შემდეგ...(4)
აი ვის ელაპარაკებოდა იმ საღამოს, ხო მახსოვს რომ უთხრა ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრადო...იქნებ ბაჩი მისი შვილია..?და ლილე ცოლი... ______________________________________ მთელი გზა რაღაცაზე იცინოდნენ ,ხუმრობდენენ და მაკოს აწითლებდნენ მაგრამ სიტყვაც არ მესმოდა,მანამ სანამ მანქანაში სამარისებულმა სიჩუმემ არ დაისადგურა. -რა?-მაკო ანთებული თვალებით უყურებდა საქმროს. -მეც ვერ გავიგე ბოლომდე რაღაცაზე ეცინებოდა და თან ისე მშვიდად მიხსნიდა თითქოს დღეს მეთხოვა და უარს მაშინვე მეუბნებოდა. -იცინოდა?-მაკომ წარბები აქაჩა და თბილად გაეღიმა. -რა ვიცი,თქვა მერე აგიხსნიო. -კარგი, კარგი ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ რადგან მასე თქვა ალბათ აგვიხსნის...ეხლა რა იქნება? მაკო კი არა მე იმასაც ვერ ვხვდებოდი საერთოდ რაზე ან ვისზე ლაპარაკობდნენ. ჯვრისწერამ მშვიდად და ამაღელვებლად ჩაიარა, მხოლოდ ტაძრიდან გამოსული მივხვდი რომ...გოგას მეჯვარე დემნა არ ყოფილა... მას მარტო ირაკლი უმშვენებდა გვერდს, დემნა კი სერიოზული სახით მიუყვებოდა ბილიკს, ერთი ხელი ლილესთვის გადაეხვია, მეორე კი ბაჩისთვის ჩაეკიდა. ამაღელვებელს და მშვიდს კი ნამდვილად ვერ დავუძახებდით ფოტოსესიას, კვდებოდნენ სიცილით და კამერის წინ ისე პოზიორობდნენ თითქოს ვინმეს გაცინება უნდოდათ, სანამ ფოტოგრაფმა ძალით არ გამოყარათ იქნებ მაცადოთ სიძე-პატარძალს მარტოებსაც გადავუღოო მანამდე ვერ მოისვენეს, მერე მაკო გამოხტა, რომანტიკა და გოგა თუ მინდა სანამ გავშორდები მანამდეც მეყოფა ნუ მიდიხართო და მოკლედ გააგიჟეს საწყალი, აბა რა იცოდა მაკოს ესეთი მწარე იუმორი რომ ქონდა. ჯერ კიდევ პატარძლის სიტყვების შოკიდან გამოსვლას ცდილობდა ირაკლიც რომ ამაიმუნდა და მთლად გადარია ხალხი, უკვე მეშინოდა რომ ეს კაცი გაგვექცეოდა. -მართალი ხარ მაკუნი, მოდი სიყვარულო ბოლო დღეა შენი თავისუფლების მერე სანამ ცოლი არ დამრთავს ნებას მანამდე ვერც კი გნახავ.-ირაკლი გოგას საყელოს დასწვდა. -ფუ ბიჭო გამიშვი ხელი.-ისიც მოთქმით ეჩხუბებოდა. -სულ გაგაფუჭა შენ ცოლმა, ეს რა გიქნია მაკუნი ესეთი ბიჭი ჩაგაბარე მე შენ?...ფოტოგრაფი!-ხელი დაუტკაცუნა შოკისგან გახევებულ კაცს.-მოდი ერთი ჩემ ცუნცულასთან გადამიღე მერე დავხედავ ხოლმე ფოტოს და რო მომენატრება იქ მაინც ვაკოცებ. -გულის ჯიბით ატარე.-გაეცინა მაკოს და დაბღვერილი ქმარს ძალით უბიძგა ირაკლისკენ. -მოდი, მოდი ჩემო პატარავ ეხლა კამერიდან ჩიტი გამოფრინდება.-ახარხარდა ირაკლი და ორივე ხელი მოხვია გოგას.-დემნა ბიჭო, შენ რა პირდაფჩენილი ქათამივით მიდგახარ მოდი მოგვეხუტე შენი სითბო გვაკლია. დემნამ ორივე წარბი აზიდა და ისე გახედა, ბიჭი გადაფითრდა. -აქ აშკარად რადიაციული ფონია.-თვალები დაჭყიტა და მხოლოდ გოგასთან დასჯერდა სურათს. გადავრჩით...ფოტოგრაფი არ გაქცეულა მაგრამ არც ბევრი დააკლდა. როგორც ყველა ქართვული ქორწილი ესეც მამა-პაპური სუფრით დაგვირგვინდა, თამადა გოგას ბიძაშვილი იყო, ისე მოგვეწონა მისი სადღეგრძელოები მე ყველაფრის უინტერესოც კი განაბული ვუსმენდი, სიძე-პატარძლის ცეკვის ჯერი რომ დადგა აი მანდ ყველაფერი მთლად ტრადიციულად ვერ წარიმართა, შუა ცეკვისას გოგამ მაკოს ფეხი დააბიჯა, როგორც ჩანს ძლიერად მოუვიდა და ამან ისეთი დაიკივლა არამგონია ცეკვა ქორწილის ვიდეოში მოხვედრილიყო,მაინც ძალიან ლამაზები იყვნენ იმას თუ არ ჩავთვლით რომ ორივე ცალ-ცალკე ითვლიდა ნაბიჯებს, ცეკვის უცოდინრებმა სამი დღით ადრე გაიხსენეს რომ ქართულის ცეკვა მაინც მოუწევდათ და სასწრაფოდ ქორეოგრაფი დაიქირავეს , რომელიც ქორწილშიც დაპატიჟეს და ისეთი ღიმილმიყინული სახით უყურებდათ აშკარად ზედემტად კმაყოფილი იყო გოგას სირაქლემისებრი ნაბიჯებით... ალბათ მომზადებისას უარესად გამოსდიოდა, მხრები ავიჩეჩე და სიცილით ვანიშნე ჩემზე მოშტერებულ მაკოს ჯობდა მთვრალებს შალახო გეცეკვათ-მეთქი. თავი იმით დაიმშვიდეს რომ ისედაც ყველა ისეთი მთვრალი იყო მაინც ვერაფერი გაიგეს და მონდომებით უკრავდნენ ტაშს, საქორწინო კაბამ კიდევ ყველაზე ნათლად იგემა ცეკვის ფიასკო და მაკოს გამოცვლა მოუწია, თეთრ კომბინიზონში გამოწყობილი ახლა უკვე ნელ ვალსს ცეკვავდა, ეს კი ის იყო რაც ორივეს მართლა საოცრად გამოსდიოდა და უხდებოდა. უეცრად ჩემ ფეხებთან ბაჩიმ გაირბინა და იქვე მაგიდებს შორის გაუჩინარდა, ხელებში ლიმონათის ბოთლები ჩაებღუჯა, გამეღიმა და უკან გავყევი, დარბაზის ბოლოში ბავშვები ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, ისე მიმიზიდა სიტუაციამ ვეღარ მოვითმინე და გამოველაპარაკე. -შეიძლება თქვენთან დავჯდე?-ვკითხე და მათი აწითლებული სახეების დანახვაზე ბავშვობა გამახსენდა. -ეს თეკლაა, კარგი გოგოა ჩემი ექიმია.-გაიჭიმა ბაჩი და ხელით მიბიძგა დავმჯდარიყავი, მეც არ მივაქციე ყურადღება იმას რიმ ეს კაბა რომ დასვრილიყო გამოსაცვლელი არ მქონდა წამოღებული და მაგიდებს შორის შევძვერი. -ლიმონათი?-პატარა კულულებიანმა გოგომ ტარხუნის ლიმონათი მომაწოდა. -მადლობა.-გავუცინე და გამოვართვი.-მოიცა კიტრი არ გაქვთ?-ვკითხე და ისე გავიოცე თითქოს უპატიებელი შეცდომა დაეშვათ. უკვე იმას ვასწავლიდი როგორ უნდა მოეყარათ კიტრისთვის მარილი მაგიდის გადასაფარებელი რომ გადაიწია...თავზე მაკო და დემნა გვედგნენ...დემნა?.. ჯანდაბა... -ბაჩი...გეძებდი.-ბავშვს დაჰყურებდა.-გეთქვა მაინც სად მოდიოდი დედა ნერვიულობ...-სიტყვა გაუწყდა მე რომ დამინახა.-შენ აქ რა გინდა?-და იმ წამს ყველაფერი მაკოს სიცილმა გააყრუა, გადაწითლებული დაჰყურებდა ტარხუნის ლიმონათს და კიტრს ჩემ ხელში. -შენ არ გეძებდით მაგრამ ხომ უნდა მივმხვდარიყავი რომ აქ გიპოვიდით.-ირონიას აფრქვევდა პატარძალი და სიცილს განაგრძობდა.-წამო წამო დააცადე ბავშვებს.- ჩემ დაბღვერილ სახეს არ იმჩნევდა. -მოიცა დემნა, უთხარი რაა ნუ წაიყვანს თეკლას კიტრზე მარილის მოყრას ვსწავლობდით.- ბაჩის გულუბრყვილო სიტყვებზე მაკო კიდევ უფრო მეტად ახარხარდა ,დემნა უბრალოდ ღიმილით დამყურებდა. -ეჰ წავედი.-მხრები ავიჩეჩე, დემნას ძლივს მოვწყვიტე მზერა და ბავშვებს გავხედე. წამოვდექი მაკოს ხელი ჩავკიდე და მასთან ერთად წავედი მეფე-პატარძლის მაგიდისკენ... ჩემ საქციელზე ალბათ შორიდან მეც გამეცინებოდა... მაგრამ დემნა... ბავშვობა და ჯანდაბა შენ. მოცეკვავე მეფე-პატარძალს გავყურებდი, ვიღაც რომ მომეხვია გვერდიდან,ხელში კი მარიამი შემრჩა. -ასე ადრე აქ რა გინდა?-გამიკვირდა და მეც მოვეხვიე.-გვიან არ აპირებდი მოსვლას? -ვიცი,ვიცი დღეს ადრე გამოვედი სამსახურიდან, უფრო ადრეც მოვიდოდი სალონში იმხელა რიგი რომ არ ყოფილიყო.-სახე დამანჭა და მაკოსკენ წავიდა, მისალოცად. -მოკლედ დღეს ჩემი უფროსი სამსახურში არ იყო და ისე წამოვედი ვერც ვერავინ გაიგო, არადა ეხლაც იქ უნდა ვმჯდარიყავი, მე კიდევ სალნში თმაც მოვასწარი და ფრჩხილებიც.-ნაცრისფრად შეღებილი ფრჩხილები ამიფრიალა და მაგიდასთან თავისუფალი ადგილის ძებნას მოჰყვა. -ეგეც აქ იქნება სადმე.-ამოვიოხრე და დემნას გავხედე. -კიდე ვინაა?-გაეცინა და ჩემ მზერას თვალი გააყოლა. -დემნა.-თავი გავაქნიე და ხაჭაპურით პირგამოტენილ მარიამს შევხედე,სახელის გაგებაზე ხველა აუტყდა და იქვე მდგარი წყალი მოიყუდა. -ის დემნა? -ჰო ის დემნა... -კოტეჯის დემნა?-კიდევ დააზუსტა. -შენ მაგაზე ხმა არ გაქ ამოსაღები.-დავუბღვირე მე. -არადა აღიარე, მართლა კარგი სახლი იყო...მგონი მანდ მეც ვარ ისე ნამყოფი, შენთვის რომ ვეძებდი რაღაცნაირად მეცნო და მაგიტომ გაგიშვი უეჭველი ნამყოფი ვარ. -ჰო მაგრამ დარწმუნებული ვარ უცხო კაცთან ერთად ნამდვილად არა. -კარგი ნუ ბუზღუნებ,მიდი აბა უცხო კაცი მაჩვენე...-აქეთ-იქით დაიწყო ყურება. მეც მიმოვიხედე მაგრამ დემნას ადგილას მხოლოდ ლელე და ბაჩი დავინახე. -ვერ ვხედავ...ოოო დააგდე ეგ ხაჭაპური, ვიღაც უნდა გაგაცნო.-ხელი მოვკიდე და ლილესკენ წავიყვანე.-არ ვიცი...მგონი დემნას ცოლია, აი იმ საღამოს რომ ელაპარაკებოდა...ისეთი საყვარელი და ნაზია. -თეკლა- ჩვენს დანახვაზე ლილეს თვალები გაუბრწყინდა. -ვიღაც უნდა გაგაცნო.-გავუღიმე და დემნას ადგილას დავჯექი, მის კიდევ ერთხელ გახსენებაზე სუნთქვა შემეკრა, არ შევიმჩნიე და ლილეს მარიამი წარვუდგინე.-გაიცანი ეს ჩემი მეგობარი მარიამია... მარიამ ეს ლილეა,ეს კი ლილეს პატარა ბაჩი. -სასიამოვნოა.-მარამმაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა,ბაჩის კი ლოყაზე აკოცა. -ჩემთვისაც. -თეკლამ ძალიან კარგად მოგიხსენიათ.-მარიამმა მოულოდნელად თვალები ჭყიტა.-თეკლააა... -რაო?-ვკითხე და ერთიანად აწითლებულს გავხედე. -გაგიხმეს ენა. -რაო?!-წამოვიყვირე ერთიანად გაკვირვებულმა.-შენ ხომ არ გაგიჟდი? -წეღან რაც თქვი...შენი უფროსიც აქ იყოს არააო?-შემომხედა და სკამი სწრაფად გაწია უკან.-იქ დგას და მგონი აქეთ იყურება.-თქვა და მაგიდის ქვეშ დაიწყო დამალვა. -რა ხდება?-გაკვირვებული გვიყურებდა ლილე. -ჩემი უფროსია აქ...წესით ახლა სამსახურში უნდა ვიყო, ვაიმე აუცილებლად გამაგდებს ნამდვილი ხასიათის მონსტრია. -აბა?-იქით დავიწყე ყურება. -წავედი.-მარიამი უცებ გამოძვრა იმის დასკვნის შემდეგ რომ იქ მთლად უხერხულობის გარეშე ვერ იმალებოდა და ყველა მას მისჩერებოდა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ გაიქცა მე კი უკან მივყევი, გაოცებული ლილეც ჩვენ აგვედევნა. -ფრთხილად...-თვალები გამიფართოვდა მაგრამ უკვე გვიანი იყო, მარიამი აქეთ ყურებაში ტორტს შეეჯახა... ყველაფერი წამის მეასედში მოხდა, რამდენიმე სართულიანი ტორტი მარიამთან ერთად იატაკზე აღმოჩნდა, ამაზე ლილემ შიშისგან ისე იკივლა ეჭვი მაქ იქვე მდგარ, ერთიანად გაოცებულ მზარეულს ყურის ექიმი არ აწყენდა. -მარიამ?-იმ წამს მოსულმა დემნას მიმართვამ კიდევ უფრო გამაკვირვა და ადგილზე მიყინულს ისიც ვერ მომეფიქრებინა რომ მივსულიყავი და იმ წამს წამომდგარი გპგოსთვის ხელსახოცი მაინც მიმეწოდებინა. -ბატონო დემნა.-თვალები დაჭყიტა და ერთიანად ტორტში ამოსვრილი ადგილზე აიწურა. -აქ ასე რა გინდა? -ჩემი დაქალის ქორწილია. -ეგ ხო...მე ის გკითხე სამზარეულოში ერთიანად ტორტში ამოსვრილი რას აკეთებ-თქო. -იცით...ყველაფერს აგიხსნით, მთელი დღე რომ არ იყავით საქმე არ მქონდა და ცოტა ადრე წამოვედი. მოიცა...ანუ მარიამი...ის უფროსი დემნაა..? მე ჯერ კიდევ გაოცებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი. -ნინომ არ გითხრა?-წარბები შეკრა-დღეს შენც გაგათავისუფლე, მე არ ვიყავი და მთელი დღე იქ რა გინდოდა. -ფუ ის...- აწითლებულმა გაწყვიტა წინადადება.- არ უთქვამს. -კარგი...თქვენ რაღა გინდათ აქ?-დემნამ ჩვენ გამოგვხედა. -არაფერი.-თავი გავაქნიე და მარიამს ხელსახოცით წავავლე ხელი. -უკაცრავად...- დაბღვერილ მზარეულს გავხედე.-უკანა გასასვლელი სადაა? -იქით.-მანიშნა და ტორტის მოხვეტა განაგრძო. ერთიანად დაბნეულს გაუაზრებლად მიმყავდა მარიამი. -მაკომ აქ ნომერი დაიქირავა , საჩუქრებისთვის და გამოცვლა რომ დაგვჭირვებოდა. რესტორნის ზემოთ სასტუმრო ოყო , ლიფტში შევიყვანე და მგზავრის გაკვირვებული სახე დავაიგნორე ერთიანად ტორტში ამოსვრილ მარიამს რომ მისჩერებოდა. -მაკო.-ამკვთქვი მას შემდეგ რაც როგორც იქნა უპასუხა ტელეფონს. -ელენე ვარ...მაკო ცეკვავს. -ჩემ მეგობარს კაბა დაესვარა ,აბა კითხე რამე ხომ არ აქ წამოღებული. -მე მაქ, ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე ეს რომ დამსვროდა. -შეგიძლია მათხოვო? -კი,კი აიღე. -კარგი მადლობა. -ეგ ის დემნაა?-მკითხა მარიამმა როგორც კი ტელეფონი მოვისორე ყურიდან. -ხო ეგაა. -თეკლა...-მარიმმა ისეთი სახე მიიღო შემეშინდა.-მივხვდი ის სახლი რატომაც მეცნობოდა... -რა?...არ თქვა...-ჩემმა ტვინმა ნელ-ნელა დაიწყო მომხდარის გაანალიზება...მარიამი ერთ-ერთი კომპანიაში ასისტენტად მუშაობს...დემნა თუ მისი უფროსია... -მართლა არ მინდოდა...-ლიფტიდან ნელა გამოვიდა, კრემიანი ხელი მომკიდა და ჯერ კიდევ ადგილზე გახევებული ლიფტიდან გამომიყვანა.-... იქ კი არ ვყოფილვარ... უბრალოდ მეცნო მეგონა რომ ვიყავი და მოგეწონებოდა...ეგ სახლი მე დავჯავშნე ჯერ კიდევ დაახლოებით ოთხი თვის წინ ალბათ, ჩემი უფროსისთვის... აღარ მახსოვდა... უბრალოდ ლამაზად და ნაცნობად გამოიყურებოდა... დამუნჯებულმა გავხსენი კარი და მარიამს შიგნით შესასვლელად ვუბიძგე...ანუ გამოდის რომ...იქ ერთიდაიგივე ადამიანმა გაგვიშვა... -თეკლა მართლა არ მინდოდა...მიბრაზდები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.