შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელს ნუ გამიშვებ 8-9 თავი (დასასრული)


11-06-2019, 23:57
ავტორი ლილეანა
ნანახია 2 022

-იცოდე ეს მიზეზი განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეს თორემ ძალიან მეტკინება გული.
-ხომ იცი ანა მე შენ გულს არასდროს გატკენ,მიზეზი ჩემთვის ძალიან სერიოზულია,ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი გამოღვიძებისას რომ ავდექი და როგორც შენ ამბობ გავქრი.
ხელები დამიკოცნა,მანქანის კარები გამიღო დამსვა და თვუთონაც დაჯდა,დაძრა და წამოვედით.
-თორნიკე გელოდები.ვუთხარი მკაცრად.
-ანა გეტყვი მეთქი უბრალოდ თავის დროზე.
-ესეთი ძნელია ამის თქმა რომ თავს არიდებ?
-ნუ ჭირვეულობ ჩემო პატარა,ცოტა დამაცადე და გეტყვი.გამიცინა,ჩემი ხელი მისაში მოიქცია და კალთაში ჩაიდო.
-ორივე ხელით მართე მანქანა,უკაყოფილოდ ამოვთქვი და ხელი გავაშვებინე.
-როგორც გინდა ქალბატონო.
მთელო გზა ვფიქრობდი რა მიზეზი უნდა ჰქონოდა მაშინვე რომ არ მითხრა.ღამენათევსმიმეძინა და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს თორნიკემ რომ მითხრა მოვედითო.
-არ შემოხვალ სახლში?
-არა წავალ,შედი და დაისვენე ანუშკი.
-როგორც გინდა,მხრები ავიჩეჩე და სახლში შევედი.
ვიბანავე,ანასტასია გულზე მივიკარი,ალბათ ისიც დაიღალა მგზავრობით და ცოტა უხასიათოდ იყო.მომეხუტა და ესე ჩემზე მოკრობილი ვცდილობდი დამეძინებინა.ოთახში დავდიოდი ბავშვით ხელში და მინდოდა არ მეფიქრა,წუხანდელი ღამე ამომეშალა ჩემი მეხსიერებიდან,მაგრამ ირგვლივ ნელ-ნელა გაიცრიცა ყველაფერი შემდეგ აწყლიანდა და ძალაგამოცლილმა ვეღარ შევაკავე ცრემლები ჩემი სიძლიერით.ტასო მივაწვინე და მეც გვერდით მივუწექი.ვფიქრობდი რატომ იქცა სანდრო ესეთ ადამიანად,როგორ შეეძლო მე ვყვარებოდი და სხვაგან წასულიყო.მისთვის მე არ ვყოფილიყავი მთავარი საყრდენი და მანუგეშებელი ძალა გაჭირვებისას.რატომ გამოიჩინა ესეთი სიმხდალე,რატომ არ ეყო ძალა ამდგარიყო და პირდაპირ დამლაპარაკებოდა მაშინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა შეიძლებოდა მისი განცდილი გრძნობები მომესმინა,მაგრამ არა ღალატს არ ვაპატიებდი,ხელით შეხებასაც გადავიტანდი ადამიანურ სისუსტეს მივაწერდი,მაგრამ არა ღალატმა ჩვენი ყველაფერი დაასამარა.სანდროს მიმართ მხოლოდ სიბრალულსღა ვგრძნობდი,რადგან ვერც კარგი ქმრობაშეძლო და ვერც ღირსეული მაამობა.ხომ არიან ისეთი ადამიანები,რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცდილობენ კომფორტის ზონის შექმნას,აკეთებენ როგორც და რასაც უნდათ,მხოლოდ თავიანთი თავისთვის ცხოვრობენ.ალბათ სანდროსაც ასე მოუვიდა.იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნა,რომლებიც არც თმობენ ბედნიერებისთვის და არც იკლებენ უბედურების თავიდან ასაცილებლად.
-ანა მიყვარხარ.გავხსენი თორნიკეს მესიჯი.
-მეც მიყვარხარ თორნიკე.
-ძილინებისა.მომწერა და უხასიათოდ მივაგდე მობილური.მხოლოდ ეს ჰქონდა სათქმელი?




ანა ანასტასია სასეირნოდ მიმყავს,გამომაფხიზლა დილით ვატოს ხმამ.
-კარგი მაა,ვუთხარი და გვერდი ვიცვალე.ცოტა ხანში კარზე გაბმულმა ზარის ხმამ მომიყვანა გონს.
-აუ კარი გააღეთ,დავიძახე და მერე გამახსენდა რომ მარტო ვიყავი.ხალათი მოვიცვი და ჯაჯღანით გავაღე კარები.
-ბარემ ჩამოგეგდო,უკმაყოფილოდ გავხედე ფოსტალიონს,რომელსაც ხელში დიდი ყუთი ეჭირა და ყურებამდე გაკრეჭილი მიყურებდა.
სახლში შემოვიტანე და გავხსენი,თავზე კონვერტი ედო.
8 დილა მშვიდობისა ანა,მაპატიე ესე ადრიანად რომ გაგაღვიძე,წინ დიდი დღეა.ჩაიცვი და მომყევი.ხო მართლა თორნიკე ვარ.
გამეცინა,ყუთიდან ნაზი,ფარფატა შიფონის ღია ვარდისფერი კაბა ამოვაძვრინე,იქვე იდო თეთრი თოკებიანი სანდლები ჩალით მოწნული,სასწრაფოდ წყალი გადავივლე,მოვწესრიგდი და კაბა ჩავიცვი.წინ მკერდძე ამოღებული,დაშვებული მუხლს ვერ ფარავდა,უკან ზურგი მთლიანად მოშიშვლებული ჰქონდა და მკლავები გრძელი მაგრამ ბოლომდე შეხსნილი. ფეხსაცმლის თოკები კოჭს ოდნავ ზევით შევიკარი და გამომცდელად შევხედე ჩემს თავს სარკეში.
-ეს ფეხსაცმელი ახლა ამ კაბას უხდება?იქმებ რამე მაღალქუსლიანი სჯობდეს,ვიფიქრე მაგრამ ბოლოს ისევ ისინი ვარჩიე რომელიც თორნიკემ გადაწყვიტა.მუქი ხვეული თმები გავიშალე,მთელ ზურგს რომ მიფარავდა,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და გასასვლელად კარისკენ წავედი,მაგრამ ჰოი საოცრებავ,არვიცოდი სად მივდიოდი.სასწრაფოდ თორნიკესთან დავრეკე,მაგრამ დაკავება იყო.ეხლა ამის დრო იყოო,ავბუზღუნდი და ყუთში ჩხრეკვა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად კიდევ ერთი კონვერტი იდო,მხოლოდ ორი სიტყვა ეწერა ,,წამოდი გორისკენ’’ რა მინდა გორში,გავიფიქრე და კვლავ თორნიკესთან ვცადე დარეკვა.
-ანა არაფერი მკითხო,წამოდი გორისკენ.მითხრა და გამითიშა.
მეტი რა უნდა მექნა ავდექი და წავედი გორისკენ.მთელი გზა თორნიკეს და მის მანქანას ვეძებდი.გორში რომ შევედი გზაზე კაცი იდგა დიდი ვარდების თაიგულით ხელში და ხელს მიქნევდა.გაბაჩერე,ბუკეტი გამომიწოდა და ღიმილით მითხრა
-ხაშურისკენ.
-რაა? თორნიკე სად არის?
-გზა განაგრძეთ ქალბატონო,გამიღიმა და კარები მომიხურა.
რა ხდება რას მეთამაშები თორნიკე? ჯერ გორი მერე ხაშური,კარგი ვნახოთ რა ხდება ხაშურში..შემდეგი გაჩერება ხაშური.გამეცინა და მანქანა დავძარი.ხაშურშიც რომ შევესი იგივე განმეორდა,კაცი ვარდის თაიგულით ხელში და გეზი სურამისკენ,რიკოთი,ზესტაფონი ქუთაისი,წყალტუბო,გზის გავლასთან ერთად ჩემი მანქანა თანდათან გაივსო ყვავილებით,ყბელგან თაიგულები იდო.
-ახლა საით?ვკითხე წყალტუბოში შემხვედრ კაცს.
-წინ,მიპასუხა და მანაც კარი მომიხურა.
მეც წინ წავედი.რაც უფრო დიდ მანძილს გავდიოდი უფრო მიმძაფრდებოდა ინტერესი რა იყო წინ და სად მელოდა თორნიკე.გელავერზე რომ ავედი( გზის მაღალ მონაკვეთს ჰქვია ასე) მანქანა შევანელე და გამახსენდა წლების წინ რომ ვიყავი აქ.გასაკვირია რრომ თორნიკესთან ერთად,რომელიღაც სასტუმროს გახსნაზე.მახსოვს ყველაზე მაღალ წერტილში რომ მოვექეცით თორნიკემ მანქანა გააჩერა და კლდეზე ავიდა,საიდანაც დამატყვევებელი,იდუმალი ხედი იშლებოდა.
-ანა ამოდი,გადმომძახა და გზა განაგრძო.
-ამეებით მანდ როგორ ამოვიდე თორნიკე? ბუზღუნით დავიხედე მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე.
-განა რა მოხდებოდა თბილისიდან სვანეთამდე ეგ კაკუნები არ ჩაგეცვა გზაში მაინც.მოდი მოგეხმარები.ჩამოვიდა,ცალი ხელით თავისკენ მიმიზიდა,ჩემს ფეხსაცმელს ხელი მოჰკიდა და გვერდძე მიყარა.
-ოო რას აკეთებ?
-აბა რა გეგონა ხელში აგიყვანდი?გამოადგი ფეხი მალე,ამ საოცრების უნახავად არ წავალთ და დაგვაგვიანდება.
-აუტანელი ადამიანი ხარ.
-ეგ ხო ბებრჯერ გაქვს ნათქვამი,ისედაც ვიცი.
ავედი და სივრცის შეგრძნებამ საოცარი სიმშვიდე მომგვარა.ყველაფერი ისეთი თვალწარმტაცი იყო გეგონებოდა ირგვლივ სიცოცხლე იყო შეწყვეტილი და ცასთან ახლოს მხოლოდ მე და თორნიკე ვიყავით.სიჩუმეს მხოლოდ ნელი სიო არღვევდა,ისიც ისე ნაზად დაქროდა გეგონება არ უნდოდა ჰორიზონტში მოქცეული სამყაროსთვის სიმყუდროვის დარღვევა..მაშინაც იგივე გავაკეთე,ავედი და იმ კლდის წვერზე მოვექეცი,თვალები დავხუჭე და მეგონა ახალი სიცოხცხლე ჩავისუნთქე.მნაქანაში ჩავჯექი და გზა განვაგრძე.გზა მდინარის ნაპირს ისე ახლოს მიუყვებოდა,მანქანას საპირისპირო ზოლში ვატარებდი რომ მეშინოდა არ გადავვარდნილიყავი. ეს გარემო ყველაზე საუცხოო,განსაკუთრებული და ძვირფასი იყო ჩემთვის,თორნიკეს დედა იყო წარმოშობით სვანი და ბავშვობაში მე თორნიკე და უტა ხშირად ვიყავით სვანეთში,აქ თავს საოცრად კარგად ვგრძნიბდი ყოველთვის.სხვა სიმშვიდით ვივსებოდი.მანქანა გზიდან გადავაყენე და ჩანჩქერისკენ წავედი,რომელიც ზამთარშიც და ზაფხულშიც ქათქათა თეთრი და სუფთაა.კოკისპირული წვიმაც კი ვერ უცვლის მას ფერს.
-აუ რა ლამაზია,ვუთხარი მაშინ თორნიკეს და ჯებირზე ავედი.
-ნუ ხარ თხასავით,არ გადავარდე.ხელი მაჯაში მომკიდა და ძირს ჩამომაგდო.
-რომ გადავვარდე ნაკლები თავისტკივილი გექნება,ისევ ავედი და ჯებირზე ჩამოვჯექი.
-რა სპეტაკია არა თოკა?ვერც თოვლი ვერც წვიმა დქ თქეში ვერ ახერხებს მისთვის ხელის ხლებას.
-ხო ისევე როგორც ჩემი სიყვარული,ჩუმად თქვა და მანქანაში ჩაჯდა.მაინც გავიგე მაგრამ მაშინ ამ სიტყვებისთვის დიდი დატვირთვა არ მიმინიჭებია,მას მაშინაც უყვარდი ანა,გავიფიქრე და გზა განვაგრძე.ღმერთო რატომ აღარ მხვდებიან კაცები,ასე წინ სადამდე უნდა ვიარო
-თორნიკე ესე წინ სადამდე უნდა ვიარო,დავიღალე ხუთი საათია გზაში ვარ.
-მოუთმენელო ცოტაც წამოდი.
-ნეტა ვიცოდე მანდ რა მელოდება.
-მე გელოდები ანა.
-მაგას უკვე მივხვდი.
-ჩემი აზრით ცოტათი მაინც უნდა ხვდებოდე ეხლა მე სად ვვარ ანა და მობილური გამითიშა.
უნდა ვხვდებოდე? დაფიქრდი ანა სადაა თორნიკე? ვიციი ვიციი სადაცაა გახარებულმა ვუთხარი ჩემს თავს და სიჩქარეს მოვუმატე.ლენტეხს რომ გავცდი მანქანა ხიდთან გავაჩერე, ხიდის გავლით ტყეში შემავალ ბილიკს დავადექი,რამდენუ დრო გვაქვს აქ ბედნიერუ ბავშვობის გატარებული,ვიყურებოდი ირგვლივ და მეგონა მორბენალი და მოკისკისე უტას თორნიკეს და ანას ბავშვობა მომდევდა თან თავიანდი ლაღი და ბედნიერი სახით.ბალახებში გაკვალულ გზას მივუყვებოდი და თითოეული ჩემი გადადგმული ნაბიჯი ბუმბულივით სიმსუბუქეს მმატებდა,ვიცოდი რომ თორნიკემდე სულ ცოტა მანძილიღა მაშორებდა და გულის ბაგაბუგს ყურებში ვგრძნობდი.

მიახლოვებასთან ერთად უფრო და უფრო ბევრი ყვავილი ატყვევებდა ჩემს მხედველობას.მდინარის ჩხრიალი და ფრინველების საამური გალობა ირგვლივ საოცარ ჰარმონიას და სიმყუდროვეს ქმნიდა.შორიდან დავლანდე თორნიკეს გამოსახულება და მისკენ გავიქეცი.
-როგორც იქნა მოვიდა ჩემი ქალბატონი
-შენ გიჟი ხარ თორნიკე
-ხო შენ გამაგიჟე,რა ლამაზი ხარ,როგორ გიხდება ჩემი ლუქი.
-ხო ძალიან ლამაზი კაბაა,ზომაშიც არ შემცდარხარ.
-გახსოვს აქაურობა ანა?ირგვლივ ყველგან ჩვენი წარსულია,უდარდელი და უმანკო ბავშვობა. სახე ტუჩებთან მივუტანე და ჩურჩულით ვუთხარი
-ყველაფერი მახსოვს,სხეული ამიკანკალდა.
-მე გამახსენდა ჩვენი ნათქვამი ,,არ გავთხოვდები,ცოლს არ მოვიყვან’’
-ანუ გახსოვს ანა,მანაც ჩუმად მკითხა და ნელა შემეხო ტუჩებზე.



-თორნიკე შეიძლება ოდესმე ერთმანეთის გვერდით აღარ ვიყოთ? ან გავუცხოვდეთ ერთ დღეს?
-არვიცი ანა,არავინ იცის ცხოვრება ვის რას უმზადებს. შენ ალბათ გათხოვდები,მე ცოლს მოვიყვან,ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადავალთ.
-ამას რატომ ამბობ თორნიკე?მეგონა მეტყოდი ეგ დიდი სისულელეაო.უკმაყოფილოდ მოვღუშე სახე.
-ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობებს ავიღებთ ცხოვრების მიმართ, ჩვენი ურთიერთობა ისეთივე ძვირფასი იქნება ყოველთვის როგორც ახლაა,უბრალოდ...
-უბრალოდ რა თორნიკე? ხოდა არც მე გავთხოვდები თორნიკე და..
-არც მე მოვიყვან ცოლს ანა,განაგრძო ჩემი ნათქვამი,ხელი გადამხვია და წინ მიმავალ უტას ავედევნეთ.


-არ იცი შენ რგოორ ველოდებოდი ამ მომენტს მთელი დღე,ისევე გახსოვს ის დღე როგორც მე.
-ხო მაგრამ მე ჩემი სიტყვა არ შევასრულე ხომ ხედავ
-კარგი ნუ გადაუხვიე,ჩემთან მოდი,ახლოს მიმიხიდა და ჩამეხუტა.10 წლის წინ იყო დაახლოებით ეს სიტყვები,გაუაზრებელი,ბავშვური დანაპირები,მაგრამ იცი უნდა გამოგიტყდე,მე დღეს ცოლი მომყავს,ღრმად ჩაისუნთქა და აღელვება ამოჰყვა მის ხმას.
-ანა ჩემი ცოლი გახდები?
ყურები დამიგუბდა,თორნიკეს აწყლიანებულ თვალებს ვეღარ ვხედავდი,რადგან საკუთარი თვალები გამევსო ცრემლებით.
-ცოლად გამომყვები ანა? უფრო იყვირა ვიდრე თქვა
-რათქმაუნდა,მეც ყვირილითვე ვუპასუხე და აცახცახებულ ხელზე დავიხედე თორნიკე რომ ხელის კანკალით მარგებდა ბეჭედს.
-შენ ნამდვილი საოცრება ხარ თორნიკე
-შენ კიდე ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი,წამოდი,ხელი მომკიდა და ჩქარი ნაბიჯით წამიყვანა იქით,საიდანაც მე მოვედი.
-მოიცა სად მივდივართ?
-რა მოიცა?ცოლად ხომ მომყვები?
-ხო მოგყვები
-ხოდა გამომყევი
მანქანამდე სირბილით მივედით და გავუდექით გზას კვლავ წინ.ცოტა ხანში მიწიან აღმართს დავადექით და როდესაც მთის წვერთან მოვექეცით მანქანა გააჩერა,გადავედით,ხელი მომკიდა და ტრიალი მინდორისკენ წამიყვანა.
-მოვიდნენ,მოვიდნენ,შორიდანვე გავიგონეთ ხალხის ოვაციები.
-რა ხდება ,რა ხმებია?
-ცოლად მომყვები ანა.მითხრა და ფეხს აუჩქარა.
-ღმერთო ჩემო შენ როგორი ადამიანი ხარ თორნიკე.ემოციებისგან ავტირდი.
მამა,ანასტასია,ლია,ლაშა და ლიკა პატარა,თეთრი ეკლესიის შესასვლელთან იდგნენ და ჩვენი დანახვისას სიხარულისგან უნებლიე მოძრაობები დაიწყეს.
-ფარფატა პეპელას გავხარ ანა,მითხრა წლების უნახავმა ლიკამ და ტირილით გადამეხვია.
-რატომ არ მითხარი რომ ჩამოხვედი?გადავეხვიე მეგობარს
-მე სპეციალურად ამ მომენტისთვის ჩამოვედი ანა,გილოცავთ,ვიცი რომ თორნიკე არამიწიერი ადამიანია ის შენ გამო ყველაფერზე წამსვლელია,მეც კი დამითანხმა.წარმოგიდგენია ერთი დღეც არ მომცა ინგლისიდან აქ ჩამოსასვლელად.
ჯვარი დავიწერეთ.ერთმა დღემ ჩემი ამხელა ბედნიერება როგორ დაიტია არვიცი,ის კი ვიცი რომ ჩემი გული იკ ადგილზე გაცილებით მაღლა იყო,ვიდრე ჩვენ ვიდექით უმაღლესი მთის წვერზე პატარა ეკლესიასთან.ეკლესიიდან რომ გამოვდიოდით თორნიკემ თავისკენ შემატრიალა და ყურში ჩამჩურჩულა
-ესაა ჩემი იმდღევანდელი გაქრობის შედეგი ანა.წლების მანძილზე ნაგროვებ გრძნობებს და სიყვარულს შენ იმ დღეს სიცოცხლის უფლება მიეცი,ვეღარ დავუშვებდ იუშენოდ თუნდაც ერთ დღეს ჩაევლო.
-შენ საუკეთესო ხარ,ვუთხარი და ყელში ჩავუძვრინე ტუჩები.
მხოლოდ ჩვენ და ჩვენი საყვარელი ადამიამები,ყველანაირი თანამედროვეობისგან გადახვეწილ ადგილას,ყველანაირი სიყალბისგან და რაც მთავარია ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისგან შორს ყველაფერი რომ სულით ხორცამდე აინტერესებთ.

ხშირად მიფიქრია ღმერთმა მაინცდამაინც მე რატომ გამომარჩია,რომ თორნიკე ჩემს გვერდით ყოფილიყო.ჩემი ბავშვობის თანამგზავრი,მეგობარი,მესაიდუმლე,საყრდენი იმედი და ბოლოს ჩემი ქმარი ყოფილიყო.ჩემი ცხოვრების ნებისმიერ დღეს და მონაკვეთში ჩემთან ერთად მდგარიყო წარსულშიც,აწმყოსა და მომავალშიც,ალბათ ესაა იღბალი და მე მთელ სამყაროში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ თორნიკეს გვერდით რომ ვიძინებ და ვიღვიძებ.

-თორნიკე გოგოს და ბიჭს შორის მეგობრობა არსებობს?
-შენი აზრით?მკითხა და სიცილით გადმომხედა?
-ჩვენს შემთხვევაში არა მაგრამ ნუ ზოგადად ყოველთვის ესე ხომ ვერ იქნება.
-გოგოს და ბიჭის მეგობრობას ყოველთვის უდევს ზღვარი,რომელსაც თუ გადააბიჯებ აუცილებლლად შეგიყვარდება.მითუმეტეს თუ ეს მეგიბრობა ბავშვობიდან იწყება და მას ყველანაირს იცნობ.დროის სვლასთან ერთად ის თანდათან ხდება შენი ცხოვრების თანამგზავრი,რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც ნახევარი ადამიანი რჩები,ისევე როგორც ცოლის ან ქმრის.იმდენად ერწყმის ერთმანეთს ეს ორი ურთიერთობა რომ ჩვეულებაში გადის და შემჩნევა ძნელია.მე შენს გარეშე ჩემი ცხოვრების არცერთი წამი არ წარმომედგინა არც სიყვარულამდე და არც მას შემდეგ ანა.
-როგორ უნდა მიხვდე რომ ზღვარს გადახვედი? როგორ განასხვავე მეგობრული სიყვარული ამისგან?
-როდესაც შენს თვალებში შიში დავინახე,რომ მივხვდი მაშინ მხოლოდ მე ვიყავი ვინც მიგაჩნდა რომ გიშველიდა.განა რა მოგივიდოდა,გადავარდებოდი და წყალში ჩავარდებოდი,მაგრამ არა შენ იმდენად გჯეროდა ჩემი და გწამდა რომ დარწმუნებული იყავი ჩემთან ერთად არაფერი მოგივიდოდა.
-მე მაინც მგონია რომ სიყვარული ნელ-ნელა შემოგვეპარა გულებში თორნიკე,შეიძლება ღრმა ბავშვობიდანაც კი.წლების განმავლობაში რატომ მიმალავდი ამ სიყვარულს?
-იმიტომ რომ შეიძლებოდა უპასუხო ყოფილიყო და დამეკარგა ჩემი ცხოვრების ნახევარი. თან ისე რომ შიშის და განსაცდელის დროს შენთან ყოფნის უფლება აღარ მოგეცა და ვერ დამეცავი.
-მაშინ რატომ მომეცი სანდროზე დაქორწინების უფლება?
-შენ მაშინ მასთან ბედნიერი იყავი და იმიტომ.
-სამაგიეროს როგორ გადაგიხდი იმისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია დღემდე თორნიკე?
-მე შენი ბედნიერებით ვიქნები ანა ბედნიერი და სამაგიეროც ესაა.
-მგონია რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ჩვენც მისი გმირები ვართ.
-რატომ ანა?ყველაფერი ზღაპრული შესაძლებელია რეალობად აქციო,უბრალოდ ამისთვის საკმარისად ძლიერი სიყვარული უნდა განიცადო.
ცოტა ხანს გავჩუნდი და დიდი ყოყმანის შემდეგ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე იმ თემაზე,რომელსაც გავურბოდი და ზუსტად ვიცი ისიც ჩემსავით იყო.
-თორნიკე არვიცი როგორ გკითხო,ვახტანგი იმ დღის მერე არ გინახავს ხომ?
-რომ დამჭრეს და კომიდან გამოვედი?რისთვის უნდა მენახა ანა,რა დამიტოვა მასში სანახავი?
-მამაშენია თორნიკე ყველაფრის მიუხედავად.
-როგორი მამა ანა? ვხვდებოდი რომ თანდათან იძაბებოდა და აღელვება მატულობდა მის ხმაში.
-როგორი მამა.სიამაყეს ძალაუფლებას და საკუთარ კეთილდღეობას რომ შესწირა მთელი ჩვენი ცხოვრება? მისი ბინძური საქმის გამო რომ კინაღამ საკუთარი შვილი მოუკვდა?
-მართალია მაგრამ ხომ გადარჩი თორნიკე.
-მე გადავრჩი ანა მაგრამ უტა?უტა გადარჩა?
-ხომ იცი რომ მას არ უნდოდა უტას სიკვდილი.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს,უტა ვახტანგისგან წამოსული ბინძური საქმის მსხვერპლია და ჩემთვის ესეც საკმარისია.
-ცოდოა თორნიკე
-ხო ალბათ ცოდოა, მაგრამ ღირსია საკუთარი ცხოვრება რომ აგებინებს პასუხს მისივე დაშვებულ შეცდომებზე.მარტოა ოთხ კედელში,კაციშვილი არავინ ყავს ვინც მოუსმენს,მაგრამ გარეთ რომც იყოს ის კედლები და ადამიანები მაინც ერთნაით ფუნქციას შეასრულებდნენ მიათვის.საკმარისი დრო ექნება საკუთარ ცხოვრებაზე დასაფიქრებლად და საკუთარი ადამიანობის შესაზიზღებლად.
მის მყარ პოზიციას მივხვდი და ამ თემას მეტად აღარ შევხებივარ,მაგრამ ერთხელ გავიგონე როგორ ეკითხებოდა ტელეფონზე ლაპარაკისას ვახტანგის ამბავს ციხის უფროსს.

-თორნიკე ოფისში ხარ?ვურეკავ გაურკვეველი ემოციით სავსე გრძნობით
-არა ანა შეხვედრაზე ვარ გამოსული.
-რამდენ ხანში დაბრუნდები ოფისში?
-არვიცი ზუსტად,დაახლოებით ორ საათში.
-კარგი მე ეხლა მივდივარ,იქ გნახავ.
ოფისამდე გზა ესეთი გრძელი არასოდეს მომჩვენებია.თორნიკეს კაბინეტში შევედი,შეტანილ ნივთს საჭირო ადგილი მივუჩინე და ჩემს კაბინეტში გამოვედი.მოუთმენლად ველოდებოდი მის გამოჩენას.წამები ესე გრძელი პირველად მეჩვენებოდა.და აი ისიც,თორნიკემ საკუთარი კაბინეტის კარი შეაღო,ღრმად ჩავისუნთქე და ნელი ნაბიჯით უკან ამოვუდექი გაშეშებულ თორნიკეს,რომელიც მის პირდაპირ,კედელზე დაკიდებულ ნახატს მისჩერებოდა,ქალის მუცლიდან წამოსული სინათლე მზესავით რომ ანათებდა ჩარჩოში მოქცეულ ტილოს.
-თორნიკე... თითქოს შეცბა,არეული სახით შემოტრიალდა.
-ხო თორნიკე ორსულად ვარ.
დავინახე თვალებიდან როგორ გადმოუგორდნენ სიხარულის ცრემლები და გულში ისეთი სითბო ჩამეღვარა,როგორიც კომიდან გამოსული თორნიკეს ხელის შეხების დროს.



№1  offline წევრი Dina.12

ეს ისტორია ადრე იდო საიტზე?

 


№2  offline წევრი ლილეანა

Dina.12
ეს ისტორია ადრე იდო საიტზე?

კი მაგრამ წაიშალა რაღაც პრობლემა რომ იყო საიტზე და თავიდან ავტვირთე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent