შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ...(8)


2-07-2019, 02:44
ავტორი Stranger things
ნანახია 1 971

-ეჰ ლევანიც სულ წავიდა ხელიდან.-ლევანი მისი შვილიშვილი იყო.- არ ხვდებით ხოლმე? რა კარგად იყავით, როგორ უყვარხარ, შენი წასვლის მერე თავის თავს აღარ გავს, არადა მე ბოლომდე მეგონა რომ თქვენ შვილებს ავიყვანდი ხელში.-თავი გააქნია, თვალები დავჭყიტე მაგრამ მივხვდი რომ არავინ გვისმენდა, მაგიდის წევრებს თვალი მოვავლე... ერთიანად დაჭიმულ სხეულზე გავაჩერე მზერა, დემან ისე მიყურებდა მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა... ოღონდ ეს არა.
__________________________________________________

-თედო პაპა, თქვენ რას იტყვით?-იკითხა მამაჩემმა, ისიც მას მიუბრუნდა და მე გადავრჩი პასუხის გაცემას, დემნას დაბნეული ვუყურებდი, ისიც ჯიუტად არ მაშორებდა თვალს მაგრამ ვერ ვხდებოდი ჩემგან რა უნდოდა ...ან ვხვდებოდი მაგრამ არ მინდოდა აღიარება. მთელი საღამო ვერ მოვისვენე, განსაკუთრებით დემნას დაჟინებული მზერის გამო, ეზოში გავედი და ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, ბავშვობა გამახსენდა, გამეღიმა, იქვე სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე, ყოველთვის მიყვარდა ღამე, ამ ხმების მოსმენა, ღრმად ვსუნთქავდი საყვარელი სოფლის ჰაერს და უბრალოდ ბედნიერი ვიყავი რომ ახლა სამსახურის აპარატების წივილის მაგივრად ჭრიჭინების ხმა მესმოდა, ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი ასე. ჭრიჭინების ხმასთან ერთად საყვარელი ბუბუნა ხმა რომ გავიგე, ვიღაცას ტელეფონზე სამსახურის საქმეებზე ელაპარაკებოდა, თვალების გახელა მხოლოდ მაშინ ვინებე ჩემ გვერდით სავარძელი რომ ჩაიზნიქა, როგორც ყოველთვის მის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა. ჩუმად ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ის კი ვიცოდი რომ მინდოდა მელაპარაკა აუცილებლად უნდა მეთქვა ლევანზე რამე, ეს სიტუაცია ისე გავდა ჩვენი კოტეჯის შუა ღამის დიალოგებს. ის კი მიყურებდა და ჩემგან განსხვავებით ეტყობოდა არაფრის თქმა არ უნდოდა და არც აპირებდა, თავი მხარზე ჩამოვადე, ამოვიოხრე და გავინაბე...მივხვდი, მივხვდი რომ უთქმელად გაიგო, გამიღიმა, მეორე ხელი მომხვია და ძალიან ძლიერად ჩამეხუტა, სიმშვიდემ ერთიანად შემომიტია, ისე ბედნიერად და დაცულად ვგრძნობდი იმ წამს თავს , ამდენი ბედნიერებისგან გული ამიჩუყდა, ხელი ჩამკიდა და სახლში ერთად შევედით, სუფრა უკვე იშლებოდა, ყველა ისეთი მთვრალი იყო.
-წავედით?-მკითხა მამამ და გასაღები გამომიწოდა.
მის ყოყმანზე წარბი ავწიე და გამეცინა...არადა თვითონ მასწავლა ტარება და თუ რამე მისივე ბრალი იქნებოდა, მერე რაა მართვის მოწმობა რომ მქონდა?!
სახლამდე მშვიდობით მივედით და მეც გაბადრულმა გავუწოდე მამაჩემს გასაღები, ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი დედასთან ერთად თავიანთ ოთახში გაუჩინარდა.
-თეკლა!-გამომძახა დედამ.-ელენეს და დემნას ზევით ოთხები გავუმზადე მიაცილე რაა გთხოვ.
-კარგი დეე...აქეთ.-ვანიშნე მათ და კიბეებს ავუყევი, ელენე, ჩემ გვერდით ოთახში დავაბინავე, დემნა კი დერეფნის ბოლო ოთახში მოთავსდა. ელენესთან შევყოვნდი რამდენიმე წუთით, როგორც აღმოჩნდა გოგოს ძალიან მოსწონდა ჩვენი სოფელი, ნამყოფი იყო რამდენჯერმე მაგრამ ჩემ სახლში არ დარჩენილა და დედაჩემს ეზო შეუქო, დავპირდი რომ თუ მოინდომებდა რამდენიმე ყვავილს მასაც მივცემდით და მოვლასაც ვასწავლიდით. ბოლოს მივხვდით რომ ლაპარაკი გაგვიგრძელდა, დავემშვიდობე და ტკბილი ძილი ვუსურვე.
ელენეს ოთახიდან გამოსულმა, ფრთხილად მივუკაკუნე დემნას კარს და პასუხს დაველოდე, უკვე წასვლას ვაპირებდი, კარი რომ გაიღო და დემნა გამოჩნდა, სპორტული შარვალი და შავი მაისური ეცვა, თმაზე კი წყლის წვეთები უბზინავდა, ცხელი წყლისგან ლოყები ოდნავ აწითლებოდა, მის ასეთ ჩაცმულობაზე გამეღიმა და გაბრწყინებულ თვალები შევანათე.
-ისე გიხდება, დღეს უკვე მერამდენედ გამახსენდა კოტეჯი.-ვუთხარი გულწრფელად, სახეზე შევატყვე როგორ ესიამოვნა ჩემი სიტყვები.-სულ მენატრება ხოლმე.
-მე კიდევ შენი ახლაგაღვიძებულის თმა მომენატრა, კაცი რომ ვერ გაიგებ რომელმა ფრინველმა დაიბუდა.
-ოჰ გასაგებია.-ისევ შევუბღვირე.- ანუ არაფერიც არ გენატრება.- გაბრაზებული წამოსვლას ვაპირებდი, ხელი რომ ჩამკიდა და კისერში ჩამიდო თავი.
-ყოველ წამს მენატრები, ჩემო პატარა თხა.-მითხრა და ისე მიბიძგა წასასვლელად გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.
ერთიანად აფორიაქებულმა მივიღე შხაპი და დაღლილს ფიქრებში მალევე ჩამეძინა.
მეორე დილით იმდენი ენერგიით გამეღვიძა მე თვითონაც გამიკვირდა, რამდენი ხანია ასე ბედნიერად არ მძინებია, გუშინდელი დაღლილობის აღარაფერი მეტყობოდა, სულ ღიღინ-ღიღინით ჩავიარე კიბე და მაშინვე იქით წავედი საიდანაც ხმა მოდიოდა. დედაჩემი და დემნა სამზარეულოში იყვნენ, დემნა დახლზე იყო მიყრდნობილი და ყავას სვამდა დედა კი საუზმეს ამზადებდა და ბიჭს რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
-მამა და ელენე სად არიან?-ვიკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ელენე აბაზანაშია, მამა კიდევ შემოვა ელხვე.-მითხრა დედამ და სწრაფად მაკოცა შუბლზე.
-დიდ ხანი მეძინა?-ვიკითხე და იქვე დადებული ნამცხვარს დავწვდი.
-ჩვენთვის უკვე შუა დღეა.-გაიცინა დედაჩემმა.-დემნას ისე ადრე გაეღვიძა მოგვეხმარა კიდეც.
წარბი ავწიე და ჩუმად მდგარ დემნას შევხედე.
-ისეთი ყოჩაღი ბიჭია.-მამაჩემი შემოვიდა და მანაც მაკოცა.- მანქანა გამიფუჭდა.-მე შემომხედა ღიმილით მე კიდევ „არაფერი ვიცის“ სახით მოვარიდე თვალი და გამეცინა.-ხო და სულ დემნამ შეაკეთა.-მითხრა და ჩემ გვერდით დაჯდა.
-მართლა?-ინტერესით გავხედე, ვერ წარმომედგინა რომ დემნა მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი და აკეთებდა.- ასისტენტი არ დასჭირვებია?-წავკბინე და გამეცინა.
-რას ამბობ შვილო ისეთი კარგი ბიჭია, აი საუზმეც კი ერთად მოვამზადეთ.-მხრები აიჩეჩა დედაჩემმა .-მარტოს არ დამანება.
-მარიამ გამოდი!-დავიძახე მე.
-ტყუილად ეძახი.-გაეცინა დემნას.-ვასვენებ მარიამს.
-მოიცა...შენ ხარ ის ,ხასიათის მონსტრი, მარიამის უფროსი?-იკითხა დედაჩემმა.
ვაიმე...თავლები დავაჭყიტე.
-მე ვარ.-გაეცინა დემნას.
-არადა რასაც ეგ ყვება შენზე, მკაცრიაო და რობოტიო.
დედაა...მარიამი ნუ გავიწყდება!-გონებაში ყვიროდა ნორმალურად მოაზროვნე თეკლა, მაგრამ მე ზედმეტად დაკავებული ვიყავი თბილად მომღიმარი დემნას თვალიერებით.
-სამსახურში მკაცრი ვარ.-გაეცინა მას.-მაგრამ სამსახური სამსახურია. მარიამი კიდევ მართლაც კარგი თანაშემწეა მაგრამ არავინ არ უთხრათ ეგ, თავში აუვარდება და ეგეც გამიზარმაცდება.
-ხომ არ გწყინ?-უცებ მოეგო დედაჩემი აზრზე.
-არა, არა.-გაეცინა ბიჭს.-მართლა ძალიან ბევრს ვავალებ ხოლმე.
წამში კარი ხმამაღლა გაიღო და მაკოს ხმაც გაისმა.
-ოჯახობავ!-უცებ შემოხსნა სამზარეულოს კარიც და მაშინვე დედაჩემს ჩაეხუტა.-ბავშვები სასაუზმოდ მივდივართ, გოგამ დაჯავშნა მაგიდა და ელენე, დემნა და თეკლა უნდა მოგტაცოთ.
-სამაგიეროდ კიდევ ჩვენ თავს გიტოვებენ.-ნათლიაც შემოჰყვა, ლილისთან ერთად და ჩემი დანახვით გახარებულმა პირველი მე მაკოცა თავზე.-ბებერ ხალხს არ გვეპატიჟებიან.
-ოო მამიკო ხო გეხვეწეთ წამოდით და არაო.-ამოიწუწუნა მაკომ და ნათლიაჩემის სიცილზე როგორც იქნა მიხვდა რომ ხუმრობდა.-კარგი, კარგი, წავედით.- ხელი მომკიდა ,იმ წამს მეორე სართულიდან ჩამოსულ ელენეს მიძახა მივდივართ, დროზე გამოგვყევიო და მანქანაში ჩამსვა.
გოგა და ირაკლი იქ დაგხვდნენ, ჩვენც შევუერთდით და საუზმესთან ერთად მათაც მაშინვე იმის დაგეგმა დაიწყეს დღეს რა უნდა დაგვეთვალიერებინა. საბოლოოდ გადაწყდა რომ ტყეში ავსულიყავით და ჩანჩქერი გვენახა.
ირაკლი როგორ ყოველთვის მაიმუნობდა, მორცხვი ელენე ჩუმად იჯდა, მაკო და გოგა კი ირაკლის შეტევების გამკლავებაზე იყვნენ ორიენტირებულები და წამდაუწუმ იცინოდნენ.
-ბლინები მომაწოდე რაა.-ვთხოვე დემნას.
მან კი ჩაიცინა და თაფლიანი მომაწოდა, მეც გამეცინა და ერთი ლუკმა სახედამანჭულმა ძლივს გადავყლაპე.
ერთხელ კოტეჯში ვუთხარი რომ თაფლიანი არ მომწონდა, თვითონ კი ძალიან უყვარდა და სულ თაფლიანს მიღებდა, თითო ლუკმას მაინც მასინჯებდა ხოლმე თან მეუბნებოდა რომ სასარგებლო იყო და ასე თუ გავაგრძელებდი ერთხელაც მეც შემიყვარდებოდა.
-ოოჰ ისევ არ მომწონს.-ამოვიწუწუნე და როგორც მიჩვეული ვიყავი მას გადავუღე თეფშზე.
-რამდენჯერ გითხარი, ცოტაც და მოგეწონება.-ნუ იყრი.-მითხრა და ჩაიში ჩასაყრელად გამზადებული შაქრიანი კოვზი გამომართვა.
-მე ვარ ექიმი თუ შენ?-ამოვიწუწუნე და მწარე ჩაი მოვსვი.-სულ ასე მიკეთებ.
-შაქარი რომ დაგემართება მერე უარესად იწუწუნებ.-მითხრა და კოვზი უკან ჩააბრუნა.
როგროც იქნა დემანს თვალი მოვაშორე და გაკვირვებულ სახეებს წავაწყდი. მაკო ისე მიყურებდა მეგონა, ცოტაც და გარეთ ძალიათ წამათრევდა რომ ინფორმაცია გამოეტყუა...ჯანდაბა, დამავიწყდა რომ ამათ არ იცოდნენ ჩვენი ვოიაჟის შესახებ.
-თქვენ სად მოასწარით?-იკითხა მაკომ...არა ამას კიდევ გარეთ გაყვანა ჯობდა.
-ქორწილამდეც ვიცნობდით.-მარტივად უპასუხა დემნამ და უყურადღებოდ აიჩეჩა მხრები.
-გასაგებია.
ამ „გასაგებიაში“ მაკომ იმხელა ქვეტექსტი ჩაატია, მართალია მარტო მე მივხვდი მაგრამ ვაი მაგ მიხვედრას დღეს ალბათ ვერ გადავურჩებოდი.
საუზმე მშვიდად განვაგრძეთ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ირაკლი მაიმუნობდა და ზუსტად ვერ მიხვდებოდი როდის რომელის დასჭირდებოდა ჩემი მიხმარება ამდენი სიცილისგან საჭმელი რომ გადასცდენოდა.
-შეგვიძილია, აქედან სანამ თბილისში დავბრუნდებით ჩემთან ავიდეთ ყაზბეგში.-წამოაყენა გასეირნებების დაგეგმვისას დემნამ აზრი.
-აუ კი რაა.-გამოხტა მაკო.
-ამას უყურეთ.-თვალები ჭყიტა ირაკლიმ.-აქამდე ერთი დღით ვერ ვითანხმებდით სადმე წასვლაზე და ეხლა თვითონ გვიგეგმავს დასვენებებს.
-მცალია.-თქვა და ირაკლის გახედა.
ზუსტად ვერ მივხვდი რა გამომრჩა მაგრამ ბიჭი მაიმუნობას მოეშვა და ოხვრით ამოთქვა.
-ეს რა უჟმური გვყავს.-თავი გააქნია.
-ირაკლი.
-ხო კარგი.-ბიჭმა დანებების ნიშნად ხელები აწია ანიშნა ხმას აღარ ამოვიღებო.
ტყეში გასეირნების შემდეგ სულ დაიკარგა ჩემი დილის მხნეობა, ისეთი დაღლილი ვიყავი მაკოს არსად აღარ გავყოლილვარ და გაუნძრევლად მეძინა. საღამოს ძლივს გამოფხიზლებულს ისიც მქონდა გადაწყვეტილი რომ ბარემ ღამის ძილიც გადამება, შუქი რომ აინთო ჩემ ოთახში და ნახევრად ჩაძინებულმა ძლივს გავარჩიე ქარ-ბორბალასავით შემოვარდნილი მაკო.
-ადექი, ჩაიცვი და მდინარეზე მივდივართ.-მითხრა და ხელზე მომქაჩა.
-აუუ არა რაა.-ამოვიოხრე.-მეძინება...ამ შუა ღამისას იქ რა გგვინდა.
-მიდი ადექი, წვეულებას აწყობენ კარგი მუსიკა იქნება და გავერთობით.
-კარგი რაა ,ეხლა იქ მარტო შენ იქნები და მეშვიდე კლასელი ნინი.
-ოოო არაა, ჩემებს დავურეკე და ყველა მოდის.
-სად ასწრებ?-ამოვიზმუვლე და მხოლოდ იმიტომ ავდექი რომ ხელზე ისე მქაჩავდა მეგონა საწოლიდან გადმომაგდებდა.
-შენ ჩაიცვი და გამოდი დროზე.
ამოიოხრე, ხუთ წუთში გადავიცვი რაც ხელში მომხვდა და დივანზე მჯდარ გამოპრანჭულ მაკოს მივაჩერდი.
-რა იყო, ბარში კი არ მიდიხარ.-შევუბღვირე და ეზოში გავედი.
ყველა იქ იყო და როგორც ჩანდა მხოლოდ მეღა მელოდებოდნენ, ყველა კარგ ხასიათზე იყო და რაღაცას ხმამაღლა განიხილავდნენ, მაგრამ არაფერი არ მესმოდა, მხოლოდ იმას აღვიქვამდი რომ დემნა იქ არ იყო, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა დან ისედაც წასვლაზე გულაცრუებულს კიდევ უფრო მიკარგავდა იქ ყოფნის სურვილს.
მდინარეზე სრული ქაოსი დაგვხვდა, ზოგს ცეცხლი დაენთო, რადგანაც მდინარესთან მუდმივად ძალიან გრილოდა, ლუდის კასრები მოეტანათ და განათებებიც არ ქონდათ დავიწყებული, ასეთი ამბავი აქ არ მენახა, ალბათ ჩემის წავლის შემდეგ დაიწყეს, მხრები ავიჩეჩე და ნაცნობი სახეებისკენ წავედი, ყველა იქ იყო ,ჩემი ბავშვობის მეგობრები, კლასელები და უბრალო ნაცნობები, მესალმებოდნენ და მკითხულობდნენ, მეც რაც შემეძლო მონდომებით ვუცინოდი მაგრამ უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა, თბილისიდან ჩამოსული გოგოები ისე იწელებოდნენ თითქოს აქ კი არა პარიზში გაიზარდნენ, მაკომ რა თქმა უნდა ალღო აუღო და ახლა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, მე კიდევ თავი მტკიოდა ხმამაღალი მუსიკისგან, ფეხზე ავდექი და მდინარეს დავუყევი, იმდენი ვიარე რომ მუსიკის ხმები ნელ-ნელა მისუსტდა. გავჩერდი და დიდი ვაშლის ხის ნახვით გახარებულს თავლები გამობრწყინდა, ბავშვობაში ხშირად მოვდიოდი აქ, ზედმეტად ცელქი ბავშვი ვიყავი და იმ გოგოებისგან განსხვავებით თოჯინებს რომ უკერავდნენ კაბებს სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ამოვიოხრე და პირველ ტოტს მოვეჭიდე რომ ავმძვრალიყავი, ხეებზე ძრომიალი სისხლში მქონდა გამჯდარი და ამდენი ხნის მერეც კი ოდნავადაც არ გამჭირვებია. ზევიდან გადმოვხედე მდინარეს და ბავშვობა გამახსენდა, ჩემი საზაფხულო არდადეგები და თამაშები, განსაკუთრებით კი გოგასთან ერთად გატარებული დღეები, ის რომ ჩიტებს ესროდა მე ვმკურნალობდი, ვითომ რომ გეკითხათ საწ....ბს ვეხმარებოდი მაგრამ სინამდვილეში ერთი სული მქონდა ხოლმე სანადიროდ წასულიყო და ჩიტები ჩამოეყარა რომ მერე მე გადამერჩინა , მართალია თეკლას მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ მართლაც უკეთესად ხდებოდნენ მაგრამ ახლა საერთოდ ვერ ვამაყობდი ჩემი საქციელით, იმის მაგივრად რომ მეჩხუბა, გაბადრული ვუცქერდი ცაში შეფრთხილებულ ჩემ გამოჯანმრთელებულ ჩიტები. საწყისი მედიცინა ბებიამ მასწავლა, როგორც მიყვებოდა სამედიცინოზე სწავლობდა მაგრამ შემდეგ ბაბუამ მოიტაცა, იმის მიუხედავად რომ იგი სწავლის წინააღმდეგი არ იყო თვითონ ბებიამ აღარ მოინდომა გაგრძელება, რადგან ბავშვობებიდან დედისგან ყოფილა შეგნებული რომ როცა გოგო გათხოვდება მანს ოჯახის გარდა არაფერზე აღარ უნდა ეფიქრა, მეუბნებოდა რომ მომავალში ინანა გადაწყვეტილება მაგრამ ამის მიუხედავად დიდი სიამოვნებით მიზიარებდა ცოდნას და მაკოს ძმის გოგას ჩამოგდებულ ჩიტებსაც ერთად ვმკურნალობდით. ბებიის გახსენებაზე ცრემლი მომადგა მაგრამ სწრაფადვე უკუვაგდე, გაუნძრევლად ვიჯექი , ფეხის ხმა რომ გავიგე და ამას ნაცნობი ხმაც მოჰყვა.
-ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი.
-ლევან?-ვიკითხე და ხმის პატრონისკენ გავიხედე, იმდენად გამახარა ბიჭის აქ ნახვამ უცებ ჩამოვხტი ხიდან და ხელები მოვხვიე.
-რაო პატარა ქაჯანა?-გამიცინა და თბილი ღიმილით შემომხედა.
-მეგონა თბილისში იყავი.
-ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, მაკო შემხვდა და რომ მოგკითხე მითხრა აქაა და მოძებნეო.
-რამდენი დორო გავიდა.-თავი გავაქნიე, ამოვიოხრე ჩვენი ბოლო შეხვედრის გახსენებაზე და ისევ განათებებისკენ დავიწყე სიარული.
-ვიცი, მაპატიე არ შემეძლო...იმ ამბის შემდეგ.-ამოიოხრა და ხელი მომხვია.
ამ ჟესტმა ადრინდელისგან განსხვავებით თითქოს გამაღიზიანა, რადგან ახლა გაცილებით მეტი ვიცოდი და ჩემ ტვინში ხმამაღლა ყვიროდა ლევანთან ბოლო შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები „თეკლა მიყვარხარ“, მახსოვს რამდენი ვიტირე იმ ღამით მას შემდეგ რაც უსიტყვოდ დავტოვე, მთელი ღამე მივტიროდი დაკარგულ ძმას და თან დაჯერება მიჭირდა რომ ეს მართლა ხდებოდა. მე და ლევანი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ერთ კლასშიც ვიყავით და იმ ძმის მაგივრობას მიწევდა ყოველთვის, არასდროს რომ არ მყოლია, თბილისში სასწავლებლადაც ერთად წავედით და იქითაც არ ვშორდებოდით ერთმანეთს, ხალხს რომ შეყვარებულები ვეგონეთ იმდენს ვიცინოდით, მაგრამ ლევანის აღიარების შემდეგ ეს სიმყუდროვის კედლები მთლიანად ჩამოინგრა. მას შემდეგ აღარც შევხვედრივართ.
ბიჭის ხელი ფრთხილად მოვიცილე და შეუმჩნევლად ვეცადე გვერდით გავწეულიყავი, თვითონაც მიხვდა რომ ჯერ კიდევ ვერიდებოდი და ეცადა დისტანცია შეენარჩუნებინა. წვეულება ისევ ისე იყო როგორც დავტოვე, მაგრამ ამჯერად ელექტრონული მუსიკის ნაცვლად გიტარის ხმა ისმოდა, კოცონიდან მოშორებით დავდექი და ლევანს გავუღიმე, უკვე იმის თქმა მინდოდა რომ უნდა წავსულიყავი, წელზე ძლიერი ხელი რომ მომეხვია, ნაცნობმა შეხებამ ერთიანად გაავრცელა ჩემში სიამოვნების მეტასტაზები და მინაბულმა ავაყოლე თვალი ჩემზე ორი თავით მაღალ გამოქანდაკებულ სხეულს.
-გამარჯობა.- მკაცრი ხმის მიუხედავად ძალიან თბილად გამიღიმა და სწრაფად გაუწოდა ხელი ერთიანად დაბნეულ ლევანს.
ძლივს მოვედი აზრზე და მანამდე გავაცანი დემანს ლევანი სანამ თვითონ ეტყოდა რამეს.
-ეს ლევანია, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
ლევანმა გამიღიმა და თითქოს შევნიშნე რომ თვალში სევდა გაუკრთა.
-და თქვენ?-დაძაბული ხმით იკითხა.
-დემნა.-გაუღიმა....გაუღიმაა?!-თეკლას საქმრო.



№1 სტუმარი სტუმარი თეკო

ძალიან საინტერესოა და გაგრძელება იმედია მალე დაიდებ

ველი მოუთმენლად????????

 


№2  offline წევრი დარინა

უბრალოდ დემნაზე ვგიჟდებიი, ისეთი საყვარლები არიან ერთმანეთზე რომ ეჭვიანობენ.

 


№3  offline წევრი Stranger things

სტუმარი თეკო
ძალიან საინტერესოა და გაგრძელება იმედია მალე დაიდებ

ველი მოუთმენლად????????

მადლობა აუცილებლად მალევე დავდებ blush

 


№4 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესოა.დადებითი მუხტი მოაქვს.წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent