შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #19 (+18)


20-06-2019, 21:32
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 234

წყნეთის უსწორმასწორო ქვაფენილზე დამუხრუჭებულმა მანქანის ხმამ, ლაშა სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოაქცუნა, თითქოს შვილი მკვდრეთით აღუდგა. მანქანიდან ძლივს გადმოვედ., სანამ წელში გავიმართებოდი იქამდე მეცა და მომეხვია. თან რაღაცეებს ბუტბუტებდა, მაგრამ სუფთა ჰაერისგან გაბრუებულს დიდად კონცენტრაცია არ შემეძლო. სახლის შესასვლელთან ზური იდგა, ცალი ფეხი კარებზე ‘კარგი ბიჭივით’ მიებჯინა და გაბრწყინებული მიყურებდა. ლაშას მოვეხვიე და პატარა ძმას ღიმილით თვალი ჩავუკარი. სოფო სანამ ჩემამდე მოდიოდა, იქამდე ნიკუშას უკოცნიდა გასაპარს ღაწვებს და ადიდებდა, რომ მასზე უკეთესი პოლიციელი საქართველოს არ ყავდა.
- მე არაფერ შუაში ვარ სოფი. ხომ გითხარი, გაუგებრობის გამო ჩასვესთქო. ისეთი ამბავია რა, ცხოვრებაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოცადოსო. - გაღიმებით სცადა ნიკუშამ სიტუაციის განმუხტვა, თუმცა ალბათ მხოლოდ მე ვგრძნობდი ნელ-ნელა ეს სუფთა ჰაერი როგორ ბინძურდებოდა საშინელი დაძაბულობით. როგორც იქნა მონატრებული დედა ჩემსკენ წამოიწია და მასზე ორი თავით მაღალი შვილი ისე ჩამიხუტა, როგორც ამას ჩემს ბავშვობაში აკეთებდა ხოლმე. შუბლზე ვაკოცე ქალს და მივიხუტე.
- წესიერად ილაპარაკე ბიჭო!- სიცილით შეუღრინა ლაშამ აბესაძეს - მე თუ ციხეში არ ვმჯდარვარ, გამოდის ‘ყველაფერი’ არ გამომიცდია?!
- კაი რა ლაშა, ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე.
მხრები აიჩეჩა აბესაძემ. თვალი ჩამიკრა და მანქანის კარები გამოხსნა. არადა იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემთან მაინც დარჩებოდა ცოტა ხნით, მაგრამ როგორც ვხვდებოდი უაზრო კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მარტო მტოვებდა.
- ბავშვი ჩაბარებულია. მე უნდა გავიქცე საქმეებზე, საღამოს ან ხვალ შემოგირბენთ. დამიანე აგიხსნით ყველაფერს.
ყველაფერში იგულისხმებოდა, რომ როგორმე შელამაზებით უნდა ამეხსნა დედაჩემისთვის, რომ მის უფროს შვილს ორ წლიანი შინა პატიმრობა მიესაჯა. ლაშას რეაქციაზე დიდად არც ვღელავდი, ალბათ თუ ზედმეტს მეტყოდა რამეს, იმასაც კი ვეტყოდი, რომ მისი კოლექციიდან ფავორიტი ვისკის ბოთლი ჩემი მოპარული იყო... ვისკის გახსნის და დალევის ისტორიაზე გონებაში ნათურებმა ციმციმი დამიწყეს. სანამ ფიქრებში და წარსულში ძრომიალით ვიყავი გატაცებული, პატარა ეზო დაცარიელდა და მხოლოდ მანქანაზე იდაყვ ჩამოყრდნობილი ნიკუშა და მე დავრჩით.
- მიხედავ?
- დამიანე, აქედან ფეხი არ გამოადგა იცოდე. შეიძლება ვინმე დაგიდარაჯდეს კიდეც, არ ვიცი.
- ყველაფერი მომიყვა ნიკუშა, გესმის?! მართალი ხარ, ამას ვერ ითამაშებდა. იმხელა ტკივილი იყო მის რაღაცნაირი ფერის თვალებში... - თავი მოვიქექე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რომ გამოსახულება არ ამრეოდა. - მეცოდება, გეფიცები ყველაფერს, მეცოდება! მაგრამ მაინც ვერ ვპატიობ ჩუმად ყოფნას...
- ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა, შენთვის გამიზნულ იარაღში ტყვიის მიწოდებასავითაა, ხომ გაგიგია... - მხრები აიბუზა აბესაძემ და მანქანას მიეყრდნო. გახსენებაზე, ხელიდან სიგარეტი გამოვსტაცე და მოვუკიდე. ისე სწრაფად ჩავისუნთქე ნიკოტინი, მგონი ბოლო დღეების განმავლობაში ჰაერიც არ მისუნთქავს ასე მოწადინებით. უცნობ ნაცნობი გემოს შეგრძნებისას კოლოფს დავხედე და სიმწრით ჩამეცინა.
- მარლბორო თანაც შავი გოლდი?! ალბათ მეხუმრები..
- უბნის მაღაზიაში სხვა ვერაფერი ვიშოვე წესიერი. დაიტოვე, რომ ამოვალ ამოგიტან რასაც გინდა, ან დამირეკე და დამაბარე.
- ელიზაბეტიც ამას ეწევა... ფულს მოგცემ.
- მგონი ჯობს იმ წამლების დალევა დაიწყო, რასაც დაგინიშნავენ. რა ფულს მომცემ, ბიჭო?! სულ გააფრინე, ხო?...
ცოტაც და ალბათ იყვირებდა. გამეცინა, ძმაკაცს გვერდით ამოვუდექი და ერთი ღერი ისე მოვწიეთ, ჰორიზონტისთვის თვალი არ მოგვიშორებია. არაბუნებრივ
სიჩუმეს მხოლოდ ნიკოტინის ჩასუნთქვა ამოსუნთქვის ხმა არღვევდა.
- ახლა ჩავფიქრდი და... ქალის ნაკლებობას არასდროს განიცდიდი. - ჩაახველა ნიკუშამ და გრილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ნიკოტინს მონატრებული, მეორე ღერზე გადავედი, თან ინტერესით ვუსმენდი. - ზოგჯერ არც მომწონდა, ამდენთან რომ გქონდა ურთიერთობა და რამდენჯერმე ჩემთვისაც ვხუმრობდი, მოვა დრო და სიფილისს, ან რომელიმე უარეს სქესობრივ დაავადებას აიკიდებსთქო.. - ბოლო სიტყვებს ღიმილი დაუყოლა, რამაც მეც არანაკლებ გამახალისა. ნიკუშა ალბათ, ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი გაღიმება ყოველთვის შეეძლო. - ავადმყოფობა კი არა, უარესი აიკიდე...
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ სათქმელს შორიდან უვლი?
- არა, არ ვუვლი. ამის თქმა მართლა მინდოდა. - ტუჩები უხერხულად მოკუმა, ჯიბეში ხელებჩაწყობილმა მოუარა მანქანას გვერდი და იქვე, დანესტილ სკამზე ჩამოჯდა. - იქნებ, ცოტა ხნით ის ძველი დამიანე დაბრუნებულიყო, რომელიც ‘ნატალიამდე’ იყო?
ასე გადმომხედა, თანაც ისეთი ტონით მესაუბრებოდა, თითქოს არ იცოდა რა რეაქცია მექნებოდა ამ კითხვაზე და მაპარებდა. ცდილობდა, ვაი და რაიმე არასწორად ვთქვაო.
- ყველაფერი არ შეცვლილა.მჯერა, დღემდე არიან ჩემს გარშემო ადამიანები, რომლებსაც ინტერესი გააჩნიათ. გგონია, იმდენი ხანი გისოსებში ყოფნის დროს ეგ ვარიანტი არ განვიხილე? განვიხილე. გინდ დამიჯერე, გინდ არა... ის სექსზე და ქალებზე გაგიჟებული დამიანე ელიზაბეტის გაცნობის შემდეგ გაქრა. ადრე, ნებისმიერის საჯდომს, მკერდს შევხედავდი და ჩემი ღირსება მოწოდების მწვერვალს აღწევდა ხოლმე. მის შემდეგ?! არაფერი. უბრალოდ სურვილი გამიქრა, ინტერესი გამიქრა ყველას მიმართ. ახლა, ასე მგონია ას ქალთან რომ გადაბმულად დავწვე, ვერცერთისგან მივიღებ სიამოვნებას. სექსი ხელოვნებაა, პორნოგრაფიაც ხელოვნებაა, მაგრამ ამ ხელოვნების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა, უბრალოდ სხეულების ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლა არ არის...ელიზაბეტს კი, შეიძლება ეს დანიშნულება ჰქონდა ჩემს ცხოვრეაში. ალბათ მხოლოდ იმისთვის უნდა ყოფილიყო ჩემთან, რომ შემეწყვიტა მცდელობა ყოველ გამოჩენილ ადამიანზე, რომლის მიმართაც დაინტერესება მექნებოდა.
- რავიცი, შენი საქმის შენ იცი. მართლა უნდა წავიდე, ვეცდები რაფაელის საქმეში ჩავერთო. აქედან ფეხი არ გამოადგა რა. - ისე მომეხვია, გამომშვიდობებას გავდა. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი. თითქოს გული კვლავ ცუდს მიგრძნობდა. არ მინდოდა აბესაძეს წყნეთი დაეტოვებინა. მაგრამ სამუშაო უპირველეს ყოვლისა... თავი მძიმედ დავუქნიე, იქამდე ვუყურე, სანამ ჰორიზონტს არ გასცდებოდა და სახლში შევედი.
- კარგად ვარ, უბრალოდ გადაღლილი და თავი მისკდება. გთხოვთ ზედმეტი კითხვები არ დამისვათ რა... ამ სახლიდან ჩემი წასვლა ახლა ვხვდები, რომ უდიდესი შეცდომა იყო და...
ძლივს აწყობილი წინადადებები ლაშამ ერთი ხელის მოქნევით გამაწყვეტინა, როდესაც ვისკით სავსე ჭიქა გადმომიწია და თავი როგორც კაცმა კაცს ისე დამიკრა.
- მეც არასწორი ვიყავი. გაბრაზებულზე ის არ უნდა მეთქვა, რაც გითხარი.
სოფო ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებდა და ზურიც ცდილობდა მისთვის როგორმე ენუგეშებინა.
- თქვი მაინც, როგორ ამოყავი თავი იქ. - შემომაპარა უმცროსმა რურუამ და თვალები დამიბრიალა. ყველა გაისუსა. მისაღები ოთახი ფილარმონიის დარბაზს დაემსგავსა, ოღონდ ცარიელს და მეგონა, ჩემი ერთი ამოსუნთქვაც კი ექოსავით გაიჟღერებდა.
- პირადი ინტერესების გამო, რამდენიმე ადამიანმა ‘გამაშავა’. პოლიციასაც ხომ უნდა კბილის საჩიჩქნი, არა?! კიდევ კარგი, ნიკუშა მყავს. მაგრამ მომდევნო ორი წელი სახლიდან ვერ გავალ. აქ მომაკითხავს კვირაში რამდენჯერმე, ერთი ადამიანი. ფიქრობენ რომ ფსიქიკურად ვერ ვარ. ჩემს ბედზე დაკეტეს ასათიანის კლინიკა. ცხოვრებას ვერ დავემდურები. - ხელები გრაციოზულად გავშალე და როგორც შემეძლო გავიღიმე, რათქმაუნდა ყალბად. ვისკი გამოვაცარიელე და სამ ადამიანს შევხედე, რომლებიც ერთნაირი გამომეტყველებით მომჩერებოდნენ. ლაშა გაუპარსავ, ჭაღარა წვერს ცალი ხელით ისე იზელდა, ცოტაც ეკლდა რომ მოეგლიჯა. ერთი ღრმად ამოიგმინა და საზურგეს მიეყრდნო.
- მთავარია, სახლში ხარ. - გამამხნევებელ სიტყვებს თავი მოუყარა სოფიმ და მასზე მიხუტებული უმცროსი შვილი უფრო მჭიდროდ მიიკრო.
ოთახში ასულს, კადრები და ელიზაბეტის ტუჩების შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მეგონა რომ არასდროს მიმატოვებდნენ... და მისი არყოფნისას ისინი გამიწევდნენ მეგზურობას...
მარლბოლო ტუჩებს შორის მოვიქციე და გავუკიდე. იმ ჩემთვის საძულველი სიგარეტის არომატი, საყვარელ ქალს მახსენებდა. იმ ქალს, ვინც ბოლო მომიღო, გამანადგურა, მაგრამ საკუთარი სტატუსი ჩემს ცხოვრებაში მაინც შეენარჩუნებინა. ამის დიადი, კარმული მაგალითი მივიღე.
დღეები დღეებს მისდევდა. სიგარეტს ისე დავეჩვიე, ჩემი ‘დილამშვიდობის’ და ძილისპირული ნიკოტინით გატენილი, მომწამვლავი ღერები გახდა. ისინი ყველაფერს მინაცვლებდნენ. ჩემსას აღარ ვეწეოდი, მარლბოროს დავეჩვიე და ალბათ ესეც იმიტომ, რომ მონატრებაში ერთიანად მოლივლივეს, როგორმე, რამენაირად ძველებური სურნელება გამეხსენებინა და შემეგრძნო. მხოლოდ მოგონებები არასაკმარისი აღმოჩნდა.
მგონი ცხოვრებაში პირველად მომიწია მშობლების თანდასწრებით სიგარეტის მოწევა. უბრალოდ ნერვებს აყოლილმა (ჩემდა გასაკვირად შემრჩენოდა) თავი ვეღარ მოვთოკე, როდესაც სოფომ და ზურიმ იკითხეს, რატომ არ მოდიოდა ’ნატალია’ ჩემს სანახავად. ჩემი დუმილი და იაფფასიანი ლუდის შუშის ბოთლის ნამსხვრევებად ქცევა, ყველაფრის ნათელი პასუხი გახდა... ნიკუშამ მეორე დღესვე ამომიტანა პროდუქტები და წვრილმანები, ხელს ჩემი ნივთებიც გამოაყოლა. ელიზაბეტის კვალი ისევე გამქრალიყო, როგორც იმ ვიღაც დანიშნული ფსიქიატრის, რომელსაც კვირაში ორჯერ უნდა ეარა...
გოგო არსად ჩანდა. სულს მიფორიაქებდა. ღამით გულაჩქარებულს მეღვიძებოდა, ყოველ სიზმარში, რომელსაც მე კოშმარს უფრო ვუწოდებდი ის შველას მთხოვდა. ჩემსკენ გამოწვდილი ქათქათა ხელი ტალახში იყო ამოსვრილი და კანკალებდა. თვალებიდან ცრემლის ნაცვლად, მუქი ფერის სისხლი სდიოდა. თავის ტკივილები დამეწყო, უკვე ვნატრობდი რომ ის ფსიქიატრი მალევე გამოჩენილიყო. წამლები მესაჭიროებოდა, რაიმე დამაწყნარებელი. ძილი საერთოდ აღარ მინდოდა. ამიტომაც, ჩემთვის უგემურ სიგარეტს საუკეთესო, ბანალური მეგობარი - ყავა გავუჩინე და ასე ვათევდი ღამეებს, ფანჯრის რაფასთან. ახლა არც მშვენიერი ხედი მქონდა, არც ჩემი წითელი განათებები. ერთადერთი რასაც ჩემეულს ვგრძნობდი, ჩემი დაბალი საწოლი და თინეიჯერობის პერიოდში საღებავ გადაცლილ კედელზე გაკრული ფლეიერები იყო...
სად ხარ ელიზაბეტ...სად ხარ...
ნიკოტინის სუნი იმდენად შემრჩა თითებზე, რომ ვერანაირი საპონი ვერ მირეცხავს. მერე რა, რომ ვერ ვიტან მას მის თითებზე. ელიზაბეტის თითები.. ბევრ რამეს მახსენებს.. მოგონებებად დალექილ დღეებს, გათენებულ ღამეებს და უსასრულოდ ბევრ გულისტკენას... მინდა უფორმო ღრუბელი ვიყო.დილის ცაზე რომ დაცურავს და კაშკაშა მზის ან ქარის ფონზე ვიგლისებოდე, ნელნელა ვქრებოდე. იმისთვის ეგოისტი ვარ, რომ საკუთარ ცხოვრებას დავნებდე და ამ ქვეყანას სრულიად გამოვეცალო ხელიდან. ..ალბათ ღრუბელი რომ ვიყო, არც ის შემაწუხებდა რომ ავი ქარი დამტრიალებს მე და ჩემს ცხოვრებას და დაუფიქრებლად გავყვებოდი ყველგან.
-არანაირი სიახლე?...
-არანაირი...
-რამდენი დღე გავიდა?
-თვეზე ოდნავ მეტი...
აბესაძესთან, მოკლე მოკლე დიალოგები ყველაფრის იმედს უფრო და უფრო მიწურავდა. ლაპარაკს თითქმის სულ გადავეჩვიე. ხანდახან, როდესაც სახლში მხოლოდ მე და ჩემი პატარა ძმა ვრჩებოდით ხოლმე, ვიდეო თამაშებს ვეთამაშებოდი, ისიც უხმოდ და უემოციოდ. ოდნავ ყურადღება გადამქონდა. მაგრამ ისე კარგად ვეღარ ვთამშობდი, როგორც უწინ. ხელში სამართავ პულტს ვერ ვიჭერდი, რადგან ჩემი ხელები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვნით - სიგარეტით ან სასმლით სავსე ჭიქით იყო ხოლმე დაკავებული...



ელიზაბეტი*:

ტკივილს და მონატრებას არ შველის არც წიგნების კითხვა,არც ფილმების ყურება,არც ლიტრობით ყავა,არც რამდენიმე კოლოფი სიგარეტის მოწევა, არც ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, არც გარეთ გასვლა, არც სახლში ყოფნა, არც ოთახში ჩაკეტვა, არც საკუთარ თავში გამოკეტვა, არაფერი არ შველის...!
აქ კარგად მოვეწყვე. ერთი, ნესტიანი და ჩუმი ოთახი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩემი პატარა სხეულისთვის და ხარა-ხურა ნივთებისთვის. თითქმის ერთკაციან დივანზე ძილსაც მივეჩვიე. თავიდან ყველაფრის ტკივილი მაწუხებდა. ალბათ უკვე დაჟანგული რკინები ზურგში მერჭობოდა. აქაურობას ჩემი ყოფნა დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ მე მსიამოვნებდა. ახლა წმინდა იყო...არანაირი ნარკოტიკი, არანაირი ნარკომანი ხალხი... რაც მეტი დრო გადიოდა, მეტად ვხვდებოდი რომ მთელი ჩემი აზროვნება და მას მოყოლილი ქმედებები ეგოისტური იყო. ვხვდებოდი, რომ დამიანე უფრო ნიავურად სუფთა იყო, ვიდრე ჩემი ფიქრები ან სურვილები, რის გამოც ვერ ვბედავდი მის ნივთებთან მიახლოებას თუ შეხებას. ეგ კი არა, მზერითაც ვაბინძურებდი, მაგრამ ეგ იყო... თვალს უკვე ვეღარ ვწყვეტდი. ხარბად ვისრუტავდი მის გამოსახულებას და თან დესერტად მის სურნელს ვაყოლებდი. ის მშვიდი იყო, ჩემი სუნთქვა კი ხშირი და მძიმე...
დამიანეს განთავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ, რომ მივხვდი რომ მასაც და აბესაძესაძესაც უჩემოდ ცხოვრება გადაეწყვიტათ, ტელეფონი გამოვრთე და იმ უჯრაში ჩავაგდე, სადაც ადრე რურუა კლიენტებისთვის გამწადებულ შეკვეთებს ინახავდა... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბევრისთვის ცოტა, მაგრამ ჩემთვის საუკუნედ გაწელილი 49 დღე. გარემო, ამინდი, ბუნება, თითქოს ხელს მიწყობდა, რომ საკუთარი თავი უფრო დიდ იზოლაციაში მომექცია, ვიდრე ვიყავი და მზის სხივებს იშვიათად თუ მანახებდა.
გადავწყვიტე, დღეს მაინც მეცადა, ღრუბლებიდან თუ არა, უბრალოდ ჩემს ცხპვრებაში მაინც გამონათებულიყო პატარა სხივი და მობილური ჩავრთე. ჩემდა გასაკვირად უთვალავი გამოტოვებული შეტყობინება, თუ ნარეკი დამხვდა. ყველა აბესაძისგან, არანაირი შეტყობინება რურუასგან... გული დამწყდა, ამას ვერ ვუარყოფ. სიგარეტი ტუჩებსშორის მოვიქციე და მოვუკიდე. ერთი ღერის მოწევის პროცესი, ტელეფონის ხელში თამაშით იმდენად გავწელე, ვერც ვიაზრებდი, რომ ჯინსის შარვალზე დაცემული ცხელი ფერფლი შარვალს უმნიშვნელოდ მიწვავდა.
- გისმენთ.
- ნიკა, შენ ხარ?!
- ნატ..ელიზაბეტ?!
- ალბათ...სიმართლე გითხრა უკვე აღარ ვიცი ვინ ვარ. - თავი ვერ შევიკავე და ერთიანად ავქვითინდი. დიდ ხნის უკონტაქტობა ხალხთან თავისას შვრებოდა.
- სად ხარ? - მისი ხმა ისე მეუცნაურებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, მეთქვა სიმართლე თუ არა. მაგრამ, ვინმესთან საუბარი ნამდვილად მესაჭიროებოდა, ასე რომ...
- დამიანეს სარდაფში, მოხვალ?
- მოვალ.
კავშირი შეწყდა. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, თითქოს არ უნდა დამერეკა. ფეხ წამოსაკრავი ნივტები იატაკიდან ავკრიფე და ოთახში გადავანაწილე. არ მინდოდა, ნამდვილი სანაგვე დახვედროა აქ აბესაძეს... პლედ მოხვეული, სიცივისგან მოვიკუნტე და დივნის კუთხეში ფეხებაწეული წამოვჯექი ნიკუშას მოლოდინში. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე, რომ სიგარეტის კვამლისგან მაინც გავმთბარიყავი და ოდნავ ნერვები დამემშვიდებინა. ის ის იყო, ჩემი ორგანიზმი ძილ-ბურანისკენ მიდიოდა, რომ მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგონე. თვალები ბუსავით ვჭყიტე და შემოსასვლელზე გავაჩერე. ოთახში შემოპარულ სინათლეს ნიკუშას ნაბიჯების ხმაც შემოჰყვა. მე კი, როგორც ადრე,დივანზე ემბრიონის ფორმაში მწოლმა, ისეთი სისწრაფით წამოვყავი თავი, გამოსახულება 360 გრადუსით წამში დატრიალდა. ინსტიქტურად შუბლზე ხელი მივიდე და მაგრად მივიჭირე.
აბესაძე ყველაფერს, ჩემი ჩათვლით ისე ათვალიერებდა, თითქოს აქაც პირველად იყო და მეც პირველად მხედავდა.
- ის რა პოლიციის ლენტებია გარეთ, მოსულები იყვნენ?! - ხელით გასასვლელისკენ მანიშნა, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. მხრიდან ჩამოვარდნილი პულოვერის ცალი მხარე უხერხულად დავაბრუნე თავის ადგილას და საზურგეს ძალიან ნელა მივეყრდენი.
- არა, დამიანეს სახლის კარიდან ჩამოვხსენი და აქ გავაკარი, რომ არავის შევეწუხებინე.
- დიდი ხანია აქ ხარ? - გვერდით მომიჯდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. - საშინლად ცივა აქ...
- ფაქტიურად მიწის ქვეშ ვართ...ეციება - უხერხულად გავუღიმე - რაც დამიანე გაიყვანე, იმის მერე აქ გადმოვედი...
- ალბათ მეხუმრები. დამიანესთან ვიყავი, ნივთებზე რამდენჯერმე და არ დამხვდი. გირეკავდი კიდეც. საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებ?! რაფაელს რომ ეპოვნე, მერე სად მიდიოდი?!
ცოფებს ერთიანად ყრიდა აბესაძე და სიგარეტიან ხელს ისე იქნევდა აქეთ-იქეთ, ორჯერ სახესთან ძალიან ახლოსაც ჩამიარა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ყელი ჩავიწმინდე და ხმა ძლივს ამოვიღე.
- იქ, დამიანეს ოთახში ძილი არ შემეძლო მის გარეშე. აქაც კომფორტულად ვარ... და რაფაელი არამგონია ციხიდან მომწვდეს. ეგეთი მაგარიც ვერაა...
იმისგან გახარებულმა, რომ რაფაელი ციხეში ყურყუტებდა და საზიზღარ საჭმელს მიირთმევდა, ღიმილი მომგვარა.
- ასე მშვიდად არ ვიქნებოდი შენს ადგილას. დამიანეს გამოყვანის დღეს, ციხეში გადაყავდათ რაფაელი.
- მერე?
- მერე გაექცათ. მისი კვალი არსადაა, რამდენიმე დღის წინ აეროპორტში დაპიქსირდა. დამიანეს არაფერი ვუთხარი, მაგრამ რუსეთში, სანტ-პეტერბურგის მიმართულებით გაფრენილა. ან როგორ გაუშვეს, როგორ წავიდა... არ მესმის.
- ჩემს მოსაძებნად...- ერთიანად დამიარა სხეულში მორბენალი ჭიანჭველების შეგრძნებამ. სიცივე სადღაც გაქრა და ქავილის გრძნობასთან ერთად მთელი კანი ოფლისგან ამიხურდა. უკვე ტანსაცმლის წებოვნებასაც ვგრძნობდი .
- იფიქრა, რომ დაბრუნდებოდი?
- სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ვუთხარი რომ ვაპირებდი დაბრუნებას...
- და მერე რაო?
- ხომ იცნობ რაფაელს... გიპოვი და დამიანეს გზას გაგაყოლებო. ოღონდ არ ვიცი რა იგულისხმა.
- მთავარი ჯერ არ მითქვამს. დავუკავშირდით იქაურ აეროპორტს და ჩასულ მგზართა სიაში არ აღმოჩნდა. ჰქონდა გაყალბებული საბუთი?
- ა..არა.
- გამოდის, ცამ ჩაყლაპა. გაფრინდა, მაგრამ არ დაფრენილა. სხვა რა ვიფიქრო? მაგრამ რაღაც მხრივ კარგია. საქართველოს ისედაც ცოდვებით სავსე ხალხს, ერთით ნაკლები ყავს.
ნიკუშას სიტყვებმა თავი იმდენად მარტოსულად მაგრძნობინა, მეგონა რომ საკუთარ კანში ვერ ჩავეტეოდი. მინდოდა ხმის ჩახლეჩვამდე მეყვირა, ოღონდ სიხარულისგან თუ დარდისგან, ვერ გამეგო. უბრალოდ მინდოდა, რეალურად გამომეხატა, თუ როგორ ვიწვოდი შიგნიდან. როგორ მეწვოდა კანი და ვგრძნობდი როგორ ვრცელდებოდა ეს წვა მთელს სხეულზე. მიპყრობდა და ნელ-ნელა ფერფლად აქცევდა ყველა დანარჩენ დარჩენილ გრზნობას. არაფერს კარგს აღარ მიტოვებდა საკუთარი თავი...
ჩემი სუნთქვა, როდესაც ზედმეტად შემაწუხებელი და ხმამაღალი გახდა, მხოლოდ მაშინ მაგრძნობინა აბესაძემ მისი იქ ყოფნა. რეალობას დავუბრუნდი და სხეულის ტემპერატურის რეაგირებას, სუნთქვის წყალობით შევეცადე.
- საშინლად გამოიყურები...
ისეთი სახით მითხრა, სიცილი ვერ შევიკავე და ჩამეღიმა.
- შენ გამხდარი.
- ჩემზე მეტად გამხდარი შენ ხარ. ჭამ საერთოდ რამეს? თან აქ გათბობაც არ არის. მალე ზამთარი დაიწყება და ხომ იცი, გაყინვა ყველაზე საშინელი სიკვდილია.
- შეიძლება ჩემს გამხნევებას, ან გახალისებას ცდილობ, მაგრამ გაყინვით სიკვდილი მერჩივნა ამ ყველაფერს...
პლედი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე სხეულზე და თვალები მაცივარს გავუშტერე.
- რამდენიმე ბაკალი ლუდია დარჩენილი, თუ გინდა დავლიოთ.
მხრები ავიჩეჩე და ვეცადე, რაიმე ისეთზე გვესაუბრა, სადაც ჩემი წარსული არ იფიგურირებდა. თავი დამიქნია, ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და პატარა მაცივრის კარი მოხრილმა გამოხსნა, ვინაიდან მხოლოდ მუხლამდე სწვდებოდა.
- რაფაელის გაუჩინარება ავღნიშნოთ?
სიცილით მომაწოდა და პირისპირ ჩამოჯდა.
- არამარტო, იმედი მაქვს, ცოცხალი აღარაა.
- აბა, კიდევ რას ავღნიშნავთ?!
- დღეს ჩემი დაბადებისდღეა.
ტუჩები უხერხულად მოვიკვნიტე და ლუდის რამდენიმე ყლუპი მშიერ მუცელში ჩავუშვი. სულაც არ ვგრძნობდი თავს კარგად, ან ისე როგორც იუბილარები გრძნობენ ხოლმე.
- მეხუმრები, ალბათ? დამიანემ იცის?
- არა. ნატალიას სულ სხვა დროს ჰქონდა დაბადებისდღე.
გავიღიმე და კოლოფიდან ბოლო ღერი ამოვიღე. დამიანეს მონატრება სადაც იყო, პიკს მიაღწევდა. თავი როგორმე უნდა დამემშვიდებინა. - სად არის?
- სახლშია, წყნეთში. წინა პატიმრობაში.
- ასე გამოუტანეს განაჩენი? - გამიკვირდა. ქართული პოლიცია მართლაც რომ არ იყო თავისი საქმის კარგად გამკეთებელი. მართალია, დამიანეს თავისუფლება ყველაფერზე მეტად მინდოდა, მაგრამ იურიდიული თვალსაზრისით, არასწორი მოქცევა გამოდიოდა.
- მთლად ეგრეც არ ყოფილა - საუბარს თავი აარიდა და განაგრძო - წავალ, სიგარეტს მოვიტან.
დაცარიელებული კოლოფი ხელს გააყოლა, ისე რომ ჩემთვის არ შეუხედავს, სწრაფად აიარა გარეთ მიმავალი კიბეები. გამახსენდა, პირველად როგორ აღელვებით ჩამომიყვანა დამიანემ აქ... ვისურვებდი, მისი საქმიანობის შესახებ არაფერი მცოდნოდა და ჩემი რეაქცია ბუნებრივი ყოფილიყო. მართლა გამკვირვებოდა, შემშინებოდა, და შემდეგ მეთქვა რომ არაუშავდა. მეთქვა რომ მისი მესმოდა. ოღონდ წრფელად და არა ტყუილით... მისი სიტყვები ექოსავით ჩამესხმა “გთხოვ, ნუ მიღალატებ, განა იმიტომ რომ დამარცხების მეშინია, ან პატიება არ შემიძლია. უბრალოდ მინდა შენი მჯეროდეს, მუდამ “...
გაუაზრებლად ჩამომიგორდა მარილიანი წვეთები სიცივისგან გამომშრალ ლოყებზე. მაშინვე მოვიწმინდე და ჰაერი ხარბად შევისრუტე. მე მას ვუღალატე, იმედები გავუცრუე... ახლა მინდა მასთან მივიდე ხელები შემოვხვიო წელზე, კომფორტულად მოვკალათდე და ვუთხრა თუ როგორ მიყვარს. მინდა ერთადერთი იყოს და როცა სხვას დავინახავ მხოლოდ ის გავიფიქრო, თუ რამდენად გამიმართლა, რომ ზუსტად ის იყო ჩემს გვერდით, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. და არა თუნდაც ის უსიმპატიურესი ადამიანი, ვინც გვერდით ჩამივლის. მინდა კომფორტულად გრძნობდეს თავს ჩემთან ერთად. მინდა დამღლელი დღის შემდეგ მხოლოდ ჩემს მკვლავებში იპოვოს შვება....
ჩუმი ტირილი მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როდესაც ნაბიჯების ხმა კვლავ მომესმა. თვალები უხეშად მოვიზილე, ამეწვა მაგრამ მაინც შევძელი ამღვრეული გამოსახულებების დალაგება. ჩემს წინ აბესაძე იდგა, ხელში პატარა ტორტი ეჭირა, რომელზეც ერთი, ვარდისფერი სანთელი ენთო.
გამეღიმა, მის სახეზეც უცნაური ღიმილი დასტრიალებდა. ფეხზე წამოვდექი და მის წინ დავდექი. ტორტი იმ სიმაღლეზე ეჭირა, რომ ზუსტად სახესთან მწვდებოდა.
- დიდი არჩევნით არ გამოირჩევა აქ მაღაზიები, სანთლებიც არ ჰქონდათ და გამყიდველმა ქალმა, ძალიან რომ ვთხოვე თავისი შვილიშვილის წინა დაბადებისდღიდან შენახული სანთელი გამომიტანა.
ბოლო წინადადებაზე თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. ახლა მეც გულახდილად ვიცინოდი. უკვე წვრილმანი სიხარულისგან წამოსული ცრემლები გადმოვუშვი თვალებიდან.
- კარგი.. - თვალი სანთელს გავუსწორე, რომელსაც თუ არ ჩავაქრობდი, სადაც იყო ჩაიწვებოდა და ჩემი არ ჩაფიქრებული სურვილიც მასთან ერთად მოკვდებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და სული შევუბერე.
- გილოცავ. - კიდევ ერთხელ გამიღიმა აბესაძემ და ტორტი მაცივარში შედო. - რომ მოგინდება, შეჭამ.
- მადლობა, არ იყო საჭირო, მართლა...
- სურვილი ხომ უნდა ჩაგეფიქრებინა.
- შენ რა, ყოველ დაბადებისდღეს სურვილებს უთქვამ ცეცხლის ალს?
მისმა ბავშვურმა საქციელმა ღიმილი მომგვარა.
- ვიცი რაც ჩაიფიქრე. - კითხვა დამიიგნორა და წარბები შუბლამდე აზიდა. რათქმაუნდა ეცოდინებოდა. რთული მისახვედრი არც იქნებოდა.
- მისამართი გახსოვს?!
-რა?!
დავიბენი და თმები ყურებს უკან სწრაფად გადავიწიე.
- წყნეთის მისამართი. ზური ექსკურსიაზეა, სოფო და ლაშა თბილისში არიან, რაღაც საქმეებზე. ადი, დაელაპარაკე. ოცნებები და სურვილები თავისით არ ხდება.
თვალი ჩამიკრა ნიკუშამ და ქურთუქი შეისწორა. თვალებგაფართოებული ვუყურებდი და ვერ ვუჯერებდი, რომ ის მე ამას მართლა მეუბნებოდა. მინდოდა მეკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, თავის სიტყვებში, მაგრამ თავი შევიკავე.თავჩახრილი ვფიქრობდი, შესაძლო ვარიანტებზე.უნდოდა რომ დამიანეს ჩემი ნახვა?! იქნებ, ძალიან დიდი სისულელე ყოფილიყო ჩემი იქ მისვლა?... ადამიანი ისეთი ქმნილებაა, რომ უცაბედად იღებს გადაწყვეტილებებს და მის სისრულეში მოსაყვანად ალბათ ყველაფერს გაიღებს. “ალბათ” -იმიტომ, რომ ყველასთვის ინდივიდუალურია ეს “ყველაფერი” და ის, რაც მე ვიგულისხმე შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს, ან ყველაფერზე მეტი იყოს...
ყველაფერია მისი ბედნიერება, მშვიდი თვალები და გამოხედვა. ღიმილი და მისი თბილი ხელები...გონს რომ მოვედი, უკვე წყნეთის სახლის ჭიშკართან ვიდექი. ნახევარი საათი პატარა კიბეზე ჯდომაში გავატარე, ვერ გადამეწყვიტა, შევსულიყავი თუ არა. ზარი დამერეკა, თუ არა. უბრალოდ არ ვიცოდი ეს ყველაფერი სადამდე წამიყვანდა. ან რა მდგომარეობაში დამხვდებოდა დამიანე. საბოლოოდ რაც კი ძალ-ღონე მქონდა შერჩენილი დღევანდელი დღისგან, მოვიკრიბე და კარზე ძლიერად დავაკაკუნე.


დამიანე*:

მთელი დღე უაზრო ფილმების ყურებაში გავატარე. რათმქაუნდა ყავასთან და სიგარეტთან ერთად. ჩემს სახლში იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, ის რომ სიცარიელე ყოფილიყო, ამისგან ერთიანად აჟიტირებულმა, მშვენიერი განტვირთვა მოვიწყვე ყველა სულიერი არსებისგან. .თული იყო დედაჩემის ტკივილნარევი თვალების ყოველდღე ყურება, მისი მოკუმილი, ოდნავ დახეთქილი და ათრთოლებული ტუჩების ცქერა, რომლებსაც ძლივს აკავებდა ერთიერთმანეთზე, რომ რაიმე არ ეკითხა ჩემთვის. რთული ასატანი იყო ასევე ლაშას მუდამ კოპებ შეკრული მზერა, ფორმალური კითხვები. თითქოს მისი შვილი კიარა, სტუმარი ვყოფილიყავი და ასევე რთული იყო, უმცროს ძმასთან ბედნიერი ადამიანის როლის მორგება, რადგან არ მინდოდა მას თავი ცუდად ეგრძნო. ვიცოდი, რეალურად ზური ჩემზე ფეთქებადი იყო...რაღაც მომენტში მინდოდა, სიწყნარეში დამეძინა კიდეც, მაგრამ ჩემს სიტუაციაში არავის მოუნდებოდა ძილი, ასე რომ ამის გაფიქრება უფრო დიდი სისულელე აღმოჩნდა.
ნიკუშასთან დარეკვა რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რათქმაუნდა უშედეგოდ. სამუშაო საათებში, ალბათ რომ მოვმკვდარიყავი, მაინც გამორთულს დატოვებდა მობილურს. კარებზე ხმამაღალმა ბრახულმა საწოლიდან წამოდგომა მაიძულა. სიგარეტი საფერფლეზე გვერდულად ჩამოვდე, სწრაფად გადავიცვი გრძელმკლავიანი მაისური და კიბეებზე დამძიმებულმა ჩავირბინე. ხმა უფრო და უფრო იზრდებოდა და ჩემი ნერვული სისტემაც ნელ-ნელა მწყობრიდან გამოდიოდა.
- მოვდივარ, ამის დედა ვატირე! ჩამოინგრა კარ...
ხნა ჩამივარდა, საღად აზროვნების უნარი დავკარგე და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ხუთი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი ერთმანეთში ათქვეფილი დამელია, როდესაც კარები გავაღე და ჩემს წინ თვალებჩაწითლებული, ფერდაკარგული ელიზაბეტი დავინახე. სიცივისგან დახეთქილი ტუჩები შუაზე გაჰპობოდა. გიშრივით შავი თმა უშნოდ აჩეჩვოდა და საღებავს მოწყურებული ღია წაბლისფერი თმის ძირები უცნაურად მიმზერდნენ. პირი გააღო, ხმის ამოღებას აპირებდა, მაგრამ არ დავაცადე... ვერ დავაცადე..
-ელიზაბეტ!

ხელები სწრაფად მოვხვიე და მთელი ძალით ჩავიკარი გულზე. სულ მაკანკალებდა. გული იმდენად სწრაფად მიცემდა, ასე მეგონა, მალე გამისკდებოდა და სისხლიანი ნაფლეთები მთელს სახლში მიმოიყრებოდა. თვალდახუჭული ვგრძნობდი პატარა, გამხდარი სხეულის სიცივეს და იმდენად მჭიდროდ მყავდა მიკრული, მეშინოდა არ გამეჭყლიტა. რაღას დავეძებდი, თუ ცოცხალი იყო... რაღას დავეძებდი, თუ რაფაელს გადაურჩა და რაცმთავარია ჩემთან მოვიდა! მეგონა, რომ ვეღარასდროს ვუგრძნობდი ამ პატარა სხეულს ჩემი მკლავების ქვეშ, მეგონა რომ ვეღარასდროს შევძლებდი მისი სხეულით გათბობას. განყოფილებაში ჩვენი საუბარი თვალწინ დამიდგა. ჩემი უარი შერიგებაზე და კიდევ წვრილმანები.. მაგრამ, ეს ყველაფერი არ მაინტერესებდა. მეთვითონაც კარგად ვიცოდი და ჩემი თავის მეთვითონაც კარგად მესმოდა, რომ რაც არ უნდა გამიზნული შხამი და სასიკვდილო ჭრილობა ყოფილიყო ეს ქალი ჩემთვის, მის გარეშე არაფერი და არარაობა ვიყავი. ნორმალურ სიტუაციაში, მხოლოდ ‘პროფესიის’ და ფულის დაკარგვას როგორე გადავიტანდი... ელიზაბეტის დაკარგვას, კი როგორც ვხედავდი ვერ ვერეოდი., მის გარეშე ყოფნას ვერ ვერეოდი. სახლში ყოფნაც მაგიჟებდა. ვფიქრობდი, სადმე ქუჩაში გადამეყრება ორი წლის შემდეგ აქედან რომ გავალ და მოგონებები რომ ამომიტივდება, ნორმალური იქნებათქო.. ორი წელი არ გასულა, თითქმის ორი თვე გავიდა, მას შემდეგ მაგრამ მოგონებებზე ბევრად მეტი ვიგრძენი. ისეთი რამ ვიგრძენი, რისი სიტყვებით გადმოცემა აფსურდად მეჩვენებოდა... რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ შეხებას? თუნდაც სულ ოდნავ თითის ბალიშის ზედაპირის შეხება. წამიერად. ნაზად. მხოლოდ ეს ნაზი შეხებაა საჭირო ჟრუანტელის ტალღის გამოსაწვევად. ძარღვებში ძაბვასავით დამიარა და მთელი სხეულით სხვა სამყაროში გადამაგდო.
აკანკალებულმა გავახილე თვალები და კიდევ ერთხელ შევხედე პატარა სხეულს, რომ დავრწმუნებულიყავი ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით უნარი არ იყო. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან, კარები დავკეტე და უკვე მიხურულ კარზე ზურგით მივაყუდე. მთელი სხეულით მივეკარი, იმდენად ძლიერად, რომ მის ძვლებს ვგრძნობდი. მინდოდა მეგრძნო თუ როგორ ახლოს გვინდოდა ერთმანეთთან ყოფნა. მისი გემოს გასაგებად მხოლოდ გათოშილ, გალურჯებულ ბაგეებს ვერ დავკმაყოფილდი, სხველი კოცნებით ყბაზე, შემდეგ კი კისერზე გადავინაცვლე. ერთიანად თრთოდა და კისერზე მთელი ძალით მხვევდა ხელებს. ცრემლები სდიოდა, რომელთან კოცნით ვუშრობდი და ჩახუტებით ვუქარწ....ბდი. აქ სიტყვები ზედმეტი იყო.
- მინდიხარ.. - ამოვილუღლუღე ისე, რომ ტუჩები მისი კანისთვის არ მომიშორებია.
- მეც...
ერთმა სიტყვამ გადამაგდო კიდიდან! სამმა ასომ შემშალა ჭკუიდან!მხოლოდ სამმა ასომ გამაცოცხლა და ის დამაბრუნა, რაც რამდენიმე თვის წინ ვიყავი!
- მოდი ჩემთან... - ხელები ბარძაყებზე მოვუჭირე და მისი გრძელი, წვრილი ფეხები ჩემსაში აიბლანდა. არ მაინტერესებდა, რომ შესაძლო იყო ჩემები წუთი წუთზე დაბრუნებულიყვნენ. აგიზგიზებულ ბუხართან, ფუმფულა ხალიჩაზე მოწყვეტიტ დავეშვით. მთავარი მისი ახლოს ყოფნა იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ადგილს... თავი რამდენიმე წამით გავწიე, მინდოდა მისი სილამაზე დამენახა, მინდოდა თვალებში წამეკითხა ის გრძნობა, რომელშიც რამდენიმე წამის წინ გამომიტყდა. ჩემს წონას იდაყვებით ვიკავებდი. ხელები სახესთან მივუტანე და თმები ნაზად მოვაშორე გაყინულ კანს. ღმერთო მოუვლელობისგან საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზი იყო! ორ მეტრში მოგიზგიზე ცეცხლის ალი მის თეთრ კანზე ნარინჯისფრად ირეკლებოდა და უცნაური ფერის თვალებს უფრო ნათელს უჩენდა. აღარ იყო ის ყინული, არც ის სილურჯე. ვხვდებოდი რომ ეს ფერები უფრო ძლიერ მიყვარდა. თბილი ფერები იყო მისი და არა ცივი... ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, ყველაფერი იმდენად სხვანაირი იყო... არაერთხელ ვგქონია სექსი,მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ჩვენს პირველს მახსენებდა. მაშინაც უხმოდ მოხდა ყველაფერი. ესეც ისეთივე წმინდა იყო, როგორც პირველ ჯერზე ნაცადი, გამოუცდელი შეხებები. ნეტავ მცდონოდა მისი წარსული...მინდოდა ის ტანჯვა დამევიწყებინა მისთვის რაც გამოეარა, მინდოდა სიამოვნება ეგრძნო და ვხვდებოდი გამომდიოდა კიდეც, როდესაც მისი სახიდან ნელ-ნელა ცრემლები და მიმიკური ნაოჭები ქრებოდა. თვალებით ახლოს ყოფნას მთხოვდა და ხელებით მხრებზე მოძრაობისას ისე მეჭიდებოდა, თითქოს მის სადმე გაშვებას ვაპირებდი...
- თავს როგორ გრძნობ?! - ენერგიით სავსემ, რამდენიმე საათიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღე და ცეცხლის მოგიზგიზე ალს თვალი მოვაშორე. ის კი, თითქოს დაუხამხამებლად უყურებდა ხმელი შეშის ტკაცატკუცს და უკვირდა, ამდენი ხანი ასე უცვლელად როგორ გიზგიზებდა ცეცხლი.
- გავთბი...- მზერა ჩემზე გადმოიტანა და შეძლევისდაგვარად გამიღიმა. თხელი ადიალა მჭიდროდ ჰქონდა სხეულზე შემოკრული და იღიმოდა.. - შენ.. შენ როგორ ხარ?
ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ ერთმანეთს მოვალეობის მოხდის მიზნით ვუსმევდით ამ ბანალურ, ფორმალურ კითხვებს. სინამდვილეში სულ სხვა რამის კითხვა გვსურდა ერთმანეთისთვის. აოვიხვნეშე. თვალები მოვიზილე და თვალი გავუსწორე.
- არ ვიცი. მართლა არ ვიცი, ელიზაბეტ.
თავი ტუჩებ მოკუმულმა დამიქნია და ისევ ცეცხლს შეხედა.
- ჩემი წასვლის დროა, ალბათ...
ძალიან ნელა წამოიზლაზნა ადგილიდან. ადიალა ორივე ხელით სწრაფად მოკეცა და უახლოეს დივანზე დადო. ნერვიულად თმა ყურს უკან გადაიწია და გასასვლელისკენ არეული ნაბიჯებით წავიდა. უხმოდ წამოვდექი. სხეული ნელ-ნელა კანკალს მიწყებდა. ვიცოდი, არ უნდა გამეშვა, ან უნდა გამეშვა, მაგრამ რომელი მხარე იყო ჩემში ძლიერი, ამას ისედაც ვხვდებოდი. უკვე სახელურსკენ წაღებული პაწაწინა ხელი მაჯით დავიჭირე, სწრაფად შემოვატრიალე და მზერა მის ცალ ყურზე გადაწეულ თმაზე შევაჩერე.
- ასე უფრო გიხდება...
მისი გაოცებული და დაბნეული სახე ღიმილმა შეცვალა, რამაც მეც გამაბედნიერა. - დარჩი რა...
- დარწმუნებული ხარ?.. არ ვფიქრობ რომ...
- შენ არ ვიცი რას ფიქრობ, მაგრამ მე კი დაზუსტებით ვიცი... არ ვიცი რას მიკეთებ. ამბობენ, რაც შემთხვევით ხდება ის არის მარადიულიო. მე კიდევ დამთხვევების და შემთხვევითობის არ მჯერა. მითუმეტეს ჩვენს შემთხვევაში. მეგონა, ჩვენ აღარ ვარსებობდით, მაგრამ ხომ ხედავ... არც შენი აქ მოსვლაა დამთხვევა.
თავი უარყოფის ნიშნად გააქრია, ერთი ნაბიჯით ჩვენს შორის არსებული სიცარიელი შეავსო და მკერდზე შუბლით მომეყრდნო.
- სულელი ვარ დამიანე, სულელი... ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინანიებ იმას რაც გაგიკეთე, ყოველწამს რომ ვიხადო ბოდიში, მაინც...
თავი ავაწევინე და სახე ორივე ხელით დავუჭირე.
- არ ვიცი, რა იქნება საკმარისი. მე ხომ ღმერთი არ ვარ. მაგრამ ჩემთვის, უბრალოდ შენი ახლოს ყოფნაც საკმარისია. მოედანიც შენია და ბურთიც, როგორც გინდა ისე მომექეცი. უკვე აღარაფერი მადარდებს. ზედმეტად ვარ დაბრმავებული...
- გეფიცები, მართლა გეფიცები რომ აღარასდროს გატკენ!
მისმა თვალებმა იმხელა ტკივილი დამანახა იმ წამს, რომელიც არცერთ ადამიანში მინახავს. ყბა დამეჭიმა და მალე ამიკანკალდებოდა კიდეც. როგორ იყო შესაძლებელი რომ ახლა ამ უმწეო არსებისთვის არ მეპატიებინა?!
- ფილმებში სექსით რიგდება ხალხი, ხომ იცი არა?!
ჩემმა უკბილო ხუმრობამ, როგორც ყოველთვის აიყოლია და გასასვლელ კარს მოშორდა.
- სად იყავი მთელი ეს პერიოდი?
- მეძებდი?
- ნიკუშას ვაძებნინებდი შენს თავს...
- მე კიდევ, ვიფიქრე ცხოვრებას აგრძელებდი.
- ასე რატომ ამბობ?! რაც არ უნდა აღმაფრენა განიცადოს ჩემმა ცხოვრებამ და მომავალში რაც არ უნდა მწვერვალები დავიპყრო, წარსულს ვერაფერი დამავიწყებს. მით უმეტეს ქალი...
- ვერც მე? - ღიმილით მკითხა და თავი მორცხვად ჩახარა. ყველაფერი ისე იყო, თითქოს ახლიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თითქოს ახალოი შანსი და ახალი დასაწყისი ჩემს ხელთ იყო. ალბათ ღირდა ტანჯვაში გატარებული ყოველი დღე ამად...
- შენ რათქმაუნდა... რაფაელთან იყავი?! - ნერწყვი ლამის ყელში გამეჭედა, მაგრამ უნდა მეკითხა, ისე ვერ შევძლებდი.
- შენს სარდაფში ‘ვცხოვრობდი’... რაფაელი ქვეყნიდან არის წასული, რომ იცოდე.
გაოცებისგან პირი დამიმრგვალდა. წარბები პიეროს ფორმას დავამსგავსე. ასეთ ერთგულებასაც არ ველოდი. იმ გაყინულ სარდაფში როგორ ათევდა ღამეებს?!
- შენ საიდან გაიგე?...
- ნიკამ მითხა. ვიცი, რომ არ იცი და გთხოვ ამის გამო არ გაუბრაზდე, უბრალოდ ზედმეტი თავისტკივილი აგარიდა თავიდან...
- ალბათ მეხუმრები... იცოდა სად იყავი, როგორ იყავი და არაფერი მითხრა? ან რაფაელის ამბავი რატომ დამიმალა?!
- თავისი მიზეზები ჰქონდა, ვერ გაამტყუნებ. რაც შეეხება ინფორმაციას ჩემს შესახებ, თუ გაინტერესებს დღეს გაიგო მანაც და მან ‘დამაძალა’ აქ მოსვლა.
გულში გამეღიმა. აბესაძე ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს ქალი არ მჭირდებოდა ცხოვრებაში, ახლა კი... როდესაც მიხვდა რომ ცხოვრებაში ყველაფერი საჭიროების მიხედვით არ არის, ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა.
- ახლა რისი გაკეთება გინდა? მომავალს ვგულისხმობ.
ჩაფიქრებულმა მხრები პატარა ბავშვივით აიჩეჩა. ძველ ადგილს დავუბრუნდით ბუხართან, ოღონდ ხელს სიგარეტიც გავაყოლეთ.
- ყველაფერი არაორდინალურის, საკმარისია სულ დაძაბულობა...
- კარგი, ამ დღეებში ვცადოთ ბანანის ქერქზე ასრიალება მართლა შეიძლება თუ არა.
ერთდროულად გავიცინეთ. არადა, ახლაც რაღაც საშინელება ვთქვი. ჩემმა ცუდმა პერიოდმა ისედაც არარსებული იუმორი, ნოლს ქვემოთ დაუშვა. ბანანის ქერქის მოსაზრებას, მართლაც გამოვცდიდი.
- მომწონს, რატომაც არა.
სიცილით გამიღიმა და სწორი კბილები გამოაჩინა. ვიცინოდი, ვიცინოდი ისე ლაღად, როგორც არასდროს. მისი ახლოს ყოფნა მართლაც იმხელა მუხტს მაძლევდა, რომ ნორმალური ადამიანისთვის დოზაზე მეტი იქნებოდა, ამდენი ადრენალინი.
- ორი წელი გამიძლებ სახლში გამოკეტილს?...
- დიდი სახლი გაქვს, რამეს მოვიფიქრებთ. ეზოც გაქვს, სუფთა ჰაერიც, მთავარია შენებთან არ იყოს ჩემი აქ ყოფნა უხერხული... ისე კი, რომ იცოდე, სულაც ათ მეტრ კვადრატულში რომ გქონდეს შინა პატიმრობა მისჯილი, შენთან ერთად ამაზეც თანახმა ვიქნებოდი.ოღონდ, ერთი პირობით..
- აბა?
- აბაზანა აუცილებელი იქნებოდა.
- კარგი, იყოს აბაზანა.
სიცილით დავუქნიე თავი, ჩემსკენ მივიზიდე და მისი თმის სურნელი სევდისგან დანესტილ ფილტვებში ღრმად ჩავისუნთქე.



№1  offline წევრი Hickie

გული მწყდება, რომ ეს თავები წაგეშალა. მართლა გული მეწვება რომ ვხედავ ასე ცოტა მკითხველს, როცა თავის დროზე რასაც ჰქვია საიტი გქონდა დაპყრობილი. გული არ დაიწყვიტო ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა საყვარელო ❤️❤️
Hickie
გული მწყდება, რომ ეს თავები წაგეშალა. მართლა გული მეწვება რომ ვხედავ ასე ცოტა მკითხველს, როცა თავის დროზე რასაც ჰქვია საიტი გქონდა დაპყრობილი. გული არ დაიწყვიტო ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ფარვანა

დამთავრდა?...
თუ არ დამთავრდა ხო კარგი მაგრამ თუ დამთარდა რაღაც უნდა გითხრა :დ
დავშტერდი და ყველაფრი დამემართა მოკლედ სულ გავფუჭდი ეს ბავშვი :დდდდ
აუარა რაა მართლა ძალიან ძალიან ძაააალიან მაგარიიყო
ამდენი ემოცია... მაგარი წერის სტილი გაქ და მართლა სიტყვები არ მყოფნის
უმარესიიყო
მომენატრებიან...

გელით მაშინ... <3...
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Vivien Sky
დამთავრდა?...
თუ არ დამთავრდა ხო კარგი მაგრამ თუ დამთარდა რაღაც უნდა გითხრა :დ
დავშტერდი და ყველაფრი დამემართა მოკლედ სულ გავფუჭდი ეს ბავშვი :დდდდ
აუარა რაა მართლა ძალიან ძალიან ძაააალიან მაგარიიყო
ამდენი ემოცია... მაგარი წერის სტილი გაქ და მართლა სიტყვები არ მყოფნის
უმარესიიყო
მომენატრებიან...

გელით მაშინ... <3...



მგონი, გვიან ვნახე ეს კომენტარი.პირველ რიგში, უღმესი მადლობა საყვარელო heart_eyes ბოლოს წინა თავი არის ეს, დასასრული ადრეც იდო საიტზე, შემდეგ წაიშალა და ახლა ახლიდან მომიწია ატვირთვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent