ქრისტეფორეს სამფლობელოში {8 თავი}
დილით ადრე ადგა და მოწესრიგება დაიწყო,მნიშნველოვანი დღე იყო მისთვის,საკუთარი ნახატები სხვებისთვის უნდა გაეცნო,რომელთა თვალთახედვაში განსხვავებული ჟანრის ნამუშევარი იქნებოდა წარმოდგენილი. ნამდვილად დამღლელი დღე იქნებოდა,თუმცა ეს საქმიანობა მისი ცხოვრების თანმხვედრი იყო და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. -ქრისტეფორე,როგორ ხარ?- ქვემოთ ჩასულს ნათია შემოეგება -კარგად ვარ ნათი,შენ როგორ ხარ?-გაუღიმა ქალს -ახლა ინდურ ტორტს გიცხობ,შენ რომ გიყვარს. -აი,დღეს რაც არ უნდა ხდებოდეს მაგ ტორტი გარეშე აქედან არ გავალ,ტო-გადაიხარხარა -წარმატებები ჩემო ბიჭო-თბილად გაუღიმა ქალმა -მადლობა ნათუშკები-ლოყაზე აკოცა. -ჩემი სიმპათიური შვილი როგორ არის?-ზურგს უკან ამოუდგა ნატალია -მშვენივრად დე,მალე ტორტს დავაგემოვნებ-დედისკენ შეტრიალდა და ჩაეხუტა -მეც დიდი სიამოვნებით შემოგიერთდები. დეე, დღეს რომელ საათზე არის გამოფენა? -2 საათზე იქნება -კარგი,გასაგებია-ლოყაზე აკოცა შვილს და ნათიასთან მივიდა,რომ საქმეებში მიხმარებოდა. ******** თაისას ოთახში ჩუმი ნაბიჯებით შევიდა და შეჰყვირა -აააა,თაისა ხანძარია. ამ ხმის გაგონება და გოგოს აფართხალება ერთი აღმოჩნდა,ბოლოს იმდენი იწვალა,საბანში ფეხები აეხლართა და ზღართანი მოადინა იატაკზე -ვაიმე,ფეხი-ამოიკნავლა,ახლა კი შეშინდა ქალბატონი ანასტასია -ღმერთო ჩემო,თაისაა. თაისა,როგორ ხარ? -ამაზე უკეთეს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ-შეუბღვირა გოგოს და საბნიდან ფეხი ძლივს გაითავისუფლა,თან ანასტასია ეხმარებოდა -მე რა ვიცოდი საბანში თუ ფეხები აგეხლართებოდა? ძილის პოზა გაქვს თავად ექსტრემალური,მიძისძვრა და ჰოპ გადმოვარდები -ყოველშემთხვევაში დღეს არც მიწისძვრა ყოფილა და არც ხანძარი-ფეხზე წამოდგა და უკანალზე ხელი მიიდო-ჩემი საწყალი უკანალი -ქორწილამდე გაგივლის ჩემო თაისა-იცინოდა ანასტასია,მაგრამ როგორც კი თაისამ გადმოხედა სახე შეცვალა-კარგი,ბოდიში. -ბოდიში,რა ადვილი სათქმელია-ხელები ზემოთ აღმართა -აუ,თაისა,დღეს ხომ წამოხვალ გამოფენაზე? -მეღადავები? რა მინდა გამოფენაზე? -რატომ? მხატვრის გამოფენაზე წასვლა ყველას უნდა -ამ შემთხვევაში ქრისტეფორეზეა საუბარი ანასტასია,იცი რომ არ წამოვალ,თან არც მას სურს ჩემი წასვლა,მიუხედაავად იმისა,რომ მისი აზრი არ მაინტერესებს,თავად არ ვარ წამოსვლის ხასიათზე -კარგი რაა,გთხოვ თაისა-მავედრებელი მზერა შეანათა -კიდევ აქეთ მთხოვ რამეს?-წარბები აუწია -ბოდიში,ბოდიშიი. გთხოვ წამოდი და რასაც მთხოვ შეგისრულებ -არა, არ მინდა. დამტოვე ახლა-ხელი კარისკენ გაიშვირა -ისეთ რამეს მალავ ვითომ არ ვიცოდე რა გაბია ახლა მაგ სხეულზე-ამოიბუზღუნა და კარი გაიჯახუნა -გიჟია ეს გოგო-სიცილი დაიწყო თაისამ როდესაც ანასტასიამ ოთახი დატოვა ქრისტეფორე შეეჩეხა -რა ხდება, თქვენ ჯგუფურს აწვებით?-გადაიხარხარა ბიჭმა -რა?-თავიდან ვერ მიხვდა რას გულისხმობდა-შენ,ფუუ რა უზრდელი ხარ ქრისტეფორე,მომშორდი აქედან-მხარზე ხელი მიარტყა -კარგიი, ბოდიში-სიცილს ვერ წყვეტდა,გოგო კი გზის გაგრძელებას აპირებდა,როდესაც ხელით დაიკავა -ბოდიში ხომ მოგიხადე? მაპატიე ახლა-გაუღიმა -ბოდიში თაისასაც კი მოვუხადე,მაგრამ იცი რა მიპასუხა? არაო! -მაგასთან საბოდიშო რა გჭირს?-ცალი წარბი აუწია -რა მიმართვაა ქრისტეფორე,რა გჭირს შენ? -დაიწყო ახლა-თვალები აატრიალა-მეტყვი თუ არა? -როდესაც ეძინა ვიყვირე ხანძარია მეთქი,თაისას ფეხი საბანში აეხლართა და იატაკზე დავარდა,ფეხი ეტკინა და...-ჩაახველა,მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა -და უკანალი-გადაიხარხარა ბიჭმა,გოგომ კი მხარზე მიარტყა ხელი -გთხოვ დაარწმუნე რომ გამოფენაზე წამოვიდეს რა-შეეხვეწა ბიჭს -რატომ უნდა შევეხვეწო ვიღაც თაისას,რომ ჩემს გამოფენაზე წამოვიდეს?-ხმა გაუმკაცრდა -და რატომაც არა? ჩვენი ოჯახის წევრია -ოჯახის წევრი არა,ჩამოსული სტუმარია-თითი დაუქნია გოგოს-სჯობს აღიარო სიმართლე -ეს შენ ვერ უსწორებ თვალს რეალობას-წარბები შეკრა ანასტასიამ და ქრისტეფორე მარტო დატოვა-ერთმანეთზე ჯიუტები ხართ ორივე! ბიჭმა ამოიოხრა და ოთახში დაბრუნებას აპირებდა,როდესაც სტუმრის ოთახიდან ხმაური შემოსმა -ეს სანამ ჩვენს სახლს დატოვებს,მთელს არაფერს დაგვიტოვებს-ეს თქვა თუ არა კარი შეაღო და პირსახოცშემოფარებული გოგო დაინახა,როემლსაც სახეზე ფერები გადაუვიდა -ჯანდაბაა,აქ რა გინდა? ქრისტეფორეე,შენ გელაპარაკები,გადი ჩემი ოთახიდან!-სახეზე რბაზისგან და სირცხვილისგან წამოწითლბული გოგო იდგა ქრისტეფორეს წინაშე,ბიჭმა კი გულზე ხელები დაიკრიფა და კარი მიხურა -რჩევას მოგცემ,დღეიდან კარი ჩაკეტე-ჩაიცინა და მას მიუახლოვდა,თაისა კი უკან მიიწევდა -მომშორდი,არ მომიახლოვდე იცოდე-ორივე ხელი მისკენ გაიშვირა და მკერდზე შეახო,რომ შეეჩერებინა,მაგრამ პირსახოცი ჩამოუსრიალდა,თუმცა ქრისტეფორე იმდენად ახლოს იდგა,ხელის შეშველება მოასწრო და მხოლოდ თითქმის მოშიშვლებული მკერდი აღმოჩნდა მის წინაშე. -ნუ ხარ ჩქარი, თაისა-სახე დაუსერიოზულდა და პირსახოცი ტანზე კარგად მოარგო,შემდეგ კი გონს მოვიდა გოგო,გველნაკბენივით მოშორდა მას და საწოლზე დაჯდა,თან ხელები პირსახოცზე ძლიერად შემოიჭდო. -დამტოვე,აქედან გაეთრიე,ყველაფერს აქვს საზღვარი!-ბიჭი მის ნერვებზე თამაშობდა,მის წინ ჩაიმუხლა და თმა სახიდან ყურზე გადუწია -ესეთი ტონი ჩემთან არ გაგივა-ჩაურიმა -უკვე გამდის! დამტოვე თავხედო!-ხელზე ხელი დაარტყა -შენი სხეული სხვა რამეს მთხოვს-გამარჯვებული სახით წარმოთქვა და ლოყაზე ორი თითი ჩამოუსვა -არც შენია უარზე-თვალი ჩაუკრა გოგომ,ცოტა არ იყოს და გააკვირვა ამ საქციემა ბიჭი და უფრო გახალისდა -ხოო? და შენ არ უარყოფ რომ გინდივარ? -მე არაფერს ვამტკიცებ,გასაგებია?! -შენი სხეული ამტკიცებს-ჩაიცინა-გინდივარ,თანაც ძალიან-საწოლს ორივე ხელით დაეყრდნო და გოგო მათ შორის მოაქცია,მისკენ გადაიწია და ყურში ჩაჩურჩულა-ახლა იმდენად ცუდად ხარ, კოცნის გარეშე ვერ დაგტოვებ,როგორც ჩანს ძალიან შემეჩვიე ბავშვო-ირონიულად ამოილაპარაკა -რამდენს ტლიკინებ? -მართალია,კაცებს მოქმედება ურჩევნიათ-ამის თქმა და ქრისტეფორეს ტუჩებზე დაწაფება ერთი იყო,არ იყო ნაზი,უხეშად ჰკოცნიდა გოგოს,რაც უფრო უღვიძებდათ სურვილს,მაგრამ არც ერთი გამოხატავდა ამას,ერთგვარი ლტოლვა იყო ერთმანეთისა,როგორც ქალ-ვაჟისა,ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას ასე,არაა? ხელები სახეზე. ბაგე ბაგესთან შუბლი შუბლთან. -თურმე როგორ არ გნდომებია ჩემი კოცნა-ირონიული ქრისტეფორე ფორმაშია. -ისევე როგორც შენ,ქრისტეფორე ამაშუკელო-ღრმად სუნთქვადა გოგო, ბიჭს თვალს ვერ უსწორებდა. ქრისტეფორემ გოგოს ყელისკენ გაიწია,თუმცა როდესაც შემცბარი თაისა დაინახა,წამით საკუთარ თავს ცხრასართულიანი ლანძღვა შეუთვალა,გოგოს ყელზე დიდხანს მიაწება ტუჩები,არ ჰკოცნიდა,მის სურნელს ისუნთქავდა,ჟრუანტელი უვლიდათ,განცდილი სიამოვნებისა. -ჩემი არასდროს შეგეშინდეს,თაისა-ცერა თითი ბაგეზე გადაატარა და გოგო ასეთ მდგომარეობაში დატოვა. -რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს-სახე ხელებში ჩარგო-მე არ ვიყო თაისა,შენ თუ ჩემი გამოფენაზე ყოფნით ნერწყვები არ გაყლაპინო! ****** -ამათ ვის ხედავს ჩემი თვალები-ხელები გაშალა ქრისტეფორემ -შენგან დავიწყებულნი გესტუმრეთ ძმაო-გაიცინა შოთამ -ეგ სიტყვები არ შეგრჩება-თითი დაუქნია და ძლიერად გადაეხვია -დავით,ძმაო-გაიცინა და მასაც გადაეხვია. -როგორ მიდის საქმეები? აბა დღეს რომელ საათზე არის გამოფენა? -2 საათზე არის დღეს-დივანზე მოკალათდა-საქმეები,ძველებურად და რუტინულად -უკვე 12 არის ქრისტეფორე-მისაღებ ოთახში ანასტასია შემოვიდა და ბიჭები რომ დაინახა შეკივლა -ვაიმე-სახეზე ხელები შემოიდო-ბიჭებოო-მათკენ გაემართა და ორივეს ჩაეხუტა -როგორ მოგვანატრე თავი გოგო-ცხვირზე თითი დაჰკრა დათომ -აუ,პატარა ბავშვივით ნუ მიკეთებ რა ეგრე-წარბები შეკრა -თორე შენც დიდი არ მყავდე-თვალები დააწვრილა ქრისტეფორემ -ახლა გაჭედვები არ დამიწყო ძმაო-ამოიფრუტუნა გოგომ და შოთას გადახედა -აბაა,რა ხდება პირადში ძმებო?-გაიცინა-ჩემი გოგოები ხომ არიან კარგად? -კიი,ვეჩნად ხოდზე არიან,ხან ნერვებს გვიშლიან,ხანაც ისევ ისინი გვიშლიან ნერვებს-გადაიხარხარეს -ჰაჰაჰა,გავიცინოთ? გამოიყვანეს ახლა თავი დედა ტერეზად -ჩვენ? როგორ გეკადრება ანასტასია,გული მატკინე-გულზე ხელი დაიდო შოთამ -მასხარა ხარ რაა-გაიცინა გოგომ -ვაა,ბიჭებო?-მისაღებ ოთახში თაისა შემოვიდა,სპორტულებში გამოწყობილი,ძალიან გაუხარდა ბიჭების ნახვა,ორივეს გადაეხვია და დივანზე მოკალათდა,როდესაც ნატალია გამოჩნდა მაკოსთან და ეთოსთან ერთად. - O my god,რა ხალხმრავლობაა?-სიცილით წარმოთქვა მაკომ და ხელები გაშალა-აუ ჩემო საყვარლებო,მაკიაჟი მისვია და ვერ გადაგკოცნით,ხომ იცით სულით და გულით მიყვარხართ და გეფერებით-გაიცინა და მათ გვერდით დაიკავა ადგილი. ჩვეული მაკო ფორმაშია. -შენ არ იცვლები -თავი გააქნია ქრისტეფორემ. -როგორ გეკადრება?- ჩაიღიმა და კომპლიმენტი შეიფერა -გოგოები,სპორტული ფორმით აპირებთ გამოფენაზე წამოსვლას? -თაისა არ მოდის-ბღვერით გახედა გოგოს ანასტასიამ -Are you kidding me,girl?-გაკვირვებით გახედა გოგოს მაკომ -აბაა,ვინ არ მოდის?-ეთო შემოუერთდა მათ -იდეაში თაისა არ მოდის-ამოილაპარკა ქრისტეფორემ და კიბისკენ დაიძრა-ნურავის ეხვეწებით!-კბილებში გამოსცრა -ქრისტეფორე ყველაფერს აჯობებს მოწესრიგდე,თაისა წამოვა თუ არა მისი საქმეა-მიაძახა ნატალიამ -როგორც ვიცი ჩემი ნახატების გამოფენაა-ირონიულად წარმოთქვა და ოთახში შევიდა მოსაწესრიგებლად. -თაისა,ხომ ხედავ რამდენი ხალხი გთხოვთ წამოსვლას?-ახლა დათო შეევედრა -კარგი, ავალ მოვემზადები. თქვენი ხათრით-გაუღიმა ყველას. -Yeaaaa,of course baby-შეჰყვირა და ტაში შემოკრა მაკომ,რომელსაც სხვებიც აჰყვნენ სიცილში. ცოტახანში ყველანი მზად იყო,ამირანის თამადობით. მხოლოდ თაისა აგვიანებდა. -დედა,წავიდეთ,ნამდვილად არ შედის ჩემს ინტერესებში გამოფენაზე დაგვიანება,შენს გარეშე კიდევ არსად წავალ! -აი,თაისაც გამოჩნდა-ღიმილით თქვა ქალმა,ბიჭმაც კიბისკენ გაიხედა და ერთ ადგილას გახევდა. შავი მუხლს აცდენილი,წელში გამოყვანილი კაბა ეცვა თაისას,ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად. -საოცრად ლამაზი ხარ-შეეგება ანასტასია -დღეს თაისას დაცვაზე მე და დავითი ვუზრუნებთ-ჩაახველა შოთამ და გოგოს მხარში ამოუდგა -სექსუალურობის ელექს გამომგონებელი ხარ ჩემო კარგო-გაუღიმა ეთომ -ერთი დატრიალდი თაისა-გამომცდელად შეხედა მაკომ და თითი დაატრიალა,თაისა თავიდან გონს ვერ მოვიდა შემდეგ კი ერთი ბრუნი გააკეთა. -ეს კაბა ძალიან მომწონს,თან ზურგი ძალიან საყვარლად აქვს ამოღებული-ჩაიცინა-კარგი ხარ. ''სულ საყვარლად''-გონებაში გაიფიქრა ქრისტეფორემ. -ჩემი ლამაზი-თმაზე მიეფერა ნატალია გოგოს -უნდა ვიზრუნოთ რომ არავინ მოგვტაცოს შენი თავი-გაიცინა ამირანმა და გოგოს თავზე აკოცა,სხვებმა სიცილი დაიწყეს. -დიდი მადლობა-სიმორცხვისგან თავი დახარა გოგომ-თქვენც არაჩეულებრივად გამოიყურებით,ყველა.-გულწრფელად მიუგო. -მადლობები-მაკომ გასცა ყველას მაგივრად პასუხი. მხოლოდ ქრისტეფორეს არ უთქვამს არაფერი გოგოსთვის,მზერაც საკმარისი იყო. ***** უამრავი ხალხი იმყოფებოდა საგამოფენო ოთახში,სხვადასხვა ჟანრის ნახატი იყო წარმოდგენილი მათ წინაშე,რომლებიც სხვადასხვა კუთხით უდგებოდნენ და ისე ისწავლიდნენ მათ. ბევრი ნაცნობი და კოლეგა შეხვდა ქრისტეფორეს,გამოელაპარკა მათ, კომპლიმენტები მიიღო და ბედნიერებისგან კანში ვეღარ ეტეოდა,იმდენად მისი იყო ეს საქმიანობა. -''პირველ რიგში მოგესალმებით,მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. დღეს შეხვდებით სხვადასხვა ჟანრის ნახატებს,რომლებიც სხვადასხვა ხასიათის მატარებელია,ზოგი სახალისოა,ზოგი სევდიანი,ზოგი ბუნების სიმკაცრეს უსვამს ხაზს,ზოგი ადამიანის ჩვეულ გუნებას. ყველაზე დიდი ფილოსოფია ხელოვნებაშია,როდესაც ვხატავ,მხოლოდ მე და ჩემი ნახატი ვრჩებით ერთმანეთის პირისპირ,მხოლოდ ჩვენ ვიცით რა გვსურს და რა უნდა ავსხო მასზე. მე ამ საქმიანობით ვსულდგმულობ და ძლიან მოხარული ვარ,რომ თქვენს ინტერესებში შედის ჩემი ხელით შექმნილი ნამუშევრების ხილვა. გმადლობთ ყურადღებისთვის.'' შემდეგ იყო აპლიდისმენტები. ამაყი მშობლები და მოხარული მეგობრები. ცრემლმომდგარი ანასტასია. და..უბრალოდ თაისა,ცალკე განზომილება,მისი ოჯახის წევრებთან მდგარი,მაგრამ მისი მწვანეები,სხვაფრად მოელვარე.. როდესაც ყველა საკუთარი საქმიანობით იყო დაკავებული ქრისტეფორეს ყურადღება თაისამ მიიპყრო,რომელიც ცალკე არსებულ სურათს აკვირდებოდა -რას ხედავ ამ სურათზე? -გოგოს... -რომელიც? -ტირის-კარგად დააკვირდა სურათს-ეს წარბი,ტუჩი,ცრემლი,თვალის ჭრილი,თმა....მე მგავს. -იმიტომ,რომ შენ გეკუთვნის. -მე დამხატე?-დუმილის შემდეგ წარმოთქვა -დიდ მნიშნველობას იმას ნუ მიანიჭებ,რომ შენ დაგხატე,უბრალოდ ასეთი ხასიათის ნახატის შექმნა მსურდა და შენ იდეალურად შეეთავსე ჩემს ფანტაზიას. -ლამაზი სურათია,უნდა ვაღიარო. -შენ რომ ხარ?-ჩაიძღიმა ქრისტეფორემ. -თუნდაც მაგიტომ-ჩაიღიმა-მაგრამ კარგად არის გადმოცემული ემოციები. -მთელი საიდუმლოებაც მაგაშია მხატვრობისა, ე მ ო ც ი ე ბ ი- გოგოს შიშველ ზურგზე შეახო ხელი,თაისას ჟრუანდელმა დაუარა -ვგიჟდები ჩემს შეხებაზე ასეთი რეაქცია რომ გაქვს თაისა-ჩურჩულებდა-ჯანდაბა,ძალიან სექსუალური კაბაა,გამოფენაზე ასეთი არ უნდა ჩაიცვა -ვერ გავიგე?-გაკვირვებით ამოხედა -გამოფენაზე უფრო კლასიკურად,სადად უნდა გეცვას,რომ ხალხმა ნახატებს უყუროს და არა შენს სხეულს... -ნახატი თუ საინტერესოა,მე არავინ შემომხედავს. -როგორც ჩანს საინტერესოა,რადგან ყველას ყურადღება მათკენაა მიპყრობილი,თუმცა მე რჩევა მოგეცი. -კარგი,გმადლობთ რჩევისთვის-ბიჭმა თავი დაუკრა და გოგოს მოსცილდა. -''მშიერი'' ქრისტეფორე ვიხილე,მაგრამ აქეთაც რომ დავრჩი სახტად დარჩენილი?!-საკუთარ თვალებს გაუსწორა მზერა,სევდით გადმომზირალს. -რა ხელებმა შეგქმნეს?-თვალი ნახატს მოაცილა და ხალხს შეერია. ____________________ პ.ს. ესეც ახალი თავი. გუშინ რატომ ვერ დავდე ახალი თავი დავწერე,მაგრამ კიდევ დავწერ აქ. გადასხმაზე ვიყავი გუშინ მთელი დღე,წერა რომ დავიწყე შეუძლოდ გავხდი (მოწამლული ვარ) და ასე მოხდა. დამერწმუნეთ,თქვენზე ნაკლებად არც მე მსურს ახალი თავების დადება,პირიქით. ექიმმა როგორც კი მომცა ტელეფონი მაშინვე დავწერე მიზეზი,რატომაც ვერ დავდე ახალი თავი,მანამდე ტელეფონი არ მომაწოდეს... ბოდიში. დაცინვით არავის დავცინი. და გთხოვთ,უპასუხისმგებლო ადამიანად ნუ გამომიყვანთ. მადლობა ყველას რომ ასე გიყვართ ჩემი ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.