ღამის სევდა (თავი 1)
...შუაღამეა მე კი მის საფლავზე ვდგავარ.ადამიანის,რომელმაც მასწავლა რას ნიშნავს მეგობრობა,გაგება ან თუნდაც უბრალოდ კარგ ადამიანად ყოფნა.ეს საფლავი დიდი ხნის მივიწყებულია...ყველას მიერ.ის 4 წლის წინ გარდაიცვალა.ვერაგი დაავადებით. მათე ერქვა და 21 წლის იყო,სიცოცხლით სავსე,მუდამ მომღიმარი და თბილი მათე.ჩემი მათე...არ გაუმართლა ცხოვრებაში და ასე ნაადრევად დატოვა სამყარო.მასთან ხშირად დავდივარ,ველაპარაკები და ვიხსენებ ერთად გატარებულ თითოეულ დღეს.ახლაც,ამ ღამით ძალიან დამაკლდა და ამოვედი.აქ კი ყველაფერი მოსაწესრიგებელია,ყველაფერს ხავსი მოედო მეკი ვცდილობ მისგან გავათავისუფლო და თავხედად ამოსულ მცენარეებს ძირიანად ვგლეჯ მიწიდან.შემდეგ მის ქვასთან მივდივარ და მას ვეფერები,ვცდილობ ამით დავიკმაყოფილო მონატრება,ჩემი ცრემლები მას არ მოეწონებოდა ამიტომ თავს ძალას ვატან თუმცა მაინც ცრემლები თავისით იწყებენ დენას.იქვე ვჯდები და ველაპარაკები,ისე როგორც ამას ადრე ვაკეთებდით.რეალობაში კი მხოლოდ მაშინ დავბრუნდი,როცა გვერდით უცნობი მომიჯდა. მისკენ გავიხედე.უცნობი ბიჭი აღმოჩნა წვერით,მის ნაკვთებს კარგად ვერ ვარჩევდი სიბნელის გამო.ხელში არყის ბოთლი ეჭირა და უემოციოდ აკვირდებოდა მათეს სურათს.რატომღაც,საერთოდ არ შემშინებია,ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მას უკვე დიდი ხანი ვიცნობდი.ბოლოს სიჩუმე თავად დაარღვია,ისე რომ ჩემთვის არც გამოუხედავს.ჩახლეჩილი ხმით მკითხა: -აქ ამდროს ადამიანები მხოლოდ დიდი ტკივილის და მონატრების გამო მოდიან-ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო-ძალიან გენატრება არა?-ასეთ კითხვას არ ველოდი,მითუმეტეს ადამიანისგან რომელიც აქამდე თვალით არ მყავდა ნანახი. -მენატრება,ცუდია როცა იცი რომ შენთვის ძვირფას ადამიანს ვეღარასდროს შეხვდები.ეს კი სწორედ ის ადგილია სადაც სულ ოდნავ მაინც ვცდილობ მისი მონატრების დაკმაყოფილებას-ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე.სწორედ მაშინ გამომხედა უცნობმა.შევამჩნიე მწვანე თვალები,ტირილისგან სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა,მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი,შიში და ამავდროულად სინანული დავინახე. -მართალი ხარ,თუმცა ნეტავ აქ ამოსვლა რაიმეს შველოდეს.შეგიძლია მასზე მესაუბრო,ვფიქრობ ეს შენც და მეც ძალიან გვჭირდება. -არვიცი რატომ,თუმცა ეს გარემო მაფიქრებს იმაზე,რომ უნდა გენდო-ვუთხარი,არყის ბოთლი მოურიდებლად გამოვართვი მოვიყუდე და ყელის წვაც ვიგრძენი მერე კი უბრალოდ დავიწყე მოყოლა- -მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი.საბა ერქვა.ერთმანეთს იმ დღიდან ძალიან დავუახლოვდით.ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსაუბრობდით ყველა თემაზე.ის იმ გოგოებზე მელაპარაკებოდა რომლებიც მას მოსწონდა თან რჩევების მოცემას მთხოვდა-ამაზე სინულით ჩავიცინე და გავაგრძელე-სამმა წელმა ისე გაირბინა ვერც შევამჩნიეთ.ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთს...და-ძმასავით.ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა,ხშირად ვჩხუბობდით კიდეც,თუმცა მერე ის შოკოლადებით და თბილი ჩახუტებით მირიგებდა,არ ჰქონდა მნიშვნელობა მე ვიყავი დამნაშავე თუ არა-ხმა მიკანკალებდა,ეს უცნობმაც შენიშნა და ისევ არყის ბოთლი გამომიწოდა.მეც დავლიე და თხრობა გავაგრძელე.ერთ დღესაც...ზუსტად მახსოვს ის დაწყევლილი დღე 5 დეკემბერი იყო.მეგობრები ბილიარდის სათამაშოდ ვიყავით წასულები.მისი დარტყმის ჯერი იყო,როცა ძალა გამოეცალა და გული წაუვიდა.ეს იყო ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის,რადგან მისი გაციებაც კი არასდროს მახსოვდა.სასწრაფო გამოვიძახეთ,საავადმყოფოში გადაიყვანეს იქ ანალიზები აუღეს და პასუხმაც არ დააყოვნა.მითხრეს რომ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა,მისი მდგომარეობა კი ძალიან რთული იყო.იმ წამიდან მისი გარდაცვალების დღემდე ყოველთვის ყოველ წამს მე ჩემს თავს ვადანაშაულებდი,რადგან მისი ცუდად ყოფნა ერთხელაც არ შემიმჩნევია,ალბათ იმიტომ,რომ ეგოისტი ვარ და მაშინაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი.როცა მათე ვნახე პალატაში,მაშინაც გაბრწყინებული სახე ჰქონდა ალბათ ამასაც ჩემს გამო აკეთებდა და თავს მაჩვენებდა.მისი მშობლები უცხოეთში იყვნენ,ამ ამბის გაგება რატომღაც მათზე არ იმოქმედა ისე როგორც მეგონა.დღეები გადიოდა მათემ ქიმიის გაკეთება დაიწყო.მე კი ყოველდღე მის გამხიარულებას ვცდილობდი,მისთვის ჩემი სევდა არასდროს მიჩვენებია,პირიქით ყოველთვის მწამდა იმის,რომ ის ამყველაფერს გადაიტანდა და დაავადებას დაამარცხებდა მაგრამ,ერთ საღამოს-ღრმად ამოვისუნთქე და თავის ხელში აყვანა ვცადე-ერთ საღამოს,როცა სახლში გამოსაცვლელად წავედი,დამირეკეს,რომ საავადმყოფოში სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი.მეც მაშინვე წავედი გული ცუდს მიგრძნობდა.პალატაში შევვარდი ის კი უკვე სიკვდილის პირას იყო გარს უამრავი ექიმი ეხვია და ჩემს გაყვანას ცდილობდნენ.მათ არ დავემორჩილე ხელი მოვკიდე და ვთხოვდი რომ ებრძოლა.მან კი...უბრალოდ გამიღიმა,ისე როგორც იცოდა...ისე როგორც მე მიყვარდა და თვალები დახუჭა...სწორედ იმ მომენტში ყველაფრის რწმენა დავკარგე.საკუთარ თავს აღარ ვგავდი.დაჭრილი ცხოველივით ვბღაოდი,დამშვიდებით კი ვერავინ მამშვიდებდა.ის დღეები სახლში რომ გადაიყვანეს საერთოდ არ მახსოვს,სრულიად მოვწყდი ამ სამყაროს და ფიქრებით მათესთან ვიყავი...-არაყი კიდევ მოვსვი და უცნობს გადავხედე თვალს არ მაშორებდა,თვალები კიდევ უფრო ამღვრეული ჰქონდა.გავაგრძელე-დეპრესია დამეწყო,შემძულდა ყველა და ყველაფერი.სახლიდან საერთოდ ვერ გამოვდიოდი,ყველგან სიკვდილის სუნი მცემდა,ფანჯრის გაღებისას კი ეს ცხვირი თითქოს ცხვირს მიწვავდა.ოთახში ვიკეტებოდი,საჭმელზეც უარს ვამბოდბი.არც მათეს სასაფლაოზე ამოვიოდი.მხოლოდ ეს ბოლო ერთი წელია რაც თითქოს ტკივილი შემიმსუბუქდა-გამეცინა-სისულელეა რათქმაუნდა დრო ყველაფრის მკურნალი ვერ იქნება,მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი ასეთი საქციელი მათეს არ მოეწონებოდა სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ-მოყოლა დავამთავრე და ღრმად ამოვიოხრე. -ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და მართალი ხარ გეთანხმები,რომ დროს გარკვეული ტკივილი მიაქვს,ან უბრალოდ ჩვენ ვეჩვევით ამ ტკივილს და ვსწავლობთ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება შიანაგანად მკვდრებმა-მას სასმელი ნამდვილად არ ალაპარაკებდა მისი ტკივილი ჩემი ტკივილის მსგავსად წრფელი იყო,ეს მის ხმის ტემბრშიც იგრძნობოდა.ამიტომ მინდოდა მის შესახებ მეტი გამეგო. -შენზე რას მეტყვი?არამგონი აქ მხოლოდ არყის დასალევად და ჩემს მოსასმენად იყო მოსული-ჩამეღიმა და გავხედე,მანაც იგივე გააკეთა,თუმცა მაინც არაფერს ამბობდა -დაგვათენდა.მიუხედავად სევდიანი ამბისა შენი მოსმენა მსიამოვნებდა ,ვიმედოვნებ ოდნავ მაინც მოგეშვა,საუბარი ამის საუკეთესო საშუალებაა.რაც შემეხება მე.ჩემს შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახელს გეტყვი,რადგან ჩემი ისტორიაც გრძელი და ტკივილით სავსეა.მე საბა მქვია და შენი გაცნობა ჩემთვის იმაზე სასიამოვნოა ვიდრე წარმოგიდგენია. -მე ლილე მქვია და ჩემთვისაც სასიამოვნოა.თამამი ვიქნები და გეტყვი,რომ შენს უკეთ გაცნობაზე უარს ნამდვლად არ ვიტყვი ძალიან კარგი მსმენელი ხარ-ვთქვი სიცილით და მასაც გაეცინა -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახალი დღე გათენდა ნუ ეს ვისთვის,როგორ.ჩვენ კი დროა დავიშალოთ ვფიქრობ დღეისთვის საკმარისად ვისაუბრეთ.მეც თავის დაქნევით დავეთანხმე და წასასვლელად ავდექი -კარგად საბა-მეგობრულად გავუღიმე ის კი უსიტყვოდ მიყურებდა წასასვლელად შევტრიალდი მან კი მომაძახა -შეხვედრამდე ლილე... დასასრულის შემდეგ ახალი დასაწყისის გჯერათ?მე დავიჯერე.... გამარჯობა მეგობრებო დიდი ხნის პაუზის,შემდეგ გადავწყვიტე ახალი მოთხრობის დაწერა. იმედი მაქვს მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.