აბლაბუდა (მეთორმეტე თავი)
მეთორმეტე თავი ჩემი პალაპატაში შესვლა დიდად არც ახლედიანს შეუმჩნევია. თვალებგაშტერებული თეთრად შეღებილ კედლებს ისე უმზერდა, წამწამების ხამხამიც კი დავიწყნოდა. მისი სისუსტის მიმანიშნებელი, ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი, ქალმა უხეში მოძრაობით მაშინვე მოიწმინდა. უსიტყვოდ ჩავჯექი კუთხეში მდგომ სავარძელში, ვუმზერდი ემოციათა ჭიდილს ახლედიანს რომ გაემართა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მონდომებით ცდილობდა მღელვარების იმ მინიმალური ნიშნების გაქრობასაც კი სახეზე რომ ესახებოდა, ყელზე დაბერვოდა ძარღვები, ტუჩებს ერთმანეთზე ისე აჭერდა, თითქოს ყელში მოწოლილი ბოღმის შეკავება ასე უფრო მარტივი იყო. უჭირდა, მერადა როგორ უჭირდა, კბილებით სისხლის დენამდეც კი იკვნეტდა ბაგეებს, მაგრამ ხმას მაინც არ იღებდა.მთელი არსებით მძულდა შაკოც და მისი მსგავსებიც. ასე როგორ გაიმეტა, როგორ მოსპო? - ნუ ხართ ჩუმად, იტირეთ, - მისი გაფითრებული სახის შემხედვარემ ვეღარ მოვითმინე - გესმით?! იყვირეთ, თუ გინდათ მეჩხუბეთ, ბოლოსდაბოლოს რაღაც მაინც თქვით! - მუდარაზე გადავედი, თუმცა ახვლედიანს რეაქციაც არ ჰქონია, მის ნაცვლად ისევ მე მომადგა ცრემლები. - უფლება არ მაქვს, ვერც ვუსაყვედურებ და ვერც დავადანაშაულებ.- ემოციისგან ხმა შეცვლოდა. - მაოცებთ! - აღშფოთების დამალვა არც კი მიცდია. გგონიათ შაკოს უნამუსობა მაგიჟებდა? არა, ამ ქალის ასეთი უსუსურობა, ყველაფრისადმი შემგუებლობა მშლიდა ჭკუიდან - ელენე, თუ თქვენი მონათხრობიდან სწორად გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადად გაგრძნობინათ, რომ თქვენში სასურველ პარტნიორს ხედავდა, მაინც გჯეროდათ, რომ თქვენში მეგობრის დანახვას შეძლებდა. იმ კოცნის შემდეგაც ასე ფიქრობდით? - არა, რა თქმა უნდა. ვეღარ ვიგებდი მასზე უფრო ვბრაზობდი, თუ საკუთარ სიდებილეზე, თუმცა ფაქტია გავღიზიანდი. თავს შეურაცყოფილად და პატივმოყვარეობა აყრილად ვგრძნობდი. მისი დანახვა აღარ მინდოდა. - აბა, რატომღა შეხვდით, როგორღა შეურიგდით? წინააღმდეგი თუ არ იქნებით, იქნებ მიამბოთ. - არ ვიცი, იმ დროს ცალსახად მქონდა გადაწყვეტილი, რომ შაკოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობას ვწყვეტდი. აღარც მეგობრობის ილუზია მქონდა, მის საყვარლობას კი ნამდვილად არ ვაპირებდი. რა თქმა უნდა, ისიც კარგად ხვდებოდა გაღიზიანებული რომ ვიყავი. მესიჯს-მესიჯზე აგზავნიდა, თუმცა პასუხს არ ვცემდი. ბოლოს, რომ მომბეზრდა ტელეფონის წარა-მარა წკაპა-წკუპი, მივწერე: - ზედმეტად ვარ გაცოფებული და შენთვისვე იქნება კარგი, თუ არ გამაღიზიანებ და მესიჯების გზავნას შეწყვეტ! - გაჩერდა? - მხოლოდ ერთ საღამო. მეორე დილას ისევ დამხვდა მოწერილი. - „გაცოფებული რატომ, ძაღლმა გიკბინა? ჩემო ტკბილო, როცა გაიღვიძებ, დასელფე!“ დიდი ფილოსოფოსობა არ მჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ მეთამაშებოდა. იმის წარმოდგენაზეც კი როგორი ირონიული, თვითკმაყოფილი სახით მწერდა ამ სიტყვებს, ისევ იგივე სიმძაფრით მომაწვა ემოციები. მაშინ, როცა მე ბრაზისგან ადგილს ვერ ვპოულობდი, ის უბრალოდ ერთობოდა და ახალისებდა შექმნილი სიტუაცია. ტვინში ამასხა. ჯერ წინა დღის ემოცები არ მქონდა ბოლომდე მონელებული, ახლა ეს დაემატა. მისთვის პასუხის გაცემაზე არც მიფიქრია, მაშინვე გამოვედი ფეისბუქიდან. - არ დაბლოკეთ? - არა, მთელი არსებით მინდოდა მასაც ჩემსავით ტკენობა, ალბათ სასაცილოდ მოგეჩვენება, მაგრამ ძალიან მინდოდა მისთვის კისერი მომეგრიხა. საკუთარ თავში ეჭვიც არ მეპარებოდა, ზედმეტადაც კი ვიყავი დარწმუნებული, რომ მის მახეში არ გავებმებოდი. მინდოდა მისთვის თავი შემეყვარებინა და ის ქედმაღალი, ირონიული ღიმილი ერთხელ და საბოლოოდ ჩამომერეცხა სახიდან. - ანუ, გინდოდათ ყველა მის მიერ მიტოვებული და გაუბედურებული ქალის ნაცვლად თქვენ გეძიათ შური?! - დაახლოებით. ემოციები აშკარად ხელს მიშლიდა საღად აზროვნებაში. ვერ ვიაზრებდი, რომ მისი მიზანიც ეგ იყო: გავეღიზიანებინე და კამათში ავეყოლიებინე. მიამიტურად გადავწყვიტე მეც მისივე წესებით მეთამაშა და სწორედ მანდ შევცდი. ვერ გავთვალე ვერც საკუთარი შესაძლებლობები, ვერც ის რამდენად გამოცდილი, ავანტიურისტი მოთამაშე მედგა წინ და მორიგ მოკითხვაზე, ჩვეულებისამებრ დაიგნორების ნაცვლად, პასუხიც მივწერე. - როგორც იქნა, აბა, როგორ ხარ, პატარავ? - ისეთი უდარდელი, ბედნიერი ღიმილი გამოგზავნა, თითქოს ჩვენს შორის არც არაფერი მომხდარა. - შენი დამხარებით ცაში ფრენა დავასრულე და საკმაოდ მტკივნეულადაც დავენარცხე მიწაზე, თუმცა ვარდნა სასარგებლო გამოდგა. - არ თქვა, ისევ გაბრაზებული ვარო! - გულიანად ახარხარდა - რა იყო, ერთ კოცნას გადამაყოლე? - უკაცრავად, მეტი უნდა ყოფილიყო? - ავპილპილდი მე. - ახლა ჩემთან რომ იყო, ჩაგიხუტებდი! - მივხვდი უკვე, უარს რომ არ იტყვი, არადა, ოდნავ შეგნება მაინც რომ გქონდეს, მინიმუმ ბოდიშს უნდა იხდიდე, შენ კიდევ ჩახუტებაზე ლაპარაკობ. აშკარად ზედმეტი კრეჭა მომივიდა, მავნებელი ყოფილა! - წამებში ავკრიფე სიტყვები, კორექტული შეცდომების გასწორება აზრადაც არ მომსვლია, ისე გავაგზავნე. - კარგი რა გჭირს, თუ გნახავ, დაგიბრუნებ მაგ კოცნას უკან?! - კარგია „თუ“ რომ დააყოლე. კიდევ კარგი მაგდენს მაინც ხვდები, საერთოდ არ ვაპირებ შენ ნახვას! - რატომ არ მნახავ, კოცნის გეშინია?! გაკოცე ბუზღუნა გულში, მშიშარავ! პასუხის მიწერა ვეღარ მოვასწარი, უცებ გავიდა საიტიდან, თუმცა ამაზე დიდად არ მიდარდია. წესით, სულ რაღაც ერთ საათში მუშაობა უნდა დამესრულებინა, მე კი საკმაოდ ბევრი რამ მქონდა გასაკეთებელი, ისევ საქმეს მივუბრუნდი. ამას ისიც დაემატა, რომ დირექციამ დამატებითი დავალებებიც მომცა და გვიანობამდე დარჩენა მომიწია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თითქმის საღამოს ათი საათი ხდებოდა სამსახურიდან რომ გამოვედი. ჩაბნელებულ ავტოსადგომზე ობლად იდგა ჩემი ტოიოტა. დაცვას დავემშვიდობე და საკუთარი ავტომობილისკენ დაქანცული გავემართა. ის-ის იყო ავტოსადგომიდან გამოვედი და უკან აყოლილი სამხედრო ჯიპიც შევნიშნე. ცოტა არ იყოსდა, დავიძაბე. სარკიდან შეძლებისდაგვარად ყურადღებით დავაკვირდი საჭესთან მჯდომ მძღოლს, თვალი ნამდვილად არ მატყუებდა, ავტომობილში შაკო იჯდა. გაჩერება აზრადაც არ მომსვლია, თუმცა ტრასაზე გასვლამდე გზა უხეშად გადამიჭრა და წინ გამიჩერდა, მუხრუჭს მთელი ძალით დავაჭირე ფეხი, შეჯახების მოლოდინში თვალები სიმწრით დავხუჭე, თუმცა ჩემსდა გასაკვირად დამუხრუჭება მოვასწარი. ჩემივე ავტომობილის საბურავების წუილმა ყური მომჭრა. - გაგიჟდი?! რა გინდა ბოლოს და ბოლოს იქნებ გამაგებინო?! - მისმა საქციელმა იმდენად გამაღიზიანა, კორექტულობა საბოლოოდ დავივიწყე, ავტომობილის მინა ჩავწიე და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. - ისტერიკას ნუ აწყობ, გადააყენე შენი ჩიხუახუა და გადმოჯექი, სალაპარაკო გვაქვს! - ისე გადმომძახა, უკან მომდგარი ავტომობილების კოლონისთვის ზედაც არ შეუხედავს. - ფეხებზე , ავადმყოფი რომ ხარ უკვე ვიცი, მაგრამ სულ ოდნავ ვიღაცის პატივისცემა რომ ისწავლო არ გაწყენს! - ისტერიკაში მყოფს გადასვლა აზრადაც არ მომსვლია. - ეი, თქვენ ორნი, ჭორაობას თუ აპირებთ, გზა მაინც გაანთავისუფლეთ!- გადმოგძახა ვიღაცამ. მეორე ღიპიანი ბიძა სხვაგვარად რომ ვერ გაგვცდა, ჩვენთვის გვერდის ავლის მიზნით ბორდიურზე ასვლისას ავტომობილის პლასტმასის „შიტოკი“ იმდენად უხეშად გასდო, ვიფიქრე ცხვირი მთლიანად ჩამოაცალა. ამაზე ორმაგად გაგიჟებულმა ორივეს გულიანად შეგვაგინა და გაავებულმა გააგრძელა გზა. - მოდი, მოდი, ვიდრე ვიღაცას ვუცემივართ, გადააყენე და გადმოდი ჩემთან! - მამაკაცზე გაბრაზების ნაცვლად სიცილს ვეღარ იკავებდა შაკო. მართლა ასე ხომ არ ვიქნებოდით შუა გზაზე? მეუხერხულა, მართალია უხალისოდ, მაგრამ ისევ დავთმე. - კაცმა რომ გკითხოს შვიდ საათამდე მუშაობ, ასე გვიანობამდე რას აკეთებდი? -ავტომობილში ჩაჯდომა, გვერდზე გადაყენება, სავალი გზის განთავისუფლება და მისი პრეტენზიული კითხვაც ერთი იყო. - ეს რაღაც ახალია, - ცალი წარბი ავწიე გაოცებულმა - არ ვიცოდი ჩემი სამუშაო გრაფიკი თუ გაინტერესებდა! - არ მინდა გვიან რომ იარო! - კბილებში გამოსცრა. - აქამდე ვერ მითხარი? - ახლა გეუბნები. - აუცილებლად გავითვალისწინებ. - დამჯერი ბავშვის სახე მივიღე. - არ გაწყენს, ისევ შენთვისვე იქნება კარგი! - აშკარად ვერ მიმიხვდა ირონიას. - ეს რაღაც ახალია, ეჭვიანობაც დაიწყე, კარგად ხარ?! - ნამდვილად შემაშფოთა მის ხმაში გაჟღერებულმა მუქარის ტონმა. - რამდენადაც მივხვდი, სამკურნალო ვარ, მეშველება რამე?- კმაყოფილი გამეკრიჭა. - მეგობრულ დამოკიდებულებას და ბას ერთმანეთისგან ვერ არჩევ? - როგორ ვერ ვარჩევ? ჩვენს შემთხვევაში ბა აშკარად ზედმეტია! - ისევ ხუმრობდა მისი აღმატებულება - შენ ჩემი ტკბილი მეგობარი ხარ! - მეგობრებს ეზასავები, დეგენერატო?! - აბა, უცხოს რა პონტში უნდა ვაკოცო?! მისკენ სულ ოდნავ გადავიხარე, თვალებში ვუმზერდი, თითოეულ მიმიკას ვსწავლობდი. ისეთი უდარდელი და კმაყოფილი სახე ჰქონდა, ლამის ფრჩხილებით ჩამოვკაწრე, აგრესიული ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა მისი შუაზე გაგლეჯა მთელი გულით მინდოდა. - სულ მეგონა, რომ რასაც მწერდი უბრალო მომართვის ფორმა იყო. რას წარმოვიდგენდი ასეთი არანორმალური თუ იქნებოდი. მართლა ვერ არჩევ ადამიანი რისი გამკეთებელია?! - ნუ ხარ უტვინო, რომ მგონებოდი, არც მოგწერდი. - მორჩი შაკო, დაასრულე! - ხმას ავუწიე -რაც გეგონე კარგად დავინახე. თუმცა ფაქტია, რომ ეს ჩემი ბრალიცაა. - მორჩი ბუზღუნს და ბავშვივით წუწუნს!. - ოფიციალური დებილი ვარ! - საკუთარ თავს დავუსვი დიაგნოზი -ამ სიცილ-სიცილში, ასე ახლოს როგორ მოგიშვი?! - ხმამაღლა ვფიქრობდი. - კაი, რა, მართლა დაგიბრუნებ კოცნას ახლავე, ჩემი ლამაზუკა! - საინტერესოა, როგორ აპირებ? - ისევ გაკოცებ და დაგიბრუნებ! მისმა ნათქვამმა ისე დამფრთხო, უკან გავიწიე ავტომობილის კარისკენ. - ნუ გეშინია, მართლა კი არ გკოცნი! - ჩემი საქციელით გახალისებული მხიარულად ხარხარებდა. - უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი. სად შევცდი? რით დაგაიმედე რომ ჩათვალე ეს უნდა გექნა? - იმის წარმოდგენაზეც კი რამდენად დებილად და გამოუცდელად მთვლიდა, ცრემლებმა ხმა გამიბზარა. - აუ, რა გჭირს? - რა რა მჭირს, კარგად ხარ?! - ისევ ბრაზი მომერია - თუ იმ დღეს ხმა რომ ვერ ამოვიღე, მართლა ასეთი ლენჩი გგონივარ? სერიოზულად ფიქრობ, რომ ვხვდები ხალხს და სადღაც, ორღობეებში ვეზასავები? რაც გინდა ის ქენი. ვისთანაც გინდა იმასთან იყავი. რა ჩემი საქმეა, მაგრამ მე არც შენი ნაშა ვარ, არც პოტენციური საყვარელი. სულ რომ უკანასკნელი მამაკაცი იყო, ცხოვრებაში კაცად არ მიგიღებ. გარკვევით გიხსნი თუ ვერა?! მე რაც შემეძლო ისედაც შემოგთავაზე, თუმცა ფაქტია მე და შენ მეგობრობა სხვადასხვაგვარად გვესმის. - დამშვიდდი, არაფერს გაძალებ, შენ თუ არ გენდომება, ჩვენს შორის არაფერი მოხდება. არაა საჭირო ისტერიკის მოწყობა! - გაღიზინებული ავტომობილის საჭეს ჩაფრენოდა და ჯიუტად იყურებოდა წინ. - მშვიდად ვარ! - რაღაც არ გეტყობა! - ისევ გაერია ირონია. - მშვიდად ვარ! - გავიმეორე კბილების კრეჭით. - ამოისუნთქე, გაიგუდები. ნერვიულობისგან სუნთქვაც კი დაგავიწყდა! - ჩემკენ არც ამჯერად გამოუხედავს, ისე ახარხარდა. გვერდულად გავხედე, ამ რამდენიმე დღიანი შუალედში აშკარად მომნატრებოდა, ნელ-ნელა სიბრაზემაც გადამიარა. თითქოს იგრძნო ჩემი ცვლილება, ყურადღებით დამაკვირდა, გაღიზიანება ისევ ჩვეულმა თვითკმაყოფილებამ შეცვალა. - მშვიდად ვარ! - უცებ ავარიდე თვალი - არ გამოგივა, შაკო, ტყუილად გაქვს იმედი, რომ დავთმობ, ჩემთვის ოჯახი ყველაზე წმინდაა. - არც მითხოვია ოჯახის დაანგრევა! - ისევ გაღიზიანდა. - შენი საყვარელი არ ვიქნები! - არც საყვარლობა მითხოვია! - ხმას აუწია მან - თავი ვერ შევიკავე, იმდენად მომინდა, რომ უბრალოდ გაკოცე, ამის დედაც... რას გადამაყოლე ამ ერთ კოცნას? - ხმას აუწია გაბრაზებულმა. - უბრალოდ? - ჰო, უბრალოდ. დავიჯერო ცხოვრებაში არავის უკოცნია, ყველას ასე ეჩხუბებოდი? - ვინც მაკოცა, კი გავყევი ცოლად. - მეხუმრები, - გულწრფელად გაუკვირდა - ქმრის გარდა მართლა არავისთვის გიკოცნია? - რა იყო, რა ვთქვი ასეთი გასაოცარი? - ვერაფრით ვერ მივხვდი, რატომ გაახალისა ამ ფაქტმა. - გამოდის, მეუღლის შემდეგ პირველი ვარ? - ის, ის კოცნა არ იყო, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ასე რომ შენ ჩემთვის არ გიკოცნია! - სიბრაზე სულ დამავიწყდა, რატომ დავიწყე თავის მართლება ვერ მივხვდი, დაბნეული რას ვბოდავდი ვეღარც ვიაზრებდი. - თუ არც მიკოცნია, - ისე გადმოიხარა, თითქოს ისევ კოცნას აპირებდა, თუმცა არაფერი უცდია, სწრაფადვე გასწორდა და დაუბრუნდა საკუთარ ადგილს - აბა, რატომღა მეჩხუბები? ის ერთობოდა, მე კი საკუთარ გრძელ, დაუფიქრებელ ენას ვწყევლიდი გულში. - ნუ მეთამაშები. არ გინდა გთხოვ, - დაძაბულობისგან ერთიანად მტკიოდა სხეული - მე მიყვარს ჩემი ქმარი, მასზე წინ არასოდეს დაგაყენებ! - ელე, - მისკენ აღარ შევბრუნებულვარ, - იმდენად მომწონხარ, ყველა და ყველაფერი ფეხებზე , მათ შორის შენი ქმარიც. მაგრამ დედას გეფიცები. იმ ერთად -ერთ შვილს გეფიცები, არაფერს დაგაძალებ, თუ შენ არ გენდომება, თითსაც არ დაგაკარებ. - წადი, გთხოვ! ჩემი ცხოვრებიდან გაქრი! - ეს სიტყვები იმხელა ემოციით ვუთხარი, რომ საკუთარი აჩქარებული გილისცემაც კი გავიგონე. - გამორიცხულია, ვერ შევძლებ. - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - შენ თუ ჩემთან მხოლოდ მეგობრობა გსურს, კი ბატონო იყოს შენებურად, ოღონდ იცოდე, ადრე თუ გვიან თავადვე მიხვდები, რომ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ. - საკმარისია. მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი! - გაღიზიანებულმა ავტომობილის კარი გამოვაღე და ისე გადმოვედი, თითქოს მეშინოდა არ შევეჩერებინე. - მეც გითხარი, შენი ცხოვრებიდან ვერ წავალ. ვერ დაგკარგავ, მჭირდები. - არ გეხუმრები... - მუდარით გავხედე. - ვიცი, მაგრამ ვერ შევძლებ უშენოდ. იცოდე, თუ ყოველ საღამოს ჩემი სამსახურთან ნახვა არ გსურს, ჩემი მონაწერების დაიგნორება არც სცადო! სულ ორიოდე წამით ჩავაცქერდი თვალებში. ესეც საკმარისი აღმოჩნდა, აღარც მემუქრებოდა, აღარც ხუმრობდა, ასეთი სერიოზული შაკო აქამდე არ მენახა. არაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეპასუხა? იმის მაგივრად რამე გამერკვია ჩვენ ურთიერთობაში, ორმაგად არეული და დაბნეული წამოვედი. - რამდენადაც მივხვდი, დრო მოგცათ საკუთარ თავში გასარკვევად?! - ასე გამოვიდა. თუმცა იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ უხსენებია არც ის კოცნა, არც ვნება და მიზიდულობა, რომელსაც გრძნობდა, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით მიმოწერას. თუმცა მის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი. ხშირად დამინახავს გვიან სამსახურიდან გამოულს უკან აყოლილი სამხედრო ჯიპი. ექსკორტად მიმაცილებდა სახლამდე და უსიტყვოდ მშორდებოდა. არ ვიმჩნევდი, ვითომ ვერ ვხედავდი და არც თავად მეუბნებოდა, რომ დამყვებოდა. ნელ-ნელა კი ისევ და ისევ ვაჯერებდი თავს, რომ ჩემი მეუღლე მიყვარდა. გიკვირს ხომ?! იქნებ მეც მიკვირს საკუთარი თავის, - ირონიულად გაეცინა - მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემი ქმრის გარდა სხვა მამაკაცის ალერსი მომეწონებოდა, თვალებს დავთხრიდი. იმას ხომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვუღალატებდი და საყვარელსაც გავიჩენდი, ბრმად მჯეროდა, რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება, ვერ ვიტანდი, მეზიზღებოდა შაკოს მსგავსი მამაკაცები. სულ მცირედ ტყუილზეც კი მცრიდა. ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე არჩევანის წინაშე დავდგებოდი, იმის გამბედაობაც მეყოფოდა, რომ საკუთარი მეუღლისთვის თვალებში ჩამეხედა და სიმართლე გამემხილა. მაგრამ…. ფაქტია ნიკუშას ამერიკაში წასვლით საოცარი სიცარიელე დამეუფლა, მაშინღა გავიაზრე, რომ ჩვენი ოჯახის ერთიანობა რეალურად ამ 16 წლის ბიჭის დამსახურება იყო. ჩემი სამყარო თურმე მხოლოდ ჩემი შვილი გარშემო ტრიალებდა. ახლაღა მივხვდი, რომ მთელ ჩემ დროს მხოლოდ მას ვუთმობდი. უცბად უფუნქციოდ, არარაობად ვიგრძენი თავი. აღარ მქონდა ვალდებულება წამეყვანა ყოველ დილას სკოლაში, საღამოს მომეკითხა და საჭიროების შემთხვევაში ის და მისი მეგობრები სახლებში ჩამომერიგებინა, ვეღარ ვისმენდი მის მართალია უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო სიახლეებს. ვეღარავისთან ვგეგმავდი შაბათ-კვირას გასართობს, აღარ მყავდა ადამიანი, რომელიც დამხვდებოდა,სულ ოდნავ შესამჩნევად გამიღიმებდა და დაღლაც გაქრებოდა. თურმე ნიკუშა იყო ჩემი ცხოვრება. ჩემი ყველაზე მყარი დასაყრდენი. მართალია ვცდილობდი ემოციები მომეთოკა, მაგრამ ძნელი იყო ვერ შეგემჩნიარაც მემართებოდა, მუდამ ღიმილიანი იშვიათად თუ გავიცინებდი. ვინ მოსთვლის რამდენჯერ ჩავხუტებივარ მეუღლეს, იმ იმედით რომ ტკივილსა და შვილის მონატრებას მისი ალერსით დავიამებდი, მომეფერებოდა ძველებურად და მეც ზუსტად ისევე დამივლიდა ჟრუანტელი სხეულში, როგორც პირველი შეხებისას, მაგრამ ვერ მიმიხვდა. საკუთარი ფიქრების გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა. მთელი დღე ინტერნეტში დაკარგული, დღის ბოლოს მისულს ცალყბად თუ მკითხავდა როგორ ვიყავი, ამ შემთხვევაშიც პასუხს არ დაელოდებოდა. თუმცა ესეც მისი მხრიდან დიდ ყურადღების გამოვლენად ჩაითვლებოდა. იშვიათად თუ დამირეკავდა, ისიც იმისთვის, რომ საღამოს სახლში რა მიმეტანა ეგ ეთქვა. იქნებ ვცდებოდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მისთვის მხოლოდ ოჯახის მარჩენლად და მისი შვილის გამზრდელად ვქცეულიყავი და სხვა ფუნქცია კი უბრალოდ აღარც მქონდა. ყველა სიკეთესთან ერთად წონაშიც მოვიმატე, მართალია უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 5 კილო. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ზედმეტად გამხდარს საკმაოდ შემეტყო. უცებ შემევსო სახე, გამომეკვეთა მკერდი, თურმე ნუ იტყვი და საჯდომიც მქონია. მართალია ტანისამოსის ჩაცმისას უკვე შერჩევა მჭირდებოდა, მაგრამ საკუთარი ვიზუალი მე პირადად მომწონდა, თითქოს უფრო გავნაზდი, დავქალდი. ვგრძნობდი ქუჩაში გავლისას როგორ მაყოლებდნენ მამაკაცები წუწკ მზერას. არ დაგიმლავ, იგივეს ველოდი ჩემი მეუღლისგანაც. თუმცა პირიქით მოხდა. მეუღლისგან კომპლიმენტების ნაცვლად საკმაოდ სარკასტული რეპლიკები მესმოდა. ნახევრად ხუმრობით,ქილიკით აღნიშნავდა, რომ ასე თუ გავაგრძელებდი, მალე მასაც გავასწრებდი სიმსუქნეში. - ცუდად გამოვიყურები? - ნირწამხდარი ჩავეკითხებოდი, იმ იმედით, რომ ვხუმრობო დააყოლებდა. - შემ მაგაზე არ იდარდო, მე მომწონს სრული ქალები! თუმცა მისი ირონიული სიტყვები რატომღაც სულაც არ მამშვიდებდა. სამაგიეროდ არ ჩერდებოდა შაკო. სულ უფრო და უფრო აქტიურობდა. არც კომპლიმენტეს იშურებდა და არც ყურადღებას მაკლებდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე მიწერილი სიტყვიდან ხვდებოდა ჩემ განწყობას. იცოდა თითოეული ჩემი ნაბიჯის შესახებ. ჩემი პრობლემებისა თუ ტკივილის შესახებ. ნელ-ნელა მოუხშირა ნახვას. სპონტანურად, მოულოდნელად, სულ რამდეიმე წუთით შემოირბენდა სამსახურში. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ საქმიან შეხვედრაზე მყოფი ნახვას ვერც ვახერეხებდი. მაგრამ მისი მოსვლა მაინც მახარებდა და მაბედნიერებდა. - არანორმალურო, წინასწარ მაიც გამაფრთხილე რომ მოდიხარ, ფუჭად სიარული არ გეზარება მაინც? - ვინ იცის რამდენჯერ ვსაყვედურობდი. - იმდენად შეგეჩვიე, ასე რომ არ გნახო, გავგიჟდები ხოლმე, ტო!... - თავს სასაცილოდ იმართლებდა მოულოდნელი ვიზიტის გამო. გგონია საჩუქრებით მანებივებდა? არა. მსგავსი რამ არ ყოფილა. ჩვენი შეხვედრისას, დიდი-დიდი ერთი ბოთლი ფანტა და კოკა-კოლა დაგველია, თუ ძალიან ციოდა ცხელი ყავა, ისიც მისივე ავტომობილში, რომელსაც იქვე ვაჩერებდით. - რატომ ავტომობილში? - აბა, საზოგადოებრივ ადგილებში ერთად ხომ ვერ გამოვჩნდებოდით? ვითვალისწინებდით ჩვენ ოჯახურ მდგომარეობას და ერთმანეთს ანგარიშსაც ვუწევდით. - იქნებ უბრალოდ წუწურაქობდა და თანხის დახარჯვას ერიდებოდა? - არც ეგაა გამორიცხული. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა - მაგრამ ისიც ფაქტია, მისგან არაფერი მინდოდა. მისი ეს მცირედი ყურადღება მაბედნიერებდა, იმის შეგრძნებაც კი, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი ვიყავი ცხოვრების აზრს მიბრუნებდა. მისი არსებობით ხომ არც პრობლემები მაკლდებოდა და არც ცხოვრება მიმარტივდებოდა, იქნებ პირიქითაც კი, მაგრამ მაინც ვერ ველეოდი, მსიამოვნებდა და მახარებდა. ჩვენი მსგავსი ფორმით ურთიერთობა კარგა ხანს გაგრძელდა, თითქმის ერთი წელიც კი. ამ პერიოდში ნიკუშამ იმდენი შეძლო, რომ ერთი წლით გაცვლითი პროგრამის ნაცვლად ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში მოწვევა და 2 წლიანი 100%-იანი გრანტიც მიიღო და ისე გადააბა სწავლა, სამშობლოში არც კი დაბრუნებულა. საბოლოოდ ავირიე, გრძნობებში დავიკარგე. მინდოდა სიმართლის გამხელა. მაგრამ ვერ შევძელი. გგონია მეუღლის დაკარგის შემეშინდა? არა. ის ხომ რეალურად ისედაც დაკარგული მყავდა. საზოგადოების, ისევ ჩემისთანების კრიტიკის მეშინოდა. მე, ადამიანს, რომელიც მსგავსი საქციელის გამო ბოზს ვუწოდებდი, გავკიცხავდი და მოღალატედ და კახპად ისე ვრაცხავდი, რომ აზრადაც არ მომდიოდა რეალურად რა უბიძგებდათ ამ ქალებს მსგავსი საქციელისკენ, თავდავიწყებით მიყვარდა კაცი, რომელსაც ერთხელაც კი არ უთქვამს, რომ ვუყვარდი. - ვერ მიგიხვდით... - მისმა სიტყვებმა საკმაოდ გამაოგნა. - დიახ, ასე მოხდა, მას კი არა, მე შემიყვარდა, გადავირიე ადამიანზე, რომელიც მიმტკიცებდა რომ, როგორც ქალი მოვწონდი და ვიზიდავდი. თუ ვერ მეშვებოდა, ისიც იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ შემეჩვია. გესმის?! - მის ულამაზეს წამწამებზე ისევ ციმციმებდა ცრემლების წვეთები - არ ვიცი რა მჭირდა, რა მემართებოდა. საკუთარ თავს მილიონჯერ მაინც ვუმეორებდი, რომ ერთი ჩვეულებრივი მექალთანე იყო, მისი გაცვეთილი ქათინაურებით, თავხედური გამოხტომებითა და პირდაპირობით, რომელიც თავს იმაზეც კი არ იწუხებდა, რომ თუნდაც სიტყვიერად მაინც მოვეტყუებინე და ეთქვა, რომ ვუყვარდი. არადა, იცი რამდენჯერ მდომებია და მინატრია, მისგან ეს სიტყვა გამეგონა?! თუნდაც ბოლოში დაეყოლებინა, რომ მეხუმრა. ის ერთი წუთი, თუნდაც წამი მაინც ხომ გამიხარდებოდა? მაგრამ, არა. მსგავსი რამ არც უთქვამს და მიმოწერისას, თუნდაც ხუმრობით არ დასცდენია. ისიც ბევრჯერ და ნათლად უგრძნობინებია, რომ ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ მეუღლესთან თუ გააჩენდა. ისევ მისივე მიმოწერიდანვე ვიცოდი, რომ წინა რამდენიმე პარტნიორთან დაშორების მიზეზი სწორედაც რომ მათი მხრიდან ბავშვის გაჩენის სურვილი იყო. - მაშინ თქვენთან რატომღა დაუშვა გამონაკლისი? - ისე გამოდის, რომ ფაქტობრივად მე შევიყვანე შეცდომაში. - ოცდამეერთე საუკუნეა! - სიბრაზე ვერ დავმალე - რისი თქმა გსურთ, თქვენ აიძულეთ თავდაცვის ნორმების დავიწყება? - ასე გამოდის. - ნუ გადამრიეთ, ელენე. როგორ?! - არ მინდოდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა მომივიდა. - მარტივად. მოვდუნდით. როგორც უკვე ვთქვი ერთმანეთს ვენდობოდით, ვმეგობრობდით. ჩვენს შორის პირველი კოცნაც და სექსიც სრულიად დაუგეგმავად, შემთხვევით მოხდა. შემდეგ კი იმდენად მოგვეწონა, ერთმანეთისგან უფრო მეტი და მეტი სიამოვნების მიღებას ვცდილობდით. აზრადაც არ დამიშვია, ორსულობის შესაძლებლობა, მე ხომ უშვილო მეგონა თავი. - რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მის გამართლებას ცდილობთ! - არა. თუმცა ამ ცხოვრებაში ერთი რამ ნამდვილად ვისწავლე, ადამიანებისგან იმაზე მეტის გაცემა არ უნდა მოითხოვო, ვიდრე შეუძლიათ. გგონია მის ნაკლს ვერ ვხედავდი? კარგად ვხვდებოდი, რომ ჩემთან მხოლოდ გართობა და სექსი სურდა. ამას ხომ არც მალავდა? გაცნობის დღიდან ხომ სწორედ ამას მიმეორებდა. უფრო მეტიც, თავადვე მიყვებოდა მის პირველ, არშემდგარ სიყვარულზე, პარტნიორებზე რომლებსაც წარა-მარა იცვლიდა, სწორედაც იმ მიზეზით რომ ქალებს უყვარდებოდათ. ვაკრიტიკებდი, გულში ათასჯერ მაინც ვიმეორებდი, რომ მისი გასართობი არასოდეს ვიქნებოდი. მაგრამ დავინახავდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. გგონია იმის ილუზია მქონდა, რომ სხვა ქალებისგან გამომარჩევდა და მათზე მეტად შემიყვარებდა? არა, ზუსტად ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მეც მიმატოვებდა და მიმაგდებდა, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდი, მაინც ვცდილობდი იმ არარსებული გრძნობის გაჩენას და გაღვივებას, რომელიც ჩვენს შორის ვერ იქნებოდა. იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, იმიტომ რომ არ შეეძლო. კი, ბევრჯერ მიფიქრია და დავრწმუნებულვარ, რომ შაკოს სიყვარულის უნარი არ გააჩნდა. მისთვის ქალი მოსანადირებელი მასალა გახლდა, ლამაზი აქსესუარი, რომლითაც მეგობრებში, ნაცნობებში თავს მოიწონებდა. გაანებივრებდა, თან გადაჰყვებოდა, ოღონდ იმ ეტაპამდე, ვიდრე მისთვის სასურველი იქნებოდა. თუმცა, როგორც კი მისად დაიგულებდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მობეზრდებოდა. ასე აკეთებდა მეუღლესთან და ასევე იქცეოდა საყვარლებთანაც. - თუმცა, თქვენვე აღნიშნეთ, რომ თქვენი ურთიერთობა თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა. ამდენ ხანს ხშირად საყვარლები კი არა, ცოლ ქმარი ვერ ძლებენ ერთად. - საქმე იმაშია, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობდით. კარგ ვარიანტში თვეში ერთხელ თუ მოვახერეხებდით ერთანეთის ნახვას, ისიც დასვენების დღეებში. ერთად მაქსიმუმ ორი საათი გაგვეტარებინა. ჩემგან განსხვავებით, მე თუ ბრმად მენდობოდა ჩემი ქმარი, მისი მეუღლე ასე მარტივად არ ტყუვდებოდა. ყოველ თხუთმეტ წუთში ურეკავდა და აკონტროლებდა. - თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებდა, თქვენთან მთელი დღე მიმოწერასაც და თუნდაც რამდენიმე წუთით შეხვედრებსაც? - ეგეც მართალია. კი. ახერხებდა, თუ ადამიანს უნდა ყველაფერსაც მოახერხებს. მაშინ ჩვენზე ხომ მხოლოდ კარგი მეგობრები თუ ითქმოდა. - თქვენვე თვით, რომ ყველაფერი შემთხვევით, დაუგეგმავად მოხდა. - კი, ასეა. - მიამბობთ? - რა თქმა უნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.