შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომით მოტაცებული [სრულად]


12-06-2019, 23:07
ავტორი PARVENU
ნანახია 89 554

"ეს სიზმარია!.. ცუდი სიზმარი!.. გაიღვიძებ და ყველაფერი გაქრება... ისევ ლანასთან ერთად მოამზადებ კონსპექტებს და ესეც გაქრება!.."–ვამშვიდებდი თავს და თვალებს არაფრის დიდებით არ ვახელდი. საწოლზე ემბრიონის ფორმაში ვიყავი მოკუნტული, სუნთქვასაც ვიკრავდი უცხო კედლების სურნელი რომ არ მეგრძნო და გაყინული ხელებით კაბის ბოლოებს ჩავფრენოდი. ქუთუთოებს მიღმაც ვგრძნობდი მზის მწველ სხივებს, აცახცახებულ სხეულზე ურცხვად რომ დათარეშობდნენ და ამაოდ ცდილობდნენ, როგორმე გაეთბოთ. აზუზუნებულ თავს გუგუნი გაუდიოდა, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ბოლო რამდენიმე საათის წინ დატრიალებული სცენა, კადრებად აკიაფებულიყო გონებაში.
სიბნელე... მაღაზია... გამყიდველის თბილი ღიმილი... ზარი... ლანას წუწუნი... სადარბაზო... ძლიერი მკლავები მხრებზე... სპეციპიკური სურნელი... და წყვდიადით მოცული სამყარო!.. სულის შემყორჭნავი ჯანღით მოცული კაპილარები და ფიქრი, რომ დროა უდარდელ ცხოვრებას დაემშვიდობო.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. რამდენ ხანს ვიყავი გონზე მოსვლის შემდეგ ერთ წერტილს მიშტერებული, მაგრამ იმის გააზრებაზე რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა, სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი. მხოლოდ მაშინ მოვედი გონზე, როდესაც ლოყებზე სისველე ვიგრძენი და დამდუღრულივით წამოვხტი ფეხზე. პირველად მოვავლე თვალი უცხო გარემოს და უკანასკნელი იმედივ გადამწვარი ნათურასავით ჩაიბჟუტა ჩემში. ოთახში გამეფებული სიმყუდროვე საპირისპიროდ მოქმედებდა ნერვებზე და გალიაში მომწყვდეულივით ვაცეცებდი აქეთ–იქეთ თვალებს.
–ღმერთო ჩემო!.. ნუთუ... ნუთუ მართლა მომიტაცეს?!_სივრცეს დავუსვი მეტად საჭირბოროტო შეკითხვა და კივილი რომ არ ამეტეხა, მაჯაზე ვიკბინე,–არ არსებობს!..–ამოვილუღლუღე და ისტერიული სიცილი ამიტყდა.
ამ წამს ვინმეს რომ ეკითხა, რა გიცინებს შე უბედურო, რა გაქვს სასაცილოო, ვერაფერს ვუპასუხებდი. ნათლად ვხვდებოდი მდგომარეობის სიმწვავეს და ტირილის ნაცვლად, რბილ ხალიჩაზე ჩაცუცქული, ცრემლების წამოსვლამდე ვიცინოდი.
–ყველა უბედურებას შენ როგორ უნდა გადაეყარო მაკრინე?!–სიცილით ამოვთქვი და ბოლო დღის მოვლენების გახსენება ვცადე, რაიმე უფრო საღი აზრი რომ გამომეტანა მომხდარიდან.



888


–მაკრინე, უკვე მეათასედ გიმეორებ, რომ არ ვაპირებ შენ ხუშტურებზე სიარულს!.. უკვე მთელი თვეა ყოველ საღამოს მაღაზიაში მიწევს ჩასვლა, ტკბილეულის ამოსატანად... ეხლა კი, კეტილი ინებე და შენ კუჭს, შენ თვითონ მიხედე!..–სახეაწითლებილი დამჩხაოდა ლანა, სავარძელზე მხარ–თეძოზე წამოწოლილს და პლაზმური ტელევიზორის 2/3–ს "ჩრდილავდა".
–უფროსო დეიდაშვილო, ჩემი ყურის აპკი, ძალზე მგრძნობიარეა შენი ნოზის ხმისადმი და ძალიან გთხოვ, კოჭლი "ბუძელნიკივით" ნი გაბურღე ტვინი!–ზანტად გავუღიმე გაცეცხლებულ გოგონას და როგორც კი წინადადება დავამთავრე, გულწრფელად გამიკვირდა, თუ რატომ არ ამდიოდა ბოლი.
–მაკრინე!!!–დაიღრიალა წყობიდან გამოსულმა და დაფეთებული წმში ფეხზე წამოვხტი.
–ხო, კაი, კაი!.. რა გაბღავლებს?!–ფართხაფურთხით ამოვიცვი კეტები და ტელეფონს ხელი დავსტაცე,–23 წლის გოგო ხარ და არ შეგშვენის, პატარა ბავშვის საკუთარ ინტერესებისამებრ გამოყენება!–მივაძახე სანამ კარს მოვიხურავდი და მისი ღრიალი რომ არ გამეგონა, კისრის ტეხით ჩავვარდი კიბეებზე, თან გულში ვწყევლიდი თბილისის მერიას, ნორმალური განათება რომ არ აღირსეს კორპუსებს... კერძოდ კი ჩემ კორპუსს, რომელშიც თითქმის ოთხი თვე იყო რაც ვცხოვრობდი.
მართალია, სტუდენტური ცხოვრება ჩემთვის ძალზე დამღლელი და გადატვიღთული აღმოჩნდა, მაგრამ ახალი ერა ჩემი პირადი ბედნიერებისა, საოცარი ენერგიით მავსებდა. ლექციებიდან ქანც გაწყვეტილი დაბრუნებული, მაინც არ ვიშლიდი ჩემსას და როგორც კი მეცადინეობას მოვრჩებოდი, საღამომდე ვუყურებდი ფილმებს, ან კარაოკე ცეკვით ვირთობდი თავს და ლანასაც იგივეს ვაიძულებდი, რომელიც ბოლო ოთხი... ნუ, კარგი, სამნახევარი თვე, მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ ჩემ უახლესი მოდელის Xbox-ს კუჭ–ნაწლავამდე დაშლიდა. რა თქმა უნდა, დაპირება დაპირებად რჩებოდა და ყოველ დღე, არამარტო ჩემი, არამედ ჩემი მეგობრების ატანაც უწევდა, რომლებთანაც ადვილად პოულობდა საერთო ენას. მთელი დღის გაუჩერებლად გადატანაში კი ტკბილეული, გაზიანი სასმელები, ან თუნდაც ცივი ჩაი გვეხმარებოდა. ერთგვარ ენერგეტიკულ სასმელად მქონდა შერაცხული...
ახლა კი, ტრადიციის დარღვევა მიწევდა და იმის ნაცვლად, თბილ პლედში გახვეულს "უკანასკნელ რეინჯერზე" მეყურებინა (რომელსაც არა ხარისხის ან ეფექტების, არამედ ჯონი დეპის საოცარი მანერების ხათრით ვუყურებდი), შუა ყინვაში, მხოლოდ შიფონის სარაფანისამარა ჩავდიოდი მაღაზიაში, რათა კალორიით გაჯერებული საჭმელი მეყიდა.
როგორც კი სადარბაზოდან ფეხი გავდგი, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ საფულე სახლში დამრჩენოდა, ჯიბეში კი კაპიკიც არ "მიჩხაოდა"... პრინციპში არც ჯიბე მოეპოვებოდა ზემოთხსენებულ სარაფანს.
–ფუფ, რა ერთუჯრედიანი ხარ, მაკრინე!–დავისისინე, წაყინული ცხვირი ხელებში ჩავრგე და ფეხები ავაბაკუნე.
"არ გამიკვირდება ზემოთ ასულს, ზღურბლზე ლანა რომ დამხვდეს გაჩხერილი, ცოცხით ხელდამშვენებული, რომელიც ჩემთვის, კერძოდ კი უკანალისთვის იქნება განკუთვნილი."–ვფიქრობდი და ორ კიბეს ერთად ვახტებოდი, გაყინული სხეული ადრენალინს ცოტათი მაინ რომ გაეთბო.
დაუკაკუნებლად შევაღე რკინის მძიმე კარი და ჩემმა მგრძნობიარე ყნოსვამ, მაშინვე იგრძნო სადარბაზოს ცივი, სპეციპიკური სურნელი, თბილმა, უკვე ახლობელმა სახლის სურნელმა რომ ჩაანაცვლა.
–საფულე დამრჩაააა!..–გავძახე დეიდაშვილს, რომელიც ყურმილზე ჩამოკიდებულიყო "დებილივით ვარ შეყვარებული"–ს გამომეტყველებით,–სულ გამოგაშტერა შენ იმ კაცმა... სულაც არ მკლავს იმის სურვილი, მაღაზიიდან ამოსული ცხელი შოკოლადის დალევის ნაცვლად, ექსტაზშ მყოფი გოგოს სიფათს ვუყურო... ისე, ისიც არ გეპატიება, აქმდე რომ არ გამაცანი ეგ შენი "მაჩო"... პრინციპში, არამგონია ჭკუაში დაგიჯდეს ჩემი გაცნობის პირველივე დღეს, სალანძღავი სიტყვებით შემკობილი სატრფო, ენაგრძელი დეიდაშვილის გამო რომ დაგშორდება!..–გაუჩერებლივ ვლაპარაკობდი და ასკინკილით დავხტოდი, წაყინული თითების წვის გამო.
რიკულებიანი საკიდიდან გრძელი, ფერადი ნაქსოვის, ღუნღულა ჟაკეტი ჩამოვხსენი და მოვიცვი. ხელით მოვსინჯე ჯიბე, როგორც კი თითებმა მტკიცე ქაღალდი და რამდენიმე მონეტა შეიცნო, კმაყოფილმა გავიღიმე. სანამ ისევ ცივ სადარბაზოში გავიდოდი, წამით მოვავლე შემოსასვლელში დაკიდებულ დიდ სარკეს თვალი და ტუჩები უკმაყოფილოდ მოვპრუწე, სასაცილოდ აწითლებული ლოყების და ცხვირის ნახვისას. აწეწილი ღია სპილენძისფერი თმა, მხრებზე ჩამოვიშალე და წამში ვიგრძენი, როგორ გამითბა მოღეღილი კისერი. შიშველ მუხლებზე ხელები გავიხახუნე და ყოყმანის მიუხედავად, სწრაფად გავიძრე ბისერებით გაწყობილი კეტები. სიამოვნებისგან ამოვიხვნეშე, შიშველი ტერფები რბილ, ღუნღულა ხალიჩას რომ შეეხო და კედელში ჩაშენებული კარადიდან, სწრაფად გადმოვიღე დათბილული, ტყავის შავი ბოტები. ჩაცმისთანავე რამდენჯერმე გადავხარე ფეხები, გაყინულ წვივებს თბილი მატერია რიმ შეეგრძნო. მართალია ფეხსაცმელი მუხლამდე მწვდებოდა და მოშიშვლებულ კვირისტავებს სუსხიანი ქარისგან ვერ იცავდა, მაგრამ გეტრის და მისი ბიძაშვილის–კოლგოტის ჩაცმას, გათოშვა მერჩივნა.
–თბილად ჩაიცვი!..–სმენას მისწვდა ღიმილით ნათქვამი სიტყვები. გაღიზიანებულმა დავიფრუტუნე და ბუზღუნით გამოვიხურე კარები.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი ღნავილიდან მოყოლებული, ლანა ჩემს გვერდით იყო და მხოლოდ სწავლის წლებში ვშორდებოდით ერთმანეთს, მაინც ვერ შეიგნო რომ მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის თბილად ჩაცმა, ჩემთვის კი კომბოსტოსავით შეფუთვა, ყველაზე საზიზღარ, საძულველ "ჩვევას" წარმოადგენდა, რომელსაც ვერასდროს ვერ შევეგუებოდი. მერჩივნა გავყინულიყავი, ვიდრე შოკოლადის ულევი ფენით დაფარულ, ქინდერის კვერცხს დავმსგავსებოდი, რაც ცემ მშობლებში და არა მარტო, მსუბუქად რომ ვთქვათ, მიკრო ინფაქტს იწვევდა. ჩემი სხეული, სხვებისგან განსხვავებით ადვილად იტანდა სიცივეს, რაც ხალითად სიარულის უცილობელი გარანტია იყო.
სადარბაზოდან გასვლისთანავე, თვალში მეცა კაშკაშა სინათლე და უკმაყოფილოდ მოვჭუტე თვალები. ოტჯერ დიდი ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე და სანამ ქუჩაში გავაბოტებდი, გათოშილი მუხლები ერთმანეთს გავუხახუნე. კბილების კაწკაწით გადავჭრი გზა და უმალ შევვარდი სუპერ–მარკეტში. ერთი გამაჟრიალა, როგორც კი თბილი ჰაერი მომელამუნა სახეზე და ისე მივუახლოვდი სექციებს, წუთის წინ შემჩნეული, ლამპიონის შექზე ბზინვარე, საოცრად ელეგანტური მანქანის ხატება, თავიდან არ მომშორებია.
–როგორც ჩანს, ჩვეულების დარღვევა გადაგიწყვეტიათ,–ღიმილით შემათვალიერა სანდომიანი სახის ორმოციოდე წლის ქალმა და კალათიდან ნავაჭრის გადმოლაგება დაიწყო.
–ბოიკოტი გამომიცხადა და...–სიცილით განვუმარტე,–გაზარმაცებაში მდებს ბრალს... შენს თავს, შენ თვითონ მიხედეო!..
–არაუშავს, გადაუვლის... ისე, როგორ შეეწყვე თბილისს? წვიმიანი ბათუმის შემდეგ აქ გადმოსვლა გაგიქირდებოდა,–ისე მელაპარაკებოდა, რომ პროდუქტის აღრიცხვა არ შეუწყვეტია.
აპარატის გულის გამაწვრილებელი წრიპინი კი, ერთგვარ ფონად ერთვოდა თბილი ხმით ნათქვამ სიტყვებს.
–სიმართლე გითხრათ, არა!–თავი გადავაქნიე მეტი დამაჯერებლობისთვის და დახლს დავეყრდენი,–თბილისში აქამდეც ხშირად ჩამოვდიოდი და ამან ხელი შემიწყო... ერთი კია, რომ მშობლები მენატრებიან ძალიან!..
–არ აპირებენ აქეთ გადმოსვლას?–ინტერესით ამომხედა და ჩემი ნაღვლიანი გამომეტყველება რომ არ შეემჩნია, არყის ბოთლებით გადავსებულ თაროზე გადავიტანე მზერა.
–არა. მამას და დედას ისე უყვართ იქაურობა ვერაფრით დატივებენ!.. თან მეც იქ მყავს თითქმის ყველა ახლობელი ადამიანი... მხოლოდ დედაქალაში მცხოვრების სტატუსის გამო ვერ მივატოვებ ყველაფერს,–მხრები ავიჩეჩე და ლოყებზე ჩამოშლილი თმები ზურგზე გადავიყარე.
–ალბათ საახალწლოდ იქით მიდიხარ,–როგორც იქნა მორჩა და სავსე პარკი გამომიწოდა.
–რა თქმა უნდა! თან ლანასაც მოენატრა იქაურობა და...–ღიმილით ჩამოვართვი პარკი და თანხა გავუწოდე,–მადლობა... ხურდა დაიტოვეთ.
პარკი მარცხენა ხელში გადავიტანე და ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე:
–სად ხარ, მაკრინე, ამდენ ხანს?!–ყურმილის ბოლოდან, უკმაყოფილო ხმა გაისმა და გაბეზრებულმა ამოვიოხრე,–მაღაზიაში გაგიშვი თუ სადაზვერო ოპერაციაზე?
–ნუ წუწუნებ რა! ჩამოსულიყავი შენ და არ მოგიწევდა FBI–ს სადაზვერო სტრატეგიის განხილვა... ამოვალ მალე!–ყურმილი დავკიდე და კარი გამოვაღე.
–ფრთხილად იარე, ჩემო კარგო!–გავიგე ზურგს უკან, სანამ გარეთ გავიდოდი.
სადარბაზოში შესული ვიყავი, როდესაც მხრებზე მძიმე მკლავები ვიგრძენი და შოკისგან თვალები გამიფართოვდა. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, ხელებმა მოძრაობის უნარი რომ შემიზღუდეს და როგორც კი პირი დავაღე, რათა ზურგზე მოკრული იდიოტი გამელანძღა, უმალვე ტკბილმა სურნელმა ამწვა ნესტოები. დაკივლებაც ვერ მოვასწარი, ისე ამაფარეს უცნობი სითხით გაჟღენთილი ნაჭერი პირზე. ჩახშული კივილი აღმომხდა სუფთა ჰაერის ნაცვლად, სილიკატით გაჯერებული ჟანგბადით რომ აივსო ალვეოლები და თავბრუდახვეული ხელების განთავისუფლებას შევეცადე...
ამაოდ...
კიდევ რამდენიმე ჩასუნთქვა და ვიგრძენი უხილავი ბურუსი, როგორ მოუახლოვდა გონებას. დაბინდული თვალებით, სიბნელეში გამომკრთალ სხეულს სასოწარკვეთილმა შევხედე და სმენას მისწვდა, ყრუ ბათქით, როგორ დავარდა პარკი მიწაზე. ვიგრძენი, უძვლო მასასავით, როგორ ჩაესვენა სხეული უცხო მკლავების სამყაროში და თვალებიც ძალაუნებურად მიმელულა.

--
-როგორც ჩანს, მართლა მომიტაცეს!–ჩახრინწული ხმა აღმომხდა და სასოწარკვეთილმა თმებში ხელები წავივლე.
ვცდილობდი კანკალი შემეკავებინა, მაგრამ ამაო იყო ყოველივე მცდელობა. სხეულში შეჭრილი სიცივე, მთელ ორგანიზმს მოსდებოდა და გახევებულ კიდურებს ჟრუანტელს გვრიდა. ვგრძნობდი, როგორ მიედინებოდა სისსხლი ნელა და მდორედ, შემდეგ გულს მთელი სიძლიერით რომ მისწოლოდა. ნუნები ავადმყოფურად მქონდა გალურჯებული, ოთახში გამეფებული სითბო კი სრულ კონტრასტს ქმნიდა ერთადერთ ცოცხალ ორგანიზმთან.
თითქმის საათზე მეტი იყო, რაც ოთახში ბოლთას ვცემდი და ლამის ნაბიჯების რაოდენობაც დამეთვალა. ვცდილობდი მომხდარიდან რაიმე ადეკვტური დასკვნა გამომეტანა, მაგრამ გონივრულს ვერაფერს ვფიქრობდი. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, ვის უნდა მოვეტაცებინე და რა მიზნით. გამოძალვები და მსგავსი იტალიური ვენდეტები ჩემგან შორს იყო. მართალია ფინანსურად არ გვიჭირდა, მაგრამ არც იმდენი გვქონდა ვინმეს გამოსასყიდი რომ მოეთხოვა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ წამის განმავლობაში, ლამის პიუზოს "ნათლიმამაში" წარმოვიდგინე თავი. ასევე ფაქტია, რომ სასიყვარულო თავგადასავალში ვერ მოვნათლავდი ამ შემთხვევას. თაყვანისცემლები რაოგორც ყველა თინეიჯერს, მეც მყავდა მაგრამ ისეთი დარტყმულები და ხისთავიანები არა, მსგავსი რამ რომ გაებედა. ამ მოსაზრებას ისიც მიმტკიცებდა, რომ სერიოზული ურთიერთობა არასდროს არავისთან არ მქონია. სხვა ვერსიები კი ჩემ გადახურებულ ტვინს არ მოსდიოდა.
როდესაც მივხვდი, რომ უაზრო ბოდიალით ვერაფერს გავხდებოდი, ოთახში განთავსებულ ერთადერთ ფანჯარას მივუახლოვდი და თოვლით გადაპენტილ გარემოს მოვავლე თვალი. დიდი ფიქრი არ ჭირდებოდა იმას, რომ მთაში ვიყავით. დეკემბრის შუა რიცხვები იყო და უკვე მოესწრო ბუნებას თეთრი მთების აღმართვა დაღარულ გზებზე. საოცრად ცივი და საშიში ჩანდა ჰორიზონტზე აღმართული მყინვარები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებდნენ, თითქოს მწვერვალით ეთამაშებიან გუმბათად დაწოლილ ზეცასო. თვალისმომჭრლეად ირეკლებოდა სხივები ბრჭყვიალა თოვლზე და აღასფრად გარდაიქმნებოდა აქა–იქ ამართულ მთიულთა კოშკებზე.
–ისე ამ მოტაცებამ ერთი სიკეთეც გამიკეთა... მეღირსა და ვნახე შატილი!–ჩავიბურტყუნე და დაორთქლილ მინაზე აბსტრაქტული ნახატის "შექმნა" დავიწყე.
როცა კუნთების ტკივილმა იჩინა თავი, საკმაოდ დიდ რაფაზე ავძვერი და მჭიდროდა ჩარაზულ ფანჯარას ავეყუდე. ფიქრიც კი სისულელე იქნებოდა გაქცევაზე. რომც გამეღო ფანჯარა ან კარი, გარეთ გასული დარწმუნებული ვიყავი გავიყინებოდი ან გადაადგილებასაც ვერ შევძლებდი მუხლამდე თოვლში. შიშით გავხედე გაჭაღარავებულ ხეებს და ცივმა ჭრუანტელმა დამრია ხელი. მეორე სართულიდანაც კი კარგად ჩანდა საზარლად დაბურული ტყე, საკუთარ სიმღერას რომ მღეროდა.
–იმედია საჭმელის შემოსატანად მაინც შემოვა ვინმე!–დავისისინე და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთახს. იქნებ საათი მეპოვა სადმე და დრო გამეგო. ტელეფონიც კი არ დაუტოვებიათ გამტაცებლებს და გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილს, დაუნგრეველ ვაკუუმში მეგონა თავი.
–ლანა, მიპოვე რა!..–ამოვისლუკუნე და ვიგრძენი, როგორ ამწვა შეკავებულმა ცრემლებმა ცხვირი.–წამიყვანე აქედან!..–დავისრუტუნე და ჟაკეტის გრძელ სახელოებში ჩავმალე სახე.
–შეიძლება?–თითქოს ქვესკნელიდან გაისმა მორიდებული, აშკარად მამაკაცის ხმა და დაფეთებულმა ძლივს შევინარჩუნე წონასწორობა, რაფიდან რომ არ გადმოვვარდნილიყავი.
ჩემი დუმილი ეტყობა თანხმობად მიიღო და საკეტის ჩხაკუნის ხმა, ყველაზე საამო მელოდიად ჩამესმა. დამფრთხალი ვუყურებდი მომღიმარ საკმაოდ მაღალ, წაბლისფერთმიან სიმპატიურ ბიჭს და ვცდილობდი მოკანკალე ხელები არ შეემჩნია.
–თავს როგორ გრძნობ?–სმენას მისწვდა სასიამოვნო ხმა და როგორც კი კითხვის არსი გონებას ჩასწვდა, გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა.
ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა სხეული და ახლა უკვე სიბრაზისგან აცახცახებული მოურიდებლად ჩავაშტერდი წყლიან მწვანე თვალებში.
–როგორც ჩანს ჯერ კიდევ შოკში ხარ...–უხერხულად გამიღიმა, როდესაც სიჩუმე გაუსაძლისი გახდა და ნერვიულად გადაისვა დაბალზე შეჭრილ თმებზე ხელი.
–და თქვენი აზრით, არ მაქვს ამის მიზეზი?–გამოვცერი კბილებშორის და რაფიდან ჩამოვხტი.
დავინახე, როგორ შეაცბუნა ჩემმა ნათქვამმა და გაოცებული მზერა მომაპყრო.
–ვიცი, რომ ცოტა ცუდად გამოგვივიდა, მაგრამ... თქვენ გიყვართ ერთმანეთი... თან ასე უფრო რომანტიული... ჯაბასაც ძალიან უყვარხარ და...–დაბნეულმა დაიწყო ლუღლუღი, თან თვალს ვერ მისწორებდა.
–ვინ ჯაბა, რა სიყვარული, რომელი რომანტიკა, ნორმალურები ხართ თქვენ საერთოდ?!–მისმა უაზრო განცხადებამ საბოლოოდ გამომიყვანა წყობილებიდან და სიბრაზისგან ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი სახეზე,–რომელ სიყვარულზე მელაპარაკებით, როდესაც მსგავსი სახელის პიროვნებასაც კი არ ვიცნობ?!. ან ვის გაუგია დღეს ვინმეს მოტაცება?!. ლაპარაკი, გარკვევა, თხოვნა და ადამიანური მანერები თქვენში არ იციან?!
–ბოდიში... ჩვენ არ გვინდოდა, რომ ასე გამოსულიყო...–მათლა დაიბნა ჩემი სახის ნახვისას და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
–ბოდიში არ ვიცი მე!.. ეხლავე სახლშ დამაბრუნეთ, სანამ მოთმინება არ დამიკარგავს, თორე ბოდიში პოლიციას არ აკმაყოფილებს!–დავისისინე და დოინჯშემოყრილი მივაჩერდი უხერხულობაში ჩავარდნილ უცნობს.
მიუხედავდ სიტუაციისა, მაინც არ შემეძლო ელემენტარული ქცევის წესები დამევიწყებინა და შენობით მიმემართა ოცდახუთიოდე წლის ბიჭისთვის.
–რა ხდება აქ?–ორმოდან ამომძვრალივით გაისმა სუსხიანი, საოცრად ცივი ბარიტონი და შიშისგან სხეულში გამცრა.
წუთის წინ გაჯგიმული, ერთიანად მოვიფუზე და დამფრთხალმა გავუსწორე მზერა, კითხვის ავტორს. შიშმა უფრო დამკრა, როდესაც დიდრონ, უკუნეთივით შავ თვალებს შევეჩეხე, რომლებიც გრძელი წამწამების ჯარიდან მკვეთრად იკვეთებოდა და ინსტიქტურად დავიხიე უკან. უნებურად შევხტი, ფანჯრის კიდეს რომ შევეჯახე და თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ამაყად მომზირალ მყინვარებს, იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ადგილზე იყო და არცერთი იმყოფებოდა ადამიანის სახით "ჩემ" სამყოფელში. მიუხედავად კრისტალივით გამჭვირვალე ცისფერი ფერისა, რომელიც სრულ კონტრასტში იყო დემონივით უკუნი ფერისა, მაინც საოცარ მსგავსებას ვხედავდი მწვერვალისა და უცნობის თვალებში. თითქოს ცოცხალი კლდე აღმართულიყო ჩემ წინაშე, რომელთანაც შეჩეხვა სიკვდილს უქადდა ნებისმიერ სულიერს.
–წასვლა უნდა!–მხრები აიჩეჩა წაბლისფერთმიანმა და ერთადერთი მშველელივით გადახედა შავთვალებას.
დავინახე, როგორ ცაიცინა სარკასტულად და საცვენებელი თითით წარბი მოიფხანა, თან ბნელ თვალებს არ მაშორებდა.
–მართლა?!–გულუპრყვილოდ ნათქვამ სიტყვებს, სრულიად უცვლიდა მნიშვნელობას სუსხიანი მზერა და გამაღიზიანებლად მოქმედებდა ნერვებზე.
–მართლა!–არ ვიცი საიდან მოვაქუჩეჩე ამდენი გამბედაობა, მაგრამ ფაქტია, რომ წამის წინ შემცივნული ბეღურასავით შემცივნული, ამჯერად გაჯგიმული ვედექი პირდაპირ მაღალ... არა, ზედმეტად მაღალ დემონს და ყურადღებას არ ვაქცევდი კისრის კუნთების ტკივილს.
–ერთია სურვილი და მეორე მისი განხორციელების შესაძლებლობა!–იმავე ტონით მომიგდო და ისე დამხედა, თითქოს ცხვირმოუხოცავ ღლაპს ელაპარაკებაო.
–თქვენ არ გაქვთ ამის უფლება...–დავიწყე და ალბათ კარგა ხანს არ გავეჩერდებოდი, კუშტად შეკრულ წარბებს რომ არ გადავყროვდი.
–უჩა, იქნებ ტელეფონი მიგვეცა... მშობლებს შეატყობინებდა და...–გამომექომაგა აქამდე ჩუმად მდგარი წაბლისფერთმიანი და სინდისმა შემომიტია, წუთის წინ უხეში ტონით ნათქვამი სიტყვები რომ გამახსენდა.
"აქამდე არ მინახავს, სახელი ასე შეეფერებოდეს "პატრონს"... ალბათ ამაზეა ნათქვამი;"ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო."'–გავიფიქრე და კიდევ ერთხელ სევავლე თვალი კუპრივით შავ, გრძელ ბზინვარე კულულებს თვალი.
–გიგი, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვამბობ!..–მკვლელი მზერით გადახედა, როგორც გავიგე გიგის და კარისკენ გატრიალდა,–სანამ პატრონი არ მოვა, მანამდე აქ იქნება!..–მძიმედ დააყოლა და მანამ არ მომიცილებია ცარიელი სივრცისთვის თვალი, სანამ ურჩხულის ახოვანი ფიგურა კარებში არ გაუჩინარდა.
მიუხედავად აბსურდულობისა, მაინც არ მომშორებია იმის შეგრძნება, რომ მისი გასვლისთანავე, ოთახში საოცარი სითბომ და სინათლემ დაისადგურა.
–საუზმეს შემოგიტან!–მორიდებით გამიღიმა და გარე სამყაროსთან დაკავშირებული ერთადერთი კარიც გაიხურა.
–სახლში მინდა!–ამოვიკვნესე და სასოწარკვეთილი დავემხე ბალიშების გროვაზე.
საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ აქედან ვერ გავაღწევდი, სანამ რომელიმე არ მოინდომებდა ამას. ურჩხულის ნათქვამი–"სანამ პატრონი არ მოვა" კი მტკივნეულად მირახუნებდა თავში, თითქოს ამით მაგრძნობინებდა რომ ცემი საქმე წასული იყო. თუმცა ორ რამესი საბოლოოდ დავრჭმუნდი: ერთი სი რომ, ამათგან არცერთს არ ვიცნობდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ იმ დემონს აქამდე არსად შევხვედრილვარ, ხოლო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, არცერთი მათგანი არ იყო ჩემი პოტენციური საქმრო ანუ ჯაბა!
–მძულს ყველა ჯაბა!!!–დავიყვირე ცრემლებ მორეულმა და ქუთუთოები მთელი ძალით დავხუჭე, საზარელი თვალების მზერა რომ ამომეგდო თავიდან, იმაში დარწმუნებულმა, რომ საღამოს კოშმარები გარანტირებული მქონდა.
--
-გემრიელად მიირთვი!–თბილად გამიღიმა გიგიმ, სინი ფანჯრის გვერდით მდებარე ტუმბოზე დადო და კარი გაიხურა... რა თქმა უნდა ჩარაზვა არ დავიწყებია.!
–ვერ ვიტან ყავას!–ზიზღით დავხედე ფინჯანს და ლორიან ბუტერბროდს დავსწვდი.
მონოტონურად ვლოღნიდი თითოეულ ლუკმას და მზერა სხივებით აბრჭყვიალებულ მყინვარებზე გამეშტერებინა. თავიდან არ მშრდებოდა, აწ უკვე ბუნდოვან მომავალზე ფიქრი. პასუხ გაუცემელი კითხვები კი კრაზანას ნაკბენივით მწარე იყო. არ ვიცოდი რა მელოდა მომავალში!.. რას იზამდნენ დედა და მამა, ამას რომ გაიგებდნენ?!. როგორ მიმეწვდინა ხმა ლანაზე?!. როგორ დამერწმუნებინა გამტაცებლები, რომ არანაირ ჯაბას არ ვიცნობდი და საერთოდ ვინ იყო ჩემი პოტენციური საქმრო?!
მართალია აქამდე შიშს ვყავდი შეპყრობილი და მზარავდა პრობლემებთან პირისპირ შეჩეხვა, მაგრამ ამჯერად ერთი სული მქონდა გამეცნო ჩემი მომავალი "პატრონო", რომ ამ გაუგებრობიდან რაც შეიძლება მალე დამეღწია თავი. ვიცოდი, გუმანით ვგრძნობდი რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ამ ერთი შეხედვით მარტივ გარემოებაში, გაცილებით დიდი პრობლემა იმალებოდა... და ვიმედოვნებდი რომ ეს "დიდი პრობლემა" ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა ბედისწერის დავთარში ჩაწერილი.
თუმცა უპირველეს ყოვლისა რაც მადარდებდა, ეს ჰიგიენა იყო. განა რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი ერთ ოთახში გამოკეტილი, ყოველგვარი თეთრეულისა და თავის მოვლის საშუალებების გარეშე?!. მართალია "ჩემს" ოთახს საკუთარი სააბაზანო ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ეს, არ აკმაყოფილებდა ჩემს ზედმეტად სუფთა ხასიათს.
ნახევრად შეჭმული ბუტერბროდი ლანგარზე დავაბრუნე და როგორც კი წყლით, გამშრალი ყელი გავისველე, ლოყაწითელა ვაშლს დავსწვდი. სიამოვნებით შევისრუტე საყვარელი ხილის გრილი სურნელი და კმაყოფილს გამეღიმა.
–ნეტა საიდან მოიტანეს?–დავსვი სრულიად უაზრო შეკითხვა და გონებაში, "ნიუსებში" წაკითხული ცნობა ამომიტივტივდა:
"apple-ის პროდუქცია, რომელიც ასეთი მოთხოვნადი და სასურველია მსოფლიო მოსახლეობისთვის პირდაპირ კავშირშია სატანასთან. პროდუქციის ლოგო აღმნიშვნელია სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფისა. ნაყოფის, რომლითაც ეცდუნა ევა, ხოლო შემდეგ ადამი და იქმნა წყვდიადი კაცობრიობისა!" გამახსენდა 21–ე საუკუნის მსოფლიო ტენდენციები, 90–იანი წლების სექტები, ჭირივით მოდებული მასონთა ლოჟები და ახალი სრული იდიოტიზმი–"გლობალიზაცია თავისუფლებაა!"
–საიდან სად გადახტი, მაკრინე?! თუმცა ფაქტია რომ სულ გამოშტერდა ეს ხალხი და რაღა ჩემი მოტაცებაა გასაკვირი!–დავისისინე და ვიგრძენი როგორ ვივსებოდი ბრაზით.
ხელუხლებელ ვაშლს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და თითებში ვგრძნობდი ყრუ წვას. დახშული ფილტვებიდან ამაოდ ვცდილობდი ჰაერი ამომეტუმბა და სხეულის კანკალი შემეკავებინა. კადრებად აკიაფებული მოგონება ხედვიდან არ მშორდებოდა, თითქოს ასე სურდა მოთმინების ფიალის ავსება. ყველაზე საძულველი მოგონებები თვალწინ ტრიალებდა, გაფუჭებული კასეტასავით.
–ჯობია სხვა რაიმეზე გადავიტანო ყურადღება!–გონივრული რჩევა მივეცი საკუთარ თავის და გემოვნებით მოწყობილ ოთახს თვალი მოვავლე.
ბრაზი უმალ ჩაინავლა, როგორც კი კედელში ჩაშენებულ წიგნების თაროს მისწვდა ხედვა და მოუთმენლად წამოვხტი ფეხზე. თითებს ვაყოლებდი წლებ მორეულ წიგნებს და ხარბად ვისუნთქავდი საყვარელ სუნს.
–კოელიო, დიუმა, გოეთე, შექსპირი, ჰიუგო, ბალზაკი, ლონდონი, უაილდი, ჰემინგუეი, აკუტაგავა, ბრონტე, კონან დოილი, მარკესი, ზოლა, ბეგბედერი, ვოინიჩი, ჭავჭავაძე, ვაჟა, გალაკტიონი, დუმბაძე, გამსახურდია, ჯავახიშვილი, კლდიაშვილი, ლორთქიფანიძე...–ვკითხულობდი ნაცნობ ავტორებს და სიამოვნებისგან მეღიმებოდა, მხოლოდ მაშინ შემეცვალა გამომეტყველება, როგორც კი კიდევ ერთ ქართველ მოღვაწეს გადავაწყდი–წერეთელი!–ამოვიბურტყუნე და წიგნი გადავფურცლე.
როგორც მოველოდი მწერლის პროზის და პოეზიის თითქმის ყველა ნაწარმოები იყო შეტანილი: "თორნიკე ერისთავი", "ჩემი თავგადასავალი", ბაში–აჩუკი", "აღმართ–აღმართ", "სულიკო", "გამზრდელი" და უამრავი სხვა. თუმცა მე ამ უკანასკნელზე გავჩერდი და ნაცნობი სტრიქონების წაკითხვისას კვლავ ბრაზი მომერია. მართალია ქართველ მოღვაწეთა შორის ზემოთ ხსენებული ერთ–ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ მაინც არ შემეძლო ჩემთვის მიუღებელ შეცდომაზე თვალის დახუჭვა.
ნაწარმოებში შეფარული მონანიება, ყოველთვის მძაფრ გრძნობებს აღძრავდა ჩემში. ყაზბეგის ონისე, გოგოლის ტარას ბულბა, ჭავჭავაძის განდეგილი და მერიმეს მატეო ფალკონე ახლოს ვერ მივიდოდა საფარ–ბეგისეულ ცოდვასთან. როსტომ ჩხეიძის პიესაში დანახული წერეთელი კი ზიზღის გრძნობას იწვევდა ჩემში. ქალის და საკუთარი კეთილდღეობისთვის დამალული მკვლელობა, საბოლოოდ აკნინებდა ჩემ თვალში, როგორც პიროვნებას.
–მართალია არამკითხე მოამბესავით გავხირულვარ, მაგრამ მაინც არ შემიძლია ამაზე თვალის დახუჭვა... ამის გამართლება ხომ შჭეუძლებელია?!. აბა, ნორმალურია ის კაცი, რომელიც 30 წლით უმცროს ქალს დაადგამს თვალს?! 58 წლის ასაკში საიდან უნდა მოგივიდეს მსგავსი გარყვნილი აზრები?! რაც არ უნდა "ტრასის ქალი" იყოს, გონებაშიც კი როგორ უნდა გაივლო?! ყველაფერთან ერთად კი მეგობრის ცოლი!..–შუბლშეკრული დავჩერებოდი წიგნს და გაცხარებით ვეკამათებოდი საკუთარ თავს.
სრულიად მოვსწყდი გარე სამყაროს და ისიც კი დამავიწყდა, თუ სად და რა მდგომარეობაში ვიყავი. მთლიანად ჩავფლულიყავი წიგნის სამყაროში და იმის მაგივრად საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა, თავისუფლად განვიხილავდი წერეთლის სექსუალურ ცხოვრებას. მხოლოდ მაშინ ვინებე გონზე მოსვლა, როდესაც ყრუ ბათქით მიეხეთხა, ჩემ მიერ მთელი ძალით გასროლილი ვაშლი მოულოდნელად შემოსულ დემონს შუბლში და შიშისგან ადგილზე გავქვავდი. შენელებულ ვარიანტში ვხედავდი, როგორ დაბარბაცდა ადგილზე, გაოგნებულმა გადაისვა ბზინვარე კულულებზე ხელი და შოკისგან გაფართოებული თვალები მომაპყრო, რომელიც ჩემი დანახვისთანავე საოცარი მრისხანებით აივსნენ.
–მიქელ–გაბრიელთან მინდა!..–ამოვიკნავლე და სიკვდილის მოლოდინში ადგილზე მოვიფუზე.
–ხვდები რა გააკეთე?!–ჩუმი ხმით მითხრა და ნათქვამში ისეთი გამყინავი სიცივე შევნიშნე, ახამდე უცნობმა შიშმა შემიპყრო.
მიუხედავად მოლოდინისა, მაინც არ შემეძლო ხმის ამოღება და მხოლოდ იმას ვნატრობდი, რაიმე სასწაულით გიგი შემოსულიყო ოთახში, დემონის კლანჭებისგან რომ ვეხსნე. ოთახში დაგუბებული ჰაერი, ბრაზის, მრისხანების, დაძაბულობის და მოუთოკავი ემოციების საოცარ ნაზავს ჰქმნიდა და სულის შემხუთველად მოქმედებდა ნერვებზე.
–მიპასუხე?!–ისეთი ხმით დაიღრიალა, გავიგონე როგორ დაიზრიალეს ფანჯრებმა და შოკისგან ადგილზე შევხტი.
–მე... მე...–ენა დაბმული ავლუღლუღდი და გაოფლილი ხელისგულებით ჟაკეტის ბოლოები ჩავბღუჯე, თან არაფრის დიდებით არ ვუსწორებდი თვალებს.
–ხვდები ამის გამო რაც მოგივა?!–მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ჩურჩულით მელაპარაკებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რუპორით ჩამყვიროდა და ყურები გაუჩერებლივ მიწუოდა.
–მე...–ისევ ავლუღლუღდი და უფრო მეტად მოვიფუზე.
"მე და ჯანდაბა შენ! კიკინი გაკლია და სრულყოფილი თხა იქნები მაკრინე!.."–ფიქრებში ვუყვიროდი საკუთარ თავს და მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ცხელი თითები მარწუხებად შემომევლენ მკლავებზე.
–პასუხი გამეცი!..–დამიღრინა და ისე მომიჭირა ხელები, კივილი ძლივს შევიკავე.
დამფრთხალმა ავხედე ჩემზე დაჩერებულს და ცრემლები მომერია დაუფარავი ზიზღი რომ დავინახე უკუნეთივით ბნელ თვალებში. მგრძნობიარე ტუჩები ბრაზინ მოეკუმა და კუპრივით შავი, სქელი კულულების მიღმაც კარგად ვხედავდი ნაოჭებით დაღარულ შუბლს.
–მე... მართლა არ მინდოდა... დედას ვფიცავარ ძალით არ მიქნია... წერეთელზე ვიყავი გაბრაზებული და... არ მინდოდა თქვენ მოგხვედროდათ... მართლა... ბოდიში!..– ამაოდ ვლუღლუღებდი და მთელი ძალით ვცდილობდი ცრემლები არ წამომსვლოდა, მკლავების ტკივილი კი უკვე გაუსაძლისი ხდებოდა.
–უჩა, მოვიდა... ჯაბა მოვიდა!..–ყვირილით შემოვარდა გიგი ოთახში და ჩვენი სცენის შემხედვარე ადგილზე გაქვავდა, თან გაურკვევლობით სავსე თვალებს არ გვაცილებდა.
თვალებში ვუყურებდი, სახეზე აწითლებულ დემონს და ისიც კი არ შემეძლო განზე გამეხედა. დაჰიპნოზებულივით გამეშტერებინა მზერა და ნათლად ვხედავდი ქარიშხლის დროს აბობოქრებული ტალღები, წალეკვით რომ მემუქრებოდნენ.
–ეს დღე არ დაგავიწყდეს!..–კბილებს შორის გამოსცრა და ჟრუანტელ დავლილს უმალ მომშორდა. მე კი გახევებული იმავე პოზაში დავრჩი, ერთადერთი იმით ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი, დაბუჟებულ მკლავებში სისხლის მიმოქცევა აღდგა, სხეულში კი კვლავ გამყინავი სიცივე მივლიდა.
–რა მოხდა?–გაოგნებულმა შემომხედა გაგამ და როგორც კი ჩემი დაზაფრული გამომეტყველება შენიშნა, მზერა იქვე მდგარ დემონზე გადაიტანა.
–მეტრეველი, ჯობია ამის საქმროს დაუძახო, სანამ ჯერ კიდევ მშვიდად ვარ!..–შეუვალი ხმით გადაულაპარაკა და ცეცხლწაკიდებული თვალები, კვლავ მე მომაპყრო.
–ამოდის!..–კიდევ უნდა გაეგრძელებინა, როდესაც ზღურბლზე ქერა, აწოწილი ლურჯთვალება ბიჭი გამოჩნდა და როგორც კი შემომხედა, თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგე, მე კი დაძაბულობა ოდნავადაც კი არ მომშორებია.
–ეს გოგო ვინ არის?–მზერა არ მოუშორებია ისე დასვა კითხვა და ინტერესით შემატვალიერა.
–შენი მომავალი ცოლი!–დაბნეულმა გადახედა გიგიმ და ერთ ადგილზე გაშეშებულ შავთვალებაზე გადაიტანა მზერა.
–რა?.. კარგად ხარ?.. აუ, მოვკლავ ბაბუაჩემს, ტო! რამდენჯერ გავაფრთხილე, ნუ ურტყამ ამასთავშითქო!–გადაიხარხარა ქერამ და იმ წამს შემოსულ ამათთან შედარებით, გაცილებით ბავშვურ სახიან ბიჭს დაეყრდნო,–რა უქენით ბიჭო ამას?!
–ჯაბა, გეყოს ხუმრობა, არ ვარ მაგის ხასიათზე!–მკაცრად ჩაიდუდღუნა დემონმა და მზერა ქერაზე გადაიტანა.
წუთის წინანდელი შიში რომ არა, ყვირილით მივვარდებოდი უკვე ნაცნობ "საქმროს" და გვარიანად შევალამაზებდი, ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო, მაგრამ ნორმალური ფუნქცია ჩემ სხეულს, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო.
–აუ, ეს არ უჟმურია ტო!..–ამოიბუძღუნა ქერამ და იქვე დაგდებულ "პანდორას" ვაშლს დასწვდა.
–ჯაბა, გირჩევნია მიხედო ამ გოგოს!..–იგივე ტონით გაუმეორა და მიუხედავად სიშორისა, მივხვდი, როგორ ეზურებოდა მოთმინება ახმახ დემონს.
–მე რატო უნდა მივხედო?– გაკვირვებულს პირისკენ წაღებული ვაშლი, ჰაერში გაუშეშდა.
–შენ ცოლია და იმიტო!–გულუპრყვილოდ "განუმარტა" ჩემი ვინაობა გიგიმ და მხრები აიჩეჩა.
–რა ცოლი, შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქ?–დაუღრინა ჯაბამ და აქამდე ჩუმად მყოფ ბავშვურ სახიანს მიუბრუნდა, რომელიც გაოგნებული მომშტერებოდა,–რა ჭირთ ბიჭო ამათ? აკო, შენ მაინც მითხარი... რა ცოლი ხართ თქვენ ვაფშე ჯანმრთელად?
–შენ ძმობას ვფიცავარ, შუაზე თუ არ გადაგხსნა!–შეუბღვირა დემონმა და ის იყო ნათქვამის ასასრულებლად წაიწია, წინ რომ გიგი გადაუდგა.
–ეს გოგო... ეს... ისაა?.. ეს მოვიტაცეთ?..–როგორც იქნა დაილაპარაკა აკომ და წამში სამი წყვილი თვალი გაოცებული მას მიშტერებოდა.
--
–ღმერთო ჩემო, რა დონის დებილი უნდა იყო, მეგობრის შეყვარებული სხვაში რომ შეგეშალოს?!–ოთახში ბოლთას ვცემდი და სიბრაზისგან ნაპერწკლებს ვყრიდი.
დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ საქმე ოთხ ერთუჯრედიანთან მქონდა, რომლებსაც ისიც კი ვერ გაერკვიათ, თუ ვინ უნდა მოეყვანათ ცოლად.
იმის გაგება, რომ სრულიად უმიზეზოდ ვიმყოფებოდი ჩემი სახლისგან კილომეტრების მოშორებით, ერთდროულად ბრაზით და სიხარულით მავსებდა. მიხაროდა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდებოდი სახლში და არანაირ სასიყვარულო თავგადასავალში არ მომიწევდა თავის გაყოფა. ხოლო ბრაზს ვერ ვიკავებდი იმის გააზრებაზე, რომ ჩემი პირადი მანტრა, მიზეზგარეშე იქნა დარღვეული და რაც ყველაზე უარესი იყო, მშობლებისა და ლანასთვის ძალაუნებურად, თავის გასამართლებლად ათასი ტყუილის მოფიქრება მომიწევდა... და ეს, მხოლოდ იმიტომ რომ სამმა ქალამანამ, გადაწყვიტეს ძმაკაცისთვის სიურპრიზი მოეწყოთ და სახლში მოსულზე, "მზა" ცოლი დაეხვედრებინათ.
მიუხედავად კომიკური სიტუაციისა, ძლივს ვთოკავდი თავს, რომ ოთახში არსებული ნივთები ნაკუწებად არ მექცია და კივილით არ ამეკლო აქაურობა. სიბრაზისა და მრისხანების ტალღა, ერთიანად აწვებოდა გულს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომელიმე მათგანი რომ შემოსულიყო, შუაზე გავგლეჯდი და თვით იმ დემონსაც კი არ მოვერიდებოდი.
"როგორ მინდა ვინმეზე ჯავრი რომ ვიყარო!.."–ხელებს ნერვიულად ვმუშტავდი და ღრმად ვსუნთქავდი. ადგილს მივეყინე, როდესაც კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და კლიტეს ჩხაკუნის ხმამ უნებურად შემაკრთო.
შუბლშეკრულმა გადავხედე ზღურბლზე უხერხულად აწურულ გიგის და ტუჩზე მთელი ძალით ვიკბინე, ენაზე მომდგარი ყვირილი რომ შემეკავებინა. მიუხედავად წამის წინანდელი მრისხანებისა, რომელიც ჯერ კიდევ მიღრღნიდა შიგნეულობას, არ შემეძლო მას უხეშად მოვქცეოდი... ნათელ სახეზე გადაკრული გულწრფელი მორიდების ღიმილი, ჩხუბის ხასიათს მიკარგავდა... აი, დემონი კი სულ სხვა საქმე იყო!
–ლანგარს გავიტან!–თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი და იქვე დადგმულ ლანგარს დასწვდა.
–და ეხა მაგის დრო არის?!–მაინც ვერ შევიკავე თავი და უხეშად მივახალე სახეში.– რას მიპირებთ? ხომ გაარკვიეთ რომ მე სხვა ვარ?! როდის დამაბრუნებთ სხალში?!–მოუთმენლად ჩავაშტერდი წყლიან მწვანე თვალებში და შევეცადე კანკალი შემეკავებინა.
–ალბათ ხვალ...–მხოლოდ ბოლო კითხვაზე მიპასუხა, მე კი ვიგრძენი, როგორ დამიბუჟდა ხელები მრისხანებისგან.
–რაააა?!–წამოვიყვირე და ყურადღება არ მივაქციე, როგორ შეხტა ჩემს ხმაზე, იმავე ტონით განვაგრძე,–თქვენ გადაირიეთ?! რას ქვია ხვალ!.. მანამდე რა ვაკეთო?! თქვენი ჯაბას სასიყვარულო ისტორიები ვისმინო?! იმას თუ ხვდებით, რომ მეც მყავს ახლობლები, რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ?! იცით რა გელით, როდესაც მამაჩემი ამას გაიგებს?.. თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ იცის!.. არ მაინტერესებს თქვენ რას აპირებთ, ახლავე დამაბრუნეთ სახლში!.. თქვენ რომ არა ახლა ჩემ საყვარელ ადამიანებთან ვიქნებოდი და არ მომიწევდა იმაზე ფიქრი, თუ რა ვუთხრა ჩემ მშობლებს...
–ბოდიში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდი... არც ჩვენ გვინდოდა ასე გამოსულიყო... თითქმის ერთი თვე ვგეგმავდით ამას და უცებ ლანას მაგივრად, შენ აღმოჩნდი აქ... საერთოდ, აზრადაც არ მოგვსვლია მსგავსი რამ... აკომ ისე გათვალა ყველაფერი, შეუძლებელი იყო შეცდომა... შენებთან ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ, მაგაზე არ ინერვიულო...–უმისამართოდ ბუტბუტებდა და ალბათ დიდხანს გააგრძელებდა ჩემს წამოკივლებას, რომ არ გაეჩერებინა.–ეი, კარგად ხარ?.. რამე ხომ არ გტკივა?.. დავუძახო ვინმეს?..–შეშფოთებული მეკითხებოდა, მე კი მისთვის ნამდვილად არ მცხელოდა.
გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა და ამ აზრის რეალობასთან სიზუსტე, აღმაშფოთებლად მოქმედებდა ნერვებზე. ის გოგო, რომელსაც ერთი თვე უდარაჯებდნენ, რომელსაც ზუსტად იმ დროს უნდა გაივლო მაღაზიაში, რომელიც ჯაბას პოტენციური ჯულიეტა იყო და ალბათ ჯაბაც იბრალებდა რომეოობას, შეიძლება ლანა ყოფილიყო. გიგის მიერ გაჟღერებული სახელი და მთელი გეგმის სიზუსტე მხოლოდ ერთს ღაღადებდა: გოგო რომლის მაგივრადაც მომიტაცეს, ჩემი ღვიძლი დეიდაშვილი, ლანა იყო!
ამ აზრმა ისე მოულოდნელად გამიფრინა გონებაში, შოკისგან ადგილზე დავბარბაცდი და რომ არა გიგი, ალბათ ადგილზე ჩავიკეცებოდი. კარგად გამომუშავებული რეფლექსით, სინი ადგილზევე დააბრუნა და წამის მეასედში ამომიდგა გვერდით. წელზე ხელი მომხვია და საწოლზე ჩამომსვა. ჩემი გაფითრებული გამომეტყველება რომ შეამჩნია, ტუმბოზე დადებულ ჭიქას დასწვდა და ფრთხილად მომიტანა ტუჩებთან.
–დალიე და კარგად გახდები... ნუ გეშინია... სახლში დაგაბრუნებთ, მართლა! ასე ნუ ნერვიულობ, რა!–ალალ თვალებს არ მაშორებდა და გაყინულ ხელებზე, თბილი თითებით მეჭიდებოდა. მე კი იმის თავიც არ მქონდა, რომ მეთხოვა მარტო დავეტოვებინე. მოვლენების სიზუსტე იმდენად შოკისმომგვრელი იყო, ლაპარაკის უნარს მიკარგავდა.
–უჩა!.. ჯაბა!.. ბიჭო, დროზე მოდით, ცუდადაა ბავშვი!–დაიყვირა, როგორც კი წყალი მოვსვი და ჭიქა ხალიჩაზე დადო.
წუთი არ იყო გასული, როდესაც სამი ბიჭი ოთახში შემოლაგდა და ინტერესით აღსავსე თვალები მოგვაპყრეს. დავინახე, როგორ გადაფითრდა აკო და ჯაბა , ჩემი დაზაფრული გამომეტყველების ნახვისას(ხო ვთქვი, ნამდვილი დემონიათქო!) და მოულონელობისგან გაფართოებული თვალებით ავხედე. დაკვირვებით შევათვალიერე ჩემი მომავალი სასიძო(რომელიც ეჭვი მაქ, ჩემი წყალობით და ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით, ალბათ ყოფილთა იარლიყს "აირტყამდა") და მიუხედავად შესაფერისი კანდიდატურისა, მაინც მინუსი დავუწერე გონებაში.
–რა მოხდა?.. რა უქენი ბიჭო?.. რა სჭირს?–მოუთმენლად მიახალა აკომ გიგის და ორ ნაბიჯში გადმოკვეთა ოთახი.
–რა უნდა მექნა?! თვითონ გახდა ცუდად... არაფერი მიქნია მე!–შუბლშეკრულმა გადახედა ჩემ გვერდით ჩამომჯდარ ძმაკაცს და გულწრფელი თვალები მომაპყრო.
–აბა ჰაერზე გახდა ცუდად?!–შეუბრუნა კითხვა, მე კი კვლავ სასიძოს თვალიერებას მივყავი ხელი.
–მაგით რას მინამიოკებ, რომ მე დავუშავე რამე?–ყური მომჭრა სიბრაზე შეპარულმა ხმამ, მაგრამ გონებამ ამჯერად ლანას მოკვლის სცენა დახატა.
–კი არ გინამიოკებ, გეკითხები... მაგასაც ვერ ხვდები შენი მოკლე ჭკუით!.. თუმცა რას მიხვდები, როდესაც შავგ?! ღამის თორმეტ საათზე რა გამერჩია?! ან შენ სად გქონდა თვალები?!
–ლამპიონები რისთვის არსებობს შენი აზრით?. და თუ არ გახსოვს, შეგახსენებ რომ მე გზებს ვსმოტრავდი...ეგ შენი მოვალეობა იყო
–რა იყო ბიჭო ჩემი მოვალეობა... მე მოვიიქრე ეგ გეგმა?! შენ არ აიჩემე გინდა თუ არა მოვიტაცოთ, უფრო მეტი მუღამი აქვსო?!
–ზუსტადაც მე მოვიფიქრე და მუღამსაც დავიჭრდი, შენ და იმ ტუპიაკს ყველაფერი რომ არ გაგეფუჭებინათ!
–შენ ბიჭო შიგ ხო არ გაქ?! გინდა დაგაძრო ეგ ენა?!
–აღარ მორჩებით თქვენ?!–დაიგრგვინა დემონმა, როდესაც მიხვდა, რომ კამათი ხელჩართულ ჩხუბში შეიძლება გადაზრდილიყო და ცეცხლწაკიდებული თვალები ოთახში მყოფთ მოავლო.
ურთიერთ ბრალდებები უმალ შეყდა და მეც თვალი მოვაშორე, ჩემი მზერისგან ადგილზე აწურულ ჯაბას. ინტერესით გადავხედე პატარა ბავშვებივით გაბუტულ ბიჭებს და რომ არა წამხდარი გუნება, გულიანად გავიცინებდი. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და თვალებ მოჭუტულმა შევხედე:
–ვინ გიყვარს?–უტიფრად მივახალე ჯაბას და დარწმუნებული ვარ, ერთი ნახვიტ შეყვარების პერსპექტივას განიხილავდა ყველა იქ მყოფი.
–უკაცრავად?!–გაოგნებულმა გადმომხედა და მეგობრებს მოავლო თვალი, თითქოს ხსნას მათგან ელისო.
–ვინაა ის გოგო, რომლის მოტაცებასაც ესენი აპირებდნენ?–განვმარტე და მოუთმენლად ჩავაჭტერდი ლურჯ თვალებში. გვერდითი მზერით ვგრძნობდი, როგორ მბურღავდნენ ბნელი თვალები, მაგრამ ვცდილობდი მისკენ არ გამეხედა.
–რაში გაინტერესებს?–ეჭვით მკითხა და ახლა ის ჩამაშტერდა მოუთმენლად. დანარჩენები ინტერესით ადევნებდნენ ჩვენ დიალოგს თვალს.
–შემიყვარდი და მისი ვინაობის გაგება იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი მოტაცების და ერთდღიანი სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ მოვუყვე!–სარკასტულად გავუღიმე და ტუჩი ავიბზუე.
–ლანა ჭანტურია.–როგორც იქნა ამოღერღა და მიუხედავად მოლოდინისა, მაინც ვერ შევიკავე თავი, გაკვირვების წამოძახილი რომ შემეკავებინა.–რა იყო, გეცნობა?
–კი... გამიგონია,–მწარედ გავიღიმე და წარბებ აწკიპული გიგის მივუბრუნდი,–ტელეფონი მჭირდება, სახლში უნდა დავრეკო!.. უნდა გავაგებინო რომ... გაუგებრობაში მოვხვდი და კარგად ვარ!..


888

საათზე მეტი ვნებივრობდი აბაზანაში და თბილი წყლიდან გამოსვლა არ მინდოდა. ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა ხვალინდელი დღე. გაუწმენდავი გზები, იძულებულს მხდიდა კიდევ ერთი ღამე გამეტარებინა აქ და დემონის მრისხანე მზერა ამეტანა. გულზე დაწოლილ ლოდს, ისიც მიმსუბუქებდა, რომ დიდი კამათის და ახსნის შემდეგ, ძლივს დავარწმუნე ლანა, რომ დედ–მამასთან არ დაერეკა და სახლში მისული ყველაფერს ავუხსნიდი. მისი ნამტირალევი და ნანერვიულები ხმა, მტკივნეულად მიკუმშავდა გულს, მაგრამ არ შემეძლო ყველაფრის ტელეფონიდან მოყოლა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქსელებს მიღება არ ჰწონდათ. წარმოდგენაც არ შემეძლო, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, როდესაც მომხდარს გაიგებდა და ამ მომხდარში, ჯაბას სახელიც გერეოდა.
–კიდევ კარგი სამხატვრო აკადემიაში დასვენება მაქვს!–შვებით ამოვისუნთქე და როგორც კი დამჭკნარი თითები საგრძნობლად შემაწუხებელი გახდა, აბაზანიდან გამოსვლაც ვინებე.
შემცივნულმა, უმალ ჩავიცვი ტანსაცმელი და ზენიტში მიტანილ მზეს ავხედე. ყურადღებას არ ვაქცევდი თვალების წვას და ჯიუტად მივშტრებოდი წითელ დისკოს. ინტერესით ვათვალიერებდი თვალწარმტაც ხედს და განსხვავება ქალაქსა და აქაურობას შორის, ჟრუანტელად მივლიდა ტანში. მოულოდნელობისგან შევკრთი, უცნაურმა ხმამ რომ გაკვეთა ჰაერი და მოუთმენლად მოვავლე გარემოს თვალი. ყრუ კნავილი გამაღიზიანებლად მოქმედებდა ყურის აპკზე და გაფაციცებით ვეძებდი ხმის გამომცემ ობიექტს. გაურკვეველი ბგერები მოწყდა ბაგეებს, როდესაც ფანჯრის გასწვრივ, ეკალ–ბარდებში ახლართულ პატარა არსებას დაეცნენ თვალები და რაფას მტკივნეულად მოვუჭირე ხელები. გული მომეწურა, კნუტის ამაო ფართხალი რომ შევნიშნე და გიგის მიერ გახსნილ საკეტს დავსწვდი. ყრუ ტკაცანმა, უსიცოცხლოდ გაკვეთა ოთახი და სწრაფად გამოვაღე ფანჯარა. ვიგრძენი, როგორ ამიწვა გამყინავმა სუსხმა სახე და თვალები ცრემლებით ამევსო... მზე საერთოდ ვერ ათბობდა ცივ გარემოს.
საწოლთან დაგდებულ ბოტებს დავსწვდი და დაუფიქრებლად ამოვიცვი შიშველ ტერფებზე. როგორც კი ფანჯარას მივუახლოვდი, უმალ ავძვერი რაფაზე და წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა, ჩარჩოს თითებით ჩავაფრინდი. ვიგრძენი, როგორ ააფრიალა ცივმა ჰაერმა სიფრიფანა კაბა და შიშველ კვირისტავებზე მომელამუნა. თვალით გავზომე თოვლამდე სიშორე და შიშის შემოტევა უმალ უკუვაგდე, როდესაც კვლავ მისწვდა სმენას, შესაბრალისი კნავილი.
–არ ხარ ნორმალური!..–გამოვუტანე საკუთარ თავს განაჩენი, ერთი ღრმად შევისუნთქე და წამის მეასედში მოვწყდი საყრდენს.
უწონადობის შეგრძნება უსიამოდ მიღიტინებდა მუცელში და ტკივილისგან ამოვიკვნესე, სხეულმა ყინვამორეული საფარი რომ შეიგრძნო. კვნესით წამოვჯექი ცივ თოვლზე, ხელიდან და ფეხებიდან ჩამოვიფერთხე და ტკივილისგან დავისისინე, გადაყვლეფილ მუხლებზე მპწკნავმა შეგრძნებამ დამიარა. ტუჩის კვნეტით დავხედე ქათქათა თოვლზე დამჩნეულ მეწამულ ლაქებს და გაყინული სხეული ძლივს წამოვზიდე.
–ნუ გეშინია... მალე გამოგიყვან!..–ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე, როგორც კი ეკლის ბუჩქებს მივუახლოვდი და იქვე დაგდებულ გამხმარ ტოტს დავსწვდი.
ყურადღებას არ ვაქცევდი მუხლებისა და ხელისგულების წვას, რომელსაც გაყინული სხეული, უფრო გაუსაძლისს ხდიდა და ჯიუტად ვეჯაჯგურებოდი ეკლით დაფარულ ბუჩქს გამხმარი ტოტოთ.
ფრთხილად გადავწიე რამდენიმე ეკალი, კიდევ რომ არ გავკაწრულიყავი და ნელა შევყავი ცენტრში ხელი. მოუთმენლად წავავლე კნუტს ხელი ფეხებში და ჩემკენ გამოვაცურე. კნავილი უფრო გაძლიერდა, უცხო სხეული რომ იგრძნო და უმალ გაყუჩდა თბილ გულ–მკერდზე რომ ავიკარი. ბედნიერებისგან სახეგაცისკროვნებულმა დავხედე პატარა გამურულ არსებას და ლამის ცრემლები წამსკდა, ბეწვი ნატკენ ხელებზე რომ შემეხო.
–ვინ მოგცა გარეთ გამოსვლის უფლება?!–მეხის გავარდნასავით გაისმა მკაცრი ბარიტონი და ვიგრძენი სიცივისგან გამოწვეული კანკალი, შიშმა როგორ ჩაანაცვლა.–როგორ გამოხვედი?!
–მე... მე ფანჯრიდან...–ძლივს მოვაბრუნე ენა და გაყინულ ტუჩებზე ძლიერად ვიკბინე.
–ფანჯრიდან?! შენ რა, გაპარვა გინდოდა?! –მრისხანედ ჩამაშტერდა თვალებში და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, მე კი ინსტიქტურად უკან დავიხიე.–რა იყო, გეშინია ჩემი?!–ირონიულად გამიღიმა და კითხვის აბსურდულობამ ისე გამაოგნა, კარგა ხანს ვერ მოვეგე გონს.
–კი...–გაუბედავად ვუპასუხე და კნუტი უფრო მივიხუტე გულზე.
როგორც იქნა მანაც შეამჩნია ჩემ მკლავებში გაყურსული არსება და შუბლშეკრული დააჩერდა, მე კი ჟაკეტის ბოლოებში ჩავმალე, თითქოს ასე ვიცავდი დემონისგან.
–რა არის ეგ...–ზიზღით შეავლო თვალი შალში გახვეულს და ვიგრძენი, როგორ გავბრაზდი აგდებულ ტონზე.
–კნუტია!–მკვახედ მივახალე და უტიფრად ჩავაშტერდი შავ თვალებში.
–მოაშორე აქედან!..–ისე მიბრძანა, თითქოს მისი მონა ვყოფილიყავი და თვალით მანიშნა უკან გავყოლოდი,–შენ გაქცევის მცდელობაზე კი სახლში ვილაპარაკებთ!
–არაფერსაც არ მოვაშორებ!–დავუყვირე გამწარებულმა და მთელი კონცენტრაცია ხელებისკენ მივმართე, გაბრაზებულზე კნუტისთვის რამე რომ არ დამეშავებინა.
–რა თქვი?!–უმალ შემოტრიალდა და ისეთი თვალებით შემომხედა, გულწრფელად გამიკვირდა, თუ რატო არ ვეგდე მიწაზე მკვდარი.
–არ მოვაშორებთქო!–მტკიცედ გავუმეორე და კვლავ უკან დავიხიე.
–შენ მე მგონი, არ იცი ვის ელაპარაკები!.. მე არ მიკითხავს შენთვის რა გინდა! გააკეთებ იმას რასაც გეუბნები და მეორეჯერ მსგავსი ტონით არ გაბედო ჩემთან საუბარი, თორე დილს ინციდენტიც კარგად მახსოვს და არამგონია გინდოდეს სამუდამოდ აქ დარჩე მგლების ლუკმებად განკუთვნილი!–დაისისინა და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
–თქვენ არ ხართ ჩემი უფროსი, მსგავსი ტონით რომ მელაპარაკოთ და რამე მიბრძანოთ!.. კნუტს კი მაინც დავიტოვებ!..–გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე გაკვეთა ყვირილით ნათქვამმა სიტყვებმა სუსხიანი ჰაერი და როგორც კი მის მზერას გადავაწყდი, ვინატრე რომ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე.
დაზაფრული მოვწყდი ადგილს და მისი ღრიალისთვის ან ალტერნატიულ შემთხვევაში, მუქარის ასრულებისთვის არ მომიცდია, ისე გავკურცხლე სახლისაკენ. თოვლში ჩაფლული ძლივს მივიწევდი წინ და შვებით ამოვისუნთქე, ღია კარებში რომ შევვარდი. აქოშინებულმა მოვავლე თვალი ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლით გამთბარ ოთახს თვალი და მზერა გაკვირვებულ ბიჭებზე შევაჩერე.
–შენ... შენ გარეთ რა გინდოდა?–ძლივს ამოილუღლუღა ჯაბამ და იმ წუთში შემოვარდნილ, გაცეცხლებულ დემონს ჰკიდა თვალი.
–არ მოუშვათ ახლოს!.. ჩემი მოკვლა უნდა!..–დავიყვირე აცრემლებულმა და არანაკლებ დაბნეულ აკოს ამოვეფარე.
–ენას ამოგაცლი გაუზრდელო ბავშვო!–დაიგრგვინა დემონმა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდაგა, წინ რომ გიგი გადაეფარა.
–უჩა, რა ხდება? რა გინდა ამასთან? გადაირიე?!–აეფარა ჯაბაც და ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი.
–გატუტუცებული, თავგასული მეტიჩარააა! აი, რა მინდა!–დაიყვირა და მრისხნე თვალები მომაპყრო.
–მე არაფერი დამიშავებია, დედას გეფიცებით!.. კატის წართმევა უნდოდა... მითხრა თუ არ დამიჯერებ მგლებს ვაჭმევ შენ თავსო!..–ამოვიტირე და აკნავლებული კნუტი უფრო მივიხუტე გულზე. სითბოს მომატებასთან ერთად, ვგრძნობდი უფრო და უფრო, როგორ მემატებოდა წვა ნატკენ ადგილებზე და თავს ძლივს ვიკავებდი, ცრემლები რომ არ წამომსვლოდა.
–ბიჭო, გადაირიე შენ? რა გინდა ბავშვთან, ტო! დაანებე თავი, თავისი გაჭირვებია და შენ კიდე უმატებ?–გამომექომაგა აკო და უარყოფითი წარმოდგენაც, უმალ გამეფანტა გონებიდან.
–გირჩევნია არსად გადამეყარო!–დამიღრინა და ისე გაგლიჯა კარები, ლამის ჭერი ჩამოგვენგრა თავზე.
–არ უსმინო შენ მაგას! აფრენს ცოტა... მაგრამ მაინც ჯიგარი ბიჭია!–დამიყვავა აკომ და თბილად გადამისვა თავზე ხელი.
–იცოდეთ კნუთს მაინც დავიტოვებ!–დავუბრიალე თვალები და მტკიცედ გადავხედე გაღიმებულ ბიჭებს.
–დაიტოვე მერე, ვინ გიშლის, ტო!–გამიცინა ჯაბამ და ჩემ მუხლებს რომ შეავლო თვალი, სახე გადაუფითრდა,–რა მოგივიდა, ე?!
–ფანჯრიდან გადმოვხტი და... კნუტი იყო ეკლებში და!..–უხერხულად გავიღიმე და ხელები წინ გავიწვდინე, მოკუნტული არსება რომ შეეთვალიერებინათ.
–შენ... შენ კუაზე ხარ?–ამოთქვა გიგიმ და ისე შემომხედა, თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი.
–მაკრინე... მაკრინე სიხარულიძე!–ნიშნისმოგებით გავუღიმე და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში, თან სიხარულისგან აბრჭყვიალებულ თვალებს არ ვაცილებდი პატარა საყვარელ არსებას.
---
-აი, მართლა ვერ ხარ, ტო!.. რომელი ჭკუათმყოფელი გადახტება ფანჯრიდან კატის გადასარჩენად?! "სპაიდერ მენობა" იკისრე და ჩვენ არ ვიცით?!. ან რამე რომ მოგეტეხა სად მიდიოდი?!-საყვედურებს არ წყვეტდა გიგი და სახედამანჭული დაჩერებოდა აკოს, რომელიც ჩემი გადაყვლეფილი მუხლების გაწმენდით იყო დაკავებული.
-აუ!!!-ხმა ვერ დავიმორჩილე სპირტიანი ბამბა რომ შემეხო და ცრემლები ძლივს შევიკავე, თან არაფრის დიდებით არ ვუშვებდი ჩაძინებულ კნუტს ხელებს.
-პრასწი რა!.. შემთხვევით მომიხვდა!-დამნაშავეს თვალებით მომაყარა აკომ და ჭრილობაზე სულის შებერვა დაიწყო.
-ნელა ბიჭო! ყველა შენნაირი საქონელი ნუ გგონია!..-დაუბღვირა გიგიმ და ძმაკაცისთვის მოქნეული ხელი, წამში ძირს დაუშვა, როდესაც ის კვლავ ჩემს კვირისტავს მიუბრუნდა.
თვალი ისევ სისხლისკენ რომ არ გამქცეოდა, მისაღები ოთახის თვალიერებას მივყავი ხელი, თან ჰაერში გაფანტული ენერგიის ნაფლეთებს ვაკოწიწებდი, ტკივილის გამო ცრემლები რომ არ წამსკდომოდა. დაბინდული მზერა გადამქონდა ერთი ნივთიდან მეორეზე და გაკვირვებას ვერ ვმალავდი, საოცარი სისადავით შეხამებული ინტერიერის გამო. სიძველის და თანამედროვე ტექნიკის ჰარმონიული შერწყმა, ერთგვარ მისტიკურ გარემოს ჰქმნიდა. ხოლო, მარმარილოს ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, უფრო მეტ დატვირთვას სძენდა ამ ყოველივეს. ხევსურეთზე და ხევსურ ხალხზე შექმნილი შთაბეჭდილება, ხუხულასავით მენგრეოდა თავზე და სრულიად ახალი ემოციით ვივსებოდი. ის იყო მომდევნო კედელზე უნდა გადამეტანა მზერა, როდესაც საკმაოზე დიდ ჩარჩოში ჩასმულ სურათს მოვკარი თვალი და სრულიად მოვსწყდი გარე სამყაროს. გაკვირვებული ვუყურებდი სურათიდან მომზირალ ოთხ წყვილ თვალს და თავს ძლივს ვაჯერებდი, რომ ისინი ჩემ ნაცნობებად შემერაცხა. თითქოს გამტაცებელთა სრულიად ახალ სახეს ვუყურებდი და უარყოფითი ემოციებიც, ქარის მოტანილივით მეცლებოდა ხელიდან.
ფოტო ალბათ ოთხი-ხუთი წლის წინ იყო გადაღებული. ოთხივე მათგანს ხევსურული ჩოხა-ახალუხი მოერგოთ ტანზე, ვერცხლისფერი ხმლის ვადებზე მოევლოთ ხელი და ამაყად გაჯგიმულნი შესცქეროდნენ ობიექტივს. მიუხედავად ტყუპებივით იდენტური ჩაცმულობისა, თითოეული მათგანი საოცრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და სწორედ ეს იწვევდა ჩემს აღფრთოვანებას. აკო ახლად ამოწვერილი წვერ-ულვაშით, საოცრად ლამაზი ნაკვთებიდან, ბავშვური აზარტულობით გაბრწყინებული თვალებით იმზირებოდა და დაპრუწული ტუჩებით, ცხადი იყო რომ სიცილს ვერ იკავებდა. ჯაბას ქერა, ატლასივით ბზინვარე თმა ზღარბის ქაცვებივით აექოჩრა და მობეზრებული გამომეტყველებით შეჰყურებდა კამერას. გიგის, როგორც ეხლა ერთზე ქონდა თმა გადაპარსული, წვერ-ულვაში შესამჩნევად მოეშვა და მიუხედავად იგივე ნაკვთებისა, რომ არა წყლიანი მწვანე თვალები, საათის განმავლობაში ვერ ამოვიცნობდი დონჟუანის გამოხედვა აკრულ სიმპატიურ ბიჭში. აი, დემონი კი... დემონი სურათშიც არ კარგავდა თავის დემონობას... ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა: მზის გულზე ორმაგად აბზინვარებული, კუპრივით შავი კულულები, რომელსაც მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, უწესრიგოდ დაჰყროდა შუბლზე და კუშტად შეკრული წარბებიდან, ამაყად იმზირებოდა. ხოლო ტუჩებზე დამცინავი ღიმილი დაფენოდა. ასე მეგონა სურათიდან სწორედ მე მიმზერდა და დამფრთხალმა უმალ თვალი ავარიდე. გონებაში უნებურად ამომიტივტივდა ცეცხლ წაკიდებული, საოცარი მრისხანებით სავსე, უკუნივით შავი თვალები და კვლავ გამაჟრჟოლა. ისეთი მძაფრი იყო პირველი შთაბეჭდილება და ისეთი ღრმა კვალი ქონდა დატოვებული ქვეცნობიერში, კლოუნის ფორმით ან სულაც ტრუსიკის ამარას რომ დაეწყო ოთახში ტანტალი, მაინც ვერ მომილბობდა გულს.
"საცვლითით სიარული, რა გულის მოსალბობია ერთი!.. ისე რა სასაცილო იქნება!.. ტყავის ტრუსიკით და მათრახით!!! თუმცა არა, კუდი და რქები იქნება მისთვის ზედგამოჭრილი... რომ არა მოკვდავობა, დარწმუნებული ვარ ლუციფერსაც კი შეშურდებოდა და მას გადაულოცავდა ყველა პრივილეგიას!"-გავიფიქრე და კვლავ ფოტოსკენ გამექცა თვალი. კიდევ კარგა ხანს ვიქნებოდი მიშტერებული, ჩემი მყუდროება ფეხის წვას რომ არ დაერღვია და მოულოდნელობისგან კვნესა აღმომხდა.
-ბოდიში! ბოდიში! ბოდიში!.. აი, მოვრჩი უკვე!-მაცნობა აკომ და ბინტზე ბოლო ნასკვი, მჭიდროდ შეკრა.-მაიტა ეხა ხელები!..-გვერდით მომიჯდა და კნუტზე მოხვეული მკლავები, ერთი ხელის მოსმით გამახსნევინა.-აი, პროსტა სად იფხორწიალე რა!.. ომ გამოვლილს არ ექნება ამდენი ნაკაწრი!..-აბუზღუნდა, როდესაც ჩემს ხელისგულებს დახედა და სველი ნაჭრით შემხმარი სისხლის ჩამობანა დაიწყო.
-ნაზად ბიჭო!-გაფრთხილება არ დავიწყებია გიგის და ფეხზე დგომით დაღლილი, რბილ სავარძელში ჩაეშვა.
-შენ ნუ მასწავლი, რა როგორ უნდა გავაკეთო, რა!..-ტუჩაბზუებულმა გადახედა ძმაკაცს და ისევ ჩემ ხელებს მიუბრუნდა.
-ისე, ფანჯრიდან გადახტომა რამ მოგაფიქრა?!-აქამდე ჩუმად მდგომმა ჯაბამაც ინება ხმის ამოღება და სიცილით მომაშტერდა,-კარების ალტერნატიულ, ეგზომ სასარგებლო დანიშნულებაზე არაფერი გსმენია?!
-მაშინ მაგაზე ფიქრისთვის არ მეცალა!.. უბრალოდ ის გავაკეთე რაც იმ წამს მომაფიქრდა!..-მკვახედ მივახალე და ჯერ კიდევ თავისუფალი ხელით, კნუტს თავზე მივეფერე,-და შენთვის ჯობია, ისედაც არასახარბიელო წარმოდგენას, მთლად ნუ გააცამტვერებ!.. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ თუ თვლი თავს პოტენციურ "რომეოდ"!-სარკასტულად დავამატე და გესლიანად გავუღიმე.
"რას აგიჩემებია ეს რომეო, მაკრინე?! თითქოს სხვა გმირი მაინც არ არსებობდეს!"-ვუსაყვედურე საკუთარ თავს.
-ეგ რა შუაშია?-დაიბნა სასიძო და მუქი ოქროსფერი წამწამები ააფახულა.
-შუაში კი არა თავშია!..-ჩემთვის ჩავილაპარაკე და მას მივუბრუნდი,-ისე, იცი გოგო რომ იყო, შესაშური გარეგნობა გექნებოდა... გერმანულ ბარბის გავხარ!-წამოვაყრანტალე კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული წარმოდგენა და უტიფრად ჩავაშტერდი გაოგნებისგან გაფართოებულ, ლურჯ თვალებში. თან ვცდილობდი გამაყრუებელი ხარხარისთვის ყურადღება არ მიმექცია.
-რას გავს?!-ახარხარებულმა ძლივს ამოთქვა გიგიმ და სიცილისგან უფრო აწყლიანებული თვალებით დამაშტერდა.
-გერმანულ ბარბის!-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და ხელი ჰაერში გავაშეშე, სანამ აკო სიცილს შეწყვეტდა.
-ეს რა თქვა, ტო!..-დაიწრიპინა აკომ და მუცელზე მკლავი მიიჭირა,-თავი აქ ჯიშკარიანს მოსაკლავი!.. გერმანული ბარბიო, ტო!..
-რატო აქ მოსაკლავი?! ის ვთქვი რასაც ვხედავ!.. კომპლიმენტი ვუთხარი!-შუბლშეკრული დავაჩერდი ოთხად მოკეცილს და პასუხს ტუჩაბზუებული დაველოდე.
-რომელი კომპლიმეტი ეგაა!.. მე რომ მითხრან ბარბის გავხარო, ხო უნდა გადავხტე მტკვარში!..
-მტკცარი არ ვიცი, მაგრამ ბევრი არც შენ რომ გიკლია ბარბამდე კი ვიცი!..-ნიშნისმოგებით გავუღიმე და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს დავაშტერდი.
-ეეეე, რაღაც გეშლება დაიკო!..-უმალ დასერიოზულდა და სიცილისგად გაფხრეწამდე მისულ გიგის წამლების ყუთი ესროლა.
-არაფერიც არ მეშლება!.. გეუბნები და არ გჯერა!
-ეეეე, რა პონტში ვგავარ ტო ბარბის!.. რომელი ძუძუებიანი ნაშა მე მნახე!..-აღშფოთებას ვერ მალავდა აკო და ფეხზე წამოჭრილი გულ-მკერდს ხელით ისინჯავდა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ქალებისთვის და კაცებისთვის მეტად სათაყვანო ღირსებები, მართლა ხომ არ "წამოზრდოდა".
-და ჩემი ძუძუები როდისღა ნახე?!-დაუღრინა ჯაბამ და შუბლშეკრული მიაჩერდა.
-მე რა ვიცი შენ რა გაქვს?! თორე ეხა ყოველ ღამე შენი სხეულის შესწავლით არ ვიყო დაკავებული!-დაუყვირა და ამჯერად პულავერში ჩაიხედა.
-ფუ რა სი*ები ხართ ტო!..-სიცილით ამოთქვა გიგიმ და როგორც კი ნათქვამი გაიაზრა ხველა აუტყდა.-აუ, ჩემი!.. ბოდიში რა მაკრინე!.. წამომცდა!.. მართლა არ მინდოდა...-აბლუყუნდა ლოყებ აწითლებული და თლილი თითების ნერვიული მტვრევა დაიწყო.
-ტყუილად ნერვიულობთ!..-დავამშვიდე სამივე და გიგის გავუღიმე, რათა მიმხვდარიყო, რომ მისი ბოდიში მივიღე,-მე იმის თქმა მინდოდა, რომ ეფექტური გარეგნობა გაქვთ!.. აკოს ლამაზი და ნაზი ნაკვთები აქ, ჯაბას კიდე ქერა თმა და ლურჯი თვალები... ეს ის არის, რაც საპირისპირო სქესის მისაპყრობადაა საჭირო!-განვუმარტე ჩემზე მოშტერებულ და შედარებით დაწყნარებულ ბიჭებს და აქამდე ჰაერში გაშეშებული ხელი, კვლავ "ექიმს" მივუშვირე,-მალე მორჩი რა...
-მსგავსი კომპლიმენტი ჩემთვის არავის უთქვამს... თუა მართლა კომპლიმენტი!-ჩაიდუდღუნა აკომ და დაწყვებული საქმე განაგრძო.
-გიგი ვისღა გავს?!-დაინტერესდა ჯაბა და ისე დამაშტერდა, თითქოს ერთი წლის ბავშვი ვყოფილიყავი, რომელმაც ეხლახანს დაიწყო ლაპარაკი და ამით აუდიტორიის გამხიარულებას ახერხებს... ნუ, მოკლედ რომ ვთხვა, მის მზერაზე, ჩემი თავი სტაჟიორ კლოუნად ჩავთვალე.
-ტიპიურ ქართველს!..-აგდებით მივუგე და გიგის მოშტერებული მზერა დავაიგნორე.
-ჯიგარი ხარ რა!.. აბა მე სულელს მოვიტაცებდი?!-გადაიხარხარა მეტრეველმა და ნირწამხდარ ძმაკაცს ნიშნისმოგებით გადახედა.
-აუ, ჩაი*ვი რა მეგი!-დაუღრინა ჯაბამ და ამჯერად მან დაიწყო სიცილი.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე მაგას ნუ მეძახითქო!-დაიგრგვინა მაგად შერაცხულმა გიგიმ და აპილპილებულმა მზერით გაბურღა.
-მეგი რას ნიშნავს?!-დაბნეულმა გადავხედე ბიჭებს და ისინიც იძულებული გახდნენ ყურადღება ჩემზე გადმოეტანათ.
-გვარ-სახელის შემოკლებული ვარიანტია რა!.. გიგი და მეტრეველი!-ფხუკუნით განმიმარტა ჯიშკარიანმა.
-აი, ჯეილოს პონტში რა!-დააგვირგვინა აკომ და გვერდზე გადაიხარა, დაბრუნებული წამლების ყუთი რომ აეცილებინა.
-კარგით, გეყოთ ეხა!..-სიმშვიდისკენ მოუწოდა საჩხუბრად აქოჩრილ ბიჭებს ჯაბამ და ღუნღულა ხალიჩაზე, ბუხრის წინ გაწვა.-ერთი ეს მითხარი, უჩა ვიღას გავს?-აზარტული ნაპერწკლებით ანთებული თვალებით გადმომხედა და ერთიანად დაძაბულს თვალი შემავლო.
-ააააა, მეორე იალბუზზე მეკითხები?!-კითხვა შევუბრუნე და ნერვიულად გავიცინე.
-ჯომოლუნგმა ჯობია!..-გამომეპასუხა აკო შეკავებული სიცილით და მეორე ხელს დასწვდა.
-ლუციფერია... პატენტის პონტში!-წავუძველბიჭოვე და თავს ძალა დავატანე, ერთიანად დაჭიმული სხეული, როგორმე რომ მოდუნებულიყო.
-ლუციფერისა რა გითხრა, მაგრამ კიდევ ერთი სიტყვა და აქედან ცოცხალი ვერ გააღწევ!-სრულიად მოულოდნელად გაისმა შემზარავი ხმა და ღმერთს მადლობა შევწირე, ფეხზე რომ არ ვიდექი, თორემ ჩემ ახვეტვასაც ვერ შეძლებდნენ იატაკიდან.
-ვააა, ჩვენი ლუციფერაც მოსულა!..-წამოხტა ფეხზე გიგი და გონებაში მისი თავდაცვის ინსტიქტი, მინუსებით შევაფასე.
-მეტრეველი, დამეკარგე აქედან!-დაუღრინა ბიჭს და დინჯად აუყვა კიბეებს.
სანამ ნაბიჯების ხმა არ მიწყდა, მანამდე ვერ მოვიშორე ის შეგრძნება, რომ იატაკი და მთელი სახლი, ყრუდ ზანზარებდა.


888

კმაყოფილმა მოვყლურწე ბოლო ყლუპი წყალი, როგორც კი ვახშმობას მოვრჩი და სანახევროდ გამშრალ კნუტს, სველ ცხვირზე წავეთამაშე. კნუტი სიამოვნებისგან გაინაბა და თითების მოცილებისთანავე, თბილ რძეს მიუბრუნდა.
როგორც კი აკო ჩემი ჭრილობების დამუშავებას მორჩა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ერთიანად გამურულ კატას დაბინტული ხელებით, ვერაფერს მოვუხერხებდი. გადახვეული მუხლებით კი საათის მერე მივაღწევდი სააბაზანოს და ინფექცია შეჭრილს, ახლა უკვე დერმატოლოგისთვის მომიწევდა დახმარებისთვის მიმემართა, რომ არა გიგი, რომელაც უყუყმანოდ იკისრა ეგზომ საპასუხისმგებლო მისია-კნუტი დაბანა. ახლა კი, ცხადად შემეძლო იმის გარჩევა, თუ რა შეფერილობის იყო ჩემი მუშუ! ზურგი და კუდი ნაცრისფერ, შავ, ყვითელ და ჭაობისფერ შეფერილობას დაეფარა. ყურები და თვალებიც ამავე ფერის ჰქონდა და ისეთ ლამაზ შეხედულებას აძლევდა, ლამის მოფერებით დამეხრჩო ერთიციდა არსება.
- საინტერესოა რა რეაქცია ექნება ლანას, შენ თავს რომ მივუყვან სახლში?!-გადავულაპარაკე მუშუს და შეხვეული ხელებით ფრთხილად ავიყვანე ხელში.
რა თქმა უნდა, ფიქრიც არ დამჭირვებია იმაზე, რომ კნუტი სახლში უნდა წამეყვანა. უკვე ისე მქონდა შესისხლხორცებული, ვერავინ წამართმევდა მის თავს... თუნდაც დეიდაშვილს კივილით ავეკალი და შინაპატიმრობით დავესაჯე.
მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე ლანას, იმასთან დაკავშირებით რომ კარგად ვიყავი და ხვალ ვნახავდი და საცვლების ამარა შევძვერი ცივ საბანში. თბილი კნუტი გულზე მივიხუტე და სიცივისგან აძაგძაგებული შევეცადე, როგორმე გავმთბარიყავი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ ვიგრძენი როგორ შემომეპარა ძილი და მეც ახალი დღის შესახვედრად მოვემზადე.


888


ჯერ კიდევ ალიონი იყო, როდესაც კარზე კაკუნმა გამაღვიძა და გემრიელად შევუკურთხე, ნორმალურად გამოძინება რომ არ მაცადეს. ადგომა და ცივ ოთახში სიარული, ჩათბილული საბნის შემდეგ ისე მესიკვდილებოდა, კვლავ საწოლში ჩავძვერი. როდესაც კაკუნი კვლავ განმეორდა და უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო, ჩემი მოთმინებაც ამოიწურა.
-მღვიძავს!-დავიყვირე გაბეზრებულმა და საწოლზე წამოვჯექი, ისე რომ საბანი სანტიმეტრითაც არ მომიშორებია.
ძილ-ბურანიდან არ ვიყავი გამოსული, როცა ჩემი მდგომარეობა გამახსენდა და თვალები უმალ ვჭყიტე. ჯერ კიდევ დარეტიანებულს, ძლივს გამიჭირდა იმის გააზრება, რომ დღეს სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და გული სიხარულისგან ამიფართხალდა. კბილების კაწკაწით გადავიცვი ყინულივით ცივი სარაფანი, ჟაკეტიც უმალ მოვიცვი და ის იყო ბოტებს დავსწვდი, თავში რაღაცამ რომ გამკრა. დაფეთებულმა მოვავლე თვალი ოთახს და შიშისგან უფრო გამაკანკალა.
-მუშუ!-გაყინული ტუჩებიდან ჩყრჩული აღმომხდა და ვიგრძენი როგორ შემეკუმშა გული ტკივილისგან.
ინსტიქტურად გადავჩხრიკე მთელი ოთახი და აბაზანა, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი კნუტი არსად არ ჩანდა!..
-ბიჭებო, ჩემი მუშუ ხომ არ გინახავთ?!-კისრის ტეხით ჩავვარდი კიბეებზე და მისაღებში მჯდომთ იმედიანი თვალები მივაპყარი.
მიუხედავად იმისა რომ კატის სხვა ოთახში ჩაკეტილი კარის გამო, შეუძლებელი იყო, მაინც არ ვკარგავდი იმედს, რომ მათ მაინც ეცოდინებოდათ რამე.
-ეგ ვინაა?-გაკვირვებულმა შემომხედა აკომ და ბიჭებს თვალი მოავლო.
-ჩემი კნუტი!-ამოვთქვი და დაჟინებით ჩავაშტერდი თვალებში.
-ისეთი ღლაპია, თავისზე უფრო ღლაპისთვის ვერ მოუვლია!-სარკასტულად ჩაილაპარაკა ლუციფერმა და კვლავ ტელევიზორს მიუბრუნდა.
-არ გინახავთ?!-ისე ვიყავი დაფეთებული, იმის თავიც არ მქონდა, საკადრისი პასუხი გამეცა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცოდი უარესს მეტყოდა... ან მიზამდა.
-არა, ტო! შენთან არ იყო? შენს ოთახში იქნება!-მხრები აიჩეჩა გიგიმ და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა
ყურადღება არ მიმიქცევია "შენს ოთახზე" ისე ვუპასუხე:
-არაა მანდ... მთელი ოთახი გადავქექე და ვერსად ვიპოვე!.. თან კარები ჩაკეტილი იყო... სად უნდა წასულიყო?!-ხმა აკანკალებულმა ავხედე და ცრემლები რომ არ წამსკდომოდა, თვალები ფართოდ გავახილე.
-სადმე მანდ იქნება, არ ინერვიულო...-დაიწყო ისევ, რომ შევაწყვეტინე.
-არ არის მანდ! გითხარი ვნახეთქო... არაა არა!..-ჯიუტად მივახალე და მუშტებით დავიწყე თვალების ზელვა.-აუ, მაპოვნინეთ რა!.. ხო არ გაქრებოდა?!-დავიჩურჩულე და შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი.
-ბაზარი არაა, ტო! მაგაზე გაწყენინებთ?!-დამაიმედა აკომ და გვერდით ამომიდგა,-აი, ნახავ თუ არ ვიპოვეთ! ეგეთები გვიპოვია?!
-მაგის დრო არ გვაქ ჩვენ! ისედაც დავაგვიანეთ... დაგავიწყდათ უკან რომ უნდა დავაბრუნოთ "პრინცესა"?!-ისე სარკასტულად თქვა ბოლო სიტყვები, შიშისგან სხეულში გამცრა და თავი დავხარე, შავი თვალების მზერას რომ გავქცეოდი.
-მართალია უჩა! ეხლა მაგის დრო არ არის!.. მალე უნდა წავიდეთ, თორემ კვლავ ჩაიხერგება გზები!-კვერი დაუკრა ჯაბამ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა.
-გამორიცხულია!.. სანამ კატას არ ვიპოვი, მანამდე არ მოვიცვლი ფეხს აქედან!-დავუბღვირე და ისე მტკიცედ დავდექი, ლამის იატაკს შევეზარდე.
-ვიღაც ვერ ხვდება, რომ ზედმეტები მოსდის!-დაისისინა დემონმა და ცივი თვალები მომაპყრო,-აქ შენ აზრს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!
-ზედმეტები მე კი არა, თქვენ მოგდით და იმას ნუ ამბობთ, რაშიც დარწმუნებული არ ხართ!-მივახალე წყობილებიდან გამოსულმა.
-ხმას დაუწიე გოგო!-დაიგრგვინა და ისე წამოხტა ფეხზე, თვალიც კი ვერ ვკიდე.-ბევრი მოგითმინე და კვლავ ნუ გამოცდი ჩემ მოთმინებას თორე...
-რადგან ვხედავ რომ ცოტა დაგრჩათ იგი, მეტს აღარ ვიზამ!..-გესლიანად გავუღიმე და სიტყვის დასრულებისთანავე ვინანე ნათქვამი.
-გითხარი შემომაკვდებითქო!-დაიღრინა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. ისეთი თვალებით მიმზერდა, თავი კუთხეში მომწყვდეულ ზებრად წარმოვიდგინე, ლომი ჩასაფრებული რომ ეპარება.
-არ მორჩებით თქვენ?!- გიგის წამოყვირებამ ადგილზე შემაქანა და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, თუ რა დონეზე მქონდა მთელი სხეული დაჭიმული.-რაც მალე ვიპოვით მაგ მუშუს, მით მალე მორჩება ყველაფერი.
-ფანჯარა ღია მქონდა... ეტყობა...-დავიჩურჩულე და ხელი შუბლზე ვიტკიცე.
-შენ აქ დარჩი და ჩვენ მოვძებნით...-გასცა ბრძანება ჯაბამ და მუჯლუგუნით გაყარა ბიჭები გარეთ.




888



თითქმის საათი იყო რაც მისაღებში ბოლთას ვცემდი და ციფერბლატს ვუყურებდი. იმის მოლოდინში, რომ წუთი-წუთზე შემოაღებდნენ კარებს და კნუტს მომიყვანდნენ, ძალა გამომელია და აცრემლებული დივანზე მოვიკუნტე. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი ამაო იყო და ისე მომიწევდა თბილისში დაბრუნება, კნუტს ვერ ვიპოვიდი. ვგრძნობდი, როგორ მივლიდა გულში მჭვალავი ტკივილი და ქვითინს კბილებს შორის ვიჭერდი.
ბავშვობიდან ასეთი გულჩვილი ვიყავი. თუ რამეს ან ვინმეს ამოვიჩემებდი, მისი დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის. შემეძლო მთელი ღამე ტირილში გამეტარებინა და არ მაინტერესებდა არაფერი... მის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავდა.
-მაინც გიპოვი!-ჯიბრიანად დავისლუკუნე, მლაშე სითხისგან გაკვალული ნაკადული, ღაწვებიდან მუშტებით მოვიწმინდე და მეორე სართულზე ავვარდი.
"ჩემ" ოთახში შევვარდი, საწოლზე გადაფარებულ ორნამენტებიან, ღუნღულა პლედს დავსწვდი, მხრებზე მოვისხი და საშინლად დამძიმებული შეძლებისდაგვარად ჩავვარდი კიბეებზე. გარეთ ისე ყინავდა, სხვსგვარად ორ წამში ყინულის სკულპტურას დავემსგავსებოდი. პლედის კიდეები ავკეცე, თოვლში რომ არ დასველებულიყო და სიარულში არ შეეშალა ხელი, თავზეც გადავიფარე და კარი გამოვაღე. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ყინვაში გავედი.
-ამ სიცივეში ამდენ ხანს გარეთ როგორ გაძლეს?!-დავუსვი საკუთარ თავს შეკითხვა და დაუფიქრებლად გავაბოტე თოვლში, იმის წარმოდგენაზე, თუ როგორი შეციებული იქნებოდა კნუტი.
ჯერ სახლის გარშემო დავიწყე ძებნა და "ციბა-ციბას" ძახილი, ვერაფერს რომ ვერ გავხდი, უფრო მაგრად ჩავეფალი პლედში და შიშით გავხედე ჩაბნელებულ ტყეს.
-"მგლების ლუკმებად განკუთვნილი!"-გამახსენდა დემონის სიტყვები და ცრემლები წამსკდა.
-ვაიმე!.. იქ ხომ... იქ ხომ მგლებია!.. რო შეჭამონ?!.-ამოვიქვითინე და სასოწარკვეთილმა მოვავლე თვალი გადათეთრებულ გარემოს.
კარგა ხანს შევცქეროდი ამაყად აღმართულ კოშკებს და თოვლში გაკვალულ გზას, რომ ბიჭებისთვის მომეკრა თვალი, მაგრამ ისინიც არ ჩანდნენ ჰორიზონტზე.
-ჯანდაბა!!! ჯანდაბა! ჯანდაბააააა!-დავიყვირე და ყინვისგან აწითლებულ ლოყებზე ხელები ავიფარე.
ცრემლები კვლავ არ წყვეტდნენ დინებას და ერთადერთ თბილ ნავსაყუდელად მეჩვენებოდა სიმკაცრე შეპარულ ბუნებაში.
ათი წუთი მაინც ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული, ცრემლები უმოწყალოდ კვეთდნენ ღაწვებს და რაღაცას ველოდი... ალბათ ბიჭებს... ლუციფერსაც კი სიხარულით შევეგებებოდი, თუ მუშუს მომიყვანდა.
ფეხები გამეყინა...
ცხვირივ...
თვალებიც სასტიკად მეწვოდა...
შეხვეული მუხლებიც... და გადავწყვიტე!.. ვიცოდი სისულელეს რომ ჩავდიოდი, მაგრამ ერთხელ გადაწყვეტილს, არაფრით გადავიფიქრებდი... ამიტომ წავედი!
კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და ერთიანად პლედში გახვეული, მხოლოდ თვალები რომ მიჩანდა, უსიერი ტყის შემზარავ ჩურჩულს შევეგებე.
გონებაში უნებურად ამომიტივტივდა აკუტაგავას "უსიერი ტყე" და შიშისგან გამაჟრჟოლა. ერთი გადავაქნიე თავი, აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და საბოლოოდ შევაბიჯე ხეების რიგში.






888





უკვე სათვალავი ამერია, იმდენჯერ დავარტყი წრე ერთი და იგივე ხეს და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე.
-არა!.. რაზე ფიქრობდი?! ხომ იცოდი არა!.. ხომ იცოდი რომ დაიკარგებოდი?! ხომ იცოდი რა შარშიც ყოფდი თავს?! ხო და, იყავი ეხლა მანდ!-ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს და გამხმარ კუნძზე ჩამომჯდარი ფეხებს ვაბაკუნებდი,-ხომ ხარ ღირსი აქ ამოგხდეს სული?! მგელი რომ გამოჩნდეს რას იზამ?!-დავუსვი სივრცეს შეკითხვა და ენაზე ვიკბინე.-აი ეხა, მართლა დაგერხა, მაკრინე!-ხმა ჩამწყდარმა ამოვიხრიალე და წამში მოვწყდი ადგილს.
გამწარებული მივრბოდი მუხლამდე თოვლში. პლედის კიდე თოვლზე მითრევდა და იმის თავიც არ მქონდა გამესწორებინა. ერთადერთი ეხლა რაზეც ვნერვიულობდი და ფიქრობდი, ბანჯგვლიანი რუხი მგელი იყო, კბილებ დაკრეჭილი რომ მომყვებოდა ფეხდაფეხ. ვგრძნობდი ადრენალინის მოზღვავებას. ვგრძნობდი, როგორ დამეცვარა სხეული ცივი ოფლით და გამყინავმა სიცივემ დამიარა მუცელში. ღრმად სუნთქვისგან ალვეოლები დასკდომაზე მქონდა და გაყინული სასუნთქი გზებიდან, დახშული ხრიალი ამომდიოდა. მივრბოდი მთელი ძალ ღონით და ღმერთს გადარჩენას ვთხოვდი!
არასდროს მიგრძვნია აღსასრულის აყროლებული მძორის სუნი ასე ახლოს... არასდროს მქონია იმის შეგრძნება, რომ საცაა თავის ბასრ ბრჭყალებს ჩამასობდა და ვერასდროს შევძლებდი კვლავ ჩასუნთქვას... ვერ ვიგრძნობდი ჟანგბადის არსებობას ფილტვებში, წუთისოფელზე მოვლენის პირველ წამებში, ასეთი ტკივილი რომ მომაყენა!.. როდესაც მტაცებლის ანთებულ თვალებს წავაწყდი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე სიცოცხლის ფასდაუდებლობა და ღმერთს გადარჩენა შევსთხოვე.
არ ვიცი, იმ წამს ეს როგორ შევძელი. როგორ აღვიქვი ხის დაბალი ტოტები, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დაუფიქრებლად ჩავებღაუჭე დათოვლილ ხეს. წამის მეასედში შევახტი ფეხებით ტოტს და პლედისგან დამძიმებული სხეული ძლივს ავითრიე. უკან მოვიხედე და რამდენიმე მეტრში არსებული "მტრის" დანახვისას დარჩენილი ენერგია მოვიკრიბე და იმ სიმაღლეზე ავძვერი, რომელზეც მოწვდენას ის ვერ შეძლებდა.
-ღმერთო ჩემო!..-ხრიალის მაგვარი ხმა აღმომხდა და გაყინულ გულზე ხელი მივიდე, თითქოს ასე ვცდილობდი მის დამშვიდებას.
ისეთ დონეზე ვიყავი დაფეთებული, სუნთქვასაც ძლივს ვახერხებდი და ასე მეგონა გული გამისკდებოდა. ხახა ერთიანად გაყინული მქონდა და გამშრალი ყელი ყველაფერს გაუსაძლისს ხდიდა.
როდესაც ოდნავ მაინც შევძელი დამშვიდება, საკმაოზე დიდ ტოტზე თოვლი გადავფერთხე და მასზე ჩამოვჯექი. შიშით ჩავხედე გაავებულ მხეცს, ხეს გამეტებით რომ ფხაჭნიდა და გული შემეკუმშა. ხელები მთელი ძალით ავიფარე ყურებზე, სულის შემძვრელი ყმუილი და ღრენა რომ არ გამეგონა და ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს.
-დამეხმარეთ!..მიშველეთ!.. გადამერჩინეთ!..-ციებენივით ვბუტბუტებდი და ცრემლების შეკავებასაც კი არ ვცდილობდი.
გულამოსკვნილი ვტიროდი და მგლის ხეზე ამობობღვის ყოველ მცდელობაზე, მაღლა მივიწევდი.
-დამანებე თავი!.. წადი!.. მომშორდი!.. წადი რა!..-სასოწარკვეთილი ვუყვიროდი გაანჩხლებულ ცხოველს და ხეს მთელი ძალით ვეკვროდი.-ღმერთო შენ მიშველე!-ამოვიქვითინე და უკანასკნელი იმედიც გადამეწურა, ბრჭყალებით რომ ჩააფრინდა ყველაზე დაბლა გაშვერილ ტოტს და ღრენით ამომხედა.
თვალები დავხუჭე და პლედში უფრო გავეხვიე... ბედს შევეგუე... აღარ შემეძლო მეტი!.. ძალა არ მქონდა!.. იმის იმედი მაინც მქონდა რომ ძვლებს მაინც იპოვიდნენ!
-ეს რა გააკეთე მაკრინე!..-ამოვიკნავლე და ერთიანად მოვდუნდი.
აზუზუნებულ თავში ნაცნობი კადრები განუწყვეტლივ ცვლიდნენ ერთმანეთს და გულს მტკივნეულად მიკუმშავდნენ. ბოლო დროს მომხდარი მოვლენები გამახსენდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი... ჩემ გამო შეიძლება "გამტაცებლებსაც" პრობლემა შექმნოდათ... დომონი დემონი რომ იყო, მაგაზეც შემტკიოდა გული!..
-მაკრინე!-გაისმა არსაიდან და სასოწარკვეთილს გამეღიმა.
დავრწმუნდი რომ მოჩვენებები დამეწყო და ახალი ცრემლების ნაკადმა იჩინეს თავი.
თვალები მოულოდნელობისგან ვჭყიტე, როდესაც უჩვეულო ხმებმა გაკვეთა ჰაერი და წამის შემდეგ, სიჩუმემ რომ დაისადგურა. შეშუპებული ქუთუთოები, გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს და ტირილისგან გაბუშტული ბაგეებიდან, გაოცების წამოძახილი აღმომხდა.
ვიგრძენი, როგორ გავხდი წამში უწონადი და უძვლო მასასავით ჩამოვცურდი ტოტიდან. პარალიზებული სხეული მოწყვეტით ჩაეშვა გამოწვდილ მკლავებში და დაგუბებული ჰაერიც ამოიტუმბა ფილტვებიდან.
-მადლობა!.. მადლობა!.. მადლობა!..-გაუჩერებლივ ვბუტბუტებდი და გახევებული თითებით ჩავბღაუჭებოდი ქურტუკს.
თვალს ვარიდებდი ყელ გამოღადრული ცხოველის, ბლანტ სისხლს, თოვლის საფარს რომ ადნობდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გაყუჩებული ვიყავი ფოლადივით ძლიერ, რბილ მკლავებში და ღმერთს მადლობას ვწირავდი... მადლობას, რათა ლუციფერს შემახვედრა!
პარადოქსია მაგრამ, მე-მაკრინე სიხარულიძეს, ცხოვრებაში პირველად მიხაროდა დემონის ხილვა... და ალბათ უკანასკნელადაც!.
--
უკვე ათი წუთი იყო, რაც ძლიერ მკლავებში გაყუჩული, მთელი ძალით ჩავფრენოდი ქურთუკს და თვალებს არაფრის დიდებით არ ვახელდი. სხეული საგრძნობლად მქონდა დაჭიმული, რაც კანკალს შესამჩნევს ხდიდა, ხოლო გონებაში კვლავ ის საზარელი კადრები მიტრიალებდა. ყურები საშინლად მიზუოდა და თითქოს და ეხლაც ჩამესმოდა გაავებული ცხოველის მრისხანე ღრენა. ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააზრება, თუ რა საფრთხეს გადავურჩი და ქვითინს კბილებს შორის ვიჭერდი.
-დიდხანს უნდა ინებივრო ჩემს მკლავებში?-სარკასტული ტონი, მჭახედ მიეხეთქა ყურის აპკს და წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა მნიშვნელობის ბგერებმა გაკვეთეს გამყინავი ჰაერი.
მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და დაზაფრულმა ვჭყიტე თვალები. ამ წამს მისწვდა ყურს, ბრძოლისგან აჩქარებული გულისცემა ნელ-ნელა როგორ წყნარდებოდა და ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. უჩვეულო სითბო მთელ სხეულზე შემომხვეოდა და სქელი პლედის შიგნითაც აღწევდა.
მოუთმენლად ავაფართხალე ფეხები, ნიშნად იმისა რომ გავეშვი და თითებიც გაჭირვებით მოვაცილე ქურთუკს. როგორც კი მიწა იგრძნო ტერფებმა, გუგუნი უფრო გაძლიერდა და რომ არ წავქცეულიყავი, მუხლებს დავეყრდენი.
-კარგად ხარ? თუ გინდა, ისევ ხელში აგიყვანო?!-მიუხედავად დახშული სმენისა, ირონიული ინტონაცია, მაინც არ გამოპარვია ჩემს გრძნობიერ სმენას და გმირობით შექმნილი სიმპატია, წამში გაფრინდა ცნობიერებიდან.
შუბლ შეკრულმა ავხედე ორ მეტრიან მუტრუკს და მწარე სიტყვები, ენის წვერზე დავიჭირე. რამდენიმე წამს ღრმად ვსუნთქავდი, კვლავ თავბრუ რომ არ დამსხმოდა და თავს ვარწმუნებდი იმაში, რომ სიცოცხლით ვიყავი მასზე დავალებული.
"ნუ ხარ უმადური მაკრინე! შეიძლება სხვა მის ადგილას შიშისგან გაქცეულიყო!.."-შევახსენე ალტერნატიულ მეს და ღრმად ამოვიხვნეშე.
-მე... არ ვიცი... არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება... შენ რომ არა... შეილება...-ენა დაბმული ავლუღლუღდი და აფორაჯებული ლოყების პლედში დამალვა ვცადე,-მადლობა... ამას ვერასდროს გადაგიხდი!..-როგორც იქნა ამოვთქვი და დათოვლილ ფეხსაცმელებს დავაშტერდი.
-ამ უაზროობის ბლუყუნი არც მოგიწევდა, რომ დაგენერებინა და სახლში დარჩენილიყავი... თუმცა რას გელაპარაკები, თავში ჭკუა მაინც არ გაქ!..-დაისისინა და როგორც ყოველთვის სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა არ ვიცი, ეს მისი სიტყვების ბრალი იყო, თუ ყინულივით ცივი თოვლის, ხიდან "ჩამოძრომის" შედეგად, ზურგში რომ ჩამცვენოდა.
მიუხედავად დამსახურებული საყვედურისა, საშინლად არ მესიამოვნა ლუციფერის სიტყვები და ჩემი ასეთი მიწასთან გასწორებით, მრისხანების ტალღამ მომიცვა. უტიფრად ჩავაშტერდი ბნელ თვალებში და მზერით ვაგრძნობინე "არც შენ ხარ აინ შტაინი-მეთქი".
-ეჭვი მაქ, ისე მოგეწონა აქაურობა, აქ დარჩენის სურვილი გკლავს!-იმავე ტონით მიპასუხა და მრისხანე თვალები მომაპყრო.
-ისა... როგორ მომაგენი?-უმალ შევცვალე თემა და სიცივისგან აძიგძიგებული სხეულის დამორჩილება ვცადე, თან კულტურულად არ ვიმჩნევდი გალმღვარი თოვლისგან დასველებულ მთლიან ზურგს.
-ნაკვალევით!-აგდებით მომიგო და წაბლისფერ ულაყს სადავე დაუჭირა, რომელიც მხოლოდ იმ წამს შევნიშნე.
-მსხვები... ისინი სად არიან? შენ გამოგყვნენ? მუშუ იპოვეთ უკვე?-მივაყარა, როდესაც გონებამ ნორმალურად აზროვნება შეძლო და დაფეთებულმა შუბლზე ვიტკიცე ხელი,-ვაიმე!.. ლანაზე არც კი დამირეკია... რა სულელი ვარ...როგორ დამავიწყდა!.. წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში იქნება...-ვბუტბუტებდი გაუჩერებლივ და თოვლზე რვიანებს ვხაზავდი.
-შეგიძლია მოკეტო?!-საკმაოზე მაღალი ტონი, მტკივნეულად მომხვდა გულზე და დენდარტყმულივით ადგილზე გავშეშდი.-შეგიძლია ცოტა ხნით მაიც გაჩუმდე?! ის მაინც არ გეყო, რომ შენი სულელური საქციელის გამო, ამ სიშორეზე მომიწია წამოსვლა?! ეხლა კი იმის მაგივრათ ამ ადგილს მოვშორდე, ახალი მგლების შემოსევა რომ ავიცილო, შენ ბრაზილიურ ისტერიკას ვუსმენ!
ვგრძნობდი, როგორ მატულობდა წყალი თვალებში და თავს არაადამიანურ ძალას ვატანდი, გულამოსკვნილი რომ არ ავტირებულიყავი. მწარე სიტყვებში შემალული სიმართლე, ისე მიკუმშავდა გულს, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ყელში გაჩხირული ემოციათა გორგალი, ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და საცაა უჰაერობისგან გული წამსვლოდა.
-მალე შეჯექი ცხენზე და სანამ თოვლს ნაკვალევი წაუშლია, იქამდე უნდა გავაღწიოთ აქედან!-მიბრძანა აგდებული ტონით, წამისწინანდელი აფეთქება კვალად რომ დამჩნეოდა.
-არ მინდა!-მიუხედავად იმისა, მტკიცედ მეპასუხა, ჩამწყდარ ტონს მაინც ვერაფერი მოვუხერხე.
-რა?.. შენ რა გგონია შეგეხვეწები?! თუ არ გინდა, მოგიწევს ფეხით სიარული!-როგორც კი სიტყვა დაასრულა, სმენას მისწვდა თოვლის ხრაშუნი.
ფეხებზე დაჩერებულმა, ჩრდილების მოძრაობით აღვიქვი, როგორ გამშორდა დემონი და ცხენიც ფრუტუნით თან გაიყოლა.
-შენ რა, დიდხანს უნდა იდგე მანდ?! არ გესმის წეღან რა გითხარი?! გინდა აქ დაგტოვო?!-გაღიზიანებული მომიბრუნდა ადგილიდან ფეხი რომ არ მოვიცვალე და რამდენიმე მეტრიდანაც ვგრძნობდი, მისგან მომავალ დაძაბულ აურას.
-არ... მინდა...-ძლივს გადავაბი ორი სიტყვა ერთმანეთს გულაჩუყებულმა და ტუჩზე ძლიერად ვიკბინე.
-რა არ გინდა?! გითხარი შენი ყბედობის მოსმენის თავი არ მაქვს-თქო!-მომახალა მოურიდებლად, მე კი ყოველ მის სიტყვაზე, გული ყელში მებჯინებოდა.
-არ წამოვალ შენ... შენთან ერთად!-დავუყვირე აცრემლებულმა და საპირისპირო მხარეს გავაბოტე.
ბლედის ბოლოები თოვლზე მითრევდა, ცივი ჰაერი მოღეღილ ყელზე მეხვეოდა და ალისფერ თმებს უწესრიგოდ აფრიალებდა. გულში აბუყბუყებული წყენა და დარდი, სულის შემძვრელად მოქმედებდა, ისედაც აწეწილ ნერვებზე და სწორად აზროვნების უნარს მიკარგავდა. ვიცოდი, ვიცოდი რომ კვლსვ სისულელეს ჩავდიოდი, მაგრამ მისი დამამცირებელი სიტყვების უსიტყვოდ გადაყლაპვა მაინც არ შემეძლო. მოვკვდებოდი და მას არ გავყვებოდი... თუნდაც ხუთი მგელი გადამყროდა, მაინც არ გავყვებოდი... თავმოყვარეობა არ მომცემდა ამის უფლებას. დაყვედრებულ საქმეს სიკვდილი მერჩია. უმისამართოდ მივაბოტებდი ყინვა შეპარულ თოვლში და ცრემლით დაღარულ ღაწვებს, ჟაკეტის სახელოებით ვიწმენნდი. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე გრძნობათა ომიდან, უხეშად რომ ჩამავლეს მკლავში ხელი და ადგილიდან დაძვრის საშუალება მომისპეს.
-გოგო გადაირიე შენ?! რა ისტერიკებს მიმართავ აქ?! შეწყვიტე ეს იაფფასიანი თავის დაფასებები და დროზე უკან გამომყევი, თორე უნამუსო ვიყო, აქ თუ არ დაგტოვო!-ისე დაისისინა, მაგონა ჩუმი ღიალისგან ბარაბნები გამისკდებოდა, ხოლო ხელში ნელ-ნელა წყვეტდა სისხლი დინებას.-გესმის რას გელაპარაკები?!-გამიმეორა და თავისკენ დამქაჩა.
-არა... არ მესმის მე შენნაირი ცხოველების! არ მესმის და არსადაც არ გამოგყვები... გამოგყვე, რათა შემდეგ შენი შეურაცმყოფელი სიტყვები ვისმინო?.. არა, არა და არა!.. არ მინდა!.. არ მინდა შენი დახმარება... ჯობდა... ჯობდა მგელს დავეგლიჯე ან გავყინულიყავი!.. ეგრე ჯობდა!..-ხმა ჩამწყდარი ვჩურჩულებდი თავდახრილი და ძალაგამოლეული ვეჯაჯგურებოდი მარწუხებივით მკლავებს.
-იცოდე აღარ გავიმეორებ!-დამემუქრა და წვალებით გამიშვა ხელი.
-არ მინდა... არ მინდა შენთან... ურჩხული ხარ შენ... დემონი!..-ამოვიტირე სვენებ-სვენებით და ამჯერად სირბილით გავშორდი მოღრიალეს.
არ ვიცი სად მივრბოდი... არც მაინტერესებდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, გული ლამის გამსკდომოდა და რომ არ მეტირა, ალბათ ასეც მოხდებოდა. გულამოსკვნილი ქვითინი კვეთდა ტყის სიჩუმეს და უსიცოცხლოდ ეკიდებოდა სუსხიან ჰაერში. იმ წამს რომ ეკითხა, შეიძლება ისევ მგელი შეგხვდეს და რას გააკეთებო, ალბათ არც არაფერს. ისე ვიყავი ემოციებისგან დაღლილი, ზუსტად ვიცი ბედს იოლად შევეგუებოდი. აქამდე უმადრებელი სიტყვებს და ტონს ისეთ სასოწარკვეთილებამდე მივყავდი, ლამის საკუთარი სხეული ამეკუწა, სულიერი ტკივილი რომ არ მეგრძნო. 18 წლის მანძილზე აგებული ბარიერი ჩემსა და სხვა დანარჩენ სამყაროს შორის, ისე ჩამოანგრია ორი დღის გაცნობილმა უცნობმა, შეწინააღმდეგებაც კი ვერ შევძელი.
-რა... რა სულელი... ვარ!.. როგორ დავიჯერე... რომ გულის სიღრმეში კეთილი... ი... იყო!-გაუჩერებლივ ვსლუკუნებდი და სირბილისგან ატკიებულ კუნთებს და მუხლებს ყურადღებას არ ვაქცევდი.
არ ვიცი ასე რამდენ ხანს მივრბოდი, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვიგრძენი საშინელი ტკივილი, როდესაც მოწყვეტით ჩავეფალი თოვლში. სახვევებიდან გამოჟონილი სისხლი, ცრემლებისგან გადაგლესილი თვალებით ძლივს შევამჩნიე და ლღობა შეპარული თოვლი კაბიდან გადავიფერთხე. მიუხედავად სირბილისა, სხეულში კვლავ ჟრუანტელი მივლიდა და გაყინული თითები, ავადმყოფურად გალურჯებულიყო. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე და აცახცახებული, აბლანტული ნაბიჯებით გავაგრძელე გზა. დაქანცულმა ავხედე ხის ტოტებისგან დაჩრდილულ ცას და უნებურად შევკრთი, მდუღარე ცრემლებს ცივი ფიფქი რომ შეერია.
-თოვს...-წავილუღლუღე და უფრო გამრავლებულ ფიფქებს თვალი მოვავლე.
ვუყურებდი, როგორ იდებდნენ ბინას თოვლის, ლოდის, ხავსის, ხის მერქნის ზედაფირზე და გადაღლილ გონებას დაფიქრების საშუალებას არ ვაძლევდი. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, წყლის ჩხრიალი რომ მისწვდა სმენას და წყურვილმა ყველა სხვა სურვილი გადაფარა.
ლასლასით მივუახლოვდი ლოდებს შორის მორაკრაკე ნაკადულს, ყინვა ჯერ რომ არ მორეოდა და ბოლო ცრემლიც ჩამოგორდა უპედან. გადათეთრებული ლოდიდან სისინით გადავფერთხე თოვლი, პლედი იქ დავდე, წყალში რომ არ დასველებულიყო და გაჭირვებით დავიხარე. გადახვეულ მუხლებში, მბწკენავმა ტკივილმა დამიარა, როდესაც წყალს დავეწაფე და ცივმა წყალმე, უფრო გამიყინა სხეული. სუსხი ჟაკეტშიც კი ატანდა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს შუა ყინვაში შიშველი რომ ვიდექი.
როგორც კი წყურვილი მოვიკალი, ფრთხილად დავეყრდენი ლოდს, როგორმე რომ წამოვმდგარიყავი და ფეხებს მინიმალური დატვირთვა მივანიჭე. გამეტებულ ტკივილს კვირისტავზე ყურადღებას არ ვაქცევდი და ის იყო უნდა გავმართულიყავი, მოლიპულ ქვაზე ბოტი რომ ამისხლტა და მოწყვეტით ჩავეშვი ცივ წყალში.
წამიერი კივილი მოსწყდა ბაგეებს, ზურგით ლოდები რომ ვიგრძენი და სხეული სიცივისგან პარალიზებული გამიხდა. ხელზე წამოწევაც ვერ შევძელი, ისე მქონდა გათოშილი სხეული და გავარვარებული გულიც კი ყინულის ლოლოდ აქცია. წყლით გაჟღენთილი, დამძიმებული სამოსი, დაუძვრელ მასად მექცა და ძალა გამოცლილმა, ცივი წყლის უსასრულობაში ჩავყვინთე. ფილტვებიდან უკანასკნელი ნახშირორჟანგი ამოიტუმბა და გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე აღმოჩნდა გათოშილი სხეული წყლის ზემოთ.
სველ სხეულზე, ცივი ქარი უფრო მეტად მოქმედებდა და ასე მეგონა კიდურები ამპუტირებული იყო. ყრუდ ჩამესმოდა მშველელის ძახილი, რაღაცას რომ მთხოვდა და გაყინულ ნაკვთებზე ნაცემი ცხელი სუნთქვა, მწველ ტკივილს გზავნიდა ტვინში. ერთადერთი რაც მინდოდა, ეს გონების დაკარგვა ან თუნდაც სიკვდილი იყო, მსგავსი ტკივილი კვლავ რომ არ მეგრძნო.
-...გესმის?!. გაახილე თვალები!.. შემომხედე... გონება არ დაკარგო... გაიყინები ეგრე... გაახილე თვალები!.. ფუ ამის...-ჩამყვიროდა ვიღაც ყურში, თითქოს მინის იქიდან შემოდიოდა ხმა.
ბუნდოვნად ვიგრძენი, სხეულის გათბობის მცდელობა, უწონადობის შეგრძნებამ, როგორ შეცვალა და ერთიანად დამძიმებული სხეული, წამის შემდეგ მყარ ზედაპირს შეეხო.
გაჭირვებით დავაშორე, ერთმანეთზე მიყინული წამწამები და მოძრავ ლანდში, უცხო სხეული გავარჩიე, თან ყურათან აგუგუნებულ აჩქარებულ გულისცემას, გონება გაფანტული ვუსმენდი.
-შემომხედე!.. მე შემომხედე!.. გესმის რას გეუბნები?! გონება არ დაკარგო!..-მელაპარაკებოდა უცნობი და ცხელ ხელისგულებში მოქცეულ სახეზე, დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი.
-მ... მცი... ვვა...-ამოვილუღლუღე აძაგძაგებულმა და თვალები კვლავ მიმელულა.
-არა... არა, გაახილე თვალები... ჯანდაბა!.. ოღონდ ეხა ატლიკინდი და ბოდიშსაც კი მოგიხდი... უბრალოდ გონება არ დაკარგო!.. მე მიყურე და მალე გათბები... -ჩემყვიროდა გაუჩერებლივ და გალუმპული ჟაკეტისგან მანთავისუფლებდა.
-არ... გი... გინდა... თ... თავი და... დამანებბ... ე!..-მიუხედავად მდგომარეობისა, სუსტად გავიბრძოლე და თვალების გახელა ვცადე.
-სველი ტანსაცმლით, უფრო გაიყინები... არაფერს გიპირებ...-მარწმუნებდა უცნობი, როგორც ჩემი დახშული სმენით აღვიქვამდი, თან კაბაზე წაპოტინებულ გახევებულ თითებს მიხსნიდა.
-არ... არ მმინ... ნდა!-ამაოდ ვფართხალებდი და სიცივისგან ლამის გონება დავკარგე, სველი სარაფანი რომ მომცილდა. წამის შემდეგ კი სიცივე შეპარულ პლედში, ახალშობილივით შეხვეული, სთბოს ნაგლეჯებს ვაგროვებდი, თეთრ ყინვას რომ არ შთაეთანთქა.
-მალე წავალთ... ცოტაც და სახლში ვიქნებით... შენც გათბები...-მებუტბუტებოდა აქოშინებული და ჩაბღუჯული სადღაც მივყავდი.
გაჭირვებით გახელილი თვალებიდან ვხედავდი, როგორ მოძრაობდა ბუნება ჩვენს გარშემო და სველ თმებს ბეჭებზე ვგრძნობდი. მოულოდნელობისგან შევკრთი, რაღაცაზე რომ შემომსვა და წონასწორობა ძლივს დავიცავი, ცხენის უნაგირზე რომ აღმოვჩდი გვერდულად მჯდომი. ალბათ კვლავ თოვლში გავადენდი ზღართანს, უკან ის რომ არ დამჯდარიყო და მისავათებული მივესვენე მკერდზე. შუბლზე ნაცემი ცხელი სუნთქვა, შესამჩნევად მითბობდა სახეს და ლამის მთელი სხეულით ავკროდი უცნობად შერაცხულ დემონს. ზურგზე და მუცელზე მოხვეული მკლავები კი, სადავეს რომ იჭერდა, უცილობელი გარანტი იყო, ცხენიდან არ ჩამოვარდნისა.
-სულელი ხარ... სულელი!.. როგორ წახვედი! მე კიდე ხო, გაბრაზებული ვიყავი, მაგრა შენ?! ხომ შეიძლება უკან თოვა არ გაძლიერებულიყო და უკან არ მოვბრუნებულიყავი?! მერე რას აკეთებდი?!-გზადაგზა მსაყვედურობდა გაბრაზებული და მკლავებს დროდადრო ძაბავდა, თითქოს ასე სურდა ჩემ იქ ყოფნაში დარწმუნებულიყო.
-ცუდი... კა... კაცი ხარ!..-ენის ბორძიკით ამოვილუღლუღე და სახით ავეკარი დუტის ქურთუკზე.
-ცუდი ვარ... ცუდი!.. შენ კი კიდევ ვერ გათბი!..-დაისისინა და სადავე მოქაჩა.-თბილი მოსაცმელი გჭირდება, ტემპერატურა რომ აღიდგინო... უფრო სწორად გამთბარი...-საქმიანად აგრძელებდა და მჭიდროდ გადახვეულ პლედს, თანდათან მაცილებდა.
მართალი იყო, რომ ვერ გავთბი, მაგრამ პლედის მოშორება, სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის... მითუმეტეს, საერთოდ არ მხიბლავდა, დემონის წინაშე, საცვლების ამარა წარდგენა... უმნიშვნელო დისტანციით ჩვენ სხეულებს შორის.
-არრრა... არ მინნდა!.. თავი დაამანნებე!..-აღელვებისგან და სიცივისგან არეულმა წამოვიძახე და რაც შემეძლო ფართედ გავახილე თვალები.
-შენ არ გინდა, მაგრამ სხვა შემთხვევაში გაიყინები... ნუ მაფიქრებინებ, რომ... ჯანდაბა!.. უბრალოდ მოიშორე ეგ დასაწვავი პლედი!..-დამიყვირა წინააღმდეგობის გაწევა რომ შემეწყვიტა და ანთებული თვალებით დამაშტერდა.
როდესაც მიხვდა, მასთან ჯაჯგურს რომ არ შევწყვეტდი, უმისამართოდ შეიკურთხა და ქურთუკი ერთი ხელია მოსმით გაიხადა, მუზლებზე გადაიფინა და დათბილული პერანგი, ღილების ტკაცანით გახსნა. გაოგნებული ვადევნებდი თვალს ყველა მის მოძრაობას, თან თავს ძლივწ ვიკავებდი უნქგირიდან რომ არ გადავვარდნილიყავი. ის იყო ვიფიქრე მაისურის გახდასაც აპირებსთქო, მოულოდნელად გამომღლიტა პლედი ხელებიდან და შეწინააღმდეგებაც ვერ შევძელი, პერანგის სახელოებში რომ გამაყოფინა ხელები. შიშველმა სხეულმა, როგორც კი სითბო იგრძნო, შესამჩნევად მომადუნა და ვიგრძენი, სისხლის შხუილი კაპილარებში. თითონ კი მანამ არ ჩაიცვა, სანამ პლედიც არ მომახვია.
-ეხლა გათბები!..-ჩაიბურტყუნა იმავე ტონით და კვლავ სადავეს დასწვდა.





888




სახლში მისულებს, ბიჭებიც იქ დაგვხვდნენ, უცხო ხალხთან ერთად რაღაცაზე გაცხარებით რომ კამათობდნენ და გაფითრებულ სახეზე, შეშფოთება რომ გამოსახვოდათ. მიბლანტული თვალებით, არ გამჭირვებია იმის გარჩევა, თუ როგორ გაუხარდათ ჩვენი დანახვა და ქოთქოთით მოგვარდნენ.
-სად იყავით ამდენ ხანს ტო? იცი როგორ ვინერვიულეთ? მთელი სოფელი თქვენ გეძებდათ… ვერსად გიპოვეთ.-ერთდროულად აყრიდნენ დემონს და დაფეთებულ თვალებს, ხან მას მიაშტერებდნენ ხან მე.
-მერე რა... ეხლა ამას მიხედეთ...-დაღლილი ხმა მისწვდა სმენას და გაყინული ცხვირი, კვლავ ქურთუკში ჩავრგე.
-რა ჭირს ტო!.. რა მოუვიდა?.. ხომ კარგადაა?-გიგის შეშფოთებულ ტონზე გული მომეწურა, მაგრამ ისე მიბჟუოდა თავი, დამამშვიდებელი სიტყვის კი არა, გაღიმების თავიც კი არ მქონდა.
-გაყინულია... ეხლა სითბო ჭირდება... მაგრამ ჯერ არ შეიყვანოთ ოთახში...-ინსტრუქციას აძლევდა ბიჭებს, თან ცხენიდან ჩემოვყავდი.-აკო სამზარეულოში შეიყვანე ცოტახნით... მერე შხაპი უნდა მიიღოს და კარგადაც გახდება...-დაარიგა აკო და ის იყო, მასზე უნდა გადაველოცე, გიგი რომ შევამჩნიე გვერდითა მზერით.
-მე წავიყვან!-განუცხადა მტკიცედ და მკლავებში მომიქცია.
კიდურების წვის გამო, გაპროტესტების თავიც არ მქონდა და ბედს დავნებდი... ორ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, იქვე ჩავიკეცებოდი.
---
მიუხედავად კომფორტული გარემოსა და სხეულზე შემოხვეული საოცარი სითბოსი, მაინც ვერ შევძელი სიზმარშიც კი გავქცეოდი საზარელ მოგონებას. ნაწყვეტ–ნაწყვეტ, ბუნდოვნად გამოკრთებოდა ხოლმე, მტაცებლის დამშეული, ანთებული მზერა და ესეც საკმარისი იყო, სხეული კანკალს აეტანა. სითბოსგან დაბუჟებული ტერფები და ხელის თითები, წამში მეყინებოდა, თითქოს კვლავ ყივაში ვიყავი ეულად მდგომი. გონებას ვებრძოდი, უსიამოვნო მოგონებები, როგორმე რომ მომეშორებინა, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა.
უკვე გამოფხიზლებული, ნათლად ვგრძნობდი კუნთების და თავის გაუსაძლის ტკივილს. ყოველი ჩასუნთქული ჰაერი ჩაქუჩივით მირტყამდა შუბლში, რასაც აზუზუნებული სმენა, უფრო აუტანელს ხდიდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე გამთბარი და სიცივის ჟრუანტელი მივლიდა დრო და დრო ტანში. გუმანით ვგრძნობდი, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი, მაგრამ იმის ძალაც არ მქონდა, ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოები დამეშორებინა. პირი სასტიკად მქონდა გამშრალი და გამორიცხული არ იყო, ტუჩები გაუხეშებული და დამსკდარი მქონოდა.
–ელაპარაკე?–მიუხედავად დახშული სმენისა, მაინც გავარჩიე ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, მაგრამ იმის გარჩევა ვერ მოვახერხე, თუ ვინ იყო კითხვის ავტორი.
–კი... შეშინებული იყო და არ გამოდიოდა უარი მეთქვა.–ღრმა სუნთქვას ამოაყოლა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
–იმედია მალე მოვლენ... ნათესავის დანახვაზე იქნებ უკეთ გახდეს!–ოხვრით ამოთქვა და ყრუ ბათქი მისწვდა სმენას.
–კარგად იქნება!–დაღლილი ტონი მტკიცე გაუხდა და უნებურად შევკრთი, გრილი თითები, რომ შემეხო ლოყაზე,–მაღალი სიცხე აქ ტო!.. ერთიანად ხურს...
ღმერთს მადლობა შევწირე, მგრძნობელობის უნარი ჯერ კიდევ რომ გამაჩნდა და გამშრალი ყელი გაუსაძლისი რომ გახდა, გაჭირვებით გავახილე დამძიმებული ქუთუთოები. თვალი ვკიდე, ჩემს წინ, ხალიჩაზე ჩაცუცქულ გიგის, თვალები სასაცილოდ რომ გაფართოებოდა და დაჟინებით მომშტრერებოდა თავ დამძიმებულს.
–წყა...ლი მინდა!–ძლივს მოვატრიალე ენა და პირში დაგუბებული ჰაერი, ჩურცულად ვაქციე.
საუკუნის მწყურვალივით გამოვცალე ცივი სითხე და ჟრუანტელ დავლილი, კვლავ პლედში გავეხვიე. მიბნდილი მზერით ვადევნებდი თვალს აკოს, ცარიელი ჭიქა მაგიდაზე რომ დააბრუნა, სავარძელში ჩაჯდომისთანავე მომლოდინე მზერა რომ მომაპყრო და კვლავ გიგის შევხედე, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთ ადგილას რომ გაშეშებულიყო.
–კარგად ხარ?–ფრთხილად შემეკითხა და ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლზე ანთებული მწვანე ირისები მომაპყრო.
–კი რომ გითხრა, დამიჯერებ?!–ამოვიჩურჩულე და გამშრალ ტუჩებზე ენა მოვისვი. კანი დმსკდომოდა და ოთახში არსებული სიმხურვალისგან დამსიებოდა.
–მალე კარგად გახდები... ჯაბა და უჩაც მალე მოვლენ!–ჩაგვერთო საუბარში აკო და თბილად გამიღიმა.
–სად... სად არიან?–მხოლოდ ეხლა გამახსენდა ამ უკანასკნელთა ოთახში არ არსებობა და ინტერესით გადავხედე ბიჭებს.
მიუხედავად უარყოფითი განწყობისა, მაინც არ შემეძლო იმის დავიწყება, რომ დემონის წყალობით გადავურჩი გაყინვას და დაგლეჯვას.
–ქალაქში წავიდნენ... შენი ნათესავი უნდა ჩამოიყვანონ!–შეპარვით განმიცხადა აკომ და შუბლშეკრულ გიგის გადახედა.
–ვინ... ვინ ნათესავი?!–ხმა ჩამწყდარმა ამოვილუღლუღე და მიუხედავად თავის გაუსაძლისი ტკივილისა, დივანზე წამოვჯექი.
–ვისაც შენი აქ ყოფნა შეატყობინე..–მხრები აიჩეჩა გიგიმ და დივანს, ჩემი ფეხების გასწვრივ, ქშენით მიეყუდა.– გირეკავდა რამდენ ხანს. რომ არ უპასუხე შეშინებული იყო და იძულებული გავხდი ყველაფერი ამეხსნა... რა თქმა უნდა, არ მითქვამს შენი დაკარგვის ამბავი... უბრალოდ ვუთხარი რომ გაცივდი და ეხლა შენს სანახავად აქეთ მოდის!..–ამომყურებდა გახევებულს და მშვიდად მიხსნიდა იმჟამინდელ მდგომარეობას.
–თავი მტკივა!..–ჩავიჩურჩულე გაოგნებულმა და აგუგუნებული თავი სავარძლის საზურგეს მივაყრდენი.
ვგრძნობდი, როგორ მიხურდა სხეული სიცხისგან. კეფა საგრძნობლად მქონდა დამძიმებული, ყელის ტკივილმაც იჩინა თავი და იმის ძალაც არ მქონდა, ყველაფერი დალაგებულად გამეაზრებინა. აზრები გაფრენილ ჩიტებივით მეცლებიდა ხელიდან და ერთადერთი რაც გულით მსურდა, კვლავ დაძინება იყო.
–ნუ გეშინია კრასოტკა! მალე გაგივლის, როგორც კი ჩაის დალევ!–დამაიმედა აკომ და სამზარეულოში გაუჩინარდა.
–როგორ გაბედე გარეთ გასვლა?.. ამ სიცივეში... თან ტყეში!..–დაღლილმა გადავხედე ბრაზისგან სახე მოჭმუხნულ მეტრეველს და დაქანცულმა გავუღიმე,–ნუ იღიმი ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! ხვდები რა შეიძლება მოგსვლოდა, უჩას რომ არ მოესწრო?! რატო არ დაფიქრი წამით მაინც ამაზე?! არ შეგეძლო ჩვენთვის მოგეცადა?!–საყვედურებს არ წყვეტდა და ძარღვებ დაბერილი მრისხანებით მომშტერებოდა.
–ოღონდ შენც არ გაბრაზდე რა... ლუციფერიც მეყოფა!..–სვენებ–სვენებით შევევედრე და კვლავ წამოვწქი. სახსრებში ისე მტეხდა, ეჭვი მაქ, კარგა ხანს გავლას ვერ შევძლებდი.
–რა იყო, რამე ხომ არ გტკივა?!–წამოიჭრა ფეხზე და შეშფოთებული დამაჩერდა.
–მთელი სხეული!..–საცოდავად ამოვიკრუსუნე და ოთხად მოვიკუნტე.
–გუგავა, რას შვები, არ მოგაქ ეგ დასაწვავი ჩაი?!–გასძახა ძმაკაცს და ყვირილისგან გასკდომამდე მისულ თავზე, მზრუნველად გადამისვა ხელი,–ეხლა ჩაი დალიე და იქამდე ბიჭებიც მოვლენ და წამლებსაც მალე მოიტანენ!–დამაიმედა და კვლავ ხალიჩაზე, სახით ჩემსკენ დაჯდა.
–არ მინდა ჩაი!–ამოვიტირე და შუბლზე ხელები წავივლე.
უხეშად მომხვდა სპეციპიკური ნაჭერი და ახალი ბინტით გადახვეულ ხელისგულებს დავხედე. მხოლოდ ეხლა გამახსენდა სისხლიანი მუხლები და ფეხებიდან პლედი გადავიხსენი. ერთი შევავლე თვალი სუფთა საფენებს და კვლავ საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი...
არ მსურდა იმაზე ფიქრი, რომ კვლავ დემონის პერანგი მეცვა... მის შიგნით კი მხოლოდ საცვლები... რომლების შეფერილობა, დიზაინი, თუ ზომა, ეჭვი მაქ, დემონისთვისაც იყო ცნობილი.
–შენ არ გინდა, მაგრამ აუცილებელია და მორჩი ჭირვეულობას!..–მიბრძანა გიგიმ და გაბეზრებულმა, მოჭუტული თვალებიდან გავხედე.
–შენც ლუციფერის სენი გადაგედო!–ფაქტის კონსტანტირება მოვახდინე და დამძიმებული თვალები მივლულე.
–როგორც შენ ამბობ, ეგ ლუციფერი რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა ეხლა სად იქნებოდი!–შემახსენა საყვედურნარევი ტონით და იმ წამს შემოსულ აკოს, ფინჯანი ააცალა.
–არ მჭირდება შეხსენება!–ამოვიხრიალე, უნებურად ამოტივტივებული ტყეში გამართული ჩხუბის სცენის დასავიწყებლად თავი გავიქნიე და ზიზღით მოვსვი მდუღარე, ლიმნით გაჟღენთილი სითხე.–საზიზღრობაა...–გაპროტესტება ვცადე, მაგრამ როგორც კი მეტრეველის სახეს გადავაწყდი, ხმა გავიკმინდე.



888


ჯერ კიდევ მორფეოსის საუფლოში ვიყავი ჩაძირული, ხმამაღალმა საუბარმა რომ მოჭრა ყური და დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გავახილე თვალები. წამში გამიქრა გულის რევის შეგრძნება, როგორც კი ნაცნობ, მონატრებულ სახეს წააწყდა მზერა და ბალიშიდან უმალ წამოვყავი თავი.
–ლანა!..–დავიჩურჩულე და ატირებულ გოგონას, გულში ჩავეკარი.
ზუსტად ჩემი ყურის გასწვრივ ვგრძნობდი, მის აჩქარებულ, ხმამაღალ გულისცემას და თვალების წვას ყურადღებას არ ვაქცევდი. უღონოდ ვუჭერდი წვრილ წელზე ხელებს და ნაცნობ სურნელს, მაღალი სიცხის მიუხედავად, მაინც ვარჩევდი. არ მაინტერესებდა, მისაღებ ოთახში ჩვენ გარდა, სხვებიც რომ იყვნენ და მდუღარე ცრემლით ვუსველებდი ზედას. ავადმყოფობამ, ამდენმა სტრესმა თავისი ქნა და ემოციებს გასაქანი მივეცი. ბუნდოვნად ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა თავზე და აცახცახებულ მხრებზე, ძალუმად მიჭერდა სუსტ ხელებს.
არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა მონატრებულ სხეულს, სანმტიმეტრით მაინც მოვშორებოდი. დეიდაშვილის მკლავებში ვიყავი გაყურსული და სველ ღაწვებს, მის მხარში ვმალავდი.
–როგორ შემაშინე, მაკრინე... როგორ მანერვიულე...–მებუტბუტებოდა და ჩემ თმებთან თამაშს არ წყვეტდა.
–ბოდიში რა... ხო არავის არ ეტყვი?.. დედას და მამას ხო არ ეტყვი?!–ამოვიტირე და უფრო მეტად მოვუჭირე ხელები.
–რა ვუთხრა, ჩემ მაგივრად, თქვენი შვილი მოიტაცესთქო?!–ნერვიულად გაიცინა და ნაზად მაკოცა შუბლზე.
–გაიგე?!–შევხედე და ჭვის გამო, ძლივს გავახილე თვალები.
–შენ არ იცი რა დამემართა, ჯაბა რომ გამომეცხადა სადგურზე... მეგონა ადგილზე მოვკლავდი!.. მისი ძმაკაცი რომ არა, ალბათ არაფერსაც არ მოვერიდებოდი!–დაიღრინა და ლოღაზე შერჩენილი უკანასკნელი ცრემლი მომწმინდა,–ეხა წამლებს დაგალევინებ და როგორც კი სიცხე დაგიწევს, აქედან წაგიყვან!–განმიცხადა მტკიცედ და კვლავ ბალიშზე დამადებინა თავი. თვითონ კი მაგიდაზე დადებულ პარკს დასწვდა.
ზანტად მოვავლე ბუხრის შუქზე განათებულ ოთახს და მაშინ გავაცნობიერე, რომ მარტო ვიყავით.
"ხელის შეშლა არ უნდოდათ."–გამიელვა გონებაში და გაბუშტული ტუჩები გავისველე.
კანკალით ჩავიდე ცივი თერმომეტრი და თავი მუხლებზე დავადე. ლამის კვლავ ჩამეძინებოდა, ჩემ თმასთან თამაში რომ არ შეეწყვიტა და ბუძღუნით გავუწოდე თერმომეტრი.
მოჭუტული თვალებიდან, ნათლად დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება და აკანკალებული ხელებით, გამზადებულ წამლებს დასწვდა.
–აჰა, დალიე!–რამდენიმე ტაბლეტი გამომიწოდა და ლამის ცრემლები წამსკდა, ჩამწვარ ყელს, ცივი წყალი რომ მოედო.
–მაღალი მაქ ხო სიცხე?!–ხრიალით ამოვთქვი და კისერი წამოვწიე, დაჯდომა რომ შეძლებოდა.
–მალე დაგიწევს!..–მიჩურჩულა და აწყლიანებული თვალები მომაშორა, რომ არ შემემჩნია.
–ჯაბას არ გაუბრაზდე რა!..–შევევედრე, როდესაც მის მზერაში აკიაფებული ბრაზი დავინახე და ცხვირი მუცელზე გავუხახუნე.
მიუხედავად დამსახურებული საყვედურისა, მაინც არ შემეძლო უმოქმედოდ მეცქირა ლანას ტკივილისა. მართალია მხოლოდ ორი დღე იყო, რაც ბიჭებს ვიცნობდი, მაგრამ არ გამჭირვებია იმის ამოცნობა, დადებითი პიროვნებები რომ იყვნენ(ერთის გარდა). ამას გარდა, ჯაბაზე ლანას წყალობით ყველაფერი ვიცოდი და ფაქტიურად შორიდან ვიცნობდი. ისიც ვიცოდი, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ნამდვილად არ მსურდა მათი ჩხუბის მიზეზი მე გავმხდარიყავი.
–რომ არა მისი უაზრო გამოხდომა, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი და მოვრჩეთ ამაზე საუბარს!..–მიბრძანა და წამის შემდეგ კვლავ თბილად გამიღიმა,–მაინც, სად მოახერხე ასე გაციება?! აი, რა მოგივიდა რომ არ დამიჯერე... აწი მიხვდები რომ თბილად უნდა ჩაიცვა...
–უყვარხარ და არ მოვრჩები სანამ არ შეურიგდები... მან არც კი იცოდა მე ვინ ვიყავი და მაინც ძალიან თბილად მექცეოდა... კარგი ადამიანია და იმის გამო, რომ უნდა რაც შეიძლება მალე ეყოლოს შვილები, ნუ გაუბრაზდები!–ლამის უფრთო ანგელოზად შევრაცხე ჯიშკარიანი და გოგოს აწითლებულ ლოყებს რომ შევავლე თვალი, ხრინწიანად გამეცინა.–და რომ არა ის, შენი წყალობით ქორწილის დღეს გავიცნობდი სასიძოს ალბათ!
–მორჩი... სიცხე გაქ და ბოდავ რაღაცეებს...–შემაწყვეტინა აფორაჯებულმა და თვალები დამიბრიალა,–არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი შენთვის!
–უნდა შეურიგდეთქო გეუბნები!–ჟიუტად ვუმეორებდი ერთი და იგივეს და ალბათ კარგა ხანს არ შევწყვეტდი, მყუდროება ოთახში შემოსულ ბიჭებს რომ არ დაერღვიათ.
–როგორა ხარ ცოლის და?!–შემომცინა ჯაბამ და მაგიდაზე უბოდიშოდ შემოჯდა.
–ვკვდები მგონი!..–"დავაიმედე" ჩურჩულით და ჩემზე მოშტერებულ, შუბლშეკრულ დემონს მზერა მოვარიდე.
–არ გამოგივიდა რაღაც ხუმრობა!–დამიღრინა მეტრეველმა და ჩემ ფეხებთან მოკალათდა.
–იმ საზიზღარი ჩაის მერე არაფერია გასაკვირი...–ნიშნისმოგებთ გავხედე და ჩემზე ოთხი ზომით დიდი პერანგი, კომფორტულად მოვიხვიე ტანზე.
–არა, მაინც სად მიდიოდი რომ მიდიოდი?! იცი რამდენი მგელია მაგ ტყეში?! უჩა რომ არა...–კიდე კარგა ხანს გააგრძელებდა ალბათ, მე რომ არ შემეწყვეტინებინა.
–ვიცი... მქონდა იმის ბედნიერება, "გამეცნო" ერთი მათგანი და პირადი კონტაქტი მქონოდა!.. ალბათ, best friends–ებად ჩამოვყალიბდებოდით, ლუციფერი რომ არა!..–სარკასტულად გავუღიმე სასიძოს და ჩახლეწილი ყელით ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, დემონის ანთებულ მზერას რომ გადავაწყდი.
–მოიცა... ეს... რას ამბობ მაკრინე?!–ფეხზე წამოხტა ლანა და შეშფოთებული დამაშტერდა.
მოულოდნელობისგან თავი სავარძელზე დამივარდა, რამაც გმინვა მომგვარა და ტკივილისგან თავზე წავივლე ხელები.
–აუ, გეხვეწები ნუ ყვირი რა... აღარ შემიძლია მეტი... მისკდება თავი!..–ამოვიკნავლე და პლედში შევძვერი.
ყურადღებას არ ვაქცევდი ლანაც ქოთქოთს, ჯაბა რაღაცას რომ უხსნიდა და გამალებით ვფიქრობდი ნაცნობ გონების დაკარგვამდე სასიამოვნო სურნელზე, პერანგს რომ ასდიოდა. უკმაყოფილოდ ამოვიკრუსუნე, მხარზე შეხება რომ ვიგრძენი და შეშუპებული ქუთუთოები ძლივს დავაშორე ერთმანეთს, ძალით რომ გადამხადეს თავიდან პლედი.
ლამის ენა გადამეყლაპა, სავარძელთან აღმართულ, შუბლშეკრულ დემონს რომ ავხედე და ვიგრძენი, როგორ იმატა გულისცემამ, ვეებერთელა მკლავებში გაყურსულ არსებაზე რომ გადავიტანე მზერა. კნუტს ვარდისფერი, პაწუა ცხვირი, დემონის მკლავებში ჩაერგო და პატარა თათი თვალებზე მოეხვია. ისე საყვარლად მოფუზულიყო და ისეთ კონტრასტს ჰქმნიდა, ორმეტრიანი დემონის და მოცუცქნული არსებას, ერთმანეთზე "ჩაფსკვნა" უნებურად გამეღიმა.
წამით წარმოვიდგინე, რომ მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც ერთიანად გაყინულს, მისი მკლავები მეხვეოდნენ და ისედაც სიცხისგან აწითლებული, უფრო გავხურდი.
–გამომართვი!–თითქოსდა გაბუტული ინტონაცია, ხორხისმიერ, ბოხ ხმას ისეთ სასაცილო, ბავშვურ იერს სძენდა, ტუჩებს ძლივს მოვუყარე თავი, სიცილი რომ არ წამსკდომოდა.
–მადლობა!..–შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ვუთხარი და ფრთხილად გამოვართვი კნუტი.
პერანგის გრძელ სახელოები მოვაფარე ჩემ ხელებთან ერთად და დემონის განიერ მხარ–ბეჭს შემფასებლური მზერა გავაყოლე.
–შენ არ იცი კრასოტკა, რამდენი იწვალა ეგ კნუტი რომ ეპოვა... ლამის მთელი შატილი აატრიალა სანამ ეძებდა... მოკვდა ბიჭი ნერვიულობით...–სიცილით "მახარა" აკომ ძველ ბიჭური ინტონაციით და დავინახე როგორ გადაფითრდა, გვერდზე მდგომ, აწითლებულ ძმაკაცს რომ გადახედა,–სიცხე მაქ მე მგონი მეც...–უჩვეულოდ ხმა დაწვრილებულმა დაიწრიპინა და ხველა ავარდნილმა, სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა.

---
ფიქრებში წასული, თვალებ გაშტერებული, ფანჯრიდან გავყურებდი მთვარის ბაცი შუქით განათებულ გარემოს და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა. არასდროს არსად არ მენახა ღამე, ასე ლამაზი ყოფილიყოს. ისედაც გადათეთრებულ მინდვრებს, მთვარე გაცილებით ფერმკრთალ იერს სძენდა და სისპეტაკეში ჩაძირულ წყვდიადს, მისტიურ ფონად ერთვოდა. ყელმოღერებული მყინვარები, ბავშვობის მოგონებებში ჩარჩენილ დევებს მაგონებდა, საიმედო დამცველად რომ ედგნენ სამშობლოს საზღვრებს. აქამდე საშიში, დაბურული ტყე, ისეთი ლამაზი იყო, მომინდა გარეთ გავსულიყავი და მის სიჩუმეს შევერთებოდი. მონოტონურად ვათამაშებდი მძინარე კნუტის ფაფუკ ბეწვში თითებს და ვცდილობდი ყელის ტკივილი დამეიგნორებინა.
უკვე თორმეტი საათი იყო და დროის სწრაფ სვლას, ინსტიქტურად ვყვებოდი. სიცხე აწეული თუ არა, დაკლებული მაინც არ მქონდა და მიბნედილ თვალებიდან ცრემლები წვეთ-წვეთად მომდიოდა. მეგონა ცეცხლი მეკიდა, ისე მიხურდა სხეული, ბუხარში აგიზგიზებული ალი უფრო გაუსაძლისს რომ ხდიდა და ლამის შიშველს დამეწყო ოთახში სიარული. მიუხედავად მუდარისა, მაინც არ მომცა ლანამ პლედის გადახდის საშუალება, რაც სულს მიხუთავდა და ერთი სული მქონდა ჩემ წინ დივანზე, სავარძლებსა და ხალიჩაზე გაშხლართული ბიჭები, თავიანთ ოთახებში განაწილებულიყვნენ. მარტო დარჩენილს კი, არავინ გამიწევდა კონტროლს, თუ რას გავაკეთებდი.
დაბინდულ მზერას, ღიმილით ვავლებდი მუდარის გამომეტყველება აკრულ ჯაბას, ამაოდ რომ ცდილობდა "ჯულიეტაზე" ხელის გადახვევას და პასუხად, მუჯლუგუნს რომ იღებდა. შეყვარებული წყვილი, პატიოსნად იყოფდა ერთ პატარა სავარძელს და ლამის ერთმანეთზე გადამჯდარებს, ეჭვი მაქ მესამე მსოფლიო ომიც კი ვერ წამოაგდებდათ. ჩემ "საწოლზე" მიყუდებული მეტრეველი, ამაოდ ეჩხუბებოდა თავის ფეხებზე გადაფსკვნილ აკოს, რომელსაც მის მუხლებზე ისე მოეხვია ხელები, მამაზეციერიც ვერ ააძრობდა და მშვიდად ფშვინავდა. სამი მუშკეტერის უცვლელი დარტანიანი კი, უგვზო-უკვლოდ იყო გადაკარგული სადღაც.
როგორც კი მუშუ მომიყვანა, მხოლოდ ათიოდე წუთით იყო ოთახში გაჩერებული და ჩემი მდგომარეობის განხილვის დასრულებისთანავე, კარი გაიხურა და წავიდა. სამ საათზე მეტი იყო, რაც არ დაბრუნებულიყო და უკვე ვრწმუნდებოდი იმ აზრში, რომ ან მგლის ლუკმა გახდა ან გაიყინა.
"რა უგულო ხარ, მაკრინე! ის რომ არა, შეიძლება შენ ყოფილიყავი მგლის სადილი და მისი ბედი კი სულაც არ გადარდებს!"-დავტუქსე ჩემი თავი და უფრო მივიკარი გულზე კნუტი.
მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანურად მაინც მადარდებდა დემონის ბედი და შეიძლება თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ მაინც რაღაცნაირ დანაკლისს ვგრძნობდი, მისი აქ არ ყოფნის გამო. თითქოსდა მყუდრო, თბილ გარემოს, მაინც აკლდნენ უკუნივით შავი თვალები.
-ჩვენ აქ გამოვიძინოთ?!-ფიქრებიდან გამომიყვანა გიგის ხმამ და კიდევ ერთხელ აიქნია ფეხი გუგავას მოსაშორებლად, მაგრამ ბიჭი უფრო მეტად მოეხვია მუხლებზე,-მომაშორეთ ეს, სანამ შეშის მაგივრად შევაყუდე ბუხარში!..-დაიღრინა და ამაოდ შეეცადა გვერდზე გაწეულიყო.
-მართლა, უკვე დროა დავიშალოთ!..-როგორც იქნა, საღი აზრი ჩამოაყალიბა ჯიშკარიანმა და ლანაზე კოჰაბიტაციის მეშვეობით მოხვეული ხელი, არ გაუშვია ისე წამოიმართა,-წავედით, ჩვენ ვიძინებთ!-გვაცნობა გაბადრულმა და გვერდზე აკრულ გოგონას, არც კითხა, ისე გაემართა კიბეებისკენ.
-მოიცა, სად მიგყავარ?-წამოიძახა ლანამ და მკლავებიდან დაუსხლტა.
-დასაძინებლად!..-ისე წარმოთქვა, თითქოს ელემენტარულს ვერ ხვდებოდა.
-კი, როგორ არა!..-ამოიფრუტუნა, უკვე შეფხიზლებულმა აკომ და მთქნარებით გადაწვა მეტრეველის ფეხებიდა.
-არ ვაპირებ მე დღეს დაძინებას,-დაუბღვირა ლანამ და ჯორივით გაშეშდა ერთ ადგილას.
-რას ქვია არ აპირებ?! აბა გაათენო გინდა?!-შუბლ შეკრული დააჩერდა ჯაბა და გამაფრთხილებლად გადახედა თავის ქავილით გართულ გუგავას.
-თორე ეხა, შენ სულ "ნანას" სამღერად აგყავს რა?!-ბუტბუტით ჩაეკვეხა აკო.
-ერთი ღამის გათენება, არაფერს მავნებს...-ჯიუტად თავისას გაიძახოდა ლოყებ აწითლებული ჭანტურია.
-არ შეიძლება ჯანმრთელობისთვის ეგ!-არანაკლებ აწითლებულიყო ჯაბა და დარწმუნებული ვარ, ეხლა ლანასთან ერთად განმარტოებაზე მეტად, აკოს გვერდზე გაყვანის სურვილი კლავდა.
-აბა რა!.. რა მდგომარეობაში გაათენებ მაგასაც გააჩნია ეხა!..-შთაგინებული მზერით აქნევდა თავს გუგავა და მეტრეველის მუჯლუგუნებს ყურადღებას არ აქცევდა.
-მაკრინეს უნდა მოვუარო!-ლამის ბოლი ასვლოდა სახეზე ჩემს დეიდაშვილს.
-შენც მოსავლელი გახდები მერე!-გამაფრთხილებლად გაისმა ჯიშკარიანის ხმა. ამჯერად პირდაპირ თვალებით ბურღავდა ძმაკაცს.
მე და გიგი კი სიცილს ძლივს ვიკავებდით და ჩუმი ფხუკუნისკან, ლამის მუცელი გამსკდომოდა.
-მაგას რა ჯობია მერე... მაკრინეს ლანა მოუვლის, ლანას ჯაბა და ასე აღაზევებენ "ბეიბიკრატიას"...-თავის ქიცინით ბურტყუნებდა, როდესაც მეხდაცემულივით მომიბრუნდა,-აუ, შენ ზედმეტი ხარ კრასოტკა რა... სამში ბავშვი რანაირად გაკეთდება ტო!-გულწრფელად დამწუხრებულმა მისაყვედურა და დამდუღრულივით წამოხტა ფეხზე, აღრიალებული ჯაბა, გასაგლეჯად რომ გამოუდგა.
-ნუ იცინიხარ!-მიყვირია გამწარებულმა ლანამ, ხარხარი შეუკავებელი რომ გახდა და რომ არა ჩემი მდგომარეობა, ალბათ რამეს ჩამარტყამდა თავში.-მაკრინე, გეყოთ...
-ვაიმე ყელი!..-ამოვიხრიალე სიცილმა უფრო რომ ამატკივა კისერი და კვნესით ავეხუტე ბალიშს, თან ვფრთხილობდი მუშუ რომ არ გამეღვიძებინა.
-არ მიაქციო ყურადღება... დებილია ეგ... ჯერ კიდევ ბავშვია!-სიცილით ანუგეშა გიგიმ და ოხვრით წამოდგა ფეხზე,-აუ, როგორ დამიბუჟდა ფეხები ტო... რა ჩამეხუტა ასეთი, მაგის...-გულში დაამთავრა აკოს "მოკითხვა" და გავარვარებულ შუბლზე, გრილი თითებით შემეხო,-ისევ სიცხე გაქ... თუ გინდა მე დავრჩები და შენ დაისვენე. ნამგზავრი ხარ თან...
-არა, მე დავრჩები, არ ვარ დაღლილი!-იუარა ლანამ და აბები გამომიწოდა.
-არავის მზრუნველობა არ მჭირდება... მომაკვდავი არ ვარ, ღამე რომ მითიოთ,-ჩურჩულით ამოვთქვი, ყელზე ძალა რომ არ დამეტანა და ჭიქა უკან დავუბრუნე.
-აუცილებელია!.. სიცხე გაქ და მეთვალყურეობა გჭირდება,-შემეწინააღმდეგა გიგი და ლოყებზე ჩამოშლილი თმები გადამიწია.
-იცოდეთ, საერთოდ არ დავლევ მაგ წამლებს და არც იმ საზიზღარ ჩაის, თუ არ დამტოვებთ მარტო!-დავემუქრე და ორივეს გამაფრთხილებლად გავხედე.
ლანა ცოტა ხანს, ჯიუტად შემომცქეროდა. ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა. ბოლოს ხელი ჩაიქნია, როდესაც მიხვდა, რომ რაც ვთქვი გამკეთებელი ვიყავი და დარიგებებს მიჰყვა. ათჯერ მაინც გამიმეორა:"თუ რამე დაგჭირდა დამიძახე და წამში შენთან გავჩნდებიო!" და წყალი ტუმბოზე დადო, მიწვდენა რომ შემძლებოდა.
-მაკრინეს ოთახში დაიძინე, ხელ მარცხნივაა, მესამე კარი!-ინსტრუქცია მისცა გიგიმ და ბრა ჩააქრო.
-მანამდე შენი სატრფო დააწყნარე, თორე დაანგრია სახლი... არამგონია გაგიჭირდეს!-მივაძახე კიბეებზე ამავალს და პლედში ჩავძვერი, მის მზერას რომ გავქცეოდი.
წუთის მერე, ყვირილით გაყრუებული სახლი სიჩუმემ მოიცვა და ეშმაკურად ჩამეცინა. პლედი ერთი ხელის მოსმით დავაგდე ხალიჩაზე. განიერ, საკმაოზე დიდ დივანზე გემრიელად გავწექი და კნუტი მუცელზე დავიწვინე. შვების ოხვრა აღმომხდა, შიშველ ფეხებზე ჰაერი რომ მომელამუნა და ლამის შუა ბარძაყამდე მიტანებული პერანგი, ზემოთ ავქაჩე, ისე რომ მხოლოდ თეძოებს მიფარავდა. სახელოებიც დავიკაპიწე და მკლავები ჩემს მუცელზე ფშვინავ არსებას მოვხვიე. მიბლანტულ მზერას არ ვაცილებდი ბუხარში მოგიზგიზე ალს და გონებაში სხვადასხვა ორნამენტებს ვადარებდი. ვერც კი ვიგრძენი, როგორ შემომეპარა ძილი, მაგრამ მაინც არ მომშორებია იმაზე ფიქრი, თუ სად ჯანდაბაში იყო ამდენ ხანს ლუციფერი.






888



საღამო იყო... ბნელოდა... წამის წინ ნათებით, მზეს გატოლებული მთვარე, დამფრთხალი ამოფარებოდა დარდისფერ ღრუბლებს. საზრალად დაბურული ტყე, ქარის სიმღერას აყოლებდა ტანს. აქა-იქ გამოკრთებოდა ხოლმე ჩუმი ფაჩუნი და ისიც უმალ სუსხში იკარგებოდა. მყინვარები კვლავ აღმართულიყვნენ უცვლელ დარაჯებად...
შუა თოვლში ვიდექი... ფეხშიშველი... მხოლოდ პერანგის ამარა და რაღაცას ველოდი... გუმანით ვგრძნობდი საფრთხის მოახლოებას და თავის დასაცავად არაფერს არ ვაკეთებდი... წელამდე ჩამოშლილ თმებს, ნიავი ნაბა-ნება მიწეწავდა...
ჯიუტას გავშეშებულიყავი ერთ ადგილას და ტყის სიღრმს ვუმზერდი...
ქარი დაირხა...
ტოტის ტკაცუნი ყრუდ გაისმა სიჩუმეში და უსიცოცხლოდ დაეკიდა ჰაერში...
დეჟავიუს გრძნობა, ისეთი სიმძაფრით განვიცდე, ამოსუნთქვა შეუძლებელი გახადა... მთელი სიძლიერით წამიჭირა ყელში, მარწუხებივით...
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ინსტიქტურად უკან... თვალს არ ვაშორებდი ასე ნაცნობ მგელს... ის იყო, გონებამ აღიქვა საფრთხე და გაქცევას ვაპირებდი, ხედვამ უჩვეულო ცვლილება რომ შენიშნა!..
ანთებული, თითქოსდა თოვლისფერი თვალები საგრძნობლად შეცვლილიყო...
სრულიად სხვა თვალები მიმზერდნენ...
უწინდებურად ანთებული და უკუნივით ბნელი...
დემონისფერი თვალები...
თითქოს ეხლა შეიგრძნო ტერფებმა ცივი თოვლი... ადგილზე გავშეშდი... მიუხედავად სიცივისა, საოცრად ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში...
მიჭირდა იმის აღქმა, რასაც ვხედავდი... დაჯერება მიჭირდა... ორმაგად დიდი საფრთხე ვიგრძენი... შიშმა დამრია ხელი და გავიქეცი...
ვგრძნობდი ფეხდაფეხ მომყვებოდა... აუჩქარებლად, ნელა... თამაშით მეპარებოდა... თითქოს მელიის თვისებები შეეთვისებინა დემონისთვალება მგელს... ირონიის სხივ გამკრთალ მზერას, წამითაც არ მაცილებდა...
წუთი გაგრძელდა შიშველი ტერფების ნაკვალევის დამჩნევა თოვლში... მოწყვეტით დავეცი მიწაზე...
მზერა გავუსწორე...
დემონი დავინახე... თვალებში...
ნაცნობი სურნელი მისწვდა ყნოსვას... და შემეძლო დამეფიცა, რომ მგლის სახე რომ არა, სასურველი მიზნის მიღწევით, გამარჯვებით, ნეტარებაში ჩავარდნილ ლუციფერს ვუმზერდი.





888


იმდენად რეალური იყო წუთის წინ ნანახი, აღქმა მიჭირდა თუ რა იყო სიზმარი და რა არა. ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი რომ ნანახი უკვე დავიწყებას ეცემოდა. შეშუპებული ქუთუთოები მითრთოდა, მაგრამ თვალებს მაინც ვერ ვახელდი. სიზმრისა და რეალობის გზაგასაყარზე ვიდექი და მოკუნტული, ერთიანად ვცახცახებდი. გულთან ვგრძნობდი ფაფუკ ბეწვს და პაწუა გულის აფრთხიალებულ გულისცემას. სხეული მიხურდა, მაგრამ მაინც საშინლად მტეხდა სხეულში. დახშული სმენით აღვიქვამდი ჩუმ ნაბიჯებს, რიფებზე გადავლილ ტალღას რომ მოგაგონებდათ. სხეული უფრო ამიხურდა ნაგრძნობ მზერაზე და უკმაყოფილოდ შევიშმუშნე. ძლივს-ძლივობით გავახილე ერთმანეთზე მიკრული წამწამები და დაბინდული მზერა მოვავლე, სიბნელეში აღმართულ ახოვან სხეულს.
მარცხენა მხარე, წოლისგან დამბუჟებოდა და ლამის სავარძელში ჩავმდნარიყავი. ბუხარში უკვე ჩამქვრალი ნაღვერდალი ღვიოდა და წითელ წერტილებად ჩანდა მთვარის შუქით განათებულ ოთახში.
-რატო არ გძინავს?!-გაცილებით ბოხი, ხრინწიანი ხმა გაისმა ოთახში და აკანკალებული მუცლით გავწექი "საწოლზე", ცხვირი კი კნუტის ბეწვში ჩავრგე.
-კოშმარი ვნახე!..-ისე ჩავიჩურჩულე, ჩემივე სიტყვები, მე თვითონ ძლივს გავიგე.
-სიცხე ისევ გაქ?!-წუთის შემდეგ დამისვა კითხვა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა.
-არ... არ ვიცი!..-ისე გამაჟრიალა, სიტყვა შუაზე გამიწყდა და მუხლები გულ-მკერდზე ავიკარი.
-პლედი დაიფარე... მარტო ჩემი პერანგი ვერ გაგათბობს...-ირონიული ტონით მითხრა და გაბეზრებულმა ჩავიფრუტუნე,-ისევ აგიწევს სიცხე...
-ჰმმ...-ამოვიზმუილე და უღონოდ დავუქნიე თავი.
რომც გავყინულიყავი, ვიცოდი მაინც არ დავიფარებდი. ისე მიცახცახებდა სხეული, სიკვდილი მერჩია ადგილიდან განძრევას.
-იმედია ისევ გარეთ არ გავარდები... თან ასეთ ფორმაში...-ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბუტბუტა და გავიგე, როგორ აუყვა კიბეებს.
-მგელს ქონდა შენი თვალები...-სიცხისგან გონ დაბინდულმა ამოვილუღლუღე და უფრო მეტად გავეხვიე ძალზე კომფორტულ პერანგში.
გადამოწმება მინდოდა, უკვე გაუჩინარდა თუ არა დემონი, მაგრამ თვალების წვის გამო, ამას ვერაფრით ვერ ვახერხებდი. თანდათან მატულობდა წყლის რაოდენობა და ბოლოს, ერთი წვეთი ქუთუთოზე დაეღვენთა.
-ვირზე მეტად ჯიუტი ქარაფშუტა ხარ!..-უნებურად შევკრთი, ახლოს რომ გაისმა მკაცრი ბარიტონი და მოკუნტულ სხეულზე თბილი პლედი ვიგრძენი.-გირჩევნია გაიყინო, ვიდრე ჩემ ნათქვამს დაუჯერო!-ფაქტის ქონსტანტირება მოახდინა და სიცივე რომ არ შემოპარულიყო, გარშემო ამომიკეცა ბოლოები.
თავს არაადამიანური ძალა დავატანე, თვალები რომ გამეხილა და მზერა თავიდან-ფეხებამდე ავაყოლე საბნის ამოკეცვით დაკავებულ დემონს.
ტანისამოსი იგივე ეცვა, რაც დილით. იგივე დუტის, აშკარად ბრენდის ქურთუკი და შავი შარვალი. თავზეც უხვად ეყარა ბზინვარე, ამჯერად გალმღვარი თოვლისგან დასველებული სქელი კულულები... არა, ნამდვილად ის იყო... დემონი! არ მეშლებოდა. არც ისეთი მაღალი სიცხე მქონდა, სხვაში რომ შემშლოდა... თან ეჭვი მეპარებოდა, მსოფლიოში მეორე დემონისნაირი ყოფილიყო. მაგრამ ის რასაც ეხლა აკეთებდა უბრალოდ... უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივი... ადამიანური იყო!..
-ვკვდები ხო?!-ამოვიხრიალე და ამჯერად მთელი ძალით იხეთქეს მდუღარე ცრემლებმა.-ვკვდები და... იმიტომ მივ...ვლი... რომ მეერე სინდისმა აარ... შეგაწუხოს ხო?!-გულამოსკვნილი ვქვითინებდი და სლუკუნისგან, ძლივს ვახერხებდი როგორმე ჩამესუნთქა.
-რა... რას ამბობ, გადაირიე?!-როგორც კი აზრზე მოვიდა, მაშინვე მაჯახა დემონმა და გაოგნებისგან გაფართოებული თვალები მომაპყრო.
-არ მიინ...ნდა სიკვდილი!..-ამოვიზლუქუნე და ცრემლების უწყვტ ჯაჭვს, სიცხისგან აწითლებულ ლოყებზე ვგრძნობდი.
-ნუ ტირი!.. არ კვდები, საიდან მოიტანე ეგ სისულელე?!-ჩემ ღნავილში ძლივს ჩააკვეხა სიტყვა და აღშფოთებული დამაჩერდა.
-აბა რა...ატო მივლი?!-ამოვთქვი და ახალი შემართებით დავიწყე ტირილი.
ისეთი წარმოუდგენელი იყო, ლუციფერის საქციელი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობდი და წინასწარ ვგლოვობდი ამაოდ ჩავლილ წლებს. მაღალი ტემპერატურა, ისე მირახუნებდა თავში, ნორმალურად აზროვნება არ შემეძლო და დარწმუნებული ვუყავი რომ მიქელ-გაბრიელი უკვე კარებთან მიცდიდა.
-არ კვდები, გოგო!.. არა... ნუღარ ტირი... არ იტირო...-აფორიაქებული მიმტკიცებდა და როგორ დავეწყნარებინე არ იცოდა,-ჯანდაბა!.. აბა ასე დამეტოვებინე გოგო?! საბანი გადაგაფარე, რა ვქენი ასეთი ტო!.. ნუ ამწევ ჭკუიდან და სასწრაფოდ შეწყვიტე ტირილი!..-ბრძანებაზე გადავიდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შუბლის გახვრეტით რომ დამმუქრებოდა, მაინც ვერ გავჩერდებოდი... თან ისედაც ვკვდებოდი.
-მმმ...ატყუებ... მაალე მოვკვდები!..-მაინც ჩემსას გავიძახოდი და ტირილისგან ახურებულ სახეს პლედში ვმალავდი.
-გოგო, არ კვდებიმეთქი, არა!..-ისე მომახალა, თითქოს ორი წლის ბავშვი ვყოფილიყავი, რომელსაც ხუთჯერ გამეორებული არ ესმოდა.
-აბა...-ისევ დავიწყე, მოთმინება დაკარგულმა, ძლივს შეკავებული ღრიალით რომ გამაწყვეტინა:
-პორნო ვარსკვლავივით, ნახევრად შიშველი იყავი გოგო წამოწოლილი და ისე დამეტოვებინე!..-ღრმა სუნთქვისგან მხრები აუდიოდ-ჩამოუვიდოდა და მრისხანებისგან აცახცახებული ხელები, ძლიერად მოემუშტა,-ამის დედაც!..-შეიკურთხა და სამზარეულოში გავარდა.
უკან შემობრუნებული, შედარებით საწყნარებულიყო და ხელში წამლის ფირფიტა მოეჭმუჭნა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩუმი სლუკუნით ვადევნებდი თვალს და ბოლოს შემორჩენილ, ძლივს სეკოწიწებულ ძალას ვატანდი, ხმით რომ არ ავტირებულიყავი. დახშული სასუნთქი სისტემა, ქვითინით გავინთავისუფლე და დემონი უფრო რომ არ გაბრაზებულიყო, ორივე ხელი შეშუპებულ ტუჩებზე, მთელი ძალით ავიფარე.
-გამომართვი, დალიე!..-მიბრძანა და წყალთან ერთად პატარა აბი გამომიწოდა.-არაფერს გავნებს, დამამშვიდებელია!-ხმა დაურბილდა შეშინებული თვალებით რომ გავხედე და ხელებში მომაჩეჩა.
-დაწექი ეხა და დაიძინე!..-როგორც კი ბრძანება შევასრულე, ჭიქა ტუმბოზე დააბრუნა და მომლოდინე მზერით დამაშტერდა.
ადგილიდან არ გავნძრეულვარ. იგივე გამომეტყველებით ავყურებდი და ვცდილობდი ცრემლების ახალი ნაკადი შემეკავებინა... მცდელობა ამაო აღმოჩნდა.
-ეხა რაღა გატირებს გოგო... ნუ გადამრიე, ისე დაიძინე!.. ნუღარ ტირი!.. ასეთი რა შევცოდე ტო...-ბუტბუტებდა და ისე დამტრიალებდა, როგორც აღნავებულ ჩვილს... მანამდეც არაფერი მაკლდა.-კარგი ეხა, აღარ იტირო, პატარა ბავშვი ხო არ ხარ... სირცხვილია ამდენი ტირილი...-მაწყნარებდა და თავზე მისვამდა ხელს.
ვგრძნობდი მის ყოველ შეხებაზე, როგორ მიტანდა კანკალი და ხმას კბილებს შორის ვიჭერდი.
-აღარ იტირო, დიდი გოგო არ ხარ?! ხო არ იტირებ?!-მეკითხებოდა და მონოტონურად მისვამდა თავზე ხელს.
არ ვიცი, ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავით, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, ფეხზე დგომით დაღლილი, გვერდზე რომ მომიჯდა, თან მოძრაობები არ შეუწყვეტია.
უცხოს სითბოს დახარბებული, უმალ ავაცოცდი მუხლებზე და წელზე მოვეხვიე. ახურებული ლოყა მის მუცელზე მედო და დროდადრო ვუხახუნებდი, მაისურის გრილი ნაჭერი რომ მეგრძნო. კანით აღვიქვამდი, როგორ კრთებოდა მისი სხეული, მაგრამ ჩემ გათიშულ გონებას, ამუსთვის არ ეცალა.
-რამდენი იტირე ტო!.. ან სად გქონდა ამდენი ცრემლები... მთელი ცხოვრება ამ დღისთვის ინახავდი ტო?! რაღა მაინცდამაიც ჩემთან მოგინდა გულის მოოხება გოგო!..-მეჩხუბებოდა და ცრემლებს მწმენდდა.
ყურთან ვგრძნობდი მის გულისცემას და თანდათან ვმშვიდდებოდი. სხეული დაღლილობისგან ნელ-ნელა დუნდებოდა და თვალების გახელასაც ვერ ვახერხებდი. სველ წამწამებს ღაწვზე ვგრძნობდი და ჩუმად ვქსუტუნებდი.
-მგელი იყავი... ცუდი მგელი... აი, ჩემი შეჭმა რომ უნდოდა... აი, ეგ იყავი!..-დავიწყე ლუღლუღი, თან ენას პირში ძლივს ვატრიალებდი. კარგად გამომტყვრალი მთვრალივით ვბუტბუტებდი, დასიებული ტუჩები კი სიტყვებს, უფრო გაუგებარს ხდიდა.
-ისევ დაიწყო!..-წამებულივით ამოიოხრა და მოქნილი თითებით, თავის მასაჟის კეთება დამიწყო.
-ჩემი დაძინება გინდა ხო?!. არ დავიძინებ!.. აქამდე მეძინა, ეხა არ დავიძინებ... იმიტომ რომ შენ გამაღვიძე... მგელმა... მგელი დამესიზმრა... შენი თვალები ქონდა და ჩემი... ო, ჩემი შეჭმა უნდოდა... მომზდევდა... დიიიიიიიდი... აი, ასეთი დიიიიდი ეშვები ქონდა,-თვალსაჩინოებისთვის, წელზე მოხვეული ხელი, მთელ სიგანეზე გავშალე და შემდეგ კვლავ მუცელზე ავეკარი,-მერე დამიჭირა... არა, მგელმა კი არა, შენ დამიჭირე და ისე იყურებოდი... აი, თითქოს... რაღაცა მოიგე... ისე, ცხოვრებაში არაფერი მომიგია, იცი?! ხო არიან ისეთი ადამიანები, სულ რაღაცას რომ იგებენ... მე არა... აი, ჩემმა მეზობელმა 50ლარი მოიგო... მაგრამ ხუთი იმდენი, ბილეთებში ქონდა დახარჯული... მოგებულიც ბილეთებში დახარჯა... სულელი იყო... მე ბეეევრ შოკოლადებს ვიყიდდი და მათხოვრებს, ბავშვებს დავურიგებდი... ჩემთვის რაფაელოს დავიტოვებდი... შენ გიყვარს რაფაელო?! მე კი!.. აი, არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლადო თუ რაღაც რეკლამა რო აქვს...-გაუჩერებლივ ვბუტბუტებდი და ვერც კი ვიგრძენი, როგორ შემომეპარა ძილი.
ისე, უნდა ვაღიარო... ცხოვრებაში ასე გემრიელად, არასდროს მძინებია!




888




უკვე შუადღე მოტანებული იყო, მანქანაში რომ ჩავჯექით და თბილისის გზას დავადექით. ნელა, აუჩქარებლად ვშორდებოდით შატილს და მანქანებისგან გაკვალურ დათოვლილ გზას მივუყვებოდით. ფანჯარაზე აცოცებულ მუშუს, ღიმილით ვუყურებდი, გაფაციცებით რომ ათვალიერებდა გარემოს და დიდრონი ჭაობისფერი თვალები, ინტერესით დაეჭყიტა. ყურადღებას არ ვაქცევდი აკოს და გიგის კინკლაობას და გული მითბებოდა, ერთმანეთზე აკრულ სიძე-დეიდაშვილს რომ გადავხედავდი. ყველანაირად ვცდილობდი, მზერა საჭესთან მჯდომ ლუციფერზე რომ არ გამქცეოდა და სირცხვილისგან პამიდორისფერი ვხდებოდი.
დილით, გაღვიძებულზე სრულიად მარტო აღმოვჩნდი მისაღებ ოთახში, მხოლოდ კნუტი მყავდა გულზე მიხუტებული, დემონის კვალი არსად არ სჩანდა. საათი მაინც ვცდილობდი წინა ღამით მომხდარი გადამეხარშა და სიკვდილი ვინატრე, ჩემი უაზრო გამოხტომა რომ გამახსენდა. სიცხე უმნიშვნელოდ მქონდა დაწეული და ლამის კვლავ ცეცხლი წამკიდებოდა, მოგონებები რომ იკავებდნენ გონებაში ადგილს. ვერ გამერჩია რა იყო რეალობა და რა სიზმარი. ისეთი წარმოუდგენელი იყო, დემონის მისხალის ოდენა მზრუნველობაც კი, რომ დაჯერება მიჭირდა. უკვე ეჭვიც კი მეპარებოდა საკუთარ თავში... ბოლოს კი ის დავასკვენი, რომ ყველაფერი მაღალი სიცხის ბრალი იყო და რაღაცეები მომელანდა... ამ არგუმენტით უფრო ვიმშვიდებდი თავს, ვიდრე რაიმეს ვადგენდი. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, დემონის მუცელს მოხვეული, გულამოსკვნილი როგორ ვტიროდი.
აბეზარი ფიქრების გასაფანტად, ერთი გადავაქნიე თავი და გიგის ჩამოვადევი. სარაფანი გადახვეულ კვირისტავებზე გადავიფარე და ჟაკეტის შიგნით ჩაცმული პერანგის სახელოები, მუხლებზე მოკუნტულ კნუტს გადავაფარე. ღრმად შევისუნთქე პერანგზე შერჩენილი სასიამოვნო სურნელი და სარკეში გამომკრთალ, დამცინავ ბნელ თვალებს ბაღის ბავშვივით დავეჭყანე. ვალ-მოხდილმა, შვების ამოსუნთქვით დავხუჭე თვალები, გიგის მხარზე კომფორტულად მოვკალათდი და ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა, საჭეზე ბრაზით ჩაფრენილი თითები რომ მახსენდებოდა.
--
სიზმრიდან, ხმაურმა გამომიყვანა. დაფეთებულმა წამოვყავი თავი და გარემო მოვათვალიერე. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, უცხო გარემო რომ ვერ ვიცანი და სუნთქვაც შემეკრა. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რომ დავრწმუნებულიყავი ნანახის სისწორეში. ტუჩები ამიკანკალდა, როდესაც არანაირი ცვლილება არ მიმხდარა ჩემს გარშემო და თვალები ამიცრემლიანდა.
-ლანა!..-ჩურჩულით ამოვთქვი და ნაბიჯების ხმას მივაყურადე.-ლანა, შენ ხარ?-ოდნავ ავუწიე ხმას, მაგრამ ისე მქონდა ყელი ჩახლეჩილი, ხრიალსაც ძლივს ვახერხებდი.
არავინ რომ არ გამომეხმაურა, ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და იქვა დადებულ ბოტებს დავსწვდი. სანამ ოთახიდან გავიპარებოდი, ინტერესით მოვავლე თვალი განიერ საწოლს და ბედნიერებისგან გამეღიმა, ჩემ ჟაკეტზე მოკუნტულ კნუტს რომ შევეჩეხე. უმალ მივაჭერი და ხელში ავიტაცე. აღტაცებული ვეფერებოდი პატარა, დამფრთხალ არსებას და პაწუა ცხვირზე ვკოცნიდი. როდესაც მოფერებით გული ვიჯერე, აკნავლებული მუშუ მკერდზე მივიხუტე, ჟაკეტი მოვახვიე და გარეთ გავედი.
-დავიჯერო ისევ მომიტაცეს?! თუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ?-ძლივსგასაგონად ამოვთქვი და დერეფანს დავუყევი. -ნუთუ, სასტუმროში ვარ?-დავუსვი სივრცეს შეკითხვა და კედლების გასწვრივ ჩაშენებულ კარებს თვალი მოვაცილე.
ის იყო, პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეს მივუახლოვდი, გვერდითა კარი გაიღო და გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე შევასკდი ვიღაცის ფიგურას. ორივე კიბეზე დავგორდებოდით, მას ხელი რომ არ ეკრა და ტკივილისგან ამოვიგმინე, ზურგით რომ კედელს შევასკდი. თავბრუდახვეულმა, გაჭირვებით გავუსწორე მზერა და თვალები გამიფართოვდა, მოაჯირზე ჩაფრენილი სრულიად უცხო მამაკაცი რომ დავინახე-:წაბლისფერი თმებით, თაფლისფერი თვალებით და თლილი ნაკვთებით.
-უკაცრავად, რამე ხომ არ იტკინეთ?-ეიფორიიდან გამომარკვია სასიამოვნო ბაროტონმა და დარცხვენილმა შევწყვიტე მისი სამოსის შესწავლა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ისე სქლად ეცვა, თბილ პულავერსა და ჯინსში, ჩემთან შედარებით საყინულედან გამოქცეულს გავდა.
-არაუშავს, კარგად ვარ!-ვეცადე გამეღიმა და ფრთხილად გადავუსვი ხელი შეშინებულ კნუტს.
დავინახე, როგორ ამაყოლა თვალი და უფრო ავწითლდი, ცალყბად რომ ჩაიცინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის მიზეზი, ლამის მუხლებამდე მიტანებული, დემონის პერანგი იყო, რომელის სიგრძეც, ჩემ სიფრიფანა სარაფანზე მეტი იყო.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-ღიმილით მკითხა და ამჯერად კნუტს დაასო ყავისფერი ირისები,-როგორც ჩანს თქვენი კნუტი გაბრაზებულია ჩემზე, თქვენს მკლავებში ყოფნის მყუდროება რომ დავურღვიე!
-მუშუ... მუშუ ჰქვია და გთხოვთ თქვენობით ნუ მომმართავთ...-უხერხულად გავუღიმე და თავში იმ იდეების განხილვა დავიწყე, რომლითაც ამ კაცისგან თავის დაღწევას შევძლებდი.
-უცნაური სახელია... თუმცა მე მეტად მოხარული ვიქნები, ამ პატარა ქალბატონის სახელიც თუ მეცოდინება,-მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით წარმოთქვა და მომხიბვლელად გამიღიმა.
-მე... მაკრინე!..-დაბნეულმა ავაფახულე თვალები და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ყელის ტკივილი გაუსაძლისი რომ გახდა.
ალბათ უკან მოუხედავად გავეცლებოდი, რომ არა ქცევის ელემენტარული წესები, რომლებიც გასისხლხორცებული და მჭიდროდ ჩაბეტონებული მქონდა ძვირფასი მშობლების წყალობით.
-პატრონივით ლამაზი და მიმზიდველი...-ჩემივე წინადადება გააგრძელა და მოჭუტული თვალებიდან გამომხედა,-მე დათო ვარ, დათო იაშვილი!
-სასიამოვნოა... და უკაცრავად, მეჩქარება!-ჩავიჩურჩულე და გვერდის ავლა ვცადე, წინ რომ გადამიდგა.
-იქნებ რამეზე დამეწვიოთ?-როდესაც ჩემ გაფართოებულ თვალებს წააწყდა, გააგრძელა,-როგორც შევამჩნიე, გაციებული ხარ... ცხელი ჩაი კი შენი მდგომარეობისთვის უებარი წამალია!.. თან აქამდე არ შემიმჩნევიხარ ამ სასტუმროში და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
-გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მეჩქარება!..-ჩავიბურტყუნე და საჩქაროდ გავშორდი.
-შეხვედრამდე, პატარა ქალბატონო!-მომაძახა ზურგს უკან და საფეხურზე ლამის ფეხი დამიცდა.
"ეგღა მაკლია, ამასთან ჩაი დავლიო რა!.. მზრუნველი ბიჭი... მეტი არაა ჩემი მტერი, მაგი ჩემ მდგომარეობაზე რომ დარდობდეს."-გაღიზიანებული ვფიქრობდა და ფრთხილად მივუყვებოდი კიბეებს.
ნამდვილად არ მსურდა, ჩემი უიღბლო ბედის გადამკიდეს ფეხი მომეტეხა ან კვლავ ვიღაცის მკლავებში ავღმოვჩენილიყავი.
თუმცა ამწუთას ერთი რამ მადარდებდა:რატო ვიყავი სასტუმროში და არა სახლში, სად იყვნენ დანარჩენები და საერთოდ, როგორ ავღმოვჩნდი მანქანის სავარძლიდან, სასტუმროს ნომერში?!
ჰოლში რომ ვერავინ ვიპოვე ნაცნობი, გვერდით განთავსებული ბარისკენ წავედი, თან მოწოლილ ცრემლებს ვიკავებდი. ასე მეგონა მთელ მსოფლიოზე, მარტო ვიყავი დარჩენილი და ლამის გულამომჯდარს მეტირა. ზოგადად, ასეთი მტირალა და ემოციური არ ვიყავი, მაგრამ ბოლო დროს დატრიალებული ამბები და პლიუს ჯერ კიდევ მაღალი სიცხე, გრძნობების მოთოკვის საშუალებას არ მაძლევდა. კნუტი მჭიდროდ მყავდა მიხუტებული, ისე თითქოს ერთადერთი გულშემატკივარი ყოფილიყო და მისი წართმევაც უნდოდათ.
-ნუთუ მართლა მარტო დამტოვეს...-ამოვიტირე და ამაოდ მოვავლე ბარს თვალი.
-აი, სად ყოფილა პატარა ქალბატონი!-გაისმა ზურგს უკან და დენდარტყმული მივტრიალდი კომენტარის ავტორისკენ.-რა იყო, ხომ არ დაიკარგე?-წარბები აზიდა და ინტერესით დამაჩერდა.
-იცით, მე... ჩემებს ვეძებ და ვერსად ვიპოვე... ისიც არ ვიცი სად არიან... ძალინ დავიბენი!..-შეწუხებულმა გავაცეცე თვალები და იმედიანად ავხედე.
იქნებ, ის მაინც დამხმარებოდა მათ პოვნაში, ან თუნდაც ტელეფონი ეთხოვა, რომ დამერეკა.
-ასეც ვიცოდი!.. მოდი, ჯერ რამე მივირთვათ და მერე მოვძებნოთ შენი მშობლები...
-არა, არა!.. აუცილებლად უნდა ვიპოვო ისინი,-შევაწყვეტინე მოუთმენლად.
-კარგი, რადგან ასე დაჟინებით მოითხოვ. წამოდი ადმინისტრატორს ვკითხოთ, სად წავიდნენ შენი მშობლები.
"რას აიჩემა ეს მშობლები... თითქოს ბაღის ბავშვს ელაპარაკებოდეს!"-გაბეზრებულმა ჩავიფრუტუნე და ის იყო მისი გამოწვდილი ხელისთვის, ჩემი უნდა შემეგებებინა, წელზე მძიმე მკლავის მოხვევა რომ ვიგრძენი.
-აქ ვარ! არ არის ადმინისტრატორის შეწუხება საჭირო!-გაისმა ინტონაციურად მდიდარი, ბოხი ბარიტონი და გულაძგერებულმა ავხედე შუბლშელრულ დემონს.
-ლუციფერი!..-წამოვიძახე აღტაცებულმა და ლამის კნუტს გავუშვი ხელი, მისთვის რომ მომეხვია.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ნაცნობი რომ ვნახე, ამ ნაცნობისადმი შექმნილ უარყოფით განწყობასაც არ ვაქცევდი ყურადღებას.
-ანუ თქვენ ხართ, ამ მშვენიერი ქალბატონის მამა?!-სრულიად უაზრო კითხვა დასვა დათომ და აღფრთოვანების ზენიტიდან, ხელის კვრით ჩამომაგდო,-ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია... ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით...-თავისას აგრძელებდა და სულაც არ ამჩნევდა დემონის დაძაბულ ახეულს, მთელ ზურგზე რომ ვგრძნობდი.
-ეგ იმიტომ, რომ ზედმეტს არ ვლაპარაკობ-სარკასტულად ამოთქვა და თავზე ისე გადამისვა ხელი, თითქოს მართლა მისი შვილი ვყოფილიყავი,-დედიკოც არანაკლებ ახალგაზრდა ყავს!-გესლიანად დაამატა და ისეთი თვალებით დამხედა, უკან მოუხედავად გავიქცეოდი, მის ხელს რომ არ დავეკავებინე.
-მე დაგტოვებთ და იმედია იფიქრებ ჩემ წინადადებაზე, მაკრინე!-მე გადმომხედა, თბილად გამიღიმა და ჰოლში გაუჩინარდა.
-"იფიქრე ჩემ წინადადებაზე, მაკრინე!"-გამოაჯავრა დემონმა და გაბრაზებული წინ გადამიდგა,-შენ გოგო, ბიჭების დაკერვის მეტი სხვა საქმე არ გაქ?! მე გამწარებული გეძებ, მეთქი ისევ დაიკარგა ან ისევ ტყეში გაიქცა-თქო, ეს კიდე, თურმე ვიღაც პიჟონს ეკურკურება!
-უზდელი ხარ!-მხოლოდ ამის წამოძახება შევძელი და კვლავ გაოგნებული მივაჩერდი.
-მე ვარ გოგო უზრდელი?!-მრისხანებისგან ხმააკანკალებულმა დამიღრინა და ისე მომიახლოვდა, ლამის ცხვირით ვეხებოდი მკერდზე,-არ იცი უფროსთან, როგორ უნდა მოიქცე და კიდე მე ვარ უზრდელი?! გუშინ მანქანაში მჯდომი, ცხვირმოუხოცავი ღლაპივით დამეჭყანე და მადლობა თქვი, მაგ საქციელის გამო, იქვე რომ არ დაგტოვე!.. ხალხთან მოქცევის წესი ისწავლე და უაზრო კურკურს მოეშვი, თორე ენას ამოგაძრობ!-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ჰოლისკენ წავიდა.
ჯერ კიდევ გამშრალი და აღშფოთებული, ინსტიქტურად ავედევნე უკან და თან ვცდილობდი მისი ნათქვამი გადამეხარშა. ფიქრიც არ მინდოდა, თუ რა წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, სათანადო წინააღმდეგობის გაწევა რომ ვერ შევძელი.
-დათო-შმაკო!-დავისისინე, კიდევ ერთი კონფლიქტის, უშუალო მიზეზის სახე რომ ამომიტივტივდა გონებაში და აკნავლებულ მუშუს დავუყვავე.
-ვააა, კრასოტკასაც გაუღვიძია!-აღფრთოვანებით წამოიძახა აკომ, როდესაც კაფეში მჯდომ ბავშვებს მივუახლოვდით და მის გვერდით მდგომ, ცარიელ სკამზე ხელი დაატყაპუნა.
-როგორ ხარ მაკრინე? სიცხე ისევ გაქვს?-გადმომხედა ჯიშკარიანზე აწეპებულმა დეიდაშვილმა და სიცილი ვერ შეიკავა, დიდ პერანგში, სასაცილოდ გახვეულს რომ შემავლო თვალი.
-კი!..-დავუბღვირე და ზამბარასავით დაჭიმული ავეკარი საზურგეს, ზუსტად ჩემ პირდაპირ, ერთადერთ ცარიელ სკამზე რომ ჩამოჯდა დემონი,-რატო დამტოვე მარტო?! იცი როგორ შემეშინდა?! ასე მეგონა ისევ მომიტაცეს, ან ისე ამიწია სიცხემ რომ გავგიჟდი... რამდენი გეძებე!-ნაწყენმა ჩავიბურტყუნე და ცრემლიანი თვალები რომ არ შეემჩნიათ, ჯიუტად დავაჩერდი მაგიდას.
-ვაიმე, სეგესინდა პაწუ?! ბოროტმა ძიება სეგასინეს ხო! ნწნწნწ, დავახევ ყურებს!-პატარა ბავშვივით ენამოჩლექვით დამიყვავა გუგავამ და თმებზე მომქაჩა.
-აუ, შენ რა პიდარასტი ხარ, ტო!-გადაიხარხარა ჯაბამ და აფხუკუნებული საცოლის თმაში ჩარგო ცხვირი.
-ეეე, ცოტა წესიერად ტო!.. გოგოები არიან აქ,-გაუწყრა გიგი და მე მომიბრუნდა,-ამათ არ უსმინო, დებილები არიან... შენ ისევ გტკივა ყელი?!
-კი... და შეიძლება რძე რომ მომიტანონ?-ამოვიჩურჩულე და კისერზე ხელი მოვისვი.
-როგორ არა ტო!.. ოღონდ თქვი და გაუჩენელს გაგიჩენთ!..-გამიღიმა გიგიმ და ფეხზე წამოხტა.
-ზედმეტებში არ გადახვიდეთ მთლად!-ირონიულად ჩააკვეხა დემონმა და აზუზუნებული ტელეფონიანად გაგვშორდა.
-საშინლად უგულო, ბოროტი და უზდელი ძმაკაცი გყავთ,-გაბრაზებულმა დავიჩივლე და კომენტარის ობიექტს თვალი მოვაცილე.
-აუ, შენ რა საყვარელი ხარ ტო!.. უზდელი და ბოროტია, ხო? გინდა ერთად ვცემოთ?!-სიცილოთ გადამხვია ხელი აკომ და თვალი ჩამიკრა.
-შენში შევცდი ბარბის რომ შეგადარე... კლოუნონა უფრო შეგეფერება,-წარბ აწკიპულმა ვუჩურჩულე და მეტრეველის მოტანილ ჭიქას მოუთმენლად დავსწვდი.
-ეეეე, რას შვები ტო! მე ეგ შენ მოგიტანე და კატას ასმევ?-განაწყენებულმა წამოიძახა, რძე საფერფლეში რომ ჩავასხი და კნუტს დავუდგი წინ.
-ზედმეტმა ლაქუცმა იცის,-გესლიანად გადაულაპარაკა, იმ წამს დაბრუნებულმა დემონმა და ზიზღით დახედა რძეში ცხვირჩარგულ ერთიციდა არსებას.
-აქ რატომ ვართ?-დავსვი შეკითხვა, როდესაც გაუსაძლისი გახდა უკომფორტო გარემო და ლანას მივაპყარი თვალები.-ჩვენ სახლში არ უნდა წავსულიყავით?
-იძულებული ვიყავით აქ გავჩერებულიყავით. დაღამებამდე ვერ ჩავიდოდით თბილისში, მით უმეტეს თოვაც გაძლიერდა და ხილვადობა ჭირდა... ასეთ გზებზე კი სახიფათო იყო გზის გაგრძელება,-მიპასუხა ჯაბამ და სანთებელა აათამაშა ხელებში.
-როდის უნდა წავიდეთ მერე? თოვამ თუ არ გადაიღო, მერე რა უნდა ვქნათ?-შეშფოთებულმა გადავხედე, თან გონებაში ამომიტივტივდა მშობლების დაზაფრული სახეები.
-როგორც კი გზა გაიწმინდება... მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები კი გვაქ, მაგრამ მაინც საშიშია... არ არის გამორიცხული, თოვლში ჩავრჩეთ,-უდარდელად აიჩეჩა მხრები სასიძომ და ეჭვი მაქ, ძალიანაც მოსწონდა აქ დარჩენის პერსპექტივა.
-ამინდის პროგნოზით, ხვალ წესით უნდა გამოიდაროს... ალბათ მარილსაც დაყრიან,-"მანუგეშა" გიგიმ და გამამხნევებლად გამიღიმა.
-რომ არ გამოიდაროს?-ამოვიჩურჩულე და გაფაციცებით დავაკვირდი ბიჭებს.
-მოგვიწევს ზაფხულამდე აქ დარჩენა,-გადაიხარხარა აკომ და ლოყები გამიწელა.
-ეეე, ნუ გაუხეთქე ბიჭო ბავშვს გული!-თავში წამოარტყა ძმაკაცს გიგიმ,-ხუმრობს, მართლა კი არ მოგიწევს ზაფხულამდე აქ დარჩენა... მაქსიმუმ ორი დღით მოგვიწიოს აქ დარჩენა.
-სად გეჩქარება ერთი მითხარი რა ცოლის და! სასწავლებელში დასვენებები გაქვთ და შეყვარებული შენ არ გყავს, რო გაგიიასნოს!-შემომცინა ჯაბამ და თავი ძლივს შევიკავე, რამე რომ არ მესროლა მაგ რეგვენ თავში.
-ერთ კვირაში ბათუმში უნდა ჩავსულიყავით... მშობლები საახალწლოდ გველოდებიან,-მაინც არ შევიმჩნიე გაბრაზება და ლანას საყვედურით გავხედე.
-შეგიძლია დაურეკო და უთხრა რომ არ გცალია, ქორწილისთვის ემზადები!-წამოაყენა იდეა და ხმა ვერ დაიმორჩილა, გამეტებით რომ უჩქმიტა მუცელზე ლანამ.
-ხვალ აქედან წავალთ, არ ინერვიულო!-დამაიმედებლად გამიღიმა გოგონამ და ნიშნისმოგებით გადახედა აკრუსუნებულ საქმროს.
-მანამდე მამიკოს უნდა დავურეკო!-ამოვიბურტყუნე და მაგიდაზე დადებულ, ჩემ მობილურს დავსწვდი.






888




-კრასოტკა, სასრიალოდ მივდივართ და შენ არ წამოხვალ?-გაბურძგნული თავი შემოყო ოთახში აკომ და მხიარულად შემომცინა.
უნდა ვაღიარო, რომ ამ ბიჭის ნაკვთები, გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. ისეთი ნატიფი და ლამაზი სახე ჰქონდა, ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა. თუმცა, იერი მაინც უხეში, ბიჭებისთვის დამახასიათებლად სწორხაზოვანი ჰქონდა.
-რამდენი წლის ხარ, აკო?-ყურადღება არ მივაქციე მომლოდინე თვალებს და სველი თმები, მხრებზე ჩამოვიშალე.
-22-ის და რაში გაინტერესებს? დაგევასე გოგო?-მაცდურად აათამაშა წარბები და მთლიანი ტანით შემოვიდა ოთახში.
-მე... მე ეგ არ მიგულისხმია,-დარცხვენილი ავწითლდი და ხელებში მოვჭმუჭნე სველი პირსახოვი.
-ეეე, შენ რა მორცხვი ყოფილხარ ტო! ვიხუმრე რას გაწითლდი...-გაიცინა და საწოლზე მოტრიალე კნუტს წაკრა თითი,-შუშუ შე ძველო!
-მუშუ ჰქვია მაგას,-შევუსწორე და მოშიშვლებულ მხრებზე, პერანგი მოვიჩვი.
იმდენად კომფორტული, თბილი და სასიამოვნო იყო დემონის აწ კუთვნილი სამოსი, გადასაგდებად ან თუნდაც პატრონისთვის დასაბრუნებლად მაინც არ მემეტებოდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საოცრად თავბრუდამხვევი სურნელი, ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი.
-მუშუ-შუშუ, ერთი და იგივე არაა, რამ გაყო... ჰე, არ მოდიხარ ეხა?-თავი ანება კნუტთან თამაშს და მომლოდინე მზერა მომაპყრო.
-ვერ წამოვალ მე. სიცხე მაქ, თან ასე ჩაცმული, იმ ყინვაში ვერ გავალ!
-აუ, ეგ რა პონტია ტო! შენ მარტო აქ იქნები და ჩვენ გარეთ გავერთოთ? მაგრა მიტეხავ ეხა კრასოტკა რა!-ნაწყენმა გადმომხედა და ქურთუკზე ჩაბღაუჭებული კნუტი, კვლავ საწოლზე გადააგდო.
-მართლა არ შემიძლია, ხომ იცი არა?! წადით თქვენ, მე მაინც მუშუს უნდა მივხედო, მარტო ვერ დავტოვებ! ადმინისტრატორმა, ოთახში დატოვების უფლება ძლივს დამრთო და არ მინდა, ჰოლში ნახოს, თორე გარეთ გაგვყრის.-გავუღიმე და ლანას მიერ გამზადებული წამლები, დაჭყანულმა გადავყლაპე.
-იმ ადმინისტრატორს, მე მოვუყომარებ, შენ კიდე გამომყევი უკან, არ მანერვიულო ისე!-დამიქნია თითი და ფეხზე წამოდგომას აპირებდა, მკლავზე ისევ კნუტი რომ ჩამოეპორწიალა.-შენ რა შუსტრი ყოფილხარ ტო... დავიჯერო ისე გევასე, ჩემი გაშვება არ გინდა?-მხიარულად გაიცინა და ქურთუკზე ჩაბღაუჭებული ბრჭყალები, ფრთხილად გააშვებინა.
-აკო, მართლა ვერ წამო...-კვლავ დავიწყე ახსნა, უცებ რომ დაიყვირა და მოულოდნელობისგან, ადგილზე შევქანდი.
-აუ, ამას რა ბრჭყალები ქონია! ამომაძრო ხორცი... წერტილისხელაა და რა ეშვები ქონია, მიკბინა ტო!-აწუწუნდა, ხელზე ჩაფრენილი მუშუ რომ მოიშორა და კვლავ რომ არ ეკბინა, საწოლიდან წამოხტა.
-რა იყო ბიჭო, მუჭისხელა კნუტმა შეგაშინა?!-დავცინე და ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად გამეცინა გულიანად.
-რას ქვია შემაშინა!-შეურაცყფილი გამომეტყველება მიიღო,-უბრალოდ ისე მოულოდნელად მიკბინა, ხმა ვერ დავიმორჩილე!
-აააა, კარგი მაშინ! კიდე კარგი არ შეგეშინდა, თორე შრატის გაკეთება რომ მოგიწევს, კაცი ვერ დაგაკავებდა,-ეშმაკურად ჩავიცინე და გულაღმა გადმობრუნებული, თავის ფეხებთან მოთამაშე კნუტი ხელში ავიყვანე.
-რა... რა შრატი! შრატი უნდა გავიკეთო?-ამოიბლუყუნა დაზაფრულმა და ნაკბენ ხელს დახედა.
-რა თქმა უნდა. გინდა ცოფი აიკიდო?
-არ არსებობს! რას ქვია ცოფი... დაცოფილმა უნდა ვიარო ტო?!-ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში.
-შრატს გაიკეთებ ი ვსო...
-აუ რა შრატი!.. მეშინია ტო ნემსების, გადაირიე!-ლამის აცრემლებულმა შემტირა.
-ვაიმე, რა სასაცილო ხარ!..-შეძლებისდაგვარად გავიცინე და კარისკენ ვუბიძგე,-ნუ გეშინია, არანაირი ცოფის საშიშროება არ გემუქრება,-დავაწყნარე და ადგილიდან რომ ვერ დავძარი, ქურთუკზე მოვეჭიდე და ისე გავიყვანე გარეთ.
ჰოლში ჩასულებს, ყველა იქ დაგვხვდა. სასრიალოდ გამოწყობილები, გაცხარებით საუბრობდნენ რაღაცაზე და გულიანად იცინოდნენ. ლანა და ჯაბა, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, ღიმილს ვერ ვიკავებდი... და საერთოს, ეს სამეგობრო წრე, აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, თუ რა თქმა უნდა, მუდამ დაბღვერილ დემონს არ ჩავთვლიდით.
-აბა, მზად ხართ დავლაშქროთ კავკასიონი?-წამოიძახა აღფრთოვანებით ჯიშკარიანმა და შემ სარკასტულ გამომეტყველებას რომ გადააწყდა, უმალ მოიღუშა.
-ეს ასე ვერსად ვერ წამოვა, ჯერ კიდევ ცუდადაა!-როგორც იქნა ნორმალური რაღაც თქვა დემონმა და ჩაწითლებული თვალებით, პერანგს დაასო მზერა.
-უჩა მართალია, მაკრინე ასე ვერსად ვერ წამოვა!-დაეთანხმა ლანა და შუბლზე ხელი დამადო, ტემპერატურა რომ გაეზომა,-ჯერ კიდევ ცხელი ხარ!
-მაშინ მოგვიწევს აქ დარჩენა და ზღაპარ-ფართის მოწყობა,-დაიწუწუნა გუგავამ და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-მე აქ დავრჩები, თქვენ კიდე წახვალთ სათხილამუროდ!.. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი,-მტკიცედ ვუჩურჩულე ბავშვებს და თვალები დავუბრიალე.
-ეგრე არ გამოვა მაკრინე. მარტო ვერ დაგტოვებთ...
-ზედმეტი მზრუნველობა არაა საჭირო,-გავაწყვეტინე მეტრეველს,-პატარა ბავშვი არ ვარ, ძიძები რომ დამიტოვოთ.
-ეგეც საკითხავია,-ირონიულად თქვა დემონმა, ზანტად ჩაიღიმა და გვერდზე გაიხედა.
მინის კარებიდან გავყურებდი თოვლზე მობარბაცე ბიჭებს და სიცილს ვერ ვიკავებდი, ყვირილით რომ ეხეთქებოდნენ ერთმანეთს. არ დავფიქრებულვარ, ისე მივაჩოჩე პუფი კედელთან, რომლის უმეტეს ნაწილსაც ფანჯარა იკავებდა და თვალები ცაში მოფარფატე ფიფქებს გავუსწორე. ფრჩხილებს ვაკაკუნებდი, რაფაზე მოხტუნავე მუშუს ყურადღება, წამით მაინც რომ მიმექცია და ხალხის მზერა, როგორმე რომ დამეიგნორებინა.
-მეტრეველი, შენთან ერთად არასდროს ვისრიალებ ციგით!-ყური მომჭრა ნაწყენმა ტონმა და მზერა აკოზე გადავიტანე,
-ნუ გაბურღე ტვინი! მოკეტე და მომაწექი!-შეეპასუხა გიგი და ისტერიული სიცილი ამიტყდა, ნანახი რომ ჩასწვდა გონებას.
გუგავა ქოშინით ამოდგომოდა ზურგს უკან გიგის და ადგილიდან დასაძრავად, მთელი ძალით აწვებოდა. თავის მხრივ გიგი კი, გაცილებით პატარა ციგაზე შემომჯდარიყო, ფეხები ჰაერში აეშვირა და გვერდზე მდგომ აღნავლებულ ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა. მოულოდნელობისგან, წამოძახილი აღმომხდა, ინერცია დაკარგული მეტრეველი, დაღმართზე მოწყვეტით რომ დაეშვა და საყრდენ გამოცლილი აკო, ზედ რომ "გადააჯდა".
შეშფოთებულმა დავავლე კნუტს ხელი და კარებში გავვარდი. ალბათ მეც მათ ბედს გავიზიარებდი, უცხო ხელებს რომ არ დავეჭირე და თავი დავიწყევლე, მომღიმარ დათოს რომ გადავაწყდი.
-გამარჯობა პატარა ქალბატონო. როგორ გრძნობ თავს? გუშინდელის მერე, საერთოდ ვერ მოგკარი თვალი...-თავისას აგრძელებდა და არაფრის დიდებით არ მიშვებდა ხელს.
-იცით მე...-დავიწყე ახსნა, სიტყვა შუაზე რომ გამაწყვეტინეს.
-შენ არ გესმის, რომ გარეთ არ უნდა გამოხვიდე?!-მკაცრმა სიტყვებმა გაკვეთა სუსხიანი ჰაერი და მოსალოდნელი კამათის წარმოდგენისას, გაბეზრებულმა ამოვიოხრე,-ჯერ კიდევ ავად ხარ და ისევ შენსას აკეთებ! ან ჩვენთან ერთად არ წამოხვედი, თავი გაიგიჟე და ამასთან ერთად რომ გამოგვეცხადე, ცოტა ხომ არ ტეხავს?!
-თქვენ ქალიშვილს, საფრთხე არ ემუქრებოდა ჩემთან...-დაიწყო დათომ და გონებაში სრულყოფილ კრეტინად შევრაცხე.
-საფრთხე ეხა შენ დაგემუქრება, ხელს თუ არ გაუშვებ და სამის დათვლამდე თუ არ აახვევ აქედან!-დაუღრინა მრისხანედ და იაშვილი უკვე შუბლგახვრეტილად შევრაცხე.
-ეეე, ძმაო ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის?-აიქოჩრა ისიც და ღმერთს გულით შევთხოვე, აქედან უვნებელს გამაღწევინე მეთქი.
-ჩვენი წასვლის დროა!-შევეცადე სიტუაცია განმემუხტა და ვერაფერს რომ ვერ გავხდი, ლუციფერს ქურთუკზე ჩავაფრინდი და ბორძიკით წავიყვანე იმ დაღმართისკენ, სადაც ბიჭები გაუჩინარდნენ და ლანა და ჯაბაც მისაშველებლად, წუთის წინ დაეშვნენ.
-ვაიმე!-აღმომხდა, როდესაც უზარმაზარი თოვლის გუნდიდან გამოშვერილ ხელებს და ფეხებს წავაწყდი.
გუნდას ხალხი დასეოდა, ცდილობდნენ როგორმე გამოენთავისუფლათ ბიჭები. რამდენიმე მეტრის მოშორებით, ჯიშკარიანი ლანას დაყრდნობოდა და მთელი ხმით ხარხარებდა.
-ქარაფშუტა, გამეტიჩრებული, ტუტუცი გოგო ხარ!-ეიფორიიდან გამომიყვანა გაბზარულმა ხმამ და გაკვირვებულმა ავხედე თვალებ ჩაწითლებულ მამაკაცს.
-ცუდად ხართ?-შევეცადე დამეიგნორებინა მწარე რეპლიკა და თავაზიანად მივმართე. თან ცალი ხელით სუსხიანი ქარისგან აფრიალებულ კაბას, მეორეთი კი კნუტს ვიჭერდი.
-დროზე შედი შიგნით!-მანაც დამაიგნორა და ბრაზიანად დამიღრინა.
-კი მაგრამ თქვენ...
-დროზე-მეთქი!-დაიგრგვინა და შიშისგან ადგილზე შევხტი.
-თქვენ... თქვენ არ გაქვთ უფლება ასე მომმართოთ!.. თქვენ ნამდვილი...-მრისხანებისგან ენა მებმოდა.
რაღაც საშინელებასაც ვიტყოდი, ხელი რომ არ დაევლო და უკითხავად არ წავეთრიე განმარტოებით მდგარი კოტეჯისკენ.
-ჰეი, რას შვები, გადაირიე?! გამიშვი ხელი! მტკენ შე ცხოველო!.. გამიშვი თორე ვიკივლებ!..-ვუყვიროდი და ამაოდ ვეჯაჯგურებოდი მარწუხებად ქცეულ, ჩვეულებრივზე მხურვალე თითებს.
-ყელში ამოხვედი უკვე!-არც მან დამაკლო ყვირილი, პირზე მეორე ხელი ამაფარა, მოძრაობის უნარი დამიბლოკა და იღლიაში ამოჩრილმა წამაპირწიალა კოტეჯისკენ.
იცოდა კნუტს რომ არაფრით გავუშვებდი ხელს, რითაც შესაბამისად სათანადო წინააღმდეგობას რომ ვერ გავუწევდი და ამით სარგებლობდა.
როგორც კი კარი გააღო, ბურთივით მისროლა და მოწყვეტით ჩამაგდო იქვე მდგომ სავარძელში. წამით თვალი მოვავლე პატარა, აშკარად ღამის გასათევ ოთახს და კვლავ გაცეცხლებულ დემონზე გადავიტანე მზერა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე, ენა დაიმოკლე და ტვინი დაატანე რასაც აკეთებთქო, მაგრამ არ დამიჯერე!.. ეხლა გაჩვენებ, როგორ უნდა სხვის ნერვებზე თამაში და იცოდე, შენ ხმას კიდევ გავიგებ და საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-კბილების ღრჭიალით ჩამყვირა და ჩემი მუშტებისგან აქაჩული პულავერი, საწყის მდგომარეობას დაუბრუნა.
-ბიჭებს ვეტყვი ყველაფერს...-შიშისგან ძლივს მოვაბი წინადადებას თავი და დამფრთხალმა გადავხედე მინიატურულ ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს.
"ალბათ უნდა რომ მაწამოს და მერე ტყეში მიმაგდოს, მგლების საჯიჯგნად!"-ამომიტივტივდა გონებაში და აცახცახებული ხელები, ძლიერად მოვხვიე დამფრთხალ კნუტს.
-მე გაგაფრთხილე და უკვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ თუ მოვინდომე ვერავინ შემიშლის სურვილის ასრულებაში ხელს!-იმავე ტონით გამიმეორა და ისე გაიჯახუნა კარები, ყვირილი ძლივს შევიკავე.
დამდუღრული მივვარდი კარებს და ამაოდ დავეჯაჯგურე ჩარაზულ კარებს.
-ვიროოოო!-დავუყვირე ხმაჩახლეჩილმა და თავბრუდახვეული დავცურდი იატაკზე, ჩახლეჩილმა იოგებმა ჩასუნთქვის საშუალება რომ არ მომცეს.
ახრიალებულმა ვიტაცე ყელზე ხელი და ცრემლები გადმომცვივდა, მჩხვლეტავმა ტკივილმა მთელ ხორხში რომ დამიარა. ხველებით მივუაოვდი კუთხეში მდგარ, პატარა მაგიდას და ჭიქა მოუთმენლად მოვიყუდე. რამდენიმე ყლუპი ძლივს გადავყლაპე და პირში ჩაგუბებული წყალი აქეთ გადმოვაფურთხე, ტკივილი უფრო რომ გაძლიერდა.
-ვერ გიტან!.. მძულხარ!..-ამოვიხრიალე და გმინვით ჩავეშვი სავარძელში.
დაბინდული თვალებით გავხედე გისოსებიან, ოთახში არსებულ ერთადერთ ფანჯარას და კიდევ ერთხელ დავწყევლე ლუციფერი. გონებაში ამომიტივტივდა ჩემ მშობლებთან, გუშინდელი საუბარი და სიმწრით გამეღიმა, გახსენებული ტყუილების გამო. ლამის ერთი საათი ვუმტკიცებდი დედაჩემს, არაფერი რომ არ მჭირდა და სიზმრად ნანახი საფრთხე, შორს რომ იყო ჩემგან. მაგრამ იმას მაინც ვერ წარმოვიდგენდი, ასე თავხედურად, უტიფრად დამავლებდნენ ხელს და სადღაც გამომკეტავდნენ პატიმარივით. ბრაზისგან ისე მეკიდებოდა ცეცხლი, ყელის ტკივილიც არ მახსოვდა და ერთი სული მქონდა რამე დამელეწა. მოუთმენლად გადავხედე საწოლზე დადებულ სპორტულ ჩანთას და თავს გონიერებისკენ მოვუწოდე. არაფრად არ გამომადგებოდა დემონის უფრო მეტად გაბრაზე, თუ იმით ვიმსჯელებდით, რომჩემთვის ჯერ-ჯერობით არავის არ ეცალა.
სიმწრით გავხედე რუხ ფერებ შეპარულ ბუნებას და ფიფქების უწყვეტ ნაკადზე, უფრო მომიცვა მრისხანებამ.
-მძულს! ყველა მძულს! თოვლიც მძულს!-ამოვიხრიალე და სიბრაზისგან აცახცახებული, სავარძელზე მივესვენე. თან თავს ვარწმუნებდი იმაში, რომ საშიში არაფერი არ იყო.



888
ფეხზე დაფეთებული წამოვხტი, როდესაც კლიტის ჩხაკუნი მისწვდა სმენას და რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრეველი სხეული, სიმწრით დავიზილე. დამფრთხალმა გავაცეცე თვალები, კარები რომ გაიღო და შიშისგან აცახცახებული სხეული წამში მომიდუნდა, ნაცნობი სილუეტი რომ გამოიკვეთა ბუხრის შუქზე.
-გეხვეწები გამიშვი რა აქედან! აქ არ დამტოვო მარტო და გეფიცები არასდროს არ გაგაბრაზებ!-ძლივს გასაგონად ვუჩურჩულე და ინსტიქტურად უკან დავიხიე, ბანცალით რომ გადმოაბიჯა ზღურბლს.
ეგრევე ამომიტივტივდა, მთვრალი, საზარლად აყროლებული ადამიანები და გული ორმაგად ამიძგერდა. თვალს არ ვაშორებდი სახეზე ჩამოყრილ ბზინვარე კულულებს და ჩემი აზრის სისწორეში დავრწმუნდი, იატაკზე დაჩერებული, წონასწორობის შესანარჩუნებლად, კედელს რომ აეყუდა.
-ყოველთვის... ყოველთვის პრობლემებს მიქმნი!.. სულ გაუგებრობაში მხვევ!..-უნებურად შევკრთი, ლუღლუღით ნათქვამ სიტყვები, ჩახრინწულ ხმაში ძლივს რომ გავარჩიე და არ დავფიქრებულვარ ისე მივვარდი, ორიენტაცია დაკარგული, იატაკზე ჩასახუტებლად რომ მოიცელა.
ძლიერად ჩავავლე თხელ პულოვერში თითები, ჩემკენ დავქაჩე და ორი ნაბიჯი ძლივს გადავდგი, რომ ჩემზე დამხობილ მძიმე სხეულთან ერთად, პირდაპირ საწოლზე გადავვარდი.
--
წამით გაოგნებისა და მოულოდნელობისგან წამოძახილი აღმომხდა და ხელ-ფეხ გაყინულმა, მოძრაობის უნარი დავკარგე. წამით ყველაფერი დადუმდა გარშემო. ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, თითქოს გაჩერების ღილაკს დააჭირესო. ასე მეგონა, თვით დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა და რომ არა მიზიდულობის კანონი, ჰაერში ავიჭრებოდი სიმძიმე დაკარგული. მხოლოდ ჩემი გამაყრუებელი გულისცემა მესმოდა და მას შორის გამომკრთალი, ჩვეულებრივზე მეტად შენელებული ბაგა-ბუგი. აზროვნების უნარი წართმეული მქონდა და ალბათ კარგა ხანს ასე ვიქნებოდი, ჟანგბადის უკმარისობას რომ არ შეეხსენებინა თავი. მთელ სხეულზე გაწოლილი დემონი, ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და ასე მეგონა, უზარმაზარი ლოდის ქვეშ ვიყავი მოყოლილი. მდგომარეობას ისიც მირთულებდა, რომ ჩემთან შედარებით გაცილებით მხურვალე სხეული, მთელ ტანს მიწვავდა და ცეცხლის ალში მხვევდა. ვერც კი წარმომედგინა, ასეთი ტემპერატურით როგორ უნდა ეცოცხლა ადამიანს... თუმცა, რომელი ადამიანი?! საქმე სრულყოფილ დემონთან მქონდა, რასაც ბოლო დროინდელი მოვლენებიც ცხადად სრულყოფდა.
-დე... დემონ...ო, გა...აადადი!-ძლივს ძლივობით ამოვიხრიალე და მხრებზე დავეჯაჯგურე, როგორმე გვერდზე რომ გადამეგდო, მაგრამ ჩემი მცდელობა კლდესთან ჯაჯგურს უფრო წააგავდა.-არ გ...ესმის? ვეღარ ვუნნთქავ!-ამოვიგმინე და ვიგრძენი, როგორ გამომელია ჟანგბადის ბოლო ნაკადი.
წყლის ფსკერზე ჩაძირულივით ავაფართხალდი და ვეცადე ოდნავ მაინც მომეცილებინა, ჩასუნთქვა რომ შემძლებოდა. ცდის ამაოებამ სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა და წინასწარ გამოვიგლოვე ჩემი თავი. ვერც ღია კარიდან შემოსულ სიცივეს ვგრძნობდი და ვერც გულისცემას, გამწარებული რომ ძგერდა ფილტვებს შორის. ლოყაზე მეკროდა თოვლით დანამული, საოცრად რბილი კულულები და ასე ახლოს... ზედმეტად ახლოს ნაგრძნობ, თავბრუდამხვევ სურნელს, ლამის ჭკუიდან გადავეყვანე. ვერც კი გავიაზრე, ისე წავავლე თავში ხელები და დიდი ძალისხმევის შედეგად, როგორმე წამოვაწევინე. ყურადღება არ მივაქციე, ჩემ შუბლზე დაყრილ ლოკონებს და მიბნედილ თვალებში ჩავაშტერდი. ლოყები საგრძნობლად ჰქონდა აწითლებული და ქუთუთოებს შორის, მეწამული ზოლი გასდევდა.
-ჯანდაბა!.. ეხლა მო...ოგინდა ძილი?!-ამოვიგმინე და ვეცადე მაღლა ჭერისგან აკანკალებული ხელები, სახსარში არ მომეხარა, თორე დემონი, არა მარტო პირველი შეურაცჰყოფის, არამედ პირველი კოცნის კანონიერი მფლობელიც გახდებოდა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ლამის ცხვირით ვეხებოდით ერთმანეთს.
-შეენ მაი...ძულე!-ამოვიხრიალე, ერთი ხელით შეძლებისდაგვარად დავამაგრე, ხოლო მეორეთი მთელი ძალით გავცხე სილა.
ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, ყვირილით რომ მომშორდა და ქოშინით წამოვჯექი საწოლზე. თავბრუ დახვეულმა გავუსწორე მზერა, ადგილზე მობანცალე დემონს, თვალები რომ ეხუჭებოდა და საბოლოოდ დავრწმუნდი, სერიოზულად რომ იყო ავად.
ოხვრით წამოვხტი ფეხზე, ისევ რომ არ წაქცეულიყო და გაჭირვებით წამოვაწვინე საწოლზე.
-შენ... მე... და...მარტყი!-სმენას მისწვდა ლუღლუღით ნათქვამი სიტყვები და ისევ გათხლეშილ მთვრალად შევრაცხავდი, ალკოჰოლის სუნის უქონლობა რომ არა.
-გითხარი გადადითქო,-ნიშნისმოგებით ვუპასუხე და დაბუჟებული ხელისგული ფეხზე ავისვი.-ვერ წარმომიდფენია ასეთი რა უნდა გჭირდეს, ხელი რომ არ დამიბრუნე!-ჩავიდუდღუნე და სასწრაფოდ მივხურე გაღებული კარები.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ძალიან მრცხვენოდა სილის გამო და გული მეწურებოდა, მის დაღლილ, მისავათებულ სახეს რომ ვუყურებდი.
ფრთხილად მივუახლოვდი საწოლს, რომლის უმეტეს ნაწილს, დემონის ბრგე სხეული რომ იკავებდა და შუბლზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე, ტემპერატურა რომ გამეზომა. დენდარტყმულმა მოვაცილე ხელი და შეშფოთებულმა შევხედე კიდევ ერთხელ. ჯერ კიდევ მეწვოდა ხელი მაღალი ტემპერატურის გამო და თითის ბალიშებზე ვგრძნობდი კაპილარების ფეთქვას.
-დამერხა!-აღმომხდა გაოგნებულს და ჯიბეების ჩხრეკა დავუწყე, ტელეფონი რომ მეპოვა.
შვების ოხვრა აღმომხდა, სასურველ ნივთს რომ წავაწყდი და ხელის კანკალით მოვხსენი ბლოკი. ლამის გული ამომივარდა, სანამ რომელიმე მათგანის ნომერს ვიპოვიდი და მზერას არ ვაცილებდი სახედაცვარულ დემონს.
-გისმენ, უჩა!-გაისმა ყურმილის მეორე ბოლოდან და ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან.
-ლანა?.. სად ხარ?.. ჯაბა სადაა?.. მისი ტელეფონი რატო გაქ?-მივაყარე მოუთმენლად და განაბული დაველოდე პასუხს.
-მედპუნქტში ვართ. გიგი და აკო წამოვიყვანეთ, ჯაბა ექიმთანაა ბიჭების მდგომარეობის გასაგებად და გარეთ ველოდები!-მიპასუხა და შიშისგან ლამის გული გამისკდა.
-მოიცა, რა მედპუნქტი, რა ჭირს ბიჭებს?-ხმააკანკალებულმა ვკითხე.
-სანერვიულო არაფერი. ფეხი ტკიოდა ორივეს და რეკომენდირებულია მაინც ექიმს გაასინჯოთო... შენი ნახვა ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი. თან მერე უჩაც ვნახე და მითხრა ისვენებს, ტყუილად ნუ დააფეთებთ მაგასაც, ისედაც ცუდადააო და... უჩამ მე დავრჩებიო თან მარკრინესთან და აღარ გითხარით.-ლამის ჩამომეძინა იმდენ ხანს მიხსნიდა და მისი არეული ნალაპარაკევიდან ძლივს გამომქონდა აზრი.
-კი მაგრამ ამ თოვლში, მედპუნქტამდე როგორღა მიაღწიეთ?!
-რადგან მთაში ვართ და დაშავების საშიშროება არსებობს, გზა აქ ყოველდღეა გაწმენდილი, თან რამდენიმე გზამკვლევი გავიყოლეთ.
-როდის მოხვალთ?-უღონოდ ამოვიოხრე და თმაზე ნერვიულად გადავისვი ხელი.
-ჯერ არ ვიცი. ახლახანს შეიყვანეს ბიჭები გასასინჯად და ქარბუქის სიძლიერით თუ ვიმსჯელებთ, კარგახანს მოგვიწევს აქ დარჩენა!-"დამაიმედა" დეიდაშვილმა და ცოტა დამაკლდა უახლესი მოდელის ტელეფონი მთელი ძალით არ შემელეწა კედელზე.
-კი მაგრამ... მე... მე რა ვქნა?-უღონოდ ამოვილუღლუღე და ძლივს შევიკავე თავი, ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი.
-რა უნდა ქნა, მაკრინე?! დაწექი და დაიძინე!-ისე მითხრა, თითქოს აქამდე არ მცოდნოდა ძილის და მისი დანიშნულების შესახებ რამე,-თუ რამე დაგჭირდა, უჩას უთხარი, არაფერზე გეტყვის უარს!
-დარწმუნებული ვარ მაგაში!-სარკასტულად ამოვთქვი და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ფერმკრთალ სახეს.
-კარგი, წავედი ჯაბა მეძახის და არ დაგველოდო ჩვენ იცოდე... გკოცნი, ჭკვიანად!-მომახალა მოულოდნელად და მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, გაბმული ზუმერი რომ მისწვდა სმენას.
-გამითიშა!-გაოგნებულმა ამოვილუღლუღე და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში,-რა უნდა ვქნა ეხა მე?!-დავსვი მეტად საჭირბოროტო შეკითხვა და სივრცეს გავუსწორე თვალი.
ფანჯრიდან ჩანდა ქარში მოფარფატე ფიფქების უზარმაზარი გროვა, სასტუმროც რომ დაეჩრდილა და უღონობოსგან ყრუდ ამოვიგმინე. ვიცოდი ლანასთვის რამის თქმა სისულელე რომ იყო და არც მიცდია ხელახლა დამერეკა. ისე ვერ გავრისკავდი, მათი სიცოცხლე საფრთხეში რომ ჩამეგდო. ვიცოდი დემონის მდგომარეობის გაგებისთანავე, წამში აქეთ გამოემართებოდნენ და ღმერთმა უწყის, რა დაემართებოდათ ასეთ ამინდში. არ იყო გამორიცხული თოვლში ჩარჩენილიყვნენ.
-ღმერთო შენ მიშველე!-ამოვიჩუღჩულე და სასოწარკვეთილმა გავხედე დემონს.
მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩამოუდიოდა და ინტერვალებით სუნთქავდა. ბუხრის შუქზე ვხედავდი, ცრემლებად გაბრწყინებულ ოფლის წვეთებს, საოცარ ელფერს რომ სძენდა ლუციფერის სახეს და არაამქვეყნიურ არსებას რომ ამსგავსებდა. რამდენიმე ლოკონი შუბლზე ჰქონდა მიკრული, რომელიც პატარა ბავშვის იერს სძენდა და სიცხისგან აკანკალებულ დაძარღვულ ხელებს დროდადრო მუშტავდა.
წუთით თვლწინ წარმომიდგა სიცივისგან გაყინულს, ძლიერად რომ მიკრავდა გულში და შიგნით მტკივნეულად ჩამწყდა რაღაც. თავში უსიამოდ მიკაკუნებდა მის პერანგზე შემორჩენილი სურნელი და ტკივილს მგვრიდა. ვგრძნობდი სინდისის ქენჯნას, ადამიანურ მოვალეობას რომ გადაეფარა და უუმედობისგან გაშეშებულ სხეულს, ჟრუანტელად ევლინებოდა. ვხვდებოდი რომ უმოქმედობა, ყველაზე სულელური გადაწყვეტილება რომ იყო, მაგრამ არ ვიცოდი რანაირად დავხმარებოდი ადამიანს, რომელთანაც სიცოცხლით ვიყავი დავალებული.
უმალ გამოვერკვიე, კნავილი რომ მისწვდა სმენას და გაფართოებული თვალები მივაპყარი საწოლზე აბობღებულ მუშუს. ვერც კი გავიაზრე, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის კნუტი, როგორ უნდა ამძვრალიყო იმ სიმაღლეზე, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომლის გულწრფელობამ და სისუფთავემ ისე თბილ ტალღად დამიარა ტანში, ლამის ავტირდი: ბევრი ტრიალის და სასურველი ადგილის ძებნის შემდეგ, მუშუ მყუდროდ მოკალათებულიყო დემონის მკერდზე და უშფოთველად ფშვინავდა, მხოლოდ დროდადრო დაჭყეტდა დიდრონ თვალებს და კვლავ მინაბავდა. ისეთი პატარა იყო, დემონთან შედარებით წერტილს წააგავდა და ღიმილს ძლივს ვიკავებდი.
გამახსენდა, როგორ მომიყვანა ლუციფერმა ის და გული კვლავ გამითბა. ზუსტად მისი ხელისგულისოდენა არსება, მკლავებში სათუთად რომ მოექცია და ფრთხილობდა არ გაეღვიძებინა.
-კარგად უნდა გახდე!-ჩემივე ტონის კატეგორიულობამ, თავადვე გამაკვირვა და არც დავფიქრებულვარ, ისე გამოვაღე კარები და გამყინავ ქარში გავვარდი.
აძაგძაგებულმა შევგლიჯე სასტუმროს კარები და მიმღებში მყოფი ხალხის გაფართოებულ თვალებზე ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ავვარდი კიბეებზე. მოუთმენლად შევგლიჯე კარი და სასურველი ნივთების ძებნა დავიწყე. პირველადი დახმარების ყუთს დავსტაცე ხელი, ტუმბოზე დადებული წამლები, ფხვნილები და თერმომეტრიც მასში ჩავდე და საწოლზე გადაფარებულ პლედთან ერთად ამოვიჩარე იღლიაში. ალბათ გიჟად შემრაცხეს, სამზარეულოში ასეთ ფორმაში რომ გამოვეცხადე, მაგრამ ეხლა ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებდა. ისე იყო ჩემი გონება დემონისკენ მიმართული, თვით აპოკალიფსიც კი ვერ შემიშლიდა მის მოვლაში ხელს.
-ძმარი, ერთჯერადი ჩაის პაკეტები, მინერალური წყალი, ლიმონი, თაფლი, რძე და ბორჯომი მინდა!-მივახალე მზარეულს და მოუთმენლად ავაკაკუნე ფრჩხილები დახლზე.
როგორც კი ყველაფერი პარკში ჩამიდეს, რაც შემეძლო სწრაფად გადავჭერი ჰოლი და ბანცალით გადავკვეთე კოტეჯამდე მისასვლელი გზა.
-სად... სად იყავი?..-ლამის ვიკივლე ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რომ გავიგე და დაუფარავ კატეგორიულობაზე შუბლი შევიჭმუხნე.
-ესენი მოგიტანე!-თვალსაჩინოებისთვის დატვირთული ხელები მაღლა ავიშვირე და თბილად გავუღიმე.
-შენ...თვის გარეთ... გასვლა... არ შეიძლება!-სვენებ-სვენებით განაცხადა და წამოჯდომა სცადა, დაფეთებული რომ მივვარდი.
-გადაირიე?! არა კი ვიცოდი მთლად დალაგებული რო არ იყავი, მაგრამ... ახლავე დაუბრუნდი საწყის პოზიციას!-ვუბეძანე და ხელებით მხრებზე დავაწექი, რომ არ განძრეულიყო.-იცოდე, ადგომა არც კი გაბედო!.. იცი რა ცუდად გამოიყურები?!
-ნუ... ბრძანებლობ... სიხარულიძე!-გამაფრთხილა ღონემიხდილმა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
ისე ჰქონდა თვალები ჩაწითლებული და შავ ირისებთან ისეთ კონტრასტს ჰქმნიდა, სტენდალი წარმომიდგა გონებაში.
-შენ კიდე ნუ მეჯიუტები...-წარბები ავუწკიპე, ფრთხილად გადავუყარე ჩამოშლილი კულულები და თანი მთელი ძალით ვცდილობდი სასოწარკვეთილს ტირილი არ ანტყდომოდა.-თან კნუტს სძინავს და გააღვიძებ ეგრე!
-აჰა...უკვე მკვდრად... შემრაცხე... ხო?-მიბნედილი თვალებთ ჯერ მკერდზე დაიხედა, რომეკზეც მუშუ არხეინად გაწოლილიყო და მერე მე გადმომხედა.
-ნუ ამბობ სისულელეებს!-დავუყვირე ხმაჩახლეჩილმა და ჩემი ცრემლები რომ არ შეემჩნია დაბლა დაგდებულ საბანს დავსვწვდი.
როგორც კი ფეხზე გავაძრე, საბანი გადავაფარე, გვერდი მჭიდროდ ამოვუკეცე გვერდები და შენდეგ პლედსაც დავსწვდი.
-შენ რა... ჩემი... გაგუდვა გინდა?-შუბლშეკრულმა გადმომხედა და ჩემ გამომეტყველებას რომ წააწყდა უფრო მოიღუშა,-არ გამითამამდე... იცოდე!-მკაცრად გადმომილაპარაკა და თავი ძლივს შევიკავე ყვირილი რომ არ ამეტეხა.
ერთი ამოვიოხრე და პარკებს დავსტაცე ხელი. წყალი გაზქურაზე შემოვდგი და ბუხარს შეშა შევუმატე, რომ არ ჩამქვრალიყო. ლამის თვალები შუბლზე ამივიდა თერმომეტრს რომ დავხედე და გული ყელში მომებჯინა.
ჩაის ვუმზადებდი და იმის განცდა არ მშორდებოდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ჩემი ბრალი იყო ის რომ ცუდად იყო, ჩემი ბრალი იყო, მაღალი სიცხის გამო, ლამის თერმომეტრი რომ ჩამტყდომოდა ხელში და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, ისიც ადამიანი იყო და არ შემეძლო გულგრილად მეყურებინა მის მდგომარეობაზე დანაშაულის გრძნობა მწარედ მიჭერდა ყელში და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს პირად ჯალათად მედგა თავზე სასოწარკვეთილს.
-აჰა, დალიე!-ჭიქა გავუწოდე და ბალიში წამოვუწიე, დაჯდომა რომ შეძლებოდა.
-შენ რა, ძიძობა იკისრე? რომელი ბავშვი მე მნახე? გგონია მე მაგას დავლევ?!-გაბრაზებულმა ამომხედა თვალებ დაწითლებულმა და მკერდიდან ჩამოგორებული კნუტი, გვერდზე მიიწვინა.
უნებურად გამეღიმა მის მზრუნველობაზე და მოჭუტული თვალებით გავხედე შუბლშეკრულს.
-თუ შენი გამიჯანმრთელებისთვს ეგაა საჭირო, არაა პრობლემა!.. ვიქნები ძიძა და ჩემი ხელით რომ მომიწიოს ამის შენთვის დალევა, მაინც დაგალევინებ!-ჯიუტად მივუგე და მომლოდინედ ჩავაშტერდი თვალებში.
-გირჩევნია არ გამაბრაზო გოგო, თორე აქედან თუ ავდექი...
-მაქედან მანამ ვერ ადგები, სანამ მე არ გეტყვი და გირჩევნია დალიო ეს ჩაი!-გაბრაზებულმა დავაკვესე თვალები და ვიცოდი, კიდე თუ შემეწინააღმდეგებოდა, ჩემი ხელით დალევასაც არ ვითაკილებდი.
-შენ არ იცი, რა მოგივა ფეხზე ჯანმრთელი რომ დავდგები!-დამიღრინა და უსიტყვოდ გამომართვა ფინჯანი.
მომლოდინედ მივჩერებოდი, სანამ ბოლომდე არ ჩაცალა ჭიქა და ანტიბიოტიკები გავუწოდე.
ვხედავდი, როგორ ეხუჭებოდა თვალები და სხეული იმპულსურად უტოკავდა. მოთმინებით ველოდებოდი, როდის დაიძინებდა და ფეხს არ ვიცვლიდი საწოლზე მიდგმული სკამიდან.
-საშინლად... უგემური ჩაი... იყო!-მაინც ჩააკვეხა სანამ ჩაიძინებდა და დავინახე, როგორ აუთამაშდა ტუჩებზე ზანტი ღიმილი.




888



უკვე საათის ჩაძინებული იყო დემონი და სიცხისგან ამაწრიალებული, ნერვიულად ბრუნავდა საწოლში. ოფლისგან დაცვარული შუბლი კუშტად ჰქონდა შეკრული და ათრთოლებულ ქუთუთოებს, წამითაც არ აჩერებდა. უკვე თვლა ამერია, იმდენჯერ გამოვუცვალე შუბლზე ძმრიანი საფენები და მეტი რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. სხეული მთლიანად ჰქონდა დაცვარული და პულავერიც ზედ მიჰკვროდა გაოფლილს. ვხედავდი, როგორ ამოძრავებდა ტუჩებს და უხმოდ ბუტბუტებდა.
-კარგად გახდები... მალე გამოჯანმრთელდები... კარგად უნდა გახდე...-დროგამოშვებით ვბუტბუტებდი და საერთოდ არ მახსოვდა, ჩემი არასახარბიელო მდგომარეობა.
მონოტონურად ვეფერებოდი თმაზე და რბილ კულულებს თითებზე ვიხვევდი. ვგრძნობდი, როგორ უხურდა სხეული და გადახდილ საბანს, ისევ მჭიდრიდ ვაფარებდი. ერთ ადგილას ჯდომისგან უკვე ზურგი მტკიოდა, მაგრამ ჯიუტად არ ვიძროდი ადგილიდან
-არ არის მართალი... არა...-სმენას მისწვდა ღონემიხდილი ჩურჩული და თვალებ გაფართოებულმა გავხედე ლუციფერს.-გაიქეცი... უნდა გაიქცე... თავს უნდა უშველო... უშველეთ ვინმემ... გადაარჩინეთ...-გაუჩერებლუვ ბუტბუტებდა და ნერვიულად ტიკავდა ადგილზე. ქუთუთოები კვლავ უთრთოდა და აცახცახებულ ხელებს, ძლიერად მუშტავდა საბნის ქვეშ.
-ყველაფერი კარგადაა!.. გესმის? ყველაფერი კარგადაა!-ვუჩურჩულე ყურთან და საფეთქელზე ჩამოცურებულ ოფლის წვეთს, ინსტიქტურად გავაყოლე თვალი.
უცებ მოვაშორე საფენი, საბანი გადავხადე და აკანკალებულს ნჯღრევა დავუწყე, როგორმე აზრზე რომ მომეყვანა.
-გაიქეცი... წადი...-იგივეს იმეორებდა ციებანივით და ჩემ ძახილს ყურადღებას არ აქცევდა.
-გაიქეცი და ჯანდაბა შენ თავს! როგორ ვერ გიტან რომ იცოდე!-დავისისინე და ერთი ღრმად ამოვიოხრე.
გაჭირვებით შევუცურე დანამულ წელში ხელი, მისი მკლავი კისერზე მოვიხვიე და მთელი ძალა მოვიკრიბე, როგორმე რომ წამომეწია. კარგა ხანს ვეჯაჯგურებოდი ერთიანად დამძიმებულ სხეულს, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი. ქოშინით გავიმართე წელში და დანამულ შუბლზე ხელის ზურგი მოვისვი.
-რაღა გიყო აბა?-სასოწარკვეთილმა ამოვიკვნესე, როდესაც მივხვდი რომ მის წამოწევას და მითუმეტეს, სააბაზანოში შეყვანას რომ ვერ შევძლებდი.-როგორ დაგიგდო ტემპერატურა?-ამოვისლუკუნე ფანჯარაზე მიშტერებულმა და ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე.
გახარებული გავვარდი კარებში და სახეში ნაცემი სუსხიანი ქარისთვის, ყურადღება არ მიმიქცევია, ისე დავიწყე გუნდების კეთება. თითებში დავლილი წვა და მჩხვლეტავი შეგრძნება, ზურგზე დათოვლილი თოვლის ატანას, უფრო გაუსაძლისს ხდიდა და გამყინავ სიცივედ მივლიდა მთელ სხეულში.
რამდენიმე გუნდის გაკეთებისთანავე, საიმედოდ ჩავბღუჯე წაყინული თითებით ბურთები და ავადმყოფს მივვარდი. ხელის კანკალით გადავანაწილე შუბლსა და კისერზე ყინული და ცივი ხელები სახეზე მოვუსვი. ვიგრძენი, როგორ შეაკანლალა და წამწამები უფრო აუთრთოლდა. შემცივნული, საწოლზე მოიბუზა და სახსრების გათეთრებამდე მომუშტა ხელები.
-გამოფხიზლდი რა!-შევემუდარე სიცივისგან აკანკალებულს, სახიდან ხელები მოვაშორე და პულავერის ბოლოებს დავსწვდი გასახდელად.
სველი ზედა იქვე, სკამზე გადავფინე და გალმრღვალი თოვლისგან სველი პერანგიც მის გზას გავუყენე. ის იყო ძმრიან ჩურჭლიანად, დემონისკენ შევბრუნდი, რომ ნანახისგან ადგზე გავქვავდი.
-ჯანდაბა...-უნებურად აღმომხდა და ხარბად შევათვალიერე დაკუნთული, მზემოკიდებული სხეული, ბეჭიდან ამომავალი, მხრებზე გშლილი კონტურები, უფრო მიმზიდველს... ჯანდაბას, სექსუალურს რომ ხდიდნენ.
რამდენიმე ნაბიჯი, ფრთხილად გადავდგი მისკენ და ისე დავაკვირდი, თურმე სამუზეუმო ექსპონანტს ვიკვლევდი... თუმცა ამ უკანასკნელს, მანამდე არც არაფერი არ აკლდა.
მაღალ, დაძარღვულ კისერზე, ტატუდ რამდენიმე პატარა კონტური ჰქონდა გავლებული, რომელიც ძალიან ჰგავდა ბუმბულს. მხარზეც და მკლავის 1/4ზე, იგივე ფორმის შტრიხები ჰქონდა დახატული და დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ მთავარი ნახატი ზურგზე ჰქონდა, ხოლო ეს ბუმბულები, მისი ნაწილი იყო.
-უსამართლობაა ასეთი დოზით ჰქონდეს ადამიანს მიმზიდველობა!-ჩავიბურტყუნე, კიდევ ერთხელ მოვავლე ოფლით დაცვარულ ჩაფსკვნილ სხეულს თვალი და გონზე მოსასვლელად ლ, თავი გადავაქნიე.-არ მიმწონხარ, მაკრინე!-ამოვიბუზღუნე და პირსახორცით გავუმშრალე, უკვე გალმღვარი თოვლისგან სველი სახე.
-ვერ მომერევი... ვერა...-დაიწყო ისევ, მაგრამ ამჯერად ყურადღება არ მიმიქცევია.
ძმრიანი საფენებით დავუზილე სხეული და კვლავ საბანი გადავაფარე.
თუმცა ერთი კია... ყოველთვის, როცა მის სხეულს ვეხებოდი, ლოყები მიწითლდებოდა და ვგრძნობდი, როგორ ტოვებდა გული, რამდენიმე დაეტყმას.





888




არ ვიცი, როდის ჩამეძინა, მაგრამ გონზე, თმაზე შეხებამ მომიყვანა. ზატას გავახილე თვალები და გავიგე როგორ გატკაცუნდა ძვალი, თავი რომ წამოვწიე. დაბინდული მზერით შევათვალიერე წაბებ შეჭმუხნული დემონი და ერთი ამოვიოხრე.
-შენ საწოლზე აქამდე არაფერი გსმენია?-ჩახლეჩილი ხმით მისაყვედურა დემონმა და შემფასებლური მზერა მსტყორცნა.
-მგონი კი!-ლუღლუღით ვუპასუხე და მუშტებით დავიზილე თვალები,-შენ როგორ ხარ? სიცხე ისევ გაქვს?-მივუბრუნდი მას და შუბლზე ხელი დავადე.
-შენმა "მზრუნველობამ" უფრო ცუდად გამხადა!-ირონიულად ჩაიღიმა და ჩაწითლებული თვალები მომაცილა.
-არაფრის ღირსი არ ხარ შენ!.. პრიმატი ხარ... ნამდვილი ცხოველი!-წამოვიძახე გაბრაზებულმა და ჩემი ნაწყენი გამომეტყველება რომ არ შეემჩნია, ფეხზე წამოვხტი.
-გოგო ენას მოუკელი და მოთმინებიდან არ გამომიყვანო!-დამიღრინა თვალებ ანთებულმა, აქამდე შეუმჩნეველი კნუტი, მისი მკერდიდან გვერდზე გასვა და საწოლზე წამოიმართა.
-თავში ქვა გიხლია!-დავუყვირე, მისი სხეულის ნახვით გამოწვეული დაბნეულობა რომ არ შეემჩნია, უკვე გამშრალ პერანგს დავსწვდი და კარებში გავვარდი.
უმისამართოდ მივალაჯებდი მთვარის შუქით განათებულ თოვლში და ყურადღებას არ ვაქცევდი ექოდ გამოცემულ მგლების ყმუილს. ვგრძნობდი, გულში აბუყბუყებულ იმედგაცრუებას და თავს ძლივს ვიკავებდი, ხმით რომ არ მეტირა.
ფიქრებიდან ხელის კვრით გამომაგდეს, მკლავში უხეშად რომ ჩამავლეს თითები და ორიენტაცია დაკარგული, ძლიერად შევასკდი დემონის მკერდს.
-შენ გოგო, გინდა ამოგაგლიჯო ეგ ენა?!-მიღრიალა განრისხებულმა და ისე შემანჯღია, მეგონა ნაწილებად დავიშლებოდი,-არავის აქ უფლება ასეთი ტონით მელაპარაკოს და შენ ვინ ხარ, ამდენს რომ ბედავ?!
-მაკრინე სიხარულიძე!-უემოციოდ ვუპასუხე და მისი ღრიალის მოლოდინში სახს მოვჭმუხნე.
-გოგოოო!-ისეთი ხმით დამიყვირა, სერიოზულად დავფიქრდი ყურის ექიმთან კონსულტაცია გამევლო,-ნუ გამოგყავარ წყობილებიდან!!! იმით ნუ სარგებლობ, რომ გოგო ხარ და შენზე ხელს ვერ ავწევ, მაგრამ კიდე ერთი სიტყვა და არაფერს მოვერიდები!-კბილებს შორის გამოსცრა და მკლავზე ისე მომიჭირა ხელები, კივილი ძლივს შევიკავე.
-ყველაფერი შენი ბრალია... ყველაფერი...-ამოვილუღლუღე და ვიგრძენი, როგორ დამებრიცა ტუჩები სატირლად,-შენ მაბრაზებ და მერე ენას რომ გიბრუნებ, სულ მიყვირიხარ!.. ყოველთვის შენი თავი გგონია მართალი...
-არ მიტლიკინო ენა და არც გაგიბრაზდები!..-ოდნავ დამთბარი ტონით გამაფრთხილა და უფრო მიმაჩოჩა თავისკენ.
ხელები სახსარში მქონდა მოხრილი და ჰაერში უმისამართოდ გაშეშებული. თითის ბალიშებით ვგრძნობდი მის მხურვალე მკერდს, დრო და დრო რომ მეხებოდნენ და ლამის სიამოვნებისგან ადგილზე ჩავკეცილიყავი. ვერ წარმომესგინა, წელს წემოთ შეშველთან, ასე ახლოს მდგომმა, როგორ შევძელი არ დავბნეულოყავი და ხმა არ ჩამწყდომოდა. სახეზე ვგრძნობდი ცხელ სუნთქვას და თითქოს ჩემს ირგვლივ შემოხვეულიყო უფრო გამძაფრებული, თავბრუდამხვევი სურნელი.
-მე... მე არაფერი არ მითქვამს!.. შენ დაიწყე... შენ გამაბრაზე... მითხარი შენგამო უფრო ცუდად გავხდიო... მე კიდე... მე მთელი ეს დრო, ყველანაირად ვცდილობდი რამეთი დაგხმარებოდი... ვიცოდი, არ ვიცოდი, ყველაფერი გავაკეთე... ვიცი რომ ჩემი ბრალია, ავად რომ გახდი, მაგრამ... მე მართლა გივლიდი...-ვლუღლუღებდი ხმააკანკალებული, ჯიუტად მივშტერებოდი ლავიწის ძვალს და ვერც კი ვაცნობიერებდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით.
-კარგი, კარგი ვიხუმრე! არ იტირო ეხა!.. უბრალოდ გეხუმრე ტო! ყველაფერზე კი არ უნდა გაბრაზდე... გეყოფა ეხა... არ იტირო!-ხმა დამთბარი მელაფარაკებოდა და თვალებში მუდარა ჩადგომოდა,-ოუ, არ იტირო ტო!.. სერიოზულად არ მითქვამს...
-ცუდი კაცი ხარ შენ!.. დემონი სუფთა!-ამოვთქვი და ცრემლები წამსკდა.
თავს ვილანძღავდი ორი წლის ბავშვივით, რომ ვღნაოდი, მაგრამ თავის შეკავება არ შემეძლო. რაც უფრო დამამშვიდებელი სიტყვები მესმოდა, მით უფტო მეტად მაწვებოდა ემოციები და გრძნობების მოთოკვას შეუძლებელს ხდიდა. უძილობისგან გამოფიტული მქონდა სხეული და ჩუმ ქსუტუნსაც ძლივს ბახერხებდი.
-აუ, შენ რა მტირალა ყოფილხარ ტო!-ამოიოხრა და ჩემი ლოყები ცხელ ხელისგულებში მოიქცია,-აღარ იტირო რა!.. რა გატირწბს გოგო, ამხელა გოგი ხარ და... არ იტირო და სულ დავლევ იმ რაღაცას!-მეაფირისტებოდა და შეწუხებული გამომეტყველებით მომჩერებოდა.
-რაც გინდა ის ქენი!.. აღარ მოგივლი მე აწი!-ჯიბრიანად ჩავიდუდღუნე, თავი გავაქნიე ხელი რომ გაეშვა და კოტეჯისკენ გავემართა.
უხმოდ დავსწვდი საბნის ქვეშ შემძვრალ კნუტს, გულზე მივიხუტე და პლედს დავსწვდი. ვგრძნობდი, რომ ფეხდაფეხ მომყვებოდა და ინტერესითა და ეჭვით მომჩერებოდა. თითქოს ჩასაფრებული ელოდებოდა ჩემს თითოეულ ნაბიჯს.
ყურადღება არ მივაქციე კედელთან ატუზულს და დინჯად გავემართე კარისკენ. სი იყო, უნდა გამეღო, ხელით კარებს რომ დაეყრდნო და შუბლშეკრულმა დამხედა ზემოდან.
-სად მიდიხარ?-მოუსვენარ თვალებში აკიაფებული კითხვისნიშნები, კითხვად აქცია და მომლოდინე ჩამაშტერდა.
-არაა შენი საქმე!-უკმეხად ვუპასუხე და ამაოდ დავეჯაჯგურე სახელურს,-გამიღე კარი, ან მოშორდი ამ ადგულს!
-სად მიდიხარ-მეთქი!-გამიმეორა კითხვა და სახე მომიახლოვა.
-სასტუმროში, სად უნდა მივდიოდე აბა ამ შუაღამეს?!-ვუყვირე გაცოფებულმა და მკერდზე ვკარი ხელი, როგორმე რომ გამეგდო, მაგრამ შენც არ მომიკვდე! სანტიმეტრითაც არ დაძრულა.
-რა გინდა სასტუმროში?-იგივე ტონით მკითხა და ლამის ცხვირით ჩემეხო ცხვირზე.
-რა... რა... შენი აზრით რა უნდა მინდოდეს?!-ასეთი სიახლოვისგან დაბნეულს ენა დამება და წამოვიძახე,-უნდა დავიძინო!
-აქ ვერ დაიძინებ მერე?-შუბლშეკრულმა მომახალა და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ მაღალმა სიცხემ, ტვინის რომელიღაც ნახევარსფერო გადაუწვა.
-რას... რას ქვია აქ დავიძინო?!-მისი კითხვა ისეთი აბსურდული აღმოჩნდა, ლამის ენა ჩამივარდა,-შენ რა გადაირიე?! რა მინდა შენთან?! რატო უნდა დავიძინო აქ?!
-სასტუმროში ხო იძინებ, აქ დაძინებაში რა გიშლის ხელს?!-მაინც თავისას განაგრძობდა და დაწითლებულ, მოუსვენარ დემონისფერ თვალებს არ მაშორებდა.
"ისევ მაღალი სიცხე აქვს!.. ბოდავს!.."-დავასკვენი და ვეცადე, რაც შეიძლება მშვიდად მეთქვა:
-შენ!.. შენ მიშლი ხელს!
-მე?! მე რატო გიშლი?!-ისე შეიცხადა, ასე მეგონა მთელ ღამეებს ერთად ვატარებდით, მე კიდე ნაადრევი სკლეროზის გამო ყველაფერი დამავიწყდა. ამით კი მას ვაყენებდი შეურაცჰყოფას.
-მოდი შენ მე გამიშვი და მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი?!-მოუთმენლად გავუღიმე, თავის ტკივილმა რომ შემომიტია და მოუთმენლად დავხედე ხელზე, კარზე რო ქონდა აყუდებული.
-არა, ეხლა ვილაპარაკოთ! ამიხსენი რატო არ გინდა ჩემთან ერთად ძილი?-გააგრძელა ისევ და ჩემი მოთმინებაც, ბოლო სიტყვებმა პირთამდე აავსო.
-შენ გადაირიე ადამიანო?!-ავყვირდი, კნუტი ძირს დავსვი, პლედიც მის გზას გავაყოლე და გამეტებით დავუწყე მუშტების რტყმა მკერდში,-რა გინდა, რას გადამეკიდე?! არ მინდა შენთან ერთად ძილი!.. დამანებე თავი! შემეშვი!.. არ მინდა, არა!-ვუყვიროდი და გაუნძრევლად მდგომს მუშტებით "ვუმასპინძლდებოდი".
-შენ არ გინდა, მე მინდა!.. ზნაჩიტ გადაწყდა ეგ ამბავი!-ჩაიდუდღუნა, ერთი ხელით მიიკრო მკერდზე, ჩემი ორივე მუშტი, მეორე წელზე მომხვია და მიუხედავად ყვირილისა, უშფოთველად წამაპორწიალა საწოლისკენ.
როგორც კი საწოლზე დამაწვინა, ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა და ასე მეგონა, მისი ხმა, 10მეტრის რადიუსში ყველას ესმოდა. შიშისგან სხეულში გამცრა და ერთიანად გავშეშდი. წამში წამოვჯექი და ზურგით ავეკარი კედელს. თვალებ გაფართოებული მივშტერებოდი, საწოლის არეული მხარის გასწორებით დაკავებულ დემონს და იმ დღეს ვწყევლიდი, მისი გაცნობის "ბედნიერება" რომ მხვდა წილად.
-შენ ჩაწექი!.. მე მანამდე წყალს გადავივლებ და მოვაკ მალე!-ისე მითხრა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ყოფილიყო და ჩემი, ლამის ბუდიდან გადმოცვენილი თვალებისთვის, ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩარაზა კარი და გასაღების ჩხრიალით აბაზანაში გაუჩინარდა.
-რო გამოვალ, საწოლი გამთბარი დამხვდეს!-გაისმა მეორე ოთახიდან და მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი.
-ღმერთო შენ მიშველე!-ამოვიჩურჩულე ჯერ კიდევ შოკში მყოფმა და მორიგი საწოლზე ამოხტომით, იატაკზე გაშოტილი კნუტი გულზე მივიხუტე.
დროის შეგრძნება დამეკარგა, კედელზე მიშტერებულს და გაუჩერებლივ ვფიქრობდი იმაზე თუ რა გამრკეთებინა.
უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუციფერს არა დაწეული, არამედ აწეული ჰქონდა სიცხე და აფექტური მდგომარეობის ზეგავლენით, ბოდავდა. პრობლემა კი, ამ აფექტური მდგომარეობის დროს ჩადენილი საქციელის ზღვრის უცოდინარობა იყო და ფიქრს ლამის ჭკუიდან გადავეყვანე.
-შენ კიდე არ ჩაწოლილხარ?!-თავის მშრალება შეწყვიტა და შუბლშეკრული დამაჩერდა კედელთან მოფუზულს.
წამით შევძელი მისი სხეულისთვის თვალი მომევლო და შევამჩნიე, რომ ჯინსის ნაცვლად, მოკლე შორტები ეცვა, წელსზევით კი ისევ შიშველი იყო.
-რა გინდა ჩემგან?!-ამოვიკნავლე და თვალები ცრემლებით ამევსო,-გამიშვი! არ მინდა შენთან...
-აი, მაგას არავინ გკითხავს!-დამიქნია თითი, პირსახოცი სკამზე მიაგდო და თავდაჯერებული გამოემართა ჩემსკე.
-არ მომეკარო!-ვიყვირე, როდესაც ფეხებზე დამსწვდა და ავფართხალდი.
-ნუ კივიხარ გოგო!.. არაფრის დაშავებას არ ვაპირებ! ეგ რომ მდომოდა, აქამდეს მშვენივრად ვიზამდი მაგას!-დამიყვირა მანაც და ზარდაცემული ადგულზე გავქვავდი.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ბოტები რომ გამხადა, იქვე დადო და იატაკზე დაგდებულ პლედს დასწვდა. გაფაციცებით ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოქმედებას და გულისცემას ყურებში ვგრძნობდი.
-ძალიანაც გიხდება ეგ ჩემი პერანგი, მაგრამ სულაც არ მაქ სურვილი, მაგით მომიწვე გვერდზე... ძაან შეფუთული იქნები!-ისე მითხრა, თითქოს ყოველდღე ჩემი ჩაცმულობის განხილვით იყოს გატაცებული, მე კი ისე ავწითლდი და ისე გამიხურდა სხეული, ასე მეგონა, ჩემი საცვლების ხარისხს ან ფორმას განიხილავდა.
-გაიხდი, თუ მე გაგხადო ეგეც?! დიდი სიამოვნებით ვიზამდი მაგას, მაგრამ მერე სხვა რაღაცეებიც შემომეხდება... მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცი, რა არის მაგ კაბის შიგნით!-უდარდელად აიჩეჩა მხრები, შუბლზე ჩამოყრილი სველი ლოკონები გადაიყარა და ხვნეშით ჩაწვა საწოლში.
-შენ... შენ... შენ... ნამდვილი...-თავზარდაცემული ავლუღლუღდი და შესაბამისი სიტყვის მოძებნა ვცადე გონებაში, მაგრამ იქ მხოლოდ დემონის მიერ, ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები მიფუთფუთებდნენ.
იმდენად გამაოგნებელი იყო მისი განცხადება, დანა რომ მოეცათ, დაუფიქრებლად ავკუწავდი.
-კაი!.. გეყოს! დაწექი, თორე გავიყინე ასე!-განაცხადა გაბეზრებული ხმით და მომლოდინე თვალები მომაპყრო.
-მეზიზღები! მძულხარ! როგორ ვერ გიტან რომ იცოდე!.. შენ ნამდვილი... ო, ღმერთო!..-მრისხანებისგან ენა მებმოდა და ხმასაც ვერ ვიმორჩილებდი, მიუხედავად იმისა რომ ყელი ისევ მტკიოდა.
-ეგ ისედაც ვიცოდი...-ზანტად გამიღიმა და როგორც კი საწოლიდან გადაბობღება ვცადე, მკლავში ჩამავლო ხელი,-ეეე, სად მიდიხარ გოგო?! ვინმემ გითხრა ადექიო?!-ხმას აუწია და ჩემი ფართხალისა და ყვირილისღვის, ყურადღება არ მიუქცევია, ისე მომხვია მკლავები და საბნის შიგნით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით-შემაგდო.
-ყველაფერს ბიჭებს ვეტყვი!.. გიჩივლებ!.. შენ თავს ვაცემინებ!.. გეფიცები არ შეგარჩენ ამას!.. ჩემი ხელით გაგასხმევინებ ტვინს!-ვუყვიროდი გამწარებული და საბნიდან ამოსვლას ვლამობდი.
სასოწარკვეთა და შიში, ცხელ ჟრუანტელად მივლიდა ტანში და უსიამო შეგრძნებას მიტოვებდა.
-მიჩივლე, რაც გინდა ის ქენი! პროსტა, ეხა გაჩერდი ტო!-ერთ ადგილას მაკავებდა, მაგრამ ისე ვიყავი გამწარებული, დაღლილობის მიუხედავად, მაინც არ ვჩერდებოდი ერთ ადგილას,-ეეე, გეყოს ეხა! გაჩერდი! იცოდე თუ არ შეწყვეტ ფართხალს, სერიოზულად ვიჩხუბებთ მე და შენ!-ხმას აუწია და გამყინავი თვალებით დამხედა, მის ქვემოთ მოქცეულს.
-გამიშვი ხელი!.. გამიშვი შე მხეცო! ნადირო!.. როგორ მძულხარ რომ იცოდე... გამიშვი!-ისევ გავკიოდი, მისმა თვალებმა ავის მომასწავებელი გამომეტყველება რომ მიიღეს და უნებურად ხმა ჩამიწყდა.
-ეხა თუ არ გაჩერდები, აქ "ცუდი" რაღაც მოხდება!-კბილებს შორის გამოსცრა და ჯერ კიდევ ჩაწითლებული, გადაგლესილი თვალები დამიბრიალა.
ნათქვამის ტონმა და გამომეტყველებამ, მიმახვედრა რომ არ ხუმრობდა და რაიმე საშინელების მოლოდინში, ნერწყვი გადამცდა. ხველა ავარდნილი, ფრთხილად წამომწია, ზურგზე ხელები დამიტყაპუნა და წამის მეასედში გამაძრო პერანგი. მხრებ მოშიშვლებულ დარჩენილს, ცრემლებით ამევსო თვალები და ნიკაპი ამიკანკალდა. გული მტკივნეულად შემეკუმშა, საწოლზე რომ მიმაწვინა და ერთიანად პარალიზებულს, ტკიპასავით მომეკრო. ვიგრძენი როგორ გამიხშირდა გულისცემა და ისეთი ხმით, ყელზე ნაცემი ღრმა სუნთქვაც კი არ მესმოდა. თავს გუგუნი გაუდიოდა და ყურები გაუჩერებლად მიწუოდა. მთელი სხეულით ვგრძნობდი, ღუმელის სიმხურვალესთან მიტანებულ, მის ტემპერატურას და ცივი ოფლი მასხამდა ტანზე.
-მოდუნდი!..-საოცრად დამტკბარი ხმით მიჩურჩულა, ზედ ყურთან და მეც ინსტიქტურად დავმორჩილდი,-კარგი გოგო ხარ... ზოგჯერ!-ვიგრძენი, როგორ შეეპარა ღიმილი და მუცელზე მოხვეული ხელები, უფრო დაჭიმა, მჭიდროდ რომ მივეხუტებინე.
-მოდი ფისო აქ!-უნებურად შევკრთი ლოყაზე წამოზრდილი წვერით, მკერდზე რომ მომეკრო და მის კულულების მიღმა, დავინახე, როგორ მოიმწყვდია მუშუ ხელში, ჩემ მუცელზე "დააბინავა" და მოფერება დაუწყო.
-მართლა რა პატარაა!..-ჩაიბუტბუტა, უფრო თავისთვის, ვიდრე ჩემთვის, მთქნარება ავარდნილმა ძლიერად მომხვია მუცელზე ხელი და ჩემ გულ-მკერდზე გემრიელად მოკალათებულმა ფშვინვა ამოუშვა.
აი, მე კი, თვალი კარგა ხანს არ მომიხუჭავს. ძილი მხოლოდ მაშინ შემომეპარა, დაძაბულობის, ჩხუბის, დაღლილობისა და ყვირილისგან მისავათებულმა სხეულმა, პროტესტი რომ გამოთქვა... ჩემდა ბედად ძილშიც კი არ მასვენებდნენ, შავი თვალების ხატება.
---
სიზმრიდან ჰაერის უკმარისობამ გამომიყვანა და უმალ ვჭყიტე თვალები. ფეხზე წამოვხტებოდი, ერთიანად დამძიმებული სხეული რომ არა და სუნთქვა შეკრულმა, უცხო გარემოს მოვავლე თვალი. პარალიზებულმა, წინანდელი საღამოს გახსენება ვცადე და პანიკა ერთიანად დამეჯახა, როდესაც გავიაზრე თუ სად, რა მდგომარეობაში, ვისთან და რა პოზაში ვიმყოფებოდი. გულისცემა აჩქარებულს, თითოეული უჯრედი მეწვოდა და სხეულზე მწველ ცეცხლს მიკიდებდა. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდნენ ნერვული დაბოლოებები და ბუნდოვნად აღვიქვამდი მოშიშვლებულ მკერდზე ნაცემ ცხელ სუნთქვას. საფეთქლებზე მტკივნეულად მირტყამდა ჩაქუჩები და ტაო დაყრილი სხეული, გაუჩერებლივ მიცახცახებდა.
კანკალით გავისველე გამომშრალი ტუჩები. მოულოდნელობისგან შევკრთი, ნიკაპით რბილ, ხშირ კულულებს რომ შევეხე და მჭიდროდ შემოკრული მარწუხებივით მკლავები რომ არა, აძაგძაგებული საწოლიდან გადმოვვარდებოდი.
"ღმერთო შენ მიშველე!.. ღმერთო შენ მიშველე!.. ღმერთო შენ მიშველე!.."-ციებანივით ვიმეორებდი გონებაში და ამაოდ ვცდილობდი ხელები გამეტოკებინა. დემონი, ნახევარი სხეულით ჩემზე გაწოლილიყო და უშფოთველად ფშვინავდა. მარცხენა ფეხი, ურცხვად გადმოედო ჩემ ბარძაყებზე, რის გამოც ისედაც მოკლე კაბა ზემოთ აჩაჩულიყო და ლამის თეძოებიც სააშკარაოზე "გამომზეურებულიყო". ერთი მკლავი წელს ქვემოთ შეეცურებუნა და ძალუმად მივეხუტებინე, ხოლო მეორე მუცელზე მოეხვია და ჩემ თითებში აეხლართა. აი, ჩემი მკერდისთვის კი, როგორც ჩანს სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული, კერძოდ კი-ბალიშის დანიშნულება მოეძებნა. ოდნავ წამოზრდილი წვერიანი ლოყით ისე მეკვროდა, თითქოს ვინმე ჩემ თავს ართმევდა და ოდნავი მოძრაობით ვხვდებოდი, რომ ტუჩებს აცმაცუნებდა. უხვი კულულები ლავიწზე და ყელზე შემომხვეოდა და ასე მეგონა, საცაა დავიხრჩობოდი.
-აჰ...-უნებურად წამოვიკვნესე, გულში დაგროვილმა ემოციამ ჯებირები რომ გადმოლახა და ძალუმად ვიკბინე ტუჩზე, ჩემზე დამხობილი სხეული, ოდნავ რომ გატოკდა.
-მმმმ!..-გავიგე, როგორ ამოიზმუილა დემონმა და სხეული უნებურად დამეკლაკნა, გავარვარებული ტუჩები რომ ვიგრძენი მკერდზე.
ისედაც აჩქარებული გულისცემა, ისე ამიფრთხიალდა, ასე მეგონა საცაა გასკდებათქო. აკანკალებულს თვალები გადამეგლისა და ყვირილი ძლივს შევიკავე მთელი ძალით რომ შემომეჭდო ტანზე. ვიგრძენი, როგორ ჩამოცურდა ჩემი მუცლიდან რაღაც და დაბინდული თვალებით, ძლივ გავარჩიე ჩემსა და კედელს შორის ჩაჩურთული, ზურგზე მწოლიარე მუშუ. პირი სასაცილოდ დაეფჩინა და დროდადრო ულვაშებს აცმაცუნებდა.
-მუშუ!..-დავიჩურჩულე ისე, თითქოს ის შეძლებდა დემონის მარწუხებიდან ვეხსნე და ვიგრძენი, როგორ დამისველდა საფეთქელი.
აცრემლებულმა, მზერა ფანჯარაზე გადავიტანე და მოკრიალებული, მზით განათებული ცის დანახვისას იმედის ნაპერწკალი გაკრთა გულში. გავიაზრე რომ დღეს შევძლებდით თბილისში დავბრუნებულიყავით და იმის გაცნობიერებაზე, რომ დემონის ამჟავებულ, ნერვების მომშლელ სიფათს ვერ ვნახავდი, სიხარულით ვივსებოდი. წამით დამავიწყდა სად ვიმყოფებოდი, მანქანის გუგუნი რომ მისწვდა სმენას და კისერი შეძლებისდაგვარად წამოვწიე, ვინაობა რომ დამედგინა. აქოშინებული მივესვენე ბალიშზე, ვერაფერს რომ ვერ გავხდი და სიტყვა ენის წვერზე შემახმა, ბავშვების რეაქცია რომ წარმოვიდგინე. გაფიქრებაც არ მინდოდა, რა შთაბეჭდილება დარჩებოდათ, ასეთ მდგომარეობაში რომ გვნახავდნენ და გონებაში, ლუციფერისგან თავის დახსნის გზები დავსახე.
თავი ამტკივდა, ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე და გაცრუებული იმედები წინასწარ გამოვიგლოვე, არანაირი ადეკვატური აზრი რომ არ ამომიტივტივდა გონებაში.
ყოველ გატოკებაზე, უფრო ძლიერად მოკრული სხეული კი, აზრებს ბუზებივით ფანტავდა და გონების მოკრებაში ხელს მიშლიდა.
-უჩა!..-მჭახედ მიეხეთქა სმენას გიგის ხმა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საუკუნე იყო არ გამეგონოს ეს სასიამოვნო, მუდამ სითბო შეპარული ინტონაცია.-გესმის?! აწიე **აკი და გამიღე ბიჭო კარები!.. არ გესმის?!. ბიჭო სასწრაფო საქმე მაქ!.. მაკრინე თავის ოთახში არაა და თუ სადმე დაკარგე, მაგრა დაგერხევა შენ ძმობას ვფიცავარ!..-კაკუნს არ წყვეტდა და არავინ რომ არ გააგონა, ბრახუნზე გადავიდა.
-აი, სად დაგერხა, სიხარულიძე!-აღმომხდა პანიკაში ჩავარდნილს და კვლავ წამოდგომა ვცადე, თან უფალს ვთხოვდი, დემონს რომ არ გაღვიძებოდა.
სირცხვილისგან მოვკვდებოდი, უკვე გონზე მოსულს, მასთან ამ მდგომარეობაში მწოლი რომ ვენახე. დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ, გუშინ ყველაფერს გაუაზრებლად, აფექტურ მდგომარეობაში აკეთებდა და როგორც კი აზროვნების უნარი დაუბრუნდებოდა, ახსნის გარეშე მისვრიდა თოვლში.
-ჰმჰმ!..-გაუგებარი ბგერები მოსწყდა დემონის ბაგეებს და როგორც კი ოდნავ მოადუნა მკლავები, მათ შორის დიდი გაჭირვებით გავძვერი.
კნუტს ხელი დავავლე და საწოლიდან კისრის ტეხვით ჩამოვხტი. ყურადღება არ მიმიქცევია, "ბალიშ" გამოცლილი ლუციფერის უკმაყოფილო ბუზღუნისთვის, ისე ამოვიცვი ბოტები და გულაძგერებული, პირდაპირ აბაზანაში შევვარდი. აკნავლებული კნუტი, როგორმე რომ დამეწყნარებინა, იქვე დაკეცილ პირსახოცს დავსწვდი, იატაკზე დავაფინე და მუშუც მასზე მოვათავსე. როგორც კი, კნუტი დამშვიდდა, კარებს ავეყუდე და ოთახში გამეფებულ ხმაურს მივაყურადე. ყვირილში, შეუძლებელი გახდა რამის გარჩევა და გაღიზიანებულმა, თმებში წავივლე ხელი. იქვე დაკიდებულ სარკეში, თვალი მოვავლე, აწითლებულ ლოყებს, ძილისგან დასიებულ ტუჩებს, აწეწილ სპილენძისფერ, ხვეულ თმას და ნაცრისფერი თვალები, უკმაყოფილომ მოვჭუტე. წუთი მაინც ვათვალიერებდი საკუთარ სხეულს სარკეში და შოკისგან ლამის ბუდიდან გადმომცვივდა თვალები, მკერდზე რომ გადავიტანე მზერა. ქვემოთ დაქაჩული კაბის ჭრილი, ვერ ფარავდა მკერდის ღარს და აშკარად ჩანდა დაწითლებული გულ-მკერდი. თითქოს კვლავ დემონთან ერთად, ერთ საწოლში ვიყავი, ცხადლივ ვიგრძენი მისი სხეულის სიმხურვალე და მკერდი საშინლად ამეწვა, ჩემზე მოკრული ცხელი ტუჩები რომ გამახსენდა.
ხელები ძლიერად მოვმუშტე, ცახცახი რომ შემეკავებინა და ადგილზე შევხტი, კარის გაჯახუნება რომ მისწვდა სმენას.
მოკანკალე სუნთქვა ამოვუშვი და ის იყო თავისუფლება უნდა მეზეიმა, მთელი ძალით რომ გაგლიჯეს კარები. გაოგნებული ადგილზე ჩავიკეცებოდი სააბაზანოს ნიჟარას რომ არ დავყრდნობოდი და ღმერთს გადარჩენა შევსთხოვე, სისასტიკე ჩამდგარ, აალებულ დემონისფერ თვალებს რომ გადავაწყდი.
-ვინ... ვინ... მოგცა... უფლება... საწოლიდან... ამდგარიყავი?!-თითქმის ჩურჩულით, ინტერვალებით გამოსცრა კბილებს შორის და კარის ძგიდეებს მიაყრდნო ორივე ხელი.
დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას თუ, როგორ იკავებდა თავს, მთელ ხმაზე რომ არ ეღრიალა და მრისხანებისგან, ღრმად აუდიოდა მკერდი. ერთ ხელში, ის პერანგი მოემუშტა, მე რომ "მიწილად" და შუბლზე დაყრილი ლოკონებიდან, დაჟინებით მომზირალ, ორ შავ ირისს, არაფრის დიდებით არ მაცილებდა. სიბრაზისგან მთელი სხეული საგრძნობლად უცახცახებდა და ყელთან ნერვიულად უფეთქავდა ძარღვი.
თითქმის წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, თუ რა მკითხა და ისედაც გადმოცვენაზე მყოფი თვალები, უფრო გამიფართოვდა. გონზე ვერ მოვედი, რა შინაარსის წინადადებამ გაიჟღერა მისი ბაგეებიდან და თავს ძალას ვატანდი, მისი ნათქვამი არ გადამეხარშა, თორე დარწმუნებული ვიყავი, გულის შეტევა გარანტირებული მქონდა.
-არ გესმის რას გელაპარაკები?!. ვინ მოგცა უფლება, საწოლი დაგეტოვებინა?!-აუწია ხმას და უფრო ავკანკალდი, კბილები რომ გააღრჭიალა.
-მე... მე უბრალოდ...-ავლუღლუღდი ზარდაცემული და ისე ავეკარი ცივ კედელს, ლამის შევეზარდე.
-რა შენ?! რა შენ?!-მიღრიალა წყობიდან გამოსულმა, ერთ ნაბიჯში გადმოკვეთა ჩვენ შორის მანძილი და მკლავში ჩამავლო თავისუფალი ხელი.-მითხარი რით იმართლებ თავს?! რით გაამართლებ იმას, რომ უკითხავად ადექი, ისე რომ, ჩემზე არც კი გიკითხია და აბაზანაში გამოკეტე!.. გეკითხები, ვინ მოგცა ამის უფლება, ამდენს რომ ბედავ?!-ყვიროდა გამწარებული და ძლიერად მიჭერდა თითებს.
-არ ხარ ნორმალური!..-გაოგნებულმა ძლივს მოვატრიალე პირში ენა და ტკივილისგან დავიკლაკნე, მთელი ძალით რომ ჩამაფრინდა მკლავში.-მეტკინა!.. მტკივა გამიშვი... დამანებე თავი... მომშორდი!..-ტკივილისგან გონება დაბინდულმა, ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და კედელზე დავცურდი ხელები რომ მომაცილა.
-შენ... ერთხელაც იქნება, რაღაც საშინელებას გამაკეთებინებ!.. გაფრთხილებ, ჭკუა დაატანე რასაც აკეთებ!..-ამოისისინ და გინებით გავარდა კარში.
თავზარდაცემული, ერთ წერტილს მივშტერებოდი და ხმას ვერ ვიღებდი. აცრემლებულმა, ფრთხილად მოვიქციე მკლავებში თვალებ დაჭყეტილი კნუტი და ტკივილისგან ამოვიკვნესე, აწითლებულ მკლავს, თითები რომ გადავუსვი.
-ღმერთო, შენ დამიფარე!..-ამოვილუღლუღე, მუჭით მოვიწმინდე ლოყაზე დადინებული მლაშე სითხე და საშინელების მოლოდინში, უფრო მოვიფუზე, გაცეცხლებული რომ შემოვარდა დემონი.-არაფერი დამიშავო!.. თავი დამანებე გეხვეწები!.. გაფიცებ ყველაფერს!..-ამოვისლუკუნე და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, თუ რა დონეზე მიცახცახებდა სხეული.
-წყობილებიდან გამოგყავარ!.. შენი ბრალია... შენ!.. ჯანდაბა!..-დაიყვირა, ერთი ხელი მუხლებ ქვეშ ამომდო, მეორე წელში შემიცურა, მხურვალე მკერდზე მიმიკრო და ოთახში გამიყვანა.-ეს ჩაიცვი!..-როგორც კი საწოლზე ჩამომსვა, იგივე პერანგი გამომიწოდა და მომლოდინე თვალებით დამაჩერდა, მკლავებში კნუტ ჩაბღუჯულს.
-არ მინდა!..არ მინდა შენი არაფერი!..მძულხარ!.. ვერ გიტან!..-ზუზღნარევი თვალებით ავხედე და მზერა გავუსწორე, სიბრაზისგან აპილპილებულს.
-ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო!.. ნუ თამაშობ ჩემ ნერვებზე!.. ნუ მეუზდელები გოგო!..-თანდათან ხმას უწევდა და ხელებს ისეთი ძალით მუშტავდა, სახსრები თოვლივით უთეთრდებოდა.
-ფეხებზე შენი ნერვები!..-უნებურად წამომცდა და როგორც კი ნათქვამი გავიაზრე, პირზე ავიფარე ხელი.
მსგავსი სიტყვები არასდროს, არავისთან არ მიხმარია და ლამის სირცხვილისგან დავიწვი. აწითლებულმა ავარიდე მზერა აცახცახებულს და არ გამჭირვებია იმის ამოცნობა, თუ როგორ იკავებდა თავს, გემრიელად რომ არ შემოერტყა ჩემთვის.
-ღმერთო გაძლება მომეცი!..-სმენას მისწვდა ყვირილით ნათქვამი სიტყვები და დამფრთხალმა გავუსწორე მზერა წელს ზემოთ შიშველს.-გიგიიი!.. მოდი ბიჭო და წაიყვანე ეს, სანამ შემომკვდომია ხელში!..-დაუღრიალა მეტრეველს და სრულყოფილ დებილად შევრაცხე გონებაში.
-ისევ სიცხე აგიწევს, თუ საერთოდ გაქ დაწეული!..-უნებურად წამომცდა და თავი დავიწყევლე, ასეთი სულელი რომ ვიყავი.
-შენ ჩემი მდგომარეობა რომ გადარდებდეს, უკითხავად არ ადგებოდი საწოლიდან!-დამიღრინა მუშტებ მომუშტულმა და იმ წამს შემოვარდნილ, აქოშინებულ გიგის მიუბუნდა.-წაიყვანე ეს აქედან!..
-ეეეე, სად იყავი ტო?! იცი რამდენი გეძებეთ?! იმენა ავატრიალე მთელი შატილი!..-მომვარდა გაკვირვებული და ლოყაზე მაკოცა გაყინული ტუჩებით.
-აქვე, ახლოს ვიყავი... ვსეირნობდი!..-ძლივს მოვატრიალე ენა გაოგნებულმა და აბეზარი ფიქრების გასაფანტად, თავი გადავაქნიე.
-კაი რა, მაკრინე! ასე სად სეირნობდი ტო! გინდა ისევ სიცხემ აგიწიოს?.. შენც არ გაქ დაწყობილი სიფათი ისე!-გადახედა აპილპილებულ დემონს და თვალი შეავლო,-რას გიგავს თვალები ტო!.. რა ნარკომანის როჟით მოძრაობ...
-მეტრეველი, გირჩევნია ის გააკეთო რასაც გეუბნები!-დაუღრინა და აბაზანაში გაუჩინარდა.
-ფუ, ეს რა უჟმურია, ჩემი!.. იმენა მჟავე კიტრია რა!..-იმ წამს შემოსულმა აკომ, ბუზღუნით გააყოლა თვალი ძმაკაცს და მხიარულად შემომცინა,-ვააა, კრასოტკა?! როგორ ხარ გოგო?! სიცხე ისევ გაქ?! ხომ არ გაგაბრაზა იმ მჟავე კიტრმა?!-მიჩურჩულა და გვერდზე მომისკუპტა.
-გუგავა, მანდ თუ გამოვედი, ხომ იცი კბილებს ხელში რომ დაგაჭერინებ?!-გაისმა მეორე ოთახიდან დემონის ღრიალი და სამივე ადგილზე შევხტით.
-დედა, ამის ხელში ინფაქტი გარანტირებული მაქ ჩემ თავს ვფიცავარ!-ამოიღმუვლა გუგავამ და ჩემი თმები, ხელზე დაიხვია,-იმენა, ღრიალზეა ნაკეთები რა!..
-გუგავა, გაგაფრთხილე უკვე!-ავის მომასწავებლად გამოსძახა ლუციფერმა და აკოს სიკვდილის მოლოდინში, გიგის ავეტუზე.
-კაი, კაი! გვეყო ეხა ხუმრობა... დავსერიოზულდეთ ეხა!..-გაიჯგიმა აკო და უფრო ახლართა ჩემ თმებში თითები,-რა რბილი თმები გაქ!.. თან რა მაგარი ფერია ტო...-ბუტბუტებდა თავისთვის და სულაც არ აქცევდა იმას ყურადღებას, რომ ლამის დამაწიწკნა.
-ნუ დააპუტე ბიჭო ბავშვს თმები!-დაუღრინა გიგიმ და მუჯლუგუნი გაკრა.
ის იყო, უნდა მეკითხა, რა უთხრეს საავადმყოფოში, კვლავ აკო რომ აყვირდა:
-ისე, ერთი რაღაც ძაან მაინტერესებს... გესმის ბიჭო?! ოშხარელი, შენ გელაპარაკები!
-აკო, ისედაც არ მაქ შენი ნერვები... უკვე მოასწრეს ჩემთვის ნერვების მოშლა!..-უპასუხა აღრენილმა და წყლის ჩხრიალი მისწვდა სმენას.
-ხოდა, რა მაინტერესებდა... პრინციპში ეს კითხვა, შენი გაცნობის დღიდან მაინტერესებდა... ხოდა ესე იგი, რა მინდოდა მეკითხა!..-სპეციალურად წელავდა ლაპარაკს და ლოკონებს მიპწვნიდა.
-ჰე და ბიჭო ამოღერღე, რა მშობიარე ქალივით იჭინთები!..-დაუყვირა მეტრეველმა და კნუტი ხელებიდან ამწაპნა.
-მაცა ტო, მორალურად ვემზადები,-ნაწყენი თვალებით ახედა და კვლავ მე მომიბრუნდა,-ხოდა ოშხარელი რა მინდა გკითხო... იმენა სერიოზულად მაინტერესებს იცოდე... შენ რო გაკეთებდა... ისა... კხე, კხე... მამაშენი, პარალელურად, მჟავე კიტრს ხო არ ჭამდა?!
-წაგაცლი თავს!-ღრიალით გამოგლიჯა კარები დემონმა და დარწმუნებული ვარ, ნათქვამს აასრულებდა, აკო საწოლზე რომ არ აბობღებულიყო და მე რომ არ ავეფარებინე დამხავად.-გოგოს ხელი გაუშვი და აქეთ გადმოეთრიე, სანამ მე გადმომიყვანიხარ!-დაუღრინა ჩემ ზურგზე აკრულ გუგავს და ხელში ჩაბღუჯული პირსახოცი, უმისამართოდ ისროლა.
-აუ კარგი რა უჩიკო!.. რას მიღრენ ცოფიანი ძაღლივით!.. ხო იცი არა, ჩემი ხასიათი?! გინდა გული გამიხეთქო?! თან ტიტველი რომ დამყვირი თავზე!.. იცი ვის გავხარ ასე? აი, მულტფილმი როა, ტარზანი... აი მაგაში როა ბიჭი მაუგლი, აი მაგას!-ეკრიჭებოდა აკო, მე კი ლამის იყო გული ფეხებში გამპარვოდა შიშისგან.
-დაგენ**ა ძმა!-"გაამხნევა" სიცილით ძმაკაცი გიგიმ და კნუტთან თამაში გააგრძელა.
-სახლში ხომ უნდა დამაბრუნოთ...-ლუღლუღით ვცადე, თემა სხვა საკითხზე გადამეტანა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა, მხრებში რომ მწვდნენ, ჩემზე ჩაბღაუჩებულ აკოს ამაგლიჯეს და გვერდით გადამდგეს.
-ეს მოაცვი, ისე არ გაუშვა გარეთ!-უბრძანა გიგი დემონმა, პერანგი ესროლა და კარებში გავარდნილ გუგავას გამოუდგა.





888




უკვე ორი დღე იყო, რაც თბილისში დავბრუნდით და თითქოს რაღაც შეცვლილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაინც მაკლდა რაღაც, თითქოს ყველაფერმა ფერი დაკარგა, თითქოს გახუნდა და ყველაფერს ნაცრისფერი ფერი შეეპარა. ლანაც კი ატყობდა რაღაცას, მაგრამ არაფერს არ მეკითხებოდა. ალბათ სურდა საკუთარ თავში თვითონ გავრკვეულიყავი, მაგრამ რას გავარკვევდი, როდესაც თავადაც არ ვიცოდი რა მჭირდა. არც ბიჭები ჩანდნენ ჰორიზონტზე და მათ გახსენებაზე ისე მაწვებოდა ყელში ბურთი, თავს ძლივს ვიკავებდი, ბოლო ხმაზე რომ არ მებღავლა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი თითოეულ მათგანზე... ვაზუსტებ, თითოეულ მათგანზე, რომ რომელიმე მათგანი სადმე რომ შემხვედროდა, რაც ხელში მომხვდებოდა, იმას გადავამტვრევდი. რომეო და ჯულიეტა კი ტელეფონით ეკონტაქტებოდნენ უმეტესად ერთმანეთს და ჩემ გაფრთხილებას, სატელეფონო დავალიანების შესახებ, საერთოდ არ ითვალისწინებდნენ.
-მაკრინე, რამის ჩადება არ დაგავიწყდეს!..-უკვე თვლა ამერია, იმდენჯერ გამიმეორა დეიდაშვილმა ერთი და იგივე.
ბათუმში, მშობლებთან ხვალ ვაპირებდით ჩასვლას და ლანას, ლამის მთელი სახლი დაემხო. ალაგებდა ყველაფერს რაც ხელში მოხვდებოდა და იმაზე არ ფიქრობდა, რამდენიმე კვირაში, ისევ უკან რომ ექნებოდა დასაბრუნებელი.
-ბარემ ბინა აიღე და ეგეც წაიღე,-ამოვიბუზღუნე და მაისურზე ჟაკეტი მოვიცვი,-მე ქვემოთ ჩავალ, მაღაზიაში და ამოვალ მალე!-გავძახე სამზარეულოში მოფუსფუსეს და კარები გამოვიხურე.
თბილი კაშნე, მჭიდროდ შემოვიხვიე მოშიშვლებულ ყელზე, ხელთათმანებიც მოვირგე და წვიმაში გავაბიჯე. სანამ ქუჩას გადავკვეთდი, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ლამპიონებით განატებულ გარემოს და გონებაში, უნებურად ამომიტივტივდა, ჩემი მოტაცების საღამო. ანცმა ღიმილმა გამიპო ბაგე და კადრებად გადავახვიე მოგონებები. ფიქრებში წასულმა, ძლივს გავარჩიე მისუსტებული ლუღლუღი და დაფეთებული გავხტი გვერდზე. სიბნელეში ჩაკეცილ კაცს, როგორც კი ვკიდე თვალი, დაუფიქრებლად მივვარდი და მიწაზე დავაწვინე. თვალი მოვავლე აწითლებულ სახეს, ლამის გადმოცვენამდე მისულ თვალებს და ინსტიქტურად დავიყვირე.
-შევიძლიათ პირი გააღოთ?-ჩავყვირე ყურში და პალტოს ღილები ჩავუხსენი, თან პარალელურად სასწრაფოს ნომერს ვკრეფდი ტელეფონზე.-გესმით ჩემი, გააღეთ პირი!-ვუბრძანე და ლოყაზე მოვავლე ორივე ხელი.
დასკვნის გამოტანა არ გამჩირვებია, მოკრუნჩხულ ენას რომ შევავლე წამით თვალი და მოუთმენლად ჩავყვირე ტელეფონში...
ნერვიულად ვცემდი მოსაცდელში ბოლთას და ყოველ ექიმს თვალს ვავლებდი. ერთი სული მქონდა გამეგო, თუ როგორ იყო ის კაცი და დაძაბული სხეული, ოდნავ მაინც მოდუნებულიყო. ისეთ დღეში ვიყავი, ლანასთან ლაპარაკიც ძლივს შევძელი და ლამის ტელეფონიდან გადმოხტა, ჩემი ადგილმდებარეობა რომ დაადგინა. თითქმის ნახევარი საათი ვუხსნიდი, რომ სანერვიულო არაფერი მჭირდა და სახლში დარჩენაზეც დიდი გაჭირვებით დავითანხმე. ეხლა კი ერთადერთი რაც მსურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება იყო.
-უკაცრავად გოგონა, ანკეტაა შესავსები, ავადმყოფის ისტორიოსთვის გვჭირდება,-ფიქრებიდან გამომიყვანა ნაზმა ხმამ და ჩემ წინ მდგარ, სანდომიანი ღიმილით სახე განათებულ გოგოს, თვალი შევავლე.
-მე, იმ ბატონს არ ვიცნობ... შემთხვევით გადავეყარე!-უხერხული ღიმილით ავუხსენი და იმ წამს გამოსულ ექიმს წინ ავესვეტე,-ექიმო, როგორ არის? რამე საფრთხე ემუქრება?
-თქვენ ვინ ბრძანდებით, შვილი?-ამათვალიერა ოცდათხუტმეტიოდე წლის ბიჭმა და საბუთების თვალიერებას თავი ანება.
-არა, უბრალოდ გზაში გადავეყარე შემთხვევით...
-ააა, ის გოგონა თქვენ ხართ?!-მომლოდინედ ჩამაშტერდ თაფლისცერი თვალებით და ჩემგან დასტური რომ მიიღო ღიმილით განაგრძო,-ნუ ღწლავთ, ყველაფერი კარგადაა ჯერჯერობით... როგორც ჩანს ეხლახანს გაუკეთდა გულის შუნტირება და ორგანიზმმა ვერ აიტანა ამდენი დატვირთვა... დიეტაც დარღვეულია...
-ნათესავებს როგორ შევატყობინო?-ერთმანეთში ავხლართე თითები.
-საბედნიეროდ პირადობა აღმოაჩნდა ჯიბეში... ვინმე მალხაზ ჯალაღონია ბრძანდება ავადმყოფი, ასე რომ ეგ საკითხი მოგვარებულია. შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ და დაისვენოთ პატარა ქალბატონო!-თბილად გამიღიმა და უმალ გამშორდა.
-პატარა ქალბატონო! რა ყველას ეს აქ აჩემებული...-ვბურტყუნებდი ჩემთვის და ტაატით მივუყვებოდი ბაცი შუქით განათებულ დერეფანს. თავდახრილმა გავუხვიე და ეგრევე აზრზე მოვედი, ვიღაცას რომ შევასკდი.
-ეეეე, კრასოტკა?! შენ აქ რა გინდა ტო?-ღიმილით ჩამიკრა გულში აკომ და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, თუ რამდენად მომნატრებოდნენ ბიჭები.-ცუდად ხარ? რამე სერიოზულია? იცოდე არაფერი დამიმალო!.. ხო იცი არა, რო ძმები ვართ!-დამხედა ინტერესით და სანამ პასუხს გავცემდი, ხუთჯერ დამარტყა წრე, იმის შესამოწმებლად თუ რა მჭირდა.
-მე კარგად ვარ! აქ უბრალოდ ერთ კაცს მოვყევი. ცუდად გახდა გზაში, მე შემთხვევით შევხვდი და აქ მოვიყვანე!-ავიჩეჩე მხრები და თვალებ ამოღამებულს დავაკვირდი,-შენ? შენ რატო ხარ აქ?
-ეეე, კრასოტკა, ეგ გრძელი ამბავია!.. იტოკში, ოშხარელი გვყავს აქ დაწვენილი. ორი დღე აქ ვაღამებთ და ვათენებთ და მაგიტო ვერ გნახეთ შენ!.. ხო არ გაგიტყდა ჰა?-კაპიშონიდან ჩამოყრილ კულულზე წამეტანა და მსუბუქად მომქაჩა.
-ლუციფერს რა ჭირს?-ამოვილუღლუღე და ვიგრძენი, როგორ ჩამწყდა ღრმად გულში რაღაც.
-რა და ჭირი ჭირს მაგას! არ იცი რა ფეთხუმია?! იმენა მაგას სახლის გვერდით საავადმყოფო უნდა გავუხსნა, მაინც უმეტეს დროს მანდ ატარებს... სუ რაღაც ჭირს. ან ფეხი აქ მოტეხილი, ან ხელი, ან ნეკნი აქ ჩატეხილი და ნუ კაროჩე რა!-ჩაიქნია ხელი, მკლავი გადამხვია და საპირისპირო მიმართულებით წამიყვანა.
-კი მაგრამ, ორი დღის წინ ერთად არ ვიყავით?-ამოვიბლუკუნე და გრძელი წამწამებიდან მომზირალ ცისფერ თვალებს გავუშტერე მზერა.
-ხო და, გენაცვალე, თქვენ ხომ დაგტოვეთ ბინაში, მერე წავედით ბარში... აიჩემა უჩამ. კარგად დავლიეთ და მერე, აი, ვაფშე აზრზე ვერ მოვედი ისე ატყდა ჩხუბი. იმენა თაგვი ვერ მობრუნდებოდაო, თუ რაღაც მაგდაგვარი ანდაზა რომაა რა... ხოდა, ეს ოშხარელი ხო ჩხუბს არ გამოაკლდება და ჩვენც ავყევით რა. მერე პოლიციაო ესაო ისაო, ნარკოლოგიურიო და იმენა წაჭამეს ტვინი. მერე მოვხვდით საავადმყოფოში, უჩას თავზე სამი ნაკერი დაადეს და ფილტვების ანთებაც დაუდგინეს!-ისეთი გაბადრული სახით მახარა, თითქოს რამე მოეგოს. მე კი მთელი ძალით ვმუშტავდი თითებს, კანკალი რომ შემეკავებინა.
-ფილტვების ანთება?-ხმა ჩამწყდარმა ამოვთქვი და გუგავას მივეყრდენი, წონასწორობა რომ დამეცვა.
-აჰამ! ფილტვების ანთება, მსუბუქ ფორმებში. თურმე სამი დღეა რაც განუვითარდა და ჩვენც ეხა გავიგეთ...-ღიმილით გადმომხედა და პალატის კართან შედგა,-აქ "დევს" ჩვენი ოშხარელი და იმედია ცოტა მაინც მოლბება, გოგოს რომ ნახავს, თორე დამაწყდა ნერვები. ლამის მთელი საავადმყოფო დაიმხოს თავზე. ვერ იტანს, აქ ყოფნას და ერთ ადგილას გაჩერება, ხო მითუმეტეს არ შეუძლია,-ჩაიფხუკუნა და უკითხავად შეაღო კარები,-უჟმურ ავადმყოფს, დიადი სალამი კარის მასხარისგან!-ზღურბლიდან დავინახე, როგორ დაუკრა რევერანსი აკომ და წამით ადგილს მივეყინე, დემონის გაფითრებულ, დაღლილ სახეს რომ ვკიდე თვალი.
-გუგავა, არ მაქ შენი ნერვებითქო გითხარი...-ხმასაც დატყობოდა ავადმყოფობა და უფრო ბოხი გახდომოდა,-შენ მე სახლში გაგიშვი მემგონი და ეხლა კი ისევ აქ გამომეცხადე.
-ბრძანებელო, ეჭვიც არ შეგეპაროთ ჩემი მორჩილებისა თქვენდამი, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობამ, დასახულ გეგმას გადამახვევინა და იძულებული გავხდი უკან გხლებოდით...-გასული საუკუნეებისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით წარმოთქვა და კვლავ ქედი მოიხარა.
-გუგავა...-გამაფრთხილებლად გაისმა ხმა და კვლავ ჭიანჭველებმა დამიარეს მთელ სხეულში.
-ოოო, კარგი, კარგი! შენ ხომ ყველაფერს ჩააშხამებ კაცს,-ამოთქვს გაბრაზებულმა და ხელი დამიქნია,-შემოდი, შემოდი... ნახე ვინ მოგიყვანე!-მხიარულად წამოიძახა და ხელი კვლავ გადამხვია.
დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები, წამით ასე მიყურა, შემდეგ კი, თვალებ მოჭუტული ჩამაშტერდა. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, ზანტმა, ირონიულმა ღიმილმა რომ გადაურბინა ტუჩებზე და თავი დავტუქსე, ასეთი რეაქცია რომ მქონდა მისი ნახვისას.
-ამ საღამოს, გარეთ რას აკეთებ?!-მისალმების მაგივრად, უტიფრად მაჯახა და დაჟინებით ჩამაშტერდა დემონისფერი თვალებით.
წამით ყველაფერი გაფერადდა. ყველაფერმა მიიღო უწინდელი, ხასხასა ფერი. წამით გაფსრადდა მთელი სამყარო და როგორც კი გავიაზრე, თუ რა იყო ამის მიზეზი, სხეული მთელი ძალით ამიცახცახდა.
--
-როგორ ხარ?-სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, სრულიად უადგილო შეკითხვა დავსვი და ტუჩაბზუებულმა გავხედე.
დავინახე, როგორ აწკიპა წარბები და ირონია ჩამდგარი თვალებით, კვლავ შემავლო მზერა. მიუხედავად უმნიშვნელო ცვლილებისა, ჩემმა გრძნობიერმა მზერამ, მაინც შეამჩნია ავადმყოფობის კვალი-აქამდე ბზინვარე, სილურჯე შეპარულ კულულებს, უწინდელი ხასხასა ფერი დაეკარგა და უსიცოცხლოდ მიჰკვროდა საფეთქელსა და შუბლზე. ყვრიმალებს ქათქათა, სიფერმკრთალე შეპარული თეთრი ფერი დასდებოდათ, ხოლო საოცარი სიზუსტით მორკალული, მგრძნობიარე ტუჩები წითელის მაგივრად, ღია ვარდისფრად შეფერილიყვნენ... აი, რაც უწინდებულად უცვლელი და რაც ასე ნაცნობი იყო ჩემთვის, მუდამ სხივჩამდგარი, აბრიალებული ორი დიდრონი, კუპრივით შავი ირისი იყო.
"არა, რაც არ უნდა ვუარყო, მაინც ვერ გავექცევი იმას, რომ საოცარი თვალები აქვს!"-ჩემივე ფიქრებმა, მე თვითონ შემაკრთო და ხელები შესამჩნევად ამიკანკალდა.
-ვერაფერს იტყვი, წლის კითხვაა!-იგივე ტონით წარმოთქვა და შუბლზე დაყრილი კულულები, გაბეზრებული გამომეტყველებით გადაიყარა.
-აუ, შენ პროსტა, აქ წამლებს გასმევენ თუ მკუხე ვაშლს. რა კუდიანი დედაბერივით იბღვირები, გაუხეთქე ბავშვს გული!-დაუცაცხანა აკომ და სიბრაზისგან აწითლებულს ლოყაზე მიჩქმიტა.
-გუგავა, მაგას ეგეთი რაღაცეები არ უხეთქავს გულს... მაგაზე არ ინერვიულო, პირადი გამოცდილებით ვიცი!-შეეპასუხა დემონი ისე, რომ ჩემი თვალებისთვის მზერა არ მოურიდებია.
მე კი დაჰიპნოზირებულივით ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული. მთლიანად ვიყავი ჩაძირული ბნელ სამყაროში, პოტენციურ, პირად შავ ხვრელს რომ წარმოადგენდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილსაც მიკარგავდა.
ვგრძნობდი, როგორ იხლიჩებოდა ჩემი პიროვნული გაგებები ორ ნაწილად და როგორ ყალიბდებოდა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი ორი პოლუსი. ერთი, რომელსაც მთელი არსებითა და სიძლიერით სძულდა, ამჯერად პალატის საწოლზე მისვენებული, ფერდაკარგული დემონი, რომლის სიუხეშე, სისასტიკე და ცინიზმი, ყოველგვარ ადამიანურ ბუნებას რომ სცილდებოდა; და მეორე, რომელიც სრულ სიბრმავეს მოეცვა და ყოველგვარი აპელაციის გარეშე, დემონური ბუნებით იყო შეპყრობილი... და უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მოხიბლულიც კი იყო მისით... და აი, მიზეზი, რომელიც ნათლად მაგრძნობინებდა, თუ რა დიდ შარში მქონდა თავი გაყოფილი.
-ნეტა აქ ენას არ ამოკლებენ?-მოჩვენებითი ინტერესით ავხედე ჩემი ლოყების შესწავლით დაკავებულ აკოს და მისი წრფელი, სუფთა თვალების დანახვისას, მხიარულად გამეღიმა.
-არამგონია, მაგრამ მაგ საქმეს მე ვიკისრებ კრასოტკა! შენ არ ინერვიულო,-შემომცინა და ნიშნისმოგებით გახედა შუბლ შეკრულ ძმაკაცს,-აი, ლოყებიანი ბავშვიც იზიარებს ჩემს მოსაზრებას!.. ეხა, მითხარი, კიდე მე ვარ დებილი?!-სრული სერიოზულობით კითხრა და დოინჯშემოყრილი გადაუდგა წინ.
-გუგავა, რადგან აქ დაწოლაზე დაგთანხმდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადგომა არ შემიძლია... და თუ ავდექი, ხო იცი ტრამვატოლოგიური გარანტირებული რომ გექნება?-თვალებ ანთებულმა გადახედა და მის მზერაზე, მე დამაყარა ეკლებმა.
-აუ, მერე მაგას რა ჯობია ტო! შენ შემოგიწვები გვერდით და ერთად ვთვალოთ გათენებული ცეცხლოვანი ღამეები!-მაცდურად აათამაშა აკომ წარბები და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა აპილპილებულს.
-გუგავა, პიდარასტის პახოტკები მოიშორეთქო ათასჯერ გითხარი უკვე!-დაუღრინა განრისხებულმა და ისე წამოიწია საწოლზე, აკოს ერთი სიტყვაც და ფეხზე წამომხტარი, უყოყმანოდ გაგლეჯდა შუაზე ძმაკაცს.
-ჯაბა და გიგი სად არიან?-უმალ გადავიტანე საუბარი სხვა თემაზე და აკო კვლავ გვერდით ამოვიყენე.
-სახლში,-აიჩეჩა მხრები და მხარზე დამეყრდნო,-ორი დღეა აქ არიან და ათენებენ. დასავენებლად წავიდნენ და მე გადმომაბარეს მორიგეობა!-ამაყად გაიჯგიმა და თავით მანიშნა ჩვენზე მოშტერებული დემონისკენ,-ხედავ, ამხელა მუტრუკი, ბებიაჩემის დაკონსერვებული მჟავეს სიფათით რომ მოძრაობს, ჩემზეა ჩაბარებული!-მხიარულად წამოიძახა და სიცილით ამეკრო ზურგზე,-ოშხარელი, ავადმყოფის ხალათი გაცვია, არ დაგავიწყდეს... მე კიდე ხო, უცხოს და უნახავს არაფერს ვნახავ, მაგრამ მაკრინეა აქ!-ძლივს შეკავებული ფხუკუნით გააფრთხილა საწოლზე წამომჯდარი, ძარღვებ დაბერილი დემონი და სირცხვილისგან აწურულს, მუჯლუგუნი გამკრა.
-შენ...-დაიწყო გამწარებულმა ლუციფერმა, ჩემი ტელეფონი რომ აზუზუნდა და გაანჩხლებულმა მე გამბურღა თვალებით.
-ლანაა...-ჩავილაპარაკე და სანამ ყურმილს ვუპასუხებდი, მეც დავუბღვირე,-რა ხდება ლანა?
-მაკრინე, სად ხარ ამდენ ხანს?-გაისმა საყვედურნარევი, ნანერვიულებული ხმა და დაქანცულმა ამოვიქშინე,-ღამის ორი საათია და შენ ისევ საავადმყოფოში ხარ! ესაა ყველაფერი რიგზეა და მალე მოვალო?
-სახლში რო მოვალ ყველაფერს აგიხსნი... და ყველაფერზე ასე თუ ინერვიულებ, მალე ნაოჭების რაოდენობით, პუგაჩოვასაც გაუსწრებ,-აკოს ხარხარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ჩავიფრუტუნე და ხელი ჰაერში დავატრიალე, თითქოს შეძლებდა დანახვას.
-შენ ჩემ ნაოჭებზე ნუ ღელავ და გირჩევნია სახლში იყო ბოლო რამდენიმე წუთში!-მუქარით წარმოთქვა და უკვე წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა აწითლებული სიბრაზისკა.
-კარგი, ათ წუთში მანდ ვიქნები,-ღიმილით ვუპასუხე და ის იყო ყურმილი უნდა დამეკიდა, გუგავას სასოწარკვეთილ მზერას რომ გადავაწყდი.
-აუ, უნდა წახვიდე ტო?!-წამოიყვირა და ხელები გაასავსავა.
-უკვე გვიანია აკო, აბა აქ ხომ არ დავრჩები?-გაკვირვებულმა ავიჩეჩე მხრები და ტელეფონი გავთიშე.
-ეეე, მაგრა მიტეხავ ეხა, მაკრინე რა!-განაწყენებულმა მომიგო და ჩემი სახელის გაგონებით შეცბუნებულს, მუდარით გადმომხედა,-მარტო მტოვებ ტო?! დარჩი რა!.. რა გინდა სახში, აქ არ ვარ მე?!
-გუგავა, ნუ ბოდავ სისულელეებს!-გამოეპასუხა აქამდე ჩუმად მყოფი ლუციფერი და გამაფრთხილებლად გადახედა ძმაკაცს.
-ლანას მე ვეტყვი და დარჩი რა!..-ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის, ისე განაგრძო,-თან აქ გასაშლელი სავარძელია და შეგიძლია დაიძინო... თუ გინდა, ზღაპრებსაც მოგიყვები, გიმღერებ, ლექსს გეტვი... აი, რასაც მთხოვ გავაკეთებ, პროსტა ამ საღამოს აქ დარჩი რა!-განაგრძობდა და იმის საშუალებას არ მაძლევდა, სიტყვა მაინც ჩამეკვეხა,-ანდა ვაფშე რამეს მოგიყვები! მოსაყოლის მეტი რა მაქ ტო!.. ბებიაჩემზე მოგიყვები! იცი რა ბებია მყავდა? იმენა ჯიგარი რა. ისეთ მწნილს აკეთებდა, თევზი ფუგუ მიმიქარავს, ისეთი თვისებები ქონდა. იმენა, სანამ შეჭამდი, ჯერ ერთი კილო შაქარი უნდა გეტლიკა თაფლთან ერთად და მერე უნდა გეჭამა ეგ მჟავე... მარა მაინც მოკვდებოდი... თუ არა და კუჭის წყლულო გარანტირებული გქონდა!-აზარტში შესული, მთელი ემოციით ყვებოდა და ლამის მუცელი გამსკდომოდა სიცილისგან.
-გუგავა, გირჩევნია მოკეტო და გაუშვა სახლში!..-დაიწყო დემონმა, კვლავ რომ გააწყვეტინეს:
-კიდე რას მოგიყვები იცი?! ოშხარელს რო გადაპარსეს თავი, ჯარში წაყვანისას და ნახევარი დივიზია თავზე რომ დაიმხო...
-აკო, არ შემიძლია დარჩენა. ხვალ მშობლებთან მივდივართ და...-გავაჩერე, დემონის გაცეცხლებულ სახეს რომ წავაწყდი და უხერხულად გავუღიმე.
საერთოდ ასეთი ხასიათის ვიყავი. არ შემეძლო ვინმესთვის უარი მეთქვა ან გული დამეწყვიტა. თუ რამეთი შემეძლო დახმარება, ყველაფერს ვაკეთებდი და ეხა, შრეკის კატის თვალებით მომზირალ აკოს, წარბები სასაცილოდ რომ მოეჭმუხნა, სუსტად ვუწევდი წინააღმდეგობას. უხერხულობაში ჩავარდნილი, თითებს ერთმანეთში ვხლართავდი და ყველანაირად ვცდილობდი აწითლებული ლოყები, დემონს არ შეემჩნია. სულაც არ მხიბლავდა ის აზრი, რომ მიმხვდარიყო, თუ როგორ მერიდებოდა იმ ოთახში ძილი, ან თუნდაც რამდენიმე საათის გატარება, სადაც თვითონ ბრძანდებოდა... მით უმეტეს, კოტეჯში მომხდარი "მცირე ინციიდენტის" შემდეგ, რომელიც ჩემ მახსოვრობის ყუთში, გამოკვეთილი, უზარმაზარი ასოებით ჩაიწერებოდა, სახელად-"დემონის ვნებანი!"
-ეგ რა პრობლემაა ტო!.. უთენია გაგიყვანთ მე!.. აუ, ძმურში რა მაკრინე, არ გამიტეხო რა! ამ უჟმურთან, მარტო არ დამტოვო ძმობას გაფიცებ!-ააფახულა გრძელი წამწამები და იმედიანად გადმომხედა.
-გუგავა, მოკიდე გოგოს ხელი და სახლში წაიყვანე სანამ სრულ ჭკუაზე ვარ და შენც აახვიე აქედან! არ მჭირდება მომვლელები!-კბილებს შორის გამოსცრა და დავინახე, როგორ მოეჭმუხნა ტკივილიანად შუბლი.
-შენ ვაფშე ვინ გკითხავს ერთი!-აუქნია ხელი და იმ წამს შემოსულ მედდას ინტერესით გადახედა.
-პაციენტს დასვენება სჭირდება!-ისეთი ტონით განაცხადა, სერიოზულად დავფიქრდი კონსულტაცია გამევლო ექიმთან, სმენასთან დაკავშირებით და თვალების ბრიალით გადმოგვხედა.
როდესაც მეც შემამჩნია, წარბები შეიჭმუხნა და მზერით მაგრძნობინა:"შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო!"
-ამდენი ადამიანის პალატაში ყოფნა, არ არის რეკომენდირებული!-ამპარტავნულად გამიღიმა გაოგნებულს და დემონს ისეთი თვალებით გადახედა, ლამის ნიშადურის სპირტის მოსატანად გავიქეცი, გონება რომ არ დაეკარგა.
-ნეტა ამის ბებიაც მწნილებს აკეთებს?!-ინტერესით გადმომილაპარაკა აკომ და სინქრონში ორივემ თავი გავატრიალეთ, ჩვენი სიცილი რომ არ შეემჩნიათ.
-თავს როგორ გრძნობთ? რამე ხომ არ გაწუხებთ?-დემონის ყურებაში გართულს, მისგან განსხვავებით სულაც არ შეუმჩნევია ჩვენი სიცილი და "გულწრფელად" დაინტერესებული მიუახლოვდა საწოლს.
-კარგად ვარ.-ჩაიდუდღუნა მან საპასუხოდ და დარწმუნებული ვარ, ერთი რომ გაეღიმა გულშეღონებული მიუწვებოდა გვერდით მედდა.
-თუ რამე დაგჭირდათ, შემატყობინეთ, არ მოგერიდოთ!-ღიმილად დაიღვარა და მეტად საჭირბოროტო შეკითხვა გამიჩნდა:"მარტო მე დავინახე ერთი შეხედვით უწყინარ წინადადებაში, შეფარული ქვეტეწსტი?!"
-როდის იყო ამას რამის ცხვენოდა!-წამოიძახა სიცილით აკომ და უმალ გაჩუმდა, ქალის თვალებს რომ გადააწყდა.
მიუხედავად დიდი წინააღმდეგობის და უარყოფისა, მაინც არ შემეძლო იმ გრძნობას გავქცეოდი, რომელიც ასე მიბიძგებდა ეს ქალი, ერთი ხელის მოსმით მესროლა მეოთხე სართულიდან. ამ გრძნობამ მეტად სავალალო ნიშნულს მიაღწია, როდესაც უკითხავად შეეხო დემონს შუბლზე და თმები გადაუწია. უნებურად ამომიტივტივდა ჩემ თითებში მოქცეული აბრეშუმივით რბილი ლოკონები და უმალ იჩინა ჩემში საკუთრების გრძნობამ. მომინდა ხელები დამემტვრია და ეს სცენა ისე დახატა ტვინმა, გააზრებაც ვერ მოვასწარი და ჩემი სისასტიკეზე თავადვე გამიკვირდა.
ერთი გავაქნიე თავი აბეზარი, უსიამოვნო ფიქრების მოსაშორებლად და მზერა შუბლშეჭმუხნულ დემონზე გადავიტანე, გაღიზიანებული რომ აჰყურებდა ექთანს.
-ვერ ვიტან თმაზე რომ მეხებიან!-ისეთი ხმით დაისისინა, შიშისგან სხეულში გამცრა და გულით შემეცოდა მიტკალივით გაფითრებული ქალი.
-მე... უბრალოდ ტემპერატურის გაზომვა მინდოდა...-ამოილუღლუღა აშკარად შეცბუნებულმა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.-არ ვიცოდი თუ...
-ამის მერე გეცოდინებათ!-გაღიზიანებულმა შეაწყვეტინა და მზერით აგრძნობინა:"მომწყდი თავიდანო!"
"რა უტაქტო, თავხედი, უკულტურო პრიმატია!"-გავიფიქრე, თითქოს სხვა ხატავდა წამის წინ ექთნის წამების კადრებს.
-თქვენც უნდა დატოვოთ პალატა!-სანამ გავიდოდა ჩვენ მოგვიბრუნდა და ისე შემომხედა, თითქოს ვალი მქონოდა მისი.
-ჩვენი აქედან გასვლა არ გამოვა დაია! ექიმთან შეთანხმებული ვარ და ეგ საკითხი მოგვარებულია,-გაეკრიჭა აკო და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ, თავდაცვის ინსტიქტი სრულიად დაქვეითებული ქონდა.
-თქვენ...-ამჯერად მე მომიბრუნდა და რომ არა დემონი, სიამოვნებით მივუჩენდი ადგილს, გაწელვით ლამის საღეჭ რეზინასთან მიტანებულ ქალს.
-ეს გოგო ავადმყოფს, როგორც მორალურ, ისე სულიერ და თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურ დახმარებასაც უწევს,-შეაწყვეტინა გუგავამ და პირველად მომინდა, გაცეცხლებული დემონს, სათანადო ტანსაცმელი ცმოდა და უპრობლემოდ გაეგლიჯა შუაზე.
-ანუ ეს...-თვალებ გაფართოებულმა შემათვალიერა ქალმა და შემდეგ ლუციფერზე გადაიტანა მზერა.
-დიახ ეს... ესენი...-თავის ქნევით დაუდასტურა და ეგრევე მივხვდი, რომ სრულიად საპირისპირო დასკვნა რომ გამოიტანა ნანახიდა.
გაპროტესტებაც არ მაცადა, ისე მიუხურა ექთანს კარები, ტელეფონი გამომგლიჯა და ლანას გადაურეკა. გაოგნებული ვადევნებდი თვალს ხელ-ფეხით მოსაუბრე ბიჭს, რომელიც ლუციფერის გამაფრთხილებელ ძახილს ყურადღებას რომ არ აქცევდა და წინასწარ დავიწყე მორალურად მომზადება, მასთან და დემონთან დარჩენის შესახებ რომ განმიცხადა.
-ზღაპრები ჩემზე იყოს!-ხელების ფშვნეტით შემომცინა, როგორც კი ჩემ მუხლებზე მოაკალათა თავი და მოერე წამს კი ფშვინვა ამოუშვა.
ესეც შენი იდეალური საღამო!..





888



მეორე დილით კი უკვე ბათუმის გზას ვედექი. ინტერესით ვუყურებდი ფიფქების ფარფატს მოლიპულ ასფალტზე და გუშინდელ საღამოს ვიხსენებდი. უნებურად მაჟრჟოლებდა, ჩემზე მოშტერებულ მზერას რომ ვგრძნობდი და მხიარულად მეღიმებოდა, ყოველ შემჩნეულ მზერაზე, ფერმკრთალ სახეს, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ უბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათით მეძინა, ისიც ჩემზე მოკუჭულ აკოსთან ერთად, მაინც ძალიან მხნედ ვგრძნობდი თავს. თავს ვარწმუნებდი იმაში, რომ ეს მშობლების ნახვით გამოწვეული ეიფორია იყო, მაგრამ გულის სიღრმეში, მაინც იჩენდა თავს ნამდვილი საბაბი და საიმედოდ შეფუთულ ტყუილსაც, საფარველი ეგრევე ეცლებოდა. ვგრძნობდი მნიშვნელოვან ძვრებს ჩემში და სულს მიფორიაქებდა მომავალში, შრსაძლო გაცილებით ძლიერი და ყოვლისმომცველი ფაქტორები.
-მაკრინე, გესმის რას გელაპარაკები?-ფიქრებიდან გამოვერკვიე, მხარზე შეხება რომ ვიგრძენი და დაბნეულმა გადავხედე შუბლ შეკრულ დეიდაშვილს.
-რა... რა მკითხე? არ გისმენდი!-აფორაჯებულმა სარკისკენ მივატრიალე თავი. ასე მეგონა ჩემი აზრები, ყველაფერი შუბლზე მეწერა.
-შენ ამ ბოლო დროს რაღაც შეცვლილი მეჩვენები და...-არ დაასრულა სათქმელი და ეჭვით ჩამაშტერდა,-რამე ისეთი ხდება, რაც მე არ ვიცი?
-არრაფერი, რა უნდა ხდებოდეს!-ნერვიულად წამოვიძახე და ხელი ავიქნიე,-რას მეუბნებოდი?-ეგრევე ვცადე, სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი.
-აჰააა!..-თვალებ მოჭუტულმა დააკანტურა თავი და ის იყო, რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მე რომ დავასწარი.
-შენ და ჯაბა რას შვებით? არ აპირებთ ქორწილს? რაღას უცდით ამდენ ხანს?
-ნუ... იცი... ხელი მთხოვა!..-წამოიძახა და სახე მომანჭა ყვირილის მოლოდინში.
-მერე?-ჩემზე რომ არ გააგრძელა საუბარი, შვებით ამოვისუნთქე და ინტერესით ჩავაშტერდი.
-დავთანხმდი!-ისე გადმომხედა, თითქოს მიუტევებელი ცოდვა ქონდა ჩადენილი და თვალები ცრემლებით აევსო, კარგა ხანს, პასუხი რომ არ გავეცი.
-მეშველა!-აღმომხდა აღფრთოვანებულს და ცოტა დამაკლდა მანქანაში ცეკვა რომ არ დამეწყო.






888




-არა! არა! არა და არააა!..-უკვე თვლა ამერია, იმდენჯერ ვიმეორებდი ერთი და იგივეს და იმდენივეჯერ მესმოდა, უცვლელი წინადადება.
-აუ, გთხოვ მაკრინე რა!.. ჩემ ქორწილში საჩუქარი არ უნდა მომიძღვნა?!-დეიდაშვილ-სასიძოს კუთხეში მოვემწყვდიე და მთელი ძალებით ცდილობდნენ ჩემ დაყოლიებას.
-საჩუქარად მოგაშავებთ ვენერას ძეგლს!-თვითონაც არ ვიცი, საიდან მომაფიქრდა, ისე წამოვაყრანტალე და ღმერთს შევთხოვე, ამათგან თავი დამაღწევინე მეთქი.
-აუ, მაგარ არასპრავედლივს ბაზრობ ცოლის და! ხათრი არ გაგვიტეხო ძმურში ტო!
-რა გახდა მართლა კრასოტკა, ეს ერთი ცეკვა... 3წუთი ვერ გაგიძლია ტო?!-მხარი აუბა აკომ და მუშუსთვის დაჭრილი ძეხვის ბოლო ნაჭერიც ჩაიჩურთა პირში.
-თქვენ ხვდებით მაინც რას მთხოვთ?! ისე ლაპარაკობთ, თითქოს ჩაკვრებზე იყოს ლაპარაკი...-წამოვენთე და კნუტს კვლავ რძე დავუსხი.
-რა გახდა ასეთი ეს ერთი ცეკვა, კარგი რა მაკრინე!-იმედიანად მომანათა მეტრეველმა წყლიანი თვალები და წარბები სასაცილოდ აათამაშა.
-შენ იცეკვე აწი!-დავუბღვირე გაღიზიანებულმა.
-ღადაობ ტო?! მე რა ვიცეკვო, ცხოვრებაში არ მიცეკვია არაფერი და!-აიქნია ხელი, თითქოს აბეზარ ბუზს იშორებსო.-შენ კიდე იცი, დადიოდი, სწავლობდი და ქორწილში თუ არ მიუძღვენი, აბა სად იცეკვებ სხვაგან ტო!
-გიგი, ეს არ არის...-დავიწყე ისევ ახსნა, ჯიშკარიანმა რომ შემაწყვეტინა:
-გავიგეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ცეკვა, რომ ეს არ გავს სხვებს და ა.შ. და ა.შ, მაგრამ დავიჯერო დეიდაშვილის გამო გამონაკლისს არ დაუშვებ?
-კარგი, მაგალითად დაგთანხმდით, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი?-ინტერესით გადავხედე ოთახში მყოფთ და აქამდე ჩუმად მჯდარ, აფხუკუნებულ დემონს, გაღიზიანებული მზერა ვსტყორცნე.
-ჯერ დაგვპირდი რომ იცეკვებ!-წამოხტა ფეხზე ჯაბა და წინ ამესვეტა.
-მაგრამ...
-დაგვპირდი!..-გამაწყვეტინა და როდესაც მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი, დანებების ნიშნად ამოვიოხრე.-ანუ?..
-გპირდებით!-ჩავიდუდღუნე გაბეზრებულმა და ლამის კივილი დავიწყე, ჰაერში რომ ამაპორწიალეს.
-იმენა, იმენა ცოლის და ხარ რა!-ლოყები დამიკოცნა ჯაბამ და გაბადრული მიუჯდა თვალებ გაბრეყინებულ ლანას.
-ჰა ეხა! მეტყვით ვინ იქნება ჩემი პარტნიორი?-მომლოდინე მზერით გადავხედე ბიჭებს და გულში უსიამოდ გამკრა, მათ სახეებს რომ გადავაწყდი.-გელოდებით!-ავაბაკუნე ფეხი და ჯალათივით დავადექი მდივანზე მსხდომთ.
-მე ვიქნები!-მომესმა ზურგს უკან და როდესაც პასუხის ავტორის სახე ამომიტივტივდა გონებაში, პანიკის შემოტევა დამეწყო.




888




-მძულხართ! ვერ გიტანთ! მეზიზღებით! ალერგია მაქ თქვენზე!..-გაანჩხლებული გაუთავებლად ვცემდი ბოლთას მისაღებ ოთახში და ვცდილობდი მრისხანებისგან გული არ გამსკდომოდა.
ისე ვიყავი გაბრაზებული ბიჭებზე და ლანაზე, შემეძლო თითოეული მათგანი უპრობლემოდ მომეკლა.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ გამწირავდნენ და ამ დღეში ჩამაგდებდნენ. დაშვებაც კი არ მინდოდა, თუ რასთან მიწევდა შეჭიდება და დაპირისპირება. იმდენად აღმაშფოთებელი იყო მათი საქციელი, ჯერ კიდევ მიჭირდა გაცნობიერება და ღრმა სუნთქვისგან უკვე ფილტვები მტკიოდა.
ბათუმში, მშობლებთან ორი დღით ვიყავით მხოლოდ დარჩენილები და როგრც კი ლანას ქორწილის თარიღი დაითქვა, უკანვე მოგვიწია დაბრუნებამ. სიძე-პატარძალს ვიწრო წრეში სურდათ შეუღლების აღნიშვნა და 31დეკემბერს დათქმული ქორწინება, ხელს არ უშლიდა ყველაფრის მზადებას. ნეფე-დედოფლისადმი მიძღვნილი ცეკვები და სიმღერებიც, ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენდა, როგორც ყვავილი და ტორტი... და აქედან გამომდინარე, მე-მაკრინე სიხარულიძეს, მევალებოდა მეცეკვა ერთ-ერთი ყველაზე "მგრძნობიარე", ინტიმური ცეკვა, სახელად kizomba, რომელიც დაფარული ვნებით, ტანგოსაც კი უსწრებდა და რაც ყველაზე "აღმაფრთოვანებელი" ამ ამბავში ის იყო რომ, ჩემი პარტნიორი არც მეტი, არც ნაკლები, თვით დემონ ლუციფერიუსი იყო.
განა არსებობდა ქვეყნად ამაზე "გასაოცარი", "სასიხარულო" ამბავი?! რა თქმა უნდა არა!!!
-კარგი რა მაკრინე, რატო ქმნი ამხელა პანიკას?!-ისეთი მეამიტი თვალებით შემომხედა ლანამ, ლამის სკამი ვესროლე თავში.
-შენ რა, მეღადავები?!-თავი ვერ მოვთოკე და დავიყვირე,-ხვდები რა გამიკეთეთ?! საერთოდ არაფერი რომ არ იყოს, დემონთან ცეკვაზე რანაირად დამითანხმეთ?! ეგ იგივეა, გაავებულ ბუღას ვეცეკვო... კორიდაზე რომ გამოყავთ!.. მითხარი ერთი, რამ გაყო წითელ ნაჭერს რომ დასდევს ეგ ცხოველი დემონისგან?! არაფერმა!... და თქვენ გინდათ, ასეთ არსებასთან, ცხოველია თუ ფრინველი რომ ვერ დაადგენ, ვიცეკვო?! თუ წითელი ნაჭრის როლი შევასრულო?!-განრისხებული რას ვყვიროდი მე თვითონაც არ ვიცოდი, მაგრამ ერთს კი დანამდვილებით ვაცნობიერებდი, რომ დემონთან ცეკვა, მითუმეტეს ეს ცეკვა, კატასტროფული შედეგების მომტანი იყო, როგორც ჩემი ფსიქიკისთვის, ისე გულისა და გონებისთვისაც.
-ზედმეტები მოგდის ეხა!..-დამიბრიალა თვალები, მაგრამ ჩემ სიბრაზეს, თვით იაპონიის თავზე დატეხილი ცუნამიც ვერ ჩაახშობდა.
-ზედმეტი თქვენ მოგივიდათ, ეგ რომ გადაწყვიტეთ! ან საერთოდ, რანაირად მოგივიდათ მსგავსი აზრი თავში? ! ჩემზე არ იფიქრეთ?! ან ის სატანა, რისი მცეკვავია, არ გადამრიოთ ხალხო!..-წამოვიძახე აღშფოთებულმა და ჭიქა წყალი, სულმოუთქმელად გამოვცალე.
-უჩა მშვენივრად ცეკვავს, მაგაზს არ ინერვიულო!.. ანდა რას უწუნებ ვერ ვხვდები! უჩასთან თუ არა, სხვასთან მაინც ხო მოჰიწევდა ცეკვა და რა აზრი აქ?!
-საქმეც იმაშია, რომ იმ დემონთან მომიწია და არა სხვასთან!-წამოვიყვირე და ხელები ისეთი ძალით მოვმუშტე, ფრჩხილები კანში შემესო.
-მაკრინე, არა ადეკვატურად იქცევი!-წამოიძახა გაბრაზებულმა დეიდაშვილმა და ეჭვით გადმომხედა,-გთხოვ, ნუ მაფიქრებინებ რომ რაღაც ხდება!
-არაფერიც არ ხდება!-დამდუღრულივით წამოვიძახე და ნერვიულად შევქანდი ადგილზე.
-ხოდა, თუ არაფერიც არ ხდება, პრობლემაც არ ყოფილა!..შენ და უჩა ცეკვავთ კიზომბა, თუ რა ჯანდაბაცაა!-კატეგორიულად განაცხადა და ტანის რხევით დატოვა ოთახი.
-მძულს!.. მძულს კიზომბა!.. მძულს დემონი!.. მძულს ცეკვა!.. მძულს ჩემი თავიც!-ამოვიგმინე და ტელეფონზე იმ წამს მოსული შეტყობინება გავხსენი:
"ხვალისთვის მოემზადე მაკატერინე! სათანადო პარტნიორობა უნდა გამიწიო!"-მწერდა უცხო ნომერი, რომლის ვინაობის დადგენა, ჩემ გადამწვარ ტვინს, მაინც არ გაჭირვებია.
-ცეცხლოვანი კიზომბა დემონთან ერთად!.. მშვენიერი ნაზავია!-დავაკანტურე თავი და როგორც კი ბალიშებში ჩავეშვი, ყრუ კივილი ამოვუშვი.
ემოციისგან უნდა დავცლილიყავი. დარწმუნებული ვიყავი, ხვალ ისედაც გადაჭარბებული დოზით მომიწევდა მისი მიღება... ჩემდა საუბედუროდ.
---
ოდესმე გიგრძვნიათ არმაგედონის მოახლოება?! კაპილარამდე გაგისიგრძეგანებიათ სულში დაწყებული ცვლილების გამყინავი სიცივე?! აი, ისეთი, მოძრაობის უნარს რომ გიკარგავს და შავი საბურველით რომ ბურავს ირგვლივ ყველაფერს, აუტანელი, სიმარტოვე შეპარული ტკივილი, განუყოფელ სენად რომ აქ ქცეული.
სწორედ მსგავს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი აბაზანაში გამოკეტილი და უფალს გადარჩენას ვთხოვდი. მიუხედავად ცხელი შხაპისა, სხეულში სუსხიანი სიცივე მივლიდა და ძვლების ატკიებამდე მიჯიჯგნიდა სხეულს. თითის ბალიშები დანაოჭებული მქონდა მაღალი ტემპერატურისგან, მაგრამ მაინც არ ვაპირებდი წყლის ნაკადი გადამეკეტა. ერთადერთი რამ იყო, რაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მიფრთხობდა გონებაში გაბატონებულ საზარელ აზრებს და ლამის მთელი დღის აქ გატარება გადამეწყვიტა. თუმცა ვიცოდი, არაფერი არ იყო ჩემს ნებაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც "ჩემი" საქმე, ერთობ მუყაითური დანიშნულებით, თვით სატანასაც რომ ეხებოდა.
-ღმერთო შენ გადამარჩინე დღეს!!!-ამოვიგმინე აკაწკაწებულმა და კანკალით გავვარდი ხალათ შემოხვეული ოთახში.
საათი მაინც დავდიოდი ოთახში გალუმპული და ყურადღებას არ ვაქცევდი, თმებიდან ჩამონაწური წყალი, წკაპუნით რომ ეცემოდა ხალიჩას. გაშტერებული ვადევნებდი თვალს, ჰაერში მონოტონურად მოფარფატე ფიფქებს და ვლამობდი ისე ავორთქლებულიყავი, როგორც ისინი ასფალტთან შეხებისას. იმდენად დიდი იყო შიში, დემონთან შეხვედრისა, ლამის სიკვდილზეც დავთანხმებულიყავი. ისეთი სიძლიერით მიცემდა გული, ოდნავ გასაგონად თუ მესმოდა მანქანების ზუზუნი და სიკვდილმისჯილივით ვუყურებდი საწოლზე გადაფენილ ლასინებს და მაისურს.
-ამ ცოდვამ არ გაგახაროთ, ასეთ შარში რომ გამხვიეთ!-დავიღრინე იმ ადამიანთა მისამართით, ასე რომ გამწირეს და გაანჩხლებულმა, ბურტყუნით ჩავყარე სამოსი პატარა ჩანთაში.
-მაკრინე, უჩა გელოდება! სად ხარ ამდენ ხანს?-გაისმა კარს იქით ლანას მხიარული ხმა და ბოღმამ ყელში წამიჭირა.
-მოვკვდი და ეგ თქვენი პრიმატიც მომეწიოს უკან!-დავუყვირე გააფთრებით და გამწარებული დავსწვდი შარვალს.
-რა მწარე ენა გაქ...-დამიცაცხანა დეიდაშვილმა და ალბათ სულ არ ფიქრობდა, უფრო რომ მიშლიდა ნერვებს, თავისი "დამრიგებლური" წინადადებებით,-უჩამ გავიგონე და ამოვაგლეჯ ენას, გარეთ რო გამოვაო!-დამიციტირა და ლაღი კისკისიც მიაყოლა.
-ჩემი ენა ასე თუ შეუყვარდა, თქვას და უპრობლემოდ ვაჩუქებ! ფეხსაცმლის ლანჩად გამოადგება!-დავიღრინე და სულაც არ მიმიქცევია სველი თმებისთვის ყურადღება, ისე გამოვგლიჯე კარი.
-დღეს გაღიზიანებული ხარ, ეტყობა!-წინ ამესვეტა ლანა და ჩემი გამომეტყველებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაჩურთა ჩანთაში ვერცხლისფერი, ზონარიანი მაღალქუსლიანი.-ფეხსაცმელები გავიწყდებოდა.
-ერთხელაც იქნება, ნათქვამს ავასრულებ და...-დაიწყო დაბღვერილმა დემონმა და როგორც კი მისაღებ ოთახში შესულს თვალი მომკრა, მზერა დაეძაბა,-შენ რა, ასე აპირებ წამოსვლას?
ყურადღება არ მიმიქცევია მისი კითხვისთვის, კარაოკე ცეკვით გართულ გიგის და აკოს მივესალმე, სტრიპტიზ ილეთებით რომ იყვნენ დაკავებულები და გონება გაფანტული სამზარეულოსკენ გავემართე.
ისე მიწუოდა ყურები და მიგუგუნებდა თავი, ლამის ჭკუიდან შევშლილიყავი. აძგერებული გული ყელში მიჭერდა და ხელისგულები ცივი ოფლისგან მქონდა დაცვარული. ისე მქონდა კრიჭა შეკრული, ლუკმა არ გადამივიდოდა ყელში და ერთადერთი, რაც გულით მწადდა, ეს აწეწილი ნერვების დამშვიდება იყო.
ნერვიულად დავსწვდი გამჭვირვალე ჭიქას და წყალი ჩამოვისხი. როგორც კი ტუჩებთან მივიტანე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როგორ მიკანკალებდა ხელები და ლამის წყალიც გარეთ გადმოსხმულიყო. ერთი ამოვიქშინე დასაწყნარებლად და ის იყო, წყალი უნდა მომესვა, უპარდონოდ რომ გამომგლიჯეს ხელიდან.
შეცბუნებულმა ერთი ავხედე აპილპილებულ დემონს, სუნთქვის დარეგულირებას რომ ცდილობდა და მთელი სხეული გამეთოშა, იმის გააზრებაზე, დღის უმეტესი ნაწილის, მასთან ერთად გატარება რომ მომიწევდა.
-როცა გელაპარაკები, ზურგი არასდროს მაქციო!-დამიღრინა, ერთი მოყუდვით გამოცალა ჭიქა და ბრახუნით დაახეთქა დახლზე,-გეკითხები და მიპასუხე, ასე აპირებ წამოსვლას-თქო?
-როგორ ასე?-სულაც არ მსურდა ვარჯიშის დაწყებამდე მოგვესწრო ჩხუბი, რაც უფრო გაუსაძლისს გახდიდა მასთან გასატარებელ რამდენიმე საათს და ბრაზ შეფარული სიმშვიდით ვკითხე.
-სველი თმებით!-თვალი კიდევ ერთხელ მოავლო სისველისგან გამუქებულ კულულებს და შუბლშეკრული დამაჩერდა.
"მეჩვენება, თუ ჩემზე ზრუნავს?!"-დავუსვი საკუთარ თავს შეკითხვა და რაც შეიძლება უმეტყველო მიმიკით შევხედე, მისი სიტყვებითგამოწვეული გაოცება რომ არ დამტყობოდა.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, როგორმე თავად მივხედავ თავს,-სარკასტულად გავუღიმე და ახალ ჭიქაში ჩამოვასხი წყალი.
-შენი თავი ამდენად მნიშვნელოვანი ნუ გგონია!-მანაც არ დამაკლო ირონია და კვლავ გამომღლიტა ჭიქა,-წადი თავი გაიშრე და წავიდეთ!
-ნუ ბრძანებლობ!-დავისისინე ძლივს შეკოწიწებული მოთმინებით, ჭიქა გამოვგლიჯე და აკანკალებულმა ჩავცალე წყალი.
-სანამ ჯერ კიდევ მშვიდად ვარ, გირჩევნია არ შემეწინააღმდეგო და ის გააკეთე, რასაც გეუბნები!-დამიბრიალა თვალები და დაჟინებით დამაშტერდა სველ ტუჩებზე, ენა რომ გადავისვი.
-შენ რა ჩემი ძიძა ხარ?!-აცახცახებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, მის მზერას რომ გადავაწყდი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
-შენ როგორ ფიქრობ? გინდა შენი "ძიძა" ვიყო?-კვლავ მომიახლოვდა და ცალყბა ღიმილით მკვეთრად გამოყო-ძიძა.-არ გაიმშრალებ თმას? თუ გინდა მე დაგეხმარო?!-კვლავ გაუმკაცრდა მზერა და თავი დახარა, სახე ჩემსაზე რომ მოეახლოვებინა.
სამზარეულოს დახლთან ვიყავი მიჭუჭყული, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით და გული ისე მიცემდა, მეგონა მისი ხმაური მთელ კორპუსს ესმოდა. ვგრძნობდი, როგორ ვწითლდებოდი სახეზე და გაქვავებული ადგილიდან ვერ ვიძვროდი. ოდნავი გატოკებაც, ჩვენ დიალოგს, თუ ამას დიალოგი ერქვა, სულ სხვა ფაზაში გადაიყვანდა... კონკრეტულად რა ფაზაში არ ვიცოდი, მაგრამ კარგს არაფერს რომ არ მომიტანდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
-ჰეი, ცოლის და, სად ხართ ამდენ ხანს ტო? მოკალით ერთმანეთი?!-მოულოდნელად გაისმა ჯიშკარიანის ხმა და პირველად ვიგრძენი მადლიერება მის მიმართ.
უმალ გავკარი მხარი დემონს, გზა რომ გაენთავისუფლებინა და დაფეთებული გავვარდი ოთახში. ინსტიქტურად დავსწვდი ფენს და გონება გაფანტულმა დავიწყე თმის შრობა. გაშტერებული, იმპულსურად ვაკეთებდი ყველაფერს და ფიქრებით კვლავ სამზარეულოში ვიყავი, დახლთან მიჭუჭყული.
-ვაიმე, რა შარში ხარ, მაკრინე!!!-საკუთარ თავს, დაზაფრულმა გავუღიმე სარკეში და გამშრალი ლოკონები, მსუბუქად ჩავიწანი.-არ მინდა! არა!.. არ მინდა!..-ვიმეორებდი განუწყვეტლი, სანამ ფეხზე შუზებს მოვირგებდი და კვლავ მისაღებში გავიდოდი.
თავადაც არ ვიცოდი, რატომ გავიძახოდი ამას... ან არ მინდოდა მცოდნოდა...
გულის სიღრმეში, პატარა, მჭვალავი
ტკივილი, ყველა გაუგებრობას ფარდას ხდიდა, მაგრამ ისე მეშინოდა უეცარი, დაუგეგმავი ცვლილების, არ მინდოდა ამ ცვლილებისთვის თავისი სახელი დამერქმია.
თუმცა რა, ყველა ადამიანი ხომ ასე იქცევა უმეტესად?! სირაქლემისეული პოზით ხელმძღვანელობს სიცოცხლის უმეტეს ნაწილს... და მეც ხომ მათ რიგებში ვეწერებოდი... ხოდა, მეც ველოდი... ველოდი გადამწყვეტ ნაბიჯს... სულის ტკივილს გაუსაძლისს რომ გახდიდა და გული, თავისით დაირქმევდა შესაბამისს სახელსაც.
-ქუდი დაიხურე!-სანამ გარეთ გავიდოდით, მანამდე მიბრძანა დემონმა, ჩემთვის არ შემოუხედია ისე. მანქანის გასაღებს დასწვდა და ჰოლში გაალაჯა.
-ნამდვილი პიმპილია, ისიც მატლიანი!-ჩავიდუდღუნე, აფხუკუნებულ ბიჭებს დაბღვერილმა გადავხედე და ჩანთა მოკიდებული, გილიოტინისკენ მიმავალ გზას დავადექი.
-გავიგონე!-დამიყვირა ლუციფერმა და ისე დამხედა, გული ლამის ფეხებში გამეპარა.-და ქუდი დაიხურეთქო, გითხარი მგონი უკვე ერთხელ! ვერ ვიტან მეორეჯერ რომ მამეორებინებენ და გაითვალისწინე!-მკაცრად დაამატა, მანტოს კაპიშონი ერთი ხელის მოსმით წამომაფარა და თვალით მანიშნა:"დროზე გაეტიე გარეთ, სანამ გემრიელად მიცემიხარო!"
-ჩვენ არ მოვდივართ... ქორწილის საკითხები გვაქ მოსაგვარებელი!-გამოგვძახა აკომ და ბოლო იმედიც გამიფრინდა, რომ მასთან დარჩენა, მარტო არ მომიწევდა.





888



საათი მაინც ვუსმენდი ქორეოგრაფის ინსტრუქციებს, მაგრამ თავში მაინც არაფერი არ შედიოდა. ნერვიულად ვხლართავდი გაყინულ თითებს ერთმანეთში და ჩუმად ვაპარებდი, უემოციო სახით მჯდომარე დემონსკენ თვალებს. ისეთი უინტერესო, უდარდელი გამომეტყველება აეკრო, თითქოს ამინდის პროგნოზს განვიხილავდით და ინტენსიურად ხლართავდა თითებს ბზინვარე კულულებში. ვაკვირდებოდი მის ჯმუხ, ათლეტურ სხეულს და უფრო და უფრო მეპარებოდა, მის შესაძლებლობებში ეჭვი. ვერც კი წარმომედგინა, ამ ჩაფსკვნილ მუტრუკს, როგორ უნდა ეცეკვა ისეთი მგრძნობიარე, ემოციებით დატვირთული ცეკვა, როგორიც კიზომბა იყო. თავს ძალას ვატანდი, მაგრამ მაინც ვერ ვგუობდი უკანალის მოტრიალე დემონს.
-დროა დავიწყოთ და ცეკვასაც თქვენ შესაძლებლობებს მოვარგებთ!..-უსარგებლო ფიქრებიდან ქორეოგრაფის ხმამ გამომიყვანა და განწირული მზერა დავასე, ადგილზე მოქანავე, ირონიული ღიმილით სახეგანათებულ ლუციფერს.-რა იყო, გეშინია ჩემი?-მხოლოდ ჩემს გასაგონად გადმომილაპარაკა და ინტერესით დამაჩერდა წარბებ აწკიპული.
-უჩა, მარჯვენა ხელი მაკრინეს წელზე მოხვიე, მეორეში კი მისი მარჯვენა მოიქციე...-მოგვცა ინსტრუქცია ბაჩომ და თვალსაჩინოებისთვის, მის მეწყვილესთან ერთად საწყის პოზიციაზე დადგა.
დემონმაც უყოყმანოდ გაიმეორა იგივე და როგორც კი მისი თითები ვიგრძენი ხერხემალზე, ისე ამიტანა კანკალმა, ლამის გულწასული მივესვენე მკლავებში. ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, ჩემ გარშემო შემოხვეული ჩახუთული ჰაერი როგორმე რომ გამექრო და ყოყმანით შევაგებე გაყინული თითები, მხურვალე ხელისგულს. ერთი ღრმად ჩავისუნთქე, გულისცემა რომ დამეწყნარებინა და ვეცადე მთელი კონცენტრირება ცეკვაზე მომეხდინა... და არა ლუციფერის ხელებზე, მთელ სხეულს რომ მიწვავდა.
-მაკრინე, მარცხენა ხელი, უჩას კისერზე მოხვიე... რაც შეიძლება მსუბუქად... ნუ იქნები დაძაბული... პირველად არ ცეკვავ და არ უნდა გაგიჭირდეს!..-ისე შემახსენა, თითქოს ჩემზე ყოფილიყო დაძაბულობა - არ-დაძაბულობის საკითხი დამოკიდებული და თვალებით მანიშნა გამოფხიზლდიო.
-იქნებ, ჯობს ცალ-ცალკემ გავიაროთ ჯერ რეპეტიცია?.. ასე უცებ, ვერ ვგუობ ახალ პარტნიორს,-წამში დავუსხლტი, როგორც კი კეფაზე თითები შევახე და მუდარით გავხედე ცეკვის ძველ პარტნიორს.
-თუ არ მეცეკვე, ვერც შემეგუები!..-დამიღრინა დემონმა და ისეთი ბნელი თვალებით გადმომხედა, იქიდან აორთქლება მომინდა.
-კარგი... მართლაც ეგრე ჯობს...-მიხსნა ბაჩომ და დაეჭვებული მზერით მომიახლოვდა.-მოდი, უბრალოდ გავიხსენოთ. რამდენიმე ნაბიჯს შეგახსენებ, სვლებს გასწავლი და შემდეგ შენ მოგიწევს ცეკვის დადგმა... ვიცი არ გაგიჭირდება... უჩამაც იცის რაღაცეები. ყოველ შემთხვევაში, ჩახედულია ამ საკითხში,-როგორც კი ლაპარაკს მორჩა, გოგოს ანიშნა მუსიკა ჩაერთო და გაღიმებულმა მკლავებში მომიქცია.
-თქვენ წახვალთ?-უმწეოდ ავხედე და მალულად გადავხედე შუბლშეკრულ დემონს,-მე ვერაფერს მოვახერხებ მარტო... არ შემიძლია...
-მშვენივრად შეგიძლია... ლირიული კიზომბა არც ისე რთული დასადგმელია. უბრალოდ უნდა მოეშვა მაკრინე!-თბილად გამიღიმა, სხეულზე ამიკრო და სიმღერის ჰანგებს ააყოლა სხეული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეები, ვერ ვახერხებდი ცეკვაზე სიარულს, მაინც არ მქონდა დავიწყებული არცერთი ილეთი და ამას, სწორედ ამ წამს ვგრძნობდი. თბილისში გადმოსვლის დღიდან, ლათინო-ამერიკული ცეკვების სწავლების კურსის ძიებაში ვათენებდი და ვაღამებდი. მინდოდა, უნივერსიტეტში სიარული პარალელურად გამეგრძელებინა და ვახერხებდი კიდეც ამას. სწორედ აქ იყო პირველად რომ გავეცანი ამ ცეკვას და გულწრფელად აღფრთოვანებული დავრჩი მისით. იმდენის გადმოცემა შეეძლო, იმდენს გაგრძნობინებდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამით არ აღფრთოვანებულიყავი. პერუდან ჩამოსული ქორეოგრაფი, ზედმიწევნით გვასწავლიდა თითოეული ილეთის, სვლის, ნაბიჯის ოსტატობას და წამითაც არ გვაყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. მისი წყალობით იყო, ზუკის და კიზომბას შესწავლა რომ მოვახერხეთ და სულ მისი მადლიერი ვიქნებოდი, რომ არა დღევანდელი დღე.
ისეთი შებოჭილი, დაძაბული და შეშინებული ვიყავი დემონის გვერდით, ლამის ფეხები ამხლართვოდა ერთმანეთში და მგრძნობელობის დაქვეითებას ვნატრობდი, მის მწველ მზერას რომ ვეჩეხებოდი.
მთელი ცეკვის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე წამით მომეხსნა დაძაბულობა, ისიც ბაჩოს დამსახურებით, ყურში რომ ჩამჩურჩულებდა საჭირო სვლებს. როგორც კი სიმღერა დასრულდა, ღიმილით გავცილდი პარტნიორს და მოჩვენებითი ინტერესით გავხედე სკამზე დაჭიმული ზამბარასავით მჯდომ ლუციფერს. ირონიულად ჩავიღიმე, მის გაღიზიანებულ მზერას რომ გადავაწყდი და სულის მოსათქმელად, ძელზე ჩამოვჯექი.
-იმედია, ყველაფერს გაარკვევთ. თუ რამე, არ მოგერიდოთ, დამირეკეთ... და მაკრინე, არ დაგავიწყდეს, რომ კიზომბა ორი მეწყვილის ცეკვაა... ორი, ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანის... სწორედ ამას ასახავს თითოეული ილეთი. წარმატებები!-თვალი ჩამიკრა აპილპილებულს და მეწყვილეზე ხელგადახვეულმა გაიხურა დარბაზის კარები.
-აბა, მაკატერინე!.. არ აპირებ ცეკვის დადგმას?! თუ მთელი დღე იმ ქანდარაზე უნდა იჯდე?-სარკასტულად გადმომხედა და როგორც კი ჩემ შეფერადებულ ღაწვებს შეხედა, ბავშვური აზარტულობით აენთო დიდრონი თვალები.
-შენთან ცეკვას, ყველაფერი მირჩევნია!-ამოვიბურტყუნე გაღიზიანებულმა და ფეხსაცმელზე შეხსნილი ზონარი, ოხვრით შევიკარი.
-ანალოგიური შემიძლია გითხრა მეც!-არც მან დამაკლო გესლი და თვალები დააკვესა.
-შეგეძლო უარი გეთქვა... არავინ გაძალებდა!
-შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე!
-რატო მერე?! არ მითხრა ეხა, შრნთან ცეკვის სურვილით ვიწვოდიო!
-შეიძლება მასრც ითქვას... შენი გამწარების შანს, ნამდვილად ვერ გავუშვებდი ხელიდან!
-როგორ ვერ გიტან რომ იცოდე!.. ნამდვილი დემონი ხარ!.. სატანა!..-თავი ვერ მოვთოკე და დავუყვირე, თან მთელი ძალით ვცდილობდი სიბრაზისგან აცახცახებული, ძელიდან არ გადმოვვარდნილიყავი.
-ზედმეტები მოგდის!-მკაცრად გამაფრთხილად და შუბლი კვლავ შეიჭმუხნა.
-რომ იცოდე, როგორ მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც შენთან დაიჭერს საქმეს!-იმავე ტონით განვაგრძობდი და სულაც არ ვაქცევდი ყურადღებას, ლუციფერის დაბეტილ ძარღვებ.
-ეხა მე მაცადე!..-ისეთი ტონით მიღრიალა, უმალ ჩამიწყდა ენა და გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე ამესვეტა წინ.
უბოდიშოდ გადამიგდო მხარზე და ჩემი კივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე წამაპორწიალა სადღაც. მხოლოდ მაშინ შევძელი თავისუფლად ამომესუნთქა, სადღაც რომ შემსვა და სასოწარკვეთამ წამიჭირა ყელში, ბნელ ოთახში რომ ამოვყავი თავი. წუთი მაინც დამჭირდა, იმის გასააზრებლად, რომ ბიჭების გასახდელში გამომკეტა და დაზაფრული ვეცი კარებს.
-შენ რა, გადაირიე?! რას აკეთებ ნორმალური ხარ?! გააღე დროზე კარები!.. გესმის?! გააღე!..-გამწარებული ვუბრახუნებდი მუშტებს, მაგრამ ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა,-ნამდვილი სატანა ხარ!.. როგორ... როგორ შეგიძლია გოგოს ასე მოექცე?! ნუთუ გული არ გაგაჩნია!..-ვყვიროდი და თავს ძალას ვატანდი, გულამოსკვნილი რომ არ ავტირებულიყავი.
-აწი ისწავლი, როგორ უნდა მომექცე და მელაპარაკო!-გაისმა უგრძნობი ინტონაცია და ნაბიჯების ხმაც მისწვდა სმენას.
-არა!.. ამას ვერ გამიკეთებ!.. არ შეგიძლია!.. ვერ გაბედავ!-მთელი ხმით ვყვიროდი და გააფთრებით ვუშენდი კარს მუშტებს,-ვერ დამტოვებ!.. გთხოვ, აქ არ დამტოვო!.. გამომიყვანე!.. დაბრუნდი, გესმის?!-ბოლოჯერ დავიყვირე და ყელში გაჩხერილი ბურთი, ძლივს-ძლივობით გადავყლაპე.
-გამომიშვი!..-ჩავიჩურჩულე ძალაგამოცლილმა და ის იყო, ცრემლებმა გამოარღვიეს ჯებირები, თვალები მკვეთრმა შუქმა რომ მომჭრა.
-იცოდე, თუ არ დამიჯერებ და წესიერად არ მოიქცევი, მთელი დღე აქ გამოგკეტავ და იცი, რომ არ გამიჭირდება!-წარბებ აწკიპულ დემონს გადავაწყდი, როგორც კი დაბინდული მზერა გამეწმინდა და განრისხებულმა, მთელი ძალით მოვუქნიე ხელი,-ისევ იგივეს აგრძელებ არა?! გინდა სამუდამოდ აქ დაგტოვო?!-ჩამყვირა აწითლებულმა, როგორც კი მოქნეული ხელი გამიკავა და ზურგს უკან გადამიგრიხა.
-მოგკლავ გეფიცები!.. კისერს მოგიგრეხ!.. როგორ გაბედე ჩემი ჩაკეტვა?! ვინ მოგცა ამდენის უფლება?!-არც მე დავაკელი ყვირილი და ავფართხალდი.
გული ყელში მქონდა მობჯენილი და სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შეეძლო ნათქვამი აესრულებინა.
-შენ მომეცი ამდენის უფლება!-დამიღრიალა და მთელ სიგრძეზე ამიკრო, განძრევა რომ არ შემძლებოდა.
-შე მანიაკო!.. მე...-კიდევ ვაპირებდი გაგრძელებას, ტელეფონის ხმამ რომ გამაწყვეტუნა და აქოშინებულმა დაწყნარებას შევეცადე, გინებით რომ გამშორდა.






888




-არა! არა! არა! არა!..-გავიძახოდი ჩახვეული კასეტასავით და არაფრის დიდებით არ ვაძლევდი დემონს უფლებას მომახლოვებოდა.
-გოგო, შეწყვიტე უაზრო გამოხტომები და დროზე მოდი აქ!-ისიც თავისას გაიძახოდა და ხელებს ნერვიულად მუშტავდა.
-არა-მეთქი! მე მაგ ილეთს არ გავაკეთებ!-ჯორივით ჩემს აზრზე ვიდექი და არც ვაპირებდი შეცვლას.
უკვე მესამე დღე იყო, რაც ვმეცადინეობდით და წუთი არ გავიდოდა ისე, რომ არ გვეჩხუბა. ვჩხუბობდით ყველაფერზე რაზეც კი შეგვეძლო და ცეკვის მონახაზი, ჯერ კიდევ არ იყო დადგმული. მე ჩემ პოზიციას არ ვთმობდი, ის კი თავისას და ლამის ხელითაც შევხებოდით ერთმანეთ... მითუმეტეს, ბოლო დროს, სულაც არ იყო ეს იშვიათი მოვლენა.
ეგრევე ისტერიკებს ვიმართებდი, როგორც კი ზედმეტად მომიახლოვდებოდა, ის ამაზე გიჟდებოდა და იწყებოდა გაწევ-გამოწევა. ყვირილით მიხსნიდა, რომ წყვილს შორის "ნიკოფსიიდან დარუბანდამდის", მანძილი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს მაინც არაფერს ცვლიდა.
სულაც არ მსურდა მასზე ახუტებულს მეცეკვა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ სტილის ცეკვას წარმოადგენდა კიზომბა.
-გოგოოოო! ნუ გადამიყვან ჭკუიდან!.. მე მინდა და გავაკეთებთ კიდეც!-ყვიროდა ძარღვებ დაბერილი, ისე რომ სიმღერის ხმასაც ფარავდა.
-შენ თუ ასე გინდა ბოძის როლი შეასრულო, ეგ შენი პრობლემაა, მაგრამ მე არ მსურს, სტრიპტიზის მოცეკვავე გამოვიდე!-დავუყვირე აფორაჯებულმა და სკამზე დაჭიმული ჩამოვჯექი.
-მომისმინე მაკატერინე...
-შეწყვიტე, ამის დაძახება!
-ნუ მაწყვეტინებ!.. ეხა კი ადგები, მოხვალ ჩემთან და როგორც გინდა, ისე იცეკვებ იმას, რასაც გეუბნები!
-მომისმინე სატანა!.. გინდ მომკალი, მაგრამ დასაკლავი გოჭივით, მაინც არ გამოგეფსკვნები!
-იცოდე, ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო!
-არა-მეთქი!..
-მაკატერინე, გაფრთხილებ! ხომ იცი არ გამიჭირდება... გირჩევნია შენი ფეხით მიმიახლოვდე!..
-არა!
-ბოლოჯერ გეუბნები!
-მეც ბოლოჯერ გპასუხობ!-დავუყვირე მითმინებიდან გამოსულმა და გაბრაზებულმა გამოვაყოლე თვალი, ჩემკენ მომავალს.-ამ სკამიდან, ფეხის მომცვლელი არ ვარ მე!..-გავაფრთხილე, როგორც კი ქორივით დამადგა თავზე და ვეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა.
-თუ საჭირო გახდა, მაგ სკამიანად გაცეკვებ!-დამიღრინა, სკამის საზურგეს დასწვდა და დარბაზის შუაგულისკენ წამახრიგინა.
-იცოდე მაინც არ...-სიტყვა გამიწყდა, ფეხზე რომ წამომაგდეს და მიხუტებულს, რაღაც რომ ჩამომაცვეს თავზე.-ეხლა ვეღარ დამისხლტები!-თვითკმაყოფილი გამომეტყველებით გამიღიმა და ძლიერად შემომაჭდო ხელები.
-ეს... ეს... შენ... არ გაქ ამის უფლება...-ენადაბმული ვლუღლუღებდი და ამაოდ ვეჯაჯგურებოდი რეზინის კორსეტს, ჩემსა და დემონის წელზე რომ შემოხვეულიყო.
-მოდი, არ გვინდა უფლებებზე ლაპარაკი, თორე საშინლად არ მოგეწონება, როდესაც იმას გავაკეთებ, რისი უფლებაც დიდი ხანია მაქვს!-გამაფრთხილებლად შემომხედა, ჩემი მარჯვენა ხელი, თავის მხურვალე თითებში მოიქცია, მეორე წელზე მომხვია და მუსიკას ტანი ააყოლა.
-ყველაფერს ბიჭებს ვეტყვი...-ბოლიჯერ გაბრძოლებას გავდა, ჩემი მისუსტებული ხმა.
-უთხარი, მაგრამ ჯერ იცეკვე!-მიბრძანა, თავისუფალი ხელი კიდერზე მომახვევინა და მუსიკას აყოლილმა ნიკაპი, საფეთქელზე მომაყრდნო.-ასე უკეთესია!-მიჩურჩულა ხრინწიანად, როგორც კი ჩემი თანხმობა იგრძნო და ცხელი თითები, უტიფრად აათამაშა თეძოზე.
მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. ზედმეტად ქომფორტულად ვგრძნობდი მის მკლავებში თავს, გაშვება რომ მეთხოვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცოდი, არაფრით არ შემეშვებოდა.
მთლიანად მის სხეულზე ვიყავი აკრული და მილიმეტრითაც ვერ ვშორდებოდი. წელზე მოხვეული კორსეტი, ამის საშუალებას არ მაძლევდა და თითქოს ალიბად მქონდა წარმოდგენილი, ჩემი საქციელი რომ გამემართლებინა. მთელ ზურგზე ვგრძნობდი თლილი თითების შეხებას, მოღეღილ კისერზე ცხელი სუნთქვა მცემდა და ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდნენ უხეში თითები ხელის ზურგზე და ჰარმონიულად ვაყოლებსი მის თითოეულ ნაბიჯს ტანის მოძრაობას. უნებურად, ინსტიქტურად ვყვებოდი მის თითოეულ ჩანაფიქრს. ხერხემალიც უპრობლემოდ ყვებოდა მისი ხელის მოძრაობას, ნაზად რომ შემომხვეოდა წელზე და წინააღმდეგობის უნარს მიკარგავდა.
-ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი!..შვენივრად გამოგდის!..-ხრინწიანად მიჩურჩულა ირონია შეპარული ინტონაციით, ბურანში წასულს და წამწამები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს, მუსიკის დამთავრების ნიშნად, ძლიერად რომ მომიჭირა თითები თეძოზე.
-ვაააა!.. ამათ უყურე, რა დღეში არიან ტო!-აწითლებულმა უმალ მოვაცილე მზერა, გადაგლესილ შავ თვალებს და ფართხა-ფურთხით გამოვძვერი კორსეტიდან.
-შენ აქ რა გინდა?!-ისე დაუბღვირა დემონმა გაბადრულ აკოს, უმალ გამოვერკვიე ეიფორიიდან და თავი გავაქნიე, გონების მოსაკრებად.
-ეეე, შენ რა, ჩემი მოსვლა თუ გეწყინა, პირდაპირ თქვი!..-ტუჩაბზუებულმა გადახედა და სიცილით დამაბზრიალა.
-ხოდა, გეუბნები!-იმავე ტონით უპასუხა და თვალებით კარისკენ ანიშნა.
-რას მებღვირები ბიჭო, ბაკულას ღორივით, მაკრინე მყავს წასაყვანი და შემდგომისთვის მოგიწევს შენი... ამმმმ... ნუ, რაც არი, მაგის გადადება!-აიქნია ხელი, ჩემი ჩანთა მხარზე გადაიკიდა, გვერდზე ამეტუზა და კარებისკენ წამიძღვა.
-გუგავა, ეხლავე დააბრუნე გოგო, არ დაგვისრულებია რეპეტიცია!-დაუღრინა დემონმა და მიუხედავად ზურგს უკან დგომისა, ნათლად წარმოვიდგენდი, ყელთან დაბერილ ძარღვს, ნერვიულად რომ უფეთქავდა.
-უკვე დაამთავრეთ!.. არ არის ამდენი ცეკვა საჭირო. გადაიწვებით!.. მითუმეტეს შენ და ჯობია, ცოტა შეფხიზლდე, თორე ცუდად დაამთავრებ!-სიცილით გასძახა და ძმაკაცის ყვირილს სანამ გაიგებდა, სირბილით გამაქანა მანქანისკე.
გიგის გაუთავებელი ლაპარაკი, საერთოდ არ მესმოდა. ერთადერთს რასაც ვხედავდი და აღვიქვამდი, დემონის მტაცებლური მზერა იყო, წუთის წინ რომ დამშტერებოდა და თითქოს კვლავ იმ სიზმარში ვბრუნდებოდი, მთავარ გმირს, დემონის თვალება მგელი რომ წარმოადგენდა.
--
ქორწილის ორგანიზება, იმაზე რთული და დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც უმცირეს დროში იყო ყველაფერი დასაგეგმი. ხელს მხოლოდ ის გვიწყობდა, რომ სიძე-დედოფალს გრანდიოზული, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე სიგრძის სუფრის გაშლა არ სურდათ. ყველაფერი სადა, მოკრძალებული უნდა ყოფილიყო თავისი გაფორმებებით და ღონისძიებებით. მიუხედავად იმისა რომ მე არანაირ საქმეში არ ვერეოდი, მაინც საშინლად ვიღლებოდი და სახლში მისვლისთანავე, ეგრევე საწოლს ვაკითხავდი, მონატრებულ მუშუსთან ერთად. 3საათი დემონთან ერთად, ერთ ოთახში ყოფნა, მითუმეტეს ისეთ დისტანციაზე და მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ერთიანად მაცლიდა ენერგიას. მართლადია, კამათი ისეთი სიხშირით არ მოგვდიოდა, როგორც უწინ, მაგრამ მაინც იყო ისეთი ნიუანსები, რის გამოც საათობით არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ჩვენი შერიგება, ბიჭებს უხდებოდათ. ჯერ კიდევ არ მქონდა მონელებული ცეკვის ამბები და ნერვების ფასად მიჯდებოდა თავის შეკავება, გაბრაზებულ გულზე დემონზე რომ არ გადამენთხია ყველა წყენა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმაო მიზეზი მქონდა ამისთვის. ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით კი ისიც არ მქონდა გათვლილი, თუ რას ჩავიცვამდი ძვირფასი დეიდაშვილის და აწ უკვე სიძის ქორწილში... და ჩემი ნება რომ ყოფილიყო, პიჟამოებით და ბალიშით დავესწრებოდი ჯვრისწერას. თუმცა ჩემ სურვილებს, იშვიათად აქცევდნენ ამ ბოლო დროს ყურადღებას და ეხლა ამის გამო, იძულებული ვიყავი მთელი დღე მაღაზიებში გამეტარებინა აკოს და გიგის თანხლებით.
-აბა, რძლის და, არ წავიდეთ საშოპინგოდ?!-დაუკითხავად შემოაღო მეტრეველმა კარები და განაზებული ხმით მახარა ახალი ამბავი.
-აი, ვერ ვხვდები, რატო გიხარიათ ასე საყიდლებზე სიარული?! ტრანსგენდერები ხართ და მეშლება რამე?!-ირონიულად გავუღიმე, როდესაც მის გაბრაზებულ სახეს შევხედე და ქშენით წამოვდექი ფეხზე.
-ღირსი ხარ, უჩა გაგაყოლო!.. მაგრამ რა ვუთხარი ჩემ კეთილ გულს!-ტრაგიკულად წარმოთქვა, ჰაერში აშვერილი ხელებით და მხიარულად გაიცინა,-რა სახე გაქ, პროსტა რა!..
-ვაომე, როგორ მღლი რომ იცოდე!-ავუქნიე ხელი, კნუტი ავიტაცე და მისაღები ოთახისკენ გავემართე.
-ვაააა! კრასოტკას ქვეყნის კოლორიტისგან დიადი სალამი!-წამოიყვირა აკომ, როგორც კი თვალი მომკრა და მუშუ მკლავებიდან გამომტაცა,-შუშუ შე ძველოოო!.. რავა ხარ ბიჭო ჰააა? ხო ხარ მგელივით... თუმცა მგელივით როგორ იქნები, კატა ხარ და!.. დედაააა, რა პატარა კიჭუები აქ ტო... ნახე, რა პაწუებია...-მივარდა ლანასთან ლაპარაკში გართულ ჯაბასთან და კნუტი ცხვირწინ აუფრიალა.
-გადი ბიჭო, გადაბნელდი აქეედან!-იმერულად დაუცაცხანა ჯიშკარიანმა და სიცილით ამიწია ხელი, მისალმების ნიშნად.
-შენი კუბო ვატრიალე ხელებში ასი წლის მერე, მომავალში საგიჟეთის პერსპექტივით გატყვლიპულო!-არც გუგავამ დააკლო და კნუტი სამზარეულოში გაიყვანა საჭმელად,-ძეხვი მინდა კრასოტკაააააა!.. გეიგე ბოშოოოო?! შენ ცინგლიან კატას უნდა ჩავაცეცხლო. ისე უღნავის მუცელი, ლამისაა პრეისტორიულ ხანაში წარმოვიდგინო თავი!
-კრუტუნებს და არა ღნავის!.. და შენი განცხადებით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, დინოზავრები რომ არსებობდნენ და მათი ერთი "ნიმუში", ჩვენს ოჯახში რომ იმყოფება კლოუნის სიფათით!-დავუყვირე და სიცილი ამიტყდა, კარებში რომ გამოყო აწითლებული სახე.
-შეხე ამას რაფრა გაიტლიკა! შენა გოგო, რაცხა გლახათ ტლიკინობ და საერთოდ არ მამწონხარ... უყურე შენ, ამას რა მაკადრა, ლამის ჩემი ხელით ავიხანჯლო ნაწლავები!..-აღშფოთებული იქნევდა ხელებს ჰაერში და მთელი ემოციით საუბრობდა,-ჯიშკარიანი მყავს მოსაკლავი! სუ გამიფუჭა სიმწრით გაზრდილი ბოვშვი!
-ფუ, რა პიდარასტი ხარ შენი!-ტუჩაბზუებულმა გადახედა მეტრეველმა და ხელით მანიშნა, არ მიაქციო ყურადღება, არაა დაწყობილიო.
-აუუუ, შენ და ოშხარელი მანამდე არ მოეშვებით ჩემ ორიენტაციაზე ლაპარაკს, სანამ სათითაოდ არ დაგიმტკიცებთ ტო?!-მიამიტურად ააფახულა წამწამები, ვითომც აქ არაფერიო, მე კი წყალი გადამცდა და ლამის ხველებით დავიხრჩვი.
-თქვენ მე მგონი მიდიოდით ხო სადღაც!-წამოიძახა აქამდე ჩუმად მყოფმა ლანამ და კნუტი თავად გადაიბარა,-ორ დღეშია ქორწილი, თქვენ კი აქ დგახართ და ღლაბუცობთ!
-ორ დღეში რძალო, ოღონდაცა რა!-ცხვირაბზუებული გამოემართა ჩემკენ, ხელი გადამხვია და ჰოლისკენ წამიძღვა.
-იმენა ისე აქნევ ტ*აკს, უკანა ხედით გოგოს თუ არ გავდე, უსინდისო ვიყო!-სიცილით დაგვაწია ჯიშკარიანმა და ლანას საყვედურიც მისწვდა სმენას.
როგორც კი მანქანაში ჩავჯექით, მეტრეველის მობილური აწრიპინდა და როგორც კი უპასუხა, მიხვედრა არ გამჭირვებია დემონი რომ რეკავდა. ამ ხნის განმავლობაში, უცნაურ დანაკლისის გრძნობას, მიზეზი გამოვუძებნე და თავი ისე გავაქნიე, არსებულის დასავიწყებლად, ლამის ამერიკულ მთებზე წარმოვიდგინე თავი. გული ამიფრთხიალდა, შესაძლო ცვლილებები რომ ცხადი გახდა და გაფითრებულმა საქარე მინას მივაყრდენი თავი. ისე მეშინოდა ამის აღიარების, ხელები საგრძნობლად მიცახცახებდა და პირიც გამშრობოდა. ვიცოდი, რაღაც რომ უნდა მეღონა, მაგრამ გონივრული არაფერი მომდიოდა თავში.
"როგორც კი ქორწილი მორჩება და ჯაბა და ლანა თაფლობის თვეში წავლენ, ბათუმში დავბრუნდები... იქ ვიქნები, სანამ სწავლა არ დამეწყება!"-მტკიცედ გადავწყვიტე და გულდამშვიდებულმა, ბიჭების ლაპარაკს დავუგდე ყური.
-არა ბიჭო ტანსაცმლის საყიდლად მივდივართ ჩვენ,-ეუბნებოდა გიგი და პარალელურად საჭესთან მჯდომ გუგავას უბღვერდა, ტროტუარზე მიმავალი გოგოების თვალიერება რომ შეეწყვიტა.-არა, მაკატერინე ჩვენთანაა, მაგის გამო მივდივართ!-ღიმილით გადმომხედა აფორაჯებულს და თვალი ჩამიკრა,-აბა, აბა! მარტო ჩვენ დავდივართ პატარა ბავშვის ჭკუაზე, მეტი არავინ!..-ჩაიფხუკუნა და ტელეფონი სახედამანჭულმა მოიშორა ყურიდან.
-ვამბობ მე, ღრიალზეათქო ნაკეთები და არ მიჯერებთ,-აიჩეჩა მხრები აკომ, როდესაც ყურმილის მეორე მხრიდან მომავალი ღრიალი, ჩვენ სმენას რომ მისწვდა.
-რას ყვირიხარ ძმობას გაფიცებ რა!.. შენ თავზე რატო მიიღე მაინცდამაინც, ვერ ვხვდ...-აბუზღუნდა გიგი და სიტყვა შუაზე გაუწყდა, მობილური რომ ააგლიჯეს.
-ოჩხარელი, პეკინზე მივდივართ და გამოეტიე შენც, გავერთონით ცოტას,-გაიკრიჭა გუგავა და ცოტა დამაკლდა, თავი რომ არ მერტყმევინებინა საჭეზე, მიუხედავად იმისა რომ რაღაც ნაწილს გაუხარდა შეთავაზება... რა თქმა უნდა, ამას ჩემ თავთანაც არ ვაღიარებდი.
-არ წამოვა ეგ. არ იცი, არ უყვარს მაღაზიებში სიარული... შორიდან რომ ხედავს, მაშინაც ალერგია ჭირს!-ჩაიქნია ხელი მეტრეველმა და თვალით ანიშნა, შუქნიშანთან დაყენებულ ვიდეოთვალზე.
-თუ მოახერხებ, გამახარებ სიხარულოოო!-გაინაზა და მოპასუხის ყვირილი რომ არ გაეგონა, წამში გათიშა ტელეფონი.-მოვახერხებ რამესო,-სიცილით გადმოხედა თვალებ გაფართოებულ ძმაკაცს.
-მართლა ეგ გითხრა?-აშკარად ვერ იჯერებდა მოსმენილს მეტრეველი.
-ხო შე ჩემა, რა დასაჩინჩლი ინდაურივით იყურები,-გადაიხარხარა აკომ და მობოდიშებით გადმომხედა ტუჩებ აბზუებულს, უკანა ხედვის სარკიდან.
-როდის მერე გახდა შოპინგის მოყვარული?-ეჭვით მოჭუტა თვალები და როგორც კი ორივემ ჩემგან გამოაპარეს მზერა, ქვესკნელში გასეირნება ვინატრე.






888



-აკო, აღარ შემიძლია მეტი... დავიღალე... წავიდეთ რა!-მუდარით გადავხედე ტანსაცმლის თვალიერებით გართულს და უკვე სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, თუ რამდენჯერ შემოუარა სწორედ იმ სექციას და მანამდე თვლა ვიცოდი თუ არა.
-კარგი რა კრასოტკა, ეხლახანს მოვედით. თან მე არაფერი შემირჩევია ჯერ!-საცოდავად გადმომხედა და მიკი-მაუსებიანი ზედა ააფრიალა,-ნახე რა საყვარელია ტო!
-მოგიხდება!-სრული სერიოზულობით განვუცხადე და ახარხარებულ გიგის მივუჯექი გვერდით.
-მე ისეთი შხვართი ბიჭი ვარ, გოგოს ტანსაცმელიც დამაკვდება ზედ,-ნიშნისმოგებით აწკიპა წარბები დოინჯშემოყრილმა.
-გასვენება როდის იქნება შეგვატყობინე,-სიცილით გასცა პასუხი მეტრეველმა და მისავათებული გულზე მიმიხუტა,-დაიღალე, ხო?! მალე წავალთ და დაისვენებ შენც... ოშხარელიც საცაა მოვა...-დამამშვიდა თავისი აზრით და თმებზე დამიწყო თამაში.
-შუტკამ თქვა, წავედი თქვი უნდა მოვიკლაო,-დაუბღვირა ძმაკაცს აკომ და აბრჭყვიალებული თვალები მომაპყრო,-კრასოტკა, მიდი რა ჩაიზმანე!
-შენ ქართულში მაგრა ხარ, შენ ძმობას ვფიცავარ,-დაიფრუტუნა გიგიმ და ხელით მიბიძგა, რომ ავმდგარიყავი,-მიდი, თორე არ მოგეშვება.
-მომკლავს მე ლანა... ქორწილისთვის ჯერ კიდევ არაფერი ამირჩევია და ეს კიდე, მაუსებიან ზედას მაცმევს,-ამოვიქშინე უმწეოდ, ნასვრეტებიანი, ნაქსოვის უყელო სვიტერი გამოვართვი და გასახდელში შევედი.
-მე შემოგაწვდი კაბებს. მაგაზე არ ინერვიულო!-სიცილით შემომძახა გუგავამ და სავარაუდოა, ნათქვამის ასასრულებლად გაემართა.
უკვე საათი იყო, რაც სავაჭრო ცენტრში წინ და უკან დავდიოდით, მაგრამ ბიჭების ხელში ვერაფრის შერჩევა ვერ მოვახერხე. ხან რაღაცას წამოდებდნენ ფეხს, ხან კონსულტანტ გოგოებს დაუწყებდნენ არშიყს, ხან რაღაც არ მოეწონებოდათ და მეც არ მაჯენდნენ ერთ ადგილას. უკვე ერთი სული მქონდა, რომ დემონი მოსულიყო და მისებურად ეღრიალა ამათთვის. ისე მტკიოდა ჯერ კიდევ ცეკვით დაჭიმული კუნთები, ლამის იატაკზე გავშოტილიყავი. დედდაჩემის რჩევის გასათვალისწინებლად, ყინულის დადების შესახებ, ფაქტიურად ენერგია არ მყოფნიდა და როცა კი მირეკავდა, უმეტეს შემთხვევაში ჩემი წუწუნის მოსმენა უწევდა. მამასთან კი ვერიდებოდი ამ თემაზე საუბარს. ისედაც ძლივს შეეგუა იმ აზრს რომ ლათინო-ცეკვებზე უნდა დამეწყო სიარული და ნამდვილად არ მსურდა, ფეხით ჩამოსულიყო თბილისამდე, რათა უკან დავებრუნებინე.
საერთოდ მშობლებთან ძალზე თბილი ურთიერთობა მქონდა. დედისერთას ხვედრი, ნაცნობი იყო ჩემთვის და ისიც ვიცოდი, თუ როგორ უძნელდებოდათ ჩემს სხვა ქალაქში გადასვლასთან შეგუება. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მამა ყოველთვის გამონახავდა ხოლმე დროს, ჩვენთან გასატარებლად და მაშინ ვგრძნობდი ოჯახის საამო სითბოს ძარღვებში. მოვიტყუები, თუ ვიტყვი რომ მარტო ცხოვრება მიხაროდა... რა თქმა უნდა, მეც მინდოდა დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მაგრამ ამდენი ხნით მშობლიურ კერას მოცილება, ძალზე მიჭირდა. ზოგჯერ მონატრების სურნელი წამიჭერდა ყელში და სუნთქვასაც კი მიკრავდა. ღამითაც მიტირია დედ-მამის მონატრებით შეწუხებულს და ისინიც დამიფეთებია საღამოობით განხორ იელებული ზარის გამო.
ყოველთვის მეუბნებოდა მამა:"ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო!" და მეც ნელ-ნელა ვეჩვეოდი მარტოობას. მითუმეტეს ეხლა, როდესაც ლანას გარეშე ვრჩებოდი, განსაკუთრებული სულიერი სიძლიერე მჭირდებოდა... ფიქრიც არ მინდოდა იმაზე, თუ ვინ იზრუნებდა მისი წასვლის შემდეგ ჩემს კვებაზე.
-კრასოტკა, დამენახე ერთი, გამოდი და...-გასახდელის კარებზე მომიკაკუნა აკომ და ფიქრებიდან გამომიყვანა.
განწირულივით ამოვიგმინე, ღმერთს გადარჩენა შევსთხოვე და დუდღუნით გამოვაღე კარი. როდესაც გასახდელის პირდაპირ მდგარ სავარძელზე მჯდომ გიგის და ლუციფერს მოვკარი თვალი, გულისცემა ამიჩქარდა და თავი დავიწყევლე, ასეთი უბედობის გამო.
-ეეეე, რა საყვარელი ხარ ტო!-წამოიძახა აღფრთოვანებით აკომ და ამჯერად მას გადავხედე,-კიკინები გაკლია და იმენა პაპი ხარ რა!
-პეპი შე ჭკუათხელო, პეპი,-შეეპასუხა გიგი და გაღიმებულმა გადმომხედა,-მართლა საყვარელი ხარ, შენ თავს ვფიცავარ!
-სოსკა აკლია მარტო და პამპერსი,-აგდებულად შემავლო თვალი დემონმა და ირონიულად გამიღიმა.
-შენ რქები და კუდი... ამაზონ.ქომიდან გამოგიწერ, თუ რამე და,-ხურდა დავუბრუნე და მსგავსად გავუღიმე
-აუ, თქვენ აქაც არ დაიწყოთ რა ჩხუბი. არ შეგიძლიათ ერთი დღე მაინც მშვიდად იყოთ? რა უაზროებზე კამათობთ, ხვდებით მაინც?-შეგვაწყვეტინა გუგავამ და შუბლშეკრულმა შეგვავლო მზერა,-ღმერთო, მაღირსე ბედნიერი დღე, ესენი რომ დაწყვილდნენ და ერთი თვე არ გავიხედავ ძუძუები რომ აქვს მაგისკენ!-უფრო მეტი დრამატულობისთვის "ცრემლებიც" გადმოყარა და ასრუტუნებულმა ჩემ მხარში ჩარგო თავი.
-ძუძუები შენც გაქ და გოგოებში ითვლები?-ძლივს შეკავებული სიცილით შეეპასუხა მეტრეველი და ძმაკაცის აპილპილებული სახის ნახვისას, მთელი ხმით ახარხარდა.
აი, დემონი კი მიმიკას წამითაც არ ცვლიდა და სრული უინტერესობით მათვალიერებდა... მეც ცეცხლი მეკიდებოდა და ლამის სახანძროზე დამერეკა.
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-ზედმეტი სინაზით გვახარა იმ წამს მოახლოებულმა გოგომ და თვალების ფახურით გახედა ბიჭებს.
-კი... ბიუსტ...ჰა...ალერი გვინდა ამ მშვენიერი მანდილოსანისთვის,-ენის მტვრევით უთხრა აფხუკუნებულმა გიგიმ და თავით ჩვენზე ანიშნა.
ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და სახე ამიხურდა, როდესაც გოგომ გადმომხედა და შემეძლო დამეფიცა, რომ დემონიც ჩემ მდგომარეობას ითვალისწინებდა, მიუხედავად იმისა რომ გამომეტყველება არ შეცვლია.
-თქვენთვის?-მეამიტურად გადმომხედა და ისეთი თვალებით გადავხედე, სერიოზულად გამიკვირდა თუ რატო არ ქონდა შუბლი გახვრეტილი.
-არა, მეორესთვის... გვერდზე რომ უდგას,-სიცილით დააკვალიანა გიგიმ და მეც შვებით ამოვისუნთქე.
გაკვირვებულმა წამოვიძახე, მეტრეველი და გუგავა ერთდროულად რომ მოწყდნენ ადგილს და გაოგნებულ კონსულტანტს, ხელით ვანიშნე რომ წასულიყო.
-წადი ესენიც მოიზომე,-გამომარკვია დემონის ხმამ და თავით მანიშნა, გასახდელის გვერდით, საკიდზე განთავსებული ტანსაცმლისკენ.
"ამის არჩევა როდისღა მოასწარი გუგავა!.."-ვუსაყვედურე გულში.
-შენ რას აპირებ? აქ უნდა იყო? დაურეკე იმათ. მოვიდნენ და წავიდეთ სახლში,-ვეცადე მშვიდობიანად დამეხსნა მისგან თავი.
-არაფერს არ ვაპირებ... შენ უნდა გადევნო თვალყური, სანამ ისინი მოვლენ და თუ საჭირო გახდა, მევე წაგიყვან სახლში.-უემოციოდ განმიცხადა და წარბებ აწკიპულმა, ტანსაცმლისკენ მანიშნა.
-მაშინ წავიდეთ... მე არაფერი არ მჭირდება,-რაც შეიძლება მალე მინდოდა, მისგან თავი დამეღწია და გამოსაცვლელად, უკან შევტრიალდი.
-არაფერი არ გიყიდია და ისე აპირებ სახლში დაბრუნებას?-ეჭვნარევი ტონით მითხრა და როგორც კი სმენას მისწვდა ნაბიჯების ხმა, დაფეთებული გავტრიალდი.
-დიახ,-ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში, წინ რომ ამესვეტა და კულულებისგან დაჩრდილული თვალებით ინტერესით დამხედა.
-აჰა. კარგი,-ზანტად გამიღიმა და წამში გაუჩინარდა.
გაოგნებისგან ერთ ადგილას მიყინული, განძრევასაც ვერ ვახერხებდი და გონებაში მომხდარის გადახარშვას ვცდილობდი. დაჯერება მიჭირდა, რომ დემონმა რაღაცაზე თანხმობა განმიცხადა და ყვირილით არ გადამათქმევინა. იმდენად უჩვეულო იყო მისგან ეს საქციელი, დაჯერება მიჭირდა.
მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც დემონი წამის წინ წასულ გოგოსთან ერთად შევნიშნე, მე რომ მიახლოვდებოდნენ და ეჭვით მოვჭუტე თვალები.
-ამ გოგოსთვის მჭირდება,-ჩემზე ანიშნა და ლამის ყბა დამივარდა იატაკზე.
-შენ... შეიძლება გავიგო, რა ჯანდაბას აკეთებ?-პირდაპირ ვაჯახე, როგორც კი სექციებს დაუყვა გოგო და გულზე ხელებდაკრეფილი მივაჩერდი.
-ვზრუნავ, ჩემი პარტნიორი, სათანადოდ გამოიყურებოდეს... ცეკვის,-დაამატა და ირონიული ღიმილით გადაწვა სავარძელზე.
-მოიცა, შენ ვინ გკითხავს, მე რას ჩავიცმევ და რას ვიყიდი?-სერიოზულად გავბრაზდი. ასეთ ამპლუაში სულაც არ მომწონდა ჩემი თავი და ლამის უგემოვნო მათხოვრად წარმოვიდგინე თავი.
-მე მკითხავს, თუ მკითხავს და მოდი აქ მაინც ნუ ვიჩხუბრბთ... არაა საჭირო, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, თუ როგორ ვგიჟდებით ერთმანეთზე,-თავდაჯერებულმა განმიცხადა და ირონიის მამადაც მოვნათლე გონებაში.
-აი, ესენი მოგიხდებათ... მოირგეთ და თუ არ მოგეწონათ, სხვებსაც ამოგირჩევთ,-სიტყვა გამაწყვეტინა იმ წამს მოახლოებულმა გოგომ და რამდენიმე კაბა გამომიწოდა.
-გმადლობთ,-ირონია არც მე დავაკელი და გამწარებული შევვარდი გასახდელში.
თავი ცირკის ბო*ი მეგონა, საყვარელი გარეთ რომ ელოდება, მუხლებზე გადმოგდებული ღიპით. მართალია, დემონის ამ ამპლუაში წარმოდგენა ძალიან მიჭირდა, მაგრამ, სირცხვილს და დამცირების გრძნობას, მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. ერთადერთი რაც მსურდა, ეს სახლში დაბრუნება იყო, კერძოდ კი ჩემ თბილ საწოლში.
-ბიჭებო სად წახვ...-ის იყო, ტელეფონზე გიგის ნომერი უნდა ამეკრიბა, ნაცნობი ხმები რომ მისწვდა სმენას და ბედნიერებისგან გამეღიმა, მეტრეველი და გუგავა რომ შევიცანი მათში.
მართალია, დისკომფორტს ვერაფერი ვერ მოვუხერხე, მაგრამ მარტო დემონის თვალწინ პოზიორობას კიდევ ეს მერჩივნა. შეგუებულმა ჩავიცვი მოკლე, წითელი, ზედმეტად ღია გულ-მკერდიანი კაბა და სისინით გავედი ფეხშიშველი გარეთ.
-ვაუ!-თვალებ გაფართოებულებმა შესძახეს ბიჭებმა, როგორც კი თვალი მომკრეს და გაოგნებულებმა გადახედეს აპილპილებულ დემონს.
-თქვენ თუ გგონიათ, რომ მე ამას ჩავიცმევ, ძალიან შემცდარხართ! არ ვაპირებ ესკორტის გოგოებს დავემსგავსო!-დავუღრინე ბიჭებს, უფრო კი ლუციფერის გასაგონად და გაყინული ფეხისგული წვივს გავუხახუნე.
-ზატო, მაგრა გიხდება!-დააქიცინა თავი აკომ და დანანებით გადახედა გიგის.
-გამოიცვალე,-შეფარული სიმშვიდით გამოსცრა კბილებში დემონმა და კონსულტანტს გადახედა,-მე გასაგებად ვთქვი მგონი, შესაფერისი ტანსაცმელითქო.
-კი მაგრამ... ეს ხომ ლამაზია... ლამაზი სხეული აქ და ვიფიქრე...-ალუღლუღდა გოგო და გულით დავწყევლე ლუციფერი, ასეთი ხისტი და უხეში რომ იყო მაგისთვის.
-მე ავარჩევ, არ შეწუხდეთ,-თბილად გავუღიმე და გაბრაზებულმა გადავხედე აფხუკუნებულ ბიჭებს.-თქვენი ხმა არ გავიგო და შენ,-მივუბრუნდი ურცხვად მომზირალ ლუციფერს,-შენ ვერ გადამიწყვეტ, თყ რა ჩავიცვა და რა არა!-დავუღრინე განრისხებულმა, იქვე დაკიდებულ თეთრ შარვალს და ლურჯ ზედას დავსტაცე ხელი და კვლავ გასახდელში შევიძურწე.






888




-მაკრინე, თქვენი ცეკვის დროა,-შემახსენა ლანას მეჯვარემ, ქეთიმ და თავით სცენაზე მანიშნა.
-ახალი წლის დაწყებაც, ასეთი სასიხარულო ამბით უნდა!-წარბებ აწკიპულმა ავხედე, გულწრფელი ღიმილით სახეგანათებულს და საპირფარეშოსკენ გავემართე.
საბედნიეროდ ქორწილში, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ქონდათ დაგეგმილი და მეც მთელი გულით მიხაროდა საყვარელი დეიდაშვილის და უკვე, კარგი მეგობრის ბედნიერება. ვხედავდი, როგორ უბრწყინავდათ სიხარულისგან თვალები და გულაჩუყებულს, ლამის ტირილი დამეწყო. უკვე ყველა ნომერი შესრულებული იყო და ერთგვარი, დამაგვირგვინებელი გამოსვლა უნდა შეგვესრულებინა.
ნათლად ვხედავდი, სიძის გვერდით მოკალათებული გიგი, სიცილით რომ მანიშნებდა გოგოების მზერით გაბეზრებული დემონისკენ და გულში ბრაზი მიბუყბუყებდა. ვგრძნობდი, როგორ მიცახცახებდა ხელები და მთელი ძალით ვცდილობდი მრგობრების ლაპარაკისთვის დამეგდო ყური. თუმცა ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა, დემონის პირისპირ მდგომი რომ აღმოვჩნდი. ისე ამიფრთხიალდა გული, მეგონა მისი ფეთქვა, დარბაზში მყოფი, თითოეული ადამიანისთვის იყო ცნობილი და სირცხვილისგან ხელებ გაყინული ველოდი სიმღერის დაწყებას. ნერვიულობამ ისე იჩინა თავი, იმის ხალისიც არ მქონდა, დემონისთვის ოდნავ რომ შემეძლო თვალი და მისი მომავალი სიახლოვის შიში ისე მზაფრავდა, ჩვენი თითქმის იდენტური ჩაცმულობის გააზრებაც არ შემეძლო. იმ წამს, ისეთ შორეულ პერსპექტივად მესახებოდა სიმშვიდე, ლამის ოცნებადაც ჩამეთვალა.
-ნუ ნერვიულობ! არ შეგჭამ...-სასმლისგან აბრჭყვიალებული თვალებით შემომხედა დემონმა და ფრთხილად მომიქცია მკლავებში, როგორც კი "stony-ს", "dance kizomba" გაისმა დარბაზში.
-ფეხები გაშალე მაკატერინე, თორე ასე ვერ ვიცეკვებთ!-ღიმილშეპარული ტონით მიჩურჩულა, ადგილზე გახევებულს და ცხელი თითები წელზე აათამაშა.
იმდენად შემბოჭავად მოხმედებდა, ჩემს ირგვლივ გარშემორტყმული გარემო, საერთოდ არ შემეძლო მის სიტყვებზე დავფიქრებულიყავი და საკადრისი პასუხი გამეცა. იმ დონეზე მიგუგუნებდა თავი, მუსიკაც კი არ მესმოდა და ინსტიქტურად დავყვემოდი პარტნიორის თითოეულ მოძრაობას. მის კეფაზე, შიშით მქონდა თითები მოხვეული და ყელზე ნაგრძნობ ყოველ ცხელ ამოსუნთქვაზე, ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
თანდათან ვიგრძენი, როგორ შემომეძარცვა უკომფორტობის, შიშის საბურველი და ერთიანად სიამოვნების სავანეში ჩაძირული, ძლიერ მკლავებს მივენდე. უთქმელად, უპრეტენზიოდ ვყვებოდი მის თითოეულ სურვილს და ნეტარებისგან, ეკლები მაყრიდა. ნათლად აღვიქვამდი, თუ რა დიდი განსხვავება იყო, ეს ცეკვა, ყველა ჩვენი მეცადინეობისგან და გულწრფელად მიკვირდა, ჩემზე უსურვზივით მოხვეული მკლავების სინაზე, აქამდე მხოლოდ ტკივილთან რომ ასოცირდებოდა ჩემთვის.
-სექსუალური ხარ, მაკატერინე!-ირონიულად შემომცინა, როგორც კი სიმღერა დასრულდა და საამო ბურანიდან, ეგრევე გამოვერკვიე.
-მანიაკო!..-ყვირილი ძლივს შევიკავე აღშფოთებულმა და წამში დავუსხლტი ხელებიდან.
გამწარებული გავემართე საპირფარეშოსკენ, ხალხის აპლიდისმენტებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე და მაშინაც კი ვერ დავწყნარდი, ცივი წყალი რომ შევისხი სახეზე.
-მაკრინე, სად იყავი, გადარეულია ხალხი, ისე მოეწონათ თქვენი ცეკვა!-ხელი-ხელს შემოკრა დეიდაჩემმა და ღიმილით წამაპორწიალა დედაჩემისკენ.
-ნანა, ნახე რა შვილი გყავს! გადარია მთელი დარბაზი... ამას ენაცვალოს დეიდა,-არ წყვეტდა ქოთქოთს დეიდაჩემი და ლოყებს მიკოცნიდა.
-დედი, ის ბიჭი ვინ იყო? მეგობარია შენი?-თვალებ მოჭუტულმა გადმომხედა ნანამ და სიცილი აუტყდა, ჩემ სიბრაზისგან აჭარხალებულ სახეს რომ ჰკიდა თვალი.
-შეყვარებულია დედა!-სრული სერიოზულობით განვუცხადე და გაღიზიანებული, მეფე-დედოფლის მაგიდისკენ გავემართე.
უკვე აუტანელი ხდებოდა ბიჭების უკბილო ხუმრობები და შემთვრალი თვალების ურცხვი მზერა. იმდენად უხერხულად და არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, ცეკვამდელი პერიოდი, სამოთხედ მეჩვენებოდა. უკვე მეასეჯერ განმეორებულ თხოვნს იმის შესახებ რომ კიდევ ერთხელ გვეცეკვა, წყობილებიდან გამოვყავდი და ლამის იმ ხელუხლებელი კულულებით მეთრია სმას შეყოლილი, ურცხვად მომღიმარი დემონი.
-შეიძლება ვიცეკვოთ?-გაბეზრებულმა ავხედე შემთვრალ, ოცდახუთიოდე წლის ბიჭს და მოკრძალებით გავუღიმე.-ძალიან გთხოვთ, უარი არ მითხრათ, მშვენიერო ქალბატონო!-მუდარით შემომხედა და ხელი გამომიწოდა.
-იცით მე...-უარის სათქმელად დავაღე პირი, წამში რომ შემაწყვეტინა.
-მხოლოდ ერთი ცეკვა. განა ამდენს ვითხოვ?
ზანტად ავაყოლე ტანი ვალსის მელოდიას და უხერხულად ჩამოვადე მხრებზე ხელები. დაქანცულმა გადავხედე დარბაზს და ჩვენზე მოშტერებული დემონის ნახვისას, უსიამოდ გამცრა ტანში. შევეცადე დამეიგნორებინა, წელზე ზედმეტად მოჭერილი თითები და მხსნელივით გადავხედე, ჩვენსკენ მომავალ გიგის.
-ქალბატონიო, გთხოვთ,-დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში და როგორც კი ბურტყუნით გაგვცილდა ძველი "პარტნიორი", ჩემთან ერთად განაგრძო ცეკვა.
-მადლობა,-დაღლილმა ამოვიბურტყუნე და უღონოდ მივეყრდენი მკერდზე.
-ოხ, მაკრინე! შარი გინდა აიკიდო გოგო?!-ვერ მოითმინა, რომ არ ესაყვედურა და ნელა დაირწა ადგილზე.
-არ მინდოდა, უზდელურად გამომსვლოდა...-მხრები ავიჩეჩე და ლოყა მხარზე ჩამოვადე.
იმდენად დაღლილი, გამოფიტული მქონდა ამდენი არასაკმარისი ძილისგან და ემოციებისგან სხეული, ფეხზე ძლივს ვიდექი და ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სახლში. მით უმეტეს, მუშუს ბედიც მაღელვებდა, რომელიც მთვლიმარე მყავდა სახლში დატოვებული.
-ხო შენ კულტურაზე იფიქრე და საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რაც შეიძლება ამას მოყვეს,-პატარა ბავშვივით დამტუქსა და მაგიდისკენ წამიყვანა.
-მეძინება!-ამოვიბურტყუნე და მთქნარება ავარდნილმა, ზანტად შევავლე თვალი, დემონთან მოლაპარაკე, უჩვეულოდ დასერიოზებულ აკოს.





888


-ამოწყდით ყველა ერთ დღეს!-დავწყევლე აკოს სიტყვებით მთელი სამყარო და კრუსუნით წამოვიზლაზნე ფეხზე.
გაბრაზებამ პიკს მიაღწია, კაკუნი ბრახუნში რომ გადაიზარდა და არც მიკითხია ვინ იყო, ისე გამოვგლიჯე კარები. სალანძღავი სიტყვები პირზე შემეყინა, ზღურბლზე მოქანავე სიბნელეს შეერთებულ სილუეტს რომ შევხედე და სიცივემ, თხემიდან ტერფამდე დამიარა.
--
გაოგნებული მივჩერებოდი კარის ძგიდეს აყუდებულ, მობარბაცე სხეულს და მიჭირდა ჩემი თვალებისთვის დაჯერება. ისეთი გამომეტყველება მქონდა სახეზე აკრული, თითქოს მოჩვენება იდგა ჩემს წინ. წამის წინ უძილობისგან დამძიმებული ქუთუთოები, მთელი ძალით დამეჭიმა და ისიც ვერ მომეხერხებინა, რაიმე რომ მეთქვა. ზედმეტად შოკისმომგვრელი იყო ამისთვის ნანახი.
-მე... მეგონა გეძინა!-ენადაბმული ალუღლუღდა, თავი წამოსწია და მიბლანტული, გადაგლესილი თვალებით მომაჩერდა.
-მეძინა!..-ინსტიქტურად ვუპასუხე, თან ვიგრძენი როგორ შემომეპარა მოშიშვლებულ კიდურებზე სადარბაზოში გამეფებული სიცივე.
-გაგაღვიძე... ხო?-მოჭუტული მზერით დამხედა თავდადახრილმა და წონასწორობის დასაცავად, კარის ჩარჩოს მიაყრდნო ხელი.
როგორც კი თვალი გავაყოლე მის მოძრაობას, დავინახე, როგორ გადაყვლეფოდა ხელი და სისხლი ნატკენზე შეხმობოდა. ვიგრძენი, როგორ ამიძგერდა, ისედაც აჩქარებული გული და დამფრთხალმა ავათვალიერე. მანტო ბოლომდე ჩახსნილი ქონდა. მოჭმუჭნული თეთრი პერანგი გვერდზე მოქცეოდა და აქა-იქ აჩნდა მუქი, აშკარდად სისხლის ლაქები. მეორე ხელიც ანალოგიურ მდგომარეობაში ქონდა. ყველაფერთან ერთად კი, მარცხენა წარბი გახეთქოდა და ტუჩის კუთხეშიც აჩნდა ნაკაწრები. გადატყავებული მუშტები, აშკარად მიუთითებდა ჩხუბის კვალს და ნერვიულობისგან, ლამის გული გამსკდომოდა. წარმოდგენაც არ მინდოდა, რა შეიძლება მომხდარიყო და რა მიზეზით. ერთადერთი, რაც ამ წამს მსურდა, მის კარგად ყოფნაში დარწმუნება იყო.
-კარგად... ხარ?-ხმა ჩამწყდარმა, ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვა და აღელვებული მივაჩერდი დაბინდულ თვალებს.
-ხო...შე...ენთან მოვედი...-გაუგებრად ამოიბუტბუტა და ზანტმა, ცალყბა ღიმილმა გაუპო ბაგე.-შე...ედი... გაცივდები,-ამოილუღლუღა და ერთ ნაბიჯში გადმოკვეთა ჩვენ შორის მანძილი.
-სახლში რატო არ ხარ?-ნესტოები ამწვა მძაფრმა ალკოჰოლის სუნმა და ხელი ჩავავლე ქურთუკში, რომ არ წაქცეულიყო.
-მეგონა გეძინა...-სრულიად სხვა რამ მითხრა.
საყრდენის შეგრძნებაზე, უფრო მეტად დამეყრდნო და ბანცალით წამიყვანა მისაღებ ოთახამდე. როგორც კი სავარძელს მიუახლოვდა მოცელილივით ჩაესვენა და თვალებში ჩამოფხატული კულულებიდან ამომხედა.
-რა მოგივიდა?-ინტერესით ჩავაჩერდი და თან თავს ვიმტვრევდი, მისი ჩემთან მოსვლის მიზეზი რომ გამეგო.
-შემ...ცივდა!..-უბრალოდ მიპასუხა, მთვრალი ღიმილი მესროლა და ოხვრით მოისვა სახეზე დასისხლიანებული ხელი.
-სახლში რატო არ ხარ? თან ამ საღამოს, აქ რა გინდოდა?-მივაყარე, მაგრამ ნაკლებად მქონდა იმედი, რამე ნორმალურს რომ მიპასუხებდა, თან წამდაუწუმ გამირბოდა მუხლებზე დაყრდნობილი, გადაყვლეფილი ხელებისკენ მზერა.
-ჩემთან... სახში?-გულუპრყვილოდ შემომანათა უკუნივით შავი თვალები, ისე თითქოს აბსურდულ რამეს ვეკითხებოდი,-იქ... იქ ხომ... ცი...ვა!.. მე... გათბობა მინდოდა... შენთან... მოვედი... მეგონა გეძინა,-ისევ უაზროდ ალუღლუღდა, თან სასაცილოდ იშვერდა თითს ხან ჩემკენ, ხან ჰაერში ატრიალებდა და ხანაც გულზე მიიდებდა.
ვხვდებოდი, ზედმეტი რომ ჰქონდა დალეული და ალბათ იმასაც ვერ ხვდებოდა, თუ რას ბურტყუნებდა. მე თვითონაც ძლივს გამომქონდა მისი ნალაპარაკევიდან აზრი და სულაც არ ვაქცევდი გაყინულ ტერფებს ყურადღებას.
-იჩხუბე?-კიდევ ერთხელ შევეცადე, რამე ნორმალურის გაგების მიზნით და სასოწარკვეთით ჩავაშტერდი სასმლისგან ამღვრეულ თვალებში.
-ა...არა!..-ჯიბრიანად გააქნია თავი. მისმა კულულებმა კი, ანცად დაიწყეს აქეთ-იქით ხტუნვა,-უ...უბრალოდ ვცემე...-ისევ გააქიცინა სასაცილოდ თავი და ლაღად გამიღიმა.
თვალებ გაფართოებული შევსცქეროდი დემონს და ვცდილობდი ბოლომდე აღმექვა მისი მოქმედება. იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო მისი გულწრფელი ღიმილი, დაჯერება მიჭირდა. რამდენჯერმე დავახამხამე თვალები, მომხდარში რომ დავრწმუნებულიყავი... არა, ნამდვილად არ ვცდებოდი!.. დემონს, ჩვეული ირონიული, სარკასტული, ცალყბა ღიმილის ნაცვლად სახე, გულწრფელი გამომეტყველებით განათებოდა. თითქოს, სრულიად სხვა ადამიანს ვუმზერდი. საოცრად თბილსა და კეთილს, უჩვეულოდ რომ აბრჭყვიალებოდა ღვინისგან ჩაწითლებული თვალები. ფერმკრთალი ყვრიმალები შეფერადებოდა და პატარა, სირბილისგან დაღლილ ბავშვს ამსგავსებდა.
ფიქრებიდან, გულის უეცარმა გატოკებამ გამომიყვანა და დამფრთხალმა შევწყვიტე მისი შესწავლა. გაყინული ხელები ერთმანეთში ავხლართე და ლუღლუღით ამოვთქვი:
-ჭრილობას დაგიმუშავებ!..
როცა მივხვდი, რომ სამედიცინო ყუთს, ათი წუთის განმავლობაში გაშტერებული ვუყურებდი, ერთი ამოვიოხრე და ფეხების ტკაპუნით გავედი მისაღებში. უნებურად გამეღიმა, დივანზე გაწოლილ, ჩაძინებულ დემონს რომ შევხედე და ფეხაკრეფით მივუახლოვდი. ისეთი სასაცილო დასანახი იყო ეს ორმეტრიანი, ახმახი მუტრუკი სავარძელზე ოთხად მოკუნტული მწოლიარე, გრძნობების მოთოკვა გამიჭირდა და ფრთხილად გადავუსვი რძისფერ ბალიშზე გაფენილ ლოკონებს ხელი. კანკალით მოვიქციე თვალებზე ჩამოცვენილი ანცი კულულები და გვერდზე გადავუწიე. თითქოს იგრძნოო, უმალ დაჭყიტა თვალები და უმალ მტაცა ხელი, მოულოდნელობისგან უკან რომ გადავქანდი. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, მობოდიშებით გავუღიმე და რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი.
-გეშინია ხო... ჩემი...-მართალია მისი თბილი მზერა, მხოლოდ რამდენიმე წამით ვნახე, მაგრამ იმდენად მეუცხოვა შუბლშეკრული გამომეტყველება, უნებურად გამაკანკალა.
-ძალიან თუ გეტკინა, მითხარი,-მის კითხვას თავი ავარიდე, გაჭირვებით გავხადე მანტო და მის წინ ჩავიმუხლე.
-ა...არ მელაპარა...კები?!-სახედამანჭულმა დამხედა და ინსტიქტურად გამომიწოდა ხელი.
-მთვრალი ხარ... მერე ვილაპარაკოთ,-ამოვილუღლუღე და სპირტით დავუწყე ჭრილობის გაწმენდა.
-მე-ეე?-ისე წამოიძახა, თითქოს რაიმე საშინელებას ვაბრალებდი და საჩვენებელი თითი გულზე მიიდო,-რა მეტ...ტყობა მე სიმთვრალის? აი... ერთი-ორი ჭიქა მაქ მარტო და-ალეული!-ენის მტვრევით ამოთქვა და უკმაყოფილო დააჩერდა ჭრილობას.
-აქ ვინ მოგიყვანა?-ვეცადე სხვაზე თემაზე გადამეტანა ყურადღება და სულის შებერვა დავუწყე.
-მგოონი... ჩემით... ხო, ფეხით მოვედი,-დააკანტურა თავი და კულულები ისევ შუბლზე ჩამოეყარა.
-რა-ა?-წამოვიძახე გაოგნებულმა და სახეში ავხედე,-ამდენი ფეხით გამოიარე? თან ამ მდგომარეობაში... თან ამ ყინვაში.
-მანქანა გუგავამ დამიმალა... და შენთან ა-არ მოვსული...ყავი?!-აიჩეჩა მხრები და გულწრფელობით სავსე თვალები შემომანათა.
"არა, უეჭველი რაღაც სჭირს!.. ან მოწია, ან დალია... ან ნაკერები რო დაადეს მაშინ დაუზიანდა რაღაც თავში!.."-გავიფიქრე და ჩემს აზრში დარწმუნებულმა, ფრთხილად გადავუხვიე ხელი.
როგორც კი ჩემ საქმეს მოვრჩი, დასვრილი ბამბები გადავყარე, იქაურობა მივალაგე და უხერხულად ავიწურე მის წინ.
-ბიჭებს დავურეკავ და მოგაკითხავენ,-ვუთხარი და მილულულ თვალებს მზერა გავუსწორე.
-არა... არ მინადა... არ მაქ მაგათი თავი... იტყვიან რო-ომ... არ დაურეკო!-ჯიუტად გააქნია თავი ნახევრად მძინარემ და არც მე არ ჩავციებივარ.
ვიცოდი, ბიჭებიც არანაკლებ ნასვამები იყვნენ დემონზე და სულაც არ მსურდა, ერთი ღამის გამო, საფრთხეში ჩამეგდო... თან, არ ვაღიარებდი, მაგრამ საოცარ ახლობლობის გრძნობით ვიყავი მოცული... თითქოს, ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა და არეული, საოცარი სიზუსტით დალაგდა.
-კარგი, მაშინ მეორე ოთახში გაგიშლი საწოლს... ამ საღამოს იქ დაიძინებ,-ამოვილუღლუღე და გულაძგერებული გავვარდი კარში.
კანკალით ვცვლიდი თეთრეულს, რომლის გამოცვლაც ლანას დავიწყებია და წამდაუწუმ ასკინკილით დავხტოდი. შიშველი ფეხები, გაყინულ იატაკზე სიარულით გამციებოდა და მჩხვლეტავ ტკივილს გზავნიდა მთელ სხეულში. მოკლე პიჟამო კი საერთოდ არ მათბობდა.
როგორც კი საძინებელი გავამზადე, სააბაზანოში სუფთა პირსახოცები დავაწყვე და ის იყო დემონისთვის უნდა დამეძახა, ზღურბლზე რომ გადავაწყდი.
-ა-აქ უნდა... დავიძინოთ?-ბურტყუნით ამოთქვა და ბანცალით გადმოკვეთა ოთახი, თან წამდაუწუმ ქარიშხალში მოხვედრილივით ქანაობდა.
-ხო, აქ უნდა დაიძინო...-ჩემ ზედმეტად აფორიაქებულ გულს დავაბრე მრავლობითი ფორმა და გაყინული ფეხებით, ღუნღულა ხალიჩაზე შევდექი.
-შე-ენ?-ამოიბლუკუნა და მიბნედილი თვებით დამხედა.
-მე, გვერდითა ოთახში დავიძინებ... მაგაზე არ იდარდო,-ნერვიულად გავუღიმე, თან ალკოჰოლის უსიამოვნო სუნს, კულტურულად არ ვიმჩნევდი.
-მე მარტომ უნდა დავიძინო?-ააფახულა წამწამები უკმაყოფილომ და ისე გამიტოლდა, ცოტაც და ცხვირით შევეხებოდი მკერდზე.
"რა მაღალი ყოფილა!"-სრულოად უადგილოდ წამოვიძახე გონებაში და აზრის მოსაკრებად თავი გადავაქნიე.
სულაც არ მსურდა იმის დაჯერება, რომ დემონს მარტო ძილის ეშინოდა, მე კი ნანა უნდა მემღერა მისთვის. ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა კოტეჯში გატარებული ღამე და იმხელა ნებისყოფა არ გამაჩნდა, ამდენისთვის რომ გამეძლო... ზედმეტად პატარა და გამოუცდელი ვიყავი მაგისთვის.
-აბაზანაშიც ყველაფერი მზადაა... შეგიძლია დაისვენო!-წამოვიძახე შეშფოთებულმა, კარებში გავვარდი და გულაძგერებული, პირდაპირ ჩემს ოთახში შევიჭერი.
-არა, ზედმეტად ბევრია ერთი დღისთვის... დემონი, ჩემ სახლში... ჩემ გვერდითა ოთახში,-დავიჩურჩულე და გულზე ხელი მივიდე, თითქოს ასე ვცდილობდი მის დაწყნარებას.
აკანკალებული შევძვერი გაციებულ საწოლში, მშვიდად მფშვინავ კნუტს მოვეფერე და ტუმბოზე დადებულ მექანიკურ საათს გავხედე. ღრმად ამოვიოხრე, როდესაც ორ საათს მიტანებულ ისარს შევავლე თვალი და უფრო გავეხვიე საბანში.
მთელი ძალით ვცდილობდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, მაგრამ ყოველ წამს, დემონის სითბოთი აბრჭყვიალებული თვალები მიდგებოდა წინ. ნათლად ვხედავდი, მის სახეზე გამოხატულ გულწრფელ, საოცრად მიმზიდველ ღიმილს და აკრუსუნებული, გამეტებით ვურტყამდი თავს ბალიშს. იქნებ ასე მაინც ამომეგდო თავიდან მასზე ფიქრი, მაგრამ ვიცოდი რომ ყველა მცდელობა ამაო იყო.
-რა ლამაზი ღიმილი ქონია... სულ რომ იღიმებოდეს, მთელი სამყაროს ქალთა მოდოდგმა და არა მარტო, მის ფეხქვეშ იქნებოდა გართხმული!-დავიჩურჩულე საბანში თავჩარგულმა-"... და მეც, მათ შორის!.. არც ეხლა მაკლია ეგ თორე!"-დავამატე გულში და შეყვარებული მაკრინეს წარმოდგენისას გამაკანკალა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში. სხეული ისევ სასტიკად მქონდა გაყინული და გამუდმებით ერთი სახება დაქროდა თვალწინ. მიუხედავად სშინელი დაღლილობის და დასვენების სურვილისა, ძილი მაინც არ მეკარებოდა და ბუსავით მქონდა შესიებული თვალები საბნის ქვეშ დაჭყეტილი. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე, როდესაც სხეულმა ცივი ჰაერი იგრძნო და გული გამიჩერდა, მარჯვნივ რომ ჩაიზნიქა საწოლი. უნებურად შევხტი, მძიმე ხელი რომ შემომეჭდო მუცელზე და ხმა ძლივს დავიმორჩილე, უკითხავად რომ ამიხუტეს ძლიერ სხეულზე.
-ცივი ხარ... მაგრამ მაინც თბილი ხარ!-ბურტყუნით ნათქვამი სიტყვები ძლივს გავარჩიე გავარჩიე გამაყრუებელ გულისცემაში და შესამჩნევად ავკანკალდი, ცხელი სუნთქვა რომ გაიბნა ჩემ თმაში.
-ა...აქ რა გინდა?-ანერვიულებულს ხმა ჩამიწყდა, თან მთელი ძალით ვცდილობდი მხურვალე სხეულს მოვშორებოდი, მთელ ზურგს რომ მიწვავდა.
-შენთან უნდა დავიძინო... მარტო სულ ცუდ სიზმრებს ვხედავ...-ალუღლუღდა, უფრო მეტად მომეხუტა და სახე ჩემ თმებში ჩარგო.
-წადი... ასე არ შეიძლება... გთხოვ გადი!..-ამოვიკნავლე და ამაოდ დავეჯაჯგურე მარწუხებივით მკლავებს.
-რატო მაგდებ?.. გეშინია ჩე-ემი? რატო... არ გინა... ჩემთან?-ყრუდ მესმოდა უმისამართო ლუღლუღი და ამაოდ ვცდილობდი ცახცახი შემეკავებინა.
გაყინული სხეული, წამში ისე ამიხურდა მეგონა ცეცხლი წამეკიდებოდა და თვით სახანძროც ვერ მიშველიდა. ნაცნობი გრძნობით მიფეთქავდა ნერვული დაბოლოებები და შემეძლო გამერჩია თითის ბალიშების მოძრაობა, დაბუჟებული კიდურები უფრო გაუსაძლისს რომ ხდიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამდენი ემოციისგან გული გამისკდებოდა და მოვკვდებოდი... დარწმუნებული ვიყავი, ვერ გავუძლებდი... ვერ ვიტევდი უკვე ამდენს... გაუსაძლისი, დაუძლეველი იყო ცუნამივით თავს დატეხილი გრძნობების კორიანტელი... იმდენად გაუსაძლისი, დადგენილ საზღვრებსაც უბოდიშოდ არღვევდა.
-არაა ეს ნორმალური... გთხოვ დაბრუნდი მეორე ოთახში... ამიტომ არ დამიტოვებიხარ!.. ნუ სარგებლობლობ იმით რომ...-ნელ-ნელა მიპყრობდა სასოწარკვეთა და ხმის დამორჩილებასაც ძლივს ვახერხებდი.
-იმით რომ კეთილი ხარ?!-მიჩურჩულა, ისე რომ ჩემ თმებს არ მოშორებია.
-შეწყვიტე და წადი!-წამოვიძახე და უფრო მეტად ავფართხალდი.
-ვერ ვიძინებ იქ... მარტო ვერ ვიძინებ,-აბუტბუტდა ისევ, ფართხალი რომ არ შევწყვიტე, მკლავებში მომიქცია და ერთი ხელის მოსმით მიმაბრუნა მისკენ.
უკვე ნათლად ვხედავდი, სიმთვრალისგან გადაგლისილ, მიბლანტულ თვალებს, სველი ლოკონების ქვეშ რომ იმზირებოდნენ და ინტერესით მევლებოდნენ სახეზე. ცხელი სუნთქვა პირდაპირ ტუჩენზე მეცემოდა და მწველ ცეცხლს მიკიდებდა. ერთ ადგილას გაშეშებული, აცრემლებული თვალებით ავყურებდი და უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასდროს ვერ შევძლებდი მის წინააღმდეგ წავსულიყავი. საკმაოდ სუსტი ვიყავი ამისთვის.
-გეშინია ჩემი,-ფაქტი დააზუსტა და ამღვრეულ თვალებზე ჩამეჭიდა მზერით,-ა-ასე გძულვარ?
-გთხოვ ხვალ ვილაპარაკოთ... ეხლა წადი,-უღონოდ ავლუღლუღდი და ყელში გაჩხერილი ბურთი, გაჭირვებით გადავაგორე.
-ვიცი უხეში ვარ... ნამდვილი ს**ვით გექცეოდი... გაბრაზებდი... მე... მე ასეთი ვარ... უბრალოდ, სხვანაირად არ ვიცი როგორ მოვიქცე... არ ვარ მიჩვეული...-ბუტბუტებდა გაუჩერებლივ და ხელებს არაფრის დიდებით არ მიშვებდა,-შენ... შენ მასწავლე... მასწავლე, როგორ უნდა მოვიქცე... მე-ე არ ვი-ცი!
-ხვალ...-ისევ დავიწყე, მარცხენა ხელი თითებში რომ მოიმწყვდია და სიტყვა შუაზე გამიწყდა.
-აწი აღარ გაგაბრაზებ... უბრალოდ, მომეცი უფლება აქ და-ვიძინო... სხვანაირად არ დამეძინება!..-მოჭუტული თვალებით ჩამაშტერდა და მუდარის ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
ვხვდებოდი, მოქმედებას გონებას რომ არ ატანდა და დაუფიქრებლად ბლუყუნებდა. აშკარა იყო, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ვერც კი იაზრებდა თუ რას აკეთებდა და მიხაროდა... მაგრამ ორმაგად მტკენდა გულს!.. ვიცოდი, გაღვიძებულზე არაფერი ემახსოვრებოდა და იგივე, ცივსისხლიანი დემონი შემრჩებოდა ხელში, ღრიალით რომ იკლებდა ყვლაფერს.
ხო და, დავთანხმდი. უნებურად გავიტრუნე მის მკლავებში და ბედს მივენდე. რაც არ უნდა მომეტყუებინა თავი, იმას მაინც ვერ გავექცეოდი, საოცარ სიმყუდროვეს რომ ვგრძნობდი. იმდენად კიმფორტული და თბილი იყი მისი სხეული, მოსაცილებლად მენანებოდა და დარცხვენილმა ჩავრგე მის მხარში გაყინყლი თავი.
ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა სიცივის შეგრძნებისას და ხმადაბლა დაისისინა, გათოშილი ტერფები, შიშველ წვივზე რომ შეეხო.
-გაყინულხარ... ათასჯერ მაქ ნათქვამი, თბილად ჩაიცვითქო!-ენის მტვრევით აბლუყუნდა, საბანი ზურგს უკან ჩამიკუჭა, სიცივე რომ არ შემოპარულიყო და მთელი სხეულით ამეკრო.-გა-თბი?-ბორძიკით მკითხა და მუშუ საწოლის ბოლოსკენ გადააჩოჩა.
მე კი მისთვის ნამდვილად არ მეცალა. მთელი სხეულით ვგრძნობდი თითქმის შიშველ სხეულს და თავბრუ მეხვეოდა. ყურებში მიგუგუნებდა გულისცემა და დაწყნარების საშუალებას არ მაძლევდა. იმდენად სასიამოვნო იყო, მისი თითოეული მოქმედება და ნაგრძნობი თითები, ლაპარაკის უნარი მთლიანად დაქვეითებული მქონდა.
უნებურად მიტივტივდებოდა გონებაში რეპეტიციის დროს გადატანილი ჩხუბები, რომელთა უმეტესი ნაწილი ჩემი თხლად ჩაცმით გამოწვეული იყო და ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი. სულელივით მეღიმებოდა ბედნიერებისგან გაბერილს და ხარბად ვისუნთქვადი თავბრუდამხვევ, საამო სურნელს, ალკოჰოლს მაინც რომ ვერ დაეთრგუნა.
-მაკრინე, მითხარი... გძულვარ?-სმენას მისწვდა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და ხელზე უფრო მოჭერილ თითებზე, უნებურად გამაჟრჟოლა.
-ხვალ, ეხლა მეძინება,-უმალ ავარიდე კითხვას თავი და გაკვირვებისგან წარბები შუბლზე ამივიდა, ხელები რომ მიშვა.
-შეგიცვლი აზრს... მაინც შეგიცვლი,-ჯიბრიანად ალუღლუღდა, ფეხზე წამოდგა და ბანცალით გადადგა ნაბიჯი.
ხმამაღლა არ ვაღიარებდი, მაგრამ სიცივე შეპარული, სასოწარკვეთით სავსე სხეული, ერთბაშად მომიდუნდა, სააბაზანოსკენ რომ აიღო გეზი.
სანამ დემონი გამოვიდოდა, საწოლზე წამოვჯექი და მოკუნტული მუშუ გულზე მივიხუტე. სათუთად ვეფერებოდი თავზე და ჩემ საქციელზე ვფიქრობდი. ვიცოდი სულელურად ვიქცეოდი... შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ჯიუტად იმავეს ვაკეთებდი, თითქოს ძალით ვიტკიებდი თავს. ნებით ვემორჩილებოდი დემონის მოთხოვნებს და ის კი არ ვიცოდი, თუ რატომ იქცეოდა ასე. არ ვიცოდი რა უნდოდა... ეჭვი მქონდა, რომ დანაშაულის გრძნობა აწუხებდა... ან სულაც, თავადაც არ იყო ამის აზრზე.
-ასე არაფერი არ გამოვა,-მთვრალმა ლუღლუღმა აზრზე მომიყვანა და საწოლთან აღმართულ, საცვლებიან ლუციფერს, დარცხვენილმა ავარიდე თვალი.-მაგან სხვაგან დაიძინოს!-კნუტი გვერდზე გადააწვინა, ჩემი ხალათი გადააფარა და გვერდით მომიჯდა.-შენ კი, ჩემთან მოდი!
გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, საბნის ქვეშ შემომძვრალმა, თეძოებში ხელები რომ ჩამავლო, დაბლა ჩამასრიალა და უსურვაზივით მომეკრო. ხვნეშით დამადო კულულებით დახუნძლული თავი მკერდზე და ისე ჩამეფსკვნა, სუნთქვაც კი გამიჭირდა.
-თბილი ხარ... და კარგი სუნი გაქ!-ამოიბუტბუტა და გაოცებისგან, ლამის თვალები გადმომცვივდა.
ინსტიქტურად შევუცურე რბილ თმებში თითები და რიტმულად ავათამაშე. მხოლოდ წუთის მერე გამახსენდა, დემონის მიერ საავადმყოფოში ნათქვამი სიტყვები და დამფრთხალმა, გამოწევა დავაპირე, მისმა ხმამ რომ შემაჩერა:
-არ შეწყვიტო... გააგრძელე რა!-მთქნარება ავარდნილმა მთხოვა,კომფორტულად შემომაჭდო მუცელზე ხელები და წვივი, ჩემ ფეხებში ახლართა.
არ ვიცი, როდის შემოეპარა მას ძილი, მაგრამ მე, კარგა ხანს არ დამძინებია.
---
მიუხედავად საშინელი დაღლილობის და არა საკმარისი ძილისა, მაინც უთენია გამეღვიძა. საათის ციფერბლატი შვიდს უჩვენებდა და იანვრის დასაწყისს, საოცარი სითბოთი ეგებებოდა. გარეთ უკუნი სიბნელე გამეფებულიყო. მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ რომელთა შუქი ორმაგი ფარდის ქვეშ, თამამად ატანდნენ და წვლილ ზოლებს ხატავდნენ იანაკსა და ხალიჩაზე. აქა-იქ თუ გამოკრთებოდა კენტად მიმავალი მანქანის ხმა და ისიც უსასრულობაში იკარგებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ორ სამყაროს შორის ვიყავი დაკარგული, დედამიწასთან კი მხურვალე ხელები მაკავებდნენ. თვალებ გაშტერებული შევყურებდი სიბნელეს. თითქოს დემონის თვალებში ვიყავი ჩაძირული, ლამპიონის შუქი კი მზერაში გამომკრთალი სხივები იყვნენ, თამამად რომ მიკვლევდნენ გზას. ნათლად მახსოვდა დემონის სახლში შემოსვლის შემდეგ, მისი ბაგეებიდან გაჟღერებული სიტყვა, თითოეული მოქმედება თუ ჟესტი და გულწრფელი გაოცება მიპყრობდა. რომ არა მჭიდროდ მოკრული სხეული, სიზმრად შევრაცხავდი მომხდარს და "მშვიდად" გავაგრძელებდი ცხოვრებას. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა მიზეზი ამოძრავებდა, მაგრამ ჩემი გულის "შარში" გახვევაში კი ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული. დაწყებული ძვრები და გრძნობების ანარქია, სავალალო შედეგს მიქადდა. ისედაც აზუზუნებელი თავი კი გაუსაძლისად მტკიოდა.
"ნეტა რა დალია ასეთი, ასე რომ შეიცვალა?! ან ვის ეჩხუბა?! დავიჯერო ისე ჩაარტყეს, თავში რაღაც გადაუტრიალდა?! ან ბიჭებმა თუ იციან, ჩემთან რომ არის?!"-აზრები ერთმანეთს ცვლიდნენ და დასვენების საშუალებას არ მაძლევდნენ. ყურის გასწვრივ აგუგუნებული გულისცემა კი ერთადერთი ხმა იყო გამაყრუებელ სიჩუმეში.
წელზე ვგრძნობდი ცხელ თითებს და ნეტარების ჟრუანტელი მივლიდა ტანში. თმაში გაბნეული თბილი სუნთქვა და თავბრუდამხვევი საამო სურნელი, უკანასკნელ ძალასაც მაცლიდა. ლოყით ვგრძნობდი მხურვალე კანს და გამალებით ვფიქრობდი იმაზე, თუ როდის მოვასწარი დემონზე ასე ჩაფსკვნა და გადახლართვა.
როდესაც მივხვდი, რომ დაძინებას ვეღარ შევძლებდი, ოდნავ შევინძერი და ფეხები გავაქნიე, დემონის წვივებს რომ მოვშორებოდი.
-მმმმ...-ამოიზმუილა, როგორც კი მცირედით მოვშორდი და ჯვლავ ამიხუტა გულ-მკერდზე.
-როგორც ჩანს, სანამ არ გაიღვიძებს, ასე მომიწევს ყოფნა,-ამოვიოხრე და საწოლის კიდეზე მწოლიარე მუშუს გადავხედე, მთელი ტანით ხალათში რომ გახვეულიყო.
მოულოდნელობისგან შევკრთი, წელზე თითები რომ ათამაშდნენ და დამფრთხალმა ავხედე ლუციფერს.
დარწმუნებული ვიყავი, როგორც კი გამოფხიზლდებოდა, ისევ ისეთი, ცივი და ბოროტი ლუციფერი დაბრუნდებოდა, იმ დღევანდელი "ცვლილება" კი სასმლის ბრალი იყო.
მიუხედავად სიბნელისა, ეზოდან შემომავალი მკრთალი შუქი, ბუნდოვნად ანათებდა მის სახეს და ნათლად აჩენდა თლილ ნაკვთებს. სითბოსგან აწითლებული ლოყები და გაბუშტული ტუჩები, პატარა ბავშვს ამსგავსებდა, გამშრალი კულულები კი სასაცილოდ გაფიჩხინებოდა. გრძელი წამწამები დროდადრო უთრთოდა და ეტყობოდა სულაც არ აპირებდა გაღვიძებას.
ერთი ამოვიკვნესე, მარჯვენა მხარე წოლისგან რომ დამიბუჟდა და მჩხვლეტავმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა. თავისუფალი ხელი მისი მერდიდან მოვაშორე და მკლავებზე დავეჯაჯგურე. ვეცადე დამეიგნორებინა უკმაყოფილო ბუზღუნი, სუნთქვაშეკრულმა ძლივს გავახსნევინე თითები და სანამ ისევ მომეკრობოდა, გვერდით გადავკოტრიალდი. შვების ოხვრა აღმომხდა, როგორც კი კიდურებს ნორმალური ფუნქცია დაუბრუნდა და განწირულმა ამოვიგმინე, ადგილიდან დაძვრა რომ ვერ შევძელი.
-უნდა ავდგე!-ვეცადე ლაპარაკით მაინც მომეცილებინა და გამეტებით ვუჩქმიტე მუცელზე მოხვეულ ხელზე.
-ცოტა ხანი კიდევ ვიყოთ რა!-ძლივსგასაგონად აბურტყუნდა და ხელის ტკივილის გამო, აკრუსუნებული უფრო მეტად მომეკრო ზურგზე.
-შენ იწექი და მე ავდგები,-კიდევ ერთხელ შევეცადე გადამეფიქრებინა და თავი რაც შემეძლო წინ გავწიე, კიდევ რომ არ მეგრძნო მწველი ტუჩები კეფაზე.
-იყავი ცოტა ხანს რა... მოწი თავი, გამეყინა ცხვირი,-შესამჩნევად აუწია ხმას, ერთი ხელი წელს ქვემოთ შემიცურა მჭიდროდ რომ დავეჭირე, მოერე კი გულ-მკერდზე მომხვია და წაყინული ცხვირი კისერზე გამიხახუნა.
-შეწყვიტე,-დავისისინე და შევეცადე სასიამოვნო შეგრძნებები ჩამეხშო, მისი ტუჩების შეხება რომ იწვევდა.
-დავიძინოთ!-ვითომც არაფერიო, ისე გაატარა ჩემი სიტყვები, ბრძანება გასცა და მეორე წუთს კი ფშვინვა ამოუშვა.
შეწუხებულმა გადავხედე საათს და უღონოდ ამოვიოხრე.
ნათელი იყო, რომ როგორც არ უნდა შევწინააღმდეგებოდი, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში, დემონი ჩემ გაშვებას სულაც არ აპირებდა და თავს ვაიძულე ძილი შემებრუნებინა... მით უმეტეს, დემონის მკლავებში მომწყვდეულს, განძრევის სურვილიც ნელ-ნელა მეკარგებოდა.

888

ბოლოს მაშინ გამეღვიძა, როდესაც მზე საკმაოდ იყო ამოწვერილი. გადაწეული ფარდებიდან შემომავალი შუქი პირდაპირ თვალებში მაჭყიტებდა და გამაღიზიანებლად მოქმედებდა ნერვებზე. როდესაც საბანში შეძრომამაც არ მიშველა, ხვნეშით წამოვჯექი საწოლზე და სიცარიელის შეგრძნებაზე, გაკვირვებულმა ვჭყიტე თვალები. წუთის განმავლობაში მაინც ვათვალიერებდი ოთახს, მაგრამ დემონის ნასახიც კი არსად არ იყო.
-დავიჯერო, ესეც დამესიზმრა?-გაოგნებულს აღმომხდა და დამდუღრული ლამის საწოლოდან გადმოვვარდი, სააბაზანოს კარები რომ გაიღო.
-ადექი რა... მშია და მაჭამე რამე,-როგორც კი შემამჩნია, სახის მშრალება შეწყვიტა და აწითლებული თვალებით დამაჩერდა.
თმები ისე სასაცილოდ აბურძგნოდა, თავი ძლივს შევიკავე, ანტენებივით დაყენებული კულულების ნახვისას, გულიანად რომ არ გადამეხარხარა და მზერა ლურჯ შარვალზე გადავიტანე, მიმზიდველი მხარ-ბეჭისკენ რომ არ გამქცეოდა თვალი.
-ხელები როგორ გაქ?-გამახსენდა ჭრილობები და სახვევებ მოხსნილ მტევნებს დავაკვირდი, არც ისე სახარბიელოდ რომ გამოიყურებოდნენ.
-უარესებიც დამმართნია,-სულერთიას გამომეტყველებით მიპასუხა, პირსახოცი იქვე მიაგდო და ოთახში მორბენალ კნუტს კუდში ჩაავლო ხელი,-შენ რა მოუსვენარი ყოფილხარ ტო!-ჩაილაპარაკა და ერთიციდა არსება ხელებში მოიმწყვდია.
უმალ მოვწყვიტე მზერა, კნუტთან თამაშით გართულს და მის წეღანდელ სიტყვებზე დავფიქრდი. შოკისგან ლამის ნერწყვი გადამცდა, სხეულზე რამდენიმე ნაიარევი რომ შევნიშნე და მივიწყებულმა შიშმა გამკენწლა. ფერდზე ზოლად გავლებულ, ყველაზე დიდ ნაჭრილობევს გაჭირვებით მოვაცილე თვალი და ვეცადე გონება იმაზე ფიქრით დამეკავებინა, თუ რითი გავუმასპინძლდებოდი დემონს. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვხვდებოდი, სულაც არ იყო ეს ნორმალური.
გაჭირვებით წამოვიზლაზნე, როგორც კი ოთახიდან გავიდა და სკამზე გადაკიდებულ პერანგს დავსწვდი. დემონს საკიდიდან ჩამოეხსნა კუთვნილი ნივთი, შატილიდან რომ გამომყვა და საგანგებოდ გადაეფინა საზურგეზე, სხვისი ძებნით რომ არ დავღლილიყავი. მიც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინე მისი "თხოვნა", გაცილებით დიდ პერანგში გავეხვიე, ფეხზე ჭრელი წინდები ამოვიცვი, რომლის სიგრძეც ლამის მუხლს აცდენილიყო და სამზარეულოსკენ გავემართე.
"რას აკეთებ, მაკრინე?! ხვდები რა სიტუაციაში ხარ?! ნორმალურია რაც შენ გარშემო ხდება?"-გონებაში ვუსვამდი ალტერნატიულ მეს კითხვებს და გამალებით ვეძებდი პასუხებს. მშვენივრად ვხვდებოდი, დემონის აქ ყოფნა, მისი საქციელი და ჩემი გრძნობები, კანონებს რომ სცდებოდა და ამაოდ ვცდილობდი, ჩვენს შორის არსებულ "ქიმიაზე" რაღაც სახელი მაინც დამერქმია.
-კანონი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო,-ჩემდა უნებურად წამომცდა და უკმაყოფილომ მოვავლე სამზარეულოს თვალი.-რას შეჭამ?-როგორც იქნა გავბედე მეკითხა და დახლთან აწურული დაველოდე პასუხს.
-ყველაფერს, მთავარია საჭმელი იყოს,-მხრების ჩეჩვით მომიგო, სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომმა და მაგიდაზე შემომჯდარ კნუტს, ორცხობილის ნატეხები დაუყარა.
-ტკბილი არ უყვარს,-გავაფრთხილე და ძეხვის ნაჭერი გადავუგდე, კარგად გამომუშავებული რეფლექსით, წამში რომ მოიმწყვდია ხელებში.
ბევრი ფიქრისდა მიუხედავად, არჩევანი ტაფამწვარზე შევაჩერე და მაცივრიდან ლორთსნ ერთად, კვერცხები გადმოვალაგე. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ვიცოდი და მასთან შერცხვენის ყველაზე ცოტა შანსი მქონდა.
რიგრიგობით ვდებდი ლორის ნაჭრებდ აშუშხუნებულ ტაფაზე და ამაოდ ვცდილობდი, ოჯახური იდილიის გრძნობა თავიდან ამომეგდო. დეჟავიუს შეგრძნება არ მშორდებოდა და მთელ სხეულზე მოთამაშე მწველ მზერას, ყურადღებას არ ვაქცევდი. აკანკალებული ხელებით ვცდილობდი საუზმის მომზადებას და აფართხალებული გულის დაწყნარებას ვლამობდი. იმდენად ახლობლური იყო, ოთახში გამეფებული სიტუაცია, ლამის აქ დარჩენა შემეთავაზებინა დემონისთვის.
ერთი გადავაქნიე თავი, აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და მაგიდის გაშლას შევუდექი.
როგორც კი საუზმობას მოვრჩით, ხელ-პირის დასაბანად აბაზანაში შევიკეტე და ღიმილით შევისუნთქე, პერანგზე შერჩენილი საამო სურნელი. ის იყო, უნდა გამოვსულიყავი, მისაღები ოთახიდან ჩოჩქოლის ხმა რომ გაისმა და გაკვირვებულმა მოვავლე თვალი ოთახს.
უნებურად გამეღიმა, მეტრეველი და გუგავა რომ შევიცანი სტუმრებში და სირცხვილისგან ლამის ცეცხლი წამეკიდა, მომხდართან ერთად, ჩემი ჩაცმულობაც რომ გამახსენდა.
-ეეეე, კრასოტკა?!-წამოიძახა აკომ და ჯერ მე შემავლო შემფასებლური მზერა, მერე კი კარებთან ატუზულ შუბლშეკრულ დემონს,-ის ის არის რაც მე არ მგონია?! თუ როგორც ამბობენ...
-მოიცა თქვენ რა...-თვალებგაფართოებული ალუღლუღდა მეტრეველიც და საჩვენებელი თითის, სასაცილო ქიცინი დაიწყო.
-არასწორად გაიგეთ!.. ეს ის არ არის, რაც იფიქრეთ!.. უბრალოდ... გუშინ მთვრალი იყო და აქ დავტოვე... -შერცხვენილმა დავიწყე თავის მართლება, თან თვალებით დემონს ვევედრებოდი, რაიმეთი მაინც რომ აეხსნა სიტუაცია.
-ეეე, კრასოტკა!... ნუ გვაბოლებ რა!..-აიქნია ხელი აკომ და ეჭვით მომაჩერდა,-მთვრალს აქ რა უნდოდა? ან დავიჯერო აქ დასაძინებლად მოვიდა და მეტი არაფერი?!.
-გუგავა!!!-შიშისგან წამოვიყვირე, გამაყრუებელმა ღრიალმა რომ გაკვეთა ოთახი და დაზაფრული მივაჩერდი გაცეცხლებულ ლუციფერს, მკვლელის თვალებით რომ მიჩერებოდა აკოს.-კიდევ ერთი სიტყვა და თავს წაგაცლი!
-რა იყო ტო!.. სიყვარულის ახსნა და რამეებზე ვთქვი, რას ღრიალებ ატეხილი ხარივით?!-გულუპრყვილოდ აახამხამა წამწამები და შეწუხებულმა გადმომხედა,-აუ, იზვინი რა კრასოტკა!.. შენ ძმობას ვფიცავარ, ცუდი არაფერი არ მიგულისხმია!
-არაუშავს!..-ხმაჩამწყდარმა ამოვიბურტყუნე, თბილად გავუღიმე და მუშუსთან ერთად ოთახში გავუჩინარდი.
მიუხედავად ახსნისა, მაინც ძალიან მეწყინა აკოს სიტყვები და თავს ძლივს ვიკავებდი, ცხარე ცრემლებით რომ არ ავტირებულიყავი. ვხვდებოდი, რომ მეც და დემონიც, სულ სხვა პოლუსებზე დავქროდით და ამაო იყო ყოველივე მცდელობა. გული ყელში მქონდა მობჯენილი და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ფილტვები ერთიანად მქონდა დახშული და თავში გამუდმებით აკოს სიტყვები მიტრიალებდა.
ეგრევე აივანის კარს ვეცი და ფართოდ გამოვაღე, დახუთული ჰაერი რომ განიავებულიყო. კანკალით ამოვისუნთქე, ცივი ჰაერი რომ შემომეხვია სხეულზე და ფილტვები გამყინავმა ჟანგბადმა რომ მოიცვა. თვალებ დახუჭული, ჩუმად ვუგდებდი ყურს მანქანების ხმაურს და ჩემს უიღბლო ბედზე ვფიქრობდი.
-შეგიყვარდა!..-საბოლოოდ გამოვუტანე ჩემ თავს განაჩენი და ობოლმა ცრემლმა გაკვეთა ღაწვი.
რამდენიმე წამში კი ცხარე ცრემლებმა ამიწვეს გაყინული ლოყები, ნიკაპთან რომ ერთდებოდნენ და მწველ წვეთებად მეპკურებოდნენ მკერდზე.
გონება გულის დამოუკიდებლად იხსენებდნენ გაცნობის დღიდან მოყოლებულ, ამდილანდელ ამბებს და თითოეულ დეტალს, საიმედოდ აბეტონებდნენ გულში, ოდესმე რომ არ გახუნებულიყო, რომ არ გაცვეთილიყო.
-კრააოტკა, შაიძლება?!-ფიქრებიდან გამოვერკვიე, ზურგს უკან მხიარული ხმა რომ გაისმა და დამფრთხალმა გავიქრე ლოყებიდან სისველე.-არ მელაპარაკები?! აუ, ძაან გაწყენინე, ხო?-გული მომეწურა გუგავას ტონზე და თავს ძალა დავატანე, გრძნობები რომ მომეთოკა.
-არაფერია!..-ძლივს ამოვთქვი და მისკენ შევტრიალდი.
გაკვირვება ჩამდგარი თვალების ნახვისას გამახსენდა ნამტირალები თვალები და თავი დავიწყევლე, ასეთი უყურადღებობისთვის. ერთი ღრმად ამოვიოხრე, მის მზერას რომ გადავაწყდი და შემორჩენილი ენერგია შევაკოწიწე, მისთვის დანაშაულის გრძნობა რომ გამექრო.
-შენი ბრალი არაა...-როგორც კი დავიწყე, წამში გადმოკვეთა ჩვენ შორის მანძილი და გამეტებით ჩამიკრა გულში.
ვგრძნობდი, როგორ უცახცახებდა მკლავები და უსიტყვოდ ვხვდებოდი, პატიებას რომ მთხოვდნენ მისი ხელები.
-მაპატიე რა!.. გეფიცები არ მინდოდა!.. შენ თავს ვფიცავარ, ცუდი განზრახვით არ მითქვამს!.. არ მეგონა თუ გეწყინებოდა... მაპატიე ხო?!-მეჩურჩულებოდა და მთელი სინაზით მეფერებოდა თავზე.
სითბოს შეგრძნებაზე, უფრო მეტად იჩინეს გრძნობებმა თავი და ცრემლების შეკავება, შეუძლებელი გახდა. გული ისე მტკივნეულად მეკუმშებოდა, სუნთქვასაც ძლივს ვახერხებდი და გამეტებით ვებღაუჭებოდი აკოს ზედაზე. თითქოს მასზე მსურდა ტკივილის გადატანა და ემოციებისგან დაცლა. ვცდილობდი, მისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, რათა უფრო მეტად დამნაშავედ არ ეგრძნო თავი... ან რა მისი ბრალი იყო, თუ მე ასე სულელივით ვიყავი შეყვარებული რამდენიმე კვირის გაცნობილ, უგრძნობ არსებაზე.
-აქ რა ხდება?-ჰაერი გაკვეთა სიმკაცრე შეპარულმა ხმამ და უმალ გავინთავისუფლე აკოს მკლავებიდან თავი.
-არაფერი საშენო,-გასცა პასუხი გუგავამ და ადგილზე აწურულს გადმომხედა,-კრასოტკა, რა გინდა დღეს რომ გავაკეთოთ?
-მე... არაფერი!-გაჭირვებით გადავაბი ერთმანეთს სიტყვა და დემონს რომ არაფერი შეემჩნია, ჩემ ფეხებზე მოკრული მუშუსკენ დავიხარე,-დღეს უნდა დავისვენო!-უფრო მტკიცე გამიხდა ხმა და იქ მყოფთაგან, ვერავინ ხვდებოდა, თუ რამდენად მიჭირდა დემონის წინაშე, გრძნობების მოთოკვა.

888

-დედი, მე ნუცასთან უნდა გავიდე, ბავშვი ყავს სიცხიანი და დახმარება ჭირდება! შენ ჭკვიანად და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე...-უკვე თვლა ამერია, იმდენჯერ გამიმეორა იგივე დედაჩემმა და განწირულივით ამოვიოხრე.
-ნანა, წახვალ თუ ის სიცხიანი ბავშვი აქეთ მოგაკითხავს?-გავძახე, სამზარეულოში მოფუსფუსეს და დივანზე უფრო კომფორტულად გავიშხლართე.
-იცოდე, ჭკვიანად მაკრინე,-სულაც არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება, კიდევ ერთხელ დამარიგა და სახლის კარები გამოიკეტა.
უკვე მესამე დღე იყო, რაც ბათუმში ვიყავი ჩამოსული და თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, პირველად ვგრძნობდი თავს მშვიდად. მშობლებთან, გატარებული საათები, უმალ მავიწყებდნენ აქეთ გადმოხვეწის მიზეზს და ბედნიერებით მავსებდნენ. გადაწყვეტილი მქონდა, სწავლის დაწყებამდე აქ დავრჩენილიყავი და ყველანაირად ვცდილობდი, არაფერი შემტყობოდა. მართალია დედაჩემთან არაფერი მქონია დამალული, მაგრამ ამ საკითხის მასთან განხილვა, მაინც საშინლად მეხამუშებოდა... თან სულაც არ ვიყავი ამისთვის მზად. ისედაც ბოლომდე არ ვიყავი შეგუებული, ჩემ გრძნობებთან და ახალ მაკრინესთან საერთო ენის გამონახვა მიჭირდა.
სრულიად ვიყავი გარე სამყაროს მოწყვეტილი. ტელეფონიც კი გათიშული მქონდა და არაფრის დიდებით არ ვრთავდი. ბიჭებმაც არ იცოდნენ ჩემი ადგილ-სამყოფელი. მაშინდელი დილინდელი საუბრის შემდეგ, მათი სახლიდან წასვლისთანავე, აქეთ გამოვემგზავრე და ეჭვი მაქ, საშინლად იქნებოდნენ გაბრაზებულები.
მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მათგან შორს მინდოდა ყოფნა. მინდოდა ჩემ თავში გავრკვეულიყავი... ან წამიერ გატაცებად შემერაცხა ჩემში მომხდარი ცვლილება. თუმცა აშკარა იყო ყველაფერი და სირაქლემისეული პოზაც კი არ მშველოდა. ერთადერთი რაც დამრჩენოდა, გრძნობების მოთოკვა და დემონისგან თავის შორს დაჭერა იყო. უცნობი იყო ჩემთვის მისი გრძნობები... ან რა გრძნობებზე იყო ლაპარაკი?! ერთი ღამის ერთად გატარება, მაშინ როდესაც გათიშული მთვრალი იყო, რა გრძნობების მანიშნებელი იყო. მართალია, მიზეზი დემონის ჩემ სახლში გამოჩენისა, არ ვიცოდი, მაგრამ სიყვარულთან ან მოწონებასგან, 180გრადუსით რომ იყო აცდენილი დარწმუნებული ვიყავი.
ოხვრით გადავაქნიე თავი, გონება სხვა რამეზე რომ მომემართა და ფანჯარაზე დადენილ წვეთებს გავაყოლე თვალი, ცრემლებად რომ ეფინებოდნენ რაფას. მონოტონურად ვუსმევდი ჩემ მუხლებში მოკალათებულ მუშუს თავზე თითებს და სიამოვნებისგან მეღიმებოდა, ძლივსგასაგონად რომ კრუტუნებდა. გამახსენდა, მამაჩემის რეაქცია, როდესაც პირველად ნახა კნუტი და გულიანად გავიცინე. ისეთი თვალებით უყურებდა შემცივნულ არსებას, ეჭვი მაქ უცხოპლანეტელის ნახვა არ გააოგნებდა ასე. საათის შემდეგ კი, დედა და მამა, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, კნუტის ხელში დაჭერის განრიგზე.
უკმაყოფილოდ ამოვიგმინე, პირადი მანტრა, კარზე კაკუნმა რომ დამირღვია და ზლაზვნით წამოვიმართე ფეხზე. მუშუ სავარძელზე გადავაწვინე და ჩუსტების ფლატუნით გავემართე ჰოლისკენ. თვალები შუბლზე ამივიდა, ზღურბლზე მამაჩემის მაგივრად, დემონი რომ ამესვეტა და ყელში გაჩხერილი ბურთი, ხმაურიანად გადავყლაპე.
-ხმა არ ამოიღო, სანამ არ დავმშვიდდები!..-დამიღრინა, გვერდზე გადამდგა და უკითხავად შეალაჯა ოთახში.-სანამ არ გაცივდები, არ დაკეტავ იმ კარებს?!-ერთ ადგილას გაშეშებული, გონზე გაღიზიანებულმა ტონმა მომიყვანა და შიშით მივხურე კარი.
ერთიანად დაძაბული დავდექი მის წინ და ნერვიულად გადავხლართე თითები ერთმანეთში.
მეგონა საუკუნე გავიდა, სანამ მუშუს ფერებას მორჩებოდა და ლაპარაკს დაიწყებდა. გუმანით ვგრძნობდი, მის სობრაზეს და აგუგუნებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი. ვხვდებოდი, რაღაც ისე რომ არ იყო, მაგრამ ეს არ ფარავდა, მისი ნახვით გამოწვეულ სიხარულს.
-რატო წამოხვედი?-განაჩენივით გაისმა მისი დაჭიმული ხმა და უნებურად გამაჟრიალა.
-ვერ მივხვდი რას მეკითხები,-ხმაჩამწყდარმა ძლივს მოვაბი კითხვას თავი და მზერის ასარიდებლად, იატაკს ჩავაჩერდი.
-უთქმელად რატო წამოხვედითქო?-გამიმეორა იმავე ტონით.-იმ დღეს რატო არაფერი მითხარი?!
-კი მაგრამ... რა საჭირო იყო?-იმდენად მოულოდნელი იყო მისი პრეტენზია, მოურიდებლად გავუსწორე თვალი.
-კიდე მეკითხები?!-ძარღვებ დაბერილმა საისისინა და ფეხზე წამოხტა,-საღამოს ჩემთან იყავი და დილით ისე წახვედი, საერთოდ არაფერი არ გითქვამს!
-მოიცა, შენ რა, პრეტენზიებს მიყენებ?-გაოგნებულმა წამოვიძახე და მისი სიახლოვით დამფრთხალმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
-არ უნდა წამოგიყენო?!-გამოსცრა კბილებს შორის და ერთ ნაბიჯსში, წინ ამესვეტა.
-არ გაქვს უფლება... ზედმეტები მოგდის...-ამოვილუღლუღე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-ჩაალაგებ და წამოხვალ!-სულაც არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება, ისე მიბრძანა.
-რას ქვია წამოვალ!.. გადაირიე?! შენ უნდა დამიდგინო სად წავალ და სად არა?!-ჩემმა მოთმინებამაც პიკს მიაღწია და ნერვებ მოშლილმა წამოვიყვირე.
-შენ... ვერ ხვდები ხო?!-დაიგრგვინა მრისხანებისგან ხმააკანკალებულმა და მკლავებში ჩამავლო ხელი.
-შენ... კარგად ხარ?!-ამოვიბლუკუნე გაოგნებულმა და ვიგრძენი, როგორ ავწითლდი სახეზე.
-ჯანდაბა... არაფერი არ გესმის!..-წამოიყვირა, ხელი მიშვა, ოთახიდან გავარდა და ისე გაიხურა კარები, ლამის ჭერი ჩამომენგრა თავზე.
---
დემონის წასვლისთანავე საგონებელში ჩავვარდი. ვერ ვიჯერებდი რომ ჩემ წასაყვანად იყო ჩამოსული და უფრო ვიბნეოდი, როდესაც მის სიტყვებს ვიხსენებდი. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რაზე მიმანიშნებდა. არც ის ვიცოდი, რატო იყო ასე გამბარაზებული. დავიჯერო მხოლოდ იმიტომ, რომ გაუფრთხილებლად ვიყავი წამოსული?! ან როდიდან გახდა ასეთი პრივილეგირებული, მისთვის რომ მეთანხმებინა ჩემი თითოეული ნაბიჯი. იმდენად არაადეკვატური იყო მისი საქციელი, შესაბამისი ახსნის მოძებნაც კი მიჭირდა.
-არა, უეჭველი რაღაც გადაუტრიალდა თავში!.. სხვა მიზეზი არ მოეძებნება მის აქ მოვარდნას... და საერთოდ, ეს ბოლო დღეები, სერიოზულადაა მგონი ავად!..-ჩემ.თავს ველაპარაკებოდი და სინქრონში ბოლთას ვცემდი.
გული ლამის გადამიქანდა, კარზე ზარი რომ გაისმა და დემონის მოლოდინში, დამფრთხალმა გამოვაღე. შვებით ამოვისუნთქე, ზღურბლზე მომღიმარი ბიჭი რომ შევნიშნე და გახარებული ჩავეკარი გულში.
-ასე უნდა მეგობრის დავიწყება, გოგო?-ღიმილით მისაყვედურა და უფრო ძლიერად მომხვია წელზე ხელები.
-სუ მახსოვხარ, დედას ვფიცავარ,-წამოვიძახე და სიცილით ავუჩეჩე თმები ბავშვობის მეგობარს,-აუ, იცი როგორ მომენატრეთ? მგონია საუკუნეა არ მინახიხარ!
-რო მოგნატრებოდი უფრო ადრე ჩამოხვიდოდი!-მისაყვედურა და ჩემზე ხელგადახვეული შევიდა ოთახში,-ან, სამი დღეა აქ ხარ და არ უნდა დაგერეკა?
-დაგირეკე კიდეც და ვიღაც გოგომ აიღო... არ ცალია თოკასო!-ტუჩაბზუებულმა, განაზებული ხმით მოვახსენე და გაბრაზებულმა დავუბრიალე თვალები ახარხარებულს,-ხო, შენ იცინე და ისე გავმწარდი, ლამის ყურმილიდან გადმოვათრიე!.. არც მაგის ნაკლებობა იყო, მაგრამ მაინც.
-ააა, იეჭვიანე მაკუ?-აათამაშა წარბები და მკლავები მომხვია, თავში დარტყმა რომ აეცილებინა.-კარგი, კარგი. ნუ ბრაზდები... მაგ გოგოს მე მივხედავ...
-რატო არ დამირეკე?-ნაწყენმა ავხედე და მასთან მოშორებით დავდექი,-დაგიბარე, შენ კი არ დაგირეკია!
-არ ვიცოდი შენ თავს ვფიცავარ! მეც დღეს გავიგე რომ ჩამოსულხარ და შენს საცემად ამოვედი, რომ არ შემეხმიანე მაგიტო,-სინანულით გადმომხედა და მის გვერდზე დაატყაპუნა ხელი,-მოდი დაჯექი! მომიყევი რა ხდება შენკენ... ის გოგო დიდი ხანია არ მინახავს და მისთვის ჯობია არ მნახოს!-ჩუმად შეუკურთხა ერთი ღამის პარტნიორს და კვლავ მომხიბლავმა ღიმილმა გაუნათა სახე,-ეეე, ეს კნუტი საიდან მოიყვანე, ძმობას გაფიცებ.
-შატილში ვნახე და წამოვიყვანე...-წამოვაყრანტალე და აწითლებულმა გამეტებით ვიკბინე ენაზე.
-შატილში რა გინდოდა გოგო?-კნუტთან თამაშს თავი ანება და დაეჭვებულმა გადმომხედა.
-ჯაბასთან ვიყავით სტუმრად... ნიშნობის აღსანიშნათ,-წამში დავაბრეხვე ტყუილი და სანდომიანად გავუღიმე.
თორნიკემ კი არა, თვით ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ სინამდვილეში რა მოხდა და გაფიქრებაც არ მინდოდა, თუ რა რეაქცია ექნებოდათ, ყველაფერს რომ გაიგებდნენ. ალბათ ბიძაჩემი ვენეციაში ჩააკითხავდა ლანას და იქიდან ჩამოათრევდა.
-ხო ისე, რამდენი ხნით არიან წასულები?-ჩემ სიტყვებში დარწმუნებულმა, კვლავ კნუტზე გადაიტანა ყურადღება.
-ზუსტად არ ვიცი... არ უთქვიათ!-ავიჩეჩე მხრები და გაკვირვებულს გავუცინე,-არ იცი, როგორები არიან?! ჯაბა მითუმეტეს!.. ასე მითხრა, მეტრეველის, გუგავას და ოშხარელის სიფათების ყურებით ტრამვირებულმა, იტალიაში უნდა აღვიდგინოო ძალები... და რადგანაც ამაში ლანა უნდა დამეხმაროს, ზუსტად არვიცი აღდგენითი კურსები რამდენ ხანს გასტანსო,-ზუსტი ციტირებით მოვახსენე მეგობარს ჯიშკარიანის სიტყვები და გულიანად გადავიკისკისე, ბიჭების სახეები რომ წარმომიდგა, გაღიზიანებულები რომ შეჰყურებდნენ ბედნიერ სიძეს.
-ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ზუსტად მაგათზეა ნათქვამი!-ისიც ამყვა სიცილში, თან კნუტი ხელებში შეათამაშა,-მიდი გაემზადე და კაფეში წავიდეთ. რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართ... ძველი დრო გავიხსენოთ, სკოლიდან გამოპარული, მე რომ მაფარებდი თავს და პატარა ბავშვივით აქეთ-იქით მაპორწიალებდი,-თბილად გამიღიმა და ძალუმად ჩამიკრა გულში.
ვერაფერი ვერ შეედრება, მონატრებული მეგობრის სურნელს. სულ თან რომ დაგყვება და არასდროს არ ნელდება. გამუდმებით მისით რომ იმოსები, სევდის გასაქარვებლად და სანუგეშებლად, მისი თვალები რომ დაგყვება მეგზურად.
თორნიკე, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა რა მიჭირდა. ყოველთვის მხარს მიბამდა, თუნდაც უკანასკნელი სისულელე ყოფილიყო და ჩემთან ერთად იმხობდა სახლს თუ სკოლას. ჩემთან ერთად იღებდა მშობლების, მასწავლებლების შენიშვნებს და არც ერთი წამითაც არ მაქცევდა ზურგს. საოცარი იყო მისი თვალები, როდესაც მე მიყურებდნენ და ყოველთვის ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას. თავისუფლად შემეძლო მისი განწყობის გამოცნობა, როდესაც სიტყვასაც ვერ აცდევინებდნენ და ვამაყობდი, უბრალოდ შეხებით რომ შემეძლო მისთვის განწყობის გამოკეთება. იმდენად დიდი იყო ჩემი მის მიმართ სიყვარული, ყურადღებას არც კი ვაქცევდი ჩვენს ირგვლივ აგორებულ ჭორებს და თითოეული ნაბიჯით ვამტკიცებდი, რომ ბიჭსა და გოგოს შორის, ყველაზე ძლიერი მეგობრობა მყარდება ხოლმე, რომლის დარღვევა კონტინენტების დაშლას უდრიდა. თორნიკეც ხვდებოდა ჩემ განცდებს და "ჩემი" ღიმილით დამშვენებული მიკრავდა გულზე, მორიგი თაყვანისმცემელის მოშორების შემდეგ.
-მუშუ სად წავიყვანო კიმარა?-გამახსენდა, როდესაც ჩაცმა-დახურვას მოვრჩი და დოინჯშემოყრილი გადავუდექი წინ.
-შენ მეზობელს დაუტოვე... აი, წინა ზაფხულს ფანჯარა რო ჩავუმტვრიეთ და თოფით მოგვსდევდა,-წამოაყენა იდეა და იმ დღის გახსენებაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-რა მოუსვენრები ვიყავით მაინც,-გადავაქნიე თავი, სიცილის დასრულებისთანავე და კნუტ ახუტებული ჰოლში გავედი.
-ვიყავით კი არა, იყავი და მე ავტომატურად ვიჩაგრებოდი,-შემახსენა აშკარა ფაქტი და ტანჯული გამომეტყველებით დააკაკუნა მოპირდაპირე კარზე.

888

-ბათუმს ქათქათააას, ბათუმს თვალწარმტაააცს, ზურმუხტ მშვენებას, სიცოცხლით სააავსეეეეს!.. თუ შეგიყვარდაააა, ტრალა-ლა-ლა-ლა, ლალა-ლაა-ლაა...-სულაც არ აქცევდა გამვლელების მზერას, ისე აგრძელებდა თორნიკე სიმღერას და მეც მაიძულებდა ავყოლოდი.
-თორნიკე შარაშენიძე, ნუ შემიკალი ხელში,-ვუსაყვედურე და სამღერად დაღებული პირი რომ შევამჩნიე, უმალ ხელი ავაფარე.-აი, პროსტა ვინ დაგაძალა დაენიძლავეო? რა გეგონა, სუმოს მოჭიდავით მოძრავ კაცს, სმაში მოუგებდი?!
-ხო მოვუგე?-თავის ქიცინით დამაშტერდა და როგორც კი ჩემ მზერას გადააწყდა, უმალ მოკეტა.
-მაინც და მაინც, დღეს რომ არ დაგელია, არ შეგეძლო? მე შენთან ერთად მინდოდა დროის გატარება და არა ჰამაკივით მოქანავე ბიჭთან!-წყენა ვერ შევიკავე და გაღიზიანებულმა, ჰორიზონტს გავუშტერე თვალი.
-აუ, აუ, არ გამიბრაზდე რა!-მისკენ მიმატრიალა და გაყინულ ლოყაზე ჩამომისვა ხელი,-სულ გამოვ***დი... წამო, მთელი საღამო შენი ვარ!..-წამოიძახა, ხელი ჩამავლო და ნათურებით განათებულ კაფეში შემიყვანა.
ლამის თვალები ბუდიდან გადმომცვივდა, ყველა ჩემი იქაური მეგობარი რომ შევამჩნიე და გულაძგერებულმა, მაგრა მოვუჭირე ხელზე ხელი თორნიკეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის სიკარგეში, როდესაც თბილი ღიმილით გადმომხედა, წვერ მოშვებულ ლოყაზე გამეტებით ვაკოცე და მონატრებულ ბავშვებს შევუერთდი.
დემონი და მისი გამოხტომები, სრულიად ამომივარდა თავიდან და თავდავიწყებას მივეცი. იმდენად დიდი იყო სიხარული, ბავშვობის წლების აღდგენისა, რომ დილანდელი ინციდენტი, მეხსიერების კუნჭულებში მიიმალა. სულ არ მახსოვდა, რომ მიყვარდა, რომ უპასუხო იყო ჩემი გრძნობები, რომ ჩემი "ტრფიალის" ობიექტი, სრულებით არ შეესაბამებოდა ნორმალურ ბიჭთა კატეგორიას და ჩემი პრობლემები იწყებოდა და მთავრდებოდა, სწორედ ამ არა-ნორმალური ადამიანის ხედვით... თუმცა, იყო ერთი რამ!.. გულის კუნჭულში, მაინც მივლიდა გამკენწლავი ტკივილი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა და ლამის ყველგან შავი თვალები მელანდებოდა. მაგ დროს, ძლიერად ვეკვროდი თორნიკეს და თავს მის მხარში ვრგავდი... თუმცა, გულს მაინც ვერსად ვერ გავექცეოდი.
-მაკუ, წამო ვიცეკვოთ,-თვალებ აჟუჟუნებულმა გადმომხედა და უპასუხოდ წამომაყენა,-გადავრიოთ მთელი ბათუმი!
-დედა, რა გეშველება,-წამოვიძახე, მხრებზე ხელები ჩამოვაწყვე და ნელ მუსიკას ტანი ავაყოლე.
-ხო იცი არა, როგორ მიყვარხარ?! იმენა დაზე უფრო და ხარ!.. ღვიძლი და და შენ გამო, კაცსაც მოვკლავ იცოდე,-მელაპარაკებოდა და ნაზად მეფერებოდა ჩამოშლილ თმებზე.
-მთვრალი ხარ,-გამეცინა მის სიყვარულის ახსნაზე, მხარზე მოვუთათუნე ხელი და ლოყა მხარზე ჩამოვადე.
-შენ თავს ვფიცავარ, თუ სასმელი მალაპარაკებდეს... იმენა გულში მიყვარხარ,-მკერდზე მჯიღი დაირტყა და სიცილით, კვლავ წელზე მომეხვია.
როგორც კი ახალი სიმღერა დაიწყო, მე სცენას გავცილდი, თორნიკე კი ერთ-ერთმა მეგობარმა მიისაკუთრა. ღიმილით ვუყურებდი, ბიჭების მცდელობას, გოგოების გასაბრაზებლად და ნოსტალგიის შემოტევას ვგრძნობდი. ის იყო, წვენის ასაღებად უნდა წამომდგარიყავი, მკლავში ხელი რომ ჩამავლეს და სადღაც გამიყვანეს. ენაზე მომდგარი კივილი პირზე შემახმა ნაცნობი სურნელი რომ ვიგრძენი და მზერა დაბინდულმა, ძლივს გავარჩიე დემონის სილუეტი. ნერწყვი ყელში გამეჩხირა, სიბნელეში გამომკრთალ ანთებულ თვალებს რომ შევხედე და კედელზე აყუდებული, მხოლოდ იმას ვნატრობდი, აკანკალებული ხელებში არ ჩავკვდომოდი, იმდენად სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა, მხრებში ჩაფრენილი მხურვალე ხელები.
-იმის... იმის გამო წამოხვედი, ხო?!-ისეთი ტონით დაისისინა, სხეულში გამცრა და უფრო ავეკარი კედელს.-მაგის გამო არ წამომყევი?!
-რას ამბობ?-მისი სიახლოვით დაბნეულმა ძლივს ამოვილუღლუღე და ხელები ისეთი ძალით მოვმუშტე, ფრჩხილები კანში შემესო.
-არ იცი ხო, რას ვამბობ!-დაიგრგვინა, გამჭვირვალე კედლისკენ მიმაბრუნა და აგდებით მანიშნა სუფრასთან მჯდომ შარაშენიძეზე.
-თორნიკესთან რა გინდა?.. რა შუაშია?-უფრო მეტად დავიბენი და შიშით ავხედე ძარღვებ დაბერილს.
-აჰა, ე.ი. თორნიკე არა?!-ზიზღით წარმოთქვა მისი სახელი და მაიძულა თავისთვის თვალები გამესწორებინა,-რა მინდა გაინტერესებს?! თავის წაცლა მინდა!.. ხელების დამტვრევა მინდა!.. მისი გაქრობა მინდა და გავაკეთებ კიდეც, თუ მალე არ აახვევს აქედან!
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ?-წამოვიყვირე განრისხებულმა და თავი ძლივს შევიკავე მთელი ძალით რომ არ გამერტყა.-რა უფლებით ლაპარაკობ მასზე ასე?!
-უფლებებზე ნუ მელაპარაკები სიხარულიძე!.. ნუ მელაპარაკები!-ისიც აყვირდა და კვლავ ხელებში ჩამაფრინდა.-რა გინდა მაგასთან?! ამიხსენი რა?! რატო გეკურკურება მაინც და მაინც შენ?!
-არაფერი არ უნდა და საიდან მოიტანე რომ მეკურკურება?-ვეცადე ხმის ტემბრი შემეკავებინა, რათა ისევ არ ავყვირებულიყავით. სულაც არ მსურდა, ვინმე გამხდარიყო ჩვენი "საუბრის" მოწმე.
-გოგო მე შენ ბრმა გგონივარ?!-დაიღრინა და დარბაზიდან გამომავალ შუქზე, ნათლად გავარჩიე საფეთქელთან მფეთქავი ძარღვი.-გგონია ვერ დავინახე, როგორ გიყურებდა?! ან საერთოდ, რატო ცეკვავდი იმ ს**თან?! რატო ბედავ გოგო ამდენს?!
-გიჟი ხარ!.. არანორმალური!..-ენა დაბმული ავლუღლუღდი და ვეცადე მოვშორებოდი.
-აჰა!.. კიდე შენ მეუბნები არანორმალური ხარო?! ვიგაც გამო****ებულთან ცეკვავ და კიდე მე მეუბნები გიჟი ხარო?!-აყვირდა და აცახცახებული გამშორდა.-რა გინდა გოგო!.. გინდა ვინმე მოვკლა?! მაინც და მაინც ვიღაც უნდა შემომაკვდეს, ჭკუა რომ ისწავლო?! ქორწილში რო აეკიდე ეგ არ გეყოფა?! რა გავაკეთო, რა!
-შემეშვი... თავი დამანებე!.. აღარ მომიახლოვდე!..-დაზაფრულმა ამოვთქვი და სირბილით შევვარდი კაფეში.
მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე სხეულის ცახცახი, სკამზე რომ ჩამოვჯექი და ვინმეს რომ.არ შეემჩნია ჩემი გაფითრებული სახე, სულმოუთქმელად გამოვცალე ჭიქა.
წამში ამიხურა ალკოჰოლმა სხეული და მომღიმარ თორნიკეზე მიჩერებულმა, ღმერთს მადლობა გადავუხადე, მისთვის შეუმჩნეველი რომ დარჩენილოყო ჩემი გაქრობა.
გონება უნებურად გადაერთო ლუციფერზე და მისი საქციელის გახსენებისას, საბოლოოდ დავრწმუნდი მის არანორმალურობაში.

888

ძლივს ჩაძინებული, ტელეფონის ზუზუნმა გამომაღვიძა და ლანძღვით გადავყავი საბნიდან ხელი, თან თავს ვილანძღაცდი მისი ჩართვა რომ გადავწყვიტე. წუთი მაინც ვეძებდი ტელეფონს და როგორც კი ვიპოვე, ნიმერზე არ დამიხედია ისე ჩავყვირე.
-ალილუია, როგორც იქნა მიპასუხე!-ყურმილის ბოლოდან გაისმა ნაცნობი ხმა და გაბეზრებულმა დავიფრუტუნე,-სად გქონდა გოგო ამდენ ხანს მობილური?! ან რატო გათიშე?! აქ ჩამოხვალ და მე გაჩვენებ, როგორ უნდა კაცის დაკიდება.
-გიგი, მაგისთვის გამაღვიძე ამ საღამოს?! დილისთვის ვერ მოიცლიდი?-ავწუწუნდი და უფრო მეტად გავეხვიე საბანში.
-არა, სხვა საქმეზე... მისმინე და არ მომატყუო იცოდე!-გამაფრთხილა, თან აყვირებულ აკოს ეჭვი მაქ რაღაც ჩაარტყა,-უჩა შენთანა? გესმის რას გელაპარაკები?
-რატო მეკითხები?-მის ხსენებაზე, სხეული ერთიანად დამეჭიმა და მილულული თვალებიც უმალ ვჭყიტე.
-რაც შენ წახვედი, საერთოდ არ გამოჩენილა... ტელეფონიც გათიშა დღეს და საერთოდ ვერ ვუკავშირდები... მითხარი მანდაა?!-ანერვიულება დაეტყო ხმაში მეტრეველს.
-დღეს იყო ჩემთან... მერე აღარ მინახავს!-კაფის ინციდენტის ხსენება საჭიროდ არ ჩავთვალე და საშინელების მოლოდინში საწოლზე წამოვჯექი.
-არ უღქვამს სად ვრჩებიო?
-არა!-თავი ისე გავაქნიე, თითქოს ნახვას შეძლებდა.
-კარგი, თუ რამე და, შემატყობინე იცოდე!-უღონოდ ამოიოხრა.
-გიგი, რამე ხდება?-ძლივს შევძელი კითხვის დასმა.
-არ ვიცი მაკრინე! არ ვიცი!.. რაღაცაა უჩას თავს... ძალიან შეიცვალა,-შეპარვით მითხრა, თითქოს რაღაცას მანიშნებსო.
-სერიოზულია?-უნებურად გამექცა ენა და პასუხის მოლოდინში, ლამის ტუჩები მოვიკვნიტე.
-ეჭვი მაქ, კი!..-დაქანცული სიცილი გაისმა და სანამ ისიც კი ვერ გავიაზრე, თუ როდის დავემშვიდობე.
გიგის ნათქვამმა, ერთიანად საგონებელში ჩამაგდო და რაც იმ წამს გულით მწადდა, დემონის ადგილსამყოფელის გაგება იყო. ფიქრი არ მშორდებოდა იმაზე, რომ მიზეზი მისი ამ მდგომარეობისა მე ვიყავი და თავს ვადანაშაულებდი, ასე უხეშად რომ მოვექეცი გაბრაზებულს, იმის მაგივრად რომ დამემშვიდებინა. რამე რომ დამართნოდა, ზუსტად ვიცოდი ვერ გადავიტანდი და აკანკალებული ვცემდი ოთახში ბოლთას. იმდენად დიდი იყო მისი დაკარგვის შიში, მისი საშინელი ხასიათიც კი არ მახსოვდა და რომ მენახა, წინააღმდეგობისგარეშე დავყვებოდი მის ნებას.
-ოღონდ გამოჩნდი!.. ოღონდ გამოჩნდი!..-ოთახში დაგუბებული ჩახუთული ჰაერი გაუსაძლისი რომ გახდა, ბუტბუტი შევწყვიტე და აივნის კარები გავხსენი.
კივილის ჩასახშობად პირზე ხელი ავიფარე და თვალებგაფართოებული დავაჩერდი, აივნის მოაჯირზე დაყრდნობილ ახოვან სილუეტს.
-შენ... შენ აქ რა გინდა?-გაოგნებულმა ძლივს მოვსბი კითხვას თავი და რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი.
-არ ვიცი!-ისე ჩაიდიდღუნა, სიტყვები ძლივს გავარჩიე.
-როგორ ამოძვერი ამ სიმაღლეზე?-დაზაფრულმა ჩსვიხედე ძირს და მეხუთე სართული, უმაღლეს წერტილად ჩავთვალე იმ წამს.
-ჩვეულებრივად,-იმავე ტონით მითხრა, თან არც ერთი წამით არ ბრუნდებოდა ჩემკენ და ეწეოდა.
პირველად შევამჩნიე მის ხელში სიგარეტი და უსიამოდ გამკრა გულში რაღაცამ.
-რამე რომ მოგსვლოდა... სულ გადაირიე?-ბოლომდე ვეღარ მოვთოკე თავი და წამოვიყვირე.
მხოლოდ ჩადენილის შემდეგ გამახსენდა მშობლები და ენაზე ვიკბინე.
-არაფერი არ მომსვლია,-უდარდელად აიჩეჩა მხრები და მთელი საუბრის განმავლობაში, პირველად გამისწორა თვალი.
ნანახმა კი ასგილზე გამაქვავა. უჩვეულოდ ჩაშავებოდა უპეები, სახე გაცრეცოდა და არც ერთი სხივი არ უკიაფებდა თვალებში. სრულ სიბნელეს მოეცვა, ისედაც უკუნივით შავი ირისები.
-ტელეფონი რატო გაქ გამორული? ბიჭები ნერვიულობენ შენზე,-ხმადაბლა ვუთხარი და წყენამ დამიარა, კვლავ ზურგი რომ მაქცია.-არ გესმის რას გელაპარაკები?
-რა აზრი აქ?!-ახალი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან და გააბოლა.
-შეწყვიტე მაგის მოწევა და ამიხსენი რა ჯანდაბა გჭირს!-წყობიდან გამომიყვანა მისმა ინდიფერენტულობამ და აივნიდან ვისროლე წაკიდებული სიგარეტი.
-გაინტერესებს რა მჭირს?!-როგორც იქნა, ჩამოიხსნა ნიღაბი და თვალებ ანთებული დამაშტერდა,-შენ... შენ მჭირხარ!.. მოსვენებას არ მაძლევ, ყოველ წამს თავს დამტრიალებ და ისე იქცევი, თითქოს ვიღაც გამვლელი ვიყო!.. იცი, რომ ვერ ვიტან ზურგს რომ მაქცევენ და შენ ჯინაზე იგივეს აკეთებ... ფეხებზე მიკიდებ!.. საერთოდ არ გაინტერესებს რას ვფიქრობ... მე, მთელი სამი დღეა გეძებ!.. სამი დღეა საერთოდ არ მძინებია, იმაზე ფიქრში, რაღაც რომ დაგემართა! სამი დღეა მთელ ქალაქს ვაწიოკებ რომ გიპოვო, შენ კი ვიღაც ა**არს ეფლირტავები!.. გეუბნები გამომყევითქო, შენ კი რჩები და იმ... იმას მიყვები! მითხარი, რა ვიფიქრო ამის მერე?! რა გავაკეთო?! ის მოვკლა, თუ თავი მოვიკლა! რა გინდა, ჰა?!-თანდათან ტონს უწევდა განრისხებული და ხელებს ნერვიულად მუშტავდა.
დაუფიქრებლად ჩავებღაუჭე პერანგზე, გვერდითა ფანჯარაში შუქი რომ აინთო და ოთახში შევაგდე. ფართხა-ფურთხით დავხურე კარები და გულაძგერებული სახელურს დავეყრდენი. დიდი იმედი მქონდა, რომ მეზობლებს შეუმჩნეველი დავრჩით, თორე წარმოდგენაც არ მინდოდა რა ამბავი ატყდებოდა, ამას მამაჩემი რომ გაიგებდა.
-არ ვიცი რა გჭირს, მაგრამ საშინლად რომ იქცევი ეგ ფაქტია!-მივუბრუნდი ოთახის ცენტრში გაშეშებულ ლუციფერს და სკამზე მოწყვეტით დავჯექი.
-რა გინდა გავაკეთო?-ისეთი დაღლილი ტონით მკითხა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და შერცხვენილი იატაკს დავაჩერდი.
-მე არაფერი არ მინდა,-ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე და თითები ნერვიულად ავხლართე ერთმანეთში.
-ვინ არის?.. რა აკავშირებს შენთან?-დიდი ხნის პაუზის შემდეგ მკითხა დაძაბული ხმით, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.
-თორნიკე შარაშენიძე... ჩემი მეგობარია... ბავშვობის,-ოხვრას ამოვაყოლე სიტყვები და იმის მაგივრად დემონის საქციელი გამეანალიზებინა, ხალიჩაზე ათამაშებულ მთვარის შუქს დავაკვირდი.
-მეგობარი და მეტი არაფერი?!-ეჭვნარევი ხმით მკითხა და გავიგე, როგორ მომიახლოვდა რამდენიმე ნაბიჯით.
-გთხოვ, ნუ ამახსნევინებ რას ნიშნავს ჩემთვის თორნიკე და შეწყვიტე უაზრო კითხვების დასმა,-გაბეზრებულმა ავხედე შუბლშეკრულს.
-შენ... ის გიყვარს,-ამოილუღლუღა, ფეხების ფლატუნით მიუახლოვდა საწოლს და დაღლილი გამომეტყველებით ჩამოჯდა,-ისეთი თვალებით უყურებდი... მითხარი, მართლა გიყვარს?!-თავდახრილმა გადმომხედა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო.
-შენ რა, გიგი, ჯაბა ან აკო არ გიყვარს?! რას ხედავ გასაოცარს იმაში, რომ შესაძლებელია ბავშვობის მეგობარი მიყვარდეს?!-იმავე ტონით ვუპასუხე და მის თვალებს მზერა მოვაცილე.-არ მესმის შენი... არ ვიცი რა გემართება... ბიჭები ნერვიულობენ შენზე, შენ კი...-ხელი ჩავიქნიე და მთვარეს გავუსწორე მზერა.
თითქოს მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ლოყები სირცხვილისგან ამიწითლდა. ლუციფერი კვლავ ჩემ ოთახში იმყოფებოდა. ამჯერად ფხიზელი და ათას სისულელეზე მელაპარაკებოდა. მთვარის შუქით განათებული ოთახი, ზედმეტად ინტიმურს ხდიდა გარემოს და გონებასაც მირევდა. აფორიაქებული აზრებს ვერ ვალაგებდი და აცახცახებული სხეულის დაწყნარებას ვცდილობდი. დემონი მისი არაადეკვატური საქციელით, საგონებელში მაგდებდა და თითქოსდა დაუჯერებელ ამბავს, იმედის შუქს ჰფენდა.
-მე... უბრალოდ... არ ვიცი რა მჭირს...-ალუღლუღდა ენა დაბმული და ნერვიულად გადაისვა ბზინავ კულულებზე ხელი,-ვიცი, უცნაურად ვიქცევი... გაბნევ... მაგრამ, უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად, როგორ მოვიქცე... არ ვარ მიჩვეული... უცხოა ეს ჩემთვის... აი, როგორ აგიხსნა, ტო!-წამოხტა ფეხზე და ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.
-ბიჭებს დაურეკე... ნერვიულობენ შენზე,-ვეცადე მისი ნათქვამი ამერიდებინა. თითქოს გუმანით ვგრძნობდი მომავალ საფრთხეს.
-რა დროს ბიჭებია ტო... მე შენ გელაპარაკები,-აიქნია ხელი და აფორიაქებული დამაშტერდა.
მიუხედავად ბაცი განათებისა, ნათლად დავინახე, როგორ აუწითლდა ლოყები და დარცხვენილმა, უცებ გაატრიალა თავი კედლისკენ. უნებურად გამეღიმა მის დაბნეულობაზე და თავი დავაჯერე, რომ ნამდვილად ლუციფერი იდგა ჩემს წინ.
-აი, როგორ გითხრა... მე შენ... აუ, იმენა რა!.. ხო გითხარი, არ ვართქო მიჩვეული და რას მტანჯავ ტო!.. ვიცი, რომ გეშინია ჩემი, რომ საერთოდ არ მოგწონვარ...გძულვარ,-ბოლო სიტყვები ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და სუნთქვა აჩქარებული მომიბრუნდა,-მინდა რომ აზრი შეიცვალო... ჩემზე კარგს ფიქრობდე... ანუ, გაიგონე რას ვგულისხმობ?
უარესად დაბნეულმა, თავის დაქნევა ძლივს მოვახერხე და თვალები გამიფართოვდა, შვების ღიმილმა რომ გაუპო ბაგე. ნერვული სიცილი აღმოხდა და აივანზე გაალაჯა. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც მოაჯირზე გადააბიჯა და დაზაფრული გავვარდი კარებში. მკლავში ხელი ჩავავლე და არაფრის დიდებით არ გავუშვი, იმაში დარწმუნებულმა, რომ ჭკუაზე შეშლილი, ს აპირებდა.
-ნუ სულელობ! ახლავე შიგნით შემოდი,-დავეჯაჯგურე და მეორე ხელით ქურთუკში ჩავაფრინდი.
ნათლად ვხვდებოდი, რა წინააღმდეგობა იყო ჩვენ შორის. დარწმუნებული ვიყავი, ერთი განძრევა და უმალ მომიცილებდა თავიდან. მისი მკლავების შემყურე, თავი გაფიჩხინებული წკნელი მეგონა. თუმცა საკვირველი იყო, რომ ადგილიდან არ ტოკდებოდა და ღიმილით დამრჩერებოდა შემცივნულს.
-გინდა შენთან დავრჩე?-მეამიტურად ააფახულა წამწამები, მოაჯირიდან გადმოვიდა და წინ ამეტუზა.
-მორჩი ხუმრობას და შიგნით შემოდი... კარების დანიშნულებაზე არაფერი გსმენია?-მისი სიტყვები კულტურულად არ შევიმჩნიე, კვლავ ქურთუკის კალთაზე ჩავეჭიდე და ოთახისკენ გავქაჩე.
ფეხის წვერებზე გავიარე მანძილი შემოსასვლელამდე და ისე გადავატრიალე საკეტი, თითქოს ბომბს ვეხებოდი.
-როდის წახვალ თბილისში?-მომიბრუნდა და კარებს ხელით დაეყრდნო.
-ორ დღეში... ეხლა კი წადი და ბიჭებს დაურეკე!-ვუბრძანე და ვუბიძგე ზღურბლს რომ მოშორებოდა.
-მეც მაშინ მივდივარ... და ერთად წავიდეთ,-დამიქიცინა თავი და კვლავ მომიახლოვდა.
-მე თორნიკე წამიყვანს,-მე თვითონაც ვერ გავიაზრე, თუ რატომ ვთქვი ეს და წამში ვინანე, მის ანთებულ თვალებს რომ გადავაწყდი.
-ჩემი ჭკუიდან შეშლა გინდა ხო?!-ავის მომასწავლებელად დაიღრინა, მკლვებში ხელი ჩამავლო და ისე მომიახლოვდა, მისი სხეულიდან მომავალ სითბოს, მთელ ტანზე ვგრძნობდი,-მაგასაც ვნახავთ, თუ წაგიყვანს!-დამჩურჩულა და მის თვალებში გამკრთალი სხივისთვის, მხოლოდ წამით შევძელი მზერა მომევლო, მოულოდნელად რომ დაიხარა და საფეთქელთან ცხელი კოცნის კვალი რომ დამიტოვა.
აზრზე როდესაც მოვედი, დემონი კარგა ხნის წასული იყო. მე ისევ შემოსასვლელთან გავშეშებულიყავი თხელი პიჟამოს ამარა, სადარბაზოდან შემომავალი სიცივე კი მთელ სხეულს მისუსხავდა. გული ისე მიდუღდა, მეგონა დავიხრჩობოდი და ნათლად ვგრძნობდი, საფეთქელთან შერჩენილ მხურვალე კოცნას.
როგორც კი მისი თვალები გამახსენდა, შემიძლია დავიფიცო რომ გაყინული კიდურები, წამში გამითბა.
ალბათ, სწორედ ამას ჰქვია სიყვარული!
---
როგორც კი ტანსაცმლის ჩალაგებას მოვრჩი, სპორტული ჩანთა კარებთან დავდე და სარკეს მივუახლოვდი. აწეწილი თმები გავიშალე, მსუბუქი ნაწნავი გავიკეთე და ანარეკლს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. უნებურად გამეღიმა, ჩემ ჩაცმულობას რომ მოვკარი თვალი და აკოს ნაჩუქარი მიკი-მაუსებიანი ზედა შევისწორე.
თითქმის ერთი კვირა იყო, რაც ბიჭები არ მენახა და უნდა ვაღიარო რომ ძალიან მენატრებოდა თითოეული მათგანი. აკო, თავისი სულელური და ჰიპერ-აქტიური გამოხტომებით. გიგი, მუდმივად თბილი და იშვიათად მომნუსხველი, დონ-ჟუანის მზერით და ჯაბა, ზოგჯერ სვანური გაჭედვებით. დემონი კი... ის სულ სხვა საკითხი იყო!.. სიმართლე ვთქვა ის ყოველთვის მენატრებოდა... და თავი მძულდა ასეთი სენტიმენტალურ-რომანტიული რომ გამიხდა ხასიათი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ჩემ თავს ამ ამპლუაში, მაგრამ... ხომ გაგიგიათ-"არასდროს თქვა არასდროსო!" თითქოს ჩემი გასაჭირი არ ყოფილიყო საკმარისი, ჩემი ტრფიალის ობიექტის საქციელიც ზედ ერთვოდა და სრული დომხალი მქონდა თავში. იმდენად შეუსაბამო, არარეალური და დაუჯერებელი იყო მისი ქმედებები, ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნიდი. განა ასე ადვილი იყო იმის დაჯერება რომ ლუციფერს ჩემ მიმართ რაიმე გრძნობა გააჩნდა?! არა, ზედმეტად აბსურდული იყო ყოველივე ეს. დედამიწის ღერძიდან გადაადგილებას უფრო ვირწმუნებდი, ვიდრე იმას რომ დემონს მე... არა, გაფიქრებაც არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დავთმობდი, ჩემი გრძნობები უპასუხოდ არ დარჩენილიყო. რაც არ უნდა უიმედოდ ვყოფილიყავი შეყვარებული, არაფრით არ ავაგებდი ოცნების კოშკებს. ვიცოდი, რომ მისი დანგრევის შემდეგ უფრო მეტად მეტკინებოდა. შეიძლება იმდენად დიდი ყოფილიყო ეს ტკივილი, რომ ფეხზე დადგომაც ვერ მომეხერხებინა. შესაბამისად, ათასწილად მერჩივნა რეალობის სიმწარე თავიდანვე მეგრძნო, ვიდრე შეფარული ტყუილით მეცხოვრა.
ყოველ ღამე სიზმრად ქცეული უკუნივით შავი თვალები და ცხადადნ ნაგრძნობი მწველი ტუჩები საფეთქელზე, უფრო გაუსაძლისს ხდიდა დუმილს და ლამის მთელი ხმით მეყვირა რომ მიყვარდა. მიყვარდა ისე, რომ შესაშურად მივითარდებოდა წარმოსახვის უნარი. ყოველდღე ნაგრძნობი მწველი მზერა და საღამოობით, კორპუსთან შემჩნეული ნაცნობი "შევროლეტი" ჩემი გონების კრეატიულობას, უმაღლეს დონეზე აფასებდა და ლამის მართლა დამეჯერებინა დემონის სულის სიფაქიზე. გონებაში ერთხელ გავლილი აზრი, კიბოს მეტასტაზებივით მოედო მთელ სხეულს და შეუძლებელი გახდა ნანახის უარყოფა. სიმთვრალეში და აივნის ინციდენტის დროს შემჩნეული დემონის მეორე მხარე, მართალია უცხო, მაგრამ საოცრად მიმზიდველი იყო ჩემთვის. იმდენად სუფთა და ბავშვური ნაპერწკლები დავინახე მის თვალებში, არასდროს არ ამომივარდებოდა მეხსიერებიდან. თითქოს სიუხეშით, გულქვაობით და სიხისტით ცდილობდა დაემალა ნამდვილი სახე, რომელიც წამი, მაგრამ მაინც ხილული გახდა ჩემთვის... და იმ წამსვე დავრწმუნდი, რომ ან დემონი იქნებოდა ან არავინ!
-მაკრინე, როდის მოდის ის შენი მეგობარი?-შემომძახა ოთახში დედამ და ჩემს ირგვლივ აგებული ფიქრების კორიანტელიც წამში დაინგრა.
-დამირეკა და ნახევარ საათში მანდ ვიქნებიო. მალე მოვა უკვე,-ვუპასუხე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ჩანთიანად მისაღებში გავედი.
ისევ სიმარტოვე. ბოლო დღეები ამაზე ფიქრს თავს ვარიდებდი, მაგრამ იმას ვერსად ვერ გავექცეოდი რომ ცივ, სიმარტოვე შეპარულ ბინას უნდა შევგუებოდი. აქამდე მშობლებთან სიშორესთან მიწევდა მიჩვევა, ეხლა კი "ულანაობასთან", მარტოობა რომ ერქვა. მთელი დღის მეგობრებთან გატარება, სახლის სიმყუდროვეს ვერ შემივსებდა. გულს კი მუშუს გვერდით ყოფნით ვიმშვიდებდი. მას მაინც მივიხუტებდი, სენტიმენტალიზმის ათი წუთის შემოტევას რომ ვიგრძნობდი.
-მიდიხარ უკვე?-გადმომხედა ტელევიზორთან მოკალათებულმა მამამ და როგორც კი მივუახლოვდი, მძლავრად ჩამიკრა გულში,-ჭკვიანად იცოდე! ხო იცი, შენი იმედი მაქ!.. თუ რამე და შენთან გავჩნდები იცოდე.
-გავიგე მამიიი!-გავუცინე და თავით ვანიშნე, ჩემი წასვლის დროათქო.
-წამო, ჩაგაცილებ. არ უნდა ვიცოდე ვის ვატან ერთადერთ შვილს?-სიმკაცრე ნარევი ხუმრობით მითხრა, ჩანთა გამომართვა და ჰოლში გაუჩინარდა.
-დედი, ეგ შენი მეგობარი, ლანას ქორწილში შენთან ერთად რო ცეკვავდა, ეგ ხომ არაა?-ეშმაკური ღიმილით მითხრა ნანამ.
-დედა!-გაღიზიანებულმა წამოვიძახე და მამას გამოვედევნე, ჩემი აწითლებული ლოყები რომ არ შეემჩნია.
-მუშუ გრჩება დედიკო!-მომაძახა სადარბაზოში გასულს და მეც ბუზღუნით მივბრუნდი უკან.
მკლავებში მომწყვდეული, აკნავლებული კნუტი გამოვართვი, ლოყაზე ვაკოცე და კიბეებს ჩავუყევი.
-ჭკვიანად, მაკრინე!-მომესმა გაბზარული ხმა და მიუხედავად იმისა, რომ ნანას სახე არ მინახავს, რეალურად ვიგრძენი ცხარე ცრემლები.
გულ დამძიმებულმა ჩავათავე კიბეები და როგორც კი სადარბაზოდან გავედი, ნანახისგან თვალები გამიფართოვდა. გაკვირვებული მივუახლოვდი მოცინარ წყვილს და ეჭვით მივაჩერდი გამხიარულებულ მამაჩემს.
-აბა, შენ იცი უჩა! მაკრინეს შენ გაბარებ და იცოდე გაუფრთხილდი.-უთხრა დემონს და შემდეგ მე მომიბრუნდა,-დაუჯერე იცოდე ამ ბიჭს და შენებურად ნუ გადაიყვან ჭკუიდან!-სიცილით დამკრა ცხვირზე ხელი, შუბლზე მაკოცა და განზე გადგა.
-არ ინერვიულოთ ბატონო თამაზ!-მტკიცედ ჩაილაპარაკა დემონმა და მამაჩემის გამოწვდილ ხელს, თავისი შეაგება.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე, რათა მორალურად მოვმზადებულიყავი და დემონის მიერ გამოღებულ, წინა სავარძელზე მოვთავსდი. წამში შევისწავლე მანქანის სალონი და რადიოს ხმა ავუწიე. იქნებ ასე მაინც ჩამეხშო წუთის წინ, ჩუმათ ნათქვამი-"არც ეხაა მაგის ნაკლებობა!" მტკივნეულად რომ მიხრავდა ტვინს.

888
ძილ-ბურანიდან ნაცნობმა ბარიტონმა გამომიყვანა და ზანტად დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს. თვალების ფშვნეტით გავხედე ჩემზე მოშტერებულ დემონს და უკომფორტო სავარძელზე გავსწორდი. წუთის შემდეგ გავაცნობიერე, რომ უკვე ქალაქში ვიყავით შესულები და სახლამდეც ბევრი არ იყო დარჩენილი. მობილურს დავსწვდი, მშობლებისთვის რომ შემეტყობინებინა მშვიდობით ჩასვლის ამბავი, მაგრამ დემონის ხელმა გამაჩერა.
-დავურეკე მე უკვე!-ერთი გადმომხედა და კვლავ გზას მიუბრუნდა.
-მადლობა,-ხმადაბლა ვუპასუხე და მიუხედავად მცდელობისა, მაინც წამოვწითლდი სახეზე.
ჯანდაბა, დემონს და მის თვალებში გამკრთალ სითბოს ნაპერწკლებს!!!
დავინახე, როგორ ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხე, როდესაც ჩემი რეაქცია შეამჩნია და თლილი თითები საჭეზე აათამაშა.
-მუ...-სიტყვა გამიწყდა, ლუციფერის მუხლებზე მოკალათებულ კნუტს რომ წავაწყდი და უკმაყოფილოდ დავიფრუტუნე, ულვაშების ცმაცუნით რომ გადმომხედა.-როდის მოასწრო შენთან გადასვლა?-ვკითხე და კნუტი ჩემთან გადმოვიყვანე.
-როგორც კი ჩაგეძინა... მოსწონს ჩემთან,-მხრების ჩეჩვით მომიგო და გულიანად გაეღიმა, კვლავ მასთან რომ გადაცოცდა პატარა მოღალატე.-აი, ხომ გითხარი!
-სულელი კატა!-ჩავიდუდღუნე და ეჭვიანობის გრძნობამ იჩინა ჩემში.
-კარგი აურა იზიდავთ კატებს!
-დედა, რა ხუმარა ხარ,-სარკასტულად მივუგე და ღიმილი ვერ შევიკავე მის მუხლებზე კნუტმა კოტრიალი რომ დაიწყო.
-შენც გიზიდავ,-სულაც არ მიაქცია ჩემ რეპლიკას ყურადღება, ისე განაგრძო და ხველა ავარდნილა, გაფართოებული თვალებით შევხედე.
-შენ...-არ ვიცი, რითი უნდა გამებათილებინა აშკარა ფაქტი, მანქანა რომ გაჩერდა და უაზრო თავის მართლებისგანაც მიხსნა... დროებით.
-ჩანთებს აგატანინებ,-მომაძახა მანქანიდან ჩამოსულს, კნუტი გამომიწოდა და საბარგულიდან ჩანთებიც გადმოიღო.
-როგორც ჩანს, სამყაროს აღსასრული ახლოვდება,-ჩემთვის ჩავილაპარაკე და კიბეებს ავუყევი.
როგორც კი საკეტი გავხსენი, მტკივნეულად დამეჯახა სიმარტოვის სურნელი და სერიოზულად დავფიქრდი, დემონის სახლში დატოვების პერსპექტივაზე. ერთი გადავაქნიე თავი აბეზარი ფიქრების გასაფანტად და ის იყო, ჰოლში შევაბიჯე, მკვეთრმა შუქმა რომ მომჭრა თვალი.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კრასოტკა!-სიცილით მახარა აკომ, ორ ნაბიჯში გადაფარა ჩვენ შორის მანძილი და ძალუმად ჩამიკრა გულში,-დედააა, რაფრა მომნატრებიხარ შე მწნილის დამშაქრებელო!-ჩამყვირა ყურში, დემონის გამაფრთხილებელი ჩახველებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე დამიკოცნა აწითლებული ლოყები.
-ძაან მომენატრეთ,-ალალად ვუპასუხე ბედნიერმა და ჩვენ შორის მოყოლილი მუშუ, ფრთხილად მოვიქციე ერთ ხელში.
-აი, პროსტა, რანაირად გცემო, მაგრამ საცემი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ! რანაირად გაგვეპარე ტო? გეთქვა ისე წასულიყავი, რო დააფეთე ეს კამფეტივით ბიჭი...-გაილექსა გუგავა, როდესაც მეტრეველის მუჯლუგუნმა გააჩუმა.
-მოკეტე, თუ გინდა ცოცხალმა მიაღწიო მაგ შენ სატრფოსთან და დამანახე ერთი მეც ეგ ბავშვი,-დაუღრინა, გუგავა გვერდზე გადადგა და ისე თბილად მომეხვია, ლამის ცრემლები გადმომცვივდა.-მართლა ხარ ცემის ღირსი, ხო იცი შენ!-სიცილით ჩამჩურჩულა, თავზე მაკოცა და ხელგადახვეულმა შემიყვანა მისაღებში.
-აწი, სულ გაგაფრთხილებთ ხოლმე,-გავუცინე და მასთან ერთად ჩამოვჯექი სავარძელზე.
-ვაა, შუშუუუ!-ისე წამოიძახა აკომ, მეგონა ქვეყანა ინგრეოდა და გაკვირვებულმა ავხედე, მუშუ რომ გამომგლიჯა ხელებიდან,-შენ კიდე არ გაზრდილხარ ტო? თუ ლილიპუტა ხარ და არ გვეუბნები?.. არ მოგენატრე შე მამა მიფ**ულო?!-ისე შეყვა კნუტის მოკითხვას, ჩვენ სრულიად გადავავიწყდით და მხოლოდ მაშინ ინება გსჩუმება, ბალიში რომ მოხვდა თავში.
-შენ ბიჭო, წესიერი ლაპარაკი არ უნდა ისწავლო?-დაუღრინა აქამდე ჩუმად მყოფმს დემონმა, თითქოს ის უცოდველი ყოფილიყოს.
-აუ, იზვინი რა!.. შუშუსთან ბაასს შევყევი,-მორიდებულად ააფახულა წამწამები და მობოდიშებით გადმომხედა.
-ვაი შენ პატრონს!-ჩაიქნია ხელი გიგიმ და ხელით მანიშნა, სერიოზულადაა ავადო.
-ეს ახალი შუტკაა თუ მე გამომრჩა რამე?-უინტერესოდ გადმოხედა მეტრეველს ლუციფერმა და კნუტთან მოთამაშეზე ანიშნა.
-მასეც შეიძლება ითქვას. ახალი მეზობელი გადმოუვიდა, 70წლის ბებო და მაგის სკოლაა,-სიცილით აუხსნა, ჩემთვის გაუგებარი ამბავი,-ნათურა გამოუცვალა აკომ ერთხელ და მაგის მერე, ყოველ დილით გამარჯობის მაგიერ მიაფ** მამაშენსო ეუბნება! ამანაც აიტაცა, როგორც ყველაფერში გაწაფულმა მოსწავლემ.
-მეტრეველი, **აკს ნუ აქიცინებ, თორე მოვიდა ფისო,-მაცდურად აათამაშა წარბები გუგავამ და კარებში გავარდა, საჩხუბრად აქოჩრილ გიგის რომ მოკრა თვალი.
-გუგავა!-დაიგრგვინა დემონმა და წამში მიწყნარდა სიტუაცია.
აკო და გიგი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ და მუშტებით მუქარას დაჯერდნენ.
-კიდე გამახსენებ მაგას და წაგაცლი თავს,-დაუსისინა გიგიმ აფხუკუნებულ ძმაკაცს.
-შენ კიდე რა ვერ მოინელე ეგ ამბავი?-გაბეზრებულმა აუქნია ლუციფერმა ხელი და აკოს გვერდით ჩამოჯდა.
როგორც კი კნუტმა ახლოს დაიგულა, ეგრევე მის მუხლებზე გადაცოცდა და თავი მუცელზე ჩამოადო. მანაც მოფერება დაუწყო და ეშმაკურად აკიაფებული თვალები მომაპყო. თითქოს მეუბნებოდა, არც შენ გიკლია ცოტაო... დეგენერატი!!!
-ოშხარელი, ისე ამბობ, თითქოს მათრახიანი ტიპი შენ დაგდგომოდეს თავზე,-გაბრაზებულმა უპასუხა და გვერდზე მიმიკრო.
-რა მოხდა ასეთი?-ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ინტერესით ავხედე გიგის.
-არაფერი ისეთი...-დაიწყო, აკომ რომ გააწყვეტინა.
-აუ, კრასოტკა, იმენა რა საღადაო ამბავია შენ არ იცი!-აღფრთოვანებული წამოხტა ფეხზე, ამბის მოსაყოლად საჭირო ფართი რომ ქონოდა,-იტოკში, მერეველს ქონდა დაბადებისდღე. ხოდა, ბიჭებმა გადავწყვიტეთ რამე ორიგინალური მოფვეფიქრებინა. იმენა, სახლში მივადექით ზუსტად თორმეტის წუთებზე, ბუშტებით და ამბებით. ეს გადაირია, დამაძინეთ, რა ჰეფი ბირსდეები აგიტყდათო, მაგრამ სახლიდან ხომ ვერ გაგყვრიდა, ზნაჩიტ გათენება მოუწევდა... შუა ქეიფის დროს, მე გავედი ვითომ დამირეკეს, ესა ისა და ცოტა ხანში იუბილარს მიუტანეს დიიიიდი ყუთი...
-შენ იმ დღეს ცოცხალი რომ გადარჩი გიკვირს მგონი,-როგორღაც ჩააკვეხა სიტყვა გიგიმაც და თვალები დაუბრიალა. მე კი მთელი ინტერესით ველოდი ამბის დასასრულს.
-აუ, მაცადე რა მეტრეველი, რას გაახურე ტო... მთავარი დამრჩა სათქმელი.
-რამე საშინელება გაგიკეთა?-მივუნრუნდი სიცილით გიგის.
-სიტყვა საშინელება სრულად ვერ აღწერს, რაც გამიკეთა იმას!-წარბებ აწკიპულმა მომიგო და განმიმარტა,-მთელი მოლოდინით ყუთს რომ ვიყავი მიჩერებული და გახსნას ვაპირებდი, იმ დროს ამოხტა ეს... გამოქლიავებული, თან ისეთ ფორმაში მთელი თვე ტყავის ტრუსიკიანი გუგავა მესიზმრებოდა, ვარდისფერი ბორკილებით რომ ვყავდი მიბმული საწოლზე და მათრახს მიტყლაშუნებდა.
-რქები გამოგრჩა,-დაუმატა დემონმა.
-შენი ღამის ოცნება ვიყავი გეჟო?!-ტუჩებ მოპრუწულმა, განაზებული ხმით გადმოულაპარაკა მეტრეველს, ძალით რომ ვაკავებდი სავარძელზე,-მოდი გეჟო, გაგაგეჟო!
-შენი პიდარასტი...-წამოხტა გაცეცხლებული გიგი ფეხზე და კარებში გავარდნილ აკოს გაეკიდა.
-ჩვენ წავალთ, შენ დაისვენე!-სიცილში ძლივს გავარკვიე თუ რა მითხრა ლუციფერმა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე,-ჭკვიანად!-ისეთი ტონით მიბრძანა, წამში შევწყვიტე კისკისი და ტაო დაყრილი სხეული, გაჭირვებით წამოვზიდე ფეხზე.
ჩაძინებული კნუტი გამოვართვი და ერთ ადგილზე მიყინულმა, მანამ არ მოვაშორე თვალი, სანამ კარი არ გამოიხურა.
ესეც შენი დასამშვიდებელი "კოცნა"!
ოცნებებში წავედი!

888
ლექციები როგორც კი დამიმთავრდა, მეგობრებს დავემშვიდობე და დაღლილი ჩავუყევი კიბეებს. იმდენად რთული აღმოჩნდა უნივერსიტეტთან თავიდან მიჩვევა, მთელ ენერგიას მაცლიდა და სახლში მისული, მეცადინეობას ძლივს ვახერხებდი და ეგრევე მეძინებოდა. ნახევარ ფაბრიკატების ჭამით, გული უკვე გადამძაღებული მქონდა და შიმშილიც დიდად არ მაწუხებდა. ერთადერთი რაც პრობლემას არ მიქმნიდა, ეს კნუტი იყო, რომელსაც ლექციების პერიოდში მეზობელ ბებოს ვუტოვებდი და სახლში დაბრუნებულს, თან მიმყავდა. ბიჭების ხშირი სტუმრობა, ერთფეროვან დღეებს სიხალისეს სძენდა და დემონის ხილვით გახარებული მუშუც, ლამის ფანჯრიდან გადამხტარიყო. თითქოს ჩემ წილ მონატრებასაც ის ავლენდა და მთელი მისი ჩვენთან ყოფნის პერიოდში, გვერდიდან არ შორდებოდა. ლუციფერიც ღიმილით მოიქცევდა მკლავებში მასთან შედარებით წერტილის ხელა არსებას და სათუთად ეფერებოდა. ჩვენშორის აღმართული კედელი კი ნელ-ნელა უფრო სქელდებოდა და მაღლდებოდა. მართალია მისი თავდაპირველი სიუხეშე ისეთი სიხშირით არ იჩენდა თავს, მაგრამ დაუძლეველი ბარიერი და დისტანცია, მტკივნეულად მიკუმშავდა გულს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მისი კოცნა მახსენდებოდა. ზოგჯერ ისეთი სურვილი წამომივლიდა რომ მივსულიყავი და მოვხვეოდი, თავის შეკავება მიჭირდა და რაიმე სისულელე რომ არ გამეკეთებინა, ეგრევე აბაზანაში გავრბოდი გამოსაფხიზლებად. ლამის ოცნებად მქონდა ქცეული მისი მხურვალე ხელების შეხება და სიზმრიდან გამოსული, ერთიანად ოფლში გაწუწული, თავს ვიწყევლიდი ძილშიც რომ არ მაძლევდა მოსვენებას. უკვე ტკივილამდე აუტანელი იყო დემონის ურეაქციოდ ყურება და სურვილის დაძლევა, მის სახეს არ შევხებოდი, რათა თითოეული ნაკვთი შემესწავლა. შემეძლო ვმჯდარიყავი და საათობით მეცქირა ისე, რომ წამითაც არ დავიწუწუნებდი. შემეძლო მთელი დღე არ მეჭამა და მასზე ფიქრში გამეთენებინა. იმაზეც კი ვფიქრობდი, ფსიქიატრთან წავსულიყავი და კონსულტაცია გამევლო. იქნებ აკვიატებად მქონდა ქცეული და არაფერი სხვა აქ არანაირ შუაში არ იყო. მაგრამ მისი ერთი ნახვს და არც ექიმი მაინტერესებდა, არც აკვიატება, არც დედამიწის გეოდისებური ფორმა და არც ის, თუ როგორ გამოთაყვანებულ გოგოდ მაქცია ამ გაუგებარი ტიპის ცხოველმა.
ტელეფონის ზუზუნმა მყუდროება დამირღვია და უკმაყოფილოდ გადავუსვი ეკრანს ხელი. შოკისგან ადგილზე დავბარბაცდი, მონატრებული ხმა რომ გაისმა და მოაჯირს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.
-ლანა?!-ძლივს ამოვთქვი და პირზე ხელი ავიფარე, სიხარულისგან რომ არ მეყვირა.
-მაკრინე, როგორ მომენატრე!-ჩამყვირა კისკისით და კარგა ხანს ხმა რომ არ ამოვიღე, ძვირფას ქმარს გადასძახა, ენა გადაყლაპა მგონიო,-გოგო ცოცხალი ხარ? მიპასუხე, გამისკდა გული!
-რომ ჩამოხვალ კუბოს გაგიმზადებთ შენ და შენ დარეხვილ ქმარს! ერთად უნდა ჩაგდოთ მიწაში!..-დავიწყევლე შინაბერასავით და გაბრაზებულმა დავუღრინე, სიცილით რომ მიპასუხა,-ორი კვირაა მანდ ხართ და ერთი არ უნდა დაგერეკა?! რა ვერ დაიშოშმინეთ ამდენ ხანს ჰორმონები, ერთი საათი რომ ვერ გამონახეთ ჩვენთვის?! მაინც და მაინც თაფლობის თვისთვის შემოინახეთ მთელი ტემპერამენტი თუ როგორაა თქვენი საქმე?!
-მანდედან რაღაც ხმები მომდის ცოლის და და ჭკვიანად იცოდე, თორე მერე ნახე შენ ტემპერამენტი და ამბები!-ახარხარებულმა ჯაბამ შემაწყვეტინა ლაპარაკი და სირცხვილისგან ისე წამოვხურდი, ქვაბი რომ დაგედგათ, წყალს ავადუღებდი.
-არ უსმინო ამას მაკრინე, უბერავს ცოტას,-მეხანძრეობა იკისრა დეიდაშვილმა და ეჭვი მაქ რაღაც ჩაარტყა ჯიშკარიანს,-შენ ის მითხარი, როგორ ხარ? დაგეწყო სწავლა? როგორ მიეჩვიე მარტო სახლს? მშიერი დადიხარ ხო?!
-მშვენივრად ვარ და ნუ გეშინია შიმშილით არ მოვიკლავ თავს,-სარკასტულად ვუპასუხე ჯერ კიდევ შერცხვენილმა.-თქვენ რას შვებით, ტკბებით იტალიის ხედებით? აქეთ როდის ჩამოდიხართ?
-სად გვცალია ხედების სანახავად ცოლის და! ერთადერთი ხედი რაც ვნახე, მზის ამოსვლა-ჩასვლაა... ეგეც საწოლიდან ჩანს თორე...-ჩამყვირა ისევ სიძემ და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ საღამოს, მარტო მოუწევდა საწოლიდან "ხედების" თვალიერება.
-ჯაბა, ძალიან გთხოვ შენი სექსუალური პოტენციალი, შენ ცოლთან არკვიო რა!..და მეტყვით თუ არა, როდის ჩამოდიხართ, თუ ვიმარჩიელოთ?!-ტონს ავუწიე და ისე ავათამაშე ჰაერში თითები, თითქოს ნახვას შეძლებდნენ.
-ამ კვირაში ჩამოვალთ ალბათ,-ამჯერად ლანამ მიპასუხა და მეც სიხარულით ამევსო გული.
-მალე ჩამოეტიეთ რა!.. საუკუნეა არ მუნახიხარ!-მოვყევი წუწუნს და იმ წამს მოსულ "შევროლეტს" თვალი გავუშტერე.
-მოგენატრე ცოლის და?
-ისე არ აგიდგა შენ გვერდები!-დავწყევლე ისევ და ისე ამიფრთხიალდა გული დემონის ნახვისას, მეგონა საცაა ამოვარდებოდა,-წადი შენ ბაღნები აკეთო ჯობია.
-მაცდით მერე?
-ჯაბა, გაყოს!-სმენას მისწვდა ლანას საყვედურ ნარევი ტონი და მეც გამეღიმა,-მაკრინე, მისმინე...
რას მელაპარაკებოდა საერთოდ არ მესმოდა. ერთადერთს რაც იმ წამს ვამჩნევდი, ეს დემონის გაცეცხლებული სახე იყო, მის წინ მდგომ, უცნაური ჩაცმულობის ბიჭს რომ უყურებდა. შორიდანაც ვამჩნევდი სახსრების გათეთრებამდე დამუშტულ ხელებს და დაძარღვულ კისერს, მარტო სიბრაზეს რომ ასხივებდნენ და გულით შემეცოდა მისი სიბრაზის ობიექტი, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის რომ უნდა ყოფილიყო. ისე საეჭვოდ იქნევდა გალაქულ თითებს და თეძოებს ისე არხევდა, კარგი ამბავი არ ელოდა ეტყობოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ოთახში ჩაკეტვა და ყინვაში დატოვება მაგასთან მონაგონი იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დემონის დამოკიდებულება მახსენდებოდა აკოს "პეწიკური" ხუმრობებისას.
-გესმის რას გელაპარაკები?.. მაკრინე!-დეიდაშვილის უკმაყოფილო ხმამ გამომარკვია.
-კი, კი, გავიგე!..-უტიფრად ვიცრუე და სასწრაფოდ დავამატე,-კარგი ლანა, ეხლა უნდა წავიდე და დამირეკე მერე იცოდე!.. აუცილებლად გამაგებინე, ჩამოსვლას რომ დააპირებთ.
-კი აუცილებლად!-დამპირდა და როგორც კი ჯაბა დამშვიდობებას მორჩა, მომიბრუნდა,-მიყვარხარ და მომიკითხე მანდ ყველა!
-მეც!-მოკლედ ვუპასუხე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სირბილით დავეშვი კიბეებზე, მოჩხუბართა ბრბო რომ გამეშველებინა.
-მოვკლავ!.. მოვკლავ ამის პი**რასტი დედა მო****ან"!.. მასეთებია ხალხს რომ აყ****ენ! მაგის არასწორი დედას შე***ი!!!-მოთქმით იგინებოდა დემონი და გამშველებლებს, ოსტატურად უძვრებოდა მკლავებიდან.
დავინახე, რამდენჯერმე რომ გლიჯა მუშტი ვიღაცას და გონებაში დავიტირე საცოდავი. ეჭვი მაქ, ისეთი სიძლიერით და სისწრაფით მოხვედრილ მუშტს უკვალოდ ჩაევლო. მაგრამ იმას ვერ ვარჩევდი, თუ ვის ეჩხუბებოდა. იმდენ ადამიანს მოეყარათ მათ ირგვლივ თავი, მიახლოება მიჭირდა და ერთადერთს რასაც ვხედავდი გაავებული ლუციფერი იყო, ბოლო ხმაზე რომ ღრიალებდა. ისეთი მრისხანება და სისასტიკე ჩასდგომოდა ბნელ თვალებში, რომ ნანახიც კი არ მქონდა და ისე ქონდა ყოველი ძარღვი გაშიშვლებული, დარწმუნებული ვიყავი ვიღაც შემოაკვდებოდა.
ბრბომ გვერდზე რომ გადაიწია და ხმაური რომ გაძლიერდა, რამდენიმე ადამიანს შორის გაძრომა მოვახერხე და იმავე წამს, პატრულის სირენის ხმა მისწვდა სმენას. დაზაფრულმა, საგრძნობლად შეთხელებულ გუნდში, თვალი მოვკარი დასისხლიანებულ ადამიანს და პანიკის შეტევამ დამიარა თხემიდან-ტერფამდე. გულმა ისე მიწყო ფილტვებს შორის ფეთქვა, მის მოძრაობას თავისუფლად ვხედავდი და აცახცახებული დამშვიდებას ვცდილობდი.
-უჩა, დაანებე...-ძლივს მოვაბი სათქმელს ხმაჩამწყდარმა თავი და ვერც კი გავიაზრე, რომ პირველად ვახსენე მისი სახელი.
არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივუჯექი გვერდით დემონს საპატრულო მანქანაში და ნერწყვი ხორხში გამეჩხირა, გაბრაზებულმა, აალებული თვალებით რომ დამხედა.
-შენ სახლში მოგხედავ!-ისეთი ტონით გადმომისისინა, მთელ სხეულზე ეკლებმა დამაყარეს და შიშისგან ადგილზე მოვიბუზე.
ესეც ჩემი "გმირობის" შედეგი!.. ჯანდაბა!

888
-არასდროს, არასდროს არ გაბედო იქ მოსვლა, სადაც მსგავს რამეს გადააწყდები!.. შენი საქმე არაა, ბიჭების ჩხუბის გაშველება და ვინემს გამოქომაგება!.. არასდროს არ გაბედო, ჩხუბში ჩარევა!.. მეორეჯერ, მსგავსი რამ არ განმეორდეს!.. გასაგებია?!-უკვე თვლა ამერია, იმდენჯერ მიმეორებდა ერთი და იგივეს და მეც იმდენჯერვე ტაო მაყრიდა ტანზე.
-გავიგე და აღარ ვიზამ მეტს!-ჩავიდუდღუნე დამნაშავეს ტონით და მეორე ხელის გაწმენდა დავუწყე.
მაინც არ მესმოდა რა დავაშავე. განა რა იყო იმაში გასაბრაზებელი, რომ მისი დახმარება მინდოდა და პოლიციაში გავყევი. ნუთუ უნდა ამდგარიყავი და მარტო დამეტოვებინა?! პოლიციაში მეგობარი რომ არ შეხვედროდა და გამოეშვა, მერე რას იზამდა?! მითუმეტეს იმდენი ადამიანი იდგა შენობასთან, სექსუალური "უმცირდსობის" უფლებების დაცვით განმსჭვალული, მრავლობითი მოტეხილობით რომ იყო გადაყვანილი იაშვილში... ვაი მაგათ პატრონს!
თუმცა ამას ლუციფერთან ხმამაღლა არ ვაღიარებდი. ისეთი გაღიზიანებული და გამწარებული იყო, დაუფიქრებლად დაერეოდა მაგათ და ყალბი დემოკრატიით შეფარულებს, ერთმანეთს მიაზილავდა. ისედაც თავს ძლივს იკავებდა, რაღაც რომ არ შემოეფშვნა დასისხლიანებულ ხელში.
-აი, რატო გაბრაზდი ასე, მაინც ვერ გავიგე...-ენა ჩემდა უნებურად გამექცა და იმ წამსვე ვინანე ნათქვამი.
-ნუღა მახსენებ... ნუ მახსენებ, სიხარულიძე!-დამიღრინა და გადახვეული ხელი ისე მომუშტა, გადაყვლეფილი ადგილებიდან, კვლავ სისხლდენა დაეწყო.
-კარგი, კარგი... არ მინდოდ!.. ბოდიში!..-წამოვიწახე და დასამშვიდებლად მხარზე ხელი მოვუთათუნე,-მაცადე ჭრილობის დამუშავება!
-მაინც მორჩება... არაფერია საგანგაშო...-აგდებულად დაიწყო, ეგრევე რომ გავაწყვეტინე.
-საჭიროა!
-დღეს... პირველად დამიძახე... სახელი!-კარგა ხნის პაუზის შემდეგ მითხრა ხმადაბლა და წამწამებს ქვემოდან ამომხედა.
მონუსხულმა, თავი გადავაქნიე აზრზე რომ მოვსულიყავი და აწითლებულმა მზერა მოვარიდე.
"-ამას ჯობდა, ისევ ჩემზე ყოფილიყო გაბრაზებული!"
-მე არ შემინიშნავს...-უტიფრად ვიცრუე და ჯიუტად განვაგრძე ჭრილობის დამუშავება.
-ხოო?-ეჭვით მკითხა დს ჩემ ხელებში მოქცეული ხელი, მაჯაზე წამავლო,-აი, მე კი შევამჩნიე!
-მერე... რა არის ამაში განსაკუთრებული... დიდი ამბავი,-ავლუღლუღდი აფორაჯებული, თან მისგან გაქცევის გზებს ვეძებდი.
-შენ როგორ გგონია?-რბილად მკითხა, თითქოს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდა ისე და მაჯაზე მოხვეული თითები აათამაშა.-არაფერია განსაკუთრებული?
-ა-არა!-ამოვთქვი სუნთქვა შეკრულმა და ხელზე დავეჯაჯგურე.
გაუსაძლისი იყო ასეთი სიახლოვე. ასე მეგონა, არა მარტო მაჯაზე, მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა და სუნთქვაც მიჭირდა. ჩვენს ირგვლივ დამძიმებული, ჩაზუთული ჰაერი ჩამოწოლილიყო და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-მართალი ხარ!-მოულოდნელად დამეთანხმა და ხელი მიშვა,-არც არაფერია!..
-წავალ, სუფთა წყალს მოვიტან,-წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი.
-გავხადოთ განსაკუთრებული!-ავის მომასწავებლად გაისმა ბოხი ბარიტონი და გასაქცევად გამზადებული, ადგილიდან ვერ დავიძარი.
წამში ჩამავლო მკლავში ხელი, მისკენ დამქაჩა და წონასწორობა დარღვეული, პირდაპირ მკლავებში ჩაბუვარდი. მთელ ტანზე ჭიანჭველების შემოსევა ვიგრძენი, როგორც კი წელზე ხელები მომავლო და გონება ერთიანად გამეთიშა, შიშის წამოძახილი, მწველმა ტუჩება რომ ჩაახშო. რეტდასხმულს, ერთიანად გამომელია ძალა და მუხლ მოკვეთილი, გაუაზრებლად აღმოვჩნდი მის კალთაში. იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა პირველი კოცნა, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვისაზრე და როგორც კი გონებამ საგანგაშო სიგნალი ჩართო, დიდი გაჭირვებით მოვწყდი დემონის ტუჩებს. გაოგნებული მივაშტერდი თვალებ დაბინდულს და ვიგრძენი, როგორ ამიწითლდა ლოყები მის დაწითლებულ ბაგეებს რომ შევხედე. აცახცახებულმა, ინსტიქტურად გადავისვი ენა დაბუჟებულ ტუჩებზე და ნერწვი ყელში გამეჩხირა, ანთებული მზერით რომ დამაშტერდა ლუციფერი.
-არ გამაჩერო!..-გაცილებით ხრინწიანად გაისმა ბრძანებლური ტონი და შეწინააღმდეგებაც ვერ მოვასწარი, ისე დამეძგერა.
უმალ მომავლო წელზე ხელი, მისი მუხლებიდან რომ არ წამომდგარიყავი, მეორე ხელით კეფა დამიჭირა და ჩემი თმები თითებში ახლართა.
მე კი... იმდენად გონების ამრევი იყო მისი კოცნა, შეწინააღმდეგობის უნარი ჯანდაბაში მოვისროლე, კოცნაში ავყევი და მისავათებული გულზე მივესვენე.
აი, შენი ნაქები თავმოყვარეობაც!!!
--
გიგრძვნიათ ოდესმე სულის სხეულიაგან განთავისუფლება?! მე ვიგრძენი! იმდენად დიდი იყო განცდილი სიამოვნება, რომ არა მჭიდროდ შემოხვეული მკლავები, წონასწორობა დარღვეული ჰაერში ავიჭრებოდი და ვარსკვლავებთან ერთად დავეკიდებოდი ცას გალაქტიკაში. ნეტარებისგან გონება ერთიანად მქონდა გათიშული და ერთადერთს, რასაც ვგრძნობდი, გულის წასვლამდე სასიამოვნო მწველი ტუჩები იყო, ჩასუნთქვის საშუალებას რომ არ მაძლევდა. ისე მომთხოვნად, დაჟინებით და ამავდროულად ნაზად მკოცნიდა, ლამისაა მის მკლავებში ჩავმდნარიყავი. მთელი სხეული საშინლად მქონდა მოდუნებული და ბურანში წასულს, არაფერი არ მადარდებდა დედამიწაზე. გულისცემა ისე მქონდა შენელებული, ასე მეგონა წამი-წამზე შეწყვეტდა ფეთქვას და დემონს, კიდევ ექნებოდა მიზეზი ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად.
თითის ბალიშებმა ყრუდ იწყეს ფეთქვა, როდესაც მჭიდროდ შეკრული მუშტები გავხსენი და მხურვალებამ თხემიდან-ტერფამდე დამიარა. კანკალით მივადე ხელისგულები ახურებულ გულ-მკერდზე და პერანგი მთელი ძალით მოვჭმუჭნე. უფრო მეტად მიმიკრო, როგორც კი მოსაცილებლად ვუბიძგე, მოხერხებულად შემომაჭდო კეფაზე თითები და კოცნა მეტად გააღრმავა. ალბათ უჰაერობისგან, უფრო ნეტარებისგან გული წამივიდოდა, მხურვალე ტუჩები რომ არ მოეცილებინა და აქოშინებულმა, გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს მიწებებული წამწამები. მისავათებულს, საკადრისი პასუხის გაცემაც ვერ მომეხერხებინა, ან რა პასუხზე იყო საუბარი, როდესაც მსგავსი სიამოვნება, ცხოვრებაში არ განმეცადა. ენადაბმულს, ხმის ამოღების ძალაც არ მქონდა და გაოგნებული შევცქეროდი, მხიარული ნაპერწკლებით სავსე, ლიბრ გადაკრულ თვალებს. იმდენად მიმზიდველი იყო, უკუნივით შავი ირისების, ამ მდგომარეობაში ნახვა, ისედაც დარეტიანებული კარგა ხანს აზრზე ვერ მოვედი და უფრო ამიხურდა სხეული, საგრძნობლად აწითლებულ, შესიებულ ბაგეებს რომ ვკიდე მზერა. შერცხვენილმა, გამეტებით ვიკბინე ტუჩზე და შესამჩნევად გამაკანკალა, ვნებიანად რომ ჩაეჩხვლიტა ტუჩის კუთხე. ფრთხილად გაინთავისუფლა ჩემ თმებში ახლართული თითები, აფორაჯებულ ღაწვებზე ჩამომისვა და ცერით, ნაზად წამეთამაშა აბჟუებულ ტუჩებზე.
-უფრო გემრიელი ყოფილხარ, ვიდრე წარმომედგინა!..-უჩვეულოდ ჩახრინწული, ჩუმი ხმით დამჩურჩულა და გახევებულს, მსუბუქი კოცნა დამიტოვა გავარვარებული ბაგეებით ქვედა ტუჩზე.
-შენ... შენ... ეს... მე...-გაოცებისგან, სიბრაზისგან, შოკისგან და ჯერ კიდევ სხეულში გამეფებული ნეტარებისგან ენადაბმული, გაუგებრად ავლუღლუღდი, თან არაფრის დიდებით არ ვუშვებდი პერანგს ხელებს. თითქოს ასე ვცდილობდი თავის შემაგრებას, უძვლო მასასავით რომ არ ჩამოვცურებულიყავი მისი მუხლებიდან. იმას კი ვერ ვიაზრებდი, რომ ჩემი სინდისისთვის, იატაკზე გაშოტვა სჯობდა, მის კალთაში ნებივრობას.
-არ გინდა! ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა... ნუ უარყოფ!-იმავე ტონით აჩურჩულდა, საფეთქელთან თმებში ხელი შემიცურა და თავი ისე მომიახლოვა, მხოლოდ სანტიმეტრი მაშორებდა მის ვნება მორეულ ტუჩებს.-ვიცი, რომ მოგეწონა...-თვითკმაყოფილი იდიოტივით თავმომწონედ ჩაიღიმა და როგორც კი ჩემ ანთებულ თვალებს წააწყდა, უფრო ძლიერად მომეხვია წელზე, რომ არ წამოვმდგარიყავი.
-შენ... ნამდვილი... ო, ღმერთო!..-მრისხანენისგან აკანკალებულმა წამოვიძახე და უშედეგოდ გავიბრძოლე,-ხელი გამიშვი... ეხლავე... თავი დამანებე!.. როგორ ვერ გიტან...
-მეც იგივეს ვგრძნობ, შენი ყურებისას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასე ახლოს ხარ... ვნებიანად აწითლებული ტუჩებით!-ისევ განაგრძობდა ჩემ გაღიზიანებას და გატოკების უფლებასაც კი არ მაძლევდა.-ნუ ფართხალებ, სიხარულიძე!-ტონი ბრძანებლური გაუხდა, ხელებით მკერდზე რომ დავეჯაჯგურე და ცხვირით ლოყაზე მომეფერა.
-ეხლავე გამიშვი ხელი!-წამოვიყვირე, საგანგაშო იმპულსებმა რომ იწყეს ჩემ სხეულში ბოდიალი და თავის გატრიალება ვცადე, მაგრამ ამაოდ.
-მაკრინე, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს, რამე სისულელე რომ არ გავაკეთო და თუ არ გინდა... ნუ ცდილობ ჩემ გაღიზიანებას!-მკაცრად ამოთქვა ხმა ჩახლეჩილმა, კბილები ბიბილოზე წამავლო და როგორც კი ჩემი რეაქციით დაკმაყოფილდა, ხვნეშით გააგრძელა,-არც ისეთი ძლიერი ნებისყოფა მაქ, როგორც შენ ფიქრობ!
-მე... მე არაფერს არ ვფიქრობ...-ამოვიკნავლე ტაო დაყრილმა და ღმერთს შევსთხოვე, გული არ წამსვლოდა,-რა გინდა?.. რა გინდა ჩემგან?
-შენ როგორ ფიქრობ?-ძლივს გასაგონად მითხრა და თვალი გამისწორა.-როგორ ფიქრობ, რა მინდა შენგან?
-ჩემი ჭკუიდან შეშლა!..-ამოვიტირე ნიკაპ აკანკალებულმა და მუშტი გამეტებით ჩავცხე მხარზე.
-არა! სულაც არა...-თავი დამაჯერებლად გააქნია და მთელი სინაზით მომეფერა ლოყაზე,-შენ კი ჩემი გაგიჟება რომ შეძელი, ეგ უკვე ფაქტია...
-არ მინდოდა!..-მე თვითონაც არ ვიცი რას ვბოდიალობდი აცრემლებული და ერთადერთი რაც მსურდა, მისი სხეულისგან მოშორება იყო, ემოციებისგან რომ დავცლილიყავი.
-რა სულელი ხარ...-მხიარულად ჩაიცინა, ცხვირზე თბილი კოცნა მომაკრო და "ჩემიანად" მიეყრდნო სავარძლის საზურგეს.-რომ იცოდე... სინამდვილეში შენ ჩემთვის... მოდი, მაგას მერე გეტყვი! ეხლა დავისვენოთ,-უჩვეულოდ დამთბარმა მომიგო, მხრებზე მომეხვია და ნიკაპი თავზე ჩამომადო.
-არ მინდა... გამიშვი რა!-დღეისთვის უკვე ზედმეტი იყო ამდენი ემოციის შემოტევა და აცახცახებული, მისი მკლავებიდან დახსნას ვცდილობდი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
-მაკრინე...-ვიგრძენი, როგორ შეეპარა ხმაში სიბრაზე და ჩემზე მოხვეული ხელები დაეჭიმა.
-არ...-თავ წამოწეულს სიტყვა შუაზე გამიწყდა, ნაცნობი ტუჩები რომ შემეხო და ტაო დაყრილმა, თავი ძლივს შევიკავე სიამოვნების წამოძახილი რომ ჩამეხშო.
-მაკოცე!-როგორც კი წამით მომშორდა, უკმაყოფილოდ აბუზღუნდა და კვლავ ტუჩებზე წამეტანა.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც ჩემ გონებასა და გულს შორის იყო გამართული, მაინც დავნებდი და იგივე ვნებით ვუპასუხე. აკრუსუნებულმა, ფრთხილად წამომწია, მკერდზე ძალუმად მიმიკრო და ისეთი გრძნობით მაკოცა, ლამის იქვე განვუტევე სული. გაუაზრებლად შევუცურე საოცრად რბილ კულულებში ხელი, თითებში ავხლართე და სრულიად გამოვეთიშე გარე სამყაროს. იმდენად სასიამოვნო იყო მისი თითოეული შეხება, გონება წამში მებინდებოდა და წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ვახერხებდი. არ ვიცოდი, ასეთს რას მიკეთებდა, აზროვნების უნარს რომ ვკარგავდი და ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა. ერთადერთი, რაც მსურდა, დროის გაჩერება იყო, არასდროს რომ არ დასრულებულიყო ეს წუთები და რეალობისთვის თვალებში არ ჩამეხედა. ზედმეტად მეძვირფასებოდა მასთან გატარებული თითოეული წამი, სინამდვილის სიმწარით რომ დამემძიმებინა... არც ვიყავი ამდენად ძლიერი.
ბურანიდან ძლივს გამოვერკვიე, სმენას ზარის ხმა რომ მისწვდა და ხელის კვრით დავენარცხე დედამიწაზე.
-მოვკლავ...-დაგუდული ხმით ამოიბლუკუნა, როგორც კი მომცილდა და თვალებ გადაგლესილმა, სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია.-არ გაუღო!..-მიბრძანა და გაღიზიანებულმა დაიღრინა, ფართხა-ფურთხით რომ წამოვხტი ფეხზე.
ფეხებ აბლანტულმა, ძლივს შევძელი მზერა დამეწმინდა და ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა, აკანკებული ხელით, გაჭირვებით გადავატრიალე საკეტი.
"როდის ჩავკეტე?"-უნებურად ამომიტივტივდა გონებაში კითხვა და ზღურბლზე ასვეტილი ბიჭების ნახვისას, ღმერთს მადლობა შევწირე, როგორც ყოველთვის ღია რომ არ იყო კარი დატოვებული.
-რა მოხდა?-გიგის შეშფოთებულ ტონზე, სრულად დავუბრუნდი გარე სამყაროს და იმაში დარწმუნებული, რომ ჩემი აწითლებული ტუჩები მათთვისაც იყო შესამჩნევი, ისედაც აწითლებული, უფრო გავწითლდი.-კარგად ხარ?
-კი-ი,-გაპარული ხმით ძლივს ამოვთქვი და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე.
-რატო მატყუებ? უჩა სადაა?-ეჭვით დამაჩერდა და ჰოლში შეაბიჯა.
-კრასოტკა, მართლა კარგად ხარ? არ დამიმალო იცოდე!-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი აკომ, რამდენჯერმე დამაბზრიალა, ყოველი მხრიდან რომ შეევლო ჩემთვის თვალი და მისაღებისკენ წამიყვანა.
-რამე ხდება?-ამოვილუღლუღე და შუბლშეკრულს ავხედე.
-ეგ თქვენ უნდა გვითხრათ!-მიპასუხა უჩვეულოდ დასერიოზებულმა და სავარძელზე ისე მიმიჯინა გვერდზე, დემონის დაბერილ ძარღვებზე ყურადღება არ მიუქცევია,-რა რაზბორკები და ამბები მოაწყვე ოშხარელი, გაგვარკვიე ერთი!
-გუგავა, არ მაქ თქვენი თავი!-გაღიზიანებულმა აუქნია ხელი და მის ფეხევბთან მოტრიალე კნუტს დასწვდა, თან გამუდმებით ჩემკენ აპარებდა თვალებს.
-რას ქვია არ გაქ ტო?-ჩაერთო გიგი და შუბლშეკრული დააჩერდა,-არ უნდა გეთქვა, რამე თუ ხდებოდა? ჩვენ ძმაკაცები ვართ თუ...
-პროპკა!-დაასრულა აკომ თავის ქიცინით და მომლოდინე მზერით შეხედა.
-არაფერიც არ ხდებოდა და ნუ გაახურეთ ეხა!-დაუბრიალა ბიჭებს თვალები და კვლავ მუშუსთან თამაშს შეყვა.
სერიოზული ეჭვიანობა დამეწყო... ორივეზე!!!
-აუ, ამას იმენა ში...-წამოვარდა ფეხზე გუგავა და გამწარებულმა იტკიცა პირზე ხელი, ჩემი არსებობაც რომ გაახსენდა,-აი, რანაირად გაგიიასნოა აქ ტო! შენი პატივისცემა, კრასოტკა თორე...
-დაეგდე გუგავა სადაც იჯექი!-ტუჩაბზუებულმა გააწყვეტინა მეტრეველმა და მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში.
-შენ მაინც თქვი რა მოხდა?-მე მომიბრუნდა იმედიანი თვალებით,-რა გმირობა ჩაიდინა აბა?
-რაზე მეკითხები?-ლამის ჩურჩულით ვკითხე ანერვიულებულმა.
იქვე გამისკდებოდა გული, ჩემი და დემონის წუთის წინანდელ... ამმმმ... "საქციელზე" რომ ეკითხა რამე. სირცხვილით ვერცერთს ვერ ვუსწორებდი თვალს და გაყინულ თითებს, ნერვიულად ვხლართავდი ერთმანეთში. გული გამალებით მიცემდა ფილტვებს შორის და თავის ვიწყევლიდი ასეთ "სასიამოვნო" შარში რომ გავყავი თავი.
-რაზე და ღამ-ღამობით ოშხარელს ბალიშთან რომ აქ კოცნაობა გამართული!-წამოიძახა აკომ და წარბებ აწკიპული უკმაყოფილოდ დამაჩერდა,-რაზე უნდა გეკითხებოდეს იქნება ეხა?! ქართველი ელტონ ჯონი რომ დააგრიმიანა მაგაზე გეკითხება ტო!
-ა-აა,-შვებით ამოვისუნთქე ეს რომ გავიგე და ერთიანად მოვეშვი,-ისეთი არაფერი არ მომხდარა... უფრო სწორად მე თვითონაც არ ვიცი ნორმალურად. მათ რომ მივუახლოვდი უკვე ჩხუბობდნენ.
-აუ, სად არ ვიყავი პროსტა რა!-წამოიძახა გუგავამ და ოხვრით მომიჯდა გვერდით.
-ვის მხარეს იქნებოდი მერე?-სიცილით კითხა გიგიმ და თვალი ჩამიკრა.
-შენნაირების,-უდარდელად უპასუხა და როგორც კი მეტრეველის გაცეცხლებულ სახეს გადააწყდა, მთელი სხეულით ამომეფარა,-გიგუნა, გთხოვთ დავიოკოთ ნერვები!.. ვერ ხედავ ოშხარელს რა უქნა ფიცხმა ხასიათმა?
-გუგავა, მოკეტე!-დაუღრინა დემონმა და მუჯლუგუნუთ წამოაგდო ორივე ფეხზე.-ჩვენი წასვლის დროა!-ბრძანა და ბიჭები ჰოლოსკენ გაყარა.
-აუ, რას მაგდებ ტო. შენი სახლია? მაცა ლაპარაკი, რამდენი ხანია ბავშვი არ მინახავს,-აწუწუნდა გუგავა, თან ლუციფერს ეჯაკგურებოდა, ისევ მისაღებისკენ რომ გამოქცეულიყო.
-დასვენება ჭირდება! ბევრი გადაიტანა დღეს,-ისეთი ტონით განაცხადა, თითქოს მეორე მსოფლიო ომის ვეტერინარი ვყოფილიყავი და ეშმაკურად შემავლო მზერა.
-შენ რანაირად ლაპარაკობ მაკრინეს ნაცვლად? გამიშვი ოშხარელი!-განაგრძობდა ის და ამჯერად მოცინარ მეტრეველს ებღაუჭებოდა.-გამიშვიიიი... აქ ვერ დაგნებდები ხიხალ!-ტრაგიკულად წამოიძახა და ბიჭების სახეების ნახვისას, თავქუდ მოგლეჯილი გავარდა კარში.
-კარგად მაკრინე!-დამიქნია ხელი გიგიმ და თბილი ღიმილით განაგრძო,-ხვალ ლექციების მერე გამოგივლით და წავიდეთ სადმე, გავერთოთ.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და როგორც კი კიბეებს ჩაუყვა, კიდევ ერთხელ დამეჯახა ის, რომ ლუციფერთან სრულიად მარტო ვიყავი.
არა, ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებდა!
-ხვალამდე,-წამში დაუთბა ტონი, თმებზე წამეთამაშა და დაკვირვებული მზერა შემავლო,-ჭკვიანად იცოდე!-განაგრძო და ცერით ბაგეზე წამეთამაშა.
-მისმინე... ეს არ...-უღონოდ დავიწყე ახსნა, რომ ეს არ იყო ნორმალური, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო მისი ქცევა, რომ არ ვიცოდი რა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ ყოველივე ზემოთხსენებული თავში გავლილი აზრი იყო, რომლის რეალიზებაში დემონის საოცრად ტკბილმა ტუჩებმა შემიშალეს ხელი.
-ხვალ გნახავ,-ხვნეშით მომცილდა, შუბლზე თბილი კოცნა დამიტოვა და სირბილით დაუყვა საფეხურებს.
არა, სერიოზულად ვიყავით ავად!

888
გამთენიას ჩაძინებულს, მაინც ადრე გამეღვიძა და ზოზინით შევუდექი თავის მოწესრიგებას. ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი და გონებით ისევ გუშინდელს დავტრიალებდი. მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე, თუ რა უნდოდა ჩემგან და ნორმალური აზრი კი თავში არ მომდიოდა. ვინმეს რომ ეკითხა, რა ურთიერთობა გაქვს მასთანო, ბრინჯივით დავიბნეოდი. დემონი და შეყვარებული, სრულიად საპირისპირო მცნებებს წარმოადგენდნენ ერთმანეთთან. ან რა შეყვარებულობაზე იყო საუბარი, როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ. ისე იქცეოდა თითქოს ჩემთან სიახლოვე ისეთი ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო მისთვის, როგორც სუნთქვა. ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს სათამაშო ვყოფილიყავი, თუნდაც დემონის. ასე არაფრის დიდებით არ დავიმცირებდი თავს, მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლეზე მეტად მინდოდა მასთან სიახლოვე.
საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ლუციფერისთვის თავი უნდა ამერიდებინა და გონებიდანაც ამომეგდო. არ ვიცი, ამ უკანასკნელს რანაირად მოვახერხებდი, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებდი ისევ ძველი მაკრინე რომ დამებრუნებინა. ჩემთვისვე ასე აჯობებდა და საერთოდ, ყველასთვის ასე აჯობებდა.
საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, თავდაჯერებულად გამოვაღე კარები, მუშუ მეზობელს შევუყვანე, სიხარულით რომ შემომეგება და ღიღინით ჩავუყევი კიბეებს. ღიმილი სახეზე შემეყინა, სადარბაზოდან გასვლისთანავე ბზინვარე მანქანაზე მიყრდნობილ დემონს რომ ვკიდე თვალი და ნერწყვი ხორხში გამეჩხირა. ჩემ მჭიდროდ აგებულ გეგმებს პირველი ბზარი გაუჩნდა, ცალყბად რომ გამიღიმა, შუბლზე ჩამოყრილ კულულებში ხელი შეიცურა და წამწამებს ქვემოდან გამომხედა... მოვკვდი!
ჯანდაბა დემონს და მის მომაკვდინებელ შარმს!
-მე გაგიყვან!-თბილად გამიღიმა და დინჯად მომიახლოვდა.
გული ისე ამიჩქარდა, ლამის მანქანების სიგნალი გადაფარა და სიკვდილისთვის მოვემზადე, ფრთხილად რომ შემეხო გავარვარებული ტუჩებით. გონება წამში გამეთიშა და სხეული ისე ამიხურდა, მეგონა ცეცხლი მეკიდა. თვალები ჩემდა უნებურად მიმეხუჭა ნეტარებისგან და რომ არა ძლიერი მკლავები, ასფალტზე გულშემოყრილი გავიშოტებოდი. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ რაც არ უნდა მეწუწუნა, თავი ამერიდებინა და მეტირა, მაინც ვერასდროს ვერ გავუწევდი მას წინააღმდეგობას. იმდენად დიდი ადგილი ეჭირა ჩემში, საკუთარი გრძნობების კონტროლი მიჭირდა და რომელ გაძალიანებაზე იყო საუბარი.
-დღეც არაჩვეულებრივად დაიწყო!-ხრინწიანად მიჩურჩულა, როგორც კი მომცილდა, ჩვეულებისამებრ აფორაჯებულ ლოყებზე მომეფერა და მანქანისკენ წამიყვანა.-არაფერს მეტყვი?-ინტერესით გადმომხედა, საჭესთან მოკალათებისთანავე და მანქანა დაძრა.
-რა... რა უნდა გითხრა?-ამოვიკნავლე გახევებულმა და როგორც კი წყლის მატება ვიგრძენი, საქარე მინას გავუშტერე თვალი.
-რავი... თუნდაც ის, რომ მოგენატრე!-გვერდითი მზერით შევამჩნიე, მოუთმენლად რომ აათამაშა თითები და დაჟინებული მზერისგან ლოყა ამეწვა.-არ მეტყვი?-ხმამ უფრო ხავერდოვანი ტონალობა მიიღო და ადგილზე შევხტი, ჩემი ხელი რომ მოიქცია თითებში.
-გთხოვ...-ძლივს ამოვთქვი ისე, რომ არ შემიხედავს. სიკვდილი მერჩია ჩემი ცრემლები რომ შეემჩნია.
-მითხარი!-მიბრძანა, მანქანა გააჩერა და მისკენ შემაბრუნა,-სიხარულიძე, ამიხსენი რა გჭირს!
-რა გინდა ჩემგან?-ამოვიტირე აცახცახებულმა, რაც გულით მაწუხებდა და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
-შენი აზრით, რა უნდა მინდოდეს?-ნესტოებ დაბერილმა კონტრ-შეკითხვა დამისვა და ისე შემომხედა, თითქოს აშკარა ფაქტზე თვალს ვხუჭავდი.
-არ ვიცი და იმიტომ გეკითხები,-ამოვიქშინე და ყელში გაჩხერილი ბურთი გაჭირვებით გადავყლაპე.
-მაინც და მაინც მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევა უნდა დავიწყო, რამეს რომ მიხვდე? რა არის აქ გაუგებარი ტო!-ისე წამოიყვირა, გული გადამიქანდა და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ ამოვიღე ხმა.
-შენ... ნორმალური გგონია რაც... აქ ხდება?-მეც ვერ მოვითმინე და ამდენი ხნის ნაგროვებმა ემოციებმა ერთად იფეთქეს.
-ნორმალური?! შენ რა, კიდევ ვერ მიხვდი რას ნიშნავ ჩემთვის? გგონია ყველა გოგოს ასე ვექცევი?! გგონია ყველას ასე ვაკონტროლებ და კუდში დავყვები?! გგონია ყველას სახლში ვაკითხავ, უბრალოდ მასთან რომ დავიძინო?! რა არი აქ გაუგებარი ტო?-ხელებს უმისამართოდ იქნევდა და ძარღვებ დაბერილი ანთებული თვალებით მბურღავდა.
-არ ვიცი... მე შენ არ გიცნობ!-ამოვილუღლუღე აფორაჯებლმა და დამნაშავედ ჩავხარე თავი.
-მაგასაც მივხედავ!-დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაიღრინა, დასშვიდებლად რამდენჯერმე ჩაისუნთქა და მანქანა დაქოქა.
---
ლექციებზე ყოფნისას, ლანჩის დროს და უნივერსიტეტის შემდეგაც, ვერაფრით ვერ მოვიშორე დემონზე და მის სიტყვებზე ფიქრი. თავი უსიამოდ მიბჟუოდა, მაგრამ აბეზარი აზრები მაინც არ მტოვებდნენ. იმაზე დარდი, თუ რა მელოდა მომავალში დემონთან მიმართებაში, მუცლის ტკივილს მგვრიდა და მთელ დღეს მიშხამებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი, მაინც გადავწყვიტე დინებას მივყოლოდი და ზედმეტად არაფერზე არ მეფიქრა. რაც მოსახდენი იქნებოდა, მაინც მოხდებოდა და ჩემი მცდელობა რაიმეს შეცვლის, ტყუილი წყლის ნაყვა იქნებოდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დემონთან იყო პირდაპირ კავშირში ჩემი მთავარი საზრუნავი.
საკუთარ თავში დარწმუნებულმა, ყურადღება არ მივაქციე გულის გამაყრუებელ ბაგაბუგს და ჯერ კიდევ სასწავლებლის კარებიდან დალანდულ "შევროლეტს" მივუახლოვდი. ადვილად შევამჩნიე, კულულებს შორის, სიბრაზისგან დაღარული შუბლი და დილის ინციდენტი ამომიტივტივდა თავში. აშკარა იყო, რომ ჯერ კიდევ არ გადაევლო წყენას და დაბღვერილი მიყურებდა. თუმცა წამით, მაგრამ მაინც არ გამომპარვია, შავ თვალებში გამკრთალი უჩვეულო სითბოს ნაპერწკლები, მთლიანი გამომეტყველება რომ დაუთბო და გაცილებით მიმზიდველი გაუხდა ნატიფი სახე. ჟრუანტელ დავლილმა, ზედმეტად ინტიმური ფიქრების მოსაცილებლად თავი გადავაქნიე და უხერხულად ავიწურე მის წინ. თითქოს ცელქი ბავშვი ვიყავი, მშობლის დატუქსვას რომ ელოდება.
-იმას რა უნდა შენთან?-მოჩვენებითი სიმშვიდით მკითხა და როგორც კი მის მზერას თვალი გავაყოლე, ჩემი კურსელი დავინახე, წუთის წინ ერთად რომ მოვდიოდით.
-ზურაზე მეკითხები?-მიუხედავად აშკარა ფაქტისა, მაინც გადავამოწმე და ხელით მივუთითე მოცინარ ბიჭზე, თვალს რომ არ გვაშორებდა.
-ვინც არი, რა უნდა შენთან?-ამჯერად მე დამაშტერდა და მზერით ლამის გამბურღა.
-არაფერი, რა უნდა უნდოდეს... კურსელია!-მხრების ჩეჩვით მივუგე და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე.
-ე.ი. კურსელი არა?-ირონიულად ჩაიცინა და თმებში ხელი შეიცურა... ნერვიული ჟესტი!
-აკო და გიგი სად არიან?-ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, მიუხედავად იმისა რომ გუმანით ვგრძნობდი მის სიბრაზეს.
-ხშირად ხვდებით ერთმანეთს?-ყურადღება არ მიაქცია ჩემ კითხვას, იმავე ტონით განაგრძო.
-კურსელია და...-გულწრფელად ვუპასუხე და დამნაშავესავით ჩავხარე თავი.
-უნივერსიტეტის გარეთაც?-კითხვების დასმას არ წყვეტდა და მეც უფრო და უფრო ვიბნეოდი.
-ხშირად არა...-პირველად ვინანე, ტყუილის თქმა რომ არ შემეძლო, როდესაც ასე დაჟინებით მიყურებდა და გონებაში მოვახრჩვე ყველა ჩვენზე მოშტერებული ადამიანი.
-ე.ი. ხვდებით.-ამოიქშინა, ყვირილი რომ არ აეტეხა, სავარძელზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა,-რაზე გელაპარაკება?
-რაზე უნდა მელაპარაკებოდეს... და რაში გაინტერესებს?-შიში გაოცებამ შეცვალა და ინტერესით შევხედე სიბრაზისგან ჩაშავებულ თვალებში.
გულწრფელად მიკვირდა მისი საქციელი. ვერ გამეგო, რა იყო მოსაყოლი ამ ამბავში. ბარემ დიკტოფონს დავიჭერდი და ვისაც გავესაუბრებოდი, დეტალურად ჩავიწერდი, მას რომ მოესმინა.
სერიოზული პარანოია ჭირდა!
-მისმინე, ლექსიკონიდან საერთოდ ამოიღე წინადადება "რაში გაინტერესებს", "რა შენი საქმეა" და ა.შ... როდესაც გეკითხები, ე.ი. ასეა საჭირო და კითხვაზე მიპასუხე,-გაღიზიანებულმა დამიღრინა და ჯერ კიდევ წაუკიდებელი სიგარეტი ხელში მოჭმუჭნა.
-ზედმეტები მოგდის!-არც მე ჩამოვრჩი და თვალები დავუბრიალე.
სერიოზულად გავბრაზდი მის ბრძანებლურ ტონზე. არავის ქონდა უფლება, როგორც სულელს ისე მომქცეოდა და არც დემონს მივცემდი ამის საშუალებას. რაც არ უნდა საშინელი ყოფილიყო მისი შემდგომი მოქმედება.
-სიხარულიძე, მგონი უნდა ხვდებოდე, რამდენად მიჭირს თავის შეკავება და იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი!-ჩემკენ დაიხარა, ისე რომ ლოკონები ლამის შუბლზე მეხებოდა და გამჭოლი მზერა დამასო.
-არავინაა და არ არის საჭირო შენი ძალების კიდევ ერთხელ აფიშირება! ჯერ კიდევ მახსოვს გაყინული წყლის აბაზანა შუა თოვლში,-თავი ვერ შევიკავე, ბოღმა რომ არ ამომენთხია და სარკასტულად მივუგე.
-ამის დედა შე****!!!-დაიგრგვინა, გამეტებით ჩაცხო წიხლი საბურავს და გამოღებული კარი ისე მიაჯახუნა, გულწრფელად გამიკვირდა, სარკე როგორ შერჩა მთელი.-რატო გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო გოგო?! გსიამოვნებს წყობილებიდან რომ გამოგყავარ?! მოგწონს ასეთ დღეში რომ მაგდებ?!-დაიგრგვინა და ისე მომიქცია მკლავებში, მამაზეციერიც ვერ გამოღლიტავდა ჩემს თავს.
-აქ რა ხდება?-სრულიად უადგილოდ გაისმა ზემოთ ხსენებული ზურას ხმა და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ ვარსებობდი ამ ქვეყანაზე.
-არაფერი...-დავიწყე ახსნა, რათა მალე წასულიყო და დემონი უფრო არ გაეღიზიანებინა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა, უპარდონოდ რომ გადამდამდგეს და მანქანას შპალერივით ამაკრეს.
დემონი მთელი სხეულით მე გადამფარვოდა, თითქოს რაიმე საშიშროებისგან მიცავდა და მუშტებ მოკუმული მიშტერებოდა ინტერსით სავსე ბიჭს.
-მაკრინე, რამე პრობლემაა?-კვლავ მე მომიბრუნდა ზურა, თითქოს ჩემ "ფარს" ვერ ამჩნევსო და თვალებით მანიშნა, ძვლებში გადავამტვრევ თუ რამეო... დედა, რა შარში ხარ!!!
-პრობლემები შენ შეგექმნება, სამის დათვლამდე თუ არ მოტყდები აქედან!-მიუხედავად ზურგით დგომისა, აშკარად ვიგრძენი რა ფასად უჯდებოდა თავის შეკავება ლუციფერს და ღმერთს ვთხოვდი, უფრო ღრმა გაეხადა მისი მოთმინების ფიალა.
-ზურა, ყველაფერი რიგზეა,-რაც შემეძლო სანდომიანად გავუღიმე და დემონს მკლავზე ჩამოვეკიდე თავის დასაზღვევად.
-კი, მაგრამ...
-გაგაფრთხილე!-ავის მომასწავებლად გაისმა დაჭიმული ხმა და ნერწყვი ხორხში გამეჩხირა, რამდენიმე ნაბიჯით რომ წაიწია წინ.
-ზურა წადი,-მუდარით ამოვთქვი და ლამის ბორკილობა ვიკისრე მის ხელზე გამობმულმა.-გთხოვ!
-ამის მერე კიდევ იტყვი, არაფერი არ ხდებაო?-გაცეცხლებული მომიტრიალდა, როგორც კი ბიჭი გაგვშორდა და მანქანას ისე მიეყრდნო, მისი მკლავების გალიაში აღმოვჩნდი.
-მართლა არაფერი არ ხდება,-მისი სიახლოვით ბრინჯივით დაბნეულმა, ძლივს გასაგონად ამოვიკნავლე და ლამის იქვე განვუტევე სული, ნაცნობმა, საოცრად სასიამოვნო სურნელმა რომ ამწვა ნესტოები.
-მ ა კ ა ტ ე რ ი ნ ე!-დამარცვლით თქვა ჩემი სახელი და გამაფრთხილებლად დააკვესა ანთებული თვალები.
-უ ჩ ა!-კულტურულად დავიბრმავე თავი და მეც იგივე გავუმეორე.
კარგად შევამჩნიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება, როგორც კი მის გონებამდე დავიდა რაც ვთქვი და შუბლიც წამში გაეხსნა. ღიმილმა გადამირბინა, მის თვალებში შემჩნეულ წინააღმდეგობის ნახვისას და ხარსაყრელი დროით ვისარგებლე.
-მშია, არ გინდა სადმე წავიდეთ?-ჩემი სიტყვების გულწრფელობაში რომ დამერწმუნებინა, გულუპრყვილოდ ავახამხამე წამწამები და მუდარით მივაჩერდი.
ვინ თქვა აჭარლები აფერისტები არ არიანო?!
-იცი ჩემით, როგორ უნდა იმანიპულირო,-ირონიულად ჩაეღიმა, წელზე ხელი მომავლო და გულზე ამიხუტა,-აწი ყველას ეცოდინება, ვისი გოგო ხარ!-გამაფრთხილებლად დამჩურჩულა და ისე მაკოცა, სულაც არ მორიდებია ჩვენზე მოშტერებული ადამიანების.
-საშინელი ადამიანი ხარ... საზიზღარი... ჯმუხი...-ავლუღლუღდი გაოგნებული, როგორც კი მომცილდა და მიუხედავად განცდილი სიამოვნებისა, თავი ძლივს შევიკავე, გემრიელად არ მომეცხო, მაგ ცარიელ თავში.
-საშინლად სექსუალური ხარ! გემრიელი და ბავშვური...-ხურდა დამიბრუნა და ნიშნისმოგებით გამიღიმა.
-გვრიტებს, სალამი დავიწყებული ამურებისგან!-გაცეცხლებულმა ძლივს გავარჩიე მოულოდნელად მოახლებული ბიჭების ხმა და დარცხვენილმა საკუთარ ფეხებს გავუშტერე თვალი.
-თქვენ აქ რა გინდათ?-მიუბრუნდა დემონი, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია და ფრთხილად მომიჭირა თეძოზე თითები.
დამპალი!
-შენ ვინ ხარ ვაფშე?-აუქნია ხელი აკომ და მე გადმომხედა,-ჩვენ კრასოტკას დავპირდით რომ გავასეირნებდით, შენ კი არავის არ დაუპატიჟებიხარ.
-გუგავა, გიკვირს მთელი რომ მიდგახარ წინ?-დაუღრინა დემონმა და ისე შემომაჭდო წელზე ხელი, ეჭვი მაქ ბიჭები ვერაფერს გახდებოდნენ.
-ხო კაი კაი! რას მეძაბები ტო!-მხიარულად გაიცინა და ეშმაკურად გადახედა მომღიმარ გიგის,-მეტრეველი, ჩამოირეცხე ეგ სიფათი, თორე მოკვდა ნახევარი თბილისი!-გაკრა მხარი და თავით ანიშნა ჩვენზე მოშტერებულ გოგოებზე.
ეს გრძნობა ახლოსაც ვერ მივიდოდა მუშუს დემონთან კოტრიალისას! სერიოზულად გავბრაზდი, ჩემი ტრფიალის ობიექტზე დასობილი ხარბი მზერა რომ შევამჩნიე და ლამის ფრჩხილებით დავერიე თითოეულ მათგანს.
აშკარა ნერვოზი დამეწყო!
-გაფიცებ ძმობას, საიდან აძრობ ამ მამის მკვლელ შუტკებს?-გაბეზრებული გამომეტყველებით მიუბრუნდა გიგი გაბადრულ აკოს, გოგოებთან თვალების პაჭუნით რომ იყო დაკავებული.
-ყოველ დილით პერვოლით ვრეცხავ!-სრული სერიოზულობით უპასუხა და მოფლირტავე მამაკაცივით შეიცურა თმებში ხელი.
-რა გრადუსზე?-მეტრეველიც აყვა და დაღლილი გამომეტყველებით ავხედე დემონს.
-თქვენ მიდიოდით მგონი სადღაც!-გამოაფხიზლა ლუციფერმა და ხელით მიბიძგა მანქანისკენ.
-მაკრინე, ჩვენთან ჩაჯექი,-გამაჩერა აკომ, როგორც კი კარი გამოვაღე და ტკივილისგან ამოიკვნესა, მხარზე რომ "დაადო" ხელი დემონმა.
-გუგავა, შენ და მეტრეველი, უკან გამოგვყვებით, ყოველგვარი ადგილების გაცვლის გარეშე,-გამაფრთხილებლად დაუსისინა და საჭეს მიუჯდა.
-ხტფუი!.. იმ ამურს მოუკვდა პატრონი, შენზე სროლით რომ დახარჯა ისრები!-ჩაიდუდღუნა განაწყენებულმა და მკლავის ზელვით გაგვშორდა.

888
უკვე ერთი კვირა იყო უნივერსიტეტის ინციდენტიდან გასული და ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამე მოხდა, ნორმალურად რამეზე დაფიქრებისთვისაც არ მეცალა. ჯაბა და ლანას ჩამოსვლამ, ისედაც ფერადი დღეები უფრო გამიფერადა და აჟიტირებული გვერდიდან არ ვიცილებდი მონატრებულ დეიდაშვილს. ამ დღეებს, ისიც საგრძნობლას გამოეცვალა. თვალები შესამჩნევად უბრწყინავდა და შეფაკლული ლოყებით, მორცხვად სცემდა ბიჭების მიერ დასმულ, საოცრად უხერხულ შეკითხვებს. გული სითბოთი მევსებოდა, წყვილის სიყვარულით ანთებულ თვალებს რომ ვუყურებდი და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი დეიდაშვილის არჩევნის სისწორეში. იმდენად უხდებოდნენ ერთმანეთს, თვალის მოწყვეტა მიჭირდა და ლანას სენ გადმოდებული, მეც სულ ღიმილ აკრული დავდიოდი.
ამ პერიოდს, დემონიც შეეცვალა. გარდა იმისა, რომ მის შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგე, ჩემში ახალმა, ტვინის შემჭმელმა გრძნობამ იწყო ზრდა. ლამის ცეცხლი მეკიდებოდა, როდესაც გოგოების ურცხვად მოშტერებულ მზერას გადავაწყდებოდი და თავს ძლივს ვიკავებდი, თმებით რომ არ მეთრია თითოეული მათგანი. მართალია, ლუციფერი უყურადღებოდ ტოვებდა მდედრობითი სქესის მიერ ნასროლ იმპულსებს, მაგრამ მესაკუთრის სენი არაფრით არ მტოვებდა. ყოველ დღე, უნივერსიტეტში მისი გამოჩენა, მართალია სიხარულით მავსებდა, მაგრამ განცდილი სიხარული წამში ინავლებოდა, კურსელების კომენტარები რომ მესმოდა, დემონის გაცნობით რომ იწვოდნენ.
მეტრეველი და გუგავაც არ არღვევდნენ სასიამოვნო ყოველდღიურობას და თუ ლუციფერს არ ეცალა, ლექციების დამთავრებისთანავე, უნივერსიტეტის კიბეებთან აყუდებულები მელოდებოდნენ შემდეგი სიტყვებით-"ოშხარელმა თქვა, თუ მარტო წამოვიდა თქვენი ნაწლავებით ჩამოგახრჩობთო!" და ისინიც ზედმიწევნით ასრულებსნენ ნაკისრი ძიძების როლს. ოჯახის ბიზნესის გამო, რომელიც სასტუმროების ქსელს ფლობდა, ხშირად იყო ლუციფერი მოუცლელი და ჩემი გართობაც ბიჭებზე იყო მინდობილი. ათასი სისულელე, რომლებსაც ისინი იფიქრებდნენ არა მარტო მე, არამედ საოცრად აქტიურ მუშუსაც ღლიდა და საღამოს ძალაგამოცლილებს ერთმანეთზე ისე გვეძინებოდა, საწოლამდეც ვერ ვაღწევდით. ვერც დემონის კითხვებს ვპასუხობდი და მისი წუწუნი იმის შესახებ, რომ საერთოდ არ ვუთმობდი დროს, ყოველდღიურ სახეს იღებდა.
გუგავას და მეტრეველთან ერთად, ჭანტურია და ჯიშკარიანიც დამცინოდნენ ეხლა და სად დავმალულიყავი არ ვიცოდი, მათ წინაშე ურცხვად რომ მომავლებდა წელზე ხელს დემონი. უხერხულობის, გაურკვევლობის, საკუთრების და სითბოს გრძნობა ისე მიჭერდა ყელში, სრულიად ვეთიშებოდი გარე სამყაროს და ნანას დარიგებები, ერთგვარ გამოსაფხიზლებელ გალაწუნებად მქონდა შერაცხული. მართალია მშობლებმა არაფერი არ იცოდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაცას მაინც ხვდებოდნენ და არაფერსაც არ მაძალებდნენ. რამე რომ ეკითხათ, მაინც ვერაფერს ვერ ვუპასუხებდი. აზრზე არ ვიყავი როგორ უნდა ამეხსნა ჩემი ახლანდელი მდგომარეობა. რა სახელი უნდა დამერქმია ჩემი და დემონის ურთიერთობისთვის. ან საერთოდ ირიცხებოდა ზემოთხსენებული რაიმე ურთიერთობაში?! ლანას სიტყვები, დემონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემი დამსახურება იყო სიხარულით მავსებდა, მაგრამ შესაძლო სტუმრობა მის მშობლებთან, სერიოზულ საფიქრალს მიჩენდა.
ბიჭების დაჟინებული თხოვნით... უფრო მოთხოვნით, კოქტეილის კაბაში გამოკვართული რვა საათს ველოდი, რათა ოშხარელებს ვწვეოდი. მიზეზის უცოდინარობა და სხვა საფუძვლიანი მიზეზები, საგონებელში მაგდებდა და ლამის ფრჩხილები დამეჭამა ნერვიულობისგან. შესამჩნევად გაფითრებულ სახეს, მაკიაჟის უქონლობაც მკვეთრად აჩენდა და ცოტა მაკლდა ტუში და ფანქარიც რომ არ ჩამომედღაბნა გაბრაზებულ გულზე. ნერვიულად ვცემდი ბოლთას მისაღებში და ყურადღებას არ ვაქცევდი პუფში ჩაძინებულ მუშუს, უდარდელად რომ ფშვინავდა. შიშველი ტერფები გაყინული მქონდა, მიუხედავად ხალიჩაზე დგომისა და სხეულზე შემოკრული კაბა, აქოშინებულს სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს ჩემდა ჭირად შეეკერა ასეთი მოტმასნული და ვიწრო დიზაინერს, ტანზე რომ შემომეგლიჯა. და საერთოდ, ცოტა მაკლდა აკოსთვის რომ არ დამერეკა და გემრიელად არ შემეკურთხა იუმორის მსგავსი, საოცარი გემოვნებისთვის. თითქოს ჩემი სადარდებელი არ მყოფნიდა, გუგავას წყალობით იმაზეც უნდა მეზრუნა, ზედმეტად მაღლა რომ არ ამხტარიყო ისედაც მოკლე კაბა. წარმოდგენაც არ მინდოდა, რა დაემართებოდა ამას დემონი რომ ნახავდა. დარწმუნებული ვარ, აკოს სერიოზული... არა, ზედმეტად სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.
შიშისგან შევკივლე, კარზე ზარი რომ გაისმა და აცახცახებულმა, მკერდზე ხელი მივიდე გულისცემის დასამშვიდებლად. ნაბიჯ არეული გავემართე ჰოლისკენ, თან გონებაში თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი მქონდა სანერვიულო. მთელი დამამშვიდებელი რიტუალი ხუხულასავით ჩამომენგრა თავზე, კარის ძგიდეს მიყრდნობილ ახოვან ფიგურაში დემონი რომ ამოვიცანი და წინასწარ გამოვიგლოვე თავი, მის ანთებულ მზერას რომ გადავაწყდი.
-ოღონდ ეხლა არა რა! ისედაც ნერვები მაქ მოშლილი,-ხელის აწევით გავაჩერე, როგორც კი რაღაცის სათქმელად პირი დააღო და ძლივს მოვაცილე თვალი, საოცრად მიმზვიდელ სხეულს.
ჩემდა საუბედუროდ, უნდა ვაღიარო, რომ დემონი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა კლასიკურ სამოსში. ჯაბას ქორწილზე, თითქოს ბოლომდე ვერ აღვიქვი მისი მომხიბვლელობა. ამაში, შიში და ჯერ კიდევ დაუძლეველი ზიზღი არ მაძლევდა საშუალებას. ეხლა კი... ბოლომდე ვგრძნობდი იმ შარმს, რომელსაც ის ასხივებდა. იმდენად დიდი იყო მიზიდულობის ძალა, თავს ძლივს ვიკავებდი კისერზე არ ჩამოვკიდებოდი. თითოეული მოქმედებით თუ ჟესტით, საოცარ სიძლიერეს და ენერვიას ასხივებდა და მეც უნებურად ვექცეოდი მისი ზეგავლენის ქვეშ. ამ აურარ, არა მარტო ჩემზე, არამედ უბრალო გამვლელებზეც ვამჩნევდი. ვხედავდი, როგორ უყურებდნენ დემონის მნახველები და აღტაცებულ მზერას არ აცილებდნენ. სწორედ ამას იყო წყობილებიდან რომ გამოვყავდი. საშინლად ვეჭვიანობდი, მცირედ გამოხატულ სიმპატიაზეც კი და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რად მიჯდებოდა თავის შეკავება, სხვას რომ არ შეემჩნია. მხოლოდ მაგ წუთებში მესმოდა ჯაბასი, ლანას რომ თვალს გააყოლებდა ვინმე და მესმოდა დემონის, არაფრის დიდებით რომ არ მტოვებდა მარტო, ქუჩაში გასვლისას.
-ვინმემ გაგაბრაზა?-ჩემდა გასაკვირად, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა და დაჟინებით დამაშტერდა თვალებში.
-მეკითხები კიდეც?-სარკასტულად გავუღიმე და ჰოლში დაყრილ მაღალქუსლიანს დავსწვდი.-გთხოვ, ნუ ამახსნევინებ იმას, თუ ვინ და რატომ გამაბრაზა. გრძელი სია გამოვა და არამგონია გესიამოვნოს, ამ სიის თავში საკუთარ სახელ და გვარს რომ ამოიკითხავ,-გაღიზიანებული ვლაპარაკობდი და პარალელურად ფეხსაცმელებს ვიცვამდი, მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვიყავი, ფეხის მოტეხვა გარანტირებული მქონდა. მაგრამ აკოს და ლანას წუწუნის მოსმენას, ყველაფერი მერჩია.
-ვეცდები ხასიათი გამოგიკეთო,-ეშმაკური ღიმილით "დამაიმედა" და ამჯერად ურცხვად დაიწყო ჩემი სხეულის პროპორციების შესწავლა.
-ვატყობ ცუდად დაგიმთავრდება...-ირონიულად გავუღიმე, მისაღებში ჩაძინებულ კნუტს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, პალტო მოვისხი და კარუ გამოვიხურე.
-სიხარულიძე, ნუ მესწერვები,-გამაფრთხილებლად გაისმა ინტონაციურად მდიდარი, ბოხი ხმა და ჟრუანტელ დავლილმა, კანკალით გადავკეტე საკეტი.
-შენ კი ნუ მბრძანებლობ...-მაინც გამექცა ენა და როგორც კი ყელზე ცხელი სუნთქვა მომეფრქვია, ეგრევე ვინანე ნათქვამი.
-მაკატერინე, ნუ ცდილობ ჩემ გაღიზიანებას, თორე ცუდად დაამთავრებ!-სისინმა გაჰკვეთა სუსხიანი ჰაერი და უსიცოცხლოდ მიეხეთქა კედლებს.-ეხლა კი, ჩემი აღფრთოვანება უნდა გამოვხატო, შენი ნახვისას რომ დამეუფლა. თორე არამგონია, სტუმრებს თვალში მოუვიდეთ, მისვლისთანავე სხვა ოთახში რომ გაგიყვან,-ტონი უფრო ხავერდოვანი, რბილი გაუხდა და სხეულში ჭიანჭველებმა დამიარეს, ფრთხილად რომ მომიქცია მკლავებში.
მიუხედავად სადარბაზოში გამეფებული სიბნელისა, მაინც არ გამჭირვებია დემონის თვალებში გამკრთალი ნაპერწკლების ხილვა და მანამ გავითიშე, სანამ საბოლოოდ დავტკბებოდი სითბოთი აბრჭყვიალებული ირისების მზერით. ინსტიქტურად შევუცურე აბრეშუმივით რბილ, მსუბუქ თმებში ხელი და თითები რიტმულად ავათამაშე. სიცივემ წამში დატოვა სხეული, მხურვალე გულ-მკერდზე რომ ამიხუტა და მთლიანად მის მკლავებში ჩაკარგულმა, თავი ძლივს შევიკავე სიამოვნების წამოძახილი რომ ჩამეხშო. ოსტატურად მიკოცნიდა ბაგეებს და წინააღმდეგობის გაწევის უნარსაც მაკარგვინებდა. დარწტიანებულმა, ძლივს გავახილე თვალები, ოხვრით რომ მომცილდა და დარცხვენილს ლოყები ამიწითლდა, პირველად ის რომ მოეგო გონს. უმალ მოვაცილე ხელები და პალტოს შიგნით შეცურებულ ძლიერ მკლავებს დავეჯაჯგურე, როგორმე რომ მომეცილებინა.
-როგორც არ უნდა უარყო, აშკარაა რომ შენც ისევე ირევი ჩემზე, როგორც მე შენზე,-ჩახრინწული ხმით მიჩურჩულა, ცხელი კოცნა დამიტოვა საფეთქელთან და დამბლა დაცემული კიბეებზე ჩამიყვანა.

888
ოშხარელების ოჯახი, სრული ანტიპოდი აღმოჩნდა იმისა, რაც მე წარმომედგინა და სერიოზულად დავფიქრდი დემონის შვილობის პერპექტივაზე. დედა, ლალი ოშხარელი, საოცრად თბილი მზერით და კეთილი ღიმილით, წამში გაუქრობდა ადამიანს უხერხულობის გრძნობას. იმდენად სასიამოვნო მოსაუბრე და უშუალო იყო, ერთი შეხედვით მედიდური ქალის იერი, ეგრევე იფანტებოდა და გონზე ვერ მოვდიოდი, თუ ვის უნდა დამსგავსებოდა დემონი ასეთი უხეში და ხისტი. ჩემ კითხვას პასუხი გაეცა, სასადილო ოთახის კარი, ხანში შესულმა დემონმა რომ შემოაღო და გაკვირვებულმა შევხედე, მის გვერდით მორბენალ პატარა ბიჭუნას. ცოტნე ოშხარელი, შევერცხლილი ხვეული თმებით და უკუნივით შავი თვალებით, ძალიან გავდა დემონს. იგივე მზერა და ლამის იგივე მანერები, ძალიან ამსგავსებდა მას. თუმცა ისიც შევამჩნიე, როგორ უთბებოდა მზერა, ოჯახზე საუბრისას. მით უმეტეს მაშინ, როდრსაც ათი წლის გიორგის ცელქობების უშუალო სამიზნე ხდებოდა. იმდენად საყვარელი იყო, კულულებ დაყრილი, ოთახებში მორბენალი პატარა დემონი, რომ თვალს ვერ ვწყვეტდი და საერთოდ დავიწყებული მქონდა, ზედმეტად გადაპრანჭული გოგო, ლამის კისერზე რომ ჩამოკიდებოდა ლუციფერს.
-მაკრინე, რამდენი წლის ხარ?-მომიბრუნდა უმცროსი ოშხარელი და ინტერესით გაფართოებული, ეშმუკუნებით სავსე, დიდრონი შავი თვალები მომაპყრო.
-თვრამეტის,-ღიმილით ვუპასუხე და შუბლზე დაყრილ ბზინვარე კულულებზე წავეთამაშე.
-უჩა ცდაექვსის გახდა, მე კიდე ათის ვარ,-შუბლშეკრულმა მითხრა და ჩემ გვერდით დასკუპტა.
-მერე რა?-გაკვირვებულმა გადავხედე უჩვეულოდ დასერიოზებულს და ოთახის ბოლოს, პუტკუნა გოგოსთან მდგომ აკოს თვალი ჩავუკარი, მზერით რომ მთხოვდა, მიშველე რამეო.
-ის რომ, ის შენზე რვა წლითაა უფროსი, მე კიდე უმცროსი,-ბუზღუნით მომიგო.
-ვერაფერი გავიგე.
-შეყვარებული გყავს?-მაჯახა სრულიად მოულოდნელად და სიცილი ძლივს შევიკავე, ფერმკრთალი ლოყები, შესამჩნევად რომ აუწითლდა.
-გიორგი, გირჩევნია ახტე მანდედან და შენ გაკვეთილებს მიხედო,-ზურგს უკან გაისმა ბოხი ხმა და გაღიზიანებული დააჩერდა დაბღვერილ ძმას.
-მე გაკვეთილებზე მიხედილი მაქ და მარტო დატოვებული მანდილოსნის გამხიარულებას ვცდილობ,-ნიშნისმოგებით უპასუხა და ჯიბრით ახედა აწითლებულს.
-გიორგი, ნუ მაბრაზებ და გირჩევნია ის გააკეთო რასაც გეუბნები. მაკრინეს გართობაზე კი მე ვიზრუნებ, ეხაც და მერეც!-"მომეჩვენა, თუ ათი წლის ბავშვს ჩემში ეჯიბრება?!"
-მერე გნახავ, მაკრინე!-თბილად გამიღიმა გიომ, თვალებში ჩამოყრილი კულულები გადაიყარა და ხელზე ისე მეამბორა, დემონის დაბღვერილი მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-წამოდი, ვახშამი უკვე მზადაა,-ხელი ჩამკიდა და ისე მიმისვა გვერდით, ჩვენზე ადევნებული "ნაწკასთვის" ყურადღება არ მიუქცევია.
-კრასოტკა, ძმობას გაფიცებ მომაშორე რა ეგ გოგო!-ქოშინით მომიჯდა, მეორე მხარეს გუგავა და მუდარით მიმითითა, წუთის წინ შემჩნეულ ბუთქუნა გოგოზე.
-რა გინდა, მშვენიერი ფაფუკი გოგოა!-გამოაჯავრა დემონმა და ცერა თითი გადამისვა ხელის ზურგზე, სადაც გიომ მაკოცა... დებილი!
-აუ, ოშხარელი არც დაიგინო რა! შენ გირჩევნია შენ თავს მიხედო, თორე ვერ ხედავ ძმა რას გიჩიჩებს? ლამისაა გადაგიჯოკროს!-ფხუკუნით გადახედა და საზურგეს აეკრო, მოქნეული მუშტი რომ მოეცილებინა.
-რა გინდა, სწორს გეუბნება,-კვერი დაუკრა ჯაბამ და სიცილით მიიკრო მომღიმარი ლანა გულზე.-არა გიგი?
-ბერდები უჩა, ბერდები და ხერხები გიძველდება. ახალგაზრდები გიგებენ,-მეტრეველიც დაეთანხმა და ლამის თეფშები გავუქანე თითოეულს, ყველა სტუმრის მზერამ ჩვენზე რომ გადმოინაცვლა.
მიუხედავად გამონაკლისი შემთხვევებისა, საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და საოცრად დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა ოშხარელების ოჯახზე. მართალია, ნაწკა, თავისი დამქაშებითურთ საშინლად მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ეს ჩემ განწყობაზე არ ასახულიყო. გიორგი, თავისი ჯელტმენური ჟესტებით, წამში მიკეთებდა ხასიათს და ყურადღებას არ ვაქცევდი ეჭვიანობით სავსე ბნელ თვალებს. ღირსი იყო საკადრისი მიეღო, ნაწკას კისერზე ჩამოკიდების გამო და სპეციალურად ვუშლიდი ნერვებს. მართალია, მსგავსი საქციელი ჩემგან შორს იყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ეჭვიანობის გრძნობა, თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებდი. ისიც კი დამავიწყდა, ვინმესთვის მეკითხა დღევანდელი შეკრების მიზეზი.
-ლანა, საპირფარეშო სადაა?-ვუჩურჩულე დეიდაშვილს, პროცესიამ მისაღებში რომ გადაინაცვლა და ჯაბას მკლავდბში მოქცეულს კარგად ვუჯიკე, აზრზე რომ მოსულიყო.
-დერეფანს დაუყევი და ხელმარჯვნივ მესამე კარია,-მიპასუხა და დაკვირვებით ამათვალიერა,-გინდა გამოგყვე?
-როგორმე მარტოც ვიზამ,-სარკასტულად გავუღიმე და რამე რომ არ ჩაერტყა, სიცილით გავშირდი.
გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი და პირველად გამიხარდა, წყალ გამძლე ლაინერს რომ ხმარობდა ლანა.
-უჩასი რა ხარ?-ადგილზე შევხტი მწივანა ხმის გაგონებისას და გაბეზრებულმა გადავატრიალე თვალები, სარკეში ნაქები ნაწკა რომ დავლანდე.
-რა არა ვინ,-შევუსწორე და ხელები უდარდელად გავიმშრალე, გულში კი მისი მოკვლის სცენა დავხატე.
გადამიბირა დემონმა!
-მერე ვინ ხართქო?-დოინჯ შემოყრილი დამაშტერდა და აკურატულად გაქნილი წარბები მომლოდინედ აწკიპა.
-შენ რა, ანგარიში უნდა გაბარო?-სარკასტულად გავუღიმე და ზედმეტი მაკიაჟისგან აბზინვარებულ სახეს მზერა მოვარიდე.
უგემოვნობის პირველი გამოვლინება!
-მე უჩას მეგობარი ვარ... ძალიან ახლო თან,-ისე მიპასუხა, თითქოს დიდი ჯაჯგურის შემდეგ, მურაბის ქილისთვის ხუფი მოეხსნა.
-მერე მე რა?
-შენ რა და თავი უნდა დაანებო!-დაიწიკვინა და ტუჩები მოპრუწა.
-რას მელაპარაკები, მართლა?!-ყასიდად გავიკვირვე და თავი გავიქიცინე.
-მართლა!-დებილივით დააკანტურა თავი. არა მართლა დებილია!
-მომისმინე ნაწკა, წაწკა თუ ნაკწა... ნუ, რა მნიშვნელობა აქვს,-სილერთიას გამომეტყველებით ავიქნიე ხელი და გსბეზრებული დავაშტერდი,-თუ რამე პრობლემა გაქვს, უმორჩილესად გთხოვ შენიშვნებისთვის მიმართო თავად იმ პირს, ვისთანაც ლამის კენგურუს ჩანთით ხარ გამობმული, ვინაიდან და რადგანაც, მე თამაშ გარე ვარ ამ შემთხვევაში... და თუ კიდე განაგრძობ ასეთი ტონით ჩემთან საუბარს, შენი გაზეპილი სიფათი, სახარბიელოდ დაამშვენებს უნიტაზის კიდეს!.. ასე რომ, მისკუზი!-ღალბი ღიმილით დავუკარი თავი სიცივეში გატანილი სილიკონივით გახევებულს და გრაციოზულობით დავტოვე საპირფარეში.
გაცეცხლებულმა გადავკვეთე დერეფანი და ისე შევალაჯე ვიღაცის ოთახში, საერთოდ არ დავკვირვებივარ არაფერს. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე სიბრაზისგან გონება დაბინდული, როდესაც უცხო კედლები შევამჩნიე და ის იყო უკან ვაპირებდი გაოვარდნას, ვიღაცას რომ შევასკდი.
-ასე თუ გინდოდა ჩემი ოთახის ნახვა, გეთქვა და უპრობლემოდ ამოგიყვანდი,-ვნებიანი ხმა გაისმა ჩაბნებულ ოთახში და ბრაზმა თავიდან დამიარა, მისი ხელები რომ შემეხო.
-მომშორდი!-დავუღრინე და კარებისკენ დავიწიე, კვლავ რომ დამიჭირა.
-რამე ხდება?-ეჭვით დამაჩერდა და უფრო მომიჭირა ხელები, ჩემგან წინააღმდეგობა რომ იგრძნო.
-არაფერიც არ ხდება,-ისევ ავფართხალდი, მაგრამ ამაოდ. ისე ჩავებღუჯე, სანამ თვითონ არ მოინდომებდა, ვერაფრით ვერ დავუსხლტებოდი.-გამიშვი, მელოდებიან!
-ვინც გელოდება მოიცდის და მითხარი რა გჭირს? ვინმემ გაწყენინა?-ხმა დაეძაბა და შესამჩნევად მომიახლოვა სახე.
-უბრალოდ დავიღალე. ესაა და ეს!-ურცხვად მოვიტყუე და ტაომ დამაყარა, სმენას რომ მისწვდა კბილების ღრჭიალი.
-შენ რა, გგონია მასე ადვილად დავბოლდები?-ტონს აუწია და წელზე თითები მომიჭირა.
-არ გატყუებ,-ჯიუტად გავიმეორე და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ წამოვიწყე ლაპარაკი.
-მაკრინე!-გამაფრთხილებლად გაიმეორა ჩემი სახელი.
-ნუ დამაძალებ, გთხოვ!-მუდარაზე გადავედი და შვებით ამოვისუნთქე, ოდნავ რომ მიშვა მლლავები.
-დღეს გითმობ, მაგრამ... სხვა დროს არ გაბედო ჩემი მოტყუება! არასდროს!.. გასაგებია?-მკაცრად ალაპარაკდე და მაიძულა თავისი თვალებისთვის გამესწორებინა მზერა.
-ხო,-ამოვიკნავლე და ღრმად ამოვისუნთქე, მსუბუქად რომ შემეხო ტუჩებზე.
-და, ისიც დაიმახსოვრე, რომ არავის არ აქ უფლება, ასე შეგეხოს... არავის, ჩემ გარდა,-წამში დაუდაბლდა ხმა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის კალთაში.
-მელოდებიან,-უღონოდ ავლუღლუთდი, მწველმა ტუჩებმა მოშიშვლებულ ყელზე რომ გადაინაცვლეს და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე,-გეყოს!
-ერთადერთი ვინც გელოდება, ეს მე ვარ და გეყოფა ჯიუტობა,-მიჩურჩალა და ისე მაკოცა, საერთოდ დამავიწყდა თუ სად და რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით.
დაუფიქრებლად მოვხვიე კისერზე მკლავები და ხმა ვერ დავიმორჩილე, ფეხებზე ხელი რომ ააცურა. იმდენად დიდი იყო, დემონთან ყოფნის სურვილი, გონება გამეთიშა და თამამად ავყევი ალერსში. ალბათ საშინელ შეცდომასაც დავუშვებდი, მას რომ არ შეეწყვიტა კოცნა და აცახცახებულმა, დამდუღრულივით მოვაშორე ხელები.
-ჯანდაბა, მაკრინე!..-ამოიგმინა და გულზე ძალუმად მიმიხუტა,-მეშინია რამე არ დაგიშავო... იმდენად დიდია სურვილი შენი დასაკუთრების რომ... მეშინია რამე ისე არ გავაკეთო და დაგაფრთხო... არ მინდა, რამე გატკინო და ჯობია, დროზე გავიდეთ აქედან!-შუბლზე თბილად მაკოცა და ხელ გადახვეულმა გამიყვანა ჩაბნელებული ოთახიდან.
საერთოდ არ გამხსენებია ნაწკა და თავისი "პრიორიტეტები". დემონის ერთმა შეხებამაც კი, მოუსავლეთში გააგზავნა და დარწმუნებული ვიყავი, ამ საღამოს სახე გაზეპილი მაიმუნი არ მეწვეოდა სიზმრებში.
... და ასეც მოხდა! ძილის წინანდელმა შეტყობინებამ მართალია გული მატკინა, მაგრამ იმდენად დიდი სითბო ამოვიკითხე სიტყვებში, რომ იმედგაცრუებაც გადაფარა.
"ოცდამეექვსე წლის წარმატებით დასაწყებად, შენი დაგემოვნებაც საკმარისია!"

888
ალბათ ასე იყო საჭირო. ალბათ ასე იყო გადაწყვეტილი მაღლა, ცაში. მაგრამ, იმდენად აუტანელი იყო გულში დატრიალებული ტკივილი და აგონიით სავსე საყვარელი თვალების ხილვა, რომ მთელ სხეულს მიჯიჯგნიდა. თითქოს ღრმად, რაღაც მოწყდა... რაღაც მნიშვნელოვანი და უსასრულობაში დაინთქა. თითქოს მთავარი საარსებო წყარო გამომეცალა და ხმელეთზე გადმოგდებული თევზივით სჭირდებოდა, სულს საზრდოს დაბრუნება. ისე აუტანლად მტკიოდა მთელი შინაგანი ორგანოები, რომ ყველაზე უსამართლოდ შევრაცხე უფალი და შემდეგ თავი დავიწყევლე, მსგავსი აზრის გავლებისათვის.
თუმცა არ იყო ადვილი... ადვილი კი არა, შესაძლებლობების მიღმა იყო მომხდარის გადახარშვა და შეგუება, სასოწარკვეთით სავსე შავი თვალები, უფრო გაუსაძლისს რომ ხდიდნენ ამას.
...და მაინც, იყო კი მომხდარი წუთისოფლისთვის რეალური?! განა სიმართლე იყო, ჩვენს ირგვლივ დატრიალებული უბედურება?! რეალური იყო, ცრემლებით სავსე თბილი მწვანე თვალები?!
...და მაინც, საშინელებაა... არა, ჯოჯოხეთს უტოლდება, როდესაც აცნობიერებ რომ ცხოვრება იმდენად სასტიკია, რომ ვერ შეძლებ კიდევ იხილო მისი ბავშვური თვალები... რომ შეიძლება დაკარგო ადამიანი, რომელიც სამყაროს ცენტრს უტოლდება შენთვის... და სიტყვები, რომლითაც იწყება და მთავრდება შენი სიცოცხლის მთავარი ღერძი:
-აკო ავარიაში მოყვა!
---
აქამდე ხომ ვერ ვიტანდი საავადმყოფოს სუნს, რადგან სულ სიკვდილთან ასოცირდებოდა ჩემთვის, მაგრამ ამჯერად ასჯერ და ათასჯერ აუტანელი იყო თეთრ კედლებში ყოფნა. ყველაფერი სიკვდილის სუნით გაჟღენთილიყო. ყველაფერს ავადმყოფური ფერი დადებოდა და ისედაც გაუსაძლის მდგომარეობას, უფრო აუტანელს ხდიდა.ყელში უზარმაზარი, ემოციათა გორგალი გამხირვოდა და ცოტა მაკლდა გულამოსკვნილი რომ არ ავტირებულიყავი. მთელი სხეული აუტანელი ტკივილით მეწვოდა, რასაც მუცლის გვრემა უფრო გაუსაძლისს ხდიდა და ჰაერის უკმარისობის გამო, ლამის უგონოდ დავცემულიყავი გაყინულ ფილებზე. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ძარღვი საფეთქელთან, ვგრძნობდი, როგორ მიდუღდა გული და აცახცახებული კიდურებით წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებდი. იმდენად დიდი და გაუსაძლისი იყო გულზე დაწოლილი ლოდი, რომ მიკვირდა, როგორ ვიდექი ფეხზე გამართულად. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ასე თუ მეტკინებოდა ოდესმე რამე. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, მსგავს სიცივეს და სიცარიელის განცდა თუ დამეუფლებოდა. იმასაც კი არ ველოდი, ამდენის გაძლებას თუ შევძლებდი.
ბევრი იყო... არა, უსასრულობას უტოლდებოდა სულში დატრიალებული ქარიშხალი, მთელ არსებას წალეკვით რომ ემუქრებოდა. ყრუ ტკივილით მიფეთქავდა ნერვული დაბოლოებები და თვალებიც საშინლად მეწვოდა. ერთ ადგილზე გაშეშებულს, ფილმის კადრებად დატრიალებული მეგონა, გარშემო მომხდარი. იმდენად უცხო, დაუჯერებელი და შემაშვოთებელი იყო. არარეალლური იყო ტკივილით ჩაწითლებული თვალები, მისავათებული სხეულები, სიკვდილის ფერებ შეპარული მკრთალი სახეები და აგონიის გამომხატველი თითოეული გატოკებაც კი.
მხოლოდ ეხლა მივხვდი დედის უსაზღვრო სიყვარულს შვილის მიმართ, როდესაც აკოს დედას შევხედე და უფრო ამიჯანყდა სხაული. მხოლოდ მცირედით ვხვდებოდი, რამდენად განიცდიდნენ მისი მშობლები ერთადერთი შვილის უბედურებას და მაინც საშინლად მტკიოდა!.. მე ჩემი წილი აკო მტკიოდა! ჩემი "კრასოტკასი", ცისფერთვალა, საოცრად ლამაზი ბიჭის, უშრეტი ენერგიის, დაუღალავი იუმორის და ბავშვურად ალალი, საოცრად გულწრფელი კეთილი თვალების წილი!.. ჩემი მხარე, რომელიც მთელ საარსებო წყაროს მოიცავდა და არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, როგორ ვიცხოვრებდი მერე!..
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი იმ წამს დანამდვილებით, რომ არასდროს, ვერასდროს ვერ იქნებოდა ყველაფერი ისე, როგორც უწინ!..
აქამდე, ხასხასა, მხიარული ფერებით გაფერადებული არსებობა, უკუნივით შავმა შეცვალა. რუხი საბურველით დაიბურა ყველაზე ღირებული და ხელშეუხებელიც კი... თითქოს კუპრის თოვლმა უწია დედამიწასო...
მაგრამ, იყო ერთი რამ... ციცინათელასავით გამომკრთალი, ყველაზე საოცარი იმ დროს-იმედი!.. რწმენა იმისა, რომ... ხვალინდელი დღე, გაცილებით მზიანი იქნებოდა, გაცილებით ლამაზი და... და, რომ ისევ ვნახავდი მხიარულ, მთელი სახით მოცინარ აკოს, უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს რომ იტევდა ბრწყინავი თვალები!

888
-რბოლაზე იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, მუხრუჭებმა უმტყუვნეს და...-მძიმედ ლაპარაკობდა შუა ხნის მამაკაცი, რომლის მზერა უფრო მატკიებდა კუნთებს და უღონოდ შევცქეროდი პალატის კარებს.
-მე რატო არ ვიცოდი?!-ისე გაბზარვოდა დემონს ხმა, თავადაც გამიჭირდა ცნობა და რომ არა გამოფიტული სხეული, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდებოდა.-მე რატომ არ ვიცოდი რბოლის შესახებ?-კვლავ გაიმეორა, როდესაც სიჩუმე დიდხანს გაგრძელდა და განგმირავი მზერით შეხედა მამაკაცს.
-როგორც ვიცი, დანარჩენი მონაწილეები, რომლებიც რბოლას დაწყებამდე გამოეთიშნენ, არ იყვნენ ინფორმირებულები. მათ შორის შენც,-იმავე ტონით მიუგო და წარმოდგენაც არ მინდოდა თუ რის ფასად უჯდებოდა, დემონს თავის შეკავება, მთელი საავადმყოფო თავზე რომ არ დაემხო.
-ოპერაციას უკეთებენ. მდგომარეობა სტაბილურია,-ვიღაცამ თქვა.
ალბათ მედდამ, რომელიც საოპერაციო ბლოგიდან გამოსულიყო. მე მთელი გულისყურით ბიჭებს შევცქეროდი, ატირებამდე ცოტა რომ აკლდათ. ჯაბა მთელი ძალით მოხვეოდა ლანას, თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის გადატანას და დაწითლებულ თვალებს, პალატის კარს არ აცილებდა. გიგი ნერვიულად სცემდა ბოლთას და თითქოს და შეუმჩნეველი მოძრაობით, დარწმუნებული ვარ ცრემლებს იწმენდდა. აი, დემონი კი... ის ერთ ადგილზე გახევებულიყო. უმოძრად იდგა, ხელები მოემუშტა, კანკალი რომ შეეკავებინა და მხრები უცახცახებდა.
ვგრძნობდი თითოეული მათგანის ტკივილს და ასჯერ უფრო მტკიოდა სული. არ შემეძლო დაუძლურებული, უბედურებას დამონებული ბიჭების ცქერა და თავდახრილი ჩემ ტერფებს დავშტერებოდი. მკერდში ძალუმად მიძგერდა გული, ხელები ცივი ოფლისგან დამცვაროდა და მიუხედავად დერეფანში გამეფებული სითბოსი, მაინც გამყინავი სიცივე მივლიდა. შიგნეულობა ისე მეწვოდა, ასე მეგონა ხანძარი მქონდა გაჩენილი და მის ჩასაქრობად კი ძალა არ მქონდა.
უკვე გაუსაძლისი იყო ქალების მოთქმა-გოდება. ვხვდებოდი, ასე როგორ ემსგავსებოდა სასაფლაოს სცენას მომხდარი და უხილავი სიკვდილით იმოსებოდა გარემო. დაძიმებული ჰაერი სულის შემხუთველად მიჭერდა ყელში და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ყველანაირი უარყოფითი ემოციით გაჟღენთილი ჰაერი, მთელ შენობაში გამეფებულიყო, სიკვდილი რომ ედგა უფროსად.
-რამე რომ მოუვიდეს, რამე რომ დაემართოს... მოგკლავ იცოდე!.. მთელ შენობას გადაგიწვავ!..-გახელებულ ხარს გავდა დემონი, თვალებიდან ცეცხლს რომ აფრქვევდა და გამეტებით ურტყამდა მუშტს კედელს.
-უჩა, ეხლა არაა მაგის დრო,-ძლივს გასაგონად ამოიხრიალა გიგიმ და გამამხნევებლად გამიღიმა.
-ამის დედა შ***!-დაიგრგვინა უღონოდ და დამდუღრულივით გავარდა დერეფნიდან.
-გაყევი. მარტო არ დატოვო!-ამღვრეული თვალებით გადმომხედა ჯაბამ და მის მშობლებს გაუბა ლაპარაკი.
დიდი ძებნის შემდეგ, დემონს მესამე სართულზე მივაგენი. იატაკზე დამჯდარს თავი მუხლებს შორის ჩაექინდრა და დასისხლიანებული ხელები გამეტებით მოემუშტა. სახეზე ჩამოყრილი კულულები არ მაძლევდა გამერჩია მისი ნაკვთები და გამომეტყველება, მაგრამ ნათლად ვგრძნობდი რამდენად ტკიოდა.
ნელა მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე, თან მოწოლილცრემლებს ვებრძოდი. არ მინდოდა ჩემი სისუსტე შეემჩნია, იმის მაგივრად რომ გვერდში დავდგომოდი და გამემხნევებინა.
-უჩა!..-ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე და მოკანკალე თითები, ფრთხილად გადავუსვი თავზე.
გული მტკივნეულად მომეკუმშა, მის სასოწარკვეთილებით სავსე თვალებს რომ გადავაწყდი და ყელში გახერილი გორგალი, უმალ იქცა მლაშე სითხედ, ახურებულ ღაწვებზე რომ დადენილიყო. იმდენ ტკივილს იტევდა მისი გამოხედვა, თავის შეკავება შეუძლებელი გახდა და გრძნობებს გასაქანი მივეცი. ხელისგული ნაზად ჩამოვუსვი ლოყაზე და უნებურად შევკრთი, წამში რომ მოიქცია ხელში ჩემი თითები. მზერა არ მოუშორებია, ისე შემახო მხურვალე, მოკანკალე ბაგეები და ტანში გამცრა, თბილი კოცნა რომ დამიტოვა ხელისგულზე.
-ყველაფერი კარგად იქნება... ხო?!-ჩურჩულით მკითხა მუდარა ჩამდგარი თვალებით და იმდენად უმწეოდ გამოიყურებოდა იმ წამს, ხმის ამოღება ვერ შევძელი.-მაკრინე, მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება!-სასოწარკვეთილმა გამიმეორა და დავინახე, როგორ გადაფითრებოდა სახე.
-კი... კარგად იქნება!.. ესეც გაივლის და ყველაფერი უწინდებულად იქნება!..-ორივე ვხვდებოდით, რამდენად აბსურდული იყო ჩემი სიტყვები, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი რომ... ან ვის არ ქონდა იმედი!.. განა სხვა გზა არსებობდა?!
გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე მოულოდნელად მომავლო წელზე ხელი და ძალუმად მიმიკრო გულზე. თავი ჩემ კისერში ჩარგო და თბილი კოცნა დამიტოვა. მისი სხეულიდან მომავალმა სითბომ, ერთიანად გამითბო გაყინული კიდურები და საპასუხოდ, თმაზე დავუწყე თამაში. მოცახცახე მხრებით ვხვდებოდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება. ვხვდებოდი, რა აგონიაში იყო და მეც მოურიდებლად ვუსველებდი ზედას ცრემლებით. გაუსაძლისი იყო ყელზე ნაგრძნობი ცხელი წვეთები და ქვითინს კბილებს შორის ვიჭერდი. რაც არ უნდა ძვირფასი ყოფილიყო ჩემთვის, მაინც მიჭირდა ტკივილს დამორჩილებული დემონის ხილვა. არ შემეძლო ასე მეცქირა მისი ტანჯვისთვის. არ ვიყავი ამდენად ძლიერი.
-ნუ ღელავ, ხო იცი... აკო... არ მოგვექცევა ასე...-დაგუდული ხმით ამოვთქვი, ისე რომ თავზე ფერება არ შემიწყვეტია. მეორე ხელით კი გამეტებით ჩავფრენოდი პულავერზე. თითქოს ასე ვცდილობდი მისთვის ტკივილის შემსუბუქებას.
-მაკრინე, შენ ხომ იცი, რომ... ხომ იცი, რამდენს ნიშნას ბიჭები ჩემთვის... არ ვამბობ, მაგრამ!.. ხომ იცი, არა?!-ყრუდ ამოიჩურჩულა ხმაგატეხილმა ისე, რომ ჩემი მხრიდან თავი არ ამოუღია და უცფრო ძლიერად ამიკრო გულზე.
-ვიცი!.. ყველაფერი ვიცი,-მწარედ გამეღიმა და ცრემლებისგან ამწვარი ლოყები მუჭით მოვიწმინდე.
-გთხოვ, რამე მითხარი!.. რამე მომიყევი... სულერთია რა, ოღონდ სხვაზე გადავიტანო ყურადღება,-სასოწარკვეთილმა წამოიძახა და აწითლებული თვალები მუდარით გამისწორა.
დაბნეულმა გავაცეცე თვალები. არ ვიცოდი რა მეთქვა. თავი აუტანლად მტკიოდა და არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. აზრადაც არ მომდიოდა ისეთი რამ, რაც მას გაართობდა. ერთადერთი რაც გონებაში მიტრიალებდა, აკოს ღიმილიანი სახე იყო, აკნავლებულ მუშუს რომ დასდევდა. კადრები კადრებს ცვლიდნენ: აკო საყიდლებზე, აკო გიგისთან ერთად, აკო სახლში, აკო სამზარეულოში, აკო საძინებელში, აკო ციგურაობისას და ყველგან... სულ ყველგან ერთი იყო მისი გამომეტყველება. სულ მოცინარი და ხუმარა. სამეგობროს უცვლელი წევრი-აკო გუგავა, რომლის წასვლა ჩემთვის სამყაროს დასარულს უდრიდა.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა,-ამოვილუღლუღე და უფრო ძლიერად იწყეს ცრემლებმა დინება.
ქვითინი წამსკდა, როდესაც მხურვალე კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და შუბლზე შუბლი ოხვრით მომადო. მის ფეხებს შორის მომაკალათა და გულზე მიმიკრო. მესმოდა რა ძლიერ უცემდა გული და მდუღარე სითხით ვლამავდი ქსოვილს.
-გახსოვს, პირველად რომ გნახე?-ძალიან ჩუმად გაისმა ჩახლეჩილი ხმა და ქსუტუნით დავუქნიე თავი,-გახსოვს როგორ გიყვირე?.. რომ გეუხეშე და თოვლში დაგტოვე!.. ფუ რა ს**ი ვიყავი მაშინ!
-ეხლახანს იყო ეგ,-რომ არა გადაღლილი სხეული, ალბათ გულიანად გამეცინებოდა, მაგრამ უკვე ღიმილის ხალისიც დამკარგვოდა.
-მაშინ გეფიცები ისე გავბრაზდი შენზე!-გამკიცხავად გააქნია თავი და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე,-მეგონა სწორად ვიქცეოდი... მეგონა ჭკუას გასწავლიდი და მერე უფრო გამიადვილდებოდა შენი... მაგრამ ყველაცერი პირიქით მოხდა! მაშინ პირველად ვიგრძენი შიში, დანაშაულის გრძნობა რომ ერქვა! იმ დროს, სიცივისგან აცახცახებული რომ მიმყავდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რად დამიჯდა თავის შეკავება რამე საშინდლება რომ არ გამეკეთებინა. ისე შემზიზღდა საკუთარი თავი...-ბუტბუტებდა გაუჩერებლივ და მზერა მოპირდაპირე კედელზე გაეშტერებინა.
-მაშინ ისე მძულდი...-ვუჩურჩულე სევდიანად და თითებზე დავიხვიე მისი ლოკონები.
ისე მინდოდა იმ დროს უკან დაბრუნება. ისე მინდოდა, რომ უძლურებისგან კიდურები მტკიოდა. მახსენდებოდა, როგორ გავიცანი აკო და მჭვალავი ტკივილი მივლიდა გულში. მხოლოდ ეხლა, ამ წამს მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის და რამხელა ადგილი ეკავა ჩემში.
-ვიცი... ვხვდებოდი და უფრო მეტად ვბრაზდებოდი შენზე. სიუხეშით ვცდილობდი შენი ყურადღების მიქცევას და იმას ვერ ვხვდებოდი, უფრო რომ გშორდებოდი. მაშინ, სიცხისგან რომ ბოდავდი, იმდენად იყავი ახლოს... რომ გითხარი არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთქო, არ მომიტყუებიხარ. მინდოდა შენ გამოგეჩინა ინიციატივა... მინდოდა ჩემთან მოსულიყავი, ან უბრალოდ გეთქვა, რომ არ გძულდი... ისე გამიხარდებოდ!-მონოტონურად მეფერებოდა თავზე და ვხვდებოდი გონებით ისევ იქ, შატილში დაქროდა.
-აკო და გიგი საავადმყოფოში რომ მოხვდნენ,-ტკივილიანად ჩამეცინა და გადაგლესილი თვალები სიმეტრიულად განლაგებულ ფილებს გავუსწორე.
-ხო, აკო და გიგი...-გაშტერებულმა გაიმეორა და ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა,-შენ იცი... იცი რომ ფიცი გვაქ დადებული? გიგის სახლში სურათი რომ ნახე, ოთხივე ხევსურულ ტალავერში რომ ვართ... მაშინ დავდეთ ფიცი.
-ფიცვერცხლ ნაჭამები ხართ?-ავხედე და ინტერესით მივაჩერდი.
-ხო,-სევდიანად გამიღიმა და სახეზე ჩამომისვა ხელი,-ფიცი დავდეთ, რომ სულ ერთად ვიქნებოდით... ხუთი წლის წინ... მაშინ გვეცინებოდა, აკოსაც... ეხლა კი...-ამოიხრიალა და გამეტებით მიცხო კედელს თავი.
-შეწყვიტე!-ვუბრძანე და წინააღმდეგობის მიუხედავად მისი სახე ხელებში მოვიქციე,-ნუ გლოვობ... არ შეიძლება!
-შენ... შენ ხომ გიყვარვარ? შენც მასავით ფეხებზე დაგვიკიდებ?! რო გაბრაზებდი, მაგაზე ჯავრს იყრი და წახვალ ხო?!-დაბინდული მზერით გადმომხედა და ფერდაკარგული ტუჩები დაებრიცა.
-შეწყვიტე მოთქმა! ძალით რომ გამაგდოთ, მაინც არსად არ წავალ!-მთელი შემორჩენილი ძალები შევაკოწიწე და რაც შემეძლო სანდომიანად გავუღიმე.
-როგორ მათბობ... როგორ მანაზებ რომ იცოდე!-უმწეოდ ამომხედა და გულში ჩამეკრო.
მაშინ მივხვდი. მივხვდი და უფრო მეტად მეტკინა გული!
სიმთვრალისას შემჩნეული დემონის მეორე მხარე, საოცარი სიფაქიზით რომ ხასიათდებოდა, სინამდვილეში მის რეალურ სულს წარმოადგენდა. სიუხეშეს შეფარული სინატიფე, დემონის საყრდენი იყო. გიგიც კი გაცილებით ძლიერი იყო დემონზე, რადგან ის მისი რეალურ პიროვნებას აჩენდა, ეს კი... ვიცოდი, რამდენად ფაქიზი იყო მისი შინაგანი სამყარო და ვხვდებოდი, რა ძლიერ ეტკინებოდა აკოს რომ რამე მოსვლოდა. ნათლად ვხედავდი, რამდენს ნიშნავდა დემონისთვის საკაცეზე დასვენებული, ოდესღაც მხიარული, ამჯერად სიკვდილს შეჭიდებული ბიჭი და წინასწარ მტკიოდა მოსალოდნელი უბედურების სისასტიკე.

888
არ ვიცი რა დრო გავიდა, სანამ ექიმი გამოვიდოდა და რაიმე საიმედოს გვეტყოდა. იატაკის სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი უკვე. ცრემლებ დამშრალს კედლისთვის გამეშტერებინა მზერა და დემონის თითოეულ გულისცემას ვითვლიდი. თითქოს ასე მსურდა დამემახსოვრებინა ჩემთვის ამღერებული გული, საყვარელ სიმღერას რომ მღეროდა.
მთელი საათი იყო, რაც უცნობი კაცის სიტყვებზე ვფიქრდობდი და საზარელი სიცივე მივლიდა ტანში. იმის გაფიქრებაც კი, დემონსაც შეიძლება რამე რომ დამართნოდა, შავ ხვრელს მიჩენდა გულში. თითქოს აკო არ ყოფილიყო საკმარისი... თითქოს მისი ამბავი ადვილი გადასატანი ყოფილიყო.
-მითხსრი, შენც... შენც იღებ რბოლებში მონაწილეობას?-მიუხედავად დიდი მცდელობისა, მაინც ვერ მოვთოკე თავი და ხმის კანკალით ვკითხე.
-ამას უკვე აღარ აქ მნიშვნელობა!-ისე მიპასუხა, ჩემთვის არ შემოუხედავს.
თავი კედელზე მიეყრდნო და ამოღამებული თვალები უღონოდ მიელულა.
-როგორ თუ... ხომ შეიძლება რომ შენც...-წამოვიძახე დაზაფრულმა და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე.-რას ხედავ იმაში სასიამოვნოს, რომ თავს საფრთხეში იგდებ? ვერ ხედავ შენი მშობლები რა დღეში არიან? გინდა უარესი დაემართოთ? რატო ხართ ეგოისტები?
-უკვე ვეღარაფერს შევცვლი... აზრი არ აქვს,-აიქნია ხელი და დაქანცულმა მომაპყრო მზერა,-უკვე გვიანია...
-რამდენი ხანია რაც მონაწილეობას იღებთ?-ხმაჩამწყდარმა ვკითხე და ყვირილი ძლივს შევიკავე პასუხის მოსმენისას.
-მე როგორც კი სრულწლოვანი გავხდი... აკომ ორი წელია რაც დაიწყო.-მობოდიშებით გამიღიმა, როგორც კი რაღაცის სათქმელად პირი დავაღე და ხელისგულზე კიდევ ერთი კოცნა დამიგოვა,-ეხა არა... მერე... ყველაფერი რომ მოგვარდება... ეხლა აკო უნდა გამოძვრეს... კარგად უნდა გახდეს!
-ოპერაცია დასრულდა!..-ქოშინით მოგვახსენა იმ წამს მოვარდნილმა გიორგიმ და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წამომაყენა ფეხზე დემონმა.
-რა თქვი?-წამოიძახა და ცახცახის შესაკავებლად სისხლ შემხმარი ხელები მომუშტა.-მერე? აკო ხომ...-წინადადების დასრულება ვერ შეძლო და ხმა ჩაუწყდა.
-ბოლო თორმეტი საათი გადამწყვეტიაო,-დაიჩურჩულა გიორგიმ და გულამოსკვნილი ატირდა.
-ანუ?-მე გადმომხედა ნათქვამის დასაზუსტებლად.
-თორმეტ საათში თუ არ გამოვიდა, მაშინ...-გაგრძელება ვერ შევძელი და ატირებული ბავშვი, მუშტებით რომ იწმენდა ცრემლებს გულზე მივიხუტე.-აკო ძლიერია და ამასაც გაუმკლავდება. აი ნახავთ!..-ჯიბრიან ჩალაპარაკებას უფრო გავდა ჩემი ნათქვამი, ვიდრე ვინმეს გამხნევების მცდელობას.

888
ვინმეს რომ ეკითხა, რა დაგამახსოვრდა მთელი თვრამეტი წლის მანძილზე ყველაზე ცუდადო, ვუპასუხებდი, ის 12საათი, რომელიც მთელ თვრამეტ წელს უდრიდა ჩემთვის. მთელ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა და იმდენი ენერგია წაიღო, ალბათ თვეები ვერ შევძლებდი ძველი მაკრინეს დაბრუნებას. და არა მარტო მე, არამედ ყველა ის ადამიანი, რომლებიც მოსაცდელში, ოცნებად ქცეული სიტყვის გაგებას ელოდნენ და ალბათ არასდროს, არაფერზე ლამაზი არ ყოფილა ექვს ბგერიანი, ზოგისთვის უმნიშვნელო სიტყვა-"გონზეა".
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ გავითავისე შემდეგი წინადადების სინამდვილე-"ცის კარი გაიხსნა!" მაშინ ვიგრძენი, რომ კიდევ ვარსებობდი, რომ არასდროს არ ყოფილა ადამიანობის შეგრძნება ასეთი საოცარი... მშინ დავაფასე უბედურებაც და ბედნიერებას. მაშინ მივხვდი წუთისოფელში ბოროტის არსებობის არსს და უფალს მადლობა შევწირე, ადამიანად ყოფნის სიხარული რომ მარგო წილად.
-როგორ მიყვარხარ მაკრინე, რომ იცოდე!!!-საოცრად თბილი, სიყვარულით გაჟღენთილი ხმით მიჩურჩულა დემონმა და ისედაც ამოვარდნაზე მყოფი გული, უფრო მეტად ამიფრთხიალდა.
... და როდესაც მიწას მოსწყდა ჩემი ფეხები, მაშინ კი საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სასწაულებიც არსებობდა. დაუჯერებელი სასწაულები, უბრალოდ დემონი, ბრალიან "ჩემ" დემონად რომ აქცია.
მართლაც რომ საოცარია საკუთრების განცდა, კანონიერების სურნელი რომ ასდის!!!
---
უკვე ერთი კვირა იყო გასული აკოს გონზე მოსვლიდან და დემონის აღიარებიდან, მე კი გონზე ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი. იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ბოლო დროს მომხდარი ამბები, დაჯერება მიჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დაჰიპნოზებული დავდიოდი და ყველაფერს ინსტიქტურად ვაკეთებდი. თითქოს ჩემ ჯინაზე დუმდნენ ყველა ჩემი მეგობრები. ყველაფერი დუმილით და მოსალოდნელი ახალი ამბით იყო მოცული. ლექციების შემდეგ, დემონის მოკითხვა და საავადმყოფოში წასვლა, ლამის ყოველდღიურობად მქონდა ქცეული. უფრო გაღრმავებული ურთიერთობა კი ნაწილობრივ დისკომფორტს მიქმნიდა.
დაბნეული ვიყავი. საშინლად დაბნეული. საპასუხო გრძნობებმა, სრული ქაოსი მოახდინეს ჩემში და ამჯერად სულიერ ანარქიას უნდა შევგუებოდი. განა ასე ადვილი შესაგუებელი იყო დემონის-"მიყვარხარ"?! ყოველივე იმის შემდეგ, რაც გადავიტანეთ.
რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, მჯეროდა მისი. მჯეროდა ისე, რომ წამითაც არ შემქონდა ეჭვი. იმდენად დიდი იყო ჩემი მისდამი სიყვარული, მცირედი უნდობლობაც კი შეურაცმყოფელი იყო ჩემთვის. ბრმად ვიყავი დემონზე "გამობმული", მაგრამ მის გრძნობებთან შეგუება მაინც მიჭირდა... მეხამუშებოდა. უცხო იყო ჩემთვის და იმედი მქონდა, ყველაფრის ჩაწყნარებასთან ერთად, შინაგანი ქარიშხალი, ნელ-ნელა ჩადგებოდა.
უკვე ნანასთვისაც იყო ცნობილი ჩემი გრძნობები და ეჭვი მაქ, უახლოეს მომავალში მამაჩემიც გაიგებდა. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ზურგს არასდროს არ მაქცევდა. ამდენი გამოფიტული ადამიანის ყურების შემდეგ, დედაჩემთან საუბარი გაყინულ გარემოში მზის ამოსვლას გავდა და ყოველ დღე ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული. მისი დამამშვიდებელი სიტყვები, მალამოსავით მეფინებოდა და წამით მავიწყდებოდა თუ რა მდგომარეობაში ვიყავი.
გადატვირთული გრაფიკის გამო, მუშუსთვისაც ვერ ვიცლიდი და მთელი დღე სახლში მყავდა გამოკეტილი. მხოლოდ საღამოს ვახერხებდი მის ნახვას და მონატრებულზე წამითაც არ ვუშვებდი ხელს. უნივერსიტეტში და მით უმეტეს საავადმყოფოში, მისი წაყვანის უფლება არ მქონდა და იძულებული ვიყავი ბედს შევგუებოდი. გიორგი კი ამ გაუსაძლის სიტუაციაში ჩემ მხსნელს წარმოადგენდა. სკოლიდან პირდაპირ ჩემთან მოდიოდა და დემონის მოსვლამდე კნუტს ართობდა. მართალია ყოველივე ამას დემონი უარყოფითად უყურებდა, მაგრამ ისიც ხვდებოდა რომ სხვა გზა არ იყო. მორჩილად იტანდა პატარა დემონის ჩემდამი გამოვლენილ სასიყვარულო იმპულსებს და ღრენით პასუხობდა მის ჩემთან მოახლოებასაც კი. როცა ეცალა ხომ სულ ჩემთან იყო, მაგრამ ეხლა მხოლოდ მაშინ მტოვებდა, როდესაც მე ლექციები მქონდა და მეძინა. დანარჩენ საათებში, სულ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა და ხელს არ მიშვებდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმცროსი ოშხარელი იყო ჩემთან. რა თქმა უნდა ამას სხვებიც ამჩნევდნენ, მაგრამ ყველა დუმდა... აბსოლიტურად ყველა. თვით ჯაბაც არ იღებდა ხმას.
აშკარა იყო, რომ უაკოობა ყველაფერს დატყობოდა. მის გარეშე ცხოვრება ნელა და მდორედ მიედინებოდა, როგორც სისხლი ძარღვებში. ყველაფერს დაკარგვოდა ხალისი და ერთადერთი რაც იმ წამს სიხარულს გვგვრიდა, უმნიშვნელოდ გაუმჯობესებული მდგომარეობა იყო. მორიგეობით გათენებული ღამეები, თითქოს უფრო გვაახლოვებდა მასთან და ექიმს ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. ერთი სული გვქონდა, როდის შევძლებდით მის ნახვას, რაც ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო. მაგრამ ჯიუტად არ ვიცვლიდით ერთი ადგილიდან ფეხს. წარმატებულად გადატანილმა ოპერაციამ მთელი არსება იმედით აავსო და დღე-დღეზე ველოდით სასიხარულო ცნობას, შემდეგი სიტყვებითურთ-"შეგიძლია ნახოთ პაციენტი!"
და ასეც მოხდა! ზუსტად მერვე დღეს, საღამოს შვიდ საათზე ნება დაგვრთეს რიგრ-რიგობით მოგვენახულებინა. იმდენად გახარებული ვიყავით ამ ცნობით, სულაც არ მოგვისმენია ექთნის შენიშვნისთვის, ისე შევცვივდით პალატაში და გაბრწყინებული თვალებით დავაშტერდით სახე გაცრეცილ, ფერმკრთალ აკოს. გული მტკივნეულად მომეკუმშა მოშუშების პირას მყოფ ნაკაწრებს რომ მოვკარი მზერა და თვალები ამიცრემლიანდა. დაბინდული თვალებით მოვავლე მზერა აწრიპინებულ აპარატს, უამრავი მილებით დახუნძლულს, წვეთოვანს და ცრემლიანად გამეღიმა, მხიარულად აბრჭყვიალებულ ორ ცისფერ ირისს რომ შევხედე.
-მიქელა ვნახე ტო!-ჩურჩულით გვახარა აკომ და შეძლებისდაგვარად გაიცინა.
-დედა მოგიკვდეს შენ!.. როგორ მანერვიულე შვილო!..-ატირდა იზა და კანკალით გადაუსვა შვილს დაბინტულ თავზე ხელი.
-კაი რა იზუ!.. რას დამტირი სატირალზე გამოძახებული ქალივით ტო!-მიუხედავად სუსტი მდგომარეობისა, ხუმრობას მაინც არ წყვეტდა და უღონოდ გვიღიმოდა ადგილზე გაშეშებულებს,-დედუნი, საჩუქარი გამიკეთეთ, ამათი ქანდაკებების ჩემ პალატაში დადგმით და მადლობის სათქმელად მოვემზადო, თუ ცვილის ფიგურები შემოვიდა მოდაში და მე ტენდენციას ჩამოვრჩი?
-აი, პროსტა მანდ არ იწვე, გაჩვენებდი როგორ უნდა გულების დახეთქვა!-დაუბღვირა ჯაბამ და სიცილით მიუახლოვდა.
-რა იყო ჯაბუნი, ცოლი მოვიყვანეთ და პოტენცია აგვიმაღლდაო?-სახე დამანჭულმა ახედა, იმაში დარწმუნებულმა რომ კარგა ხანს ხელშეუხებელი იქნებოდა.
-ეხა რაც არ უნდა მითხრა, მაინც ვერ გამაბრაზებ!-სიცილით მოუთათუნა მხარზე ხელი და ძმაკაცის დამანჭულ სახეს რომ შეხედა, ბოდიშებით მოშორდა.
-შვილო, შენ სულ როგორ უნდა ცანცარებდე? შეიძლება ასე?-ქვითინით ამოთქვა იზამ და აცრემლებულ ქმარს მიეხუტა.
-ეეე, ნუ გამიმართეთ რა აქ საპნის ოპერა!.. დედუნა, ნუ ტირი რა, თორე ვერ ხედავ, შენი ქმარიც ატირდება საცაა! აცადე კაცს ჩემით ტკბობა,-ხუმრობას არ წყვეტდა აკო და ტკივილისგან აკრუსუნებული, სახეს სასაცილოდ ჭმუხნიდა.
-არაფერი არ გეშველება შენ,-ჩაიქნია ხელი უფროსმა გუგავამ, ცოლს ხელი მოხვია და იმ წამს შემოვარდნილ ექიმთან ერთად, პალატიდან გავიდა.
-ბიჭო, შენ არ უნდა დაჭკვიანდე? აჩეხილი წევხარ მანდ და მაინც მაიმუნობ,-გიგიც წამში ხამხიარულდა, სკამი საწოლთან მიაჩოჩა და გაბადრული დაუსკუპდა წინ.
-აჩეხილიც გევასე ხო?-გაჭირვებით აუხამხამა მილულული წამწამები და ტუჩის კუთხე ჩაეჩხვლიტა.
-მაინც პიდარასტია რა,-აუქნია ხელი გიგიმ და გამკიცხავად გადააქნია თავი.
-წადი შე ქალიშვილო,-არც გუგავამ დააკლო და რომ არა დემონის ჩახველება, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად შესცქეროდა სანახაობას, ალბათ კარგა ხანს არ შეწყვეტდნენ კინკლაობას.
-უჩუნა, რას მებღვირები, გახსენი ეგ შენი მშვილდ-ისარივით წარბები და ღიმილი მაჩუქე!..-ამჯერად დემონს მიუბრუნდა, წუთის წინ გაბადრული, ამჯერად მოღოშული რომ შესცქეროდა.
-მანდედან რომ ადგები, სათითაოდ ჩაგალეწავ მაგ ნეკნებს!-დაუღრინა და კედელს აეყუდა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი.
-ეს რა მწნილიც დავტოვე ეგეთი დამახვედრეთ?! რა იყო კრასოტკა, ამისთვის ვიდგამდი წელებზე ფეხს?-მოჩვენებით განაწყენებულმა შემომხედა და მალულად თვალი ჩამიკრა.
-ეგ ისეთი დამტკბარია, ყინულსაც გაალღობს, უბრალოდ ჩვენ არ გვაქ მაგის ხილვის ბედნიერება!-ფხუკუნით გადაულაპარაკა ჯიშკარიანმა და გაღიმებული ლანა, გულზე მიიკრო.
-ის იგულისხმა რაც მე ვიგულისხმე?-გაკვირვებულმა შეავლო მიბნედილი თვალები იქ მყოფებს და ბოლოს ჩემზე შეაჩერა მზერა.-გინდა თქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვტოვე?
-შეიძლება მასეც ითქვას,-დაუდასტურა ლანამ და მომინდა ძვირფას სიძეზე რამე ჩამერტყა თავში, ასე რომ გამომიშტერა დეიდაშვილი.
-მიქელას მოუკვდა ეგ მკვდარი პატრონი, წლის მოვლენა რომ გამომატოვებინა!-სასაცილოდ დაწყევლა გუგავამ არარსებული "მიქელა" და დაქანცულმა ამოიოხრა.
-შენ მგონი ცუდად იყავი!.. დაისვენე და მალე წამოხტი მანდედან,-გასცა ბრძანება დემონმა და თავით ანიშნა ბიჭებს, გარეთ გადითო.
-ეეე, ასე მალე მტოვებთ ტო?-ამოიკრუსუნა, მიუხედავად იმისა რომ აშკარა იყო, ენას პირში ძლივს ატრიალებდა.
-ხვალ ისევ გნახავთ,-ღიმილით დაუქნია ლანამ ხელი და პალატა დატოვა.
-ძალიან გვიყვარხარ, ხომ იცი?!-ჩუმად ვუთხარი, ლოყაზე თბილად ვაკოცე და დემონთან ერთად გავიხურე კარები.
-კრასორკა, კიდე მითხარი, ვერ გავიგე რო გიყვარვართ!-სანამ გამოვიდოდით, სმენას მისწვდა მხიარული ხმა და ბედნიერს გამეღიმა, მისი აფორაჯებული ღაწვები რომ გამახსენდა.
აი, რა მაკლდა თურმა მთელი ამ დროის განმავლობაში. ფერმკრთალ ლოყებს, ფერები რომ შეეპარა, თითქოს ყველაფერმა თავისით იწყო დალაგება. გულიდან წამში მომეხსნა ლოდი და თავისუფლად ჩავისუნთქე, სილაღე შეპარული ჰაერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე აკოს მდგომარეობას, საფრთხე არ დაემუქრებოდა და მეც მეტი რა მინდოდა. ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის: ჯანმრთელი აკო და შეყვარებული დემონი!.. ჩემზე შეყვარებული.
რაც არ უნდა ეწუწუნა და უარეყო, მაინც ვერ ამომიშლიდა მეხსიერებიდან აცრემლებულ ცისფერ თვალებს, ჩემი სიტყვების მოსმენისას, რომ აუწყლიანდა.
არა, მართლაც რომ უჩვეულო შეგრძნებაა, როდესაც ჩვეული მოხარხარე ჭინკები, აწყლიანებულ მზერას რომ გარიდებენ!

888
-გიო, ნუ მაიმუნობ!-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი ოთახში მორბენალ ბავშვს და უღონოდ ამოვიოხრე, მუდარანარევი მზერით რომ შემომხედა,-ნუ მოყურებ ეგრე! მაინც ვერ გადამათქმევინებ... ხო იცი, რომ არ შემიძლია?
-აუუ, გთხოვ რა მაკრინე! აი, ძაან გთხოვ რა!-მეტი დრამატიზირებისთვის, ყელი გამოიღადრა ლამის და აწყლიანებული თვალები ააფახულა.
არა, უნდა ვაღიარო რომ ოშხარელებს საოცარი უნარი აქვთ ადამიანების მანიპულირების, რაშიც მომაჯადოებელი შარმის გარდა, შესაშური გარეგნობაც ეხმარებათ. ყოველივე ეს კი, მუდამ ჩემს საწინააღმდეგოდაა მომართული.
თითქმის ნახევარი საათი იყო, რაც ვეჩიჩინებოდი უმცროს ოშხარელს, რომ მუშუს წაყვანა საავადმყოფოში არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი ლაპარაკი კედელთან ლაპარაკს უდრიდა. ჯორივით ერთ აზრზე მდგარი გიორგი, სულაც არ აპირებდა დათმობას და ჩახვეული კასეტასავით იმეორებდა, რომ მუშუ უნდა წაეყვანა ავადმყოფისთვის. თავისი აზრის განსამტკიცებლად კი აკოს სიტყვებს იშველიებდა:-"შუშუს ნახვა მაკლია სრული ბედნიერებისთვისო!"
გაუსაძლისი იყო ვედრებით მოშტერებული, დიდრონი შავი თვალების გულგრილად ცქერა და ღმერთ უფრო მეტ გამძლეობას ვთხოვდი. დემონიც არ იყო ჯერ მოსული, ერთი რომ დაებღვირა და ძმა ცოტათი მაინც დაემშვიდებინა.
-გიორგი!-მკაცრად დავუძახე და დაბნეული კნუტი გულზე მივიხუტე,-არ შეიძლება!
-რატო არ შეიძლება? ბიძია აკოს ნახვა უნდა,-სასაცილოდ შეიჭმუხნა შუბლი და კულულებით დახუნძლული თავი გადააქნია.
-მაგ შენ ბიძია აკოს კნუტის მოფერების თავი არ აქ. როცა გამოწერენ მაშინ ნახავს,-ვეცადე მკაცრი ტონი შემენარჩუნებინა, მაგრამ ღიმილი ვერ შევიკავე, ლოკონებმა თავის მოძრაობის გასწვრივ რომ დაიწყეს ხტუნვა.-თან ხომ იცი, რომ ცხოველებს საავადმყოფოში არ უშვებენ?!
-დაუშვებენ! მამიკოს ვეტყვი და ნახავ თუ არ შემაყვანინონ,-მაინც არ იშლიდა თავისას პატარა ოშხარელი,-მიდი რა, მაკრინე!
-გიო, რატო არ გესმის?-უღონოდ ამოვიოხრე და აკნავლებული კნუტი იატაკზე დავუშვი.
-საერთოდ არ გიყვარვარ. ჩემი დებილი ძმა გიყვარს!.. მე არ გიყვარვარ,-წამოიძახა გაბრაზებულმა და აცრემლებული თვალები რომ არ შემემჩნია, იატაკს დააშტერდა.
იმდენად მომხვდა გულზე მისი სიტყვები, კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე და ენა გადაყლაპული შევსცქეროდი ადგილზე მოქანავეს. ისიც კი ვერ მოვისაზრე თუ რა უნდა მეთქვა. იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, დაბნეულობისგან ხელები ამიკანკალდა.
ოშხარელების კიდევ ერთი თვისება-ფანტასტიურად ეხერხებათ ხალხის დაბნევა!
-შენც და შენ ძმასაც ძალიან გიყვართ ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება!-ამოვიგმინე, ისედაც აჩეჩილი თმები უფრო ავურიე და გულში ჩავიკარი.-ნორმალური არაა ის, ვინც შენ არ უყვარხარ!-სიცილით ვუთხარი და აწითლებული ლოყები დავუკოცნე.
-მართლა გიყვარვარ?-თვალებ მოჭუტულმა ამომხედა და ლოყა ჩაეჩხვლიტა.
-მართლა,-დავუქნიე თავი და ცხვირზე ხელი ჩამოვკარი.
-ჩემ დებილ ძმაზე მეტად?-ეშმაკურად აუციმციმდა დიდრონი თვალები და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
-გიორგი, მოშორდი მანდედან, სანამ შუაზე გამიგლეჯიხარ!-მიწიდან ამოზრდილივით გაისმა სუსხიანი ხმა და შიშისგან ადგილზე შევქანდი.
-შენ არავინ გკითხავს,-ნიშნისმოგებით წამოიძახა უმცროსმა ოშხარელმა და ძმას ენა გამოუყო.
-მაკრინე, მომაცილე ეს წურბელა აქედან, სანამ ჭკუიდან გადავსულვარ!-დაიღრინა დემონმა და თვალები დაუბრიალა.
-შენ ვინ გკითხავს?-წამოიყვირა პატარა დემონმა და ისე შემომეჭდო მუცელზე, სუნთქვა შემეკრა.
-ლაწირაკო, ნუ მეტლიკინები!-ერთიანად აწითლებულმა დაუქნია თითი, თან ხელს ნერვიულად მუშტავდა.
-მაკრინე მალე ჩემი შეყვარებული გახდება და ცოლადაც მოვიყვან!-უფრო მეტად მომეკრო და ცხვირაბზუებულმა გადახედა გაცეცხლებულ ძმას.
-სამის დათვლამდე თუ არ აორთქლდები, თავით გადაგისვრი მეხუთე სართულიდან!-დაისისინა უფროსმა ოშხარელმა და რამდენიმე ნაბიჯით მოგვიახლოვდა.
-ჩვენი წასვლის დროა!-წამოვიძახე სიტუაციის განსამუხტად და გიორგის ხელით ვუბიძგე კარებისკენ.-აკო გველოდება!
-მუშუსაც წავიყვანთ ხო?-მაინც თავისას გაიძახოდა პატარა მაიმუნი და ოთახში მორბენალ კნუტს დასაჭერად მოსდევდა.
-ჯანდაბას, წაიყვანე,-ამოვიგმინე და ტელეფონს ხელი დავსტაცე.
-მეც მიყვარხარ,-აღტკინებულმა გადაიკისკისა, კნუტი აიტაცა და სირბილით გავარდა კარებში.
-მარტო გამოგიჭერ და განახებ როგორ უნდა ენის ტლიკინი!-დაადევნა დემონმა და გაღიზიანებულმა მომაჩეჩა ქურთუკი.
-პატარა ბავშვივით იქცევი,-გამკიცხავად გადავაქნიე თავი და მის მოღუშულ წარბებს რომ შევხედე, ხმა გავიკმინდე.
-შენც მის მხარეს ხარ?-განაწყენებულმა წამოიძახა და წინ ამესვეტა.
-პატარაა და უნდა დაუთმო... ვერ ხვდები, რომ სულელურად იქცევი?-ენა გამექცა და ტუჩაბზუებულმა ავხედე.
-სიყვარულს რომ გიხსნის, მაშინ არაა პატარა?!-დაიღრინა გაბრაზებულმა და სერიოზულად დავფიქრდი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
-არ მაფიქრებინო რომ...-სათქმელი არ დავასრულე და წარბებაწკიპული გამომცდელად ავაშტერდი.
-სულაც არა!-წამოიყვირა დამდუღრულივით და სიცილი ვერ შევიკავე, ბავშვურად აწითლებულ ლოყებს რომ ვკიდე თვალი.-სიხარულიძე, ნუ დამცინი!
-ჩუმად ვარ!-ფხუკუნით დავიდე ტუჩებზე ბოქლომი და სიცილით ჩავირბინე კიბეები, თან დემონის უკმაყოფილო ბუზღუნს ყურადღებას არ ვაქცევდი.

888
-ბიძია აკო, ნახე ვინ მოგიყვანე!-ყვირილით შევარდა პალატაში გიორგი, ისე რომ მამამისის გამაფრთხილებელი ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია და გახარებულმა ააფრიალა ხელებში მუცელზე უშველებელ ბუშტებ გამობმული პაწუა კნუტი.
-ეეე, ეს აქ საიდან ტო?!-აკოსაც მეტი რა უნდოდა, აჟიტირებულმა გამოგლიჯა კნუტი და ხელებში შეათამაშა.-კიდე არ გაზრდილა ეს წერტილი!.. რას შობი, რაფერ ხარ ბუჯო?!
-ამაზე მეტი ჭკუა მაგასაც არ აქვს,-გადმომხედა დემონმა და იქვე მდგარ გიორგის თავში ხელი წამოარტყა.
-დედა, უთხარი რა რამე უჩას, მირტყამს!-დაიწუწუნა უმცროსმა ოშხარელმა და გაბრაზებულმა მოიქექა კეფა.
-ლაწირაკიო,-დაუღრინა დემონმა და უხერხულად აწურულს წელზე ხელი მომავლო.
-დებილო!-არც პატარა მაიმუნი ჩამორჩა.
-უჩა, გიორგი, რა დღეში ხართ?!-წამოიძახა ლალიმ და გამკიცხავად შეავლო ორ იდენტურ ბავშვს თვალი, რომლებიც სიმაღლით განსხვავდებოდნენ მხოლოდ ერთმანეთისგან.
-ამან დაიწყო!-უმალ ჩაუშვა გიორგიმ და დედას აეტუზა გვერდით.
-დედა, მომაშორე ეს ბავშვი აქედან,-დაისისინა და წელზე ისე მომიჭირა თითები, ხმა ძლივს დავიმორჩილე.
-კრასოტკა, რა უქენი ამას?-აქამდე კნუტის შესწავლით დაკავებულმა აკომაც ამოიღო ხმა, როგორც კი დედა შვილმა პალატა დატოვეს და სიცილით აათვალიერა ძმაკაცი.
-გუგავა, არ მაქ შენი ლაზღანდარობის თავი,-აიქნია ხელი ლუციფერმა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში.
-უჟმურს სამარე გაასწორებსო, ამაზეა ნათქვამი,-დააქიცინა თავი და კნუზე მობმულ ბიშტებს დახედა.-აი, ამ კნუტის კრეატიულობა მომკლავს რა მე! შუშუ, შერეკილების რამე ხარ და არ გვეუბნები ტო?
-როდის გაგწერენ?-აიცილით ვკითხე და საწოლზე ჩამოვუჯექი.
-რავი ტო! მოტ... შეჭამეს ტვინი, კიდე უნდა იყო დაკვირვების ქვეშო!-უცებ გამოასწორა ნათქვამი და აწითლებულ დემონს მობოდიშებით გადახედა,-ორი კვირაა აქ ვარ და უკვე ყველა ექიმი მცნობს!
-მედდებიც ხო?-მხიარულად გავიცინე და მოხსნილი ბუშტები, წვეთოვანს გამოვუბი.
-აუ, ეგ არ მკითხო!.. დაკოდილი მამალივით ვარ რა!-გულსაკლავად ამოიოხრა და მუშუ მუცელზე დაიწვინა,-ნერწყვებს ვყლაპავ შორიდან, აღარ შემიძლია გამისკდა გული.
-ბიჭებს რო ხედავ, მით უმეტეს მაშინ ხო?-სრული სერიოზულობით კითხა დემონმა და მალულად თვალი ჩამიკრა.
-მიხვდი ხო? თან შენ ხომ იცი, რა ცეცხლი იმალება ამ სხეულის შიგნით?-აუფახულა წამწამები და ჩემთან ერთად დაიწო სიცილი.
-გუგავა!-დაიგრგვინა ფეხზე წამომხტარმა,-იცოდე არ მოვერიდები დამტვრეული რომ წევხარ მანდ და თავს წაგაცლი.
-კაი ტო, მაკრინე გაგვიგებს!-ტუჩებდაპრუწულმა გაუგზავნა კოცნა და ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-ოდესმე ხო ადგები მანდედან!..-დაიქადნა ლუციფერმა და გაბრაზებული კარებში გავარდა.
-საღამოს გელოდები, ახალი პენუარი უნდა გაჩვენო!-დააწია გუგავამ და სიცილისგან მუცელ ატკიებულს, ცხვირზე დამკრა ხელი.

888
სიზმრებიდან ტელეფონის ზუზუნმა გამომიყვანა და გაღიზიანებული შევძვერი საბანში. წუთის ლოდინის შემდეგ, მობილურმა რეკვა რომ არ შეწყვიტა, იძულებული გავხდი თვალები გამეხილა და ყურმილისთვის მეპასუხა.
-ვინ ჯანდაბა ხარ ამ საღამოს რომ მირეკავ?-ჩავყვირე გაღიზიანებულმა, თან მიბლანტულ თვალებს ვიზელდი.
-აუ, გეძინა?-მომესმა ნაცნობი ხმა და მოულოდნელობისგან თვალები ვჭყიტე.
-შენ... გადაირიე?-ენა დაბმული ავლუღლუღდი და საწოლზე წამოვჯექი,-იცი რომელი საათია?
-დილის ოთხი საათია!-მიპასუხა უდარდელად.
-მერე? რატო არ გძინავს?-წამოვიძახე და გაბრაზებამ დამიარა სხეულში.
-ვერ დავიძინე! აუ, მელაპარაკე რა ცოტა ხანს,-აწუწუნდა მუდარა ნარევი ხმით.
-უჩა, არ გადამრიო ეხა! ეხა აგიტყდა მაინც და მაინც ლაპარაკი? დილამდე ვერ მოიცდიდი?-გაღიზიანებულმა დავისისინე და სახეზე ჩამოყრილი თმები გადავიყარე.
-დილამდე ვერ მოვითმინე...
-ხუმრობ ხო?.. მაცადე რა ძილი!-ამოვიგმინე და კვლავ ბალიშებში ჩავეშვი.
-ხო, კარგი, კარგი!-ნაწყენი გაუხდა ტონი და ყურმილი გათიშა.
-არაა ნორმალური!-ამოვიოხრე და ვეცადე სინდისის ხმა ჩამეხშო, თავში რომ მიკაკუნებდა.
ის იყო, კვლავ დაძინებას ვაპირებდი, მობილური რომ აწრიპინდა და ღიმილმა გადამირბინა ბაგეებზე, მოკლე ტექსტური შეტყობინება რომ გავხსენი:
"ძილინებისა!"-ეწერა შიგ და ბედნიერს გამაცახცახა.
ალბათ ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული ძილის შებრუნებიდან, კარზე ზარი რომ გაისმა და სიბრაზემ პიკს მიაღწია. გაღიზიანებული წამოვხტი ფეხზე და ისე გავაბიჯე ჰოლში, ჩუსტებიც არ ჩამიცვია. პირზე მომდგარი ყვირილი უმალ შემახმა, ზღურბლზე აწურულ სხეულს რომ ვკიდე თვალი და უღონოდ ამოვიოხრე.
-დილამდე არ შემეძლო მოთმენა!-დამასწრო, სანამ რამეს ვიტყოდი და უბოდიშოდ შემოაბიჯა სახლში.
-რა დავაშავე ღმერთო!-გულწრფელად აღმომხდა და ფეხების ტყაპუნით გავუძეხი წინ.
-არ მეძინებოდა და რა მექნა?-გულწრფელმა ტონმა უფრო მეტად გამაღიზიანა და ხელები ბრაზისგან მოვმუშტე.
-მერე მე შენი ძიძა ვარ?-წამოვიძახე შუბლ შეკრულმა და თვალები დავაკვესე.
-არა, ის ხარ, ვინც მიყვარს!-აიჩეჩა მხრები და მეც უმალ მომილბო გული.
-ჯანდაბა შენ თავს!-ავიქნიე ხელი და სასმლისგან ამღვრეულ თვალებში ჩავაშტერდი.-მთვრალი ხარ ხო?
-სულ ცოტა დავლიე, გიგისთან ერთად,-დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და კედელს მიეყრდნო ღიმილით.
-მეჩვენება, თუ მაშინ არ გეძინება, როდესაც მთვრალი ხარ?-ნიშნის მოგებით ავწკიპე წარბები და გულზე ხელებ დაკრეფილი ავესვეტე წინ.
-მართლა? მე არ შემიმჩნევია!-აიჩეჩა მხრები და სახე ისე მომიახლოვა, სანტიმეტრები მაშორებდა მის ვნება მორეულ ტუჩებს.
-ტყუილს მოკლე ფეხები აქ,-გადავაქნიე თავი აზრზე მოსასვლელად და სამზარეულოში შევედი.
-გინდა თქვა რომ მე მოკლე ფეხები მაქ?-ფეხდაფეხ მომყვა და სასაცილოდ გაიჯგიმა.
-მოდი დალიე ეს!-მისი კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ვუთხარი და მაგიდაზე დავუდე ბორჯომი, ჭიქასთან ერთად.
-მუშუ სად არის?-მოიკითხა, როგორც კი სკამზე ჩამოჯდა და ინტერესით მოავლო ოთახს თვალი.
-ძინავს,-ავიჩეჩე მხრები და დახლზე დალაგებული ჭიქების, თაროზე შელაგებას მოვყევი.
-შენს ოთახში?-გაცილებით ახლოს მოისმა ბოხი ხმა.
-ჰო,-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე ჭიქა რომ გამომართვა და იქვე დადო,-შენ... რითი მოხვედი?-ვეცადე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ ხმა ჩამიწყდა, ზურგი მხურვალე სხეულმა რომ ამწვა.
-ფეხით. ხომ იცი, მთვრალი საჭესთან არ ვჯდები,-ხმა უფრო რბილი, ნაზი გაუხდა, თმა გადამიზია და ყელზე ცხელი კოცნა დამიტოვა.
-შენი წასვლის დროა... შენები ინერვიულებენ,-წამოვიძახე აფორაჯებულმა და მისგან დაღწევა ვცადე.
-დაგავიწყდა, რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ?-დამცინავად ჩაიქირქილა, მისკენ მიმაბრუნა და დახლს ისე დაეყრდნო, მის მკლავებს შორის რომ აღმოვჩენილიყავი.
-უჩა,-მუდარით ამოვილუღლუღე, თან აძგერებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი.
-რამის თქმა გინდა, მაკრინე?-დამაინტრიგებლად მიჩურჩულა და მსუბუქი კოცნა დამიტოვა ყურთან.
-შეწყვიტე,-ამოვიკნავლე და თვალები უნებურად მიმელულა, ლოყაზე რომ გადაინაცვლა.
-რა შევწყვიტო?-ჩემ წვალებას არ წყვეტდა და ტუჩებით სწავლობდა თითოეულ ნაკვთს.
-ჩემი წვალება,-გაპარული ხმით ვუპასუხე და ერთმანეთზე მიწებებული წამწამები გაჭირვებით დავაშორე.
-მე შენ გაწვალებ?-მეამიტურად ააფახულა წამწამები და ნიკაპზე მომაკრო მხურვალე ბაგეები.
-უჩა,-მუდარით წამოვიძახე, მისი ქმედება გაუსაძლისი რომ გახდა.
საპასუხოდ, მხოლოდ ჩაიცინა და მზერა დაკვირვებით მომავლო აღელვებულს. ფრთხილად დაიხარა ჩემსკენ და თბილი კოცნა დამიტოვა ქვედა ტუჩზე, შემდეგ კი ზედაზე. რამდენჯერმე გაიმეორა იგივე, ბოლოს კი მთელი ვნებით დამაცხრა. ისეთი გრძნობით მკოცნიდა, ჟრუანტელმა თხემიდან-ტერფამდე დამიარა და თვალებიც უნებურად მიმეხუჭა.
ემოციათა ქარიშხალი ისე დამეჯახა, ადგილზე შევბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი, მთელი ძალით ჩავაფრინდი დემონს დახლზე მიბჯენილ ხელებში. გული ისე მიცემდა, მეგონა საცაა ამოვარდებოდა და ცახცახის შეკავებას ვერ ვახერხებდი. მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა და გაყინულ ტერფებსაც ვეღარ ვგრძნობდი.
-რა მიმზიდველი ხარ, რომ იცოდე,-ხრინწიანად მიჩურჩულა, როგორც კი წამით მომცილდა და ლოყაზე თითები ჩამომისვა.
-არ გინდა,-ამოვილუღლუღე ხმა წართმეულმა, თან სახეზე გაჩენილ ხანძარს ვებრძოდი, მისმა თითებმა რომ დამიტოვეს.
-ნუ მატყუებ, მაკრინე,-ალერსიანად დამტუქსა და დაბუჟებულ ტუჩებზე წამეთამაშა,-რა ლამაზი ხარ... ლამაზი და ვნებიანი,-აელვარებული თვალებით ამათვალიერა და ისევ მაკოცა.
სუსტი წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვახერხე, ისე ავყევი და ვნებიანად ვაკოცე. ვიგრძენი, როგორ შეაკრთო ჩემმა პასუხმა და წამში შემომაჭდო წელზე ხელები. სუსტი ოხვრა აღმოხდა, კისერზე გაყინული თითები რომ შევუცურე და წამში შემომსვა დახლზე. ინსტიქტურად მოექცა ჩემს მუხლებს შორის და მთელი გრძნობით დამიკოცნა სახე.
-არ... არასწორია... არ შეიება,-დაუძლურებულმა, ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ხმა ვერ დავიმორჩილე, ლავიწზე კბილები რომ წამავლო.
-შენც გინდევარ... აღიარე,-ვნების ბურუსში გახვეული ხმით მიბრძანა და აცახცახებულ მუხლებზე, თითები აასრიალა.
-უჩა!-დავიწრიპინე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე.
ზედმეტად ძლიერი იყო ჩემზე, წინააღმდეგობა რომ გამეწია და უნებურად დავყევი მის ნებას. თითები თმებში შევუცურე და მკერდზე ავეკარი. ჩუმი კვნესა აღმომხდა ყელზე რომ გადაინაცვლა და უფრო ვკანკალდი, მოუთმენლად რომ ჩამიხსნა პერანგის ღილები.
-მიყვარხარ, მაკრინე!-სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და პერანგის შიგნით, მხურვალე თითები შემიცურა.
-არ გინდა რა!..-ამოვიკვნესე მუცელზე რომ შემომისვა და ფერებით გამიყვანა ოთახში.
შიშმა მთელ სხეულში დამკრა, ფრთხილად რომ წამომაწვინა საწოლზე და ვნებით ანთებული თვალებით დამაცქერდა. ნერწყვი ხორხში გამეჩხირა, მფეთქავ არტერიაზე კოცნა რომ დამიტოვა, გვერდზე მომიწვა და სუნთქვის შეკვრამდე მომხვია ხელები.
-ჩემი არასდროს არ შეგეშინდეს,-მიჩურჩულა ყურთან და საბანი გადამაფარა,-არასდრის არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც შენ არ გინდა...
-მე...-ავლუღლუღდი დარცხვენილი და ზედაზე თითებით ჩავაფრინდი.
-მართალია, შენც არა ნაკლებ გინდა ჩემთან, მაგრამ ჯერ მზად არ ხარ,-თბილად მაკოცა და გავივე, როგორ ჩაეცინა, დარცხვენილს, მთელი სხეული რომ ამიხურდა,-ამიტომ მოგვიწევს მოცდა! მერე კი... მერე, მოგიწევს შენი სექსუალურობა ბოლომდე დამიმტკიცო... ნუ, მეც გასწავლი რაღაცეებს!-ფხუკუნით მითხრა და ხელები გამიკავა, დასარტყმელად რომ წამოვიწიე.
-გამიშვი შე გარყვნილო! სადისტო!.. ვაიმე, რა უზრდელი ხარ! მომაშორე შენი ბინძური ხელები,-დავუყვირე და მთელი ტანით ავფართხალდი.
-მაკრინე, დამშვიდდი!-გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა და უფრო ძლიერად შემომაჭდო მკლავები.
-ხელი გამიშვი!.. დამანებე თავი! მომშორდი!-მაინც ჩემსას ვაგრძელებდი და ამაოდ ვებრძოდი მძიმე სხეულს.
-სიხარულიძე, ისედაც ძლივს ვიკავებ თავს და გირჩევნია შეწყვიტო ფართხალი, თორე მერე ნამდვილად არ გავჩერდები,-სრული სერიოზულობით გამაფრთხილა და მეც ადგილზე გავშესდი,-ასე ჯობს! ეხლა კი დაიძინე!-ალერსიანი გაუხდა ტონი და შუბლზე მაკოცა.
თვალები გამიფართოვდა, ფეხზე რომ წამოდგა, საბანი გულდასმით შემომიკეცა და კარი გამოაღო.
-დაიძინე,-კვლავ მიბრძანა და ჩემ გაკვირვებულ მზერას რომ გადააწყდა, გულიანად გამიღიმა,-არსად არ მივდივარ! მისაღებში დავიძინებ, თორე აქ თუ დავრჩი, მე და შენ... ცუდათ დავამთავრებთ!.. არა სახარბიელო ზეგავლენას ახდენ ჩემზე!..-დაქანცულმა ამოიოხრა და კარები გაიხურა.
-აბა, ერთი მე მკითხე!-დავისისინე და ბალიშებში ჩავემხე.
-გავიგონე!-გაისმა ხმა და დარცხვენილს ლოყები ამიწითლდა.
იატაკზე დავარდნილი მუშუ გულზე მივიხუტე და საბანში ჩავძვერი. დარწმუნებული ვიყავი ამ საღამოს ძილი არ მეღირსებოდა და იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ როგორ შევხედავდი გათენებულზე დემონს თვალებში.
---
დილით ხმაურმა გამაღვიძა და გაჭირვებით დავაშორე წამწამები ერთმანეთს. ვიღაც სამზღეულოში რაღაცას აჯრახუნებდა და სულაც არ ფიქრობდა, რომ სახლში სხვაც იყო... კერძოდ, მძინარე მდგომარეობაში. ზოზინით წამოვიმართე ფეხზე და ორიენტაცია დაკარგულს, ისე შემაქანა, ლამის იატაკს ჩავეხუტე. ხვნეშით დავეყრდენი ტუმბოს და კედელ-კედელ გავედი სააბაზანოში. შხაპმა საბოლოოდ გამომიყვანა ბურანიდან და მომხდარის გააზრებაზე, დენ დარტყმულივით გავშეშდი დუშის ქვეშ. სირცხვილისგან ისე ამიხურდა სხეული, ლამის ბოლი ამივიდა და აცახცახენული პირსახოცს დავსწვდი. ხელის კანკალით შემოვიხვიე და სულის მოსათქმელად ნიჟარას დავეყრდენი. დაორთქლილ სარკეს მზერა გავუშტერე და ნათლად წარმომიდგა ჩემი სამარცხვინო საქციელი:
ზარი... დემონის სტუმრობა... მთვრალი აღიარება... სამზარეულო... დახლი... მხურვალე ტუჩები... კოცნა... ალერსი... ოთახი... და ჯანდაბა!!!
სირცხვილისგან, ისედაც აწითლებული ლოყები თურაშაულის ვაშლს დაემსგავსა და მეხსიერების დასაწმენდად თავი გადავაქნიე. თითქოს ასწ ვცდილობდი მომხდარის დასავიწყებლად. მთელი ძალით დამეხუჭა თვალები და ადგილიდან გაქრობას ვნატრობდი. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა გამესწორებინა დემონისთვის მზერა, მას შემდეგ, რაც იყო... მით უმეტეს მაშინ, როდესაც მის გახსენებაზე, სულ ჟრუანტელი მივლიდა და გონების დაბინდვამდე სასიამოვნო შეხება მახსენდებოდა... და არ იყო გამორიცხული, ჩემი გარყვნილი ფიქრები უახლოეს მომავალში დემონისთვისაც ცნობილი გამხდარიყო.
-რა სულელი ხარ, მაკრინე სიხარულიძე!-გადაგლესილი თვალები საკუთარ ანარეკლს დავუბრიალე და ბორძიკით გავედი ოთახში.
ალბათ ქურდის, გაცოცხლებული ბებიაჩემის ან სატანას დანახვა არ დამზაფრავდა ისე, როგორც დემონის დანახვისას, ჩემ საწოლზე გაშხლართული, უდრტვინველად რომ ფშვინავდა. ხელები თავქვეშ ამოეწყო, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ისე ფშვინავდა, ეჭვი მაქ სულაც არ ფიქრობდა საწოლის საკუთრების უფლებაზე. ერთი ამოვიქშინე და ფეხაკრეფით გავემართე გარდერობისკენ, თან წამითაც არ ვაშორებდი მზერას მძინარეს. ნაღმზე შემდგარივით გამოვაღე კარადა და შვებით ამოვისუნთქე, საჭირო ტანსაცმელს რომ დავსწვდი. ის იყო, უკან გამოვბრუნდი, ფეხი ტუმბოს სკამს რომ გავკარი და სიმწრისგან კვნესა ვერ შევიკავე. მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ვინატრე, როდესაც დემონის მზერა ვიგრძენი და მთელი ძალით დავხუჭე თვალები, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სამარცხვინო მომენტისთვის, თვალებში რომ არ ჩამეხედა. აცახცახებული ლამის იატაკს შევეზარდე და სირცხვილისგან ფეხის ტკივილიც კი დამავიწყდა. თითქოს რამდენიმე საათის წინანდელი არ ყოფილიყო ჩემი სინდისისთვის საკმარისი და გვირგვინად პირსახოცის ამარა დარაჩენილისთვის უნდა შემოესწრო.
-სად მიიპარებოდი?-შეცვლილი ხმა მომესმა და ჟრუანტელმა თხემიდან-ტერფამდე დამიარა.
იმდენად ძლიერი იყო განცდილი შოკი, რომ გონება წამში გამეთიშა და აბაზანაში შეკეტვაც კი ვერ მოვისაზრე. გულაძგერებული და დაზაფრული ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ღმერთს ჩემს გაქრობას ვსთხოვდი. ტანსაცმელი ისეთი ძალით მიმეხუტებინა გულზე, დაძაბულობისგან მკლავები მტკიოდა და მჩხვლეტავი ტკივილი, მთელ ტანში მივლიდა. მიუხედავად დახუჭული თვალებისა, მაინც ვამჩნევდი დაჟინებულ მზერას და გულისცემამ უფრო იმატა, სმენას შრაშუნი რომ მისწვდა.
-არ მიპასუხებ?-ინტონაცია უფრო რბილი გაუხდა და უმალ მივხვდი, რომ იღიმოდა.-შემომხედე!-მიბრძანა, პასუხი რომ არ გავეცი და მეც უნებურად დავემორჩილე.
სირცხვილის გრძნობამ, უფრო მეტად შემომიტია, ანთებულ თვალებს რომ გადავაწყდი და სუნთქვა ხორხში გამეჩხირა. დემონი წამოწეულიყო და საწოლს ცალი ხელით ეყრდნობოდა. სისველისგან უფრო მეტად დახვეული კულულები შუბლზე დაჰყროდა, მგრძნობიარე ტუჩები მოეკუმა და მოუსვენარ თვალებს წამითაც არ მაცილებდა.
საუკეთესო სიტუაცია იყო მაკრო ინფაქტის მისაღებად!..
-არ იცი, რომ ამ ფორმაში სიარული სხვის თვალწინ არაა მიზანშეწონილი?-კვლავ მკითხა და ისე ამათვალიერა, გონებაში უნებურად ამომიტივტივდა შატილში ნანახი სიზმარი. თითქოს თვალწინ მედგა დემონის მტაცებლური გამოხედვა, მგლის სხეულს რომ იყო შეფარული.
-მე... არ ვიცოდი!..-დარცხვენილი ავლუღლუღდი და ლოყებ აწითლებულმა ჩემს შიშველ ტერფებს გავუსწორე მზერა.
-მოდი აქ!-დამთბარი, ალერსიანი ხმით მიბრძანა და გუმანით მივხვდი, რომ საწოლზე ჩამოჯდა.-მაკრინე, მოდი ჩემთან!
იმის გააზრებაზე, თუ რისთვის მეძახოდა და მოსალოდნელი სიტუაციის წარმოდგენისას, ტაომ დამაყარა და დაბმული ფეხები გაჭირვებით გავამოძრავე. აცახცახებული ავეკარი ტუმბოს და სააბაზანოს კარამდე მისასვლელი მანძილი თვალით გავზომე. იქ გასასვლელად, დემონთან გაცილებით ახლოს მომიწევდა გავლა და ჩემი ბედი, გემრიელად დავწყევლე.
-გთხოვ გადი...-ამოვილუღლუღე, როდესაც ფეხზე წამოიმართა და თვალები მთელი ძალით დავხუჭე წინ რომ ამესვეტა.
გულისცემამ საგძნობლად მიმატა თითები სველ თმაზე რომ ჩამომისვა და ენა გამომშრალ ტუჩებზე გადავისვი. ერთადერთი რაც იმ წამს მსურდა, სადმე გამოკეტვა იყო, თუმცა იმას ვერ ვუარყოფთი, რომ მისი შეხების სურვილით მთელი ტანი მეწვოდა. სხეულში გამცრა, ვნება მორეული ტუჩები ლოყაზე რომ აასრიალა და ნერწყვი ყელში გამეჩხირა, მხურვალე თითებით მოშიშვლებული მხრების შესწავლა რომ დაიწყო.
-წადი ჩაიცვი...-ხრინწიანი ხმით მიჩურჩულა, მაგრამ ფერება არ შეუწყვეტია,-მე სამზარეულოში დაგელოდები... საუზმე მოგიმზადე.
ტუჩის კუთხეში მსუბუქი კოცნა დამიტოვა და ოხვრით გამცილდა ადგილზე გახევებულს. კარი რომ გამოაღო, წამით შეყოვნდა და გვერდითი მზერით შევნიშნე, სახელურს მთელი ძალით რომ ჩააფრინდა.
-სხვა დროს... გულმა რომ არ დამარტყას, გირჩევნია სააბაზანოდან ჩაცმული გამოხვიდე,-გაფართოებული თვალებით შევხედე და დავინახე, როგორ გაუპო ბაგე ნერვიულმა სიცილმა,-კიდევ ერთი მსგავსი... ინციდენტი და ჩემი მოსულიერება მოგიწევს... ან უკეთეს შემთხვევაში, სახლიდან გაგდება,-დამაკვალიანა და თავის ქიცინით გაიხურა კარები.
მოკანკალე სუნთქვა აღმომხდა, როგორც კი თავი მარტო დავიგულე და მოცელილივით დავეშვი სკამზე. მთელი ძალუთ მოჭერილი თითები ისე გამლურჯებოდა, ლამის მკვდრად შევრაცხე საკუთარი თავი და მომხდარის დასავიწყებლად ძლიერად გადავაქნიე თავი. სირცხვილის გრძნობა ისე მიჭერდა ყელში, ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და მტკივნეულად მიკაკუნებდა საფეთქლებში. ისე მრცხვენოდა სამზარეულოში გასვლის, დრო რით გამეყვანა არ ვიცოდი. ჩაცმული დავბორიალობდი ოთახში და მთელ ძალისხმევას ვიკრებდი, მისთვის როგორმე თვალი რომ გამესწორებინა. გონებაში ვლანძღავდი საკუთარ თავს ასეთი დაუფიქრებლობისთვის და ჯავრს მუშუს სათამაშოებზე ვიყრიდი.
-რა სულელი ვარ!.. რა სულელი ვარ!..-ვბუტბუტებდი და თითებს სველ თმაში ნერვიულად ვხლართავდი,-უტვინო, უჭკუო, ბატი!
-მაკრინე, არ მორჩი? გაცივდა ამდენ ხანს საჭმელი,-შემომძახა ლოდინით დაღლილმა დემონმა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მსოფლიოში ყველაზე დებილი ვიყავი.
დასაკლავად წაყვანილი ხბოს სიფათით გამოვაღე კარები და ფეხის თრევით გავედი მისაღებში. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე, სანამ სამზარეულოში შევიდოდი და ლამის ხტუნვა დავიწყე, კარზე ზარი რომ გაისმა. სირბილით გავვარდი ჰოლში და ხელი ხელს შემოვკარი ზღურბლზე სიძე-დეიდაშვილი რომ ამესვეტა.
-გაუმარჯოს ცოლის დას!-კაი ძმაკაცივით დამკრა მხარზე ხელი ჯიშკარიანმა და ისე შემოალაჯა სახლში ლანა არ მოუცილებია გვერდიდან.
-აი, როგორ გამიხარდა შენი ნახვა სიძე, წარმოდგენაც კი არ გაქვს,-ღიმილით ვუთხარი და დეიდაშვილის ეჭვით სავსე თვალებს რომ შევხედე, ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები.
-ჩემი ნახვა ყველას უხარია და არაა მაგი გასაკვირი,-თვითკმაყოფილმა აათამაშა წარბები და ღიმილი სახეზე შეაშრა, ბრახუნი რომ გაისმა სამზარეულოდან,-მაკრინე, სტუმარი გყავს?-შუბლშეკრული დამაჩერდა და პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა "სტუმრის" სანახავად.
-მაკრინე, ამიხსნი აქ რა ხდება?-მკაცრი გახდომოდა ლანას ტონი.
-რა უნდა ხდებოდეს ლანა?-მეამიტურად ავაფახულე წამწამები და ღმერთს შევსთხოვე, კვლავ არ წამოვწითლებულიყავი სახეზე,-უბრალოდ უნივერსიტეტში წასაყვანად მომაკითხეს... ესაა და ეს!
-ამას აქ რა უნდა ტო!-მოისმა სამზარეულოდან და გაბეზრებულმა გონებაში ტაფა ვუთაქე თავში ჯიშკარიანს.

888
-ფიფქები ცვივა და, ფიფქები მღერიან, გამოდით გამოდით, გუგავა ფეხზეაააააააააა!-ძარღვების დაკდომამდე ყროყინებდა აკო და მხარში ამომდგარ, სახე აწითლებულ ბიჭებს შუბლზე კოცნიდა.
-გუგავა, ნუ დამდორბლე, თორე კიდევ მოგიწევს საავადმყოფოს კედლების ხეხვა!-იღრინებოდა მეტრეველი და თავს სიყვარულის ბუშტ გამსკდარ ძმაკაცისგან, რაც შეეძლო შორს წევდა.
-მეგი, ნუ გამირბიხარ გეჟოოო!-წაიღიღინა გუგავამ და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ძმაკაცს ლოყაზე.
-ჯიშკარიანი, რო იკრიჭები მანდ ზოროს ცხენივით, მოეთრიე და ამოუდექი ამას, თორე გადაგაკლავთ შენ და გუგავას ერთმანეთზე!-წამოიძახა გაბრაზებულმა გიგიმ და ახარხარებულ ჯაბას, რომელიც კამამერა მომარჯვებულ გიორგის ინსტრუქციას აძლევდა, თავისუფალი ხელით საფულე გაუქანა.
-ბიძია გიგი, გამიღიმე თორე ვიდეოში ცუდად გამოჩნდები,-ინსტრუქცია მისცა უმცროსმა ოშხარელმა გაცეცხლებულ ბიჭს.-უჩა შენ არ გაიღიმო, მაინც უშნო ხარ!
-მომაშორეთ ეს ლაწირაკი აქედან, სანამ თავზე გადამიმტვრევია ეგ კამერა მაგისთვის!-დაიღრინა აწითლებულმა დემონმა და თვალები დამიბრიალა აკისკისებულს.
-ჭიკარტი, მოდი ერთი ჩაგვაკარტოჩკე, არ უსმინო შენ დებილ ძმას,-დემონის მხარზე მოხვეული ხელი აიქნია გუგავამ და შუა ქუჩაში გაშეშდა,-მიდი გადამიღე ჩემ ორ ბოიფრენდებთან ერთად... ერთი პანტერა, მეორე ავაზა!-მაცდურად აათამაშა წარბები, ხელები ბიჭებს თავში წაავლო და ისე მიიკრო ლოყებზე, მამა ზეციერიც ვერ ააძრობდა.
-გუგავა, შენი პიდარასტი...-დაიყვირა დემონმა და რომ არა ძმაკაცის ჯანმრთელობა, დარწმუნებული ვარ დაუფიქრებლად მიახლიდა იქვე მდგარ მანქანას.
-გუგავა, ხელი გამიშვი, თორე ამოგიტრიალებ მთელ ცვედანების საგვარეულოს!-გახელებული ქშინავდა მეტრეველი და მანქანამდე მისასვლელ გზას თვალით ზომავდა.
-მაკრინე, ცვედანი რა არის?-ააფახულა წამწამები გიორგიმ, თან წამითაც არ რთავდა ვიდეოს და წინ მისდევდა ბიჭებს.
-გიორგი, გაგაფრთხილე მოშორდი აქედანთქო!-დაიგრგვინა დემონმა და თვალებით დედამისის მოძებნა დაიწყო, ძმა თავიდან რომ მოეშორებინა.
-ჭიკარტი, შენი ძმაა ცვედანი!-აფხუკუნდა ბიჭების მხრებზე ჩამოკონწიალებული გუგავა, ფეხები წინ გაიშვირა და ჰაერში გამოეკიდა.
-მეტრეველი, დროზე გამოადგი ფეხი, სანამ მიგაკალით ერთმანეთს!-გამოსცრა კბილებს შორის დემონმა და მრისხანების შესაკავებლად, ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-მეტი რა გამოვადგა, კენგურუ ვარ ამის დედა შე**ცი?!-წამოიძახა მოთმინებიდან გამოსულმა და როგორც კი გაიაზრა, თუ რაც თქვა, გულსაკლავად ამოიგმინა.
სიცილისგან ატკიებულ მუცელზე, მთელი ძალით მივიჭირე ხელი, ჩვენზე მოშტერებულ ხალხს რომ მოვკარი თვალი და ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი, აკისკისებულ დეიდაშვილს, მხარზე დავეყრდენი. სიცილისგან აცრემლებული თვალები ამოვიწმინდე და ფხუკუნით გავხედე, ექიმთან მოსაუბრე აკოს მშობლებს.
გუგავას საავადმყოფოში ყოფნის უკანასკნელი დღეც ამოიწურა და ახლობლებს სახლში მიგვყავდა. რადგან ავადმყოფმა ინვალიდის ეტლში ჩაჯდომა იუკადრისა, მეტრეველს და ოშხარელს მოუწიათ ტრანსპორტის როლი ეკისრათ და საავადმყოფოს შენობიდან გაცილებით შორს მდგარ მანქანამდე მიეყვანათ. აკო კი რის აკო იყო, ეს შანსი სათავისოდ არ გამოეყენებინა და ისე აბრაზებდა ბიჭებს, ეჭვი მაქ ფეხზე დადგომისთანავე სათითაოდ ჩაალეწავდათ ნეკნებს. უმცროსი ოშხარელიც არ წყვეტდა მაიმუნობას და წამითაც არ რთავდა ვიდეოს. ჯაბაც მას უბამდა მხარს და მიუხედავაფ ცოლის გაფრთხილებისა, ბაღის ბავშვივით იკრიჭებოდა. მე და ლანას წამლის პარკები გვქონდა მობარებული, მაგრამ ისე ვიცინოდით, ლამის ასფალტზე გავრთხმულიყავით პარკებიანად.
სიცილის შეკავება შეუძლებელი გახდა, გაცეცხლებულმა დემონმა აკო გიგის რომ მიუგდო, ბიჭი ხელში რომ არ შემოკვდომოდა და განრისხდბული გამოუდგა ძმას.
-ოშხარელი, არ გაგითენდეს ხვალინდელი დღე!!!-უღრიალა მეტრეველმა, გინება რომ ვერ გაბედა ამდენ ხალხში და მთელი ძალით მიიხუტა აკო, ძირს რომ არ დავარდნოდა.
-დაგიჭერ და ისე მიგტყეპავ, კარგა ხანს ფეხზე რომ ვერ გაიარო... მოდი აქ შე ლაწირაკო!-უყვიროდა ლუციფერი პატარა ოშხარელს და ციბრუტივით არტყამდა მასთან ერთად მანქანას წრეს.
-მეტრეველი, გამეხსნა ჭრილობა კინაღამ,-მოისაწყლა თავი აკომ და სახე მომანჭა,-ამიყვანე ხელში!
-გუგავა, მოკეტე თორე სასიკვდილოდ დაგდებ!-დაუღრინა ძმაკაცს და ჯაბას დაუყვირა,-ჯიშკარიანი, მოეთრიე და წამაყვანინე ეს ავადმყოფი მანქანამდე!
-მე არ მცალია, ვიდეოს ვიღებ!-გააპროტესტა ჯაბამ და უფრო მოხერხებულად დაიჭირა გიორგიზე გამორთმეული კამრერა.
-უჩა, დაანებე ბავშვს თავი!-წამოვიყვირე, ბავშვის დევნა რომ არ შეწყვიტა და აქოშინებული გიორგი ზურგს უკან დავმალე.
-მაკრინე, მოშორდი! იცოდე მაინც დავიჭერ და მერე...-კბილები გააღრჭიალა და კვლავ დასაჭერად გამოიწია, ლანაც რომ ამოვიყენე გვერდით,-მოვალ სახლში!-დაუქნია თითი ჩემ ზურგზე მოკრულ ძმას და პირდაპირ მანქანისკენ გაალაჯა გაბრაზებულმა.
-გიგი, გული წამივა ეხა!-აკოც თავისას გაიძახოდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა ბიჭს მხარზე.
-მე შენი!..-გულში დაასრულა აკოს მოლოცვა გიგიმ და ღრენით აიყვანა ხელში,-ვაიმე, წელი!-დაიგმინა ორად მოკეცილმა და ბანცალით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
-ჩემი პრინცი!..-გაინაზა აკო და ალერსიანად ჩამოუსვა ლოყაზე ხელი.-ცხენი სად გყავს დაბმული?
-პარკინგმა გადაიყვანა საჯარიმოზე,-ახარხარებულმა ჯაბამ ძლივს დაიწრიპინა, თან ცდილობდა აცახცახებული ხელები ისე დაეჭირა, კადრი რომ არ გაეფუჭებინა.
-გუგავა, ხელები გაწიე, თორე მტკვარში გისვრი უნამუსო ვიყო!-აყვირდა მეტრეველი და ფეხებ მოქანავე გუგავა, ქოშინით მიჰყავდა.
-აააა, პირველი ღამისთვის გინდა რომ შემოინახო ენერგია?-არ წყვეტდა მაიმუნობას აკო და ტუჩებს სასაცილოდ პრუწავდა.
-მიშველეთ, ხალხი არ ხართ ტო!-გულსაკლავად წამოიძახა გიგიმ, თან აქოშინებული წინასწორობის დაცვას ცდილობდა,-ნუ ფართხალებ შე პიდარასტო, თორე გამივარდი ხელიდან,-იღრინებოდა და ამაოდ ცდილობდა წელში გამართულიყო.
-დედუნი, მამიკო, აბა კარგად, გითხოვდებათ ერთადერთი შვილიკო!-ხელის ქნევას მოჰყვა აკო და სულაც არ აქცევდა ყურადღებას, ექიმებისა და მშობლების გაფართოებულ თვალებს.
-მე მაცადე! ფეხზე დადგები და მე არ ვიყო გიგი მეტრეველი, თუ არ მიგინაყო ეგ ცხვირ-პირი!..-იმუქრებოდა და რვიანების ხაზვით მიყავდა "ცოლი".
-მოდიხართ, თუ ქორწინების სახლი გადმოვიტანო აქეთ?!-გამოსძახა ფანჯრიდან ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ლუციფერმა.
-ოშხარელი, შენ ვაფშე არ ამოიღო ხმა, თორე გადაგაკლავ ამ ქათამს თავზე!-დაიხრიალა გიგიმ და მანქანას ძალაგამოცლილი მიეყრდნო.
ქოშინით შესვა გამოღებულ კარში და კვნესით წაივლო წელზე ხელები.
-ვაიმე, ხერხემალი!-დაიგმინა და შეეცადა გასწორებულიყო,-აუ, თუ კუზიანი დავრჩი, შენ კუბოს დავდგამ გუგავა!-აგრძელებდა წყევლას და ხვნეშით ჯდებოდა მანქანაში.
-მაკრინე, მეც შენთან წამოვალ რა!-მუდარის თვალით ამომხედა პატარა ოშხარელმა და წამწამები ააფახულა.
-გიორგი, დედაშენს გაყევი გირჩევნია, თორე გადაგისვრი მანქანიდან!-დაუღრინა ფანჯრიდან დემონმა და თავით ანიშნა გვერდითა მანქანაზე.
-კარგი, ჩვენთან წამოდი,-გავუღიმე პატარა მაიმუნს და ლუციფერის გაბრაზებული ბურტყუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე მივუსვი აკრუსუნებულ გიგის გვერდით; მე კი წინა სავარძელზე მოვთავსდი, უფრო რომ არ გამეღიზიანებინა მისი უდიდებულესობა დემონი.

888
-კრასოტკა, ხო იცი არა, როგორ მიყვარხარ?! იმენა და ხარ, რძლობის პერსპექტივით შენ ძმობას ვფიცავარ!-უკვე თვლა ამერია იმდენჯერ გამიმეორა ერთი და იგივე და მხარზე დამეკიდა.
-აკო, ასე მგონია შენ ხარ მთვრალი და არა ეგენი,-ამოვიოხრე და თავით ვანიშნე ერთმანეთზე თოხლო კვერცხებივით მიხლილ ბიჭებზე ბანცალუთ რომ გამოდიოდნენ რესტორნიდან.
აკოს საავადმყოფოდან გამოწერიდან ერთი კვირა იყო გასული და მისი გამოჯანმრთელების აღნიშვნა, თავად ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება იყო. მართალია მისთვის დალევა არ შეიძლებოდა და არც მძიმე საჭმელის მიღება, მაგრამ თავის აზრზე ჯიუტად იდგა და ეხლა კი მოთმინებით ელოდა, როდის ინებებდნენ მთვრალი ბიჭები მანქანაში განაწილებას. ლანა ჯაბას ამოდგომოდა მხარში და ტანჯული გამომეტყველებით იტანდა ქმრის უკვე მერამდენე სიყვარულის ახსნას. ოშხარელი და მეტრეველი კი ერთმანეთს გადაკიდებოდნენ და რვიანების ხაზვით მოდიოდნან.
-აბა, გავნაწილდეთ პიპიებში და წავედით!-გასცა ბრძანება აკომ და საჭესთან დაჯდა.
საბედნიეროდ ლანას ჰქონდა მართვის მოწმობა და ჯაბას ის წაიყვანდა. აკო და გიგი თავიდანვე დემონის მანქანით იყვნენ წამოსულები და მათი მარტო დარჩენის საშიშროება არ არსებობდა.
-ჯერ გიგუნა წავიყვანოთ სახლში და მერე შენთან წავიდეთ კრასოტკა, ოკ?-აახამხამა წამწამები და ჯაბას მანქანს უკან მიყვა.
-უჩა?-გაკვირვებულმა გადავხედე და ერთმანეთზე მიხუტებულ ბიჭებს შევავლე მზერა, უკანა სავარძელზე რომ გაშხლართულიყვნენ.
-უჩიკოს არავინ ყავს სახლში რომ მოუაროს, ყველა ქალაქგარეთაა გასული და შენ გაბარებ მაგ ბაღანას!-თვალი ჩამიკრა და ისე დაიწყო სტვენა, თითქოს ყოველდღიურობა ყოფილიყო მთვრალი დემონის ჩემთან დარჩენა.
-კი, მაგრამ მე...-დავიწყე საჭირო არგუმენტების ძებნა, რათა თავიდან ამეცილებინა მოსალოდნელი "საფრთხე", მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც მე ვიყავი ფხიზელი.
-არავითარი შენ, აბა მე მოვუარო ტო?! გიგიც მეყოფა ოშხარელი რომ არ დავიმატო,-აიქნია ხელი და წამში მომაკეტინა.
სასმლისგან მიბლანტული თვალები გაჭირვებით გავახილე, როდესაც გიგის სახლს მივუახლოვდით და ღიმილით დავუქნიე ხელი, აკოს მხარზე ჩამოკონწიალებულმა კოცნა რომ გამომიგზავნა.
-აბა, მარშ კრასოტკასთან ბინაში!-წამოიძახა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ის იყო დაქოქა, დემონმაც რომ დაჭყიტა თვალები.
-მაკრინესთან რა გვინდა?-ბლუყუნით ამოთქვა და ბოლომდე ჩამოსწია საქარე მინა სუფთა ჰაერი რომ შემოსულიყო.
-იქ უნდა დაგტოვო უჩუნა,-სიცილით უპასუხა გუგავამ, პარალელურად კი გზას არ აცილებდა თვალს.
-ჩემთან წავიდეთ,-უბრძანა და ხვნეშით მიეყრდნო საზურგეს.
-ბიჭო რა ვთქვი წეღან ვერ გაიგე ტო? ეს შენი სატრფო დაყრრუვდა კრასოტკა, ხო იცი,-ფხუკუნით გადმომხედა და ჩემ აწითლებულ ლოყებს რომ შეხედა, უფრო აუტყდა სიცილი.
-ჩემთან წავიდეთთქო!..-მაინც თავისას გაიძახოდა დემონი,-მაკრინეც იქ წამოვა.
-რა-ა?-წამოვიძახე და ლამის გადმოცვენაზე მყოფი თვალებით ჯერ ლუციფერს შევხედე, შემდეგ კი აკოს.
-როგორც შენ მიბრძანებ მბრძანებელო,-უმალ დაეთანხმა გუგავა და ჩემი პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე მოაბრუნა მანქანა.
-თქვენ გადაირიეთ?-წამოვიძახე და თავი ძლივს შევიკავე რამე რომ არ ჩამერტყა ორივესთვის თავში,-რა მინდა მე ამასთან? ახლავე წამიყვანე სახლში გუგავა!
-ნუ გეშინია, მაკრინე... არ შეგჭამ,-ირონიულად მითხრა დემონმა და სასმლისგან ამღვრეული თვალები სასაცილოდ მოჭუტა.
-კაი რა კრასოტკა!.. არ გამიტეხო ეხა!.. რა მნიშვნელობა აქ სად დარჩები? ვერ ხედავ თვალებს ძლივს ახელს და მარტო სად დატოვებ?-საცოდავად ააფახულა წამწამები და ტუჩები მოპრუწა.
-აკო ტყუილად მთხოვ,-გავასავსავე ხელები.
ფიქრიც არ მინდოდა, რომ მასთან სახლში მომიწევდა დარჩენა. მართალია მთვრალი ვიყავი, მაგრამ ეს არ მიშლიდა საღად აზროვნებში ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ძლივს იდგა ფეხზე, მაინც არ მინდოდა მასთან ღამის გათევა... მით უმეტეს მის სახლში...
-აუ, მე იქ დაგტოვებთ და თქვენ თვითონ არკვიეთ რა! არ ვერევი მე ოჯახურ კონფლიქტებში... მე ხანუმა ვარ ბიძია, თეთრი დროშა კი არა,-გადააქიცინა თავი გუგავამ და თვალები დამიბრიალა.
უკმაყოფილოდ მოვპრუწე ტუჩები და განაწყენებული "მორბენალ" ხეებს გავუშტერე მზერა. სანამ სახლამდე მივაღწიეთ, ძილ-ბურანში წავედი და ყვირილი ძლივს შევიკავე, ლოყაზე ჩქმეტამ რომ გამომაღვიძა. დამფრთხალმა მოვავლე თვალი განათებულ სალონს და უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე აკოს გაბადრულ სახეს რომ გადავაწყდი. ზოზინით გადმოვედი მანქანიდან და სიცივეში ჯორივით გავშეშდი. ტუჩაბზუებული დავაშტერდი, როგორ გადმოიყვანა დემონი აკომ და აქოშინებული წინ ამესვეტა.
-აბა, კრასოტკა, შენ გაბარებ ამას და წავედი მე,-გადმომაბარა ძმაკაცი და მანქანაში ჩაჯდა,-იცოდეთ არ იცუღლუტოთ ბევრი!-მოგვაძახა სანამ დაქოქავდა და სირცხვილიაგან ისე ამიხურდა სხეული, გაყინული კიდურებიც გამითბო.
-წამო... შევიდეთ!-უფრო ძლიერად მომხვია მხარზე ხელი და ფეხებარეულმა წამიყვანა სახლისკენ.
-იცოდე, როგორც კი დაიძინებ, მე სახლში წავალ!.. აქ მაინც არ დავრჩები,-გავაფრთხილე და საკეტი გაჭირვებით გადავატრიალე.
-გააჩნია, როდის დავიძინებ,-აათამაშა წარბები და როგორც კი ხელი გავუშვი, ბანცალით გაემართა მისაღებისკენ.
-ჯანდაბა შენ თავს ოშხარელი,-დავიღრინე და მეც ფეხდაფეხ მივყევი.
პალტო იქვე გადავკიდე სავარძელზე და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც წამოვაყენე დემონი.
-სად მიგყავარ?-ალუღლუღდა და ისე დამეყრდნო, ლამის კიბეებზე დავგორდი.
-შენს ოთახში,-ამოვიგმინე და პერანგზე ჩავებღაუჭე.
-ვააა, ეს უკვე მომწონს,-ლოყაზე დამისვა ხელი და შუბლზე მაკოცა.-ხო კარგი, ვხუმრობ,-მობოდიშებით აწია ხელები, ჩემ გაბრაზებულ სახეს რომ გადააწყდა და ისე ჩამიყვანა კვლავ მისაღებში, ნერვიც არ გატოკებია.
-უჩა, უნდა წავიდე, შენ კი დაიძინე,-დავუღრინე და შუბლზე ვიტკიცე ხელი, ბარიდან ვისკი რომ გადმოიღო,-კარგი რა! კიდევ უნდა დალიო?
-დავლიოთ,-შემისწორა, ჭიქებში ჩამოასხა და თავით მანიშნა მასთან მივსულიყავი.-მერე კი მე თავად დავრეკავ ტაქსიში და ერთად წავიდეთ,-დააყოლა, როდესაც ადგილიდან ფეხი არ მოვიცვალე.
უძლურების ნიშნად ამოვიოხრე, ნელა მივუახლოვდი და სავარძელზე, მის გვერდით ჩამოვჯექი. გამოწვდილი ჭიქა გამოვართვი და სადღეგრძელოს მოსასმენად მოვემზადე, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ერთი ყლუპიც და გავითიშებოდი. მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, ჩემ სახლში წასვლისა, მზად ვიყავი ათი წლის დაძვლებული ბრენდი, მთლიანად გამომეცალა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს,-თვალი ჩამიკრა და ჭიქა გამოცალა.
-გალოთდები მასე,-ზიზღით დავიმანჭე, მწარე სითხემ ყელი რომ ჩამწვა და სუნთქვა შემეკრა მუცელში ცეცხლი რომ წამიკიდა.
-ნწუ! მასე ადვილად არ ლოთდება ადამიანი,-გადააქნია თავი, დივანზე გაიშხლართა და თავი მუხლებზე ჩამომადო.-მომეფერე რა თავზე,-სასაცილოდ ამომხედა და მუცელზე მომეხვია.
-როგორც მახსოვს, ვერ იტანდი თმაზე რომ გეხებოდნენ,-ეშმაკურად გავიცინე, თითები რბილ ლოკონებში შევუცურე და რიტმულად ავათამაშე.
-არც მიყვარს,-ამოიბურტყუნა და მთქნარება ავარდნილი უფრო მომეკრო,-უბრალოდ შენ გამონაკლისი ხარ,-განმიმარტა ღიმილით და აწითლებულ ლოყებზე წამეთამაშა.
-როგორ გეტყობა, რომ მთვრალი ხარ,-გადავაქნიე თავი, ცხვირზე დავკარი ხელი და აბრეშუმივით რბილ თმებთან თამაში განვაგრძე.
---
არ ვიცი, ასე რამდენ ხანს ვიჯექით. არ ვიცი, რა დრო იყო. ერთადერთს, რასაც იმ წამს ვგრძნობდი, უსაზღვრო ბედნიერება იყო. ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი სიყვარულით და ერთი-ასად მიხარდოდა დემონთან შეხვედრის ბედნიერება რომ მხვდა წილად. მერე რა, რომ ბოლომდე გაურკვეველი იყო ჩვენი ურთიერთობა და ნორმის ფარგლებში არ ჯდებოდა, მთავარია რომ მიყვარდა და ვუყვარდი. ამას მის თითოეულ გამოხედვასა და ქმედებაში ვგრძნობდი. ვხვდებოდი, როგორ უჭირდა გრძნობების გამოხატვა. ჯერ კიდევ მიუჩვეველი, სიუხეშე შეპარული ქცევა, ნათლად მაგრძნობინებდა ამას, მაგრამ მაინც მიხაროდა. იმისთვის, რომ მე არ მეგრძნო უხერხულად თავი, გადალახული კომპლექსები, საბოლოოდ მარწმუნებდა მისი სიყვარულის სიწრფელეში და ბედნიერი ვიყავი... უზომოდ ბედნიერი. გულის თითოეული გატოკებით თუ სიახლოვით გამოწვეული ცახცახით ვხვდებოდი, თუ რამდენს ნიშნავდა უხეში, მოუქნელი, საოცრად თბილ ხელება ბიჭი, მიუხედავად უარყოფისა, ბავშვურად აწითლებული ლოყებით რომ გამოხატავდა სიყვარულს.
პარადოქსია, მაგრამ მის თითოეულ ძალით ამოგლეჯილ სასიყვარულო სიტყვას უფრო ვაფასებდი, ვიდრე ყოველდღე ნამეორებ-"მიყვარხარს!" გაცილებით მსიამოვნებდა სიჩუმეში გამოხატული სიყვარული, ვიდრე ლაყბობით დაღლილი დღეები... ეს ალბათ იმიტომ, რომ თავად მეც ასეთი ვიყავი. არ მიყვარდა გრძნობებზრ საჯაროდ საუბარი, თუნდაც მეორე ნახევართანაც. მერჩივნა მეგრძნობინებინა, ვიდრე მეთქვა... და ასე მართალია რთული, მაგრამ გაცილებით სასიამოვნო იყო.
ვუყურებდი ჩემ მუხლრბზე ჩაძინებულ დემონს და ღიმილს ვერ ვიკავებდი. იმდენად ბავშვური და გულწრფელი გამომეტყველება ჰქონდა. ცხვირით მუცელზე მეკროდა, მკლავები წელზე მოეხვია და უდარდელად ფშვინავდა. დროდადრო სასაცილოდ ააცმაცუნებდა სითბოსგან აწითლებულ ტუჩებს და ათრთოლებულ წამწამებს ძლიერად ხუჭავდა... და უნდა ვაღიარო, რომ ახალ დემონს ძველი სულ მთლად ჰქონდა გონებიდან ამოშლილი. თითქოს არც არსებულიყო პირველი შთაბეჭდილება, სიძულვილით რომ ვიყავი მთლიანად შეპყრობილი.
ალბათ საათი მაინც იყო გასული, მისი ჩაძინებიდან. ზურგი გაშეშებული მქონდა და უმოძრაობისგან მჩხვლეტავი ტკივილი მივლიდა ხერხემალში. ალბათ ყვირილსაც დავიწყებდი, დემონი რომ არ გატოკებულიყო და მოჭუტული თვალებით არ ამოეხედა.
-წამოდი, დაწექი,-ვუჩურჩულე და რბილ კულულებზე წავეთამაშე, წუთის ლოდინის შემდეგ ხმა რომ არ ამოიღო.
მიუხედავად იმედისა, არაფერი არ მიპასუხა. ჩაწითლებული თვალებით ამომყურებდა და ჩემს თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. მოუსვენრად ავლებდა მზერას ჩემ სახეს და ეჭვი მაქ, გონებით სულ სხვაგან დაჰქროდა.
-უჩა,-ხმას ავუწიე და ხელი მის თვალწინ გავაქნიე,-არ გესმის? გვიანია უკვე.
მოულოდნელობისგან შევკრთი, ხელი მაჯაში რომ ჩამავლო და გამიკავა. პირი რაღაცის სათქმელად დავაღე, ტუჩებით თითებზე რომ შემეხო და თვალებში დამიბნელდა, ხელისგულზე რომ მაკოცა. ისეთმა შეგრძნებამ დამიარა, თითქოს გულს ეკლებით მისერავდნენ, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო, სულაც არ ვაქცევდი ტკივილს ყურადღებას. ტაო დაყრილი შევყურებდი თვალებ მილულულს და გულისცემის დაწყნარებას ვლამობდი. ყოველივე მცდელობა ჯანდაბაში მოვისროლე თავისუფალი ხელით ლოყაზე რომ წამეთამაშა და თმებში შემიცურა. მისი თითების დატოვებულ კვალზე, თითქოს ცეცხლი მეკიდა და გაფაციცებით შევყურებდი უინტერესო გამომეტყველება აკრულს. ჯერ კიდევ ვგრძნობდი ალკოჰოლის ზემოქმედებას, მათრობელა სითხედ რომ დაჰქროდა ძარღვებში და თავს სიფხიზლისკენ მოვუწოდებდი. ფიქრებში წასულს, მუხლებზე სიმსუბუქემ და ტუჩებზე ნაზმა შეხებამ გამომიყვანა. ნეტარებისგან თვალები უნებურად მიმეხუჭა და ჯერ კიდევ მის თითებში მომწყვდეული ხელი, გამეტებით მოვმუშტე. ვიგრძენი, როგორ შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი და ნიკაპზე მსუბუქი კოცნა მომაკრო.
-ძილის დროა,-ხმაწართმეულმა ამოვილუღლუღე და ჩახუთული ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე გული რომ არ წამსვლოდა.
-მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და შემიძლია, სხვა... უფრო მნიშვნელოვანი საქმითაც დავკავდე,-ლოყა საყვარლად ჩაჩხვლიტა და ცხვირით ნიკაპზე წამეთამაშა.
-გეყოს მაიმუნობა, ჩემი წასვლის დროა,-დარცხვენილმა წამოვიძახე და მისი გადაგდება ვცადე მუხლებიდან, თუმცა ამაოდ. ისეთი მძიმე იყო, მასთან ჯაჯგური კლდესთან ჯაჯგურს უფრო წააგავდა.-უჩა...
-როგორ მიყვარს ჩემ სახელს რომ იძახი,-სულაც არ მიუქცევია ჩემი გაძალიანებისთვის ყურადღება, მთვრალი ღიმილით მიჩურჩულა და ჩემ აწითლებულ ღაწვებს რომ ჰკიდა თვალი, მხიარულად ჩაიხითხითა,-შენი აწითლებული ლოყებიც მიყვარს,-ურცხვად განაგრძობდა ჩემ წვალებას და სავარძელზე წამომჯდარი ძლიერად მიჭერდა, ფეხზე რომ არ წამოვმხტარიყავი.
-ოშხარელი, შეწყვიტე!-აწითლებულმა წამოვიძახე და მისი სიცილის ობიექტი კვლავ რომ არ გავმხდარიყავი, თავი მის კისერში ჩავრგე,-გეყოფა,-მუდარა გავურიე ხმაში, ტუჩები მფეთქავ არტერიაზე შევახე და სიამოვნებისგან გამეღიმა, საპასუხოდ რომ გააცახცახა.
ფრთხილად მომიქცია მკლავებში, ოდნავ წამომწია და წამის მეასედში ჩამისვა მუხლებში.
-მშვენივრად გამოგდის ჩემი მანიპულირება... და არ იცი ამისთვის რომ დაისჯები?-ხრინწიანი ხმით მიჩურჩულა, მთვრალმა ღიმილმა გაუპო ბაგე და ტუჩებზე წამეტანა.
ვიგრძენი, როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა და შემდეგ ისეთი ძალით აძგერდა, ეჭვი შემეპარა ჩემ ჯანმრთელობაში. აზრები წამში გამიფრინდა გონებიდან და მათი ადგილი, მთლიანად ბურუსმა დაიკავა. სხეული საგრძნობლად ამიხურდა და გაყინული ხელებით პერანგზე ჩავაფრინდი, ზედმეტი ემოციისგან იანატზე რომ არ გავშხლართულიყავი.
-შენ ტუჩებს, ბრენდის გემო დაჰკრავს,-დამჩურჩულა, ჰაერის ჩასასუნთქად წამით რომ მომცილდა და ყელზე გადაინაცვლა.-და უნდა ვაღიარო, ასე გაცილებით მეგემრიელა,-ბუტბუტს განაგრძობდა და მთელი სინაზით მიკოცნიდა ყელს.
-მთვრალი ხარ...-ძლივს მოვაბი სათქმელს თავი და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე, ხმა რომ დამემორჩილებინა.
-ცდები, თუ გგონია რომ ვერ ვიაზრებ რასაც ვაკეთებ... ძალიან ცდები,-ხმა ვნება მორეული მამაკაციდან, წამში გადაექცა მტკიცედ და გადაგლესილი თვალები გამისწორა,-სასმელმა, მარტო სითამამე შემმატა... შეგვმატა.-ორჭოფობით გადაასწორა და ცალყბა ღიმილით მომეფერა ლოყაზე, მე კი უმალ მიმეხუჭა თვალები,-რაც არ უნდა სასაცილო იყოს, მიუხედავად ამდენ ხნიანი გამოცდილებისა, შენთან ძალიან ვიბნევი და ვაჟიშვილად ვგრძნობ თავს,-ჩემ კისერში თავ ჩარგულმა ამოილუღლუღა და აფორაჯებულს, ძლიერად მომხვია წელზე ხელები,-ასე მგონია, ქალთან პირველად ვარ და მეშინია რამე არ შემეშალოს...
-ჩემი წასვლის დროა,-სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, მხოლოდ ეს წამოვიძახე და დარცხვენილს, მთელი სამყარო ჩვენ რომ გვიყურებდა ეგ მეგონა.
ზედმეტად ინტიმურად მეჩვენებოდა დემონის აღიარება და ერთადერთი რაც მსურდა, ეს დემონის მუხლებიდან აორთქლება იყო.
-კარგი რა, მაკრინე!.. მე ჩემ გასაჭირზე გელაპარაკები და შენ იმის მაგივრად გამამხნევო, სახლში წასვლას გაიძახი,-გაბუტული ბავშვივით აბუზღუნდა, თან მსუბუქ კოცნებს მიტოვებდა არტერიაზე.
-უჩა, ნუ დამცინი,-წამოვიძახე სირცხვილისგან აწითლებულმა და დამძიმებული ჰაერი გამეტებით ჩავისუნთქე.
ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, დემონის ჰობი იყო!!!
-სულაც არ დაგცინი,-გადააქნია თავი და უფრო რბილად განაგრძო,-უბრალოდ ვცდილობ სოლიდარობა გამოგიცხადო და დაძაბულობა მოგიხსნა,-იმართლა თავი და ისე დამეწაფა ტუჩებზე, ჩემი საპასუხო ყვირილი რომ არ გაეგონა.
მთელი ვნებით მიკოცნიდა ბაგეებს და წამით არ მაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. ვერც მე ვუწევდი სათანადო წინააღმდეგობას და მორჩილად ვყვებოდი მის თითოეულ მოთხოვნას... არც მინდოდა რომ გაჩერებულიყო. არ ვიცი, ეს სასმლის ბრალი იყო, თუ დემონის დაუნაყრებელი ალერსისა, მაგრამ ურცხვად რომ ვყვებოდი კოცნაში ეს ფაქტი იყო. დახუჭულ თვალებში, ვარსკვლავების ციმციმს ვხედავდი და აცახცახებულ სხეულს, წუთითაც ვერ ვიმორჩილებდი. იმდენად ვიყავი დემონის მკლავებში ჩაძირული, რომ არაფერი არ მახსოვდა. გონება გათიშული მქონდა და სრულად არ ვაქცევდი ყურადღებას აყეფებულ ალტერ ეგოს, გაჩერებას რომ ჩამძახოდა თავში. არც მშობლები მახსოვდა, არც პრინციპები, არც სახელი და საერთოდ, მთელი შინაგანი სამყაროთი გამობმული ვიყავი ჰაერში, უწონადობა რომ დასდებოდა სათავედ.
-არასდროს... არასდროს არაფერს არ დაგიშავებ... ვერ გავნებ იცოდე...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ბუტბუტებდა და ტუჩებით ლაშქრავდა ყელს.
ბოლო საღი აზრიც გამიფრინდა გონებიდან, კაბის ელვა რომ ჩამიხსნა და შიშველ ზურგზე მხურვალე თითები რომ აასრიალა.
-არ შეი...ძლება,-ხმა წართმეულმა, გაჭირვებით ამოვთქვი, კაბის სამხრეები მკლავებზე რომ ჩამოაცურა და წამში გავიკმინდე ენა, ლავიწზე ტუჩები რომ აასრიალა.
-შეიძლება და მერე როგორ...-ხრინწიანად მიჩურჩულა, დაუფიქრებლად ამიტაცა ხელებში, კიბეები თვალის დახამხამებაში აირბინა და ისე ამოვყავი მის ოთახში თავი, მისი კოცნისგან გაბრუებულს, შეწინააღმდეგებაც კი ვერ მოვისაზრე.
-აქ... აქ რა გვინდა?-დავსვი სრულიად უადგილო შეკითხვა და ენის ძირში მოჭრა ვინატრე.
თუმცა ეხლა ისე ვიყავი აფორიაქებული, ამას დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას. ნაცნობი ოთახი, ნაცნობი შეხება და ნაცნობი ემოციები, სრულად მირევდნენ თავ-გზას და გრძნობათა ქარიშხალში მახვევდნენ. ვხვდებოდი, უაზრო იყო ყოველივე შეწინააღმდეგება და იმის ძახილი, თითქოს მისი სიახლოვე გონების დამბინდველად არ მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ იმდენად მჭიდროდ მქონდა ჩაბეტონებული ოჯახის პატივისცემა, რომ ასე ხელაღებით არ შემეძლო ყველაფერზე გადამებიჯებინა. არ შემეძლო ვნებას აყოლილს, წამიერი სიამოვნების გამო მშობლებისთვის მეღალატა, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი ეს არ იყო წუთიერი გატაცება, მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის დაკმაყოფილებას რომ მოითხოვდა. ამას დემონის თითოეულ შეხებასა და გამოხედვაში ვხედავდი. უმცირესი ნაწილაკებით აღვიქვამდი უნაზეს შეხებას, სიუხეშის დაფარვას რომ ცდილობდნენ და წინააღმდეგობის უნარიც ნელ-ნელა მიქვეითდებოდა. მისი კოცნა არ გავდა, უწინდელს. თითქოს სულ სხვა ადამიანი იდგა ჩემს წინ. უფრო თბილი და ნაზი, მხოლოდ ჩემს სიამოვნებაზე რომ ფიქრობდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც არ ვაჩერებდი. ეს იყო მიზეზი, რაც მარწმუნებდა, რომ დემონი არ გავდა სხვას, მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი იყო ჩემ ცხოვრებაში. ვგრძნობდი მისი სულის სიწრფელეს და გრძნობებს გასაქანს ვაძლევდი.
-ჩემი საწოლის სიმყარეში და კომფორტულობაში უნდა დავრწმუნდე,-ჩუმად მიჩურჩულა, მზერა წამით გამისწორა და ნასიამოვნები, კვლავ ტუჩებს მიუბრუნდა.
მისი მომთხოვნი კოცნა, დამაბნეველად მოქმედებდა ჩემზე და მთლიანად მასზე მინდობილი, ინსტიქტურად ვყვებოდი თითოეულ მოქმედებას. გააზრებაც ვერ მოვასწარი, ჩუმი შრიალით რომ დაეფინა კაბა იატაკს და სიცივემ ერთიანად მომიცვა, საცვლების ამარას, ხარბი მზერა რომ შემავლო.
-მაკრინე... შენ...-დაგუდული ხმით ამოთქვა, წელზე ხელი მომავლო და გულ-მკერდზე აკრულს, ისე მაკოცა, რომ არა მისი ხელები, იატაკზე სამარცხვინოთ გაშოტვა არ ამცდებოდა,-ძალიან... ლამაზი ხარ,-მიჩურჩულა ყურთან და ხმა ვერ დაიმორჩილა, თითები ყელზე რომ ავასრიალე.-ჯანდაბა... არ მინდა რამე გატკინო,-ამოიხრიალა, დაუფიქრებლად შემომისვა მუცელზე და ფრთხილად მიმაწვინა საწოლზე.
მის ქვეშ მოქცეულს, ტანი ისე მიცახცახებდა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი მძიმე სხეულიდან მომავალ სიმხურვალეს. გული გამალებით მიცემდა და ალკოჰოლიც ვერ ახერხებდა, ოდნავ მაინც მომხსნოდა დაუძლეველი შიში. ვიცოდი რომ მის გვერდით არაფერზე არ უნდა მენერვიულა, მაგრამ გაურკვეველი მომავლის შიში ისე მიჭერდა ყელში, სხვა რამეზე ფიქრი მიჭირდა. ბუნდოვნად ვგრძნობდი უხეში ხელების შეხებას სხეულზე, ნაზად რომ მეფერებოდნენ, ცხელი ტუჩების შეხებას სახეზე, გახელებული რომ მკოცნიდნენ და გაყინულ თითებს, ინსტიქტურად ვასრიალებდი კულულებში.
-როგორი ნაზი ხარ... თბილი და გემრიელი...-მონოტონურად მეჩურჩულებოდა და ხელებით სწავლობდა ჩემს თითოეულ ნაკვთს.
კანკალმა უფრო მეტად ამიტანა, თითები ზურგში რომ შემიცურა, ბიუსტჰალტერის შესაკრავი ოსტატურად გახსნა და თვალის დახამხამებაში მომაცილა ზედა საცვალი.
-საოცრება ხარ, მაკრინე... ჩემი საოცრება... მხოლოდ ჩემი,-დაგუდული ხმით ამოთქვა და ვნებისგან ანთებული თვალები შემავლო. სიამოვნებამ პიკს მიაღწია მისი მხურვალე ხელები მკერდზე რომ ვიგრძენი და კვნესა ვერ შევიკავე, ტუჩები ყელზე რომ ჩააცურა. მოუთმენლად გაგლიჯა პერანგის ღილები და ხმა ვერ დავიმორჩილე, ოხვრით რომ ამეკრო შიშველ გულ-მკერდზე. დაუფიქრებლად შევუცურე წელზე ხელები და თითები დანამულ ზურგზე ავასრიალე.
-ჯანდაბა... მაკრინე... ნუ ცდილობ... წყობილებიდან გამომიყვანო,-ამოიგმინა სუნთქვა გახშირებულმა, ხელები გამიკავა და გახელებული დამაცხრა ტუჩებზე.-მინდა ფრთხილად მოგექცე, შენ კი... უფრო მეტად მტანჯავ,-ამოიოხრა ძარღვებ დაბერილმა და ისე აასრიალა თეძოებზე ხელი, ჩემი მკერდისთვის აკანკალებული ტუჩები წამითაც არ მოუცილებია.
-გაჩერდი...-გაპარული ხმით ამოვიჩურჩულე ქამარს რომ დასწვდა გასახსნელად და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე მსუბუქად რომ მიკბინა ყელზე.
-ნუ გეშინია...-ალერსიანად მითხრა და ვიგრძენი, როგორ შემოგვეძარცვა ტანსაცმელი.
აცახცახებულს მთელი სახე დამიკოცნა და თითები ფეხებზე აასრიალა. ფრთხილად მომექცა მუხლებს შორის და ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.
-იცოდე... თუ რამე და... თუ რამე ისე არ იქნა... მითხარი! გესმის? მითხარი და... გავჩერდები... აღარ გავაგრძელებ,-ხმაჩახლეჩილი ნერვიულად მეჩურჩულებოდა და დაბინდულ მზერას წამითაც არ მაცილებდა.
ხმაწართმეულმა, მხოლოდ თავის დაქნევაღა მოვახერხე და დანამულ საფეთქელზე ვაკოცე. დახშული სმენით გავიგე, როგორ მოსწყდა მის ბაგეებს კვნესა, დაბუჟებულ ტუჩებზე წამეტანა და მსუბუქად მომიჭირა მკერდზე ხელი. ვგრძნობდი, როგორ უჭირდა თავის შეკავება, რომ ფრთხილად ემოქმედა და ვცდილობდი ცოტათი მაინც შემეწყო მისთვის ხელი. ვხვდებოდი, როგორ უჭირდა გრძნობების მოთოკვა და აცახცახებული წამითაც ვერ ვმშვიდდებოდი. ჩუმად ვიმეორებდი მის სახელს და აკანკალებულ მკლავებზე, თითებს გამეტებით ვუჭერდი. ის იყო, სხეული წამით მომიდუნდა, ყრუ ტკივილი რომ ვიგრძენი და სიმწრისგან კვნესა ვერ შევიკავე. სხეულში აბობოქრებული ვნება წამში ჩამიქრა და აცრემლებულმა ავხედე ძარღვებ დაბერილს.
-მაკრინე... თუ გინდა რომ... ჯანდაბა... თუ გინდა რომ გავჩერდე... რომ... რომ აღარ გავაგრძელო...მითხარი...-კბილებს შორის გამოსცრა და დაძაბული დამაჩერდა, თან ვხედავდი, როგორ ებლანტებოდა სიამოვნებისგან თვალები.
ვიცოდი, ხმა რომ ამომეღო, ტკივილისგან ავტირდებოდი და ერთადერთი რაც იმ წამს მოვახერხე, თავის წამოწევა და აწითლებულ ტუჩებზე მიწვდენა იყო. მივხვდი, რომ ჩემი პასუხი სწორად მიიღო, გულზე ძალუმად მიმიხუტა, ღრმად ამოიგმინა და თავისი საქმე განაგრძო.
მერე კი... მერე არაფერი არ გამხსენებია. საკუთარი სახელიც კი არ მახსოვდა. ერთადერთი, რაც ცხადლივ იყო ჩემს გონებაში, ეს დემონის თვალები იყო, სანატრელი მიზნის მიღწევით და სიყვარულით, უჩვეულოდ რომ ანათებდნენ და მწველი ტუჩები, მხოლოდ ჩემ სახელს რომ ჩურჩულებდნენ. იმდენად დიდი იყო განცდილი სიამოვნება, წამით მეგონა რომ გონებას დავკარგავდი და ბურუსში ჩავიძირებოდი. ნეტარებისგან შეცვლილი საყვარელი სახე, წამითაც არ მშორდებოდა თვალთა ხედვიდან და ყურში საამოდ ჩამესმოდა გახშირებული, მძიმე სუნთქვა.
არ ვიცი, როდის ჩაცხრა ვნება... როდის გამოაცხადეს დაღლილმა სხეულებმა პროტესტი... ერთადერთს, რასაც ვგრძნობდი საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება იყო, ყრუ ტკივილი ოდნავადაც რომ არ უშლიდა ხელს.
გარეთ გადაუღებლად წვიმდა. სიბნელეს მოეცვა მთელი სამყარო. სიყვარულით გაჟღენთილ ოთახში კი, ჭექა-ქუხილთან ერთად, ვნებისგან მოუთოკავი ხმები გამეფებულიყო, საამო მელოდიად რომ ერთვოდა ჩუმი ჩურჩული.

888
დილით მზის სხივების, კნუტის კნავილის ან თუნდაც ჭურჭლების ჟღარუნის ნაცვლად, საშინელმა კუნთების ტკივილმა გამაღვიძა. მთელ სხეულში მჩხვლეტავი შეგრძნება მივლიდა და ასე მეგონა სატვირთოს მანქანამ გადამიარა. კიდურები ერთიანად მქონდა დაბუჟებული და მუცელში ცეცხლი მეკიდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი ბურანიდან გამოსული და კვლავ ძილის შებრუნებას ვნატრობდი, აუტანელი წვა რომ არ მეგრძნო. ისეთი უკომფორტო შეგრძნება დამუფლებოდა, რომ განძრევის სურვილიც არ მქონდა. მუცლის ტკივილმა პიკს რომ მიაღწია, გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს მიწებებული წამწამები და უცხო კედლები მოვათვალიერე. ყველაფერი ერთად დამეჯახა, ზურგზე სიმძიმე რომ ვიგრძენი და წელზე მოხვეულ დაძარღვულ ხელს, თვალებ გაფართოებულმა დავხედე. წამის მეასედში ამომიტივტივდა მომხდარი და სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა. მუცელზე წოლისგან მობეზრებული, ავფართხალდი და ბეჭზე მოკრული დემონის თავი, გაჭირვებით მოვიშორე. ჰაერ შეგუბული წამოვიზლაზნე ფეხზე და ტუმბოს დავეყრდენი, ადგილზე რომ არ ჩავკეცილიყავი. ტკივილის მატებასთან ერთად, ვგრძნობდი როგორ მატულობდა წყლის რაოდენობა ჩაწითლებულ თვალებში და თავს ძლივს ვიკავებდი, მთელი ხმით რომ არ მეკივლა. მოუთმენლად გამოვაღე გარდერობი, არ დავკვირვებივარ ისე დავსწვდი ტანსაცმელს და ბორძიკით გავედი სააბაზანოში. ყრუ ტკივილი უფრო გაძლიერდა, სხეულმა ცხელი წყალი რომ იგრძნო და ძალაგამოცლილი, უღონოდ ჩავსრიალდი კედელზე. აკვნესებული დავჯექი იატაკზე და სახე წყლის ჭავლს შევუშვირე. ტკივილის დაამებასთან ერთად, აზროვნების უნარიც დამიბრუნდა და დეტალურად აღმიდგა გონებაში მომხდარი. გამახსენდა, ვნებისგან თავგზაარეული, როგორ ვჩურჩულებდი რომ არ გაჩერებულიყო და სირცხვილისგან ლამის ცეცხლი წამეკიდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ისევ ვგრძნობდი დემონის ვნებამორეულ შეხებას და დარცხვენილმა სახეზე ავიფარე ხელები. გარყვნილი ფიქრების მოსაშორებლად, გამეტებით გავაქნიე თავი და თავბრუდახვეულმა ჩემს საქციელზე დავიწყე ფიქრი.
ვიცოდი რომ უდიდესი დანაშაული ჩავიდინე მშობლების წინაშე და თავს უკანასკნელ ქუჩის ქალად ვგრძნობდი. წარმოდგენაც არ მინდოდა, რა რეაქცია ექნებოდათ ამას რომ გაიგებდნენ და მოსალოდნელი უბედურებისგან გული მტკიოდა. ვიცოდი, როგორ გაუცრუვდებოდათ იმედები და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. მაგრამ ის შეგრძნება, რომ ყველაზე წმინდას ჩირქი მოვცხე, ოდნავადაც არ მაწუხებდა.
არ ვნანობდი. არც ვინანებდი. მაშინაც, როდესაც დემონის ნებას დავყევი, ვიცოდი რაზე მივდიოდი და ამიტომ არ მოვთქვამდი. მასში ეჭვი წამითაც არ შემქონდა. ერთადერთი, რაც გულს მიღრღნიდა, ეს მშობლების რეაქცია იყო. ვიცოდი, როგორ ეტკინებოდათ გული და ყველანაირად ვცდილობდი ამაზე ჯერ არ მეფიქრა. თვალებ გაშტერებული შევსცქეროდი წყლის წვეთებს, ტკივილს რომ მიამებდნენ და დროის შეჩერებას ვლამობდი.
როდესაც მაღალი ტემპერატურისგან, თითის ბალიშებმა დანაოჭება იწყეს, გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, წყალი გადავივლე და პისახოც შემოხვეული ივისვეტე სარკის წინ. დაკვირვებით ვათვალიერებდი საკუთარ სხეულს და ცვლილებებს ვეძებდი. ასე მეგონა, შუბლზე მეწერა მომხდარი. სირცხვილისგან გამაკანკალა, დასიებულ ტუჩებს, და აწითლებულ ყელსა თუ გულ-მკერდს რომ ვკიდე მზერა და გონება სხვა რამეზე რომ გადამერთო, ტანის გამშრალება დავიწყე. ჩემი შიშველი ანარეკლისთვის რომ არ მომეკრა თვალი, უმალ გადავიცვი დემონის მაისური, სარაფანს უფრო რომ წააგავდა და სველი კულულები მხრებზე ჩამოვიშალე. ის იყო, ოთახში უნდა გავსულიყავი, კარები რომ გაგლიჯეს და დამფრთხალი ავეკარი კედელს, დემონის გაავებულ მზერას რომ გადავაწყდი, ჩემი ნახვისას ეგრევე რომ დაწყნარდა. დარცხვენილმა დავხარე თავი, ტრუსების ამარას რომ ვკიდე თვალი და ჩემ შიშველ ტერფებს დავაჩერდი, საოცრად მიმზიდველი სხეულისკენ რომ არ გამქცეოდა.
-მაკრინე!..-გავიგე შვების ოხვრა რომ აღმოხდა, ერთ ნაბიჯში დაფარა ჩვენ შორის მანძილი და ძალუმად ამიკრო გულზე.
მოცახცახე მკლავები ძლიერად შემომხვია დაბნეულს და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო.
-როგორ შემაშინე... როგორ მანერვიულე...-ბუტბუტებდა აღელვებული და განუწყვეტლივ მიკოცნიდა თვალებს და შუბლს,-მეგონა წახვედი... მეგონა, რომ ნანობდი და წახვედი... რომ მიმატოვე და აღარ დაბრუნდებოდი... შენ არ იცი, რა არ ვიფიქრე, გაღვიძებულზე საწოლი ცარიელი რომ დამხვდა... რომ ვეღარ დაგინახე... რა აღარ ვიფიქრე,-ნერვიულად მეჩურჩულებოდა და წამითაც არ მიშვებდა ხელებს.
-უბრალოდ, შხაპის მიღება მინდოდა,-ამოვილუღლუღე დაბნეულმა და სირცხვილის გრძნობამ კვლავ იჩინა თავი, ეჭვნარევი მზერა რომ შემავლო.
-მითხარი... ხომ არ ნანობ?-ბორძიკით ამოთქვა და გაფაციცებით ჩამაშტერდა გაფართოებულ თვალებში,-მითხარი, ნანობ მაკრინე?
-რა დროს ესაა,-სამარცხვინო სიტუაციიდან თავის დასაღწევად ესღა მოვიფიქრე და ამაოდ გავიბრძოლე მის მკლავებში.
-მაკრინე, მიპასუხე,-წამოიძახა აღელვებულმა,-ნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა?
-უჩა...-მუდარით დავიწყე, დაკითხვა რომ შეეწყვიტა, მაგრამ ხმა ჩამიწყდა მის ბრაზმორეულ თვალებს რომ გადავაწყდი და უღონოდ გადავაქნიე თავი უარის ნიშნად.
-ანუ?-მხიარული ნაპერწკლებით აენთო თვალები და კომფორტულად მომიქცია ძლიერ მკლავებში.
-არა,-ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე და სირცხვილისგან ლოყებზე ცეცხლი წამეკიდა.
-ე.ი. მოგეწონა?-მოფლირტავე მამაკაცის ტონით მიჩურჩულა და წარბები მაცდურად აათამაშა.
-ოშხარელი!-წამოვიძახე შერცხვენილმა, მხარზე ხელი დავარტყი და სირბილით გავშორდი მოხარხარეს.
-იცოდე, რომ დავბრუნდები, ყველაფრის დეტალებში ახსნა მოგიწევს...-სააბაზანოს ოთახიდან გამომძახა, ვნებიანი მზერა შემავლო და აფოეაჯებულს, სიცილით თვალი ჩამიკრა.
--
როგორც კი ოშხარელმა სააბაზანოს კარები გაიხურა, შვებით ამოვისუნთქე და საწოლზე ოხვრით ჩამოვჯექი. ყრუ ტკივილი ჯერ კიდევ მივლიდა სხეულში და განძრევის სურვილს მიკარგავდა. გულიც გამალევით მიცემდა და თავი უსიამოდ მიბჟუოდა. მიუხედავად სურვილისა, საერთოდ არაფერზე არ შემეძლო ფიქრი. აზრები ერთმანეთში მერეოდა და ერთადერთს რასაც გაფანტული გონებით ცხადლივ ვხედავდი, ეს დემონის სახე იყო.
სააბაზანოს კარზე მიშტერებული, კარგა ხანს ვერ მოვიდოდი აზრზე, ტელეფონს რომ არ დაეწყო რეკვა. შემცბარმა მოვავლე ოთახს თვალი და მზერა იატაკზე დაგდებულ კაბას გავუსწორე. გაჭირვებით წამოვიზლაზნე ფეხზე, კაბას დავსწვდი და ჯიბიდან მობილური ამოვაძვრინე.
-მაკრინე, როგორ ხარ? მიხვედი სახლში? უჩა როგორაა?-მომაყარა ეგრევე, როგორც კი ვუპასუხე.
-ლანა, ნუ ყვირიხარ გასკდა თავი,-ამოვიწუწუნე და კარადას დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი,-ჯერ არ წავსულვარ სახლში... უჩასთან ვარ. გუშინ ცუდად იყო და მარტო ვერ დავტოვე,-ურცხვად მოვიტყუე და კედლის სიგრძეზე აკრულ სარკეში, შევამჩნიე როგორ ამიწითლდა ლოყები.
-მოიცა, უჩასთან იყავი მთელი ღამე?-ისეთი ხმით ჩამყვირა, ლამის დამაყრუა და გაღიზიანებულმა თავზე ვიტკიცე ხელი.
-ლანა, ნუ გამიხეთქე თავი და მორჩი რა წიკვინს. გითხარი ცუდად იყოთქო,-ტანში ჭიანჭველების შემოსევა ვიგრძენი, ტყუილის თქმის დროს რომ მიტევდნენ და ლოყაზე გამეტებით ვიკბინე,-ისე, ამ დრომდე სად იყავი შენ, ეხა რომ მოგინდა დარეკვა?-გადავედი შეტევაზე და პასუხს სულგანაბული დაველოდე.
-შენი ძვირფასი სიძის მოვლით ვიყავი ბატონო დაკავებული,-გაბრაზებული აწუწუნდა,-მთელი ღამე არ მომასვენა, გაიძახოდა ბიჭებს დავურეკოთ და ოშხარელებთან ავიდეთო... ძლივს დავაკავე, თორე დაგადგებოდათ თავზე,-ფხუკუნით განაგრძობდა და დარწმუნებული ვარ, სიცილს ძლივს იკავებდა.
როგორც კი მისი ნათქვამი გავიაზრე, თავი ძლივს შევიკავე იატაკზე რომ არ გავშოტილიყავი და შოკისგან ხველა ამივარდა. იმის წარმოდგენაზე, რომ ბიჭები შეიძლება იმ დროს მოსულიყვნენ, როდესაც ჩვენ... არა წარმოდგენაც არ მინდოდა. ასეთ სირცხვილს ნამდვილად ვერ გადავიტანდი.
დაფეთებულმა გადავაქნიე თავი და აღელვებისგან ღრმად სუნთქვა დავიწყე.
-რა იყო მაკრინე? მეჩვენება, თუ ანერვიულდი?-ეჭვნარევი ხმით მკითხა დეიდაშვილმა და მეც იძულებული გავხდი, ემოციები როგორმე მომეთოკა.
-სულაც არა... გეჩვენება რაღაცეები,-ჩავიდუდღუნე და სააბაზანოს კარებს გადავხედე, ლაღიღიღინი რომ გამოდიოდა.-უნივერსიტეტში არ მიდიხარ?
-არა, შუალედურები დამეწყო და ვისვენებ. შენ კი გირჩევნია, ბინაში ახვიდე, სანამ ლექციებზე წახვალ. მთლად შიმშილით ნუ მოკლავ იმ კნუტს,-შემახსენა ნიშნისმოგებით და მხოლოდ მაშინ ამომიტივტივდა გონებაში, სახლში დატოვებული მუშუ.
-ვაიმე, სულ არ გამხსენებია,-წამოვიძახე და შუბლზე ვიტკიცე ხელი.
-რა გაგახსენდებოდა, უჩას "მოვლით" იყავი დაკავებული და,-სიცილით ჩამძახა და სანამ გვარიანად გამოვლანძღავდი, ყურმილი გამითიშა.
-ჯიშკარიანის სატრფო,-ამოვისისინე და ტელეფონი საწოლზე ვისროლე.
არეულ ოთახს მოვავლე თვალი და იატაკზე მიმობნეულ ტანსაცმლებს დავსწვდი. უმალ ამოვიცვი საცვლები და ის იყო, კაბის ჩასაცმელად დავიხარე, გარღვეულ ელვაშესაკრავს რომ ვკიდე თვალი. არ ვიცი რანაირად, ან როგორ, მაგრამ ელვა ზურგის მთელ სიგრძეზე, გახეული იყო და მკერავის გარდა, ვერაფერი ვერ უშველიდა.
"ესეც შენი ნაზი და ფრთხილი დემონი!"-გავიფიქრე, კაბა ოთახის კუთხეში ვისროლე და კვლავ დემონის მაისური გადავიცვი, საყვარელი სურნელით რომ იყო გაჟღენთილი.
-უნდა ვაღიარო რომ ჩემი მაისური ყველა ტანსაცმელზე მეტად გიხდება,-მოულოდნელად გაისმა ოთახში ხმა და ბრაზი უმალ გამიქრა გულიდან, ზურგზე მოკრულმა მუცელზე მხურვალე ხელები რომ მომხვია.
-და იმასაც ხომ ვერ მეტყვი, სახლში რითი წავიდე?-წარბები ავწკიპე თითქოს დანახვას შეძლებდა და გადაჭდობილ ხელებს, თითებით ჩავაფრინდი.
-საერთოდ არ წახვიდე,-მიჩურჩულა, სველი თმები მხრებიდან გადამიყარა და ყელზე ცივი ტუჩები მომაკრო.-აქ დარჩი...
-აშკარად სიცხე გაქვს,-ნერვიულად გავიცინე, ლოყაზე მოკრულ სველ კულულებში ცხვირი ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე დემონის გრილი სურნელი, შხაპის გამო, წყლის არომატს რომ შერეოდა.
-სერიოზულად გეუბნები... არ მინდა რომ წახვიდე,-მისკენ შემაბრუნა და აციმციმებული თვალებით, ჩემ თვალებს ჩაეჭიდა.-მინდა აქ დარჩე... ჩემთან,-წელზე შემიცურა ხელი, მკრდზე ამიკრო და ტუჩემზე მსუბუქად შემეხო.
ჩემმა სხეულმაც წამში მოახდინა რეაგირება, კანკალმა ამიტანა და მუცელმა ორმაგი სალტო გააკეთა. თვალები უნებურად მიმეხუჭა და გრძნობამორეულმა, ღრმად ამოვიქშინე.
მისი სიახლოვე ისე მირევდა თავ-გზას, საერთოდ არაფერზე ფიქრი არ შემეძლო და მისი ულტიმატუმი, ეულად იყო ჰაერში დაკიდებული.
-კნუტი მარტო მყავს დატოვებული... უნდა წავიდე,-ძლივს გასაგონად ამოვთქვი, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო გავაკეთე.
თავი გვერდზე გადავხარე, უფრო მოხერხებულად რომ ეკოცნა ყელზე და თითები თმებში შევუცურე, იატაკიდან რომ მომაცილა.
-კნუტი დაიცდის,-ხრინწიანად მიჩურჩულა, საწოლზე მიმაწვინა და მონდომებით დამიკოცნა ტუჩები.
ისეთი სასიამოვნო იყო მისი შეხება, ჭკუას მაკარგვინებდა და მანამ ვერ მოვედი აზრზე, სანამ მაისურქვეშ ხელი არ შემიცურა. დამფრთხალმა დავჭყიტე ამღვრეული თვალები, აკანკალებული თითებით მხრებზე ჩავაფრინდი და ვეცადე ოდნავ მაინც მომეცილებინა.
-უჩა, შეწყვიტე...-ამოვილუღლუღე და ვეცადე დამეიგნორებინა უხეში თითები, მთელ მუცელს რომ მიწვავდა.
მართალია, მისი ალერსი, მეც ისევე მწყუროდა, როგორც მას, მაგრამ ვიცოდი უფრო შორს წასვლის ნება რომ მიმეცა, ჭკუიდან გადავიდოდი. სხეული ჯერ კიდევ ძალიან მტკიოდა და არ იყო გამორიცხული ტკივილისგან გული წამსვლოდა.
-მე წაგიყვან... ლექციების დაწყებამდე ყველაფერს მოვრჩებით,-მაინც თავისას გაიძახოდა და სანტიმეტრითაც არ მშორდებოდა.
-თუ გინდა რომ აქედან ცოცხალმა გავაღწიო, შეწყვიტე ხელების ფათური,-ამოვიგმინე, მისი გაჩერება შეუძლებელი რომ გახდა და ჩემი ფეხების შესწავლით დაკავებული თითები, მთელი ძალით ჩავბღუჯე, უფრო შორს რომ არ წასულიყვნენ.
-ჩემი... ჩემთან ყოფნა აღარ გინდა?-თავი წამოსწია, აწითლებული ტუჩები ძლიერად მოკუმა და სუნთქვა გახშირებული განაწყენებული დამაჩერდა.
-არაფერი არ გესმის,-ამოვიქშინე, შუბლშეჭმუხნულს, მხურვალე კოცნა დავუტოვე და ლოყებ აწითლებულმა, გვერდით გადავაგდე,-გვაგვიანდება, შენ კი უაზროზე წუწუნებ,-გახევებულს ვუჩურჩულე, მკერდზე ვაკოცე და მის აბრიალებულ თვალებს რომ გადავაწყდი, ფეხზე წამოვხტი.
-თქმით ერთს მეუბნები და ქმედებით, მეორეს მიმტკიცებ,-იდაყვებზე წამოიწია და აალებული მზერა შემავლო.
-ტანსაცმელი მჭირდება სახლში რომ წავიდე,-ვეცადე სხვა თემაზე გადამეტანა ყურადღება და თავით ვანიშნე კუთხეში მიგდებულ კაბაზე,-შენი წყალობით, ჩასაცმელად აღარ ვარგა,-ხმას ავუწიე, ჩემი ფეხების თვალიერება რომ შეეწყვიტა და ტუჩაბზუებული დავაჩერდი.
-რატომღაც არ მახსოვს, რომ გაგეჩერებინე,-ირონიულად გამიღიმა, საწოლზე წამომჯდარი მუხლებს დაეყრდნო და წამწამებს ქვემოდან, მომნუსხველად ამომხედა,-პირიქით!.. გარკვევით მახსოვს, როგორ მეჩურჩულებოდი რომ არ გავჩერებულიყავი... რომ შემეწყვიტა...
-გაჩუმდი!-წამოვიძახე აფორაჯებულმა და თავი დავიწყევლე, საერთოდ რომ წამოვიწყე ლაპარაკი,-გვაგვიანდება... ლექციები მალე დამეწყება,-ნერვიულად ავლაპარაკდი და სულ გადამავიწყდა სხეულის ტკივილი.
-ჯერ კიდევ არ ხარ საკუთარ თავში გარკვეული,-ამოიხვნეშა ფეხზე წამოიმართა და გარდერობს მიუახლოვდა.
ჩემგან ზურგით იდგა და ნანახმა ადგილზე მიმაჯაჭვა. მონუსხული შევყურებდი წელსზევით შიშველს და ხარბად ვათვალიერებდი ბეჭზე გავლებულ კონტურებს. ხორბლისფერ, გლუვ კანზე, ისეთი სიზუსტით იყო გავლებული ხაზები, რომ მნახველს ნამდვილად არ დტოვებდა გულგრილს.
კოტეჯში შემჩნეული ტატუ, ამჯერად მთელი სიზუსტით გადაიშალა ჩემს წინ და თავი ძლივს შევიკავე, თითები რომ არ გამეყოლებინა შავ ხაზებზე. განიერ მხარ-ბეჭზე ფრინველის ფიგურა გამოსახულიყო. ფრთები მთელ სიგრძეზე ჰქონდა გაშლილი და ბუბულებს, თოვლად აყრიდა მკლავებზე. ბრიალა, შავ თვალებში თითქოს ცეცხლი ეკიდა და ნისკარტი გამაფრთხილებლად დაეფჩინა. დიდი მიხვადრა არ სჭირდებოდა, რომ ნახატზე ფენიქსი იყო გამოსახული, მთელი თავისი დიდებით და ჩემდა გასაკვირად, საოცარ მიმზიდველობას სძენდა დემონს.
-მაკრინე, ასე ნუ მომაშტერდი, თორე ამეწვა მთელი ზურგი,-ეიფორიიდან დემონის მხიარულმა ხმამ გამომიყვანა და ტუჩაბზუებულმა ავხედე კარადაზე მიყრდნობილს.
-თვითკმაყოფილი ლუციფერი,-ჩავიდუდღუნე, გაღიზიანებული დავსწვდი გამოწვდილ ტანსაცმელს და მისი სიცილით გაგულისებულმა, ერთი ხელის მოსმით გადავიძვრე "სარაფანი".
-ვიღაცამ თქვა, ნუ მაშტერდებიო,-ნიშნისმოგებით გადავხედე ძარღვებ დაბერილს და ორი ზომით დიდი შარვალი, გაჭირვებით ამოვიცვი.

888
აქამდე გოგოებისგან რომ მესმოდა, შეყვარებულს დავშორდი და დეპრესიაში ვარო, სიცილადაც არ მყოფნიდა და თითოეულის გაწეწვის სურვილი ყელში მეჭირა. დაშვებაც არ შემეძლო, როგორ შეიძლებოდა ბიჭის გამო დეპრესია დაგწყებოდა და ცრემლები გეღვარა. იმდენად დამამცირებელი იყო ჩემთვის, ვიღაც იდიოტის გამო ბალიშის ლპობა, რომ მსგავსი ტიპის გოგოებს, გამკიცხავად ვუყურებდი. ზედმეტად ეგოისტ და უთავმოყვარეო გოგოების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ჩემში, მათზე გადაყოლილი მშობლების თუ მეგობრების ნერვიულობას არაფრად რომ არ აგდებდნენ და უღირსი ბიჭის გამო, თვალებს რომ ისიებდნენ. ვინმეს რომ ეთქვა, შენც აღმოჩნდები მასეთ მდგომარეობაშიო, გულიანად გავიცინებდი ან ალტერნატიულ შემთხვევაში, ტაფას ვუთაქებდი თავში.
ეხლა კი... ეხლა იმ ზღვარზე ვიყავი, ორი აგურის პოზიცია რომ ერქვა. არ ვიცი ჩემ მდგომარეობას ფსიქოლოგები რას დაარქმევდნენ, მაგრამ სერიოზული ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე რომ ვიდექი ფაქტი იყო, უდემონობა რომ ერქვა.
უნივერსიტეტში წაყვანის შემდეგ, უკვე ერთი კვირა იყო გასული და ჩემი ცხოვრება, ერთფეროვან, ცრემლებით გაჟღენთილ ყოფას დამსგავსებოდა. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი დეპრესიონერას სტატუსის აკრობას და სელპაკების საამქროს ყიდვას.
ზუსტად ერთი კვირა იყო, რაც არ მენახა...
ზუსტად ერთი კვირა იყო, რაც არ შემხებოდა...
ზუსტად ერთი კვირა, რაც მისი სუნი არ მეგრძნო და ლამის ჭკუაზე შევშლილიყავი.
არ ვიცოდი სად იყო, რას აკეთებდა, რატომ არ მეხმიანებოდა და ჩემდა საუბედუროდ, არც არავინ არ იღებდა ხმას. ბიჭებიც კი არ ჩანდნენ ჰორიზონტზე და სრულიად მიტოვებული, ზომბად ვიყავი ქცეული. ლექციებზე გაფანტული ვიჯექი, თვალებ გაშტერებული და გაფითრებული. თითქოს ოშხარელს წაეღო ნამდვილი მაკრინე. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. ათასი პასუხ გაუცემელი და მტკივნეული კითხვა და მოპასუხე კი არავინ მყავდა. თვით ლანასაც კი დავევიწყებინე. იშვიათად თუ შემეხმიანებოდა და მაშინაც არიდებდა ჩემთან საუბარს თავს.
მე კი... მე ვდუმდი. მონოტონურად ვყვებოდი დროის დინებას და სრულიად არ ვაქცევდი ჩემს სახეცვლილებას ყურადღებას.
სად იყო? რატო წავიდა? რა შეიცვალა? რა მოუვიდა? რატომ მიმატოვა?
წამდაუწუმ ეს კითხვები მიფუთგუთებდნენ თავში და საკუთარ უსუსურობას, მწარედ დავცინოდი. პარადოქსია, მაგრამ უჩას სიყვარულში... ხო, უჩას სიყვარულში ასი პროცენტით ვიყავი კვლავ დარწმუნებული. ოდნავადაც არ მეპარებოდა ამაში ეჭვი, მაგრამ ის ფაქტი რომ მიმატოვა...
არ ვიცი როგორ, მაგრამ სიკვდილი მინდოდა!..
აქამდე თვითმკვლელ ადამიანებს, ყველაზე სუსტ და ლაჩარ არსებებად ვთვლიდი, ეხლა კი... უბრალოდ წამით მაინც მინდოდა გავქცეოდი რეალობას... წამით მაინც არ მეგრძნო გაუსაძლისი ტკივილი, მთელ შიგნეულობას რომ მიხრავდა. ტკივილი, რომელიც ძილის საშუალებას არ მაძლევდა და ზოგჯერ, გამართულადაც ვერ ვსწორდებოდი ზურგში.
ხომ შემეძლო რომ მივსულიყავი, დამერეკა, მეკითხა და გამეგო...
არ ვაკეთებდი... არ შემეძლო... არ მქონდა ამდენი გამბედაობა.
მეშინოდა რომ... რომ არაფერი არ იქნებოდა ისე, როგორც უწინ... რომ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.
მთლიანად სიცარიელეს მოეცვა ჩემი არსება. ისეთ სიცარიელეს, რომ ღიმილიც კი დავიწყებული მქონდა. დავიწყებული მქონდა, რომ მე, ერთ დროს მაკრინე სიხარულიძე ვიყავი. ენერგიით, სიხარულით, სითბოთი, ირონიით და სიყვარულით სავსე გოგო, მშობლებთან დაშორება, ყველაზე დიდ პრობლემად რომ ეჩვენებოდა.
ტკივილი ნაადრევად აბერებს ადამიანსო და თავს სამოცი წლის, დანაოჭებულ მოხუცად ვგრძნობდი. მეგონა სარკეში არწკლილი ახალგაზრდა, თვალებჩამქვრალი გოგო, სინამდვილეში მოჩვენება იყო და ჩემი ნამდვილი სახე, ჩემი სიბრმავის გამო იყო უხილავი ჩემთვის.
აქამდე ცისარტყელას ფერებით სავსე სამყარო, მთლიანად რუხმა შეცვალა. კიდევ ერთხელ უწია კუპრის თოვლმა დედამიწას და შავ ხვრელად მომევლინა ემოციისგან დაცლილს.
მართლაცრომ ცვალებადია წუთისოფელი... ისეთი ცვალებადი, გურამიშვილის დავითიანიც, მსუბუქ გადაბალახებად შეგვიძლია მოგვეჩვენოს!..

888
-მუშუ სად წახვედი?-საათზე მეტი იყო ოთახებში მოჩვენებასავით დავბორიალობდი და კნუტს ვეძებდი.-ნუთუ შენც დამტოვე?-ამოვილუღლუღე და მთვარის ბაცი შუქით განათებულ გარემოს თვალი გავუშტერე.
ბარბაცით მივუახლოვდი ფანჯარას, ზედ ჩამოვჯექი და გაფითრებული სახე, გრილ ზედაპირს მივადე.
როგორ მინდოდა რომ მეტირა... ალბათ ასე არასდროს არაფეტი არ მომდომებია, მაგრამ არ შემეძლო. არ მქონდა ამის ძალა და ამდენი ტირილისგან, ცრემლებიც კი დამშრობოდა. ერთიანად გამოფიტული ვიყავი. ჩემს შემხედვარე, ადამიანს ნამდვილად შეეშინდებოდა. მოსიარულე ქანდაკებას ვგავდი. თვალები, ზუსტად იმ მინას დამსგავსებოდა, რომელსაც ახლა ვუმზერდი.
სული მეხუთებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მარწუხებს მიჭერდა ყელზე და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ზურგზე დაწოლილი ლოდი, მძიმედ მაწვა მხრებზე და მჩხვლეტავ ტკივილს გზავნიდა ხერხემალში. თითქოს სიმარტოვე საკმარისი არ ყოფილიყო ჩემთვის, ეხლა მუშუც უნდა დამეკარგა. ერთადერთი სულიერი, რომელიც ამ სამყაროსთან მაკავშირებდა და ისიც კი შეშურდათ.
-ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია...-ამოვიკვნესე და აძაგძაგებული საწოლში შევწექი.-ლექციიდან პირდაპირ სახლში რომ წამოვსულიყავი... უაზროდ რომ არ მებოდიალა ქუჩაში, არ მიმატოვებდა... რომ მეთქვა რომ მიყვარდა... რომ არ შემეძლო უმისოდ... არ წავიდოდა... რომ დამერეკა და მეთქვა... რომ მომეძებნა!..-ვლუღლუღებდი აკანკალებული, მკერდზე ძლიერად ვიკრავდი მუხლებს და ყელში გახერილი გორგლის გაქრობას ვლამობდი.
ვხვდებოდი, რა შორს იყო ჩემი გოდება მუშუს დაკარგვასთან და გამყინავი ტკივილი მივლიდა მუცელში. სახსრებში ისე მტეხდა, თითქოს სათითაოდ მალეწავდნენ ძვლებს და ოდნავი გატოკებაც კი, აუტანელ ტკივილს მგვრიდა. სიცივე შეჭრილი სხეული, განუწყვეტლივ მიძაგძაგებდა და ყველაფერს დავთმობდი, ვინმეზე ჩახუტების საშუალება რომ მომცემოდა... რომ დავეწყნარებინე და ეთქვა-"ყველაფერი კარგად იქნება!.. ესეც გაივლის!.." თუნდაც წამით მაინც მქონოდა ამის შესაძლებლობა!..
სამყაროსგან სრულიად გამოვეთიშე და ვიგრძენი, როგორ ვკარგავდი ნელ-ნელა გონებას. ნათლად ვხედავდი მოახლოებულ ბურუსს და ის იყო საოცარი სიმსუბუქის გრძნობა დამეუფლა, ფეხებზე სიმძიმე რომ ვიგრძენი. გაჭირვებით დავაშორე წამწამები ერთმანეთს, ოდნავ გავტოკდი და ტკივილისგან, კბილები ისე დავაჭირე ერთმანეთს, ყრუ ღრჭიალი გავიგე. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც წამოვჯექი საწოლზე და ტკივილიანად გამეღიმა, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ კნუტს რომ შევხედე. მთვარის შუქზე, ფოსფორისფრად აბრჭყვიალებული, სახესთან შედარებით დიდრონი თვალები ინტერესით დაეჭყიტა და კუდაქიცინებული მომშტერებოდა. გულაძგერებულმა გავიშვირე მისკენ ხელი და საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში, ფეხზე რომ წამოხტა. გაჭირვებითვამომაცოცდა მუხლებზე და აკრუტუნებულმა ცხვირი ლოყაზე მომადო.
-ჩემი მუშუ... ჩემი პატარა მუშუ...-ვჩურჩულებდი და მონატრებულს პაწუა, ვარდისფერ ცხვირზე ვკოცნიდი.
გულზე მიკრული, გაკვირვებულმა მოვიცილე და დაკვირვებით შევათვალიერე, უცხო სხეული რომ იგრძნო თითებმა. დაბინდული თვალების და სიბნელის გამო, რამის გარჩევა შეუძლებელი რომ გახდა, საწოლის გვერდებზე მიმაგრებული ბრა ავანთე. ვიგრძენი, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, მუშუს თავზე სასაცილოდ დამაგრებულ, ოქროსფერ, ბრჭყვიალა გვირგვინს რომ ვკიდე თვალი, სხვადასხვა ფერის ქვებით რომ იყო გაწყობილი. იმდენად ვიყავი აფორიაქებული, საერთოდ ვერ შევამჩნიე გამოღებული კარები და დაჟინებით ჩავშტერებოდი დიადემას. გული ფილტვებს შორის ისე მიცემდა, ასე მეგონა საცაა გასკდებოდა და ყურში ჩაქუჩის მაგივრად, ურო მიბრახუნებდა. დახშული ალვეოლების კედლები, უჟანგბადობის გამო ერთმანეთს მიწებებოდნენ და უჰაერობისგან თავბრუ მესხმოდა. ისეთი ძალით შემომიტია ყველა გრძნობამ, მიკვირდა, როგორ ვინარჩუნებდი ფხიზელ გონებას და თავს ამაოდ ვეჩიჩინებოდი თვალები დამეხუჭა. მაგრამ თითქოს გუგებში მქონდა ამომწვარი შავი, წვრილი ქვებისგან გაკეთებული წარწერა, ამაყად რომ ამშვენებდა პატარა გვირგვინის წინა მხარეს:
"ცოლად გამომყვები!"
-აბა, რას იტყვი?-მოულოდნელად გაჰკვეთა გაყინული ოთახი ბოხმა ბარიტონმა და თითქოს წამში დათბა გარემო... თითქოს პირველად ვიგრძენი, ამ დროის განმავლობაში თავი სახლში.
-შენ... ეს... მგონი მოჩვენებები დამეწყო!..-ენაგადაყლაპულმა ძლივს ამოვთქვი და თვალები საწოლის წინ აღმართულ სხეულს გავუსწორე.
-იცოდე არ დამცინო!.. პირველი რაღაცაა, რაც ჩემით მოვიფიქრე,-ანერვიულებულმა გაიცინა, კულულებში თითები შეიცურა და შემიძლია დავიფიცო, რომ მიუხედავად ბაცი განათებისა, ნათლად დავინახე, როგორ აუწითლდა ლოყები.
-სად... სად იყავი?-გაჭირვებით ამოვთქვი, ხელებში აფართხალებული კნუტი საწოლზე დავუშვი და აკანკალებული თითებით საბანს ჩავეჭიდე, უჩას ფეხებში რომ ახლართა კუდი.
-შენთან ვიყავი,-თავი გვერდზე გადახარა და სითბოთი სავსე, აბრჭყვიალებული თვალებით მომეფერა,-უბრალოდ გაცდიდი. მინდოდა შენ თავში გარკვეულიყავი, წინააღმდეგობები დაგეძლია და გეღიარებინა რომ უჩემოდ წამიც არ შეგიძლია,-ჩუმი, ხავერდოვანი ხმით მელაპარაკებოდა და წამითაც არ მაცილებდა მზერას.
-რა-ა?-ძლივს შევძელი რაღაცის თქმა და ყელში მობჯენილმა ემოციათა გორგალმა სუნთქვა შემიკრა.-ეს... ეს როგორ...
-ერთი კვირა არ უნდა მენახე... ბიჭების გეგმა იყო,-განაგრძო, თან ვხედავდი როგორ შლიდა და ხურავდა მუშტს ანერვიულებული.-ერთი კვირა უნდა მეცადა შენთვის, რომ პირველი ნაბიჯი შენ გადმოგედგა... ყოველ ღამეს იმაზე ფიქრში ვათენებდი, რომ მოხვიდოდი რას მეტყოდი. მაგრამ არ მოხვედი... თუმცა ეს თავიდანვე ვიცოდი არ ვაღიარებდი თორე... აი, შატილში ტყეში რომ დარჩი და არ გამომყევი, ზუსტად მანდ მივხვდი რა ჯიუტიც იყავი.-ამოიხვნეშა დს აკნავლებული კნუტი ხელში აიყვანა,-ხვალ უნდა მოვსულიყავი შენთან... ნუ, ხვალ იწურებოდა ერთი კვირა, მაგრამ ვერ მოვითმინე... ეს დროც ბიჭებს ვყავდი სახლში დაბმული, მაგრამ დღეს ვერ მოვითმინე და გამოვეპარე,-ნერვიულად გაიცინა და მის მკლავდბში გაყურსულ მუშუს, ცხვირზე წაკრა თითი,-ვიცი სისულელე იყო ეს მალვა და ამბები, მაგრამ... მინდა რომ გიყვარდე რა... აი, პროსტა როგორ აგიხსნა... მინდა შენც ისე გინდოდეს ჩემთან ყოფნა, როგორც მე... ცხვირმოუხოცავი ღლაპივით ვარ აცეტებული, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუხერხებ თავს... ვიცი რომ არ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი, მაგრამ მინდა შენგან გავიგო ეს...ის მაინც მითხარი, რომ მოგწონვარ ტო...-წამოიძახა და სუნთქვაშეკრული ჩამაშტერდა გახევებულს თვალებში.
იმდენად შოკისმომგვრელი იყო მისი აღიარება და მიზეზი, რის გამოც ეს ერთი კვირა... ჯანდაბას ექვსი დღე მტანჯა, რომ ენა მუცელში ჩამოვარდა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და თვალებ გაფართოებული შევსცქეროდი ადგილზე უხერხულად აწურულს. ჯერ კიდევ არ ვიყავი მისი ნახვის შოკიდან გამოსული, ეხლა კი მისი აღიარება უნდა გადამეხარშა ჩემი გადამწვარი ტვინით. თუმცა ერთადერთი რაც იმ წამს მსურდა, უჩას სურნელის შეგრძნება იყო, იმსიშორიდანაც ცხადად რომ ვგრძნობდი.
-ჯანდაბას!.. არაფერი არ მითხრა,-წამოიყვირა გახელებულმა, კნუტი საწოლზე დასვა, ორ ნაბიჯში მომიახლოვდა და წამში მთელ სიგრძეზე სხეულზე ამიკრო.-როგორ მომენატრე... ლამის ჭკუიდან შევიშალე...-მეჩურჩულებოდა და წელზე გამეტებით მიჭერდა ხელებს.
-უჩა მე...-მეტის გაგრძელება ვეღარ შევძელი, მკლავები მოვხვიე და აკანკალებული ტუჩები ყელზე მივაკარი.
იმდენად მყავდა მონატრებული რომ მეგონა საუკუნე იყო რაც არ მენახა. აქამდე დაუფლებული სიცარიელე ისე შეივსო რომ სიმარტოვეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი და ის დღეებიც თვალის დახამხამებაში გაქრა, თითქოს მის მონატრებაში ღამეები არ გამეთენებინოს. ვგრძნობდი როგორ გამალებით უცემდა გული და სიამოვნებისგან მაცახცახებდა, მის ცხელ ტუჩებს საფეთქელზე რომ ვგრძნობდი.
-ამის მერე კიდევ მეუბნები რომ მე ვარ სულელი და ბავშვი?!-მოკანკალე სიცილი აღმომხდა და ყურის ძირში, მფეთქავ არტერიაზე ავაცურე ტუჩები.
-მეც გამასულელე და არ გეკამათები მაგაზე,-მიჩურჩულა, თავი წამომაწევინა და გახელებული დამაცხრა ტუჩებზე.
თურმე, როგორ მომნატრებია მისი ტუჩების გემო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვკოცნიდი. მთელი კიდურები დამიბუჟდა და მუცელი ამომიტრიალდა. თვალებში კი ვარსკვლავების ციმციმს ვხედავდი, ათასფრად რომ ანათებდნენ.
-აბა, რას მეტყვი?-სუნთქვაგახშირებული დამაჩერდა, როგორც კი კოცნით გული იჯერა და საწოლზე ჩამომჯდარმა ჩვეულებრივ კალთაში ჩამისვა.
-რაზე?-ამოვილუღლუღე, თან სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი და მის ლოკონებს ხელიდან არ ვუშვებდი.
-აი, ამაზე!..-ამოიქშინა, კნუტს დასწვდა და ცხვირწინ ამიფრიალა.
-მაგას კითხვისნიშანი რომ აკლია იცი? თუ სკოლაში არ უსწავლიათ ძახილის და კითხვის ნიშნის ერთმანეთისგან გარჩევა?-წარბები ავწკიპე, თითქოს პირდაპირ თქმას ვერიდებოდი და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ბრწყინავ წარწერას, პირდაპირ გულში რომ მირტყამდა:
"ცოლად გამომყვები!"
-ძალიან კარგად ვიცი კითხვის ნიშნის დანიშნულება და ისიც ვიცი რა დავწერე მანდ,-შუბლშეკრულმა მომახსენა და ლოყაზე გააცურა ტუჩები,-ეგ უკვე გადაწყვეტილია, უბრალოდ მე ორიგინალურად გაგაგებინე,-კანით ვიგრძენი, როგორ გაეღიმა და საგრძნობლად გამაცახცახა, ბიბილოზე კბილები რომ წამავლო.
-ოშხარელი, ასე ძალიან ნუ იქნები დარწმუნებული,-ამოვიჩურჩულე, თავი უკან გადავაგდე მოხერხებულად რომ ეკოცნა ყელზე და კულულები თითებში ავხლართე.
-ერთხელ ხო მოგიტაცე და მეორეჯერაც არ გამიჭირდება იცოდე,-გამაფრთხილებლად მითხრა და თეძოზე თითები ისე მომიჭირა კვნესა ვერ შევიკავე.
-ისიც კარგად გაიხსენე, სხვა რომ მოიტაცე და მეორეჯერაც ეგრე არ დაგემართოს,-ხმისკანკალით ამოვთქვი და ტუჩზე გამეტებით ვიკბინე, ლავიწზე სველი კოცნა რომ დამიტოვა.
-ნუ მაღიზიანებ, მაკრინე,-ტონი გაუმკაცრდა და მაიძულა მზერა გამესწორებინა,-არ მეტყვი და პასუხს?
-მიყვარხარ!-აწითლებულ ტუჩებზე დავჩურჩულე და ქვედა ბაგეზე მოწყვეტით ვაკოცე.
დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და შვების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. აკანკალებული თითებით ლოყაზე მომეფერა და ისე ამოიქშინა, ლამის გული ამოაყოლა.
-ანუ... შენ...-ამოილუღლუღა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ანუ!-დავუქნიე თავი და აწითლებულ ღაწვებზე მივეფერე.
ჯანდაბას ასაკი... ჯანდაბას ხალხის აზრი... ჯანდაბას პრინციპები და გეგმები! არაფერი არ მინდა დემონის გარეშე!
-ანუ მალე ცოლიანი ვიქნები?!-ნერვიული სიცილი აღმოხდა და ისე ჩამიკრა გულში, სული შემიგუბდა.
-ვაიმეეეე, ვიტირებ ეხააა!!! რა გულის ამაჩუყჩუყებელია ტო!-მოულოდნელად გაისმა ნაცნობი ხმა და დამფრთხალმა მივატრიალე კარში გაჯგიმული აკოსკენ თავი, მომღიმარ მეტრეველს მხარზე რომ ჩამოკონწიალებოდა,-რა რომანტიულია,-აგრძელებდა "მოთქმას" და ბედნიერს გამეღიმა, მეტრეველის სვიტერის კიდეს რომ დასწვდა და ცხვირი გამეტებით მოიწმინდა.
-ვერ გიტანთ!-ზიზღნარევი ტონით ამოიკვნესა გიგიმ, საცოდავი თვალები მომაპყრო, ასრუტუნებულ ძმაკაცს ქეჩოში წაავლო ხელი და მიუხედავად მისი წუწუნისა, ძალით გაათრია ოთახიდან.
-მე როდის მთხოვ ხელს გიგუნი?-სმენას მისწვდა განაზებული ხმა, სანამ კარს მიხურავდნენ და გულიანად გამეცინა, მრავალფეროვანი გინება რომ მოყვა კითხვას.
-ერთი კვირა უნდა დამეტოვებინე ეგ რომ გეთქვა ჩემთვის?-მკითხა და თავისი ზედის ქვეშ, რომლითაც ღამით ვიძინებდი, თითები შემისრიალა.
-მაინც გეტყოდი,-გადავაქნიე თავი, მკერდზე ღილები შევუხსენი და გაყინული თითები მოუთმენლად ავასრიალე ძლიერ გულ-მკერდზე.-ოღონდ ცოტა მოგვიანებით,-ამოვიჩურჩულე და ტუჩები ყელზე მივაკარი.
-ჩემს ნერვებზე მოქმედებ,-ამოიქშინა, გვერდზე გადამსვა და ფეხზე წამოდგა.-ნუ გგონია რომ გადამირჩი,-თვალი ჩამიკრა გაოგნებულს, საწოლზე მოტრიალე კნუტს დასწვდა, კუდიდან აქამდე შეუმჩნეველი ნივთი მოხსნა და ოთახიდან გააგდო.
-პატარაა და ცოდოა იმის საყურებლად, რაც აქ მოხდება,-განმიმარტა ხარბი ღიმილით, პერანგი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა.
-მეორე ოთახში ბიჭები არიან,-ბერწყვი მძიმედ გადავაგორე და ხმაჩახლეჩილმა ამოვიხრიალე, თუმცა ერთი სული მქონდა, კვლავ როდის შემეხებოდა.
-წასულები იქნებიან უკვე,-სულერთიას გამომეტყველებით ამოთქვა, გვერდზე მომიჯდა და ფეხებზე ხელი აასრიალა.-რა ნაზი კანი გაქვს,-მიჩურჩულა, მუხლზე თითები მომიჭირა და ტუჩებზე წამეტანა.
გული ლამის საგულედან ამომიხტა მძიმე სხეულმა განძრევის საშუალება რომ მომისპო და წელზე გამეტებით ჩავაჭირე ფრჩხილები, ტანსაცმლისგან რომ გამანთავისუფლა. მუცელში თითქოს კვანძი შემეკრა გავარვარებული ტუჩებით ყელს რომ ჩაუყვა და სული შემიგუბდა ქამრის ბალთას რომ დასწვდა გასახსნელად.
-მითხარი... მოგენატრე?-მიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა და თვალები საოცარი სინაზით დამიკოცნა.-მიპასუხე, მაკრინე!-ხმა გაუმკაცრდა, არაფერი რომ არ ვთქვი და ჩუმი კვნესა აღმომხდა, თეძოზე თითებით რომ მომეფერა.
-კი,-უღონოდ ამოვიკვნესე და დანამულ მკერდზე ხელები ავასრიალე.
-ასე უკეთესია,-ხრინწიანად გაიცინა და ტუჩები მკერდზე მომაკრო.
-შენ?..-ამოვიკნავლე აცახცახებულმა და ცხვირი რბილ ლოკონებში ჩავრგე,-შენ არ... მოგენატრე?
-ფეხები გამიშალე... და მაგას ეხლავე დაგიმტკიცებ, პატარავ!-ამოიგმინა სუნთქვაგახშირებულმა, წელზე ხელი ჩემიცურა და გულზე ძალუმად ამიკრო, მის მოთხოვნას უმალ რომ დავემორჩილე.-ორიგინალურობა ყოველთვის მიყვარდა,-ამოიბლუკუნა ძარღვებ დაბერილმა, თითები ჩემსაში ახლართა და არათითზე მაკოცა.
-და... მოქნილი ხარ... ძალიან,-ამოვილუღლუღე, როდესაც ბრჭყვიალა, თვლებიანმა ბეჭედმა მომჭრა თვალი და ფეხები წელზე მჭიდროდ შემოვხვიე.
-ერთი კვირის წინ დაგიმტკიცე ეგ,-ტუჩებზე დამჩურჩულა და ისეთი ვნებით მაკოცა, მეგონა ათას ნაწილებად დავიშალე.
აქამდე განუცდელმა სიამოვნებამ შემიპყრო და ხმის დამორჩილებას აღარც ვცდილობდი. ვგრძნობდი საოცარ სიახლოვეს უჩასთან და თავს ვერ ვთოკავდი ხელები რომ დამემორჩილებინა, მის სხეულს ურცხვად რომ სწავლობდნენ. საერთოდ არ მახსოვდა ტირილით გათენებული ღამეები და მის გაუგებარ, ვნებამორეულ ჩურჩულს მხოლოდ სიამოვნების წამოძახილით ვპასუხობდი. წამით ისიც კი მეგონა, რომ მსგავსი ნეტარებისგან ჭკუიდან შევიშლებოდი ან ცოცხალი ვერ გავატანდი დილამდე.
-ჩემი საცოლე... მაკრინე ოშხარელი,-მძიმე სუნთქვასთან ერთად, დახშული სმენით ძლივს გავარჩიე უმისამართო ბუტბუტი და აქოშინებულმა მთელი ენერგია მობიკრიბე, ჰაერში გაფანტული ბგერები, სიტყვად რომ მექცია.
-მი... მიყვარხარ,-ამოვიკვნესე აფორიაქებულმა და ტუჩზე მსუბუქად ვუკბინე, ნეტარებისგან სახეშეშლილმა, გახელებით რომ დამიკოცნა ბაგეები.

888
-მაკრინე, მართლა თხოვდები?-ერთ საათიანი ორჭოფობის შემდეგ, ძლივს ამოღერღა გიორგიმ და უხერხულად ამეტუზა სავარძელზე ჩამომჯდარს.
-კი, გიო,-თბილად გავუღიმე ლოყებ აწითლებულს და გული მომეწურა, განაწყენებულმა, მზერა რომ ამარიდა.
-მე მეგონა რომ...-ამოიჩურჩულა, მაგრამ წინადადების დამთავრება ვერ შეძლო.
-ხო იცი, ძალიან რომ მიყვარხარ?!-თავი გვერდზე გადავხარე და გავუღიმე.
-მაგრამ შენ...-ამოილუღლუღა და ფეხსაცმლის წვინტით ხალიჩას დაუწყო წვალება.
-მოდი ჩემთან,-ხელი გავუწოდე და როგორც კი გვერდზე მომიჯდა, ძლიერად მოვხვიე სუსტ მხრებზე ხელი.
-ნუ გეშინია, მაკრინე არსად არ მიმყავს... ნახავ ხოლმე,-შემოალაჯა ოთახში უჩამ და უკან დადევნებული კნუტი, მობეზრებული გამომეტყველებით ხელში აიყვანა.
-შენ რომ არ მოგწონდა მსკრინესთან რომ ვიყავი?-ეჭვით ახედა ძმას უმცროსმა ოშხარელმა და წელზე ხელები ისე მომხვია, თითქოს ჩემ თავს ვინმე ართმევდა.
-არც ეხა მომწონს,-წარბებაწკიპულმა გადმოხედა და უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა შუბლი, ჩემს წელზე მოხვეულ მკლავებს რომ შეხედა.
-სამაგიეროდ მაკრინეს მოსწონს,-ნიშნისმოგებით გაუღიმა და ენა გამოუყო.
-ლაწირაკო, მემგონი დაგავიწყდა რომ ჩემზე ხარ ჩაბარებული,-დაუღრინა გაღიზიანებულმა და მოცინარს თვალით მანიშნა მომაშორეო ეს ბავშვი და კატაო.
-დედამ ჩემი თავი მაკრინეს ჩააბარა,-შეეპასუხა პატარა დემონი და დიდრონი, ცრემლისგან აციმციმებული თვალებით ამომხედა,-უთხარი რა უჩას რამე. მე შენთან ხომ ვარ დატოვებული?
-აბა რა გიო. არ უსმინო შენ მაგას,-გავუცინე და მომღიმარს პატარა ცხვირზე თითი დავკარი.
-შენ მე ღამით მოგივლი,-გამაფრთხილებლად დამიქნია თითი უფროსმა ოშხარელმა და დუდღუნით გაიყვანა აკნავლებული მუშუ სამზარეულოში.
-ღამით რა ხდება მაკრინე?-დაბნეული თვალები მომაპყრო აფორაჯებულს ბავშვმა და მიწაში ჩამარხვა ვინატრე,-რა უნდა გიქნას? უნდა გცემოს?
-ა... არაფერი... იხუმრა,-წამოვიძახე აღელვებულმა და ტელეფონს დავსწვდი,-მიდი აკოს დაურეკე მოვიდნენ და სადმე გავისეირნოთ,-ნერვიულად გავუღიმა, სხვაზე რომ გადაეტანა ყურადღება და უჩას რამდენიმე აგური ვუთაქე გონებაში.

888
-აუუუ, კრასოტკა, რანაირი კალგოტკაა ტო ეს? ყოველ წამს ტ**კში მეკვეტება ტო,-წუწუნით გამოვარდა ოთახიდან გუგავა და სიცილისგან რომ არ წავქცეულიყავი, ახარხარებულ საქმროს დავეყრდენი, თეთრ კოლგოტებში გამოკვართულს რომ ვკიდე თვალი.-ეეე,რას დამცინით ტო!.. იცოდეთ მე ამით არაფერს არ ვიცეკვებ,-გაყვიროდა, თან ქვფმოთ "მძრომიალე" კოლგოტს მთელი ძალით ექაჩებოდა.
-ვინმემ დაგაძალა მერე დამენიძლავეო?!-წარბებაწკიპულმა გადახედა ჯიშკარიანმა და მეორე რეისზე დაიწყო სიცილი.
-ეს ბალერინა და ბალერონი სად არის?-სიცილით იკითხა ლანამ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, იმავე ფერის კოლგოტში და პუანტებში გამოწყობილმა გიგიმ რომ შემოაბიჯა ოთახში.
-ვერ გიტანთ!-დაიღრინა გამწარებულმა და მეორე წყვილი პუანტი გამეტებით ჩაცხო თავში წულის კაბის ჩაცმით დაკავებულ აკოს.
-ეეე, რას მირტყამ ტო? პედარასტის ზმანით რომ მოძრაობ, გირჩევნია დამეკარგო აქედან,-შეუღრინა გუგავამ და სერიოზული სახე ბოლომდე მაინც ვერ შეინარჩუნა, მზერა ბოლომდე რომ ჩააყოლა "პარტნიორს".
-ეს ვისზე რას ამბობდ ტო!.. წადი შე ქალო აქედან,-ბალიში ესროლა გიგიმ და ხვნეშით დახედა საათს,-იქნებ გადაიფიქრო, ჰა?-მუდარით შეხედა მოხარხარე ჯიშკარიანს და ზიზღით გახედა კორსეტსა და წულში გამოწყობილ წვერებიან აკოს.
-როცა თამაშის ტ**კი არ გაქ, არც უნდა ითამაშო,-დააქიცინა თავი ჯაბამ და დავინახე შეუმჩნევლად სურათი რომ გადაუღო ბიჭებს.
-ამ ყინვაში სად ვიცეკვო ტო,-ამოიგმინა გიგიმ და სახედამანჭულმა გაჩაჩხა საოცრად სწორი ფეხები.
-რუსთაველის გამზირზე,-აწკიპა წარბები უჩამ და სიცილით მომაკრო საფეთქელზე ტუჩები.
-ჰე, წადით ეხა,-ხელით უბიძგა ბალერინას და ბალერონს ჯაბამ და თავით გვანიშნა უკან მოგვყევითო.
-აუ, მოიცათ...-წამოიყვირა აკომ და დაზაფრული ადგილზე გავშეშდი,-ეს კაბა მიხდება თუ სხვა ჩავიცვა?-სრული სერიოზულობით განაცხადა და ბორძიკით ჩაირბინა კიბეები, გაცეცხლებული გიგი მოსაკლავად რომ გამოუდგა.
გუგავას სექსუალურ ორიენტაციაზე, ბოლო გაჩენილი ეჭვი გამიქრა შუა ქუჩაში ბალეტის მოცეკვავემ, ერთერთ გოგონას ხარბი მზერა რომ გააყოლა და პოლიციაში რომ ამოვყავით თავი, უკადრებელი რომ კადრა გამვლელმა ბიჭმა, ხოლო აკომ შემთხვევით გაქნეული ხელით, რამდენიმე კბილი რომ ჩაალეწა... ნეკნებთან ერთად.

888
-დედააა, დე-ე, დედიკო,-ყვირილით შემოვარდა ოთახში სამიოდე წლის ხუჭუჭა ბიჭი და ფეხებზე მომეხვია.
-რა მოხდა გაბო? ისევ მუშუმ შეგაშინა?-გავუცინე და თვალებაწყლიანებული, დემონის ზუსტი ასლი ხელში ავიყვანე.
-არა,-გაბუტულმა გადააქნია თავი და ღიმილი ვერ შევიკავე, ბზინვარე, გრძელმა კულულებმა პრუჟინებივით რომ იწყეს თავის გასწვრივ ხტუნვა.
-აბა რა მოხდა?-პაწუა ცხვირზე ვაკოცე და თმაზე მივეფერე.-მამიკოსთან ხომ იყავი? თვითონ სად არის?
-მამიკოს ჩაეძინა,-ამოილუღა და აბრჭყვიალებული, დიდრონი თვალები მომაპყრო.-ნანას რომ მიმღეროდა, თვითონ ჩაეძინა... ოღონდ არ უთხრა რომ გითხარი... გამაფრთხილა, დედას არ უთხრა ნანას რომ გიმღერიო,-აჩურჩულდა და გამაფრთხილებლად მომადო პატარა თითი ტყჩებზე.
-არა არ ვეტყვი,-გადავაქნიე თავი სიცილით და წითელი ლოყები დავუკოცნე,-იმიტომ იყავი გაბრაზებული, რომ ჩაეძინა?
-ნწუ,-აიბზუა ტუჩი და შუბლზე ჩამოყრილი ლოკონები გადაიყარა,-აივნიდან დავინახე აკო ნათლია რაღაცას წერდა და ვერ წავიკითხე... წამო რა დე, ვნახოთ. წამიკითხე რა რა დაწერა,-მუდარით აწკიპა წარბები და ტელზე მომეხვია.
-ამსაღამოს ნათლიაშენ აქ რა უნდა?-სიცილით გადავაქნიე თავი და კიბეებისკენ გავემართე, თან ჩემზე მოხვეულ უჩას პატარა კოპიოს მთელ სახეს ვუკოცნიდი.-აბა ვნახოთ, რას შვება ეგ შენი აკო ნათლია,-აივნის კარი გამოვაღე, გარეთ გავედი და სანთლებით განათებულ ბაღს თვალი მოვავლე.
-დე, დე, მითხარი რა წერია, გთხოვ,-აცმუკდა პატარა ჩემ ხელებში და თბილი ხელებით ლოყაზე მომეფერა.
-ჩემო სიცოცხლევ, შამოდი დავლიოთ,-ბურტყუნით ამოვიკითხე, პატარა სანთლებით გაკეთებული წარწერა და როგორც კი გავიაზრე რა ეწერა, გულიანად ავკისკისდი.
-დედი, ვის დაუწერა ეგ?-შუბლშეკრულმა ამომხედა გაბრიელმა და გულში მდგარ გაკრეჭილ აკოს გადახედა, მთელი მონდომებით რომ გვიქნევდა ხელს.
-მამაშენს გაბო, მამაშენს,-სიცილით განვუმარტე და გუგავას ხელით ვანიშნე, სახლში შემოსულიყო,-ისე, შ და წ-ს გარჩევაზე რომ გემეცადინა სანამ ამას დაწერდი, კარგი იქნებოდა,-ფხუკუნით გადავძახე და მის გაოგნებულ სახეზე, კვლავ სიცილი ამიტყდა.
-დე, ნათლიას სიცოცხლე რატოა მამა?-გულუპრყვილოდ ამომხედა ბავშვმა და კისერზე მომეხვია.-მამა ხომ შენი სიცოცხლეა? ნათლიას რა უნდა?-ტირილამდე მისულმა ამოისლუკუნა და კიდევ ერთხელ გახედა, შ-ს შესწორებით დაკავებულ გუგავას.
-მამაშენი ჩემი სიცოცხლეა მარტო, აკო ნათლია უბრალოდ ხუმრობს,-თბილად გავუღიმე ნიკაპ აკანკალებულს, გულზე მივიხუტე და ოთახში შევიყვანე.
ღიღინით გადავკვეთე კოლიდორი, საძინებლის კარი გავხსენი და ფრთხილად შევედი. ბედნიერს გამეღიმა, მძინარე უჩას რომ ვკიდე თვალი, კატა მკერდზე რომ ეწვინა და თვალებ მილულულ გაბრიელთან ერთად, ჩუმად მივუახლოვდი. ბავშვის თავის საძინებელში გაყვანა გადავიფიქრე, უჩას გვერდით მივუწვინე და სავარძელზე დაგდებული საბანი, ორივეს ერთად გადავაფარე.
-დე, შენც მოდი რა,-ამოიბურტყუნა ნახევრად მძინარე გაბომ, მთქნარებით მიეკრო მამას და კულულებით დახუნძლული თავი, მხარზე ჩამოადო.
შუბლზე ჩამოყრილი ლოკონები გადავუწიე, თბილად ვაკოცე და სიყვარულით მივეფერე პუტკუნა ლოყებზე.
-მიყვარხართ,-ამოვიჩურჩულე, ტუჩებ გაპობილი ქმრისკენ დავიხარე და მსუბუქი კოცნა დავუტოვე ბაგეზე.
ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, წელზე ხელი რომ მომავლეს და უნებურად დავყევი ნებას, მკერდზე რომ მიმიწვინა.
-ჩვენც გვიყვარხარ,-ძილისგან დაბოხებული ხმით მიჩურჩულა, ერთი ხელის მოსმით გადააგდო კატა საწოლიდან და ორივე ერთად მიგვიხუტა გულზე.
კმაყოფილმა ამოვიხვნეშე, კიდევ ერთხელ გავხედე ორ იდენტურ, ყველაზე ძვირფას არსებას ჩემთვის და ბედნიერებისგან აცახცახებული, ძლიერად მივეკარი უჩას მკერდზე.
-მეც თქვენთან მინდა რა,-ცალი თვალით გავხედე კარებში აწურულ აკოს და სუცილით დავუკოცნე ყელი, ღრენით რომ წამოიწია.-ოშხარელი, ნუ იღრინები ძუ ლომივით რა,-აუქნია ძმაკაცს ხელი და ფეხსაცმელები ოთახში მიყარა,-კრასოტკა, ხომ დამაწვენ თქვენთან? თან ჩემ ნათლულს ზღაპრები უნდა მოვუყვე.
-ბავშვს ძინავს და არ გააღვიძო თორე თავს წაგაცლი გუგავა,-დაუსისინა უჩამ და თვალები დაყბრიალა, გაბრიელს გვერდით რომ მოუწვა.
-მაშინ თქვენ მოგიყვებით,-გვიჩურჩულა, საბანი ყელამდე აიწია და ინტერესით მოგაჩერდა.
-გუგავა, სანამ ფაფად გიქციე ეგ სიფათი, აახვიე აქედან,-გამაფრთხილებლად გაისმა გაბრაზებული ხმა და დასამშვიდებლად, ძლიერად მოვხვიე წელზე ხელები.
-აუ კარგი რა უჩა! მე ცეცხლი დაგინთე... თუ რაცაა რა და შენ ვაფშე არ მომაქციე ყურადღება ტო... სუ დამივიწყე რა!-აბუზღუნდა განაწყენებული, გაბო გულზე მიიკრა და თვალები მილულა.
-რა ცეცხლი, ამას შ*გ ხომ არ აქვს. ბიჭო გაუშვი ბავშვს ხელი და წადი შენ სახლში, საწოლი არ გაქ ტო?-გუგავას საწოლიდან გადასაგდებად წამოიწია და ბავშვს რომ კიდა თვალი, ღრენით დაუბრუნდა თავის ადგილს.
-მარტო მეზარება ძილი,-ამოილუღლუღა, ერთი დაამთქნარა და ფშვინვა ამოუშვა.
-ეს რა მოუშორელი ჭირია ტო,-ამოიოხრა უჩამ, ორჭოფობით გადახედა ერთმანეთზე აკრულ პატარა და დიდ ბავშვს და სიცილით მომიბრუნდა,-მემგონი, ჩვენ ორი შვილი გვყავს.
-ეხა მიხვდი მაგას?-ამოვიქშინე, კულულებში თითები შევუცურე და მის მკერდზე კომფორტულად მოკალათებულმა, რიტმულად ავათამაშე.
-არ გინდა მესამეზე დავიწყოთ მუშაობა?-მაცდურად აათამაშა წარბები და ტუჩები დამიკოცნა.
-მეგონა უკვე გვქონდა დაწყებული,-ჩავიცინე და ვიგრძენი როგორ შემეცვალა პულსის ცემა.
-ჩვენც აქ ვართ სხვათა შორის და უმორჩილესად გთხოვთ, ჩემ ფაქიზ ფსიქიკას გაუფრთხილდეთ,-მოულოდნელად ალაპარაკდა გუგავა და სირცხვილისგან ისე ამიხურდა სხეული, უჩას სიმხურვალეც კი გადავფარე.
-შენ გირჩევნია მოკეტო და დაიძინო,-შეუღრინა ოშხარელმა, გუგავას ზურგი აქცია და ჩემ ყელში ცხვირი ჩარგო.-გუგავასთვის, ერთი მაგისნაირი, ოღონდ გოგო გვაქვს საპოვნი,-მიჩურჩულა და წელზე თითები აათამაშა,-მაგრამ მანამდე, მესამე შვილზე უნდა ვიზრუნო... გოგოზე,-მტკიცედ ჩაილაპარაკა, შუბლზე თბილი კოცნა მომაკრო და მთლიანად მის სურნელში გამხვია.

888
თავდაყირა იყო ჩვენი ცხოვრება მოწყობილი, თავდაყირა.
ორსულობის უჩასგან, კონკრეტულად კი მუშუზე გამობმული დასკვნის ქაღალდისგან გაგება. ლანას ორსულობის, მამისთვის ჩემგან თქმა, გიგის და აკოს წაგებული ნიძლავები და საერთოდ, მთელი ჩვენი ცხოვრება, საოცრად წააგავდა ფილმის იმ სიუჟეტს, უსაზღვრო სიყვარული რომ მართავდა რეჟისორის ნაცვლად.
ხოდა თავად ვიყავით ჩვენი ცხოვრების რეჟისორები!
თქვენც მოგვბაძეთ!
The End
ავტორის მინაწერი: როგორც იქნა დავდე, ორჯერ წამეშალა. დამვიწყებია საიტზე სიახლის ატვირთვა. ხო, კიდევ, მომნატრებია მკითხველები და მათგან წამოსული ემოცია. მადლობა ჯერ კიდევ ვისაც ახსოვს, ძალიან მიხარია, ძააალიან.
პ.ს. ისტორია ოთხი-ხუთი წლის უკან არის დაწერილი, ზედმეტად გადამლაშებული ეპიზოდებით:დ იმედია არ გამკიცხავთ ძალიან. მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია მაპატიებთ დაგვიანებას.



№1 სტუმარი ემი

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, პატარა ქალბატონო.

მაგრამ, პირობას გაძლევ, ახლები უფრო შემიყვარდება.

პ.ს. შენი ბოლო ისტორია ვეღარ ვნახე და გული დამწყდა.

 


№2  offline წევრი Elea_Nora

არასდროს არ მბეზრდება შენი ისტორიების კითხვა❤️ ვიმეორებ არასდროს❤️❤️ საუკეთესო ხარ ნამდვილად!❤️❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ათასჯერ, ასიათასჯერ, მილიონჯერ მაქვს წაკითხული ეს ისტორია და არც მომბეზრდება!!! საოცრება და სასწაული!! არარსებობს ცუდ ხასიათზე მყოფი არ გაგამხიარულოს!!! საოცრება ხარ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


ბევრჯერ მაქვს წაკითხული ეს ოსტორია ძალიან კარგია, ძალიან მომწომს და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავდი ამ ისტორიას!!

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა.

ძალიან მომეწონაა.. საინტერესო იყოო..

 


№6  offline წევრი skida

ძალიან მიყვარს ეს ისტორია.

 


№7 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan magari iyo, gemrieladac vicine,☺️ dzaan momewona☺️

 


№8  offline წევრი ანუკიანკა

ძალიან მაგარი იყო. უჩა და მაკრინე ხომ მაგრები არიან ,მაგრამ აი აკოზე და გიგიზე ძაან ბევრი ვიცინე ისეთები არიან. ❤️

 


№9  offline წევრი maru

ვგიჟდები ამ ისტორიაზე ???? ყველა შენ ისტორიაზე ვგიჟდები ❤ მილიონჯერ წავიკითხე და მუდმივად ემიციებით ვივსები ???? არასდრის მბეზრდება ????
სულ შემოვდივარ იმის იმედით რომ კიდევ ახალი ისტორია გექნება დადებული წლები უკვე ???? მაინტერესებს საერთოდ აღარ წერ?

 


№10  offline წევრი Mariamch

წერა გააგრძეელე საოცრად წერ აი საააოცრად❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ძალიან მიყვარს ეს ისტორია,რამდენი ხანია ვეძებ გუშინ ვიპოვე შემთხვევით და ძალიან გამიხარდა, წარმატებები ???? დიდი მადლობა ველი ახალ ნაწარმოებს ????????????????????????☺️????

 


№12  offline წევრი A.M.

ვაიმე ამ ისტორიაზე რო მეფანატება,მებოდება,მესუნთქება მესიყვარულება და მეცხოვრებაა ისე რამდენიმეზე მარტოოო
ჩემი აკუნიააააა ჩემი გიჟმაჟიიიი heart_eyes ჩემი გაფუჭებული ბიჭიიიი-ნამდვილი მისტერ "კრასოტკა" satisfied
გიგი...სხვა განზომილება,მეორე ცხოვრების აზრი heart_eyes ბიჭი-მწვანე აბრჭყვიალებული თვალები kissing_heart
უჩიკინიო-მისტერ დემონ ლუციფერისძე smiling_imp smiling_imp joy ბიჭი დაცემა,ეჭვიანობა,ჩემი გული kissing_heart
ჯაბოვიჩი-ლანას გერმანული ბარბი(კიმი როა ოღონდ ბარბის ბიჭი ის...ხო კიმი ქვია ნეტა? joy ) joy და ჩვენი კრასოტკას ძლივს გაცნობილი სიძე heart_eyes
შუშუ-აი ამ პატარა მოცუცქნულმა მამამიფსმულმა არსებამ რომ ჩემში გრძნობები გამოიწვიაა?!ისე როგორც არასდროს joy heart_eyes კნუტების სიყვარული ამან გაამილიონჯერა
მაკატერინე-მისის ლუციფერნისკა smiling_imp უ-ყველაფერი,ჩემი სპილენძისფერი დემონის გოგო,მარტო ლუციფერიძის გოგო kissing_closed_eyes
ლანაჩკა-ჩემი ჯაბოვიჩის(ე.ი. კიმის) ბარბი (ეს იმენა ბარბი) joy kissing_heart kissing_heart
და შენ...აი ამ ბოლო დროს შენით რო ვცხოვრობ ხომ არ იცი?არ იცი ხოო?
აი ახლა გაიგებ.
მიხარიხარ

მემაყები

გყვარობ
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

A.M.
ვაიმე ამ ისტორიაზე რო მეფანატება,მებოდება,მესუნთქება მესიყვარულება და მეცხოვრებაა ისე რამდენიმეზე მარტოოო
ჩემი აკუნიააააა ჩემი გიჟმაჟიიიი heart_eyes ჩემი გაფუჭებული ბიჭიიიი-ნამდვილი მისტერ "კრასოტკა" satisfied
გიგი...სხვა განზომილება,მეორე ცხოვრების აზრი heart_eyes ბიჭი-მწვანე აბრჭყვიალებული თვალები kissing_heart
უჩიკინიო-მისტერ დემონ ლუციფერისძე smiling_imp smiling_imp joy ბიჭი დაცემა,ეჭვიანობა,ჩემი გული kissing_heart
ჯაბოვიჩი-ლანას გერმანული ბარბი(კიმი როა ოღონდ ბარბის ბიჭი ის...ხო კიმი ქვია ნეტა? joy ) joy და ჩვენი კრასოტკას ძლივს გაცნობილი სიძე heart_eyes
შუშუ-აი ამ პატარა მოცუცქნულმა მამამიფსმულმა არსებამ რომ ჩემში გრძნობები გამოიწვიაა?!ისე როგორც არასდროს joy heart_eyes კნუტების სიყვარული ამან გაამილიონჯერა
მაკატერინე-მისის ლუციფერნისკა smiling_imp უ-ყველაფერი,ჩემი სპილენძისფერი დემონის გოგო,მარტო ლუციფერიძის გოგო kissing_closed_eyes
ლანაჩკა-ჩემი ჯაბოვიჩის(ე.ი. კიმის) ბარბი (ეს იმენა ბარბი) joy kissing_heart kissing_heart
და შენ...აი ამ ბოლო დროს შენით რო ვცხოვრობ ხომ არ იცი?არ იცი ხოო?
აი ახლა გაიგებ.
მიხარიხარ

მემაყები

გყვარობ
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_closed_eyes kissing_closed_eyes


გელოდებიიი
სულმოთქმენლად გელოდები ახალი მოეჭვიანე ხუჭუჭა,დემონი ბიჭებით და მორცხვი პატარა ენაგრძელი გოგობით(პ.ს ისტორიაში ერთი აკოსნაირი და გიგისნაირი რომ არ იქნებიან შენ იქნები სურამელაშვილის ფანი და მე თუ გაპაწიოოო) joy

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიმეეე საოცრებაა იყოო მადლობაა შენ ასეთიი სიამოვნებისთვისს

 


№14  offline წევრი PARVENU

რამდენი ხანია არ შემოვსულვარ. მგონი წელიწადია, თუ უფრო მეტი არა. მეგონა საკმაო დრო იყო გასული იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ ხსომებოდა. ძალიან გავოცდი და გამიხარდააა!!!!
არ ვიცი რომელიმე თქვენგანი თუ ნახავს ამას, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მიუხედავად იმისაჩ რომ არც ვფიქრობდი რაიმეს დაწერაზე, ახლა ისე ისე მომინდა...
იქნებ დავიწყო...
უღრმესი მადლობა. ❤️❤️❤️
--------------------
Parvenu

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ აპირებ ახალი ისტორიის დადებას?

ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, გელოდები დიდი სიხარულით

 


№16 სტუმარი Qetino

Umagresi usayvarlesi dautbilesi istoriaauzomod miyvars ukve meramdened wavikitxeagarc maxsovs sul maxarebs am idtoriis naxva vabodeb uxesh da usatutes oshxarelze akoze chkia meketeba saertod nu ar vivi gibrzaneb kide gvachuqe aarti tbili istoriaa????????????????????

 


№17 სტუმარი ნატალია.

Elea_Nora
არასდროს არ მბეზრდება შენი ისტორიების კითხვა❤️ ვიმეორებ არასდროს❤️❤️ საუკეთესო ხარ ნამდვილად!❤️❤️

ნამდვილად არაჩვეულებრივია,.

 


№18 სტუმარი სტუმარი Tekla

მართლა ვერაფერს ვწერ ემოცია გამეყინა ჩავრჩი ამ ისტორიის ძლიერ სიყვარულსა და უძლიერეს მეგობრობაში და ალბათ კარგახანს ვერ გამოვალ უზომოდ სასიამოვნო ბავშური გოჟური და ამავდროულად სერიოზულიც იყო მიყვარს ასეთი დასასრულები. მადლობა ავტორს ❤❤❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი კირა

ს ა ღ ო ლ !❤️
საოცრება იყო

 


№20 სტუმარი ია

გადამლაშებული ეძახე და კი დამათენდა თავზე))) მართლა კაი იყო და იმდენი ვიცინე ბიჭებზე...

 


№21 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალაინ მაგარია მე ეს გადამლაშებულივ მიყვარს ეს ნაწარმოები კიდევ უამრავჯერ წავიკითხავდი ასეთ ნაწარმოებს,მაგარი წყვილებით სიყვარით და მეგობრრობუთ გაჯერებული ნაწარმოებია იმდენი ვიხალისე ცუდად ვარ ამის ხათრით შემოვდივარ წასაკითხად საიტზე მადლობა წარმატებები ველოდები ახალ ნაწარმოებს,????????????????????????????♥️♥️♥️????

 


№22  offline წევრი AnNa_L

მთელი ისტორია საოცრებაა ❣️❣️❣️❣️უბრალოდ საოცრება, ზედმეტი სიტყვების გარეშე!!!!!!



მაგრამ იცით რაა???? აკოზე შეყვარებული ვარ მგონი ???????????? ვინმემ არ იცით როგორ გავაცოცხლო ისტორიის პერსონაჟი რეალობაში? მარტო რო დარჩა ცოლად უნდა გავყვე! ????????❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent