შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებშია თავისუფლება (2) ნაბადი


30-06-2019, 16:14
ავტორი truelove
ნანახია 3 704

თვალი,რომ გავახილე უკვე ღამე იყო თავი ნერსეს მკერდზე მედო და ისევ ცხენით მივდიოდით. რათქმაუნდა დამიჭერდა მე ხო უკანასკნელი უძლური ადამიანივით დავკარგე გონება მის წინ.
–სად მივდივართ?–თავი წამოვწიე და ნერსეს ავხედე,წარბშეუხრელად გაჰყურებდა გზას და ზედაც არ მიყურებდა. მისი სახის ნაკვთები ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ურყევი სახე,მკაცრი ზღვისფერი თვალები გრძელი აპრეხილი წამწამებით ,პატარა შუბლი და გამოკვეთილი ყვრიმალები.
–სახლში.–თვალებდაუხამხამებლად გამცა პასუხი.
–სად სახლში?! საერთოდ რომელიმე თქვენგანს გააზრებული გაქვთ რამხელა დანაშაულს ჩადიხართ? ან რაუფლებით მიტაცებთ?
ნერსე ხმას არიღებდა. ამაზე უფრო მეშლებოდა ნერვები.
–ახლავე გააჩერე–მკაცრად ვუთხარი,მაგრამ არანაირი რეაგირება–გააჩერე ცხენი–ხელები მკერდზე მივარტყი.–გააჩერე ეს ცხენი ახლავე–ვურტყავდი და ვღრიალებდი.
თვალები გადაატრიალა და გააჩერა ცხენიდან ჩამოვხტი და ისევ გაქცევა ვცადე,მაგრამ ამჯერად ნერსე ხელში მწვდა და მომაბრუნა.
–ხელი გამიშვი!–ხელის გამოგლეჯვა ვცადე,მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს დაეტყო,რომ გაბრაზდა,მაგრამ ახლა სულ ფეხებზე მეკიდა.რას მიზამდა.
–მთელი დღეა შენს პანიკებს ვიტან,აღარვაპირებ ამის ტანას ახლავე დაჯდები ცხენზე და წავალთ სახლში!
–არა! თქვენ საერთოდ რა ადამიანები ხართ? დავიძინე სახლში და საკუთარი სახლიდან მომიტაცეთ ისე,რომ არაფერი მკითხეთ რა უფლებით აკეთეთ ამას? იცით,რომ ოჯახი მყავს?–გულში ჩემი თავი შემზიზღდა ამ კითხვის გამო–გამაგებინეთ ვინხართ ან სად ვარ? ან კიდევ რატომ ვარ აქ? უკვე დავიღალე გაუცემელი კითხვებით.–ვყიროდი და აქეთ–იქით დავდიოდი. ჩემს უკან ტრიალი მინდორი იყო მგლების ყმუილს მიჰქონდა მთელი ჩემი სმენა.
–წავედით!
–არა! მიპასუხე აქ რატომ ვარ?!
–მალე გაიგებ.
–ან არ გავიგებ–სარკაზმულად გავუღიმე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი.
მეგონა არც ახლა გამომეკიდებოდა,მაგრამ ძალიან სწრაფად დაფარა ჩვენს შორის მანძილი და წინ გადამიდგა ხელი მკლავში ძლიერად მომკიდა და ცხენისკენ წამიყვანა.
–აღარვაპირებ შენი სცენების ატანას ისევ უნდა გაიქცე,სადღაც დაიკარგო,გული წაგივიდეს და მერე მე უნდა გატარო ხელში აყვანილი.
–მაშინ გამეცი კითხვებზე პასუხი!–დავუყვირე–მაგრამ ვიცი,რომ ამას არიზავ მთელი დღეა უყურებ როგორ განვიცდი ამ ყველაფერს,მაგრამ რეაქციაც არგაქვს მარტო ზიხარ ამ ცხენზე და ჩემი წამებით ხარ გატაცებული იმიტომ,რომ არაკაცი ხარ!!!–ხმამაღლა ვუყვირე და მის რეაქციას დაველოდე.
–რა მიწოდე?–თვალებიდან თითქოს ნაპერწკლები გადმოსცვივდაო–ხელი დამავლო და უხეშად წამიყვანა ცხენთან.–ყველა წმინდანს ვფიცავ თუ კიდევ ერთხელ მიწოდებ არაკაცს ძალიან ცუდ რამეს დაგმართებ გასაგებია?!–თვალებში მიყურებდა და დარწმუნებული ვიყავი,რომ ამას იზავდა.
იცოდა,რომ მეშინოდა,მაგრამ მაინც გადაჰკრა ცხენს მათრახი და ისევ გააქროლა სივრცეში..თავის შემაგრება ჩემით მიწევდა,რადგან გამწარებული ცალი ხელით ცხენს მართავდა ცალით კი მათრახს უქნევდა..მდინარეზე გადასვლა მოგვიწია შეშინებული მის სისხლიან ჩოხას ვებღაუჯებოდი,ამოსვლისას თავი ვეღარ გავიმაგრე და ხელი გამეშვა ძირს დავენარცხებოდი,მაგრამ ხელი ძლიერად მომხვია და ჩოხაზე მიმიხუტა.
ავხედე და მის თვალებს გადავეყარე წამიერად შემომხედა და კვლავ გზას გახედა..ვერ ვწვდებოდი მის ხასიათს გასული საუკუნეების კაცივით იქცეოდა.
განათებულ ლამაზ ადგილს მივადექით იქ ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო..ქალაქს უკან ორი მთა გალავანივით შემოჰკროდა ისეთი ნისლი იყო გეგონება,ბუნებამ იზრუნა ამაზეო ეს ნისლი ქალაქს კალთასავით გადაჰფარვოდა. ნერსემ ცხენი დიდი სახლის წინ გააჩერა და ჩამოხტა..ცხენზე წამიერად დავრჩი მარტო და უკვე პანიკამ იმატა ჩემში.
–ხელი მომეცი–მკაცრად მითხრა ისე,რომ არც შემოუხედავს..თითიც არ შემიტოკებია..გაბრაზებულმა ამოიხვნეშა ხელები შემომხვია და ჩამომსვა. მაცხოვრებლები სახლებიდან იყურებოდნენ და მაკვირდებოდნენ,იქვე მდგომმა ქალებმა ნერსეს ნაბადი ჩააცვეს.
ჭიშკარი გაიღო და ისიც წავიდა..ადგილზე გავიყინე აქ რას ვაკეთებდი? გაჩერდა. შემომხედა. ჩემსკენ წამოვიდა ხელი ჩამკიდა და ჭიშკარში შემიყვანა.
დიდ დარბაზში შევედით,სადაც ამაღლებულ ადგილას შვიდი ადამიანი ისხდა.
–ეს არის ნერსე?–ფეხზე წამოდგა ყველა მათგანი.
–დიახ–თვალაუხამხამებლად თქვა და ხელი გამიშვა.
–აბა ქალბატონო ათანასია რას გვეტყვით მამათქვენის შესახებ?
–ჯერესერთი მე ანასტასია მქვია და მერე მეორეც წარმოდგენა არმაქვს აქ რატომ ვარ და რაგინდათ ჩემგან!
–მამათქვენი მოღალატე გამყიდველია,რომელმაც დიდძალი ფული ისესხა ჩვენგან და ახლა შენი სახით დაგვიბრუნა.
–რაა?–გაოცებას ვეღარ ვმალავდი..ვიცოდი,რომ მამაჩემი არაკაცი იყო,მაგრამ საკუთარი ქალიშვილი გაყიდა? აი თურმე როგორ გამიტაცეს ასე ჩუმად სახლიდან..კარი თავად კოკამ გაუღო და იმ დღეს,როდესაც ასეთი რაღაც უნდა დამმართნოდა ის თავის საყვარელზე ფიქრობდა. ხმას ვეღარ ვიღებდი ძალა გამოცლილი თავს ვეღარ ვიკავებდი ნერსეს მკლავზე ხელი ჩავკიდე,რომ არ დავცემულიყავი,მანაც ხელი შემომაშველა.
–მამათქვენი ერთერთი ჩვენგანი იყო მანამ სანამ თბილისში გადასახლდებოდა,წასვლის წინ ფულის სესხება გვთხოვა ჩვენც,როგორც მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა ვასესხეთ,შემდეგ კი მარტივი ენით,რომ ვთქვათ „გადაგვაგდო“ რამდენიმე თვის შემდეგ საკუთარი შვილი გავგზავნე მასთან მოსალაპარაკებლად,მაგრამ მამაშენმა ის მოკლა..შემდეგ კი იქ განაგრძო ცხოვრება,სადაც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა,მაგრამ როგორც ხედავთ განვვითარდით.
უკვე ვეღარ ვსუნთქავდი მამაჩემი მკვლელი იყო თანაც მოღალატე ქურსი მკვლელი ნერსეს მკლავს ვებღაუჭებოდი და ვცდილობდი თავი შემეკავებინა,რომ რ დავცემულიყავი ნერსემ წელზ ხელი მომხვია და ფეხზე დგომას მაიძულებდა.
–მე...მე რას მიპირებთ?–ხმა აკანკალებულმა ვკითხე.
–კანონი კანონია,სისხლი გვაქვს ასაღები შენი სიკვდილი კი ჩემს შვილს სიმშვიდეს მოუტანს,როგორც ჩვენი წესი და კანონია მის საფლავზე აგიყვანთ და შენს სისხლს დავღვრით.
–მე რაშუაში ვარ? მამაჩემთან არანაირი კავშირი არ მაქვს...მე..–სიტყვებს ვეღარ ვაბავდი ერთმანეთს.
–შეიპყარით და ხვალამდე საკანში ჩააგდეთ.
ორი დიდი ჩოხოსანი დაიძრა ჩემსკენ..ნერსე წინ გადამიდგა და ხმალი ამოიღო.
–ეს რას ნიშნავს ნერსე?!–ფეხზე წამოდგა იმ შვიდიდან როგორც მე გამოვიტანე დასკვნა „მთავარი“.
–ეს გოგო მთელი დღე იმისთვის არ მიტარებია,რომ აქ სიკვდილით დაგესაჯათ! თქვენ მამაჩემს და მე დამპირდით,რომ არ მოკლავდით ეს კი რასაც მე ვხედავ არაკაცურია.
ჩემს გარშემო ჩოხოსნები იკრიბებოდნენ.
–ნერსე!–ჩუმად ვეძახდი და ჩოხაზე ვქაჩავდი. როგორ იქნა მიმიხვდა და უკან შემოტრიალდა.
ნაბადი გაიხადა.
–ნერსე ამას ნუ იზავ–ის კაცი მუქარით ეუბნებოდა.
–სხვა გზას არმიტოვებთ–ჩემს წინ მუხლი მოიდრიკა.
–მე ნერსე ჯიშკარიანი ვფიცავ ღმერთისა და ქვეყნის წინაშე,რომ დავიცავ ამ ქალს ყველა უბედურებისგან და მეყვარება დღეიდან სიცოცხლის ბოლომდე,მფარველობის ნიშნად კი ვახვევ ჩემს ნაბადს–ეს თქვა და მისი ნაბადი მხრებზე შემომხვია ხმალი კი მიწაში ჩაარჭო.–ის ჩემია მე კი მისი.–ბოლო სიტყვები წარმოთქვა დაიხარა და ხელზე მაკოცა.
–ეს არუნდა გექნა ბიჭო!–დაუყვირა იმ კაცმა.
–ეს ქალი ახლა ჩემი მფარველობის ქვეშაა ის ჩემი ღირსებისა და სიცოცხლის ნაწილია ვინც მას შეეხება მეც შემეხება ამიტომ უკან არაფერზე დავიხევ.–ხელი ჩამკიდა და დარბაზიდან გამომიყვანა.
მთლაიანდ არეული და გულგატეხილი ვიყავი მთელი ქალაქი მოგვშტერებოდა.
–ნერსე რა გააკეთე? ეს რასნიშნავს?–ნაბადზე მივუთითე და მისი გახდა ვცადე.
–თუ სიკვდილი არგინდა არ გაიხადო,დღეიდან ყველამ იცის,რომ ჩემი ხარ.
–ვერგავიგე? რას ნიშნავს შენი ვარ?
–იმას,რომ მალე ჩემი ცოლი გახდები.–არც მიყურებდა ისე სწრაფად მიაბიჯებდა ცხენისკენ.
–რა ცოლი? რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში?! პოლიცია არ არსებობს? ახლავე გიჩივლებთ ყველას და სახლშიდავბრუნდები.
წელზე ხელი მომხვია და ცხენზე დამსვა შემდეგ კი თვითონაც ამოხტა.
–ნუ მაცინებ ნასია–ცხენი სხვა მიმართულებით წაიყვანა.
–უკვე ასჯერ ვთქვი,რომ მე ანასტასია მქვია.
–კარგი ნასია.
როგორ მომაბეზრეს უკვე თავი..საშინლად დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დავიძინებდი მეგონა,რომ ხვალ ისევ ჩემს საწოლში გავიღვიძებდი და ეს საშინელი კოშმარი ოდესმე დასრულდებოდა.

პ.ს ესეც მეორე თავი ველოდები შეფასებებს.



№1  offline წევრი Elea_Nora

მიყვარს ეს ისტორია❤️❤️ ასეთი ისტორიების დიდი მოყვარული ვარ მაგრამ ბევრი არ არის და ის უმცირესობაც იწყებს და არ ამთავრებს. იმედია შენ დაამთავრედ და გვაღირსებ ასეთი კარგი ისტორიის დამთავრებას❤️ ნერსე რა კარგი ტიპიაა❤️ I am in love❤️ და იმედია კიდე ნასია არ შეეპუება ნერსეს. მიყვარს ადამიანები რომლებსაც საკუტარი თავის დაცვა შეუძლიათ და უდრეკად დგანან საკუთარი თავის დასაცავად. გთხოვ ეს გაითვალისწინე თუ შეძლებ დიდად მომესალბუნება გულზე:დდ(მიუხედავად იმისა რომ ამას ვერ ვიტან მიწევს გამოყენება რადგან სმაილიკებს ვერ ვწერ ამ საიტზე *გაღიზიანებულიემოჯი*:დდ) ხო მართლა რა ადგილია ასეთები არსებობს ნეტა კიდე საქართველოში? ნუ მსოფლიოში იქნება მარა საქართველოში არ ვიცი და არის ნეტა? *დაინტერესებულიემოჯი* ნუ ველი ახალ თავს და წარმატებები❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი truelove

Elea_Nora
მიყვარს ეს ისტორია❤️❤️ ასეთი ისტორიების დიდი მოყვარული ვარ მაგრამ ბევრი არ არის და ის უმცირესობაც იწყებს და არ ამთავრებს. იმედია შენ დაამთავრედ და გვაღირსებ ასეთი კარგი ისტორიის დამთავრებას❤️ ნერსე რა კარგი ტიპიაა❤️ I am in love❤️ და იმედია კიდე ნასია არ შეეპუება ნერსეს. მიყვარს ადამიანები რომლებსაც საკუტარი თავის დაცვა შეუძლიათ და უდრეკად დგანან საკუთარი თავის დასაცავად. გთხოვ ეს გაითვალისწინე თუ შეძლებ დიდად მომესალბუნება გულზე:დდ(მიუხედავად იმისა რომ ამას ვერ ვიტან მიწევს გამოყენება რადგან სმაილიკებს ვერ ვწერ ამ საიტზე *გაღიზიანებულიემოჯი*:დდ) ხო მართლა რა ადგილია ასეთები არსებობს ნეტა კიდე საქართველოში? ნუ მსოფლიოში იქნება მარა საქართველოში არ ვიცი და არის ნეტა? *დაინტერესებულიემოჯი* ნუ ველი ახალ თავს და წარმატებები❤️❤️❤️❤️


მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი kati

Velodebi momdevno tavs didi interesit.orive ertad wavikitxe da axla ra vqna me? zalian cotaa...

 


№4  offline წევრი izabella

საინტერესოა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები blush

 


№5 სტუმარი სტუმარი Tea

კარგია მაგრამ ხევის ბიჭები მეტად მკაცრები, ღირსეულები და კანონის მოყვარულები არიან .
დაგვადო და მსგავსი სიტყვებით არ საუბრობენ.
უფრო ჩვენი კუთხის დიალექტს თუ გამოიყენებ უკეთესი იქნება

 


№6  offline წევრი truelove

სტუმარი Tea
კარგია მაგრამ ხევის ბიჭები მეტად მკაცრები, ღირსეულები და კანონის მოყვარულები არიან .
დაგვადო და მსგავსი სიტყვებით არ საუბრობენ.
უფრო ჩვენი კუთხის დიალექტს თუ გამოიყენებ უკეთესი იქნება


მადლობა რჩევისთვის ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი ანი

სრული შოკი... ღმერთო საოცრება იყო...
გამოვშტერდი... აუუუუ მართლა ძალიან ძალიან მაგარი იყო...
ასე განაგრძე არაფერი შეცვალო....
სასწაული იყო..
ემოციებით სავსე თავი იყო და შესაბამსად მეც ემოციებით გავიბერე ამის წაკითხვის შემდეგ... ძალიან მაგარი იყო აი მართლა ძალიან ^-^
"-მე ნერსე ჯიშკარიანი ვფიცავ ღმერთისა და ქვეყნის წინაშე,რომ დავიცავ ამ ქალს ყველა უბედურებისგან და მეყვარება დღეიდან სიცოცხლის ბოლომდე,მფარველობის ნიშნად კი ვახვევ ჩემს ნაბადს–ეს თქვა და მისი ნაბადი მხრებზე შემომხვია ხმალი კი მიწაში ჩაარჭო.–ის ჩემია მე კი მისი.–ბოლო სიტყვები წარმოთქვა დაიხარა და ხელზე მაკოცა."

ყველაფერს ვფიცავარ ამ მომენტზე ჟრუანტელმა დამიარა... რამდენჯერ წავიკითხე ეს მომენტი ვერ მოვთვლი.. ასე გააგრძელე რა საოცრად წერ..
კატასტროფულად სასიამოვნო სცენა იყო .... "ის ჩემია მე კი მისი"
ველი ახალ თავს სულმოუთქმენლად..

მე უკვე გყვარობ შენ ^-^

 


№8  offline წევრი truelove

სტუმარი ანი ანი
სრული შოკი... ღმერთო საოცრება იყო...
გამოვშტერდი... აუუუუ მართლა ძალიან ძალიან მაგარი იყო...
ასე განაგრძე არაფერი შეცვალო....
სასწაული იყო..
ემოციებით სავსე თავი იყო და შესაბამსად მეც ემოციებით გავიბერე ამის წაკითხვის შემდეგ... ძალიან მაგარი იყო აი მართლა ძალიან ^-^
"-მე ნერსე ჯიშკარიანი ვფიცავ ღმერთისა და ქვეყნის წინაშე,რომ დავიცავ ამ ქალს ყველა უბედურებისგან და მეყვარება დღეიდან სიცოცხლის ბოლომდე,მფარველობის ნიშნად კი ვახვევ ჩემს ნაბადს–ეს თქვა და მისი ნაბადი მხრებზე შემომხვია ხმალი კი მიწაში ჩაარჭო.–ის ჩემია მე კი მისი.–ბოლო სიტყვები წარმოთქვა დაიხარა და ხელზე მაკოცა."

ყველაფერს ვფიცავარ ამ მომენტზე ჟრუანტელმა დამიარა... რამდენჯერ წავიკითხე ეს მომენტი ვერ მოვთვლი.. ასე გააგრძელე რა საოცრად წერ..
კატასტროფულად სასიამოვნო სცენა იყო .... "ის ჩემია მე კი მისი"
ველი ახალ თავს სულმოუთქმენლად..

მე უკვე გყვარობ შენ ^-^


ძალიან დიდი მადლობა <3 <3

 


№9  offline წევრი anako

მომეწონა ძალიან და ახალს ველოდები მართლა ძალიან მომწონს,ოღონდ გეხვერწები ისე ქენი რომ ნასია ცოტა გაძლიერდეს რაა,ვაიმე ნერსე როგორ მომწოოოონს გავგიჟდიიიი
მიუხედავად იმისა რომ ასეთი ტიპის თუ ჟანრის ისტორიები წაკითხული არ მაქვს ეს პირველი იქნება და უკვე ძალიან მომწონს სოოოუ ახალს ველოდები და არ გაწყვიტო წერა ყველა წმინდას გაფიცებ heart_eyes heart_eyes heart_eyes
kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№10  offline წევრი anamaria♡

კარგი ისტორიაჩანს წარმატებები და ცოტა თავებს თუ გაზდი ბევრად კაი იქნება
პ.ს როდისდადებ შემდეგს?

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent