შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი და სხვა გრძნობები... (თავი პირველი)


11-06-2019, 14:46
ავტორი busku
ნანახია 2 265

მაღიზიანებს ეს ხალხი. რატომ მაკვირდებიან? რატომ? ნუთუ სხვა მხარეს ვერ გაიხედავს თუნდაც ეს კაცი რომელის მამაჩემის ტოლი იქნება, რატომ მიყურებს ასე დაჟინებით, ვერვიტან მძულს ყველა., ყოველდღე ამათი დანახვა წამებაა ჩემთვის, ნუთუ არ შეიძლება კუნძულზე ვცხოვრობდე მხოლოდ მე, მაგრამ არა უნდა ავიტანო ეს ყველაფერი ყოველდღე მეტროთი მგზავრობა სადაც იმდენი ხალხია რომ შეუძლებელია მოძრაობა კიარა სუნთქვაც და კიდევ რომ ემატებიან და შემოდიან. როგორც იქნა სადგურის მოედანი ჩავალ და შევძლებ სუნთქვას. ხო კიდევ ერთი საშინელება რომ ჩერდება მეტრო და ყველა გეხება და ისე გარბიან... მოკლედ საშინელებაა ვერვიტან თბილისს. იმედია სწავლას მალე დავამთავრებ და წავალ აქედან.
მოკლედ მოგიყვებით ჩემ შესახებ მე ვარ მარიამ ელბაქიძე 20წლის, სამართალს ვსწავლობ სტუ-ში, ნუ არვარ ლამაზი და არც მადარდებს ეს, უბრალოდ მინდა ვიცხოვრო ისე როგორც მე გამიხარდება და ასეც ვიქცევი, ხოო შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოთ მაგრამ არც ძალიან პატიოსანი არვარ და არც ყველას არ ვეკიდები კისერზე და საწოლში ვუხტები, ნუ სულ 3 შეყვარებული მყავდა და ორთან მეძინა, გამიტარებია მათთან ღამრე მაგრამ მხოლოდ ჩახუტებულები ვიყავით არაფერი სხვა, ხოლო მესამე (ალექსი ჩემი ბოლო სიყვარული) ტრადიციული იყო ცოტათი და მსგავსი რამ არმომხდარა მასთან და არ ჩათვალოთ მაგის გამო დავშორდით, უბრალოდ მე არშემეძლო ასეთ კარგ ადამიანთან ვყოფილიყავი რადგან უკეთესს იმსახურებს ვიდრე მე ვარ. ალექსი საოცარი ადამიანია ისეთი თბილი ტკბილი და მოსიყვარულეა, ისეთი ყურადღებიანი და კეთილი, მენატრება ძალიან მასთან განსხვავებული იყო ყველაფერი რადგან თვითონ არავის გავს და მის გვერდით თავს მეც განსაკუთრებულად ვგრძნობდი, რთულია ასეთი ადამიანის დავიწყება მასთან ერთი წელი ვიყავი, არმინდა დავიწყება მაგრამ მენატრება.
საათს დავხედე და მივხვდი ლექციებზე ვაგვიანებდი ამიტომ ფიქრებს შევეშვი და ნაბიჯს ავუჩქარე.
-სადხარ გოგო- უნის შესასვლელთან დამხვდა.(ანი ჩემი დაქალი რომელიც სულ მელოდება მეკი სულ ვაგვიანებ)
-ხომ იცი დაგვიანების გარეშე არშემიძლია-გავუღიმე რომ აღარ გამბრაზებოდა მასაც ჩაეცინა.
-ხო ხო ვიცი მაგრამ ერთხელ მაინც არ დააგვიანო ხომ შეგიძლი ახლა წამო ავიდეთ სწრაფად.-უნიში შევედით.
-მოიცა კიბით არ ამიყვანო ლიფტს დველოდოთ.
-როდის იყო ეგ მუშაობდა წანოდი დავაგვიანეთ.-მოკლედ ძალით ამიყვანა და ვბუზღუნებდი, რომ მივხვდი 6სართულზე ვიყავი გავჩერდი.
-მოიცადე მე აქ შევირბენ ცოტახნით.
-წამოდი ნუ დატანჯე ის გოგო თან ალექსი რომ შეგხვდეს მერე?-განწყობა წამში შემეცვალა.-მარ არმინდოდა გახსენება.-მოწყენილმა შემომხედა.
-არაფერია შემხვდეს მერე რა. -გავუღიმე არმინდოდა ამის გამო მოეწყინა არადა ალექსი დღემდე ჩემი ტკივილია მაგრამ ვიცი ოდესღაც გამოჩნდება ვინმე ვინც შეავსებს სიყვარულით ჩემს ტკივილს.
-წამოდი ლექციაზე ვაგვიანებთ.-მეც ჩუმად ავყევი 9სართულზე.
სრული ერთფეროვნება სახლი უნივერსიტეტი სამსახური ან სახლი და უნივერსიტეტი ან სახლი და სამსახური, უფფფ როგორ დავიღალე ამ ერთფეროვნებით ვერ წარმოიდგენთ. ასე გადიოდა დრო მეც ალექსზე აღარ ვფიქრობდი ვცდილოვდი სხვადასხვა პროექტებში მიმეღო მონაწილეობა ჩემ გოგოებთან ერთად გამეტარებინა დრო მხიარულად. თითქოს აღარავის გაცნობა აღარ მინდოდა, ყველას ცივად და აგრესიულად ვექცეოდი, სრულიად შემთხვევით ისიც გავიგე რომ ალექსანდრე საზღვარგარეთ წასულა, მისი შემთხვევით ნახვის შანსიც დავკარგე და ბოლო იმედიც და თითქოს ჩავიკეტე რაღაც პერიოდი მარტო ვიყავი.
გადავლახე ეს დეპრესიის პერიოდი დავიწყე ბიჭებათან მიწერა მაგრამ მაღიზიანებს ესეც რადგან ისეთ რამეს ითხოვენ ბიჭები რაც ამაზრზენია, რატომ არიან ასეთი ბიჭები და რომელი გოგო თანხმდება ამაზე, უბრალოდ არმესმის მართლა.
-სიხარულოოოო-ანას დავურეკე.
-გისმენ ბუზღუნ დაიწყე.-ვგიჟდები მასზე იცის რომ სულ საბუზღუნოდ ვურეკავ.
-მოკლედ ბექა ხომ იცი?
-კი მახსოვს ცოლს გაშორებული ხოო?
-კიი და მოკლედ შეხვედრა უნდა მეკი არვიცი რა ვუთხრა.
-მე გეტყვი რომ...... შეხვდი ნახავ როგორი ადამიანია და იმის მიხედვით გადაწყვეტ დანარჩენს.
-ხომ მაგრამ ცოლი რომ ყავდა და პატარაც ყავთ მართალია დაშორდნენ მაგრამ სწორი იქნება?
-მარიამ იმიტომ დაშორდნენ რომ ქონდათ ალბათ მიზეზი და შეხვდი ილაპარაკეთ მიხვდები როგორი ადამიანია.
-კარგი და რა ჩავიცვა.
-ოჰ ეგ დიდი პრობლემა გქონია შენ .
-ხოო ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
-ახლა ნერვები არ ამიშალო ჩაიცვი რამე.-სიცილით მითხრა.
-კარგი სიხარულო დროებით.
-კაი და ჭკვიანად იცოდე.
ხო ახლა გეტყვით რომ ბექაც გავიცანი სოციალურ ქსელში 1თვეა გვაქვს კონტაქტი დანარჩენი ჩემი და ანას საუბრიდან გაიგეთ ალბათ. ახლა კი რა ჩავიცვა მგონი სჯობს ჩვეულებრივად შარვალი ზედა კეტები და თმა გავიშალო, მაკიაჟი? მინდა თუ არა? მოდი მცირე მაკიაჟს გავიკეთებ ტონალის გარეშე. აი 7საათიც მოვიდა მანამ თავისუფლებაზე გავალ შეხვედრის დროც იქნება, ცოტას ვნერვიულობ დიდიხანია არავის შევხვედრილვარ. ვცდილობდი წყნარად ვყოფილიყავი, ექსკალატორით ავედი და მესიჯიც მომივიდა "მეტროს შესასვლელთან ვარ:)" ახლა უფრო ავნერვიულდი, სახლში ხომ არ დავბრუნდე? მაგრამ არა აქამდე მოვედი და არაფერი დაშავდება თუკი ვნახავ. მეტროს შემოსასვლელთან გავედი და დავიწყე მიწერა
-მარიამ.-უკან მივბრუნდი და ვიცანი რომ ბექაიყო.
-სალამი.-ცოტა მორცხვად ვუთხარი.
-სალამი რაპუნცელ.-ისე მომაშტერდა თითქოს დავატყვევე.
-ასე ვიყოთ თუ გავისეირნოთ?-თვალებში ჩავხდე და ჩამეცინა მის გამოხედვაზე.
-ხო წავიდეთ უნრალოდ შენმა ცისფერმა თვალებმა მომაჯადოვა.
დანკინში ვიყავით, შემდეგ გავისეირნეთ ავლაბრის მეტრომდე და ისევ უკან დავბრუნდით თავისუფლებაზე და იმდენს ლაპარაკობდა და მიყვებოდა რო რავიცი, სხვათაშორის თავის ცოლზეც მომიყვა.
უნივერსიტეტში ანა ვნახე და მოვუყევი ყველაფერი, ცუდი ბიჭი არ ჩანდა ბექა ამითომ დავიწყე მასთან მეგობრობა და მალევე მივხვდი რომ ოდნავ განსხვავებულად ვუყურებდი ვიდრე მეგობარს, ერთმანეთს ვხვდებოდით და სულ მამხიარულებდა ერთად კარგ დროს ვატარებდით, უკვე ერთი თვე გავიდა რაც ვიცნობ და დგეს მომწერა თხოვნით "შეიძლებოდა რომ ჩამხუტებოდა თუ არა" ნუ მეც დავთანხმდი ვიფიქრე რაიმეს ვიგრძნობდი და დავრწმუნდებოდი მართლა მქონდა გრძნობები თუ უბრალოდ მივეჩვიე მას.
მისი ჩახუტებით მე ვერაფერი ვიგრძენი ეს ნამდვილად ვიცი მაგრამ მაინც მომნატრებია ჩახუტება, თავის რამდენიმე მეგობარი გამაცნო და ერთ-ერთს ვიცნობდი და აი ის რისიც მეშინოდა, მისი მეგობარი იყო თენგო რომელიც ჩემი ბიძაშვილის მამიდაშვილი თუ რაღაც იყო და რომელთან ზასაობასაც ვაპირებდი და მკერდის რამდენიმე ფოტოც მქონდა გაგზავნილი, აი აქ უკვე ყელაფერი ცუდად იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent