მთებშია თავისუფლება! (3) წარსული
შუაღამე იყო დიდი სახლის წინ,რომ გავჩერდით..სახლი მთების წინ იყო ქალაქისგან მოშორებით. –ჭიშკარი გააღეთ–დაიყვირა ვიღაც კაცმა–ნერსე ბატონს სალამი–ხელი აუწია მისალმების ნიშნად. –სალამი ვაჟა–მიესალმა ნერსეც და ცხენით ჭიშკარში შევედი. ცხენიდან ჩამოხტა და ჩამოსვლაში დამეხმარა,ნაბადი ფეხებში მებლანდებოდა. –ვაჟა თუ შეიძლება ცხენი თავლაში შეიყვანე. –ბატონო ნერსე ახალი მანქანა გამოგიგზავნეს დღეს–უთხრა და შემდეგ მე ამათვალიერა–თქვენის ნებართვით–თავი დამიკრა და ცხენი წაიყვანა. –სად ვართ?–ნერსეს ავხედე. –სახლში–წყნარად მითხრა და სახლის კარი შეაღო. –ეს ჩემი სახლი არარის. –უკვე არის–სახლში შევედით და მისაღებ ოთახში გავედით–იქაურობა საერთოდ არ გავდა მთის სახლს,ასეთი სახლი თბილისშიც არ მინახავს,მარმარილოს კედლებს ნამდვილი ხელოვნების ნამუშევრები ამშვენებდა,დივანზე ის კაცი იჯდა,რომელიც პირველად ვნახე აქ ჩამოსვლისას. –ნერსე შვილო,მოხვედი?–ფეხზე წამოდგა და ჩემი დანახვისას სახე გაეყინა.–კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო ათანასია. –გამარჯობა–უხერხულად შევიშმუშნე. –მარინე–დაიძახა კაცმა და ოთახში შუახნის ქალი შემოვიდა,ნერსეს ნაირი ლურჯი თვალები ქონდა. –ღმერთო დიდებულო–ქალმა შემომხედა და შემდეგ ნერსეს შეხედა–შვილო რა ჩაიდინე?! –მარინე დამშვიდდი–ქმარმა მხარზე ხელი მოუთათუნა და დააწყნარა–ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ ხომ ასეა ძვირფასო? წაიყვანე გოგონა და თავისი ოთახი აჩვენე,თანაც მე და ნერსეს სალაპარაკო გვაქვს. –მაპატიეთ,მაგრამ არსად არ წავალ იქამდე სანამ არ გავიგებ რახდება.–გავჯინიანდი. ნერსემ გადმომხედა და შემდეგ მამამისს შეხედა. –მგონი იმსახურებს ყველაფრის ახსნას.–თქვა კაცმა და გამიღიმა.–გთხოვთ,სავარძლისკენ მიმითითა,შეგიძლიათ ნაბადი გაიხადოთ უკვე მთელმა ქალაქმა იცის,რომ ნერსეს საცოლე ხართ. ნაბადი გავიხადე და სავარძელზე დავდე. –უკაცრავად,მაგრამ მე არავის საცოლე არვარ და მათშორის არც არავის ტყვე ვიქნები. –როგორ გეკადრებათ,ტყვის სტატუსს არავითარ შემთხვევაში არ გაკადრებთ. –მოკლედ მე მხოლოდ ორი რაღაც მინდა..პირველი,გთხოვთ მომიყვეთ რა კავშირში ვარ ამ ქალაქთან და მეორე ვითხოვ,რომ დაუყონებლივ დამაბრუნოთ ჩემს სახლში. –პირობებს ნუ გვიყენებ–ნერსემ მკაცრად შემომხედა. –ამის სრული უფლება მაქვს–დავუპირისპირდი და თვალებში მკაცრად შევხედე. –კარგით შვილებო ტყუილად ნუ იჩხუბებთ,ცხოვრება არ დაგაკლებთ რთულ გზებს.–სიტუაცია განმუხტა ნერსეს მამამ. –ძალიან გთხოვთ მომიყევით ყველაფერი და არაფერი დამიმალოთ მირჩევნია სიმართლეს თვალი გავუსწორო ვიდრე ტყუილებით დავბრმავდე. –ნება შენია,ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო,მაშინ ახალგაზრდები და სიცოცხლის ტკბობით დაკავებული ბიჭები ვიყავით..მე და მამაშენი საუკეთესო მეგობრები და საუკეთესო თანამებრძოლები ვიყავით..როგორც უკვე იცი ჩვენს ქალაქს შვიდი ადამიანი მართავს აქედან ერთ–ერთი ქალაქის მიერ არჩეული საუკეთესო მებრძოლია..ხალხმა სწორედ ჩემსა და მამაშენს შორის მოინდომა არჩევანის გაკეთება..ბრძოლა უნდა გამართულიყო,ამ ბრძოლაში კი მხოლოდ გამარჯვებული იქნებოდა,ჩვენთან დამარცხებული არ არსებობს,ან იმარჯვებ ან კვდები. ინტერესით ავივსე და უამრავი აზრი მომივიდა თავში. –ბრძოლა იწყებოდა ჩემს წინ მამაშენი იდგა,ჩემი ძმა და მეგობარი..არცერთს გვინდოდა ბრძოლა,მაგრამ უარი არ უთქვამს,როგორც კი ბრძოლა დაიწყო თავდასხმაზე წამოვიდა,თავს ვიცავდი ერთხელაც არ გადავსულვარ თავდასხმაზე,თუმცა ისე მოხდა,რომ მამაშენი ძირს დავაგდე და შემეძლო მომეკლა,ხალხიც ამას ელოდებოდა,მაგრამ ხმალი დავაგდე..ხალხის თვალში ეს არაკაცური საქციელი იყო..მაგ დროს მამაჩემი გავლენიანი პიროვნება იყო და საქმეები გაჩარხა..ბოლოს ჩვენი მოსახლეობის „მამის“ წოდება მივიღე და ასე გადავირჩინე ღირსება..ჩემთვის ტრადიციები ყოველთვის პირველ ადგილას იდგა და დგას,მაგრამ ვერ შევძელი ჩემი ძმის მოკვლა. თვალებზე ცრემლები მომადგა და მძიმედ სუნთქვა დავიწყე. –მამაშენი ქალაქის ერთერთ მბრძანებლად დაინიშნა და სრულიად შეიცვალა,ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა და ბოროტების გზას დაადგა..მე უკვე ჩემი ქალაქის სულიერებაზე და ტრადიციების დაცვაზე ვზრუნავდი, თქვენი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ამ ადგილის დამორჩილებას და აქ ტურისტული ბიზნესების განვითარებას,მაგრამ არასდროს ვნებდებოდით მოგვიწია დიპლომატიური ურთიერთობები გვეწარმოებინა მათთან სწორედ ამიტომ შვიდეულმა გადაწყვიტა მამაშენის ქალაქში გაგზავნა მოლაპარაკებებზე პირველად,რომ ჩამოვიდა თან ქალი ჩამოიყვანა დედაშენი.მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბოლო წასვლის წინ დაახლოებით 2 კვირით ადრე დაიბადე შენ,მამაშენმა ათანასია დაგარქვა დედამისის საპატივცემულოდ. ძალიან ლამაზი და წყნარი ბავშვი იყავი მაშინ ამდენი წლის შემდეგ პირველად ვესტუმრე მამაშენს ოჯახით..მინდოდა მენახე და დამელოცე,მაგრამ მამაშენმა უარი მითხრა–ჩაეღიმა–ნერსე მაშინ ოთხი წლის იყო,სახლში შევარდა და მძინარეს თავზე დაგადგა სულ ჩხუბით მოვაცილე შენს საწოლს.–გაეცინა და ნერსეს შეხედა–ბავშვობიდან ჯიუტი იყავი–ბოლოს,რომ წავიდა ყველა წაგიყვანათ და თან ბევრი ფული წაიღო მე სამწუხაროდ არვიცი რატომ და რისთვის ეს შვიდეულის საქმე იყო და მე არავინ მეკითხებოდა,თუმცა ცოტახანში მთელს ქალაქში მამაშენზე ნადირობა გამოცხადდა და მიზეზად ღალატი და ქურდობა დაასახელეს. ასე და ამგვარად წლების განმავლობაში ეძებდნენ მამაშენს,როდესაც იპოვეს შვიდეულის მთავარმა საკუთარი შვილი გაგზავნა მოლაპარაკებაზე,მაგრამ უკან მხოლოდ წერილი მიიღო,სადაც შვილის სიკვდილს ატყობინებდა მამაშენი,გაცოფებული ჭკუიდან გადავიდა და დაიფიცა,რომ ამისთვის პასუხს აგებინებდა,დაიფიცა,რომ საკუთარი შვილის სულს მისი ქალიშვილის სულით ჩაანაცვლებდა ასეც,რომ არ ყოფილიყო სისხლის აღება მთის ტრადიციაა..ცოტახნის წინ თბილისიდან წერილი ჩამოვიდა,სადაც შენი სრულწლოვანების ამბავი ეწერა,მთავარმა შენი მოტაცება ბრძანა,მაშინ პირველად მივედი შვიდეულთან თხოვნით და ვითხოვე,რომ სიკვდილით არ დაესაეჯე ბევრი ლაპარაკის შემდეგ დაიფიცეს,რომ ამას არ გააკეთებდნენ არვიცი რატომ თქვეს ამაზე უარი,მაგრამ დღევანდელი ამბების შემდეგ მივხვდი,რომ ეს ფიცი ტყუილი იყო,ჩემი თანხმობის გარეშე აქ არავის შეუძლია ვინმეს მოტაცება,თუნდაც ეს შვიდეულის ერთ–ერთი წევრი იყოს,ბოლოს იმიტომ დავთანხმდი,რომ მიზეზად თქვენი ოჯახის აქ დასახლება სურდათ,ეჭვი თავიდანვე მქონდა,მაგრამ თუ ამას არ დავთანხმდებოდი თბილისშივე მოგკლავდნენ. აი ეს არის მთელი ისტორია,ახლა უკვე ყველაფერი იცი. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი ძალიან რთული გადასახარში იყო ეს ჩემთვის,მაგრამ პასუხები მივიღე,რაც უპასუხობას ჯობდა. –და ეს ნაბადი? ის რაც იქ ნერსემ გააკეთა რას ნიშნავს?–ნერსეს შევხედე,რომელიც დაიძაბა. –ჩვენ ჩვენს ტრადიციებს და კულტურას ძალიან ვუფრთხილდებით სწორედ ამიტომ მოვაღწიეთ აქამდე. ნერსეს ქცევამ მეც ძალიან გამაკვირვა,ეს არ გვქონდა დაგეგმილი,მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იყო..ამ სიტუაციაში ორი ტრადიცია გადაეკვეთა ერთმანეთს,სწორედ ამიტომ ძლიერმა ტრადიციამ სძლია,რომელსაც ნიშნობის ფიცის დადების რიტუალი წარმოადგენს..ათანასია,შეიძლება ეს არმოგწონს,მაგრამ თუ ნერსეს ცოლად არ გაყვები მოგკლავენ. –რას ნიშნავს მომკლავენ? აქ შეიძლება არ გყავთ სამართალდამცავები,მაგრამ თბილისში არიან ცავალ და ვიტყვი,რომ მოსაკლავად დამსდევენ დაცვას გამომიყოფენ და წყნ... –არ წახვალ–მკაცრად.მაგრამ წყნარად თქვა ნერსემ. –შენ არავინ გეკითხება. –შენ ახლა ჩემი ღირსების ნაწილი ხარ,არავაპირებ ჩემი ღირსების შელახვას. –მემგონი შენ კარგად ვერ გამიგე,დიდი მადლობა ორივე თქვენგანს,რომ გადამარჩინეთ,მმაგრამ გათხოვებას არვაპირებ ახლახანს ჩავაბარე და სწავლა მინდა ამ ყველაფერთან ერთად არც კი გიცნობ დამიჯერე არც შენ გამოგადგები ცოლად..უბრალოდ ქალაქში ჩამიყვანეთ და დავივიწყოთ ეს ყველაფერი. –ა რ ა!–დამიმარცვლა ნერსემ და ოთახი დატოვა. გაბრაზებული წამოვხტი და აქეთ–იქით სიარული დავიწყე. –ათანასია შვილო ბევრი რამ გადაიტანე წადი ცოტა დაისვენე. ხვალ მოვიფიქრებთ რამეს. –ბოდიში მაქვს მოსახდელი თქვენთან,პირველად,რომ შეგხვდით უზრდელურად გელაპარაკეთ. ამისთვის მაპატიეთ. –შენი ბრალი არარის დაბნეული ხარ,მარინე–მიმართა თავის ცოლს მიდი გოგონას თავისი ოთახი აჩვენე. –წამომყევი–ქალი წამოდგა აშკარა იყო,რომ არ მოვწონდი ან რატომ მოვეწონებოდი მე ხომ მისი ოჯახი საფრთხეში ჩავაგდე,ქალს გავყევი და მეორე სართულზე ამიყვანა გრძელი კიბეები ავიარეთ და დიდ ოთახში შევედით,იქაურობა დედოფლის ოთახს გავდა. –ტანსაცმელს მალე მოგიტანენ,არვიცოდით თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები,თორემ დაგახვედრებდით. –მადლობა ისედაც ბევრი იწვალეთ ჩემს გამო.–გავუღიმე–იცით არმინდოდა თქვენთვის ამდენი პრობლემის შექმნა. –შენ არაფერ შუაში არხარ საყვარელო–გამიღიმა–პირსახოცი და ხალათი სააბაზანოშია. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ცხელი შხაპი და ძილი. იმის მიუხედავად,რომ ზაფხული იყო აქ მაინც ძალიან ციოდა. სააბაზანოში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი..ძალიან მესიამოვნა,საშინლად დაბნეული და დაღლილი ვიყავი...ემოციურად იმდენად ავსებული ვიყავი,რომ თავს უფლება მივეცი მარტო დარჩენილს მთელი ბოღმა ამომეღო და ავტირდი ემოციებისგან დავიცალე და გული გავიქვავე..ძილის წინ მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი..რადაცარუნდა დამჯდომოდა აქედან უნდა გავქცეულიყავი. პ.ს იმედიმაქვს მოგეწონათ ველოდები შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.