შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(3)


17-06-2019, 17:13
ავტორი Stranger things
ნანახია 2 539

ყველაფერი მოვუყევი,წინა ღამის გამოკლებით, გოგო მოულოდნელობისგან დიდი ხნით იჯდა ჩუმად.
-ის მაინც თუ იცი რა გვარია?-მე უარყოფის ნიშნად თავი გაქნიე .-ამხელა ექიმი ქალი ესეთი დაბდურა როგრო ხარ მიკვირს რაა.- თქვა მარიამმა და უიმედო გამომეტყველება მიიღო.

თავი 3

-აბა ეგ რაღა დასვენება გამოვიდა?-მკითხა მარიამმა მეორე დილას.
წინა ღამით მასთან დავრჩი მთელი ღამე რაღაცაზე ლაპარაკობდა, ნახევარი ვერ გავიგე, იმდენად დაღლილი ვიყავი თან ვუსმენდი, თან მეძინა,ახლაც უკვე გაეღვიძა და ჩაცმული მედგა თავზე.
-ეხლა მიხვდი მაგას?-ამოვიზმუვლე და ბალიში დავიფარე თავზე.
-არა მთელი დილაა მაგზე ვფიქრობ, შენ კიდევ რა იყო რით ვერ გამოფხიზლდი? თორმეტი ხდება უკვე.
-არ არსებობს...მაღვიძარას რა მოუვიდა?-თან ვალაპარაკობდი და თან ვიცვამდი.
-დაჯდა.-მხრები აიჩეჩა მარიამმა და საწოლზე ჩამოჯდა.-გუშინ შენ რომ დაგეძინა ჩემი ტელეფონი გარეთ იდო მაგიდაზე და შენი ავიღე.
-კარგი რაა...-ამოვიოხრე და ტელეფონს დავწვდი.
-სატვირთი ვერ ვიპოვე თორემ შეერთება მინდოდა.
გამეცინა და სატვირთი ჩანთიდან ამოვიღე,ამ გოგოზე ვერასდროს ვბრაზდებოდი.
-მაკოს შენ აუხსნი.-თავი გავაქნიე და ტელეფონი ჩავრთე.
-ვაიმე...მაკოს ქორწილი.-გაახსენდა მარიამს და თვალები ჭყიტა.-დღეს მეჯვარეები იკრიბებით არაა?
-ხო და მომკლავს თუ დავაგვიანებ, ისედაც ვერ მოვიცალე გასაცნობადაც კი, ყველაფერი ჩემ გარეშე დაგეგმეს...არაა...-თავი გავაქნიე და დაბღვერილმა შევხედე მარიამს.-კიდე მანქანები გადმოწერე?
-ხო გითხარი ჩემი გარეთ იდო-თქო.-ჩაიცინა და ისევ წამართვა ტელეფონი.-ტური უნდა დამეხურა და გაითიშა.
სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში მოვწესრიგდი და შუა თამაშისას წავართვი ქალბატონს ტელეფონი.
-წავედი.-მივაძახე და სწრაფად გავიქეცი.
ნახევარ საათში მოვასწარი სახლში მისვლა,შხაპი მივიღე და გამოვიცვალე. ერთ საათში კი უკვე კაფის შესასვლელთან ვიდექი.
-აჰაა, თეკლაც აქაა.-ამოიოხრა მაკომ და ხელები გაშალა ჩემ ჩასახუტებლად.
მაკო ჩემი ნათლიის შვილია, იმის მიუხედავად რომ ისედაც ნათესავები ვიყავით აიტეხა შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარეო და საპატარძლოს ვერც ვერავინ უთხრა უარი, მეც გამიხარდა მაგრამ ძირითადად ვერ ვიცლიდი ქორწილის დაგეგმვაში ჩემზე მეტად მეორე მეჯვარე ბავშვობის მეგობარი ელენე ეხმარებოდა.
-კიდევ ველოდებით ვინმეს?-ვიკითხე სიძე გადავკოცნე და ელენეს მივესალმე.
-კიი გოგას მეჯვარეა მოსასვლელი.-მითხრა მაკომ და საქმროს გადახედა.
-წეღან მომწერა,გზაშია უკვე.-თქვა გოგამ.-გაიცანი ეს ირაკლია.-მითხრა და საკმაოდ სიმპატიური ბიჭი წარმომიდგინა, ქერა მოკლე თმითა და ცისფერი თვალებით.
-სასიამოვნოა.-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
გოგას ტელეფონმა დარეკა და მანაც სწრაფადვე უპასუხა.
-გისმენ...ხო მარტო შენღა გელოდებით... კარგი რაა... კარგი, კარგი მოიცა.-თქვა და ტელეფონი მაკოს მაიწოდა.-შენთან უნდა ლაპარაკი.
-...ვიცი მაგრამ ვერასდროს მოდიხარ, თეკლაც კი მოვიყვანეთ ,ყველა აქ ვართ...ვიცი...მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ არ გაპატიებ.-მაკოს ეცინებოდა.-კარგი ,კარგი მპირდები?..მაშინ შეგიძლია ქორწილშიც კი არ მოხვიდე.-მაკოს სახე გაებადრა „ნეტა როგორ დაკერა?“...გამეცინა მე.-კარგი.-თქვა, ყურმილი დაკიდა და ტელეფონი გოგას მიაწოდა.
კაფეში დიდი ხნით შევყოვნდით, ბევრი საქმე აღარ იყო, ქორწილი ოთხ დღეში იგეგმებოდა და ჩვენც პატარა წვრილმანებიღა მოვაგვარეთ . საღამოს სახლში მეჯვარის კაბით დავბრუნდი და სასიამოვნოდ დაღლილს მალევე ჩამეძინა.
ქორწილის დღე თვალის დახამხამებაში მოვიდა, მეგონა ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო მაგრამ კიდევ იმდენი საქმე ჰქონდათ დარჩენილი ძლივს ავუდიოდით, სახლიდან ადრე გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი, ასე ვცდილობდი ჩემი წინა კვირების მოუცლელობა გამომესყიდა. ქორწილის დღეს კი ყველაფერი მართლაც ისე ბრწყინავდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაკო ულამაზესი პატარძალი იყო, სარკის წინ ტრიალებდა და უკანასკნელ შტრიხებს ისწორებდა.
-არაა რაა, ხელბურთის კურსებზე უნდა ჩამეწერა შენი თავი.-სიცილით მომიბრუნდა მე.-დაიჭირე.-მომაძახა და უეცრად თაიგული ისროლა, მოულოდნელობისგან გვერდით გავიწიე და ისიც იქვე მდგარ სავარძელზე დავარდა.-აჰაა!-ამოიოხრა მაკომ და მის ასაღებად წამოვიდა.
-სულ გაგიჟდი.-თავი გავაქნიე და მეც გამეცინა.-რა ღირსი იყავი ეგ თაიგული დაშლილიყო.
-ჰო უკეთესი არ მისურვო.-მითხრა და მართლაც ულამაზეს თაიგულს გაბრწყინებულმა შეხედა.- არ დაიშლება.
-თხოვდები.-ამოვიოხრე, გამეღიმა და პატარძალს მაგრად მოვხვიე ხელები.
-იდეალურ ბიჭზე...-თქვა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა.-მაკიაჟი რომ ჩამომერეცხოს არ გაცოცხლებ.
-აბა რას შვრება ჩვენი ულამაზესი პატარძალი?-ოთახში ელენემ შემოყო თავი.-თვალებზე რა გჭირს?!-უცებ შემომხედა გოგომ.
-მოვასწარი?-ვიკითხე და სარკეში შევხედე ჩემ თავს, თვალების ქვეშ ტუშის შავი ნაწილები მეყარა.
-კაი არაუშავს მიდი ვიზაჟისტი ისევ გარეთაა, ლილეს უკეთებს მაკიაჟს.
-მოვიდნენ?-გაუხარდა მაკოს და უცებ გაუბრწყინდა თვალები, მე კი ვერ ვხვდებოდი ვისზე ლაპარაკობდნენ.-წადი თეკლა, აუცილებლად უნდა გაიცნო ლილე.-მითხრა მაკომ და კარისაკენ მიბიძგა.
ელენემ სხვა საძინებელში გამიყვანა სადაც ვიზაჟისტს მაგიდის მთელ სიგრძეზე გაეშალა კოსმეტიკა და ფუნჯები. ბოლოში კი ქერა,თხელი აღნაგობის ულამაზესი გოგო იჯდა. სახეზე მაშინვე მეცნო, სავადმყოფოში ის თავის შვილთან ერთად იყო მოსული, ბიჭუნას მზის დარტყმა ჰქონდა მიღებული, მათ გახსენებაზე გამეღიმა , საავადმყოფოში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. გოგოს ძალიან ნაზად და მოკრძალებულად ეცვა.
-ელენე, არაა საჭირო მაკიაჟი.-ამოიოხრა მან, საოცრად მშვიდი და ნაზი ხმით.
-ძალიან მსუბუქი იქნება,გპირდები.-გაუღიმა ვიზაჟისტმა.
-გაიცანი ლილე ეს თეკლაა,მაკოს მეორე მეჯვარე.-ჩემი თავი წარმოუდგინა გოგოს.
-ვიცნობთ ერთმანეთს...-თვალები გაუბრწყინდა გოგოს.-გამარჯობა თეკლა ექიმო.-მითხრა მორიდებულად.
-გამარჯობა, თეკლა დამიძახე.-ვუთხარი და გავუღიმე.-როგორ ხართ? პატარა როგორაა?
-კიდევ ერთხელ ვიყავით შემოწმებაზე, ყველაფერი კარგადაა...გეძებდით მაგრამ გვითხრეს რომ შვებულებაში იყავით.
-ვხედავ უკვე იცნობთ ერთმანეთს.-გაიღიმა ელენემ.-დაგტოვებთ პატარძალი მარტოა.
მე და ლილემ ცოტა ვილაპარაკეთ, მაგრამ ძალიან მორიდებული და მორცხვი იყო ,როგორც გავიგე აქ სიძის მხრიდან იყო, წამოსვლა არ უნდოდა მაგრამ სულ ბოლოს გადაწყვიტა. მალე გოგა და ირაკლიც მოვიდნენ, როგორც ჩანს მეორე მეჯვარე ისევ მოსასვლელი იყო და როდესაც ისიც მოვიდოდა მაკოც მაშინ გამოვიდოდა. ოთახში ლილეს შვილი შემოვარდა და მე რომ დამინახა, გახარებული გამოიქცა და ჩამეხუტა.
-არა..არა...-ხელები გამოიწვდინა ლილემ მაგრამ უკვე გვიანი იყო, ბიჭის შოკოლადიანი ხელები ჩემი მეჯვარის კაბას საკმაოდ შესამჩნევად აჩნდა.
-ბოდოში.-თვალები აუცრემლიანდა ბიჭს.
-არა, არა რას ამბობ..-თავი გავაქნიე მე.-მიხარია შენი ნახვა, ოღონდ ცოტა იფრთხილე.
-ვწუხვარ.-თქვა ლილემ და შვილს მოკიდა ხელი.
-რას ამბობ?-გავუღიმე და წამოვდექი.-უცებ ამოვა.
სწრაფად დავიძარი და ქვედა სართულზე ერთ-ერთ საძინებელში შევედი, შუქი არ ენთო და მეც სწრაფად დავიწყე ჩამრთველის ძებნა,ამ დროს შემთხვევით ფეხი წამოვკარი რაღაცას, უკვე უნდა დავცემულიყავი, უეცრად ვიღაცამ ძლიერად მომკიდა ხელი, მეც ისე შემეშინდა ვიკივლე და უცხო ხელს ჩავეჭიდე რომ არ გაეშვა.
-დაწყნარდი.-გავიგე ნაცნობი ბუბუნა ხმა, მოულოდნელობისგან ჟრუანტელმა დამიარა და ხმაც კი ვერ ამოვიღე.-დაწყნარდი.-გაიმეორა უფრო ხმადაბლა და ახლოს მიმიზიდა რომ წამოვეყენებინე,დაბნეულმა მოვძებნე მისი ხელი და ჩემი თითები მისაში ავხლართე.-რას აკეთებ?-ბიჭი გაოცდა, უკან დახევა დაიწყო და როგორც მივხვდი ჩამრთველ-ამომრთველისკენ გაიწოდა ხელი.
-დემნა.-დავიჩურჩულე მე.
ადგილზე გაშეშდა, გარშემო კი ისევ სიბნელე იყო.
-შენ.-ხმით მივხვდი რომ გაეცინა.-აბა სხვაგან სად..?
-გამარჯობა.-დავიჩურჩულე.
-გამარჯობა...პერანგი არ მაცვია.-მითხრა ჩურჩულითვე და მის რეპლიკაზე გამეცინა.
-იცვლიდი?-ისევ ჩუმად,სიბნელეში განვაგრძობდით დიალოგს არც ერთი ჩვენგანი არ იძვროდა, გული ისე მიცემდა მეგონა მთელ სახლში ისმოდა.
-ხო და ახლა შენ შემომივარდი.
-მაპატიე, კარზე რუსულად ეწერა „დემნა იცვლისო“.
-ხო არაა?აქაც შენმა დაქალმა გითხრა შედი ცარიელიაო?-ჩაიცინა.
-ეგ იყო.-ამოვისუნთქე, ხელი გავუშვი და ოთახიდან გავედი.
აწითლებულ ლოყებზე ხელი დავიდე, გამეღიმა...ვიპოვე...აქ ვიპოვე...თან აბაზანისკენ გავიქეცი და კაბიდან შოკოლადის გაწმენდა დავიწყე. გული ჯერაც სწრაფად მიცემდა და ერთი სული მქონდა აქედან გავსულიყავი და დემნა მენახა...აქ რას აკეთებს?...ალბათ სტუმარია, კაბა გავაშრე და მაკოს ოთახისაკენ წავედი.
-რა გჭირს?-მკითხა პატარძალმა როცა ოთახში შევედი და ლოყებაწითლებული სავარძელზე ჩამოვჯექი.
-არაფერი ისეთი.-მაკოსთვის არ მომიყოლია ჩემი თავგადასავლების შესახებ, ყოველთვის ემოციური იყო და ქორწილის წინ ეს ამბები რომ მოესმინა ალბათ ჩემზე უფრო იფიქრებდა.

-ყველა აქაა.-იმ წამს შემოვიდა ელენეც და მაკოს აფორიაქება გამოიწვია, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაკოს დანახვაზე გოგას ისე გაუბრწყინდა თვალები მეგონა ცოტაც და ცრემლები წამოუვიდოდა, ხელები მოხვია და ყურში რაღაც უჩურჩულა, თვალს ვერ ვაშორებდი წყვილს.
სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, გარეთ გავედით და უკვე მანქანაში ვჯდებოდი მაკომ ხელი რომ მომხვია და გვერდით დამიყენა.
-თეკლა გაიცანი ეს გოგას მეჯვარეა.
სუნთქვა შემეკრა და მაკოს ნათქვამი ვერ აღვიქვი ჩემ წინ იდგა, თავისი ნაქანდაკები სხეულითა და სახით.
-დემნა.-უეცრად ლილე მოგვიახლოვდა და დემნამაც მას გახედა, ნაზად გაუღმა და ხელი მოხვია.
ამ დროს ლილეს შვილმაც მოირბინა და დემნას ფეხებზე მოეხვია, ისიც სწრაფად დაიხარა და ბავშვი ხელში აიტაცა.
-გეძებდით...თეკლა ექიმი გაიცანი? მე რომ გიყვებოდი.-უთხრა ლილემ.-ბაჩის მან უმკურნალა.
-გვეჩქარება...რადგან შენებიც მოვიდნენ წავიდეთ და ადგილზე ვილაპარაკოთ.-თქვა გოგამ და დემნას გახედა.
მე ჯერ კიდევ ვერ ვიღებდი ხმას და მომხდარს ვიაზრებდი.
-წავიდეთ,წავიდეთ.-უთხრა დემნამ სწრაფად.
მაკომ მომკიდა ხელი, მანქანაში ჩაჯდა და მეც თან მიმიყოლა.
აი ვის ელაპარაკებოდა იმ საღამოს, ხო მახსოვს რომ უთხრა ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრადო...იქნებ ბაჩი მისი შვილია...და ლილე ცოლი...



№1 სტუმარი სტუმარი Nako

Kargia gaagrzele gelodebiii ai idumali da chamtrevia momewona

 


№2  offline წევრი Stranger things

სტუმარი Nako
Kargia gaagrzele gelodebiii ai idumali da chamtrevia momewona

მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ blush

 


№3  offline წევრი კიკინა

მაგარიააა <3 მალე დადე რა :*

 


№4  offline წევრი Stranger things

კიკინა
მაგარიააა <3 მალე დადე რა :*

მადლობა აუცილებლად ვეცდები მალე დავდო blush

 


№5  offline წევრი Maia G.

რა კარგი ისტორიაა,ეხლა ჩავიკითხე სამივე თავი,გელოდები მოუთმენლად❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Stranger things

მაია❤
რა კარგი ისტორიაა,ეხლა ჩავიკითხე სამივე თავი,გელოდები მოუთმენლად❤❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონათ, ვეცდები ახალი თავი რაც შეიძლება მალე დავდო heart_eyes

 


№7 სტუმარი Person

ძალიან მომწონს!!!????????????????????

ძაან კაია
ძალიან მომწონს!

 


№8  offline წევრი Stranger things

Person
ძალიან მომწონს!!!????????????????????

ძაან კაია
ძალიან მომწონს!

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№9 სტუმარი მარიამი????

ძალიან მომწონს ეს მოთხრობაა თეკლაზე და დემნაზე ვგიჟდები უკვე, ჩემი თავი კი ამოვიცანი... ???? ???? ????ბრავო საუკეთესო მოთხთობაა????????????????????????

 


№10  offline წევრი Stranger things

მარიამი????
ძალიან მომწონს ეს მოთხრობაა თეკლაზე და დემნაზე ვგიჟდები უკვე, ჩემი თავი კი ამოვიცანი... ???? ???? ????ბრავო საუკეთესო მოთხთობაა????????????????????????

მადლობაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent