შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგვიანებული პატიება ( სრულად )


13-06-2019, 20:23
ავტორი du-da
ნანახია 13 168

ცხოვრებას ახასიათებს ბუმერანგის პრინციპი,წამის სიზუსტით,გიბრუნებს უკან შენს მიერ, წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას თუ მოქმედებას, ზოგისთვის საბედისწეროა,ზოგისთვის კი სასიხარულო ეს მობრუნება. აანალიზებ,რომ დაუშვი შეცდომა,რომელსაც ვერ გამოასწორებ,მაგრამ რაღაც გაიძულებს ფეხზე წამოდგე და გააგრძელო ბრძოლა არსებობისთვის,ეს ისტორია არ იწყება დაჩაგრული გოგოს ამბით, პირიქით ერთ უტვინო ადამიანზეა,რომელმაც მისი დაუფიქრებელი საქციელით გული ძალიან ატკინა, მისთვის მნიშვნელოვან ადამიანს, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ეს გოგო მე ვარ, თინანო მახარაძე, სამეგობროს სული და გული,მშობლების საამაყო შვილი და ასე შემდეგ...
არასდროს მჯეროდა ცრურწმენების,თუმცა დილით ნამდვილად ცუდ ფეხზე ავდექი,ჯერ ყავის მადუღარა გადამეწვა,მერე სამარშრუტო ტაქსმა გამასწრო და შესაბამისად ლექციებზე დავაგვიანე,ესეც კარგად დაწყებული დილა. მოსალოდნელი გასეირნება სვანეთში იმდენად მახარებდა,რომ ყველაფერი გმირულად ავიტანე.
უნივერსიტეტის კიბეებზე სწრაფად ჩამოვირბინე და იქვე გაჩერებულ მანქანაში ჩავხტი,გაღიმებულმა გავხედე ბავშვობის მეგობარს და ღვედი შევიკარი,მისი დანახვა პირველად გამიხარდა ასე ძალიან.
-დიდხანს გალოდინე ვახუნხულ?მხარზე ხელი დავკარი გაკვირვებულს.
-კი თინიკო, ჩაილაპარაკა მკაცრად და მანქანა ეზოდან გაიყვანა.
-რა თინიკო გაგიჟდი?შევიცხადე სასწრაფოდ,ეგრე აღარ მომმართო.
-რა ვახუნხულ გადაირიე?იყვირა აშკარად გაბრაზებულმა და სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა ჯიბიდან.
-კარგი, ხო კარგი,არ გამიბრაზდე, ლექტორმა არაფრით არ გამოგვიშვა უფრო ადრე, ისე რა მაგარი ბიჭი ხარ,როგორ გამახარე რომ იცოდე,გაწიე ეგ სიგარეტი რა გავიგუდე.
- რომ მცოდნოდა, ასე გაგიხარდებოდა სვანეთში წასვლა აქამდე წაგიყვანდი,ჩაიცინა ცალყბად.
-ხომ იცოდი, წაგეყვანე მერე, რამდენჯერ გთხოვე?
-ხოდა მიმყავხარ ხომ ხედავ? თვალები აატრიალა ვახომ,ოღონდაც გაჩუმდი ცოტა ხანს კარგი?
უხმოდ დავუქნიე თავი და უფრო კომფორტულად მოვეწყვე სავარძელში,მთელი ცხოვრება თითქმის ერთად გავატარეთ,ბაღიდან დაწყებული,სკოლის მერხით დამთავრებული,ვერ წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ვახოს გარეშე და ალბათ მასაც იგივე განცდა ჰქონდა.
-ანანოს დაურეკე?
-დავურეკე და იმხელა იკივლა,კინაღამ დამაყრუა,რა გაგიძლებთ ორივეს?
-ძაან დავიგვიანეთ?რამხელა გზა გვაქვს წინ.
-ეგ არაფერია სვანეთი არ გაგვექცევა, მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს.
-გისმენ ვახო.
-რაღაც უნდა გთხოვო, კარგად ვიცი შენი მწარე და გრძელი ენის ამბავი.
-რა ხდება?წესიერად ამიხსენი რას მეუბნები.
-მოკლედ იქ ჩემი მეგობარი დაგვხვდება,მასთან მივდივართ სტუმრად,მინდა რომ შენებურად არ დაგესლო,რთული პერიოდი აქვს.
-მაბრაზებ ეხლა,ხომ იცი უმიზეზოდ თავს არავის ვესხმი,ვფიქრობ უადგილოა ეს საუბარი,წყენა დამეტყო ხმაზე.
- უბრალოდ გთხოვ, მე მეცი პატივი და ეს ერთი კვირა ჭკიანად იყავი.
-კარგი,ჩავიბურტყუნე და ვახოს ზურგი ვაქციე.


* * *
ბედნიერი ვიხედებოდი ფანჯრიდან და სვანეთის გასაოცარი ბუნების თვალიერებით ვტკბებოდი,ვახოც დამავიწყდა და მისი მეგობარიც.იმდენად მიზიდავდა აქაურობა,რომ სიხარულისგან ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ერთი სული მქონდა,როდის მივაღწევდით დანიშნულების ადგილს და შევძლებდი ამ ჯადოსნურ მიწაზე ფეხის დადგმას. როგორც კი მანქანა გაჩერდა სწრაფად გადმოვხტი და გარემო მოვათვალიერე,კარ-მიდამოს აშკარად ეტყობოდა,რომ პატრონი კარგად უვლიდა და სვანეთის პირობებზეც კარგად ცხოვრობდა.ვახომ კარები შეაღო და გაბედულად შეაბიჯა ეზოში,ჩვენც უკან მივყევით,უცებ სახლის კარი გაიღო და ზღურბლზე საკმაოდ მაღალი და ბრგე ახალგაზრდა გამოჩნდა, ინსტინქტურად ავაყოლე თვალი და რომ არ მეკივლა პირზე ხელი ავიფარე. მასპინძელს სახეზე თვალის ოდნავ მაღლა,საკმაოდ დიდი ნაიარევი ეტყობოდა.წამებში წარმომიდგა თვალწინ ჟოფრეი დე პეირაკის სახე,სასწაული ზიზღის გრძნობა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ. ეხლა რომ მკითხოთ რატომ? ალბათ ვერც მაშინ და ვერც ამ წუთას ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს.ინსტინქტურად გავაპარე თვალი ვახოსკენ და მის გაბრაზებულ თვალებს წავაწყდი,რომელსაც შეემჩნია ჩემი რეაქცია და სავარაუდოდ მოკვლით მემუქრებოდა. სიტუაცია ისევ იმან განმუხტა
-მოდით რას დამდგარხართ? გაუცინა ვახოს და მაგრად გადაეხვია,ფეხები ძლივს დავიმორჩილე და სახლში შევედით.
-თქვენი ოთახები მაღლაა, მოგვმართა თავაზიანად, წამოდით განახებთ.
ის იყო,წინ წავიწიე,რომ მასპინძელმა ჩემი ჩანთებისკენ წაიღო ხელი, სავარაუდოდ უბრალოდ უნდოდა, მეორე სართულზე აეტანა, თუმცა გველნაკბენივით გავხტი უკან და დავუბღვირე.
-არ შეეხო.
დამეფიცება,არასდროს მინახავს ადამიანს ასე შეცვლოდეს გამომეტყველება. წეღანდელი თავაზიანი თვალებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, მივხვდი მშვენივრად მიმიხვდა ჩემი საქციელების მიზეზს,მანაც დანახვის წამიდან ამომიჩემა და დარწმუნებული ვიყავი ჩემზე ნაკლები არც ის იყო.
ზუსტად გამართლდა ჩემი მოლოდინი, მე და ბატონმა თორნიკემ ვერაფრით გავუგეთ ერთმანეთს. შანსს არ უშვებდა ხელიდან ჩემთვის ნერვები არ მოეშალა, ყველგან მაგრძნობინებდა და მახსენებდა ჩემს რეაქციას მისი დანახვისას,გამუდმებით ვკამათობდით და ვჩხუბობდით,იმდენად დავღალეთ ყველა ჩვენი ჩხუბით,უკვე ყურადღებასაც აღარ გვაქცევდნენ.
უაზროდ დავბოდიალობდი ოთახიდან ოთახში და ჩემს თბილ მოსაცმელს ვეძებდი, უცებ მხედველობამ გულედანი აღიქვა სავარძელში მჯდომი,გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა,როცა დიდი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ჩემი მოსაცმელით იწონებდა თავს, სიბრაზისგან კინაღამ ბოლი ამივიდა. "თავხედი,უზრდელი", ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, სწრაფად გავჩნდი მისაღებში და თავზე წამოვადექი.
-დამიბრუნე,ვცდილობდი მშვიდად მესაუბრა.
-რა? გაკვირვებულმა ამომხედა და ცინიკურად გამიცინა.
-მოსაცმელი,კბილებში გამოვცერი.
-აბა მოსაცმელი? აშკარად ნერვებს მიშლიდა.
-მომეცი ეხლავე,ტონს ავუწიე.
-წესიერად მთხოვე და მოგცემ,უფრო მჭიდროდ მოიხვია ტანზე და თვალი ჩამიკრა.
-დამიბრუნე, რა უფლებით მოკიდე ხელი ჩემს ნივთს? ვუყვირე წყობიდან გამოსულმა.
-უთქვამს ვინმეს ისტერიჩკა რომ ხარ?ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამაჩერდა.
-შენთვის უთქვამთ მახინჯი რომ ხარ? წამომცდა გაუაზრებლად.
გულედანს სახე შეეცვალა,რამდენიმე წამი დაკვირვებით მიყურებდა,მერე მკლავში ხელი მტაცა და გასასვლელისკენ გამათრია.
-ხელი გამიშვი შე მახინჯო, ვაგრძელებდი მის ლანძღვას.
თორნიკემ შემოსასვლელში გამიყვანა და გარეთ გამაგდო, ის იყო გასალანძღად მოვტრიალდი რომ კარები ცხვირ წინ მომიჯახუნა.
-რას აკეთებ გააფრინე?გამიღე ეხლავე,ვუყვირე გამწარებულმა.
-ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს, გამომძახა შიგნიდან.
-ეგრე ხო? ნუ გგონია შეგეხვეწები რამეს უზრდელო,მივაძახე გაბრაზებულმა.
იხტიბარი არ გავიტეხე, იმის მიუხედავად რომ სრულიად უცხო ადგილას ვიყავი და თან ნახევრად შიშველი.მშვიდად დავუყევი გზას ტყისკენ,თან გულდასმით ვათვალიერებდი არე-მარეს.

* * *
ანანო მოუსვენრად დადიოდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
-ნუ დამახვიე თავბრუ, დაჯექი, დაიღრინა ვახომ.
-როგორ ხარ ასე მშვიდად? სად წავიდა იცი?
-თავის თავს დააბრალოს, გრძელი ენა რომ აქვს.
-გაგიჟდი ხო?რაც არ უნდა მოხდეს,მაინც მარტოა გარეთ,არ არის სწორი ჩვენგან ასეთი მოქცევა.
-რა გავაკეთო?მის საქციელს გამართლებაც არ აქვს,ხომ ვთხოვე არა? მაინც ვერ გააჩერა ის გრძელი ენა,ამოიოხრა ვახომ.
-ხომ იცნობ არა? იცი როგორია,გთხოვ წადი და მოიყვანე.
-კი ბატონო, ჩვენ სამეგობროს არ გვაქვს გართულება მის გრძელ ენაზე, ეს ადამიანი არავინაა მისი,რა უფლება ჰქონდა ასე რომ მოექცა? თორნიკეს მისი გაჭირვებია და ამანაც დაუმატა.
-ხო, მაგრამ მარტოა ვახო, უცხო ადგილას, ვერ ხვდები? რამე რომ მოუვიდეს?
-ეშინოდეს იმას, ვინც მაგას გზაზე გადაეყრება,ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ოთახში შემოსულ თორნიკეს გახედა.
-ნუ ნერვიულობ ანანო, მხოლოდ შენი ხათრით,წავალ და მოვიყვან,ჩაილაპარაკა გულედანმა და საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა.
-მადლობა თორნიკე,მე გიხდი ბოდიშს, არაა ცუდი გულის ადამიანი,რა დაემართა ვერ ვხვდები.
-შენ მართლა კარგი გოგო ხარ, თბილად გაუცინა ბიჭმა და შუბლზე აკოცა გაშეშებულ ქალს.

* * *
იმდენად შევყევი ფიქრებს,რომ ვერ გავიაზრე, როგორ შევედი ღრმად ტყეში, გულითაც, რომ მდომოდა ვერ გავიხსენებდი საიდან მოვედი," დაიკარგე სულელო" გავიფიქრე და უარესად ამიტანა შიშმა,აუტანელი სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. იქვე ხესთან ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე, ფიქრებმა სახლში გადამაგდო, საშინლად მომინდა ჩემს ოჯახში ყოფნა,რაღაც ხმები გაისმა და ფიქრებიდან გამომარკვია ,დაფეთებული წამოვხტი ფეხზე,ორი წუთიც და ჩემს წინ განრისხებული თორნიკე იდგა.
-უტვინო და სულელი გოგო ხარ, დამიღრინა ბიჭმა.
-უკაცრავად?არ ვიცოდი მეწყინა თუ გამიხარდა მისი დანახვა.
-სად მიდიოდი, რომ მიდიოდი? გზა იცი თუ კვალი?
-მომეცი უფლება შეგახსენო, შენ სახლიდან გამომაგდე.
-მეტის ღირსი ხარ,მადლობა მითხარი ვახოს რომ ვცემ პატივს და საკადრისი პასუხი არ გაგეცი.
-ზედმეტები ხომ არ მოგდის? ტონს ავუწიე.
-მე მომდის ზედმეტები? ცხოვრებაში პირველად შევხვდი შენნაირ ადამიანს, უგულო რომ ხარ მაგას გაცნობის დღესვე მივხვდი,დავიჯერო ესე გაგაღიზიანა ჩემმა ნაიარევმა? ასე შეგიძლია ადამიანს გული ატკინო, მხოლოდ ერთი გამოხედვით?
-გაჩუმდი,ყურებზე ავიფარე ხელები.
- არ გავჩუმდები, მიყვირა წყობიდან გამოსულმა,გულისამრევი გოგო ხარ, არასდროს არავის დაუმსახურებია ჩემი ზიზღი და შენ მოახერხე,მახინჯი ვარ? მკლავებში წამავლო ხელი და შემანჯღრია.
-ხო,ხო მახინჯი ხარ,რომ მიახლოვდები გულს მირევ,ვუკივლე წყობიდან გამოსულმა.
-ვიცოდი რა გველიც იყავი, გეთანხმები მახინჯი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი,გაივლის, აი შენს მახინჯ სულს კი ვეღარაფერი უშველის.
-გაიწიე, ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,ისრებივით მესობოდა მისი სიტყვები გულზე.
-არ გინდა,ყველა ადამიანი იმას იღებს,რასაც იმსახურებს,ეხლა ფეხი გამოადგი.
-არ წამოვალ, უკან დავიხიე აკანკალებულმა.
-ნუ გგონია აქ დგომით ძალიან ბედნიერი ვარ,უბრალოდ ჩემი კაცობა არ მაძლევს უფლებას აქ დაგტოვო,ხვალ მიბრძანდი სადაც გინდა,არავინ დაგიჭერს,დღეს ჩემი სტუმარი ხარ, მომაძახა ზიზღით და ზურგი მაქცია.
-მე არ ვარ ეგეთი, ჩავიდუდღუნე და დასჯილი ბავშვივით ავეკიდე , სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე და ვიგრძენი,როგორ გამომეცალა ძალა.
-თორიკე, ძლივს გასაგონად დავიჩურჩულე და დაცემის მოლოდინში თვალები მაგრად დავხუჭე. თუმცა ვიღაცის ძლიერმა ხელებმა დამიჭირა და წაქცევის უფლება არ მომცა,წამებში ამაფრიალა ხელში და მჭიდროდ მიმიხუტა გულზე.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ,თვალები გაჭირვებით გავახილე და საწოლთან მჯდომ ვახოს შევხედე,მის მზერაში ყველაფერი იკითხებოდა, იმედგაცრუებაც,სიბრაზეც,შიშიც.
-ოღონდ ეგრე ნუ მიყურებ რა,მისკენ წავიწიე,თუმცა ბიჭი სწრაფად გამერიდა.
-როგორ გიყურებ? გაბრაზებული?რა გჭირს თინანო? ვატყობდი ცდილობდა ხმა გაეკონტროლებინა.
-მე რა მჭირს?იმან სახლიდან გამაგდო და შენ ხმაც არ ამოიღე,საუკეთესო თავდაცვა,ხომ თავდასხმაა.
-შენ როგორ მოიქეცი? ხომ გთხოვე?
-რას ამბობ ვახო? ფეხზე წამოვხტი სასწრაფოდ, ნუ ურევ რაღაცეებს ერთმანეთში.
-რა დაგიშავა გამაგებინე,როდიდიან არჩევ ადამიანებს ვიზუალის მიხედვით?
-ვის გამო მსაყვედურობ?
-მეგობრის,ადამიანის,რომელიც ძმასავით მყავს და რომლის ტკივილიც ჩემი ტკივილია.
-კარგი ხო რა ვუთხარი ტყუილი? აბა მოვატყუო ლამაზი ხარ თქო?მეც არ ვიცოდი რას ვბოდავდი.
-გეყოფა, მიღრიალა ვახომ და პირველი შემთხვევა იყო, როცა ტონს აუწია ჩემთან,მივხვდი გადავამლაშე,მართლა რას ვერჩოდი ამ ადამიანს,რომ გეკითხათ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემდით.
-ნუ მიყვირი.
-არ მაინტერესებს გესმის? ფეხებზე ყველაფერი, მოთმინებით ვიტან შენს გამოხტომებს, ან ძველ თინანოს დააბრუნებ ან არადა აქ მთავრდება ჩვენი მეგობრობა,ყვირილს აგრძელებდა ვახო.
-გაეთრიე, ტონს ავუწიე მოულოდნელად.
-რა თქვი?მხრებში ჩამავლო ხელი ბიჭმა.
-ვახო რას აკეთებ? გაისმა გულედანის ხმა ოთახში და მაშინვე მოაშორებინა ხელები ჩემზე.
-მაპატიე,მე მაპატიე მის მაგივრად, ამის მოსმენა, რომ მოგიწია.
-აბა რას ლაპარაკობ ეხლა? ყველას მაგივრად,შენ ვერ მომიხდი ბოდიშს, ისე კარგი იქნებოდა კარგად აგერჩია მეგობრები,მე თბილისში ვბრუნდები, თქვენ იყავით რამდენ ხანსაც გინდათ.
-არა თოკო ჩვენც წამოვალთ,ამოიოხრა ვახომ.
-კი მაგრამ, ხმა ამოიღო ჩუმად მდგომმა ანანომ.
-არავითარი მაგრამ, დროზე ჩალაგდით,მასაც უყვირა ბიჭმა და გარეთ გავარდა.
-აპატიე განერვიულებულია,ხელი მოხვია აცრემლებულ ანანოს გულედანმა და ოთახიდან გაიყვანა.

ისე ჩავლაგდით ანანოს ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის. პირველად ვიგრძენი,ჩემი დანაშაული მათ წინაშე. თბილისამდე ხმა არცერთს ამოგვიღია,ვახომ ჩემი კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და ზედაც არ შემოუხედავს ისე დამტოვა ეზოში.დღე-დღეს მისდევდა და ცხოვრებაც ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა ნელ-ნელა.დიდხასს ვერ გავძელით უერთმანეთოდ და შევრიგდით მე და ანანო. ეხლა ვახოს შემორიგებაღა მრჩებოდა,გეზი მისი ოფისისკენ ავიღე, პირდაპირ თათბირზე შევუვარდი და მერე დიდხანს მაწყნარებდა ატირებულს.თორნიკეს შესახებ არაფერი მსმენია. შემთხვევითაც არასდროს შევხვედრილვარ არსად,არადა, როგორ მეშინოდა მისი ნახვის,ვიცოდი ყველაზე მეტად მასთან ვტყუოდი,დანაშაულის შეგრძნება არ მომცემდა უფლებას თავისუფლად მესუნთქა.

ტელევიზორს უინტერესოდ მივჩერებოდი და არხიდან-არხზე გაუთავებლად ვრთავდი,უცებ მისაღებში ჩემი გადარეულის ხმა გაისმა და ორ წუთში ანანო წამომადგა თავზე.
-რას აკეთებ? იმხელა იკივლა გაოცებულმა გავხედე.
-მშვიდობა გაქ?რა გაკივლებს?
-რატო არ ხარ მზად?აგრძელებდა ჩხუბს.
-ამიხსნი რა ხდება?
-თინანო დაგავიწყდა ხო? დღეს ვახოს დაბადების დღეა.
-ვაიმე, რა რიცხვია დღეს? ასე მალე მოვიდა?სწრაფად წამოვხტი ფეხზე.
-არა შენ შეგეკითხებოდა,8 საათზე რესტორანში უნდა ვიყოთ,ადექი ჩქარა,რა გჭირს ამ ბოლო დროს?
-რას მოვასწრებ ეხლა? ავწუწუნდი.
-უნდა წახვიდე დედიკო, სირცხვილია ვახოსთან, ჩაერია დედაჩემი.
ცხრა იყო დაწყებული, უკვე რესტორანთან ვიდექით,მეც არ ვიცი სულ რაღაც ერთ საათში, როგორ მოვასწარი,მაგრამ ფაქტია საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი.
-გილოცავ ვახუნხულ,გადავეხვიე იუბილარს.
-მოგკლავ თინიკო, ეგ სახელი,აქ არ დამიძახო და კიდე ამაზე გამომწვევი კაბა ვერ ნახე?
-კარგი ეხლა,შემარგე დღევანდელი დღე.
-წამოდი დავსხდეთ, გამიცინა ვახომ და ხელით მაგიდისკენ მიბიძგა,გაღიმებული გავემართე მითითებული ადგილისკენ და ტანში გამცრა, თვით თოორნიკე გულედანის გვერდით მხვდა დაჯდომის პატივი, ფრთხილად გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი, ლამის სუნთქვაც კი შევიკავე,ისე ვიყავი სიმივით დაჭიმული. თორნიკეს საერთოდ არ შეუმჩნევია ჩემი არსებობა, ნახევრად ზურგშექცევით იჯდა და ვიღაც ქერა ლამაზმანთან ერთად გულიანად იცინოდა,არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი გაშეშებული, ასე მეგონა, თუ გავინძრეოდი შემომხედავდა და მის მზერაში დანახული ზიზღი გამანადგურებდა.
უცებ დარბაზში ნაზი მელოდია გაისმა და ჩემს გვერდით სკამიც გაიწია, შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე, როგორ გაიწვია ზემოთ აღნიშნული ქალბატონი საცეკვაოდ გულედანმა,ის იყო მოვეშვი,რომ მისი ცხელი სუნთქვა კისერთან ვიგრძენი.
-დაწყნარდი მახარაძე, ჯერ არაფერი გემუქრება.
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, უკვე მოცეკვავეებს შერეოდა,სიბრაზისგან ერთიანად გავწითლდი"თავხედი და უზრდელი" შევამკე გულში,სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ბარისკენ გავემართე.
-ყველაზე ძლიერი რაც გაქვთ,მივმართე ბარმენს ისე ,რომ მოედნისთვის თვალიც არ მომიშორებია.
-კიდევ დამისხი,დაცლილი ჭიქა გავუწოდე გაკვირვებულ ბიჭს და მეორეც სულმოუთქმელად დავლიე,სასიამოვნოდ დამიარა ალკოჰოლმა ორგანიზმში,ამასობაში ნელი მუსიკა საცეკვაო სიმღერამ შეცვალა,ვერც კი გავიაზრე ისე დამავლო ანანომ ხელი და მოედანზე შემათრია,თავისდაუნებურად ავაყოლე ტანი მელოდიას,იმდენად ვიყავი გართული, რომ ვერ შევამჩნიე, როდის დაიწყო კაბის ელვაშესაკრავმა გახსნა, არც ის შემიმჩნევია,რამდენი დამშეული თვალი ელოდებოდა ჩემს საბოლოო მარცხს,უცებ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა მისკენ მიმაბრუნა და მკლავებში მომიქცია.
-რას აკეთებ? ვუკივლე გულედანს და უკან გაწევა ვცადე.
-მოისვენე,დამიღრინა, როგორც სჩვეოდა,
დამეფიცება საკუთარი გულის ცემის ხმა გავიგე, როდესაც მისი თითები ელვაშესაკრავს მოედო და მაღლა ასწია,ინსტინქტურად მიმოვიხედე ირგვლივ და უამრავი იმედგაცრუებული ადამიანის სახეს წავაწყდი,"გადაგარჩინა" განგაშის სიგნალი ჩაირთო ტვინში.
-ფრთხილად თინანო,ყოველთვის მე არ ვიქნები შენს გვერდით,თვალი ჩამიკრა და მაგიდისკენ გაემართა.
ვიდექი დარბაზის შუაში და მთელი სხეულით ვკანკალებდი.
-კარგად ხარ? მომეხვია ანანო.
-კი ,არამიშავს ჰაერზე გავალ ცოტა ხანს და მალევე დავბრუნდები.
-გამოგყვები,დამელოდე.
-არა, არ მინდა, დარჩი და გაერთე,მეც მალე დავბრუნდები.
სწრაფად გავვარდი გარეთ და ბაღში სკამზე ჩამოვჯექი,საოცარ გრძნობებს იწვევდა ეს ბიჭი ჩემში,თავს ვატყუებდი თორემ პირველი ადამიანი იყო ვისიც მართლა მეშინოდა,ან მისი დაკარგვის უფრო.
-დალიე თინანო?
-თავი დამანებე თორნიკე,არც შემიხედავს ისე ჩავილაპარაკე.
-რა დღეში გაქვს ნერვები ამ ახალგაზრდა გოგოს? ირონიულად გამიცინა.
-რა გინდა? ვუყვირე წყობიდან გამოსულმა.
-მინიმუმ მადლობა წეღანდელისთვის და მაქსიმუმ ჯერ არ მომიფიქრებია, ისე გრძელი ენის გამო როგორ სჯიან ნეტა?
-ვერ გიტან.
-ეგ ძველია, ახალიცაა რამე?
-ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი ადამიანი ხარ.
-ეგეც ვიცი და კიდე მახინჯი დაგავიწყდა,გაეცინა ხმამაღლა.
-მაგას რა დამავიწყებს?გავხედე ირონიულად.
-ხო? სწრაფად წამოიწია ჩემსკენ და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამეტაკა ტუჩებზე, ჩემდა გასაკვირად წინააღმდეგობა არ გამიწევია,გაუცნობიერებლად ავყევი კოცნაში, აზრზე მისმა სიცილმა მომიყვანა და გაოცებულმა დავაჭყიტე თვალები.
-ხომ ხედავ ამ მახინჯის მკლავებში, როგორ ინაბები,მაგრამ ერთი პრობლემაა, იმდენად ამაზრზენი ხარ შენი კოცნის სურვილიც არ მაქვს,მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემ, არასდროს დაკარგო თავმოყვარეობა ისე, რომ იმ ადამიანს ჩაადნე ხელებში,რომელსაც ვერ იტან,შეიძლება სხვამ ისარგებლოს კიდეც, რა იცი რა ხდება.
-არაკაცი ხარ,კბილებში გამოვცერი და ცრემლები წყვილად დაეშვა სახეზე.
-ეს ომი შენ დაიწყე,ასე რომ შედეგებზეც უნდა აგო პასუხი,თუმცა ცხოვრებამ ისედაც დაგჩაგრა ეგეთი უგულო რომ ხარ,გიყურებ და ერთი პლიუსიც არ გაქვს, რის გამოც კაცს შეიძლება მოეწონო.
-წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან.
-არა თინი,ეს შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე მწარე იარაზე ფეხი დამაბიჯე,ძლივს დავიწყებული გამახსენე და თავიდან განმაცდევინე, იცი შენ რამდენ ხანს ვებრძოდი საკუთარ თავს? იცი? მიღრიალა და მკავებში მწვდა,იცი რის ფასად დამიჯდა საზოგადოებაში დაბრუნება?ჩვეულებრივი ცხოვრების დაწყება? შენ კიდე გამოჩნდი,ვიღაც არარაობა და მიწაზე დამანარცხე.
-გაჩუმდი, ყურებზე ხელი ავიფარე და ავტირდი.
-მაგ ცრემლებსაც არ აქვთ ფასი, არადა ამბობენ ყველაზე წმინდა ქალის ცრემლიაო.
-სამაგიეროს მიხდი გგონია? შენი სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავს,საერთოდ არაფერს.
-ვიცი,ჩემი სიტყვები სინდისს ვერ გაგიღვიძებს,რაც არ გაქვს არ გაქვს და მორჩა.
-შენი ხმის გაგონებაც კი მაღიზიანებს.
-სიმართლის მოსმენა გაგიჟებს,ადექი სახლში წაგიყვან, არ მინდა ვახომ ეგეთი გნახოს და დღევანდელი დღე ჩაშხამდეს, არ ღირხარ მაგდენად.
-თვითონ წავალ,ფეხზე ძლივს წამოვდექი და მაშინვე საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი.
-თვითონ წავა, დამცინა გულედანმა და მანქანისკენ მიმითითა.

ვახომ სწრაფად მოძებნა მაგიდასთან მჯდომი ანანო და მისკენ გაემართა.
-ოჰ შემამჩნიე ვაჟბატონო?გაეცინა ქალს.
-აბა რას ამბობ ანო? ხომ იცი სულ გამჩნევ.
-კარგი ხო ვხუმრობ,ისე თინანო სადაა ამდენ ხანს?
-დამიჯერე საიმედო ხელშია, თორნიკემ სახლში წაიყვანა.
-იმედია ცოცხალი გადარჩება რომელიმე, გაეცინა ქალს და ჩანთას დაწვდა.
-უკვე მიდიხარ?ხმა შეეცვალა ბიჭს.
-ხო ვახუნხულ,ხვალ საქმეები მაქვს.
-რა საქმეები?დაიძაბა ვახო.
-კინოში მივდივარ.
-მარტო?
-მარტო რა მინდა? დათომ დამპატიჟა.
-არ წახვალ, ხმა გაიმკაცრა მარგიანმა.
-ვერ გავიგე?გაოცება გამოეხატა ქალს სახეზე.
-ძალიან კარგადაც გაიგე, ვერსად ვერ წახვალ, მაგ დათოსთან ერთად მითუმეტეს,თუ ეგრე ძალიან გინდა მე წაგიყვან.
-ვიღაც არ არის, ჩემი კურსელია.
-ჩემთვის არავინ არ არის.
-არ არის საჭირო შენთვისაც ვინმე იყოს ვახო, რა გემართება ამ ბოლო დროს? დაგავიწყდა ალბათ,რომ ჩემი ძმა არ ხარ და არ გაქვს უფლება.
-მოდი უფლებებზე ნუ ვილაპარაკებთ, არ გამაბრაზო,ხომ იცი თუ ვამბობ,არ წახვალ,ესეიგი არ წახვალ, ეხლა შენ გადაწყვიტე,როგორ მოიქცევი.
ანანომ კარგად იცოდა,ვახოს გიჟი ხასიათის ამბავი ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცოცა.
-მიყვარს დამჯერი გოგოები,ხმა დაუთბა ბიჭს.
-შემეშვი,გაბრაზებულმა წამოიძახა ანანომ.
-შენ რა მიბრაზდები?
-აღარ გაბედო,მეორედ ჩემს ცხოვრებაში ჩარევა, თორემ ყველაფერს გეფიცები ძალიან ცუდ რამეს გავაკეთებ, უყვირა ანანომ და სწრაფად გავარდა გარეთ.
არ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი, მხოლოდ იმას აღვიქვამდი, რომ ისტერიკულად ვტიროდი და დედას მაგრად ვხვევდი ხელებს, მხოლოდ ეს თუ მიშველიდა ამ წუთას,ცოტა,რომ დავწყნარდი ლილის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მისმა ნაწყენმა თვალებმა უარესად გამანადგურა.
-შენ არ ხარ ეგეთი თინანო,ეხლა დაწყნარდი და ხვალ ერთად მოვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ შენი დანაშაული.
სამწუხაროდ დედას პროგნოზი არ გამართლდა.მეორე დილით,თორნიკე გულედანი საქართველოდან გაემგზავრა. წავიდა ისე, რომ ვერც ბოდიში მოვუხადე და ვერც პატიება მივიღე მისგან.დრო გადიოდა,დღეებს კვირეები ცვლიდა და სამმა წელმაც თვალის დახამხამებაში გაიარა. მე და ანანომ უნივერსიტეტი დავასრულეთ,თითქოს ჭრილობამაც პირი შეკრა და გულედანი თითქმის ამოვიგდე თავიდან. მითუმეტეს, რომ ვახოც არასდროს ახსენებდა მას ჩემი თანდასწრებით.
მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ,აზრზე მომიყვანა და გაბრუებული წამოვბოდიალდი ფეხზე, სწრაფად მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოსკენ გავაბიჯე.
-დე სად ხარ?ხმა რომ არავინ გამცა მივხდი მარტო ვიყავი,ჯეზვეში ყავა ჩავყარე და ის იყო,ასანთს გავუკიდე,რომ საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და ინერციით ძირს დავასკდი,სამზარეულოს წამებში მოედო ცეცხლი,ვეგდე იატაკზე,თითქმის უგონოდ და აუტანლად მტკიოდა ზურგი,ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და თუ არ დავიწვებოდი,ბოლი აუცილებლად გამგუდავდა.გაჭირვებით გავცოცდი უკან, მაგრამ ძალა არ მეყო და დავნებდი,კადრებად გამირბინა წინ მტელმა ცხოვრებამ,რატომღაც სიცოცხლის ბოლო წამს მხოლოდ გულედანი მახსოვდა,"მაპატიე" დავიჩურჩულე და გონება დავკარგე.
ანანო საავადმყოფოს დერეფანში მოუსვენრად დააბიჯებდა და ცრემლებს მალულად იწმენდდა,წამებში გამოჩნდა ვახოს შეშლილი სახე.
-სად არის? როგორ არი? რა მოხდა ანო?
-გაზი აფეთქდა,ატირდა ქალი და მეგობარს ჩაეხუტა, კიდე კარგი ლილი დეიდა მალე დაბრუნდა სახლში და შეძლეს გამოყვანა.
-როგორ არის?ხმა წაერთვა ბიჭს.
-არ ვიცით,ექიმი არ გამოსულა ჯერ.
-კარგად იქნება, აი ნახავ,გამოძვრება ხომ იცი რა ძლიერია? ასე ვერ გაგვიმეტებს. უფრო თავისთვის ბუტბუტებდა ვახო და საყვარელ სხეულს გულში მაგრად იკრავდა.
გაჭირვებით გავახილე თვალები და ოთახი მოვათვალიერე,პირველი რაც მხედველობამ აღიქვა უამრავი მილი იყო ჩემს სხეულზე მიერთებული.
-დედი კარგად ხარ? თავზე მომეფერა ლილი.
-რა მოხდა?
-არაფერზე ინერვიულო კარგი? მთავარია გადარჩი, გაზი აფეთქდა.
-მე რა მჭირს?ძალიან დავშავდი?
-თინი ზურგი და მკლავის ნახევარი დაგეწვა,მაგრამ ეგ არაფერი,ხომ იცი ამ დროში ექიმები სასწაულებს ახდენენ, დედი ყველაფერი კარგად იქნება,მთავარია გადამირჩი.
-დავისაჯე ხო?ხმა ამიკანკალდა.
- რას ამბობ თინანო?
-არაფერს დედა დაივიწყე, გთხოვ მარტო დამტოვე.
-ხო მაგრამ.
-გთხოვ დედა.
მეტი არაფერი უთქვამს, უხმოდ გაიკეტა პალატის კარი და გარეთ გავიდა.კარგად ხვდებოდა რა მტკიოდა ყველაზე მეტად.ერთადერთი იყო ვინც უსიტყვოდ მიგებდა.საავადმყოფოში კიდევ ერთ კვირას დამტოვეს და მერე სახლში გამიშვეს,ჩამუქდა თითქოს ჩემი ცხოვრება, მხოლოდ მერე მივხვდი,თორნიკეს მდგომარეობას და იმ ტკივილს რაც მე მივაყენე, გრძელი მოსაცმელებით სიარულს დავეჩვიე და ის ძველი თინანოც, თითქოს სადღაც გაქრა.დრო გადიოდა და როგორც ხდება ხოლმე, არაფერს გვეკითხება, ნელ-ნელა ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას, ერთადერთია ალბათ, რომელსაც ვერც შეცვლი და ვერც შეაჩერებ,მიქრის და შენც მიყვები მორჩილად,ეჩვევი ყველაფერს და ცხოვრებას ფეხს უწყობ. უკან დაიხა დეპრესიამ და ჩემს ტკივილთან ერთად ცხოვრება,უბრალოდ ვისწავლე,აივანზე ვიჯექი და ქუჩაში მიმავალ ხალხს ვაკვირდებოდი, უცებ ჩემი ტელეფონი ამღერდა.
-ხო ანო.
-თინი რას შვები?
-არაფერს სახლში ვარ, რა ხდება?
-მიდი ჩაიცვი და ვახოსთან გამოდი.
-მანდ რა მინდა?ხო მშვიდობაა?
-გამოდი,გამოდი ვახომ დიდიხანია ჩვენებურად აღარ შევკრებილვართო,გელოდებით იცოდე.
-კარგი მოვალ, გავუცინე მეგობარს და ოთახში შევედი.
სულ რაღაც ნახევარ საათში უკვე ვახოს სახლის ზღურბლზე ვიდექი, კარი ანანომ გამიღო და მაშინვე მომხვდა თვალში მისი არეული სახე.
-რამე მოხდა?
-არ ინერვიულო ჩემ თავს გაფიცებ, თორნიკეა აქ.
რომ არ წავქცეულიყავი ანანოს დავეყრდენი, ერთიანად დამეძაბა სხეული.
-ნურაფერს შეიმჩნევ ეხლა, არ იცის შენი ამბავი თავისუფლად იყავი.
-კარგი, ვეცადე დავწყნარებულიყავი და მისაღები ოთახის კარი შევაღე.გულედანი ფანჯარასთან იდგა ჩემგან ზურგშექცევით.საოცრად უხდებოდა განიერი ბეჭები, უფრო დავაჟკაცებულიყო.
-ეს ვინ მოსულა, ვახოს ხმამ გამომარკვია,გულედანი ნელა მოტრიალდა ჩემკენ და თვალებში შემომხედა, ერთიანად დავპატარავდი, რატომღაც მეგონა რომ იცოდა რაც დამემართა, იცოდა მისნაირად რომ მტკიოდა და ველოდი როდის დამცინებდა თვითონაც, მაგრამ შევცდი, ოდნავ დამიკრა თავი და მაგიდასთან ადგილი დაიკავა.
-დაჯექი ეხლა, გამიცინა ანანომ და ხელით მიბიძგა.
მოუსვენრად ვიჯექი ვახოს გვერდით და ყველანაირად ვცდილობდი მისთვის მზერა ამერიდებინა.
-თინანო არ გცხელა? უცებ მომიბრუნდა თორნიკე.
-ვფიქრობ ჯერ უნდა მომსალმებოდი.
-დრო გადის და ადამიანები არ იცვლებიან, ჩაილაპარაკა ირონიულად.
-გეყოთ ეხლა,ჩაერია ვახო, თქვენთან შემოთავაზება მაქვს.
-გისმენ, მივუბრუნდი ბიჭს.
-ხალ ბათუმში წავიდეთ ჩემთან.
-გამორიცხულია, ნერვიულად წამოვდექი ფეხზე და ანანოს მკვლელი მზერით გავხედე, რა ბათუმი აგიტყდათ?
-რატომ? აბა აქ უნდა ამოვიბუგოთ? არ შემეპუა ბიჭი .
"ღმერთო რა იდიოტი ხარ ვახო, ჩემი ზურგით რა ბათუმში უნდა წამოვიდე" გავიფიქრე სიმწრით.
-მე არ წამოვალ.
-ეხლა ნუ დაიწყებ,დამიბღვირა ვახომ, რა გჭირს შენ? როდიდან ამბობ უარს,ჩვენთან ერთად დასვენებაზე?
-ვახო, დავიჯერო ახსნა გჭირდება?
-არაუშავს თინანო,ჩაერია ანანო საუბარში, მოსაცმელით ივლი და ეგაა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-რა პრობლემაა? ვიცით მზის ალერგია,რომ გაქვს. დაასრულა ვახომ მისი ნათქვამი და ცოტა მომეშვა, ორივეს გამომცდელად გადავხედე კარგად ეტყობოდა, როგორ ჰქონდათ ამ თემაზე ნამუშევარი.
-ოხ მოკლედ რა, კარგი წამოვალ,ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
-ეგრე რა ეგრე, გამიცინა ანანომ და მაგრად მომხვია ხელი.
-მე წავალ ეხლა, ხომ უნდა მოვემზადო ხვალისთვის.
-მეც მივდივარ,წაგიყოლებ თუ გინდა, ფეხზე წამოდგა გულედანი.
-არა გმადლობთ, მასთან ერთ მანქანაში ყოფნას სიკვდილი მერჩივნა. სწრაფად დავემშვიდობე მეგობრებს და კიბეზე დავეშვი,გარეთ ჩემდა სამწუხაროდ კოკისპირულად წვიმდა. სადარბაზოსთან შევჩერდი და გვარიანად შევიკურთხე.
-ვის გაუგია,შუა აგვისტოში ასეთი წვიმა?
-რას გაუგებ ამინდს, ჩაილაპარაკა გულედანმა და შიშისგან ადგილზე შევხტი.
-მაპატიე.
-არაუშავს.
-წაგიყვანო? გამომცდელად გამომხედა ბიჭმა.
-არ მინდა.
-კარგი, უდარდელად აიჩეჩა მხრები და გარეთ გავარდა.
"უზრდელი, უტაქტო,როგორ დამტოვა" ჩავიბურდღუნე და სულ სირბილ-სირბილით დავეშვი დაღმართზე.მეორე შოკი დილით მქონდა, როცა აღმოვაჩინე რომ ჩემს წასაყვანად ვახოს და ანანოს მაგივრად ,თვით თორნიკე გულედანი მობრძანდა,"ოხ როგორ არ მინდა, მოგკლათ რა" დავემუქრე ჩემს მეგობრებს.
-კიდე დიდხანს უნდა გელოდო? დამიღრინა მანქანიდან.
-იქნებ გადმობრძანდე და ბარგი მაინც ჩამადებინო.
-შენ არ გაგიჭირდება ეგ, დამიბრუნა პასუხი .
გაჭირვებით მივათრიე ჩანთა საბარგულამდე და უკვე დაღლილი ჩავესვენე მანქანაში.თბილისს ისე გავცდით ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მალულად გავაპარე მზერა მისკენ და ნაიარევზე კარგად დავაკვირდი.
-არ შეცვლილა,ისევ ისეთი სიმახინჯეა,შემაკრთო მისმა სიტყვებმა და უარესად ამაფორიაქა.
-სულაც არა,ხმა გამტყდარმა ვუპასუხე და ფანჯარაში გავიხედე.
-ვერ გავიგე?გაკვირვებულმა გამომხედა ბიჭმა.
-სულაც არ არის სიმახინჯე.
-ადამიანები არ იცვლებიან, წამკბინა ისევ.
-რატომ გგონია?
-შენნაირები ყოველშემთხვევაში.
-თორნიკე.
-გაჩუმდი თინანო, არ მინდა ეს დასვენება ჩავიშხამოთ, ამიტომ ვეცადოთ იმათი ხათრით მაინც ავიტანოთ ერთმანეთი, სულ რაღაც ერთი კვირით, ამიტომ ეცადე თავი შორს დაიჭირო ჩემგან.
-კარგი,ჩავილაპარაკე აცრემლებულმა და თვალები დავხუჭე.
მართლაც ისე გაიარა სამმა დღემ, რომ ერთმანეთს არ ვიმჩნევდით და უფრო მშვიდად ვატარებდით დროს. ის იყო ჰამაკიდან წამოვდექი, რომ ანანოს კივილის ხმა გაისმა, გიჟივით გავვარდი სახლის უკან და სიცილისგან ოთხად მოკეცილ ვახოს შევუერთდი.
-სადაა ანანო? რატო კიოდა?
-მაღლა, ამოიხავლა ბიჭმა.
-სად?
-მაღლა, მაღლა, ხელით მანიშნა და როგორც კი ზევით ავიხედე, უკვე ორ ხმაში ვიცინოდით,ანანო კაკლის ხეზე იყო ჩამოკიდებული მაისურით.
-რა გინდა მანდ? სული ძლივს მოვითქვი.
-ზაგარს ვიღებ, დამიღრინა აშკარად გაბრაზებულმა.
-კაი ადგილი აგირჩევია ხომ იცი.
-ჩამომხსნით ეხლა?იყვირა გამწარებულმა.
-ვაიმე, ახარხარდა ვახო და უკვე მიწაზე გაგორდა.
-კაი გეყო,მოდი მივეხმაროთ.
-რანაირად ახვედი გოგო მანდ? ან მაისურით ,როგორ დაეკიდა ,გამაგებინოს და მოვხსნი,არ წყვეტდა მის დაცინვას ბიჭი.
-დამეხმარეთ ეხლა, უკვე ტირილის პირას იყო მისული.ვახო სწრაფად წამოხტა ფეხზე.
-მე მანდ ვერ ამოვალ, იქნებ მოახერხო, მაიკისგან განთავისუფლდე და ჩამოხტე.
-გადაირიე შენ?
-კაი ეხლა, საცურაო კოსტუმით, ხომ მინახიიხარ, დიდი ამბავი თუ ლიფითაც გნახავ.
-ვახო, იყვირა გამწარებულმა.
-აბა იჯექი მანდ, არც ამან დააკლო ყვირილი, მე რომ მანდ ამოვიდე მთელი ხე, ძირს ჩამოვა.
-მოგვარდით როგორმე, თვალი ჩავუკარი ვახოს და სახლისკენ დავიძარი.
-მტოვებ? მიყვირა ანანომ.
-საიმედო ხელში, პასუხი დავუბრუნე და ოთახში ავედი,მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.საკმაოდ გვიან გამეღვიძა, ინსტინქტურად გავხედე საათს და ღამის ორს უჩვენებდა, ნელა წამოვდექი ფეხზე და გარეთ გავედი, რამდენიმე მეტრი ფეხით გავიარე და ვერანდაზე გავედი,ყოველთვის მიყვარდა აქ ჯდომა, თითქმის ბათუმის ნახევარს ვხედავდი,მჭიდროდ მოვიხვიე ტანზე მოსაცმელი და მოაჯირზე შემოვჯექი.
-იმედია გადახტომას არ აპირებ, გაისმა თორნიკეს ხმა და გვერდით დამიდგა.
-არ ვარ ეგეთი გაბედული.
-გინდა რომ?
-არ ვიცი.
-რა დაგემართა?მალულად გავხედე და მის გულწრფელ ღიმილს გადავაწყდი, მასში არ იგრძნობოდა არც ზიზღი და არც სიბრალული.
-არასწორი ადამიანი ვარ,ბევრი შეცდომა დავუშვი.
-მეჩვენება თუ ცდილობ ბოდიში მომიხადო?გაეცინა თორნიკეს.
-როგორ შეძელი?
-რა?
-ამით ცხოვრება, ხელი გაუბედავად წავიღე და ბიჭს შრამზე დავადე, შეკრთა.
-სხვა გზა რომ არ გაქვს ადამიანს, ყველაფერს ეჩვევი,ეგუები და მორჩა.
-მაპატიე ის ყველაფერი, თუ შეძლებ ოდესმე იმ სიტყვების დავიწყდებას.
-გული გტკივა?სინდისი გაწუხებს?მეც ეგრე მტკიოდა ყველაფერი, თუმცა შენი სიტყვები ისეთივე ცარიელია, როგორც შენი თვალები,მაპატიე თინანო, იმის პატიება,რაც შენ გააკეთე შეუძლებელია.
-რა დაგამშვიდებს? გინდა ის განვიცადო,რასაც შენ განიცდი?
-მაგას არ გისურვებ, არ მხიბლავს ადამიანებზე,გულის ტკენა.
-არ ვარ ეგეთი, როგორი შთაბეჭდილებაც ჩემზე დაგრჩა, არ ვიცი,მაშინ რა დამემართა, გეფიცები დღემდე ვერ ვხსნი ჩემს საქციელს, მიზეზი გაქვს გძულდე,სხვანაირ მოქცევას არც ველოდი,იმედს ვიტოვებ, ოდესმე შევძლებ შენი პატიება დავიმსახურო.
-დაგვიანებული პატიება.
-დამიჯერე ეს დაგვიანება, ძალიან ძვირად დამიჯდა.
-ყველაფრისთვის ვიხდით თინანო,ასე რომ იმას ვიღებთ რაც დავიმსახურეთ,ბუნების კანონია ასეთი.
-ცუდი ადამიანი ხარ,სიმწრით ჩამეცინა და ფეხზე წამოვდექი.
-ვიცი,უდარდელად ჩაილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა.
აცრემლებული შევტრიალდი, რომ წავსულიყავი და მისმა ხმამ, ადგილზე გამყინა.
-მზის ალერგია არ გაქვს ხომ ასეა?
გაოცებულმა გამოვხედე.
-პატიების უნარი არ გაქვს ხომ ასეა? გამეღიმა სევდიანად და რომ არ მეტირა სწრაფად გავეცალე იქაურობას.
გეზი პირდაპირ ანანოს ოთახისკენ ავიღე და დაუკაკუნებლად შევვარდი შიგნით.
-მოგდევს ვინმე? შემომიბღვირა დაქალმა.
-კიდე მიბრაზდები?
-აბა რატომ დამტოვე?რას გავდა შენი საქციელი?
-ვახოსთან დაგტოვე,უცხოსთან ხომ არა?
-ხო კარგი, დამანებე თავი.დამნებდა დაქალი.
-რაღაც, რომ ხდება შენც ატყობ ხომ? გამომცდელად გავხედე აწურულ ქალს.
-რა ვქნა და თავი ხომ არ მიარტყი რამეს? რა გამოცანებით მელაპარაკები ,ამიხსენი თინანო რას მეკითხები?
-ვახოს დამოკიდებულებას,შენს მიმართ.
-გაგიჟდი შენ? არ იცი ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
-არ გაგიგია მეგობრობიდან სიყვარულამდე,რომ ერთი ნაბიჯია?
-მე ეგ სიძულვილიდან გამიგია და სხვათაშორის მაგის პირველი კანდიდატები შენ და თორნიკე ხართ.
-ნუ ბოდავ, ეხლა თქვენზე ვსაუბრობთ.
-მიდი გაიქეცი,სანამდე დამალავ მაგასაც ვნახავ.
-მე არაფერს ვმალავ, უბრალოდ ძალიან სისულელეა,რასაც ამბობ.
-მე ნუ მომატყუებ,კარგად ვხედავ,როგორ ცდილობ მისი პატიების მოპოვებას, ხოდა ამ უაზრი თავის არიდებით არაფერი გამოვა, ცოტა ვიაქტიუროთ და ეგაა, რკინა ხომ არაა არ მოტყდეს?
-ბოდიში მოვუხადე და სხვა რაღა გავაკეთო?
-ის ძველი თინანო დააბრუნე და მოიფიქრებს რა გააკეთოს. გამიცინა და ოთახიდან გავიდა.
* * *
ვახომ ლუდის ქილას დაავლო ხელი და გარეთ მჯდომ მეგობარს გვერდით მიუჯდა.
-როგორი კარგია დასვენება.
-ნამდვილად, გაეცინა თორნიკეს, ვახო არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის?
-მაინც რისი?
-არ ვიცი,ეგ შენ უნდა მითხრა, მგონი იცი რა დონეზე გიცნობ, ისიც კარგად ვიცი, რა გაწუხებს.
-ნეტა შემეძლოს ვთქვა და დავისვენო, ამხელა კაცი ასე აღარ დავიტანჯებოდი.
-როდის უნდა უთხრა?
-არასდროს,ამოიოხრა ბიჭმა.
-რატომ?
-ნუ მიყურებ ეგრე გაკვირვებული,ასე იოლი არ არის,ამ საქმის მოგვარება, მე და ანანო მეგობრები ვართ.
-დიდი ამბავი და-ძმა ხომ არ ხართ?
-ის სხვანაირად არ შემომხედავს არასდროს, გარდა მაგისა, არც თინანოს აზრი ვიცი ,ამ ამბავთან დაკავშირებით.
-მაგისი აზრი, საერთოდ რატო გაინტერესებს?
-ნუ ამბობ ეგრე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და არც ისეთი ცუდია შენ რომ გგონია.
-არ გვინდა ეხლა,ეს სიტუაციის გამოსწორებები, ძალიან კარგად გამაცნო თავი,თავის დროზე,ასე რომ გთხოვ მაგაზე საუბრით თავს ნუ დაიღლი.
-მოვა დრო და თქვენ იმაზე მეტად დაახლოვდებით ვიდრე საჭიროა.
-მეეჭვება იმედები გაგიმართლო, ამოიოხრა თორნიკემ და სიგარეტს მოუკიდა.

მოუსვენრად ვცემდი ბოლთას ოთახში,რაღაც არ მაძლევდა საშუალებას დავმშვიდებულიყავი. მინდოდა ეს უაზრო მოსაცმელი ტანიდან მომეგლიჯა და ყველასთვის დამენახებინა,როგორი ვიყავი.ისევ ის თინანო მინდოდა სარკეში დამენახა ,თვალები რომ უბრწყინავდა და ყველასი ყველაფერი უხაროდა, ეხლა ვიდექი სარკის წინ და ჩამქრალ მზერას ვაკვირდებოდი,ამდენ დარდს ,რომ იტევდა.უცებ ერთმა აზრმა გამიელვა და გაცინებული გავვარდი საზარეულოში,ორ ჯამში ბევრი ყინული ჩავყარე და ცივი წყალი დავასხე ზედ, გაჭირვებით ავათრიე,მეორე სართულზე და ანანოს შევუვარდი ოთახში.
-ადექი ჩქარა,დავადექი თავზე.
-რა მოხდა? წამოხტა დაფეთებული ფეხზე.
-იდეა მაქვს,გავეკრიჭე და სხაპასხუპით მივაყარე ჩემი გეგმა.
-ჰაჰ ეს შენით მოიფიქრე თუ ვინმე მოგეხმარა?
-დამცინიხარ ქალო?
-აბა გადაირიე გოგო? რომელს გამოვასწრებთ იქიდან?
-ხომ არ მოგვკლავენ არა? ცოტას გავერთობით და თანაც დაძაბულ სიტუაციას განვმუხტავთ.
ფრთხილად გავნაწილდით დერეფანში და გულედანის საძინებლის კარი შევაღე,მშვიდად ეძინა თავის საწოლზე,კარი მივკეტე და ფეხაკრეფით მივუახლოვდი,ოთახში შემოსული ლამპიონების შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა თორნიკეს, რამდენიმე წამით შევჩერდი და კარგად დავაკვირდი,ის იყო ჯამი მოვამზადე, რომ გადამევლო და გულედანმა თვალები დააჭყიტა, გაოცებული წამოხტა საწოლზე და იმხელა ხმაზე იბღავლა,შიშისგან ჰაერში შევხტი და მთელი ჯამი გაყინული წყალი ტანზე გადავივლე,სხეულში დავლილმა სიცივემ ,სუნთქვა შემიკრა და აზრზე არაადამიანურმა ხარხარმა მომიყვანა, გაავებულმა გავხედე საწოლზე ოთხად მოკეცილ ბიჭს.
-სასაცილოა?თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
-რას გეგმავდი ქალბატონო? ფეხზე წამოდგა გაბრაზებული სახით.
-მე, მე ისა ჩვენ ,"რამ დაგიბა ენა ნეტა"შემომიტია მეორე მემ.
-ვინ თქვენ აბა? მიმოიხედა ირგვლივ, რა მხედველობის პრობლემა მაქვს და აქ ვინმეს ვერ ვხედავ?
-უნდა გამეგრილებინე, გავეკრიჭე სიტუაციის განსამუხტად.
-ვინ გაგრილდა ეტყობა,ირგვლივ შემომიარა და უფრო ხმამაღლა ახარხარდა,გაწუწულ ქათამს გავხარ თინანო.
-გამეცინა,კარგი კარგად,შეგიძლია ძილი განაგრძო.
-აბაა მოიცა, ხელი მტაცა და ძველ ადგილას დამაბრუნა, სად მიდიხარ?
-ტანგო უნდა ვიცეკვო,კბილებში გამოვცარი და კარისკენ გავიწიე.
-კარგი აზრია,მაგრამ ტანგოს საწოლში უფრო კარგად ვცეკვავ შენ წარმოიდგინე.
-გაგიჟდი ხო?
-კიდე მე გავგიჟდი? შუაღამისას ოთახში მივარდები და მე ვარ გიჟი?
-ხოდა მივდივარ ბატონო, გამატრე.
-ვერსადაც ვერ წახვალ.
-არ ხარ ადეკვატური,ვიხუმურეთ მორჩა,ვცდილობ ჩვენს შორის სიტუაცია დავალაგო, მხოლოდ და მხოლოდ მაგიტომ წამოვიწყე ეს უაზრო თამაში.
-ხოდა აზრიანს მე გავხდი.
-ნუ ბავშვობ თორნიკე.
გულედანი სწრაფად მიტრიალდა და კარი გასაღებით გადაკეტა.
-რაა გააკეთე? თვალები გამიფართოვდა.
უცებ გვერძე ოთახიდან ვახოს ყვირილი და ანანოს შეკივლება გაისმა.
-ვიღაცას შენზე მეტად არ გაუმართლა, გაეცინა თორნიკეს და გასაღები შორტის უკანა ჯიბეში ჩაიდო.
-არა შენი ბედი,რომ შორტით მძინავს თორე ხომ მიიღებდი ინფაქტს?
-უზრდელი ხარ, გამიღე ეხლავე კარი.
-ტყუილად ირჯები,ისე ეგ სველი ტანსაცმელი განსაკუთრებით გიხდება,მიდი გაიხადე და ჩემს მაისურს მოგცემ.
-შენ ვინ გგონივარ?
-ვინ უნდა მეგონო? შენი საქციელებით თუ ვიმსჯელებთ ერთი უზრდელი გოგო ხარ, ჩაცმულობით აშკარად ბებიაჩემს ჯობნი, აბა ვის აცვია შუა აგვისტოში ასე თბილი საღამურები და ზედ კიდე ეს მოსაცმელი?
-ენა ჩაიგდე, სანამ ჯერ კიდევ გაქვს.
-უფ უფ შემეშინდა, ხედავ ხელები მიკანკალებს, მიდი თინანო,მიდი თამამად გაიხადე.
-ეხლავე გამიღე კარები, ვუყვირე ხმამაღლა და სახელურს ვეცი,უკვე ისტერიკა მემართებოდა ისე მინდოდა ოთახიდან გაღწევა,გულედანი სწრაფად გაჩნდა ჩემთან და ხელები გამიკავა.
-მორჩი ისტერიკას, დამიყვირა და საწოლისკენ მიბიძგა.
-ბოდიში თორნიკე, მაპატიე, მეტს აღარ შეგაწუხებ არასდროს, ოღონდ ეხლა აქედან გამიშვი და საერთოდ წავალ ხვალვე და ნერვებს აღარ მოგიშლი.
-ჩემი გეშინია?ხმა გაუცივდა ბიჭს.
-თორნიკე.
-მიპასუხე,ტონს აუწია გულედანმა.
-მრცხვენია, ამოვილუღლუღე და თავი დავხარე, მრცხვენია ყოველ დღე,ამ სამი წლის მანძილზე,სინდისი დაძინების საშუალებას არ მაძლევს, თავში გამუდმებით შენი სიტყვები მიტრიალებს და სუნთქვას მიკრავს,აქ მტკივა,ხელი გულზე მივიდე და გაშეშებულ გულედანს ცრემლიანი თვალებით ავხედე.
-რა მოხდა თინანო? ჩემს წინ ჩამოჯდა,რა უქენი იმ გოგოს მე რომ გავიცანი?
-იმ გოგოს მეც არ ვიცნობდი ,რომ მკითხო ვერ გიპასუხებ რა დამემართა მაშინ, ისიც არ ვიცი რისი დამტკიცება მინდოდა შენი გულის ტკენით,ფაქტი ერთია,შეცდომა დავუშვი.
-რა მოხდა უნდა მითხრა,მოგისმენ ხომ იცი?
-იქნებ გითხრა კიდეც ოდესმე,მაგრამ დღეს არა, არ მინდა ჩემი სიტყვები სხვანაირად მიიღო ან იმ ამბავს დააბრალო, რასაც ადრე თუ გვიან გაიგებ.ამ აზრზე ძალიან მალევე დავდექი უბრალოდ დამაგვიანდა გაღვიძება და შენთვის ბოდიშის მოხდა, გამასწარი და საქართველოდან წახვედი.
-მაგრამ ისევ დავბრუნდი,ეხლა შეგიძლია მითხრა რაც მაშინ ვერ მითხარი.
-მაპატიე თორნიკე.
-ძალიან დაღლილხარ,ჯობია წახვიდე და დაისვენო,სიმწრით ჩამეცინა,გულედანმა კარები გამიღო და ხელით მანიშნა გავსულიყავი,ფეხზე მძიმედ წამოვდექი და ზღურბლზე შევჩრდი.
-მეტად თავს, შენთან აღარ დავიმცირებ.
ბოლომდე მეგონა,რომ გამაჩერებდა ან დამიძახებდა მაინც, მაგრამ ჩემს სმენას კარის დაკეტვის ხმა მისწვდა და მივხვდი არასდროს დაივიწყებდა ჩემს სიტყვებს და ვერც მის პატიებას ვეღირსებოდი,მე კიდე დებილს უნდა მეღიარებინა,რომ თორნიკე გულედანი თავდავიწყებით მიყვარდა, როგორ? არ ვიცი,ვერ ავხსნიდი,მაგრამ ის პიროვნება მიყვარდა,რომელსაც მიზეზიანად ვეზიზღებოდი.
საღამოს მისაღებ ოთახში ვისხედით ყველანი ანანოს გარდა,დიდი მოთმინებით ვიგერიებდი ჩემი კლასელის შემოტევას,რომელიც განუწყვეტლივ მთხოვდა შეხვედრას. მობეზრებულმა მოვისროლე ტელეფონი დივანზე და უფრო კომფორტულად მოვეწყვე.
-ვინაა? გამომხედა ვახომ
-ვინ იქნება?
-მგონი დროა მე ჩავერიო და გასაგებად ავუხსნა რაღაც რაღაცეები.
-კარგი ხო დაწყნარდი,ხომ ხედავ ვუმკლავდები მე თვითონ.
უცებ ოთახში ანანო შემოვიდა,საკმაოდ გაპრანჭული.
-სადმე მივდივართ?ფეხზე წამოდგა ვახო.
-მე მივდივარ ,თქვენი არ ვიცი.
-სად? გაკვირვებულმა გავხედე დაქალს.
-ჩემი კურსელები არიან აქ და უნდა შევხვდე.
-მაგას ეხლა ამბობ? სიბრაზე შეერია ხმაში ვახოს.
-არ ვთვლი საჭიროდ შენ ანგარიში გაბარო, ხომ არ დაგავიწყდა რაზე შევთანხმდით?
ვახოს სახე აელეწა, უკეთეს მდგომარობაში არც ანანო გამოიყურებოდა,დარწმუნებული ვარ ,საკმაოდ სერიოზულად დაემუქრა, რადგან ვახომ უკან დაიხია და სავარძელში ჩაჯდა.ანანომ გამარჯვებული სახით დატოვა ოთახი,სიბრაზისგან, კინაღამ გავსკდი.
-როდემდე უნდა იყო ჩუმად? თავზე დავადექი ბიჭს.
-ვერ გავიგე? რა გინდა თინანო?
-რა მინდა? რა კითხვებია? შენი კარგად ყოფნა მინდა პირველ რიგში,რატომ არ ეუბნები რაშია საქმე? დავიჯერო სიყვარული სირცხვილია?თუ ისევ ძველ დროში ჩავრჩით ძმაკაცის დის შეყვარება რომ ტეხავდა?
-რა იოლია ლაპარაკი, ანანო ყოველთვის როგორც ძმას ისე მიყურებდა.
-ხოდა აიძულე სხვანაირად დაგინახოს, არ არსებობს კაცი,რომელიც მოინდომებს და ქალს თავს არ შეაყვარებს, კარგი ბატონო თავს დაგანებებ, იჯექი აქ სავარძელში და გასკდი ეჭვიანობით,აზრზე, რომ მოხვალ ის ქალბატონი უკვე სხვისი ცოლი და შვილების დედა იქნება.
-თინანო გთხოვ,ჩემიც მყოფნის.
-ნუ მთხოვ ნუ.
-შენთვის რომ მეთქვა მიყვარხარ მეთქი რას იტყოდი? მიყვირა ვახომ.
-დიდ პატივად ჩავთვლიდი იდიოტო, არც მე დავაკელი ყვირილი.
-თინი ეს ისეთი არარეალურია,ხელები ჩამოყარა.
-შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერი არ არის, მთავარია მოინდომო, კარგად მახსოვს რა მითხარი მაშინ ,როცა ყველაზე მეტად მიჭირდა,ცხოვრება ბევრი რაუნდისგან შედგება ,ეხლა მოიგებ თუ წააგებ შენზეა,მაგრამ ყველა დამარცხებას მეტი სურვილი მოსდევს მოგების, ხოდა მილიონჯერ რომ წააგო,თავიდან სცადე და აუცილებლად ერთხელ მაინც გამოგივა, უბრალოდ ნუ ხარ ასე უმოქმედოდ და იმას რაც შენია და რაც გიყვარს სხვას ნუ დაუთმობ.
ვახომ ცოტა ხანს მიყურა მერე ხელები მაგრად მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-მადლობ თინი, წავალ მე.
-წადი წადი, გამეცინა და უძრავად მჯდომ თორნიკეს გავხედე.
-ეცადეთ ცოცხლები დამხვდეთ,გაგვიცინა ბიჭმა და გარეთ გავარდა.
ოთახში უხერხულობა ჩამოვარდა. უხმოდ გავტრიალდი და ის იყო ,უნდა გავსულიყავი რომ გულედანის ხმა გაისმა ოთახში.
-გინდა ჩვენც გავისეირნოთ? გაოცებულმა გამოვხედე.
-მე, არვიცი.
-წამოდი ცოტას განვიტვირთებით,თან ბოლოსდაბოლოს ბათუმში ვართ და აჭარულები არ ვჭამოთ?მე გპატიჟებ ნუ გეშინია. გამიცინა.
-კარგი ვჭამოთ,გამოვიცვლი და წავიდეთ.
თორნიკემ საკმაოდ მყუდრო კაფე შეარჩია და ოფიციანტს შეკვეთა მისცა.
-ვახო ნერვიულობდა შენს რეაქციაზე, წამოიწყო საუბარი.
-რა სულელია, მაგათი კარგი ყოველთვის გამიხარდება.
-არ მეგონა, თუ ასე მშვიდად მიიღებდი მაგ ამბავს.
-ხო რა თქმა უნდა, მე ხო მონსტრი ვარ, ჩავილაპარაკე ნერვიულად.
-კაი ეხლა,მთლად ეგეთიც არ ხარ, გაეცინა და წვენი მოსვა.
-შეიძლება გკითხო?თუ გინდა ნუ მიპასუხებ უბრალოდ მაინტერესებს.
-მკითხე.
-სახეზე რა დაგემართა?
თორნიკეს უცებ შეეცვალა მზერა,ისევ ის სიცივე ჩაუდგა თვალებში მე რომ მაშინებდა.
-მაპატიე, არ უნდა მეკითხა.
-გსმენია რამე სპორტზე ,ბრძოლა წესების გარეშე?
-კი მსმენია,როგორც ვიცი ჩვენთან არც ისე პოპულარულია.
-ხოდა მანდ ვიბრძოდი,ოღონდ აქ არა,საკმაოდ წარმატებულად თანაც.
-მერე?
-მერე? იქ არ უყვართ წარმატებული ხალხი, განსაკუთრებით მაგ სფეროში,ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი და სადარბაზოსთან დამხვდნენ,ბევრნი იყვნენ თორე რამდენიმეს გავუმკლავდებოდი,სასიკვდილოდ მცემეს,ერთ-ერთმა მინის ბოთლი ჩამარტყა სახეში,იქვე დამტოვეს ,ჩემს ბედად მეზობლებმა დამინახეს და საავადმყოფოში გადამიყვანეს,ძლივს გადავრჩი,ბრძოლა ვეღარ გავაგრძელე ,სიმართლე გითხრა სურვილიც არ მქონდა,ხალხს რინგზე მებრძოლის ნახვა სურდა და არა ურჩხულის დამახინჯებული სახით.
-მაპატიე რომ გაგახსენე,ისინი?ვერ გაიგე ვინ იყვნენ? ხმა მიკანკალებდა მოსმენილისგან.
-არც დამვიწყებია,დამიჯერე ჩემზე უარეს დღეში არიან,გამიცინა და ჩემკენ გადმოიწია.
-შენი ჯერია,გამომცდელად შემომხედა.
-რასთან დაკავშირებით?
-მომიყევი.
-რა მოგიყვე?
-რა დაგემართა,ყველაზე კარგად ვიცნობ ადამიანის ბუნებას და ვიცი რომ იტყუები,მზის ალერგია როცა აქვს ადამიანს ,ის მთელ სხეულზე აქვს ,შენ კიდე პლიაჟზე ჩვეულებრივად ეფიცხები მზეს ფეხებით,მხოლოდ ზედა ნაწილს ფარავ და ადვილი მისახვედრი არ არის, რომ რაღაც მოხდა ამ 3 წელიწადში, კარგად მახსოვს შენი მხრებიც და ბეჭებიც და მაშინ არაფერი გქონდა.
უცებ ჩვენი მაგიდისკენ მომავალი ჩემი კლასელი დავლანდე და გული შემიქანდა.
-გამარჯობათ,მოგვესალმა თავაზიანად, თინანო როგორ ხარ?
-კარგად მაკა თავად?
-გამიხარდა შენი აქ ნახვა.
-ეს მაკაა ჩემი კლასელი,მივუბრუნდი გულედანს ეს თორნიკე ჩემი,ჩემი.
-მეგობარი, წამეხმარა გულედანი.
-სასიამოვნოა გაინაზა ქალი,თინი გვიან გავიგე შენი ამბავი, ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერ გნახე ვერც საავადმყოფიში და ვერც ისე.
"დავიღუპე"თვალი გავაპარე გულედანისკენ, გამომცდელად მიყურებდა.
-არაუშავს მაკა, ეგ სალაპარაკოდაც არ ღირს.
-კარგი, გამიხარდა შენი ნახვა დროებით, გადამკოცნა და თავის მაგიდას დაუბრუნდა.
თავი დავხარე და თეფშს ჩავაჩერდი,არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა,ან საერთოდ უნდა ამომეღო ხმა თუ არა.
-დავიჯერო მაგ თეფშზე უკეთესი საყურებელი არ ვარ?
-ხო ბოდიში, დაბნეულმა ჩავილაპარაკე.
-გამახსენე აქ რისთვის ვართ? მხიარულად ჩაილაპარაკა თორნიკემ და კიდევ ერთხელ ვაღიარე,რა იდიალური პიროვნება იყო.
-აჭარულების საჭმელად.
-ხოდა ვჭამოთ, თორე გაციებულს რა გემო აქვს.
ხაჭაპურებს ცოტა ღვინოც მივაყოლეთ და ისე შევყევით საუბარს, სანამ არ გამოგვყარეს კაფიდან ვერ მივხვდით წამოსვლას.მშვიდად დავუყევით სანაპიროს.
-თენდება.გამიცინა თორნიკემ.
-რა დრო გასულა.
-მაჩვენე,სახე დაუსერიოზულდა გულედანს.
-რა გაჩვენო? წამებში გამოვფხიზლდი.
-იცი რაც,გაიხადე ეგ მოსაცმელი.
-თორნიკე.
-გაიხადე, ტონს აუწია გულედანმა.
გაუბედავად წავიღე ხელი მოსაცმელისკენ და მხრებზე ჩამოვაცურე,ფრთხილად მივტრიალდი ისე, რომ ბიჭს ჩემი ზურგის დანახვა შეძლებოდა და თვალები დავხუჭე იმის მოლოდინში, რომ ყველაზე ხელსაყრელი დრო ჰქონდა თორნიკეს სამაგიერო გადეხადა,წამით ყველაფერი გაიყინა ირგვლივ,თითქოს დროც კი გაჩერდა,მხოლოდ ჩვენ ვიყავით ორნი,ყურში გულედანის გახშირებული სუნთქვა მესმოდა,ვიგრძენი,როგორ მომიახლოვდა და დამწვარ ადგილზე ხელით შემეხო,შევხტი მოულოდნელობისგან.
-დაწყნარდი, დაიჩურჩულა ზედ ჩემს ყურთან და მხარზე მაკოცა.
-თორნიკე, ცრემლებმა ჯებირები გაარღვია და წყვილად დაეშვა ლოყაზე.
-ეს არ გჭირდება,ხელიდან მოსაცმელი გამომართვა და შორს გადააგდო.
-რას აკეთებ? ისე ვერ წამოვალ.
-წამოხვალ,მე ეს უკვე გავიარე,ეხლა შენ გადიხარ ,მაგრამ მარტო არა, დამიჯერე არაფერი გაქვს სამარცხვინო ან დასამალი.
-გთხოვ.
-რას ელოდი? იგივე რეაქციას ჩემგან რაც შენ გქონდა? გგონია ვერ მივხვდი რომ ინანე? მაშინ ვახოს დაბადების დღეზე უკვე ვიცოდი, რომ გულით გინდოდა მეპატიებინა,უბრალოდ ჩემს თავმოყვარეობას ვერ გადვაბიჯე და ეგრე დაგსაჯე,მორჩა გესმის?ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვიმეგობროთ,მე დაგეხმარები ეს ყველაფერი გადალახო და მერე წავალ.
-სად წახვალ? ლამის ვიყვირე.
-ჩემს გზაზე თინი,ამდენი გელაპარაკე და მარტო წასვლა გაიგე?
-წავიდეთ, ცოტაც და ავტირდებოდი,სწრაფად გავტრიალდი და გზას გავუყები.
-გაპატიე, ჩემს სმენას თორნიკეს ხმა მისწვდა და მხრებზე მისი პერანგი ვიგრძენი.
-დღეისთვის საკარისია გამოცდები, ხელი მომხვია და სახლის გზას დავადექით,ორივე ჩუმად.
დილით ანანოს ბუზღუნმა გამაღვიძა და გაკვირვებულმა გავხედე ჩემს საწოლზე ჩამომჯდარ დაქალს.
-მშვიდობა გაქ?
-შენი აზრით ვგავარ მშვიდად მყოფს?
-აღარ იტყვი რა მოხდა?
-სულ გაგიჟდა ეს შენი მეგობარი.
-ვახოს გულისხმობ?
-ხო აბა სხვას ვის?
-რანაირად ლაპარაკობ შენ ქალბატონო?როდიდან გახდა მარტო ჩემი?
-თინანო მისმინე.
-არა შენ მისმინე, რა არ მოგწონს? რა გააკეთა ეგეთი ასე რომ იხსენიებ?
-გუშინ ჩემს მეგობრებთან არ დამტოვა, პატარა ბავშვივით მომკიდა ხელი და სახლში წამომიყვანა.
-დავიჯერო ეგეთი უტვინო ხარ,რომ ვერფერს ხვდები? გაახილე თვალები ანანო.
-რისი თქმა გინდა? თვალები გაუფართოვდა ქალს, გგონია რომ ვახო, როგორც ქალს ისე მიყურებს?
-კი არ მგონი, ეგრეა სულელო, უყვარხარ და ვერ გეუბნება, მხოლოდ იმიტომ ,რომ შენი რეაქციის ეშინია.
-არ შეიძლება,ეს წარმოუდგენელია, ხვდები მაინც რას ამბობ? როგორ დაუშვა?
-ვერ განსაზღვრავ ვინ შეგიყვარდეს და ვინ არა ანანო, მითუმეტეს, რომ და-ძმა არ ხართ,არაფერი გაკავშირებთ ერთმანეთთან მეგობრობის გარდა და თუ დაფიქრდები იდეალური ვარიანტია,ბოლოსდაბოლოს ნახევარ თბილისს დორბლი ჩამოსდის ვახუნხულაზე.
-ხოდა ჩამოუვიდეთ, მე სხვანაირად ვერ შევხედავ.
-ნუ გამახსენებინებ ძველ დროს, კარგად მახსოვს, როგორ უიმედოდ იყავი ვახოზე შეყვარებული.
-თინანო, თვალები დამიბრიალა დაქალმა.
-ასე რომ,დაფიქრდი თორემ, რომ დაკარგო ძალიან ინანებ დამიჯერე.წამოდი დაბლა ჩავიდეთ, ფეხზე წამოვაგდე გაოგნებული და კიბეზე დავეშვი.
-ბიჭებს გამარჯობა, მხიარულად შევძახე,არ ვიცი რა მიხროდა ასე.
-გაგიმარჯოს, უხალისოდ დამიბრუნა პასუხი ვახომ. თვალი გულედანისკენ გავაპარე,მიყურებდა ოდნავ გაღიმებული, მაგრამ არა ირონიულად,პირიქით საკმაოდ გულწრფელი ღიმილით. თვალი ჩამიკრა და თავით ვახოზე მანიშნა.
-ერთი იდეა მაქვს, მოდი საღამოს გემოზე დავთვრეთ.
-რა ვქნათ? გადაიხარხარა ანანომ
-დავთვრეთ, ჰა ვახუნხულ რას იტყვი?
-დავთვრეთ, მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-მე ეხლავე ვაცხადებ, ძალიან ძნელად მეკიდება და მხოლოდ თინანოს მივხედავ, არაფხიზელ მდგომარეობაში. განაცხადა თორნიკემ.
-ოჰ როდიდან? გაიკვირვა ვახომ და მზერა ჩემს ზურგზე შეეყინა.
-თინი, შენ მოსაცმელი არ გაცვია.
-ვიცი,დასამალი აღარაფერია, იცის თორნიკემ სიმართლე,ასე რომ, სახლში აღარ მჭირდება ტანის დაფარვა.
-არც გარეთ, კომენტარი გააკეთა გულედანმა.
-მაგაზე მერე ვისაუბროთ, გავუცინე და სამზარეულოსკენ გავბოდიალდი.
-ანანო მოდი, გაზი აანთე რა,გამოვძახე დაქალს და ყავა ჯეზვეში ჩავყარე..


ვახომ თავი მიანება წიგნის კითხვას და ეზოში წამოწოლილი ანანოსკენ დაიძრა.
-კიდე მიბრაზდები?
-თავი დამანებე,შეუბღვირა ქალმა.
-ანანო, ტონი გაუმკაცრდა ბიჭს.
-შემეშვი ვახო,როგორც ჩანს შენთან მშვიდი საუბარი არ ჭრის, ვერ გაგაგებინე რომ ჩემს ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო ხო?
-ტონი აკონტროლე.
-ხოდა თავი დამანებე და ხმას არ გაგცემ.
-არ შემიძლია რა ვერ გაიგე? იყვირა ბიჭმა და ანანოს მკლავში წვდა, რა ხარ ესეთი გაუგებარი და შეუგნებელი?
-ხელი გამიშვი მეტკინა, ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე.
-ჭკვიანად იყავი იცოდე, ჭკუიდან არ გადამაყენო, თორე სხვანაირად ვილაპარაკებთ, გასაგებია? დაუღრინა ვახომ და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ანანომ ნატკენი ხელი დაიზილა და ცრემლები ხელის გულებით შეიმშრალა.

აივანზე ვიდექი და ტალღებს ვუყურებდი. საოცრად მამშვიდებდა ზღვის ხმა და მისი სურნელი,ფიქრებმა შემიყოლია და ძველ დროში გადამაგდო,შანსი რომ მქონოდა და დრო უკან დამებრუნებინა ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი და შეცდომას აღარ დავუშვებდი, ნათლად ვიაზრებდი, რომ მასთან მომავალი არ მქონდა, ისიც კარგად ვიცოდი ,რომ გულის სიღრმეში ვერასდროს მაპატიებდა და რამდენი სარკეში ჩაიხედავდა ,იმდენი ჩემი პირიდან დაძახებული, " მახინჯი ხარ " გაახსენდებოდა. ცრემლებმა ჯებირები გაარღვია და წყვილად დაეშვა სახეზე,არც მიცდია მათი შეჩერება,ფიქრებით აფეთქების დღეს გადავწვდი, თვალწინ ავარდნილი ცეცხლი დამიდგა,იმდენად ნათლად,რომ შიშისგან შევკივლე და უკან გავხტი,თუმცა არ წავქცეულვარ, ვიღაცის ძლიერმა ხელებმა მაგრად მიმიხუტა გულზე.
-რა გჭირს თინანო? მშვიდად, ხელები მომხვია თორნიკემ.
-ცეცხლი, ამოვილუღლუღე განერვიულებულმა.
-აქ ცეცხლი არ არის, დაწყნარდი მორჩა.,თავზე მეფერებოდა.
-ჩამეხუტე გთხოვ,ხელები მჭიდროდ მოვხვიე.
-აქ ვარ,ნუ გეშინია.
ფრთხილად ამიყვანა ხელში და სავარძელში ჩემთან ერთად ჩაეშვა. ხმას არ იღებდა, უბრალოდ მონოტონურად მეფერებოდა თმაზე.
-ეგრე დამაძინებ, გამეღიმა.
-დაიძინე.
-შეგაწუხებ, ვცადე გავწეულიყავი.
-მოისვენე რა, მკლავში მტაცა ხელი და უკან დამაბრუნა.არ მაწუხებ,დამშვიდდი.
-თორნიკე.
-გისმენ.
-კარგი ბიჭი ხარ შენ.
-რა ნახე ამისთანა? გადაიხარხარა ბიჭმა.
-ნუ ხარ მასხარა, მეც ავყევი სიცილში.
საღამოს შეთანხმებისამებრ მაგიდის ირგვლივ მოვიყარეთ თავი.
-მიყვარს ესეთი საღამოები,გაეღიმა ვახოს და ჭიქა შეავსო.
-დიდად მსმელი არ ვარ,თან საკმაოდ მალე მეკიდება.
-კაი თინანო გაჩერდი, გადაიხარხარა ანანომ ,არ გამახსენებინო რა ქენი ბანკეტის მეორე დღეს.
-გაჩუმდი გოგო, ყველაფერი კი არ უნდა თქვა. დავუბღვირე დაქალს.
-მიდი ,მიდი მოყევი,შეაგულიანა თორნიკემ.
-რა და დათვრა ეს ქალბატონი და ჩვენს მეგობარს ერთი ბიჭი უყვარდა ძალიან, ხოდა თინანომ წამოაყენა იდეა ეს ბიჭი მოვიტაცოთო, ჩვენც მეტი რა გვინდოდა.
-მერე? ახარხარდა ვახო არ მითხრა, რომ მოიტაცეთ.
-აბა რა ვქენით? თინანომ იმარჯვა, სახლიდან გამოიყვანა და მთელი მისი მთვრალი შარმით უმტკიცებდა, რომ ვერსად გავუშვებდით.
-ვაიმე ცუდად ვარ,მუცელზე ხელს იჭერდა თორნიკე სიცილისგან,შენ ძალიან საშიში ყოფილხარ ქალბატონო.
- აბა ძალიან, მეც ავყევი სიცილში.
-ბოლოს რა მოხდა?
-თუ გავითვალისწინებთ, რომ ეხლა ორი შვილი ყავთ ,კარგად დამთავრდა ყველაფერი.
-ყოჩაღ თინანოს,მოდი ესეთი ერთგული მეგობრების სადღერგრძელო შევსვათ,გამოცოცხლდა გულედანი და ჭიქა მომიჭახუნა.
საკმაოდ ბევრი დავლიეთ და ბევრიც ვიხალისეთ. რიგ-რიგობით ვყვებოდით ბავშვობის ამბებს და ვფიქრობ მთელ ბათუმს ესმოდა, ჩვენი ხმა იმ საღამოს.
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა,აშკარად არ ვიწექი ჩემს ოთახში, სწრაფად მივატრიალე თავი და როგორც კი მძინარე გულედანს გადავაწყდი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე.
-მე უფრო ორიგინალურ გაღვიძებას ველოდებოდი, თვალები გაახილა ბიჭმა.
-ეს რას ნიშნავს?
-რა?
-თავს ნუ იდებილებ, რა გინდა აქ?
-შენ ხარ ჩემს ოთახში და მგონი მე უნდა დაგისვა ეგ კითხვა.
-კარგი რა მოხდა გუშინ?
-ისეთი არაფერი, რაც არ უნდა მომხდარიყო.
-ღმერთო რა დავაშავე,ადამიანურად რომ ამიხსნა მოკვდები?
-ნუ ვარდები პანიკებში რა, უბრალოდ ძალიან მთვრალი იყავი და ერთად დავიძინეთ ესაა და ეს, მოძალადე არ ვარ, უგონოდ მყოფ ქალებზე ვძალადობდე.
-მე ეგ არ მითქვამ.,
-გაიფიქრე მაინც, ნეტა შეგახედა შენი თავისთვის რა სახით დგახარ,ნუ გეშინია, არ შემიჭამიხარ დაწყნარდი.
თორნიკემ ხელი წამოიღო ჩემკენ სახეზე, რომ მომფერებოდა და მის არათითზე წამოცმულმა ყვითელმა რგოლმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
-ეს რა არის?
გულედანი გაშრა, გაკვირვებულმა ასწია ხელი და თითი შეათვალიერა.
-ხო არ ღადაობთ?ეს რა ჯანდაბაა?
-ვაიმე მეც მაქვს, კივილის მსგავსი ხმა აღმომხდა და ეხლა ჩემი ხელი ავწიე მაღლა.
-რა ვქენით გუშინ თორნიკე?
-დავქორწინდით,სიცილი აუტყდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-სასაცილოა? ვიკივლე წყობიდან გმოსულმა.
-არა,სატირალია და დამაცადე ცოტა აზრზე მოვიდე, ნუ ყვირიხარ გასაგებია? რაღაც არამგონია მე რამე დამეძალებინოს შენთვის.
-როგორ ბედავ?
-ისე დალიე თითქმის უცხო კაცს ცოლად გაყევი და მე ვბედავ რამეს? იყვირა აშკარად გაბრაზებულმა და ფეხზე წამოხტა.
-არ გაბედო, ჩემი შეურაწყოფა არ გაბედო გასაგებია?
-ღმერთო ეს რა ჭირი მჭირს?ლატარიაში მოგიგე გოგო?
ის იყო პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ გვერძე ოთახიდან ანანოს კივილი გაისმა, გულგახეთქილები გავცვივდით მისაღებში და აკივლებულ ქალს ვეცი.
-რა გჭირს გოგო?
-ნახე, ხელი ამიფრიალა თვალწინ, გამაგებინეთ ვინმემ ეს რა არის?
როგორც კი აღიქვა ტვინმა რახდებოდა ჩვენს თავს, ისტერიულო სიცილი ამიტყდა და დივანზე დავჯექი,ყველა გაკვირვებული მიყურებდა.
-რას მომჩერებიხართ?მომილოცავს შეუღლება.
-რას ბოდავ?გაიოცა ვახომ,ცოტა ყურადღებით, რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად შევამჩნევდი, როგორ ეცინებოდა ორივეს.
-ამას, ჩვენც დავანახეთ ხელები ანანოს და ვახოს.
-ვაიმე ღმერთო მიშველე,გულზე ხელი მიიდო ანანომ,რამ გამოგვაშტერა ასე,ან იმ შუაღამეს როგორ მოვახერხეთ?
-სასმელმა აგვირია თავგზა, გამეცინა ნერვიულად.
-რა გამოდის?ხელი მოვაწერეთ ერთად?
-კიდე კაი,მიხვდა შენი ტვინი,დაუბღვირა ანანომ.
-სადღაც მოწმობა ხომ უნდა იყოს? სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ირგვლივ მიმოვიხედე,მართლაც მივაკვლიე ხელმოწერის საბუთს მაგიდაზე.
გულდასმით შევათვალიერე მოწმობა ხელში და როგორც კი მის სიყალბეში დავრწმუნდი მაშინვე უკანა ჯიბეში ჩავიდე.გამომცდელად გადავხედე ბიჭებს და ჩემი ეჭვები მაშინვე გამართლდა,იმდენად დაძაბული სახეებით მიყურებდნენ.სწრაფად წამოვდექი და ჯერ კიდევ შოკში მყოფი ანანო, გარეთ გამოვიყვანე.
გულედანმა ჩუმად ჩაიფხუკუნა და ვახოს გახედა.
-მიხვდა დავიჯერო?
-მიხვდა კი არა, ისეთ შოკში არიან, დარწმუნებული ვარ არც მიუქცევით ყურადღება.
-ხომ არ ვუთხრათ?
-გაგიჟდი თორნიკე? კიდე როდის მომეცემა ანანოს ასე გაგიჟების საშუალება ვინ იცის.
-არ ვიცი არა, ვფიქრობ ცუდი იდეაა.
-კარგი ხო, რას წუწუნებ ქალივით? გავერთობით ცოტას ,თუ არ გხიბლავს თინანოს ქმრობის პერსპექტივა.
-ღმერთმა დამიფაროს,ხმა გაიმკაცრა ბიჭმა და ცოტა ყურადღებით ,რომ ყოფილიყო აუცილებლად შემამჩნევდა კართან მდგომს,რაღაც მეტკინა გულში,რაღაც რასაც ვერ ავხსნიდი,ფეხაკრეფით გამოვიპარე ოთახიდან და ჰამაკში მჯდომ დაქალს დავადექი თავზე.
-მორჩი ისტერიკას?
-შენ კარგად ხარ თინანო? ქვებს რომ არ ვისვრი არ გიკვირს?
-გეყოფა თქო, ყველაფერი არც ისე ცუდაადაა, როგორც გვეგონა.
-მართლა?პირველი ღამე არ გვქონია ჯერ?
-აუ ეგ რომ გქონოდა შენ რა გაგიძლებდა მერე?მომისმინე გოგო, შეხედე მოწმობას, ყალბია ბეჭედიც კი არ აქვს.საბუთი ავუფრიალე თვალწინ.
-ვერ გავიგე? თვალები დაქაჩა ანანომ.
-რა ვერ გაიგე? გაგვიჩალიჩეს მაგრად თან, ვახოს ბიძაშვილი ხომ აქ მუშაობს იუსტიციაში, ხოდა იხუმრეს რა ბიჭებმა,გაერთნენ უბრალოდ და დაგვაიზმენეს.
-ანუ მოგვატყუეს?
-კი ბატონო, ძლივს არ მიხვდა შენი ტვინი?
-რატო?
-აი ეგ ნამდვილად არ ვიცი და უნდა გაავარკვიო, ვატყობ ცუდი თამაში დაიწყეს და გამოწვევაც მიღებულია.
-სასაცილო არ არის ეს ამბავი, ეხლა შევალ და იმ რეგვენს თავს გავუტეხავ,გაკაპასდა ანანო.
-დაწყნარდი, მე უკეთესი გეგმა მაქვს.ჩამეცინა ბოროტულად და მოწმობა ხელში შევათამაშე.
მართალია, რომ ადამიანი ჭკუას უნდა სწავლობდეს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ სულ ვერ გათვლი შენს მიერ გადადგმულ, გაუაზრებელ ნაბიჯს რა მოჰყვება.ორივემ ვიცოდით ცეცლს ვეთამაშებოდით,ცეცხლს, რომელიც აუცილებლად დაგვწვავდა.დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა ანანოს დაყოლიება არაფერი შეემჩნია ბიჭებთან.საღამომდე მორჩილად შევასრულეთ კარგი ცოლების ფუნქცია, რასაც შემთხვევით თორნიკეს ლეპტოპის გადაწვა და მის საყვარელ პერანგზე მიხატული უთო მოჰყვა, უფრო ნაკლებად გაუმართლა ვახოს,ანანოს შემთხვევით ცხელი ყავა გადაესხა და კინაღამ დატოვა ვახუნხულა შთამომავლობის გარეშე,კარგად მოსაღამოებული იყო ანანოს რომ ვანიშნე,დრო იყო ეს თავხედე მატყუარები დაგვესაჯა.
მთელი ჩემი მსახიობური ნიჭი გამოვიყენე და შეშფოთებული სახით შევვარდი ოთახში.
-ჩქარა ანანოა ცუდად.
ბიჭები დაფეთებულები წამოვარდნენ ფეხზე.
-რას ამბობ? სადაა? მეცა ვახო.
-იქაა უკან, იმ ნაგებობაში თუ რაცაა, ხელით ვანიშნე სახლის უკან მდგომ მარანზე ალბათ.
-იქ რა უნდა? დაეჭვებულმა იკითხა ვახომ.
-თქვენ ხართ კარგად? რა დროს ეგეთებია? ზედმეტი ნერვიულობისგან გული გაუხდა ცუდად, წამოდით ჩქარა.ალბათ ისეთი შეშინებული, სახე მქონდა ორივე გარეთ გაცვივდა, არადა ყოველთვის მეუბნებოდნენ ,რომ ტყუილად ვცდებოდი ფსიქოლოგიაზე და ჩემგან უბადლო მსახიობი დადგებოდა, ბიჭებს მეც უკან მივყევი და როგორც კი ორივე შიგნით დავიგულეთ, კარებს მთელი ძალით მიაწვა მის უკან დამალული ანანო,სანამ შიგნით მყოფები აზრზე მოვიდნენ გარედან ბოქლომიც დაადო,კმაყოფილმა გავხედე გაკვირვებულებს.
-ეს რა თამაშია? ხმა გაიმკაცრა გულედანმა.
-თქვენ დაიწყეთ და ჩვენ ვამთავრებთ, ბატონო მეუღლევ.
-გააღე კარი, ძარღვები დაებერა თორნიკეს.
-კარგი ერთი, ესე ისჯებიან მატყუარა კაცები.
-სასაცილოა ეს? ტონს აუწია ვახომ.
-ჩემო ვახუნხულ, დავიჯერო ეგეთი უტვინო გგონივარ, რომ ამ მოწმობის ამბავს დავიჯერებდი? რომელსაც რეესტრის ნომერიც კი არ აქვს, არაფერს ვამბობ ცარიელ გრაფებზე და შენი უაზრო ხუმრობის ნიჭზე..
-მიხვდი? გაეცინა ბიჭს.
-მხოლოდ ერთი მაინტერესებს, რაში დაგჭირდათ ეს იდიოტური სპექტაკლი?
-მაინტერესებდა ანანო რას იზამდა.
-მერე ნახე რაც ვქენი? ტონს აუწია ანანომ.
-ნუ ბავშვობთ გააღეთ კარი,ვიხუმრეთ გვეყოფა.
-მაპატიე ვახუნხულ და შენ თორნიკე ბატონო, ღმერთმა ნამდვილად დაგიფარა შენი ცოლი რომ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები, მაგაზე არ იდადო, ჩვენ თბილისში მივდივართ.
-გადაირიე? იღრიალა თორნიკემ, გააღე დროზე.
-ტყუილად ღრიალებ, არაფერსაც არ გავაღებ, ჭკუას ისწავლი, როგორ არ შეიძლება სხვის ნერვებზე თამაში, ნუ გეშინია,.სულ მანდ არ დაგტოვებთ ხვალ თამაზი ბიძია მოვა და გამოგიშვებთ.
-არ გაბედო,იცოდე მოგკლავ, ვერსად დამემალები.
-იდექი ეხლა და იმუქრე მაქედან,გასაღები ხელში შევათამაშე და იქვე ხეზე დავკიდე.
-თინანო არ წახვიდე, იმხელაზე იბღავლა გულედანმა გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
-ყოჩაღ, ხმის ტემბრი ნამდვილად მაგარი გაქვს, გიწყობს ხელს,წავედით ანანო.
-მოიცა ამათ ასე ვტოვებთ? გაკვირვებულმა გამომხედა დაქალმა.
-აბა ეხლა, რომ გამოუშვა გაასწრებ რომელიმეს?
-მერე გავასწრებთ? დაეჭვებით დამეკითხა.
-რაც დათესეს იმას იმკიან, წავედით,ყურადღება აღარ მიგვიქცევია ბიჭების ყვირილისთვის,მშვიდად დავტოვეთ ეზო.

თორნიკე გამწარებული დადიოდა აქეთ იქით და ილანძღებოდა.
-უტვინო გოგოები, საზიზღრები.
-არა მაგრად კი გვაჭამეს.
-სასაცილოა ბიჭო?ისე ამ შუა ბათუმში, რა ჭკუამ უქნა ბებიაშენს ეს რომ ააშენა?
-ბოდიში ეხლა,რომ ვერ განსაზღვრა ,თუ ოდესმე აქ ჩაგვკეტავდნენ, ნუ პანიკიორობ ერთი დაჯექი თუ ძმა ხარ.
-ხომ გითხარი ცუდი აზრია მეთქი, ხომ გითხარი.ეს უპატრონო ტელეფონებიც რომ არ გვაქ? ვაიმე კაცობას გეფიცები, თუ ცხარე ცრემლებით არ ვატირო ამის გამო.
-კარგი, კარგი დაჯექი, ხელზე დაქაჩა აყვირებულ ძმაკაცს და გვერდით მოისვა.
ანანო დაძაბული მართავდა საჭეს.
-მოეშვი ცოტა ნუ ხარ ეგრე დაძაბული, ვიხუმრეთ რა იყო?
-რა ვქენით ეხლა ხვდები? რამე რომ მოხდეს? გარედან გვყავს ჩაკეტილები.
-რა უნდა მოხდეს?
-არ ვიცი,ვნერვიულობ ძალიან,მიდი დარეკე იმ თამაზისთან და ეხლავე გამოუშვას.
-კარგი კარგი, ნუ შემჭამე ოღონდაც, სწრაფად ამოვაცოცე ჯიბიდან ტელეფონი და თამაზი ბიძიას ნომერი ავკრიბე. რამდენიმე ზარის მერე მიპასუხა.
-ხო თამაზი ბიძია, კარგად თავად? ერთი სათხოვარი მაქვს, შეგიძლია ჩვენთან გადახვიდე და ვახოს კარი გაუღო? როგორ? უი არ ხართ? მალე მიხვალთ? აა კარგი მადლობა და ნახვამდის.
-რა ხდება?
-ვაიმე ანანო,არ არიან ბათუმში.
-სხვას დაურეკე მიდი.
-არავის ნომერი არ ვიცი, ამოვიოხრე დ პირვლად ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან ცუდი გავაკეთე.
-მიატრიალე მანქანა,მივუბრუნდი მეგობარს.
ანანომ მკვეთრად მოაბრუნა საჭე. ბოლოს რაც ჩემმა სმენამ აღიქვა გაბმული სიგნალი იყო და დარტყმის ძალამ სავარძელს გამაკრა. "ავარიაში მოვყევით" გამიელვა გონებაში და გავითიშე.

გაჭირვებით გავახილე თვალები და ირგვლივ მიმოვიხედე.კისერზე გაკეთებულმა ფიქსატორმა, თავის მობრუნების საშუალება არ მომცა. ტკივილისგან სუსტად წამოვიკვნესე და ისევ ჭერს გავუშტერე თვალი.ნელ-ნელა დაიწყო გონებამ მომხდარის გაანალიზება და როგორც კი ყველა დეტალი აღვიდგინე,ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა.
-ანანო, ნეტა როგორ არის?
გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე და ხელზე მიმაგრებული გადასხმა მოვიგლიჯე,ძლივს მივაღწიე კარებამდე და გამოვაღე, დერეფანში არავინ იყო, კედელ-კედელ დავუყევი გზას, ვგრძნობდი,როგორ მეცლებოდა ძალა და ტკივილიც იმატებდა,კიდევ ერთი ნაბიჯი და წონასწორობა ვეღარ დავიცავი,ცოტაც და იატაკს დიდი მონდომებით ჩავეხუტებოდი ,თუმცა ვიღაცამ სწრაფად ამიტაცა ხელში და გულზე მიმიხუტა.
-ოხ თინანო, თინანო,გულედანმა წამებში დამაბრუნა პალატაში და საწოლზე თითქმის მისროლა.
-ნელა ველურო, მეტკინა, ამოვიხავლე ძლივს.
-ხმას ნუ იღებ,ძალიან გთხოვ,სად მიბრძანდებოდი? მორიგი სისულელის ჩასადენად?
-ანანოს ნახვა მინდა.
-კარგადაა, მომიგდო ცივად.
-არ მჯერა,მანახე.
-ნუ გჯერა,საშინლად ცივი თვალებით მიყურებდა, რა ხარ ამისთანა უტვინო გამაგებინებ?
-რანაირად მელაპარაკები?დავიჯერო გაბრაზებული ხარ?
-როგორც იმსახურებ, ცინიკოსო, სამი წლის წინანდელმა შენმა საქციელმა ჭკუა ვერ გასწავლა? ისევ ისეთი ხარ ?
-ეგ რა შუაშია?გაკვირვებულმა გავხედე.ვიხუმრეთ უბრალოდ.
-თავშია თინანო,უკვე მეორედ, შენს გაუაზრებელ საქციელს, რაღაც ცუდი მოჰყვა, ხვდები მაინც რა მოხდებოდა ცოტა უფრო ძლიერად, რომ დაერტყა იმ მანქანას? კარგი შენ ჯანდაბას, იმ გოგოს რას ერჩოდი?
-მე ჯანდაბას? ხმა ამიკანკალდა.
- ვფიქობდი ,რომ შეიცვალე, არა კი არ შეიცვალე, ყოველთვის კარგი იყავი, არ ვუშვებდი იმ აზრს,რომ მაშინ ის სიტყვები შეიძლება მართლა გულით გეთქვა, რამდენჯერაც დავსახე შენზე შურისძიების გეგმა,იმდენჯერ გადავიფიქრე, რაღაც არ მაძლევდა უფლებას შენთვის მეტკინა, რა გამოდის მაზოხისტი ხარ და საკუთარ თავს ტკენ? რა გინდა საერთოდ ამ ცხოვრებისგან?
-თავი, რომ დამანებოთ ეგ მინდა,რომ მოეშვათ ჩემს შეცოდებას.
-ისედაც არავინ იჭრება შენს ცხოვრებაში, შენი მეგობრები ყირაზე გადადიან, რომ დარდი შეგიმსუბუქონ,ისიც შენ გააზვიადე, თორემ ნახევარ ქვეყანას შრამი აქვს და თავს არავინ იკლავს,თუნდაც მე, ხომ ხედავ სახეზე რა მჭირს, თუმცა რას გიხსნი შენ ყველაზე კარგად იცი, როგორი ვარ და ალბათ იმ აზრს ვერ ეგუები, რომ ჩემნაირი ხარ, რომ ერთ დღეს შეიძლება გამოჩნდეს ვინმე და დაუფიქრელად გიწოდოს მახინჯი,ეს შიშია და არა გულწრფელი მონანიება,შენ ჩემი წყალობით, გინდოდოა გესწავლა, როგორ გამკლავებოდი შენნაირების შემოტევას.
-დაასრულე? მორჩი ამ უაზრო მონოლოგს მაგარო ბიჭო? სხვისი გაკიცხვა ადვილია, შენ ის კაცი არ ხარ რინგი მხოლოდ იმიტომ, რომ დატოვა ხალხს მასში მონსტრი არ დაენახა? ვცდები თორნიკე? არ შეგეშინდა? ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიე?
გულედანი გაფითრდა და არაადამიანური თვალებით შემომხედა.
-მართალია ადამიანები არ იცვლებიან, მე შენ გული გადაგიშალე და შენ ეს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენე, ბრავო თინანო, დიდხანს ვერ გაქაჩე თამაში, მაინც ჩამოგივარდა ნიღაბი სცენაზე.
-გაეთრიე, ვუყვირე წყობიდან გამოსულმა.
-ტონს დაუწიე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, მიღრიალა გულედანმა.
-შენ მართლა... წამომცდა გაუაზრებლად.
-რა მართლა? მახინჯი ვარ? მიდი თინანო თამამად, რა იყო, ერთხელ დაგიძახებია ეგრე თუ უკანასკნელი იქნება?ჯობია შენს სინდისს და სულს მიხედო, კიდევ გიმეორებ,მაგას ვერაფერი უშველის, მშვიდობით თქვენო უდიდებულესობავ,არა უკაცრავად, სისულელეების კეთების ოსტატო.
-ასე ვერ წახვალ გაიგე? არ გაქვს უფლება, ვუყვირე გამწარებულმა.
-შენ ადამიანო სრულ ჭკუაზე ხარ? მოგწონს ეს კატა თაგვობანას თამაში? გგონია, რაც უფრო მეტად მეჯიბრები, უფრო შემიყვარდები? სადღაც გაგიგია, რომ დიდმა ჩხუბმა დიდი სიყვარული იცის და მაგას აკეთებ?
-ნუ ხარ თავდაჯერებული იდიოტი.
-თავი ზღაპარში გგონია? კვაზიმონდოს და ესმერალდას ვარიანტი ვართ ხომ? ოღონდ ერთში შევცდით ,ესმერალდას ისეთი უყვარდა, როგორიც იყო, მახინჯი, შენ მე არასდროს შეგიყვარდები.
-თორნიკე გთხოვ, არ გინდა ეს ფილოსოსფია,ისედაც ძალიან დავიღალე, ყველა მე მემართლებით, როგორც მახსოვს შენ და ვახომ წამოიწყეთ ეს თამაში.
-ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთ.
-სხვის გრძნობებზე ითამაშეთ,ბოროტად იხუმრეთ.
-შენი აზრით ვინ დაზარალდა?
-მაგას არ აქვს მნიშვნელობა,უაზროდ მელაპარაკები რაღაცას, გგონია უტვინო გოგო ვარ ? ან უარესი შენზე შეყვარებული იდიოტი ? დავიჯერო ეგრე მეტყობა,რომ ვიწვი შენი სიყვარულით?
-მოდი გაერკვიე რა გინდა, ოღონდ ჩემს გარეშე კარგი? ასე ნაკლებად ვატკენთ უფრო ერთმანეთს გულს.
-რომ ამოგიჩემო იცი რა მოხდება? გულედანს თვალები გაუფართოვდა.
-რა მოხდება?ირონიულად გამომხედა.
-თავს შეგაყვარებ, გამეცინა ეშმაკურად და საწოლზე გავსწორდი, იმ დონეზე, რომ ჩემს გამო ყველაფერს დათმობ.
-ისევ ზღაპრებს ყვები,გსიამოვნებს ეტყობა.
-კი მართალი ხარ,ოღონდ მე დასასრულის წერა უფრო მსიამოვნებს და ნუ მაიძულებ ჩვენი ამბავიც მე დავასრულო.
-არ გირჩევ თინანო, კარგი მოთამაშე ვარ.
-მე კიდე ,საკმაოდ მიზნიანი ვარ გულედანო.
-იცი რა? ავადმყოფი ხარ, დამიბღვირა თორნიკემ და პალატიდან გავარდა.
კი ბატონო ვიყო ავადმყოფი,შეშლილიც და როგორც გულედანმა აღნიშნა უაზროდ ეგოისტიც, მაგრამ მე ესეთი ვარ, ბოლომდე ვიბრძვი ჩემი მიზნებისთვის. ვერაფერს ვიზამთ,როცა ადამიანს წარმოდგენა ეცვლება შენზე მხოლოდ შეგიძლია გამოასწორო, დაშვებული შეცდომები და მე ამას ვაპირებ. აუცილებლად ვიბრძოლებდი თორნიკეს გულისთვის,არა იმიტომ, რომ ჩემი მიზანი იყო, არა ყოველ დღე ვრწმუნდებოდი ,რომ ეს ადამიანი მთელი გულით მიყვარდა და უბრალოდ ვერ დავუშვებდი, ჩემგან შორს ყოფილიყო. გაღიმებულმა ვიცვალე გვერდი და თვალები დავხუჭე.
ვახო მოუსვენრად დადიოდა დერეფანში.უკვე მერამდენედ შეუხედა ანანოს პალატაში იმდენჯერ ეძინა გოგოს და მოერიდა მის გაღვიძებას, დილანდელი გაბრაზება სადღაც გამქრალიყო და ეხლა მხოლოდ მისი გოგოს კარგად ყოფნა უნდოდა.
-რა ქენი ელაპარაკე? მიუახლოვდა თორნიკე.
-ძინავს ჯერ კიდე,ამოიოხრა ვახომ.
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი დამთავრდა.
-რამე რო მომხდარიყო? თავზე ხელები შემოიწყო ვახომ. ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი.
-მოდი მოვრჩეთ კარგი ამ უაზრო თავის დადანაშაულებას,ადამიანი ვერ გათვლის წინასწარ რა მოხდება.
-ის როგორაა?
-კარგადაა,ჩვეულ ამპლუაშია.
-გასაგებია, გაეცინა ვახოს. ვნახავ მერე ცოტას რომ დავწყნარდები.
-ვახო მე უკან უნდა დავბრუნდე.
-სად უკან?გაკვირვებულმა გახედა ბიჭს.
-იცი სადაც. ამოიოხრა თორნიკემ.
-რამე მოხდა?
-ლაშამ დარეკა.
-მერე? ტონს აუწია ვახომ.
-ბრძოლაში მიწვეს,კედელს მიეყრდნო თორნიკე.
-ვინ ბიჭო ისევ ის ვის გამოც ამ დღეში ხარ?
-ხო ის, შანსი მეძლევა რინგზე გავუსწორდე და ძველი სახელი დავიბრუნო ამასთან ერთად ის თორნიკეც ამ შემთხვევამდე რომ ვიყავი.
-ძმობას გაფიცებ არ გინდა რა, ხომ ცხოვრობ მშვიდად დაანებე თავი რა გინდა.
-გგონია ვერ დავამარცხებ ? მუშტები შეკრა გულედანმა. გგონია ისევ მომერევა? ვინ თქვა რომ მშვიდად ვცხოვრობ? სიბრაზე ყელში მიჭერს და მისი მოკვლის სურვილი მიჩნდება.მან მე ცხოვრება დამინგრია და კიდევ მებრძვის.შენი აზრით უპასუხოდ უნდა დავტოვო?
-კარგად დაფიქრდი, ამ ამბავს რა მოყვება.
-მე დასაკარგი არაფერი და არავინ არ მყავს ვახო, საკუთარი თავის გარდა და ისიც დიდი ხანია დავკარგე.
-დარწმუნებული ხარ? ეშმაკურად გაეცინა ბიჭს.
-რას გულისხმობ?
-რას არა, ვის გულედანო.
-აბა გაჩუმდი ეხლა, ღმერთმა დამიფაროს, გადაირიე ხო? ეგ ღმერთის სასჯელი, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს?
-არც შენ ხარ მთლად გულში გავლა, რომ იცოდე.როდისაა ბრძოლა?
-ერთვი თვე მაქვს წინ, ამოიოხრა თორნიკემ.
-ძალიანაც კარგი,მომავალ კვირას ჩემი ქალბატონის იუბილეა და აქ იქნები,.კარგი წავალ ვნახავ იქნებ გაიღვიძა.
-მიდი მიდი, გაეცინა ბიჭს და მეგობარს მხარზე ხელი დაკრა.
იოლი დაზიანებების გამო, საავადმყოფოდან 2 დღეში გამოგვწერეს. ვახო ორივეს გვიბღვერდა და წესიერად არ გველაპარაკებოდი ,მაგრამ ჩვეული მზრუნველობით მაინც მოგვაკითხა საავადმყოფოში და სახლებში წაგვიყვანა. თორნიკე არსად ჩანდა და ამაზე ნერვები უარესად მეშლებოდა. ვერაფრით მოვისვენე სახლში და ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე. იმდენად მესიამოვნა ფეხით სიარული რომ ვერც კი გავიაზრე ისე გავცდი სახლს და სხვა უბნისკენ გადავუხვიე.საკმაოდ მოსაღამოვდა.ირგვლივ კი კაცი-შვილი არ ჩანდა.
-თინანო? მომესმა დაძახება და უკან მივიხედე "ოღონდ ეს არა"გამიელვა გონებაში ,როგორც კი ჩემი კურსელი აკო დავინახე.
-აკო? აქ რას აკეთებ? გავუცინა ნაძალადევად.
-მეგობარს ვესტუმრე, შენ?
-ვსეირნობდი, გამიხარდა შენი ნახვა, წავალ მე.
-მოიცა ასე უცებ? სულ თავს რატო მარიდებ? ალკოჰოლის სუნი მეცა.
-აკო გთხოვ, ეხლა არ არის ამის დრო.
-აბა როდის არის? სალაპარაკოდ არ მიჩერდები,ჩემს მესიჯებს არ პასუხობ, გამაგებინე, როგორ დაგიკავშირდე რომ ყურადღება მომაქციო?
-მგონი აგიხსენი ერთხელ გასაგებად,ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება.
-მეც აგიხსენი მგონი, რომ მიყვარხარ და შენ კიდევ კეთროვანივით მიშორებ თავიდან.
-აკო გთხოვ.
-რას მთხოვ? მიყვირა მოულოდნელად.
-ტონს დაუწიე, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-რატო ხართ ეს გოგოები უტვინოები? უცებ მკლავებში მეცა და ხელი მომიჭირა.
-გამიშვი, მტკივა, ამოვიკნავლე საწყლად.
-ეხლა კარგად მისმინე და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, მაგრად შენი ვახო და მისი მუქარები, ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ, თორემ ყველას დედას ვუტირებ, მიცნობ და იცი ტყუილი მუქარა არ მჩვევია, ჭკუით იყავი და ამ დღეებში შეგეხიანები, სალაპარაკო გვაქ, ეხლა კიდე მიბრძანდი სახლში.
ხელი შემიშვა და ისე გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.
ღრმად ჩავისუნთქე, ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა,რომ არაფერი ვთქვა მკლავების ტკივილზე."დაწყნარდი, მოაგვარებ" ვიცოდი ვისთვისაც უნდა მეთხოვა დახმარება.ბევრი არ მიფიქრია და გულედანის სახლისკენ ავიღე გეზი.
ვახომ მალევე შენიშნა სკამზე მჯდარი ანანო და სწრაფად დაიძრა მისკენ.
-ანანოს ვახლავარ, როგორ ხარ ქალბატონო?
-კარგად, მკაცრად უპასუხა გოგომ.
-კიდე მებუტები? ამოიოხრა ბიჭმა.
-კიდე?აბა რა ვქნა?
-უნდა მაპატიო.
-კინაღამ მოვკვდი, შენი უაზრო ხუმრობის გამო ვახო. როდისმე მოეშვები ამ ბავშვურ საქციელებს?
-ჯერ ერთი, ჩემს გამო კი არა, თქვენი უტვინო საქციელის გამო კინაღამ დაიღუპეთ და მეორეც დიდი კაცივით, რომ მოვიქცე დამიჯერე არ მოგეწონება.
-შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, ატყობ რომ სულ ვჩხუბობთ?
-ვისი ბრალია მერე?
-მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ კარგი? ხმა გაიმკაცრა გოგომ, მე და შენ ვართ მეგობრები და მორჩა.
-არ ვართ, გაეცინა ბიჭს და იმას ნუ მეტყი, რომ ვერ ხვდები, საით მიმყავს საუბარი.
-შენ თუ ხვდები რომ ეგ დაუშვებელია?
-ვითომ რატო? შენთვის თუ შეიძლებოდა ჩემი სიყვარული სულ რაღაც 7 წლის წინ ჩემთვის აკრძალულია?
-მაშინ ბავშვი ვიყავი, გაკაპასდა გოგო.
-არც ეხლა ხარ ძალიან დიდი, ასე რომ შენთვისვე ჯობია კარგად დაფიქრდე, არ მჩვევია ,რამის დათმობა, მაინც მოგიწევს მაგ აზრთან შეეგუება და რაც უფრო ნაკლებ მტკივნეულად მიიღებ შენთვისვე აჯობებს.
-მემუქრები? თვალები გაუფართოვდა ანანოს.
-აი ხედავ? ყველაფერს საშენოდ იგებ, როგორ გეკადრება, უბრალოდ იმ რეალობას გიხსნი რაც ეხლაა.
-მე არ მიყვარხარ და სხვანაირად ვერასდროს შემოგხედავ. საკმარისი არ არის?
-მოევლება მაგას.
-ვახო, ფეხზე წამოხტა ანანო,ნუ მაიძულებ.
-აბა ეხლა გაჩუმდი,დაიყვირა ბიჭმა, მორჩი ამ უაზრო მუქარებს გასაგებია? ვინც აქამდე შეგიშინებია ისევ ის შეაშინე, ჩემთან ეგეთები არ გაგივა.
-ველურო, ხმა შეეცვალა ქალს.
-ვერ გიტანს და მეზიზღების ჯობია, გაეღიმა ვახოს და თითქმის ძალით წაიყვანა პარკის გასასვლელისკენ.

გაშეშებული ვიდექი გულედანის სახლის კართან და ზარის დარეკვას ვერ ვბედავდი". რომ გამოგაგდოს ხომ ხარ ღირსი?უთავმოყვარეო" შევამკე ჩემი თავი და გაბრუნების მაგივრად, კარზე დავაკაკუნე. რამდენიმე წამში ზღურბლზე ტანზემოთ შიშველი თორნიკე გამოჩნდა და დამეფიცება ალბათ გარდაცვლილი ბებიის დანახვა არ გაუკვირდებოდა ასე, როგორც ჩემი.
-თინანო? მშვიდობაა?
-შეიძლება შემოვიდე? სალაპარაკო მაქვს.
-მოდი, გვერძე გადგა და ოთახში შემატარა. როგორც ველოდი ზუსტად ისეთი დამხვდა გულედანის სახლი. საკმაოდ დიდი და გემოვნებით მოწყობილი.
-აბა გისმენ. სავარძელზე მიმითითა და თვითონაც ჩემს წინ ჩამოჯდა.
-თორნიკე მაპატიე ასე რომ შემოგეჭერი, თან ამ დროს.
-რა ხდება თინანაო?
-შენი დახმარება მჭირდება.
-მომესმა? ხმა ირონიული გაუხდა,თვით ყოვლისშემძლეს ჩემი დახმარება გჭირდება?
-არ უნდა მოვსულიყავი,მაპატიე.
-დაჯექი, ისეთ ცივი ხმით მომმართა ინსტინქტურად დავემორჩილე.
- მითხარი რა ხდება.
მოკლედ მოვუყევი აკოს შესახებ და რეაქციას დაველოდე.
-რას თამაშობ?
-რა? თვალები გამიდიდდა გაოცებისგან.
-ხო რას ხლართავ? ესეც შენი მორიგი სისულელეა ყურადღება, რომ მოგაქციო?
-გადაირიე ხო? ნუ გაქ მაგხელა წარმოდგენა შენს თავზე?
-ვახოს რატომ არ ეუბნები?
-იმიტომ,რომ ძალიან ფეთქებადია და მეშინია.
-რამე არ მოუვიდეს ხომ ასეა?ვახოზე ზრუნავ და მე ჯანდაბას ?
-თორნიკე, მესმის რომ გაბრაზებული ხარ ჩემზე,მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს, ამ წუთას მე ქალი ვარ, რომელსაც შენი დახმარება ჰაერივით სჭირდება. ცოტაც და ვიტირებდი.
-მაპატიე, მაგრამ არ მჯერა შენი.
რაღაცის თქმას ვაპირებდი და ზუსტად ამ დროს გაისმა ოთახში ვიღაცის ხმა.
-საყვარელო რას ლაპარაკობ ამდენს? ოთახში ზეწარშემოხვეული გოგო გამოვიდა.
გაოცებისგან და სირცხვილისგან პირი დავაღე, სწრაფად წამოვხტი ფეხზე და კარისკენ დავიძარი.
-მაპატიე,უდროო დროს მოვედი.
-მოიცადე ერთ წუთს სად გარბიხარ? წამომეწია თორნიკე.
-არაფერია, წავალ დაივიწყე, რაც გითხარი.
-ხო მაგრამ.
-არავითარი მაგრამ, მაპატიე შეგაწუხე, არაფერი არ ხდება მართლა, კარგად ვარ.
სწრაფად დავეშვი კიბეზე და როგორც კი გულედანმა კარები მიკეტა, მაშინვე ტირილი ამიტყდა.დიდი ხანი ვიჯექი ბნელ სადარბაზოში და მეც არ ვიცი რას დავტიროდი, ალბათ უფრო იმას, რომ საყვარელ კაცს ვეზიზღებოდი, მატყუარად მთვლიდა და არასდროს შემომხედავდა ,ისეთი მზერით იმ ქალს რომ უყურებდა.
ერთმა კვირამ სრულ სიმშვიდეში ჩაიარა. ჩემდა გასაკვირად ვახოც კი არ შემხმიანებია.მშვიდად ვიჯექი მისაღებში და ყავას მივირთმევდი,როდესაც შემოსასვლელში ხმაური ატყდა და ორ წუთში ანანოს ხმაც გავიგე.
-სად ხარ ქალბატონო?
-აქეთ ვა, რა გაყვირებს? მალევე გამოჩნდა და მის უკან ბიჭებიც დავლანდე.სწრაფად გავსწორდი და მოსულებს გავუღიმე.
-სტუმრებს ვახლავარ, ვცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-აბა შენ სულ დაიკარგე და, გამომცდელად გამომხედა ვახომ.
-არც შენ მოგიკლავს თავი ჩემი მოკითხვით,ნიშნისმოგებით გავხედე.
-სამაგიეროდ შენ ახალი ამბები გაქვს, გაბრაზებულმა გამომხედა ანანომ.
-რამე მოხდა?
-შენ უნდა გვითხრა.
-გამაგებინებთ რა ხდება? ტონს ავუწიე გაბრაზებულმა.
-რა გინდა იმ ნაგავ აკოსთან გოგო?იფეთქა ვახომ და წინ ამესვეტა.
-ვისთან? ყურებმა წუილი დამიწყო.
-თავს ნუ ისულელებ და ნურც ჩვენ გვატყუებ.
-ხელი გამიშვი, რამდენს ბედავ? რა აკო, რის აკო სულ გააფრინეთ ხალხო?
-ხო აბა გამოდის რომ იტყუებიან ? დადის ის ვაჟბატონი თურმე და თქვენს შესახებ დიდი ამბით ყვება.
-ტყუილია,ვიყვირე გამწარებულმა.
-მაშინ რა ხდება? ხმა ამოიღო თორნიკემ.
- ერთი წუთით რა, გავხედე ვახოს,როდიდან არკვევს ჩემს ამბებს ეს ვაჟბატონი?
-თინანო რა ხდება? გამაგებინე გიყვარს ეგ ბიჭი? არაფრად ჩააგდო ჩემი რეპლიკა ბიჭმა.
-ღმერთო რა დავაშავე, რომელიმე ხართ ნორმალურები? საერთოდ პატარა ბავშვები ხომ არ ვართ რამეს რომ ვმალავდეთ, რომ მიყვარდეს არ ვიტყოდი? ან როგორ უნდა მიყვარდეს ეგ როცა.
-როცა რა? გამომცდელად დამაკვირდა გულედანი.
-როცა სხვა მიყვარს, თვალი თავლში გავუყარე და გამეღიმა.
-რა ჯანდაბა გჭირს? რა უნდა იმ დეგენერატს აბა? მეუბნები მეზიზრებაო და საღამოს იმასთან ერთად გხედავენ ტკბილად მოსაუბრეს, რა უნდა ვიფიქრო?
-შესანიშნავი სამეული, ბრავო, იქნებ მკითხოთ მაინც რა მოხდა?
-ხოდა გეკითხები,მიბღვერდა ვახო.
-არ არ მეკითხები, უკვე დაუჯერე სხვას და აქ საჩხუბრად მოხვედით, გარდა მაგისა მგონი ჩემი პირადია და არ გაქვს უფლება, შენ რამე მირჩიო. დაუჯერე ვინმეს ანანო რომ შეგიყვარდა?
-ანუ რას ამბობ? რო ის ნაგავრი.
-არა არ ვამბობ, მეგობრებიც იმიტომ გქვიათ, რომ ჩემი დაიჯეროთ, დამემუქრა იმ საღამოს აკო.
-რატომ არავის უთხარი?
-ვუთხარი, გამეცინა სიმწრით, ვცადე მაინც, მაგრამ არ დამიჯერა,არც თქვენ გჯერათ,კი მაგრამ რა გავაკეთე ასეთი ყველას თვალში მატყუარა რომ ვარ?
-თინანო მისმინე,მოხვევა სცადა ანანომ.
-არ გინდა გთხოვ რა, სულ თქვენს კარგად ყოფნაზე ვიბრძვი მგონი ,რაც მეგობრები ვართ, შენ მაგარი არანორმალური ხარ ამისთანა ბიჭზე, უარს რომ ამბობ,მაგრამ დამიჯერე თავს არ უტყდები, თორემ სიგიჟემდე გიყვარს ეს თავგასიებული,არც შენ ხარ ნაკლები ვახო, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი, როცა გიჭირდა, მაგრამ მე რომ დამჭირდით, არავინ დადექით ჩემს გვერდით,ვამბობ მაწუხებს ეგ ადამიანი თქო, ხომ არ დამიმალავს ,მაგრამ იმ დღეს როცა, უნდა გენახა მოულოდნელად შენმა ბიძაშვილმა დაგირეკა და ჩემი საქმე გადადე, ვახო გაგახსენო?
-ხო მაგრამ.
-ხოდა ეგაა ზუსტად, მე მოვაგვარებ ჩემს პრობლემებს და გთხოვთ პრეტენზიები ნუ გაქვთ, რაღაც- რაღაცეებზე
-ნომერი მომეცი, ფეხზე წამოდგა გულედანი ან სად ვნახო.
-დიდად მადლობელი, არ არის საჭირო.
-გელოდები, ტონს აუწია გულედანმა.
-არა მეთქი, მიბრძანდი შენს ქალბატონთან და მე თავი დამანებე.
-რაღაც ძალიან გულზე მოგხვდა შენ ჩემი ქალბატონი.
-აუდიენცია დასრულებულია, გავუცინე მეგობრებს თეატრალურად, ეხლა თუ გინდათ ყავას დაგალევინებთ.
ის იყო ჩაიდანი შევაერთე ,რომ ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერში.
-იმას რომ დედა აღარ ყავს ეგ ისედაც იცი და ვინ გიყვარს მაგას მერე გავარკვევთ.
კისერში მაკოცა და სწრაფად გაუჩინარდა სამზარეულოდან.გულზე ხელი მივიდე ,რომ პულსი დამეწყნარებინა და ოდნავ გამეღიმა "ღმერთო, როგორ მიყვარხარ."გაღიმებულმა დავასხი ყავა და მეგობრებს შევუერთდი...

საკმაოდ მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა საღამომ,ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ. წამით ალბათ ოთხივეს დაგვავიწყდა, რომ ამ ოთახის გარეთაც არსებობდა ცხოვრება და ჩვენი პრობლემები.საკმაოდ გვიან დავიშალეთ,მაგრამ უაზროდ აკვიატებულმა ფიქრებმა არაფრით დამაძინა,.
-"რამე რომ მოხდეს? აკომ და თორნიკემ, რომ იჩხუბონ ხომ იქნება შენი ბრალი".შემომიტია ალტერ ეგომ და მოსვენებაც დავკარგე.ერთი სული მქონდა გათენებულიყო.როგორც კი მზე ამოვიდა, მაშინვე აკოს ნომერზე დავრეკე,დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მიპასუხა.
-ეს ვის გავახსენდი?
-საქმე მაქვს შენთან.
-გისმენ თინანო.
-ტელეფონით სალაპარაკო არ არის,უნდა გნახო.
-კარგი,ეხლა საქმეზე გავდივარ, რომ მოვალ დაგირეკავ.
-კარგი.
სწრაფად მოვიშორე ყურიდან ტელეფონი და მაგიდაზე მივაგდე.ლამის გავგიჟდი სანამ მოსაღამოვდა და აკომ დამირეკა,სწრაფად გადავიცვი და დანიშნულების ადგილას გავვარდი.
-პუნქტუალური ყოფილხარ,მომესმა აკოს დამცინავი ხმა.
-სალაპარაკო გვაქვს.
-დაჯექი და გისმენ.
-რას გავს შენი საქციელი? რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?
-რაზე ლაპარაკობ? აგრძელებდა ნერვებზე თამაშს.
-წყობიდან ნუ გამომიყვან, იცი რაზეც.
-არ გგონია, რომ ტონს უწევ თინანო?
-ეხლა კარგად მომისმინე და შეუშვი მაგ თავში, მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს და არც არასდროს გვექნება გასაგებია?
აკო ისეთი გამწარებული იყო მეგონა მომკლავდა.
-ეხლა შენ მომისმინე,ყველა ფეხებზე შენი ვახოს ჩათვლით, ნუ გგონია, მაგარი გოგო ხარ,როცა სხვა გიმაგრებს ზურგს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა გასაგებია? შეუშვი მაგ პატარა თავში.
-ხელი გამიშვი,გავიბრძოლე უშედეგოდ.
-ხომ ხედავ, რა უსუსური ხარ ჩემს წინაშე?ის იყო გადმოიხარა,რომ უნდა ეკოცნა და საშინლად ნაცნობი ხმა მისწვდა ყურთასმენას.
-აქ რა ხდება?გულედანმა სწრაფად დამქაჩა უკან და წინ ფარივით ამესვეტა.
-პრობლემები გაქვს ძმაო? გაეჭიმა აკო, თუმცა ვფიქრობ კარგად განსაზღვრა თორნიკეს შესაძლებლობები და ისე ომახიანად ვეღარ იყო.
-პრობლემები შენ გექნება ეხლა, ძალიან ჩვეულებრივად, ერთხელ გაგაფრთხილებ და მეორედ აღარ ვიტყვი, ეს გოგო ჩემი საცოლეა და კიდევ ერთხელ, რომ შეაწუხო, მოგკლავ.
-ვერ გავიგე? რას ქვია საცოლე? ხომ არ უბერავ ბიჭო?
-კიდევ გაფრთხილებ წადი აკო, ნუ გამაკეთებინებ ისეთ რამეს, რაც არ მინდა, თუ ცოტა თავში ტვინი გაქვს უბრალოდ წადი და მადლობა მითხარი ,რომ გიშვებ.
-მომისმინე ბიჭო, აკო გულედანისკენ გამოიწია და მერე არაფერი მახსოვს, მხოლოდ ვხედავდი, როგორ იცვალა თორნიკემ სახე და როგორ იქცა ჩვეულებრივ ცხოველად. ეს არ იყო ის ბიჭი, მე რომ ვიცნობდი,გამეტებით ურტყავდა აკოს და ღრიალებდა. ვერ გავუძელი ამ სანახაობას, ყურებზე ხელი ავიფარე და მანქანასთან ჩავიკეცე,არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, არც ის ვიცი ჩემს უკან რა ხდებოდა, გონზე ხელის უხეშმა წავლებამ მომიყვანა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი თორნიკესთან ერთად მანქანაში.
-სად გავრბივართ?
-მე არასდრის გავრბივარ თინანო, დაიმახსოვრე, მიყვირა წყობიდან გამოსულმა და მაანქანა დაძრა.
-სად მიგყავარ?
-მორჩი კითხვების დასმას თორე ისეთი გამწარებული ვარ ეხლავე მოგკლავ აქ.
-ეს რა იყო? ასე როგორ გაიმეტე ნუთუ საუბრით არ მოგვარდებოდა?
-ამ სამყაროში არ ცხოვრობ გოგო? ეგეთ არაკაცებს არ უნდა ესაუბრო.
-ცხოველი ხარ, ამოვიტირე და სახე ხელებში ჩავრგე
-ხო,ცხოველი ვარ, ესაა ჩემი ნამდვილი სახე,დაუნდობელი ადამიანი, რომელსაც არანაირი გრძნობები არ გააჩნია,გასაგებია? იყვირა გულედანმა და შიშისგან უარესად ავტირდი. თორნიკემ მანქანა გააჩერა და სივრცეს გაუშტერა თვალი.
-კარგი დაწყნარდი,მორჩა, მომეხვია და ჩემი მიხუტება სცადა, თუმცა იმდენად შოკში ვიყავი, ურესად ამიჩუყდა გული და უფრო ხმით ავტირდი.
-კარგი, სუუ ჩუმად,ნუ ფართხალებ,ხელები გამიკავა და გულზე მიმიხუტა,დაწყნარდი, სულ რაღაც ერთი კვირა და წავალ.
-სად წახვალ? თავი წამოვყავი სწრაფად.
-უკან,საიდანაც მოვედი.
-რატომ?
-უნდა ვიბრძოლო.
-რა?რინგს უბრუნდები?ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე.
-ის ჩემი ცხოვრებაა თინანო,მეტი არაფერი გამაჩნია.
-სულ არაფერი? გული დამწყდა მის სიტყვებზე.
-მე ჩემი ცხოვრება მაქვს და დროა დავბრუნდე.
-როდის მიდიხარ?ხმაგაპარულმა ჩავილაპარაკე.
-კვირას არის ფრენა,თინანო მისმინე.
-სახლში წამიყვანე დავიღალე.
გულედანმა უხმოდ დაძრა მანქანა და სახლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია.
-მშვიდობით.
-მემშვიდობები თინი?
-ასე ჯობია,არ მიყვარს მსგავსი სცენები.
-არ გამაცილებ?ხმა გაუტყდა გულედანს.
-ვფიქრობ საჭირო არ არის.ვცდილობდი არ ამტირებოდა.
-შენი ნებაა.ჩაილაპარაკა ცივად.სწრაფად მივატრიალე თავიიმის იმედით ,რომ ოდნავ ხელჩასაჭიდს მაინც დავინახავდი,მწარედ ჩამეცინა და ხმის ამოუღებლად გადავედი მანქანიდან.

თორნიკე ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, გაფრინდა.უნახავად და დაუმშვიდობებლად.ცხოვრება ნაცრისფერი გახდა,ყველგან და ყველფერში მას ვეძებდი. ერთ დროს საზიზღარი სახე,ახლა ყველაზე სანატრელი იყო.ლოგინზე ემბრიონის პოზაში ვიწექი და როგორც ყოველთვის ერთ წერტილს ვუყურებდი.ანანომ ჩუმად შემოაღო კარი და საწოლზე ჩამომიჯდა.
-სადამდე უნდა იყო ეგრე?
-როგორ?
-ცოცხლად იმარხავ თავს, ვერ ამჩნევ?
-ვერა,უხალისოდ წამოვდექი საწოლიდან.
-თინანო რა ხდება გამაგებინე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ,როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რამეს?
-მიყვარს,ამოვილუღლუღე საწყლად.
-ვიცი,მერე რას აკეთებ? რა გინდა აქ?
-და რა გინდა, რომ გავაკეთო?თორნიკეს არ ვაინტერესებ ანანო, ყველანაირი იმედი მოვკალი ჩემი უაზრო საქციელებით, დაგავიწყდა რა დღეში ვიყავი? გაგახსენო, როგორ ვატკინე გული?
-ეგ სამმი წლის წინ იყო ადამიანო.
-გგონია დრო დაავიწყებდა ყველაფერს? უბრალოდ ის ჩემგან განსხვავებით ადამიანია და შევეცოდე ცუდად მყოფი, ხო სამი წელია ,რაც თორნიკეს ვიცნობ და ამ დროის მანძილზე, ერთად არასდროს ვყოფილვართ, ყოველთვის რაღაცას ვაფუჭებდი.
-ხვალ ახალი წელია,2017 წელი დგება თინი.
-მერე?
-მგონი დროა,თავიდან დაიწყო ცხოვრება, თან.
-რა თან? რისი თქმა გინდა?
-ზეგ საღამოს, თორნიკე იბრძოლებს რინგზე.
-რას ამბობ? საიდან იცი? მოწყვეტით დავჯექი სავარძელში.
-ვახომ მითხრა, დილით ესაუბრა.
-მაინც დაბრუნდა, მტკივნეულად შემეკუმშა გული. ჩემი ბიჭი ,ამდენი წლის შემდეგ რინგზე ბრუნდებოდა, ვიცოდი, როგორ უჭირდა ხალხის წინ წარდგენა და მე ამ დროს მის გვერდით არ ვიქნებოდი.
-ვახომ რა თქვა? ძლივს ამოვიღე ხმა.
-ნერვიულობს, თორნიკესთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, გარდა მაგისა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი მაქვს.
-ეხლა რაღა მოხდა?
-ვახომ კონტრაქტს მოაწერა ხელი,თავი დახარა ანანომ.
-რა კონტრაქტს? სადმე მიდის?
-ერაყში.
-რას ბოდავ? ფეხზე წამოვხტი, როგორ დაუშვი ეს? სად უშვებ?
-მე რა შემიძლია? უღონოდ ჩამოყარა ხელები ქალმა. რა ვქნა მითხარი,თუ არ მიყვარს მოვატყუო? მე ნუ მადანაშაულებთ რა, ისედაც გული მაქ დამძიმებული.
-დავიჯერო, არ გიყვარს?
-არა, თინანო არა, ვახო და მე მხოლოდ მეგობრები ვართ, ძნელი გასაგებია? ვერ შევხედავ ისე, როგორც კაცს, არ შემიძლია, რატო არ გესმის?
-მესმის მესმის, დაწყნარდი ეხლა, მე წავალ ვახოს ვნახავ რა იცი რა ხდება, შენ კი კარგად დაფიქრდი, ზოგჯერ ადამიანები გვიან ვხვდებით რაღაც-რაღაცეებს, რომ დავკარგავეთ მერე.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე, შულზე ვაკოცე ტირილის პირას მისულ დაქალს და გარეთ გამოვედი.

როგორც კი გარეთ გამოვდგი ფეხი, მაშინვე თვალში მომხვდა თეთრად გადაპენტილი ეზო. ბენდიერების ტალღამ დამიარა, ვგიჟდებოდი თოვლზე,ვერც გავიგე სეირნობა სეირნობით,როგორ მივედი ვახოს სახლამდე.უჩვეულო ენერგიით დავიმუხტე და კარზე ზარი დავრეკე. რამდენიმე წუთში ზღურბლზე ვახო გამოჩნდა, ნაძალადევად გამიღიმა.
-შემო.
-შენ გამოდი, ნახე გარეთ როგორ თოვს.
-დამელოდე მოვდივარ,ქურთუკი მოიცვა და ქუჩას დავუყევით.
-რა იყო თინი?
-სად მიდიხარ?
-ოჰ,მოგახსენა უკვე?
-სერიოზულად გთხოვ,ხომ იცი რას ნიშნავ ჩემთვის,რატო აკეთებ ამას, ანანოს სჯი?
-არავის არ ვსჯი, მინდა და მივდივარ, რაღაც ხომ უნდა ვაკეთო?
-ვახო გთხოვ, არ წახვიდე.
-არ იტირო რა,ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა,რას არ მივცემდი, ანანოსაც ეგრე გულწრფელად სწყენოდა.
-ხოდა იმის მაგივრდ,რომ იბრძოლო გარბიხარ?
-ამას ვინ ამბობს?გაეცინა ბიჭს,დროა საკუთარ თავზე იფიქრო და მოეშვა,სხვისი პრობლემების მოგვარებას.
-დამეხმარები? ეშმაკურად ავხედე.
-რაში?
-აეროპორტში წამიყვანე.
-რატო? ვერ მიხვდა ვახო.
-მისი ბრძოლა, უნდა ვნახო.
-მართლა? გაეცინა ბიჭს,რა გადარეული ხარ, წამოდი,ხელი მტაცა და სიცილით გავიქეცით სახლისკენ. სულ რაღაც 5 საათში ჩემი ყოვლისშემძლე მეგობრის წყალობით, აეროპორტში ვიდექი და ჩემს რიგს ველოდებოდი რეგისტრაციის გასავლელად. მივდიოდი, იქ სადაც, ის ადამიანი მელოდა, ვისაც ალბათ არ გაუხარდებოდა ჩემი ნახვა,მაგრამ უნდა მეცადა, მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი თავისთვის არ მესაყვედურა.გამთენიისას ჩავფრინდი,სასტუმროში დავბინავდი და დაველოდე როდის მოსაღამოვდებოდა.მოუსვენრად ვატრიალებდი ფურცელზე დაწერილ მისამართს,ბრძოლის დაწყებამდე ერთო საათით ადრე მივედი და საკმაოდ ბნელი ადგილი ავირჩიე, თუმცა რინგს კარგად ვხედავდი,სული დამელია სანამ დაიწყებოდა,რამდენიმე წუთიც და გამოაცხადეს თორნიკეს სახელი და გვარი,როგორც კი ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი სუნთქვა შემეკრა, იმდენად მამაკაცური და სიმპატიური იყო, მინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ ეს ბიჭი მე მეკუთვნოდა.ბრძოლა დაიწო,ყველა მუშტი, რომელიც ხვდებოდა მის მაგივრად მტკიოდა.გულედანი თავგამოდებით იბრძოდა, ლამის დაინგრა დარბაზი, ყველა მის სახელს სკანდირებდა.მოულოდნელად გულედანს მზერა ჩემზე გაუშტერდა,გაოცებული მაკვირდებოდა და სწორედ ამ დროს მოხვდა სახეში,უგონოდ დაეცა ,ნერვიულობისგან იმხელა ვიკივლე, ლამის ხმის იოგები დამაწყდა,არ ვიცი, როგორ გავჩნდი მის სიახლოვეს.
-მიდი, ადექი თორნიკე მიდი ,გაახილე თვალები, ვკიოდი ბოლო ხმაზე და ხელებს ვურტყამდი. გულედანი წამოდგა და ბოლომდე იბრძოლა, მოიგო რა თქმა უნდა.
-ფეხი არსად გაადგა,დამიბღვირა სანამ გასახდელში შევიდოდა. "აი ეს ჩემი ბიჭია" გამეცინა და გასასვლელისკენ გადავინაცვლე..
სულ რაღაც ნახევარ საათში გამოჩნდა თორნიკე, უხეშად მტაცა ხელი და მანქანისკენ წამაპორწიალა,ყველანირ შეხვედრას ველოდი, ამის გარდა,ცოტაც და ავტირდებოდი.უხმოდ გამიღო მანქანის კარი და ღვედიც თვითონ შემიკრა გაკვირვებულს,უკვე ვნანობდი ჩემს უზრო საქციელს და აქ ჩამოსვლას,მალულად გავაპარე თვალი მისკენ და გული უარესად მეტკინ,. ამდენი სისულელე ,რომ არ ჩამედინა ვინ იცის, იქნებ ეხლა ჩემს გვერდით სიურპრიზით გახარებული თორნიკე მჯდარიყო.ფიქრებში ვერც მივხვდი როდის მივედით, მხოლოდ კარების მიჯახუნებამ მომიყვანა აზრზე.გულედანმა მანქანას მოუარა და ჩემს მხარეს კარი გამოხსნა.
-წამოდი, დაიჩურჩულა დაძაბული ხმით და ეზოში გაუჩინარდა, დასჯილი ბავშვივით მივყევი უკან.
-აქ რას აკეთებ?დაიწყო მაშინვე.
-შენთან ჩამოვედი.
-რანაირად? ყოვლისშემძლე ხარ?
-ყოვლისშემძლე მეგობარი გვყავს,მან ყველაფერი გააკეთა შენს ორთაბრძოლას ,რომ დავსწრებოდი.
-ხო გამახსენდა,მეგობარი ,რომელიც შენი უაზრო დაქალის გამო, ერაყში მიდის.
-თორნიკე გთხოვ,ამდენი იმისთვის არ მიფრენია, რომ მათზე ვილაპარაკოკთ.
-აქ რა გინდა თინანო? ეს ადგილი შენთვის არ არის.
-შენთან ჩამოვედი, მე, მე მეგონა რომ.
-ხომ გითხარი ერთხელ, რომ გაპატიე, მორჩა დავივიწყე ყველაფერი.
-ხო მაგრამ,მე შემიყვარდი.
-რა თქვი?ხვდები რას მეუბნები? ასე არ შეიძლება გესმის? არ გაბედო მსგავსი რამის თქმა.
-გთხოვ, მომისმინე.
-დაგაგვიანდა,ძალიან დაგაგვიანდა, მე არ მიყვარხარ,ის კი არადა საერთოდ თავს, რომ არ მახსენებდე არც გაგიხსენებდი.
-რას ამბობ? თალები ცრემლებით ამევსო.
-სიმართლეს,კი გეთანხმები, მაშინ სვანეთში ფანჯრიდან დაგინახე,ვახოს უკან მოყვებოდი და მაშინვე თბილი გრძნობები გამიჩნდა შენს მიმართ,ალბათ თავდავიწყებით შემიყვარდებოდი ცოტა სხვანაირად, რომ მოქცეულიყავი იმ დღეს.
-ვიცი, განა არ ვიცი, რა სულელი ვარ,უბრალოდ ვიფიქრე რომ.
-ცუდად იფიქრე, მაპატიე თუ რამე ისე ვერ გავაკეთე როგორც საჭირო იყო, მოდი ნუ ვიჩხუბებთ დღეს ხომ ახალი წელია, 2017 წელი თენდება, მართალია შეიძლებოდა სხვანაირად ვყოფილიყავით,მაგრამ გამიგე გთხოვ, შენმა საქციელებმა და სიტყვებმა ჩემში ყველაფერი ჩაკლა.
-2017 წელი, სამი წელი გასულა იმ დაწყევლილი დღიდან.
-კი სამი წელი გავიდა, რაც გაგიცანი,მაგრამ დრო არაფერს ცვლის, ტყუილია რომ ამბობენ ტკივილებს კურნავსო, სამი წლის შემდეგ, უფრო გამიჭირდა შენი ნახვა,თინანო მისმინე.
-მოდი მე წავალ, შეცდომა იყო ჩემი აქ მოსვლა.
-სად წახვალ ამ დროს? გაგიჟდი ხო? თან ახალი წლის ღამეა.
-მივხედავ საკუთარ თავს.
-ეხლა ნუ გამაბრაზებ,დღეს დარჩი და ხვალ მეთვითონ მიგიყვან აეროპორტში.
ყურებმა წუილი დამიწყო, ბოლო იმედიც, რომ გულედანი მხოლოდ მსჯიდა გადამეწურა. მართლა არ ვუყვარდი ამ ადამიანს და მე კიდე ვიდექი აქ მის წინ და იმ სიყვარულს ვმათხოვრობდი, რომელიც საკუთარი ხელით დავკარგე.დავიგვიანე პატიების თხოვნა,მთელი სხეული მიკანკალებდა, აუტანლად მინდოდა, უმაღლეს ხმაზე მეყვირა, რომ სიცოცხლეს მერჩივნა,რომ თუ გამიშვებდა აუცილებლად მოვკვდებიდი მის გარეშე,თუნდაც მეთხოვა ერთი შანსი კიდევ მოეცა.თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ცრემლებმაც არ დააყოვნა.
-ოდესმე გიყვარდი?.
-ვაპირებდი შენს სიყვარულს.
-კარგად იყავი,მივაყვირე და უკანმოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან. გარეთ საშინელი სიცივე და სიბნელე იყო. ბუნდოვნად მესოდა გულედანის ხმა, რომელიც დაბრუნებას მთხოვდა, მომყვებოდა უფრო სწორად მომზდევდა,ერთი პირი ვიფიქრე გავჩერებულიყავი, რადგან ჩემთვის უცხო ადგილას ვიყავი და ეხლა თავმოყვარეობის გაღვიძება არფერს მარგებდა, მაგრამ არა, სირბილით გადავირბინე მაგისტრალი და საბურავების დამუხრუჭების ხმამ ადგილზე გამყინა.სწრაფად მოვტრიალდი და ხმამაღლა შევკივლე, თორნიკე უძრავად ეგდო ქუჩაში,თვალთ დამიბნელდა,ვერ ვიხსენებ, როგორ გავჩნდი მასთან,როგორ ვეხვეწებოდი თვალები გაეხილა.არც ის მახსოვს სასწრაფოს ექიმებმა ,როდის გამომგლიჯეს მისი თავი ხელიდან.ინსტინქტურად დავყევი პოლიციის ნებას და საავადმყოფოში წავედი,ალბათ ორი საათი მიანც ვცემდი ბოლთას ფოიეში,უაზროდ ვკანკალებდი და ჩემს მიერ ჩადენილ კიდევ ერთ უაზრობაზე ღმერთს პატიებას და გადარჩენას ვთხოვდი.ბოლოს რაც ჩემმა მხედველობამ აღიქვა, საოპერაციო ბლოკიდან გამომავალი ექიმი იყო, რომელმაც დანანებით მოიხსნა ქუდი და თავი გააქნია. მივხვდი, ან რათ მინდოდა სიტყვები,ისედაც ვიცოდი რომ დავკარგე. შეურაწყოფა და გულის ტკენა არ ვაკმარე და ჩემი ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს.ძლივს ჩამოვბობღდი კიბეზე და უაზროდ გავედი ქუჩაში. აზრზრე ეკლესიის კართან მოვედი,ხატებთან მუხლებზე დავემხე და თითქოს ერთიანად იფეთქა ყველაფერმა, თთქოს მხოლოდ ეხლა მივხვდი რა ჩავიდინე.
-ღმერთო გთხოვ,მიშველე, ოღონდ მომეცი საშუალება დანაშაული გამოვასწორო, მაკმარე ეს გაკვეთილი, გთხოვ უფალო ეხლა ნუ მიმატოვებ....
აზრზე ჩემი სახელის დაძახებამ მომიყვანა,სწრაფად წამოვყავი თავი და გაკვირვებულმა გავხედე ჩემს კურსელს,გიჟივით მოვათვალიერე აუდიტორია.
-თინანო ლექციაზე დაგეძინა? გახეთქა ვახომ შენი ტელეფონი,გამიცინა მაკამ.
-რა? სად ვარ? ვინ ვახომ?
-რამე დაგესიზმრა გოგო? გაეცინა ,სად იქნები ლექციაზე ხარ გეპეიში,რამდენი ხანია ვახო გირეკავს უკვე.
-რომელი წელია? ხმა გაპარულმა ვიკითხე.
-2014 თინი,გამიცინა დ უარესად გაშტერებული დამტოვა.
გაბრუებუულმა ჩამოვიარე უნივერსიტეტის კიბე, ზუსტად ისევ იქ იდგა ,ვახო იმავე მანქანით, სწაფად ჩავჯექი და იგივე ტექსტი მოვისმინე რაც უკვე ვიცოდი,გული ამოვარდნას მქონდა, ნუთუ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და ერთი შანსი მომცა, შანსი ყველაფრის გამოსწორების.წამებს ვითვლიდი სვანეთამდე,ნაცნობი სახლის დანახვაზე, ხომ საერთოდ კინაღამ ადგილზე მოვკვდი,საუკუნედ მომეჩვენა კარებიდან სახლამდე მანძილი,შეშინებულმა ავხედე სახლის ზღურბლს და რომ არ მეკივლა პირზე ხელი ავიფარე, ის იდგა თორნიკე გულედანი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ყველაზე ლამაზი სახით.გამეცინა უკვე ბედნიერებისგან,მის გამოწვდილ ხელს, ჩემი შევაგებე და დამეფიცება არ მომჩვენებია ,თვალი ჩამიკრა.......
არ ვიცი რა იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ სიზმარი, ლამაზი სიყვარულის ისტორია თუ შანსი დაგვიანებული პატიების მიღების,მხოლოდ ერთი ვიცი, რომ გულედანი არსად წასულა,არც სახლიდან გამოვუგდივარ,არც ვახოს დაბადების დღეზე გვიჩხუბია და არც რინგზე დაბრუნებულა.
2017 წლის 31 დეკემბერია, ახალი წლის მოსვლას წუთები აკლია, სვანეთში ვართ ყველანი,მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ და ველოდებით, როდის ჩამოკრავს საათი თორმეტს.დაიწყება ახალი წლის ათვლა და ახალი ცხოვრება ჩვენთვის.....
ეს არის ალბათ მწარე გაკვეთილი ცხოვრებისგან,რომელსაც ვფიქრობ წარმატებით ჩავაბარებ.



№1  offline წევრი whidout name

მაგარი ისტორიააა. ერთი პერიოდი ვნანობდი კიდეც მის წაკითხვას მაგრამ ბოლოს ყველაფერი შეიცვალა.ჩემი აზრით ყველა ადამიანს უნდა ქონდეს შანსი გამოასწოროს თავისი დანაშაული.მართალია ამ ისტორიაში ყველაფერი ეს ზღაპრულად მოხდა მაგრამ არაჩვეულებრივია მაინც გამოსწორებული შეცსომით და ბედნიერი დასასრულით????????????

 


№2  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგი ისტორიაა..
დიდი ხანია ამ საიტზე აღარ წამიკითხავს არაფერი და ძალიან გამიხარდა ასეთი სასიამოვნო ისტორიის კითხვა.
ბოლო ნაწილი სულ ცრემლების ყლაპვით ჩავიკითხე.
ახლაც ცრემმლიანი თვალებით გიწერ კომენტარს.მართლაც რომ უმაგრესია. kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

აუ სასწაული ისტორიააა❤️❤️???????? მერამდენედ ვკითხულობ უკვე და ისევ იგივე ემოციები მაქვს????❤️ დაგვიბრუნდი რა ახალი ისტორიებით

 


№4 სტუმარი სტუმარი დიკო

ანუ ბოლოს ვახოს და ანანოს რა ბედი ეწიათ?

 


№5 სტუმარი ანიუტა

საოცარი ისტორიაა საინტერესო პერსონაჟებით. დასასრული მომეწონა.????

 


№6 სტუმარი სტუმარი ელა

ვსიმეეეე ამდენი ემოცია სიზმარს შევწირე?????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent