ტკივილი და სხვა გრძნობები... (თავი მეორე)
თენგომ არ შეიმჩნია რომ მიცნობდა და გამიხარდა, ისე იმდენი გოგო ყავს იქნებ დავავიწყდი კიდეც :) . ბექას მეგობრებთან ცოტა ვისაუბრე ლუდს ვსვავდით და მალევე დავიშალეთ, ბექამ სახლამდე მიმაცილა თან სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა ბავშვობიდან და მეც გულიანად ვიცინოდი. -უკვე მოვედით. -ვთქვი ოდნავ ნაწყენმა რადგან კიდევ მინდოდა მასთან საუბარი. -ასე სწრაფად?-აშკარად არუნდოდა მასაც წასვლა, გამეღიმა. -ხოომ. -ისე იცი თენგოს ძალიან მოეწონე.-იცინოდა მაგრამ მე ავნერვიულდი მის სიტყვებზე ვეცადე არ შემემცნია აღელვება. -რაო აბა?-ვიღიმოდი არმინდოდა შეემჩნია. -ლამაზი გოგოავო და ხელიდან არ გაუშვა თორე ჩემთან აღმოჩნდებავო.-იცინოდა და რატო ვერ მივხვდი. -რაააა?-გაკვირვებულმა ვკითხე.-რა გაცინებს ბექა? -ცოტა გაბრაზებულმა ვუთხარი. მომიახლოვდა ხელები ჩამკიდა და თვალებში ჩამხედა. -რაპუნცელ იხუმრა რატომ აღელვდი ასე დაწყნარდი. თავი დავხარე მინდოდა მეტირა მეთქვა ყველაფერი მაგრამ ვერა. ჩამეხუტა და მეც ძლიერად ჩავეხუტე მგონი დიდი ხნით ვიყავით ასე, მას ჩემ ყელთან ჰქონდა თავი და მისი ცხელი სუნთქვა მწვავდა, თან გულზე დადებული თავით მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა, თვალები დავხუჭე და მინდოდა ასე ვყოფილიყავით დიდიხნით. -პატარავ ხომარ დაგეძინა. -კი და არ გამაღვიძო. -რამე მოხდა? ასეთი ჯერ არასდროს ყოფილხარ.-მის ხმაში ნერვიულობა შევნიშნე და მაშინვე გავსწორდი და გავუღიმე. -არა უბრალოდ კიდევ არვიცი როდის გნახავ რადგან ისეთი სამსახური გაქვს ვერ იცლი ხოლმე და. -რაპუნცელ მისმინე მე შენთვის ყოველთვის მოვიცლი. მალევე დავემშვიდობე და სახლში ავედი. ისე დავუახლოვდი ამ პერიოდის განმავლობაში რომ ესეც თუ წავა არვიცი რა მეშველება, რადგან შინაგანად ისედაც ცარიელი და გულგატეხილი ვარ მაგრამ ალბათ დავიმსახურე რამით რო სიყვარულში არ გამიმართლოს მაგრამ მაინც მაქვს იმედი, იმედი რომ ერთხელაც ნამდვილი სიყვარული მეწვევა, არვიცი როდის ან როგორ მაგრამ იმედი მაქვს მივხვდები. დილით მაღვიძარა გავთიშე და სწრაფად ავდექი მობილურზე ინტერნეტი ჩავრთე და ბექას მოწერილთან ერთად უსიამოვნო წერილიც დამხვდა, აი სად დამერხა ვაიმე რა მომწერა, წერილს გულ აჩქარებული ვხსნიდი, -რაოოო ამას შიგ ხოარ აქვს აუ არა რააა. ხმამაგლა მომივიდა ფიქრი, ანას დავურეკე მაშინვე მხოლოდ ის თუ მიშველიდა ახლა. -ხო ცუნცულ. -უნდა მიშველო სიხარულო. -რამოხდა რა ხმაგაქვს. -თენგომ მომწერა. -ეგ ის ხოოო? -ხოო და არვიცი არვიცი რა მოხდება.-ტირილი დავიწყე იმდენად ავნერვიულდი.-ბექას შევეჩვიე და გრძნობები მაქვს მის მიმართ და ამას თუკი გაიგევს დამშორდება საერთოდ მეკი არმინდა მისი დაკარგვა. -დამშვიდდი მოვდივარ და ვილაპარაკოთ. -კაი. ცრემლები მოვიწმინდე და ბექას ვუპასუხე მოწერილზე რომელსაც საოცრად ლამაზი ტექსტით ქონდა ნათქვამი დილამშვიდობისა. ანა მალე მოვიდა და დავიწყეთ გადაწყვეტა რა გაგვეკეთებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.