის, მხოლოდ ორ თვემდეა განვითარებული.
- იქნებ არ დასჭირდეს მოცილება, - სიტყვა აბორტი ვერ გამოვიყენე - მკურნალობა სცადეს?
- არა, ძმაკაცის მეუღლემ წინა კვირას მოიცილა სამი თვის ნაყოფი, მესამე ბავშვზე იყო ორსულად, ზუსტად იგივე პრობლემით.
- ჩემ მეგობარს ორთვენახევრის მოეშალა მისით, იქნებ არც დასჭირდეს სამედიცინო ჩარევა? - იმის წარმოდგენაზე, რომ დედა მისით მიდიოდა ბავშვის მოსაშორებლად ექიმთან, მთელ სხეულში მივლიდა.
- არაო. მოწამლულია ჩვენი ორგანიზმი, კიდევ კარგად იბადებიან, განუვითარებელი ჩემ მტერს გაუჩნდეს, მთელი ცხოვრება შენც და იმანაც უნდა გაიმწაროთ, რა ძალაა.
- ხან რა სცადეს, ხან რა, მაინც ვერაფერი ვუშველეთ, თუმცა წამლებით მოახერხეს ჩამოშლა და მოშორება ხელოვნურად აღარ დასჭირდა. მაგარი ძნელია, წარმომიდგენა ეხლა რა დღეშია.
- კი, განიცდის, ამასაც წამლები უთხრეს, დღეს მიდის ექიმთან.
- დეგენერატო, ასე თუ იყო, შენ რა გექეიფებოდა? - ახლაღა გამახსენდა ორიოდე დღის წინ ძმაკაცთან რომ იყო ატენში წასული ღამისთევით.
- მე რა ვიცოდი, გუშინ ექოსკოპიაზე მისულებს გვითხრა ექიმმა.
- ის ხომ იცოდი, რომ ორსულად იყო და გვერდზე უნდა ყოლოდი. აუ, რა ცოდოა. - ლამის ავტირდი.
- არაუშავს, რას ვიზავთ! - ისე დამამშვიდა, თითქოს მე დავკარგე ბავშვი.
- ეგ სიტყვები მას არ უთხრა, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები, შეიძლება ვერც გაასწრო ისეთი რეაქცია ქონდეს.
- აბა რა უნდა ვუთხრა, ჩემი ბრალია, რაც მოხდა-მოხდა. ხალხს ცოცხალი შვილები უკვდებათ, იმათ რაღა ქნან?
- შენი ბრალი არაა, მაგრამ მაინც რთულია. სხვისი მაგალითი დიდი ვერაფერი შეღავათია ამ დროს. თუმცა ძალიან ბევრ ჩემ ორ დაქალს მშობიარობამდე მისულებს დაემართათ, გააჩინეს და ვირუსების გამო ორ-სამ დღეში გარდაეცვალათ ბავშვები. იმათი განცდების შემხედვარე, ღმერთს სულ ვევედრებოდი, თუ ოდესმე ორსულობა მელოდა და მსგავსი განსაცდელი, საკუთარი შვილი დაბადებული არ მენახა და უარესად არ გამერეკა.
- მაგას ვამბობ.
- თუმცა ზედმეტი ჩხიკინი და ტივინის ბურღვაც არ უნდა. ფილოსოფიური გამოსვლები: კიდევ იქნება, კიდევ გაჩნდება, აღიზიანებს და აგიჟებს ადამიანს. იმას ახლა მისი გასაჭირის მოზიარე უნდა, დამამაშვიდებელი ფრაზები კი არა. ის თუ დედაა, შენ მამა ხარ და რამდენიც არ უნდა ჩქმალო ემოცია ზუსტად ისევე გეტკინება და ეს ოდნავ მაინც რომ გამოხატო, თუნდაც მასთან, არ გაწყენთ.
კიდევ რაღაც უნდა მიმეწერა, მაგრამ მოულოდნელად ინდაურის ფოტო ჩამიგდო და მონაწერიც მოაყოლა:
- გისმენთ!...
- გასაგებია, - მორიგი დარიგების მიწერის ნაცვლად, გავიბუტე - ხმას აღარ ვიღებ.
- რა გინდა, ასეთი სახით გისმენ, წამწამები არ მოგეწონა, თუ რა?
- არაფერი, მე რა უნდა მინდოდეს. მთავარია მას ქონდეს მაგარი გაძლება შენს ხელში, არასერიოზულო.
- რას შვრები? - საუბრის თემის შეცვლას ცდილობდა.
- არაფერს, ნელ-ნელა მოდიან თანამშრომლები და დასრულდა მარტოობა. იმხელა ხმაზე კაკანებენ, ამხადეს თავი, ისედაც მტკიოდა.
- ეგ ფოტო ამობეჭდე და გაუკარი, მიხვდნენ ვინ არიან.
მის მონაწერზე კომენტარი აღარ გამიკეთებია, იმ დღეს სამსახურში ფინანსური ექსპერტიზა მქონდა დანიშნული, დოკუმენტები წამოვკრიფე და აზუზუნებული თანამშრომლები დავტოვე. გზად დედაჩემთან გავიარე, ჩემი ძმა ოჯახით მოსკოვში ცხოვრობდა. რძალს ამანათი გამოეგზავნა და საჩუქრები გამოვართვი. ბედნიერი ვიყავი, როცა საგულდაგულოდ შეფუთულ ყუთში ჩემთვის სასურველი საზაფხულო ღია გარგლისფერი „ბასანოჩკები“ ვიხილე. მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა არ გამკვირვებია, (ვიდეო თვალით ერთად ვარჩევდით მე და ჩემი რძალი), მაინც ვაღიარებ რეალურად ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ვიდეოში ნანახი. ჩემი ყურადღება კოლოფში მოთავსებულმა თხელმა ფუთამ მიიპყრო. ორმაგად გამიხარდა, როცა შაბიამნისფერი თეთრი მარგალიტებით გაწყობილი ლასტებიც დავინახე, ამათ ნამდვილად არ ველოდი, ვაღიარებ სიურპრიზმა ნამდვილად გაამართლა.
ის-ის იყო ფეხზე ამოვიცვი და სარკის წინ დავტრიალდი, რომ შაკოს მესიჯიც შემოვიდა.
- რას შვრები?
- საჩუქრები მივიღე და მიხარია, შენ?
- მეუღლე აბორტის გასაკეთებლად შეიყვანეს. - მისმა სიტყვებმა უცებ დამაბრუნა რეალობაში.
- საავადმყოფოში ხარ?
- კი, ვინ გაჩუქა და რატომ? - ჩემი მინაწერი არ დაავიწყდა.
- რძალმა გამომიგზავნა მოსკოვიდან, კიდევ კარგი ზომა გაარტყა, წნევაც დამარტყამდა, რომ არ მომრგებოდა.
- კარგია გილოცავ, რა გაგიჩითა?
- გასასვლელი ბასაბოჩკები და ლასტები დაბლებზე. - უცებ გადავუღე ფოტო და ჩავუყარე - მარტოები ხართ, თუ არის ვინმე თქვენთან?
- დედაჩემი და ნათესავია ჩვენთან.
- ეგეც კარგი, მარტო რომ არ ხარ.
- მე რომ მნახავ, გამეპრანჭე რა!.
- შენ?
- ჰო, მე. რა იყო, არ გამეპრანჭები? - ისევ ხუმრობდა.
- გგონია ვისაც ვეპრანჭები ასეთ სისულელეებს ვწერ???
- ეჰ, არადა მეგონა მაბავდი და ვცდილობდი არ აგყოლოდი, მაგრად ვიდექი!
- კიდევ კარგი თავს იცავდი, გადარჩენილი ხარ.
- ჩემი ბუზღუ!...
- დიდი ხანია რაც შეიყვანეს? - ისევმის მეუღლეს მივუბრუნდი.
- ეხლა შეიყვანენ მალე.
- ანესთეზიას უკეთებენ?
- კი.
- ეგეც კარგი.
- ჩემი სანერვიულო არ მყოფნიდა, ახლა შენი საჩუქრები დამემატა და გავსივდი ბოღმით.
- ჩემი საჩუქრების გამო გასიება არაუშავს, თუმცა შენს ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. - გულწრფელად შემეცოდა.
- არც მე მინდა, მაგრამ სადაა.
- რთულია, კარგია ახლოს ვიღაც რომ გყავს. რამე არაადეკვატური რომ გითხრა არ გაგიკვირდეს, არ ვარ კარგი მეგობარი, ასეთ დროს საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ.
- ჩემი უჟმური, უნდა მოხვიდე ამ დროს, ჩამეხუტო და დავმშვიდდე.
- ჩახუტება გამოსავალია?
- კი.
- ჩახუტება ეხლა შენ მეუღლეს დასჭირდება, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. - იმედია.
- სად ხართ, რომელ კლინიკაში?
- პირველში, ნახალოვკაში. გამოდი, მანდ მაინც არაფერს აკეთებ. - ისევ მთხოვა.
- მანდ იმდენის მშობიარობაზე ვარ დასწრებული, ბებია-ქალად ლამის გამაფორმეს. - გამეღიმა ჩემი ეგობების მშობიარობის აგხსენებაზე - კარგი ექიმები ყავთ.
- მოდი მერე, გარეთ ვბირჟაო და ერთად ვიბირჟაოთ.
- სამხარაულში ვარ, ძალიან კი მეცოდები, მაგრამ ეხლა შენ ნამდვილი მეგობარი გჭირდება მანდ.
- აფერისტები?
- დავიჯერო ყველა აფერისტია? ჩემზე მეტი ახლობელი მაინც ხომ იქნება.
- ყველა ღმერთმა დაიფაროს. გვერდში ვინც მყავს ხუთნი ბავშვობის საძმაკაცო ვართ. უკვე მეჯვარეები და ნათლიები, დანარჩენები მესამე ხარისხოვანია ყველა. გაკოცე ჩემ ტუჩებში. - მოფერება მაინც არ დაავიწყდა.
- ეგ ასეა, ნამდვილი მეგობარი ბავშვობისაა, წარმომიდგენია ეხლა რა დღეშიც ხარ, მაგრამ..
- მაგრამ?
- მაგრამ ეხლა ერთმანეთი გჭირდებათ, სხვა არავინ.
- ნუ ამატირებ ეხლა! - გამაფრთხიელბლად დამიქნია თითი.
- ცანცარა, შენი შენი საშველი არ იქნება.
- მხოლოდ ოთხი ფიცრის შემდეგ, მაგრამ მიქელასთანაც გავჩითავ ჩემი ჭკუისას, აქედან ყველა იქ მიდისო და „კაკრაზ სასტავიც“ გაიჩითება.
- გამოგაგდებს მიქელა ადგილს მართმევო.
- გამომააგდოს, აქაც რამდენია ჩემი ჭკუის.
- ამაღამ ტოვებენ თუ მიგყავს?
- არ ვიცი ჯერ.
- დაიწყეს თუ კიდევ არა?
- არა, ჯერ.
- მე რაღას მერჩოდი, ასე მგონია ჩემ თავს ხდება, ამდენი უცხო ადამიანზე ცხოვრებაში არ მინერვიულია. - გულწრფელად ვაღიარე.
- არ ვიცოდი, არ მეგონა, თორემ არ გეტყოდი.
- რთულია ცდა?
- კი.
- შედი შიგნით, დაელაპარაკები, ან ნახავ და ცოტას მაინც დამშვიდდები.
- არავის უშვებენ.
- არც ქმარს?!
- არა.
- შარში ხარ.
- ხო, რაა.
- მაშინ იღლიცინე, ცოტას გაერთობი მაინც. რაც გინდა თქვი, დღეს ყველაფერი გეპატიება. - მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, სულაც არ იყო მაიმუნობის ხასიათზე. პასუხი რომ აღარ დამიბრუნა საქმეები რომ მოვილიე ისევ მე მივწერე - რა ქენით, როგორ ხართ?
- კარგადაა ყველაფერი, - პასუხი გვიან საღამოს მომივიდა - შენ რას შვრები?
- ძალიან კარგი. გამიხარდა. ვიდიასახლისე ჩემი ჭკუით.
- მარტო ხარ?
- კი, შენ სად ხარ, წამოიყვანე სახლში?
- არა, ხვალ გამოწერენ. წყალი გადავივლე და გამოვედი, მარტომ რა ვაკეთო სახლში. მნახე, ვიღლაბუცოთ.
- უკვე ვღლაბუცობთ!.
- გამოსული ვარ მასივში, მნახე რა! - არ ჩუმდებოდა.
ძლივს სახლამდე მოვეტიე, დამანებე თავი, ნერვები უნდა მომიშალო!. - ეს ნორმალური თუა, რა ეღლაბუცება?! მის მიერ მოწერილ სიტყვებს რამდენიმეჯერ დავხედე, თავის შეკავება მაინც მოვახერხე - ვითმინე და ვერ მოვითმინე, მართლა ასეთი არასერიოზული ხარ? ცოლი საავადმყოფოში გყავს და შენ გართობაზე ხარ აწყობილი?!
ჩემი კითხვა ჩვეულებისამებრ დააიგნორა.
- რას შვრები?
- სიმღერებს ვუსმენ, - აღარც მე ჩავეძიე, ავტომატურად ვუპასუხე - შენ რა ქენი, გაერთე?
- რას უსმენ? - ჩემი მეორე კითხვა თითქოს არც გაუგიაო. სიმღერის ლინკი დავუკოპირე და ჩავუგდე - ყავას დალევდა კაცი, მაგრამ ვინ დაგპატიჟებს?!
- უკვე დავლიე და შოკოლადის ტორტსაც მივირთმევ.
- უჩემოდ ხომ? ყოჩაღ!
- ყელზე არ მადგება ნუ გეშინია.
- არადა ყავას დალევდა კაციიიი!
- იმეორე ერთი და იგივე. ვერ იპოვე ამდუღებელი?
- მე შენი მოდუგებული მინდა.
- არ გეშინია ზედ რომ გადაგასხა?!
- არა.
- არადა, ეხლა სიამოვნებით ვიზამდი მაგას, იქნებ ცოტა აზრზე მოსულიყავი, მოგიხდებოდა.
- აუუ, ამომადინა უკვე ყელში, ჯერ არც კი მოუდუღებია!
- შენ თავს დააბრალე, ცანცარა რომ ხარ.
- ამოგიარო ყავაზე?!
- კი, აბა რა უნდა ქნა. მეუღლე გასტუმრებულია, შინ არავინაა. შენ ხომ იცოდი, ქმარს ვისტუმრებ თუ არა მაშინვე მამაკაცების რიგი მიდგას კართან.
- ეგ რა სისულელე თქვი?! ეგეთი რომ მგონებოდი, მართლა არ მექნებოდა მოსვლის სურვილი.
- ნერვებზე ნუ თამაშობ, - ძალიან კი ვცდილობდი ბრაზის შეკავებას, მაგრა არ გამომივიდა - იცოდე არ ვხუმრობ და რაც არ მითქვამს ეხლა ამოვაფრქვევ ერთბაშად!
- ამოაფრქვიე, რას იმუქრები? სულაც არ მინდა ყავა, ვიხუმრე, რა იყო, შენც ხომ იცი, ვაფშე არ ვსვავ კოფეინიან სასმელებს.
- ძალიანაც კარგი, ყავა რომ არ გინდა ისედაც მივხვდი!.
- კი მინდა, მაგრამ ისეთი იწუწუნე, გამიტყდა. - ნერვების მომშლელად გაკრეჭილი ღიმილის გამოგზავნა მაინც არ დაავიწყდა.
- გამაკვირვე, - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ მის მეუღლეს ასე უჭირდა და ეს თუნდაც ჩემთან გართობაზე ფიქრობდა, ტვინში ამასხა, ასეთი ნაგავია, ასეთი ნაძირალა? - ერთი მე მკითხე, რა მაგრად გამიტყდა. - წამომცდა საკუთარი ფიქრები.
- რისი?!
- აუ, ისედაც ნერვებზე ვარ, შენ მაინც ნუ ემატები, ამდენს თუ ვერ ხვდები რისი, ყოჩაღ!
- ვინ გაგაბრაზა?!
- არავინ, - თვალი გადავავლე აბდა-უბდად მიწერილს, ახლაღა მივხვდი საკუთარი ფიქრების აბსურდულობას, ასე ძალიან რატომ მაღელვებდა როგორ მოექცეოდა საკუთარ მეუღლეს? - ავიღრინე რაღაცაზე და ეგაა. ახსნას აზრი არ აქვს.
- დამშვიდდი, არ მოვდივარ!..
- ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე?
- რადგან ყავას ვსვავ? დაჟე ფეხი-ფეხზე ვიდებ ხოლმე, ყავას ასე უხდება, იმდენად ამპარტავანი ვარ. - შირმად ისევ იუმორს იყენებდა.
აღარ დამიწყია ჭკუის დარიგება, ბოლოს და ბოლოს მისი მეგობარი ვიყავი, ცოლის ხომ არა? ასე თუ უკეთესად გრძნობდა თავს, მისი ნება იყო, ისევ ხუმრობაში ავყევი მეც.
- ააა, არ ვიცოდი.
- თუ სვეცკაობ, უნდა ისვეცკაოო აბაააა. აწი ხომ გეცოდინება?
- სვეცკაობა თუ მაგით გამოიხატება, ჯანდაბას ვიქნები ისევ გოიმი.
- მოადუღე და ერთად ვიგოიმოთ!
- ისედაც უძილობა გაწუხებს, გვიან დალევა არ შეიძლება. - საათს ავხედე ღამის პირველის ნახევარს უჩვენებდა,
- როგორ ზრუნავ ჩემზე.
- აბა რა, კიდევ კარგი მიხვდი.
- წევხარ?
- არა ჯერ. დედას გაფიცებ, ოღონდ გულწფელად მითხარი რა, მართლა დამაინტერესდა. შენი ცოლი დღეს საერთოდ არ შეგეცოდა? - ბოლომდე მოთმენა მაინც ვერ შევძელი და ჩემთვის საინტერესო კითხვა დავუსვი.
- გიჟი და უნერვო გგონივარ?! მე არ გამოვხატავ გულში რაც ხდება, ასეთი ტიპი ვარ, აღარ გამაჩერეს, კარგად იყო და წამოვედი.
- და, რომ გამოხატო რამე დაშავდება? რასაც გამოხატავ შორიდან იცი რა საზიზღრად ჩანს?
- პირადზე არ მიყვარსს საუბარი, ასეთი ტიპი ვარ. „ხშირად რომ მხედავთ ასე დარდიმანდს, და ყველაფრისგან მოცლილს. იცოდეს ყველამ ჩემი დარდი მაქვს, და ჩემი ჟამი ლოცვის“!! - უცებ ჩამოარაკრაკა ამონარიდი ლექსიდან.
- დარდი მანდი ხარო არ მითქვამს, ეგ ისედაც ცხადია, ადამიანი რაც უფრო ცდილობს მხიარულად მოგაჩვენოს თავი უფრო მეტს მალავს, თუმცა არის ადგილი, სადაც დაცლა შეიძლება. პირადულზე არ ვსაუბრობო ამბობ, მაგრამ რაც დღეს თქვი, თუნდაც ის რომ მეუღლეს აბორტს უკეთებდნენ, ეგ პირადული არაა?
- მე გავიხსენი მეგობართან, ვისაც ვენდობი, თუმცა ჩემთვის ერთი ჭიქა ყავა მაინც დაენანა.
- ყავა არაფერ შუაშია. ჩემთან თამაში რაში გჭირდება, მე ხომ არც მაბამ, არც რამე სერიოზულზე მოვიაზრები?!
- არ ვიცი, შენ გაგანდე მხოლოდ, რატომღაც გენდე.
- მეგობრებს ყავა და ჩაი საერთოდ არ სჭირდებათ. რაღაც მომენტში მართლა დავიჯერე, რომ შეცვალე დამოკიდებულება, მაგრამ უცებ სულ სხვაგვარად გამოდგა და ვაღიარებ სერიოზულადაც გამიტყდა. არ მითამაშია, როცა ვამბობდი, რომ ძალიან შემეცოდა შენი მეუღლე, მეტკინა რაც დღეს მითხარი. შეუძლებელია მსგავსი ამბავი ვინმეს არ ეწყინოს, სულ უცხოსაც კი, მაგარი ტეხავს ამ დროს ქმარი ვინმესთან დამშვიდებას ცდილობდეს.
- დედას გეფიცები, შენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია. არც ის მიფიქრია ქმარი რომ არ ყავს სახლში, შეხვედრა ამიტომ მეთხოვა. მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა, ჩემში შემოხვედი, სულთან ახლოს ხარ და კომფორტს მიქმნი!!
- ეხლა ჩემზე ვლაპარაკობთ, იმაზე რა მეწყინა? დედას გაფიცებ, განზრახ არიდებ თავს რეალობას?
- რა რეალობას, რაღაცის თქმა გინდა და ვერ ბედავ?
- მეტი რა უნდა გითხრა, დავიჯერო ასეთი უგრძნობი და ფეხებზე ხარ?
- საიდან მოგაქვს? არ ვარ, რა ვქნა, დავჯდე და ვიზლუქუნო, თუ დავაღო პირი ასათიანივით?! ჩემი პრობლემა და გასაჭირი ჩემია!! თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ დახმარება მჭირდება, გეტყვი.
- ღმერთო ჩემო, ამის შემდეგ მე ვარ ცივი და უგრძნობი? ბღავილი თუ გიშველის ადამინად რომ იგრძნო თავი, იბღავლე, მაგრამ არაადამიანივით მაინც ნუ მოიქცევი!
- რატომ ვარ არაადამიანი, მნახეო რომ გითხარი, რამე შემოგთავაზე ისეთი?! უბრალოდ საუბარი და განმუხტვა მინდოდა. არ შეიძლება?!
- ანუ, მე უნდა გიხსნა, შენივე ოჯახში სად უშვებ შეცდომას? როდის ვიტვირთე თქვენი ოჯახის გამაერთიანებლის როლი, თუ შემახსენებ კარგი ინება, მაგრამ მგონი გაცნობის დღიდანვე. შენ რომ ყოფილიყავი საავადმყოფოში სულ რაღაც ერთი ღამით და შენს ცოლს დამშვიდება და განტვირთვა სდომოდა, შენთვის სრულიად უცნობ კაცთან მოგეწონებოდა? არ ვამბობ რომ ის მამაკაცი საყვარელი იქნებოდა ან რამე სხვა, უბრალოდ ნაცნობი ან ამხანაგი, მაგრამ შენთვის უცნობი.
-აუ, სად წავიდა, მოჰყვა მორალს!
-არ სცადო თავის დაძვრენა, პასუხი გამეცი!.
- როდის გითხარი ჩვენს შორის ჩადექიო, როგორც აქ, ისე ვისაურებდით?!.
- მე რა გკითხე, მოგეწონებოდა მისგან ეს?
- აუ, აშკარად გეძინება, წადი დაიძინე!
- მეძინება, მაგრამ პასუხი მაინტერესებს. თუმცა ვიცი ისედაც, არ მოგეწონებოდა და მეტყვი, მე კაცი ვარ და ის კიდევ ქალიო.
- დაწოლამდე სელფიც გამომიშვი! - ჩემ სიტყვებზე პასუხის გაცემა აზრადაც არ მოსვლია.
- სელფი რამღა გაგახსენა?
- დამენახე, სელფი!...
- ჩაბერილი ნუ გაქვს, ამ შუაღამისას ფოკუსს ვერ ვასწორებ, რა დროს სელფია.
- რა უნდა სელფს?!
- ადგომა და მობილურამდე მისვლა.
- აუ, მიდი!
- კიდევ კარგი ავდექი, კინაღამ თუთიყუშები დამრჩა აივანზე, რამეს რომ შეეჭამა, გადამდგამდნენ კიდეც.
- გადაგარჩინე, საჩუქრად სელფი დავიმსახურე.
- მნახე გიჟი.
- დამენახე!
- რას ჩაიხვიე, ახალი ახირებაა? ასე ძალიან თუ გინდა საკუთარი ფოტოს გამოგზავნა, გამოუშვი, მე თავი დამანებე.
- აუ, შენ დამენახე!.
- ხომ ხარ ახლა ღირსი რაღაც საზიზღრობა მოგწერო და ზუსტად მაგას ცდილობ!
- მიდი მომწერე.
- მომეშვი, ძალიან გთხოვ, საკმარისი მოგწერე დღეს. თუ დღეს მართლა რაღაც განიცადე, წესით ვიღაცის ლანძღვა არ უნდა გსიამოვნებდეს.
- დაიძინე, გაკოცე თეთრ მკერდზე! - ზუსტად იცოდა როგორ მოეშალა ნერვები.
- შევყევი რაღაცეებს და აშკარად გამოვფხიზლდი.
- ჩახტი ლოგინში, მიდი, მალე! - პატარა ბავშვივით მარიგებდა.
- ვწევარ ისედაც.
- დაიფარე კარგად!.
- შაკო არ ვარ, დაფარება მჭირდებოდეს.
- მე ვაფშე არ მაფარია.
- რატომ, ვერ იმეტებენ შენთვის გადასაფარებელს?
- ვერა, ასე ვგდივარ ხოლმე შიშველი. დამაფარებენ და დაერხევათ კიდევაც! ისედაც ცხელი ვარ, ხომ გადავედი ჭკუიდან.
- ზღაპრებს ნუ ყვები, გადასაფარებელი თუ არა ლეღვის ფოთლები გექნება ეზოში და ის მაინც გამოყენე.
- არ მაქვს ლეღვი.
- ვაზი? -უცებ ვნახე გამოსავალი.
- პატარაა.
- იყიდება სატოლმედ გამზადებლი ვაზის ფოთოლი.
- არ მწვდება.
- რას იზრდებოდი მერე ამხელა?!
- კარგი, წავედი, დაიძინე, დაიფარე ფოთოლიოდა.
- ვერ გავიგე ვერაფერი, მე ფოთლები არ მჭირდება, თბილი პლედი მაქვს. ღამე მშვიდობის.
- გაკოცე მკერდზე.
- რომ მიიბლოკები ამ უაზრო სიტყვების გამო, მერე მოისვენებ!
- რატომ უნდა მიმბლოკო?
- ფანტაზიორი რომ ხარ იმიტომ. იმედია ხვალ ყველაფერი უფრო მარტივად მოგეჩვენებათ, აბა შენ იცი, ღამე მშვიდობის.

მეათე თავი
- შაკო, როგორ ხართ, გამოიყვანე საავადმყოფოდან?
- კარგად, კი გამოვიყვანე, ეხლა დავტოვე სახლში, შენ როგორ ხარ?
- არა მიშავს, ნორმალურად.
- მუშაობ?
- კი.
- ანუ, ვიღაცას ეხიპიშები?
- არა, რთული ყოფილა მარტო სახლში ყოფნა, კინაღამ გავრეკე ისე გამოვყრუვდი აღარც მეძინებოდა, ვერც ვისვენებდი.
- ღირსი ხარ, გითხარი გინახულებთქო და გაიგიჟე თავი.
- შენ ვერ ჩაენაცვლები იმათ ვისი ნახვაც მინდოდა.
- ჩანაცვლება არც მიფიქრია, გავერთობოდით, ცოტა გავხალისდებოდით.
- ჩემი და უნდა გამობრძანებულიყო წესით გამხალისებლად, მაგრამ გადამაგდო.
- მე რამდენად კარგი მეგობარი ვარ ხედავ, არ მიგატოვე, მაგრამ შენ არ მოისურვე! - დაიწყო თავის ქება.
- ვინ ვინ არ მიატოვა კიდევ საკითხავია, კარგი დაიბრალე კარგი მეგობრობა არ ვარ წინააღმდეგი. იქნებ ისწავლო კიდეც მაგ სიტყვის მნიშვნელობა, გუშინ იმისთანა ვივაჟკაცე კინაღამ გავამართლე წლის ხიფათიანის სახელი.
- რატომ?
- ნახევრად მინიანი კარი ამოვაგდე ანჯამებიდან და კინაღამ თავზე დავიმხე.
- სხვა რომ ვერავინ ნახე მაგას დაეტაკე ხომ?
- ხალიჩას ვასწორებდი ჩემი ჭკუით და ზედმეტად ავწიე, რას წარმოვიდგენდი თუ ამოვარდებოდა.
- არ შეიძლება შენი მარტო დატოვება, რა რას წარმოიდგენდი, სინქრონულადაა პეტლები, ერთმანეთის მიყოლებით! - გამოუშვა რამდენიმე ახარხარებული ღიმილი.
- არ იქნება ჩემი გამოსწორება, ოდნავ ავწევ მეთქი და დილით ძლივს დავამაგრე. ჩემ ქმართან ამას რა მათქმევინებდა, ისედაც ყოველ ნახევარ საათში რეკავდა. დღეს დილას ძლივს დავკიდე. - კარების დამაგრებისას რამდენიმეგან დაწეწკილსა და დალურჯებულ თითებს ისე ვმალავდი თითქოს მხედავდა.
- მოვიდოდი და ეგ აღარ დაგემართებოდა, ღირსი ხარ!
- დიდი მადლობა. მეც ვიცი ღირსი რომ ვარ. თქვენ რა ქენით, როგორ გყავს მეუღლე?
- კარგად.
- ელაპარაკე, თუ სირაქლემასავით თავჩარგული ყოფნა ამჯობინე?
- რა სისულელეს მწერ, ველაპარაკე აბა რა! - აშკარად აიღრინა.
- ბოდიში, აღარ გკითხავ!
- გზაში ვარ და ვერ გწერ, რომ დავრეკო შეიძლება?
- კი ბატონო, დარეკე.
ეკრანზე უცებ გამოისახა მისი სახე. ყურადღებით, ვიტყოდი გამომცდელადაც კი მაკვირდებოდა, გულმა იმდენად გამალებით დამიწყო ცემა, ვაღიარებ, გამიხარდა კიდევაც ახლოს რომ არ იყო და მისი ხმა არ ესმოდა.
- რა უნდა მეკითხა იცი, - უცებ საკმაოდ საქმიანად გამომიცხადა - მცირე მეწარმე როგორ კეთდება და დაბეგვრა რამდენია?
- ჯერ გადამხდელად, ინდ მეაწრმედ ან შპს-დ რეგისტრირდები იუსტიციის სახლში, შემდეგ სტატუსის მისაღებად მიმართავ ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ შემოსავლებს და თუ დაგიდასტურებენ მოთხოვნას, იღებ სტატუსს. რაში გაინტერესებს?
- პატარა სათამაშოების მაღაზიის გახსნა მინდა, მცირე მეწარმე ხომ ჯობია?
- სათამაშოები გადის თუ არა მაგ კატეგორიაში არ ვიცი, მოიცადე კომპიუტერიდან შევალ ინტერნეტში და ჩაგიგდებ ვის ეხება და როგრ უნდა მიიღო სტატუსი.
მისთვის სასურველი ინფორმაციის მოძიებას სულ რამდენიმე წუთი მოვანდომე, ელექტრონული მისამართი დავუკოპირე და მესენჯერში ჩავუგდე.
-გადადი ამ ლინკზე და ნახე რა პირობებია მითითებული, თუ გიხსნის.
თუმცა საგადასახადო კოდექსიდან ამოღებული 36 მუხლის წაკითხვა აშკარად დაეზარა.
- ვერაფერი გავიგე.
- ანუ გაქვს სულ ორი მოთხოვნა: რეგისტრირდები ან გადამხდელ ფიზიკურ პირად ან ინდ მეწარმედ. შენს შემთხვევაში ინდ. მეწარმედ და მიმართავ შემოსავლების სამსახურს სტატუსის მინიჭენისთვის. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები, ანუ 3%-ით დაიბეგრები იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებ და აჩვენებ, რომ შენი შემოსავლიდან 60 %-ს ხარჯში უშვებ. ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება არ გაქვს, უჩვენებ მხოლოდ შემოსავალს და ხარჯებს. წარადგენ მხოლოდ საშემოსავლოს გამარტივებულ დეკლარაციას და ეგაა.
- თუ არადა 5% ხომ?
- კი. - გულწრფელად გამიხარდა, რომ როგორც იქნა გაიგო.
- ანუ, საკასო აპარატი და ეგაა, მეტი არაფერი დამჭირდება. - არანაკლებ გაუხარდა მასაც.
- თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგავიწყდეს. თანამშრომელს ვერ აიყვან. ჯერ სტატუსი უნდა მიიღო და საკასოზე მერე იფიქრო.
- ნახევარი ვერ გავიგე რაც მომწერე, - გულახდილად აღიარა - თუ გცალია, გეხვეწები, ცოტახნით შემხვდი რა. ბარემ შენკენ ვარ გამოსული და ამიხსნი კიდევაც. - დიღმის ტრასაზე გადაღებული ჩემი სამსახურისკენ მომავალი გზის ფოტო საკუთარი სიტყვების მტკიცებულებად ჩამიგდო.
- კარგი, ამოდი. - ამდენ წერას მეც მერჩივნა პირისპირ საუბარი.
სულ რამდენიმე წუთში მომწერა რომ გარეთ მელოდებოდა, არ ვიცი რა მიხაროდა, კოლეგებთან დავიბარე,რომ შესვენებაზე გავდიოდი და ფრენა-ფრენით გავვარდი.
- ეეე, გოგო, აქაოდა ზაფხულიაო, ნამუსი არ გაქვს ხომ, ასე როგორ დადიხარ ტო?! - მომესალმა თუ არა თავიდან ბოლომდე ამათვალიერა.
- არანორმალურო, - კოჭებამდე ფრიალა სარაფნით პატარა გოგოსავით დავტრიალდი - არაფერიც არ ჩანს.
- მე ვხედავ. - დაბღვერილი მოთავსდა საჭესთან.
- კაი, რა, რატომ ხარ ასეთი აუტანელი? ფეხი აქ არ ჩანს და არაფერი, სუფთა მაყვალას კაბაა, - წინა სარკეში დავაკვირდი ყელში მოჭერილ საყელოზე.
- ბოთე, - ორივე ხელით ამიჩეჩა საგულდაგულოდ დავარცხნილი და გასწორებული თმა - ვისაც დანახვა უნდა სულ რომ ჯვალოს მეშოკი ჩამოიცვა მაინც დაგინახავს.
- ველურო, მეტკინა. - როგორც იქნა დავიხსენი თავი მისი ტორებისგან - რა გონდოდა, რას ერჩოდი? - წამების წინ საგულდაგულოს გაკეთებული კოსოსგან ქათმის ბუდე მედგა თავზე.
- ასე უფრო მომწონს! - გულიანად ხარხარებდა.
- კრეტინო!.
- კარგი, ნუ იბუსხები, დაივარცხნი ისევ. წამოდი, ყავა დავლიოთ და თან ამიხსენი როგორ უნდა მოვიქცე.
მისთვის წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია. სანაპიროზე დიღმის ტრასაზე ერთ-ერთ რესტორანთან გავაჩერეთ და შევედით.
- თუ მხოლოდ ყავა და ტორტი არ გეყოფა სხვა რამეც შევუკვეთოთ. - ჩემ წინ მოთავსებულ მოზრდილ ხილის ტორტის ნაჭერს ეჭვით უმზერდა.
- გაგიჟდი ისედაც მოვიმატე!
- ესეიგი ეგ ტორტი ზედმეტი ყოფილა, მე მომეცი. - მისკენ მიიჩოჩა ჩემი წილიც.
- გაგიჟდი? - ისე ჩავებღაუჭე თეფშს თითქოს მართლა მაცლიდა.
- მსუნაგო! - ახარხარებულმა ყოველგვარი ფამილარობის გარეშე დამიტყაპუნა მუცელზე ხელი - სად მოიმატე, ტო... ერთი ხუთი კილო ისე გჭირდება, როგორც არაფერი. - უცებ დამისვა დიაგნოზი.
- რადგან შენ იტყვი! -კმაყოფილმა გადავყლაპე ცივ-ცივი ტორტის ნაჭერი - ანუ სილამაზის სალონის იდეა სათამაშოების მაღაზიად იქცა?! - ახლაღა გამახსენდა ცოტა ხნის წინ მისი მოწერილი ერთ-ერთი ბიზნეს იდეა სოლარიუმსა და სალონთან დაკავშირებით.
- კი, სტილისტი ვერ ვნახეთ, მეორადი სათამაშოების მაღაზია მინდა, ამერიკიდან შემოტანილი, მაღალხარისხიანია და ძალიან იაფად, ეგ უნდა გავხსნა.
- შენ სახელზე უნდა გააკეთო?
- არა, სიდედრზე გავაფორმებ მცირე მეწარმეს და გამყიდველიც ისვე იქნება.
- მოკლედ, - უცებ დავსერიოზულდი - სალაროს აპარატის ქონის ვალდებულება რამდენად გექნება ეგ არ ვიცი, მაგას შემოსავლებშიც გეტყვიან რეგისტრაციის დროს. რაც შეეხება ბუღალტერიას, დიდი ფილოსოფოსობა მაგას არ სჭირდება, თუ ფინანსებში ოდნავ მაინც ერკვევა, საშემოსავლოს წლიური დეკლარაციის გაკეთება არ გაუჭირდება. ინდ. მეწარმედ რომ დარეგისტრირდება, rs.ge-ზე ელექტრონული რეგისტრაციას გაივლის. იქ პაროლს და კოდს რომ მისცემენ, მაშინვე შეუძლია სტატუსის მინიჭებაზეც დაწეროს განცხადება. დანარჩენი კი მუშაობისას გამოჩნდება.
- ანუ, ინდმეწარმეს ვაკეთებ პირველად და სტატუსი მერე მოგვენიჭება?
- თავისთავად. თუ რეგისტრირებული პირი არ ხარ, რის სტატუსს ითხოვ? შეხვედი გვერდზე რაც ჩაგიგდე? მცირე ბიზნესის სტატუსისთვის?

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.
მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს, ისე რა ვერ გავიგე იცი, რატომ მცირე და არა მიკრო ბიზნესის სტატუსი?
- რავიცი, შეიძლება მიკროც გავაკეთო. თუ გადავაჭარბე 30000 ლარს, მერე თვითონ შემიცვლია სტატუსს?
- თუ შენი საქონლის ღირებულება, ანუ სასაწყობე მარაგი ასცდება 45000 ლარს, მაშინ დადგება სტატუსის შეცვლის საკითხი და შემდეგ შეგიძლია გადახვიდე მცირე ბიზნესზე. სამაგიეროდ მიკრო საერთოდ განთავისუფლებულია გადასახადებისგან. მთავარია საქონელი აკონტროლო, რომ მისი ღირებულება არ ასცდეს 30 000 ლარს.
- ეგ წელიწადში ხომ?
- შეხედე,- ტელეფონში გავხსენი სასურველი ინფორმაცია და მისკენ გადავიხარე თავადაც რომ შესძლებოდა წაკითხვა - შემოსავლის ჯამზეა საუბარი, საბრუნავ თანხაზე კი არა. ანუ საქონელი შეიძლება 35 000 დადო, მაგრამ გააჩნია რეალიზაციას და შემოსავლის ჯამს, თუ 30 000 ასცდები, სტატუსი უქმდება.
- ანუ საკასოზე წელიწადში 30000 ლარზე მეტი არ უნდა ამოვარტყა. - კმაყოფილი გამეკრიჭა.
- კი, არ უნდა დაგავიწყდეს ისიც, რომ უკვე მინიჭებული სტატუსი უქმდება, პირდაპირ, შენ თუ განცხადებას არ დაწერ შეცვლაზე არ გადადიხარ ახალ სტატუსზე.
- აქ რომ ჩაგიყარო შეზღუდვები ვის ეხენა და ვის არა სტატუსები ხარ წამკითხავი, თუ მე უნდა მოგიყვე?
- რამე რომ ვერ გავიგო და დაგირეკო პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, რა უნდა იყოს, იმედია ღლაბუცს არ დაიწყებ.
- არა, გადაირიე? ქალბატონო ელენეთი რომ მოგმართოთ ხომ შეიძლება, ან უფრო მოკლედ თქვემო აღმატებულებავ, ბუზღუნათი?
- ისეთი უკუღმართი ხარ არ გამიკვირდება კონტაქტებშიც „ბუზღუნა“ დამაწერო! - სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ჩემი ბუზღუ... - ისეთი ხმით მითხრა, რომ ყავა გადამცდა და ხველება დამაწყებინა.
- სახლში ისევ მარტო ხარ? - ჩემი ხველება არ შეიმჩნია, უცებ შეცვალა თემა.
- კი.
- მარტო ქალს სახლში ხელოსნები უნდა გყავდეს, ასეთი ლაითია შენი ქმარი? - ეჭვიანი ქმარივით თვითონ დამიქაჩა თვალები.
- ხვდები მაინც რა სისულელეს კითხულობ?
- რატომ?
- მაგ ხელოსნებთან ყოველ დღე ვმუშაობ.
- ვინ არიან შენი?
- თანამშრომლები. სამშენებლო განყოფილებას მე ვუკეთებ ხელშეკრულებებს.
- იურისტი ხარ თუ ხელოსანი, - გაღიზიანებული ტონი უცებ შეცვალა ხუმრობით - თუ მიმალავ და ბრიგადირი ხარ, კოლხოზნიკიც გემსახურება?
- კი, სტაფილოსფერი კასკაც მაქვს თავზე დასაფარებლად და სასტვენიც, განგაშის ასატეხად.
- და გკითხულობენ, თავმჯდომარე არ მოსულა, სად დაიკარგება ხოლმე? - გაახსენდა ცნობილი ფრაზა ფილმიდან.
- შენთანაა წამოსული, ისევ არ მოსულა?!
- ჩემი ბუზღუ.
- იურისტების გაძლება სულაც არაა მარტივი მესმის.
- კი, თან შენისთანა სექსუალური თუა.. - აუციმციმდა თვალები.
- არ დაიწყო არევა.
- კარგი, ბოდიში, დამავიწყდა კომპლიმენტზე აცრილი რომ ხარ. სად ისეირნე, რომელ რესტორანში? - ფეისბუქზე ჩემი ძმის მიერ დადებულ რამდენიმე დღის წიანანდელ ფოტოებს ჩამოაუარა და სათითაოდ ჩამოურიგა გულები.
- რესტორან „თბილისში“.
- ბელიაშვილზე?
- აღმაშენებელზე.
- გაუშვი ქმარი და დადიხარ რესტორნებში, რა აღნიშნეთ, ბუზღუნობა? - ინტერესით ათვალიერებდა ფოტოებს.
- ოჯახური შეკრებისას, ნაკლებ სუფრას ვერ მკადრებენ. ჩემი რძალია ჩამოსული, ბავშვებით და გვქონდა ოჯახური შეკრება. პატარა მოსანათლი გვყავდა და გამოგვივიდა ერთად ყველაფერი.
- რომელია ამ ფოტოებში შენი ძმა?
- აქ არაა, თვითონ ვერ ჩამოვიდა, მხოლოდ რძალი და ბავშვი წამოვიდნენ, ნათლობას დაესწრო ვაიბერით, უნდა გენახა რას იღრინებოდა.
- მთვრალი მიხვედი სახლში, უბანში იხიპიშე და დათვალე მეზობლები?
- არა, გაუმართლათ, ისეთი პოზიტიური ვიყავი, ხალხი ჩემს ხუმრობებს უბის წიგნაკში იწერდა.
- ვინ გასწავლა ხუმრობები არ უთხარი?
- ასეთი კარგი მასწავლებლობისთვის შენი დაპატიჟებაც კი უნდოდათ.
- არა, არ მეცალა, დამირეკეს, მაგრამ სხვა დროს მეთქი ვუთხარი. - ისე გამეჯგიმა თითქოს მართლა უარი ეთქვას მოპატიჟებაზე.
- კი, ხომ?! მეც მაგას ვეუბნებოდი არ შეაწუხოთ მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა.
- ჩემი სექსუალური, ბუზღუნა! - თვალები უციმციმებდა ეშმაკურად.
- აქაოდა თავისუფალი დილა მქონდა, დღეს სამსახურში მოსვლამდე მივხედე ჩემ მანქანასაც. - საუბრის თემის შეცვლა ვცადე მე.
- რა ჭირდა?
- არაფერი ისეთი, ზეთი, ფილტრები. გეგმიური.
- ესეიგი მწყობრშია, იშვიათია ქალი ასე ზრუნავდეს, ვიდრე არ გაუჩერდებათ ხოლმე გზაში არ აქცევენ ყურადღებას. მე რატომ არ მითხარი, გამოგყვებოდი?!
- ალბათ, ქალსაც გააჩნია. - მისი საყვედური არ შევიმჩნიე, გავაგრძელე ისევ - ვერ ვიტან, როცა რაღაც მწყობრში არაა. თუმცა გადაცემათა კოლოფამდე ვერ მივედი. იქითა თვისთვის გადავდევი. ხელოსნების რეაქციებზე მაგრად ვერთობი ხოლმე, ქალს რომ ხედავენ ტვინბურღს.
- მოტორსაც გააკეთებ, სტუკიც რომ ქონდეს ხომ?
- ეგღა მაკლია, დასტუკებამდე არ მივდივარ .
- მერე ისწავლე, ეგ როგორ არ იცი ამხელა ქალმა?
- თავგადასავლები ისედაც არ მაკლია, „ხადავშიკობა“ რომ არ დავიწყო.
- ჩემო მოტორისტი, მერე რა ტეხავს?
- ხელოსნობასთან დაკავშირებით ისეთი დამემართა შარშან, კინაღამ მომკლა მამაჩემმა.
- რატომ?!
- მოკლედ, დიდისამბით მოვდიოდი სამსახურში, რატომ მომინდა იმ დღეს არ ვიცი, ისე გამოვიპრანჭე, ისეთი ვიწრო და მოკლე კაბით ვიყავი, არც დაჯდომაზე იყო გათვლილი და არც დახრაზე, თან დიდისამბით შევხტი ქუსლებზე და გაჯგიმული. მოკლედ მაგარი ქალი მეგონა თავი. ვაშლიჯვარში გადამსვლელი ახალი გზის გამო, სოფელ დიღმის ასახვევთან ისეთი საცობი იყო ისეთი დედა შვილს არ აიყვანდა. უცებ დაიწყო ჩემმა მანქანამ გუგუნი. რა უნდა მექნა?! ავუხვიე დიდისამბით და იქვე მდებარე უახლოეს მაღაზიასთან გავჩერდი. ვიფიქრე, თან ყავას ვიყიდი და თან ვნახავ რა ეტაკა ამისთანათქო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბურავი დამხვდა დაშვებული. ავიღრინე, დავიღრინე. ამოვყარე ყველაფერი სახრახნისს (მანტიროვკას) ვერ ვპოულობ „ბოლტების“ მოსაშვებად.
- რა საყვარელი დასანახი იქნებოდი სექსუალური ვულკანიზატორი. არ დადგა რიგი?!
- ნუ იტყვი. არ გაჭრა ჩემმა სექსუალურობამ. კაციშვილი არ გაჩერდა.
- ფუ, მაგათი... - აფხუკუნებულს უწმაწური გინება არ დაენანა.
- ეგ მხოლოდ ფილმებში ხდება. ისევ ვიღაც პოლიციელს შევეცოდე. თუმცა აღარ მჭირდებოდა. მოკლედ დავურეკე მამაჩემს. რამე მიშველე, ამოსასვლელში ვარ გაჩხერილი და დამეხმარეთქო. არადა მახსოვს რომ „მანტიროვკა“ სადღაც მაქვს ნანახი და ისე ვარ გაღიზიანებული, ვეღარ ვპოულობ.
- ქმარს რატომ არ დაურეკე?!
- ქმარი სახლში იყო, მამაჩემი იქვე ახლოს სამსახურში, წამებში გამოვარდა BMW-თი.
- სად მუშაობს მამაშენი?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- რავი ისე დამაინტერესდა.
- კი. მოკლედ ნახევარ საათზე მეტი ვიცადე, ვიდრე გზას გამოიკვლევდა, როგორ იქნა მოვიდა, კმაყოფილმა ამოიღო მისი მანტიროვკა და სხვა ზომისაა. ახლა ის გადაირია, იგინება, იფურთხება.
- ერთად ვართ.
- შენ და მამაშენი?
- კი, მე და მამაჩემი. მოიცადე მომაყოლე და კითხვები მერე დასვი. ხიდზე ისევ ზედახორაა, მანქანით რა წავაო. დავურეკეთ მეორე მძღოლს, ხიდის მეორე მხარეს დაგვხვდი და წავიდა ფეხით. ასე სიარულში სამი მანტიროვკა მოიტანეს, არც ერთი არ წავიდა. დედას გეფიცებით, საათ ნახევარი მოვანდომეთ ერთი საბურავის შეცვლას. დაგვესია მთელი დაცვა, მძღოლები, როგორც იქნა ვიპოვეთ შესაბამისი ზომის სახრახნისი.
- რა მანქანა გყავდა ასეთი?
- ჩემი ტოიოტა. ეშველა მამაჩემსაც და წავიდა მშრალ ხიდზე გიყიდი მანტიროვკას, შენი წუწუნი რომ არ ვისმინოო. კმაყოფილი და ბედნიერი ვალაგებდი საბარგულში რაც ამოვყარე, საბარგულში ჩასადები შალითა შემთხვევით გადმოვატრიალე და არ ვხედავ ჩემს მანტიროვკას კოხტად მიმაგრებულს?!
- იპოვე? - იმხელა ხმაზე ხარხარებდა, დარბაზში მსხდომი ხალხის ყურადღებაც მივიქციეთ.
- კი, ყველა სიკეთესთან ერთად, დავურეკე, ვეუბნები, არ იჩხუბო, მაგრამ მანტიროვკა ვიპოვე მეთქი. ჩემს ადგილას დედაჩემი რომ ყოფილიყო. ზუსტად ვიცი რასაც იზამდა, მაგრამ შვილი ვარ, ხომ არ მომკლავდა?!
- „ვერ ხარ ნორმალური, სამი წელია მანქანა გყავს რითი ვერ ისწავლე სად რა დევსო“ - ხმის ინტონაციაში გავაჯავრე მამაჩემი. - ამით დასრულდა ჩემი ყოვლისმცოდნეობა, იმის შემდეგ ხმას აღარ მაღებინებს. სულ დამცინის.
- ჩემი საბურავიც იკლებს ხომე და ერთი შემიხედე რა! - ამდენი სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა თვალებზე.
- სათანადოდ არ ვარ ჩაცმული, მაგას მინი კაბის გარეშე ვერ მოვახერხებ. - კმაყოფილი გავეპრანჭე.
- არაუშავს ავიტან როგორმე.
- ერთხელ, - მორიგი ჩემი სისულელე გამახსენდა - დილით სახლთანვე დამხვდა დაშვებული. იქვეა ვულკანიზაცია, დამეზარა საბურავის მოხსნა, გორაობით ნელ-ნელა მივიყვანე. ვულკანიზაციაში ასაკიანი კაცი დამხვდა,
- ამას ქალი მეტი ვინ იზამდა, დისკები თქვენ არ გადარდებთ და არაფერიო. დაჯდებით საჭესთან და მანქანის ტარება მხოლოდ საჭის ტრიალი გგონიათო. - ამიღრიალდა ბოლო ხმაზე.
- დისკიც მიაყოლე?
- არა, გადარჩა. შემისრულა ხუთიანზე. არადა, შურუპი ქონდა შერჭობილი, რა ჩემი ბრალი იყო?! მოკლედ კურიოზებს არ ვიკლებ.
- შენი ბრალი იყო აბა ვისი?! უნდა შესულიყავი, ჩაგეცვა მოკლე კაბა და სათადარიგი საბურავი დაგეყენებინა. - ბრძნული სახით დამარიგა.
- ეჰ, როგორ არ გიცნობდი მაგ დროს?! იმ დღეს, მხოლოდ ხელოსანი კი არა ცალკე ჩემი ქმარი მეჩხუბა, რას მიდიოდი მარტო, ჩემთვის დაგეძახაო. ვეღარ გავჩუმდი, უფასო იუმორის დღე მოგიწყე.
- კარგი რა ღირს მითხარი და გადავიხდი! - ჯიბიდან საფულე ისე ამოიღო, თითქოს მართლა იხდიდა. - გადარიცხვით ხომ არ გნებავს?
- დავფიქრდები, აქამდე ხუმრობები არ გამიყიდია.
- ოკ, ფასს მე ვადებ. ვნებიანი ჩახუტება და 1000 კოცნა ჩემგან.
შუბლშეკრულმა ავხედე თვალებაციმციმებულს.
-ასეც ვიცოდი, გეცოტავა ხომ, კარგი 1 000 000 კოცნა.
- რაღაც სწრადა ზრდი. აუქციონზე ხარ? - სიბრაზე მომერია.
- არა, მაგაზე გულს როგორ დაგწყვეტ. ჩემი ტკბილი, დაგისიებდი ეხლა ტუჩებს.
- ფანტაზიორო, - შუბლშეკრულმა ავხედე აცანცარებულს - ვნებიანი რომ არ გეთქვა კიდევ დავფიქრდებოდი!
- ეხლა უარს ამბობ, მაგრამ მაინც ჩაგიხუტებ და გაკოცებ. ნუ მიბღვერ, ნუ გეშინია, არ შეგიყვარდები. - წარბებს მითამაშებდა მავნებლურად.
- რა იცი, ვაიდა შემიყვარდე ხომ დავიღუპე? ზედმეტად დახვეწილად კი აბამ ქალებს.
- მე არავის ვაბამ. -თითი დამიქნია გამაფრთხილებლად - მიყვარს კარგ ადამიანთან კარგი ურთიერთობა! - უცებ შემისწორა.
- ეგ უკვე გავიგე. - ავფხუკუნდი.
- დანარჩენი, თუ რამე იქნება მხოლოდ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, ზუსტად ეგაა სრულყოფილი, ნამდვილი წრფელი, სანდო და ბედნიერი ურთიერთობა. - აუფ. აი, მესმის გამოსვლა! - ტაში დავიკარი აღფრთხოვანების ნიშნად.
- მე ასეთი ურთიერთობები მიყვარს. - გამეჯგიმა კმაყოფილი.
- მინაწერი დაგავიწყდა "ბედნიერი ოჯახი".
- ოჯახი შეიძლება გყავდეს, მაგრამ ბედნიერება კი სხვასთან ნახო.
- მაგ საკითხში აშკარად ვერ ვემთხვევით. - უცებ დავსერიოზულდი - მესმის რასაც ამბობ, თუმცა მაინც მგონია, რომ ბედნიერებას ადამიანი თავად ქმნის. წვრილმანებში და უბრალოდ ვერ ამჩნევ რადგან ყოველდღიურობად აღიქვამ. იმ ბედნიერებას შენ რომ გინდა, საკუთარი ოჯახის გარდა ვერავინ მოგცემს. ჩახედავ შენს შვილს თვალებში, დაინახავ საკუთარ ანარეკლს და გაგიხარდება. იკამათებ მეუღლესთან და მაინც ყველაზე მეტად ისევ ის დაგიდგება გვერდში. რავიცი მე ასე ვხედავ ცხოვრებას და იქნებ ვცდები კიდეც.
- ბედნიერი ხარ მასთან ვინც გიყვარს! დრო ხშირ შემთხვევაში აუფერულებს ურთიერთობას და ქრება სიყვარულიც. რჩება ვალდებულება ოჯახის სახით. შვილი სხვა თემაა, პირადს ვგულისხმობ. შეიძლება სხვა შეგიყვარდეს, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ უნდა დააგნრიო, შენ შექმნილ სამეფოში ღირსეულად უნდა იმეფო და თუ შეგიძლია კიდევ სხვაც გააბედნიერო და შენც ბედნიერი იყო, რატომაც არა?!
არ ვიცი შენ ამას რას დაარქმევ. - გაოგნებული ვიყავი, ისე იყო დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში - ჩემთვის ეგ რალატია, არა მხოლოდ მეუღლის, საკუთარი თავისაც. მერე რა რომ ოჯახი ვალდებულებაა. ვალდებულების აღებაც უნდა გინდოდეს და ბოლომდე გატანაც. ოდესმე გინახავს ბავშვები რომელთაც მამა ან დედა სძულთ ან საერთოდ არ იცნობეს საკუთარ მამებს? მე მინახავს 18 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ მამას არაკაცს ეძახის. ეს მხოლოდ დედის ფაქტორი არაა. ნურავინ იტყვის, რომ მე ჩემი შვილი კარგად გავზარდე და ხვალ ასეთ ადამიანთან კონტაქტი არ ექნებაო. არც იმას ვამბობ, რომ ერთხელ შექმნილი ოჯახი, თუ არ გაამართლებს, ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ადამიანი მისი ნაკლიანად უნდა გიყვარდეს. შენ ძიებაში ხარ. მოწყენილობისგან გგონია, სხვა ადამიანში იპოვი იმას რაც ვერ შეივსე, თუმცა ამ პრობლემის გამოსასწორებლად შენივე ოჯახში არაფერს აკეთებ.
- მეც იგივეს არ ვამბობ? ოჯახი შენი პირადისთვის არ უნდა დაანგრიო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სიყვარული თუ დაიკარგა, ის იქ აღარ გაჩნდება! თუ ღირსეული ადამიანია მას ყურადღება არ უნდა მოაკლო. ასე, რომ შენც ჩემსავით ფიქრობ.
- არასწორად რომ გაიგე, შენს სასარგებლოდ მიხვდი? - ჩემი ნათქვამის მსგავსი ფორმით შემობრუნებამ გამაღიზიანა - საერთოდ არ მითქვამს მსგავსი რა,მაშინ კითხვას სხვაგვარად დავსვავ. შენ სხვაგან ეძებ სითბოს, გართობას. ამ დროს რას აკეთებს მეუღლე? იქნებ მასაც აქვს სურვილი ვინმესთან გაერთოს?
- დაიწყე მორალი, როცა შენ გწერ ის გვერდზე ოთახშია და მუშაობს.
- მორალია? მაიძულებ და მალაპარაკებ იმ თემაზე რაც ჩემზე ბევრად კარგად გაქვს ნაფიქრი, მაგრამ სიტუაციას მხოლოდ შენი კუთხით უყურებ, გამოდის მისი გასართობი მუშაობაა.
- ვერ გავიგე?
- რა ვერ გაიგე? თუ ურთიერთობა გაციებულია, თუ გრძნობა აღარ გაქვს და ფორმალურად ინარჩუნებ ოჯახს, რას აკეთებს მაშინ ქმრის გარეშე დარჩენილი მეუღლე?
- მე ჩემ ოჯახს არც ყურადღებას ვაკლებ და არც არაფერს! - გაღიზიანდა ის.
- ეგ შენ გგონია ასე.
- არ მგონია, ასეა. თან გადავყვები, ის რომ აღარ მიყვარს არ ნიშნავს რომ რამეს ვაკლებ! - ხმას აუწია მან.
- აუ, მე და შენ მგონი სხვადასხვა პლანეტაზე ვართ. - ავპილპილდი და ხმას მეც ავუწიე.
- შე უცხოპლანეტელო!
- ანუ შენ ქმრის მოვალეობას მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფაში ხედავ? - მისგან განსხვავებით ასე უცებ ვერ დავთბი.
- ოკ, ვერ ვთანხმდებით, შევცვალოთ თემა.
- ვერც შევთანხმდებით!
- რა შუაშია მატერიალური? არაფერს არ ვაკლებთქო, ადამიანო, მიდი ახლა დაიწყე ჯიჯღინი!
- რა ჯიჯღინი? - იმის გააზრებაზე, რომ ეს თემა ართობდა, ორმაგად გავბრაზდი - შეიძლება სულ შენს ცოლს ვიცავდე? მაგარი გამაღიზიანებელია შენი ქცევა.
- კიდევ რას მეტყვი?!
- თავს იტყუებ და თან ბრმად გჯერა, რომ ამას ისე აკეთებ ვერავინ ხვდება!
- კიდევ?
- რა კიდე?- ისე გამომწვევად მიღიმოდა ირონიულად, რომ ლამის გავარტყი - შენს ადგილას ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო, ათასჯერ დავაღრჩობდი, ალბათ.
- სად გადავრჩი?! - ახარხარდა კმაყოფილი - ნუ ბლატაობ რა...
- ვბლატაობ თუ არა არ ვიცი, მაგრამ რეალობას კი ვამბობ!
- მართლა ასე ჩაგრავ მეუღლეს?
- ჩაგვრაა მეუღლისგან ერთგულებას ითხოვდე?! დედას გაფიცებ, რამდენი წლის იყავი ოჯახი რომ შექმენი, 24 -25 ხომ, ვერ იაზრებდი რას აკეთებდი?
- შენ რამდენის იყავი?
- 19-ის. დარწმუნებული ვარ შენი ცოლი არ შეგაბამდა და კოტორაშვილივით ძალით არ მოგაყვანინებდა თავს, რაღაც ხომ მოგწონდა, ხომ გიყვარდა, ეხლა იგივე ადამიანს არ უყურებ?
- აუ, დამახრჩვე ბარემ, დაიწყე ქალური დიალოგი, თვი ბარემ ბოლომდე.
- მეტი რაღა უნდა ვთქვა?
- ანუ მორჩი? კარგია! იცი რომ არსებობენ ქალების სამი კატეგორია: გასათხოვრები, გაუთხოვრები და სახტად დარჩენილები?
- და, მე რომელი ვარ? - ხელახლა შემომიტია სიბრაზემ.
- სულ უარყოფითს რატომ ეძებ? რომ ინერვიულე ცოტა გაგახალისე. - მიამიტად დააფახუნა თვალები.
- აი, მესმის თვითდაჯერებულობა, ხომ არ იცი შენი ოჯახის ამბავზე მე რატომ უნდა ვნერვიულობდე?
- რავიცი, კი გამიკვირდა, მაგრამ ეტყობა გევასება ნერვიულობა.
- მე ზოგადად შენმა მიდგომამ გამაღიანა, არაა სწორი რასაც აკეთებ და ამას ვიტყვი ნებისმიერ დროს. ჩემი სამსახურში დაბრუნების დროა. - განაწყენებული წამოვდექი.
- ყოველთვის იტყვი, ყველგან? - ანგარიში სწრაფად გაისტუმრა, გასასვლელისკენ წასულს წამომეწია და დემონსტაციულად გამომიხსნა კარი.
- გიჟი ხარ დედას გეფიცები! - სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ჩემი ჯიჯღინა! - ავტომობილი სადგომიდან დაძრა და ტრასაზე გამოვედით.
- იაფერისტე ეხლა.
- მიყვარს რომ ჯიჯღინებ.
- მორჩი! მნახე მოცლილი და მაქაქანებ უაზრობაზე. როცა გკიდია პირდაპირ უნდა თქვა. - იმდენად კმაყოფილი სახე ჰქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი გაბრაზებული განწყობის შენარჩუნებას, თუმცა ვატყობდი რომ არარ გამომდიოდა.
- რა დღეში გაქვს პატარავ ნერვები, ვთქვათ სხვა შეგიყვარდა, მაშის რას იტყვი? - უკვე სამსახურთან მისულს ავტომობილიდან გადასვლისას ჩამეკითხა და თვალებში ჩამაცქერდა.
- არ ვიცი. არ მქონია მსგავსი შემთხვევა. - გულწრფელად ვაღიარე.
- გაკოცე მაგ ალალ გულში.
- ნერვებზე თამაშობ.
- ჩემი ყველაფერი გაღიზიანებს! - ისე ახარხარდა.
- მაჯლაჯუნა ტყუილად ხომ არ ხარ? - როგორც იქნა მეც გამეცინა.
- აღარ დაგესიზმრები და რომ მოგენატრები ნახავ! - დამემუქრა.
- გადავიტან როგორმე.
- ჩემი ტკბილი ჯიჯღინა! მოდი დაგემშვიდობო მაინც! - ხელები გამიშალა ჩასახუტებლად.
- ღმერთო, მომეცი გაძლებლება! - დრამატული სახით მივენდე მის მკლავებს.
- მოგცემს აუცილებლად. რამდენი ინერვიულე დილიდან!
- ძლიერად ჩამიკრა მკერდში.
- გამიშვი, არ მცალია შენზე სანერვიულოდ, ისეთ საქმეზე ვარ გასასვლელი! - უშედეგოდ გავიბრძოლე გასანთავისუფლებლად.
- ჩემი ლამაზ თვალება, ჩემზე დიდი საქმეც გაქვს?
- ბევრად. - ისევ ვცდილობდი მკლავებიდან დასხლტომას.
- რაც გინდა აკეთე! - ორივე ხელით ძლიერად ისე მიმიკრა, რომ განძრევის საშუალება აღარ მომცა - აზრებში მაინც მაჯლაჯუნა ივლის, - იმდენად ახლოს იყო ტუჩებთან რომ სუნთქვა შემეკრა.
- არც კი გაბედო! - პანიკა გამერია ხმაში.
- გავბედავ! - ჩემთვის ხელის გაშვება აზრადაც არ მოსვლია, ისე დამაცხრა ტუჩებზე, ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი. დედას გეფიცები, მთელი ძალით ვცდილობდი მისი მკლავებიდან თავის დახსნას, უფრო და უფრო გამალებით მკოცნიდა, თითქოს ეს იყო უკანასკნელი კოცნა, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო.
- ქალბატონო ელენე, ძალიან გთხოვთ, გულახდილად მითხარით როგორი შეგრძლება დაგეუფლათ? - ინტერესით ჩავეკითხე.
- არ ვიცი, ზუსტად ვერ აღვწერ. მაგრამ დავიბენი, ცხოვრებაში პირველად მკოცნიდა ჩემი ქმრის გარდა სხვა მამაკაცი, ვიღაც პირველად მეხებოდა. რომ გითხრა მესიამოვნა მეთქი, მოგატყუებ. გავბრაზდი, დიახ, გავღიზიანდი.
- რატომ, ხომ იცოდით რომ მოსწონდით, მისგან სხვას რას ელოდით?
- არ ვიცი, ალბათ დებილად ჩამთვლი, ზედმეტად იდეალისტად, გამოუცდელ ლენჩად, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან მეგობრობას შევძლებდით, გესმის ჩემი?!
- თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზე უკეთესად ვიდრე გგონიათ. - გულწრფელად დავუქნიე თავი - ერთმანეთს როგორ დაშორდით, არაფერი უთხარით?
- ვერაფერიც ვერ ვუთხარი, გული როცა იჯერა კოცნით, როგორც იქნა გამიშვა ხელი და დამაკვირდა.
- ელე! - ისეთი გაოცებული მიმზერდა, მგონი მართლა არ ელოდა მსგავს რეაქციას. - არც კი გაბედო, - ჩემსკენ მოსაფერებლად გამოწვდილი ხელი, ჰაერში გაუშეშდა - ჩემთან მოკარება აღარასდროს არ გაბედო!
- მთელი სხეულით ვკანკალებდი, უბრალო, გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობის ნაცვლად ჩემში იაფფასიანი კახპა დაინახა, გამთელა, გადამიარა, მეტი შეურაცყოფა რაღა უნდა მოეყენებინა?! ბოღმა მაწვებოდა, მთელი გულით მინდოდა ტირილი, მაგრამ ვერ ვტიროდი.
- ელე!... - რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ არ მომისმენია. გადმოვედი, არეულს ავტომობილის გაბმული სიგნალისთვის ყურადღება არც მიმიქცევია, ისე გადავუჭერი გზა და ოფისის ეზოში შევვარდი.



№1 სტუმარი სტუმარი ანა.

ძალიან საინტერესოაა.. ველოდები მოვლენების განვითარებას.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ანა.
ძალიან საინტერესოაა.. ველოდები მოვლენების განვითარებას.

მიხარია რომ მოგწონთ ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Ხომ ელოდა რომ ამას გააკეეთებდა. Იცოდა. Პირველივე შანს გამოიყენებდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent