როგორ მოვარჯულოთ ტირანი (თავი 2)
თავს მინას ვადებ და მორბენალ ხეთა რიგრს თვალს ვერ ვწყვეტ,მინდა მალე მივიდე დანიშნულების ადგილადე,დრო გავიყვანო როგორმე მაგრამ მანქანაში ერთ ადგილას მჯდარმა რამით დრო გაიყვანო ცოტა არ იყოს და რთულია. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ გონებაში ჩემს სანუკვარ ოცნებას,თითქოს და ამიხდა უკვე „მე ვდგავარ უზარმაზარი სამზარეულოს შუა გულში და ხელში მიჭირავს დიდი და მბასრი ხორცის საჭრელი დანა,აქა-იქ სხვა მზარეული დამხმარეები დაიარებიან და თავიაანთ საქმეს საგულდაგულოდ ასრულებენ.თავზე დაფარებულ მოკლე ქუდს მარცხენა ხელით ვისწორებ და მომღიმარი სახით მითითებებს ვაძლევ დამხმარეებს,ისინიც მაშინვე ასრულებენ ყველაფერს“ ოცნებებში გადაკარგულს მძღოლის ხმა მაფხიზლებს -მოვედით ჩემო კარგო-თავს მინიდან ვწევ და ვუღიმი მას,ჩანთიდან საფულეს ვაძვრენ და ოც ლარიანის ძებნას ვიწყებ -გამომართვი-ვაწვდი მძღოლს და ისიც მაშინვე იწყებს ხურდების ამოკრეფვას გამჭვირვალე პატარა პარკიდან,ლარიანებით მაწვდის ჯამში ხუთ ლარს,მეც ვართმევ და მანქანიდან უსიტყვოდ გადმოვდივარ..ჩემს წინ აშხლართულ ორ სართულიან შენობას ცოტა ხანს ვაკვირდები,დიდ იმედს ვიტოვებ რომ სამსახურში ამიყვანენ,პირჯვარს ვიწერ და შენობის შესასვლელისკენ ვიღებ გეზს.კარი თავისით იღება,შენობაში შესვლისთანავე თვალები მიფართოვდება,მსგავდი სილამაზე ჯერაც არ მინახავს. დარბაზის შუა გულში ვეებერთელა ცრემლის ფორმის ჭაღი კიდია,იატაკზე უზარმაზარი ყავისფერი ნოხი აგია,აქამდე ვერც კი წარმომედგინა თუ სადმე იშოვებოდა ამხელა ნოხი. მრგვალი ფორმის მუქი ხისფერი მაგიდები ალაგია,თვითოეულ მაგიდაზე პაწაწინა გამჭვირვალე საყვავილეში ჩალაგებული წითელი ვარდებია,თითო მადგანში ზუსტად სამ-სამი. საყვავილის გვერდით ქვიშის საათებია,აზრად არ მომდის ეს ქვიშის საათები საერთოდ რა საჭირო იყო მაგრამ ლამაზი კია.. ჩემკენ სათვალიანი ქალი მოემართება,იღლიაში უზარმაზარი რვეული აქვს ამოჩრილი და მარცხენა ხელში კალამი უკავია,მიახლოვდება და ცალყბად მიღიმის -რით შემიძლია დაგეხმაროთ,მაგიდის დაჯავშვნა გინდათ?-რვეულს შლის და საწერად ემზადება -არა,აქ სამსახურის თაობაზე ვარ მოსული-ვუღიმი მე-გავიგე სამზარეულოში დამხმარე გჭირდებათ -ქალი ურცხვად იწყებს ჩემს თვალიერებას თავიდან ფეხებამდე -არა -რა არა? -ვერ მიგიღებთ -მაგრამ რატომ? არც გამსაუბრბიხართ -არა და ვსიო-მოკლედ მიჭრის და ჩემკენ ზურგით ტრიალდება.საერთოდ ვერ გავიგე ამ წამს რა მოხდა,დავიჯერო სახეზე შემატყო რამე უწესრიგოდ ? თითქოს სარაფანიც ჩვეულებრივია და ნორმალური..გაღიმებული სახითვე ვტრიალდები უკან და ჩემს ოცნებას ასე ვემშვიდობები შენობიდან გამოსვლით... ამ იმედგაცრუების შემდეგ კიდევ რამდენიმე პატარა რესტორანშიც ვიყავი,ზოგგან მითხრეს რომ დამირეკავდნენ ზოგგან საერთოდ არაფერი მითხრეს..გაგიგიათ ასეთი რამ? ადამიანს მუშაობა გინდოდეს და ვერ იწყებდე? უკვე მოსაღამოვებულს ქუჩის ბილიკებს ფეხით მივუყვები,იმის მიუხედავად რომ დღე დიდი იმედით დასრულდა სავალალოდ ჩემთვის,ისევ უმუშევარს მიწევს შინ დაბრუნება და ლელას დამცინავი სიტყვების მოსმენა,ეს რა უბედური დღეა ვერ ვხვდები საერთოდ.. გუნება წამხდარი პარკში ვჩერდები და ცოტა ხანს გრძელ ხის სკამზე ვჯდები,ახლა მოწყენას და გაბრაზებას სულ არ აქვს აზრი ჯობია რამე სხვა მოვიფიქრო იმისთვის რომ დავკავდე.. უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც მშობლები გვეხმარებიან,ცოტა უხერხულიც კია უკვე ჩემთვის,თვითონ უკვე ასაკში არიან და იმის მაგივრად რომ მე ვაძლევდე ფულს ისინი გვიგზავნიან აქეთ. ჩემთან შედარებით ლელა უფრო ეშმაკი აღმოჩნდა ამ საქმეში,უკვე ორი თვეა მიმტანად მუშაობს ღამის ბარში და რასაც ვამჩნევ ნორმალური ხელფასიც აქვს,ყოველ შემთხვევაში თავისთვის ყველაფერს ყიდულობს რაც სჭირდება და ზოგჯერ პროდუკტიც მოაქვს სახლში..ამ ყველაფერზე ფიქრი უფრო მთრგუნავს,ჩემს გარდა ყველა საკუთარი თავის პატრონია.. შინაგანად ვგრძნობ როგორ მიჩნდება ბრძოლის სურვილი,აქ დანებებას არ ვაპირებ და დღევნდელი დღეც უბრალოდ ცდად უნდა ჩავთვალო ამ წამიდან,ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს.. პარკში მოსეირნე წყვილებს,თინეიჯერებს და მშობლებს რომლებიც ბავშვებს ასეირნებენ თვალს ვერ ვწყვეტ. უცნაური სიწყნარეა დღეს ამ პარკში,არც ბავშვები ტირიან და არც ვინმეა მოწყენილი. ვიღიმები და ვცდილობ საკუთარ თავს ძალები აღვუდგინო ოპტიმიზმით,ჩემდაუნებურად ვხვდები რომ ფეხსაცმლის თასმები გახსნილი მაქვს,ვიხრები სკამზე მჯდარი და კარგა ხოშიანად ვკვანძავ,ვამჩევ ჩემს ფეხებთან როგორ აჩერებს ვიღაც საბავშვო ეტლს,რომელსაც შავი თხელი საბურავები აქვს. ვიწევი და წელში ვიმართები,ჩემს წინ მდგარ ახალგზარდა გოგოს გავყურებ და ვერ ვხვდები რატომ მაშტერდება ასე დაჟინებით -უკაცრავად...ერთმანეთს ვიცნობთ?-მაინც ვერ ვითმენ და ვეკითხები -არა,მაგრამ შემოთავაზება მაქვს-მიღიმის და გვერდით მიჯდება..საინტერესოა რა უნდა შემომთავაზოს ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ? -ეს ჩემი ძმის შვილია -იწყებს ნელა და გარკვევით -საყვარელი ბავშვია ძალიან-ვიწევი ეტლისკენ და მძინარე ჩვილს წამით დავყურებ -კი ნამდვილად,მე ნინო მქვია ცნობისთვის...ახლა ხანს გამოვედით სასეირნოდ და ვიფიქრე ვინმეს აღმოვაჩენდი ისეთს ვისაც ამას ვთხოვდი -წარბებს კრავს საწყლად -ჩემი ძმა დაკავებული კაცია,ბიზნესის სათავეშია და დრო საერთოდ არ რჩება გაბრიელისთვის,დავირდი ძიძას მოვნახავ თქო-ახლა ვხვდები საითაც მიყავს ნინოს საუბარი-თავიდან სპეციალურ სააგენტოებსაც კი დავუკავშირდით,დაახლოებით ათი ძიძა გაუშვა გიგამ უკვე იმის გამო რომ რაღაცეები არ მოსწონდა,არც მე ვიცი რა და კითხვასაც არ აქვს აზრი მაინც არ მიპასუხებს...დავირდი რომ მე ჩავერეოდი ახლა ძიძის ძიების საქმეში,ხოდა შენ შემრჩი ხელებში პირველი-არც კი ვიცი რა ვუპასუხო,ცოტა ვიბნევი,ბავშვისკენ კიდევ ერთხელ ვაპარებ მზერას -მაგრამ ის ხომ ასეთი პატარაა-ათასი კითხვა მიჩნდება გონებაში-მე არც გამოცდილება მაქვს და არც ვიცი როგორ უნდა მოვუარო ბავშვს -უარს ნუ მეტყვი გევედრები-ხელზე ხელს მკიდებს-გეხვეწები,უკვე აღარ შემიძლია ჩემი ძმის ტანჯვის ყურება,საუკეთესოს ეძებს და ვერ პოულობს -მაგრამ მე უარესი ვარ ნინო -ვიცი რომ არ ხარ უარესი,რამდენიმე დღის წინ დაგინახე ამავე პარკში ბავშვებს რომ ეთამაშებდი,ვფიქრობ შეგიძლია გააკეთო ეს,მე დაგეხმარები,გასწავლი დრო და დრო ყველაფერს რა როგორ უნდა გააკეთო ჩვილ ბავშვთან-არ ვიცი ასე რატომ მთხოვს მაგრამ აშკარაა გულწრფელია ახლა,არმინდა რომ ამხელა პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე და არც უარის თქმა მინდა -შეიძლება დავფიქრდე? -კი,რათქმა უნდა,მგრამ მალე მოიფიქრე-საერთოდ როგორ უნდა მენდონ მე არც კი ვიცი -ახლა წავალ გიგა მოვა მალე სახლში სანამ გაბრიელს დაეძინება იქნებ მოასწროს ნახვა ნორმალურად ბავშვის-ამბობს და ფეხზე დგება,ეტლის უკანა ჯიბიდან აძვრენს ფურცელს რომელზეც ნომერი წერია-დამიკავშირდი ამ ნომერზე-მიღიმის და მიდის.. დღეს ყველაფერი უცნაურია.. სახლამდე მისული სადარბაზოს შესასვლელთან ვიწელები,ვშლი ხელებს და მერე ისევ უღონოდ ვუშვებ ქვემოთ,ჯერ კიდევ ნინოს შემოთავაზებაზე ვფიქრობ,არ ვიცი რა ვქნა . კიბეებს გაბრუებული ავუყვები,მესამე სართულამდე ისე ავდივარ რომ ვერც კი ვამჩნევ და კარზე ვაკაკუნებ -ნახე რამე?-ჯერ სახლში არ შესულს ლელა უკვე კითხვებს მაყრის -ვერა -დავიჯერო არავის უნდა მზარეული? -არ ვიცი ლელა,არ ვიცი,მაგრამ პარკში უცნაურ გოგოს გადავეყარე-გრძელ ტყავის ტახტზე ვენარცხები,ლელა გვერდით მისკუპდება და ცნობისმოყვარე თვალებით მაშტერდება -ვინ გოგოს? ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები ლელას,სიტყვა სიტყვით.გაოგნებული საზურგეს ეყრდნობა და ტუჩებს ბრიცავს -უარი არ უთხრა-უეცრად მეუბნება -რას ლაპარაკობ ლელა აბა -არ უთხრა უარი მეთვთქვი-მკაცრ სახეს იღებს-უნდა სცადო,თუ რამე არ მოეწონება ისგიგა შენც გისვრის გარეთ და ეგ იქნება,მაგრამ უნდა სცადო-მიღიმის და რატომღაც პირველად ვეთანხმები ლელას.-მიდი დაურეკე ახლა იმ ნინოს და უთხარი რომ იმუშავებ-ჟურნალის მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს მაწვდის. ჯიბიდან ფურცელს ვაძრობ და ნინოს ნომერს ვკრეფ,ზარი გადის და მალევე მასუხობს -გისმენთ -გამარჯობა ნინო,ანაბელი ვარ,დღეს რომ ვისაუბრეთ პარკში -უი ხო-იცინის-როგორ ხარ ? მოიფიქრე პასუხი ? -კი და მაგის გამო გაწუხებ ამ დროს,ვიცი გვიანია -ჩემს წინ კედელზე დაკიდულ დიდ საათს ავყურებ,უკვე თერთმეტი საათია -არ მაწუხებ,პირიქით -მე ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე რომ უნდა ვცადო-ცოტა ხანს სიჩუმე ისადგურებს ჩვენს შორის -ღმერთო ჩემო-მესმის ნინოს ბედნიერი ხმა-დიდი მადლობა ანაბელ,დიდი მადლობა მართლა,გიგას ვეტყვი ახლა,მისამართს გამოგიგზავნი და ხვალ ამ მისამართზე მოდი,გიგა გაგესაუბრება -კარგი-ყურმილს ვკიდებ და მაშინვე ჩემს ოთახში შევრბივარ..კარადიდან ყველაფერს ვყრი რაც კი გამაჩნია,რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყურებოდე რომ ამ ჯერადაც არ გამომიქნიონ ასე საწყლად როგორც დღეს..მთელ ღამეს თეთრად ვათენებ და მეორე დილით ჩემდაგასაკვირად ენერგიამოზღვავებული ვიწყებ მზადებას... ნინოს სახლამდე მისასვლელად ტაქსის ვიყენებ დღესაც და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს იგივე მძღოლს შევხვდი დღესაც როგორც გუშინ.. მთელი გზა საუბარს არ ვწვეტთ,ცოტაც და მსოფლიოს ეკონომიკურ საკითხებზეც გადავალთ,ასე მგონია ჩემს სისხლით ძმას ვესაუბრები,საერთო თვისებებიც კი აღმოგვაჩნდა სურვილებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჩემთვის უცნობ გზას ფანჯრიდან გავყურებ და ვტკბები ჩემი ქალაქის აურზაურის ყურებით.. ცოტა ხანში მიწყნარებულ ადგილზე გავდივართ,რატომღაც სურვილი არც მაქვს ვიკითხო რა ადგილზე ვართ და ბოლომდე მომთმენად ველი დანიშნულების ადგილამდე მისვლას.. -მგონი მოვედით,ტელეფონის რუკას თუ დავუჯერებთ-იღიმის მძღოლი (ნიკა) ტელეფონს ჩანთიდან ვიღებ და ნინოს ვწერ რომ მოვედი უკვე და გარეთ გამოვიდეს,არც კი მჯერა რომ შეიძლება ამ სახლში ვიმუშაო,უზარმაზარი ნაცრისფერი ჭიშკარი არის აშხლართული ჩვენს წინ,შიგნით რა დამხვდება უკვე წარმოვიდგენ კიდეც.. ჭიშკრის კარები იღება და ნინო გამოდის შავ კაბაში გამოწყობილი,მომღიმარი და მშვიდი სახით,ხელში გაბრიელი ყავს და ზედ გულმკერდზე ჰყავს მიკრული..ცოტ ვნერვიულობ კიდეც,არც კი ვიცი გაბრიელი და მე როგორ გავუგებთ ერთმანეთს,გამიგია ბავშვები ყველაფერს გრძნობენო და ვაითუ იგრძძნო რომ უცხო ვარ მისთვის ? ამაზე ფიქრისაც კი მეშინია... მანქანიდან გადავდივარ და ნინოს ვესალმები -გამომყევი-მეუბნება და წინ მიდის,მე უკან მივდევ. ეზოში უამრავი სახეობის ყვავილი მხვდება,აქეთ-იქით ქოთნებში ჩალაგებული და შუა გულში ფილებისგან გაკეთებული ბილიკია რომელსაც სამ სართულიანი სახლის კარამდე მივყავართ.. ნელი ნაბიჯებით მივყვები ნინოს,თან ვათვალიერებ ყველაფერს და ასე მგონია სამოთხეში მოვხვდი,ენით აღუწერელი სილამაზე და სიმშვიდეა აქ. უზარმაზარი საქანელა რომელზეც ადამიანს შეუძლია დაისვენოს,საღამო მშვიდად გაატაროს,ეზოში უზარმაზარი ხის ქვეშ მდგარი გრძელი ხის მაგიდა თავისივე სკამებით,ცოტა ხანს ნინოს უკანა ეზოშიც გავყავარ,აქ კი სულ სხვა განზომილება მხვდება.. ვეებერთელა აუზი,რამდენიმე შეზლონგი და უზარმაზარი ქოლგები,გარეთ გაკეთებული კონფრტული ბარი.. ჩემს სიცოცხლეში ასეთი სახლი და ეზო ჯერ არ მინახავს.. ემოციებში მყოფი ხმას ვერ ვიღებ,უკან დავყვები ნინოს,ის კი ყველაფერს ზედაპირულად მათვალირებინებსს (შემდეგ ჯერზე თავად მივხედავ დაზვერვის საქმეს)... წინა ეზოში ვბრუნდებით და სახლის კარს ვუახლოვდებით,კარს ნინო ხსნის და პირდაპირი გაგებით ვხვდები 21-ე საუკუნის ყველაზე ლამაზ სახლში.. უზარმაზარი მისაღები საერთოდ შოკირებულს მტოვებს,აქ ყველაფერი ნამდვილად უძვირფასესია,მინდა ხელით შევეხო ნივთებს მაგრამ... -მოკლედ,აქ დაჯექი ცოტა ხანს-მიმითითებს გრძელი ნაცისფერი სავარძლისკენ,უხმოდ ვასრულებ რასაც მეუბნება..უხერხულად ვგრძნობ თავს,მუხლებზე ხელებს ვილაგებ და ოდნავ ვქანაობ წინ და უკან,იმედი მაქვს დღეს მაინც გამიმართლებს.. მალევე ჩამოდის ნინო მეორე სართულიდან -ახლავე ჩამოვა გიგა-მეუბნება და ჩემს წინ ჯდება... მომღიმარი სახით ვაშტერდები კედელს,არც კი ვიცი უნდა შევხედო თუ არა რამე სხვას.. უცაბედად ჩემს წინ რაღაცა შავი დგება,თვალებს რამდენჯერმე ვაფახუნებ და ზემოთ ვიყურები... არც კი მჯერა ღმერთო ჩემო.... ჩემს წინ ის უჟმური კაცი დგას,შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ზემოდან დამყურებს თავისი ჩვეული სახის მიმიკით..ფეხზე ვდგები,არ ვიცი რა ვთქვა ან რა გავაკეთო,ვუთხრა გამარჯობა თუ არა,გავიღიმო თუ არა. -გიგა ეს ის გოგოა გუშინ რომ გეუბნებოდი-ეუბნება ნინო,მას კი სახე წამითაც კი არ ეცვლება. ჩემზე სამი თავით მაღალი ჰალკი ასე უბრალოდ მაშტერდება და დისკომფორტს მიქმნის,უკან იხევს და სავარძელში ესვენება,ფეხს ფეხზე იდებს და მარჯვენა ხელის თითეებს ათამაშებს -გასაგებია-პასუხობს გიგა.უფროსწორედ ბატონი გიგა -გაიცანი ანაბელ,ეს ჩემი ძმაა,გაბრიელის მამა-ასეთი დამთხვევაც არ შეიძლება...რაღა მაინც და მაინც ეს კაცი ?! -დიახ,სასიამოვნოა,გასაგებია-დაბნეული ვპასუხობ -ესეიგი,ანაბელი,ხომ?-მეკითხება გიგა და თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ-კარგი..რამდენი წლის ხარ ანაბელ? -ოცდაშვიდის -გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის? -მერწმუნე შესანიშნავი გოგოა-ეჭრება საუბარში ნინო -გიმუშავია ადრე ამ სფეროში?-აგრძელებს გიგა -უმუშავია-პასუხობს ნინო და ვერ ვხვდები რატომ ატყუებს.. -იქნებ ანაბელმა გამცეს პასუხები კითხვებზე?-მკაცრად კბენს დას გიგა და ისიც წამში ჩუმდება -შვილი,ქმარი გყავს? -არ მყავს -ანუ როცა საქმეს დასჭირდება ღამე დარჩენას შეძლებ-ეს კითხვაც კი არ იყო ღმერთო ჩემო...-გამომართვი ეს სიაა-ჯიბიდან დაკეცილ ფურცელს იღებს,მაწვდის და მეც მაშინვე ვაცლი ხელებიდან-აქ წერია რომელ საათზე უნდა ჭამოს,რა დოზით,რამდენჯერ დღეში,როდის უნდა დააძინო,გაასეირნო,გამოუცვალო,აბანაო და ასე შემდეგ. -გასაგებია-ფეხზე დგება გიგა და მაშინვე სახლიდან გადის...შვებით ამოვისუნთქე,სულ ეს იყო? -წამოდი გაბრიელთან აგიყვან,მე სახლში უნდა წავიდე-მეუბნება ნინო და ფეხზე დგება -აქ არ ცხოვრობ? -არა რა თქმა უნდა-ეცინება მას...საუბარ-საუბარში მეორე სართულზეც ავდივართ,გაბრიელის ოთახში შევდივართ და კარს კეტავს ცოტა ხნით.. რაღაც წვრილმანების ახსნას მიწყებს,რომელ კარადაში და უჯრაში რა აწყვია. რატომღაც არ მგონია რომ გამიჭირდეს,თან ბავშვიც მშვიდი ჩანს... ცოტა ხნიანი საუბრის შემდეფ ნინო მემშვიდობება და მიდის,მე კი გაბრიელის ოთახში ვრჩები.. დიდ თეთრ საწოლში მძინარე გაბრიელს თავზე ვადგები,თითებს პატარა თითებზე ვუსვამ და მეღიმება,რა ატარაა ღმერთო,უსუსური და დაუცველი,ისეთი თეთრი,თოვლივით თეთრი კანის მქონე და ვაშლივით გაწითლებული ბურთულა ლოყები.. -აშკარად არ გავხარ მამას-ხმა დაბლა ვეუბნები,გაბრიელსაც ძილში ეცინება და შოკირებული უკან ვიწევ-არ არსებობს-მეცინება და პირზე ორივე ხელს ვიფარებ-იცინი?-ისევ ვუახლოვდები,ახლა უკვე თვალებდაჭყეტილი შემომციცინებს და მიღიმის-შენ რა ტკბილი ხარ პატარავ-ცხვირს ვჭმუხნი და ხელში ვიყვან,მადლობა ღმერთს ბავშვის დაკავება ვიცი მზობლის შვილებზე პრაქტიკის გავლის წყალობით. თავით ჩემკენ ვიკრავ სხეულზე,მის შავ თვალებს ვაშტრედები და ვტკბები ყურებით,ჯერ კიდევ არ მჯერა ამ დღის... გაბრიელის ოთახში მდგარ სარწეველა სკამზე ვჯდები,მუხლებზე ვიწვენ ბავშვს და მის პატარა მუშტებში ჩემს ცერა თითებს ვაქცევ -წარმოდგენაც კი არ გაქვს რა იღბლიანი ხარ შენზე ასე რომ ზრუნავენ,შენ ისეთი პატარა ხარ,ისეთი საყვარელი,სუნიც კი ისეთი განსხვავებული გაქვს,მგონი შეუყვარდი ანა დეიდას იცი?-ველაპარაკები და საკუთარ თავზე თავადვე მეცინება... ოთახში გიგა შემოდის,არ ვიბნევი,ისე ვიქცევი თითქოს მის შემოსვლას ვერც კი ვამჩნევ -როგორ მიდის საქმე-მეკითხება გიგა -ვფიქრობ კარგად,მგონი ერთმანეთს გავუგეთ უკვე -შენთვისვე უკეთესი,ნახევარ საათში რძე აჭამე,ფურცელზე წერია ყველაფერი-უხეშად მეუბნება და ოთახიდან ისევ გადის... ეს რა ქვა არის მოკლედ ღმერთო ჰა ? გაოგნებული ვხევდები სარწეველა სკამზე ისე რომ ხელებს არ ვუშვებ გაბრიელს,საინტერესოა ეს ადამიანი დაბადებიდან ასეთი არის თუ დრო და დრო თქვა უარი ადამიანურ კონტაკზე გარშემომყოფებთან,მაინც არ მესმის მისი მსგავსი ადამიანების,ალბად იმიტომ რომ ერთმანეთისგან ისე განსხვავდება ჩემი დამოკიდებულება სხვებისადმი და მისი როგორც ცა და დედამიწა. მაგიდაზე დადებულ ფურცელს ვიღებ,ცალ ხელში ბავშვი მყავს ამოჩრილი და ვარწევ,ასე ვთქვათ ორ საქმეს ერთად ვაკეთებ ახლა,გაბრიელის განრიგი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული ამ უზარმაზარ ფურცელზე წერია რა ევალება ძიძას 1.ძიძას ევალება მოვიდეს დილით შვიდ საათზე,ყოველგვარი დაგვიანებებისა და გაცდენის გარეშე (წინააღმდეგ შემთხვევაში განთავისუფლებული იქნება) 2.ბავშვი იღვიძებს რვა საათზე.იქამდე სანამ გაიღვიძებს გაბრიელი უნდა მოაწესრიგოს ტანსაცმელი. ყოველი გაღვიძების შემდეგ და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე თბილი წყლის აბაზანები. 3. ცხრის ნახევარზე ჭამის დროა (კვება ყოველ სამ საათში ერთხელ) საჭმელი მაცივარშია,უნდა იყოს ნელ-თბილი (ხელზე დაიწვეთე და შეამოწმე რძის ტემპერატურა კარგად) 4. დააძინოს დრეში სამჯერ (თორმეტ,სამ და ექვს საათზე ზუსტად) ცხრა საათზე დააძინოს ღამის ძილით. 5. გასეირნება დღეში ორჯერ (თერთმეტ საათზე დაძინებამდე,ხუთის ნახევარზე დაძინებამდე) 6.ბავშვი იძინებს მუსიკის თანხლებით (შეუძლია ძიძას თავადვე უმღეროს რაიმე სასიამოვნო) 7. ყოველ დღე გამოუცვალოს ბავშვს პროსტინა,თხელი საბნის პირები ( ბალიშის დადება არ გაბედოს ! კატეგორიულად ვკრძალავ) 8. თუ თავად ძიძას შეაწუხებს შიმშილის გრძნობა არ მიეკაროს სამზარეულოში მდგარ შავ მაცოვარს,სპეციალურად განკუთვნილი მაცივარი არის ნაცრისფერი,ჭამოს რაც მოესურვება (თეფშები,ჭიქები რასაც გამოიყენებს გარეცხოს კარგად და ადგილი მიუჩინოს) 9. ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა არ ევალება,გაბრიელის ოთახში მდგარ მწვანე კალათში დაკეცოს და ჩაალაგოს გასარეცხი ტანსაცმელი. 10.შეუძლია წავიდეს ათ საათზე (რადგან დასაშვებია რომ ბავშვის დაძინების პროცესი გახანგრძლივდეს არ მალევე გამოეღვიძოს ნახევარი საათით) 11. ზოგჯერ მოუწევს დარჩეს მთელი დღე-ღამის განმავლობაში (დამატებითი საათებისთვის განკუთვნილ თანხას იმ დღესვე მიიღებს თუ სურვილი ექნება) ღმერთო ჩემო,როგორ ჩამოუწერია ყველაფერი,დავიჯერო ეს გიგამ დაწერა ? მეცინება და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,ფურცელს მაგიდაზე ვდებ ისევ,კედელზე არსებულ საშუალო ზომის ცისფერ საათს ვამოწმებ,ახლა გასეირნების დროა,შემდეგ კი ძილის,ჩემს მოსვლამდე უჭმევიათ...არც ისეთი რთულია როგორიც მეგონა...მხრებს ვიჩეჩავ და გაბრიელი საწოლიდან ამომყავს -ჩემო პატარავ,ახლა გასეირნების დროა-ცხვირით ვეხახუნები ცხვირზე.. გულ-მკერდზე მიკრული გამყავს ოთახიდან,მისაღებ ოთახში მოსამსახურე ქალი მეფეთება ფეხებში -უკაცრავად-ვაჩერებ მიმავალს-გაბრიელის ეტლი ხომ არ იცით სად არის? -კი შვილო ახლავე გამოვიყვან-მეუბნება და ცოტა ხანს იკარგება,დაახლოებით ორ წუთში ეტლით მოდის ჩემკენ-ეტლს გავიტან მე-კარებს ხსნის და ეტლი ეზოში გააქვს...ეს ქალი სასიამოვნო ვინმე ჩანს,მისმა კეთილმა ღიმილმა ჩემი დღე საგრძნობლად გაალამაზა.. ყველაფერს ზუსტად ისე ვაკეთებ როგორც ჩამონათვალში წერია,ჩემდაგასაკვირად გაბრიელი ზედმეტად მშვიდი ბავშვია,არასდროს ტირის.. ზუსტად ცხრა საათზე ვაძინებ ბავშვს და ცოტა დაღლილი სარწეველა სკამზე ვჯდები,ცოტა ხანს კიდევ აქ უნდა დავრჩე.. ოთახის კარს ვიღაცა მამაკაცი აღებს და შიგნით შემოდის,მისი დანახვისთანავე ფეხზე ვდგები -გამარჯობა-მიღიმის და საბავშვო ლამფას ასწორებს -გამარჯობათ-მორცხვად ვესალმები მეც -ახალი ძიძა ხარ ხო? -კი -რა გქვია? -ანაბელი -მე ლაშა,სასიამოვნოა -დიახ,ჩემთვისაც -გთხოვ ოფიციალურად ნუ მომმართავ კარგი ? მე შენი უფროსი არ ვარ, შენს მეგობრად მიგულე-ღმერთო ძლივს ერთი ნორმალური მამაკაცი გამომელაპარაკა ამ სახლში -კარგით -მე გიგას ძმა ვარ-უკვე აღარ მომწონს ისე როგორც რამდენიმე წამის წინ-ვიცი რომ ძალიან მკაცრია-იცინის -კი მასეა-მეცინება მეც -ძალიან სასიამოვნო გოგო ხარ,აქამდე სულ მოხუცები გვყავდა ძიძად-წარბებს ათამაშებს და უფრო მეტად მეცინება-წარმატებებს გისურვებ,იმედი მაქვს გაუმკლავდები ამ გაბოროტებულ ტირანს-მხარზე ხელს მსუბუქად მირტყამს და ოთახიდან გადის.. ახლაღა ვხვდები რომ ამ დროის გნამვლობაში არ ვსუნთქავდი,ოხვრას ვიწყებ და ცოტა თავბრუსხვევას ვგრძნობ -არა ნამდვილად არ ვარ კარგად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.