შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის კუნძული (თავი პირველი)


28-06-2019, 22:21
ავტორი ექიდნა
ნანახია 1 150

რა არის იმაზე საინტერესო თუ არა თავგადასავლების მოყვარული თინეიჯერების ცხოვრება.ჯელიენი ოცი წლის გოგონაა პეინთაუნიდან,რომელიც თავის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.2018 წლის ზაფხულს მის მოპირდაპირე სახლში ახალგაზრდა მუსლიმი ქალი გადმოდის საცხოვრებლად ჯელიენი,კი მას ფანჯრიდან აკვირდება.რამდენიმე დღეში ისინი სრულიად შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს ქუჩაში და ამის შემდეგ ერთმანეთის ცხოვრებით იწყებენ არსებობას.

ფანჯრის მიღმა
კარზე კაკუნი გავიგონე ის იყო წამოდგომა დავაპირე,რომ კარები მექსინმა შემოაღო.მაქსი ჩემი საუკეთესო მეგობარია (ძალიან უცნაური გოგონაა).ჩემსავით ისიც ყველა ჩვენი თანატოლისაგან განსხვავდება.
-ნუთუ ისევ გეძინა?-პასუხის გაცემა არც მაცალა,საუბარი გააგრძელა:-ანუ,ისიც არ იცი,რომ ახალი მეზობლები გადმოვიდნენ,-თითით ფანჯრისაკენ მანიშნა.უკვე რამდენიმე დღეა ეს მუსლიმი ქალი ჩვენ სახლთან მოძრაობს,ახალგაზრდა ჩანს,-თქვა და სათვალის ზემოდან,არაფრის მეტყველი თვალებით გადმომხედა.
-საინტერესო არაფერი,უბრალოდ მუსლიმი ა,-ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ეს უცნობი ქალი ჩემთვის ძალიან ნაცნობი ვიღაც ყოფილიყო.
-იქნებ გაგვეცნო?
-ჩემს მაგივრად გადაეცით,რომ სასიამოვნო იქნებოდა მისი გაცნობა,-მობეზრებული სახით ვუპასუხე და ფანჯარაში ახალ მეზობელს გავხედე,რომელიც ჩემში ძალიან უცნაურ გრძნობას იწვევდა.
-ეს რას ნიშნავს?არ გინდა მისი გაცნობა?
-არა მგონია ძალიან ეჩქარებოდეს ჩემი გაცნობა,ჯერ კედლის მიღმა დავაკვირდები.
-როდემდე?- მიხვდა,რომ ამ კითხვაზე პასუხს არ ვცემდი და ოთახიდან გავიდა.
-დამბლოკა...-ჩემთის ვთქვი ოთახში მარტო დარჩენილმა.
ახლა 2022 წელია.ამ ამბის შემდეგ ოთხი წელი გავიდა და მეზობელი,რომელსაც ფანჯრის მიღმა ვაკვირდებოდი ჩემი თანამგზავრი გახდა.რა მოხდა?

ქალი აივანზე გამოვიდა.დაღლილი სახე ქონდა,წყნარად მოკალათდა და წიგნის კითხვა დაიწყე.დიდი ინტერესით ვუყურებდი ამ უცნობ ქალს.ლამაზი პირისახის იყო,ძალიან უბრალო.შინაგანად მაინც ვგრძნობდი მის მიმართ რაღაცას-თითქოს რაღაც მაიძულებდა მასთან საუბარს.უცბად აივანზე პატარა ბავშვი გამოვიდა და ქალს ფეხებთან ჩამოუჯდა,ქერა კულულებიან თმას იწვალებდა და ქალს რაღაცას ეუბნებოდა.ნეტავ ვინ იყო ეს ქალი?ასე რატომ ვინტერესდებოდი მისით?!
რამდენიმე დღეა გადაბმულად წვიმს მე კი ისევ ამ უცნობ ქალს ვაკვირდები.ფანჯარასთან ვიჯექი,როცა ოთახში მაქსი შემოვიდა.
-როგორ ხარ?ჩაფიქრებული ჩანხარ...
-არა უბრალოდ საქმე არ მაქვს და გარეთ ვიყურები,-ვუპასუხე და მის კალთას მივეკარი.-მაქს ჩვენი მეზობელი ახლოს ხომ არ დაგინახავს ან...-საუბარი გამაწყვეტინა:-გგონია ვერ შეგატყვე?ჯეინ,გიცნობ...ამ ქალმა ძალიან ჩაგითრია.გაიცანი...რისა გეშინია?!ვიცი,გიცნობ...საათობით ფანჯრიდან ვერ დააკვირდები.
-...
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა.ფანჯარასთან მივედი, თვალები მოვისრისე და სავარძელში ჩავესვენე.ჩემი ძვირფასი თანამგზავრი ისევ საყვარელ ადგილას იჯდა.მას შევცქეროდი,სიგარას აბოლებდა.ისეთი ტიპის ქალი იყო თითქოს ამ სახლში იყოო გამოკეტილი,სულ ჩაფიქრიანებული,დღე ხშირად ჩანდა,მაგრამ ღამემ მისი ყველა საიდუმლო იცოდა.ფიქრებში ვიყავი გართული, როცა დამინახა პირდაპირ სახეში შემომხედა,მაშინვე ფარდა ჩამოვწიე და...ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს კედელში მაგნიტი ყოფილიყო და გარეთ მითრევდა.სავარძლიდან წამოვხტი და გარეთ გავედი.
ქუჩაში ასფალტის სუნი ტრიალებდა.გზაზე გადავედი და მის წინ შეუმჩნევლად ჩავიარე უეცრად უკნიდან ხმა მომესმა:
-“Pink Floyd”-ი?!ჩემს ქმარს უყვარდა.
ადგილზე გავიყინე და ძლივს დაბნეული ხმით მივესალმე:-გამარჯობა.
-შენ მე მაკვირდებოდი ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent