შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა -1


29-06-2019, 12:43
ავტორი ჟირაფი
ნანახია 1 117

სამყარო ისე არ არის მოწყობილი, როგორც გვინდა რომ იყოს, ჩვენდა საუბედუროდ ყველაფერი პირიქით მიდის. როც ხელს ჩაიქნევ ცხოვრებაზე, ის ფეხზე მერე გაყენებს. რა რთულია, ასეთი სამყაროს ნაწილი იყო ? მე არასდროს არავინ არ მყვარებია, თვითონ სიყვარულიც არ ვიცი რა არის, მაგრამ ერთხელ შემიყვარდა, ცხოვრებაში ერთადერთხელ. ეს არ ვიცი, რეალობა იყო თუ ზღაპარი, თუმცა რაღაც არაამქვეყნიური და უმშვენიერესი მართლაც იყო. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.


თავი პირველი.
თუ მკითხავთ ახლა ყველაზე მეტად რა გინდაო, გეტყვით სიკვდილი მინდა მეთქი, გეტყვით იმედ გაცრუებული ვარ, მეოცნებე არასდროს ვყოფილვარ, სიზმრებიც კი იშვიათად მესიზმრებოდა, ყოველთვის გამოუსწორებელი რეალისტი ვიყავი, მაგრამ ახლაა ყველაფერს ვებღაუჭები აფსოლუტურად ყველაფერს.
15 წლის წინ.
დილა გათენდა, ავდექი, აბაზანა მივიღე, ჩავიცვი და სკოლისაკენ გავემართე. მივდივარ, წვიმა იწყებს, ყურსასმენები მიკეთია, თმა აქაჩული მაქვს, ოდნავ გრძელი მუქი მწვანე პალტო მაცვია, ქარმა თმებიც ამიბურდა, ფიქრებში წავედი. ვერც კი შევნიშნე, გზაზე გადავდიოდი, მანქანა კატასტროფული სიჩქარით მოქროდა, მე ვერ გავიგე რა ხდებოდა, გზაზეც არ გამიხედავს, უეცრად, ღრუბლებში ასული, ვიღაცამ ძლიერად დამანარცხა მიწაზე. ხელი ჩამჭიდა და ტროტუარზე გადამიყვანა. ერთმანეთთან ისე ახლოს ვიყავით, მე მისი ხშირი გულის ცემა მესმოდა, მას ჩემი ქარისგან აბურდული თმები ეფხატებოდა თვალებში. როგორც იქნა ავხედე , ხომ უნდა გამეგო ვინ იყო ჩემი გადამრჩენი. ოო, ბიჭი უსაშველოდ მაღალი, ქერა თმით, უძირო ყავისფერი თვალებით, წვრილი მომღიმარი ტუჩებით, გვერდულად რომ იცინოდა, ღმერთო ჩემო ეს ბიჭი ადრე მენახა, სკოლაში, მეზიზღებოდა თავისი აუტანელი საქციელის გამო, მაგრამ დღეს რატომღაც უსაშველო სიახლოვე ვიგრძენი მასთან. ხელი ხელზე მოვკიდე და ჩემი მხრიდან გავაწევინე. უკმეხად ვუთხარი.
- თუ შეიძლება გამიშვი, მეტკინა ხელი.
მან ჩაიცინა, ოდნავ ირონიულად მითხრა. - სიცოცხლე გაჩუქე, მადლობასაც არ მეტყვი ? ირონიას ვერ ვიტანდი. - თუ ასე წარამარა უნდა გეხსენებინა, მაშინ ნუ გადამარჩენდი, დამტაკებოდა. ესეიგი ბედი იყო, ბედისწერას კი ვერ შეცვლი.
- ოხ რა უმადურობაა, ბედისწერა მანქანის დაჯახება არ დაჯახება კი არა, ბედისწერა ჩვენი შეხვედრაა. პასუხი აღარ გამიცია, ავდექი და სკოლაში წავედი თუმცა მისი სიტყვები ყურში ახლაც ჩამესმოდა. " ბედისწერა ჩვენი შეხვედრაა." ნეტავ რა იგულისხმა ?
სკოლაში შევედი, ნელ-ნელა კიბეებზე ავედი, კლასი რომ შევეედი ჩემი დაქალი ნინო შემეფეთა, როგორც ყოველთვის მხიარული. გადამეხვია, მერე ჩანთები დავალაგეთ და მერხებზე დავსხედით. დღეს ბავშვები გვიტარებდნენ გაკვეთილს, უფროსკლასელები, ამიტომ ვისაც სად გვინდოდა შეგვეძლო იქ დავმსხდარიყავით, ნინო ჩემს გვერდით გადმოჯდა. ნინო ჩემი დაქალი, ნინო იყო უზომოდ კეთილი, პატიოსანი, უამრავი კეთილშობილური თვისებით. ადამიანი საოცრება, რომელიც იმედს არასდროს იქრობდა, ჩემი მოტივატორი. მაღალი, წითური, მუდამ ვარდისფერი ლოყებით და ყავისფერი თვალებით. ნინოს ერთი ბიჭი უყვარდა, ზურა. ზურა, ჩემი ნათესავი იყო. კარგი ბიჭი იყო ზურა, თუმცა ისიც კი არ იცოდა რომ სადღაც არსებობს ნინო რომელიც დღეც და ღამეც მასზე ფიქრობს. მოკლედ ზარი დაირეკა, კლასში შემოვიდა ბიჭი რომელმაც დღეს სიკვდილისგან მიხსნა. გაოცებული ვიყავი, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა ?! დაჯდა, სია ამოიკითხა. ჩემს გვარამდე რომ ჩავიდა, ნია ქორიძე, ხელი ავიწიე ვარ თქო, მან კი გემრიელად ჩაიცინა ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს.
- ბავშვებო, დღეს არ დავიწყებ, გაკვეთილის გამოკითხვას. რამე საკითხზე ვიმსჯელოთ არ გირჩევნიათ ?
- აუ, დიახ რაა. ისმოდა კლასიდან შეძახილები.
- კარგით პირველ რიგში მე გიგი მქვია, ახლა კი თემა ავირჩიოთ თუნდაც ბედი. ამ დროს გაფაციცებით შევხედე და მანაც შემომხედა მე ავწითლდი, მისი მზერა კი არაფრის მომცემი იყო.
- კარგით ვინ რას ფიქრობთ ბედისწერაზე ? კითხვა რომ დასვა ყველაფერი ყელში მიჭერდა და თითქოსდა მგუდავდა, მახრჩობდა. ამ დროს ნინომ ხელი აიწია და წამოდგა.
- ვფიქრობ, რომ ჩვენი ბედისწერა უკვე დაწერილია, ღმერთის მიერ, მას კი ვერავინ შეცვლის. მე არ მომეწონა და ხელი ავიწიე.
- აბა გისმენ, ნია. ფეხზე ძლივს წამოვდექი.
- მოკლედ, არანაირი ბედისწერა არ არსებობს, ბედს ჩვენვე ვქმნით, ჩვენს კარგს თუ ცუდს ჩვენ განვსაზღვრავთ.
- ნია, შენ ღმერთის არსებობას ეჭვქვეშ აყენებ ? მითხრა გიგიმ
-არა რა სისულელეა, ღმერთის მწამს, თუმცა ბედისწერის არა.
- მე კი ღმერთის არ მჯერა, ბედისწერის კი. ჩვენი შეხვედრაც ხომ ბედისწერაა. ეს რომ თქვა თვალები ამემღვრა. ვთხოვე, რიმ გარეთ გავეშვი , გავვარდჯ საპირფარეშოში და ტირილი დავიწყე. მერე როგორც იქნა დავწყნარდი თუმცა თვალები შესიებული მქონდა. გაკვეთილების ბოლოს, დამინახა და ჩემთან მოვიდა, შენს ლამაზ თვალებს ცრემლი არ უხდება. ღმერთო არავის შეუმჩნევია მთელი დღის მანძილზე რომ ვტიროდი მან კი შემატყო. არ არსებობს, არაა არ უნდა შემიყვარდეს არააა. არააა, სიყვარული ხომ არ არსებობს.სახლში მივედი, არ გამომიცვლია, არც მიჭამია ეგრევე საწოლზე დავჯექი და ჩამეძინა, თქვენ წარმოიდგინეთ გიგი დამესიზმრა.ასე 7 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა და ნინოს დავურეკე;
- რას შვრები ნინო ?
- არაფერს, ვჭამე და ოთახში შემოვედი, შენ ?
- მე ახლა გავიღვიძე.
- გოგო, რაღაც უნდა გთხოვო,
- ზურას დეი დაგისქრინო ხო ?
- ხოო.
- აი ვერ ვხვდები, დეის ნახვაში ისეთი რა არის.
- აუუ გთხოვ რაა.
- კარგი ხო, მოიცა. გოგო არ მიგდებს.
- კარგად ნახე, აქ აჩვენებს რომ უდევს.
- კაი, აჰაა. გავუგზავნე ოთხი ფოტო, ერთ ფოტოზე გიგისტან ერთად იყო. ოოხ რა მნიშვნელობა აქ.
- გოგო, დღეს რა გწირდა, გიგის რანაირად უყურებდი ? ან გარეთ რატომ გავარდი ?
- არა არაფერი მჭირდა. ტელეფონი მიჭირავს ხელში და უცებ მომდის მეგობრობის თხოვნა, გიგისგან. გამოვშტერდი. დავამატე. მესიჯიც მოვიდა.
- აღარ იტირო. ვაიმე ღმერთო, მეთამაშება ყველაფერი ?
- არ ვტირი, რატომ უნდა ვიტირო ?
- ასეთი უხეში რატომ ხარ ? ნინოს გავუთიშე.
- არ ვარ უხეში.
- კაი, ხვალ გნახავ. არაფერი მიმიწერია, დავსინე. როგორც იქნა მეორე დღე გათენდა. სკოლაში მივდიოდი და ვირაცამ თვალებზე ხელი ამაფარა, ღმერთო ნაცნობი სურნელია, მერე გამოჩნდა ოჰ, ისევ გიგი.
- რა გინდა ? უკან დამდევ ?
- კი.
- რატომ ?
- ანგელოზს რომ გავყვე არ შეიძლება ?
- არა!
- ოოოხ.
- არავიტარი ოხ, გამეცალე. ხელი მომკიდა შემატრიალა და გულზე მიმიხუტა, ვუყურებდით ერთმანეტს თვალებში, მერე ვუთხარი და ხელი გავაშვებინე.
- ზედმეტი მოგდის გიგი. და გავიარე, გამომეკიდა.
- ბოდიში, რაა. არ მინდოდა. სკოლაში შევედი. ნინო აივანზე არ დამხვდა და გამიკვირდა.
- აივანზე რატომ არ ხარ ? კლასში შესვლისას ვკითხე.
- გოგო იქ ზურაა.
- მერე რაა. წამოდი
- მერე რაა. წამოდი. როგორც იქნა გაკვეთილებიც ჩამთავრდა და გარეთ გავედით მე როგორც ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობდი, ნინოს უცებ ფეხი აუცდა და კანაოში ჩავარდა, თურმე მეძახდა, ხელს მიშვერდა, მაგრამ მე ვერ გავიგე. მაგრამ უკეთესმა ადამიანმა გაიგო ზურამ, და წამოაყენა. რომ გავხედე და ზურას ორი ხელით ეჭირა, გავვოცდი, პარალელურ სამყაროში ხომ არ ვარ მეთქი. მერე მადლობა გადავუხადეთ და გამოვიარეთ
- რატომ არ ამაყენე ?
- ვერ დაგინახე.
- ოხხ, ნია ასეტი დაბდურა როგორ ხარ.
- კანაოში შენ ჩავარდი დაბდურა კიდევ მე ვარ ?
- წამო პარკში.
- წამო. წავედით პარკში, მრგვალ სკამზე დავსხედით. ვლაპარაკობდით უცებ გიგი გამოვარდა პარკიდან.
- ნიაა. მე წამოვხტი.
- გისმენ. ხელი წელზე მომკიდა მასთან მიმიზიდა და მთელი პარკის თვალწინ მაკოცა. ნინო გაშტერებული იყურებოდა, მე კიდევ გაგიჟებული ვიყავი გავწიე, სილა გავაწენი. და ნამტირალევი გავიქეცი ის კი, ბედნიერი სახით დარჩა პარკში. სახლში წავედი ვტიროდი, გული ამოვიღე. ნინომ დამირეკა.
- სოფო, ნახე შენც ?
- რა?
- ფოტო.
- რა ფოტო ?
- ლიკამ ფოტო დადო, სახლეწოდებით უმანკოების პირველი კოცნა. შენ და გიგი რომ ხართ. ლიკა ერთი ბოროტი გოგო იყო, რომელსაც გიგა უყვარდა. ლამსი გული გამისკდა ეს რომ გავიგონე. რას ქვია, ფოტო დადო ? ხო არ აფრენს. ნინოს გავუთიშე. და გიგის მივწერე/
- რითი ახსნი შენს კოცნას?
- აი იმით რო ეგრე მისწორდებოდა.
- ჰო, შენ გისწორდებოდა, ჩვენი კოცნა კი მთელმა თბილისმა ნახა. რა გინდა რომ მოვკვდე ?
- დაწყნარდი, დიდი ამბავი თუ გაკოცე. მთელი თბილისი ჩემს კოცნას ოცნებობს.
- მე მტელი თბილისი არ ვარ. აღარაფერი მოუწერია. ის თუ კარგი ბიჭი იყო მეც არ ვყოფილვარ ცუდი გოგო. მაღალი, ხორბლის ფერი კანი, დიდი წითელი მარწყვის ტუჩები, საოცრად, საოცრად ლამაზი ცისფერი თვალები, პირდაპირი, უშიშარი მხოლოდ ძაღლების მეშინოდა, დაბნეული, დაბდურა ჭკვიანი, კარგი მოსწავლე, მომავალი იურისტი.
- ღმერთო რა ხდება ? რას მიმზადებს ბედისწერა ?
მგონი ეს ცხოველი შემიყვარდა, ღმერთო მე ხომ ამაზე არასდროს მიოცნებია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent