შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ტირანი (თავი 4)


20-06-2019, 19:53
ავტორი მირანდა ა
ნანახია 2 157

მისაღებ ოთახში მაღალ ქუსლებზე მდგარი ქალბატონი შემოდის,წაბლისფერი წელამდე თმითა და წაგრძელებული წვრილი ყელით,მკაცრი სახით მიაბიჯებს უზარმაზარი ხის მაგიდისკენ და მაღალ ფეხებზე მდგარ სკამზე ჯდება,ფეხს ფეხზე იდებს,წელში გამართული მოხდენილად ისწორებს შავ ქვედაბოლოს და ბრაზისგან გამხმარ წვრილ ტუჩებს ენით ისველებს..ფერწასული ნინო ცოტა ხანს შორიდან აჩერდება,სუნთქვა გახშირებული ისიც სვლას იწყებს გრძელ თმიანი ქალისკენ და სულ ცოტა ხანში თავზე ადგება.ინტერესით ვუყურებ ჯერ ნინოს შემდეგ კი ჩემთვის უცნობ პიროვნებას,ვერაფერს ვიგებ,მაგრამ ერთი რამ ნათელია,ერთმანეთი არც თუ ისე დიდად უნდა ეხატებოდეთ გულზე.
-შენ აქ რა გინდა? -იხრება ნინო მისკენ და ხელის გულებით ეყრდნობა სკამის კიდეებს,ახლა მის მკალვებს შორის მოქცეული ქალი ირონიულ ღიმილს ვერ იკავებს და ეშმაკურად უსწორებს თვალს-თვალში
-შენ როგორ ფიქრობ?-პასუხობს და მაშინვე სწორდება ნინოც..ჩემკენ ატრიალებს თავს და თვალებით მანიშნებს რომ ავდგე.უხმოდ ვდგები სავარძლიდან და მის მინიშნებებს კიდევ ველოდები,ისიც არ აყოვნებს,დერეფნისკენ მიმითითებს თითის გაშვერით და მეც ჩემდაუნებურად თავს ვატრიალებ დერეფნისკენ..ახლა ვხვდები რაც ხდება,გაბრიელის ნახვა უნდა ამ უცნობ ქალბატონს და როგორც ჩანს ნინოს ეს აზრი სულაც არ მოსწონს,ნელი ნაბიჯებით მივდივარ ბავშვის ოთახამდე და შიგნით შესულს ცუდი წინათგრძნობა მეუფლება. მძინარე ბავშვი საწოლიდან ამომყავს,ზედ ვიკრავ და ჩემი შინაგანი ხმა ყურებში ჩამკივის რომ გაბრიელს დღეს ხელები არ უნდა გავუშვა. მჭიდროდ ვიქცევ მკლავებში და ოთახიდან ისევ გავდივარ,მისაღები ოთახიდან ყვირილის ხმა ისმის,ნინო რაღაც მიტოვებაზე,გაქცევაზე მერე ღალატზე ლაპარაკობს,მეორეს კი მხოლოდ გაბრიელის სახელი აწერია პირში,ისიც გავიგე რომ იმ ქალბატონს მარიამი ჰქვია...სკამის გაწევის ხმა ისმის,შემდეგ ქუსლების ბაკუნის და მალევე ვამჩნევ დერეფანში აწყვეტით მომავალ გრძელ თმიან ქალს.
ვხვდები რომ საქმე არც თუ ისე კარგადაა,უკანა ჯიბიდან ტელეფონს ვაძვრენ და გიგას ნომერს ვკრეფ,სასწრაფოდ ვაგზავნი მასთან შეტყინებას იმის შესახებ რომ ვიღაცა ქალი ბავშვის სანახავად არის მოსული და თან დაჟინებით და უხეშად მოითხოვს ამას..
უკან ნინო და ლეილაც მოჩანან,სირბილით მათ ორი მოსამსახურე ახალგაზრდა გოგონა მოსდევს,ნერვიულად ვუჭერ ბავშვს ხელებს,დღეს მის თავს არავის დავუთმობ..
-ბავშვი მომეცი-მარიამი მკლავში მკიდებს ხელს,მთელი ძალით მიჭერს და მთელი სიძულვილით მაშტერდება თვალებში. უკან ვიწევი და ვცდილობ მისგან დავიხსნა თავი,გული გამალებით მიცემს,სულ ცოტაც და ალბად გულიც წამივა აქვე ნერვიულობისგან.
ნინო თმებში ავლებს ორივე ხელს და ჩემგან მოშორებით სწევს,ერთი სული მაქვს როდის გამოჩნდება გიგა ჰორიზონტზე,საერთოდ თუ წაიკითხა შეტყობინება რა თქმა უნდა.
-ბავშვს იქამდე ვერ გამომართმევ სანამ მამამისი არ მოვა-გულმოსული ვეპასუხები მარიამს,მთლიანად გადაწითლებული სულ ცოტაც და ბრაზისგან გასკდება
-მოგკლავ-მემუქრება ის.. გაავებული ნინო ყელში სწვდება და კედელზე აკრავს.
გაფითრებული ერთ ადგილას ვდგავარ გახევებული,ვუყურებ ორი ქალბატონის ორთაბრძოლას და მაინც ვერ ვხვდები ვინ ჯანდაბაა ეს ქალი ან საერთოდ რა უნდა გაბრიელისგან.. ვერავინ ბედავს მათთან მისვლას იქამდე სანამ ოდნავ განათებული დერეფნის ჰორიზონტზე გიგა არ ჩნდება,იმედიანად ვაჩერდები ჩვენკენ მომავალ ახოვან და მაღალ მამაკაცს,მას უკან ლაშა მოყვება და მათი მოახლოვებისთანავე ვაანალიზებ რომ ახლა უარესი ამბავი დატრიალდება აქ..
გიგა მკლავზე კიდებს ხელს თავის დას,გვერდით სწევს და ისიც დამჯერი გოგოსავით უფრო უკან იწყებს სვლას იქამდე სანამ ჩემს გვერდით არ დგება,ანერვიულებული ხელების კანკალით მართმევს ბავშვს და ოთახში შეყავს..
ცოტა ხანს დადუმებულ გიგას ლაშას და მარიამს ყველა ინტერესის თვალებით ვაკვირდებით,გიგა თავს გვერდზე ატრიალებს ლაშას წარბებით ანიშნებს რაღაცას და ისიც მათგან ოდნავ მოშორებით დგება.
-როგორ ვხედავ გამბედაობა გეყო იმისთვის რომ აქ მოსულიყავი-მშვიდი ხმით ეუბნება მარიამს გიგა,ქალს სულ ცოტაც და გული ამოუვარდება,კედელზე აკრული ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავს,ნერწყვს მძიმედ ყლაპაბს და შეშინებული აქეთ-იქით იწყებს ყურებას - მე ხომ გაგაფრთხილე -ტონს უწევს გიგა -მიპასუხე გაგაფრთხილე თუ არა? - მუშტებს კრავს და მარიამისკენ მიიწევს..
-ის ჩემი შვილიც არის-გაოცებული პირზე ვიფარებ ორივე ხელს,არც კი მჯერა იმ სიტყვების რაც ახლა გავიგონე
-შენ მისი დედა არ ხარ -პასუხობს გიგა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება ,სულ ცოტაც და ერთმანეთს ცხვირებით შეეხებიან -სანამ შენ,სხვა მამაკაცის საწოლში გორაობით იყავი დაკავებული მე აქ ჩემს საცოლესთან ერთად ვზრდიდი გაბრიელს -ვგრძნობ რომ თავბრუ მეხვის და შუბლზე ვიდებ მარჯვენა ხელს,მეორე ხელით კედელს ვეხები და ოდნავ წინ ვიხრები (რას ქვია საცოლესთან ერთად ზრდიდა შვილს ? მე რა,მისი საცოლე გამოვდივარ ახლა? ეს კაცი მართლა არანორმალურია,შეშლილი,უტაკტო...) სიბრაზისგან ალი მეკიდება სხეუზლე,ვგრძნობ როგორ მივლის სიმხურე თავიდან ფეხებამდე და ერთიანად აცახცახებული დამშვიდებას ვცდილობ,ცოტა ხანს არც ერთი მათგანის ხმა არ მესმის,მერე გონს მოვდივარ და წელში გამართული გიგასკენ ვიწყებ სვლას..
ხელზე ხელს ვკიდებ,დაბნეული ზემოდან ქვემოთ დამყურებს მაგრამ ძვრა არ აქვს,არც ჩემს მოშორებას ცდილობს,ორმაგად გაკვირვებული მარიამი კი ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს ისე უყურებს თითქოს რამე უცნაურს ხედავდეს.. გიგას თავს ვადებ მკლავდე,თვალებს ვლულავ და ვიღიმი,ამ დღის გამო ოსკარიც კი მეკუთვნის !
გაუგებრობაში აღმოჩენილი ლეილა,ლაშა,ნატალია,ლიკა,მარიამი და ოთახიდან ახლად გამოსული ნინო გაშეშებულები დგანან და მხოლოდ მე და გიგას გვიყურებენ
-ხო..-ტუჩებს ვბრიცავ და მოწყენილ სახეს ვიღებ,ამის გამო გიგას ხელფასის გადახდა მოუწევს -მე და გიგას ერთმანეთი ძალიან გვიყვარს,მარიამ დამიჯერე თქვენი... ბოდიში ჩემი და გიგას შვილი საუკეთესო ხელშია,არაფერი აკლია და არ მგონია ინკუპატორის სიყვარული აწვალებდეს -ნიშნის მოგებით ვეუბნები მარიამს.. თვალებგაფართოვებული ჩემკენ მოიწევს,გიგა ჩემი ხელისგან თავს ინთავისუფლებს და წინ მიდგება
- ანაბელისკენ ნაბიჯის გადმოდგმას კიდევ თუ გაბედავ,ჩემს კაცობას ვფიცავ ყველაფერს წაგართმევ და შეიძლებმოგკლა კიდეც -უღრიალებს და მარიამის ადგილზევე შეშდება.- ახლა გაეთრიე აქედან
-მე დავბრუნდები გიგა,ჩემი შვილის გამო,ის ჩემი შვილია და არა ამ უცხო ქალის -ყვირილს იწყებს მარიამიც
-არადა უცხო არ ვარ- მხრებს ვიჩეჩავ და საუბარში ვებმევი მეც -დარწმუნებული ვარ მისი პირველი სიტყვა დედა იქნება ჩემი მიმართულებით -თავს ვაქნევ და მის გაგიჟებას მთელი გულით ვცდილობ
-გოგო,დაუკვირდი რას იძახი-ხელს მიშვერს და აფოფრილს ერთი სული აქვს როდის გამასხმევინებს ტვინს იატაკზე
-ანაბელი საყვარელო,ანაბელი-ვუსწორებ და ახლა მეტად წითლდება ბრაზისგან..-სასამართლოში შევხვდებით -ნიშნის მოგებით ეუბნება გიგას და გვერდს უვლის გიგას ისე რომ მხარს უხეშად კრავს.. დერეფანში მიმავალი დრო და დრო უკან იყურება და ძალიან მალე ისე ნქრება სახლიდან რომ მისი კვალიც კი არ მოჩანს..
ახლაღა ვბედავ თავისუფლად ამოსუნთქვას,თვალებს ვხუჭავ მთელი ძალით და ეს-ესაა უნდა გავახილო რომ გიგა მკიდებს ხელს ხელზე და სწრაფი ნაბიჯებით მაიძულებს მის კაბინეტამდე სიარულს.

ტყავის შავ სავარძელში ესვენება,ფეხს ფეხზე იდებს და მარცხენა ხელით ნიკაპს იზელს
-ჭკვიანი ყოფილხარ-მეუბნება და მიღიმის -კარგია მხარი რომ ამიბი,მეგონა ვერ მიხდებოდი რა უნდა გექნა -მარჯვენა წარბს ზევით ზიდავს და ხმა დაბლა ტაშის კვრას იწყებს..ჩუმად ვდგავარ მის წინ,არც არაფრის თქმის სურვილი არ მაქვს და შესაბამისად ასე ვაპირებ დგომას სანამ არ გამიშვებს კაბინეტიდან
-სასამართლოში შეიტანს ახლა განცხადებას მეურვეობის თაობაზე -ნერვიულად აგრძელებს -ცოლად უნდა გამომყვე -გაოცებული თვალებს ვაფართოვებ და ჩემს წინ მდგარს თვალს ვერ ვწყვეტ
-რას ქვია ცოლად უნდა გამოგყვე ?
-ამ თამაშში თთითონ ამყევი,მე შემეძლო სხვაზე მეთქვა რომ ჩემი საცოლეა,მაგრრამ თავად მოისურვე ასე,გახსოვს? -მპასუხობს და ისიც ფეხზე დგება... ადამიანს ხომ არ უნდა დაეხმარო მოკლედ,ეს ვინ ყოფილა ხალხნო !
საკუთარ თავს თვითონვე ვესაუბრები,ბრაზისგან ყურები მეწვის და ახლა მზად ვარ ამ უზარმაზარ კაცს ავაფრინდე და ის წვერი სათითაოდ დავაგლიჯო
-ეს იმას ნიშნავს რომ ცოლად უნდა გამოგყვეთ ?
-სხვა გზა არ გაქვს,იმისთვის რომ ბავშვი ჩემთან დატოვონ სრულყოფლი ოჯახი უნდა შევქმნა,გბრიელისთვის შესაბამისი გარემო,რა თქმა იქამდე სანამ ყველაფერი მორჩება
-იქნებ საერთოდ არაფერი გააკეთოს იმ ქალმა?
-დაზღვეული მინდა ვიყო-უხეშად მპასუხობს-ამისთვის ფულს მიიღებ ყოველ თვე
-ფული არაფერ შუაშია,მე არ მინდა ამის გაკეთება
-ხოდა ისე ქენი რომ მოგინდეს-მიახლოვდება და თითქმის ჩურჩულით მეუბნება -ორი დღე გაქვს იმისთვის რომ საბოლოო პასუხი მითხრა,მაგრამ დიდი ალბათობით უარი არ მიიღება,როგორც წესია ისე იქნება ყველაფერი..ფერ ხელის თხოვვნა,მალევე ქორწილი,მეჯვარებიი და ასე შემდეგ -ცოტაც და გავაფრენ,ეს საერთოდ რეებზე მესაუბრება ? გეგონება ასეთი ადვილი იყოს ოჯახის შექმნა და მერე დანგრევა,არა,კი ვიცი რომ ფიკტიური იქნება ყველაფერი მაგრამ ესეც ხომ იქნება ოჯახი ? -ახლა წადი სახლში,ორი დღე ნუ მოხვალ,იფიქრე ანაბელ,გაბრიელის გამო-ხელებს აქეთ-იქიდან მკიდებს მხრებზე და საწყალი სახით ცხოვრებაში მეორედ მიყურებს. უხეშად ვიშორებ და კაბინეტიდან ისე გამოვდივარ რომ კარებს ძლიერად ვიხურავ ზურგს უკან..
თავქუდმოგლეჯილი ჯერ გაბრიელის ოთახში,შემდეგ მისაღებში ვინაცვლებ და ძალიან სწრაფად ვიცვამ ფეხსაცმელებს
-ანა მოიცადე-ახლა ლაშაღა მაკლდა..
-რა მოხდა ?- ვსწორდები და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო
-რა ხდება შენსა და გიგას შორის?
-მოდი გიგას კითხე ამის შესახებ- მოკლედ ვუჭრი და მისგან თავის დახსნას ვთხოვ
-არა,შენგამ მინდა გავიგო პასუხი -ესეც კარრგი ჯიუტი ყოფილა..
-ლაშა მეჩქარება
-ანა -მხარზე მადებს ხელს და ცდილობს შემაჩეროს,მაგრამ ნაზად ვიშორებ ხელით მის ხელს და სახლიდან გარეთ ვინაცვლებ..|

სახლში მიმავალი ცოა ხანს პარკში ვჩერდები,შემოდგომის გრილი საღამო ახლა ისეთი სასიამოვნოა როგორც არასდროს,სკამის საზურგეს ვეყუდები და თვალებს ვხუჭავს
- არა რა.. ეს კაცი ავადმყოფია.. როგორ შეიძლებოდა ? .. შენც მაგარი ხარ რა ანა,რომ დაადე და მიხვედი და ჩაკიდე ეს წყეული ხელი რას მიხვედი და ჩაკიდე,საკუთარი თავი მახეში თანადვე გავაბი -საკუთარ თავს ვესაუბრები და სიგიჟემდე მისული ტელეფონს ვრთავ რომ დავურეკო იმ ტირანს და ვუთხრა რომ საერთოდ სამსახურიდან მივდივარ..
ეს-ესაა უნდა დავრეკო მასთან რომ მისგანვე მომდის შეტყობინება
- საყვარელო,ორ დღეში გელოდები,იმედი მაქვს გაახარებ შენს საქმროს, გკოცნი და მიყვარხარ -ახლა ვცდილობ რომ არ ავყვე ნერვებს,ვცდილობ მის დამცინავ შეტყობინებას არ ვუპასუხო,მაგრამ ამაოდ,ნერვები თავისას შვრება,ტელეფონს ძლიერად ვუჭერ ხელებს და მთელი ძალით მეორე მხარეს ვისვრი
-ჯანდაბაშიც წასულხარ,მათხოვარო-ვყვირი და სიმწრის ცრემლები მცვივა თვალებიდან-ჯანდაბაშიც წასულხარ,შენ არაადამიანო,არაკაცო -ფეხზე ვდგები და ვიმუხლები,ორივე ხელს გულ-მკერდზე ვიდებ და მთელი ძალით ვუჭერ ხელებს მაისურს.
ძალა გამოცლილი მხოლოდ ერთ რამეზეღა ვფიქრობ,როგორ დავიღწიო თავი ამ უბედურებისგან,მართალია გაბრიელი საშინლად შემიყვარდა ამ დროის მანძილზე მაგრამ მზად არ ვარ რომ ასეთი მსხვერპლი გავიღო.ფეხზე ვდგები და ნელი ნაბიჯებით მივუყვები სახლისკენ მიმავალ გზას,თითქოს ამინდიც ხვდება რა ხდება დღეს და წვიმა მისწრებს,მცირე ნაპერწკლების ცვენა ძალიან მალე ძლიერ წვიმაში იზრდება და ერთიანად მასველებს.
ერთიანად გალუმპული სახლის კართან ვისვეტები და ცოტა ხანს გონზე მოსვლას ვცდილობ,გასაღებს ჩანთიდან ვიღებ და საკეტს ვაძრობ,რამდენჯერმე ვცდილობ მოვარგო გასაღები საკეთს მაგრამ რთული საქმე ხდება ჩემი აკანკალებული ხელების გამო..
როგორც იქნა ვაღებ კარს და სახლში ჩუმად ვიპარები,გზა და გზა ტანსაცმელს ვიხდი და ოთახში ფეხის წვერებზე სიარულით შევდივარ,სველ ტანსაცმელს სკამზე ვკიდებ და შიშველი საწოლზე ვენაცრხები პირქვე...

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჩემს ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრას,მილიონჯერ მაინც მაქვს წარმოდგენილი დასაშვები ვარიანტი,როგორ შეიძლება შევმხმვდარიყავი ნამდვილ ბედისწერას,როგორ შეიძლებოდა რომ შემყვარებოდა.ყოველი ძილის წინ გონებაში ვხატავდი ათასნაირ ვარიანტს,წინასწარ წარმომედგინა პირველი კოცნა,შეხება და ის შეგრძნება რასაც მუცელში პეპლების ფრენას ეძახიან.. ჩემი ოცნებები ერთ დღეში არაფრად იქცა,თითქოს შავი ღრუბელი გადმოწვა ჩემს თავზე და ერთიანად შეისრუტა ყველაფერი კარგი რაც გამაჩნდა აქამდე. საწოლზე ლოკოკინისებურად ვიკუმშები და საკუთარ მუხლებს ვხვევ მკლავებს,ჯერაც ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს,მაგრამ დანებებას არ ვაპირებ.
გოდებასა და წუხილში ძალიან მალე მეძინება და მეორე დღეს შვიდ საათზე ვახელ თვალებს
ოთახში ლელა შემოდის და საწოლზე იშხლართება
-არ წახვედი ?-მეკითხება მხირაულად
-არა
-რატომ ?
-თავს ცუდად ვგრძნობ-მოკლედ ვუჭრი და ვცდილობ მალე მოვიშორო თავიდან
-კარგი დაისვენე..-დგება ფეხზე -დღეს დედა და მამა ჩამოდიან- თვალებს ვქაჩავ,თითქოს ამ სიახლის გაგება შუაზე მგლეჯს
-დღეს?-საწოლზე ვჯდები და საბანს ვიფარებ მთელს სხეულზე
-ხო რა იყო ?
-არაფერი უბრალოდ ვიკითხე-ვუღიმი და ლელაც მომღიმარი სახით გადის ოთახიდან..

*********************************

უკვე სამის ნახევარია,ღმერთმა უწყის რამდენჯერ დამირეკეს და მომწერეს ქავთარაძეებმა და მით უმეტეს გიგამ,მთელს დღეს სახლის ლაგებას და საჭმელების კეთებას ვანდომებ,ეს ყველაფერი ცოტა ხანს მავიწყებს სასტიკ რეალობას მაგრამ მართლაც რომ ძალიან ცოტა ხანს..
-ანა -მესმის ლელას ხმა,ბედნიერი სამზაარეულოდან მისაღებში გავბრივარ და კარებში მდგარ დედას დამამას ერთად ვეხვევი
-როგორ ხარ ?-მეკითხება დედაჩემი და ისე მიყურებს თითქოს რაღაცა იცის უკვე
-კარგად,თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენც კარგად ვართ -მიღიმის მამა და სახლში შემოსასვლელად გზას ვუნთავისუფლებ..
ასეთი ბედნიერი და მოშვებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ,ყოველ წამს ვრწმუნდები რომ არ უნდა გადავდგა ის ნაბიჯიც და ჩემი ცხოვრება ოჯახს უნდა მივძღვნა იქამდე სანამ ჩემი გათხოვების ნამდვილი დრო არ მოვა..
თითქოს ერთ დღეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა,რა შეიძლება იყოს ოჯახზე უფრო კარგი და მნიშვნელოვანი ? ჩემს დასაც ასეთ ლაღრს პირველად ვხედავ და თავს ორმაგად ვგრძნობ.
საპირფარეშოში შევდივარ რომ წყალი შევისხა სახეზე.
-კარებზე არიან ლელა გააღე -მესმის დედაჩემის ხმა..
ცოტა ხანს სიჩუმე ვარდება,საპირფარეშოდან გამოვდივარ და მომღიმარი სახით მისაღებ ოთახში შევდივარ.. სავარძელზე ამოსკუპულ გიგას ახლა ან ვხედავ ან მეჩვენება
-ლელა აქ რა ხდევა ? -ვეკითხები ლელას
-არც მე ვიცი ჯერ
-ამას აქ რა უნდა?
-რავიცი აბა ანაბელ ? -გიგასკენ ვიწყებ სვლას და მის გვერდით მდგარ სავარძელში ვჯდები
-რა გინდათ აქ? - ვეკითხები ძალიან ხმადაბლა მაგრამ პასუხს არ მცემს..
დედა და მამა შემოდიან დიდი თეფშებით ხელში,რომელზეც ხილი და ტკბილეული ალაგია,მაგდიაზე დგამენ და ისინიც სხდებიან
-გამარჯობათ ქალბატონო ნათია ბატონო გივი -ესალმბა გიგა.. გაოცებული მისკენ ვატრიალებ თავს,მისთვის არაფერი მითქვამს დედ-მამის სახელებთან დაკავშირებთ
-გამარჯობა შემოგევლე- დედაჩემი უღიმის და თეფშიდან ერთ ცალ შოკოლადის იღებს,აწვდის გიგას და ისიც მაშინვე აცლის ხელებიდან
-გიგა ქვია-იცინის თავისი მომაჯადოებელი სიცილით და მაშინვე ყველას გულს იგებს -თქვენთან სალაპარაკოდ ვარ აქ - ფეხზე დგება და ჯიბისკენ მიაქვს ხელი



№1  offline წევრი კიკინა

Male dade raaa<3

 


№2 სტუმარი სტუმარი ანიიი

ვაიმეეე არ მყოფნის.... ძაან მაგარია მალე დადეეეე

რაღაცნაირად ძალიან მომწონს გიგა და რა გავაკეთოოო, თუ არ უნდოდა რას ეჩრებოდა დატეულიყო თავის ადგილზეეე, მომეწონა მოვლენების ასე განვითარებააა.

არა რა ეს ხალხი გადამრევს ზუსტად ჩემნაირი სახელით რატო წერთ კომენტარებს გისწორდებათ? -_-

 


№3  offline წევრი მირანდა ა

დღეს დავდებ გოგოებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent