შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და სიყვარული(თავი 3)


9-06-2019, 13:08
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 145

და სამი წლის შემდეგ ვეზიარე ჭეშმარიტ სიყვარულთან ცოტათი მიახლოებულ გრძნობას. გრძნობას, რომელმაც გონება თან დამიბინდა და თან გამიხსნა, რომელმაც დამაწყებინა წერა, აღმავსო გრძნობებით, მაგრამ თან დარდით და უიმედობით, რომელმაც თან დამაბრმავა და თან თვალი ამიხილა, რომლის დროსაც ვეღარავის ვხედავდი იმ გოგოს გარდა. ანნა - ამ სახელის გაგონება და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო. მიუხედავად იმისა რომ არც ვუყვარდი, არც ვძულდი და რბილად რომ ვთქვათ სულაც არ ვაინტერესებდი, მომდევნო სამი წელი გაჟღენთილი იყო ტანჯვითა და სიამოვნებით. მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ სასიამოვნოა როდესაც ვიღაც გიყვარს და ნამდვილი ტანჯვა-წამებაა როცა ამ ადამიანში ვერანაირ ემოციას იწვევ.
ამ მოთხრობაში რიგით მეორედ უნდა ვახსენო ვარამა და არაბა(გიო ვარამაშვილო და აჩი არაბიძე) რომლებიც ანნასთვის საჩუქარს ყიდულობდნენ(რა თქმა უნდა ჩემი თხოვნით), შემდეგ მე გადმომცემდნენ, მე კი ანნასთვის მიმქონდა. პირველად და არა უკანასკნელად უნდა ვახსენო ჩემი ერთერთი საუკეთესო ძმაკაცი თორნიკე ტოტიკაშვილი(ტოტიკა) რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ანნასთან დაკავშირებულ გრძნობაში და არამარტო ანნასთან. საერთოდ ყველასგან განსხვავებული იყო, არის და იქნება. ძალიან ბევრი ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტაში დამეხმარა. ეს პირველი ძმაკაცი იყო რომელიც გვერდში დამიდგა არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, რადგან ძალიან კარგად ესმოდა ჩემი და მუდმივად ჩემს გვერდით იდგა. ახლაც კარგად ესმის ჩემი და ახლაც გვერდით მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია ქართულ პორტო ფრანკოში(ბათუმში) გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენს ძმობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან მანძილი ვერაფერს ნამდვილს ვერ დაანგრევს. მანძილი რა ჩემი ფეხებია და თან მითუმეტეს დღევანდელ დროში.ირაკლი ჩარკვიანს უთქვამს, დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობსო. მიუხედავად ჩემი მისდამი და მისი შემოქმედებისადმი დიდი პატივისცემისა, ამაში ვერ დავეთანხმები, რადგან მგონია რომ დრო ყველაფერს დაინდობს რაც ნამდვილია. მართალია თემიდან ცოტათი გადავუხვიე მაგრამ არ შემეძლო ეს ყველაფერი არ მეთქვა. რაც შეეხება ანნას, ჩემი პირველი მუზა იყო და სწორედ მისით დაიწყო ჩემი ლექსები. სამი წელი გასტანა მის მიმართ ამ "გრძნობამ" და ლექსებმა.
და რა ხდება მასთან დაკავშირებით დღეს?! არც არაფერი, უბრალოდ დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ ერთერთი გამორჩეული, შეუცნობელი და უბრალოდ საინტერესო ადამიანია. ხშირად მეკითხებოდნენ და მეკითხებიან: "არ ნანობ იმას, რომ წლები შესწირე იმ ადამიანებს ვისაც არ უყვარდი?" და ჩემი პასუხი ამაზე ცხადია ყოველთვის ერთია: არა! რადგან განვლილი 9 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლე და საერთოდ არ შეიძლება რაიმეს ტკივილის გარეშე მიაღწიო და იცით რატომ? ასე ცაში ყურებით არაფერი გამოდის და თუ ოდესმე მოხდა სასწაული და უმოქმედობის დროს ვიღაც გამოჩნდა და შენს გვერდით დადგა, მას ისევე ადვილად დაკარგავ, როგორ ადვილადაც მოიპოვე!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent