შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბარი


11-06-2019, 02:26
ავტორი levani8
ნანახია 1 230

- გეშინია?
- რისი?
- სიკვდილის
- არა, არ მეშინია
- სიკვდილის ყველას ეშინია, შენ რით განსხვავდები მათგან?
- არ ვიცი
- მაინც?
- არ ვიცი, ალბათ იმით, რომ სულერთია ვიცოცხლებ თუ მოვკვდები
- რატომ არის სულერთი, რით განსხვავდება შენი ცხოვრება იმ ადამიანებისგან ვისთვისაც სულერთი არაა?
- ალბათ იმით რომ ისინი ბედნიერები არიან
- რით არიან სხვები ბედნიერები და შენ რატომ არ ხარ?
- იმით რომ მათ აქვთ დასაკარგი, ჰყავთ მეგობრები, შვილები, მშობლები, ნათესავები, აქვთ შესაძლებლობები, ესაა მიზეზი რაც მათ სიცოცხლის სურვლის აძლევს, ესაა ის რის გამოც ადამიანს ეშინია სიკვდილის, რადგან სიკვდილია ის ერთადერთი მოვლენა, რომელსაც შეუძლია დააშოროს მათ
- და შენ ? შენც ხომ გყავს მშობლები, მეგობრები, ნათესავები და მიუხედავად ამ ყვეფარისა მაინც ამბობ რომ განსხვვდები? რით? რით განსხვავდები მათგან?
- მართალია, მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ, მაქვს დასაკარგი, მამა რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ იშოვოს სასმელი, მას არც კი შეაწუხებს ის თუ რა მომივა, იცი მისი ფიქრი, მისი ერთადერთი შიში რა არის? იცი რას ფიქრობს ლოთი როცა ჭიქა ღვინოს გადაკრავს?
- ალბათ იმას რომ სასმელი მოკლავს?
- არა! იმას რომ ისე არ მოკვდეს სასმელი გამოელიოს. იცი როგორია, როდესაც სასმლის მოასატანად ხელცარიელი გიშვებს და შინაც ასევე ბრუნდები?
იცი როგორია, როდესაც შიში ძვლებამდე ჩადის და შენი ნაწილი ხდება?
როგორია როდესაც მთვრალი სახლში სასმელს დაეძებს და გამწარებული ცარიელი ბოთლების ლეწვას იწყებს? იცი როგორია როდესაც ბოთლების ხშირი მტვრევა, მუსიკასავით ჩაგესმის? როდესაც ბოთლების წვიმაში, ერთი წვეთი დედას ხვდება და სამუდამოდ ეცემა. ყოველი დღე როდესაც იცი, რომ მოკვდები, მოკვდები შიმშილით, მოკვდები სიცივით, მოკვდებით მარტოობით, მოკვდები... შენში კლავს სიკვდილის შიშს. ნათესავები, რომლებსაც რცხვენიათ და ახლოს არ მიკარებენ, რადგან ჩემი ფეხსაცმლიდან კარგად მოსჩანს გასისხლიანებული ფეხები, დაფლეთილი შარვალი, საიდანაც არაა რთული დასანახი გადატყავებული მუხლები და ჭუჭყიანი კოჭები... მთელი დღე ქუჩაში... და სუფთად ყოფნა ძნელია...
როდესაც დამინახავენ თვალს ამარიდებენ და ჩქარი ნაბიჯებით მიიმალებიან, ალბათ ფიქრობენ, რომ მათი დანახვისას მივირბენ მათთან ან მივესალმები და ვინმე გაიგებს ნათესაურ კავშირს ჩვენს შორის და შერცხვებიან. მეგობრები რომლებიც გამუდმებით დამცინიან ჩემი მდგომარეობის გამო, იმის რომ მათსავით კარგად არ მაცვია, რომ მუდამ ჭუჭყიანი და დასვრილი დავდვიარ, რომ ვმათხოვრობ... . მიუხედავად ამისა მათ მაინც ჩემს მეგობრებად ვთვლი, ათასი დამცირების, დაცინვის თუ შეურაცყოფის მიუხედავად, რადგან მჭირდება, რომ დავიჯერო მეგობრების არსებობა, ეს წამიერ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ... ეხლა... აღარაფერს ვგრძნობ, აღარაფერი მახარებს, მარტო ვარ... ყველასგან მიგდებული. წეღან გითხარი, რომ სულერთი იყო ვიცოცხლებ თუ მოვკვდები, მაგრამ... ეხლა ვფიქრობ რომ სიკვდილი ალბათ უკეთესია. მჯერა, რომ ამ ცხოვრებაში სიცოცხლე არარსებობს. ადამიანები იბადებიან და კვდებიან, სიცოცხლე მოდის და მიდის. იმ სამყაროში სადაც სიკვდილი არსებობს,სადაც ბოლოს ყველა კვდება, სიცოცხლე არარსებობს. დაბადებიდან სიკვდილამდე პროცესი მხოლოდ ნელი სიკვდილია, მაგრამ სიკვდილიც კი სიცოცხლის გარეშე არარსებობს, ესეგი სადღაც არის და მხოლოდ სიკვდილის დასრულების მერე დაგვენახება. დედას სჯეროდა, რომ სიკვდილის შემდეგაც იყო სიცოცხლე და თუ ეს ასეა, ვფიქრობ კვლავაც შევხვდები და... . იცი თუ ეს მართლაც ასეა, თუ მართლაც არის სიცოცხლე, შეიძლება რომ ვინმე შეშინდეს მისი გამოჩენისას? შეშინდეს იმის დაკარგვით, ვისაც კვლავაც შეხვდება, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რაც გამოვიარე და რამაც გამიქრო მისდამი შიში?
- არა, არ უნდა შეეშინდეს. მაშ ამბობ რომ არ გეშინია და რომ სიკვდილი უკეთესია?
- დიახ, მასეა
- დღეს რომ შენთან მოვიდეს არ შეგეშინდება?
- არა, არ შემეშინდება
- და თუ მოვიდა, როგორ მიხვდები, რომ ისაა?
- ალბათ ისიც ამ კითხვას დამისვამდა...



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან საინტერესო ჩანახატია. ბევრ რამეზე დაგაფიქრებს...
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent